შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა ( თავი 16)


16-12-2019, 16:40
ავტორი naattii
ნანახია 2 322

-ფრთხილად იარე, ჯერ კიდევ სუსტად ხარ_გვერდით ამოუდგა თინია ნელა მოსიარულე ბიჭს და ხელი ჩაკიდა.
-ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი პაემანი საავადმყოფოს ეზოში შედგებოდა, თანაც გერმანიაში_მოწყენილად ჩაიცინა თეოდორემ.
-მაინც საუკეთესოა_მშვიდად გაიღიმა თინიამ და ბიჭის შეგრძნებებზე სიამოვნებით გასცრა ტანში. რატომ ხდება, რომ კაცი, რომელსაც რომ შეხედავ მხოლოდ იმას გაიფიქრებ როგორი დესპოტი, მყვირალა და ჯმუხი გეგონება, სინამდვილეში ასეთი დაკვირვებული, ნაზი და სათუთი ბუნებისაა, თეოდორესთვის თითოეული დეტალი თინიასთსან გატარებული დროისა მნიშვნელოვანია და ექიმს ეს უზომოდ ახარებს.
-ღმერთო ჩემო თინია, შენ რა ამაზე უკეთესი პაემანი არ გქონია? ანუ საერთოდ არ გქონია?_გაკვირვებისგან ხმა აემაღლა თეოდორეს.
-ნუ, იმას პაემანს თლად ვერ დავარქმვდი_წარბი მოიქექა ქალმა.
-ღმერთოო, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეგ ამბავი.

-რა სიმშვიდეა, არა?_ფრთხილად მოსეირნე ბიჭს ახედა თინიამ.
-შენთან ერთად ყველგან სიმშვიდეა.
ისევ სიამოვნების ტალღამ დაუარა თინიას სხეულში, ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა ასეთ თბილ და გულღია თეოდორეს, როგორი განსხვავებული აღმოჩნდა. -შემოდგომა გიყვარს არა?_ფოთლებში მოთამაშეს დახედა თეოდორემ.
-ჩემთვის აი ზუსტად ეს ფერი აქვს შემოდგომას, ყვითელი ფოთლები, დასათოვლად შემზადებული ხის ტოტები, მიყვარს რომ შეგიძლია ნეკერჩხლის ფოთლები მარტივი მოძრაობით გაასეირნო ისევ ჰაერში, არ ვიცი, უბრალოდ ეს სიყვითლე მიყვარს_ღიმილით დაასრულა ტიტინი თინიამ და ბიჭზე ახედვა ვეღარ მოესწრო ისე დაეტაკნენ ტუჩებზე.
-შენთვის სწრაფი მოძრაობები ჯერ არ შეიძლება_არსაიდან გამოჩენილმა საბამ სულ გააფუჭა მთელი რომანტიულობა. ჩუმად ხითხითებდა და არაფრად აგდებდა ძმის გამწარებულ სახეს.
-აქამდე დაკაკუნების გამო ხომ გემუქრებოდი თთების მომტვრევით, ახლა ფეხებზე გადავალ_მაშინვე დაუღრინა ძმამ
-ისევ ეს ბალღური იუმორი_ორი თითი მოხარა ჰაერში საბამ
-ექიმიდან მოდიხარ?
-აჰა, სარძლო მიხვედრილი მყავს, ერთ კვირაში მოგცემენ უკან დაბრუნების უფლებას, მანამდე კიდევ დაგაკვირდებიან, მაგრამ ანალიზები ყველანაირად დამაკმაყოფილებელია, ანუ შენი პატარა სისხლულა შვილობილი ოფიციალურად გამოძევებულია.
-და ისევ მე მაქვს ბალღური იუმორი_თავი გადააქნია თეოდორემ და ხელით ახლოს მიიზიდა თინია -ჯობია ისევ პალატაში დავბრუნდეთ, ეს მურმანის უზარმაზარი ეკალი მაინც არ მოგვცემს მოსვენების საშუალებას_წარბები აუწია დემონსტრაციულად მოწყენილ ძმას.
-როგორ დაივიწყე საკუთარი ძმა, ნწ ნწ ნწ_თავი გადააქიცინა საბამ და სიცილით გაყვა უკან წყვილს.
-იარაღი უნდა ვიყო_დარწმუნბით დაიქნია თავი თეოდორემ და ახითხითებული ქალი გულთან მიიკრა.

-და რას ვაკეთებთ? ასე უბრალოდ ვზივართ და ვიცდით?
-სხვა გზა არ გვაქვს იოანე, ჩვენ ხელში არაფერი გვაქვს, იმდენად ბებერი დამპალი ნაბი*ვარია ტექტიკას არ ენდობა, კომპიუტერში ვერანაირი მასალა ვერც კანონიერი და ვერც არაკანონიერი გზით ვერ ვიპოვეთ_გაბრიელის ცივი ხმა გაისმა ოთახში.
-და ეს ექიმი რას იზამს? ლანგარზე დაგვიდებს და მოგვიტანს?
-არც მასე იოლადაა საქმე, ის მათ მოელაპარაკა, შეხვედრას დაპირდა, მხოლოდ ამის გამო არიან გაჩერებულები._დაჩიმ წამით შეწყვიტა ოთახში სიარული.
-და ამ შეხვედრის იმედი რითი გვაქ? მოწმე გახდება? წამში მოიშორებენ_ვერ ცხრებოდა იოანე.
-არა, თავად აქვს სულ სხვა გეგმები, საკმაოდ გამწარებული ჩანდა იმ დღეს, როგორც ჩანს ის ბიჭი მაგრად შეყვარებია, მითხრა გერმანიიდან რომ ჩამოვალ, მერე გავარკვიოთ დეტალებშიო.
-ანუ ჯერჯერობით ვჩერდებით?_დააზუსტა გაბრიელმა.
-რა თქმა უნდა არა, მოწმეები უნდა ვეძებოთ, ამ გოგომ რაცარუნდა მოგვიტანოს საკმარისი არ იქნება, ჩვენც უნდა მივეხმაროთ_დავალება გასცა დაჩიმ.
-ანუ მუშაობას ვაგრძელებთ, მე რამდენიმე ჩემს ნაცნობ ჰაკერს მივაკითხავ, ერთი ორი დედაქალაქშიც ვიცი, გამორიცხულია რაღაც მაინც ვერ ვიპოვოთ.
-მაშინ მე დაზარალებულის ოჯახებს მოვძებნი, დაახლოებით ვიცით როგორ კვდებიან ალბათ ზედმეტი ვინამაც დაინახა, რასაც იღებენ, ამითი მათ მსხვერპლებს გადავარჩევ, ოჯახებს მოვიონახულებ და გავარკვევ რითი გავდნენ ერთმანეთს, სად შეიძლებოდა ერთმანეთი გადაეკვეთათ და იქნებ ვინმეზე გავიდეთ.
-დავალებები უკვე გქონიათ, აქ რაღას მიზიხართ_მაშინვე გაყარა ოთახიდან და წინ გადაშლილ უახლეს მოწყობილობებს გადახედა მომავლისთვის რომელი გამოადგებოდა განყოფილებისთვის.


-ბოლოსდაბოლოს ორი კვირა გავიდა, თქვენ კი ახალი არაფერი გაქვთ_იმდენად ძლიერად დაარტყა ასაკიანმა კაცმა მაგიდას მუშტი წინ მჯდომი რამაზი თითქოს შეხტა და მოიბუზა.
-იმ გოგოსთან გარიგება დავდეთ ბატონო, გერმანიიდან ხვალ ბრუნდებიან, როგორც კი დაბრუნდება თავად დაგვიკავშირდება.
-და ამ ვიღაც ექიმთან რა საქმე გაქვთ? რა გახდა ასეთი ეს ორი ძმა, ბოლობოლო ორივე მოიშორეთ._გაცხარებულმა წინ და უკან სიარული დაიწყო ოთახში.
-ბატონო, ასე უცაბედი გადაწყვეტილება სავალალო იქნება, ხომ იცით რამდენად მნიშვნელოვანი ფირმა აქვთ სახელმწიფოსთვის, ვიღაცეები შეიძლება გავაცუროთ, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც ვისაც გვერდს ვერ ავუვლით და რაღაცას იყნოსებენ
-ვერ ვიტან მაგ ვითომდა ზედმეტად პატრიოტ ხალხს_ბუზღუნით დაუბრუნდა სავარძელს, რამაზი კი მაშინვე გასწორდა როგორც კი იგრძნო საქმის მისკენ შემოტრიალება.
-მაგათ ვინ იტანს ბატონო, ჭკვიანებად მოაქვთ თავი, იმ გოგოს ყველაფერი სულ ფეხებზე *იდია, გვითხრა ოღონდ ხელი არცერთს დააკაროთო და ჩემივე ხელით მოგიტანთ ნახაზებსო, ჩვენც დავჯდეთ და მშვიდად დაველოდოთ, ყოველგვარი წვალების გარეშე.
-მერედა შეიძლება ვენდოთ?
-ნდობით უფროსო მე დედაჩემს არ ვენდობი, აქ საქმე გარიგებაშია, ჩვენ ისე დავტოვებთ, თავად ნახაზს მოგვცემს, თუ არადა ნახა რაც შეგვიძლია, ორი კვირაა ექიმებში დარბიან, შემდეგ ჯერზე უარესი მოუვათ.
-ძმები რომ არ გაჩერდნენ?_მაინც ვერ მშვიდდებოდა კაცი.
-იმათ გოგოზე მოველაპარაკებით, სანამ ვინმეთი დავაშინებთ, მანამდე შეგვეძლება ჩვენის გატანა.
-რაღაც მაინც არ მომწონს ეგ საქმე, მაგრამ კარგი, ამ ერთხელ შენებურად იყოს. იცოდე თუ ჩააფლავებ......_ თით დაუქნია წამომდგარ რამაზს.
-ჩემივე თავით ვაგებ, დიახ ვიცი_ნერწყვი გადაყლაპა კაცმა და ოთახი დატოვა. -ბებერი ნაბი*ვარი_ღვარძლიანად ამოილაპარაკა ხმადაბლა და შიშით მიმოიხედა არავინ გამიგონოსო. მალევე დატოვა შენობა და თავის სამფლობელოს დაუბრუნდა.


მაინც განსხვავებულად იგრძნობოდა მშობლიური ჰაერი, წვიმიანი ამინდით ეგებებოდა სამშობლო დაბრუნებულ შვილებს და მონატრების მოკვლას არ აპირებდა გასეირნების საშუალებით. კოკისპირული წვიმა და დამატებული ცივი ქარი, შემოდგომად ზამთართან აიგივებდა და ადამიანს გარეთ გასვლის სურვილს უკლავდა. მაინც ბედნიერებმა მიმოიხედეს აეროპორტში და დამხვედრ მანქანაში ჩაჯდნენ. კოპიტნარიდან სახლამდე ნახევარი საათი სჭირდებოდათ და მიდამოების თვალიერებით კლავდნენ დროს. სახლში შესულებს თვალცრემლიანი ლამარა გამოეგება და ცხელი კერძით გაუმასპინძლდა.
-კომფორტულად ხარ? _ბალიში გაუსწორა დაწოლილ თეოდორეს თინიამ.
-შენ რომ მყავხარ გვერდით ცუდად ვერასდროს ვიქნები_პირდაპირ თვალებში ახედა ზედმეტად ახლოს მყოფ გოგოს.
-ჯერ კიდევ ვერ შეგეჩვიე ასეთს_ღიმილით გადააქნია თავი თინიამ.
-მოდი ჩემთან_ხელი დაარტყა გვერდით ცარიელ საწოლზე ბიჭმა.
-ზედმეტად მაცდური წინადადებაა_თვალები მოჭუტა ქალმა.
-უზრდელებო, ცოტა თავი შიკავეთ, შენ კიდე მაგხელა სახვევით რა პირველი ღამე და მოფერებები აგიტყდა თვალში ძლივს იხედები_საბას მხიარული ხმა გაისმა ოთახში.
-არა, ნამდვილად უნდა დავიბრუნო ჩემი იარაღი_თვალები დახუჭა თეოდორემ.
-რადგან საიმედო ხელში გტოვებ, მე წავალ.
-საით?_ბავშვივით გაეტირა ბიჭი
-საქმეები უნდა მოვაგვარო_ორაზროვნად გაიღიმა თინიამ და წამიერად მიუახლოვდა ბიჭს -ძალიან მიყვარხარ_არ მოერიდა საბას ისე აკოცა და ოთახი დატოვა.



მოვკლავ საბას, ეგ მართლა მურმანის ეკალი ეგა smiley არადა რა საყვარლები არიან ერთად თინია და თეოდორე kissing_heart დაუბრუნე სასწრაფოდ თეოდორეს თვისი იარაღი smile
რას ხლართავს ქალბატონი ექიმი? რა ნახაზები აუტყდა ახლა მაგას? რაიმე შარში არ გაეხვიოს თორე მოხვდება smile
ვინ ჯანდაბაა ეს ასაკიანი კაცი? ეგეც უეჭველი მინისტრი იქნება და მაგიტო არის დიდ გულზე და მიუჩენენ მალე მაგასც დგილს blush
შემდეგამდე ნათი kissing_heart
პ.ს. მანქანაში ჩასხდნენ და არა ჩაჯდნენ smile

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მოვკლავ საბას, ეგ მართლა მურმანის ეკალი ეგა smiley არადა რა საყვარლები არიან ერთად თინია და თეოდორე kissing_heart დაუბრუნე სასწრაფოდ თეოდორეს თვისი იარაღი smile
რას ხლართავს ქალბატონი ექიმი? რა ნახაზები აუტყდა ახლა მაგას? რაიმე შარში არ გაეხვიოს თორე მოხვდება smile
ვინ ჯანდაბაა ეს ასაკიანი კაცი? ეგეც უეჭველი მინისტრი იქნება და მაგიტო არის დიდ გულზე და მიუჩენენ მალე მაგასც დგილს blush
შემდეგამდე ნათი kissing_heart
პ.ს. მანქანაში ჩასხდნენ და არა ჩაჯდნენ smile

რომ იცოდე რა ვითარებაში დავწერეეე ჩასხდნენ კიარა სახელებიც რომ არ შემეშალა ისიც მიკვირს :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მთელი სამი დღე ველოდი ახალ თავს. :)

 


№4  offline მოდერი naattii

Anuki96
მთელი სამი დღე ველოდი ახალ თავს. :)

როგორც შემიძლია ისე ვწერ და ვდებ, არავის ვაიძულებ არც კითხვას და არც დალოდებას. მრავალჯერ ავღნიშნე რატო ვერ ვდებ ყოველდღე და დანარჩენი თქვენი საქმეა :)))

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

naattii
Anuki96
მთელი სამი დღე ველოდი ახალ თავს. :)

როგორც შემიძლია ისე ვწერ და ვდებ, არავის ვაიძულებ არც კითხვას და არც დალოდებას. მრავალჯერ ავღნიშნე რატო ვერ ვდებ ყოველდღე და დანარჩენი თქვენი საქმეა :)))

საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ გამეხარდა რომ დავინახე დადებული. და ისიც მესმის რომ ადვილი არ არის ერთ და ორ დღეში რამის დაწერა.

 


№6  offline წევრი sofo_sofia 13

როგორ გამიხარდა რომ დავინახე შენი მოთხრობა ^_^ მართლა მურმანის დიდი კი არა უდიდესი ეკალია საბა :დდ <3 <3 თეოდორე და თინია კი ძალიან საყვარლებიარიან მაგრამ თინია რას ხლართავს ვერ ვხვდები

 


№7 სტუმარი სტუმარი nestani

zalian momecona ,magram sait midis es tinia cota vhaxlartulia es tavi????

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ საბასაც ვინმე უშოვე თორე დავიწვი მაგის ცოდვიით????????????

 


№9  offline მოდერი naattii

sofo_sofia 13
როგორ გამიხარდა რომ დავინახე შენი მოთხრობა ^_^ მართლა მურმანის დიდი კი არა უდიდესი ეკალია საბა :დდ <3 <3 თეოდორე და თინია კი ძალიან საყვარლებიარიან მაგრამ თინია რას ხლართავს ვერ ვხვდები

ვნახოთ ვნახოთ :D
სტუმარი nestani
zalian momecona ,magram sait midis es tinia cota vhaxlartulia es tavi????

შეთანხმება დაუდო თავდამსხმელებს, ოღონდ ძმებს არ შეეხოთ და მე მოგიტანთ ახალი ბომბის ნახაზებსო :)))
სტუმარი თაკო
აუუ საბასაც ვინმე უშოვე თორე დავიწვი მაგის ცოდვიით????????????

ვაპირებ და ვნახოთ :D

 


№10 სტუმარი ცვჯ

დღეს დადებ?

 


№11  offline მოდერი naattii

დღეს ვერანაირად :( ბავშვი მყავს ავად ფიზიკურად ვერ დავჯექი ლეპტოპთან :(

 


№12 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მინდა შეყვარებული და დაბნეული საბა ესენი რომ მაგრად დასცინებენ :)))

 


№13  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
ძალიან მინდა შეყვარებული და დაბნეული საბა ესენი რომ მაგრად დასცინებენ :)))

მეც ძალიან მინდა :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent