შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (17 თავი)


19-12-2019, 19:33
ავტორი naattii
ნანახია 2 180

სახლში დაბრუნებული თინია იმაზე დაბნეული დადიოდა ვიდრე ოდესმე, ლამის თავიც ვერ აეწია მაღლა. უგემურად მიირთვა სადილიც და თეოდორეს გვერდით წამოგორდა საწოლში.
-იყავი სამსახურში?
-კი რა თქმა უნდა.
-პრობლემა ხოარ არის რამე?_გვერდიდან მოვლით სცადა რაიმეს გაგება ბიჭმა.
-არა, დირექტორს ბოდიში მოვუხადე ჩემი გაუფრთხილებლად წასვლის გამო, თუმცა რადგან სამი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დავწერე შვებულება პრობლემა არ იქნება.
-მაშინ კარგია, გინდა ფილმი ჩავრთოთ?_მიხვდა ქალს საუბარი არ სურდა და დროებით მოცდა არჩია.
-დიდი სიამოვნებით_ლეპტოპი გადმოიღო თინიამ და ბეჭზე მიეხუტა.
ასე რთულად არც ერთი ადრინდელი საათ ნახევარი არ გასულა, არც ერთ სცენაზე გაცინებია, თითქოს არც უყურებდა, ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა, ფაქტი იყო რაღაც პრობლემა ქონდა, გადაწყვეტის გზებს კი მარტო ეძებდა.
-თინი, რა ხდება?_ ლეპტოპი დახურა თეოდორემ და ექიმს მიუბრუნდა.
-ვგიჟდები შენს დაძახებულ თინიზე_ბიჭის კისერში ჩაძვრა თინია და სახე დამალა.
-ვიცი, მაგრამ ახლა თავის დაძვრენა არ გამოგივა. მითხარი, რა ხდება?
-ხომ გთხოვეთ ბავშვის კეთებისას კარი ჩაკეტეთთქო_საბა შემოვარდა ოთახში.
-ახლა არა, გთხოვ_მაშინვე გახედა თეოდორემ.
-გასაგებია_ძმის სერიოზულ სახეზე მიხვდა საბა ყველაფერს და წამებში გაქრა თვალთახედვიდან.
-არის რამე რაც უნდა ვიცოდე? დედაშენმა თქვა რამე?
-დალიმ? რა უნდა ეთქვა?
-ვიცოდი, ჩვენზე გაიგო და უკან დაბრუნებას გთხოვს?_ამოიხვნეშა თეოდორემ.
-დედამ ჩვენზე თავიდანვე იცოდა, მე აღარ მომწონს ასე, არ შემიძლია, მგონია რომ რაღაცას ვაფუჭებ._თავის დაძვრენის საუკეთესო საშუალება გამონახა თინიამ.
-რატო? აღარ მოგწონს აქ? ვინმემ რამე გითხრა?
-რა თქმა უნდა არა თეოდორე, მე ვფიქრობ ასე.
-ამიხსენი რატომ? რამეს ვაშავბთ? რამე ზედმეტს ვაკეთებთ?
-უბრალოდ ხალხის თვალისთვის ცუდად ჩანს, შეყვარებულები ერთად ვცხოვრობთ, შენ რას იტყოდი ამ დროს სხვაზე?
-ოდესმე ვინმეზე რამე მითქვამს? მე ჩემ თავთან ვარ მართალი, ვიცი, რომ ზედმეტს არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც არ გენდომება, რაში მაინტერესებს სხვა რას იტყვის და იფიქრებს.
-მაგრამ .........
-არავითარი მაგრამ თინი, იცი, როდესაც რაიმე მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მივიღო ყოველთვის ერთი რამ მახსენდება. ერთხელ დროის გაყვანისთვის ინტერნეტში ვიძრომიალე და ერთ ფოტოს გადავაწყდი, რომელზეც პატარა მოქმედებები იყო აღბეჭდილი, ერთზე ცოლ-ქმარს ვირი ცალკე მიყავდათ, ხალხი კი ეძახდა რატომ ზედ არ ჯდებითო, მეორეში ზედ იჯდნენ და ამჯერად იმას უყვიროდნენ ცხოველი არ გეცოდებათ, თავად წადითო, მესამეში მხოლოდ ქალი იჯდა, ამიტომ ქმარზე ქილიკობდნენ ნახე ცოლი ზედ შეუსვამს თავად ფეხით მიზდევსო, მეოთხეში კიდევ კაცი იჯდა და სულ გაგიჟდნენ, ცოლი ფეხით მისდევს ის კი ზედ წამომჯდარაო. ხალხი ბრბოა თინი, მაინც ყოველთვის იმას იტყვიან რაც უნდათ და აწყობთ, ახლა რომ წახვიდე იმას იტყვიან ნახე ერთად ცხოვრობდნენ და ეტყობა ან დაშორდნენ ან გამოაგდოო, არ წახვალ ნახე საყვარლები არიანო, სხვაგან გადავალთ და ძმა ვერ აიტანა ალბათო. ისინი ყოველთვის, ყველაფერზე გააკეთებენ კომენტარს.
-ვიცი_ბიჭის კისერში ამოიზლუქუნა ქალმა და პასუხი ვეღარ გასცა ისე შერჩა სიტყვები პირზე.

ერთი კვირა სრულ არეულობაში გავიდა, როგორც იქნა ექიმი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და გულის გადასაყოლებელიც იპოვა, ცდილობდა სამსახურში ბევრი დრო გაეტარებინა და თითქმის ერთ თვიანი გაცდენა აენაზღაურებინა. უკვე აშკარა იყო როგორ გაურბოდა ძმებს და ეს სიშორე თეოდორეს უკვე ზედმეტად აწუხებდა. ხვდებოდა აქ მხოლოდ საცხოვრებლის პრობლემა აღარ იყო და ფიქრობდა როგორ გაეგო რა სჭირდა სინამდვილეში თინიას.

ზედმეტად დაღლილი გამოვიდა ერთ დღეს საავადმყოფოდან, უკვე ყელში უჭერდა ყველანაირი სიყალბე და მლიქვნელობა, ცრემლები მოსკდომოდა თვალებზე და მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა. ტელეფონზე უკვე დაბინდული თვალებით აკრიბა ნაცნობი ნომერი და მხოლოდ ორი სიტყვის თქმა დასჭირდა:
-ანა, მჭირდები.

ნახევარ საათში ხმაურიან კაფეში იჯდნენ და მომავალ დღეს გეგმავდნენ. ბებოს მონახულება გადაწყვიტეს წყალტუბოს სოფელში და აშკარად სჭირდებოდათ მანქანა.
-ოღონდ ჩემი დაცვა არა, მოაშორე აქედან_ხელი აიქნია ცოტა შეზარხოშებულმა თინიამ
-ახლავე მოვიყვან რაშს_შეყვარებულის ნომერი აკრიბა ანამ და რამდენიმე წლის წინ აღებული და მივიწყებული მართვის მოწმობა მოიჩხრიკა. მალე მოაკითხათ მანქანამ და სიცილით გავიდნენ გარეთ. გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ მის შეყვარებულთან ატუზულ უცნობ, თუმცა სურათებიდან ნაცნობ ექიმს.
-ხომ მშვიდობაა?
-ღმერთო როგორი გაფართოებული თვალებით გვიყურებ_ისევ სიცილის ტალღა მოაწვა ანას. -იმედია მალე გვექნება_აწეული წარბებით მიანიშნა ნასვამ დაზე.
-გამარჯობა გენაცვალე_თამარ ღლონტის ღიმილი შეაგება თინიამ და მის სახეზე მორიგი ისტერიული სიცილი მოაწვა.
-ქალბატონო თინია?_დაცვის ერთ-ერთი წევრი მოადგა უკან. -ბატონმა თეოდორემ სახლში წამოსვლა შემოგთავაზათ_მანქანისკენ მიანიშნა კაცმა.
-უყურე შენ ბატონ თეოდორეს, ხოდა გადაეცით თინია ორი დღით შვებულებაშიათქო, თქვენც არ გამომყვეთ, დღეს ჩემი და ანას დღეა_გიორგის ხელიდან გასაღები აართვა, მის დას ესროლა და კომფორტულად მოკალათდა.
-ყველაფერს მერე აგიხსნი რა, ვეცდები არაფერი გავუფუჭო და მალე დაგირეკავ, მიყვარხარ_წამებში მოახსენა ანამ გახევებულ ბიჭს, თავადაც მიუჯდა დას გვერდით და მანქანა დაქოქა. -კიდევ კარგი ავტომატიკაა_ამოიხვნეშა და გაზის პედალს დააჭირა ფეხი.


-არ მაპატიებს ან, არასდროს მაპატიებს_შუა გზაში ტირილი აუვარდა თინიას.
-გთხოვ მითხარი ასეთი რა ჩაიდინე_მაშინვე გადააყენა ანამ მანქანა და დას მოხვია ხელები.
-ვუღალატე, ისეთ რაღაცაში ვუღალატე აღარც გამომხედავს.
-მაშინ რატომ გააკეთე ეს?
-ცოცხალი რომ იყოს ანა, მირჩევნია ვერ მიტანდეს, მაგრამ ვიცოდე რომ სადღაც დადის, მირჩევნია უჩემოდ იყოს, მაგრამ იცხოვროს.
-შენ იცხოვრებდი ამ მბის შემდეგ თინ? შენთვის რომ თეოდორეს ეღალატა და ზურგი ექცია, როგორ გააგრძელებდი ცხოვრებას?
-ღმერთო რა გავაკეთეეე_ლამის შეტევაში გადაუვიდა თინიას ტირილი და ვეღარც ანა ახერხებდა მის დაწყნარებას. თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო, ყველანაირი ტირილი, მოთქმა, გოდება და ვედრება, სინდისის ქენჯნაც ზედმეტი იყო. უკვე ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი ზედმეტი იყო.


მეორე დილით თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ღიმილით შევიდა სახლში, მაშინვე შემოხვდა კიბეებზე ჩამომავალი თეოდორე და წამებში მოექცა ბიჭის მკლავებში.
-მომენატრე, არც ერთხელ მიპასუხე_წყენა ჩანდა ბიჭის ხმაში.
-მაპატიე, დაფიქრება მჭირდებოდა_უკვე ძველი თინიასი გრამიც აღარ იყო დარჩენილი, -ჩაიცვი, მივდივართ.
-თინი, ხომ იცი ისედაც ერთ თვეზე მეტი გამიცდა სამსახურში, თან ახალი კონტრაქტი გვაქვს, ხვალ სამსახურში გავდივარ.
-ხვალ უკვე აქ ვიქნებით, გთხოვ რა, დაცვა გველოდება.
-იცი, რომ უარს ვერ გეუბნები არა?
-რა თქმა უნდა და ვიყენებ_გაეცინა თინიას და ბიჭს ოთახისკენ უბიძგა, რამდენიმე წუთში კი უკვე მანქანით ზღვისპირეთისკენ მიქროდნენ.
-რამე განსაკუთრებული ხდება?_აღტკინებულ ექიმს დახედა თეოდორემ.
-არავინ იცის ხვალ რა მოხდება, ამიტომ მინდა ბედნიერი მოგონებები მრავლად მქონდეს_ღიმილით აკოცა თინიამ ბიჭს და კალთაში თავი ჩაუდო რომ დაეძინებინა.
თითქმის მთელი გზა ეძინა, ნერვიულობისგან გადაღლილს ნამდვილად სჭირდებოდა დასვენება, უკვე ქობულეთში შედიოდნენ რომ შეაღვიძეს.
-სადმე გაქვს ოთახი დაჯავშნილი?
-რა თქმა უნდა_ამაყად გაუწოდა მძღოლს დაწერილი მისამართი და ჩანთას სტაცა ხელი, -ჩქარა ჩქარა, წყალშიც უნდა მოვასწრო ჩასვლა_მაშინვე გადახტა გაჩერებული მანქანიდან და მიმღებში შევარდა.
სწრაფი ტემპით დაბინავდნენ, გამოიცვალეს და ზღვისკენ წავიდნენ, მონატრებულებმა გული იჯერეს ცურვით, თუმცა თეოდორე ნაკერებზე მარილიანი წყლის მოხვედრას ერიდებოდა და ღრმად არ შეუცურავს.
-სექტემბერში ბევრად სასიამოვნოა_საღამოს ჩამავალ მზეს მიეფიცხა თინია.
-თანაც ბევრი ხალხიც არ არის_გვერდით მიუწვა თეოდორეც და პირსახოცით გაიმშრალა სხეული.
-ცუდია, რომ ერთი დღით ვართ.
-არაუშავს, ყველაფერს მოვასწრებთ__თვალი ჩაუკრა და ცოტა ხნით მანაც მზით ტკბობა გადაწყვიტა.
ვახშმობა ზღვის ხედით მქონე რესტორანში გადაწყვიტეს, გაეღიმა თინიას როგორ ზუსტად ახსოვდა თეოდორეს მისი საყვარელი საჭმელები, სასმელი და როგორ ცდილობდა მისთვის კარგი კომპანიონობა გაეწია. ბევრი იმხიარულეს, სეირნობისას სუვენირების მაღაზიაში იმ დღის სამახსოვროდ ნამდვილი ქვებით გაწყობილი ტყავის სამაჯურები შეიძინეს, ერთად გაიკეთა ორივემ და ღიმილით გადახედეს ერთმანეთის ხელებს. გაკვირვებული მიყვებოდა ქუჩას თეოდორე თინიასთან ერთად და ვერაფრით ხვდებოდა როდის ან როგორ შეიცვალა ასე. საღამოს 7 საათზე გარეთ მისეირნობდა, ქალთან ხელიხელ ჩაკიდებული, ეკეთა ტყავის სამაჯური და 24 საათის მანძილზე ბედნიერებისგან სულელივით იღიმოდა, თინია კი ვერაფერს უხერხებდა მომავლის შიშს, არ უნდოდა დილა გათენებულიყო, უნდოდა ყოველი წამი ამ საღამოსი სამუდამოდ გაყინულიყო და გონებაში ჩაბეჭდილიყო. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფიქრებით დაბრუნდნენ სასტუმროში და ოთახში განმარტოვდნენ. თინიამ ზუსტად იცოდა რაც სურდა, თავისი გრძნობისა და გადაწყვეტილების სისწორეში დაწრმუნებული იყო, ამიტომ სააბაზანოდან გამოსულ თეოდორეს, საწოლთან სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი დახვდა და მთელი სხეულით, გულითა და გონებით ჩაიკარგა თეოდორეს მხურვალე მკლავებში. თითქოს ცოცხალი ორგანიზმივით ანათებდა იმ ღამით ოთახში დაბუდებული ბედნიერება.



№1  offline წევრი ვიპნი

რა ჩაიდინე თინიი ????

 


რა ჩაიდინე თინი? ოღონდ ის არა რასაც ვფიქრობ, ოღონდ ეგ არა რა :(

 


№3 სტუმარი სტუმარი თაკო

თინიამ რა მიქარააა???

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რას სჩადიხარ თინი, გოგოოო?

 


№5  offline წევრი Rania

Vaime nati davbrundi sayvareloo shenelebuli guliscemitt. Yochag kidev rogor axerxeb ceras ori bartyis gadamkidee. Gmerto chemoo. Mainc gaaketa hoo. Imedia teodore ar gajiutdeba da mixvdeba ristvisacgaaketa tiniam es. Veli gagrzelebas moutmenladdf
--------------------
Q.qimucadze

 


№6  offline წევრი sofo_sofia 13

აუარდააშორორაა

 


№7  offline მოდერი naattii

ვიპნი
რა ჩაიდინე თინიი ????

რუსკიმარუსია
რა ჩაიდინე თინი? ოღონდ ის არა რასაც ვფიქრობ, ოღონდ ეგ არა რა :(

სტუმარი თაკო
თინიამ რა მიქარააა???

ანი ანი
რას სჩადიხარ თინი, გოგოოო?

შემდეგ თავში ერთიანად გაირკვევა ყველაფერიიი ❤️
Rania
Vaime nati davbrundi sayvareloo shenelebuli guliscemitt. Yochag kidev rogor axerxeb ceras ori bartyis gadamkidee. Gmerto chemoo. Mainc gaaketa hoo. Imedia teodore ar gajiutdeba da mixvdeba ristvisacgaaketa tiniam es. Veli gagrzelebas moutmenladdf

ძალიან დიდი მადლობა ❤️ მიტო ვერ ვდებ ყოველდღე, მაგრამ როგორც ვახერხებ ვცდილობ მოლოდინები არ გაგიცრუოთ ❤️
sofo_sofia 13
აუარდააშორორაა

ვნახოთ ვნახოთ :D

 


№8 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუუ ოღონდ ეხლა არ აურიო თინი რააა,მშვენივრად მიდიოდით ერთად შენ და თეოდორე :)) ხოდა კიდეე მინდა შეყვარებულიიიიი საბააა :))

 


№9  offline წევრი ვიპნი

რაღაც მახსოვდა წინა თავში გაურკვეველი ეპიზოდი რომ იყო ჩემთვის და ახლა თავიდან გადავხედე,იმედი მაქვს თინია ტყუპებს მაინც დაუკავშირდა ნახაზებს რომ აძლევდა იმ ნაძირლებს.

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

რატომ ვარ დარწმუნებული რომ ნახაზები მიუტანა იმათ, მაგრამ ეს ყველაფერი დაჩისთან შეთანხნებით მოხდა? ველოდებით შემდეგ თავს,ვნახოთ ინტუიციამ თუ გამიმართლა
--------------------
ლანა

 


№11  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იმედია თინიას თავს ცუდი არაფერი მოხდება, როგორ მაინტერესებს რა გეგმა აქ დასახული ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ტელე გამიფუჭდა და დავაგროვე წასაკითხი თავები მიხარია იმდენი დამხვდა გამიხარდა ძალიან კარგი თავია მომეწონა მაგრამ მეშინია თევდორე რომ გაჯიუტდება და არ აპატიოს თინიას მერე ცუდია ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent