შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთაწმინდის მთვარე {8}


9-12-2019, 22:10
ავტორი painter1
ნანახია 9 024

ბოდიშს ვიხდი დაგვიანების, ვერ მოვახერხე დადება.
.......

საავადმყოფოს მოსაცდელში იჯდა, სახე ხელებში ჩაერგო და მოუთმენლად ელოდა ექიმის პასუხს. საათზე მეტი იყო გასული და ჯერ ისევ არავინ ჩანდა. ბოლოს როგორც იქნა თეთრ ხალათში გამოწყობილი 40 წელს გადაცილებული კაცი გამოვიდა, ხელში ფურცლები ეჭირა და კალმით რაღაცასა ინიშნავდა.
-თქვენ მოიყვანეთ ავარიის შედეგად დაზიანებული გოგო? - ფეხზე წამოფრენილი გიორგაძე ეჭვით შეათვალიერა, შემდეგ ისევ ფურცლებს დახედა.
-დიახ… როგორ არის?
-თქვენ დაეჯახეთ? - ისე ჰკითხა თავი არ ამოუწევია ფურცლებიდან.
-მე… არა. დავინახე ძირს რომ ეგდო და წამოვიყვანე.
-როგორი კეთილი ბრძანდებით.
-როგორ არის? - ექიმის ნათქვამმა გააღიზიანა ისედან ბომბზე ჯდომი, ცოტაც და ყველაფრისგან ერთად აფეთქდებოდა, მერე კი რას იზამდა თვითონაც არ იცოდა.
-ტვინის შერყევა და მოტეხილი ხელი.
-შეიძლება შევიდე?
-სძინავს, მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ. - თვალი გააყოლა პალატისკენ წასულს, თავი გააქნია, შემდეგ თვითონაც გაუჩინარდა იქიდან.
ფრთხილად გააღო პალატის კარი, შიგნით შესული საავადმყოფოს საწოლზე მწოლ გოგოს მიუახლოვდა. დაახლოვებით 20 წლის იქნებოდა, ყავისფერი თმა, გრძელი წამწამები და საშვალი ზომის წითელი ტუჩები ჰქონდა. მოტეხილი მარჯვენა თაბაშირში ჩაესვათ, თავი კი საგულდაგულოდ დაემუშავებინათ. გოგოს თვალიერებაში გართული, ჯიბეში მოთავსებული ტელეფონის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან. სწრაფად ამოიღო ჯიბიდან და სამჯერ დაიგნორებულ გუგას ზარს მეოთხე ზარზე უპასუხა.
-სად ხარ ბიჭო?
-რომ არ გპასუხობ ესეიგი არ მცალია ხო? რაღაცს მირეკავ?
-ტრა.კი დააყენე და მითხარი რა მოხდა ისეთი რომ ვერ მოიცალე.
-ვიღაც გოგოს დავეჯახე და საავადმყოფოში ვარ ახლა.
-რა ქენი? კარგად არის?
-კარგად არის ხო… ხელი აქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა მიიღო. - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-რა კარგად ყოფილა.
-რა გინდა? არ ვარ ხასიათზე და შემეშვი რა, მომეტ.ნა ტვინი ყველაფრისგან, დღეს თუ შეგიძლიათ დაიტოვეთ ანდრია, არ მინდა ასე მნახოს.
-რას აპირებ?
-არ ვიცი, მარტო მინდა ყოფნა, ხვალ მოვალ დილით.
-ჭკვიანად იცოდე.
-კარგი მამიკო. - თვალები აატრიალა, იქვე სავარძელზე ჩამოჯდა და კეფა სავარძლის საზურგეს ჩამოსდო. ცოტა ხნით ღრმად სუნთქავდა, შემდეგ გოგოს ხმამაღალი ამოსუნთქვა გაიგო და თვალები ჭყიტა.
-ჯანდაბა… თავი. - სახე დამანჭა, ხელის ამოძრავება სცადა, მაგრამ ისევ ტკივილი იგრძნო, მარცხენა ხელი შუბლზე მიიჭირა, თვალები გაახილა და აქეთ-იქით მიმოიხედა. ლუკას დანახვაზე შეცბა, დაბნეული უყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა. - ვინ ხარ? ან სად ვარ?
-საავადმყოფოში.
-რა მოხდა… ღმერთო როგორ მტკივა თავი. - ისევ დახუჭა თვალები და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-ბორბლებში შემომიხტი.
-რა?
-რა და გვერდზე უნდა გაიხედო როცა გზაზე გადადიხარ. - ფეხზე წამოდგა იქ ყოფნით შეწუხებული.
-დამეჯახე და კიდევ შენ მეჩხუბები?
-მაპატიე, თუ არ მიჩივლებ მადლობელი ვიქნები. ხარჯებს დავფარავ, ასე რომ არაფერზე ინერვიულო, დაისვენე გამოჯამრთელდი და დაივიწყე ეს ავარია.
-სათქმელად ადვილია, ხელი რომ მომატეხე ეგ არაფერი ხო?
-რა გინდა?
-ფული მეც მაქვს, არაა საჭირო გადახდა. - ოდნავ შეირხა, თვალები გაახილა და თავისი ბრწყინავი ყავისფერები შეანათა.
-ფულში არაა პრობლემა. დანაშაულის გამოსყიდვას ვციდლობ. - ჩაახველა, შემდეგ ქურთუკი შეისწორა და გასასვლელისკენ შებრუნდა.
-მოიცადე! - ხმა ძლივს დააწია უკვე კართან მისულ გიორგაძეს.
-რა ხდება? - ღრმად ჩაისუნთქა ლუკამ და გოგოსკენ შეტრიალდა.
-ასე მტოვებ აქ?
-რა გინდა რომ გავაკეთო? - ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით თქვა, ნელა მიუახლოვდა საწოლს და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
-მარტო არ დამტოვო.
-მითხარი ვინმეს ნომერი, დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს. - წარბშეკრული უყურებდა უცნაურად მომზირალ გოგოს, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა, ან საერთოდ რატომ ჩერდებოდა იქ, მაგრამ ყველაფერს სინდისს აბრალებდა.
-ვერ დარეკავ. არავინ მყავს.
-ეგ როგორ? მშობლები? მეგობრები?
-არავინ იცი რას ნიშნავს? - თვალები აატრიალა, თან ხმის აწევიდგან ტკივილმა შეახსენა თავი და ისევ სიბნელეში მოაქცია ყავისფერი სფეროები.
-კარგი! და მე რა ვქნა?
-უბრალოდ სახლში წამიყანე და თავისუფალი ხარ.
-შენთვის სიარული არ შეიძლება, ჯობია აქ იყო, გამოკეთდე და შენით წახვიდე… რამდენს მალაპარაკებ… ღმერთო ეს ვის გადავეყარე. - სახეზე ჩამოისვა ხელები. ყველაზე მეტად ახლა იქიდან გაქრობა უნდოდა, სადმე მარტო დაჯდომა და ყველაფერზე დაფიქრება.
-მისმინე იდიოტო! - ისე უცებ თქვა, ლუკამ გაოცებულმა შეხედა. - როგორც აქ მომიყვანე, ისე გამიყვანე აქედან! არ ვიცი ვისი ბრალია ჩემი აქ ყოფნა, მაგრამ ნება იბოძე და დამეხმარე აქედან წასვლაში!
-იცი რას გეტყვი პატარა ქალბატონო? - ფეხზე წამომდგარი საწოლს მიუახლოვდა, გოგოსკენ დაიხარა და ყურთან ახლოს მიტანილი ტუჩებით ცხელი ჰაერი მიაფრქია. - მეორედ კიდევ დამიძახებ იდიოტს და ენას ამოგაძრობ. - ჩუმათ ჩასჩურჩულა მომღიმარმა. - დაიძინე, დაისვენე და რომ გამოკეთდები სადაც გინდა იქ წადი. - ყურის ბიბილოზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები, ქალის დაბურძგლულ კანზე ჩაიღიმა, წელში გამართულმა თვალი ჩაუკრა და აღარაფრის თქმა არ დააცადა ისე გავიდა პალატიდან. - ტრიპაჩი ბავშვი. - თავისთვის ჩაილაპარაკა, შემდეგ თინი გვიჩიანს ყველა გადასახადი გადაუხადა და საავადმყოფო დატოვა.
ნამდვილად არ ჰქონდა დრო ამ გოგოზე ფიქრისთვის, ამიტომ ყველაფერი უკანა პლანზე გადადო და ერთ-ერთ ბარს შეაფარა თავი.
***
კომპანიაში იყო თავის კაბინეტში, საბუთებში თავჩარგული ცდილობდა კონცენტრაცია მთლიანად საქმეზე მოეხდინა, რაც მეტნაკლებად გამოსდიოდა.
კვლავ არ თმობდა ანა თავის პოზიციებს, ისევ დაუკითხავად შეაღო კარი, მაგრამ ქალის საქციელს მიჩვეულ ბურდულს ხმა არ ამოუღია.
-კარგად ხარ? ამ ბოლო დროს სულ ჩაფიქრებული დადიხარ. - ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა, თვითონ კი სავარძელში ჩაეშვა.
-იცი ახლა რა მინდა? - როგორც იქნა ასწია თავი და მის მოპირდაპირედ მჯდომ ანას გაუსწორა თვალი.
-რა გნებავს ბატონო ჩემო?
-ევას მოვკიდო ხელი, სადმე მთაში წავიყვანო და რამოდენი დღე დავისვენო ყველაფრისგან.
-წადი მერე.
-არ შემიძლია.
-ზედმეტად ტვირთავ შენს თავს! არ შეიძლება ყველაფერში ჩაერიო, ძმაკაცების შვილები ეძებო და პრობლემები უგვარო. - ნელ-ნელა აუწია ტონს, უკვე ნერვები ეშლებოდა გუგას ქცევებით.
-კარგი ახლა.
-შენ კიარა მე ვაგვარებ ყველაფერს და ამის მერე თითსაც არ გავანძრევ გაიგე?! შენთვის შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ სხვისთვის არა! შენ ჩემი უფროსი და ერთადერთი მეგობარი ხარ, ამ ყველაფერს როგორც შენი მეგობარი ისე ვაკეთებ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია! არ ვარ ვალდებული ვიღაც ქალი ვეძებო შენი ძმაკაცისთვის როცა უამრავი საქმე მაქვს! მართალია წლებია ვიცნობ ლუკას, მაგრამ ჩემთვის ისეთივე ადამიანია როგორც აქ მომუშავე სხვა თანამშრომლები! შენ კიდე მიხედე შენს ცხოვრებას რომელიც უაზროდ დახარჯე და ახლაც იმავეს განაგრძობ. შეეშვი ამ საქმეების ხლართვას და დატკბი ცხოვრების ყოველი წუთით. შენ ჯერ კიდევ ვერ იაზრებ როგორი ქალი გყავს გვერდზე, ნამდვილი საოცრებაა და ეგ საოცრება მხოლოდ შენია. ამიტომ მოდი აზრზე! ერთი წელი გავიდად თითქმის, შენ კიდე ისევ პრობლემების მოგვარებით ხარ დაკავებული. ასე არ შეიძლება, ეს უბრალოდ არანორმალურია გესმის? ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს და თავისი პრობლემები მოაგვაროს. - ფეხზე წამომხტარი ოთახში მიმოდიოდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და ცდილობდა მეგობარი აზრზე მოეყვანა. იცოდა როგორი იყო წლების უაზროდ დაკარგვა, ამ ამბავში ერთმანეთს გავდნენ, ისევ გუგას დახმარებით მოეგო გონს ანა, ახლა კი გუგას გამოფხიზლება სურდა. - შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, მე კიდე არ მიყვარს შენი ასეთ სიტუაციაში დანახვა. ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ აწიო ტრა.კი მოკიდო იმ ქალს ხელი, გათიშო ტელეფონი და დაისვენო ყველანაირად. რომ დაბრუნდები ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ, დალაგებული გონებით უფრო ადვილია საქმის მოგვარება ვიდრე არეულით, შენ კი ამ არეულობაში დაკარგული ხარ უკვე!
-ანა…
-ნუ მაწყვეტინებ! ჯერ არ დამიმთავრებია! იცი რას ვფიქრობ შენზე?
-რას? - ჩაიცინა ქალის ლაპარაკით გართულმა.
-ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ძლიერი და კეთილი. სიყვარული შეგიძლია იმხელა რამხელაც ბევრს არ შეუძლია. შეიძლება ვინმემ რომ შემოგხედოს ვერც კი გაიფიქროს რომ რაიმეს გრძნობ, მაგრამ საყვარელი ადამიანების ყურების დროს იმხელა სიყვარულს ასხივებ ერთი შეხედვითაც ჩანს როგორი ხარ. უბრალოდ არ გამოხატავ! ამ თვეებში იმაზე კარგად გაგიცანი ვიდრე სხვები გიცნობენ. გხედავ ყოველ დღე და დღის უმეტეს ნაწილს შენთან ურთიერთობაში ვატარებ. შემიყვარდი ისე როგორც მეყვარებოდა ჩემი ძმა და ახლა ასე ურეაქციოს რომ გიყურებ მინდა რამე გამოგიქანო და გაგიტეხო ეგ თავი. ამდენი წელი პატიმრობაში გაატარე, ვერ ხვდები რომ უბრალოდ თავისუფლების შეგრძნება და ყველანაირად დასვენება გჭირდება? ციხიდან გამოსული ეგრევე აქ მოხვედი და ეს ყველაფერი ახალ ციხედ იქცა შენთვის, ამიტომ ადექი, გამოდი გალიიდან, გაშალე ფრთები და გაფრინდი იქ სადაც თავისუფლებას იგრძნობ.
-ყოველ საღამოს მივფრინავ იქ სადაც თავისუფლებას ვგრძნობ ანა.
-არ მაინტერესებს, მამაშენს სახლი აქვს ბაკურიანში, დღეს დავურეკავ დამლაგებელს, მივა, ყველაფერს მოაწესრიგებს და ხვალ წახვალ ევასთან ერთად გაიგე?!
-არ შემიძლია.
-შეძლებ! გცემ გეფიცები, რაღაცას დაგმართებ იცოდე!
-მოდი ჩემთან. - ნელა წამოდგა ფეხზე, ხელებ გაშლილი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ანას, იმანაც უცებ მოხვია მკლავები კისერზე და მაგრად ჩაეხუტა. - ამ თვეებში შენ რომ არ მყოლოდი ალბათ გავჭედავდი. - თმაზე გადაუსვა ხელი, მერე თავზე აკოცა და ისევ მხარზე ჩამოადო ნიკაპი.
-ვიცი, მე რომ არ გყავდე არაფერი გეშველებოდა. - გუგას ყელში ჰქონდა სახე ჩარგული და თავს სახლში გრძნობდა. - ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი და შენნაირი ადამიანი მყავს.
-დაურეკე დამლაგებელს ავიდეს.
-კარგი! აქ ყველაფერს მე მივხედავ, ლეპტოპი წაიღე მაინც. - გახარებული მოშორდა, ლოყაზე აკოცა და კაბინეტიდან გავარდა. სიცილით გააქნია თავი, თავის სავარძელში ჩაეშვა, ყველა საქმე მოაგვარა, შემდეგ კი სახლში წავიდა.
სწრაფად გადაკვეთა ეზო, სახლის კარები შეაღო და პალტო იქვე საკიდზე დაკიდა.
-დე სახლში ხართ? - ხმამაღლა დაიძახა, მალე ნინოს გაბრწყინებული სახეც გამოჩნდა.
-რა კარია რომ მოხვედი! სად დადიხარ? ერთი კვირაა სახლში არ მოსულხარ! - ხელები მოხვია და მთლიანი სახე დაუკოცნა.
-შეყვარებულთან გადავედი. - ხელი გადახვია ნინოს, თან თვალი ჩაუკრა და დედის გაფართოვებულ სახეზე გაეცინა.
-რაოო? შეყვარებული გყავს?
-ხო, მყავს. - საფეთქელზე აკოცა თავისზე დაბალ ქალს, შემდეგ მისაღებში შევიდა და ნაცნობი სახეების დანახვისას სულ შეეცვალა გამომეტყველებაც, ხასიათიც და ოჯახური სითბოც შეიგრძნო. - რა პონტია, უჩემოდ იკრიბებით და საერთოდ არ გახსენდებით ხო? - ფეხზე წამომხტარ დას ხელები მაგრად მოხვია, ლოყები დაუკოცნა, შემდეგ ძლივს შეჩვეულ სიძეს გადაეხვია.
-არ გცალია გენაცვალე.
-როდის მითხარით და არ მოვედი? - ყველა გადაკოცნა, ბოლოს ალექსანდრე აიტაცა ხელში და მუხლებზე დაისვა.
-სამი დღის წინ.
-ხო… არ მეცალა. - სიცილით ახედა დას, შემდეგ ისევ ბავშვს მიუბრუნდა. - როგორ ხარ ძიას კაცი?
-კალგად.
-ბაღში რა ხდება?
-უაზლობაა… სუპებს მაჭმევენ, მე კიდე ალ მიყვალს, დიდი ხახვები აქვს შიგნით.
-მერე ვერ უთხარი დიდ ხახვებს ნუ უშვრებითო?
-ვუთხალი.
-მერე რაო? - ბავშვის საუბრით გამხიარულებულს საერთოდ აღარაფერი ახსოვდა. ისე ბუნებრივად გრძნობდა იქ თავს სხვაგან წასვლა აღარც უნდოდა.
-ბევლს ნუ ლაპალაკობ და ჭამეო. - მხრები აიჩეჩა ბურტყუნით. გუგას კი გაეცინა და ყელში აკოცა.
-თქვენ რას შვრებით? - ერთად მჯდომ წყვილს შეხედა, სესილიასაც უცებ გაებადრა სახე, მაგრამ ცხვირი აიბზუა და დათას ოდნავ მოშორდა.
-მაბრაზებს შენი სიძე.
-ოჰ… რატომ? - წარბები ასწია მომღიმარმა, დათას თვალი ჩაუკრა და ისევ ცხვირ აბზუებულ დას შეხედა.
-დასასვენებლად არსად არ მივყავარ.
-და რატომ?
-ორსულად ვარ და ეშინია არ გავცივდე, ან სადმე არ წავიჩეხი, მართლა ხელის გულზე მატარებს და ზოგჯერ მინდა ვცემო. - ტუჩები დაბრიცა, მერე ხელი მოხვია მკლავზე ქმარს და ყელში აკოცა. მაშინვე ყველა ფეხზე წამოფრინდა. ულოცავდნენ და ბედნიერდებოდნენ სესილიას ბედნიერებით. მხოლოდ გუგა იჯდა ისევ ერთ ადგილზე, უყურებდა დას რომელიც ბედნიერებას ასხივებდა, უყერებდა დათას რომელიც სიყვარულით სავსე მზერას არ აშორედა ცოლს, ინსტიქტურად მთლიან სხეულში ედებოდა მათი ბედნიერება.
-ჩემო პატარაა! - უცებ წამოფრინდა ფეხზე, სესილიაც ააყენა და მაგრად მიიხუტა მკერდზე. - დედა ხდები გოგო?
-ხოო. - თვალები აუწყლიანდა და ქვევიდან ახედა ერთი თავით მაღალ ძმას.
-არ იტირო ახლა არ გამაგიჟო! - ლიყებზე მიეფერა, შემდეგ შუბლზე მიაკრო ტუჩებდი. - რა მაგარია ტო… ძლივს ერთი კარგი ამბავი გავიგე. გილოცავ სიძე… - ზურგზე მიარტყა ხელი, მერე კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ყველა გაოცებული უყურებდა გუგას და ჯერ ისევ მის რეაქციას ატრიალებდნენ გონებაში. - რა?
-უკვირთ. - სიცილით გააქნია თავი დათამ.
-შენ რატომ არ გიკვირს ერთი?
-ჩემ დაზე რომ გავიგე ბავშვს ელოდებოდა, ყველაფერი დავივიწყე რაც კი გაუკეთებია და შევურიგდი. შენ ისე გიყვარს ჩემი ცოლი არ გამიკვირდება არაფერი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-პირველად რომ გნახე მაშინ უნდა წამომერტყა ერთი ორი.
-კარგი გაჩერდი ახლა. - თვალები აატრიალა სიცილით.
-როგორ გაბლატავდა სიძე ნახეთ რა.
-გუგაა!
-რა იყო სესა? ვხუმრობთ ტო…
-შენ ის გვითხარი რა შეყვარებული რას ეუბნებოდი დედას?
-რამხელა ყურები გქონია პატარა?
-გუგა კარგი რაა.
-ერთი ქალი მომწონს.
-ანუ? ნუ მტანჯავ ადამიანო, ორსულად ვარ და სრული პასუხებით დაკმაყოფილება მჭირდება.
-რა გაინტერესებს მითახარი და გეტყვი. - ნინოს გაკეთებული ნაპოლეონი გადაიღო თეფშე, თითქმის ნახევარი გემრიელად ჩაკბიჩა და ნეტარი ხმებიც ამოუშვა. - შენზე გემრიელ ნამცხვრებს თუ ვინმე აკეთებდედს დე, მე ვიყო პრო.ჭი.
-ეგ ლა ალი?
-არაფერი ძი დაივიწყე საერთოდ, ვითო არ გაგიგონია, თორემ დედაშენი ისე მიყირებს მგონია მომკლავს.
-კაი. - მხრები აიჩეჩა და პაპასთან მისული კალთაში ჩაუხტა.
-ჩემი პატარა კაცი. - ლოყაზე აკოცა შვილიშვილს, შემდეგ ისიც მომლოდინედ მიაჩერდა შუათანა შვილს.
-რატომ მიყურებთ ეგრე ტო? თავი დაკითხვაზე მგონია… მაგ საქმეში გამოცდილი ვარ პატარა, რაც არ მინდა ვერ მათქმევინებ.
-ნერვები არ მომიშალო ახლა! რა ქვია?
-ევა. - მის გახსენებაზე ტანში სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, ღიმილი გადაეკრა სახეზე და ნამცხვარს კიდევ უკბიჩა.
-ვინ არის?
-ევა აბაშიძე, ვის გამოფენაზეც წამიყვანე. -უცებ თქვა და დაელოდა დის რეაქციას.
-რაა? - უცებ წამოიყვირა გახარებულმა. - ეგ ევა? ევა… ვაიმე ხალხო იცით როგორი ქალია?
-ღემერთი მიშველე, ვერ გავიგე ვერაფერი. როგორია? - დაძაბულმა შეხედა შვილს.
-სასწაული დედა… სასწაულია!
-მანახე აბა, ფეისბუქი ააქვს?
-ინსტაგრამი აქვს. - უცებ მოძებნა ევას სურათები და ნინოსთან ერთად დაიწყო თვალიერება, მათ კი თამთაც შეუერთდათ. გუგა მომღიმარი უყურებდა ქალებს და სიცილს ძლივს იკავებდა. - რა საყვარელი კატა ყავს.
-მე ვაჩუქე. - კოკა-კოლა დაისხა ჭიქაში და ნახევრამდე ჩაცალა.
-ვიღაც ქალს ჩუქნი ასეთ საყვარელ კატას და მე არა ხო?
-შენ ქმარი რისთვის გყავს?
-კარგი ამას გავატარებ.
-ესენი სულ ამ გოგოს ნახატებია? - ლამის ტელეფონში ჩამძვრალიყო ნინო და როგორც იცოდა ისე ადიდებდა თითებით სურათებს.
-კი, ძალიან მაგარია დე, სასწაული ქალია მაგრამ ამ ჩემ ძმასთან რა უნდა არ მესმის.
-ჩავთვალოთ არ გამიგია. - თავისთვის ჩაილაპარაკა და ევასთან გადარეკა. ახლა ყველაზე მეტად მისი წკრიალა ხმის გაგება სურდა. - რას შვრებით?.. მართლა? რას ხატავთ?.. - ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. - სახლში გამოვიარე, ყველა აქ არის, ცოტახანი ვიქნები და წამოვალ მერე, ლუკამ მთხოვა ანდრია დაიტოვეთო… - მაგიდიდან ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. - არ ვიცი პატარა, თვითონაც ვერ გაუგია რა უნდა… დღეს იყოს მანდ და თუ აზრზე ვერ მოვიდა დაველაპარაკები… წავედი და რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ… კარგი.
-შვილი ხოარ ყავს დედი? - დაეჭვებულმა შეხედა ნინომ და გუგამაც გაკვირვებულმა გაუსწორა თვალი.
-რა შვილი დედა? რა შუაშია ახლა ეგ?
-მერავიცი, იქნებ ჰყავს და კიდევ ერთი შვილიშვილი მემატება?
-არ ჰყავს დედა არა, ჩემია მარტო ეგ ქალი და შვილი თუ ეყოლება მხოლოდ და მხოლოდ ჩემგან. ოღონდ ნუ აღიქვამთ ეგრევე რძლად და ქორწილის იდეებს ნუ დააწყობთ. არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, უბრალოდ გითხარით რომ მყავს ქალი, ვისთან ყოფნაც ყველაფერს მირჩევნია ამ ჟამად. არ მინდა ეს ზედმეტი ვალდებულებები, ისედაც ჩემთან მყავს როცა მინდა. გითხარით რადგან ჩემთვის მნიშნველოვანი ადამიანები ხართ და მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ ევასთან და ის რომ ერთი კვირით ვიკარგები არ ნიშნავს იმას რომ რაიმე შარში ვარ. მორჩა, შევეშვი ყველაფერს და ვაგრძელებ ცხოვრებას. დაგაკმაყოფილე ქალბატონო ნინო თუ კიდევ არის რამე რაზეც ნერვიულობ.
-ასეთი ქალი გყავს გვერდზე და რაღაზე ვინერვიულო შვილო?
-ძალიან კარგი.
-უი ეს შენ ხარ დედი? - ევას დახატულ გუგას პროფილზე ანიშნა და ბურდულმაც თვალები აატრიალა.
-კიდე სურათებს ათვალიერებთ?
-რა გინდა ვერ გავიგე?
-არავის არაფერი უთხრათ, არ დაიწყო დაქალებში საუბარი შემზე, ხომ იცი ვერ ვიტან?
-რაც გინდა ის გიქნია. - მაგიდაზე გაასრიალა ტელეფონი და წარბშეკრულმა კედელს გაუსწორა თვალი.
-არ ავღნიშნოთ ამათი ბავშვი?
-სასმელს მოვიტან. - ფეხზე წამოდგა გიორგი და სარდაფის კარისკენ აიღო გეზი.
-როდის გაგვაცნობ დედი? - ინტერესით დააკვირდა ნინო შვილს, გუგამ კი მოკისკისე სესილიას შეხედა, მის სიცილზე კი თვითონაც ახარხარდა.
-აბა რა გეგონა რომ ეუბნებოდი, მე რომ დათაზე ვუთხარი სანამ არ გავაცანი არ მოისვენა.
-თქვენი დასაცინი ვარ მე?
-არა ტო, რას იძახი არ გცხვენია? - უნკიდან ხელები მოხვია ყელზე ნინოს და ლოყაზე აკოცა. - ჯერ არ გვაცლია, მერე გაგაცნობთ.
-რას ვიფიქრებდი ჩემი საყვარელი მხატვარი ჩემი რძალი თუ გახდებოდა.
-სესილია! რამდენჯერ გითხრა?
-რა მოხდა მერე?
-არ მომწონს ამ აპულაში რომ მოიხსენიებთ, სურვილები მეკარგება.
-აბა როგორ მოვიხსენიო?
-არანაირად! და გითხარი უკვე რომ არავისთან იტლიკინო.
-კარგი. - თვალები აატრიალა.
-შენ რას შვრები რძალო? რაღაც მოპუტკუნებული მეჩვენები...
-ახლა ვფიქრობ ოთხ ბავშვს ერთად მოერევიან ნინო და გიორგი თუ ცალ-ცალკე მოვიდეთ ხოლმე.
-რა? - გაკვირვებულმა გადახედა ცოლს.
-რა და ყურადღებას რომ აღარ მაქცევ შენი საქმეების გადამკიდე იმასაც ვერ მიხვდი ცოლი ტყუპებზე რომ გყავს ორსულად.
-ვაიმე რა მაგარია! აქამდე რატომ არ თქვი გოგო?! - გახარებული წამოვარდა ფეხზე სესილია, დათამ კი ღიმილით გააყოლა თვალი ცოლს.
-ბავშვების თავსხმა გვქავს. - სიცილით მოხვია ხელი რძალს გუგამ, მერე მუცელზე მიეფერა. ჯერ ისევ არაფერი ეტყობოდა თხელ სხეულზე, მაგრამ მაინც ბედნიერებას გრძნობდა დიდი დოზით.
-რაო რა ხდებაო? - სასმლით ხელში შევიდა მისაღებში უფროსი აბაშიძე და რძალს მიხვეულ ოჯახის წევრებს შეხედა.
-კიდევ პლიუს ორი შვილიშვილი, უფრო და უფრი გაბერებენ მამაჩემო. ოთხ წელში ოთხი შვილიშვილი ორი შვილისგან, მეტი რაღა გინდა?
-ოთხი როგორ?
-თამთა გვყავს ფეხმძიმედ ტყუპებზე. - მხარზე მიარტყა ხელი გუგამ, თან რძალს გახედა ირაკლი რომ ეხვეოდა და გაუჩერებლად კოცნიდა.
-შენ? არ გინდა შვილი?
-იმდენ ბავშვებში ვარ ჯერ არ მინდა. - გაიცინა და გიორგის დასხმული ღვინო დააგემოვნა. - გემრიელია.
-რევაზის დროინდელია.
-როგორ ვერ ვნახე აქამდე? - სიცილით შეათვალიერა დიდი პაპის დროინდელი ღვინო.
-გადამალული მაქვს კიდევ რამდენიმე. - თვალი ჩაუკრა გუგას. - ეს პირველი გამოშვებაა რომელიც პაპაჩემმა ქარხნის ამუშავებისთანავე გამოუშვა. სხვა ამაზე მნიშვნელოვანი დღე არ არსებობს ჩემთვის, ერთს შენ რომ ცოლს მოიყვან მაშინ გავხსნი და კიდევ ერთს შვილი რომ გეყოლება.
-ავწყობილვართ მამაჩემო… ამ ღვინით თუ ცდილობ ჩემს მოსყიდვას არ გამოგივა. მომწონს, მაგრამ თავისუფლებას არ მირჩევნია.
-რა გინდა რომ თქვა? მე რომ მომიყვანა ცოლად დათამ ჩაკეტილი მყავს?
-როგორ გეკადრება ქალბატონო. - ხელები ასწია გუგამ, თან ღვინის მოქმედებაც იგრძნო სხეულში, მაშინვე გაუხურდა სხეული და სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა. - ჯანდაბა ეს რა ღვინოა მამა. - ჭიქას დახედა გაოცებულმა. - უკვე დამათრო მგონი. - სახეზე ჩამოისვა ხელი და გიორგის სიცილზე თვითონაც გაეცინა.
-შენც არ ხარ თავისუფალი, ევა ხომ გყავს?
-რა გინდა გოგო? - უცებ წამოხტა სიცილით და დივანზე მოკალათებულ დას მივარდა, უღუტუნებდა, სესილია კი ბოლო ხმაზე ხარხარებდა ოთხად მოკეცილი. მის სიცილზე სხვებსაც ეცინებოდათ და იმ დროს საგრძნობლად ემჩნეოდა ბურდულების ოჯახს ბედნიერება. აღარ უნდოდა გუგას იქიდან წასვლა, იცოდა გარეთ გასულს მაშინვე შეახსნებდა თავს პრობლემები.

გარეთ კიბეზე ისხდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ვარკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ.
-რამე გჭირდება? - არ შეუხედავს ისე თქვა დათამ, გუგამ კი თავი ჩახარა.
-დასვენება… ხვალ ბაკურიანში მივდივარ ევასთან ერთად. - სიგარეტი გააბოლა და ისევ ცას ახედა. - ეს დედამოტ.ნული მთვარე ყველგან არის.
-რა? - დაბნეულმა შეხედა ბურდულს. ვერ მიხვდა საერთოდ რა შუაში იყო აქ მთვარე.
-პირველად რომ დამიჭირეს მაშინაც აი ასე ურეაქციოდ დამყურებდა. ყოველ ღამე და ყოველ თვე სხვადასხვა ადგილას არის, ზოგჯერ ქვევიდან არის ყვითელი ზოლი, ზოგჯერ გვერდზე, ზოგჯერ დიაგონალზე. - თითებს შორის მოექზია სიგარეტი, თან ცისკენ გაშვერილი ხელით უღწერდა მთვარის ფორმებს. - ბოლოს კი მაინც ივსება. ყოველთვის ყველგან არის და ყველაფერს ხედავს.
-დათვერი?
-ხო დავთვერი. - ჩაიცინა და ქვევიდან ახედა სიძეს. - კარგი ქმარი ხარ… - მხარზე მიარტყა ხელი მომღიმარმა. - ვხედავ როგორ გიყვარს ჩემი და.
-ჩემი ცოლი.
-ნუ ამბობ ამ ჩემ ცოლს ძმობასგაფიცებ.
-ნწ… გაჩვევ. - ყურებამდე გაიღიმა, გუგამ კი ცალი წარბი ასწია.
-მიხარია რომ შენ ჰყავხარ და ვიღაც სი.ს არ გადაეყარა.
-გადაეყარა, მაგრამ მოვაშორე. - ჩაიღიმია, შემდეგ ნაპასი დაარტყა. - ვიღაც გამო.ლევებულს ხვდებოდა, ნუ ის არ ანებებდა თავს, თუ ამას მოსწონდა, ნუ როგორც იყო.
-მერე?
-რამდენჯერმე მოვდე… დიდიხანია აღარ გამოჩენილა. - მხრები აიჩეჩა და გუგას გაცინებაც მოახერხა. - ახლა რომ გაახსენო შეიძლება გცემოს.
-რა ერქვაა? - სიცილით ჰკითხა გუგამ.
-ნუგო.
-რაო? - მაშინვე ხარხარი მორთო ბურდულმა. სიძეც აიყოლა და მალე სახლის კარები ქალბატონმა სესილიამ გამოაღო.
-რა გაცინებთ? - წარბშეკრული მიუახლოვდა საყვარელ კაცებ, გულის სიღმეში კი სიხარულს გრძნობდა ასე რომ უყურებდა ამ ორს.
-ნუგოზე ვლაპრაკობდით. - სიცილით თქვა გუგამ, სესამაც წამსვე თვალები ჭყიტა.
-რაა? დათა მოგკლა გინდა? არა თავი როგორ დავიქვრივო თორმე კი ხარ ღირსი!
-კარგი ახლა, ვსაუბრობდით უბრალოდ და ლაპარაკს მოჰყვა. - წინ მდგომს ფეხებზე მოხვია ხელები და მუცელზე აკოცა. - წავიდეთ?
-ჰო… ამ ნუგზარაზე ხმა აღარ ამოიღოთ თორემ გავაფრენ.
-როგორც მეტყვი ჩემო დედოფალო. - ისევ აკოცა მუცელზე და მომღიმარმა ახედა ქვევიდან. - მიდი ჩაიცვი.
-შემოდით თქვენც, ცივა ისევ. - სწრაფად შევიდა სახლში. გუგა კი ისევ დათას უყურებდა.
-რა? - წარბებ აწეულმა გადახედა ბურდულს, თან იღიმოდა.
-საყვარლები ხართ. - თავი ჩახარა გუგამ, შემდეგ ფეხზე წამოდგა, დათაც წამოაყენა და სახლში მასთან ერთად შევიდა.
-წავედით ჩვენ. - დუტის ქურთუკი მოიცვა, შემდეგ სესილიას მოხვია წელზე ხელი, ყველას დაემშვიდობნენ და სახლიც დატოვეს.
-ნეტა ორივე გოგო იყოს, მერე მაინც მექნება მიზეზი დასაცინად. - ხელი მიარტყა მხარზე ძმას, მის გვერდზე მოთავსდა და კეფა დივნის საზურგეს ჩამოადო.
-რატომ ვითომ? ჩემი ქმარი თქვენნაირი გრუზინი არ არის. - ნელა მილასლასდა ქმართან, კალთაში ჩაუჯდა ურცხვად და საყვარელ ბაგეებს წაეტანა.
-გრუზინობა არაფერ შუაშია იმასთან რომ არ გინდა შენი ქალიშვილი ვიღაც გამოქლიავებულმა მოატყუოს, გამოიყენოს და გული ატკინოს. ეს ერთგვარი ინსტიქტია რძალო და ამაზე ჩემთან კამათს არ გირჩევ, რადგან უამრავი არგუმენტი შემიძლია მოგიყვანო მამის და ქალიშვილის სიყვარულზე, ან ურთიერთობაზე. ბოდიში და გავარ.ტყი ისეთ მამობას თავისი ქალიშვილის ცხოვრება რომ არ აინტერესებს, ფეხებზე კი.დია ვისთან როგორი ურთიერთობა ექნება და რას გააკეთებს. მე არ შემიძლია ამის გაგება და თუ გრუზინად მთვლი ამის გამო, ვიქნები. - ხელები გაშალა და ყურადღებით მსმენელ რძალს გახედა. - შენ ის უფრო უნდა გაგიტყდეს შენი ქმარი თავისი ტყუპი ქალიშვილების პირადი ცხოვრებით რომ არ დაინტერესდეს… და ზუსტად ვიცი გოგოები იქნებიან, გული მიგრძნობს. - საჩვენებელი თითი დაუქნია ღიმილით, თან თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოხტა. - წავედი მე, ბავშვი მყავს მისახედი.
-რა ბავშვი? - წამსვე ახედა ნინომ.
-ძმაკაცის შვილია დედა, ნუ ფეთდები. არავისგან არ მყავს შვილი ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, არც მეყოლება ჯერ, ამიტომ დაკმაყოფილდი ცოტა ხნით უკვე ჩასახული პატარებით.
-ცანცარა ხარ ამხელა კაცი. - თავი გააქნია ნინომ. გულის სიღრმეში კი სიხარულისგან დაფრინავდა ასეთ შვილს რომ ხედავდა. საკმაოდ შეცვლილი იყო ბოლო ნახვის შემდეგ, უფრო მხიარული და მოჭიკჭიკე ეჩვენა ნინოს. ეს ყველაფერი კი ევას მიაწერა.
-რას ვიფიქრებდი მაგ სიტყვას ჩემზე ვინმე თუ იტყოდა. - ხელები მოხვია ძლიერად, მის ყელში ჩარგო ცხვირი და დედის სურნელი ხარბად შეისუნთქა. - მიყვარხარ.
-ჩემი სიცოცხლე. - თავზე გადაუსვა ხელი და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა. - მეც მიყვარხარ დე.
-წავედი… ღამემშვიდობის ხალხო! შენ მთვრალი ხარ და დარჩი აქ, არსად არ წახვიდე.
-ვრჩები. - ხელები ასწია ირაკლიმ, ყურებამდე გაუღიმა ძმას და კარებამდე გააცილა. - რაღაც მოხდა ხო?
-ქეთა დაბრუნებულა, ლუკასგან ცხრა წლის შვილი ჰყავს და ეს ყველაფერი გუშინ ამოვქექე.
-ღადაობ? - თვალებ გაფართოვებული მიაჩერდა უმცროს ძმას, გუგამ კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - ყველა საიდუმლო შენ როგორ უნდა ამოთხარო შე ჩემა? არის კიდევ რაიმე გაუხსნელი საქმე?
-რას მეკაიფები, შედი შიგნით და მიხედე ჩემს რძალს. - მხარზე მიარტყა ხელი, სწრაფად გადაკოცნა და ოთხი საფეხური ორ ნაბიჯში ჩაიარა.
-ჭკვიანად!
-კარგიი. - არ მიბრუნებულა ისე დაუქნია ხელი, შემდეგ მანქანაში საჭესთან მოთავსდა, ორჯერ დაუსიგნალა და წამებში იქიდან გაქრა. ისევ მარტო დარჩა ფიქრებთან, წყეულ ფიქრებთან სადაც ძირითადად პრობლემები ტრიალებდა. ახლა კი მთავარი სადარდებელი ლუკა ყავდა. ლუკას გახსენებაზე მისი ზარიც შემოვიდა ტელეფონზე და გუგამაც სწრაფად უპასუხა. - სად ხარ?.. მოვალ მანდ იყავი. - ტელეფონი გაუთიშა და სისწრაფესაც უმატა.
ერთ-ერთ ბარში იჯდა გიორგაძე, თითებში მოქცეული ვისკის ჭიქიდან სასმელს სვამდა და თვალი ერთ ადგილას გაეშტერებინა. გვერდძე მიუჯდა ძმაკაცს, სასმელი შეუკვეთა, მერე კი ლუკას გადახედა.
-არაფერი მკითხო.
-სესილია ორსულად არის, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. დათასთან ბედნიერია, იმასაც ეტყობა რომ სიგიჟემდე უყვარს.
-მართლა? - გაღიმებულმა ახედა ქვევიდან.
-ჰო… მართლა მაგრად გამიხარდა… კიდევ, თამთაც ორსულად არის, თან ტყუპებზე, უეჭველი ვიცი გოგოები იქნებიან.
-რა მაგარია! - ძლივს ემოცია დაეტყო სახეზე გიორგაძეს და გუგამაც ამოისუნთქა. - რა მაგრად უმართლებს იმ ჩემი.სას. - ჩაიცინა და ბურდულიც გააცინა.
-ოჯახი კარგია… გიორგიმ ორი საუკუნის ღვინო გახსნა ტო, იცი რა იყო? ცოლს რომ მოიყვან კიდევ ერთს მაშინ გავხსნიო და მერე მაინც არ გამოგტოვებ. - მხარზე მიუტყაპუნა ხელი.
-დღეს ლამის გოგო მოვკალი. - სახეზე ჩამოისვა ხელები და გუგას გახედა. - გაბრაზებული გამოვვარდი სახლიდან და დაუფიქრებლობის გამო ლამის 20 წლის გოგოს დავუნგრიე ცხოვრება.
-რაო ქეთამ?
-ხელს არ შეგიშლიო.
-და შენ რას აპირებ… მისმინე კარგად დაფიქრდი გაიგე? არ ვიცი ასე როგორ ან რატომ გითმობს, მაგრამ ისიც გაითვალისწინე რომ ანდრო ბავშვია. ახლა ისიც და შენც ეიფორიაში ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჩაივლის ბავშვს დედა მოუნდება, კი მამა კარგია, მაგრამ დედა შეუცვლელია… ხომ იცი რომ ამბობენ, მამა შეიძლება ბევრი გყავდეს, მაგრამ დედა ერთადერთიაო, თუ როგორც არის… გაბრაზებულზე ნუ გადადგავ ისეთ ნაბიჯს რასაც მერე ინანებ.
-მინდა რომ ჩემთან იცხოვროს. თვითონაც ეს უნდა, თუ დედამისთან დაბრუნება მოუნდება სახლში არ გამოვკეტავ. იყოს ჩემთან, ქეთას კიდე როცა მოუნდება მაშინ წაიყვანოს.
-მაშინ გაიაზრე რომ შვილი გყავს და მოიქეცი ისე როგორც მამა.
-ჯანდაბა! არ ვიცი როგორ მოვიქცე! უფრო პატარა რომ იყოს რამეს მოვიფიქრებდი, მაგრამ ცხრა წლისაა… ჯერ თვითონაც არეულია, ვერ გაუგია რა ხდება აქ საერთოდ. ბავშვია, გაიგო თავის ნამდვილ მამაზე და უნდა ჩემთან ცხოვრება. არ ვიცი რა ვასწავლო, როგორ უნდა მივუდგე რომ ის შეცდომები არ გაიმეორეს რაც მე დავუშვი, არ მინდა ჩემნაირი გაიზარდოს და არ ვიცი რა გავაკეთო.
-პირველ რიგში შენ უნდა გაიზარდო.
-რა?
-ხო, შენ უნდა გაიზარდო. დაფიქრდე იმაზე რაზეც აქამდე არ გიფიქრია. მორჩა ძმაო, გავიდა ის წლები. ყოველთვის 20 წლის ვერ იქნები. 30 წლის ხდები, ცხრა წლის შვილი გყავს და უნდა ეცადო გამოხვიდე იმ წარსულიდან. ანდრიას გამო უნდა ეცადო. ჩვენი საახლობლოდან ყველაზე მძიმე წარსული მე მაქვს. ოცდაათი წლიდან, რვა წელი ციხეში გავატარე, ჩემი საყვარელი ადამიანებისგან შორს… ვნახე ძმაკაცის სიკვლიდი, რომელმაც ჩემს მკლავებში დაამთავრა სიცოცხლე. დაუფიქრებლად მოვკალი ძმაკაცის მკვლელი და ჩემი ხელები სისხლში ამოვსვარე… ამის გამო კი ხშირად მერღვევა ძილი. წლებია ვხედავ იმ დედამო.ყნული კაცის სახეს და ვხვდები რომ მის მოკვლას ჯობდა ცოცხალი დამეტოვებინა, ისე დატანჯულიყო როგორც მე ვიტანჯები… მაგრამ მე იმდენად არ მაწუხებს მისი სიკვდილი, როგორც იმ დამპალს უდანაშაულო კაცის მკვლელობა შეაწუხებდა. ჰო, მე არ ვიცი როგორია სიყვარულისგან მიყენებული ტკივილი, არასდროს მიგვრძვნია და ვერ გეტყვი რომ შენი მესმის, ისევე როგორც შენ ვერ გაიგებ ჩემსას.
-რას ხედავ სიზმარში? - ძმაკაცის აღიარებით გაოცებულმა ერთადერთი კითხვის დასმა ძლივს მოახერხა.
-ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ვხედავ იმდენჯერ თავიდან ვკლავ. - ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. - ისევ და ისევ ვკლავ. ის კი იღიმის, იღიმის ყოველ ჯერზე და მაიძულებს თავიდან მოვკლა.
-იქნებ… იქნებ არ უნდა მოკლა. - ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა და მხოლოდ ახლა გრძნობდა მის ტკივილს. ახლა ვეღარ ფიქრობდა ქეთაზე, თავის ტკივილი თითქოს სადღაც გამქრალიყო და გუგა გამოჭიმულიყო წინა პლანზე თავისი გრძნობებით.
-შენ გგონია არ ვცადე? - გაეცინა ლუკას მიამიტურ სახეზე. ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. - დაიკ.იდე ეს, მივხედავ მე ჩემ თავს, სხვა თუ არაფერი ახლა გაღვიძებისას ევას სახეს მაინც ვხედავ.
-რა გავაკეთო?
-ავდგეთ, წავიდეთ ევასთან, გიოც ამოვა, ცოტა გავერთოთ, ხასიათზე მოვიდეთ, მერე სახლში წადი ანდრიასთან ერთად, ხვალ ახალ სკოლაში წაიყვანე, ეცადე არ იუზრდელო ბავშვთან, შეიგრძენი რომ მამა ხარ და მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.
-წავიდეთ. - ფული გადაიხადა და უფრო მოტივირებულმა დატოვა შენობა.
სახლში მისულებს ხატვაში გართული ევა და ანდრია დახვდნენ. იატაკზე დადებულ ბალიშებზე, კომფორტულად მოეთავსებინათ საჯდომები და მაგიდაზე შემოსკუპებულ ლუსის ფურცელზე ხატავდნენ.
-მამაშენიც მოსულა. - ხელი მიარტყა ოდნავ ხატვაში გართულ ანდრიას და ბავშვმაც უცებ წამოყო თავი.
-რას ხატავ მა? - უფრო თბილი ხმა ჰქონდა გიორგაძეს ვიდრე აქამდე ჰქონია. შვილის უკან დივანზე დაჯდა და ანდრიას აწეულ სახატავ ფურცელს ყურადღებით დააკვირდა. მძინარე კატა მართლა ლამაზად ჰქონდა გადახატული, რამაც ცოტა გააოცა ლუკა. - რა მაგარია ტო… ხატვაზე დადიხარ?
-არა, სკოლაში მასწავლიდნენ.
-გინდა მიგიყავნო?
-მინდა. - გახარებულმა ახედა.
-მართლა შესანიშნავად ხატავს თავის ასაკთან შედარებით, მომავალში უფრო დახვეწს და ვინ იცის იქნებ ჩემზე მაგარი მხატვარიც გამოვიდეს. - თმები აუჩეჩა ბავშვს, შემდეგ ფეხზე წამოდგა და გუგას მიუახლოვდა. - დიდი პოტენციალი აქვს. - კისერზე მოხვია მკლავები, სხეულზე მიეკრო და ტუჩებზე ნაზად აკოცა. - მთვრალი ხარ.
-ცოტა. - გაიღიმა, შემდეგ ყბის ძვალზე მიაწება ტუჩები, თავი გვერდზე გადააწევინა და ყელშიც აკოცა. - რა კარგი სუნი გაქვს. - ცხვირის წვერი გაუსვა კანზა, ისევ აკოცა, შემდეგ მწვანე თვალებში ჩახედა.
-სულ ეს სუნი მაქვს.
-ნწ… ძირითადად ჩემი სუნი გაქვს. - თვალი ჩაუკრა, მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი კარის გასაღებად წავიდა, რომელზეც გაუჩერებლად აკაკუნებდა კარს იქით მდგომი პიროვნება.
-რა ხდება შე ჩემა? - როგორც კი დაინახა გუგა ჯერ გადაკოცნა, შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სვლა.
-გამარჯობა. - მომღიმარი შეეგება ევა.
-პრივეტ.
-როგორ ხართ? - უცებ გადაკოცნა მარიამი, შემდეგ მის მოხვეულ ხელებს თავისიც შეაგება.
-კარგად შენ?
-შესანიშნავად… აქეთ წამოდით.
-ეს პატარა კაცი ვინ არის… - გაკვირვებულმა შეხედა ლუკას გვერდზე მჯდომ ბავშს. - ვიღაცას მახსენებს… - კიდევ ერთხელ შეათვალიერა დაკვირვებით, შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა, წამსვე გუგას გახედა. ბურდულმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და სასმლით სავსე პოლიეთილენის პარკები გამოართვა.
-ანდრო მა, ეს თორნიკე ძია და მარიამ ბიცოლა არიან. ანუ uncle და aunt.
-ეგენი ვიცი მამა.
-აუფ… სცოდნია ბიჭს. - წარბი ასწია, მერე გაიცინა და ლოყაზე აკოცა. - ეს ჩემი და ქეთას შვილია, ანდრია. ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ჯერ პირი დახურე ძმურად.
-ევა მომაშორე შენი კატა. - წარბშეკრულმა გადახედა გუგამ, აბაშიძემ კი უკმაყოფილოდ აიყვანა ხელში მძინარე კატა, ისე რომ ძილი არ დაეფრთხო, ისიც გატრუნული იყო პატრონის მკლავებში. ლუსი თავის ფუმფულა საწოლზე დააწვინა, მაგიდა გადაწმინდა და მოტანილი სასმელი თავის სასუსნაოებთან ერთად მაგიდაზე დაულაგა.
ვერაფრის მოყოლა ვერ მოახერხა ლუკამ, ძირითადად ბავშვზე იყვნენ გადართულები და მის საუბარზე სიცილს ძლივს იკავებდნენ, მარიამი და ევა სამზარეულოში ჭორაობდნენ, უამრავ თემაზე საუბრობდნენ. ანდრიაზე უყვებოდა მარიამს იმას რაც თვითონ იცოდა და მისაღებში მჯომი კაცები საერთოდ არ ახსენდებოდათ.
-ევა... მარიამო… წავედით მე და ჩემი ბიჭი, ხვალ ადრე ვართ ასადგომები. მადლობა რომ დაიტოვე…
-არ გინდა, არ არის პრობლემა.
-ნახვამდის და როცა მოვახერხებთ გნახავთ.
-პირველ რიგში ეს ყველაფერი მოაგვარე, აზრზე მოდი და რომ დალაგდები მერე მესტუმრე.
-კარგი ქალბატონო. - უცებ გადაკოცნა ორივე და ევას ბინაც დატოვა.
-მეტყვი რა ხდება? - წარბშეკრული უყურებდა ძმაკაცს თორნიკე, გუგა კი ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდა. ბოლოს გაოცებუას ვერ მალავდა ლომიძე და ისიც არ იცოდა საერთოდ რა უნდა ეთქვა. - ბოდიშით თქვენთან, მაგრამ შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო?
-რა გინდა? - თვალები აატრიალა გუგამ.
-ვის გაუგია ეგრე მივარდნა.
-უბრალოდ მივედი, მერე გავბრაზდი და თავი ვეღარ გავაკონტროლე.
-ეგ მიზეზი არ არის!
-მიდი ახლა შემე… შემეშვი რა. - ჩაახველა, თან ხელი აიქნია და ფანჯარაში გაიხედა. - ეგრე გამოვიდა და ახლა აზრი აღარ აქვს საუბარს.
-და მიზეზი?
-რა მიზეზი?
-ქეთას არ დალაპარაკებიხარ? რატომ მოიქცა ასე არ გაინტერესებთ?
-ლუკას არ შეუძლია ამჟამად დაჯდომა და ქეთას მოსმენა, მე კიდე ხვალ განსატვირთად მივდივარ ბაკურიანში ერთი კვირით. შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ანამ რომ დამინახოს ყელს გამომჭრის, თან ცოტა დასვენებაც მჭირდება.
-ცოტა? ერთი კვირა გეყოფა ვითომ? გადამწვარი ხარ შე ჩემა… რაც გამოხვედი დაისვენე ვაბშე? რობოტივით ხარ. და ყოჩაღ ანას, ყოველთვის მომწონდა ეგ გოგო. - როგორც კი ბოლო წინადადება თქვა მაშინვე ქვევიდან ახედა მარიამმა. - რა?
-მომესმა თუ ვიღაცაზე თქვი რომ მოგწონს.
-მარიამს ეჭვიანობების ეტაპი დაეწყო… ყურადღებას ნუ მიაქცევთ. - ჩაიცინა, თან მოწყვეტით აკოცა დაბღვერილ ქალს. - ცოტა დიდი ხანი დარჩით, შეეშვი ცოტა ხანს ამ საქმეების გამოძიებას და შეიგრძენი ცხოვრება. - თვალი ჩაუკრა გუგას, მარიამთან ერთად ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკე დაიძრა. - წავედით ჩვენ, მიხედე შენს თავს, მე იმ გამოქლიავებულს მივხედავ შენი არ ყოფნის დროს.
-კარგი. - უცებ გადაეხვია, მარიამსაც აკოცა ლოყაზე და ლიფტისკენ წასულ წყვილს თვალი გააყოლა. როგორც კი თვალს მიეფარნენ სახლში შებრუნდა, ლუდის ქილებით მოსიარულე ევას თვალი გააყოლა, შემდეგ დივანზე წამოკოტრიალდა და თვალები დახუჭა. მალე იგრძნო ზევიდან დაწოლილი ქალის სხეული, ხელები წელზე მოხვია და თვალ გაუხელავად დაეწაფა ევას ბაგეებს. - მადლობა… და მაპატიე ამ სიტუაციაში რომ მოგიწია ყოფნა.
-რა სიტუაციაში? - თმაზე გადაუსვა ხელი, ლოყაზე მიეფერა, თან ზევიდან მომღიმარი აკვირდებოდა სახეზე, მის ნაკვთებს იმახსოვრებდა და ნაზად კოცნიდა.
-მთვრალი კაცები მისაღებში ლუდებით… არ ხარ ვალდებული და არც აქ უნდა მოსულიყვნენ.
-გუგა, აქ უცხოდ გრძნობ თავს? - ცერით მიეფერა ლოყაზე. ბურდულმაც ინება თვალების გახელა და მაშინვე ევას მწვანეებს წააწყდა. როგორ შეიძლებოდა მისი ყურების დროს თავი უცხოდ ეგრძნო, იმ მწვანეების ყურების დროს რომლებიც თავს სახლში აგრძნობინებდა, ყველანაირ უარყოფით ემოციებს, თუ ფიქრებს უფანტავდა და დადებით აურას უქმნიდა.
-არა.
-მაშინ ნუ მეუბნები მსგავს სისულელეებს. - ისევ შეეხო კაცის ტუჩებს და ტანში დავლილი ჟრუანტელისგან თვალები მიენაბა. - შენი მეგობრები არიან, ჩემიც გახდნენ. ის რომ ჩემი მეგობრის შვილი დავიტოვე ასეთ მნიშვნელოვან დროს, იმას არ ნიშნავს რომ მადლობები უნდა მიხადო.
-წავიდეთ ხვალ ბაკურიანში.
-მეც მიგყავარ?
-მარტო რა მინდა ევა? - ჩაიღიმა და ცხვირის წვერზე ჩამოჰკრა თითი.
-ლუსის ვერ დავტოვებ.
-რა მინდოდა რას მომყავდა ეგ კატა. - თვალები აატრიალა მობეზრებულმა.
-წავიყვანოთ. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ყბაზე. ყელზეც გადავიდა და ბოლოს მაისური აუწია ყელამდე. - წავიყვანოთ? - თვალებ ანთებულმა დახედა სახე არეულ კაცს და ტუჩზე გაუაზრებლად იკბინა.
-სხვა რა გზაა? - უცებ წამოიწია, ხელში აიტაცა ევა და საძინებელში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა.
-გუგა…
-არაფერი თქვა. - მაისური გახადა, შარვალიც მის გზას გააყოლა საცვალთან ერთად და წვრილი შავი საცვლით ორივე ხელი თავს ზემოთ შეუკრა.
-რას აკეთებ…
-შჩჩ… - ტუჩებზე წაეტანა, შემდეგ მაისური ხელის ერთი მოძრაობით გაიხადა, მთლიანად გაშიშვლდა და ევას ფეხებს შორის მოქცეულმა ხელები გაუკავა. კოცნიდა ყველგან, თითებით შეიგრძნობდა მის ნაზ კანს, ყურში ქალის ხმამაღალი კვნესა ჩაესმოდა და მთლიანად ევათი ივსებოდა…
ღამე განვლილ დღეზე საუბრით დაასრულა ყველაფრისგან დაცლილმა. მხოლოდ ევათი იყო სავსე და არ უნდოდა სიზმრებში ისევ ძველი მოჩვენება სწვეოდა ამ მშვენიერ ღამეს.
***
-სად წავიდეთ? - გვერდზე მჯდომ ცოლს გადახედა წამით, საქარე მინისთვის რომ გაეშტერებინა თვალი და წარბშეკრული რაღაცაზე ფიქრობდა.
-არ ვიცი.
-მარიამ… ახლა არ მითხრა რომ ანაზე ფიქრობ.
-არაფერს არ ვფიქრობ, სახლში წავიდეთ.
-უყურე ერთი ჩემი პატარა ცოლუკა როგორ ეჭვიანობს. - მომღიმარმა მანქანა დიდი მარკეტის წინ დააპარკინგა და მარიამისკენ მთლიანი ტანით შეტრიალდა.
-არ ვეჭვიანობ! უბრალოდ...
-‘უბრალოდ’ ნიშნავს იმას რომ ეჭვიანობ, საეჭვიანო კიდე არაფერია. ანას დიდიხანია ვიცნობ, რომ მომწონდეს როგორც ქალი, ახლა აქ არ იქნებოდი. ერთხელ და სამუდამოდ გაიგე რომ არავინ მომწონს შენს გარდა, არავინ მიყვარს და არავინ იქნება ჩემი ცოლი… ახლა გადმოხტი, შევიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ რაც გინდა. - კეფაზე შეუცურა თითები, თავისკენ მისწია მარიამი და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. - წავედით.
-მარწყვი მინდა, ბანანიც, ვაშლიც და მსხალიც. - მანქანიდან გადასული უკან აედევნა ქმარს, ხელკავი გამოსდო და ისე შევიდა მაღაზიაში.
-როგორც გნებავთ ქალბატონო. - კმაყოფილმა გაიღიმა, შემდეგ ურიკას მოკიდა ხელი და იდაყვებით ზედ დაყრდნობილი გორაობით გაჰყვა ხილისკენ წასულ მარიამს. ყველაფერი იყიდეს რაც სურდათ, ბოლოს კი სახლში დაბრუნდნენ. სამზარეულოში ყველაფრის დალაგებას რომ მორჩნენ ჩაის კეთებაში გართულ მარიამს მიუახლოვდა, სამზარეულოს კარადაზე მიყრდნობილი მარიამი მკლავებს შორის მოიმწყვდია და მისკენ შემოტრიალებულ თვალებ გაფართოვებულ ქალს ყავისფერებში ჩახედა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და მოჭუტული თვალებით შესცქეროდა ცოლს.
-რა? - დაბნეულმა ძლივს თქვა ერთი სიტყვა და თორნიკემაც მის ტუჩებზე გადაიტანა მზერა.
-რა საყავრელი ხარ მარიამ…
-ვიცი რომ ვარ. - რომ ვეღარაფერი მოიფიქრა თონიკეს მზერით სახე აწითლებულმა, სახე ახლოს მისწია და თავისი ინიციატივით აკოცა ტუჩებში. გაეღიმა ლომიძეს, წელზე მოხვია ხელები, შემდეგ თეძოებზე წავლებული თითებით ონკანის გვერდზე შემოსვა და მის ფეხებს შორის შეცურებულმა კოცნა გააღრმავა. უკვე თვითონაც უჭირდა თავის შეკავება, ისედაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იწვევდა მარიამი. მაისურის ქვეშ შემძვრალმა მკერდზე მოუჭირა თითები და მარიამის წამოკვნესებაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
-მარიამ… - ძლივს მოსწყდა ქალის ტუჩებს და ამღვრეულ თვალებში ჩახედა.
-ახლა რომ გაჩერდე გეფიცები აღარ მოგცემ უფრლებას შემეხო!
-მარიამ… მირეკავენ.
-ამ დროს ვინ გირეკავს… - ამოიოხრა კაცის ქცევით დატანჯულმა, თორნიკეს კი გულიანად გაეცინა.
-ვიღაც ვეღარ ითმენს. - სიცილით აუთამაშა წარბები, მარიამი კი ძირს ამოხტა, ცხვირ აბზუებული გავიდა სამზარეულოდან და საძინებელს შეაფარა თავი. - გისმენ ნინი… ზუსტად ახლა შემაწყვეტინე საქმე რომელიც იმ საქმეზე მნიშვნელოვანი იყო რის თქმასაც ახლა აპირებ… კარგი რა ხდება მითხარი. - მისაღებში გასულმა ლეპტოპი ჩართო და ტელეფონზე საუბართან ერთად ნახევარი საათი კომპიუტერით რაღაც საქმეებს აგვარებდა. ბოლოს ყველაფერს რომ მორჩა საძინებელში შევიდა, სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და მარიამს გვერდზე მიუწვა. - პატარავ. - შეეცადა თავისკენ გადაებრუებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - მაპატიე, შენ თავს გეფიცები მნიშვნელოვანი საქმე იყო, ხვალ შეხვედრა მაქვს და დღეს რომ არ გამეგზავნა არ გამოვიდოდა.
-შენი საქმე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე.
-რომ წუწუნებ მომწონს და ჯერჯერობით ვხალისობ კიდეც.
-თორნიკე სერიოზულად!
-სერიოზულად გეუბნები. - ჩაიცინა, უკნიდან მოეხვია და ყელში აკოცა.
-მომშორდი!
-მოისვენე ახლა. დავიღალე და დამაცადე ძილი. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ კომფორტულად მოთავსებულმა ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. - მიყვარხარ. - მარიამის ყურთან ჩუმათ ჩაილაპარაკა. ცოტახანში თორნიკესკენ გადაბრუნდა მარიამი, მოწყვეტით აკოცა და ცვირი ყელზე მიაბჯინა.



№1  offline წევრი aneta

იმედგაცრუებული ვარ ამ თავით, მომეჩვენა რომ შენი არაფერი იყო. წინა თავის კომენტარებიდან ხუთოსანი მოსწავლესავით მიიღე შენიშვნები და ყველაფერი ზედმიწევნით გადმოწერე. არადა არაჩვეულებრივად დაიწყე და სიუჟეტიც ორიგინალურად მიგყავდა. ნამდვილად არ გჭირდება მკითხველის "დაკვეთის" შესრულება, მიენდე საკუთარ ფანტაზიას, წარმატებები

 


№2  offline წევრი ნანა73

უბრალოდ ვკითხულობ ამ ისტორიას, უბრალოდ მაინტერესებს ამ ადამიანების ცხოვრება, უბრალოდ მიხარია როცა ახალი თავი მხვდება და ძალიან, ძალიან მომწონს! ❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი painter1

aneta
იმედგაცრუებული ვარ ამ თავით, მომეჩვენა რომ შენი არაფერი იყო. წინა თავის კომენტარებიდან ხუთოსანი მოსწავლესავით მიიღე შენიშვნები და ყველაფერი ზედმიწევნით გადმოწერე. არადა არაჩვეულებრივად დაიწყე და სიუჟეტიც ორიგინალურად მიგყავდა. ნამდვილად არ გჭირდება მკითხველის "დაკვეთის" შესრულება, მიენდე საკუთარ ფანტაზიას, წარმატებები

ჰმმ... არაფერი ამიღია მკითხველისგან.
კომენტარის წერას სანამ დაიწყებდნენ ნახევარი ისტორია უკვე დაწერილი მქონდა. უბრალოდ რაც თავში ამომიტივტივდა ის დავწერე და ჩემს მთავარ პერსონაჟს დასვენების უფლება მივეცი.
შეიძლება ის უარესია რომ ჩემმა დაწერილმა და არა მკითხველისგან აღებულმა გაგიცრუა იმედი. უბრალოდ ის დავწერე რაც მინდოდა და სიმართლე გითხრა გულ დამშვიდებულს დამეძინა. :დ
მადლობა ❤️

 


№4  offline მოდერი painter1

ნანა73
უბრალოდ ვკითხულობ ამ ისტორიას, უბრალოდ მაინტერესებს ამ ადამიანების ცხოვრება, უბრალოდ მიხარია როცა ახალი თავი მხვდება და ძალიან, ძალიან მომწონს! ❤️❤️❤️

მეც მიხარია როცა შენი კომენტარი მხვდება ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

აუი მალე დადე რაა ახალი

შემდეგს როდის დადებ?

 


№6  offline წევრი Margo Tokyo

მკითხველისგან მხოლოდ გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომები გაითვალისწინე,
დანარჩენი შენია და შენიც უნდა იყოს.
ვერ ვხვდები მკითხველი რატომ აძლევს თავს იმის უფლებას რომ მწერალს უთხრას “ეს არ დააშორო რა”, “ეს გოგო არაა independent და მოაშორე”... რა ვიცი...
ევა ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია, ისევე როგორც გუგა. არაა აუცილებელი ყველა ურთიერთობას სახელი ჰქონდეს, მითუმეტეს ორივემ იცის გულის სიღმეში რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, თუმცა ასე უფრო უადვილდებათ... აი, ქურდული რაღაცების მიუხედავად, შენი ამ კუთხით აზროვნება მომწონს და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სტილი დაიჭირე.
არაა აუცილებელი ყველა დამოუკიდებელი და girl power იყოს ისტორიებში, როცა გრძნობებთან აქვს საქმე.

რაც შეეხება ამ თავს, ძალიან მომეწონა.
მართლა ძალიან კარგი იყო ყველაფერი! დიალოგებიც ძალიან მომწონს და სიტუაციებიც.
ყოჩაღ.
როცა ადამიანს გააჩნია კრეატივი, ფანტაზია, გადმოცემისა და აღწერის უნარი, იქ გრამატიკული შეცდომები უფასურდება. (ბევრი არც გაქვს, უბრალოდ რაც არის ყურს ცუდად ხვდება)
ნუ,მართალია დიდ ყურადღებას ვაქცევ ამ კომპონენტს, მაგრამ როგორღაც ვსვა-ვ, ვიზა-ვ ავიტან, ოღონდ შენ ასე გააგრძელე :დდ
პ.ს უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც რომ თორნიკე და მარიამი ძალიან მომწონს! აი, მართლა ძალიან კარგად წაიყვანე მათი ურთიერთობა და არ მინდა დანაკლისი რომ იგრძნობოდეს. თუ ხშირად შემოიყვან ან ერთ თავს დაუთმობ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია.

ვიცი რომ ყველას კომენტარი ძალიან მოქმედებს, გინდა ყველა “ასიამოვნო”, ყველაფერი გამოასწორო და ისე დაწერო როგორც უნდათ, მაგრამ ასე არ ხდება. ვის რა პეპელა აუფრთხიალდება გონებაში, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ.

წარმატებებიიი და ასე გააგრძელე!❤️

 


№7  offline მოდერი painter1

სტუმარი ...
აუი მალე დადე რაა ახალი

შემდეგს როდის დადებ?

არ ვიცი ჯერ როდის დავდებ, არც დამიწყია ჯერ წერა. თან ხვალ და ზეგ ცოტა გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ასე რომ არ ვიცი ზუსტად როდის დავდებ❤️

Margo Tokyo
მკითხველისგან მხოლოდ გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომები გაითვალისწინე,
დანარჩენი შენია და შენიც უნდა იყოს.
ვერ ვხვდები მკითხველი რატომ აძლევს თავს იმის უფლებას რომ მწერალს უთხრას “ეს არ დააშორო რა”, “ეს გოგო არაა independent და მოაშორე”... რა ვიცი...
ევა ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია, ისევე როგორც გუგა. არაა აუცილებელი ყველა ურთიერთობას სახელი ჰქონდეს, მითუმეტეს ორივემ იცის გულის სიღმეში რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, თუმცა ასე უფრო უადვილდებათ... აი, ქურდული რაღაცების მიუხედავად, შენი ამ კუთხით აზროვნება მომწონს და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სტილი დაიჭირე.
არაა აუცილებელი ყველა დამოუკიდებელი და girl power იყოს ისტორიებში, როცა გრძნობებთან აქვს საქმე.

რაც შეეხება ამ თავს, ძალიან მომეწონა.
მართლა ძალიან კარგი იყო ყველაფერი! დიალოგებიც ძალიან მომწონს და სიტუაციებიც.
ყოჩაღ.
როცა ადამიანს გააჩნია კრეატივი, ფანტაზია, გადმოცემისა და აღწერის უნარი, იქ გრამატიკული შეცდომები უფასურდება. (ბევრი არც გაქვს, უბრალოდ რაც არის ყურს ცუდად ხვდება)
ნუ,მართალია დიდ ყურადღებას ვაქცევ ამ კომპონენტს, მაგრამ როგორღაც ვსვა-ვ, ვიზა-ვ ავიტან, ოღონდ შენ ასე გააგრძელე :დდ
პ.ს უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც რომ თორნიკე და მარიამი ძალიან მომწონს! აი, მართლა ძალიან კარგად წაიყვანე მათი ურთიერთობა და არ მინდა დანაკლისი რომ იგრძნობოდეს. თუ ხშირად შემოიყვან ან ერთ თავს დაუთმობ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია.

ვიცი რომ ყველას კომენტარი ძალიან მოქმედებს, გინდა ყველა “ასიამოვნო”, ყველაფერი გამოასწორო და ისე დაწერო როგორც უნდათ, მაგრამ ასე არ ხდება. ვის რა პეპელა აუფრთხიალდება გონებაში, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ.

წარმატებებიიი და ასე გააგრძელე!❤️

მეც რაღაც განსხვავებულად მომეწონა ეს თავი ^^ ნუ ვცდილობ ყველას ‘ვასიამოვნო’ კი, მაგრამ აქ იმდენი აზრი იყოფა ფიზუკურად ვერ დავწერ ისე რომ ყველას აზრები ავასრულო. თან მაინც ჩემსას ვუბერავ :დ

მარიამზე და თორნიკეზე რომ ვწერ თითქოს სულ სხვა მხარეს გადავდივარ, არ ვიცი როგორ მაგრამ თორნიკე თავის ძმაკაცებისგან განსხვავებული გამომივიდა. ცოლის მოყვანის შემდეგ ცოტა დამისერიოზულდა და... რაღაც სხვანაირია ჩემთვის პირადად. მარიამიც შედარებით სხვანაირია. ასე რომ წერის დროს ამ ორს ერთად სხვა განზომილებად აღვიქვამ.
არ ვიცი მგონი ნელ-ნელა ვიწყებ ყველას დალაგებას.

მიყვარს შენი კომენტარის კითხვა ❤️ მიხარია რომ მოგწონს და მიზიარებ შენს აზრს. ❤️
მადლობა ❤️

 


№8  offline წევრი Veronika

ბევრი თორნიკე და მარიამი მინდააა :დდ
ვგიჟდები ამ წყვილზე და რა ვქნა

 


№9  offline მოდერი painter1

Veronika
ბევრი თორნიკე და მარიამი მინდააა :დდ
ვგიჟდები ამ წყვილზე და რა ვქნა

ვეცდები შემდეგ თავში ბევრი თორნიკე და მარიამი იყოს :დ ❤️

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

მე კომენტარის წერაც მიყვარს და კითხვაც. ხოდა, რა დაკვეთაზეა საუბარი, რა გამომრჩა?!
"ვ"-ების გარდა ხშირად გიჩიჩინებ ხოლმე დახვეწილობაზე. სხვათაშორის ძალიან მომეწონა ეს თავი, ყველაფერი დოზირებულად გქონდა, მაგრამ...რამ მოგაფიქრა დაგეწერა გუგას მიმართვა დედის მიმართ როცა თავის ნახელავს უქებს. ჯერ ვიფიქრე იქნება მეჩვენაბამეთქი, მაგრამ ისევ დავუბრუნდი და მაინც ადგილზე დამხვდა :))). არ გინდა რა ეგეთები, არაფერში არ გჭირდება არც ისტორიაში და არც რეალურ ცხივრებაში.
პ.ს. ღმერთო, "ნაპოლეონი" არის ჩემი ტკივილიანი მონატრება. დეკემბრის ბოლოს სახლში ჩასულმა აეროპორტიდანვე უნდა დავიწყო ჭამა.

 


№11  offline მოდერი painter1

grafo
მე კომენტარის წერაც მიყვარს და კითხვაც. ხოდა, რა დაკვეთაზეა საუბარი, რა გამომრჩა?!
"ვ"-ების გარდა ხშირად გიჩიჩინებ ხოლმე დახვეწილობაზე. სხვათაშორის ძალიან მომეწონა ეს თავი, ყველაფერი დოზირებულად გქონდა, მაგრამ...რამ მოგაფიქრა დაგეწერა გუგას მიმართვა დედის მიმართ როცა თავის ნახელავს უქებს. ჯერ ვიფიქრე იქნება მეჩვენაბამეთქი, მაგრამ ისევ დავუბრუნდი და მაინც ადგილზე დამხვდა :))). არ გინდა რა ეგეთები, არაფერში არ გჭირდება არც ისტორიაში და არც რეალურ ცხივრებაში.
პ.ს. ღმერთო, "ნაპოლეონი" არის ჩემი ტკივილიანი მონატრება. დეკემბრის ბოლოს სახლში ჩასულმა აეროპორტიდანვე უნდა დავიწყო ჭამა.

ნუ ყოველ შემთხვევაში შედარებით კარგი თავი ხომ გამოვიდა? :დ გუგას ენას მოვუთაფლავ მშობლებში.
ნაპოლეონში მაინც ვემთხვევით ერთმანეთს... სასწაულად მიყვარს და დედაჩემიც უგემრიელეს ნაპოლეონს აკეთებს :დ ნუ დედაჩემი ისტორიაში არაფერ შუაში ყოფილა... უბრალოდ ვჭამდი წერის დროს და გამახსენდა. :დდ

 


№12  offline წევრი LI_BE

ხოო, პეინტერ, ჩემო კარგო, ამ თავში ვიგრძენი, რომ გუგა და ევა არიან მთავარი გმირები. ხომ ყველა გმირი გყავდა შემოყვანილი და ცალკეულ ეპიზოდებში ჩართული, მაგრამ მაინც ყველა ეპიზოდი ისე გქონდა აწყობილი, რომ მთავარი გმირის ირგვლივ ტრიალებდნენ.

მოკლედ, ისე ძალიან კარგად გქონდა ბალანსი დაცული, რომ გადახვევა არ დამჭირვებია blush ხოდა, მგონია, რომ ზუსტად ამიტომაც გამოვიდა, ეს თავი, ასეთი კარგი. bowtie

ხო, ბავშვების კასკადზე ვიცინე, მართლა, როგორც შენ თქვი, "ბავშვების თავსხმა" გამოგივიდა, და რატომღაც მგონია, რომ ეს გუგასთვის ოჯახობანას სურვილის გაჩენის და გამძფრებისათვის დაგჭირდა. wink

პ.ს. მოკლედ, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ და გელოდებით blush

და კიდევ, "საშვალი" არა, "საშუალო". ეს ალბათ კომპიუტერული შეცდომა იყო, ისევე როგორც ამპლუა, მაგრამ მაინც. heart_eyes

 


№13  offline მოდერი painter1

LI_BE
ხოო, პეინტერ, ჩემო კარგო, ამ თავში ვიგრძენი, რომ გუგა და ევა არიან მთავარი გმირები. ხომ ყველა გმირი გყავდა შემოყვანილი და ცალკეულ ეპიზოდებში ჩართული, მაგრამ მაინც ყველა ეპიზოდი ისე გქონდა აწყობილი, რომ მთავარი გმირის ირგვლივ ტრიალებდნენ.

მოკლედ, ისე ძალიან კარგად გქონდა ბალანსი დაცული, რომ გადახვევა არ დამჭირვებია blush ხოდა, მგონია, რომ ზუსტად ამიტომაც გამოვიდა, ეს თავი, ასეთი კარგი. bowtie

ხო, ბავშვების კასკადზე ვიცინე, მართლა, როგორც შენ თქვი, "ბავშვების თავსხმა" გამოგივიდა, და რატომღაც მგონია, რომ ეს გუგასთვის ოჯახობანას სურვილის გაჩენის და გამძფრებისათვის დაგჭირდა. wink

პ.ს. მოკლედ, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ და გელოდებით blush

და კიდევ, "საშვალი" არა, "საშუალო". ეს ალბათ კომპიუტერული შეცდომა იყო, ისევე როგორც ამპლუა, მაგრამ მაინც. heart_eyes

მიხარია რომ შედარებით დალაგებულად ჩამოვაყალიბე და მოგეწონა. ჩემთვის ცალკე სიამოვნებაა გუგაზე წერა რადგან მაინც მთავარი პერსონაჟია ^^

მომწონს თავიდან როგორც იწყებ კომენტარის პირველ წინადადებას... მომწონს ისიც რომ სახელით მომმართავ ^^

მიხარია რომ მოგწონს, თან გადახვევაც არ დაგჭირდა... ^^
და მადლობა რომ შენს აზრს მიზიარებ ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი თეკო

ანუ)) მომეწონა ლუკას და ახალ გოგოს დანახვისთანავე რომ არ აუციმციმე სიყვარულით თვალები)) უბანალურესი იქნებოდა)) ბეიბი ბუმიც მებანალურა მაგრამ ითს ოქ)) საბოლოო ჯამში კარგი თავი იყო , დალაგებული))

 


№15  offline წევრი რუსკიმარუსია

მოკლედ პეინტერ, მგონი ერთადერთი დალაგრბული და საღად მოაზროვნე გმირი გიორგი გყავს :დ ისედაც შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ცოლის მოყვანამ სულ სხვანაირად დაამშვიდა და შეცვალა. სხვანაირი სამყარო აქვთ გიორგის და მარიამს❤ მომეწონა ძალიან გუგას, რომ უთხრა ეგრე რომ მივარდი რა წესიაო. მიხარია, რომ ძმაკაცების ველურ საქციელს არ ამართლებს და მიზეზით დაინტერესდა, რომლის გაგების სურვილი არცერთს არ აქვს. უფრო მეტიც ლუკას თურმე დრო არ აქვს ქეთას მოსასმენად.
ლუკა მგონი იწყებს გააზრებას რომ უკვე მამაა და ძველი ცხოვრების სტილით არ უნდა იცხოვროს. ლუკას და გუგას დიალოგი მომეწონა, როგორც იქნა გუგამაც საღად იაზროვნა არ აყვა ემოციებს და ზუსტად ის რჩევა მისცა რაც სჭირდებოდა. ახლა ლუკამ უნდა გაითვალისწინოს რჩევები და თავი შეაგუოს, რომ ერთ დღეს ანდრიამ შესაძლოა ისევ დედასთან ყოფნა მოინდომოს. მიუხედავად ამისა საინტერესოა როგორ განვითარდება მამა-შვილის ურთიერთობა.
გუგა, ამ თავში მთავარი მოქმედი გუგა იყო, ყველა და ყველაფერი მის გარშემო იყო და ვიგრძენი, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გუგაა :) ოჯახთან მყოფი გუგა ისეთი ლაღია სულ მინდა ეგეთს ვუყურო❤ აუ "ნაპალეონიო" და მეც ნერწყვები მომადგა, ყველაზე მეტად ეგ ნამცხვარი მიყვარს❤❤❤
უნდა აღვნიშნო ანას როლიც, აქამდე უნდა შეეძახებინა გუგასთვის, ძლივს გამოაფხიზლა და ახლა ერთი კვირით ევასთან ერთად დაისვენებს. გუგამ თავისი "კაი ბიჭობის" მიუხედავად თავისი პოზიცია ევას მიმართ მკვეთრად დააფიქსირა და ოჯახსაც გარკვევით აუხსნა სათქმელი, ხოდა ეგრე განაგრძოს❤❤❤
ველოდები შემდეგ თავს.

 


№16 სტუმარი სტუმარი Nata

პირველი თავიდან ვკითხულობ ამ ისტორიას მაგრამ კომენტარს არ ვწერდი.მომწონს შენი პეროსნაჟები ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან.თორნიკე ყველაზე დინჯია,ლუკა ყველაზე ფეთქებადი და ყველაზე ძალიან მიყვარს სამეულში.უff კარგი ვაღიარებ პირადი სიყვარულიც მაქვს ამ სახელთან :D გუგა ყველაზე სერიოზული და სხვანაირია ევა მართლა არტი ქალია .ჩემს თვალში ძალიან ქალურია ნაზი და ცოტა გიჟიც. აი ისეთი რომ უნდა გიყვარდეს და გიყვარდეს. მოკლედ მომწონს ისტორია პერსონაჟებიანად და გელოდები სუუულ.

 


№17 სტუმარი სტუმარი Nuki

ძაანმომწონს მალე დადერა შემდეგი???

 


№18 სტუმარი Mari

Yvela wyvili dzaan sayvarelia mara me meti guga da eva mindaa <3 <3 imedia momdevno tavshi bevri iqnenba matze <3 <3

 


№19 სტუმარი likuna

აუუუ ვვიჟდები რა ამ ისტორიაზე... მალე დადე გთხოვ???

 


№20  offline წევრი Tkemali

მომწონს ეს ისტორია blush მომწონს ის რომ ერთი სწორხაზოვანი სიუჟეტი, კონკრეტული მიზანი არ აქვს, თითქოს უბრალო ადამიანების უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებას ვკითხულობთ. პირადად მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და ეს მომწონს!

 


№21 სტუმარი სტუმარი ქრისტი

მიყვარს ეს ისტორია და არ მყოფნის რაცა რუნდა დიდი თავი დადო მაჯნც არ მყოფნის და რავქნა???ოღონდ შენს ყველა ისტორიაში მხვდება კაიბიჭები და ეგენი კიდე არსებობენ:დ ეს კითხვა მიჩნდება. დანარჩენი ყველაფერი სუპერ ხო ცოტა გრამატიკას თუ მიხედავ ეგეც კაი იქნება???

 


№22  offline მოდერი painter1

სტუმარი თეკო
ანუ)) მომეწონა ლუკას და ახალ გოგოს დანახვისთანავე რომ არ აუციმციმე სიყვარულით თვალები)) უბანალურესი იქნებოდა)) ბეიბი ბუმიც მებანალურა მაგრამ ითს ოქ)) საბოლოო ჯამში კარგი თავი იყო , დალაგებული))

ქეთას სიყვარულში ნატანჯს ეგრევე რანაირად ავუციმციმებდი თვალებს? :დ ეგრეც არ გამირეკია :დ მიხარია რომ მოგწონს❤️

რუსკიმარუსია
მოკლედ პეინტერ, მგონი ერთადერთი დალაგრბული და საღად მოაზროვნე გმირი გიორგი გყავს :დ ისედაც შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ცოლის მოყვანამ სულ სხვანაირად დაამშვიდა და შეცვალა. სხვანაირი სამყარო აქვთ გიორგის და მარიამს❤ მომეწონა ძალიან გუგას, რომ უთხრა ეგრე რომ მივარდი რა წესიაო. მიხარია, რომ ძმაკაცების ველურ საქციელს არ ამართლებს და მიზეზით დაინტერესდა, რომლის გაგების სურვილი არცერთს არ აქვს. უფრო მეტიც ლუკას თურმე დრო არ აქვს ქეთას მოსასმენად.
ლუკა მგონი იწყებს გააზრებას რომ უკვე მამაა და ძველი ცხოვრების სტილით არ უნდა იცხოვროს. ლუკას და გუგას დიალოგი მომეწონა, როგორც იქნა გუგამაც საღად იაზროვნა არ აყვა ემოციებს და ზუსტად ის რჩევა მისცა რაც სჭირდებოდა. ახლა ლუკამ უნდა გაითვალისწინოს რჩევები და თავი შეაგუოს, რომ ერთ დღეს ანდრიამ შესაძლოა ისევ დედასთან ყოფნა მოინდომოს. მიუხედავად ამისა საინტერესოა როგორ განვითარდება მამა-შვილის ურთიერთობა.
გუგა, ამ თავში მთავარი მოქმედი გუგა იყო, ყველა და ყველაფერი მის გარშემო იყო და ვიგრძენი, რომ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი გუგაა :) ოჯახთან მყოფი გუგა ისეთი ლაღია სულ მინდა ეგეთს ვუყურო❤ აუ "ნაპალეონიო" და მეც ნერწყვები მომადგა, ყველაზე მეტად ეგ ნამცხვარი მიყვარს❤❤❤
უნდა აღვნიშნო ანას როლიც, აქამდე უნდა შეეძახებინა გუგასთვის, ძლივს გამოაფხიზლა და ახლა ერთი კვირით ევასთან ერთად დაისვენებს. გუგამ თავისი "კაი ბიჭობის" მიუხედავად თავისი პოზიცია ევას მიმართ მკვეთრად დააფიქსირა და ოჯახსაც გარკვევით აუხსნა სათქმელი, ხოდა ეგრე განაგრძოს❤❤❤
ველოდები შემდეგ თავს.

არ ვიცი გიორგი საიდან გაჩნდა აქ თორნიკეს ნაცვლად, მაგრამ მივხვდი თორნიკეს რომ გულისხმობდი... როგორ კარგად იცი ხოლმე პერსონაჟის ქცევების შეფასება, სასიამოვნოდ წასაკითხია ჩემთვის.
ლუკას დრო არ აქვსში ის ვიგულისხმე რომ ისეთ სიტუაციაშია ფსიქოლოგიურად უბრალოდ ვერ დაჯდება და ვერ მოუსმენს. მერე არ ვიცი რა იქნება.
მადლობაა❤️

სტუმარი Nata
პირველი თავიდან ვკითხულობ ამ ისტორიას მაგრამ კომენტარს არ ვწერდი.მომწონს შენი პეროსნაჟები ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან.თორნიკე ყველაზე დინჯია,ლუკა ყველაზე ფეთქებადი და ყველაზე ძალიან მიყვარს სამეულში.უff კარგი ვაღიარებ პირადი სიყვარულიც მაქვს ამ სახელთან :D გუგა ყველაზე სერიოზული და სხვანაირია ევა მართლა არტი ქალია .ჩემს თვალში ძალიან ქალურია ნაზი და ცოტა გიჟიც. აი ისეთი რომ უნდა გიყვარდეს და გიყვარდეს. მოკლედ მომწონს ისტორია პერსონაჟებიანად და გელოდები სუუულ.

მიხარია კომენტარის დაწერა და შენი აზრის გაზიარება რომ მოინდომე. ახლა პირადი სიყვარულის გამო ნუ დამიჩაგრავ სხვა პერსონაჟებს :დ
მადლობა❤️

სტუმარი Nuki
ძაანმომწონს მალე დადერა შემდეგი???

ვეცდები❤️

Mari
Yvela wyvili dzaan sayvarelia mara me meti guga da eva mindaa <3 <3 imedia momdevno tavshi bevri iqnenba matze <3 <3

შემდეგ თავში ყველა ბევრი მაქვს დასაწერი :დ <3

likuna
აუუუ ვვიჟდები რა ამ ისტორიაზე... მალე დადე გთხოვ???

ლიკუუნ ^^ ვეცდები მალე დავდო ❤️

Tkemali
მომწონს ეს ისტორია blush მომწონს ის რომ ერთი სწორხაზოვანი სიუჟეტი, კონკრეტული მიზანი არ აქვს, თითქოს უბრალო ადამიანების უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებას ვკითხულობთ. პირადად მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და ეს მომწონს!

იდეაში ასეც არის, რაიმე კონკრეტული მიზანი არ მაქვს... და ვფიქრობ ასე უფრო სასიამოვნოა კითხვა.
მომწონს ისიც რომ ხვდები უმიზნობას. ^^❤️

სტუმარი ქრისტი
მიყვარს ეს ისტორია და არ მყოფნის რაცა რუნდა დიდი თავი დადო მაჯნც არ მყოფნის და რავქნა???ოღონდ შენს ყველა ისტორიაში მხვდება კაიბიჭები და ეგენი კიდე არსებობენ:დ ეს კითხვა მიჩნდება. დანარჩენი ყველაფერი სუპერ ხო ცოტა გრამატიკას თუ მიხედავ ეგეც კაი იქნება???

მთლიანად ხომ არ დავდო? :დ რა გავაკეთო არ ვიცი.
“კაი ბიჭები” არაებობენ კი :დ გლდანი მაგალითად კაი ბიჭებს მიაქვთ :დ ნუ მე პირადად არ ვყოფილვარ გლდანში, ერთადერთხელ შაურმის საჭმელად ვიყავი ჩემს ბიძაშვილთან ერთად. არც არავის ვიცნობ იქიდან ჩემი ნათესავის(კაიბიჭის) და მაგის ძმაკაცის გარდა, რომელიც თავისი უაზრო ქცევებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ჩემთვის -_- ზაფხულში გამწუწა მაშინ როცა დაქალის სანახავად მივდიოდი კაფეში, ლამის თავში ჩავარტყი ქვა, თან მერე მეუბნება რა, არ გესმიამოვნაოო? ნუ მერე ვითომ ‘დავამცირე’ :დ მაგის მერე აღარც მინახავს და იმედია აღარასდროს ვნახავ.
ეს პასუხი შენს კითხვაზე. :დ

გრამატიკას ვასწორებ, მგონი ეტყობა კიდეც ისტორიას.
შენ კი მადლობა კომენტარისთვის ❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი მერი

როდის იქნება შემდეგი?

 


№24  offline მოდერი painter1

სტუმარი მერი
როდის იქნება შემდეგი?

არ ვიცი ჯერ. ❤️

 


№25  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისე ვარ ლუკას ამბავზე გადართული ევა სულ დამავიწყდა, გუგას ვერ გამიგია, თან აშკარად გიჟდება ევაზე და თან ასე ცდილობს სახელი არ დაერქვას მათ ურთიერთობას სერიოზული. საინტერესოა როგორც ყოველთვის :)

 


№26  offline მოდერი painter1

ablabudaa
ისე ვარ ლუკას ამბავზე გადართული ევა სულ დამავიწყდა, გუგას ვერ გამიგია, თან აშკარად გიჟდება ევაზე და თან ასე ცდილობს სახელი არ დაერქვას მათ ურთიერთობას სერიოზული. საინტერესოა როგორც ყოველთვის :)

აუცილებელია რაიმე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეთ? ჩემთვის ჯერ ადრეა ამ ორის რაიმე სერიოზულ ამლუაში წარმოდგენა... მითუმეტეს მაშინ როცა ბოლომდე არ გამომტყდარან თავის გრძნობებში. შეყვარებულად ხომ გამოაცხადა :დ
გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა ❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი Kuku

აუუ დღეს დადე რაა????????

დღეს არ დადებ?

 


№28  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეებ ^^?

 


№29  offline მოდერი painter1

სტუმარი Kuku
აუუ დღეს დადე რაა????????

დღეს არ დადებ?

sofo_sofia 13
როდის დადეებ ^^?

ვეცდები ხვალ დავდო^^

 


№30  offline წევრი sofo_sofia 13

აუროდის დაიდება ?:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent