შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (თავი 15)


13-12-2019, 20:10
ავტორი naattii
ნანახია 2 310

როგორც იქნა გავიდა თინიას ცხოვრებაში ყველაზე რთული 6 საათი და ექთანმაც შემოაღო პალატის კარი. გაეღიმა ქალის გაფაციცებულ მზერაზე, ის ხომ თეოდორეს თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა და დასევდიანდა. არავინ იცოდა ოპერაცია როგორ ჩაივლიდა, როგორ მიაღწევდა ექიმის ინსტრუმენტი საჭირო ადგილზე და მოჰყვებოდა თუ არა ამ ყველაფერს რაიმე გვერდითი მოვლენა.
-წინა საოპერაციო პროცედურების დროა_ინგლისურად მიმართა ექთანმა და შემოტანილი სინჯარები და წნევისა და სიცხის გასაზომი აპარატები დაანახა.
-რა თქმა უნდა_მაშინვე უკან დაიხია თინიამ და ექთანს საქმის გაკეთება აცადა, ვინ იცის თვითონაც რამდენჯერ გაუკეთებია მსგავსი საქმე, მაგრამ ახლა ყველაფერი ბევრად უფრო სხვანაირად იყო. მალე გამოსაფხიზლებელ წამალს შეუყვანდნენ ბიჭს. ოპერაციაზე აუცილებლად ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ მეხსიერება ეკონტროლებინათ, ამისთვის კი თინიამ მოითხოვა დასწრება და დახმარება და მხოლოდ იმიტომ მიიღო თანხმობა, რომ თავადაც ექიმი იყო და ქირურგი დარწმუნებული იყო სკალპელის აღებისას ქალი არ აღებინებდა. სწორედ წამლის შეყვანისას გამოჩნდა საბა, ეტლის ნაცვლად ხელჯოხი ეჭირა და ხელის აქნევით დააიგნორა თინიას გაფართოებული თვალები.
-გამაყუჩებლებით ვარ გათენილი და არც ნაკერები გამეხსნება, რამეს თუ მეტყვი იმ ეტლს დავწვავ_სერიოზული სახით უყურებდა წარბ აწეულ ქალს.
-ხო, დარწმუნებული ვარ ასეთ პატარა გერმანიის საავადმყოფოში ეტლს ვერ ვიშოვით.
პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო საბამ თინიას უკბილო ხუმრობაზე თეოდორეს ხმა რომ გაისმა
-სად ვარ?
-საავადმყოფოში ხარ, ყველაფერი კარგად იქნება _მორიდებულად გაუღიმა თინიამ და ძლივს გაბედა ხელით ლოყაზე შეხებოდა.
-მეზობლის ბავშვივით რატო მეფერები_ნელნელა ფხიზლდებოდა და თინიას გაცისკროვნებულ სახეზე თავადაც გაეღიმა -მოდი გაკოცო.
-18+ რომ წამოდგები მერე რა შენი ჭირიმე, ახლა შენ დაჟეჟილ სახეზე მაყურებინე სანამ აზრზე ხარ_ახლოს მიიწია საბა
-მაინც შენზე სიმპატიური ვარ_გაეღიმა თეოდორეს და აცრემლებულ თინიას გახედა.
-აი რას ვგულისხმობდი იდიოტურ ხუმრობებზე. მაცადეთ დავბრუნდეთ ჩაგიტაროთ კლასი_ნიშნისმოგებით წამოიძახა საბამ და გაღიმებულმა დახედა წყვილის ჩაკიდებულ ხელებს.
მსუბუქად დაქაჩა თეოდორემ ქალი თავისკენ და რამდენიმე წამში გამომშრალი ტუჩებით ეხებოდა აცრემლებულს.
-ძალიან მიყვარხარ_უკვე ისტერიულ ტირილში გადადიოდა თინია.
-დავიბანეთ მთელმა საავადმყოფომ_მობეზრებულმა გადააქნია თავი საბამ თუმცა უკვე ეხვეოდა თინიას დასამშვიდებლად.
-მეც მიყვარხარ თინი, მაგრამ მართლა სად ვართ?
-გერმანიაში, სანამ ეს შენი თვალების ყურებით ტკბება მე აგიხსნი_ბიჭის მოფერებით გართულმა თინიამ არც საბა შეიმჩნია და არც შემოსული ექიმი.
-მოკლედ, ტვინი არეული გაქ პირდაპირი გაგებით და აქ უნდა დაგილაგონ, უშენოდ ამ ცხოვრებასთან ნუ შემაჭიდებ ძმაოოო_ტრაგიკული ხმით შესძახა და შემოსული ექიმის დანახვისას ჩახველებით წამოდგა ფეხზე.
-უკვე დროა, მთავარია არ იღელვოთ, ყველაფერი კარგად იქნება_ამჯერადაც ინგლისურად მიმართა გარშემომყოფებს და ექთანს პაციენტის წამოყვანა ანიშნა.
-შენ ხომ იქ იქნები?_ხელი ხელზე მოუჭირა თინიას.
-გაბედონ და არ შემომიშვან_მაშინვე გაეღიმა ქალს.
-ეჰ, ვიღას ჭირდება ძმა_თეატრალურად გააქიცინა საბამ თავი. უკვე კარისკენ წასულმა თეოდორემ კი მაშინვე მოიხედა უკან
-ხომ იცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგიშრო სისხლი?
-მთელი გულით მაქვს მაგის იმედი_დაბინდული თვალებით გაიხედა საბამ გვერდით და ვეღარ დაინახა თეოდორეს ცრემლები. მართლაც რა შეედრება დედმამიშვილის სიყვარულს?
-გახსოვს ჩვენი საყვარელი კომედია? _ გაღიმებული უყურებდა საოპერაციო ტანსაცმელში გამოწყობილი თინია პირდაპირ მჯდომ თეოდორეს. ოპერაცია უკვე დაწყებული იყო და თინია საუბრით ამოწმებდა ბიჭის მეხსიერებას.
-რა დამავიწყებს, წინადადება, რამდენჯერ მაყურებინე ვინ იცის_ღიმილო გაუკრთა თეოდორესაც.
-მე რა შუაში ვარ, რაიანის ყურებას რა სჯობს.
-არც ბალოკია ცუდი_წარბი აუწია ბიჭმა, თუმცა რაღაც მოხდა და თვალები დაეხუჭა.
-რა ხდება? თეოდორე!_ ხელები ჩაჭიდა და მუხლებზე დაიდო.
-აქ ვარ,_ მაშინვე იგრძნო ხელების საპასუხო მოჭერა, -მე ყოველთვის შენთან ვარ.
-მინდა შენთან ერთად ვალსი ვიცეკვო, დიდ დარბაზში, სადაც სუნთქვაც კი შეჩერებული ექნება ყველას, ჩაბნელებულ მოედანზე სადაც მხოლოდ ჩვენ ორი ვიქნებით ცენტრში და სიამაყოთ მოგხვევ ხელებს, დავტრიალდები და შენთან ერთად გადავდგამ პირველ ნაბიჯებს, როგორ მიყვარხარ და როგორ ვერ გიტან ასეთი რომანტიკოსი რომ გამხადე_ცრემლები მოერია ექიმს.
-უარს არ ვიტყოდი, ულამაზესი სცენა იქნება, მაგრამ წარმომიდგენია საბა როგორ დამცინებს ამხელა ხელ-ფეხის გაშლა როგორ არ შეგრცხვაო_გაეცინა თეოდორეს თუმცა ნახევარი სახით. მისი მხოლოდ ცალი მხარე აღიქვამდა შეგრძნებებს.
მაშინვე შეეცვალა თინიას გამომეტყველება, თუმცა ბიჭის დასანახად წყნარად დარჩა და ინგლისურად მიმართა ექიმს
-სხვა ნაწილში გადახვედით, შეგრძნებები დაკარგა.
-ჯანდაბა, დამატებითი განათება ჩამირთეთ_ ტვინს დახედა ქირურგმა და უფრო მოაახლოვა ხედვა უკეთესი რომ გაეხადა. -ვიპოვე, სანამ დავიჭერდი ნაწილაკი გადაადგილებულა, ნახევარი წამიც და ამოვიღებ.

-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? _ ამჯერად თეოდორეს გაეღიმა.
- რა დამავიწყებს, ისე შემაშინე, მეგონა მართლა სასიკვდილოდ მწირავდი, თანაც ისეთი ჯმუხი სჩანდი.
-იმდენს იზამ მალე დააბრუნებ მაგ ჯმუხს_ ოხვრით ამოილაპარაკა თეოდორემ და გულიანად გაეცინა თინიას გაწამებულ სახეზე.
-ოღონდ დაბრუნდი და გეფიცები ყველანაირს აგიტან_თითებზე მიეთამაშა ბიჭს და მისი გაღიმებული სახის დანახვისას ამოისუნთქა.

არავის დაუთვლია მერამდენე წრე დაარტყა დერეფანს ძლივს მოსიარულე საბამ, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და სხვებსაც უკარგავდა მოთმინებას. უკვე რამდენიმე საათი გადიოდა და ამბავს არავინ აგებინებდა, იქნებ რამე რიგზე არ იყო? იქნებ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა? იქნებ..... არა, ასე არ უნდა იფიქროს, ცუდზე არა, პირიქით ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. იქ ხომ თინიაა? რამე რომ მომხდარიყო მის კივილს აქაც გაიგონებდა, თეოდორე ასე არცერთს არ მიატოვებდა. თითქოს დაიმედებულმა გადააქნია თავი და სახეზე ჩამოისვა ხელი. ნეტავ ეს დრო უფრო სწრაფად გასულიყო...... კიდევ ერთი საათი მოუწია ცდა და დერეფანში თინიაც გამოჩნდა, ნატკენი ფეხით რამდენად სწრაფადაც შეეძლო ისე სწრაფად მიეჭრა და შეშინებული სახით ახედა აცრემლებულ გოგოს.
-ოღონდ არ მითხრა....
-არა საბა, არ ინერულო, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა_მაშინვე შეაწყვეტინა ცუდი ფიქრები ბიჭს და აცრემლებული მოეხვია ორი ბედნიერი ადამიანი ერთმანეთს.
-მადლობა თინია.
-მთავარია გადავრჩით_ერთმანეთის ბედნიერებას ორივე იზიარებდა და ერთი სული ქონდათ ამის მიზეზი მალე ენახათ.
ორ საათში თეოდორესთან შესვლის უფლება მოიპოვეს, ბიჭი თავშეხვეული იწვა საწოლზე და ამჯერად ძილით ისვენებდა ურთულესი ოპერაციის შემდეგ.
ჩუმად დაიკავეს ადგილები პალატაში და ბიჭის გამოფხიზლებას დაელოდეს. მალე თინიას მობილური აწკრიალდა, ავტომატურად დახედა საბამაც სანამ თინია სასწრაფოდ გარეთ გაქანდებოდა, თითქოს ნომერი ეცნო, თუმცა მხრები აიჩეჩა, იმ ნომრის პატროს თინიასთან არაფერი ესაქმებოდა, ეტყობა ცუდად წაიკითხა და თეოდორეს გადახედა, რამდენიმე წუთიც და თინიაც დაბრუნდა უკან.
-მმმმმმმმ_უკვე საღამო ხანი იქნებოდა თეოდორეს ბგერები რომ მიწვდა მათ ყურს, მაშინვე წამოდგა ორივე და საწოლთან ახლოს დადგნენ.
-ოღონდ ახლა ნუ გამამეორებინებ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახდათქო რა_მუდარა ჟღერდა საბას ხმაში, თუმცა ყველა მიხვდებოდა, რომ პრეზიდენტის გამო არა.
-მახსოვს_გაეცინა ბიჭს და ფრთხილად მომზირალ თინიას გადახედა, -ასე დაძაბული ნუ ხარ რა_და ხელი ასწია ქალს თავისი რომ შეეგებებინა. დიდხანს ცდა არ დაჭირვებია.
-გვანერვიულე_ცრემლი მოიწმინდა თინიამ.
-ვიცი, მაპატიეთ, აწი აღარ ვიზამ_გაეცინა თეოდორეს თავის დაპირებაზე.
-რა პატარა ბავშვივით დაატუქსინე თავი, მე მეგონა ოჯახში კაცი გვყავდა_თავი მხიარულად გადააქნია უკვე დამშიდებულმა საბამ, რომელიც ხუმრობის ხასიათზეც მოსულიყო. -მოდი აქედანვე შევთანხმდეთ, მე პატარა ვარ და უზრდელობებს ნუ მაყურებინებთ რა.
-მაშინ შემოსვლის წინ დაკაკუნება და დაძახება ისწავლე და კატის ნაბიჯებით ნუ ივლი_თვალი ჩაუკრა უფროსმა და გაცინებული თინია დაქაჩა, რომ ეკოცნა.

ამ დროს კი საქართველოში ჩაფიქრებული დაჩი მიჯდომოდა საკუთარ სამუშაო მაგიდას, წინ მჯდომ გამოჯანმრთელებულ ტყუპებს შეჰყურებდა და დეტალებში განიხილავდა მომავალში სამოქმედო გეგმას. დიდად ქალის გარევა ამ საქმეში არც მოწონდა და არც სიამოვნებდა, მაგრამ ამჯერად არც უკეთესი ვარიანტი ქონდა მოფიქრებული და არც სხვა გეგმა. მხოლოდ ეიმედებოდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოვიოდა და აღარავინ დაშავდებოდა....



№1 სტუმარი maco maco

სად ხარ სად, ასეთი ემოციების გამომხატველი პერსონაჟი ჯერ არ გყოლია მგონი როგორც თინიაა

 


№2  offline მოდერი naattii

maco maco
სად ხარ სად, ასეთი ემოციების გამომხატველი პერსონაჟი ჯერ არ გყოლია მგონი როგორც თინიაა

ჩემთვის ეს უდიდესი კომპლიმენტია ❤️ ასეთი შეფასებებით ვხვდები, რომ რაღაცეები უკეთესად გამომდის ❤️

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

ვგიჟდები თინიაზეე ...გული მიმეწურა სანნამ თეოდორებ გაიღვიძა და საბაზეე ვაფრეენ...მაგრამ ტექსტი პატარა იყო არ მეყო :(( <3

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

უიი ჩემი ნარკოტიკიია შენი ისტორიები და ლამის მოვკვდი ლომკით :)) მიხარია თეიდორეს კარგად ყოფნა და წარმატებული ოპერაცია,საბა და მისი იუმორი როგორ მიყვარს :)) თინია როგორც ჩანს ექიმობიდან პოლიციის გამომძიებლად გადავა ცოტა ხნით :))კარგ ამბებს ველოდებიი :))

 


№5  offline მოდერი naattii

sofo_sofia 13
ვგიჟდები თინიაზეე ...გული მიმეწურა სანნამ თეოდორებ გაიღვიძა და საბაზეე ვაფრეენ...მაგრამ ტექსტი პატარა იყო არ მეყო :(( <3

დღეს გამოვიტანე კომპი და აი როგორ ვწერე იციი, პატარა ბავშვი რომ ახალი ნაჭამი იყო და დაწოლილი გავაჩერე, უფროსი ყურში ჩამყვიროდა დედა პიპიები ჩამირთეო და მე აქეთ თეოდორე&თინიას ვწერ :დ

სტუმარი gvantsa
უიი ჩემი ნარკოტიკიია შენი ისტორიები და ლამის მოვკვდი ლომკით :)) მიხარია თეიდორეს კარგად ყოფნა და წარმატებული ოპერაცია,საბა და მისი იუმორი როგორ მიყვარს :)) თინია როგორც ჩანს ექიმობიდან პოლიციის გამომძიებლად გადავა ცოტა ხნით :))კარგ ამბებს ველოდებიი :))

უღრმესი მადლობა, ვეცდები მალე იყოს

 


რა კარგია თეოდორე რომ გამოჯანმრთელდა❤ ახლა ლაღი საბაც დაგვიბრუნდა განუმეორებელი იუმორით❤
ოხ თინია ექიმო, რას ხლართავთ ასეთს ბატონ დაჩისთან ერთად? იმედია ახლა ეს გოგო არ აღმოჩნდება შარში :)
მაინც რა საყვარლები არიან ეს ორნი ერთად❤ თეოდორე ისეთი თბილი და ნაზია თინიასთან ვერც იფიქრებს კაცი, რომ ერთ დროს გაუცინარი ხელმწიფე იყო :) მიყვარს ეს ბიჭი❤

 


№7  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რა კარგია თეოდორე რომ გამოჯანმრთელდა❤ ახლა ლაღი საბაც დაგვიბრუნდა განუმეორებელი იუმორით❤
ოხ თინია ექიმო, რას ხლართავთ ასეთს ბატონ დაჩისთან ერთად? იმედია ახლა ეს გოგო არ აღმოჩნდება შარში :)
მაინც რა საყვარლები არიან ეს ორნი ერთად❤ თეოდორე ისეთი თბილი და ნაზია თინიასთან ვერც იფიქრებს კაცი, რომ ერთ დროს გაუცინარი ხელმწიფე იყო :) მიყვარს ეს ბიჭი❤

მეც რომ ისე მიყვარდება ჩემი თითოეული პერსონაჟი თითქოს ნამდვილები იყვნენ რა ვქნაა ❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent