შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი და სხვა კატასტროფები(7)(დასასრული)


9-12-2019, 18:07
ავტორი Kathara
ნანახია 1 838

ამილახვარი და სხვა კატასტროფები (7)(დასასრული)

მოსაღამოვდა, ნისლი კიდევ უფრო ჩამოწვა, ყველაფერი ერთ წამში ჩაბნელდა, ბუნებას თითქოს დასძინებოდა, მხოლოდ ხეები შრიალებდნენ და მასზე მჯდარი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ისეთი სიცივე მაისში არავის არ ახსოვდა.
-აუ რა მაგარია, როგორი სიმშვიდეა, მაგრამ ცივა.-კატო გადმოვიდა მანქანიდან და გარეშომე მიიხედ მოიხედა, რათქმაუნდა სხვებიც აყვნენ და რა კოპლიმენტი იცოდნენ ყველაფერი სანდროს უთხრეს, ასეთ გარემოში რომ წაიყვანა, სანდრო კი გაჯგიმული კარების გასაღებად მიემართებოდა.
-არა რა როგორ პატივში ხარ ძმაო ხომ ხედავ, ასეთი სიტყვები ჩემთვის არ უთქვამს თიკას და შენ კი ....-ლუკამ მხარზე ხელი ჩაარტყა და ყურებამდე გაიკრიჭა.
-სულ გაუფრინე შენ რა.-თიკამ თავში წამოარტყა ლუკას და ტყისკენ გასწია.
-მე გავაფრინე ხომ, ამ სიბნელეში მარტო მიდიხარ ტყეში იქნებ მგლები შეგვხვდენ და მერე ნახავ შენ.-ლუკამ გადაიხარხარა და თიკას შეშინება სცადა მაგრამ ამოდ, ისე გააგრძელა გზა ვითომაც არაფერიო.
-ლუკა მიდი გაყევი არსად დაიკარგოს.-მანქანის ბაგაჟნთან მდგარმა ქეთუმ თიკასკენ მიანიშნა და თან პარკები აიღო.
-ჰე აბა შევედით.-როგორც იქნა გააღო კარები სანდრომ და ჯერ გოგოებს აცადა შესვლა.
-არა რა დაბდური ხარ დაბდური, შენ მე გამაგიჟებ ამხელა კალათბულთერი კაცი ხარ და მე მაზკდინებ პარკებს, მოდი აიღე და შენ თვითონ შეიტანე.-ძლივს მიჰქონდა ქეთუს პარკები და ილიამ თავისით რომ მოახერხა გამორთმევა, მან შეახსენა.
სახლში შევიდნენ და გოგოები პირდაპირ მეორე სართულზე აიჭრნენ.
-შეხედეთ აუზიც ყოფილა, ხვალ თუ კაი ამინდი იყო ვიცურაოთ.-მეორე სართულიდან კიოდა თათა სხვებისთვის რომ მიეწვდინა ხმა.
-თქვენ დაჟე ცურვაც იცით?-სიცილით ასძახა პირველი სართულიდან ილიამ.
ქეთუმ ისეთი თვალებით გადმოხედა მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო.
-აუ ტელეფონი მანქანაში დამივარდა მგონი,წავალ მოვძებნი.-კიბებზე ჩაირბინა კატომ და კარები გააღო.
10წუთიანი ძებნის შედეგად იპოვა და თან ესემესი მოუვიდა.
-კატო რას აკეთებ ამ სიცივეში აქ.-მოულოდნელად ტყიდან დაბრუნებული ლუკა დაადგა თავზე და კატერინამ ესემესის ნახვა ვერ მოასწრო.
-ტელეფონს ვეძებდი სხვა რა უნდა გამეკეთებინა.-ღიმილით უპასუხა კატომ.
-შენ როგორ ყველაფერი უნდა გაინტეტერესებდეს ძვირფასო?-მოულოდნელად თავზე დაადგა თიკა.
-ოჰ გამოხტა მაუგლი.-ლუკამ გახაიხარხარა და სახლში შევიდა.
კატომ კი მანამდე ესემესი გახსნა და სახე მთლიანად შეეცვალა.
-კატო რა დაგემართა?-თიკამ შეანჯღრია და ამ ქვეყანაზე მოიყვანა.
კატერინამ ტელეფონი თიკასკენ მიატრიალა და ესემესი წააკითხა.
-“შურისძიების დრო დაგდა ძვირფასო
დ.ხ”-თიკამ ხმამაღლა წაიკითხა ესემესი და ისიც გაშეშდა.
-ეს ეს რას ნიშნავს?.-კატო ერთ წერტილს უყურებდა და ძლივს ამოღერღა.
-დაიცია იქნებ ის არ არის და სხვა ვინმე გეღადავება?-მოულდნელად წამოაყლანტარა ის რაც პირზე მოადგა.
-კარგი რა ვინ უნდა მეღადავებოდეს, თანაც ხომ იცი დამირეკა და მის ხმას ვერ ვიცნობდი?-კატომ არ იცოდა რა უნდა ექნა.
-სანდროს ყველაფერი მოუყევი და მასთან ერთად გადაწყვიტე თუ რა უნდა ქნათ?.-თიკამ მეტი გამოსავალი ვერ ნახა.
-კარგი რა თიკა როგორ უნდა ვუთხრა,მაშინ თავიდან უნდა მოვუყვე ყველაფერი.-კატერინამ იქით აქეთ სიარული დაიწყო.
-მერე მოუყვევი, მგონი საიდუმლო არ უნდა იყოს თქვენს შორის.-თიკამ გააჩერა და დარივება დაუწყო.
-კაი კაი ვნახოთ.-კატერინას თვალები აევსო ცრემლებით, მაგრამ თავი შეიკავა.
-ვნახოთ კი არა კი, ახლა შევალთ და დაელაპარაკები.-თიკა უკვე ნერვებზე იშლებოდა.
-კაი კაი შევიდეთ და დაველაპარაკები.-თავი ვერ შეიკავა და ცრემლები ულევად წამოუვიდა.
-მოიწმინდე ცრემლები და შევედით.-წამწვანო წაყავისფრო თვალებში ჩახედა თიკამ. კატერინამ მოიწმინდა ცრემლები და შევიდნენ.
-სანდრო შენთან საქმე მაქ.-დასერიოზულებულმა კატომ მეორე სართულისკენ მიანიშნა.
-კაი კატუშ მოვდივარ.-კატომ გაასწრო და მასზე ადრე ავიდა, თიკამ კი სანდროს რაღაც ჩაჩურჩულა ყურში. კატო ძაან ნერვიულობდა და იქით აქეთ სიარული დაიწყო.
-ესეიგი რა ხდება.-კატომ დაიწყო მოყოლა თავის ყოფილ შეყვარებულზე, თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოუყვა და სანდრო ისე უსმენდა თითქს ზღაპარს უყვებოდა.
-მორჩი?-კატომ რომ დაამთავრა სიარული შეწყვიტა და სანდროს წინ დაგდა, ამილახვარმა შეხედა კატოს და ისე კითხა მორჩიო თითქოს არაფერიც.
-არა, ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი რომ ეს ორი დღეა მირეკავს, მაგრამ მაგას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დღეს მომწერა შურისძიების დრო დადგაო და ...-კატერინამ ისევ სიარული დაიწყო.
-ანუ მორჩი?-მდივანზე გადაიშალა
-შენ რა მეღადავები? რეები მოგიყევი და რექცია საერთოდ არ ქონია?-კატო ერთ ადგილას გაჩერდა და ცეცხლის ფრქვევა დაიწყო.
-საყვარელო ეგ ყველაფერი ისედაც ვიცოდი.-საყვარლად ჩაუღიმა.
-დაიცა დაიცა ერთ წუთს, ანუ მესიჯებიც იცი და ყველაფერი?-გაშტერდა ერთ ადგილას.
-კი ძვირფასო მაგ მესიჯებს ჩვენ გწერდით, პროსტა გაღადავება მოგვინდა.-სანდრომ გადაიხარხა და კატოს წინ დადგა. კატერინა გამოშტერდა და არ იცოდა რა უნდა ექნა.
-ყოჩაღ აი მაგას იცოდე არასდროს გაპატიებ, აი მაგ თემას საერთოდ როგორ შეეხე, ან საერთოდ ვინ მოგცა იმის უფლება ჩემ წარსულში იქექიალო, ყოჩაღ სუყველას აი მართლა ყოჩაღ, უკეთესი საღადაო ვერ მოძებნეთ მაინც და მაინც მაგ თემას რომ მიახტით?-კატერინამ ხმას აუწია მისი ყვირილის ხმა სუყველას ესმოდა, ისეთი გაბრაზებული არავის უნახავს, ცრემლებამდე იყო მისული, ცოტა აკლდა და იქვე ჩამოდნებოდა.
-კაი საყვარელო დამშვიდი, ცოტა გავიხუმრეთ.-ხელის მოკიდება და ჩახუტება სცადა სანდრომ.
-არ შემეხო,საერთოდ მოახლოვებული არ დაგინახო ჩემთან, ჩათვალე არ ვარსებობ, მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მორჩა ყველაფერი აქ დამთავრდა.-კატომ მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და კარებისაკენ გაიქცა.
სანდრო ადგილზე გაშეშდა, ყველანი გაკვირვებული იდგა, არავინ არ მოელოდა ასეთ მის საქციელს.
-ხალხნო რა ხდება გამაგებინეთ.-ლუკამ გაკვირვებით შეხედა სუყველას.
-რა ხდება და მის ყოფილზე გავეღადავეთ, დანარჩენი შენთვითინაც დაიახე.-თიკამ დაუკონკრეტა ყველაფერი.
-თქვენ მართლა არა ხართ ნორმალურები, არა რა გოგოებო ამას თგვენგან არ მოველოდი, არა რა ხომ იცოდი როგორი მტკივნეული თემა იყო მისთვის და თქვენ მაინც ეს გააკეთეთ, თქვენს დანაშაულს ვერასდროს ვერ გამოისყიდით.-ლუკაც ძალიან გაბრაზდა და კატოსთან წავიდა.
-ყოჩაღ თქვენ მართლა რა ყოჩაღ ეს როგორ გააკეთეთ, კაი ვთქვათ ბიჭებმა არაფერი არ იცოდა ამ თემასთან დაკავშირებით მაგრამ თქვენ ხომ ყველაფერი იცოდი, აი არ ვიცი რა ვთქვა, ამას კატო არასდროს გაპატიებთ.-ქეთამ გაცეცხლებული თვალებით შეხედა სუყველას და ისიც ლუკას დაედვნა.
-მე სანდროსთან ავალ.-კიბებზე აირბინა ლიზამ.
სანდროსთან დალაპარაკება სცადა მაგარმ უშედეგოდ.
-კარგი რა სანდრო ხვალ შეგირიგდება მას დიდხნიანი გაბრაზება არ გამსდის.-ლიზა გვერძე ჩამოუჯდა და დამშვიდება სცადა.
სანდრომ დააიგნორა, არავისთვის ხმა არ გაუცია, კიბებზე ჩავიდა და გარეთ გავიდა, მას ეგონა რომ მანქნა კატომ წაიყვანა მაგრამ მისი გასაღების მის მანქნაზე იდო. ლუკამ წაიყვანა ქეთუც და კატოც.
-კარგით მოდით ჩვენ ჩვენ ოთახრბში წავიდეთ და ხვალ იმედია შემორიგებას შევძლებთ.-თიკამ ძლივს ხმა ამოიღო. ყველანი ოთახებში წავიდნენ, სანდრო კი არავინ იცოდა სად იყო.

***
კატო და ქეთუ უკვე სახლში იყვნენ, იმ ღამით ქეთა კატერინასთამ დარჩა და ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ახლა უკვე გაბრაზებულზე მეტი იყო, ცალკე ცრემლებით იღვრებოდა, მის გონებაში არავინ არ იცოდა რა ხდებოდა.


***
მეორე დილა მზიანი გათენდა, მაგრამ ვისთვის გააჩნია. აგარკიდან დილაუთენია წამოვიდნენ.კატოს და ქეთუს კი დილით დასძინებოდათ, მთელი ღამე კატერინას ამშვიდევდა და არწმუნებდა სანდროს და სხვებს შერიგებოდა, მაგრამ კატო მტკიცე უარზე იდგა.
სანდრო მთელი გზა ჩაფიქრებული იყო, ვინ იცის რაზე ფიქრობდა.
სხვებიც არ იყვნენ დიდად ხასიათზე.

-ალო, ლუკა სად ხარ?-თიკამ მოწყენილო ხმით უპასიხა ლუკას.
-სახლში სად ვიქნები, თქვენ წამოხვედით?-ახალ გაღვიძებულმა ძლივს ასწია თავი ბალიშიდან.
-ჰო, ახლა გზაში ვართ, კატოზე ხომ არაფერი იცი?-დაინტერესებულმა ჰკითხა.
-რავი გუშინ ვნახე ბოლოს, ქეთუც მასთან დარჩა ღამე .-სააბაზანოსკენ მიემართებოდა.
-სანდრო კი ხმას საერთოდ არ იღებ, არაფერს არ ამბობს და რავიცი აბა.-უიმედო ხმა გაიგონა მეორე მხრიდან ლუკამ.
-აქამდე ჩამოდით და რამე მოვიფიქროთ, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ შენც შესარიგებელი ხარ კატოსთან და არამრტო შენ სხვებიც.-იმედიანი ხმით უპასუხა ლუკამ.
-კაი.- თიკამ თავისთვის ჩაიჩურჩულა და ყურმილი დაკიდა.

დაახლოებით ერთ საათში თბილიშიც ჩავიდნენ. ყველა თავიანთ სახლში წავიდა, სანდრო კი კატოსთან წავიდა.
კატერინას კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-მოვდივარ.-ოთახიდან გაყვიროდა.
კარები გააღო თუ არა კედელზე მიყუდებული სანდრო დაინახა.
-შენ აქ რას აკეთებ.-თვალები გადაატრიალა კატომ და დამშვიდებული ხმით კითხა.
-მარტო ხარ?-თან სახლში შეხედვა სცადა.
-არა სანდრო ბიჭები მყავს ამოყვანილი.-კარები უფრო ფართოდ გააღო და თან ჩაიცინა, ამილახვარი უკან გაყვა ოთახისკენ მიმავალ კატერინას.
-როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ?-საუბრის წამოწყევა სცადა ალექსანდრემ.
-კი, კარგს ხასიათზე გამეღვიძა.-საყვარლად ჩაიცინა კატერინამ და საწოლზე გაკოტრიალდა.
-შენ რა მეღადავები?-გაკვირვებით შეხედა ამილახვარმა.
-რას გულისხმობ?-ვითომ ვერაფერს ვერ მიხვდა.
-კატო ნუ გამაგიჟებ, გუდინდელ ამბავს ვგულისხმობ.-უკვე ფეხზე წამოდგა სანდრო.
-ეგ თემა უკვე დავივიწყე და მგონი სჯობს შენც დაივიწყო.-ვითომაც არაფერი ისე თქვა და თან სანდროსკენ წავიდა.
-ესეიგი დაივიწყე ხო , მთელი ღამე არ მძინებია იმაზე ვფიქრობდი თუ რითი შემომერიგებიბე დ თურმე შენ არხეინად ხარ.-სანდრომ ჩაიცინა და გულში ჩაიკრა. კატო და მისი სხეული ერთმანეთ მიეწებნენ, ერთიანად შეიგრძნეს გულის ცემა.
-კარგი მოდი ახლა სადმე გავიდეთ და თან გოგოებს დაურეკე თორემ მოკვდნენ ნერვიულობით.-კატოს ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდნენ.

ყველა როგორც ყოველთვის ლოლიტაში შეიკრიბნენ.
გოგოებმა უკვე იცოდნენ ის რომ კატო არ იყო გაბრაზებული მათზე და ეს სანდროს გასაბრაზებლად გააკეთა, არამარტო გოგოებმა ბიჭებაც იცოდნენ. ბევრი იცინეს და ბევრიც დალიეს.

ყველანი ღამის თორმეტ საათზე დაიშალნენ. ბიჭები ცოტა შემთვრალები იყვნენ,ამიტომ გოგოები დაჟდნენ საჭეზე.
თავიანთ სახლები წავიდა სუყველა და ყველას მაშინვე ჩაეძინა გარდა სანდროსა და მისი ძმაკაცებისა.

დაახლოებით ღამის ორ საათზე კატოს სახლში ზარის ხმა გაისმა.
-ამ შუა ღამისას ვინ მოვიდა ნეტა.-ახალ ჩაძინებული წამოხტა ფეხზე.
სანამ კარებზე მივიდოდა უკვე მამამისი იყო მისული. კატერინამ უცებ გაიფიქრა სანდრო არ იყოსო და მოულოდნელად წამოიძახა:
-არ გააღო.
-რატო მამიკო ხომ არავინ მოკალი და პოლიცია ხომ არ მოგვადგა.-გადაიხარხა კატოს მამამ.
-არა რა გააცინე და მოიგეში უნდა წახვიდე მამა და 1000ლარს მოიგებ.-კატოც აყვა სიცილში და თან მიაყოლა.-იქნებ ქურდები არიანო და არ გააღოვო.
-კარგი რა მამი ჩემს ხელში ქურდის უნდა გეშინიდეს? მე ხომ შენ გმირი ვარ.-ისე და ისევ მისი ხუმრობა.
თანაც უკვე კარებს მიუახლოვდა და კატო კი მისაღებში გაიპარა თან დედამისიც წაიყოლა.
-დედა ნეტა ვინ მოვიდა.-შეშინებით შეხედა დედამის.
-რა იყო შვილო ვის ელოდები ასეთს.-ეჭვით შეხედა კატოს.
-აუ დედა შეყვარებული მყავს და ისიც ჩემსავით დაგარეულია და შეიძლება ეგ დამაგდა თავს.-სიცილით მოუყვა მოკლედ.
დედამისი სანამ რამეს ეტყოდა მანამდე მამისი შემოვიდა და გაოცებუთ უთხა:
-შვილო თუ ასეთი სასიძო მყავდა ამას მიმალავდი?-უკან კი ალექსანდრე ამილახვარი შემოყვა.
-სასიძო.-გაოცებით შეხედა სანდროს კატერინამ.
-ხო საყვარელო შენი ხელის სათხოვნელად მოვედი.-ცოტათი მთვრალი ამილახვარი არაფერს იმჩნევდა.
სანდრო კატოს წინ დაიჩოქა და
ბეჭედი ამოაძრო:
-თანხმა ხარ ჩემო ულამაზესო ყვავილო.-საყვარლად ჩაუღიმა და თან თვალი ჩაუკრა.
კატომ მოულდნელად ვერფერი ვერ გაიზარა თუმცა მალევე მიხვდა ყველაფერს:
-კი , კი.-ძლივს თქვ ეს ორი სიტყვა და სანდროს მკალვებში აღმოჩდა , თანაც ყურში ჩაჩურჩულა:
-შენ ჩემზე გიჟი ყოფილხარ და ეს სიგიჟე მიყვარს ზუსტად შენში.-კატოს ხმა სანდროს მელოდიასავით ჩაესმა ყურში.

***
ივნისში ქორწილიც გადაიხადეს, ყველაზე ბედნიერი დღე კატოს ცხოვრებაში, ქორწილში ლუკამ თიკას სთხოვა ხელი, მალე მათაც მოუწევდათ დაქორწინება, ალექსანდრე და კატო მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად, ძალიან საყვარელი ბინა იყიდეს, თაფლობის თვეზე კი ყველანი ერთად წავიდნენ, მალევე კი გაირივა რომ კატო ორსულად იყო, ალექსანდრე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, ვერ იჯერებდა რომ მამა უნდა გამხდარიყო, რაც შეეხება ილიას და ქეთუს მათ მხოლოდ ჯვარი დაიწერეს, ხელი მოაწერეს და ვიწრო წრეში გააკეთეს ქორწილი, თათა და საბა კი დანიშნულები იყვნენ და უკვე ერთად ცხოვრობდნენ.
ცხრა თვეში კი დაიბადა ალექსანდრა ამილახვარი, პატარა პრონცესა, სანდრო მასზე აბოდებდა, მთვარე და მზე ამოდიოდა მასზე, კატოს და სანდროს ცხოვრება პატარა პრინცესამ სულ შეცვალა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აუ აუ აი დასასრულიც ასეთი უნდა.. აუ ასე მალე რატო დაამთავრე ????

 


№2  offline წევრი Kathara

სტუმარი ანა
აუ აუ აი დასასრულიც ასეთი უნდა.. აუ ასე მალე რატო დაამთავრე ????
როგორც უკვე ვთქვი ეს ჩემი პირველი მოთხრობა იყო და არ მინდოდა რამე გადამეკეთებინა ორი თუ ერთი წლის დაწერილი მაქვს, თუ მეგოწონა ძალიან მიხარია♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent