შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (ნაწ. IX)


15-12-2019, 17:30
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 878

ვფიქრობდი რომ ყველაფერი,რაც კი შეიძლებოდა რომ მეგრძნო,უკვე ვიგრძენი ცხოვრებაში და ამიერიდან,ვერაფერ ახალს ვერ ვიგრძნობდი.
ვცდებოდი.
მომავალში,ყველა გრძნობა იმ გრძნობების დაპატარავებული ვერსიაიქნება,რომელიც უკვე განმიცდია. ასეთი არცერთი არ იქნება.

- დაჯექი- მკაცრად მითხრა მაკამ, არვიცოდი როგორი გამომეტყველება მქონდა. გორგოლაჭებიანი წვეთიანი საწოლთან მივაგორე და ჩამოვჯექი.
- ორი ხაზია- ხმადაბლა ვუთხარი და დასარწმუნებლად კიდევ დავხედე თეთრ, თხელ ფირფიტას.
- ხო, ვიცი.
- იცოდი?- თავი დამიქნია და ქაღალდები ჰაერში ამიწია რომ მივხვედრილიყავი. სკამი საწოლთან ახლოს მოსწია და ჩამოჯდა.
- ნათიას.. უთხარი?- ერთიანად ავკანკალდი იმის წარმოდგენაზეც კი, როგორ შეეგუებოდა დედაჩემი ამას.
- არავისთვის არ მითქვამს მარიამ. ეგ შენი არჩევანია. და არარის გვიანი შეგიძლია..
- არა! ოღონდ ეგ არ მითხრა! ვიცი რაცუნდა თქვა.
- მარიამ, 17 წლის ხარ.
- ერთ კვირაში 18ის. მაკა გთხოვ, თუ ეს სიმართელა, მკვლელად ვერ ვიქცევი.
- მილიონობით ხალხი აკეთებს, ეს მკვლელობა არარის.
- ზუსტად ეგ მილიონობით ხალხი მეზიზღება მთელი ცხოვრებაა.
ამოიხვნეშა და ისევ ფურცლებს დახედა.
- რამდენი ხანია? შეგიძლია მითხრა?- ყოყმანით ვკითხე.
- თითქმის სამი კვირის.
ღრმად ამოვისუნთქე და ფეხები საწოლზე ავკეცე, რომ კედელსმივყუდებულიყავი.
- შეიძლება რაღაც გკითხო?- თვალებში შემომხედა მაკამ. თავი დავუქნიე.
- ვისია?
- შენ როგორ ფიქრობ?- სევდიანად ჩამეცინა.
- ანდრეა?
თავი დავუქნიე.
- ღებინებაც მაგიტომ გქონდა, ხასიათის ცვალებადობაც, ის წამალი რომ გითხარი,მაგან გამოიწვია გვერდითი მოვლენები. მე რავიცოდი ორსულად თუ იქნებოდი.. მაგიტომ დაკარგე გონება. ზედმეტად დასუსტდი. ამიტომაც მინდა, რომ იწვე და აქ დარჩე კიდევ ერთი დღე მაინც.
ტუჩები ამიკანკალდა. კიდევ ვერ ვიაზრებდი. თავი რომელიღაც ფილმში მეგონა. ეს სინამდვილე იყო. სახეზე ხელები მოვისვი და თმა ცალი ხელით გადავიწიე. ანდრეას რა რეაქცია ექნებოდა? ნათიას? ღმერთო. ამდენი სიახლე ერთად რაღაც აპოკალიპს დაემსგავსა ჩემს გონებაში, რომელიც ერთმანეთშიმიქსერით ითქვიფებოდა.
რათქმაუნდა, სიგარეტისკენ აღარც უნდა გამეხედა…
- და ახლა.. როგორაა?- თითით ჩემი მუცლისკენ ვანიშნე. ჩაეცინა ჩემს ქცევაზე.
- ნორმალურად. მოძლიერება გჭირდება.და ნათიას შენთვითონ უთხარი.პედიატრთან ჩაგწერ და საღამოს უბრალოდ მეორე სართულზე ახვალ რომ გაგსინჯოს.
თავი დამჯერი ბავშვივით დავუქნიე.
- მაკ, მადლობა ყველაფრისთვის- გავუღიმე მისკენ გადავიწიე და მოვეხვიე. გულში ჩამიკრა როგორც ყოველთვის.
- ჩემი სულელი გოგო..
თავი სინანულით ღიმილით გააქნია და პალატა დატოვა.
- ღმერთო ეს მართლა ხდება?- მუცელზე ხელი მოვისვი და გაუაზრებლად ავქვითინდი. - შენ მართლა ხდები.. - ხმადაბლა ვუთხარი ჩემში მყოფ პატარა პეპელას, რომელიც ამდენ უადგილო და უაზრო ემოციას იწვევდა ჩემში. თავი მაშინვე წამოვწიე, როდესაც ლიზა შემოვიდა. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე თუმცა მაინც შემამჩნია.
- კარგადხარ? ვინმეს ხომ არ დავუძახო?
- არა, არა. ლიზა მომისმინე..
სწრაფი ნაბიჯებით მოიწია ჩემსკენ.
- ანდრეას დაურეკე, ჩემი ტელეფონი კასპშია. არაფერი არ უთხრა უბრალოდ უთხარი რომ მოვიდეს, როგორც კი შეძლებს. გთხოვ- ამოვიოხრე და კანკალით დავამთავრე წინადადება.
- უკვე ათჯერ მაინც დავურეკე. გამორთულიაქვს ტელეფონი.
რა?! არა, არა. ეს არასწორი იყო.
- სახლში ვერ დავბრუნდები. ხომ იცი…
თვალებში შევხედე. ძალიან შეშინებული იყო. ამას ვერც ვთხოვდი.
- მაგდას დავურეკავ მოგვიანებით.
- მადლობ.- თავი დავუქნიე და გავუღიმე.
- მართლა კარგად ხარ?
- კი, დედაჩემს დაუძახე.
თავი დამიქნია და მარტო დამტოვა. წამებიც არიყო გასული დედაჩემი შემოვიდა. მაშინვე სახე შეეცვალა. ალბათ ჩემი გამომეტყველება მყიდდა.
მომიახლოვდა და საწოლზე ჩამომიჯდა. წამოვწექი და მუხლებზე თავი დავადე. თვალები დავხუჭე და გავინაბე.
- ძალიან მშია- გავიცინე ისე რომ თვალები არ გამიხელია.
- ლილუ მოიტანს ყველაფერს. ცოტაც მოიცადე.
- ჩემს ბავშვობაზე მომიყევი.
ხმადაბლა ვუთხარი და ვეცადე ცრემლების ახალი ნაკადი შემეჩერებინა. თვალებს არაფრით ვახელდი.
- რა ხდება, სალაპარაკო თემა გამოგველია?- ჩაიცინა და განაგრძო- რომელი ნაწილი გაინტერესებს?
- დაბადება.
- სამი დღე მაწვალე მარიამ- ჩამეცინა- მამაშენი გვერდიდან არ მშორდებოდა. 25წლის ასაკში, შენზე გამხდარი ვიყავი და მაგიტომაც გამიჭირდა. სახლში რომ მიგიყვანეთ, ხელიდან არ გიშვებდი. თუ ვინმე სხვა გეკარებოდა მაშინვე ტირილს იწყებდი.- წამოვიწიე, თვალები გავახილე და ახლა მკერდზე მივეყრდენი.- იმდენად მიგიჩვიე, სამ წლამდე ჩემს გარეშე არაფერს აკეთებდი.
ამოვიოხრე და ცხვირით. ჰაერი შევისუნტქე. ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას ღაწვებზე.
- მარიამ კარგად ხარ?- მხარზე ხელი დამადო და ეცადა მის მკერდს მოვეშორებინე რომ თვალებში შემოეხედა...
- უბრალოდ, ძალიან ემოციური გავხდი- ხმადაბლა ძლივს ვუთხარი.
- ჩემი პატარა გოგო. ალბათ შეგეშინდა გონება რომ დაკარგე. შენ ჩემი შიში უნდა გენახა..
- არ შემშინებია..
- მაშინ?
- დედა…- თვალები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს- ორსულად ვარ.
ვთქვი თუ არა, სუნთქვა შემეკრა. ჰაერსაც ვეღარ ვისუნთქავდი ნორმალურად. არცერთი ვინძრეოდით. სრული სიჩუმე, მხოლოდ აპარატის წრიპინი. წამით ვიფიქრე, ვერ გაიგო რაც ვუთხარი მეთქი, მაგრამ ეს ხომ სრული აფსურდი იყო.
არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავით ასე ჩახუტებულები. საბოლოოდ როცა თვითონაც ხელი შემიშვა გამოვეცალე და თვალებში შევხედე. გაოგნებული მიყურებდა.
- გთხოვ რამე მითხარი..- ხმადაბლა ამოვიჩურჩულე და თავი ჩავხარე.
- ბავშვი ვისია?- მისი ასეთი ტონი არასდროს მომისმენია. ვერ ვხვდებოდი ეს კარგი იყო თუ ცუდი.
- ანდრეასი.
თავი დააქნია, მივხვდი რომ ასეც ფიქრობდა. მის გამონეტყველებას ეს ორი სიტყვა ნათლად ეწერა: “ასეც ვფიქრობდი”
- რას აპირებ?
- ანდრეას უნდა დაველაპარაკო, ხომ იცი ვალდებულებებს არ ვტენი არავის და არც სიკვდილზე არ ვარ წამსვლელი. ასე რომ ეგ ვარიანტი არ მითხრა.
- მე კი შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ- საწოლზე დადებული ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩაგუბებული ცრემლებით გამიღიმა.
- მართლა? არ მიბრაზდები?
- გიბრაზდები. მაგრამ რომ გეჩხუბო რა აზრი აქვს. რაც მოხდა მოხდა, ვეღარ შეცვლი.
- მადლობა დედა- ჩავეხუტე და ისევ ავტირდი. მაშინვე მომიშორა და ცრემლები თვითონ მომწმინდა.
- არუნდა იტირო. თუ შენს გადაწყვეტილებაზე მყარად ხარ, თავსაც უნდა გაუფრთხილდე.
თავი დავუქნიე. კარები ლილუმ შემოაღო. ხელში უამრავი პროდუქტი ეჭირა და იქვე ტუმბოზე დაალაგა.
-სალაპარაკო გექნებათ- ხმადაბლა მითხრა ნათიამ და წამოდა. მალევე დატოვა იქაურობა. ლილუ გაკვირვებული მომიახლოვდა და საწოლზე ჩემსავით მოკალათდა.
- გთხოვ რამე საჭმელი მომაწოდე. მაშიმშილებენ აქ.- შევევედრე. ისიც მაშინვე წამოდგა და ქათმის სალათი თავისივე ჩანგლით მომაწოდა. გააფთრებულმა გავხსენი და პირველი ლუკმა პირში მოვიქციე.
- ღმერთო, რა კარგია!
- ასეთი მშიერი მგონი არ მინახიხარ- სიცილით მითხრა ლილუმ და წვენი დაისხა. ისევ გვერძე მომიჯდა.
- როგორ არა, მეცხრე კლასსში შიმშილისგან გულიც წამივიდა შენ წინ.
- ხო, მაშინ მეგონა მოკვდი- ორივემ გულიანად გავიცინეთ.
- მაკამ რაზე თქვა სალაპარაკო გაქვთო? რახდება მართლა კვდები და დედაჩემმა არ მითხრა?- ისევ სიცილი. დავსერიოზულდი და ბოლო ლუკმა მძიმედ ჩავუშვი მუცელში.
- ვერც კი წარმოიდგენ..
- რაღაც მეეჭვება.ბრმანაწლავს გაჭრიან?
- არა- გამეცინა.
- ნაღველას!
- არა, ლილუ- სიცილს ვერ ვწყვეტდი მისი პასუხების გამო.
- აბა გლდანდებს?
- ეგ ამოჭრილი მაქვს.- დაიბღვირა და ჭერს მიაშტერდა შემდეგი ვარიანტის მოსაფიქრებლად. ხმის ამოღება დავასწარი:
- ორსულად ვარ.
მაშინვე კედელს მოშორდა გაიმართა და თვალებში ჩამაშტერდა.
-არა?
თავი დავუქნიე.
-არ მჯერა.
- რით დაგაჯერო?
- არვიცი.. ნუ მეხუმრები ასე, მარიამ!
- არა ლილუ, არ გეხუმრები. და არც იმას ვიტყვი ნეტავ ვხუმრობდეთქო.
ამოიხვნეშა და ისევ კედელს მიეყრდნო.
-არაფერს მეტყვი?
- ნათლიობა არ შემიძლია. ჩემი მეჯვარე ხარ- გაიცინა და ჩამეხუტა. მეც ამიყოლია სიცილში და მოვეხვიე.
- მენატრებოდი, ლილუ..
- მეც, ახლა კი ამიხსენი ლიზას აქ რაუნდა.
თვალები ავატრიალე და ჩავახველე.

