ბუმერანგი.მეორე ნაწილი 9 თავი
ოთახის შუაგულში დგას,ხელები ჯიბეში აქვს და იმ საწოლს დასჩერებია სადაც მალიბუს მშვიდად და უშიშრად ეძინა.გაახსენდა,როგორ ირხეოდა ქარში მალიბუს შავი და ხვეული თმები.ხელები სახეზე მოისვა და აუჩქარებლად ჩაიარა კიბეები,მაგრამ კარზე ზარი შემოესმა და კარისკენ წავიდა,კარი გააღო და იზაბელას ხმაც შემოესმა. -ნიკა ვინ არის შვილო,ვინ მოვიდა. -??? -ნიკოლოზ არ გესმის შვილო? -ჩემთან არიან დედა.უპასუხა იზაბელას და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ ანამარიას. -აქ რა გინდა,კიდევ რა დაგრჩა გაურკვეველი. -მაოცებს შენი იუმორი და სტუმართ მოყვარეობაც.შემოვიდე? -წახვალ,რომ გითხრა წადითქო? -არა,რადგან სალაპარაკო გვაქვს. -შემობრძანდი. -შვილო, სტუმარი გვყავს? -შენ მგონი საქმეზე მიდიოდი ცოტა ხნის წინ,კარგად მახსოვს?.უთხრა ნიკამ იზაბელას და ისიც მიხვდა,რომ უნდა წასულიყო.დრო თითქოს გაჩერდა,იზაბელამ ჩანთა აიღო და სახლიდან გასვლისას ნიკას შეხედა,თვალი ჩაუკრა და მისთვის უცნობ გოგონას თავის დაკვრით დაემშვიდობა. -შეიძლება დამაგვიანდეს,მამას მე დავურეკავ და დაველაპარაკები.კარი დაიხურა თუ არა,ნიკამ ხელი მოკიდა ანამარიას და მალიბუს საძინებელში შეიყვანა.სრული სიჩუმეში იდგა ორივე,არცერთი არ იღებდა ხმას,მაგრამ მოულოდნელად ნიკამ დაარღვია დუმილი და სიჩუმე გააპო მისმა ცრემლნარევმა ხმამ,ხმა რომელიც ანამარიას შორეული კუთხიდან მოესმა. -ეს ოთახი დღემდე იმ ადამიანს ელოდება ვისაც ამ სახლშივე წაართვეს სიცოცხლე,მე და შენ კი ერთმანეთს ვებრძვით.მე არ დავნებდები ვიბრძოლებ იქამდე სანამ არ ვიპოვი სიმართლეს და მკვლელს,შენ კი დამშვიდდი შენი გული ამ წუთში ძალიან ძლიერად ძგერს,დავიჯერო ტირილი მოგინდა? -ირონია არ გინდა ნიკა,მაგრამ გპირდები მკვლელს ვიპოვით. -ვიპოვით? რა მოხდა ანამარია ჩემში აღარ ხედავ მკვლელს? -არ გინდა გთხოვ,ნუ დაიწყებ. -რისვის მოდი,რა გინდა რომ მითხრა. -აქ მოსვლამდე შენი მეგობარი მოვინახულე. -ლანასთან იყავი? ხომ გითხარი აღარ შეაწუხოთქო,რატომ არ გესმის. -ჯერ გაიგე რატომ შევაწუხე ბატონო პოლიციელო. -რა გინდა მისგან,ხომ ხედავ მის მდგომარეობას. -ბევრი არაფერი,მხოლოდ ერთი პიროვნების ფოტო ვაჩვენე. -რა ფოტო,ვინ არის იმ ფოტოზე. -ნახე,შენც გაჩვენებ იქნებ შენც იცნობ.ტელეფონი ამოიღო და ანამარიამ ნიკას ფოტო აჩვენა,მაგრამ ნიკამ არ შეიმჩნია და უთხრა. -არა,არ ვიცნობ. -მალიბუს დასაფლავებაზე იყო,შეუძლებელია არ გახსოვდეს ის ხომ შენს გვერდით იდგა და ხმით ტიროდა. -როგორ ფიქრობ,იმ წუთებში იმის აზრი მქონდა თვალი გადამევლო იქ დამდგარი ზღვა ხალხისთვის და გამეგო ვინ მოვიდა და ვინ არა? შენ კარგად ხარ და აზროვნებ საერთოდ? -არა მარტო დასაფლავების დღეს,ის შემდეგაც ხშირად იყო მალიბუს საფლავზე და ყვავილებიც მიიტანა,ის ყვავილები რომლებიც მალიბუს ძალიან უყვარდა. -ლანამ თუ გითხრა ჩემთან რას ეძიები, თუ გადაამოწმე ლანას მოცემული ინფორმაცია? -მინდა გავიგო ვინ არის ეს ქალბატონი,ვიცი რომ შენც იცნობ,შინაგანი ხმა მეუბნება რომ ის ჩემთვინაც ნაცნობია და შენი თვალებიც მიდასტურებს რომ შენც კარგად იცნობ მას. -ხოოოო? ძალიან საინტერესოა ჩემი თვალების წაკითხვა როდის მერე დაიწყე? -ნიკა შენ იცნობ ამ ქალს,ის ამ ქალაქში ყველასათვის უცხოა მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო და მითხრა მისი ვინაობა. -დაასრულე შენი სათქმელი? -არა,კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. -გისმენ. -შენი ნათქვამით თუ ვიმსჯელებ,სრულიად შემთხვევით მოხვდა ეს ქალი მალიბუს დასაფლავებაზე. -მე ერთ გზას გიჩვებებ და შენი ნებაა ამ გაზაზე წახვალ თუ გადაუხვევ გზიდან.თუ გზიდან გადაუხვევ,ვერასდროს ვერ გაიგებ სიმართლეს ყოველთვის ტყუილში იცხოვრებ და თუ გაყვები ნაჩვენებ გზას,შესაძლებელია სიმართლე ერთად ვიპოვოთ,რადგან მეც ამ გაზზე მივაბიჯებ. -გისმენ. -შენ კარგად იცნობ კიზირიას და დოგანაძეს,ცნობილ ექიმს.ასე არ არის? -კი ვიცნობ,ძია ვალერას და ძია რატის,მაგრამ ვერ გავიგე............. -ანამარია გამოფხიზლდი,შეეკითხე მას ამ ქალბატონის ვინაობა ვფიქრობ პასუხი მასთან უნდა ეძებო. -შევეკითხე,გგონია არ ვკითხე? -მერე? -რა პასუხსაც ველოდი ვერა,ვერ მივიღე ის პასუხი და სიმართლე გითხრა მის გულწრფელობაში პირველად შემეპარა ეჭვი.ნიკა მინდა გავიგო სიმართლე,მალიბუს მკვლელობასთან აქვს რაიმე საერთო ამ ქალბატონს? -დამღალე უკვე,ძალიან დამღალე ანამარია.წადი და ისევ შეეკითხე,იქნებ ამჯერად იპოვო მაგ კითხვაზე პასუხი. -ვიპოვი,ვიპოვი და იმ დროს შენც ჩემს გვერდით იქნები. -მე? მე რატომ უნდა ვიყო შენს გვერდით.ანამარიამ ძალიან ახლოს მიუტანა სახე ნიკას და თითქმის ნიკას ათრთოლებულ ბაგეებსაც კი შეეხო,შემდეგ ვნება მორეული მზერა შეავლო ნიკას სახეს და უთხრა. -შეუძლებელია ეს წუთები დაგავიწყდეს,რადგან არა შენ,მე მოგპარავ კოცნას. -რაააა? გაოცებულმა შეხედა ნიკამ მაგრამ თქმით ვეღარაფერი თქვა,რადგან ანამარიას ბაგეებმა სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა მას,იდგა და ვნების მორევში ჩაიძირა.როგორც მოულოდნელი იყო შეხება,ასე მოულოდნელად მოშორდა მის ბაგეებს ანამარიასგან გაჩენილი ცხელი ლავა და გაშეშებული დარჩა. -ამიერიდან თავად დამიწყებ ძებნას.ნიკა გაითიშა და როცა აზრზე მოვიდა სახლში სრულიად მარტო იყო,სიჩუმეში ის და ის სურნელი ტრიალებდა რომელიც მის ბაგეებზე დატოვა მისთვის მოულოდნელმა კოცნამ.ბოლოს როგორც იქნა გონს მოვიდა და გაეღიმა,ჰო გაეღიმა და ჩუმად თქვა. -ცდილობ ჩემში შემოჭრას,იმდენად ღრმად გინდა შემოხვიდე რომ გულმა შენი მოახლოება იგრძნოს,მაგრამ შევძლებ? არ ვიცი,მართლა არ ვიცი ამას მომავალი გვიჩვენებს. -გესმით თქვენ რას მთხოვთ? ორივე დედაც და შვილიც მთხოვთ ვთქვა ის რასაც ის ითხოვს და ყველამ ერთად წავიდეთ ციხეში? -რას ამბობ ყველამ ერთადო რომ ამბობ, რას გულისხმობ ვერ გავიგე,რადგან მე და ჩემს შვილს ვიცი რომ ცუდი არაფერი არ გაგვიკეთებია და არც გვეშინია. -მამა რატომ არ გესმის,რომ მხოლოდ ახვლედიანს შეუძლია გაანმთავისუფლოს თორნიკე რადგან,მხოლოდ ისაა ერთადერთი მოწმე მისი უდანაშაულობის. -ვიპოვი სხვა გზას,რომ გავანთავისუფლო. -რომელ გზას მამა,ორი თვე გავიდა და ჯერ რა გააკეთე,არც არაფერი. -თუ მას არ გააკეთებ რასაც ახვლედიანი ითხოვს და მეც მის მხარეს ვარ ამ წუთებში,ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს თორნიკე ქართველიშვილი რომ უდანაშაულოა.შენ რომ გინდოდეს მისი განთავისუფლება ერთ საათსაც არ გააჩერებდი იქ თორნიკეს,მაგრამ შენ მხოლოდ შენს თავზე და შენს არაკაც ძამიკოზე ფიქრობ,ამიტომ იჩერებ ფეხს და მზად ხარ უდანაშაულო გაწირო. -არასოდეს დავნებდები მას,მის უკან კიდევ დგას სხვები,მაგრამ შენ არ გინდა ეს გაიგო. -ვინ არიან ის სხვები,თქვი და დაასსრულე შენი სისხლიანი რეჟიმი.მთელი ეს წლები ხალხს ხოცავთ შენც და შენი ძმაც,მოვიდა დრო რომ გადაიხადოთ და უდანაშაულო ადამიანი გაანთავისუფლო. -ჩემი ძმა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია,ის სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა. -თორნიკეს არავინ მოუკლავს,შენს ძმას კი როგორ ფიქრობ ვინ ესროლა,ესროლა იმან ვინც გაამწარა და იმ დახოცილი ხალხიდან ეძებე ვინ სცადა მისი მოკვლა.იცი რას გეტყვი? შენი ძმა ფეხზე დადგება,გამოვა საავადმყოფოდან და კიდევ ბევრს დახოცავს,მე კი პირდაპირ გეტყვი დამსახურებულად მიიღო ის ტყვია ვინც ესროლა,მაგრამ მსროლელმა შეცდომა დაუშვა. -რა შეცდომა.შეეკითხა გაგამ იას. -თავში უნდა ესროლა და იქვე დაესრულებნინა მისი სიცოცხლე,სამართლიანობა ასე აღსდგებოდა სხვაგვარად არა. -რა გინდა რომ მითხრა ია გავცე ჩემი ძმა და ციხეში ჩავსვა,ამით კი თორნიკე გადავარჩინო? საერთოდ ვინ არის ის ჩვენი ოჯახისათვის ჩემი ძმა რომ გავწირო მის გამო. -მამა გთხოვ გააკეთე ის რაც გევალება სანამ ჯერ კიდევ შეიძლება სიკეთის გაკეთება,კითხულობ ვინ არის თორნიკე? ის ჩემი საქმროა,ჩვენ დავქორწინდებით იქ იქნება თუ აქ იქნება ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს,ჩვენ საბოლოოდ ერთად ვიქნებით.მე მას დაველოდები,შენ კი არასოდეს გაპატიებ იმას რომ შეგიძლია მისი დახმარება და არაფერს არ აკეთებ დაეხმარო. -ფატი შვილო............................. -შენ კარგად იცი თუ რა ცივსისხლიანი ძმა გყავს,ბევრჯერ გაგხვია რთულ პრობლემებში და ეს კიდევ ბევრჯერ განმეორდება,მაგრამ ისიც იცი რომ თორნიკე უდანაშსაულოა,შენი ძმაც რომ არ გასცე და არ ჩასვა ციხეში,შენ ისედაც შეგიძლია ერთი ზარით მისი გადარჩენა,მაგრამ ვხედავ რომ არ გინდა. -შენთვის მამა და ბიძა არაფერი არ არიან,რა გაუკეთებია მათ შენთვის,მაგრამ მთავარია თორნიკე გყავს ღირსეული.შენ კი ძალიან შეიცვალე,შენ არ ხარ ის ქალი ვიზედაც მე დავქორწინდი. -მართალი ხარ,შენ როგორ იქნა შეამჩნიე რომ მარტო ხარ,მე თვალი გავახილე,გამოვფხიზლდი ერთ მშვენიერ დილით და სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი,სადაც ვიპოვე ის ბედნიერება რაც ვერ ვიპოვე შენთან ერთად,შენს გვერდით. -შენ ვისზე ამბობ შეიცვალეო,შენ შენს თავს აღარ ეკუთნი მამა გამუდმებით ფიქრებში ხარ ჩაძირული და ვერ ამჩნევ რა ხდება შენს გვერდით.შენც შეიცვალე მამა,მამა რომელიც მე მყავდა ის არასოდეს ამბობდა უარს ჩემს დახმარებაზე. -სწორედ ეს არის ჩემი შეცდომა შვილო.თქვა გაგამ და სახლი დატოვა,ფატიმ კი ჩანთა აიღო და წავიდა.ძარღვებში მოწოლილი სისხლი გარეთ გამოსვლას ითხოვდა,მაგრამ ფატი ხომ რატის შვილია ის ადვილად არ ნებდება და ბოლომდე ბრძოლობს მიზნის მისაღწევად.მართალია მისი სიყვარული თავიდანვე არ გაიფურჩქნა ვარდივით,კაკტუსივით მკბენარეა მაგრამ ის იმ გზას გაჰყურებს სადაც იცის ერთ დღესაც უამრავი ვარდით ხელში გაივლის ბოლომდე მის არჩეულ გზას. -როგორ ხარ თორნიკე. -კარგად ვარ,რატომ მოდი ასე გვიან ფატი. -ჭამ საერთოდ? ძალიან გამხდარი ხარ თორნიკე. -კარგად ვარ ჩემზე ნუ ნერვიულობ. -ახვლედიანი მზად არის გადაგარჩინოს,მან მამას დაელაპარაკა. -ვიცი რასაც მოსთხოვდა,მაგრამ ნუ ელოდები მამაშენი არაფერს არ გააკეთებს. -მე და დედამ ვთხოვეთ სიმართლე თქვას. -ფატი აქამდე ვერ გაიგე მამაშენი ვინ არის? და რისი გაკეთება შეუძლია? არ გააკეთებს,არ იტყვის სიმართლეს,იმ სიმართლეს რომელსაც წლებია მალავს.ნუ დაელოდები ის არც თავის თავს და არც ზვიადის არ გაწირავს. -დაველოდოთ. -ფატი გაგამ სიმართლე რომ აღიაროს კომპანია დაიხურება,ზვიადის დაიჭერენ და შესაძლებელია გაგაც მას გვერდით მიუჯდეს,ასე კი თქვენი სახელი შერცხვება და თქვენს ქონებას ყადაღა დაედება. -რა გავაკეთო სხვა თორნიკე. -შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ,ეს გამიზნულად გააკეთა ვიღაცამ და რაც ჩაიფიქრა შეძლო მისი ფიქრის განხორციელება. -ჰო,მაგრამ ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა. -ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ სამწუხაროდ. ბნელა,ნელა მიუყვება უცნობ,მაგრამ თოთქმის ნაცნობ ბილიკს და ცდილობს აღიდგინოს იმ კოშმარული ღამის კადრები. -ეს ბილიკი,ეს სახლი,სწორედ ეს სახლია სადაც მიმიყვანეს და მე ჩავეჭიდე ძლიერ ხელს,ხელმა რომელმაც აქ მომიყვანა და ამ კიბეებზე თავისი ხელით ამიყვანა.ღმერთო,ამდენი წლის შემდეგ სულ სხვაგვარად არის ყველაფერი.მახსოვს მაშინაც მაღალი გალავანი ჰქონდა სახლს,ეზოში შესასვლელთან კი ვარდების ხეივანი იყო. აი ის ხეივანიც, აქ ახლა უფრო ბევრი ვარდია.გული აუფრიალდა,გაბედულად აიარა კიბე და კარზე ზარი მისცა,კარი იზაბელამ გააღო და იცნო გოგონა რომელმაც ორი დღის უკან ნიკას მოაკითხა. -ნიკასთან მოდი შვილო? ის არ არის სახლში,წასულია. -არა,მე თქვენთან მოვედი. -ჩვენთან? გაუკვირდა იზაბელას და იქვე მდგარ ალექსანდრეს შეხედა,რომელიც გაოცებული უცქერდა ანამარიას. -ვერ მიცანით? -ვერ გიცანი,ვინ ხარ შვილო.ხმა აუკანკალდა ალექსანდრეს. -გუშინ როდესაც აქ მოვედი,ვფიქრობდი რომ ჩემი ნაცნობი პოლიციელის სახლში მოვდიოდი,მაგრამ იმდენად ნაცნობი იყო ჩემთვის ამ სახლისკენ მომავალი გზა და თვით სახლი შიგნით,იმ დღეს ვერაფერი ვერ ვთქვი.სახლში დავფიქრდი,აღვიდგინე ყველა ის მივიწყებუი კადრები და გადავწყვიტე მოვსულიყავი და თქვენ მენახეთ. -ვერაფერს მივხვდი,ალექსანდრე ვინმეს ამსგავსებ? -ვერა,ვერავის მივამსგავსე ვისაც კი ვიცნობ. -მე კი თქვენი თვალები ათას წყვილ თვალში შემიძლია გამოვარჩიო და არ მჯერა თავად,რომ თქვენს წინ ვდგევარ და თქვენ გხედავთ ამდენი წლის შემდეგ. -შემახსენე ვინ ხარ შვილო,უკვე ასაკში ვარ და ბევრი რამ აღარ მახსოვს.ცრემლი გაერია ხმაში ალექსანდრეს. -თქვენ მამას მეგობარი იყავით,იცნობდით დედასაც და იცოდით სადაც ვცხოვრობდით.მე თქვე გადამარჩინეთ,ამ ხელებმა გამომიყვანა მე ცეცხლიდან და დაწვას სწორედ თქვენმა ხელებმა გადამარჩინა.ალექწსანდრეს ფერი დაეკარგა,მაგიდას ორივე ხელებით დაეყრდნო და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -შეუძლებელია. -მაგრამ ეს შესაძლებელია ძია ალექსანდრე. -ანამარია? ეს შენ ხარ შვილო? ალექსანდრემ ხელები გაშალა და ანამარიამაც მოეხვია,მისდაუნებურად ატირდა ალექსანდრეს მკერდზე. -თქვენ გადამარჩინეთ და მაჩუქეთ სიცოცხლე.ეს ხელები,მახსოვს როგორ კანკალებდით როცა ამ კიბეებზე ამოსვლა ვერ შევძელი გრძელი წითელი კაბის გამო და ხელში ამიყვანეთ.ანამარიამ იქვე მდგარ იზაბელას შეხედა,სახეზე აეფარებინა ხელები და ტიროდა. -ვიცანი,ეს ის პატარა ანამარიაა აქ რომ მომიყვანე და შეშინებული თვალებით გვიცქერდა ალექსანდრე.ღმერთო,ნუთუ ეს სიმართლეა და სიზმარი არ არის? -არა,ეს რეალობაა.მე და ნიკა აქ ვიზრდებოდით,ნიკამ ხელი მომკიდა და კიბეზე ასვლაში დამეხმარა.რამოდენიმე დღე ერთ საწოლში ვიძინებდით,მახსოვს როცა თავშესაფარში მივყავდი ძია ალექსანდრეს, ნიკამ მოვიდა და მითხრა. -,,არ იტირო,მოვა დრო მე დაგიცავ და ისევ მოგიყვან ჩემს სახლში ანამარია''. -მახსოვს,ნიკა როგორ დადარდიანდა და სულ ფანჯარასთან იდგა,ცოტა ხანში საზღვარგარეთ გავუშვით და იქ გაიზარდა. -არ მეგონა ნიკას თუ იცნობდი. -არ უთქვამს,რომ ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს? -არა,მე არაფერი არ ვიცოდი. -საინტერესოა რატომ არაფერი თქვა,მაგრამ არა უშავს.ძია ალექსანდრე აქ სულ სხვა რამეზე მოვედი. -მაპატიე შვილო მაგრამ მალიბუ................. -არ გჯერათ რომ სინამდვილეში მე ვარ ანამარია. -მჯერა,უფრო სწორად მინდა დავიჯერო........................ -მაგრამ ეს უკვე ერთხელ მოხდა და არ გინდათ იგივე განმეორდეს,არ გინდათ ისევ იგივე შეცდომა დაუშვათ.დამიჯერეთ,ამჯერად არანაირი შეცდომას არ უშვებთ,ეს მე ვარ ნამდვილი ანამარია ბიბილური.ვერ დაგადანაშაულებთ ასეთი შეშინებულები რომ ხართ,ერთ დილით კარს აღებთ და იქ მდგარი გოგონა გეუბნებათ,რომ ის მალიბუ არის.ეს ის გოგონაა ვისაც თქვენ სახელი და გვაერი მიეცით.ვიცი რომ ეს რთულია,მაგრამ დამიჯერეთ მეც მის მკვლელს დავეძებ და ვერ დავისვენებ სანამ არ ვიპოვი.მალიბუ მოკლეს,უდანაშაულო გოგონა რადგან მკვლელობის დამკვეთს ეგონა რომ მე მკლავდნენ.ამიტომ ეს უნდა გავარკვიო და გავიგიო ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.თქვენ ერთხელ მაჩუქეთ სიცოცხლე და არ გთხოვთ ეს მეორედ გააკეთოთ,მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს. -რა გინდა მთხოვო ანამარია. -მინდა გავიგო ვინ არის ქალი სახელად ინდირა.ალექსანდრე დაიძაბა და იზაბელას შეხედა. -ნუ მიპასუხებ ახლავე,რადგან ვხედავ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არ ხართ,ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და როცა შეძლებთ საუბარს დამირეკეთ,ნახვამდის.ანამარია წავიდა და იზაბელამ ალექსანდრეს შეხედა. -არ ტყუის,ალექსანდრე ბავშვი ერთი წელი აქ ჩემს სახლში იზრდებოდა და ახსოვს სახლის განლაგება ის მაშინ მხოლოდ 5 წლის იყო,მე ვიგრძენი რომ ის არის. -მეც ვიგრძენი რომ არ ტყუის,მაგრამ მალიბუ? -მალიბუმ ყველა გაგვაცურა ალექსანდრე,არადა როგორ ძალიან შევიყვარე.მიყვარდა მისი შავი თვალები,თმები,სახე,მისი პატარა ცხვირიც კი მიყვარდა. -მალიბუ ვიღაცამ გამოიყენა და როცა მიხვდა,რომ ის აღარ იყო საჭირო, მოიშორეს. -ესაა სიმართლე,ის მოიშორეს. -ადრე თუ გვიან სიმართლეს გავიგებთ,არ არსებობს საიდუმლო გაუმჟღავნებელი დარჩეს ყველა საიდუმლო ნახავს მზის სინათლეს და მათ შორის რუხვაძეების საიდუმლოც გამჟღავნდება. -ნელა-ნელა,კიდევ ცოტაც და აი მოვედით,აქ დაისვენე შენს საწოლზე.24 საათი აქ გაატარებ,სანამ მყარად რ დადგები ფეხზე. -ვიპოვი,ვიპოვი ვინც მესროლა და მწარედ აგებს პასუხს. -დაისვენე ნაცნობ ციხეში,იქ სადაც მე მაბამდი საწოლზე და მაშიმშილებდი. -ხატია.............................. -ჩუუუუუუ,ნუ მიყურებ შეშინებული არ ვაპირებ ისევ დაგაბა და მეც იგივე გაგიკეთო რასაც შენ მიკეთებდი. -დამაბი,მაგრამ მეც მომეცი მოძრაობის საშუალება.იცი როგორ ძალიან მომენატრე? -შენთვის მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება,ნაკერები გაგეხსნება.აქ შენი სპორტული ტანისამოსი არის,რადგან ჭრილობა თავისუფლად იყოს მოჭერილს ნუ ჩაიცმევ.გინდა მოგეხმარო ჩაცმაში? -არა,არ მინდა კარგად ვარ ასე. -ახლა დაისვენე,შემდეგ უნდა ვისაუბროთ. -კარგი,სიმართლე გითხრა დავიღალე.ხატიამ მარტო დატოვა ზვიადი და თავად სადილის კეთებას შეუდგა. -ანამარია? სად იყავი ასეთი გამოწყობილი. -გარეთ ვსეირნობდი და გადავწყვიტე მენახე. -კარგად მოიფიქრე,დალევ რამეს? -დავლევ. -რას? -ყავას თუ შეიძლება. -შევუკვეთავ.ვალერამ ტელეფონით შეკვეთა მისცა და შემდეგ ისევ ანამარიას შეხედა. -აბა? რა ხდება,შეხვდი გუშინ იმ ძველ მეგობარს? -კი შევხვდი. -რა უნდოდა? -როგორც ყველა გაჭირვებულს,გაიგეს რომ ქველმოქმედებას ვეწევი და დახმარება მთხოვა. -დახმარება? უცნაურია,არ ჰგავდა ისეთ ქალს,რომ ეკონომიურად დახმარება ეთხოვა. -მეც გამიკვირდა,ასეთი კულტურული და განათლებული ქალბატონი ჩემამდე მოვიდა,მეც დაფიქრების გარეშე გადავწყვიტე დავეხმარო. -რამდენზეა საუბარი,რადგან თქვენამდე მოვიდა ალბად დიდი თანხა გთხოვათ. -ნამდვილად ასეა 20,000$ ითხოვა. -და რას იზამ,დაეხმარები? -როგორც გითხარი გადაწყვეტილება მივიღე და ვფიქრობ,რომ დავეხმარო. -ეს შენი გადასაწყვეტია. -კარგი რა ამის გასაგებად მოდი აქ? მითხარი რამე გჭირდება? -არა,არაფერი მჭირდება,მაგრამ არ დაგიმალავ და რჩევა მინდა გკითხო ვალერა. -როგორც ექიმი? -არა,ექიმი არ მჭირდება.ვიცი რომ ფოტოების გადაღება გიყვარს,ვცდები? -არა არ სცდები,ეს ჩემი მეორე ჰობია.ერთ დროს ვფიქრობდი ფოტოგრაფობა ამერჩია და ახლაც თავისუფალ დროს ვიღებ ფოტოებს.მითხარი რა იდეა გაქვს,დამაინტერესე უკვე. -ჩემი იდეაა ღამის თბილისი გადავიღო,მინდა გადავიღო ის ხალხი ვინც ქუჩაში ცხოვრობს,ქუჩაში იძინებს და იღვიძებს.მინდა ხალხის რეალური ცხოვრება და სახეები იყოს აღბეჭდილი ჩემს ფოტოებზე,მინდა გვიცნო ისინი და მათ ცხოვრებაში შევიდე. -საინტერესოა,მართლა დამაინტერესე მაგრამ ძალიან რთული თემა არის. -ვალერა ცხოვრებაც რთულია. -შენ თავიდანვე გიზიდავდა რთული თემები,ეს გამოდის რომ მთელი ღამე ქუჩაში უნდა იყო? -ასე გამოდის,ერთ ღამეში ვერ შევძლებ დავინახო ის რაც მინდა დავინახო და გადავიღო.რას იტყვი,მოგწონს ჩემი იდეა? -ძალიან რთული,მაგრამ საინტერესო თემაა.შეძლებ? -შევძლებ,შემდეგ როცა მზად იქნება ფოტოები მინდა ფოტო-სესია მოვაწყო და იქ აღებული თანხით გაჭირვებულებს დავეხმარო.შესაძლებელია საჭირო პირებმა ამ ფოტოებზე მაინც დაინახოს ხალხის გაჭირვება და მათი რეალური სახეები რომ ისინიც არსებობენ და ისინიც ცოცხალი არსებებები არიან,რომ დახმარებას ისინიც საჭიროებს. -რა საოცრად კარგი სურნელი ტრიალებს სახლში,ოჯახის კერძები რა ძალიან მომნატრებია.რა მომიმზადა შენმა ნატიფმა ხელებმა, მაჩვენებ? -რაც მოგიმზადე ყველაფერი დიეტურია,რადგან ჯერ დიეტაზე ხარ. -მაგრამ ადამიანურად შემიძლია ვჭამო.მმმმ, რა გემრიელია.შენ არ გინდა,მოდი ერთად ვჭამოთ. -არა,შენ დანაყრდი და შემდეგ ვისაუბროთ. -გისმენ,მითხარი რა გაწუხებს,რადგან ვხედავ სევდა ჩაგდგომია თვალებში. -მთელი ეს დრო რაც საავადმყოფოში იყავი,ძალიან ბევრი ვიფიქრე და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე. -გისმენ,მითხარი. -განქორწინება მინდა. -ეს რა,ახალია რამე? -არა,ამას იმ დღიდან ვფიქრობ,როცა აქ ამ საწოლზე მთელი 7 დღე გყავდი დაბმული და ძაღლივით მაყმუილებდი,მე ახლაც შემეძლო წასვლა,მაგრამ შენსავით სადისტი არ ვარ უბრალოდ ამ მდგომარეობაში ვერ დაგტოვე. -ესე იგი უკვე დიდი ხანია რაც განქორწინებაზე ფიქრობ? -შენ მოკალი ის რაც შენს მიმართ იყო ჩემში. -ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,ამიტომ არ გადანაშასულებ. -მე აქ დავასრულე შენთან ურთიერთობა,თავი შემაყვარე და მეც მთელი გულით შეგიყვარე,მაგრამ შემდეგ გადამიარე და უკანასკნელი ქუჩის ქალივით მომექეცი. -მომისმინე........... -შენ მომისმინე,მიუხედავად შენი შეცდომებისა მე შენზე დავქორწინდი,ცხოვრებაში შანსი მოგეცი გახდე ადამიანი,მაგრამ არა შენ არასოდეს არ შეიცვლები. -ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ვიცი რომ დანმაშავე ვარ. -მე ჯერ არ დამისრულებია ჩემი სათქმელი.მე შენ ორჯერ გადაგარჩინე,მე შემეძლო იმ დილით როცა სისხლში მწოლიარე გნახე ისე დამეტოვებინე,მეორე დღეს მკვდარს გიპოვნიდნენ,მაგრამ ვერ შევძელი.როცა გეგენავა მოკლეს,მაშინაც ტყუილი ვთქვი რომ იმ ღამით ერთად ვიყავით,მე არ შემიძლია ასე ცხოვრება,ასე ვერ გავაგრძელებ თითქოს ჩემს გარშემო არაფერი არ ხდება.მინდა ჩვენი ქორწინება დასრულდეს,არ იფიქრო რამე გთხოვო მე მშვიდი ცხოვრება მინდა,მეც და ჩემს შვილსაც. -ის ბავშვი ორივესია. -არა,ის ჩემი შვილია და არც არასოდეს ვეტყვი ვინ არის მისი მამა და რა ადამიანია ის.შენ არ გაქვს უფლება მასთან სიახლოვის,აქ არ არის აქედან შორს გავაგზავნე. -სად გაუშვი ან რატომ,მე მინდოდა ჩვენ სამივეს ერთად გვეცხოვრა. -ჩემი შვილი მკურნალობას საჭიროებს,მეც მასთან წავალ, მაგრამ მოგვიანებით. -ხატია მე ბოდიში მოგიხადე და ვიცი,რომ გადავაჭარბე.ჩემი ხასიათი ასეთია,ფეთქებადი. -მე სულ შიშში ვერ ვიცხოვრებ,შენ როდის აფეთქდები და როდის იქნები კარგ ხასიათზე.სულ დაძაბული უნდა ვიყო,ეს არ შემიძლია.ბოდიში არ არის საკმარისი რაც შენ გააკეთე,მშვიდობით.ხატია ფეხზე ადგა და ისე გავიდა ზვიადის საძინებლიდან უკან არც მოუხედავს. -ხატია,ხატია,ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ.ვიცი რომ არარაობა ვარ,ვიცი რომ ჩემი მომავალი გაურკვეველი ბურუსით დაიფარება თუ წახვალ და ყველაფერმა რაც აზრი მომცა დაიკარგება.ხატია ნუ წახვალ,გთხოვ არ მიმატოვო.ხატიამ ცრემლიანი თვალებით დაკეტა კარი და გარეთაც ისმოდა ზვიადის ღრიალი,მაგრამ მან თავი ასწია და თავაწეული გავიდა ბინიდან. -რა მოხდა მამა,ვინმე მოვიდა და რამე გითხრათ? შეშინებული უცქერდა ნიკა ხან ალექსანდრეს და ხან იზაბელას. -ჯერ კიდევ მგონია,რომ უცნაურობათა კარუსელში ვზივარ,რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს. -თქვი რა მოხდა,დედა მითხარი რას ამბობს მამა. -დაჯექი შვილო,მალე ინდირაც მოვა და ყველას ერთად გეტყვით. -მოვიდა,ნიკა ის აქ მოვიდა.ვეღარ შეძლო დაემალა და წყნარად უთხრა ნიკას ალექსანდრემ. -ვინ მოვიდა,ვის გულისხმობთ. -კარზე ზარი იყო,გავაღე და იგივე განმეორდა,მანაც იგივე მითხრა რაც მაშინ მალიბუმ,რომ ის არის ნამდვილად ანამარია ბიბილური.დღეს ჩემს წინ იდგა საშუალო ტანის გამხდარი გოგონა თაფლისფერი თვალებით და ქერა თმებით,მანაც იგივე მითხრა,მაგრამ გულმა იგრძნო რომ ის იყო. -აქ მოვიდა და გნახათ? -ნიკა შენ მას იცნობ,მითხრა რომ თქვენ იცნობთ ერთმანეთს შვილო,ეს სიმართლეა? ცრემლიანი თვალებით შეხედა იზაბელამ ნიკას. -მას ყველაფერი გაახსენდა,კიბეს შეხედა და გაღიმებულმა თქვა,რომ მაშინ შენ დაეხმარე კიბეზე ასვლაში და შენს საწოლში ჩააწვინე. -მართლა მასე გითხრა? -მითხრა შვილო,მას ყველაფერი ახსენდება ნელა-ნელა. -მამა,რაც გინდა გააკეთე მაგრამ ინდირამ ეს ჯერ არ უნდა გაიგოს. -რატომ დავუმალოთ შვილო სიმართლე,რა ჩაიფიქრე.თუმცა ვიცი,შენ დნმ-ის პასუხს ელოდები.შენ ის იცანი და ამიტომ წაიღე ინდირას სავარცხელი,რომ დარწმუნებულიყავი. -არ ვიცი პასუხი რა იქნება,ამიტომ არ ვთქვი არაფერი,არ მინდოდა თქვენთვის იმედი მომეცა.იზაბელამ შეხედა ნიკას და გაუბედავად უთხრა. -ნიკა შვილო დარწმუნებული ხარ რომ ის ნამდვილად ის არის? -შესაძლებელია,მაგრამ მკვლელიც მათი მხარიდან მოდის,ამიტომ ფრთხილად იყავით.ნიკამ ფეხზე ადგა და იზაბელამ უთხრა. -უკვე მიდიხარ? -მივდივარ დედა საქმეები მაქვს,მოგვიანებით თუ ვერ მოვედი დაგირეკავთ.ნიკა წავიდა და ნახევარ საათში ინდირა აჩქარებული გულისცემით შევიდა სახლში. -რა მოხდა,რა მოგივიდა,რა იყო ასეთი საჩქარო სული ძლივს მოვიტანე აქამდე.სახეგაფითრებული ინდირა ხან ალექსანდრეს უცქერდა და ხან მის წინ მდუმარედ მყოფ იზაბელას და რობერტის. -ის მოვიდა,აქ იყო. -ცუდად ვარ,მგონი წნევა მაქვს მაღალი.თქვა ალექსანდრემ და სავარძელში ჩაჯდა. -ვინ მოვიდა,ვინ იყო ამიხსენით გასაგებად რას ამბობთ,ვერაფერი ვერ გავიგე. -ანამარია,ანამარია მოვიდა და ორივე გვიცნო ამდენი წლის შემდეგ. -იზაბელა ალექსანდრეს მაღალი წნევა აქვს და მგონი ბოდავს. -არა ჩემო ინდირა არ ბოდავს, ის აქ მოვიდა. -რას ამბობთ,აქ მოვიდა ჩემი ანამარია? რატომ არ დამირეკეთ,რატომ გაუშვით, ასე საჩქაროდ რატომ წავიდა. -აზრი დავკარგე ინდირა და გონს რომ მოვედი ის წასული იყო,ნახეთ წნევის აპარატი მანდ დევს მაგიდაზე და მომიტანე,რობერტი ცუდად ვარ. -არ მჯერა,ვერ ვიჯერებ აქ როგორ მოვიდა,როგორ მოაგნო ეს სახლი ამდენი წლის შემდეგ.თქვა რობერტიმ და ალექსანდრეს შეხედა. -მას ყველაფერი ახსოვს რობერტი და მკითხა, თუ ვიცნობ ვინმე ინდირას. -ინდირას? ის მე მეძებს? ასე პირდაპირ გკითხა? -ჰო ინდირა,პირდაპირ მკითხა თუ ვიცნობ ვინმე ინდირას.იზაბელა დამამშვიდებელი მომეცი,შენ იცი სადაც დევს. -ღმერთო,ნუთუ ჩემი შვილი იყო? მეშინია ისევ მახე რომ იყოს,ისე როგორც მალიბუს შემთხვევაში? ნიკას,ნიკას შეუძლია გაიგოს ვინ არის ის გოგონა. -დამშვიდდი,ნიკამ დაგპირდა ვიპოვიო და ის მის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. -რა გინდა,რატომ მიგზავნი შეტყობინებებს და მითქვამ ადგილებს შესახვედრად.რა ვერ გაიგე,ნათია რა ვერ გადახარშე აქამდე.შენ ადექი და ისე წადი არც კი მითხარი,ახლა რას ვერ ეგუები ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალის ყოფნას? -ყვირი,მეჩხუბები მაგრამ მაინც მოდიხარ ჩემთან შესახვედრად,ეს უკვე წინ სვლაა.გაუღიმა ნათიამ რატის. -მითხარი რა გინდა. -რა მინდა? ვერ ხვდები რაც მინდა? -არ ვიცი რა გინდა,ვერც ვხვდები და არც მაინტერესებს. -რატი ჩვენ ძალიან კარგი წყვილი ვიყავით. -კარგად გახსოვს,ვიყავით და აღარ ვართ. -შენ ცხოვრობ ქალთან,ვისთანაც დიდი დიდი 3-4 თვე იქნები,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები ქალბატონი ია სიღარიბეში ცხოვრებას ვერ გაუძლებს. -მართლა? -მართლა და ამიტომ გეუბნები რომ შენზე ძალიან ვნერვიულობ. -შენ,ჩემზე ნერვიულობ.დიდი მადლობა რა კეთილი ხარ და ბოდიში,რომ შენი თავაზიანოვბა ვერ შევამჩნიე.ეს თვისებები ახლა ჩამოგიყალიბდა თუ ადრეც გქონდა და მე ვერ ვამჩნევდი. -ისევ ირონია,დიახ რომ ვნერვიულობ რადგან ვიცი რომ მოტყუებული დარჩები და გულნატკენი, შემდეგ დეპრესიას მიეცემი,მე კი არ მინდა გული გეტკინოს. -ძნელია როცა ადამიანს არ იცნობ,მაგრამ მასზე დაუფარავი ზიზღით საუბრობ. -შენთვის კარგი მინდა რატი. -ძალიან გთხოვ ჩემგან თავი შორს დაიკავო,მე უკეთესად ვიცი რას ვაკეთებ და რა არის ჩემთვის კარგი და რა ცუდი. -შენ ვერ მოგცემს მომავალს ის ქალი. -შენ? შენ შეგიძლია მომცე მომავალი? -შემიძლია,მე მზად ვარ შენთვის ყველაფერზე წავიდე. -და რატომ არ ფიქრობ და არ მეკითხები,მინდა მე შენთან ერთად მყავდეს მომავალი? -რატი................. -წადი ნათია და აღარასოდეს გადამეღობო გზაზე. -მიყვარხარ რატი და ამ სიყვარულს გვიან მივხვდი,მაპატიე და........... -წადი,რადგან შენი უსიტყვო წასვლით ჩემში ზიზღი დატოვე,ამიტომ არ მინდა შენთან საერთო მქონდეს. -არის აქ ვინმე? -ახლავეს მოვალ.მოესმა ხმა ქვემოდან და კიბეებს ჩააყოლა თვალი,კიბეებზე ახალგაზრდა მამაკაცი ამოვიდა და ნიკას შეხედა. -გამარჯობათ,აქ მუშაობთ? -კი,აქ ვმუშაობ. -თუ არ ვცდები ეს გალერია ცნობილი მხატვარის პაატა............. -მამა იყო ჩემი.გაეცინა ვახოს.ნიკამ გაოცებულმა შეხდა მამაკაცს და კითხრა. -შვილი ხართ? -დიახ,შვილი ვარ. -ძალიან კარგი,მე ნიკოლოზ ახვლედიანი ვარ საგამომძიებლო დაწესებულებიდან. -რით შემიძლია დაგეხმაროთ. -ვფიქრობ შეძლებ ჩემს დახმარებას. -გიმენთ,თუ შემიძლია დახმარება სიხარულით დაგეხმარებით. -მაშ ასე,წლების წინ მამათქვენთან გაგა რუხვაძემ მოიტანა დედის ფოტო,რომ შეექმნა პორტრეტი. -კი მახსოვს,იყო ასეთი მომენტი. -ვიღაცამ ზედმეტი გადაიხადა რომ პორტრეტი შეცვლილიყო. -რას ამბობთ,ასეთი რამ შეუძლებელია აქ მომხდარიყო. -მშვიდად ვახო,მე მხოლოდ სახელი მინდა გავიგო ვინ იყო ადამიანი ვინც გადაიხადა პორტრესისათვის თანხა. -არა,ასეთი რამ არ ვიცი.თქვა ვახომ მაგრამ ნიკამ მიხვდა რომ ის ტყუოდა. -მხოლოდ სახელი მინდა მითხრა. -მე არ დამიხატავს ის პორტრეტი,მამამ დახატა. -ვახო მხოლოდ სახელის თქმას გთხოვ. -სიმართლეს გეუბნები არაფერი არ ვიცი. -გპირდები ვერავინ ვერ გაიგებს რომ აქ ვიყავი,ეს პირადული ძიებაა,რომელიც ჩემს საყვარელ პიროვნებას ეხება,გთხოვ მითხარი სახელი ვინ გადაიხადა თანხა იმ პორტრეტისთვის.მე ვიზრუნებ შენზე,გპირდები თუ მეტყვი მის სახელს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ,ვიცი რომ არ გინდა შენს კისერზე იყოს უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე. -არა, რას ამბობთ. -გეტყობა რომ წესიერი ადამიანი ხარ,მითხარი ვინ გასცა ბრძანება რომ პორტრეტი შეეცვალა და ეს ფოტო დაეხატა იმ პორტრეტში. -მამაჩემმა სიკვდილის წინაც მთხოვა არაფერი ვთქვა,მას ეშინოდა.პორტრეტის ჩაბარებიდან ათ დღეში დაიღუპა. -მესმის შენი,მისი სიკვდილიც არ ყოფილა შემთხვევით,ეს განგებ მოაწყვეს რომ მამაშენი სამუდამოდ გაეჩუმებინათ.თუ არ ვცდები ორი პიროვნება მყავს მიზანში ვისაც შეეძლო პორტრეტის შეცვლა,ეს მოხდა ან კიზირიას თხოვნით და ან კამლაძე არის ყველაფრის თავი და თავი,ასეა ხომ? -პირველი გამორიცხე,მეორე იყო მოსული მოხდენილი ქალბატონი. -დარწმუნებული ხარ ვახო რომ კარგად გახსოვს ყველაფერი? -მე არაფერი მითქვამს,მხოლოდ შესწორება შევიტანე თქვენს წინადადებაში. -გასაგებია,მადლობა ვახო და მომისმინე.აქ არ მოვსულვარ და არ მიცნობ ახლოს,მხოლოდ შორიდან გაგიგონია ჩემზე როგორც კარგ პოლიციელზე. -გასაგებია,შევთანხმდით.ნიკამ კმაყოფილმა დატოვა სამხატვრი გალერია და გარეთ გამოსულმა ტელეფონზე გადარეკა. -უნდა ვილაპარაკოთ,დრო გაქვს საღამოს შევხვდეთ ეს ძალიან სერიოზულია.კარგი დაველოდები შენს ზარს. -როგორ ხარ ზვიადი. -ვცდილობ ფეხზე დავდგე,რა გადაწყვიტე თორნიკეს შესახებ. -გადაწყვეტილება მივიღე რომ დავეხმარო და გავანთავისუფლო,მაგრამ ამას დრო უნდა.დადგები თუ არა ფეხზე მყარად ორი სერიოზული საქმე უნდა გააკეთო,რაშიდაც კარგად გადაგიხდი. -რა უნდა გავაკეთო. -პირველ რიგში მიხედავ ახვლედიანს,ის უნდა გავაჩუმოთ რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცის ჩვენს შესახებ და არ მომწონს მისი ქედმაღლობა. -როგორც იქნა გაიღვიძე და ახლა ხარ ჩემი ნამდვილი ძმა. -მეორე დავალება,რატი დოგანაძეც იგივე გზას უნდა გაუყენო,მაგრამ მისი სიკვდილი არ მაწყობს,უბრალოდ უნდა ჩამოვიშორო გზიდან ან დააინვალიდე ან რამე ისეთი გაუკეთე საერთოდ გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. -შენ მიბრძანე და შესრულება ჩემზე იყოს. -ამიტომ შეეცადე და ყველაფერი გააკეთე,რომ ხატიას შეურიგდე,რადგან მისი გვერდით ყოფნა გვჭირდება.საქმეს შეასრულებ თუ არა მასთან წადი,რომ ალიბი გქონდეს. -ნიკოლოზ გელოდებოდი,სახლში შემობრძანდი ვისაუბროთ. -არა,არა მადლობა. -ნიკა მინდა ბოდიში მოგიხადო. -რისთვის? შენ რა დააშავე რომ ბოდიშს მიხდი ფატი. -როგორც შემეძლო ვთხოვე,მაგრამ არც თხოვნა და არც მუდარა შეისმინა.ვერ შევძელი,ვერ დაგეხმარე რომ ის რაც სთხოვე მამამ აღიაროს,ეს შეუძლებელია. -ვიცოდი რომ არ დამთანხმდებოდა,მამაშენს და მის ძმას სისხლში აქვთ გამჯდარი მათ დანაშაულზე სხვამ აგოს პასუხი,დარწმუნებული ვარ გეგენაცავ ზვიადის მოკლულია და თორნიკეს შეახოცა ხელი. -არ ვიცი ვინ მოკლა,მაგრამ თორნიკე მართლა უდანაშაულოდ უნდა დაისაჯოს. -არ დაისჯება,მე წავალ და სიმართლეს ვაღიარებ და ამას შენს გამო გავაკეთებ. -მართლა გააკეთებ ჩემს გამო? -მართალს ვამბობ,მაგრამ შენგან ერთი რამ მინდა. -მითხარი,მე ყველაფერზე მზად ვარ დაგეხმარო ნიკა. -ახლა იცი გაგა რა ადამიანი არის,მინდა მომეხმარო და მისი ბინძური საქმეები ამოვძებნოთ.დარწმუნებულ ვარ არც ის უთქვია თქვენთვის,რომ მალიბუ არ იყო მისი ქალიშვილი. -რაააა? ნიკა რა თქვი,არ იყო მალიბუ გაგას შვილი? -არა,არ იყო. -შენ საიდან იცი,ეს სიმართლეა? -არ აქვს მნიშვნელობა მე საიდან ვიცი,მნიშვნელობა აქვს რომ ეს მამაშენმაც იცოდა.რაც შეეხება თორნიკეს არ ინერვიულო ორ დღეში ის თავისუფალი იქნება.ნიკა დაემშვიდობა ფატის და წავიდა,ფატის კი სიხარულისგან ტირილი აუვარდა. -მიყვარდი,მიუხედავად იმისა გავიგე რაც გაუკეთე ჩემს მშობლებს ვერ გადაგიყვარე,რადგან შენ გამზარდე,დღეს კი მივხვდი შენ როგორც დედა არ გიყვარს არც მე გიყვარვარ,გპირდები ყველაფერს გავაკეთებ შენს გასანადგურებლად.შენ დაუნგრიე ჩემს მშობლებს მათი პატარა ბუდე და შენ წამართვი მამა,ამიტომ დღეიდან ჩემი შურისძიება იწყება,პირველი რასაც გავაკეთებ ეს თორნიკეზე დაქორწინება იქნება,მიუხედავად იმისა არც შენ და არც შენს არაკაც ძმას ეს არ გინდათ,პირველი დარტყმას ასე მოგაყენებთ. -ნოდარ სად ხარ გელოდები,მაგრამ ფრთხილად იყავი არავინ გითვალთვალებდეს ჩვენ ერთად არავინ არ უნდა გვნახოს.რაააა,კართან ხარ? ნათიამ სასწრაფოდ გააღო კარი და მის წინ შამპანიურით ხელში ნოდარი იდგა. -შემოდი,მეგონა ჯერ ისევ გზაში იყავი. -მოვედი,აქ ვარ შენთან ჩემო საყვარელო. -ერთმანეთისთვის დრო საერთოდ აღარ გვაქვს. -ვიცი,მაგრამ უნდა მოითმინო და არავინ არ უნდა გაიგოს რომ ჩვენ ერთ საქმეზე ვმუშაობთ. -ყველაფერი გამოგვივა,კომპანია გაკოტრებულია და ის ჩვენ დაგვრჩება. -ჩვენ კი იმ ფულით მას ისევ წამოვაყენებთ ფეხზე,მოდი ჩვენს ჩანაფიქრს გაუმარჯოს. -გაუმარჯოს,სულ მალე ის სკამი ჩემი იქნება და პირველი რასაც გავაკეთებ თავშესაფარს დავხურავ. -დარწმუნებული ხარ? -დაფიქრებაც არ მინდა,ისედაც უამრავი რამ არის მოსაგვარებელი ნოდარ. -ვიცი,მაგრამ იქ ხომ ბავშვები იზრდებიან. -მერე რა,მე რაც მაინტერესებს ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიაა,ჩვენი კომპანია კარგად გესმის არა? -რა თქმა უნდა,ჩვენი კომპანია ყურს ძალიან კარგად მოხვდა. -დაგაგვიანდა. -მოვედი და გისმენ,რატომ დამირეკე. -რა გინდოდა ჩემებთან და ამ ასაკში, რატომ შეაშინე ისინი. -მეც შემეშინდა. -შეგეშინდა? ახლა მამას ჯერი დადგა, რომ ისიც მოგეკლა? -რას ბოდავ გესმის თავად? -ვინ არის შენთვის კიზირია. -არ გაბედო,მასზე ცუდი არ თქვა რადგან ამ ადამიანთან ძალიან დიდ ვალში ვალ. -გინდა გაჩვენო ვინ არის ის ადამიანი,აქ დაჯექი.ნიკამ მალიბუს ლეპტოპი ჩაურთო ანამარიას და ყველა ის შეტყობინებები აჩვენა, რასაც მალიბუს უგზავნიდნენ. -ეს რა არის,ვინ უგზავნიდა მალიბუს ამ შეტყობინებებს. -სწორედ ეს შენი კიზირია უკვალავდა გზას მალიბუს. -რატომ უნდა დაგიჯერო? -შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა,მაგრამ მე დაგიმტკიცებ კიზირიას არაკაცობას. -არა,ის ამას არ ჩაიდენდა. -ის არის მკვლელი ან მკვლელობის დამკვეთი და რატომ,რატომ მოკლა ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა იყო. -გაჩუმდი,დაწყნარდი ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ.ნიკას ტელეფონზე ნაცნობი ზარი დაფიქსირდა და ჯერ ანამარიას შეხედა,შემდეგ კი გულის ფრიალით უპასუხა. -გისმენ მახო. -ნიკა დნმ-ის ანალიზი მზად არის,მეტი ადრე ვერ მოვახერხე პასუხის მიღება. -არა უშავს და შედეგი? -აქ მოტანილი ნივთებით ეს ორი ადამიანის ნათესაური კავში 99%-ით ემთხვევა,ეს ორი დედა-შვილი არის ნიკა.ნიკამ ტელეფონი გათიშა და ნელა ნელა შებრუნდა ანამარიასკენ. -რა მოხდა,რა გითხრეს ცუდი ამბავია? -კარგად ვარ,არაფერი მნიშვნელოვანი. -დაგიჯერე,ლამის გული წაგივიდა და მკვდრის ფერი დაგედო სახეზე. -არაფერია,უარესებიც მომისმენია. -ხოოო? ცხოვრება რთულია და ყველაზე რთული მასთან ბრძოლაა პოლიციელო. -გგონია მარტო შენ გაიარე ძნელი ცხოვრება? გგონია მარტო შენ გტკივა განვლილი წლები? იცი რა გადაიტანა ჩემმა მშობლებმა? ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ და ყოველ დღე,ყოველ ღამე ელოდნენ როდის დაადგებოდნენ თავზე ნიღბიანი ხალხი.ეშინოდათ რომ მათაც დახოცავდნენ და სახლს ცეცხლში გაახვევდნენ.ეშინოდათ მალიბუსი ისე როგორც ჩემი,ამიტომ ის თავშესაფარში წაიყვანეს მე კი საზღვარგარეთ გამიშვეს და ჩვენი გზებიც გაიყო,ცალ-ცალკე გავიზარდეთ. -ვწუხვარ. -წუხარ? მალიბუზე არ შეწუხებულხარ. -გითხარი და კიდევ გიმეორებ,არ ვიცი ვინ დგას მალიბუს უკან,ვინ უჩვენებდა მას ამ გზებს და არც ის ვიცი შემდეგ ვინ მოკლა. -კი,კი 1000%-ით მართალი ხარ,კიზირიას კითხე ვინ გააკეთა ეს თუ თავად არ გაუკეთებია გაიგოს ვინ შეუკვეთა მალიბუს მოკვლა. -ნიკა არაფერი არ ვიცოდი,გინდა დაიჯერე და გინდა არა. -კარგი,ვთქვათ დაგიჯერე და შენ მართლა არაფერი არ იცი,დარწმუნებული ხარ რომ არც კიზირიამ არ იცის არაფერი? -ის მალიბუს საერთოდ არ იცნობდა. -შენ იცი ასე,რადგან ასე გითხრეს,მაგრამ გამოფხიზლდი ანამარია გამოფხიზლდიიიი. -მე ეს სიმართლე ვიცი,გეფიცები მეტი არაფერი არ ვიცი. -სიმართლეს მე თავად გავარკვევ და გაჩვენებ რაა სიმართლე,იქნებ მაშინ მაინც გაიგო ვისთან მეგობრობ და ვისთან ცხოვრობ.არ იცნობ კიზირიას,არც მისი ზედმეტ სახელი იცი როგორც ,,ხოხია''.იქნებ ამასაც ვტყუი? მიდი გაარკვიე და გელოდები,საინტერესოა რას მეტყვი. -მეც იმ დღეს დაველოდები,როცა ყველა საიდუმლოს სკივრი გაიხსნება.როცა ყველა კარტი გაიშლება და სიმართლე გამჟღავნდება,მოდი ერთმანეთს დავეხმაროთ ნიკა სიმართლის პოვნაში და ეს კამათი დროებით მაინც დავივიწყოთ. -კარგი,მოდი ასე ვქნათ მე კითხვებს დაგისვამ და შენ მიპასუხებ.თანახმა ხარ? -თანახმა ვარ,რადგან დავიღალე ამდენი გაურკვევლობით და არ გახსნილი საიდუმლოებით. -მოთმინება იქონიე,დავიწყოთ და პირველი კითხვა,კიზირიამ იცოდა შენი სახელი და გვარი როგორც შენ იყავი მალიბუ არჯევანიძე,ასეა? -ასეა,შემდეგ? -თუ არ ვცდები,კიზირიას რუხვაძის კომპანიაში აქვს აქციები და ის რუხვაძის საკმაოდ მსხვილი კომპანიონია . -კიზირიას სახელზეა,მაგრამ აქციონერი ძია რატი არის სინამდვილეში. -მაშ ასე,კარ აქვს მნიშვნელობა კიზირია თუ დოგანაძე,ისინი გებულობენ როგორც მსხვილი აქციონერი გებულობს რომ კომპანიაში გაჩნდა ახალი თანამშრომელი ვიღაც მალიბუ არჯევანიძე და ეს პიროვნება მისი მოპოვებული ნდობით გახდა რუხვაძის მარჯვენა ხელი,რა გააკეთა ან კიზირიამ ან დოგანაძემ? როგორც აქციონერი არ დააინტერესდა ახალი თანამშრომელის ნახვა? მივიდა,დაელაპარაკა,გაიგო ვინ იყო ეს პიროვნება? არა,არ მისულა და მას არც კი უკითხია ვინ იყო ეს გოგონა სახელად მალიბუ. -შეიძლება არც გაუგია. -სერიოზულად? როცა მალიბუ გაგას მდივანი გახდა,ყველა ფეხზე დადგა და კომპანიის მთავარი მოწილე,რომელიც ცნობილი ექიმის სახელით მოგვევლინა და უფრო სწორად მის თეთრ ხალათში მალავს მის ვინაობას,მის მეორე სახეს,დავიჯერო ვერ გაიგო მალიბუს შესახებ? -ვალერას დრო არ აქვს იყოს კომპანიაშიც და იყოს იქ სადაც მისი ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. -მართალი ხარ,დამავიწყდა რომ ის წარმატებული ექიმია.შენ ის თუ იცი,რომ ვალერა კიზირიას ყურებს ძალიან შორიდანაც ესმის ყველაფერი? მას ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს,რადგან თვალებიც ყველგან აქვს.მის გარეშე და მისი ბრძანების გარეშე ჰაერში ბუზიც კი ვერ გაიფრენს და კომპანიაში მისი ბრძანების გარეშე მიიღეს თანამშრომელი? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ იცოდი,ამას დაგიჯერებ რადგან შენ თავად გაოცებული ხარ მოსმენით. -თავი ამატკივე უკვე,ნიკა შენთან საუბარი შეუძლებელია და მე მივდივარ. -მიბრძანდი,კარი იცი სადაც არის ანამარია ბიბილურო. -როგორ მითხარი? გაოცებული შებრუნდა ანამარია ნიკასკენ. -როგორ გითხარი,გაცნობის დღიდან მარწმუნებდი რომ ანამარია ხარ და მეც ნამდვილი სახელით მოგმართე.დარწმულებული ვარ,რომ შენ ანამარია ხარ. -ვიცოდი,ვიცოდი იმ დღიდან თმები რომ დამაწიწკნე,მივხვდი რომ დნმ-ის ანალიზს გააკეთებდი,მაგრამ როგორ. -დიახ ასეა,მე დავრწმუნდი შენს ვინაობაში და ახლა შენ შეეკითხე ვალერას,პოლიციელმა ახვლედიანმა როგორ გააკეთა ანალიზი და როგორ გაიგო ვინაობა შენი.მან იცის სიმართლე და ეს სიმართლე შენც უნდა გაიგო ანამარია რადგან სრული უფლება გაქვს იცოდე ყველაფერი. -არ მჯერა შენი. -და მაინც,მოვა დრო და მხოლოდ ჩემს ნათქვამს დაეყრდნობი.ანამარიამ გაბრაზებულმა მიიხურა კარი და ნიკა გაღიმებული თან გამარაჯვებული უცქერდა იმ კარს. -ჩვენმა გეგმამ გაამართლა ნოდარ. -ვნახოთ,ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.რუხვაძე კერკეტი კაკალია,ასე ადვილად არ დანებდება. -მოვა დღე რომ მას თავდახრილს ვნახავთ,მაგრამ ეს დროის საკითხია ნათია. -მართალია,ყველაფერს დრო უნდა.მხოლოდ ერთი ვიცი,რომ ჩემსა და რუხვაძის შორის ომი დაიწყო.არ ვაპატიებ მას ჩემზე ხელის აწევას,დრო მოვიდა რომ დავარტყათ და პირველი დარტმა ისეთი მივაყენო კარგად რომ შეარხიოს.მას პირადულშიც პრობლემები აქვს და კომპანიაშიც,გული ვერ გაუძლებს და ძალიან მალე დანებდება,ის მის აქციებს გაყიდის და მის აქციებს მე ვიყიდი. -დიდი იმედი მაქვს,რომ როგორც ამბობ ყველაფერი ასე იქნება,მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. -ვიცი,მისი ქალიშვილი ფატი. -და რა ბედი ეწევა მას? -ის რა ბედიც ეწვია მალიბუ არჯევანიძეს.მაშ გაუმარჯოს ჩვენს პირველ წარმატებას,უხმოდ და ხმაურის გარეშე მოვიშორეთ მალიბუ ნოდარ და ასეთი წარმატებული იქნება შემდეგი საქმეც.ჩვენს დასახულ გეგმას მივყვეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. -გაგვიმარჯოს.ნათია და ნოდარი თავიანთ წარმატებას ზეიმობდნენ, ზვიადი კი ხატიას ბინის წინ იდგა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კარზე ფრთხილად დააკაკუნა.კარის მიღმა შეშინებული ხმა გაიგონა ზვიადიმ და სიბრაზე მოერია. -ვინ არის? -მე ვარ,კარი გააღე ხატია.ხატიამ კარი გააღო და გაოცებულმა შეხედა ზვიადის. -ზვიადი? აქ როგორ მოდი,შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ. -უნდა მოვსულიყავი,ბოდიში მინდა მოგიხადო. -რაც იყო,ის აღარასოდეს გამოსწორდება. -მე ვაცნობიერებ ჩემს დაშვებულ შეცდომებს და თუ ერთად ვიქნებით მე ყველაფერს გამოვასწორებ. ცხოვრებაში არასოდეს მყვარებია,ყველა ქალი ჩემთვის მხოლოდ გასართობი იყო,მაგრამ შენ ხარ ერთადერთი ვინც ჭკუა დამაკარგვინე.სახლი ცარიელია უშენოდ,დაბრუნდი ხატია. -გთხოვ წადი,აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. -აქვს,ჩემთვის აქვს.როცა გავიგე ვინ იყავი სინამდვილეში, შემზიზღდი.რადგან მეგონა ჩემთან შურისძიების გამო იყავი,მაგრამ შენს თვალებში სიყვარული დავინახე და მივხვდი,შენს წინაშე რა არაკაცი ვიდექი,შენ კი ეს არაკაცი შეგიყვარდა. -შენ მოკალი ჩემში ყველაფერი,აღარ გავიმეორებ თავიდან რადგან გულახდილად გითხარი ყველაფერი.ყველაფრის მიუხედავად დავთანხმდი შენთან ცხოვრებას და შენ რა გააკეთე? არა,არ შემიძლია იმ ყველაფრის შემდეგ იმ სახლში დაბრუნება და იმ საწოლზე დავიძინო მშვიდად,მე მივდივარ ქვეყნიდან და ჩემს შვილთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას. -მე? მე რას მიშვები,თქვენგან შორს როგორ ვიცხოვრო. -შენ ისედაც შორს ცხოვრობდი ჩვენგან,შენ მისი არსებობის შესახებ არც კი იცოდი,მაგრამ მაინც გითხარი რომ ადამიანური ცხოვრება დაგეწყო,გეგრძნო რომ შვილი გყავს და მამა ხარ. -ხატია ჩვენ საერთო შვილი გვყავს და როგორ ვიგრძნო მამობა თუ შვილი ჩემს გვერდით არ იქნება. -არასოდეს,არასოდეს გაბედი და არ ახსენო ჩემი შვილი და აღარ თქვა რომ შენ მამა ხარ.გააგრძელე შენი ბინძური ცხოვრება,ხოცვა და კვლა,წამება ხალხის.შენი განათლება ამაზე მეტზე ვერ მიდის,ესაა შენი საქმე.წადი,აქ აღარასოდეს მოხვიდე. -ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია,მაგრამ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და გთხოვ წამოდი ჩემთან ერთად ჩემს სახლში. -ერთხელ ვთქვი არა და ეს სიტყვა არ შეიცვლება,წადი ზვიადი ჩვენი გზები გაიყარა. -რატომ,რატომ არ შეგიძლია მაპატიო. -არ შემიძლია დავივიწყო შენი არა ადამიანური გამოხედვა,არა ადამიანური ღრიალი,ვერ ვიცხოვრებ იმ ადამიანთან ვისი ხელებიც ყოველ საღამოს სისხლშია გასვრილი.ვერ ვიცხოვრებ შენთან ვერა,ნუთუ ეს ძნელი გასაგებია? -გთხოვ. -ვწუხვარ,არ შემიძლია. -ხატია.......... -ზვიადი წადი და აღარ მოხვიდე. -მეგონა გიყვარდი,მაგრამ მივხვდი რომ შენ მხოლოდ თავს გვაჩვენებდი, რომ ჩვენს გარეშე ცხოვრება არ შეგეძლო.გვაჩვენებდი, რომ დღე და ღამე მხოლოდ ოჯახისთვის ბრძოლობდი. -რას ამბობ შვილო. -შვილო აღარ დამიძახო. -რატომ,რა მოხდა. -როგორ შეგეძლო დაგემალა ჩვენთვის, რომ მალიბუ არ იყო შენი ქალიშვილი. -ვაპირებდი თქმას,მაგრამ ვიღაცამ დამასწრო. -აპირებდი? არ თქვა, რომ დრო არ გქონდა ამ ამბის სათქმელად. -როცა ანდერძი შევადგინე არ ვიცოდი,როცა კომპანიიდან წავიდა მაშინ გავიგე მეც სიმართლე.ვიღაც ჩადგა ჩვენს შორის და ჩვენი ოჯახის დაშლა უნდა რასაც მიაღწია,მაგრამ კომპანიის წართმევა უნდათ და ბოლომდე ვიბრძოლებ,არავის დაუთმობ ჩემს აღორძინებულ კომპანიას. -დიახ,გეგონა ძლიერი იყავი და ურყევი,მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ვინც ჩადგა შენსა და შენი ოჯახის შორის.რამეს ხომ არ გაგონებს ეს სიტუაცია მამა? -რას უნდა მაგონებდეს,რას გულისხმობ.ფერი დაეკარგა გაგას და შუბლი ოფლით დაეცვარა. -ერთ დროს შენც ჩადექი სხვა ბედნიერი წყვილის შუაში და დაანგრიე მათი ბედნიერება,შენ დააშორე დედა და მამა ყველას და ყველაფერს.ოცნებები დაუნგრიე მათ და ვფიქრობ,დროა გადაიხადო შენს მიერ ჩადენილი ბოროტებისთვის. -შენ საიდან გაიგე ეს ყველაფერი. -ესაა მნიშვნელოვანი თუ როგორ გავიგე შენი ბინძური საიდუმლო? რა გინდა,გინდა გაიგო ვინ მითხრა ეს ყველაფერი,რომ პასუხი მწარედ აგებინო,ასეა ხომ? -არა,არაფერი მიფიქრია მასეთი,მხოლოდ მე და დედაშენმა ვიცოდით ეს ისტორია და სხვამ არავინ. -არის ადამიანი ვინც მომიყვა ეს ისტორია,ის რომ მალიბუ შენი შვილი არ აღმოჩნდა ახვლედიანმა მითხრა. -პოლიციელი,ასეც ვიცოდი და ვხედავ იქ ერევა სადაც არ უნდა ჩაერიოს. -დიახ ახვლედინამა მითხრა,შენგან განსხვავებით ის მზადაა არ გაწიროს უდანაშაულო ადამიანი და თორნიკეს დაიხსნის იმ საშინელი ადგილიდან. -ძალიან კარგია,სხვის საქმეში ძრომიალს გააკეთოს რაღაც კარგი. რას გრძნობდა? საშინელი ტკივილს,ყველაფრის იმედი დაეკარგა.ფეხით მიუყვებოდა გზას,გაგონილით გაოცებულს უბრალოდ უნდა საკუთარ თავთან მარტო იყოს სიბნელესა და სიჩუმეში.უნდა რომ მოსწყდეს გარესამყაროს და არავის ხმა არ გაიგოს,მისი ცხოვრება ყოველ დღიურად იცვლება.მიუხედავად იმისა, რომ მისი გული ქვადაა ქცეული,რომ აღარ აქვს ენერგია და ერთი ფიქრი გაიფიქრა ყველაფერი მიატოვოს და საერთოდ წავიდეს აქედან,მაგრამ მისი ქვეცნობიერების სჯერა,რომ სამყარო მის გარშემო შეიცვლება და ერთ დღეს ფარდა აეხდება დამალულ სიმართლეს.სულისტკენისა და იმედგაცრუების მიუხედავად,მას უბრალოდ დრო სჭირდება ჭრილობების მოსაშუშებლად.ერთ სკვერში შევიდა და სიბნელეში დაჯდა,ორივე ხელები თავზე მიიდო და ხმამაღლა გაიფიქრა. -რატომ,ვალერა რატომ ამდენი ტყუილი. -იმიტომ რომ ეს მას ასე აწყობს,რადგან უფრო დიდ რაღაცას ელოდება,შემდეგ როცა მიაღწევს იმას რასაც უნდა მიაღწოს,დადგება დღე, რომ შენც მოგიშოროს თავიდან.ანამარიამ გაიხედა და მასთან ახლოს ნიკა იდგა,ის მას უკან მოყვებოდა ფეხ და ფეხ.ნიკა მიუახლოვდა მის გვერდით დაჯდა, მხრებზე ხელი მოხვია და მისი თავი მხარზე დაიდო. -ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება. -ვიცი,ამიტომ უნდა ვითანამშრომლოთ. -არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი რომ მინდა სიმართლე გავიგო და დასრულდეს ეს კოშმარი. -ყველაფერს გავარკვევთ,ანამარია რადგან ყველაფერს ნელა-ნელა ეხდება ფარდა ფრთხილად უნდა იყო. -ადამიანი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან მიყვარდა,ნუთუ იმიტომ ვყავდი გვერდით რომ მისი მიზნებისთვის გამომიყენოს? -არ გინდა დაიჯერო რომ კიზირია საშიში ადამიანია,ასეა? -ასეა,მიჭირს დავიჯერო. -ახვლედიანი და ქობალია მჭირდება სასწრაფოდ.კომისარის ხმა მთელ განყოფილებას მოედო,შემდეგ თავის ოთახში ჩაიკეტა და ნერვიულად დააბიჯებდა კუთხიდან კუთხემდე. -აქ ვარ კომისარო.კაბინეტში ლაერტი შევიდა. -სად არის ნიკოლოზი. -მითხრა მალე მოვალო. -სად დადის ეს ბიჭი,მეშინია რამე გაუთვალისწინებელი არ ჩაიდინოს და თავი არ დაიღუპოს. -ასეთს არაფერს არ ჩავიდენ კომისარო,მოვედი და აქ ვარ. -სად იყავი,სად დადიხარ ნიკა. ხომ იცი, რომ შენზე ვნერვიულობ. -იქ ვიყავი კომისარო სადაც დიდი ხნის წინ უნდა მივსულიყავი,სიმართლე ვაღიარე და ქართველიშვილს გაანთავისუფლებენ. -ყოჩაღ,ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე ნიკოლოზ.ქართველიშვილი უდანაშაულოა,ის უბრალოდ მსხვერპლი არის გეგენავას საქმეში. -ახლა უნდა წავიდე,რადგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და შემდეგ სადაც გინდა იქ წავალ კომისარო. -სერიოზულია რამე,ჩვენი დახმარება გჭირდება? -ჯერ ძიებაში ვარ და არ შემიძლია რამე გითხრა,მოგვიანებით ვნახოთ.ნიკამ აღარ მოუსმინა კომისარს და საჩქაროდ დატოვა განყოფილება,კომისარმა ხელები გაშალა და ლაერტის შეხედა. -კიდევ რაღაცას ქექავს,მითხარი რა ვუყო ამ ბიჭს ქობალია. -კომისარო ნუ ნერვიულობთ,ნიკამ იცის რასაც აკეთებს ის არ შეცდება. -ხისთავიანია,ფეთქებადი ხასიათი აქვს და არ მინდა რამე შეემთხვეს.ნიკამ ერთ მყუდრო კაფეში შევიდა და ბარმენს შეხედა,ბარმენმაც თვალით ანიშნა გამომყევიო და ხალხს გაერიდა თუ არა ორივე,ბარმენმა ნიკას მიუბრუნდა და უთხრა. -ბოლო ოთახში შედი და იქ გელოდებიან, ერთად არ გამოხვიდეთ.მე აქ ვიქნები, რომ ვინმემ არ მოისმინოს თქვენი საუბარი.ნიკა წავიდა და ბარმენის მითითებულ ოთახზე ფრთხილად მიაკაკუნა და კარიც შეაღო. -შემოდი პოლიციელო.. -გამარჯობათ ბიჭებო,რა არის ახალი ყველაფერი მინდა ვიცოდე.ვინ არის კიზირია ეს ვიცით,ახლა რა გაარკვიეთ. -პოლიციელო კიზირია და დოგანაძე ერთად მოქმედებს,მაგრამ უკანონოდ არაფერს არ აკეთებენ.არცერთი მათგანი ქალზე ხელს არ აწევს,ეს არასოდეს გაუკეთებიათ. -დიტო დარწმუნებული ხარ? -ისე როგორც ვიცი ახლა ჩემს წინ ვინ ზის. -გააგრძელე, ტატო შენ რა გაარკვიე. -პოლიციელო მკვლელი შიგ კომპანიაში უნდა ვეძებოთ. -რუხვაძეები? -არა,ამჯერად რუხვაძეები არ არიან გარეული ამ საქმეში.მკვლელი კომპანიაშია და ის ძალიან კარგად იცნობდა მალიბუს. -ვინ არის,მინდა გავიგო ვინ არის ტატო მკვლელი. -სულ მალე გავიგებთ მის ვინაობას,მაგრამ ვიცით რომ მკვლელობის დამკვეთი ქალია. -ქალი? მაშინ სულ სხვა დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე,რუხვაძეების ბანდაში ქალი არ ფიგურირებს და გამოდის რუხვაძეების გარდა კიდევ არის დაჯგუფება და მას ქალი ხელმძღვანელობს? -ასეა,ქალი დავალებებს იძლევა და შემსრულებელი სხვა არის. -ჰოდა ეს შემსრულებელი თუ ვიპოვეთ,იმ ქალსაც ვიპოვით,თუმცა უკვე ვხვდები ვინ არის ეს ქალი. -ვიპოვით ორივეს,მაგრამ პოლიციელო ფრთხილად იყავი არ არის გამორიცხული შენც მოგიშოროს მტერმა თავიდან. -მეც ვიფიქრე მაგაზე და ვფრთხილობ,ბიჭებო წავედი და თქვენგან ზარებს ველოდები. -ღმერთი შენსკენ ნიკა.ნიკამ თვალი ჩაუკრა ორივეს და ისევ ბარმენის დახმარებით გავიდა კაფის უკანა კარიდან,როცა მანქანასთან მივიდა ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონმაც დაურეკა. -მოვდივარ კომისარო,ერთი საათი ვერ ძლებ უჩემოდ. -სად ხარ,სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში. -რა მოხდა,რა ხმა გაქვს. -რუხვაძეების ქალიშვილი დაიკარგა. -რააააა,ფატი? -ჩქარა მოდი,მჭირდები.ნიკა თითქმის სირბილით შევიდა განყოფილებაში და პირდაპირ კომისართან შევიდა,იქ ლაერტიც დახვდა. -რა მოხდა,როდის გაირკვა რომ დაიკარგა.რამდენი საათია დაკარგვიდან გასული ვიცით? -თორნიკესთან იყო ციხეში მისული და იქედან გამოსული აღარ ჩანს. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს თორნიკე. -ისევ მოხვედი,ფატი რატომ იღლები აქ სიარულით გთხოვ შეეშვი ყველაფერს და თავს მიხედე. -ამჯერად მოვედი რომ სასიხარულო ამბავი გითხრა, დღეს თუ არა ხვალ გაგანთავისუფლებენ. -როგორ,ეს როგორ მოახერხე ფატი ნუთუ მამაშენმა........... -არა,ახვლედიანმა მომეხმარა. -ახვლედიანმა? დაუჯერებელია,ნიკამ ეს რომ გააკეთა. -გააკეთა და სიმართლე აღიარა,არ დაუშვა უდანაშაულოდ მოგეხადა სასჯელი და მან დაამტკიცა შენი უდანაშაულობა. -მართლა არ მჯერა,ეს დაუჯერებელია. -მაგრამ ეს სიმართლეა,მოვედი რომ ეს ამბავი მე მეთქვა შენთვის თორნიკე. -მადლობა ფატი შენთან ვალში ვარ.ფატიმ გაუღიმა თორნიკეს და სიხარულით სავსემ დატოვა ციხის კედლები,უკანასკნელად შეავლო თვალი ცივ და პირქუშ კედლებს და გარეთ გავიდა.გარეთ გასულმა მანქანა აამუშავა და ნელა მიდიოდა,რომ წინ თეთრი პორშე გადაუდგა და უცნობმა მამაკაცმა თითქმის ძალის გამოყენებით გადაიყვანა ფატი მანქანიდან,მისი მანქანა კი გზაზე მიატოვა.ბევრი ფართხალისა და ყვირილის მიუხედავად ფატის თვალები და პირი აუკრეს,რამოდენიმე საათის სიარულის შემდეგ კი ერთ ბნელ ორმოში ჩააგდეს სადაც წყალი იყო.ფატი შიშმა აიტანა,როგორც იქნა თვალებიდან სახვევი მოეხსნა,მაგრამ ხელები ვერა და ვერ გაინთავისუფლა.იყვირა,იტირა,მაგრამ ხმას ვერავის აწვდენდა. -მიშველეეეეთ,არავინ არის რომ მომეშველოს? ნიკა და ლაერტიმ ფატის მიტოვებული მანქანა ნახეს და მიხვდნენ რომ გატაცებასთან ჰქონდათ საქმე,ფატი გაიტაცეს.მანქანაში ჩანთა იყო და ტელეფონიც იქვე ნახეს,საფულეც კი ხელუხლებელი დაეტოვებინათ. -ნიკა ყველაფერი აქ არის,გაქურდვის მიზნით არ წაუყვანიათ,რა ხდება? -უნდა ვიპოვოთ,ლაერტი ფატი უნდა ვიპოვოთ. -დაწყნარდი და მშვიდად იყავი,მივაგნებთ. -რუხვაეები გამოვრიცხოთ ამ საქმიდან,რადგან ისინი თავად არიან მომხდარით შეძრული. -ვინ,ვინ არის ეს უხილავი მტერი რომ ვერ მივაკვლიეთ.ის დღე ისე დაღამდა ფატის კვალს ვერ მიაგნეს,ღამით საშინელი წვიმა წამოვიდა და ფატის ხმა წვიმის ხმამ გადაფარა.ღრმა ორმოში ისედაც წყალში მყოფს წვიმაც ზემოდან აწვიმდა და საშინელ დღეში იყო.დილით ანონიმური ზარით გაიგო ნიკამ თუ სად იყო ფატი და ლაერტისთან ერთად წავიდა მის მოსაძებნად. -მარტო არ წახვიდეთ,ვინ იცის ეს მახე არ არის.ნიკა,ლაშა და ლაერტი ბედის ანაბარად გაყვა გზას და ერთ სოფელში შევიდნენ,ყველას ეკითხებოდნენ უცხო გოგონაზე,მაგრამ არავის დაენახა უცხო გოგონა.ნიკა ერთ სახელოსნოში შევიდა და ტაოტით გამურულ ხელოსანს ფატის ფოტო აჩვენა. -ეს გოგონა გეცნობათ,იქნებ დაინახეთ. -არა,არ მეცნობა პირველად ვხედავ. -მართლა?კარგად დააკვირდი ფოტოს. -რატომ მეკითხები მეორედ და თან ირონიულად,გითხარი არ ვიცნობ და არ დამინახავს. -ფოტოსთვის არც შეგიხედავს და როგორ იცნობდი,ახლა კი მითხარი სად არის გოგონა. -კარგად ხარ? მე რა ვიცი სად არის გოგონა.გაბრაზებულმა შეხედა ნიკას მამაკაცმა და თავისი საქმე გააგრძელა. -ეს ავტომობილი ვისი არის. -ჩემია,ახალი ნაყიდი მყავს. -იმედია წინააღმდეგი არ იქნები თუ შევამოწმებთ. -არა,რატომ.ფერი დაეკარგა მამაკაცს,მაგრამ მაინც დათანხმდა. -ლაშა შეამოწმეთ,სულ ციცქნა წვრილმანიც მნიშვნელოვანია და ყურადღებით იყავით.ნიკა კი ეჭვის თვალით უყურებდა ნერვიულად და მოუსვენრად მდგარ მამაკაცს. -ნიკა რაღაც ვიპოვე.ნკამ მივიდა და ლაშას ხელში ფატის ვარდისფერი ყელზე მოსახვევი ეჭირა და იცნო ფატის სუნამოს სურნელი.ტელეფონით ლაერტის დაურეკა და უთხრა. -გაარკვიე რამე,გვაქვს სიახლე? -არაფერი,ფატი არც არავის დაუნახია და ასე აორთქლდა ეს გოგო ჰაერში.ნიკა ვგრძნობ რომ ეს გოგო სადღაც აქ არის,ფატი აქ ყავთ. -მეც იგივე გრძნობა მაქვს,მისი ყელზე მოსახვევი ვიპოვეთ ახლა კი დარწმუნებული ვარ ვიპოვით.ჩვენთან მოდი ლაერტი აქ უნდა ვეძებოთ,დაურეკე კომისარს ბრიგადა გამოუშვას.ნიკამ ტელეფონი გათიშა და მამაკაცს მიუბრუნდა რომელიც ორ პოლიციელს ეკავა. -შენ იცი სად არის გოგონა. -მე არ ვიცი,მართლა არ ვიცი. -აქ მეორე იყო შენთან ერთად,სად წავიდა. -გაქრა,მიხვდა რომ გაება და გაიქცა.უნდა ვიპოვოთ სად არის. -მე ვიცი სად იქნება.უთხრა ნიკას 15-იოდე წლის ბიჭუნამ. -ვიცი რომ რისკზე მიდიხარ და ყოჩაღ,უნდა გადავარჩინოთ გოგონა და მითხარი სად იქნება.შეგიძლია დაგვეხმარო,იმ ადგილზე წაგვიყვან? -მიშველეეეთ,არავინ არ ხართ.არ გესმით? -ტყის პირზე ქოხია,იქ უნდა წავიდეთ იქ იქნება.ფრთხილად მივიდნენ ტყემდე და ქოხთან მოშორებით დატოვეს მანქანა,ფეხით გაიარეს დარჩენილი ბილიკი და ქოხიდან მსხვრევის ხმა შემოესმათ,ნიკამ პატარა ბიჭუნა უკან დაიყენა და ისევ წინ წაიწია. -მე არ მინდა დამინახოს,შიგნით ვერ შემოგყვებით. -მე და შენ აქ დავრჩეთ და აქ დავათვალიეროთ.უთხრა მარიამა და ორივემ ტყის სიღრმეში შევიდა. -ძნელია პოლიციელობა? შეეკითხა მოულოდნელად მარიამს. -ძნელია,მაგრამ როცა გიყვარს ის რასაც აკეთებ იქ ყველა სირთულეზე თვალს ხუჭავ. შენც გინდა იყო პოლიციელი? -მინდა,პოლიციელობა ჩემი ოცნებაა. -კარგია,მითხარი ვინ არის ეს ადამიანი და რას წარმოადგენს. -ეს გოჩა არის ჯანჯღავა,ავად არის და უცხო გოგოებს იტაცებს. -რატომ ამწყვდევს,აწამებს? -აიძულებს შეიყვაროს,მაგრამ ამბობენ იგონებს ავადმყოფობას და სხვის დავალებებს ასრულებსო. -არავის უჩივლია,პოლიცია მასთან არასოდეს არ მოსულა? -არა,პოლიციაც იცნობს მას. -შენ რა გქვია,მე მარიამი ვარ. -ოთო მქვია. -ოთო ახლა მომისმინე,აქ ძალიან იდუმალი ადგილია და არ ჩამომშორდე. -ფრთხილად მარიამ რაღაც ხმები ისმის,არ შეგვამჩნიონ. -მე წავალ წინ,შენ უკან მომყევი.უთხრა ჩურჩულით მარიამმა ოთოს და იარაღი ამოიღო,მაგრამ ოთომ გაბრაზებულმა შეხედა მარიამს და გაბედულად წავიდა წინ. -ხედავ,იქ ჭა არის თუ მეჩვენება. -არა, არ გეჩვენება ჭა არის. -ოთო უნდა მივიდეთ ჭასთან.ფრთხილად მივიდნენ და მარიამმა ჭაში ჩაიხედა,უკვე ბინდი იყო და წვიმაც წამოვიდა ვერ ხედავდა კარგად,ამიტომ ჭის სიღრმეში ჩასძახა. -აუუუუუუ. -მიშველეთ,ამომიყვანეთ. -ფატი? ფატი აქ ხარ? -აქ ვარ,მიშველეთ აქ წყალია ყელამდე წყალში ვარ. -აქ არის,ოთო აქ არის და ცოცხალია ნიკას დავურეკავ.ტელეფონი ამოიღო და ნიკას ნომერი უნდა აეკრიფა,მაგრამ ფეხის ხმა მოესმა. -არ გაბედო,შენც მასთან ერთად ამოლპები იმ სიღრმეში.ოთო ძირს გაწვა და ჭას ამოეფარა,მამაკაცმა მარიამთან მივიდა ერთი ნახტომით და ყელში ხელი წაუშინა,ოთომ ქვა აიღო და თავში ჩაარტყა თან მთელი ხმით იყვირა. -აქეთ მოდით,მოგვეშველეთ.წვიმაში გზას ვერც ხედავდნენ,მაგრამ ნიკამ ხმა გაიგონა და იმ ხმას მიყვა,უკან კი სხვები მოყვებოდნენ. -იჩქარეთ პოლიციელო გოგონა აქ არის,მარიამიც ცუდადაა. -მარიამი? რა მოუვიდა მარიამს,მარიამ როგორ ხარ. -კარგად ვარ,ოთომ გადამარჩინა ის არაკაცი არ გაგექცეთ. -არა,უკვე დაკავებულია. -პოლიციელო ვიღაც უნდა ჩავიდეს ჭაში და გოგონა გადაარჩინოს,ეს ჭა ძლიერ წვიმებზე ივსება წყლით და გოგონა დაიხრჩობა თუ დროზე არ მივეშველეთ. -ყოჩაღ ოთო შენ ნამდვილი პოლიციელი დადგები,ეს წაიყვანეთ ჩვენ კი ფატის მივხედოთ.თქვა ნიკამ და ჭას ჩახედა სიღრმეში არაფერი არ ჩანდა სიშავის მეტი. -არ მიეკაროთ,არ შეეხოთ ყველას იქ ჩაგყრით. -შენ დახმარება გჭირდება და ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. -არა,მე კარგად ვარ და ექიმი არ მჭირდება. -გჭირდება,შენ ფსიხიატრი გჭირდება ან ერთი კარგი შელამაზება და სიმართლესაც აღიარებ.უთხრა მარიამმა დაკავებულს და ნიკას შეხედა,ნიკამ თოკი მოიბა წელზე და ნელა-ნელა ჭაში ჩაუშვეს,ძნელი იყო ვიწრო კედლებში განძრევა და ფატის ამოყვანა,მაგრამ ნიკამ როგორღაც შეძლო და ფატი გადაარჩინა. -როგორ არის.იკითხა კომისარმა და სასწრაფოს დაურეკა. -გათიშულია,საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. -დაზიანებები არ აქვს,შიშიდან არის გათიშული. -წავედით,სასწრაფოს აგვიანდება ჩვენ გადავიყვანოთ, დამნაშავეები კი განყოფილებაში მიაბრძანეთ და ცალ-ცალკე ოთახებში შეიყვანეთ.კომისარმა გაგას დაურეკა და შეშინებული დახვდა იასთან ერთად საავადმყოფოში. -როგორ არის ჩემი შვილი კომისარო.ტირილით უთხრა იამ კომისარს. -მთავარია ცოცხალია და მშვიდობაა,სხვას ექიმი გვეტყვის ქალბატონო ია. -მადლობა,მადლობა კომისარო. -მადლობას ნიკოლოზს უთხარით,თქვენი შვილი მან გადაარჩინა.გაგამ ნიკას შეხედა და თვალი ვერ გაუსწორა,რადგან იცოდა სულ მალე ნიკას მისი ბრძანრებით ესროდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.