შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (თავი მეოთხე)


19-12-2019, 21:46
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 563

ადრე წასვლა გადაწყვიტა უნუვერსიტეტიდან. ლიზას ესტუმრა.
- დროშები ააფრიალეთ ჩქარა, ეს ვინ მოსულა ჩემთაან. რაღა მომკლავს აწი. - ხუმრობით კბენდა ლიზა.
- ისე ამბობ თითქოს საუკუნეა არ ვყოფილვარ. უბრალოდ ამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი. იქ უნივერსიტეტი, ცალკე ბავშვების მომზადება და რა ვქნა. არ ვიმუშაო და ისე ვინ მარჩენს.
- კარგი ხოო, ნუ დამისერიოზულე. არ გშიაა?
- არა. ყავა მინდა მარტო შენი მოდუღებული.
სანამ ლიზა ყავას ადუღებდა თათია ისევ ფიქრებში ჩაიძირა ისე, რომ ლიზას კითხვა - ახალი რა არისო, - არც გაუგონია.
- ოე, ჩვენი ძმა, რა გჭირს? - ხელი აუქნია ლიზამ.
- არაფერი, მკითხე რამე?
- შენი საქმე ცუდადაა. რა ხდება, გული ხო არ მოგტაცა ვინმემ?
- გული არა სული კიდე. უბრალოდ ჩავფიქრდი. შენთან რა ხდებაა? გიორგი არ აქტიურობს?
- უფ, აქტიურობს არა ის. ვერ ხვდება, ვერა რა უნდა ქნას. ისეა დაბნეული, გოგო მე ვარ თუ ეგ ვერ გავიგე .
- შენ კიდე ხო იცი მაგის ხასიათი არაა, ცოტა შენგან უნდა ბიძგი. რაღაცით აგრძნობინე, რომ ძვირფასია შენთვის. გეუბნები მაგას რაღაცა პატარა ნამიოკი უნდა და ნახავ მერე როგორ გამოცოცხლდება.
- ხო, რავი ვნახოთ.
- ვნახოთ კიარა, იმოქმედე. თორე გამოჩნდება ვინმე შენზე ყოჩაღი და წაგართმევს.
- მე თუ ვუყვარვარ, როგორ წამართმევს სხვა.
- მარადიული არაფერია ლიზა. არაფერი. დასასრული ყველაფერს აქვს. თუ მუდმივად გულცივი და უხეში იქნები მასთან, ერთხელაც მობეზრდება და ვისთანაც თავას კარგად იგრძნობს იმასთან გაიქცევა.
- ნუ მაშინებ ეხლა რა თათი.
- არ გაშინებ. უბრალოდ რეალობა მინდა დაგანახო.
ამ დროს ლიზას ტელეფონმა დარეკა. რომ დახედა ვინ იყო, ეგრევე თათიას გადახედა. თათიაც მიხვდა.
-უპასუხე მიდი და ნორმალურად ელაპარაკე.
- კარგი... გისმენ.
,,..........
- არამიაშავს, შენ როგორ ხარ.
..............
- დღეეს? ეხლა ცოტა დაკავებული ვარ.
,..........
- საღამოს შეიძლება.
...............
- 8 საათისთვის. კარგი.
გათიშა ლიზა ტელეფონი და ეგრევე თათიას გადახედა.
- ჰა, თქვი, რა უნდოდა. - მოუთმენლობა დაეტყო თათიას.
- ახალი ლიტერატურული კაფე იხსნება დღესო და დამპატიჟა.
- რომ მიდიხარ მაგას უკვე მივხვდი, მაგრამ იცოდე, წესიერად მოიქეცი. ნუ მოგერიდება სითბოს გამოხატვა.
- ამჯერად გიჯერებ... მაგრამ მე რომ ამდენს მარიგებ, შენ არ უნდა იფიქრო ვინმეზე?
- არ მაქვს მე მაგის დრო. თანაც შენი გიო კარგი ბიჭია. იმსახურებს ბედნიერებას. შენ გიმსახურებს.
- ოჰ, შენთან რაა, ყველა აუტანელი ხოარ იყო.
- მე არ მაქ ჯერ საქმე სამაგისიდ, რომ ვინმე მიყვარდეს. ისედაც უამარავი საზრუნავი და საფიქრალი მაქვს.
- ეე, ბოთე, მერე მაგ საზრუნავ - საფიქრალზე ერთად იფიქრებთ. მარტო აღარ იქნები.
- არ მინდა, შემეშვი. ჯერ შენ ჩაგაბარო პატრონს, მერე ვიფიქრებ ჩემზე.
- ვნახოთ, ვნახოოთ.
დიდხანს ისაუბრეს გოგოებმა. შეუმჩნევლად გავიდა 3 საათი. ლიზას დაემშვიდობა და სახლისაკენ გასწია. თითქოს არ უნდოდა სახლში მისვლა. სიცარიელე და მარტოობა ზოგჯერ აუტანელი იყო მისთვის. ზოგჯერ კიარა, სულაც აუტანელი იყო. უბრალოდ არსებობდა მომენტები, როცა გაუსაძლისი იყო. ძვალ - რბილში რომ ატანდა მარტობაა და ამ დროს გაქცევა უნდოდა. თუმცა არც გასაქცევი ჰქონდა სადმე. როგორც ბავშვობაში, ბავშვთა სახლში ცხოვრების დროს, ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული. როცა არავის დანახვა არ უნდოდა, იმ ადგილს მიაშურებდა ხოლმე და მშვიდდებოდა. ეს ჩვევა დღემდე გამოჰყვა. ცენტრალურ პარკში, მთავარ შესასვლელთან მარცხნივ პატარა ბილიკი მიდიოდა. 5 წუთი სჭირდებოდა ამ ბილიკის გავლას და ისეთ მყუდრო ადგილას აღმოჩნდებოდით, გეგონება პარკის ტერიტორიაზე კიარა, სხვა სამყაროში ხარო. ახლაც იმ ადგილს მიაშურა. დიდი ვერხვის ხის ქვეშ გრძელი სკამი იდგა. იმ სკამზე ჩამოჯდა, ღრმად ჩაისუნთქა და ზურგიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა. დამფრთხალმა და გაოცებულმა მიიხედა უკან, აქამდე ამ ადგილას სხვა არ შეუნიშნავს და ძალიან გაუკვირდა. უფრო მეტად იმან გააკვირვა, რომ იმ ადამიანში გუგა ამოიცნო. არანაკლებ გაოცებული იყო გუგაც.
- ღმერთო ჩემო, აქაც შეენ?- შეწუხებული ხმით ჩაილაპარაკა თათიამ.
- ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე ეს ადგილი. რატომღაც ამ საღამოს სახლში ვერ გავჩერდი და აქ წამოსვლა მომინდა. - უპასუხა გუგამ და ისიც სკამზე ჩამოჯდა.
- შენც მარტოობას გამოექეცი? -ჰკითხა თათიამ.
- არა, უბრალოდ ზოგჯერ სიმშვიდე სჭირდება ადამიანს. აქ კი შესანიშნავი მშვიდი გარემოა.
- ხო, მართლა საოცარი სიმშვიდეა. თითქმის 5 წელია ეს ადგილი აღმოვაჩინე და ყოველთვის, როცა სახლში მისვლა არ მინდა, აქ მოვდივარ. მართალია სახლში მარტო ვარ, სიმყუდრივეს არავინ მირღვევს, მაგრამ ზოგჯერ კედლებიც კი გბოჭვს, თითქოს უნდა გაგჭყლიტოსო და ვერ ვჩერდები ასეთ დროს სახლში.
- და მარტო რატომ ცხოვრობ? - გაუბედავად ჰკითხა გუგამ.
- შენ არ იცი? - ჩაეღიმა თათიას.
გუგა დაიბნა.
- მაპატიე, თუ რამე ისეთს შევეხე.
- ბავშვთა სახლში გავიზარდე. - უპასუხა თათიამ. - ამიტომ ვცხოვრობ მარტო.
- მაპატიე, არ ვიცოდი. - გულწრფელად შეწუხდა გუგა.
- არაფერია. იმდენი რამ მაქვს გავლილი ცხოვრებაში, შენ კითხვას უხერხულობა არ გამოუწვევია. - უპასუხა თათიამ.
- და უნივერსიტეტში როგორ მოხვდი? - დაინტერესდა გუგა.
- ეროვნული გამოცდებით გავხდი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი. საბედნიერიდ 100% გრანტი მოვიპოვე, თორემ სწავლას ვერ შევძლებდი. მერე დავამთავრე, ბატონმა გურამმა შემომთავაზა ლექციების წაკითხვა და დავთანხმდი.
- რადგან წარმატებული სტუდენტი იყავი, ხო?
- ეგაც იყო, თავისთავად. ამანაც იქონია გავლენა. თუმცა ალბათ დიდი წვლილი იმას მიუძღვის, რომ ბავშვთა სახლის აღზრდილი ვიყავი და არავინ მყავდა. ალბათ სიცოცხლეც რომ დავთმო, ბატონი გურამის პატივისცემას ვერ გადავიხდი. სტუდენტობისას, რაღაც პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი რომ არ მქონდა, თავისთან შემიფარა. რამდენიმე თვე მის სახლში ვცხოვრობდი. მერე გოგოები გავიცანი და ერთად ვიქირავეთ ბინა.
- ბატონი გურამი მართლა კარგი პიროვნებაა. ახლა უფრო მეტად გამიჩნდა მისდამი პატივისცემის გრძნობა.
- ხო, სრულიად უცხო ადამიანი განიცდიდა ჩემს მდგომარეობას და ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. სასაცილოა არაა? საკუთარმა დედამ მიგატოვოს, ბედის ანაბარა მიგაგდოს და სულ უცხო ადამიანმა, რომლისთვისაც არავინ ხარ, ამდენი რამე გააკეთის შენთვის. - თათიას ცრემლები მოერია.
- მინდა გკითხო, მაგრამ... მაგრამ... . არ მინდა ტკივილი მოგაყენო. - შეპარვით უთხრა გუგამ.
- მკითხე. იმაზე დიდ ტკივილს არაფერი მომაყენებს, როცა ვაცნობიერებ რომ დედას არ ვჭირდებოდი. ამაზე მეტი ტკივილი არსებობს? - გულახდილობის ხასიათზე იყო თათია. საუბარი უნდოდა. იშვიათად საუბრობდა წარსულზე. ახლა კი, რატომღაც ამ სღამოს უნდოდა ყველაფერი ეთქვა, რაც სულს სტკენდა.
- არასოდეს მოუკითხიხარ დედას?
- არასოდეს. ბავშვთა სახლში ცხოვრების დროს არავის ყავს დედა. აზროვნება რომ დავიწყე ამას მივხვდი. იქ ცხოვრების პერიოდში არ ყავთ გვერდით. ეს ვიცოდი და მეც შეგუებული ვიყვი ამას. თუმცა რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ შაბათ- კვირას ზოგს დედა აკითხავდა, ზოგს - მამა, ზოგს ორივე ერთად, ზოგს ბებია. ის ბავშვები გრძნობდნენ, რომ ოდესმე იქაურობას დასტოვებდნენ და იქ ყოფნას შედარებით უმსუბუქებდა ამაზე ფიქრი. მე? მე ალბათ 7-8 წლამდე ყოველდღე ველოდი დედას. როგორც კი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი ჯგუფში შემოდიოდა, ვიცოდით რომ ვიღაცას მოაკითხეს. ყველა გაბრწყინებული სახით შევცქეროდით და ვნატრობდით ჩვენი გვარი თქვასო. ნუ რა თქმა უნდა, ერთ დღეს ყველას მშობელი არ მივიდოდა და მხოლოდ ერთი ბავშვი უნდა გახარებულიყო, ეს ვიცოდით და მოთმინებით ველოდით ისევ ხელმძღ. გამოჩენას. ალბათ წლები დამჭირდა, რომ მივმხდარიყავი, ყველას აკითხავდნენ, ჩემს გარდა. რამდენჯერ ფანჯრიდან მალულად მიდევნებია თვალი, დედა შვილის შეხვედრისთვის და მთელი ღამე არ მძინებია ამაზე ფიქრში. მიხაროდა ბავშვების სიხარული, მაგრამ საშინლად მტკიოდა, რომ მე არცერთხელ ჩავხუტებივარ დედას. ყოფილა შემთხვევა, მთელი ღამე რომ ეს ორი სიტყვა მიმეორებინა ,, გთხოვ, მოდი". მაგრამ.... 8 წლის ვიყავი, რომ გადავწყვიტე - მე დედა არ მყავდა. ბავშვები თავისი გულწრფელობით ხშირად მეკითხებიდნენ - დედაშენი არასდროს მოვა? მე კი ვპასუხობდი რომ დედა არ მყავდა. უბრალოდ არ მყავდა და მორჩა. გარეგნულად ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. მაგრამ შინაგანად ისე მიჭირდა. მინდოდა რომ საერთოდ გავმქრალიყავი... იმ ღამით, როცა ვინმეს დედა ესტუმრებოდა, მე მთელი ღამე ბალიშს ვეხუტებოდი. ვნატრობდი, რა მოხდებოდა ბალიშს ხელები ჰქონდეს და ისიც ჩამეხუტოსთქო.... - თათია გაჩუმდა. ცრემლებმა არ მისცეს ხმის ამოღების უფლება. გუგა გაოგნებული უსმენდა. ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა.
- ყველაფერს გავუძლებდი, ოღონდ შემძლებოდა ვინმეს ჩავხუტებოდი. ვერ ვეგუებოდი, რომ არ შემეძლო ვინმეს უბრალოდ ჩავხუტებოდი და ისე მეტირა.
გუგას მაშინვე ის სცენა დაუდგა თვალწინ, წვიმის დროს რომ მიიყვანა სახლამდე და ჩაეხუტა. ახლა მიხვდა თათიას ტირილის მიზეზს.
-ერთხელ ავისრულე ნატვრა. - განაგრძნო თათიამ- ერთ-ერთ ბავშვს მოაკითხა დედამ და სულ მიჰყავდა. რა თქმა უნდა უხაროდა, რომ იმ დღიდან სულ დედასთან იქნებოდა, მაგრამ უჭირდა ჩვენთან გამომშვიდობება. ხმამაღლა ატირებული ჩაეხუტას დედას. არ ვიცი რატო, მაგრამ მეც გავიქეცი და დედამისს ჩავეხუტე. არ მავიწყდება ის შეგრძნება. წამით დავივიწყე ყველაფერი, როცა ხელები მომხვია და ატირებული ჩამიხუტა. სხვა ვერასოდეს ვერ გაიგებს ეს რას ნიშნავს. თითქოს ამ ქვეყნად მარტო აღარ ხარ, ვიღაცის მკლავები გიკავებს, გულისცემას გრძნობ და მშვიდდები. არ დამავიწყდება იმ ქალის თვალები, რომ ვუთხარი - გმადლობთ, რომ ჩამეხუტეთთქო. მისთვის იმხელა ტკივილი იყო ჩემი ამ მდგიმარეობაში ნახვა და ქალმა, რომელმაც 9 თვე მუცლით მატარა, ტკივილთან ერთად მომავლინა ამ ქვეყანას, ერთხელაც არ გახსენებია შვილი. და მაშინ შემრცხვა... შემრცხვა, რომ იმ არსებას დედაჩემი ერქვა. შემრცხვა, რომ ასეთი ქალი არსებობდა.
- გეყოფა, გთხოვ... - მუდარის ტონით მიმართა გუგამ, გვერდით მიუჯდა, ხელები მოხვია და მაგრად მიიხუტა გულზე. საოცრად ეტკინა ამ ისტორიის მოსმენა. შეძრა. გააოგნა. თათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ უთხრა:
- ჩახუტებაზე იმიტომ არ მისაუბრია, რომ ეს გაგეკეთებინა. უბრალ...
- ამ წამს გეფიცები მე უფრო მჭირდება ჩახუტება თათია. - შეაწყვეტინა გუგამ და უფრო ძლიერად მიიხუტა.
- იტირე გთხოვ, იტირე... დღეს ამოიღე ყველა ცრემლი და ხვალიდან აღარასოდეს დაუთმო ცრემლებს გზა.
თათია უკვე ტირიდა. გუგა განუწყვეტლივ ეფერებიდა თმაზე. რამდენიმე წუთს ასე ისხდნენ. გული იჯერა თათიამ ტირილით.
- სიმშვიდისთვის მოხვედი აქ... მე კი როგორ აგატირე. - უთხრა გუგამ.
- მარტო რომ ვყოფილიყავი, მაინც ვიტირებდი. გულს ტირილი მიმსუბუქებს.
- მძიმე დღეები უკვე გამოიარე. ახლა აღარ უნდა იტირო. ყველაფერი ცუდი დამთავრდა. ახლა ხომ გაცილებით უკეთ ხარ.
- კი, ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ რთულია... წარსულს ვერ ივიწყებ. რის ფასად დაგიჯდა აქამდე მოსვლა, ამას ვერ დაივიწყებ. რაღაც მომენტში ისევ ბავშვთა სახლში ყოფნაც კი ვინატრე.
- რატო? - გაუკვირდა გუგას.
- როცა სამუდამოდ დავტოვე ბავშვთა სახლი, წასასვლელი არსად მქონდა. ბავშვთა სახლის დამლაგებელმა შემიფარა რაღაც პერიოდი. მე სამსახურის ძებნა დავიწყე. წარმოიდგინე, რამდენად რთული იქნებოდა ეს ჩემთვის. უარი არაფერზე მითქვამს. რამდენიმე ადგილას დავიწყე კიდეც დამლაგებლად მუშაობა, მაგრამ..... - თათიას ისევ ცრწმლი მოერია.
- მაგრამ რა მოხდა? - ჰკითხა გუგამ.
- მაგრამ ის, რომ საზიზღარი ადამიანებით სავსეა სამყარო. რომ გხედავენ პატარა და დაუცველი ხარ, ცდილობენ გადაგთელონ. ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვასრულებდი, მაგრამ ყველგან მეტი მოინდომეს ჩემგან. მე კი.... მე ვერ შევძლებდი.
- მეტი როგორ? დამატებით მუშაობას გთხოვდნენ?
თათიას გაეცინა. - როგორ გეტყობა, რომ ცხოვრებას არ იცნობ და სირთულეებს არ შეხვედრიხარ. არც დამატებით მუშაობაზე ვიტყოდი უარს. მაგრამ მათ სხვა რამ უნდოდათ. მათთან ურთიერთობა რომ მქონოდა ის უნდოდათ. სხვანაირი მომსახურება.
გუგა ამჯერადაც გაოცდა. - მერე.- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
- მერე ის, რომ სამსახურს ვტოვებდი და მივდიოდი. მერე ისევ ახლიდან ვიწყებდი და ასე. მერე ერთ დღესაც საცხოვრებელის დატოვებაც მომიწია. დავდიოდი ქუჩაში და არ ვიცოდი რა მექნა. როგორ აღმოვჩნდი ერთ ერთი პატარა სასტუმროს წინ არ ვიცი. ვიდექი და ვტიროდი. გონზე მაშინ მოვედი, ვიღაცამ რომ შემანჯღრია. - რა გატირებს, კარგად ხარო. ვუთხარი, რომ სამსახურს ვეძებდი. რა შეგუძლიაო რომ მკითხეს, ვუთხარი რომ აქამდე დამლაგებლად ვმუშაობდი რამდენიმე ადგილას. ჩვენც გვჭირდება დამლაგებელი და აგიყვანთო. მეპატრონე აღმოჩნდა. იმდენად გამიხარდა, იმ წამსვე დავთანხმდი. იმდენად გულღიად მესაუბრებოდა, ისიც ვუთხარი, რომ საცხოვრებელი არ მქონდა. აქ დარჩი ხოლმეო, პატარა ოთახს დაგითმობთო. იმდენად ბედნიედი ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა. მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა ჩემი სიმშვიდე. რომ მითხრეს უფროსი გეძახისო, გამიკვირდა ნეტა რამე ხოარ დავაშავეთქო და მორიდებული შევედი კაბინეტში. თავიდან მკითხა მომწონდა თუარა იქაურობა. რა თქმა უნდა ავღნიშნე, რომ კმაყოფილი ვიყავი. მერე მითხრა უკეთესი რაღაც მინდა შემოგთავაზოვო... მოკლედ მთავაზობდა რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი, საცხოვრებელი საფიქრალი არ გექნება და არც დამლაგებლობა მოგიწევსო. მე ვიზრუნებ შენზეო. არაფერზე იდარდებო. იცი ეს რა მაცდური წინადადება იყო ღია ცის ქვეშ დარჩენილი, უპატრონო პატარა გოგოსთვის? მაგრამ ვერ შევძლებდი. ვერ შევძელი. იმდღესვე დავტოვე იქაურობა. დამემუქრა, ისე გაგიფუჭებ საქმეს, ვერსად ვეღარ დაიწყებ მუშაობასო. მაგრამ არ მადარდება. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, მაგრამ იქ რომ ვერ დავრჩებოდი ზუსტად ვიცოდი.
თათია ისევ ატირდა.
- გეყოფა გთხოვ... გეყოფა. ნუღა იხსენებ იმ ყველაფერს. აღარ გინდა. - ეჩურჩულებიდა გუგა და უფრო მაგრად იხუტებდა.
ასე, ჩახუტებულები ისხდნენ. მერე თათიამ თავი გაითავისუფლა და მოშორებით გადაჯდა სკამზე.
- შენც სიმშვიდე გინოდოა აქ და მე კიდე აგაფორიაქე. - უთხრა თათიამ.
გუგა წამოდგა. მიუახლივდა თათიას და წინ ჩაუცუცქდა. ხელებით მისი ხელები მოძებნა, შეეხო და უთხრა:
- ჩემთან წამოდი.
თათიამ გაოცებულმა შეხედა.
- სახლში ყოფნა ხოარ გინდოდა.ხოდა წამოდი ჩემთან. მარტო ვცხოვრობ. არავინაა ჩემთან. არ შეგაწუხებ. სხვანაირად არ გაიგო. მე უბრალოდ გთავაზობ, რომ ეს ღამე ჩემს სახლში გაათენო. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, მარტო თავს უფრო ცუდად იგრძნობ. ვიცი რომ იტირებ. ვიცი, რომ ისევ გაქცევა მოგინდება.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგია ის რომ შენ ასე კარგად ,გამართულად წერ,მძიმეა ისტორია,სულ მტკივა ბავშვთა სახლის ბავშვები,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ,მათი გვერდში დასადგომად,ღმერთო რა რთულია იყო მიტოვებული.როგორ მიყვარს შენი გმირები.გელოდები

 


№2  offline წევრი ფუტკარა

ყველაზე დიდი კომპლიმენტია როდესაც გეუბნბიან რომ სწორად წერ... მადლობა დიდი ამისთვის...

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

მომწონს მომწონს და მომწონს!!!! ძალიან ძალიან კარგია, ველი ახალთავს იმდენად მოუთმენლობით რომ ვერ აგიხწერ

 


№4  offline წევრი თათუ♡

მალე დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent