if i die სრულად
ავად ხარ.... გამაყრუებლად ჩამესმოდა ყურში ბოხი, ხმადაბალი ხმა -არ დაგიმალავ, ძალიან ცოტა შანსია გადარჩენის, თუმცა უნდა იბრძოლო, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაავადებას მოერიო... საოცრად მავიფი ხმით განაგრძობდა და ეს ხმა მანადგურებდა, ჩემს წინ იჯდა კაცი, რომელიც მეუბნებოდა რომ ვკვდებოდი, თავად სახეზე ერთი ძარღვიც კი არ ატოკებია და ჩემგანაც იგივეს მოითხოვდა.მე ხომ ჩემი ოცნებების ახდენასაც ვერ ვასწრებდი, ჯერ ხომ არც კი მიცხოვრია, ჯერ ხომ 25 წლის ვარ... ალბათ დაახლობით ათი წუთი ჩუმად ვიჯექი, არც ექიმი იღებდა ხმას, თითქოს მაცლიდა იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ სულ რაღაც რამდენინე თვეში მხოლოდ ჩემზე დაწერილი სევდიანი პოსტებიღა დარჩება, რამდენიმე წელში-მოგონებები, ხოლო შემდეგ მივიწყებას მიეცემა ჩემი უდროო გარდაცვალება. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე მით უფრო და უფრო მიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება. მე ხომ სიცოცხლე მინდოდა. -რას იტყვით, როდის დაციწყოთ მკურნალობა? -მსუბუქი ჩახველების შემდეგ მშვიდად განაგრძო -მკურნალობა? რა მკურნალობა? ხომ თქვით რომ ვკვდები რა აზრი აქვს? -ასეთი პესიმიზმი არაა საჭირო, სიცოცხლისთვის ბრძოლა არასდროსაა უაზრო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი გამოჯანმრთელებისთვის -და თუ არ მინდა? -რას გულისხმობთ? -უბრალოდ არ მინდა ექიმიდან ექიმთან სირბილი, უბრალოდ მოხდეს რაც მოსახდენია -ეს თვითმკვლელობის ტოლფასია-სათვალე მაგიდაზე დააგდო და რაც შეიძლებოდა ეცადა ტონი შეერბილებინა -შეიძლება, თუმცა ეს ჩემი უფლებაა -კი მაგრამ... -ნახვამდის ექიმო- სიტყვა შუაზე გავაწყვეტინე და ფეხზე წამოვდექი გარეთ გამოვედი, უცნაური შეგრძნებებით ვიყავო სავსე, თითქოს ცხოვრებას სხვაგვარად შევხედე, ბანალურია თუმცა უბრალო ხეებიც კო, რომლისთვოსაც ყურადღება არასდროს მიმიქცევია, საოცრად მელამაზებოდა. სამყაროს მშვენიერებოს აღქმადაკარგულ ჩემს ცნობიერებაში უეცრად შემოიჭრა რაღაც სრულიად ახალი, სინათლესავით გამჭვირვალე უცნაური და ამაფორიაქებელი, სიკვდილის შიში.. არ მინდოდა სახლში წასვლა, არ მინდოდა უფროსი ძმისა და მუდამ მომღიმარი დედოს ნახვა. უბრალოდ არსად მინდოდა წასვლა. გადავწყვიტე ეს ამბავი დამემარხა ჩემს ცნობიერებაში და აღარასდროს გამეხსენებინა. დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა, მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი თუმცა დავაიგნორე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი. და მომზადება დავიწყე, ისევ ისე ვიქცეოდი, როგორც გუშინ გუშინწინ მის წინ და ასე შემდეგ, თუმცა ვხვდებოდი , რომ ჩემში რაღაც შეცვლილიყო. ვხვდებოდი მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვიტყდებოფი. ქვემოთ ჩავირბინე ოთახში დედას მომზადებული საუზმის სურნელი ტრიალებდა, ჰაერი ხარბად შევისუნთქვე და მაგიდას მივუჯექი, როგორც ყობელთვის დედამ ახლაც თავზე მაკოცა ლოყაზე ხელო ჩამომისვა და სუფრაზე ჩემს წინ დაჯდა. -ჭამე შვილო, ამ სამსხურის გადამკიდე სულ ჩამოხმი - თავისებული თბილი ხმიგ მოთხრა და გულში რაღაც ჩამწყდა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ისე , რომ თვალებში არც შემიხედავს და უხეიროდ გავაგრძელე საჭმლის ჭამა. საჭმლის, რომელსაც უწინდებური გემო აღარ ჰქონდა სამსახურში კვლავ ყვითელი მოსაცმლითა და შავი ფეხსაცმლით მივიდი. ისე როგორ გუშინწინ. თითქოს არაფერი იყო ახალი თუმცა ამავდროულად ყველაფერიც. შესასვლელში მუდამ მომღიმარი ანასტასია შემეგება და კარგი დღე მისურვა. კაბინეტში შესული არ ვიყავი, უფროსი რომ შემომყვა -სოფია ახალი პაციენტი გყავს, მეორე კაბინეტში ხმა არ ამომიღია ისე დავუქნიე თავი და თავადაც გამოჭირდა ჩემს უცნაურ ჟესტში პასუხის გარჩევა. პალატიდკენ მივდიოდი და არაფერზე ვფიქრობდი. უბრალოდ ჩემს ნაბიჯებს ვითვლიდი ქუსლიანი ფეხსაცმელი იატაკზე შეხებისას უცნაურ რიტმულ ხმას გამოსცემდა და ეს როტმულობა საოცრად მსიამოვნებდა. კარს ვაღებ და ფანჯრისკენ მიბრუნებულ ბიჭს ვხედავ, ქერა თმა კისერზე აქვს ჩამოყრილი, ხმაურიანად ვახველებ, კრთება და ჩემკენ ტრიალდება. -გამარჯობა -სანდრო ონიანი თქვენ ხართ ? -დიახ. -დაბრძანდით მივუთითებ ჩემს პირდაპირ მდგომ სკამზე უხმოდ დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. უჩვეულოდ არხეინი ჩანდა -მე სოფია ყიჩშიძე გახლავართ, თქვენი ფსიქოთერაპევტი -ვიცი ვინც ხართ, მოკლედ მომიჭრა. ვერ გამოვიცანი მისი ხმის ეს ტონი რას ნიშნავდა, უხერხულობის გასაფანტად ნსუბუქად ჩავიცინე და განვაგრძე -მოკლედ, მინდა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ჩვენ ვისაუბრებთ თიად და თამამად, ყველა ჩვენი ცხოვრებისეულ პრობლემებზე, და კიდევ, დანიშნულება აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შეასრულო -ყურადღებით მისმენდა, თითქოს რამე უჩვეულოს, ან უცხოს ვეუბნებოდი. შემდეგ სათვალის ზემოდან ამომხედა და გაიღიმა, შემდეგ სათვალე სულაც მოიძრო და ბზინვარე ყვითელი თვალები თვალში გამიყარა, ისეთივე ყვითელი, როგორიც მისი თმები იყო. -მე აქ დედაჩემის თხოვნით ვარ, ნუ უფრო მოთხოვნით, 24 საათი ამას გაიძახოდა და ახლაც ამასვე გაიხახიდ, თუმცა არ მჭირდება, თავს მშვენივრად ვგრძნობ, ასე რომ მე აქ უბრალოდ მოვალ ერთი ორი საათი გავჩერდები და წავალ შენ ამ დეოს დაისვენებ და თვის ბოლოს ფულსაც მიიღებ არაფერის კეთებაში, ავა რას იტყვი- ტუჩის კუთხე ჩატეხა და ირონიულად გამიღიმა სკამზე კომფორტულად მოვეწყვე, მისკენ გადავიხარე და თვალი არ მომიცილებია ისე ვუთხარი -არა -არა ? -ფართოდ გაიღიმა, -ვინ ამბობს უარს ასეთ შემოთავაზებაზე? -მე, რომორც შენი პირადი ექიმი ვალდებული ვარ დაგეხმარო, -დამეხმარო ? შენ რაში უნდა დამეხმარო, შენს თავს შეხედე, ჩემი გეშინია ისე კრთები ნორმალურად ვერც მიყურებ, ქალბატონო ფსიქოლოგო -შენი არავის ეშინია და გამოდი შენი ფანტაზიებიდან, -შენ რა იცი მე რა ფანტაზიები მაქვს, -დამიჯერე მშვენივრად ვიცი-ირობიულად გავუღიმე და გვერდზე გავიხედე -ეგ რომ იცოდეთ ამ ოთახში ასე მშვიდად არ იჯდებოდით ქალბატონო ფსიქოლოგო, -ირონია არც თავად დამაკლო -გეყოფათ ბავშვურად მოქცევა, მოთმინებადაკარგული ფეხზე წამოვდექი -ხედავთ, თქვენ თვითონ გჭირდებათ ექიმი-ფეხზე დგება და ღიმილიანი სახით მიახლოვდება, ვცდილობ ფეხზე მყარად ვიდგე, თავი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს და მის ყოველ ამოსუნთქვას ჩემს ღაწვებზე ვგრძნობ, წარბშეუხრელად ვდგავარ, უცებ ისტერიულად იცინის და უკან იხევს -ამჯერად დავმარცხდი ქალბატონო ფსიქოლოგო, თუმცა ყოველთვის ასე არ იქნება, სიცილს არ წყვეტს ისე ჯდება სკამზე, ორი წუთით გაუნძრევლად ვდგავარ და მის შუბლზე ჩამოყრილ ქერა თმებს ვუყურებ -სეანსი დავიწყოთ, როგორც გამარჯვებულმა ეს თქვენ დაიმსახურეთ მაოცებს .... სახლში უჩვეულოდ დაღლილი მივედი, მადაზე ვერც დედა გამომცხვარიი შოკოლადიანი ბლინების სურნელმა ვერ მომიყვანა, დამღლელი სამუშაო დღე მოვიმიზეზე და ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე გავიშხლართე და მზერა ანჯრიდან შემოსულ სუსტ შუქს მივაპყარი, მკერდში კვლავ მსუბუქი ტკივილი ვიგრძენი , ვფიქრობდი თუ როგორი ცხოვრება მქონდა, მომწონდა თუ არა ის და იქნებოდა თუ არა მარტივი ამ ყველაფერთან დამშვიდობება უსიამოვნო ფიქრები კაკუნის ხმამ გამაწყვეტინა , ოთახში დედა შმოდის მოცვის ჩაითა და შოკოლადიანი ბლინებით ხელში, ჩემი საყვარელი თეფშით, მახსოვს ეს თეფში ბავშვობაში მიყიდა, რომელიღაც პრინცესა ახატია ზღაპრიდან და დათუნიები, ძალიან მიყვარდა და ვუფრთხილდებოდი რომ არ გამტეხოდა, ახლა ამ ყველაფერის გახსენებამ გული ამიჩუყა და თვალზე ცრემლი მომადგა, საკუთარი თავი შემზიზღდა ოჯახს რომ ასე ვექცეოდი, თუმცა ადამიანის ეგოისტურმა ბუნებამ მძლია, -ასე ჯობია - წავიბუტბუტე და დედას გამოწვდილ თეფშს ხელი ფრთხილად მოვკიდე -რამე გტკივა ?- დაიწყო ისე, თითქოს უკვე ყველაფერი იცოდა -არა - ამოვიჩურჩულე და თავადაც მივხვდი, რომ ეს ყველაზე საცოდავი ტყუილი იყო რაც კი ოდესმე მითქვამს - ასე რატომ იქცევი შვილო, დამელაპარაკე თუ პრობლემები გაქვს დაგეხმარები - ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ამ ბოლო დროს ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და გადავიღალე, - ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და მხიარულად ვუთხარი - არაფერი დამიმალო კარგი ? -ი სე მითხრა, თავი ისევ იმ პატარა ბავშვად ვიგრძენი ტყუილზე რომ წაისწრებენ -ხმა აღარ ამომიღია, თავი დავუქნიე , თეფშიდან მის დასანახად ყველაზე დიდი ბლინი ავიღე და გემრიელად ჩავკბიჩე. არ შემიხედავს, თუმცა დავინახე როგორ გაეღიმა, ღმერთო ჩემო, ანგელოზები არიან დედები.. კაბინეტში ვზივარ და მოუთმენლად ველოდები 12 საათს, ქუსლიან ფეხსაცმელს იატაკზე ნერვიულად ვაკაკუნებ და მის რიტმულობას ვუგდებ ყურს, ოთახში მარიამი შემოდის, ჩემი ბავშვობის მეგობარი -აბა , როგორ ხარ - ჩემს წინ მაგიდაზე სკუპდება და მიღიმის - არამიშავს, შენ ? - მეც, ახალი არ მოსულა ? - ვინ ახალი? - ქერა, მარალი, უცნაური ფერის თვალებით - გაიღიმა და თვალები ააფახულა - მოყვითალო თვალები აქვს- ჩემთვის ჩავიბურტყუნე - ოჰ, თვალებში ჩახედვაც მოგისწრია- გადაიკისკისა -პაციენტია მარიამ, - გავიღიმე და თავი გადავაქნიე - ისე, ნორმალური ჩანს და აქ რატომ დადის? - არ ვიცი, არც მთლად ნორმალური არ იქნება, უცნაურია - რატომ ? - არვიცი, ჯერ მხოლოდ ერთი სეანსი გვქონდა -რაზე ისაუბრეთ - არაფერზე, უბრალოდ მომიყვა რას გრძნობს - და მერე , რას გრძნობს - სიცარიელეს, თითქოს დაიკარგა, არ იცის რა უნდა - კიდევ? -მეტი არაფერი უთქვამს, წამოხტა და გაიქცა -დღეს მოვა ხო? - კი, 12-ზე -აჰამ , ძალიან კარგი, მომწერე რომ მოვა -რატომ დაინტერესდი? შენი პაციენტები არ გყოფნის - გავიცინე და თვალი ჩავუკარი -ოო, უბრალოდ დამაინტერესა, პირველად რო მოვიდა არც კი მოგვესალმა, ქარივით შემოიქროლა შენს კაბინეტში, არც კი უკითხავს საით იყო, - მერე? არაფერი, უბრალოდ დავინტერესდი -კარგი -წავალ მე და მერე შემეხმიანე ხო ? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე დრო უსაშველოდ იწელებოდა, მე კი კვლავ ქუსლის რიტმული კაკუნით ველოდებოდი 12 საათს , გარეთ გავედი, ცოტა ვიხეტიალე და ყავა შემოვიტანე, ოთახში შემოსულს მარიამმა დამიძახა და მისი ოთახისკენ გავეშურე -ყავა დავლიოთ? -პაციენტი მოვა მალე, თანაც ვიყიდე მე უკვე ოთახში მაქვს, -კარგი მარტო დავლევ- წასვლის ნიშნად ხელი ამიქნია კაბინეტის კარი დაკეტილია, ფრთხილად ვაღებ და კარისკენ ზურგით მობრუნებულ ჩემს სავარძელში მჯდარ სანდროს ვხედავ, რომელიც ჩემს ყავას აგემოვნებს -უკაცრავად, მაგრამ მემგონი ქცევის ნორმებიც უნდა ისწავლოთ-ვეცადე რაც შეიძლება მკაცრად მაგრამ ხმადაბლა მეთქვა -თქვენ კიდევ გამარჯობის თქვა უნდა ისწავლოთ, ქალბატონო ფსიქოლოგო- ისე მითხრა ჩემსკენ არც მობრუნებულა -მგონი ..-დავიწყე ისევ -და კიდევ, ვინს სვამს ასეთ მწარე და უშაქრო ყავას, და ამის მერე კიდევ ჩემნაირები არიან გიჟები -გეყოფათ უკვე- მოთმინებადაკარგულმა ხმას ავუწიე ფეხზე დგება და ჩემს ადგილს ათავისუფლებს და ხელით მანიშნებს დავჯდე, უხმოდ მივდივარ და კომფორტულად ვთავსდები სავარძელში -შემდეგში შაქრიანი ყავა დამახვედრეთ- მიღიმის და თვალს მიკრავს -აბა მომიყევით, როგორი იყო თქვენი დღე, -სანამ აქ მოვიდოდი ცუდი, ახლა კარგი -რას გულისხმობთ? -სახალისოა თქვენთან -ხო, შენთან ყოფნაც სახალისოა, და სურპრიზებით აღსავსე -ველოდი მაგ პასუხს- ცალყბად მიღიმის და თავს აქნევს -ზედმეტად თავმდაბალიც ნუ იქნებით-ირონია არ დავაკელი -შევეცდები ქალბატონო ფსიქოლოგო -შეგიძლიათ სოფია დამიძახო -ქალბატონი ფსიქოლოგი მორჩევნია- მოკლედ მომიჭრა და სივრცეში დაიწყო ცქერა -თქვენს პრობლემებზე ვისაუბროთ, რა გაწუხებთ -დანაშაულის გრძნობა -რის გამო? -ჩემი მეგობრების -რა დაემართა თქვენს მეგობრებს - გარდაიცვლნენ -როგორ, თქვენ რა კავშირში ხართ ამასთან - ერთ მანქანაში ვისხედით, ჩემს გარდა ყველა დაიხოცა, ყოველთვის ერთად ვიყავით და ყველგანაც ერთად უნდა ვყოფილიყავით - ხმადამძიმებული ჩუმი ხმით საუბრობდა, თავი იატაკისკენ დაეხარა და დაჟინებით ჩასცქეროდა -თქვენ არაფერ შუაში ხართ, - დავიწყე ხმადაბლა, - ეს უბედური შემთხვევა იყო და ნუ აიძულებთ თქვენს ქვეცნობიერს ეს ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოთ უბრალოდ თქვენ ძალიან გტკივათ, და ცდილობთ ეს ტკივილი დანაშაულის გრძნობის მიერ გამოწვეული სინდისის ქენჯნით გადაფაროთ, ცდილობთ საკუთარი თავი შეიძულოთ, ნაცვლად იმისა, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ, ეს განების, ღმერთის ნება იყო, უბედური შემთხვევა, რომელსაც წინ ვერანაირი ძალებით ვერ აღვუდგებით -ღმერთის ? -თავი წამოწია და თვალებში ჩამხედა, უცნაური, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა-მერედა სად არის შენი ღმერთი? -რას გულისხმობთ? -არანაირი ღმერთი არ არსებობს, თქვენ ქალბატონო ფსიქოლოგო, ამაოდ ცდილობთ ჩემს დახმარებას, მაშინ, როცა თავადაც ილუზიებში ცხოვრობთ, ღმერთი-ეს სიტყვა მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ჩვენს მშიშარა სულ ბრძანებლის, წინამძღოლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს ჩვენი ბუნებაა ასეთი, რომ მუდმივად თაყვანი უნდა ვსცეთ ვინმეს, გაჭირვებისჟამს დახმარება ვთხოვოთ, და თუ მაინც რაიმე ისე არ მოხდება როგორც ჩვე გვინდა, ჩვენს ღმერთს დავაბრალოთ, ასეთები ვართ ადამიანები, მუდმივად გავურბით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ჩვენ გვიჩევნია ეკლესიაში საათობით ვიდგეთ და ღმერთს ვთხოვოთ წარმატება, ვიდრე ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამ წარმატებისთვის. ასე რომ ქალბატონო ფსიქოლოგო, ჩემთან ამ ზღაპრებით ვერას გახდებით, გირჩევნიათ ჩემს წინადადებას თავიდან გადახედოთ - მთელი ამ ხნის მანძილზე თავისი ყვითელი, ჩასისხლიანებული თვალები ჩემთვის არ მოუშორებია, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა -სანდრო, ჯერ არ დაგვისრულებია - მე დავასრულე, ისე მითხრა, ჩემთვის არც შემოუხედავს თავს უსუსურად ვგრძნობ .. კაბინეტიდან მძიმე ნაბიჯებით გამოვდივარ, კარებში მარიამი მეგებება -რა მალე წავიდა, რა გითხრა ? -მერე ვილაპარაკოთ რა - ამოვიჩურჩულე -რამე მოხდა? -არა უბრალოდ დავიღალე, მერე მოგიყვები - ხელი მობეზრებულმა ავიქნიე და გარეთ გამოვედი, შემოდგომის სუსხიანმა ქარი შემოიჭრა ჩემს სხეულში და ერთიანად ამაკანკალა მხრებზე უხეიროდ ცამოგდებული იისფერი შარფი მჭიდროდ შემოვიხვიე და გაჩერებისკენ გავემართე წამებში ჩემს წინ შავი მანქანა ჩერდება -დაჯექი- მშვიდი ხმით მეუბნება, ისე,რომ ჩემთვის არ შემოუხედავს -არ მინდა, მადლობა -გინდა თუ არა გკითხე ? -მემგონი თავს ზედმეტების უფლებას აძლევთ ბატონო სანდრო -საკმაოდ დიდი ხანია- ტუჩის კუთხე ჩატეხა და ირონიულად გამომხედა ორი წუთით ჩუმად ვიდექი, ბოლოს სიჩუმე კვლავ სანდრომ დაარღვია -დაჯექით, სიცივეა და ლოყები გაგიწითლდათ -მანქანაში უხმოდ ჩავჯექი, თვალით მანიშნა ღვედი გამეკეთებინა და მანამდე არ დაძრა მანქანა სანამ ასეც არ მოვიქეცი - რატომ წახვედი- დავიწყე უხერხული სიჩუმის გასაფანტად -რომ დავრჩენილიყავი რა აზრი ჰქონდა -მაშინ საერთოდ რატომ არ წახვედი, გარეთ რატომ იცდიდი -რომ გითხრა გელოდებოდი-მეთქი დამიჯერებ ? -ჩემი ნახვა თუ გინდოდა რაღას გამომექეცი -იქ, იმ კაბინეტში სხვანაირი ხარ, აქ კიდევ სხვანაირი - და შენ რაიცოდი , რომ სხვანაირი ვიყავი -არ ვიცოდი, და სწორედ მაგის შემოწმება მინდოდა -მერე შეამოწმე? -კი და ისიც გავიგე, რომ სიცივეში ცხვირი და ლოყები სასაცილოდ გიწითლდება- ისე გაიცინა წამით შემეეჭვა მართლა სანდროს ვესაუბრებოდი თუ არა -აბა საით, შენთან თუ ჩემთან ? გაოცებულმა შევხედე -კარგი ნუ აფორიაქდი, ვიხუმრე, სად მიგიყვანო -ასეთი სანდრო ონიანი უფრო მომწონს- მხიარულად გადავულაპარაკე -აჰა, ესეიგი მოგწონვარ კიდეც, ხედავ, ორ დღეში მოგხიბლე ქალბატონო ფსიქოლოგო -ეგ არ მოგულისხმია-დავიბენი და გავწითლდი -ვიცი -ხვალ მოხვალ? -არ ვიცი -სანდრო, შენს თავს ასე ნუ ექცევი - როგორ ? -სეანსებზე იარე და ეცადე მომისმინო -მაშინ თქვენც ეცადეთ გამიგოთ -ამას ყოველთვის ვცდილობ -არა არ ცდილობთ - რა გინდა, რომ გავაკეთო? -უბრალოდ ჩუმად იჯექი, ნუ მელაპარაკები ღმერთზე და განგებებზე, იმაზე, რისიც თავადაც არ გწამს -მე მწამს სანდრო -გწამს, რადგან მშვენიერი ცხოვრება გაქვს, არ იცი რა არის სიკვდილი და ტანჯვა თავი დავხარე, რათა ჩემს თვალებში დაგუბებული ცრემლის ნაკადი არ დაენახა სანდრო ონიანს, ის კვლავ რაღაცას ამბობდა, თუმცა აღარაფერი მესმოდა, ეს სამსახური მავიწყებს ჩემს დაავადებას, სხვის პრობლემებზე საუბრით საკუთარს გავურბივარ, თუმცა ერთი ვიცი, ძლიერი უნდა ვიყო. -მადლობა -ჩუმად ვუთხარი, როცა სახლის წინ გააჩერა და მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვედი მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, კარი ფრთხილად მივხურე და სახლისკენ წავედი იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე, მე და ონიანი ერთმანეთის პირდაპირ, სკამებზე ვისხედით, მის ყვითელ თვალებს ვუყურებდი და მეშინოდა . ის კი სადღაც სივრცეში იხედებოდა, უცნაური, შიშის გრძნობით აღსავსემ გავიღვიძე და ექიმიდან წამოსვლის შემდეგ პირველად ვუთხარი საკუთარ თავს: ‘იქნებ ვიცოცხლო ?’ -ქვემოთ ჩამოვედი და დედას საუზმის მომზადებაში დავეხმარე, ერტად ვისაუზმეთ, ჩემი საყვარელი მოცვის ჩაიც დავაყოლე, და უკვე მზად ვიყავი ჩემი ყოველდღიური რუტინის შესასრულებლად, სამსახურში წავედი მთელმა დილამ უაზროდ გაიარა, მოვიდა 12, 1, 2 და უკვე 3 საათიც, თუმცა სანდრო ონიანი არ მოსულა, არც მეორე, მესამე და მეოთხე დღეს მოსულა, გქონიათ ისეთი შემთხვევა, თითქოს ყველაფერი ერთფეროვანია, მოსაწყენი , რუტინული. გინდა ამ ყველაფერს გაექცე, თუმცა ვერ გაიქცევი, ასე უბრალოდ ვერ ცხოვრებისგან ვერ გაიქცევი.. ამას ფსიქოლოგიაში დეპრესიას ვუძახდით, მერე რა, რომ თავად ფსიქოლოგი ვარ, მეც ადამიანი ვარ და ახლა სწორედ ეს ადამიანური პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე საშინლეი პერიოდიც კი მთელი 25 წლიანი ცხოვრების მანძილზე წავიდა სანდრო ონიანი და გავაგრძელე რუტინული ცხოვრება, მისი გაქრობის შემდეგ ხშირად მესიზმრებოდა სიზმარში და შიშის გრძნობით ვიღვიძებდი. -მარიამ ჩემი პაციენტის პირადი საქმე შემომიტანე- მოულოდნელად ჩავძახე ყურმილში მარიამს -ვისი ? -სანდრო ონიანის -რა ხდება ? -არაფერი, უბრალოდ შემომიტანე, რამდენიმე დღეა სეანს აცდენს პირველივე გვერდზე ვიპოვე სასურველი რამ, ტელეფონის ნომერი.. ხელისკანკალით ავკრიფე ციფრები, ოთხი ზარის გასვლის შემდეგ მიპასუხა -გამარჯობა-საოცრად მშვიდი ტონი -გამარჯობა -არ არსებობს- გაოცებულმა შესძახა -უკაცრავად ? -ქალბატონო ფსიქოლოგო, რატომ მირეკავთ? -საიდან მიცანი ? -ხმაზე -ერთი კვირაა არ მოსულხარ, მაინტერესებდა ეს რამე ახალი ახირებაა, თუ პრობლემაა გაქვს -სიმართლე გითხრა ორივე -ანუ-ნერვიულად დავიწყე ხელისგულის სრესა -ანუ ოჯახური საკითხებია, დიდი აბლბათობით კიდევ ერთი-ორი დღე ვერ მოვალ -კარგი -ისე თქვენ ყველას ასე ურეკავთ..... -ტელეფონი გავთიშე- გავბრაზდი, მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მეწყინა ჩემი ცხოვრება ჩვეული რიტმით მიედინებოდა, მხოლოდ ტკივილი გამიმწვავდა, გაცილებით ხშირად მახსენებდა თავს, თავბრუსხვევებიც თან დაერთო, ესენი რომ არა, სხვა არაფერი მაწუხებდა. ორშაბათი, დღე რომელიც საოცრად არ მიყვარს, დილის ცხრა საათი, გადატვირთული გზები, მეტრო და ტრანსპორტები, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება. გაჩერებიდან სამსახურისკენ ფეხით მივდივარ და ვგრძნობ, როგორ მისუსტდება მთელი სხეული, ვცდილობ ეს ყველაფერი დავაიგნორო და სიარული გავაგრძელო, თუმცა თვალები მეხუჭება, გქონიათ ასეთი შეგრძნება, როცა თითქოს სადღაც მიფრინავ, საოცრად მსუბუქდები და სრულიად ვეღარაფერს გრძნობ, თუ არა მაშინ ფეტყვით, რომ ეს საოცრად უცნაური შეგრძნება იყო, თავიდან თავბრუსხვევითა და გულისრევის შეგრძნებით დაიწყო თუმცა შემდეგ ყველაფერი გაქრა, თითქოს ჩემი სხეული სადღაც გაფრინდა, რეალურად კი უბრალოდ ტროტუარზე დაენარცხა... თვალებს ვახელ და გარშემო შემოკრებილ უამრავ ხალხს ვხედავ, მათი სიახლოვე კიდევ უფრო ცუდად მხდის და ჩემს ისედაც არეულ გონებას აზროვნების ყოველგავრ საშუალებას ართმევს, -გაიწიეთ ხალხო, მაცალეთ და კიდევ რაღაც გაურკვეველი სიტყვები, თუმცა ნაცნობი ხმა მესმის თვალები ღია მაქვს , თუმცა ვერაფერს ვხედავ, უცნაურ სურნელ ვგრძნობ, ძალიან ახლოს და სასიამოვნო შეხებას, ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ, ჯერ ჩემს საოცრად გაყინულ ხელებს ვგრძნობ, მერე მანქანის შავ სალონს და ბოლოს სანდრო ონიანს.... -კარგად ხარ ? - გაყინულ ხელებს ჩემს სახეზე დაასრიალებს -კი -რა მოხდა -არ ვიცი, ცუდად გავხდი -შემეშინდა -შენ საიდან გაჩნდი -თქვენთან მოვდიოდი ბევრი გავაცდინე, და გზაში დაგინახეთ, ვიფირე გავიყოლებ და ერთად წავალთ-მეთქი, მაგრამ ამ დროს ძირს დაეცი -ალბათ გადავიღალე -ცხელი ხარ-შუბლზე ხელს მადებს, -გინდა ექიმთან წავიდეთ -არა, არ არის საჭირო, კარგად ვარ -როგორც შენ იტყვი -რატომ არ დადიოდი ? -პრობლემები მქონდა -შეგიძლია მესაუბრო შენს პრობლემებზე -მაშინ შნც მესაუბრე შენს პრობლემებზე -რა პრობლემებზე?-დავიბენი -დღეს ცუდად გახდი, სახეზე ფერი არ გავქს, შენი შუბლი გავარვარებულია და შენ ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევ -მე კარგად ვარ -კარგად ხარ ? შენ მართლა ყოვლისშემძლე ხომ არ გგონია შენი თავი -არა, ვიცი ვინც ვარ და ზედმეტი წარმოდგენები არ მაწუხებს საკუთარ თავზე -არ აქვს მნიშვნელობა ფსიქოლოგი ხარ ექიმი პრეზიდენტი მასწავლებელი თუ უბრალო ადამიანი, ყველას აქვს პრობლემები, ყველას სჭირდება მათზე საუბარი -თუმცა აქ მე მევალება შენი მოსმენა და არა პირიქით- რაც შემეძლო მშვიდად ვთქვი -ფეხებზე მოვალეობები- ის მშვიდად მითხრა, ეჭვი შემეპარა რომ სანდრო ონიანს ველაპარაკებოდი -მე არ , მე ვერ გავექცევი მათ - არ გინდა რომ გაექცე - მომიალოვდა და სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა -თუნდაც ასე იყოს, შენ არ უნდა დარდობდე ამაზე- მობეზრებულად ავიქნიე ხელი და ვეცადე ჩვენს სახეებს შორის მანძილი გამედიდებინა -მართალი ხარ, მაგრამ ვდარდობ, იმიტომ რომ არ მინდა კიდევ ერთხელ გნახო გულწასული. შემეშინდა.. - ბოლო სიტყვები ლოცვასავით ამოიჩურჩულა შემს სახესთან -კარგად ვარ -არ ხარ -ექიმი როდიდან გახდი -არ შეგიძლია უბრალოდ არ შემეწინააღმდეგო ? -მეც მაგის კითხვას ვაპირებდი წამიერად ჩუმდება და ჩემს სახეს დაჟნებით უყურებს, მისი ყვითელი თვალების მზერას ვერ ვუძლებ და სადღაც სიღრმეში ვიხედები, ვგრძნობ ეღიმება, თუმცა ვაიგნორებ, მინდა რაღაც ვუთხრა, თუმცა არ ვიცი ამ წამს სიტყვები შეძლებენ თუ არა ამ სიჩუმეზე მეტი თქვან. ვჩუმდები.. ონიანი კვლავ დაჯინებიტ უყურებს ჩემს სახეს, გაყინული ხელით შუბლზე ჩამოყრილ ჩემს თმას სწევს, შემდეგ ამავე გაყინულ ხელს შუბლზე მადებს -სიცხე გაქვს-კვლავ ჩურჩულებს -იცის ხოლმე -გავუაზრებლად ვბუტბუტებ და კვალ ჯიუტად ვცდილობ მის თვალებს არ შვხედო -რამ ? -ამმ .. გადაღლამ ... - წამიერად ვიბნევი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობ -რამე ხდება ?? -არა თავს მისი სიახლოვიდან ვიტავისუფლებ და ოტახში ბოლთას ვცემ, ონიანი კი ზის და ჩვეული სიმსვიდიდთ მიყურებს, სიმშვიდით, რომელის მაგიჟებს უკვე. -მორჩა, დავამტავროთ და სახლში წაგიყვან, ცხელ ცაის დალევ დაწყვები და დაიძინებ , ხვალ უკეთ გახდები - შენ არ ხარ ჩემი პირადი მძღოლი და არც ვალდებული არ ხარ სადმე მატარო იღიმის და ვხედავ, თვალებში ჭინკები როგორ უთამაშებს, ფეხზე დგება და კვალ ისე უახლოვდება ჩემს სახეს, სუნთქვის უნარს ვკარგავ -მაშინ ვიქნები შენი პირადი მძღოლი -რა ? -შენ ჩემი პირადი ფსიქოლოგი იქნები, მე შენი პირადი მძღოლი -ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, დაჯექი, - ვეუბნები და სკამისკენ მივუთიტებ -მე უკვე გადავწყვიტე, ჩემო ფსიქოლოგო, დღეიდან შენი პირადი მძღოლი ვიქნები- ხელებს შლის და ისე მიღიმის, გეგონება ოსკარის დაჯილდოებაზე იყოს, -ნამდვილი გიჟი ხარ -სადღაც წავიკითხე, ფსიქოლოგმა ეგ სიტყვა არ უნდა უთხრას თავის პაციენტს -როგორც პაციენტს არა, როგორც მძღოლს ისე გელაპარაკები, სანდრო ონიანო. -აი ეს მომწონს, ჩემო ფსიქოლოგო -უბარლოდ სოფია რომ დამიძახო არ გინდა? -რაც მომინდება იმას დაგიძახებ, გიჟი თავისუფალია-თვალს მიკრავს და გაყინულ ხელს კვლავ ლოყაზე მისვამს შემდეგ ჩემს გაყინულ მაჯას თავისაში იქცევს და გარეთ მიდის, -სანდრო, ხელი გამიშვი, აქ ასე არ შეიძლება,-ვცდილობ ავუხსნა , თუმცა ონიანს არაფერი ესმის, არც არასდროს ესმოდა რამე -დერეფანში მარიამი გვეჩეხება, სანდრო ყურადღებას არ აქცევს და სიარულს აგრძელებს, ჩემი ხელი კვლავ ძლიერად აქვს ჩაბღუჯული -სოფია- გაოცებული მიყურებს, ონიანი როგორც იქნა ჩერდება და მარიამს ათვალიერებს- რა ხდება ?- თავც უცნაურად მიქნევს, თითქოს ცდილობს რაღაც მანიშნოს, თუმცა მე კვლავ უაზროდ ვუყურებ სანდროს ხელს, რომელიც არ აპირებს ჩემი ხელის გაშვებას -არაფერი-როგორც იქნა ამოვილუღლუღე და ხელი ძლიერად გავაქნიე, რათა სანდრო მიმხვდარიყო და გაეშვა, პასუხად მაჯას უფრო მოუჭირა ირონიული ღიმილი მომაგება მის თვალებს თავი ავარიდე, მარიამი, გაოცებული სახე დავაიგნორე და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით სივრცეში დავიწყე ყურება -ჩვენი წასვლის დროა , სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვადრა, სანდრომ რაღაც უნცაური მოძრაობა გააკეტა, შემდეგ ქუდი მოიხადა , ისევ დაიურა და გასასვლელისკენ მიბიძგა -რა ჯანდაბას აკეთებ ? -სახლში მიმყავხარ -მთელი ქვეყნის დასანახად ჩემი ხელით გამოყვანა არ არის საჭირო -რატომ , მერე რა მოხდა -მარიამი რას იფიქრებს -რატომ გადარდებს სხვები რას იფიქრებენ, როდემდე უნდა იცხოვრო ამ ჩარჩოებით და სხვისი აზრებით -შენ ვერ ხვდები -მაშინ მიმახვედრე -აზრი არ აქვს, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს-ხელი გაბრაზებულმა ავიქნიე და საპირისპირო მიმართულებით, გაჩერებისკენ წავედი -წასვლის ნება დაგრთე-უკნიდან უნიანის ყვირილი მესმის, -შენი ნებართვები არ მჭირდება -გჭირდება-წამებში ჩემ წინ ისვეტება და გაფართოებული, ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებს -ვალდებული არ ხარ სადმე მატარო-თვალს ვარიდებ -ეს ვალდებულება არა, სურვილია, მიკვირს ამდენ ხანს კიდევ რომ ვერ მიხვდი-ხმა ისე ურბილდება, მგონია, რომ სხვა ვინმეს ველაპარაკები -ჩემთავს მე თვითონ მივხედავ -აი ისევ აქამდე მოვედით,-ხელები უაზროდ აიქნია და თვალები გადაატრიალა- გავიგე, რომ შეგიძლია საკუთარი თავის მიხედვა, დღეს დილით ნამდვილად დამარწმუნე ამაში - კვლავ ის ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე - როდემდე უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე -არ მინდა, გესმის არ მინდა კიდევ ვინმეს სიკვდილი ვნახო -ხმა ისე დაუსუსტდა , შემეშინდა-არ მინდა კიდევ ვინმე მოკვდეს ჩემს გარშემო, ან ცუდად იყოს, მოგეკედლე და არ მინდა დაგკარგო გესმის -მის თვალებში დაგუბებულ ცრემს ვხედავ და გული მეკუმშემა, თითქოს სუნთქვის უნარი დავკარგე -კარგად ვიქნები, მას ვუახლოვდები და ხელს ვკიდებ , ვხედავ მისი თვალიდან ჩამოგორებულ ცრემლს და საკუთარი თავი მეზიზღება ხმას არ იღებს, ჩემს ხელს დაჟინებით უყურებს, შემდეგ კიდევ უფრო ამცირებს მანძილს ჩვენს შორის და მკერდზე მიკრავს, პირველად ვხედავ ასეთ სანდრო ონიანს და მეშინია, ძალიან მეშინია, რომ მას ვატკენ. გაუაზრებლად თვალებს ვხუწავ და მის სურნელს შევიგრძნობ, ვგრძნობ მისი ხელები როგორ დასრიალებენ ჩემს თმაზე და რეალობის შეგრძნების უნარს ვკარგავ -მანქანაში ჩაჯექი, ხმა კვლავ უმკაცრდება და მშორდება უხმოდ ვჯდები მთელი გზის განმავლობაში ხმა არც ერთს ამოგვიღია -მოვედით -მადლობა სანდრო -არაფერს, დაისვენე სიგნალის ხმა მაიძულებს კვლავ მივიხედო -ჩანთას მე მიტოვებ ? -ხო , დამავიწყდა, მადლობა ეღიმება, შემდეგ მანქანას ძრავს და სწრაფად ქრება ჩემი თვალთახედვიდან სახლში შევდივარ, ჩემი ძმა კარებში მეგებება -მოხვედი ? , როგორ ჩაიარა დღემ ? -ნორმალურად, შენ რას შვრები ? -ცოტა ხნით შემოვირბინე, რაღაც საქმე მქონდა, სამსახურში უნდა გავიქცე, -კარგი, აბა შენ იცი -დაისვენე - თავზე მკოცნის და კარში უჩინარდება -დეე დახმარება გინდა ?- გავზახე სამზარეულოში მოფუსფუსე დედას -არა, გამმოიცვალე და ჩამოდი, ვჭამოთ - კარგი ოთახში ავდივარ, საწოლზე ვემხობი და ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ: უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მარიამისგან მარიამი* შენ და სანდრო ონიანი ერთად ხართ? მარიამი* და მე რატომ მიმალავ მარიამი* მიპასუხე მარიამი* მეგონა ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით მარიამთან ვრეკავ: -აჰ როგორც იქნა გამოჩნდი -არასწორად გაიგე, ჩვენ ერთად არ ვართ -მაშინ აბა რა ხდება -არაფერი უბრალოდ დღეს ცუდად გავხდი მან ეს დაინახა და გადაწყვიტა სახლში წავეყვ ვანე -ანუ მოსწონხარ -არა უბრალოდ უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ კარგად ვარ -ეგ იმას ნიშნავს, რომ მოსწონხარ -არა, არ მოვწონვარ , ის უბრალოდ ასეთია , სხვებზე ძალიან დარდობს, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს -ანუ შენც მოგწონს -რა სისულელეს ამბობ, მე უბრალოდ მისი ექიმი ვარ - კარგი, როგორც გინდა -კარგი ხვალ გნახავ და მერე ვილაპარაკოთ -კარგი ტელეფონი გავთიშე , თვალები დავხუჭე. ჯანდაბა, ონიანის ჩასისხლიანებულ თვალებს ისე ცხადად ვხედავ, ტანში ჟრუანტელი მივლის, აზრების გასაფანტად თავს ვაქნევ და ფეხზე ვდგები კვლავ სანდროზე მეფიქრება, მის ჩახუტებას ვიხსენებ და ექიმიდან წამოსვლის შემდეგ უკვე მეორედ ვეუბნები საკუთარ თავს : ‘იქნებ ვიცოცხლო“ საშინელებაა როცა იცი მოკვდები, კიდევ უფრო საშინელებაა როცა ამ დროს ვინმე გიყვარდება ეს სიყვარული რაღაცით ბავშვობაში უკანასკნელი თეთრებით ნაყიდ საყვარელ ნაყინს ჰგავს, ცდილობ ნელა ჭამო, რათა დიდხანს გაგყვეს სიამოვნება, თუმცა ისიც იცი, რომ თუ ძალიან ნელი იქნები დაგიდნება და ტკბობას ვეღარ მოახერხებ. უეცრად ძირს ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე, არა ეს უბრალოდ ტირილი არ იყო, მთელი არ დროის მანძილზე დაგროვილი ტკივილის ამოხეთქვა იყო ‘არ მინდა კიდევ ვინმე მოკვდეს ჩემს გარშემო.. არ მინდა კიდევ ვინმეს სიკვდილი ვნახო’ ყურში ისე ცხადად ჩამესმის თითქოს კვლავ ჩემს გვერდით იდგეს სანდრო ონიანი და მთელი ხმით ყვიროდეს ამ სიტყვებს. მინდოდა მეყვირა, მებღავლა ყველაფერი დამელეწა მერე სანდროსთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, თუმცა უბრალოდ ვიჯერი და ვტიროდი, რა საცოდავი ვარ -არ დავუშვებ, რომ მან კიდევ ვინმეს სიკვდილი ნახოს -ხმააკანკალებული ვბუტბუტებ ფეხზე ვდგები და ქვემოთ ჩავდივარ -ჯერ კიდევ არ გამოგიცვლია? დედას ზურგს ვაქცევ, რათა ჩემი ცრემლიანი თვალები არ დაინახოს -უნდა გავიდე საქმე მაქვს -რა ხდება ? -არაფერი დედა, უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები, -კარგი მაგარამ გეჭამა მაინც რამე -მალე მოვალ და შევჭამ -კარგი, ფრთხილად იყავი -კარგი გარეთ გავედი, თუმცა თავადაც არვიცი რას ვაკეთებ, ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი თამაშია სიკვდილთან, თამაშის ბოლოს კი ყველა ვაგებთ -სამსახურში მივდივარ, კარებში მარიამი მეგებება -რახდება ? რატომ მოხვედი -უფროსის ნახვა მინდა -მშვიდობაა ? -კი -სახეზე რა გჭირს ? -არაფერი -დღევანდელზე არ მომიყვები -ჯერ უფროსს ვნახავ- მეგობრის ინტერესიანი თვალები დავაიგნორე და უფროსის ოთახისკენ გავემართე -გამარჯობა -გამარჯობა სოფია, რა ხდება ? -სამსახურიდან წასვლა მინდა -რატომ ? -უბრალოდ გადავიღალე და დასვენება მჭირდება -ამ უბრალო მიზეზის გამო ? -დიახ -სოფია, მგონი ჯობია კარგად დაფიქრდე -უკვე კარგად დავფიქრდი - ხმა ამიკანკალდა -და შენი პაციენტები მათ რას უპირებ ? -მარიამს გადააბარეთ, ან ევას -ასე მარტივი არ არის -სამსახურიდან წასვლა მინდა და მგონი ეს ჩემი უფლებაა არა ?- გამომცდელი თვალებით შევხედე ბატონ ირაკლის -დიახ, რა თქმა უნდა - ცოტა ყოყმანის შემდეგ თავი დამიქნია -განხადებას დავწერ მაშინ -კარგი -მაგრამ ისე მინდა, რომ დღესვე შევწყვიტო მუშაობა, დამატებითი ვადით ვერ გავჩერდები -სოფია, რამე პრობლემები გაქვს ? -არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ წასვლა მინდა. -კარგი მიუთითე განცხადებაში კარგი, მადლობა. -იქნებ კიდევ დაფიქრებულიყავი -უკვე ვიფიქრე, მადლობა -კარგი როგორც გინდა კაბინეტიდან საოცრად დამძიმებული გამოვედი, ყველაფერს ნელ-ნელა ვკარგავდი, სამსახურს , სიცოცხლეს, სანდროს.. ვიცოდი გააცოფებდა ამის გაგება, თუმცა ეს ერთადერთი გამოსავალია, ამ წუთას მინდოდა მეტირა მაგრამ ჩემი ცრემლები სადრაც გამქრალიყვნენ, მინდოდა მეყვირა, მაგრამ მხოლოდ საცოდავი ხავილი ამომდიოდა ყელიდან, მეშინოდა, რომ სანდრო შემიძულებდა, მაგრამ კიდევ უფრო მეშინოდა , რომ ჩემი სიკვდილი მას გაანადგურებდა -დედა სამსახურიდან წამოვედი -რატომ , რამე მოხდა -არ ვიცი- უეცრად პატარა ბავშვივით ავტირდი და მის მკერდს ავეკარი -დამშვიდდი, და მომიყევი რა მოხდა -არ მინდა, არაფრის თქმა არ მინდა, ცუდად ვარ - ხმააკანკარებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ -კარგი ნურაფერს მეტყვი თუ არ გინდა, უბრალოდ აღარ იტირო -მასტან ჩახუტებულს მეძინება , სიზმარში სანდრო ონიანს ვხედავ, მეხუტება , შემდეგ კი უეცრად ხელს მკრავს და მარტო მტოვებს, ისე გათენდა ვერ გავიგე, 12 საათზე ტელეფონის ზარი მაღვიძებს, უცხო ნომერია : -გისმენთ -ამიხსენი ვინ ჯანდაბა შემოდის დღეს კაბინეტში და მეფოკუსნიკება მოდუნდიო -სანდრო დამშვიდდი -სად ხარ ? -სამსახურიდან წავედი -მეც ეგ მაინტერესებს, რატომ -გადავიღალე -ამის უფლება არ გაქვს , მარტო ვერ დამტოვებ -მარტო არ ხარ, ჩემი შემცვლელი იქნება მანდ -ფეხებზე რომ შენი შემცვლელი იცი - ბოლო ხმაზე ღრიალებს ტელეფონში -ნუ ყვირი - რასაც მინდა იმას ვიზამ, ჩემ გამო წახვედი არა ? რა დავაშავე ? -შენ არაფერ შუაში ხარ -აბა ვინაა შუაში -უბრალოდ აღარ მინდა მუშაობა - ხმა გამებზარა, ვიცოდი თუ არ გავთიშავდი ავტირდებოდი - უნდა წავიდე -არ გამითიშ.. ტელეფონი გავთიშე, თავი ბალიშში ჩავრგე და თვალები დავხუჭე, ტირილის ძალაც დაკარგული მქონდა, უბრალოდ მინდოდა აღარაფერზე მეფიქრა, თუმცა არაფერი გამომდიოდა . ქვემოთ ჩასვლას არ ვაპირებდი, არც დედა ამოდიოდა, ასეთ დროს მაცლიდა ხოლმე მარტო ყოფნას, დაახლოებით ორი ან სამი საათი გავიდა, თუმცა კვლავ უაზროდ ვიწექი და ჭაღს ვათვალიერებდი. ქვემოდან უცნაური ხმაური მომესმა, თუმცა ყურადღება არ მივაქცია, ამ წუთას აღარაფერი მადარდებდა, მანამ სანამ სანდრო ონიანმა ჩემი ოთახის კარი არ შემოგლიჯა -შენი აზრით რას აკეთებ ?- მისი ყვითელი, ჩასისხლიანებული თვალების დანახვისას ჟრუანტელმა დამიარა. -ვწევარ- საოცრად მშვიდი ხმით ვუთხარი და ამ სიმშვიდის თვადაც გამიკვირდა -და ასე მშვიდად შეგიძლია ვირაც მატრაკვეცასთან დამტოვო ? -ეგ მატრაკვეცა თავისი საქმის პროფესიონალია - არ მადარდებს ვინაა, ფეხზე ადექი და გამომყევი -არ გაქვს უფლება ჩემს სახლში ასე შემოიჭრე -არ მადარდებს ჩემი უფლებების განხილვა -სახლში წადი სანდრო -აფ ახლავე ფეხზე ადგები და გამომყვები, ან არსადაც არ წავალ - იქვე კარებთან, კუთხეში ჩამოჯდა და კვლავ ის ირონიული ღიმილი მოიშველია -შვილო რა ხდება, ვინ არის ეს ბიჭი ?- დედაცემის გაოცებულ თვალებს შევხედე -როგორხ უკვე გითხარით მე სანდრო ონიანი ვარ, თქვენი შვილის პაციენტი და ახლო მეგობარი ვფიქრობ მას არ აქვს უფლება ასე მარტივად დაგვტოვოს, თქვენ ასე არ ფიქრობთ ? -სიმართლე გითხრა გეთანხმები -დედა - თვალები ავატრიალე -ბიჭი მართალს ამბობს - გამომხედა და მხრები აიჩეჩა -აბა რას იზამ, წამოხვალ თუ არა - სანდრო- ფეხზე წამოვდექი თუ არა ისევ ის სისუსტე , სიმსუბუქე და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, თავბრუსხვევა და სადღაც შორს გაფრენა... თვალს ვახელ, და თეთრ კედლებს ვუყურებ, ნაცნობი წამლების სუნი უსიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს , კარისკენ ვიხედები, მტირალ დედას და გაფითრებულ, ადამიანის სახედაკარგულ სანდრო ონიანს ვხედავ, ტანში საშინელი ჟრუანტელი მივლის და მზად ვარ ამ წუთსვე მოვკვდე, -როდემდე აპირებდი დამალვას- დედაჩემის აკანკალებული ხმა მესმის და ვეღარც ვითვლი საკუთარი თავი მერამდენედ მეზიზღება -ხმას არ ვიღებ -მიპასუხე, მკურნალობაზე უარი რატომ თქვი -მაპატიე - ამოვიჩურჩულე -სანდრო უემოციო სახით მიყურებს, და ეს მკლავს, შემდეგ რაღაც გაურკვეველ ჟესტს აკეთებს, და გარეთ გადის -სანდრო მოიცადე -ჯერ არ ადგეთ ფეხზე, - ექთნის სიტყვებს ვაიგნორებ და სანდროს უკან მივყვები -სანდრო გთხოვ, მოიცადე -რა გინდა, რამე დაგრჩა სათქმელი ? ხომ გინდოდა სიკვდილი ხოდა წადი, მოკვდი - ვხედავ კისერზე ძარღვები როგორ ეჭიმება და ბოლო ხმაზე ყვირის -მე არ მინდოდა.. - სიტყვა შუაზე გამიწყდა და დერეფანში ჩავიკეცე სანდრო უემოციო სახით მიყურებს, შემდეგ ჩემსკენ იხრება, გაყინულ ხელებს ჩემს მტევნებს ჰკიდებს , შემდეგ ჩემს სახეზე დაატარებს, -მეშინია - ამოიჩურჩულა ჩემს სახესთან -მეც - ამოვილუღლუღე -ვიცი - თავზე ხელს მისვამს და შუბლზე მკოცნოს , არ დამტოვო კარგი ? ვერ გადავიტან -არ დაგტოვებ, თუ ეს ღმერთის ნებაა - ღმერთი, ღმერთი, სად არის ახლა შენი ღმერთი? რატომ არ გეხმარება ან მე რატომ მტანჯავს შენი ღმერთი ასე ძალიან, რატომ უნდა რომ ყველა საყვარელი ადამიანის სიკვდილი ვნახო , სადარის შენი ღმერთი სად ? - ჩასისხლიანებული თვალები ცრემლით ევსება -მაპატიე - ვჩურჩულებ და თავს მკერდზე ვადებ - ეს რატომ გააკეთე მართლა გინდა რომ მოკვდე ? -მე შენთან მინდა მეხუტება და წამით ყველაფერი მავიწყდება, მისი სურნელი თავბრუს მახვევს, ხელებს მაგრად მიჭერს, თითქოს ცდილობს ამგვარად დამიცვას სიკვდილისგან, თითქოს ცდილობს არსად არ გამიშვას. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტირის -სანდრო, მე უნდა ვიცოცხლო, ყვველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ვიცოცხლო, ოპერაციაზეც შემდეგ მკურნალობის კურსებზე, არ დავნებდები და ვიბრძოლებ - ჩემი ძლიერი ფსიქოლოგი ხარ შენ, ყველაფერი გამოგვივა, შენთან ვიქნები. შემდეგ იყო ურთულესი პროცესი, ანალიზები, პროცედურები, მკურნალობის კურსები და ბოლოს, ოპერაცია, თუმცა იმედი იყო, და რაც მთავარია სანდრო იყო ჩემთან. ხოდა სწორედ 30 ნოემბრის წვიმიან ღამეს, მაშინ ,როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, ურწმუნო სანდრო ონიანი ეკლესიაში სანთელს სანთელზე ანთებდა. არ ვიცი ეს განგება იყო, თუ უბრალოდ შემთხვევითობა, თუმცა მე გადავრჩი, სანდრო კი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მორწმუნე ადამიანი გახდა... არ გამომივიდა ისეთი, როგორიც მინდოდა, თუმცა მაინც ვდებ. და ყველას აზრი მანიტერესებს, არ დაიზაროთ მითხარით რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ. ყველა შენიშვნას გავითვალისწინებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.