ექსტრასენსის დღიურები 18 +(3)
საშინლად დავიღალე,ერთი კვირა დღიურისთვის ვერ მოვიცალე.ვიცი ეს წარმოუდგენელია,როდესაც საგიჟეში ხარ და არ შეგიძლია მოიცალო . ჯერ იყო და გიჟი ნატაშა გარდაიცვალა,უფრო სწორად ექთანმა გააუპატიურა და როდესაც შეეწინაღმდეგა მოგუდვა ბევრი მოუვიდა.არ მოხსოვს რა ერქვა ექთანს.სუსტი ფარღალალა ბიჭი იყო სჩანს ძალიან მძიმე და ბინძური სულით.გიჟი ნატაშა კი ერთადერთი იყო ვინც გაღიმებას მაიძულებდა.ის ნამდვილი გიჟი იყო,დიაგნოზით!არ ეშინოდა სიმართლის თქმა,ხანდახან მისი შიზოფრენია დანებდებოდა და ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო იმ პერიოდში,მაგრამ რამდენად დიდ ხანს გასტანდა დანებება,იმდენად უფრო მძიმე შედეგიდ იღვიძებდა მისი ჭირი.შორს არ წასულა ჩემი ნატაშა აქვე საგიჟის უკანა ეზოში დამარხეს,მას არავინ ყავდა და იმიტომ იყო აქ.ალბათ ნორმალურ პირობებში რომ ვიყო ნატაშასთვის შურს ვიძიებდი რადგან ის ძვირფასი იყო ჩემთვის,მაგრამ აქ სჯობს გაჩუმდე და ნაკლები პრობლემები შეიქმნა.ვიცი რომ აქ მეც არ ვარ შემთხვევით,იმდენი რამის შემდეგ თანაგრძნობის გრძნობა მთლიანად გამიქრა.ნატაშაც ძვირფასი იყო,ისეთივე ძვირფასი როგორიც ეს ყვითელი ქაღალდების შეკვრა რომელშიც ყოველ საღამოს რაღაცეებს ვჯღაპნი,ისეთივე ძვირფასი როგორც ყველაზე კომფორტული ბალიში საავადმყოფოში , რომელიღაც პაციენტს რომ მოვპარე.მოკლედ თააგრძნობის გრძნობა აღარ გამაჩნია და სწორედ ეს რის ჩემი დიაგნოზიც,მაგრამ სამედიცინო წიგნაკი გაწითლებულია შეთხზული თუ შეუთხზავი დაავადებების კორიანტელით. უკან ვიყურები და ვხვდები,რის გამოც დამემართა ეს სენი. ზედმეტად თანავუგრძნობდი უდანაშაულო ხალხს,ეს კი ჩემს ზემოდ მდგომებს,არ აწყობდა კი არა ანადგურებდა.ვფიქრობ როგორი იქნებოდა ახლა ჩემი ცხოვრება,ალისას იმ კასტინგზე რომ არ წავეყვანე.კასტინგის მერედაც უამრავი შანსი მქონდა ამ ყველაფრის თავიდან არიდებისა,მაგრამ მე შემდეგნაირად მოვიქეცი.. შაბათს იყო ის კასტინგი ,რომელზედაც ამირჩიეს , სამშაბათს კი ისევ იმ შენობაში მივედი,სადაც მაშინ ჩემი აზრით პერსპექტივები მელოდებოდა.ღიმილით მიმიღეს სათათბირო ოფისში შემიყვანეს,სადაც თორმეტი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო,ოფისის უკანა კედელზე კი დიდი ასოებით იყო გამოტვირფული“კრეატივი“.ჩემთვის უკვე ნაცნობი ჯელტმენი ბატონი ვასილი მაგიდის თავში დაჯდა ლურჯი საქაღალდე მაგიდაზე დაახეთქა და მკაცრი გამომწვევი სახით საქმეს შეუდგა. -ანასტასია! ეს კონტრაქტია,რათქმაუნდა შეძლებ დაწვრილებით გაეცნო მას,მაგრამ მე მაინც მოგითხრობ მის შესახებ. ჩვენ მხოლოდ ოთხი თვე გვაქვს ექსტრასენსების ბრძოლისთვის მოსამზადებლად,როგორც ყველამ იცით შოუ გრანდიუზული იქნება.შოუს შენ მოიგებ ანასტასია,ფული უკვე გადახდილია!-ამ პერიოდში გაქცევა მომინდა მაგრამ საუბედუროდ თავი შევიკავე-გამარჯვებული შენ იქნები თუ იმედებს გაამართლებ,ყველა ფინალისტს ფული გადახდილი ექნება,ბოლო სეზონში ხალხის სიყვარული და აღიარება თუ არ მოიპოვე,რომელიმე სხვა გაიმარჯვებს.ამ ოთხი თვის განმავლობაში გექნება შექმნილი შენი ხელოვნური ოჯახი,გეყოლება საქმრო,რომელიც ჩვენ უკვე შეგირჩიეთ,იცხოვრებ ლამაზ ქალაქ გარედ სახლში სადაც ყველაფერი გექნემა,მაგიური რიტუალებისთვის საიდუმლო ოთახიც კი.წაიკითხავ წიგნებს რომლებსაც ჩვენ შეგირჩევთ,რათა შენი „მაგიური“ შესაძლებლობები განავითარო.მიიღებ სახლში კლიენტებს რომლებსაც გულრწფელი ეჭვი აქვთ იმაში რომ ნამდვილი ექსტრასენსი ხარ.გეყოლება დამხმარე გადამღები ჯგუფიდან,რომელც საიდუმლო ინფორმაციებს მოგაწვდის,გამოცანების პასუხს გეტყვის.შენი მისიაა ითამაშო ისე როგორც არასდროს.იყო ის ვინც ამ საქმეს სჭირდება.ბრძოლაში ჩართვიდან რამდენიმე თვაში უნდა დათანხმდე ინტერვიუებს, ფოტოსესიებს .ბრძოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი კონტრაქტი კიდევ 10 წელს გაგრძელდება-თავბრუ მეხვეოდა ყველაფერი ეს ზედმეტი იყო ჩემთვის-ათი წლის განმავლობაში მიიღებ კლიენტებს გაუკეთებ რიტუალებს და რათქმაუნდა მონაპოვარის 30% ჩვენი იქნება.ათი წლის შემდეგ კარგად თუ იმუშავებ,სახლსაც გამოისყიდი -ამ მომენტში მოეშვა და საქაღალდე მაგიდაზე მე გამომისრიალა. -ბატონო ვასილი!მე უნდა დავფიქრდე მე მესმის რომ ეს ყველაზე მომგებიანი როლია , მაგრამ მე 10 წლის განმავლობაში უნდა მივიღო კლიენტები დიდი ფულის სანაცვლოდ,რომლებიც სასწაულის გაკეთებას მომთხოვენ,განკურნებას,სიმართლეს მე კი ვერაფერს ვიზამ თამაშის გარდა. -ასე ნუ ფიქრობ ,მხოლოდ ექსტრასენსთა ბრძოლაზე მოგიწევს ამის გაკეთება,რადგან დანარჩენ შემთხვევებში შენი კლიენტები,ფანატები იქნებიან ,რომლებსაც ერთი დეტალი მაინც უნდა უთხრა მათი წარსულის შესახებ და ეგრევე დადნებიან. კლიენტების ის ძვირიანი კატეგორიაც იქნება რომელიც მოგთხოვს რომ მათ მილიონებს ავი თვალი მოაშორო.ანდაც ის მარტოხელა ,მდიდარი ქალბატობები,თავიანთი თავი შავი ქვრივი რომ გონიათ . თვალი ჩამიკრა და მივხვდი რომ ამის გაკეთება ღირდა თუნდაც იმიტომ რომ ჩემი საცოდავი არსებობა რამე სხვად გადამეცია. -კონტრაქტის ყველაზე კარგ ნაწილზე მივედით! ექსტრასენსთა ბრძოლის დამთავრებამდე ყველა მოპოვებული ფული შენ გრჩება და შენი იმიჯი,როგორც გარეგნული ისევე რეპუტაციული ჩვენს დაცვისქვეშ იქნება.გაიცანი შენი სტილისტი მაშა-ჩემს გვერდით მჯდომ გოგონაზე მიმითითა,რომელსაც ყველაზე დახვეწილად ეცვა,იმ ადამიანებიდან,რომელიც ოდესმე მაინც მინახავს. ***** გუშინ დღიურის წერისას ჩამძინებია,ღამით გამომეღვიძა ნატაშას ხმა მომესმა,მეგონა და ვიტირე, ყველაფერი გუშინ ვიტირე.ახლა კი ბედნიერი ვარ ადამიანობა მიბრუნდება მეთქი,მაგრამ მჭირდება კი მე აქ ადამიანობა?ახლა კი იმდენად მივეჩვიე დღიურის წერას უკვე დილაობითაც კი ვწერ,ახლა საუზმეზე ვარ სანამ წერას დავიწყებდი მატილდა მოვიდა სჩანს მასაც უბრუნდება აზროვნება მაგრამ რათ უნდა რო ..? მოვიდა წეღან მუდამ მდუმარე მატილდა ჩამებღაუჭა პერანგში და უსაზარლესი ხმით მიყვიროდა.“არ გაბედო და არ დაბრუნდე, გველო! შენ ჩემი დედა მოკალი,შენ მას წამებით ამოაძრე სული „-მითხრა თუ არა პლასტმასის დანა მკლავში“ჩამასო“, მერე კი გული შეუწუხდა.სარკეში ჩახედვა მომინდა , ნუთუ იმდენად დავემზგავსე მანიაკს?სასაცილოა! საუზმის შემდეგ მართლა ჩავიხედე სარკეში, ამას ყოველთვის არ ვაკეთებ ხოლმე რადგან სარკე მხოლოდ ერთ ოთახშია,ისიც პერსონალისთვისაა გათვალისწინებული.სულიერად დაავადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ სარკეში ჩახედვა.მე მაინც ჩავიხედე ისევ ისეთი ვიყავი ოცდათერთმეტი წლის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი.გული მომიკლა ამ სანახაობამ რაში მჭირდებოდა სილამაზე?ერთ წლის წინ ჩვენთან ერთი სანიტარი მუშაობდა,ციხიდან ახალი გამოსული იყო.ყოველ ღამე სექსუალურად „ძალადობდა“ ჩემზე. ძალადობა ფრჩხილებში ჩავსვი ,რადგან მას ეგონა რომ ძალადობდა,მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომწონდა ის რასაც აკეთებდა ,მაგრამ მხოლოთ ტკივილი მაგრძნობინებდა თავს ისევ ცოცხალ არსებად.სიმპატიური იყო,კირილი ერქვა ,კარგი სუნი ჰქონდა.არც ვუყვარდი და არც მიყვარდა.მხოლოდ ერთხელ მაკოცა მთელი იმ ერთი წლის განმავლობაში. იმ ერთხელ, იმ ბოლოჯერ ცრემლები მომწმინდა და მაკოცა.მეორე დღეს სამსახურში არ მოსულა,რამდენიმე ხანში კი გავიგონე როგორ ეძებდნენ ახალ სანიტარს რადგან ძველი ნარკოტიკების პერედოზირებისგან ძილში გარდაცვლილა. სიყვარული მქონდა გულში და თან ძალიან დიდი ,მაგრამ მეშინია ჯერ კიდევ არ ცოცხლობდეს და მასზე ფიქრის შეწყვეტვას ვცდილობ.ისევ თუ ვიგრძენი ის რასაც მაშინ ვგრძნობდი ,შეიძლება იმდენი ძალა მომეცეს რომ ეს კლინიკა მთლიანად დავანგრიო,ან შეიძლება გამანადგუროს.ვთქვი რომ მასზე არ ვიფიქრებდი ,მაგრამ მასზე მაინც უნდა დავწერო .ჩემი სიყვარული მაღალი მწვანე თვალება,მუქი ბიჭი იყო და მას მაქსი ერქვა.ნახევრად რუსი ნახევრად კავკასიელი.პირველად რომ დავინახე შემრცხვა კიდეც, ასეთი ლამაზი საქმრო რატომ შემირჩიეს, არადამაჯერებელი იქნებათქო ვიფიქრე. მაშინ როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე,სამ დღეში“ ჩემს“ ქალაგ გარეთ სახლში ვცხოვრობდი „ჩემს“ საქმროსთან ერთად.პირველი თვე ერთმანეთს არც კი ვესაუბრებოდით ყველაფერი კონტრაქტის თანახმად მიდიოდა, ვკითხულობდი ათას მისტიურ სისულელეს.ტექნიკას რომელიც თურმე ავი თვალისგან გიცავს ბაყაყის გულისგან აკეთებენ,სარკეებს შეუძლიათ მეორე განზომილებაში გადაყვანა, დროის მანქანა ძალიან დიდი ხნის წინ გამოუგონიათ ჯადოქრებს და მსგავსი სისულელეების დაზეპირება მიწევდა.შევისწავლიდი სპირიტუალიზმს ,ეგზორციზმს,ასტროლოგიას,შავ მაგიას,თეთრ მაგიას და რაც მთავარია ფსიქოლოგიას.ვერ ვიტყვი რომ საინტერესო არ იყო,მაგრამ ყველაფერი ტყუილი იყო.მაქსი თავის სამსახურში დადიოდა,თავს არ მაბეზრებდა ხოლმე.მგონი იმ პერიოდში შეყვარებულიც კი ყავდა.სულ ტელეფონზე საუბრობდა, ხან ნერვულად ხან ძალიან აღმაგზნებლად.არ ვიცი არ მიკითხავს შეიძლება სექს მუშაკი იყო ,აი ხომ იცით „ტელეფონით სექსი“ არასდროს მიკითხავს .ცოტა არ იყოს სასაცილოცაა.იმ პერიოდში სანამ რეალითი შოუ ექსტრასენსები დაიწყებოდა დეიდაჩემს ოლგას ახალი ბინა შევუძინე,ყველაფერი ავუხსენი ცოტა კი შეეშინდა ,მაგრამ უკვე ხანში შესული ადამიანი იყო, იცოდა რომ ცხრამეტი წლის ადამიანს ვერაფერს გაუკეთებდა,და ბედს დანებდა.ხო მართლა პირადობის მოწმობაც გავაყალბეთ და ოფიციალურად ცხრამეტი წლის ასაკში ოცდა სამის ვიყავი, ეს იმიტომ რომ ოფიციალურ კასტინგზე ოცდა სამიდან შეგეძლო მოხვედრა. ალისა ჩემთან სტუმრად დადიოდა, მაქსს ეპრანჭებოდა და თან ვერაფრით ვაჯერებდი რომ ექსტრასენსი არ ვიყავი.ერთხელ დამნებდა კიდეც ,მაგრამ მერე რაღაც წამომცდა ,ახდა და ისევ ექსტრასენსორიკა დამაბრალა,ვიფიქრე კარგი იქნება ინტერვიუებში ჩემი მეგობარი ამას თუ დაადასტურებსთქო და მასში ამ იდეის გამღვავებას შევუდექი.ვუტარებდი ათას გვარ ჩემს გამოგონილ რიტუალებს, შანსის მოსაზიდად და ასე შემდეგ.მთელი ჩემი იმ დროინდელი ცხოვრება კონტრაქტს ეკუთვნოდა.ვასილის ჩემთან სხვადასხვა შეძლებული,ცნობილი ადამიანები მოყავდა.ეუბნებოდა რომ ჩემნაირი ჯერ არავინ ყოლიათ, მეც მანამდე ნაცნობი მწირი ინფორმაციით ჩემი კლიენტის“ ფსიქოლოგიურ შიგთავსს „ გონებაში ვხატავდი.ვეუბნებოდი მოსალოდნელ ,სავარაუდო მომავალს ,ჩემთვის უკვე ცნობილ წარსულს . ზოგიერთი არა- უმრავლესობა ეგებოდა მახეში.ჩემივე კლიენტები მირჩევდნენ ხოლმე რეალითი შოუში მონაწილეობა მიმეღო და დარწმუნებულები იყვნენ რომ ექსტრასენსთა ბრძოლას აუცილებლად მე მოვიგებდი. როდესაც დადგა ის ავადსახსენებელი კასტინგის დღე,ძალიან ვნერვიულობდი.სცენარი ვიცოდი ,ვიცოდი რა დავალებები გვექნებოდა ,მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული სწორად ვიქცეოდი თუ არა. არ მინდა პროექტზე ბევრი რომ ვილაპარაკო.უბრალოდ მისი საშუალებით უამრავი არამზადა გავიცანი,უამრავი იდიოტი თაყვანისმცემელი და უამრავი იმედგაცრუებული მორწმუნე გავიჩინე. კასტინგის დღემ წარმატებით რომ, ჩაიარა მე და მაქსმა აღნიშვნა გადავწყვიტეთ.მგონი ის პირველი საღამო იყო როდესაც ერთმანეთს საღამომშვიდობისას გარდა სხვა რამეზეც ველაპარაკებოდით.მაქსი ამ სამსახურს დედამისისთვის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად დათანხმებულა.ცოტა დავლიეთ ,ალბათ ბევრი დილით საწოლში სრულიად შიშვლები აღმოვჩნდით სახლი კი ენით აღუწერელ მდგომარეობაში იყო.არა იმ დღეს სექსი არ გვქონია, ალბათ ვცდილობდით რომ გვქონოდა მაგრამ არ გამოგვსვლია.არაფერი გვახსოვდა,უბრალოდ სახლში ყველა ოთახში კამერები იყო დამონტაჟებული,რათმქუნდა წვდომა მხოლოდ ჩვენ გვქონდა და ყველაფერი წავშალეთ.დილით ნაბახუსევზდ ოთხით ვალაგებდით სახლს ათის ნახევარზე გაგვეღვიძა თორმეტზე კი პატივცემული კლიენტი მოვიდოდა ახალი მანქანის შესალოცად.ეს იდიოტური მიზეზი რომ არ გვქონოდა ალბათ იმ დილით მაინც გვექნებოდა სექსი.სამწუხაროდ მაქსი იმ დღეს სახლიდან გავიდა და ერთი თვე არაფერი მიმიღია მისგან გარდა „მენატრები,დედაჩემი გარდაიცვალა“. დაახლოებით მილიონი შეტყობინება გავუგზავნე თხოვნით მისი ნამდვილი მისამართი მოეწერა.აბსოლიტურად ყველას შევეკითხე და არავინ იცოდა.ერთი თვის შემდეგ თვითონ დაბრუნდა,მითხრა რომ ამ როლზე მუშაობისთვის არ დაბრუნებულა. -ძალიან მომენატრე!-მითხრა თვალები ამოშავებული ჰქონდა, იმედგაცრუებული იყო.მახსოვს იმ დღეს მენსტრუაციანი გოგოსავით იყო შეფუთული ხელში ცხელი შოკოლადი ეჭირა და გულამოსკვნილი ტიროდა. მართალია ის საბნებიც მე მოვახურე და ის შოკოლადიც მე დავაძალე.მეორე დღეს ნახევარ ფინალი მელოდა ,ვიცოდი რომ გადავლახავდი,ამიტომ რამდენიმე დღით ადრე მქონდა შეძენილი შამპანური,გახსნა მინდოდა მაგრამ ვიფიქრე რა უდნა ავღნიშოთთქო ,მისაღებში რომ შევედი მაქს ტახტზე ტკბილად იძინა ისე შეფუთულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.