**
ლილუს ყველაფერი მოვუყევი. პირდაღებული მიყურებდა. ანდრეასგან ისევ არაფერი ისმოდა, რაც სულს მიფორიაქებდა. შვიდი სრულდებოდა როდესაც ლილუ გავაცილე და დედას ვთხოვე ლიზა ჩვენთან დაეტოვებინა რამდენიმე დღით. უყოყმანოდ დამთანხმდა.
ტელეფონის გარეშე თავს მეთვრამეტე საუკუნეში ვგრძნობდი. სიახლეებს ვერაფრით ვიგებდი.
ზუსტად ათ წუთში დრო იყო, რომ პედიატრთან ავსულიყავი გასასინჯად. ფანჯარასთან ვიდექი და ჰორიზონტს სიწყნარეში გავცქეროდი.
ანდრეა სად ხარ.. რომ იცოდე აქ უკვე ორი გოგო გელოდებაა, ან იქნებ სულაც ბიჭია…ჩამეცინა და ფანჯარას მოვშორდი.

*ანდრეა:
-დედა მომისმინე, მოდი ბილეთები იყიდე ყველაზე მალე რომელიც მიფრინავს იმ რეისზე და მამასთან წადი.
- რა? ერთად წავალთ ანდრეა.
- მაგდა, ახსნის დრო არმაქვს. აქ ბევრი რამეა მოსაგვარებწლი, დამიჯერე იქ მჭირდები. მამას გამოვიყვან.
-რა?! წარმოდგენა გაქვს რაზე ლაპარაკობ?
-კი დედა, ზუსტად წარმოდგენა რომ მაქვს, მაგიტომ გეუბნები. გთხოვ წადი ქვეყნიდან. საკმარისად მეტი გავარკვიე იმისთვის, რომ მამა გამოვიდეს.
- არა, მითხარი!
ღრმად ამოვისუნთქე. რატომ არ შეეძლო უბრალოდ გაეკეთებინა რასაც ვეუბმებოდი?!
-ვის გამოც ვახო ზის ის ნაბი*ვარი ჩემი ნაცნობია. საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს, რომ შესაბამისად გავუსწორდე!
- ანდრეა არა! რამე სისულელე არ გააკეთო!
- სისულელე ის იქნება, უკან რომ დავიხიო!
- რა გჭირთ ამ ავალიანებს! თითქოს ვერ ითმენთ ჯოჯოხეთში მოხვედრას!- ხელი აიქნია და ჩამოჯდა. თვალები ავატრიალე.
- ამაზე უარესი ჯოჯოხეთი არ არსებობს მაგდა. ვახო უნდა დავიბრუნოთ.
თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა- ნივთებს ჩავალაგებ. ხვალისთვის ვნახავ ბილეთებს.
-ყველაფერს მოვაგვარებ, გპირდები.- მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე.
ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, მარიამისთვის უნდა დამერეკ მაგრამ როგორც ჩანს დამიჯდა. ითახში ავირბინე, დასატენად დავტოვე და სახლიდან გავედი…

მარიამი*:

-სახელი?
- მარიამ აბაშიძე
- ასაკი?
- 17 წლის.
- პირველია?
- დიახ, პირველია.
დაბნეული ვუყურებდი ასაკოვან ქალს და თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებდი. ეს ყველაფერი ხომ ჩემს ანკეტაში ეწერებოდა. რატომ მისვამდა ამდენ კითხვას.ექოსკოპიის საწოლზე მოვთავსდი და ჭერს მივაშტერდი.
-არ დაიძაბო,მოდუნდი.
ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე და დავემორჩილე.თეთრს ჭერს შევცქეროდი და ექიმის პასუხს ველოდები.
-ყველაფერი წესრიგშია. საშიში არაფერია. აქ ძალიან პატარა ჩანს, სავარაუდოდ ნაყოფი თვითონ ძალიან პატარაა.- ეკრანს გავხედე. ვხედავდი რაღაც პატარა ბურთის მსგავსი როგორ მოძრაობდა. ღმერთო რა პატარა იყო.
გამეღიმა და მივაშტერდი.
-კი, ძალიან პატარაა. თითქმის სამი კვირის- ღიმილით ჩავილაპარაკე.
- ორთვე ნახევარში მობრძანდით და სქესსაც დაზუსტებით გეტყვით. თუ რათქმაუნდა გინდათ.
- კი, აუცილებლად, მადლობა.
წამოვჯექი. იქვე დადებული ქაღალდი ავიღე და მუცელი გავიწმინდე.


***
ანდრეა*:
-მარიამთან დამარეკინე რა.- ვუთხარი იოანეს, წარბი ამიწია და ტელეფონი გამომიწოდა. დივანზე მოწყვეტით დავეშვი და დაზეპირებული ნომერი სწრაფად ავკრიფე.
გამორთული იყო.
-ბიჭო შენ ლიზას ნომერი არგაქვს, ხო?
- არა მე საიდან, რა ხდება?
- მარიამს გათიშულიაქვს.
- და ლიზა?
- მარიამთანაა კასპში,- მაშინვე სახე შეეცვალა- არც კი მკითხო.
თვალები ავაბრიალე და ღრმად ამოვისუნთქე.
მობილურს ბლოკი მოვხსენი და ლილუს დავურეკე.
-ხო იო...
- იო არა, შეგეშალა- ჩამეცინა, იოანემ მაშინვე თვალები აატრიალა, მიხვდა რომ ლილუს დავურეკე.
- ავალიანო, რა ხდება?
- მარიამს რატოაქვს გათიშული ტელეფონი, ხომ არ იცი?
- კი, ვიცი.
- მერე?- ხმის ტონი შემეცვალა.
- დედაჩემის ნომერს მოგცემ, დაურეკე.
- აუ ლილუ, მაკასთან რატო მარეკინებ?
- დარეკე და შენთვითონ გაიგებ, მე არ უნდა გეუბნებოდე ამას.
- კარგი გელოდები.
მობილური იოანეს გადავაწოდე და სახე მოვისრისე.
-რა ხდება?
- თორნიკე დაბრუნდა.
- ის მშიშარა ქალაქელი ემიგრანტი?- დასცინა იოანემ, ჩამეცინა თუმცა სიცილის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი.თავი დავუქნიე.
- ჩემს დას და დედაჩემს დაემუქრა. მამაჩემი ბიძამისის გამო ზის. ხომ ხვდები, ჩემი მოსაგვარებწლია. როგორც ჩანს საკმარისად ვერ მაფასებს.
- რას აპირებ?
- იოანე, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ხომ ხვდები. საქმე გაყალბებულ საბუთებთან გვაქვს რომელზეც მამაჩემის ხელმოწერაა.
- და მარიამი?
- სოფელში ვიყავით, ლიზამ ტირილით დამირეკა. ეგრევე ჩამოვედი და თვითონ მარიამთან დავტოვე. ახლა თბილისში მარიამის ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდა. იცის იმ ნაბი*ვარმა ჩემი სუსტი წერტილი.
- ლილუმ მომწერა.
- მომეცი ერთი, გავარკვიო რა ხდება, ნახევარ საათში დოლიძეზე გავდივარ. დილით თორნიკეს ველაპარაკე. ზედმეტი არაფერი მკითხო.
- ხომ იცი რომ მეც მოვდივარ- გვერდულად გამიღიმა და ტელეფონი გადმომაწოდა. მაშინვე გამოგზავნილ ნომერზე გადავრეკე.

მარიამი*:
“ჩემს” საწოლში მოვთავსდი და ტელევიზორი ჩავრთე. პირველივე არხზე დავტოვე. დიდად არც მინდოდა ყურება უბრალოდ სიჩუმეს ვფანტავდი.
ზურგზე გადავტრიალდი და მუცელზე ხელი მოვისვი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი.ღმერთო ანდრეა სად ხარ. . .
ვცდილობდი გამეხსენებინა ან დამედგინა ეს როდის მოხდა, ან როგორ მაგრამ ვერაფერს ვაკავშირებდი ერთმანეთთან.
შემდეგ გამახსენდა ლილუს ჯვრისწერა.. მაგრამ ამის შემდეგ საკმაო დრო იყო გასული. მის შემდეგ დეტალებს არც დავკვირვებივარ, ასერომ შეუძლებელი იყო ზუსტად დადგენა.
კარები ფრთხილად შემოაღო მაკამ და შუქი ამინთო, თავი წამოვწიე თუმცა არწამოვმჯდარვარ. ალბათ ისევ აპარატის შესამოწმებლად იყო.
-შენთან რეკავენ- გამიღიმა და ტელეფონი მომაწოდა. სახე გაკვირვებულმა დავმანჭე და წამოვჯექი.
- მოდი გამოვიცნობ, ნათია ხო?
- არა, გამომართვი. გარეთ ვიქნები.
ტელეფონი გაშტერებულმა გამოვართვი და მაშინვე საათს დავხედე, ათი სრულდებოდა.
-გისმენთ?
- მარიამ ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული?
-ანდრეა..- ერთიანად ავკანკალდი და პირზე ხელი ავიფარე რომ ჩემი გაუზომავი სუნთქვა არ შეემჩნია.თვალები დავხუჭე და ვეცადე მოვდუნებულიყავი.
- სავარაუდოდ დამჯდარი, კასპში.
- რა? სად ხარ?
- ანდრეა გთხოვ ტონს დაუწიე, მაცადე აგიხსნა.
დუმილი, ვხვდებოდი ჩემს პასუხს ელოდებოდა.
-საავადმყოფოშივარ.
-რა?!
- არა არაფერია... მართლა კარგად ვარ, ყველაფერს აგიხსნი, თუ შეძლებ მოსვლას. შენ მითხარი რა ხდება? გაარკვიე რამე?
- ახლა გავდივარ, უნდა ვნახო. მითხარი რა დაგემართა.
-რომ გნახავ, მაშინ მირჩევნია.
- მარიამ!
- არა ანდრეა, გთხოვ.
- დღეს რომც მოვიდე არ შემომიშვებენ, ხვალ დილით მანდ ვიქნები, გაიგე?
- კი, მესმის.
- მიყვარხარ, მარიამ.
გამეცინა და ბალიშს მივეყრდენი
-მეც მიყვარხარ ავალიანო, გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
- შევეცდები, ხვალამდე.
- ხვალამდე.
ღიმილით გავთიშე და გვერძე გადავდე, ტელევიზორი გავთიშე, მოვიკუნტე და საბანში გავეხვიე. ხვალ ვნახავდი, ყველაფერს ვეტყოდი.. ნეტავ რა რეაქცია ექნება?
მთავარია კარგად არის, მთავარია ახლა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. საშინლად ვნერვიულობდი, რომ ვიცოდი თორნიკეს შესაძლებლობები. მაშინვე ის ღამე გამახსენდა, ერთმანეთი გამეტებით რომ სცემეს ჩემს თვალწინ…ყველაფერი კარგად იქნება, ერთი სული მქონდა გათენებულიყო…

ანდრეა*:

იოანესთან ერთად მნქანაში ვიჯექი. ზაფხულის მიუხედავად საშინელი ქარიიყო.
- მისმინე ანდრეა, შემიძლია მანქანით გამოგყვე.
- მარტო უნდა ვნახო ის , ხომ გითხარი.
რადიოს ქვემოდან პატარა უჯრა გამოვხსენი და სიგარეტი ამოვიღე. ღერი ტუჩებშუა მოვიქციე და მოვუკიდე.
- თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც დაგეგმილიგაქვს..
- არა იოანე, არც გაბედო მაგ დასამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა. თუ სიკვდილია არ მინდა უკანაკნელი დღე ცრემლებში გავატარო.- ბოლო სიტყვებზე გავაჯავრე და ჩავიცინე. თვალები აატრიალა.
- მაგრამ იცი რამინდა?- დისკებს ვწვდი, ერთერთი შევაცურე და მუსიკაც ჩაირთო.
-არანორმალური ხარ!
- ახალს რამეს თუ მეტყვი, მოგისმენ. ჩადი ახლა.
ლილუს სახლთან გავუჩერე მანქანა.
-სერიოზულად არ მიგყავარ? - მხრები ავიჩეჩე, თავი გააქნია და მანქანიდან გადავიდა. ფანჯრის ადგილს იდაყვებით დაეყრდნო და თავი მანქანაში შემოყო.
- დამირეკე უეჭველი.
თავი დავუქნიე და გაზს ფეხი მივადგი.
ყველაფერზე ერთიანად ვფიქრობდი. როგორ შეძლო ამ ლაჩარმა ასე გაეცურებინა ლიზა. ბოლობოლო ისიც ავალიანია.
რაც ყველაზე მეტად მაღელვებდა მარიამი იყო, რა დაემართა, რა სჭირდა. ყველაზე ნაკლებად მინდოდა ახლა, რომ თბილისსში ყოფილიყო.
ნელნელა ვატყობდი ცხოვრება მაჩვევდა შევგუებოდი იმას, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ვგეგმავ და როგორც მე მინდა.
მუსიკა გამოვრთე და ფარები ჩავაქრე. უკვე ნაცნობი სახლის წინ ვიდექი. ჯიბიდან პატარა დასაკეცი დანა ამოვაძვრინე და შევათვალიერე. რისკი დიდი იყო, თუმცა უკან დახევას არ ვაპირებდი. თამამად გადავედი მანქანიდან და ასევე მივუახლოვდი ‘სოროს’ კარებს. ამოვისუნთქე და ზარი დავრეკე, წამებში გაიხსნა და ნაცნობ ცისფერ თვალებს შევხვდი, რომელიც ზიზღით მიყურებდა.
რათქმაუნდა ასეთივე მზერა შევატოვე, რაც შემეძლო გამაღიზიანებლად გავუღიმე, მხარი გავკარი და შიგნით შევედი.


მარიამი*:
-ვერც ვიფიქრებდი რომ ამაზე ცეკვა შეიძლებოდა.- გამეცინა და ფირფიტა ძველდასაკრავზე მოვათავსე. მაშინვე ბეთჰოვენის ულამაზესი სიმფონია აჟღერდა.
- მოდი ჩემთან- ხმადაბლა მითხრა,წელზე ხელები მომხვია და მისკენ მიმიზიდა. მხრიდან ხელს გაუყვა და საკუთარი თითები ჩემსაში ახლართა. ნელა ვდგავდითნაბიჯებს წრიულად. თავი მხარზე ჩამოვადე და სრულიად მოვდუნდი. ჩემს ყურში მეჩრჩულებოდა, მეუბნებოდა რომ ჩემი წითელი თმები მთვარის ვერცხილფერებს უზომოდ უხდებოდა.
ვინ წარმოიდგენდა რომ ასეთ ადამიანს შესაძლოა კლასიკა ჰყვარებოდა?! გავიწიე, რომ მისთვის პასუხი დამებრუნებინა თუმცა ვერ შევძელი. პირს ვამოძრავებდი მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, თითქოს ბგერები სადღაც იკარგებოდა, მთვარის სიმფონია ხმას მართმევდა და ოთახში გაბატონებას ცდილობდა. ყელზე ხელი წავივლე ინსტიქტურად რომ საკუთარი თავისთვის მეშველა. რა მჭირდა?! ანდრეას მშველელი თვალებით ვუყურებდი მაგრამ მისი მზერა სულ სხვაგან იყო, მალე ხელიც შემიშვა და გვერდი ამიარა. იმედგაცრუებისგან ერთიანად დავიკლაკნე და ავკანკალდი. როგორღაც შევბრუნდი, რომ ისევ ჩემი მშველელი ნაცრისფერები დამენახა. ჩამუხლული ჩემგან ზურგით რაღაცას დასცქეროდა და ანჯღევდა. მივუახლოვდი, მის სახეს შევხედე. წითელი იყო, თვალები ჩამუქებოდა და სასოწარკვეთილი იყურებოდა. სხეულს დავხედე რომელიც გვერდულად ეგდო.
დაუჯერებელია.. ეს მე ვიყავი. მაგრამ რანაირად?! საკუთარ თავს შევეხე თუმცა ვერ ვიგრძენი. შემდეგ ანდრეას, თუმცა მასაც ვერ ვგრძნობდი.
-გთხოვ, მე აქ ვარ, მე შემომხედე!- დავუყვირე რაც ძალა და ღონე მქონდა თუმცა ჩემი ბგერები მეთვითონაც ვერ გავიგე.

დაფეთებულმა წამოვყავი თავი და სახეზე ხელი მოვისვი. ღმერთო სიზმარი იყო…
როგორც იქნა გათენდა, თმა ცალი ხელით გადავიწიე და ოთახს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს წვეთოვანი მოუხსნიათ. ეს კარგის ნიშანია, საათს გავხედე, 11სრულდებოდა. მალე ანდრეა მოვიდოდა. მოწესრიგება არ მაწყენდა. საპირფარეშოში გავედი და საკუთარ თავს შევხედე. ნამდვილად მომატებული ვიყავი, არ შევმცდარვარ და ახლა მიზეზიც ნათელი იყო. ღიმილით ხელი მუცელზე მოვისვი, ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი, საშინლად მესიამოვნა.
-მარიამ, სად ხარ?
- აქ ვარ, მაკ- გავძახე შიგნიდან, სახე გავიმშრალე და გავედი. ხელში დედაჩემის გამომცხვარი ღვეზელი ეჭირა, შორიდანვე ვცნობდი სუნით.
- როგორ მიყვარს!- წამოვიყვირე და ხელიდან გამივართვი.
- სახლში წავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად და შენც მოგიტანს ჩასაცმელს.
- ანდრეა ხომ არ მოსულა?
- არა, ჯერ ადრეა თან. - ამოვიხვნეშე და საწოლზე ჩამოვჯექი.- უთხარი?
- არა, რომ ვნახავ მერე მირჩევნია. ამას ტელეფონით ვერ ვეტყვი.
- მართალი ხარ. ხო მართლა, ლილუმ გადმომცა საღამოს სახლში შემოგირბენს, ხომ იცი ხვალ ბანკეტია და გიჟივით ემზადება.
- ღმერთო, ბანკეტი. სულ დამავიწყდა. - ჩამეცინა- კარგი მაკა, მადლობა.
თავი ღიმილით დამიქნია და მარტო დამტოვა.
ცელოფნიდან დედაჩემის ღვეზელი ამოვიღე და გემრიელად ჩავკბიჩე.


12 საათით ადრე.

ანდრეა*:

როგორც ვფიქრობდი მარტო არ ყოფილა. ამ ტიპებს ვიცნობდი. მაშინ კარგად ‘შემალამაზეს’. კედელს მსუბუქად მივეყრდენი და მთავარს გავხედე.
-აბა, ახლავე საკუთარი თავის შექებას დაიწყებ, თუ?- დავცინე.
- მგონი გაგაფრთხილე ბოლოს რომ გნახე, რა მოგივიდოდა თუ კიდევ გადამეღობებოდი.- სრული სერიოზულობა, სად ქონდა ამ ბიჭს იუმორის გრძნობა.
- როგორც მახსოვს, საქმე ჩემს ნაწლავებს ეხებოდა- სიცილს ვერ ვწყვეტდი. არ ვიცოდი, ეს ბუნებრივი იყო თუ უბრალოდ სიტუაციის განმუხტვას ვცდილობდი.წამებში დავსერუოულდი და გავაგრძელე- ერთადერთი ვინც ნაწლავების გადმოყრის ღირსია შენ და ბიძაშენი ხართ.
ჩაიცინა და ზურგი მაქცია. წამებში შემომიტრიალდა და თვალებში გააფთრებულმა შემომხედა.
-რა ერქვა იმას ვის გამოც გადამიმტერე? მარიამი ხო?
- მარიამს აქ ნუ ჩარევ. ვახოს გამო ვარ აქ.- ხმას ავუწიე .
- ვაუ, ვიღაც თავის სუსტ წერტილს არც მალავს.
- თორნიკე, დასამალი აქ ვინმეს რამე თუ აქვს, ეს შენ ხარ.
ბოლო ხმაზე გადავიხარხარე.
-ახლა კარგად მომისმინე, მარტოხელა გმირო- დამცინავად მხარზე ხელი დამადო- გააკეთებ იმას რასაც გეტყვი და მამაშენი გამოვა. დედაშენი და ლიზაც ბედნიერად იცხოვრებენ.
- და სანაცვლოდ არაფერი გინდა? ამის ნაკლებად მჯერა. მიდი პირდაპირ თქვი. თუ კიდევ გეშინია და ბათუმში გაქცევებს გეგმავ?
- ‘ბათუმი’ ალბათ მიხვდებიდი რომ საფრანგეთი იყო. ასერომ იქ ჩასვლით მხოლოდ მამაშენი დაზარალდება. მე არსად მივდივარ.
ზედმეტად მშვიდი ჩანდა. მისი შემოთავაზება თაღლითური მეჩვენებოდა მაგრამ უკვე აქ ვიყავი. უკან დახევას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
-აბა რაგინდა?
- შენ ანდრეა. შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.
- უმარტივესია- გადავიხარხარე- ნამდვილად არ მეგონა ბიჭები თუ გიზიდავდა.
- შენს გოგოზე მართლა, ჩემმა ბიჭმა მომიყვა რომ ზედმეტი მოუვიდა.
ჩაეცინა და ჩემს უკან ვიღაცას თავით რაღაც ანიშნა.ერთი ნაბიჯი მისკენ გადავდგი. ამას უკვე ვეღარ მოვითმენდი. წამით გავბრუვდი. სუნთქვა საშინელ ოხვრაში შემეცვალა.ჩავიკეცე და მუხლებს დავეყრდენი, კისრის არეში ტკივილი უფრო და უფრო იზრდებოდა. თვალების გახელას ვეღარ ვახერხებდი, ბოლოს ცივ იატაკს შევეხე..



ახლანდელი დრო

მარიამი*:
თითქმის მოსაღამოვდა. ანდრეასგან არაფერი ისმოდა. ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება რამე სხვაზეგადამეტანა. ფანჯარაში გავიხედე და ამოვიხვნეშე, ხელებით მუცელს შევეხე და თავი დავხარე.
-მალე მოვა, აი ნახავ..- ვუთხარი პატარას და მსუბუქად მივეფერე მუცელზე. კარების საკეტის ხმაზე მაშინვე შევტრიალდი. იმედები წამებში გამიცრუვდა, როდესაც მაკა და ნათია დავინახე. არაუშავს.
- შეგიძლია სახლში წახვიდე. მაგრამ დღეს დაისვენე. ზედმეტი არ იმოძრაო, ხვალიდან უკვე ჩვეულებრივ განაგრძე ცხოვრება- გამიცინა მაკამ და თითიდან პულსის აპარატი მომხსნა.
- როგორც იქნა,- გადავეხვიე დედაჩემს და მანაც მკლავებში ჩამიკრა.
- მზად ხარ?- თავი დავუქნიე და იქიდან გამოვედით. მაკას ორივემ უამრავი მადლობები ვუხადეთ. გამოვედით თუარა დედაჩემმა ტაქსი გააჩერა. თვალები ავატრიალე.
- ავტობუსითაც შეგვეძლო წასვლა დედა.
- ბევრი არ უნდა იმოძრაო, ხომ გაიგე- ხმა იმდენად მკაცრი ჰქონდა დავემორჩილე და ტაქსში ჩავჯექი. თავი ფანჯარას მივადე და ქალაქის თითოეულ ქუჩას, გამვლელს ვაკვირდებოდი. როგორ მინდოდა სადმე თვალი ანდრეასთვის მომეკრა. ნერვიულობა უკვე პარანოიაში გადამდიოდა. ვაანალიზებდი, რომ ეს ჩემს მდგომარეობაში დაუშვებელი იყო და თავისთვის უნდა მომეარა.
- არ გინახავს?
- ვინ?- გაკვირვებულმა გავხედე დედაჩემს.
- ანდრეა.
- მითხრა, რომ დღეს მნახავდა.
- უთხარი?
- არა.
- ანუ, არ გაქცეულა.
- დედა!-მოულოდნელობისგან წამოვიყვირე. მძღოლმა სარკიდან გამოგვხედა, მაშინვე მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა.
- ახალგაზრდები ხართ მარიამ, უბრალოდ ყველა შესაძლო ვარიანტს განახებ.
- არა, ეგ არც განიხილება.- მკაცრად ვუთხარი და მანქანაც გაჩერდა.
ნათიას ხმა აღარ ამოუღია. ღმერთო ესღა ეკლდა ჩემს ფიქრებს! სახლის კარები შევაღე თუ არა, ლილუ და სანდრო დავინახე. გამეღიმა და მაშინვე მათკენ წავედი. ორივეს ერთდროულად გადავეხვიე.
-რამეს გაგიკეთებთ- მითხრა დედაჩემმა.
- არგინდა ნათი, არვართ მშივრები- გასძახა ლილუმ სიცილით.
- ოთახში შევიდეთ.- ხმადაბლა ვუთხარი ორივეს და საძინებლისკენ ვანიშნე.
- ხომართლა, ლიზა სადარის?
- დედამისი უნდა გაეცილებინა და მალე მოვა- მითხრა ნათიამ.
- მოიცა მაგდა მიდის? საფრანგეთში?
- არვიცი მარიამ მე არაფერი.
ხმა აღარ გამიცია, კოპებშეკრული შევედი ოთახში.
-ლილუ, მაგდა საფრანგეთში მიდის.
- მერე?
- დღეს ანდრეას უნდა ვენახე.. არ მოსულა. ყველაფერს თუ მოაგვარებდა არც მოუწევდა დედამისს წასვლა. - შუბლზე ხელი კანკალით მოვისვი და ჩამოვჯექი.
- დამშვიდდი, მარიამ- მიმიხუტა სანდრიკამ. თვალებში შევხედე. მივხვდი რომ ლილუს უკვე ყველაფერი მოეყოლა.
- ყველაფერი იცი?- თავი დამიქნია.
- მთავარი შენ დაგიტოვე-ხმადაბლა მითხრა ლილუმ. თავი წამოვწიე და ღრმად ამოვისუნთქე. სანდროსგან ამას როგორ დავმალავდი? ცოტა მრცხვენოდა კიდეც მაგრამ..
- სანდრო ზედმეტი კომენტარების გარეშე, კარგი?
- ხო რახდება, მოკვდა ვინმე?
- ორსულად ვარ.
- რა ხარ?
გაოგნებული მიყურებდა, თვალები ავატრიალე და ლილუს გავხედე.
-ხუმრობ ხო? ნათიამ იცის?
- არა არ ვხუმრობ, და კი იცის.
- მოსაკლავი ხარ, ავალიანოო- სიცილით განწირულმა დაიძახა და სახე მოისრისა.
- მართლა ვნერვიულობ. მისგან არაფერი მსმენია. შეგიძლია იოანეს დაურეკო რომ მოვიდეს?- ვუთხარი ლილუს. თავი დამიქნია და მაშინვე გადაურეკა.
- ნახევარ საათში მოვა.
თავი დავუქნიე.
-მარიამ, რამდენი ხნის ორსულიხარ? არაფერი გეტყობა- მუცელზე მიშტერებულმა მკითხა სანდრომ. გულწრფელად გაგვეცინა მე და ლილუს.
- რა სულელები ხართ ეს კაცები- პასუხის გაცემა დაქალმა დაასწრო. სარკესთან დავდექი და საკუთარი თავი შევათვალიერე.
- თითქმის სამი კვირის.- ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მათკენ შევტრიალდი.
- თავს არ იცავდით?- სანდროს პირდაპირობა მაგიჟებდა. ლილუმ თვალები აუტრიალა.
- არ ვიცი..- იმავე ტონით ვუპასუხე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ლაპარაკში დრო გაგვყავდა. ჯაჭვლიანი უამრავ კითხვას მისვამდა, რაზეც პასუხისგაცემის თავი ნამდვილად არ მქონდა. ასე რომ, უმეტეს მათგანზე ჩემს მაგივრად ლილუ პასუხობდა. ანდრეას და ჩემი პატარას გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. ერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ დედაჩემს პანიკები არ აუტეხავს და ნორმალურად შეხვდა ამ ამბავს.
-მარიამ სტუმარი გყავთ- ღიმილით შემომიღო ნათიამ კარები. მის უკან იოანე დავლანდეთ. არადა როგორ მინდოდა, ეს ავალიანი ყოფილიყო. ყველას მოგვესალმა და იქვე პატარა სავარძელზე წამოჯდა.
- ანდრეასგან რამე იცი? გაგიჟებულივარ, დღეს უნდა ვენახე.
- კარგი არაფერი, მარიამ..- თვალები მოისრისა და საზურგეს მიეყრდნო.
- იო, არ გინდა- გააჩერა ლილუმ
- არა, თქვას.
- მარიამ შენს მდგომარეობაში ამდენი ინფორმაცია და ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს.
- რა მდგომარეობაში?- ეჭვით გადმომხედა იოანემ.
- ხომ გითხარი, დღეს გამოვიდა საავადმყოფოდან.- გაუმარტივად ლილუმ. გულზე მომეშვა რომ სიმართლე არ უთხრა. მაინც არ მინდოდა ანდრეასთვის შემომეტოვა მთავარი ამბავი ბოლოს.
-მოკლედ, წუხელ რომ იქ მიდიოდა, იმის მერე არაფერი ვიცი. ტელეფონზე არ მპასუხობს. სახლშიც მივედი და არავინ დამხვდა.

ინფორმაციის ნაკადმა ერთიანად დამარტყა. ლილუ რაღაც მხრივ მართალი იყო. მაშინვე ცივმა ოფლმა დამასხა და თვალები დავხუჭე. გავახილე. ოდნვაც არ მომეშვა.
-კარგად ხარ?- შემეხო სანდრო, მოულოდნელობიაგან შევხტი. პასუხი ვერ გავეცი ტუჩები მიკანკალებდა. როგორ არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა…
ჩემს ორ საუკეთესი მეგობარს ხვალ ბანკეტი ჰქონდათ, ასერომ სახლებში გავისტუმრე რომ დაესვენათ. ჩემსგამო არ შევაყოვნებდი. გამახსენდა როგორ ვაპირებდით მე და ანდრეა ბანკეტის დღეს ‘გაპარვას’. ნეტა სად წავიდოდით?..

საწოლზე წამომჯდარმა ლეპტოპი ჩავხურე.
რას ვაკეთებ? უკვე გვიანია, მე კი საშინლად მძიმე დღეები მქონდა. სოციალური ქსელები შევამოწმე, ანდრეასგან არანაირი წერილები არ იყო და უარესად ავფორიაქდი. სწრაფი მზერა საათზე გადავიტანე, ღამის სამი საათი დაიწყო. დღეს და გუშინ წარმოუდგენელი და უცნაური მოვლენების დღეები იყო, გავიგე, რომ მალე დედა გავხდები, ჩემი შეყვარებული კი მტერს შეხვდა და მისგან არაფერი ვიცი.. კარგი, რადგან ასეა, რომ დაბრუნდება, ყველაფრის გადახარშვა თვითონ მოუწევს.
-დაბრუნდება- გავუმეორე ხმადაბლა პატარას და მუცელზე შევეხე. ფეხზე წამოვდექი საბანში გავეხვიე და მისაღებში გავედი. დივანზე წამოვწექი სადაც ერთდროს ანდრეას ეძინა და პატარა ბავშვივით მოვიკუნტე. სრულ სიჩუმეში გატრუნული ვიწექი და თვალებით შემოსასვლელს მივშტერებოდი სრულ სიბნელეში. ერთხელ ხომ მოვიდა შუაღამეს, იქნებ ახლაც მოვიდეს.. ფიქრებში გართული ერთიანად ვკანკალებდი ნერვებისგან. არა! ასე არ შეიძლება. თავი როგორღაც ხელში უნდა ამეყვანა. მალე ეროვნული გამოცდებიც მოვა, მე კი ამ დროისთვის უკვე ერთი თვის ორსული ვიქნები. სასაცილოა არა?..
- შენ პატარავ ყველანაირი გეგმა შემიცვალე, მაგრამ არაუშავს ყველაფერს ჩემებურად გავაკეთებთ, ისე რომ ზიანი არ მოგაყენო.- დავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. დავფიქრდი რა იქნებოდა ნათიასთვის რომ მეთქვა, უნივერსიტეტში ჩაბარება ერთი წლით გადამედო?.. გაბერილი მუცლით არაკომპორტული მეჩვენებოდა ლექციებზე სიარული… ამაზე აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი. ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა..

ნათიას ხმა შორიდან მესმოდა და ნელნელა მიახლოვდებოდა. თვალები გავახილე და თავზე მედგა.
-რ..რა ხდება?
- აქ რაგინდა მარიამ?
მიმოვიხედე. უკვე გათენებულიყო და მე ისევ დივანზე ვიწექი.
-არვიცი. - ამოვიხვნეშე და წამოვჯექი.
- ანდრეას გამოა ხომ? - გვერძე მომიჯდა და მომეხვია. ინსტიქტურად მაშინვე გამოვეცალე. თანაგრძნობა უარესად მაღიზიანებდა.
- კი დედა, და გთხოვ დილიდანვე ამაზე არ მინდა ლაპარაკი.
გაკვირვებული მიყურებდა. ვიცოდი საშინლად ვექცეოდი და არაფერ შუაში იყო დედაჩემი.
-მაპატიე.- ვუთხარი წამების შემდეგ. თავი ღიმილით დამიქნია და თავი ჩახარა.- ლიზა აქ არის?
- სამზარეულოშია, საუზმობს. მე სამსახურში გავდივარ. თავს მიხედე კარგი?
- მივხედავ- შეძლებისდაგვარად გავუღიმე და წამოვდექი რომ გადავხვეოდი. დედაჩემი წავიდა თუარა ჩემივე საბანი შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი.
- არ გცხელა? იწვის ქვეყანა- გაკვირვებულმა მითხრა ლიზამ. ლაპარაკზეც ეტყობოდა რომ ავალიანი იყო..
- შენც დილამშვიდობის ლიზა- გავუღიმე და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე. ჭიქაში დავისხი და პირდაპირ დავუჯექი.
- ვიცი რაც უნდა მკითხო- ღრმად ამოისუნთქა და თვალებში შემომხედა- არ გამოჩენილა.
-ჯანდაბა.- ჩემთვის ჩავიბურტყუნე და თავზე ხელები შემოვიწყე.
- მარიამ, დარწმუნებულიხარ რომ კარგად ხარ?
- ეგ აღარ მკითხო, გეხვეწები!
- კარგი კარგი- ხელები დანებების ნიშნით ამიწია და ჩაი მოსვა.- თორნიკე დამიკავშირდა.
- რრა? მ..მერე?
- შენი ძმა ჩემთან არისო. არავის არაფერი უთხრა და ანდრეაზე აღარ იფიქროთო.
- რას ქვია აღარ ვიფიქროთ? ჭკუიდან გადავიდა?

უკვე ყვირილზე გადავდიოდი. მაკა მართალი იყო. ემოციების კონტროლი ნამდვილად მიჭირდა. ვეცადე გონებაში ხუთამდე დამეთვალა და ღრმად მესუნთქა. ჩამეცინა, ბოლოს როდესაც ასე მოვიქეცი ავალიანმა მითხრა რომ ვუყვარდი… ნოსტალგია ტვინის უკანა ნაწილში გადავისროლე და სერიოზული სახით ლიზას დავაკვირდი. საშინლად ღელავდა ისიც, მაგრამ რის ავალიანია რომ რამე შეემჩნია. მითუმეტეს ჩემს წინაშე.
კასპის ამბები გამონაკლისად ჩავთვალე.
-ლიზა, მართლა არაფერს აპირებ?
- შენი აზრით?
- არვიცი.. არგიცნობ სამაგისოდ რომ..
- არ იცი ანდრეას გამო რაზე ვარ წამსვლელი? არც მე ვიცოდი. და ალბათ ადრე რომ გეკითხა გეტყოდი ბევრი არაფრისთქო. მაგრამ დროა ჩემს ნაბი*ვარ ყოფილს ჭკუა ვასწავლო.
- სულ კანკალებ- ხელზე დავხედე. ჩაის ჭიქა სადაც იყო ხელიდან გაუვარდებოდა. აშკარად არიყო ამაზე წამსვლელი მაგრამ ძალიან უნდოდა მაგარი გოგო გამოჩენილიყო. ჩემი აზრები ჩემთვის შევინახე..
- მე გავაკეთებ, შენ აქ იჯექი და ჩაი დალიე კარგი?
- არა მარიამ. თორნიკეს ჩემზე კარგად არ იცნობ.
- მგონი შენ საერთოდ არ იცნობ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გიყენებდა.- დავამთავრე თუარა წინადადება ტუჩზე ვიკბინე. მივხვდი რომ ის ვთქვი რაც არ უნდა მეთქვა. მისი ანერვიულებული სახე დასევდიანდა და მომშტერებოდა. ალბათ ის ლიზა რომ ყოფილიყო რომელიც პირველად გავიცანი უკვე შუაზე გაგლეჯილი ვეგდებოდი.
- ბოდიში.. ეს არ მიგულისხმია..
- არა, სიმართლე იყო.- თავი ყოყმანით დამიქნია და ჩახარა. ღმერთო რას ვემსგავსებოდი?!- შეიძლება შენი აბაზანით ვისარგებლო?
- კი, რათქმაუნდა. პირსახოცები ზედა თაროზეა, დაინახავ როგორც კი შეხვალ- განერვიულებულმა ვუთხარი ჩემი წინა ქმედების გამო. თავი დამიქნია წამოდგა და ითახიდან გავიდა. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
რამე უნდა მომემექმედა. როგორთუ ანდრეა თორნიკესთან იყო? მასთან ერთად რას აკეთებდა?! ტვინი ფიქრებით საშინლად დამიმძიმდა.
ვიცოდი ლიზას აბაზანაში ყოფნით უნდა მესარგებლა. ისიც ვიცოდი რომ შესაძლო რისკზე მივდიოდი, მაგრამ ეს უნდა გამერკვია! ანდრეა ჩემთან უნდა დამებრუნებინა!

პირველი რაც იდეაში მომივიდა, ანდრეას სახლში წასვლა იყო. იქნებ მის ოთახში რამე ისეთი მეპოვნა, რაც მის საქციელს და ამ ყველაფერს ახსნიდა.
აბაზანას მივუახლოვდი. წყლის ხმა როგორც კი გავიგონე, დავმშვიდდი და მაშინვე ლიზას ნივთებისკენ წავედი. სწრაფად შევათვალიერე მისი ნივთები და საბოლოოდ საფულეში სახლის გასაღები ვიპოვე. რათქმაუნდა არ ვიყავი დარწმუნებული რომნამდვილად ის იყო რაც მჭირდებოდა, მაგრამ ცდად ღირდა.
საკუთარ ოთახში შევედი, ჯინსები და ჩვეულებრივი ზედა გადავიცვი. თმა გავიშალე და ჩამოვივარცხნე. საკუთარ თავს სარკეში მართლაც ვეღარ ვცნობდი. თითქოს მე, მე არ ვიყავი. როგორ იქნა ჩემი მობილური დავიბრუნე. მივუახლოვდი ჩავრთე და ჯიბეში ჩავიდე. ოთახი ოდნავ მოვიწესრიგე და იქიდან გავედი. ლიზა უკვე პირსახოც შემოხვეული სამზარეულოში ჭიქებს რეცხავდა.
-მე ვიზამდი..- ვუთხარი ყოყმანით.
- არაფერია, ისედაც აქ ვრჩები და რამე ხომ უნდა გავაკეთო.
- ლიზა მისმინე- მივუახლოვდი და გვერძე დავუდექი.- მართლა ბოდიში, რაც წეღან გითხარი. გაუაზრებლად ვთქვი.
- მარიამ, დაივიწყე კარგი? თორნიკე ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს.
- კარგი..- თავი დავაქნიე და გასასვლელისკენ წავედი.
- სადმე მიდიხარ?
- ხო, ლილუს უნდა დავეხმარო ბანკეტის საქმეებში- თავი დამიქნია და მეც ნაბიჯებს ავუჩქარე. კიდევ კარგი ტყუილის დროს ენა არ დამება! გზაში უამრავ რამეზე ვფიქრობდი. როგორმე გზა უნდა მომეძებნა რომ ანდრეა მენახა, რამე უნდა ყოფილიყო..

… მისი ოთახი თითქმის მთლიანად გადავქექე. საინტერესოს ვერაფერს წავაწყდი და საბოლოოდ ისევ ფანჯრის რაფაზე წამოვჯექი. მოგონებების ნაკადმა ერთიანად დამარტყა. არა! არ უნდა მეტირა! ცუდი არაფერი ხდებოდა. წამოვდექი და ძველი ფირფიტა ფირზე მოვათავზე. კლასიკაც მაშინვე დაბალ ტონალობაში გაისმა.უცნაური იყო ამხელა სახლში რომ არავინ იყო. მე ანდრეას ოთახში მის გარეშე და ეს მელოდია. ისევ რაფას დავუბრუნდი. ახლოსვე სიგარეტის კოლოფი დავლანდე. საშინლად მომინდა მაგრამ ყურადღების გადატანა ფანჯრიდან გახედვით გადავწყვიტე. არ მოვწევდი, ჩემს პატარას ეს ზიანს მიაყენებდა..
ხელი პატარა სამგზავრო ჩანთას დავავლე რომელიც საწოლთანვე იდო, კასპში წამოღებული ნივთები სულ ამოვყარე და იმ ნივთების ჩალაგება დავიწყე, რაც მინდოდა რომ მე მქონოდა. ყოველი შემთხვევისთვის თუ ანდრეა ჩემს სახლში გადაწყვეტდა დაბრუნებას.
საკუთარი ‘გასართობისგან’ ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. უცხო ნომრის დანახვისას გამაჟრიალა და გული ამიჩქარდა. სენსორს სწრაფად გადავუსვი თითი და ყურზე ნაცნობი ხმის გაგონების მოლოდინში მივიდე.
-მანდ ყოფნით დიდ შეცდომას უშვებ.
- რომელი ხარ?- ყოყმანით ვიკითხე და დავიმანჭე. მართლაც არ მეცნობიდა. ფანჯარას მაშინვე მივვარდი და ფარდა ჩამოვაფარე. ვხვდებოდი უკვე გვიანი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო, გული მიგრძნობდა ეს ანდრეას უკავშირდებიდა.
- ესე მალე დაგავიწყდი?- ჩაიცინა. ეს მახსოვდა. წამით დროში ვიმოგზაურე და რამდენიმე თვით უკან დავბრუნდი, იოანეს სახლში. ბერიძე იყო!
- თორნიკე!- ხმამაღლა დავიძახე.
- კარგია მალე რომ მიხვდი, თორემ უკვე მწყინდა.
-რაგინდა?!
-ხომ გითხარი უკვე, მანდ არ უნდა მისულიყავი.
- რაზე ლაპარაკობ? საკუთარ სახლში ყოფნის უფლება არმაქვს?- ტუჩზე ვიკბინე რომ ტყუილისგან ხმა არ ამკანკალებოდა, თუმცა სუნთქვა უკვე ნერვებისგან მიკანკალებდა. საწოლთან ჩამოვჯექი იატაკზე და კედელს მივეყრდენი. ცალი ხელი მუცელზე მივიდე და წამით თვალები დავხუჭე.
-შენი აზრით, ავალიანის სახლთან არავის დავტოვებდი? ჩემი ყოფილი გოგო გამირბის.
- შენი პირადი ცხოვრება არაფერში მაინტერესებს..
-ნუ მეუხეშები ძვირფასო, თორემ ორმაგად ვავნებ შენს სიყვარულს.
- ანდრეას ხელს არ დააკარებ!- ჩემი ტონი უკვე ღრიალს გავდა. ცხოველივით ვაპირებდი ანდრეას დაცვას? ეს როგორ უნდა გამეკეთებინა?
- გინდა ვცადოთ?- მისმა სიცილმა ჭკუიდან გადამიყვანა, თავი ვეღარ შევიკავე და ერთიანად ავსლუკუნდი. პირზე ხელი ავიფარე რომ არაფერი გაეგო, თუმცა ხმის კანკალს უკვე ვეღარაფერს მოვუხერხებდი.
- რა გინდა!!!
- ასე უკეთესია, რახან მანდ ხარ და ასე მიმარტივებ საქმეს, ამ დროისთვის ათი ათასი დოლარი საკმარისი იქნება.
- თორნიკე მე არაფერი მაქვს! არაფერი დაუშავო ანდრეას, გთხოვ.
- შენ არა, ავალიანებს აქვთ და შენ მათგან მოიპარავ. ისევ და ისევ ავალიანისთვის. ანუ, მთლად ქურდიც არ გამოხვალ- ისევ მისი ხარხარი გაისმა. ფეხზე წამოვდექი და ნერვიულად აქეთ-იქეთ დავიწყე სიარული. ღმერთო გთხოვ ამ მანიაკისგან გვიხსენი!!
- მე არვიცი.. რა გავაკეთო?
- სახლში სეიფია, დარწმუნებული ვარ უამრავი ძვირფასეულობით გატენილი. რამეს მოახერხებ. არ დარეკო არსად, მაინც გავიგებ და ხომ იცი ანდრეა..
- ვიცი ვიცი, ღმერთო! შეწყვიტე მუქარა!- ბოლო ხმაზე დავუყვირე.
- ეს განერვიულებს ხომ ასეა?მოკლედ ერთ საათში მანდედან გამოხვალ, ძებნა არ დამიწყო, ყველაფერს მიხვდები.- გამითიშა. ღმერთო! ტელეფონი მაშინვე ჯიბეში დავაბრუნე და საწოლზე წამოვჯექი. ერთიანად მაკანკალებდა. უნდა დავწყნარებულიყავი. თვალები მჭიდროდ დავხუჭე და ღრმად სუნთქვა დავიწყე. აქეთ იაქეთ ვირწეოდი რომ როგორმე ყურადღება რამეზე გადამეტანა. ერთი საათი! ღმერთო, რა იქნებოდა პოლიციაში რომ დამერეკა? საიდან გაიგებდა? გარისკვას ანდრეას გამო არ ვაპირებდი. მივცემდი ამ წყეულ ფულს და იმედია დაწყნარდებოდა. მთავარია სეიფი ვიპოვო… სად შეიძლება იყოს.. მაშინვე კაბინეტის ძებნა დავიწყე, ლოგიკური იყო რომ იქ იქნებოდა. მეორე სართულზე ყველა ოთახი შევამოწმე. არცერთი არ აღმოჩნდა, დაბლა სწრაფად ჩავირბინე და ოთახების თანმიმდევრყლად ჩამოვლა დავიწყე. სამზარეულოს და მისაღებს სწრაფად ჩავუარე, შემდეგი სააბაზანო იყო, და კაბინეტი. როგორც იქნა. აქ არასდროს ვყოფილვარ. იმაზე დიდია ვიდრე კაბინეტი უნდა იყოს.თვალი მოვავლე და მაშინვე ფოტოსურათებზე გავშტერდი. ღმერთო ეს ანდრეა იყო?! მისი პატარაობის ფოტოები. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაშინაც კი. ამფოტოებში 8-10წელზე მეტის არ იქნებოდა. მივუახლოვდი და ახლოდან დავაკვირდი. მაშინვე ფიქრები იმისკენ გამექცა პატარა ვის დაემსგავსებოდა და გამეღიმა. თავი ჩავხარე და ამოვიოხრე, ყველაფერს მოვაგვარებდით!
ჩემს საქმეს დავუბრუნდი, სეიფი თვალსაჩინო ადგილას ნამდვილად არ იქნებოდა. ძებნა დავიწყე ყველგან, ძველი ბუხნის ქვეშაც შევძვერი რომ შემემოწმებინა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. საბოლოოდ წიგნების თაროებს მივადექი. ჩემთვის ნაცნობ-უცნობი ავტორების წიგნები თანმიმდევრობით გადმოვიღე და იქვე დავალეგე. როგორც იქნა!დავეჯაჯგურე მაგრამ არაფრით გაიღო. ჯანდაბა! საიდან უნდა მცოდნოდა კოდი?!
იფიქრე მარიამ, იფიქრე. ყველაზე ბანალური, ლიზას და ანდრეას დაბადების თარიღები შევიყვანე მაგრამ არც კი გატოკებულა, კომბინაცია შევატრიალე, არც ასე გამოიღო შედეგი.
-ჯანდაბა!
თმები ცალი ხელით გადავიწიე და მაგიდას მივეყრდენი. იატაკს მივაშტერდი და წუთების დათვლა გონებაში დავიწყე. ასე არაფერი გამოვიდოდა. თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავებას ყველანაირად ვცდილობდი.
თვითგვრემას მალევე მოვრჩი. თავში ერთმა იდეამ გამიელვა. სეიფს მივუახლოვდი და ანდრეას დაბადების ციფრები თანმიმდევრობით შევიყვანე. საბოლოოდ ღილაკს დავაჭირე და…
-დაუჯერებელია..- შოკირებულმა ხმადაბლა ჩავილაპარაკე და სწრაფად გავხსენი.მაშინვე ფულის შეკვრებს და რამდენიმე ძვირფას ნივთს მოვკარი თვალი. ხელის კანკალით გადმოვიღე ფული, იქვე მაგიდაზე დავაწყვე და თვლა დავიწყე. ერთიანად ვკანკალებდი. ასე არ შეიძლებოდა. კედელზე დაკიდულ საათს დავხედე.ნახევარი საათი ისევ მქონდა. ვინმესთვის უნდა დამერეკა. ლიზა? ლილუ? ან სანდრო?
არ ვიცოდი რამდენად დიდი იყო რისკი, მაგრამ შესაძლო საფრთხე ვინმესთვის უნდა გამეგებინებინა. მაშინვე ლილუს დავურეკე.
-ჰეეი, დღეს არ მოხვალ ჩვენს სანახავად?
-ლილუ ანგარიშზე ბევრი არ მაქვს, უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკე.
-უკვე ადგილას ვართ ყველა, ფოტოგრაფს ველოდებით- ძალიან გახარებული ხმა ჰქონდა. ღმერთო!
- იოანეს უთხარი, რომ სასეირნოდ გავედი, ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს საით მივდივარ.
- რა? შენი კარგად არ მესმის...
- დაფიქრდი ლილუ, იოანეს უთხარი მიხვდება.
- მარიამ, წესიერად ამიხსენი.
- უნდა წავიდე. - კანკალით მოვიშორე ტელეფონი ყურიდან და გავთიშე. თითქმის ვჩურჩულრბდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ თუნდაც მოსასმენი აპარატით ეჭვს ვერ აიღებდნენ.
ანდრეას ოთახში ჩქარი ნაბიჯებით დავბრუნდი და იქვე მიგდებული ჩანთიდან ჩემით ჩალაგებული ნივთები ამოვაწყვე. საშინლად მაკანკალებდა. ცარიელი ჩანთა ცალ მხარზე მოვიგდე და სააბაზანოში შევედი. წამლებს ძებნა დავუწყე და მესამე თაროზე ვიპოვე. დამამშვიდებელ წვეთებს ხელი დავავლე და სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე. სამზარეულოში ჭიქაში წყალი დავისხი წვეთები გავურიე და ერთი ამოსუნთქვით გადავუშვი ორგანიზმში. საზიზღარი გემოსგან სახე დამემანჭა. კიდევ ერთხელ ღრმად ამოვისუნთქე და იქვე მაგიდას დავეყრდენი. დაწყნარდი მარიამ დაწყნარდი! საკუთარ თავს ვერაფრით ვამშვიდებდი. როდესაც სული მოვითქვი, კაბინეტში დავბრუნდი და მაგიდაზე დაწყოვილი ფული ჩანთაში სწრაფად ჩავყარე. მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და იმ ნომერზე გადავრეკე საიდანაც ის არამზადა დამიკავშირდა.
- თვით ჩემი დოლარები რეკავს! - ახარხარდა, ყელი ერთიანად გამიშრა მისი ხმის გაგონებისას. - ხომ გითხარი არ დარეკოთქო!
- ფული მემაქვს, სად შეგხვდე.
- როგორი სულსწრაფიხარ.
- თორნიკე, გეკითხები!
- სახლიდან გამოდი და მიპოვი.- გამითიშა. თვალები ავატრიალე. საკუთარ ქცევებს ვაკვირდებოდი. ხუთი წუთი მქონდა დარჩენილი. და რომ არ გავსულიყავი რა?ამაფეთქებდა? საკუთარ თავს დავცინე და ჩანთა ორივე მხარზე მოვიკიდე. წასვლის დრო იყო. ეს მე უნდა გამეკეთებინა, ანდრეა მე უნდა დამებრუნებინა!


*ანდრეა:
თვალები მძიმედ გავახილე. მთელი სხეული ერთიანად მქონდა დაჭიმული. რაღაც რბილზე ვიწექი. გარშემო ყველაფერი ნაცრისფერი იყო. როდესაც გონზე მოვედი სწრაფად წამოვვარდი ფეხზე.
-ლუკა? - გაკვირვებული მზერა მაშინვე ცინიკურით შევცვალე- არც უნდა გამკვირვებოდა.
- ხმადაბლა ილაპარაკე, მე აქ შენს მხარეს ვარ!- თითქმის ჩურჩულით მომიახლოვდა და წინ დამიდგა. რაღაც ძველ დანგრეულ შენობაში ვიყავით. წარბებ აწეულმა შევხედე რომ ლაპარაკი გარგრძელებინა.
- მაშანტაჟებს, ისევე როგორც ყველას.
- ყველას?
- ჰგონია რომ მის მხარეს ვარ, მაგრამ ასე არ არის. ახლა წასულია თავისიანებთან ერთად. ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეს.
- ვფიქრობდი მარტო ჩემს ოჯახს იყო გადაკიდებული. ეგ ნაბი*ვარი- ფეხი იქვე დაგდებულ რკინის ჯართს გავკარი.
- იმას დაურეკა, შენს გოგოს. წითურს.
-მარიამს?- კისერზე ძარღვები ერთიანად დამეჭიმა.
- ზუსტად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ უნდა შეხვდეს.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!- ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ხელებით კედელს მივეყრდენი. რამე უნდა მომემექმედა..
- სად ხვდება?
- წარმოდგენა არ მაქვს- მხრები აიჩეჩა და გვერდით გატრიალდა.
- ლუკა!- მხარზე ხელი დავარტყი და შემოვატრიალე- არამგონია ჩემს მუშტებზე შეყვარებული იყო!მითხარი!
- სასაფლაოებთან, ვერაზე.
ღრმად ამოვიოხრე და შევეშვი. იქამდე უნდა მენახა მარიამი, სანამ თორნიკე ნახავდა და რამე სისულელეს გააკეთებდა ჩემს გამო!
-სადმე მიდიხარ?- მკითხა ლუკამ, როდესაც გასასვლელისკენ გავედი.
- რჩევას მოგცემ, აორთქლდი აქედან. თორნიკეს რომ დაუპირისპირდე ჩემნაირი თავქარიქნი უნდა იყო- ხმადაბლა ვუთხარი და გამოვეცალე. ფეხის ხმით ვხვდებოდი რომ უკან მომდევდა. სად ჯანდაბაში ვიყავი? აქაურობა არ მეცნობოდა.
-სისულელის გაკეთება გინდა? შენს თვალებში ვხედა.
-მარიამთან მინდა საუბარი, ლუკა.
-არ ნებდები, არა?- წინ გადამიდგა. ჩამეცინა, მაგრამ ეს სიბრაზით გამოწვეული სიცილი უფრო იყო. - რაღაც უნდა იცოდე, ამდენი ხანი რატომ იყავი გათიშული.
- კისერში რომ დაგარტყა, შენც არანაკლებ გაითიშები!- დავცინე, სახე უფრო დაუსერიოზულდა და მზერა ჩემს ხელზე გადაიტანა. თვალი გავაყოლე და დავინახე. ნანემსარი ვენაზე მკაფიოდ მემჩნეოდა. ყველაფერს წამის მეასედებში მივხვდი, მაგრამ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, ემოციურ დონეს თუარ ჩავთვლიდი.
-ჯანდაბასაც წაუღიხარ! ამას მაინც გავაკეთებ- გვერდი ავუარე და დაახლოებით ორას მეტრში ტრასისკენ ავიღე გეზი.
- პირობები იცი.
-დასაკარგი არაფერი მაქვს.
-შენ არა,შენს გოგოს აქვს.
- რეებს მიედ მოედები??
- იცი იარაღი მაქვს და შემიძლია გესროლო, რომ გაგაჩერო.
მის სიტყვებზე ახლა მართლა გამეცინა.
-მსროლელი აქამდე ისროდა. ჩემი რჩევა მიიღე და გაუჩინარდი.- ბოლოჯერ შევხედე და შეძლებისდაგვარად სირბილით წავედი მაგისტრალისკენ.
მალევე გამიმართლა და ავტოსტოპით მამაჩემის ტოლმა კაცმა წაყვანა შემომთავაზა. ქალაქ გარეთ შორიახლოს ვყოფილვარ. როგორც ჩანს მობილური ისევ ჯიბეში მეგდო. ამოვიღე და მაშინვე მარიამს გადავურეკე. არ მპასუხობდა!
-იო მალე მომისმინე, მჭირდები!
- ახლა ვაპირებდი დარეკვას. სად ჯანდაბაში ხარ!!
- მართლა მანდ ვარ, დამიჯერე- საშინლად გაბრზებულს და დაბნეულს არანაკლებ ვუპასუხე..
- მარიამმა ლილუს დაურეკა, რაღაც გასეირნებაზე ესაუბრებოდა, თან დააბარა რომ ჩემთვის გადმოეცა. ვერაფერი გავიგე.
- რა? შენ რა შუაში ხარ?!
- საქმეც მაგაშია, მე არ ვარ. მგონი, რაღაცა გვანიშნა.
- კარგი მისმინე, სად ხარ?
- ლილუსთან ბანკეტზე, სად ვიქნები.
- რაც შეიძლება მალე შემხვდი ვერის სასაფლაოებთან, არამგონია მარტომ თავი გავართვა- ბოლო სიტყვები ყოყმანით ვთქვი და გავუთიშე. საკუთარ თავს არ ვუჯერებდი! დახმარებას ვითხოვდი მე ვინმესგან?! მაგრამ ვაანალიზებდი, რომ ჩემი ასეთი ქცევებით მარიამი ჩავარდებოდა საფრთხეში.
- ანუ სასაფლაოზე დაგტოვო?- ეჭვის თვალით გადმომხედა კაცმა. სულ დამავიწყდა, რომ ვიღაც მისმენდა.
- ჩემი დის შეყვარებულის დაკრძალვაა, ხომხვდებით. არ მინდა დავაგვიანო-ჩამეღიმა და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე, რომ უცხოს ეს მაინც არ შეემჩნია. ამ ნაბი*ვარს ნამდვილ ჯოჯოხეთს მოვუწყობდი!


მარიამი*:

სახლიდან გავედი თუარა, კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე. ეზოდან გასვლისას თვალში მაშინვე უცხო მანქანა მომხვდა, რომელიც დაახლოებით ათ მეტრში იყო გაჩერებული. არ დაუყოვნებია უცხოს, და კარები შიგნიდან გაიხსნა.
-დაჯექი, გელოდებიან- ერთიანად ავკანკალდი როდესაც დამიძახა. ფეხებს ვამოძრავებდი მაგრამ სადაც იყო მუხლები მომეკვეთებოდა. ისე ჩავჯექი მანქანაში რომ უცხოსთვის არც შემიხედავს და ღვედი გადავიჭირე.
- ფული შენ გაქვს?
- ამას რატომ აკეთებთ?
- მოკეტე.- ისე დამიღრიალა ერთიანად შევხტი და გაჩუმება ვამჯობინე. ტირილი მინდოდა, ღმერთო საშინლად მეშინოდა…
სასაფლაოებისვუკანა ნაწილს მივუახლოვდით. ეს ადგილი მეცნობოდა. მაშინაც ხომ აქ დამტოვეს.
– მოვედით. – ჩაიბუტბუტა გაუგებარი ინტონაციით.
თმის ყოველმა ღერმა წიწკნა დამიწყო და ადრენალინის მოზღვავებისგან ლამის იყოგული ამომვარდნოდა. კარები სწრაფად გავაღე და გადავედი. ჩვენს წინ შავი ჯიპი იყო გაჩერებული. გვერდი ავუარეთ და შორიახლოს ისიც დავლანდე. დასანახადაცმეზიზღებოდა უკვე! როგორ შეიძლებოდა ამდენი ბოროტება ერთ ადამიანში ყოფილიყო?!
-ბევრი არ მალოდინე, კარგია- გამიღიმა და ხელი წამოწია ჩემსკენ, მაშინვე ნაბიჯი უკან გადავდგი რომ არ შემხებოდა. ღიმილი გაეზარდა, თავი ჩახარა და ქვემოდან ამომხედა.
- მომეცი- მანიშნა შავ ზურგჩანთაზე. მისთვის თვალი არ მომიშორებია ისე მივაწოდე. სწრაფად გამომგლიჯა ხელიდან, მინდოდზე დააგდო, ჩაიმუხლა და დათვლა დაიწყო. ზემოდან დავყყრებდი, ხან მას ხან აქეთიქეთ ვაცეცებდი თვალებს. ყველგან ანდრეას ვეძებდი. მაგრამ აქ ჩვენს გარდა არავინ ჩანდა.
- ერთი ათასეული აკლია! აქ ცხრა ათასია!
დამიღრიალა და ფეხზე წამოდგა. ჯანდაბა! ალბათ ნერვებისგან თვლაც ამერია. არადა ანგარიშში ყოველთვის საუკეთესო ვიყავი. რამე უნდა მომეფიქრებინა, თორემ ავ ძაღლს გავდა რომელიც ძვლებს ითხოვდა!
-ალბათ არასწორად დათვალე- მხრები ავიჩეჩე. საკუთარი სითამამისგან ოდნავ ჩამეღიმა და თავი ჩავხარე. მისგან ერთიანი ოხვრა მესმოდა.
-არა!- ნაცნობი, გამაფრთხილებელი ხმა გავიგე რომელიც ღრიალებდა და მაშინვე გაბრწყინებულმა თავი ავწიე. ანდრეას სახის და ჩემსკენ მომავალი მუშტის დანახვა ერთი იყო.რამდენიმე წამით გონება გამეთიშა,აზრზე რომ მოვედი ძირს ვეგდე.ამოვისუნთქე, გამიხარდა რომ ისევ ვარსებობდი, მაგრამ ჩემი წამიერი სიხარული ტკივილმა მაშინვე შეცვალა.
თვალებს ერთიანად კეფის არანორმალური ტკივილი და სიმწრის ცრემლები მიბნელებდა. გარშემო ყველაფერი გაიდღაბნა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ მალე შუაზე გავსკდებოდი.. თორნიკე არ ჩერდებოდა,.ნეკნებში ერთმანეთს მიყოლებული სწრაფი, ძლიერი და სასტიკი დარტყმებისგან ფილტვები ჰაერისგან მკვეთრად მეცლებოდა და ჩასუნთქვას ვეღარ ვახერხებდი. ენით აუწერელი ტკივილისა და თავზარდაცემისგან უხმოდ ამოვიხავლე. თვალები შეძლებისდაგვარდ გავახილე და ხელი მისკენ წავიღე რომ გაჩერებულიყო. მის გარდა ვერავის ვხედავდი. ვეღარც ანდრეას..
-გთხოვ გაჩერდი, ნუ მირტყავ გემუდარები!- ჩურჩულით ძლივს ვუთხარი და თვალები ისევ მიმეხუჭა ტკივილისგან.
- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე!
- ორსულად ვარ!- ჩურჩულით დავუყვირე. არვიცი ეს როგორ ჟღერდა მაგრამ წამით გაჩერდა, აღარ დაურტყამს. მისი სახე საშინელმა ღიმილმა შეცვალა, მინდორზე თავი გადავაგდე და ჩასუნთქვას ვცდილობდი. ვიფიქრე მასში რაიმე ადამიანური გავაღვიძე, რაიმე რითიც გავაჩერებდი მაგრამ შევცდი. თვალები გავახილე თუარა მაშინვე უფრო ძლიერი დარტყმა ვიგრძენი ზურგის არეში, რამაც გვერძე გადამაგდო. თვალები დავხუჭე. მეგონა სისხლისგან ვიცლდბოდი. მეგონა ყველაფერი დამთავრდა და ჩემი პატარა უკვე აღარ არსებობდა. ტკივილს ყრუდ ვგრძნობდი მაგრამ არაფერი მესმოდა და თვალებსაც ვერ ვახელდი…
ვხვდებოდი ყველაფერი დამთავრდა, აღარაფერს ჰქონდა აზრი. შიშმა ერთიანად შემიპყრო როდესაც ყველა ძვლის ტკივილთან ერთად მუცლის საშინელი წვა ვიგრძენი. მინდოდა მოვკუნტულიყავი, თავი მუხლებზე დამედო და მეტირა, მეღრიალა. ყველაფერი იმ წამამდე დამებრუნებინა როდესაც ანდრეა კასპიდან გავუშვი. არ გავუშვებდი..
რა სასაცილოა არა?! არასდროს მიფიქრია სიკვდილზე, ახლა ვფიქრობ. ვგრზნობ როგორ მახვევს თავის ფესვებს და დაბლა მიწისკენ მიმათრევს. ის შავია და ნაკვთები არ გააჩნია. არ არის ისეთი როგორიც ადამიანებს წარმოგვოდგენია: მაღალი, გამხდარი, შავი ტანსაცმლით და ცულით. ის უჩინარია, უსხეულო, უსულო. მინდაგამოვფხიზლდე ან მისი სახე დავინახო მაგრამ თავისი სიშავის გარდა არაფერს მანახებს. . .

მალე ფიქრსაც ვწყვეტ…

თვალებს ვახელ და საკუთარ ბავშვობას ვეგებები. იმას რაც უდარდელი იყო. იმას რამაც არიცოდა სიყვარული რა იყო. იმას რამაც არიცოდა სიყვარულის გამო რამდენზე იყო წამსვლელი..


ანდრეა*:

ტვინში მაშინვე სისხლი ჩამექცა, რომ დავინახე როგორ დაარტყა მარიამს. მისკენ სირბილით წავედი თუმცა როგორც ჩანს ეს მარტო არ იყო ...
არსაიდან მისი სამი მეგობარი გამოჩნდა და გამაკავეს.
-ყველას სათითაოდ დაგხოცავთ! - დავუღრიალე ბოლო ხმაზე და გათავისუფლება ვცადე. თორნიკე მომიბრუნდა. მარიამი უკვე უგონოდ ეგდო. ჩვენს შორის არც ისე დიდი მანძილი იყო. არაფერი მესმოდა რა უთხრა ასეთი, რითიც ბერიძე ასეთ ცხოველად იქცა!
სახეში მისი მუშტი მომხვდა.
-შენ ყველაფერი იცოდი. აქ არ უნდა ყოფილიყავი. და არც მას უნდა მოეძებნე- ხელი მარიამისკენ ისე გაიშვირა, რომ არც გაუხედავს.
-ისე გაწამებ, შენით მევედრებოდე მალე მომკალიო!- კბილებში გამოვცერი დაწინასწარი სიამოვნებისგან ჩამეღიმა. ამ ნაბი*ვარს მართლა საკუთარ სისხლს ვაყლაპეპდი!
რაღაც უნდა ეთქვა როდესაც სირენების ხმა გავიგე და მანამდე იოანეს მანქანა დავინახე.
არ დაუყოვნებია მაშინვე სწრაფად ,შეშინებული გამომეტყველება მიიღო.
-ამით არ დაგვიმთავრებია ავალიანო!- ვერ გავიგე ყველაფერი როგორ მოხდა. მის ხელში დანა დავინახე რომელიც ჩემსკენ წამოვიდა. სხეულში ვიგრძენი ცივი მეტალი ორჯერ როგორ შემოვიდა. არასასიამოვნოდ მწველი შეგრძნება იყო. შემდეგ ხელი გამიშვეს და ძირს დავვარდი. თვალები ამიტრიალდა და ამოსუნთქვას ვცდილობდი.მეტალის სიცივეს უკვე მთელ ორგანიზმში ვგრძნობდი და ეს სიცივე არაფრით ქრებოდა. გონებას ვკარგავდი. ბუნდოვნად ვხედავდი თორნიკე თავისიანებთან ერთად როგორ ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად აორთქლდა.
მარიამი! ოღონდ მარიამი ყოფილიყო ცოცხალი და კარგად!
ვგრძნობდი სისხლისგან როგორ ვიცლებოდი და სხეული სულ უფრო და უფრო მეყინებოდა. მაგდას სიტყვები ექოსავით ჩამესმოდა ყურებში
“თქვენ ავალიანები, თითქოს ვერ ითმენთ ჯოჯოხეთში მოხვედრას”
გონებაში ვიღიმი. დედის გული ყოველთვის მართალია.
თვალებს მძიმედ ნახევრად ვახელ, ბუნდოვნად ვხედავ..
ფერები ერთმანეთში ირეოდა.
წითელი…
ლურჯი…
თეთრი….
დაგუბებულ ყურებში მხოლოდ აუტანელი წუილი იყო, რომელიც არ ჩერდებოდა და მელოდია, მელოდია რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.
ჩემს წინ ჩამუხლულ ქერა ლამაზმანს ვუყურებდი რომელიც ცდილობდა ჩემთვის ხმა მოეწვდინა, მაგრამ ამაოდ. წუილი უფრო იზრდებოდა.
უკვე საკუთარი სუნთქვის ხმა მაღიზიანებდა. ჰაერი ფილტვებში ბობოქრობდა.
მიმოვიხედე, იმის იმედით რომ იმას დავინახავდი რაც დამამშვიდებდა.
ესეც ვერ შევძელი..
ქერა სილუეტი საღამოს მოცისფრობმოლურჯოებთან ერთად, შავად იქცა და სრულ სიშავეში ერთადერთი წითელი წერტილი დამრჩა. ჩემ ულამაზეს მელოდიასთანერთად, ჩემი წითელი წერტილი - მარიამი.



პირველი ნაწილის დასასრული.



№1 სტუმარი likuna

ახლა გინდა რომ ჭკუიდან შევიშალო და თმები დავიპუტო ღერობით????? დიდი იმედი მაქვს ასე არ მორჩენილა ისტორია და როგორც დაბლა წერია მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რაც მე ამ თავმა მაგრძნობინა.
კიდევ თავს ვიმშვიდებ რომ რადგანაც სათაურში დიდი ასოებით არ წერია დასასრულიო, გამოდის არარის ეს დასასრული. იცოდე გელოდები შე შესანიშნავო ქალბატონო, ასე რომ გიყვარს მკითხველზე შთაბეჭდილების მოხდენა.

 


№2  offline მოდერი Moonlight17

likuna
ახლა გინდა რომ ჭკუიდან შევიშალო და თმები დავიპუტო ღერობით????? დიდი იმედი მაქვს ასე არ მორჩენილა ისტორია და როგორც დაბლა წერია მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რაც მე ამ თავმა მაგრძნობინა.
კიდევ თავს ვიმშვიდებ რომ რადგანაც სათაურში დიდი ასოებით არ წერია დასასრულიო, გამოდის არარის ეს დასასრული. იცოდე გელოდები შე შესანიშნავო ქალბატონო, ასე რომ გიყვარს მკითხველზე შთაბეჭდილების მოხდენა.

მადლობა საყვარელო❤️ დაგამშვიდებ და თამამად გეტყვი, რომ ეს მართლაც პირველი ‘ნაწილის’ დასასრულია და გაგრძელება ნამდვილად იქნება. მეტიც, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ამ თავის შემდეგ საერთოდ სხვა სიტუაციებში გადავინაცვლებთ ❤️

 


№3  offline წევრი Hickie

სადმე რამე პრიზი თუ არსებობს რაც დრამებს უკავშირდება, შენ უნდა გადმოგეცეს ან მე პირადად გადმოგცემმ joy რაღაც სასწაულები გველოდება ვატყობ, ვნახოთ ერთი ამჯერად რომელ მთვარის ფაზაში მოგინდება ყოფნა, მუნლაით. heart_eyes

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Hickie
სადმე რამე პრიზი თუ არსებობს რაც დრამებს უკავშირდება, შენ უნდა გადმოგეცეს ან მე პირადად გადმოგცემმ joy რაღაც სასწაულები გველოდება ვატყობ, ვნახოთ ერთი ამჯერად რომელ მთვარის ფაზაში მოგინდება ყოფნა, მუნლაით. heart_eyes

ჰაჰა ვაიიი! როგორ მიყვარს უცნაური კომპლიმენტებით რომ მაქებენ ხოლმე! <3 მადლობები <3

 


№5 სტუმარი მირაჟი

ხალხოო! ძალიან ლოგიკურია ის ფაქტი რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია. ისტორიის ბოლოსაც კი წერია. რათქმაუნდა ძალიან ბევრი რამე დარჩა გაურკვეველი. რა დაემართა ან ანდრეას ან მარიამს. საერთოდ თუ გადარჩა რომელიმე. რას იზამენ მათი მეგობრები ამ ყველაფერს რომ გაიგებენ რაც მოხდაა. ან იმ ვირთხა თორნიკეს რა ბედი ეწიაა ან ანდრეას ოჯახს რას უზამს ეხლაა. მოკლედ ძალიან კი დამძაბე მუნლაით, თითქოს ისე წერ ამ ნაწარმობებს რომ ლაღი აღწერით მკითხველმა ვერ იგრძნოს რეალურად რა დრამა დგას მართლაც. მაგრამ ვაკვირდებით აქ ხალხი და ვხედავთ :დ გელოდებითთ

 


№6  offline მოდერი Moonlight17

მირაჟი
ხალხოო! ძალიან ლოგიკურია ის ფაქტი რომ ეს მხოლოდ პირველი ნაწილის დასასრულია. ისტორიის ბოლოსაც კი წერია. რათქმაუნდა ძალიან ბევრი რამე დარჩა გაურკვეველი. რა დაემართა ან ანდრეას ან მარიამს. საერთოდ თუ გადარჩა რომელიმე. რას იზამენ მათი მეგობრები ამ ყველაფერს რომ გაიგებენ რაც მოხდაა. ან იმ ვირთხა თორნიკეს რა ბედი ეწიაა ან ანდრეას ოჯახს რას უზამს ეხლაა. მოკლედ ძალიან კი დამძაბე მუნლაით, თითქოს ისე წერ ამ ნაწარმობებს რომ ლაღი აღწერით მკითხველმა ვერ იგრძნოს რეალურად რა დრამა დგას მართლაც. მაგრამ ვაკვირდებით აქ ხალხი და ვხედავთ :დ გელოდებითთ

მართალი ხარ. როგორც ავღნიშნე, ახლა არხდება ნელ-ნელა ყველაფერს ფარდა ❤️

 


№7  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმე ღმერთო რაგააკეთე გულის კანკაითვკითხულობდიი რაგაამიკეთე სანამ ბოლომდე ჩავედი ლამის გულმა დამარტყა ეხლაც ვერ ვიჯერებ ვაიმე ღმერთო ამ ორს რომ რამე მოუვიდეს მართლა გული დამარტყავსდა მოსაბრუნებელი გავხდები

მართლა ძალიან კარგი იყო ისეთი ემოციით ვკითხულობდი ვერ აგღიგწერ

 


№8  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ვაიმე ღმერთო რაგააკეთე გულის კანკაითვკითხულობდიი რაგაამიკეთე სანამ ბოლომდე ჩავედი ლამის გულმა დამარტყა ეხლაც ვერ ვიჯერებ ვაიმე ღმერთო ამ ორს რომ რამე მოუვიდეს მართლა გული დამარტყავსდა მოსაბრუნებელი გავხდები

მართლა ძალიან კარგი იყო ისეთი ემოციით ვკითხულობდი ვერ აგღიგწერ


ვეცდები მალე დავდო გაგრძელება, რომ შენი გულის დარტყმა თავიდან ავიცილოთ smile

 


№9 სტუმარი სტუმარი Nancho

ეს ის მომენტია წარმოდგენა რომ არ მაქვს როგორი იქნება გაგრძელება. სტანდარტების დამამსხვრეველო როგორც ვხედავ ისევ ფორმაში ხარ! ❤️

 


№10  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი Nancho
ეს ის მომენტია წარმოდგენა რომ არ მაქვს როგორი იქნება გაგრძელება. სტანდარტების დამამსხვრეველო როგორც ვხედავ ისევ ფორმაში ხარ! ❤️

დიდი დიდი მადლობა <3 <3

 


№11  offline წევრი ნანა73

რა კარგად მახსოვს ეს პირველი ნაწილის დასასრული kissing_closed_eyes და რამდენი ვინერვიულე მაშინ... ველოდები მეორეს, რა ბედნიერებაა როცა ვიცი რა ხდება blush დამიჯერე იგივე ემოციები მავსებს ❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი Moonlight17

ნანა73
რა კარგად მახსოვს ეს პირველი ნაწილის დასასრული kissing_closed_eyes და რამდენი ვინერვიულე მაშინ... ველოდები მეორეს, რა ბედნიერებაა როცა ვიცი რა ხდება blush დამიჯერე იგივე ემოციები მავსებს ❤️❤️❤️

როგორ მიხარია, რომ ისევ ასეთი ემოციებით ხვდება ჩემი მკითხველი, როგორც პირველად. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის! <3

 


№13  offline წევრი ნაამა

ბიოლოგიურ საზღვრებს რომ ანგრევ არა? გოგო ჩვიდმეტი წლისაა და ნაყოფიც უფრო სუსტი იქნევა ვიდრე ნორმალური თან სამი კვირისაა და განუვითარებელი... ქალს რკინის მუცელი ქონია კიბიდან რომ დაგორდა და ნაყოფი კიდევ კარგადაა.მეორე ნაწილში ეგ ბავშვი კიდევ ცოცხალი თუ იქნება
გავაფრენ. ისე ნორმლურია არც ძალიან კარგი და არც ცუდი წარმატებები და იმედია გაითვალისწინებ რაც გითხარი.

 


№14  offline მოდერი Moonlight17

არჩვაძე
ბიოლოგიურ საზღვრებს რომ ანგრევ არა? გოგო ჩვიდმეტი წლისაა და ნაყოფიც უფრო სუსტი იქნევა ვიდრე ნორმალური თან სამი კვირისაა და განუვითარებელი... ქალს რკინის მუცელი ქონია კიბიდან რომ დაგორდა და ნაყოფი კიდევ კარგადაა.მეორე ნაწილში ეგ ბავშვი კიდევ ცოცხალი თუ იქნება
გავაფრენ. ისე ნორმლურია არც ძალიან კარგი და არც ცუდი წარმატებები და იმედია გაითვალისწინებ რაც გითხარი.

რათქმაუნდა ნაყოფი სუსტია, მაგრამ მედიცინა უკვე ისეა განვითარებული არამარტო ორსულობას, თითქმის ნებისმიერ რამეს შველიან თუ დაგვიანებული არაა.
მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№15  offline წევრი ზინიკო

ესე იგი მეორედ ვკითხულობ ამ ისტორიას, იგივე ემოციით.. ხო ვიცი რა მოხდება,მაგრამ მაინც ისევ ისე განვიცდი როგორც პირველად.. საოცარი ისტორიაა.. ალბათ მესამედაც წავიკითხავ მერე.. ავტორი ხარ სასწაული, ისე წერ რომ არ ძველდება ემოცია და ისევ იმ მოლოდინით ვარ როგორც პირველად.. ბრავო, ძალიან მაგარი ხარ.!!

 


№16  offline მოდერი Moonlight17

ზინიკო
ესე იგი მეორედ ვკითხულობ ამ ისტორიას, იგივე ემოციით.. ხო ვიცი რა მოხდება,მაგრამ მაინც ისევ ისე განვიცდი როგორც პირველად.. საოცარი ისტორიაა.. ალბათ მესამედაც წავიკითხავ მერე.. ავტორი ხარ სასწაული, ისე წერ რომ არ ძველდება ემოცია და ისევ იმ მოლოდინით ვარ როგორც პირველად.. ბრავო, ძალიან მაგარი ხარ.!!


რამდენად დიდი სიხარული მომანიჭე ახლა, შენ ხომ წარმოდგენა არ მაქვს.
უდიდესი სტიმული ხარ შენ და ჩემი ყველა მკითხველი ჩემთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent