მთაწმინდის მთვარე {11}
ლუკას დღე ისევ ანდრიათი დაიწყო, ისევ ჩქარობდა, ოთახიდან ოთახში დარბოდა, ანდრია კი საუზმეს მიირთმევდა, თან სიცილს ძლივს იკავებდა აქეთ-იქით მორბენალი მამის დანახვაზე. -გისმენ… - ტელეფონი ყურზე ჰქონდა მიდებული, ცალი ხელით კი ფეხსაცმელს იცვამდა. -დღეს მე გამოვიყვან ანდრიას სკოლიდან, ჩემთან დარჩება. ჩანთაში ის წიგნები ჩაულაგე რომელიც სჭირდება ხვალისთვის. -მა დარჩები დღეს დედასთან? - თავზე აკოცა ბავშვს, შემდეგ მის წინ სკამზე ჩამოჯდა და შეგრილებული ყავა მოსვა. -კი. -ჩავულაგებ წიგნებს. -კარგი. - ტელეფონი გათიშა, შემდეგ მაცივარზე გაკრულ ცხრილს შეხედა. - იგივე გაკვეთილები გაქვს მა? -ჰო. -კარგი მაშინ, წამოხტი თორემ დავაგვიანებთ. -რომ არ დამიმთავრებია? -ფულს მოგცემ და ფუბეტში იყიდე ღვეზელი ან ლობიანი. - ანდრიას ჩანთას მოკიდა ხელი, სახლიც მალე დატოვა, სკოლის შემდეგ კი სამსახურისკენ წავიდა. მთელი დღე გაბრაზებულ ბურდულს უყურებდა, ვეღარ გაეგო რაზე ბრაზობდა, იმაზე რომ ფული მოპარეს თუ ევასთან ერთად გასატარებელი დრო რომ წაართვეს. ფაქტი იყო საშინლად გაბრაზებული ბრძანდებოდა, ყველას უხეშად ესაუბრებოდა, თანამშრომლები პირველად ხედავდნენ განრისხებულ უფროსს და ზურგს უკან ჭორაობდნენ კიდეც ბურდულის ძველ ცოდვებზე. -იპოვეს! - უფროსის კაბინეტში შეყო თავი ანამ და დაინახა როგორ გადაეკრა ცუდის მომასწავლებელი ღიმილი ბურდულს. -დაე.ძრა მაგ დედამოტ.ნულს! -მოიცადე… დაიწყნარე ცოტა ნერვები და ისე წავიდეთ. - მკლავში წაავლო ხელი თორნიკემ, ბურდულმა კი წარბაწეულმა დახედა ლომიძის თითებს, შემდეგ თორნიკეს ახედა. -ხელი. -რა თვალებს მიბრიალებ? ვინმეში ხომ არ გეშლები? -რომ მეშლებოდე პირდაპირ დაგარტყავდი და გამიშვი ახლა, ან დარჩი ან წამოდი. -აუ ეს ვინ არის ტო… ხისთავიანი… - ბურტყუნით წამოდგა ფეხზე ლუკა და ძმაკაცს უკან აედევნა. - წამოდი შე ჩემა, თუ რამე დამაჭერინებ მაინც. დიდი ხანია არავინ უცემია და მგონი ამის გამო უფრო ეჩქარება ასე. -ენას ამოგაძრობ! - ისე თქვა უკან არ მიტრიალებულა. - არავის მოჭამო! -რა უნდა მითხარი? მაინცდამაინც თავი უნდა მაცემინოს? - გვერდზე ამომდგარ თორნიკეს გახედა, ღიმილის შეკავებაც უჭირდა უკვე ლუკას საუბარზე. -ბოლო დროს სულ გამო.ლევდა, არ აწყენდა ერთი წამორტყმა. -აუ რამდენი ხანია არ მიჩხუბია. - ხელის გულები გაუსვა ერთმანეთს გიორგაძემ. -მისმინე, ზედმეტი არ მოგივიდეს გაიგე? ვაბშე არაფერში გაწყობს მაგის ჩივილი. -ვინ უნდა მიჩივლოს? - ცინიკურად ჩაიცინა და მანქანის კარები გიჟივით გამოაღო. -მეგონა ევა ცოტა მოგალბობდა მაინც. - მხრები აიჩეჩა ლუკამ, უკან მჯდომი მანქანის სიდენიებს დაეყრდნო იდაყვებით, წინ გადაიწია და გზას ისე შეხედა. -აუ ლუკა ვაბშე არ ვარ ჩენი ღლაბუცის ხასიათზე და მოკეტე ცოტა ხანი, ან გადაგაგდებ მანქანიდან. -სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ. - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა. - დღეს ქეთას მიყავს ანდრია და თუ დატოვებთ თქვენს ქალებს, ბარში წავიდეთ, რამდენი ხანია არ ვყოფილვართ. -წავიდეთ! - სისწრაფეს კიდევ უფრო უმატა ბურდულმა, შემდეგ წამით ლომიძეს გადახედა. - შენ რას იზამ? -რას მეკითხები? - თვალები აატრიალა თორნიკემ შემდეგ განათებულ ტელეფონს დახედა და მეორედ დააიგნორა მარიამის ზარი. -უპასუხე, ნერვიულობს ალბათ. - არ შეუხედავ თორნიკესთვის ისე უთხრა. -არ მცალია პატარავ… არა დღეს დამაგვიანდება, დაიძინე შენ… ხოო მარიამ, თავი შეგაყვარე და ახლა უნდა გიღალატო. - სიცილით გააქნია თავი. - რა გჭირს გოგო?.. - ეღიმებოდა მის ბურტყუნზე, ტუჩს გაუაზრებლად იწვალებდა და დაბღვერილ მარიამს წარმოიდგენდა. - ნუ წუწუნებ, სასწავლი არ გაქვს?.. ისწავლე და მეც მოვალ მერე… კარგი. - როგორც კი გაუთიშა თავისთვის გაეცინა კმაყოფილს. -რაო? რა თავი შეგაყვარეო? -რა იყო? ადრე თუ გვიან ხომ მაინც შევუყვარდებოდი, აბა რისთვის მოვიყვანე ცოლად და უაზროდ უკან არ ვსდიე. -რას მეჩხუბები ტო, რა გჭირთ ამ ხალხს, მე უნდა ვჩხუბობდე წესით ყველაფერზე. -შენ ლუკა რომ ხარ მაგიტომ არ ჩხუბობ. - თვალი ჩაუკრა სარკიდან გუგამ. -კომპლიმენტად მივიღებ მაგას. ყველაფერი რომ მოაგვარეს ბარში წავიდნენ. სასმელს სვამდნენ და ბოლოს მომხდარ ამბებს განიცილავდნენ. -ნუ იჭყანები შენი ჭირიმე. - მტევანზე ანიშნა გუგას, რომელიც თითებს ხან გაშლიდა ხან მოკუმავდა და ტკივილისგან სახეს მანჭავდა. - მუშტებს რომ უქნევდი აბა რა გეგონა. -მიყურე ეგრე ცოტა ხანი არაუშვავს. - მხრები აიჩეჩა სიცილით და ჭიქაში ერთ მეოთხედად ჩასხმული სასმელი მთლიანად გადაუშვა ყელში. -საბა რომ ჩამოვიდა გითხარით? -როგორ მოხდა? - წარბები ასწია ლუკამ. -შენი მამიდაშვილი? - ყურადღებით აკვირდებოდა ჩაფიქრებულ ძმაკაცს. -ჰო… ვიღაც გოგო გაიცნო ინტერნეტით და მაგის გამო ჩამოვედიო, დღეს უნდა ენახა. -დაგაბოლა? - თავი გააქნია ლუკამ. -რომ ვერ დამაბოლა მაგიტომ ვფიქრობ რა უნდა აქ. -იქნებ პროსტა მოენატრეთ და ჩამოვიდა. - უდარდელად ჩაილაპრაკა გუგამ, მაგრამ ბოლომდე ვერ მშვიდდებოდა თორნიკეს ფორიაქზე. -შენ ბოლოს რვა წლის წინ ნახე მგონი, მაგის მერე ბევრჯერ შეიცვალა, ვერ გაიგებ რას ფიქრობს და რა უტრიალებს საერთოდ თავში. -რა განერვიულებს? რამე გააკეთა ისეთი და აღარ ენდობი? -არა, უბრალოდ ასე უცებ ჩამოსვლა, თან გოგოს გამო? მე რას მატყუებს? დარბაზში რომ არ მენახა ალბათ დიდიხანი ვერ გავიგებდი. თან… - ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ ხმამაღლა ამოისუნთქა. -რა? -მითხრა რომ გუშინ დილით ჩამოვიდა, მაგრამ გავარკვიე და თურმე ერთი კვირაა რაც ჩამოფრინდა. -აუ ეს ხლართვები ხო ვერ მოვიშორეთ რაა… ტვინი მომე.ყნა, ერთი პრობლემა მოგვარდება მეორე ჩნდება… ეს რაღას ხლართავს, ან რას გამოეჩხირა. - მობეზრებულმა თვალები აატრიალა გიორგაძემ, შემდეგ თორნიკეს გაუსწორა თვალი. - რომ შეეშვა არა? რაც უნდა ის ქნას, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის. -ჩემი მამიდაშვილია. - წარბები ასწია ლუკას საუბრით გაკვირვებულმა. -მერე? ყველას თავისი ცხოვრება აქვს ძმაო… მორჩა ვსო, დამთავრდა ის წლები ყველას საქმეში რომ ვძვრებოდით. მარტო აღარ ხარ, ცოლი გყავს, რომელსაც თურმე უკვე უყვარხარ და ახლა იმაზე კი არ უნდა იფიქრო საბა რას ხლართავს, მარიამს უფრო მეტად როგორ შეაყვარო თავი მაგაზე უნდა იფიქრო. შეეშვი ყველას, საყვარელი ქალი გყავს გვერდზე მეტი რა გინდა? მე რომ ქეთა მყავდეს ალბათ თქვენსკენაც არ გამოვიხედებოდი. - ბოლოს გაუაზრებლად მიაყოლა ფიქრები და გაოცებულ ძმაკაცებს თვალი აარიდა. - ნუ მიყურებთ ეგრე ძმურად, ვაბშე ყველაზე მაგარი ქალები გყავთ გვერდზე და მაინც ვერ აფასებთ. ჭკვიანი მაშინ ხარ როცა სხვის შეცდომებზე სწავლობო არ გაგიგიათ? ხოდა შემომხედეთ, ჩემს “დაფასებულ” ცხოვრებას შეხედეთ და იქნებ მერე მაინც მოეგოთ გონს. -რა გაყვირებს ტო, გვესმის. -ნერვები მეშლება შენს სი.ულ აზრებზე! მამიდაშვილი ყოფილა... რას ამბობ სულ მაგასთან ერთად გაიზარდე. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს, პროსტა არ მინდა თავი რამე შარში გაყოს. -მართალია ლუკა… პატარა ბიჭი არ არის, თვითონ მიხედავს თავის ცხოვრებას. შენ ჩარევის უფლებაც არ გაქვს… თუ რამე დასჭირდა თვითონ მოვიდეს და გითხრას, დანარჩენი დაიკიდე. - საუბარი ამღერებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა, ყურებამდე გაიღიმა ევას სახელის დანახვაზე და მაშინვე უპასუხა. - რაო პატარა? მოგენატრე? -არ მოდიხარ? -წამოვალ ცოტახანში. -მთვრალი ხარ? სად ხარ? -ბარში ვზივარ, აი მარჯვენა ფეხზე რუსი ნაშა მაზის, მარცხენაზე ჩინელია მგონი ეს ჩემისა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან სასმელიც მოქმედებდა და სიცილს ძლივს იკავებდა. -დღეს დარჩი მანდ, არ წამოხვიდე. - მშვიდი, მზრუნველი ხმა ჰქონდა, რამაც მთლიანად გაათბო გუგა. -უფლებას მაძლევ სხვასთან წავიდე? -სიამოვნებით გიყურებდი ასე აცანცარებულს, მაგრამ ვფიქრობ ჯობია მამაშენთან წახვიდე, გამოიძინო და ხვალ დილით ჩამოხვიდე. -მარტო არ გეშინია პატარა? - მაშინვე შეეცვალა ხმა, მოლბა და სახე გაებადრა. -არა… მაგრამ მოვიწყინე. -ჩამოვალ. -სახლში წადი გთხოვ, სადმე არ გადაიჩეხო არ დამღუპო. -ნერვიულობ? -სერიოზულად მეკითხები? -უბრალოდ მინდა მითხრა. - სავარძლის საზურგეს ჩამოადო კეფა და თვალები დახუჭა. -მომენატრე უკვე. -ევაა… -სახლში მიდი კარგი? -ეგეთი მთვრალიც არ ვარ პატარა. -ხარ. წავედი ვიძინებ, მენატრები და ხვალ მალე ჩამოდი. -ტკბილი ძილი. -შენც. - მიხვდა ბურდული როგორ გაეღიმა, ზუსტად იცოდა იმ დროს რას აკეთებდა და მიკროფონი ტუჩებთან ახლოს მიიტანა, მერე კი ჩუმათ ჩაილაპარაკა. -მკერდს ხელი მოაშორე. - უცებ თქვა და ტელეფონიც გათიშა. - რა? - მომღიმარ ძმაკაცებს შეხედა, მერე ფეხზე წამოდგა. -არაფერი. - მხრები აიჩეჩეს ორივემ ერთად. -წავედით? დაგარიგებთ სახლებში. -მოიყვანეს ჩემი მანქანა, წავალ მე ჩემით. - ფეხზე წამოდგა ლუკა და ბურდულს უკან აედევნა. -ჭკვიანად! - თვალი ჩაუკრა გუგამ, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა თორნიკესთან ერთად და მისი სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, ნახევარი წუთი იდგა და ელოდებოდა როდის აინთებოდა მწვანე, თან მუსიკას უსმენდა და თითებს საჭეზე ათამაშებდა. მოულოდნელად გაიღო უკანა კარგი და შიგნით ვიღაც ჩახტა. -წადი სწრაფად! - უცებ უკივლა გოგომ, ლუკამ კი ინტიქტურად გაზს დააჭირა ფეხი. ვერაფერს ხვდებოდა და არ ესმოდა რა ხდებოდა, რამდენიმე ქუჩას გასცდა, შემდეგ ორჯერ შეუხვია მარჯვნივ და მანქანა გააჩერა. - რატომ გააჩერე? -შენ გოგო ნორმალური ხარ? დავაი გადადი მალე! -უზრდელი ბრძანდებით! -გადადი! - სიბნელე იყო და გოგოს სახეს ვერ ხედავდა, დიდად არც აინტერესებდა, არავის გამო არ სურდა შარში თავის გაყოფა. ადრე შეიძლება პირიქით მოქცეულიყო, მაგრამ ახლა ანდრია ჰყავდა და მის გამო თავს უფრო მეტად უფრთხილდებოდა. -არ შემიძლია! -ამიხსნი რა ჯანდაბა გინდა? -ნუ ღრიალებ! -წესიერად ილაპარაკე და ნუ მეწიკვინები ჩემს მანქანაში… ან ამიხსენი ვინ ჯანდაბა ხარ და ჩემ მანქანაში რა გინდა, ან კიდე გადადი მანქანიდან! -მომდევდნენ ადამიანო! -ვინ მოგდევს? -ვიღაც მანიაკი ავიკიდე, ყველა არანორმალური, დეგენერატი და უზნეო ხომ მე უნდა ავიკიდო? მაგრამ რა ჩემი ბრალია, ორი თვეა უკვე დამდევს ის იდოტი ლაშა და უკვე ცუდად ვარ! სახლიდან ვეღარ გამოვსულვარ მაგის შიშით. -ჰოო რომ გეშინია მაგიტომ ზიხარ ახლა აქ! -დამეხმარე გთხოვ, უბრალოდ აქედან გამიყვანე, შორს რომ ვიქნებით სადაც გინდა ჩამომსვი. -იქნებ მეც მანიაკი ვარ. -არ ხარ და გთხოვ რა. - ხმა გაუტყდა გოგოს, ლუკამაც საჭეს შუბლი ჩამოადო ცოტა ხნით შემდეგ მანქანა ისევ დაძრა. - მადლობა. -სად ჩამოგსვა. -შეგიძლია ბებიაჩემის სახლთან მიმიყვანო? -შევძლებ. - უემოციოდ ჩაილაპარაკა, შემდეგ გოგოს ნათქვამი მისამართისკენ წავიდა. ხმას არცერთი იღებდა, დიდად არც აინტერესებდა ლუკას, ერთი სული ჰქონდა გოგო ჩამოესვა და სახლში წასულიყო. ისევ შუქნიშანზე მოუწია გაჩერება, სიგარეტი ამოაძვრინა და სწრაფად მოუკიდა. - გინდა? -შენ რა მთვრალი ხარ? - გაოცებული უყურებდა გიორგაძის ნახევრად განათებულ პროფილს, თითქოს ეცნობოდა კიდეც. -გინდა თუ არა?! -არ ვეწევი. -ძალიან კარგი. - ცარიელ ქუჩაზე მიაქროლებდა მანქანას, შემდეგ კი მისი ტელეფონი ამღერდა და საჭეს მეორე ხელიც მოაშორა. -ხელი მოკიდე! - უცებ წამოიკივლა უკან მჯომმა და ლუკაც გაუაზრებლად ჩააფრინდა საჭეს. -შენ ცუდად ხომ არ ხარ? ან ჩუმად იჯექი ან გისვრი აქედან გაიგე?! გამიხეთქა გული. - სარკიდან გაიხედა მაგრამ ისევ ვერაფერი დაინახა. - გისმენ მა. - სწრაფად უპსუხა ანდრიას ზარს და ხმა ისე შეეცვალა გოგოს წარბები შუბლზე აუვიდა. - მაპატიე პატარა, ვერ მოვიცალე დასარეკად… მშობელთა კრება?.. მერე დედაშენი მოდის?.. რა ექსკურსია მამი, ჯერ აპრილია… ორი თვით ადრე უნდა ვილაპარაკოთ მაგაზე?.. დამალაპარაკე დედაშენი… მარტო შენ რომ წახვიდე შეიძლება?.. რა დიტო გოგო ნერვებზე არ ამთხარო ახლა! წამოვალ მე და ნუ ჩხირავ მაგ კაცს ჩემი შვილის მამად გაიგე?! მაინცდამაინც უნდა ვნახო ეგ დედამო.ყნული და ავახიო სახე?.. ხოდა ნუ მეუბნები რაღაც სი.ობებს და ნუ სარგებლობთ ჩემი კარგი დამოკიდებულებით! რა გინდა ვერ გავიგე, ვერ აგიხსენი ყველაფერი წესიერად თუ ძალით ცდილობ გამაღიზიანო და საშინელებები მალაპარაკო?! შეირგე ის რომ პატოივს გცემ როგორც ჩემი შვილის დედას! ხვალ კრებაზე მეც მოვდივარ და დიტო შმიტოები არ დამანახო!.. არ ვყვირი, უბრალოდ ეცადე იშვიათად მეკონტაქტო და ასე არ გამაღიზიანო! ნუ მეჯიბრები, გაიხსენე რა გელაპარაკე და მაგ შენს კაცს უთხარი ენა გააჩუმოს თუ ჩემზე რამეს გეტყვის! არ ვართმევ შენ თავს… მამენტ რომ მოვინდომე წავართმევდი, მაგრამ რათ მინდა?.. გეყოფა და მითხარი რომე საათზეა კრება… ზუსტად ორზე მოვალ, ანდროს მიეცი ტელეფონი… მამი დიტო ხომ არ გავრაზებს?.. კარგი, ხვალ მანდ რჩები თუ მოდიხარ სახლში?.. მაშინ სკოლიდან სადღაც წაგიყვან… მიდი პატარა დაიძინე, დედაშენი ჩემნაირი სწრაფი ვერ არის, დაგაგვიანებს სკოლაში… - ტელეფონი გაუთიშა და მერეღა გაახსენდა უკან მჯდომი გოგო. -შვილი გყავს? -უკაცრავად? -შვილი გყავს? - ისე გაუმეორა თითქოს მართლა ვერ გაეგო გიორგაძეს. -მყავს. -ვფიქრობ კარგი მამა იქნები. -ნუ ფიქრიბ… მოვედით, მიდი ახლა გადახტი. - კორპუსის წინ გააჩერა მანქანა, შუქი აანთო და უკან შებრუნდა. ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები ლამის შუბლზე აუვიდა, არც გოგო იყო ნაკლებ სიტუაციაში. - შენ! -მადლობა და ნახვამდის! - კარების გაღება დააპირა მაგრამ სწრაფად ჩაკეტა გიორგაძემ. - გააღე! -შენ სულ გააფრინე გოგო? მინიმუმ ერთი კვირა უნდა წოლილიყავი, შენ კიდე ცხენივით დარბიხარ გარეთ! -კარები გამიღე! -მიბრძანდი და ეცადე მეტჯერ ჩემს მანქანას არ მოუახლოვდე, ნომერი დაიმახსოვრე, რომ დაინახავ უკან შებრუნდი. -სხვათაშორის მაშინაც ლაშას გავურბოდი შენ რომ… -არ მაინტერესებს, არც შენი ამბები და არც ვიღაც ლაშა, გადადი და წადი. -მეორე იდიოტი. -სწრაფად გადადი სანამ ენა ამოგაცალე. -არა! გადავიფიქრე, აქ ვიქნები. - ხელები გადაიჯვარედინა ბატარა ბავშვივით, ლუკას კი წარბები შუბლზე აუვიდა. -ძალას ნუ გამომაყენებინებ. -ა რ ა! - თავი გააქნია და ლუკაც ლამის წყობიდან გამოიყვანა. -კარგი. - სწრაფად გადავიდა მანქანიდან, კარი გამოაღო და მკლავში ჩაავლო ხელი. ისიც გაკაპსდა, ფეხი დაარტყა მუხლში და უკან შეძვრა. - ჯანადაბა! - სიმწრისგან ამოიხრიალა, უფრი მეტად გაბრაზდა და უკანა სავარძელზე გაწოლილ გოგოს ზევიდან მოექცა. თვალებ ანთებული დაჰყურებდა ზევიდან და უნდოდა იქვე მიეხრჩო, აღიზიანებდა მისი ასეთი ქცევა, თავს ძლივს აკონტროლებდა. -მომშორდი! -გადადი! -არსად წასვლას არ ვაპირებ! -ამის დედაც! ჩემთან წაგიყვან იცოდე და მანქანაში ჩაგკეტავ მთელი ღამით. -არ გა და ვალ! - სიტყვა დაუმარცვლა, შემდეგ ხელი ჰკრა მკერდზე და ლუკამაც სალონის ჭერს აარტყა თავი. -ჯოუტი თხა! შემეხვეწები რომ გაგიშვა! -წავედით? -ჯანდაბა, შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის! -მადლობა! -მოკეტე! - თავის ადგილზე მოთავსებულმა სარკიდან გახედა გაბრაზებული თვალებით. აღარც გოგოს ამოუღია ხმა. მართლა ის გააკეთა რაც უთხრა, კარჩაკეტილ მანქანაში დატოვა, ღიმილით დაუქნია ხელი და სადარბაზოსკენ დაიძრა. ღამის ოთხ საათამდე ეღვიძა, საწოლში ტრიალებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა… სნდისს ვერ იმშვიდებდა ამ სიცივეში მანქანაში რომ დატოვა გოგო. უკვე ხუთი ხდებოდა საწოლიდან რომ წამოდგა, თბილი ხალათი მოიხვია და სახლიდან გასული კიბეებზე დაეშვა. უკანა კარი გააღო და მძინარე გოგო ეჭვით შეათვალიერა. ხელით შეანჯღრია გასაღვიძებლად, რომ არ ინძრეოდა ლოყაზე შეახო თითები, სულ გაყინულიყო. -გაიღვიძე ბავშვო! - ბოლოს ხმამაღლა დაუძახა და გოგომაც შეშინებულმა თვალები ჭყიტა. -რა გაღრიალებს ნორმალური ხარ? -გადმოდი. - უხეშად მოკიდა ხელი, იძულების გარეშე გადაჰყვა გოგოც და სწრაფად მოსიარულეს უკან გაჰყვა. - შენს გამო ვერ დავიძინე, არადა ძალიან დაღლილი ვარ… ხვალ ჩემი შვილის მშობელთა კრებაზე უნდა წავიდე ჩასიებული თვალებით და რის გამო? შენი უაზრო საქციელის გამო. -შეგეძლო წესიერად გელაპარაკა, შენი ბრალია ახლა აქ რომ ვარ. -მე დაგაძალე? - წარბები ასწია გიორგაძემ, ბინის კრები შეაღო და გოგოც შიგნით შეიყვანა. -არ მესიამოვნა შენი ტონი. - ისე ეძინებოდა ინსტიქტურად მიჰყვებოდა კაცს, არც სახლს ათვალიერებდა, იატაკს მიშტერებოდა, ცოტაც და ჩაეძინებოდა. -ტრიპაჩი ბავშვი ხარ… შედი აქ და დაიძინე, ხვალ სანამ გავიღვიძებ წასული დამხვდი. - სტუმრებისთვის განკუთვნილ სახინებელში შეუშვა, კარი დახურა, თვითონ კი თავის ოთახში დაბრუნდა. ყველაფერზე ერთად ეშლებოდა ნერვები, ეს გოგო ცალკე ნერვის ჭია იყო, ცალკე ქეთას უაზრო საუბრები და კიდევ ათასი პრობლემა. ნამდვილად აღარ უნდოდა გოგოს კიდევ ერთხელ ნახვა, ნერვების შლის მეტს არაფერს უკეთებდა. ბოლოს კი ძლივს ჩაეძინა ფიქრებში გართულს. *** ჩაბნელებულ სახლში შესულმა პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი, როგრც კი კარი შეაღო ოდნავ განათებული სანათის წყალობით მძინარე მარიამს მოჰკრა თვალი. ნელა დაიძრა საწოლისკენ, სწრაფად გაიხადა და გადასაფარებლის შიგნით შეძვრა. შიშველ მხარზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყელში აკოცა, იქვე ჩარგო ცხვირი და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. -მოხვედი? - უცებ მოხვია მკლავი წელზე, თორნიკეს სხეულს აეკრო და ყელზე აკოცა. -მოვედი. -დალიე? -ცოტა. - ზურგზე აატარა თითები, მერე კი თმებში შეუცურა. -ჩამეძინა… -არაუშავს, გააგრძელე ძილი. - საფეთქელზე აკოცა, მერე კი სხეულზე უფრო მეტად აიკრო. -ბიჭებთან ერთად იყავი? - თვალ დახუჭული საუბრობდა და საყვარელი სურნელით იჟღენთდა ფილტვებს. -ჰო. -დაიღალე? - თავი წამოყო და ნახევრად გახელილი თვალებით სახეზე დააკვირდა. -ისე რა. - ლოყაზე მიეფერა, შემდეგ ტუჩებზე ნაზად აკოცა. -ელენე მითხოვდება, ხელი სთხოვა ნიკამ. -აღიარე ყველაზე რომანტიულად მაინც მე მოგიყვანე ცოლად. -ძალიან რომანტიულო იყო რომ მაკივლე, მაწივლე და ლამის გული გამიხეთქე. -სამაგიეროდ ჩვენთან ბანალურობა არ ყოფილა. -შენნაირი კაცი მაინც არავის ჰყავს ჩემს გარდა. - თვითონ მისწვდა კაცის ტუჩებს, ცხვირი თორნიკეს ყელში ჩარგო და ხელი სხეულზე აატარა. - რა გაცინებს? - ისევ დააცოცებდა თითებს თორნიკეს ბეჭებზე და წელზე, ლომიძე კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -არაფერი… დაიძინე და ხვალ მეფერე რამდენიც გინდა. - შუბლზე მიაკრო ტუჩები. არაფერი უთქვამს მარიამს, ისევ განაგრძნობდა თითებით თარეშს, შემდეგ ხელის მოძრაობაც შეწყვიტა და ლომიძეც მიხვდა რომ უკვე ეძინა. *** -დედიი გძინავს? -აქ საიდან გაჩნდი გუგა? - გაოცებული წამოდგა დივანზე მწოლი ქმრის სხეულიდან ნინო და მომღიმარ შვილს ყელზე მოხვია ხელები. - ბაკურიანში არ იყავი? -საქმე მქონდა და ჩამოსვლა მომიწია, ცოტა დავლიე და ქალბატონმა ევამ მიბრძანა აქ მოვსულიყვი. -ჭკვიანია ეგ გოგო. -ვერც კი წარმოიდგენ როგორი, მაგრამ ხშირად ურევს. -ყველა ვურევთ გუგა, ყველაა. - ისევ შვილის მკლავებში იყო გახვეული, თმაზე ეფერებოდა და ლოყაზე კოცნიდა. - გშია? -ნწ, მეძინება… თქვენ რატომ არ გძინავთ? - დივანზე წამოწოლილ გიორგის შეხედა, შემდეგ ნინოსაც უშვა ხელები და სავარძელში ჩაესვენა. -კინოს ვუყურებთ. - ისევ გვერდზე მიუწვა ქმარს და თავი მკერდზე დაადო. - ევა როდის უნდა გაგვაცნო? -რომ ჩამოვალთ მერე… წავალ დავწვები რა, დავიღალე. -თანამშრომლებს მიხედე და ყველაფერს ანას ნუ გადააბარებ. - ისე ჩაილაპარაკა უფროსმა ბურდულმა არც შეუხედავს შვილისთვის. -მივხედე უკვე. - რამდენიმე წამით დააკვირდა მშვიდად მწოლ მშობლებს და მეორე სართულზე ასული თავისი საძინებლისკენ დაიძრა. ისევ გამოჩნდა ევას სახელი განათებულ ეგრანზე და გუგამაც მაშინვე უპასუხა. - რატომ არ გძინავს? -მიხვედი? -ხო. -კარგი მაშინ. - არაფრის თქმა არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი. უცებ გაიხადა ტანსაცმელი საწოლზე მძიმედ დაეშვა, მაშინვე ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა. წამსვე ევა გაახსენდა, მისი მომღიმარი სახე წოლის დროს რომ უყურებდა ბურდულს. თვითონაც გაეღიმა, ბალიშს უფრო მეტად მოხვია ხელები და კომფორტულად მოთავსებული მალე გაითიშა. დილით ნელა დაეშვა კიბეებზე, თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა და ვარაუდით მიდიოდა სამზარეულოსკენ. -დეე! - ისე დაიძახა როგორც სჩვეოდა და სამზარეულოში შევიდა. მაცივრის კარი გამოაღო და ცივი წყალიც მოძებნა. -აქეთ ვარ. - მისაღებიდან მოესმა ხმა და ისიც წყლით სავსე ჭიქით ხელში, ტანს ზემოთ შიშველი დაიძრა მისაღებისკენ. ნინოსთან ერთად კიდევ ორ უცხო ქალს მოჰკრა თვალი, ზრდილობიანად მიესალმა, ნინოს ლოყაზე აკოცა, მერე კი იგრძნო როგორ მოეხვია უკნიდან ქალის სხეული. -პატარა, შენ სახლი არ გაქვს ყოველ დღე აქ რომ არ იყო? - არც დასჭირვებია შეხვედრა, მაშინვე მიხვდა რომ უკან მდგომი სესა უჭერდა მუცელზე ხელებს. მტევანზე აკოცა და მერე შებრუნდა გოგოსკენ. -დედას გაკეთებული ნამცხვარი მომინდა… - ტუჩები დაბრიცა სასაცილოდ, შემდეგ კისერზე შემოხვია მკლავები და მაგრად ჩაეხუტა. - როგორი სხეული გაქვს… ვარჯიში დაიწყე? - თითები ჩამოატარა უკეთ დამჩმეულ პრესზე, თან მთლიანად ათვალიერებდა. -თვეში ერთხელ მივდივარ. - ყურებამდე გაუღიმა დას, მერე ლოყაზე აკოცა. - შენი ქმარი სად არის? -მუშაობს და შენ რა გინდა აქ? -ჩემი სახლია. -მაგას არ ვამბობ. - თვალები აატრიალა სესილიამ, შემდეგ სამზარეულოში გაიყვანა ძმა. - ევასთან ერთად არ იყავი? -უნდა წავიდე ახლა, მიდი რა მაისური ჩამომიტანე. - სკამზე ჩამომჯდარმა ხელი მოხვია წელზე, ლოყა მუცელზე მიადო, თან ხელზე ეამბორა. - მიყვარხარ. -აფერისტო. - მხარზე მიარტყა ხელი, მერე თავზე აკოცა. - მეც მიყვარხარ. - უცებ მოშორდა და კიბეებისკენ დაიძრა. -ყავა გინდა? - სამზარეულოში შევიდა ნინო და შვილი წამებში შეათვალიერა. -მე გავიკეთებ დე, ისინი ვინ არიან? - ფეხზე წამოდგა, კარადიდან გამოიღო ყავა და წყლის მადუღარა ჩართო. -მზიანდა თავის გოგო მარიტა, არ გახსოვს? -არა დედა. -როგორ არ გახსოვს, რვა წლის წინ გაგაცანი! -მაცივრიდან გამოიღო ტორტი და მის დაჭრას შეუდგა. -მერე რვა წლის წინ ათი წლის იქნებოდა ეგ ბავშვი და საიდან უნდა მახსოვდეს დედა? - ყურებამდე იღიმოდა ნინოს ყურებისას, შემდეგ ყავა ჩაყარა ფინჯანში და ადუღებული წყალი დაასხა. - ვინმე ახლობელია? -ოო დამანებე თავი რა. - ხელი აიქნია და ტორტის ერთი ნაჭერი თეფშზე დადო. -მეც მინდა ერთი, ოღონდ დიდი. - ყელში აკოცა ნინოს. -უფრო ხშირად მოდი ხოლმე რა. -მოვალ ხო. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე კი გაღიმებული მოშორდა. -ჩაიცვი და გამოდი. - სესილიას გამოსტაცა ხელიდან მაისური, მერე გუგას მიაჩეჩა. -აუ ახლა იქ არ დამსვა ჩემ თავს გაფიცებ, დავლევ ყავას და მივდივარ, მარტო მყავს ქალი. -წადი ჰო წადი. - თავი გააქნია, თან სამზარეულოდან გავიდა. -ვინ არიან ისინი? -მარიტა არ გახსოვს? შენ დანახვაზე რომ იმალებოდა ხოლმე. - წინ დაიდო გუგასთვის მოჭრილი ტორტი და გემრიელად დააგემოვნა. -არა. - გაღიმებული უყურებდა დას, თან მის საუბარს უსმენდა. ბოლოს ყავის დალევას რომ მორჩა სახლიც დატოვა და ისევ ბაკურიანისკენ აიღო გეზი. შემდეგ თავს არ ვიცი როდის დავდებ პირადი მიზეზების გამო. ვეცდები გავაგრძელო წერა და დიდხანს არ გალოდინოთ. უბრალოდ ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს, რაც სწავლას ნამდვილად არ ეხება და იმედი მაქვს გამიგებთ. მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.