შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (14 თავი)


10-12-2019, 16:48
ავტორი naattii
ნანახია 2 639

-თეოდორე_ცრემლებ მომდგარი დაიხარა კაცისკენ და სახეზე ჩამოუსვა ხელი.
-ბევრი განერვიულე?
-ძალიან ბევრი_უკვე ვეღარ იკავებდა ცრემლებს, -მეგონა ჩემს მიტოვებას აპირებდი.
-გაგიჟდი? ძლივს გიპოვე_გაღიმება სცადა თეოდორემ.
-გთხოვ, უბრალოდ ჩემთან დარჩი, კარგი? უშენოდ აღარ მინდა_ლოყიდან ხელს ვეღარ აშორებდა, იმდენად დიდ სითბოს იღებდა მოშორება არ უნდოდა.
-მე კი უშენოდა საერთოდ არ მინდა_ძლივს წარმოთქვა თეოდორემ ჩურჩულით და თავი წამოსწია, მიხვდა თინია რაც სურდა და წამით არ შეყოვნებულა, თავად დაიხარა და მთელი სინაზით შეეხო ბიჭის ტუჩებს. აპარატის წკიპინით მიხვდა როგორ შეუნელდა თეოდორეს გულისცემა და გულში გაეცინა, რადგანაც თვითონაც იგივე დღეში იყო. მთელი სხეული უთბებოდა ტუჩებიდან, ასეთი შეგრძნება არასდროს განუცდია ცხოვრებაში, თითქოს დალაგდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მიხვდა რატომ იყო მარტო ამდენი წლის მანძილზე, თურმე ვისაც ელოდა ჯერ არ იყო მის ცხოვრებაში.
-მიყვარხარ თინი_თვალებ დახუჭული ლაპარაკობდა უკვე თეოდორე და ვეღარ დაინახა ცრემლების მომატება ქალის სახეზე.
-ღმერთო, მეც მიყვარხარ_წამში გათქვა გრძნობები და ლამის შეხტა საბას წამოყვირებაზე. აღარც ახსოვდა ოთახში თუ კიდევ იყო ვინმე.
-გავარ*ყი ყველა რომანის დამწერს და გადამღებს თქვენი ნახვის მერე. ამდენი სად შემიძლია რა_გამოპარული ცრემლი მოიწმინდა ბიჭმა და თვალებ დაჭყეტილ ძმას გადახედა.
-სორი ბრატ, მურმანოვიჩი არ ვარ, ახლავე დავტყდები აქედან, თქვენ განაგრძეთ_ეტლი უნდა მოებრუნებინა საბას ძმის შეცვლილმა ხმამ რომ მიაყინა ადგილს.
-რა მოხდა? აქ რატომ ვარ?
-თეოდორე, საავადმყოფოში ხარ, თავს დაგესხნენ,_აღელვებული ჩანდა თინიაც
-საავადმყოფოში? საქართველოში? გერმანიიდან როდის ჩამოვედი?
-გერმანიიდან? დაახლოებით 10 წლის წინ_ლამის ყბა ჩამოუვარდა საბას.
-აქ რატომ ვარ? რამე მოხდა?_ იგივე კითხვებს აბრუნებდა ბიჭი და გაშეშებულ ექიმს ვერც აღიქვამდა.
-საბა წავედით_ მკაცრად ჩაილაპარაკა და გარეთ გავარდა, თეოდორესთან ექთანი დატოვა და თვითონ რეგისტრატურას მიადგა
-ჩემს პაციენტს 317 პალატაში თავის ტომოგრაფია ჭირდება, სასწრაფოდ, უსასწრაფესად_არეული სიტყვებით ჩაილაპარაკა და საბას ეტლი ისევ რეანიმაციისკენ გააგორიალა.
-ამას გულისხმობდი? ამ დაზიანებას?_შეშინებული ჩანდა საბაც
-ხო, ნუ ასე მომენტალურ დანაკარგებს ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ტყვიამ მეხსიერების ადგილთან ახლოს ჩაიარა და მისახვედრი იყო რაღაც დაუზიანდა. ვნახოთ ტონოგრაფიის პასუხები_წინ და უკან დაიწყო სიარული.
რამდენიმე წუთში დაუძახეს, თეოდორე ტომოგრაფიაზე შეყავდათ და თინიაც იქ იყო, კაბინეტში დალოდება გააგიჟებდა. მალევე გადაუღეს, მცირე დეტალებში ცდილობდა თინია ყველაფრის დანახვას, მაგრამ არაფერი. სურათები სუფთა იყო. ორმაგად ნაღვლიანი წავიდა ოთახში მომლოდინე ბიჭისკენ.
-აბა? _სკამიდან წამოიწია საბა.
-არაფერია, საერთოდ არაფერი_ტირილი მოუნდა თინიას.
-წესით ეს კარგი უნდა იყოს, მაგრამ შენი სახით თუ ვიმსჯელებთ ცუდია.
-ეს იმას ნიშნავს საბა, რომ მიზეზი ვერ ვიპოვეთ გესმის? არ ვიცით ასე რატოა. არ ჩანს, ტექნიკა არ გვაქვს ბოლომდე გამოვიკვლიოთ.
-თინია, უკვე გითხარი, ჩემი ძმისთვის ყველაფერს ვიზამ ფირმას გავყიდი, ახალი იარაღის კონტრაქტსაც, ბოლო ბოლო თირკმელს ამოვიჭრი, შენ კი მითხარი სად გადავიყვანოთ სადაც უკეთესი პირობები და ტექნიკაა და ორ საათში წავალთ, კერძო თვითმფრინავს დავიქირავებ და წავალთ.
-კარგი, გერმანიაში არის კლინიკები საუკეთესო აღჭურვილობით, ყველაში გადავაგზავნი რომელსაც ნეირო ქირურგიული ცენტრი აქვს და საუკეთესო ექიმს ავარჩევ_ძალა მოცემულმა გაიღიმა თინიამ და მაშინვე გავარდა კაბინეტიდან.
ყველაფერი მოაგვარა, ყველა საბუთი გააგზავნა, რენტგენის სურათებიც მიაკრო და ისევ თეოდორესთან დაბრუნდა, ბიჭი იგივე მდგომარეობაში დახვდა, მორჩილად პასუხობდა ყველა კითხვაზე, ეფერებოდა, მომენტებში ძველი თეოდორე უბრუნდებოდა და ასწრებდა სასიყვარულო სიტყვების თქმას.
დაახლოებით სამ საათში ყველა კლინიკიდან ქონდა პასუხი, ზოგი უარს ეუბნებოდა, ზოგი თავად არ მოეწონა, ზოგის ნეირო ქირურგს არ აქებდნენ და ასე წვალებით ძლივს აარჩია ერთი საავადმყოფო.
რეანიმაციიდან გამოდიოდა ნაცნობ სახეს რომ მოკრა თვალი, ანა მისკენ მორბოდა, როგორც ჩანს ახლა გაეგო ახალი ამბავი. თინია თავბრუსხვევას ვეღარ უძლებდა, კედელს მოყვებოდა და ცდილობდა არ წაქცეულიყო. მიხვდა ანა და ხელი შეაშველა, კაბინეტამდე მიიყვანა და თავის მაგიდასთან დასვა. პირველად ხედავდა ასეთ განადგურებულ დას და არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა.
-როგორაა? _ძლივს ამოთქვა ბოლოს.
-როგორაა? მეკითხები როგორაა? ახლავე გეტყვი, ცუდად ანა, ძალიან ცუდად, ოპერაციის შემდგომი გართულება აქვს, რომელიც ჩვენი მაგარი თანამედროვე აპარატურით არ ჩანს რატომ. რომ ვახსოვარ და მიყვარხარს მეუბნება, მეორე წამს თვალს ხუჭავს და მეკითხება საიდან ვიცნობ. როგორაა? საშინლად და ჯანდაბაა მე ვერაფრით ვშველი, ვერაფრით, ვერ ვშველიი_ქვითინი კივილში გადაუვიდა და ბოლოს მთელი ძალით დაიღრიალა, რაც კი რამ ნივთი ედო მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ძირს, თან გაჰყვიროდა ვერაფრით ვეხმარებიო და ყველაფერს ლეწავდა რაც ხელში მოხვდებოდა. ბოლოს სანამ ხელი არ გაიჭრა, სისხლი არ წამოუვიდა და ძალა აღარ შერჩა. ტირილით ჩაიკეცა ოთახის კუთხეში და სახეზე აიფარა ხელები. გაშეშებული და თვალებ გაფართოებული ანა კედელთან ატუზულიყო და წარმოდგენა არ ქონდა როგორ დაემშვიდებინა გაგიჟებული და. ბოლოს ჩაკეცილს მიუახლოვდა, უბრალოდ მოეხვია და გულში ჩაიკრა, მონოტონურად უსვამდა თავზე ხელს და ხმას არ იღებდა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ნებისმიერი სიტყვა სრულიად უადგილო იქნებოდა.
რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული თინიას დამშვიდება რომ დაეტყო და ანამაც კითხვა გაბედა:
-ეს ყველაფერი ისევ იმან გააკეთა ვინც შენ წაგიყვანა?
წამში გამოფხიზლდა თინია, აქამდე ის არამზადა ნაბი*ვარი არ გახსენებია ვინც ეს უბედურება მოუტანა.
-რა თქმა უნდა ეგ იქნებოდა, ის ის რამდენს ბედავს? როგორ ბედავს? სად არის ამ დროს პოლიცია? არაა, უკვე ზღვარს გადავიდნენ, ეს უკვე ძალიან ზედმეტი იყო..._არეულად ლაპარაკობდა თინია.
-რას აკეთებ თინია?_თვალებ გაფართოებული ადვენებდა თვალს ანა როგორ წამში დაფაცურდა გოგო და ნივთების მოძიება დაიწყო.
-აქ დამელოდე, მალე მოვალ_უთქმელად გაიხურა კარი და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა.
საათ ნახევარი უცდიდა ანა ოთახში, იქაურობის მილაგება არც უცდია, არც იცოდა რა სად უნდა დაედო, მითუმეტეს ნივთების უმეტესობა დალეწილი იყო. თითქმის ორი საათი იყო გასული აღელვებული რომ შემოვარდა თინია და თმაგაწეწილმა ჩანთა გადარჩენილ დივანზე დააგდო.
-ესეც ასე.
-გამაგებინე სად იყავი, მაშინებ თინია.
პასუხის გასაცემად პირი დააღო ექიმმა, თუმცა არ დასცალდა:
-თინია ექიმო_კაკუნის შემდეგ შემოაღო კარი ნათიამ და განცვიფრებულმა მოავლო თვალი ოთახს, ეცადა არაფერი შეემჩნია და მობუზულ უფროს გადახედა, -საავადმყოფოსთვის საბუთები მზადაა, ბატონი საბას გამოძახებული ვეტმფრენიც კოპიტნარშია, რეანმობილი მოსულია და მოკლედ ყველაფერი მზადაა პაციენტის გადასაყვანად.
-გასაგებია, მადლობა ნათი_მაშინვე შემობრუნდა ჩახველებით თინია და ტანსაცმელი შეისწორა, -მაშინ, გავდივართ.
რამდენიმე წუთი და უკვე ჰაერში იყვნენ, თეოდორე წამლებით იყო გაჩყეპილი და ღრმად ეძინა. საერთოდ არ ქონდა წარმოდგენა წინ როგორი რთული დღეები ელოდა. თინიას ხასიათის ცვლილებით შეშინებულმა საბამ თვალები მაგრად დახუჭა და საერთოდ აუკრძალა თავს ფიქრი. ნეტავ შეძლებოდა ცოტა ხნით უბრალოდ გათიშულიყო და დაესვენა.
-შვებულება ასე იოლად მოგცეს?_ბოლოს ისევ საუბარი არჩია საბამ.
-სიმართლე რომ გითხრა, არც გამხსენებია მეკითხა, დირექტორთან არც კი შევსულვარ. მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ_თეოდორეს მიაპყრო მზერა და აშკარად დასევდიანდა.
-რომ გამოგაგდონ?_არც იმდენად მოეწონა საბას მსგავსი მომავალი.
-იმედია სადმე ქსეროქსის აპარატთან ვიპოვი ადგილს_მწარედ გაეღიმა ექიმს.
-ხომ იცი, რომ შენ მსგავს ექიმს ასე იოლად არავინ შეელევა?
-ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი მეორე ხარისხოვანია._ლაღად გადახედა წარბ შეკრულ საბას და ხელი ჩაკიდა, -ხომ იცი, რომ მარტო აღარ ხარ? ახლა მეც თქვენთან ვარ!
-ვიცი თინია, ვიცი და წარმოდგენა არ გაქვს როგორ მახარებს ეგ ფაქტი_გვერდულად მიიხუტა საბამ და იგრძნო თინიას მეგობრული სითბო საკმარისი იყო მის დასაწყნარებლად.
შუაღამე იყო გერმანიაში რომ ჩაფრინდნენ და კიდევ ერთი საათი საავადმყოფომდე დაჭირდათ. საბა თავადაც დაჭრილი და ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით ნამდვილად ცუდი სანახავი იყო. თეოდორე დააბინავეს და თინია პალატაში მდებარე დივანზე მოთავსდა.
-ოპერაცია დილის 9 საათზეა, მე აქ ვიქნები და თვალს არ მოვაცილებ, შენ კი ისევ საოპერაციო გახდები თუ არ წახვალ და ცოტას არ დაისვენებ.
-კარგი, თორემ მეც თუ გვერდით მიმაწვინეს ნამდვილად ვერაფერში დავეხმარები, იცოდე ოდნავაც კი რამე რომ შეიცვალოს ან დაგჭირდე, მაშინვე მირეკავ.
-აბა ვის დავურეკავ საბა, წადი და მშვიდად იყავი, ხომ იცი როგორც მივხედავ.
-საკუთარ თავზე უფრო_ღიმილით დაუქნია ბიჭმა თავი და ეტლი დერეფანში გააგორიალა.
ფანჯარას მიუახლოვდა დაღლილი თინია და გარეთ გადაიხედა, როგორ ყველაფერი განსხვავდებოდა საქართველოსგან. როგორც კი ჩამოვიდნენ ყველანაირი ანალიზი, გადაღება თუ რენტგენი თავიდან გაუკეთეს, ექიმი იჯდა და დეტალურად უხსნიდა თინიას მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ მათი ცხოვრების დამანგრეველი, სულ პაწაწინა სისხლის ნაწილაკი იყო, რომელიც ერთ-ერთი ნაოჭის ქვეშ იმალებოდა და საქართველოს მოძველებული აპარატურა ვერ ხედავდა. უხაროდა თინიას ბრმად შესვლა რომ არ გარისკა, ახლა აქ უმაღლესი დონის ნეირო ქირურგი მიხედავდა და იმდენად აღარ ნერვიულობდა. ისევ ეზოს ჩახედა, ესეც როგორი განსხვავებული ჩანდა, საავადმყოფოს უკან მასზე ორჯერ დიდი, ხეებითა და სკამეიკებით დაფარული მინდორი ეკრა, ისე ლამაზად იყო განაწილებული ხეები, ლამპიონები და სკამები, ძალაუნებურად გაიძულებდნენ მათ ქვეშ სეირნობაზე გეფიქრა. თინიამ უკვე წარმოიდგინა როგორ ივლიდა იქ თავშეხვეულ თოდორესთან ერთად და გაეღიმა, ხვალიდან ყველაფერს თავიდან დაიწყებდა და ამჯერად ყველაფერი საუკეთესოდ იქნებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გულისცემა შემინელდა.....

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუუ იოანეზე რატო არაფერი დაწერე ? იმედია ცოცხალია ხო ? თეოდორეც გამოძვრება იმედია და დაუბრუნდება ძველებურ ცხოვრებას :))ცოტა დავიძაბე და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთო რა საოცარი ადამიანი ხარ და როგორ მომწონს ეს მოთხრობა თეოდორე და თინია კიდევ უსაუკეთესოესი წყვილია ვგიჟდები ისე ომწონს მოვლენების განვითარება

 


აუჰ რას გვანერვიულებ ნათი ეს ბოლო თავები? რომ ვიფიქრებთ გადარჩაო, მაშინ გამოაჩენ რაღც გამოუჩენეს რა არის ეს? smiley blush გერმანია-საქართველოს საავადმყოფოების შედარებაზე გამეცინა, არადა სატირლად გვაქვს საქმე unamused blush
მთავარია ჩვენი ბიჭი გამოძვრა და მეხსიერებასაც ეშველება, ეგრე იოლი კი არაა თეოდორეს და თინიას დამარცხება <3 მე ის მაინტერესებს მთელი საათნახევარი სად ბრძანდებოდა ქალბატონი ექიმი? თნ ისეთ დროს გავარდა გარეთ რაღაც სამშვიდობო არაფერი უნდა ექნა laughing
აქვე შესწორება თუ რჩევა როგორც გაიგებ (ნუ იმედია არ გაბრაზდები relieved ): ტომოგრაფია არის სწორი და არა ტონოგრაფია (აუ, არ გაბრაზდე რა).
შემდეგ თავს და გერმნიაში, საავადმყოფოს ეზოში მოსეირნე წყვილს ველოდები kissing_heart

 


№5  offline მოდერი naattii

Anuki96
გულისცემა შემინელდა.....

ჩემიც....
სტუმარი gvantsa
აუუ იოანეზე რატო არაფერი დაწერე ? იმედია ცოცხალია ხო ? თეოდორეც გამოძვრება იმედია და დაუბრუნდება ძველებურ ცხოვრებას :))ცოტა დავიძაბე და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

გამოვაჩენ, სერიოზული არაფერი იყო და მიტო გადავდე :D
sofo_sofia 13
ღმერთო რა საოცარი ადამიანი ხარ და როგორ მომწონს ეს მოთხრობა თეოდორე და თინია კიდევ უსაუკეთესოესი წყვილია ვგიჟდები ისე ომწონს მოვლენების განვითარება

უღრმესი მადლობა ❤️
რუსკიმარუსია
აუჰ რას გვანერვიულებ ნათი ეს ბოლო თავები? რომ ვიფიქრებთ გადარჩაო, მაშინ გამოაჩენ რაღც გამოუჩენეს რა არის ეს? smiley blush გერმანია-საქართველოს საავადმყოფოების შედარებაზე გამეცინა, არადა სატირლად გვაქვს საქმე unamused blush
მთავარია ჩვენი ბიჭი გამოძვრა და მეხსიერებასაც ეშველება, ეგრე იოლი კი არაა თეოდორეს და თინიას დამარცხება <3 მე ის მაინტერესებს მთელი საათნახევარი სად ბრძანდებოდა ქალბატონი ექიმი? თნ ისეთ დროს გავარდა გარეთ რაღაც სამშვიდობო არაფერი უნდა ექნა laughing
აქვე შესწორება თუ რჩევა როგორც გაიგებ (ნუ იმედია არ გაბრაზდები relieved ): ტომოგრაფია არის სწორი და არა ტონოგრაფია (აუ, არ გაბრაზდე რა).
შემდეგ თავს და გერმნიაში, საავადმყოფოს ეზოში მოსეირნე წყვილს ველოდები kissing_heart

პირიქით, საწყენი კიარა სამადლობელია, მეცოდინება და აღარ გავიმეორებ ❤️ აუცილებლად იქნება ეგ სცენა მეც წარმომიდგა თვალწინ ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სამწუხაროა მაგრამ თინიას სიტყვები ჩვენს მედიცისნის შესაძლებლობებზე მართალია :( თეოდორეს დ ათინიას ცხოვრებაში მართლაც იწყება ახალი ეტაპი. ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

გულიიი გამოსკდა და ეგ იყო რაა :'(
იმედია ახლა მაინც გამოკეთდებაა..
მე მინდა მეტი თეოდორეს და თინიას სიამტკბილობ-სიყვარულობანა რაა..
და კიდე ჯანმრთელი თეოდორე მინდააა :'(
ველი ახალ თავს..
საბა მიყვარს ♡

 


№8  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეებბ <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადეეებ

 


№10  offline წევრი sofo_sofia 13

მალე დადებ? ^^

 


№11  offline მოდერი naattii

მაპატიეთ ასე რომ დავიგვიანე, ჩემმა ლეპტოპმა მიღალატა და ვეღარც შემოვედი, დღეს გამომაქვს ხელოსნიდან და ვეცდები ყველანაირად საღამოს დავდო ❤️ მადლობა თქვენ მოთმინებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent