შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (თავი მეხუთე)


21-12-2019, 12:22
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 485

თათია უსმენდა და იცოდა, რომ გუგა მართალი იყო. არ უნდოდა სახლში მისვლა. არ უნდოდა მარტო ყოფნა. თუმცა ის არ იცოდა, სწორი იქნებოდა თუარა, გუგას რომ გაჰყოლოდა . არ უნდოა ვინმეს შებრალებოდა.
- იცი ყველაზე მეტად ის არ მსიამოვნებს, ადამიანების თვალებში სიბრალულს რომ ვხედავ.
- სიბრალული რა შუაშია, უბრალოდ რაღაც დოზით მესმის შენი. ხშირად არა, მაგრამ რამდენჯერმე მეც ვყოფილვარ ისე, რომ არც სახლში ყოფნა მინდოდა და არც სხვებთან ერთად.
- შენ ხო მუდმივად იმას ცდილობ, რომ გამაბრაზო და გამაღიზიანო, ახლა რომ ასე იქცევი, განა სიბრალული არ არის?
- იცი თათია, ხვალ ან ზეგ ისევ ისე მოვიქცევი შენთან, როგორც აქამდე ალბათ. მაგრამ რახან ახლა ასე ვიქცევი, იმას არ ნიშნავს რომ მებრალები. უბრალოდ გჭირდება ვიღაც, ვისაც გვერდით იგრძნობ. მოდი დღეს მე ვიყო ეს ადამიანი. უბრალოდ, ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე. უბრალოდ წამოდი. თუ გინდა ხმას საერთოდ არ გაგცემ, არ მინდა ამაღამ მარტო დარჩე. თუ გინდა რომელიმე შენი მეგობრის მისამართი მითხარი და იქ მიგიყვან.
- არა, არავის ნახვა არ მინდა. - სწრაფად უპასუხა თათიამ.
- ხოდა ჩემთან წამოდი. - წამოდგა გუგა და ხელი გაუწოდა.
რამდენიმე წუთი იდგა ასე, თათიას ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ბოლოს თვითონაც წამოდგა და ხელი გაუწოდა. უხმოდ გაიარეს მანქანამდე გზა. გუგას სახლამდეც ჩუმად იმგზავრეს. ორივე თავის ფიქრებში იყო ჩაძირული. თათიას უკვირდა თავისი საქციელი. ღამე დასარჩენად მიყვებოდა მამაკაცს, საკუთარ სტუდენტს, რომელიც უსაზღვროდ უშლიდა ნერვებს და მდგომარეობიდან ხშირად გამოჰყავდა და უხერხულობას სულ არ გრძნობდა. უბრალოდ რაც იცოდა იყო ის, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა.
შევიდნენ თუარა სახლში, თათიამ რაღაც სიმშვიდე იგრძნო. საოცარი სითბო და სიმყუდრივე იდგა ირგვლივ. მისაღებში შევიდნენ.
- დაჯექი, მე ახლავე მოვალ. - უთხრა გუგამ და გავიდა.
თათიამ ოთახს მოავლო თვალი. ისეთი წესრიგი იყო ირგვლივ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ აქ მარტო მამაკაცი ცხოვრობდა. გუგა ფინჯნით ხელში დაბრუნდა.
- ეს დალიე, დამამშვიდებელი ჩაია.
- გმადლობ. - უპასუხა და კიდევ ერთხელ გააოცა გუგას მზრუნველობამ. გუგამ თავისთვის ყავა შემოიტანა და თათიას პირისპირ დაჯდა. მალე დაასრულა ჩაის სმა თათიამ.
- ძალიან გემრიელია. მადლობა კიდევ ერთხელ.
- მამიდამ გამომიგზავნა გერმანიიდან. მართლა გემრიელია და თან ამშვიდებს კიდეც. იქნებ გშია? მე კიდე ეგრევე ჩაი მოგიტანე. როგორ არ ვიფიქრე ამაზე. ეხლავე მივამზადებ რამეს.
- არა, არაფერი მინდა. მართლა. ნუ წუხდები. - უპასუხა თათიამ.
- არ ვწუხდები. არ მოიწყინო შენ. უცებ მოვამზადებ.
თათიას ცრემლები მოაწვა. მისმა მზრუნველობამ აუჩუყა გული.
- არ გინდა გთხოვ. მართლა არაფერი მინდა. ისეც შეგაწუხე ძალიან.
გუგა მიუახლოვდა და თვალებში შეხედა:
- ამოიგდე გონებიდან, რომ თითქოს მაწუხებ. რა გავაკეთე ასეთი. ერთი მტირალა გოგო მარტო არ დავტოვე და ჩემთან წამივიყვანე. - გახუმრება სცადა გუგამ. თათიას გაეღიმა.
- ყველა მტირალა გოგო მოგყავს სახლში?
- ყველა არა ქალბატონო. - უპასუხა და თვალი ჩაუკრა.
- აბა რა კრიტერიუმებით არჩევ? - ხუმრობა სცადა თათიამაც.
- არ ვიცი. აქამდე არცერთი მტირალა არ ამომიყვანია სახლში და მეორეს როცა ამოვიყვან, დასკვნა მერე ერთად გამოვიტანოთ. - ღიმილით უთხრა გუგამ. თათიასაც გაეღიმა.
- რა გავაკეთოთ ეხლა ახვენ? - ჩაფიქრდა გუგა. - გინდა ფილმს ვუყუროთ?
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა თათიამ.
- აბა ასე ხოარ ვიჯდებით. რაღაც საუბრის სურვილიც დიდად არ გაქვს. ავარჩიოთ რამე ფილმი და ვუყუროთ. მითხარი, როგორი ფილმები მოგწონს და მოვძებნი.
- რამდენი ხანია ერთი ფილმის ყურება მინდა. ვერ მოვახერხე და მაშინ იმას ვუყუროთ.
- კარგი, მითხარი და მოვძებნი.
- "მე ვარ სემი" ასე ჰქვია.
- კარგი, ვიპოვი და მანამდე შენ შეგიძლიაა რაღაც გააკეთო? - ჰკითხა გუგამ.
- მითხარი და თუ შევძლებ გავაკეთებ.
- კარგი, წამოდი. - სამზარეულოში გაიყვანა გუგამ. - პოპკორნის გაკეთებას შეძლებ? მე არ გამომდის, სულ ვაფუჭებ.
თათიას გაეღიმა. - კი, შევძლებ. მომეცი ზეთი, მარილი და ტაფა. ხო, ბატიბუტიც და შენ წადი, ფილმი მოძებნე.
გუგამ მალე იპოვა ფილმი და გადაწყვიტა წაეკითხა რაზე იყო. ცოტა შეშფოთდა. არ უნდოდა მსგავსი შინაარსის ფილმი ენახა ახლა თათიას, რამე მხიარული უნდოდა. სასწრაფოდ სხვა კომედიაც მოძებნა. ამასობაში თათია პოპკორნთან ერთად დაბრუნდა.
- იპოვე?
- კი, მაგრამ უფრო მაგარი კომედია ვნახე, იმას ვუყუროთ.
- არა, გთხოვ. დიდი ახნია მაგ ფილმის ნახვა მინდა.
სხვა გზა არ ქონდა გუგას. ძირს მოთავსდა თათია ხალიჩაზე. გუგასაც უთხრა შენც დაჯექი ძირსო. ისეთი დაძაბულები უყურებდნენ, ფილმის ნახევარიც არ იყო გასული, პოპოკორნი რომ შემოელიათ. ცარიელი ჯამი გვერდით გადადეს და ფილმის ბოლომდე ხმა არცერთს არ ამოუღია. თათია თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ შეძლო და ატირდა.
- ამიტო არ მინდოდა ამ ფილმისთვის გეყურებინა, მაგრამ ვერ შეგეწინააღმდეგე.
- არ ვნანობ რომ ვუყურე. - ტირილით უთხრა თათიამ. - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ქალი არაა დედობის ღირსი. დატოვა გესმის? საკუთარი პირმშო საღად მოაზროვნე ადამიანმა დატოვა და წავიდა. გონებაშეზღუდულმა კი ვერ შეძლო მისი მიტოვება და ხო ნახე როგორ იბრძოდა. თუ არ უნდათ შვილი, რისთვის აჩენენ? - გულამომჯდარი ტიროდა თათია.
ახლოს მიიწია გუგა და ჩაიხუტა. - გეყოფა გთხოვ, გეყოფა. აღარ გინდა მეტი ტირილი. - მთელი ძალით იხუტებდა და თმაზე ეფერებოდა. საოცარი სურნელი ქონდა თმაზე. ღრმად შეისუნთქა გუგამ. თითქოს ეს სურნელი სამუდამოდ თავისთან უნდა დაეტოვებინა. თათია კი არ ჩერდებოდა. ისევ გულამომჯდარი ტიროდა. ვერაფრით დაამშვიდა. ბოლოს ერთი აზრი დაებადა. თავი მაღლა ააწევია, ჯერ ცრემლიანი თვალები დაუკოცნა, მერე კი ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. თათიას ისევ გააჟრჟოლა. თუმცა არც შეუჩერებია და არც კოცნაზე უპასუხია. უბრალოდ გაშეშებულიყო. სიჩუმეში მხოლოდ თათიას აჩქარებული გულისცემა ისმოდა. ტირილი უკვე შეეწყვიტა. გუგას არ უნდოდა კოცნა შეეწყვიტა, საოცარ სიმსუბუქეს და ენით აუღწერელ ნეტარებას ჰგვრიდა მისი ტკბილი ტუჩები, მაგრამ არც ის უნდოდა ისევ დაეფრთხო. მოშორდა მის ტუჩებს, შუბლზე აკოცა და ისევ მიიხუტა. თათია მთლიანად მოდუნებული იყო. არაფერზე ფიქრობდა. გრძნობდა მოხვეულ მკლავებს, რომლებიც მთელი ძალით იკრავდნენ გულში. გრძნობდა მეორე გულისცემას და არ უნდოდა არაფერზე ფიქრი. დიდხანს ისხდნენ ასე. ალბათ მთელი საათი. გუგა არ მოძრაობდა. მოსწონდა ასე ყოფნა. ისევ თათაიმ დაარღვია ამდენი ხნის დუმილი.
- მაპატიე. დღეს ძალიან ზედმეტი მომივიდა. ბოდიში.
- ამაზე ნუ ფიქრობ. უბრალოდ ნუ ტირი, გთხოვ. ნუ ტირი. - თვალებში უყურებდა გუგა და ისე ეუბნებოდა. - შენი თვალები ცრემლიანი უფრო ლამაზია, მაგრამ არ მინდა ტიროდე. - კიდევ ერთხელ შეეხო ტუჩებით შუბლზე. - ადექი, შენ საძინებელს გაჩვენებ.
ორივე წამოდგა. გუგამ მყუდრო საძინებელში შეიყვანა თათია. კარადიდან თეთრეული გადმოუღო. - ამას მგონი თვითონ გაუმკლავდები. თუარად როგორმე დაგეხმარები. - ღიმილით დაამატა.
- ვეცდები არ დამჭირდეს შენი დახმარება. - გაუღიმა თათიამაც.
- რამე თუ დაგჭირდეს ზალიდან მარჯვნივ პირველივე კარია ჩემი საძინებელი. არ მოგერიდოს.
- კარგი. - გაუღიმა თათიამ. გუგა კარში გადიოდა, თათიამ რომ დაუძახა.
- გუგაა.
გუგა გაჩერდა და შებრუნდა. თათია მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
- მადლობა დღევანდელისთვის.
შუბლზე შეახო ისევ ტუჩები. - არაფრის. მშვიდად იძინე... და აღარ იტირო.
- კარგი. - გაუღიმა თათიამ.
გუგა გავიდა თავის ოთახში. უცებ რაღაც გაახსენდა, თავის მაისური აიღო და ისევ თათიას საძინებელთან მივიდა და კარზე დააკაკუნა.
- შემოდი.
- სამწუხაროდ სახლში ქალის საღამური არ მაქვს, მაგრამ ჩემი მაისური იმედია გამოგადგება. :)
- მადლობა გუგა. ყველაფრისთვის.
დაბრუნდა გუგა თავის საძინებელს. იმ წამს იცოდა ზუსტად, რომ თათიას აღარასოდეს აწყენინებდა. მხოლოდ იმ ღამეს იყო დარწმუნებული. არ იცოდა ხვალ ან ზეგ რა იქნებოდა.
თათია დაწვა თუარა მაშინვე დაეძინა. იმდენად იყო ემოციებისგან დაღლილი, დილამდე თვალი არ გაუხელია. ტელეფონზე საათს დახედა. 7 იყო. მაშინვე წამოდგა. 9ზე სამსახურში უნდა ყოფილიყო, მანამდე სახლში გასვლა და გამოცვლაც უნდა მოესწრო. აბაზანაში შევიდა, პირი დაიბანა. მერე ისევ საძინებელში დაბრუნდა. საწოლი აალაგა და გასვლას აპირებდა, გუგას რომ შეეჩეხა.
- დილამშვიდობის, როგორ გეძინა?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად. იპარებოდი?
- არ მინდოდა შენი გაღვიძება. უბრალოდ მეჩქარება, სახლშიც უნდა გავიდე და მერე უნივერსიტეტშიც დროულად მივიდე.
- მოდი, ყავა დავლიოთ და მერ....
- დამაგვიანდება გუგა.- გააწყვეტინა თათიამ.
- არ დაგაგვიანდება. მე გაგიყვან სახლში. შემიძლია იქაც დაგელოდო და უივერსიტეტშიც მიგიყვან. მეც ხო უნდა მივიდე მაინც.
- არა, მაგდენზე არ შეგაწუხებ.
- მაშინ სახლში გაგიყვან. ეხლა წამოდი, ყავა დავლიოთ. ყოველ დილას კიარ დაგპატიჟებ, დღეს გამონაკლისია. - გაიხუმრა გუგამ. თათია დათანხმდა.
ისე მშვიდად ისხდნენ და მიირთმევდნენ ყავას, თითქოს ერთმანეთისთვის ზედმეტი ერთი სიტყვაც არ ჰქონდათ ნათქვამი. კარებში რომ გადიოდნენ, თათია შეჩერდა და გუგას უთხრა:
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ბევრს ნიშნავდა წუხელის შენი გვერდში დგომა. ღმერთმა სასიკეთოთ გადამახდევინოს.
- აღარ გვინდა ამდენი მადლობა. - გაუღიმა გუგამ,- რაღაც მინდა გთხოვო.
- გისმენ... იმედია ჩემ საგანში ქულების დაწერას არ მთხოვ.
გუგას გაეცინა. - არა. ეგ არა. უბრალოდ... როცა თავს ცუდად იგრძნობ და ჩახუტება მოგინდება, მოდი და ჩამეხუტე. უბრალოდ ჩამეხუტე. სხვანაირად არ გავიგებ. არც გავიოცებ.
თათია გაღიმებული უყურებდა.
- გმადლობ გუგა. წავიდეთ ეხლა.
თათიას სახლამდე ჩუმად იმგზავრეს. სანამ თათია მანქანიდან გადავიდოდა, გუგამ შეაჩერა.
- თათია.
- გისმენ.
- აღარ იტირო რაა. - სერუოზული სახით უთხრა გუგამ. შემდეგ შუბლზე შეეხო ტუჩებით. - წადი ახლა, თორე დაგაგვიანდება.
თათიამ მხოლოდ გაუღიმა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოში გაუჩინარდა. გუგამ მოაბრუნა მანქანა და მშობლებისკენ გასწია. გრიგალავით შევარდა სახლში.
- ქალბატონო თამარ, სახლში ხაართ? ქალბატონო თამააარ! თამარმეთქი.
- ვაიმეე, რამ გადაგრია შვილო, რა იყო?
გუგა დედას მოეხვია. - მომენატრეთ ქალბატონო, არ შეიძლება?
- შემოგევლოს დედა, როგორ არ შეიძლება. სად ხარ დაკარგული, რამდენი ხანია რომ არ გამოჩნდი.
- რა ვქნა დე, ვერ მოვიცალე. სტუდენტი გყავს შვილი ხოარ დაგავიწყდა.
- ოჰ, აქამდე არ იყავი სტუდენტი?
- ეხლა ყოჩაღი სტუდენტი ვარ. - გაიცინა გუგამ. - რა ვიცი, ვეღარ მოვახერხე გამოსვლა. მამა სადაა? სამსახურში?
- აბა სად იქნება შვილო? და შენ რატო არ ხარ უნივერსიტეტში? აკი ყოჩაღი სტუდენტი ვარო?
- მომენატე და შენი თავი ვარჩიე.
- აფერისტი ბიჭი.
კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინა საუბარი. გუგა გავიდა გასაღებად.
- ვახ, გვანცა, იგრძენი რომ აქ ვიყავი და მოხვედი?
- ჩემი ეგოისტი ძია. ხო, მიგრძნო გულმა და მოვედი.როგორ ხარ?
- კარგად ძიას გოგო. შენ რას შვები?
- როგორ ვიქნები აბიტურიენტის კვალობაზე. დავრბივარ აქეთ- იქით.
- ჩემი და როგორაა შენ ხელში?
- ოჰ, რატო ვითომ, რომელი ბუნტისთავი მე ვარ. მშვენივრადაა, რა უშავს.
- წამო რა სამზარეულოში, მშია. თამრიკოს რამე ექნება გემრიელი.
- წამო, მეც შია. აბა, რა ხდება უნივერსიტეტში? გავიგე ,,სწავლა" დაგიწყია, პირდაპირი გაგებით.
- ხო, დრო არ იყოო? მესამე კურსზე ვარ ბოლოსდაბოლოს.
- აუ ნეტა მანახა, ვინ მიაღწია იმას, რომ შენ სწავლა დაგაწყებინა.
გუგას გაეღიმა, თათია გაახსენდა. მართლა მისი დამსახურება იყო.

თათია კაბინეტში იჯდა და ფანჯრიდან დაჰყურებდა უნივერსიტეტის ეზოს. ტელეფინის ზარმა გამოაფხიზლა. ლიზი იყო. ახლა გაახსენდა, რომ გუშინ პაემანზე იყო და არც კი მოუკითხია. შერცხვა.
- ხო ლიზ, გისმენ.
- რას შვები აბა, როგორ ხარ?
- მე რა მიშავს კაცო, შენ მოყევი აბა რა ხდებოდა. ვეღარ დაგირეკე.
- აუ არ დაიშოკო ოღინდ ეხლა რასაც გეტყვი. ჯერ ნინისთვისაც არ მითქვამს.
- უკვე ავნერვიულდი, მალე თქვი!
- რა და ვთხოვდებიიიი. ხელი მთხოვა გიომ.
- რა ა? სერუოზულაად?
- კი გოგო. არ გიკვიირს, მე რო მაშინვე დავთანხმდი?
- მოიცა, რა დროს ეგაა, მართლა არ მატყუებ?
- შენ თავს ვფიცავარ, მართლაა. მოემზადე, მეჯვარე ქალი ხარ ბოლო ბოლო.
- აუ გვერდითაც არავინ მყავს, რომ მიბწკინოს. სიზმარში არ ვარ?
- გამოვალ საღამოს შენთან და ვიჭოროთ.
- კააარგი. გელი სულმოუთქმელად.
********

თათია ლექციას კითხულობდა. გუგა გვერდით მჯდომ ლუკას რაღაცას ესაუბრებოდა. გარკვეული პერიოდი თათაის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ გუგამ რომ ხმას უფრო აუწია, მაშინ ვეღარ მოუთმინა.
- ნაკაშიძე, რამე ძალიან მნიშვნელივანზე საუბრობთ?
- მნიშვნელოვანი ნამდვილად არის, მაგრამ რატომ მკითხეთ?
- რადგან არ გახსოვს, შეგახსენებ - აქ ლექცია ტარდება... და თუ მაინცადამაინც თქვენც გსურთ ლუკასთვის ლექციის ჩატარება, შესვენება გამოიყენეთ ამისთვის. ახლი კი, სიჩეუმე დაიცავით.
- ხელს გიშლით ქალბატონო თათია?
- როგორც იქნა! მიხვდიი?
- კარგით, ვჩუმდები და უფრო საინტერესო თემაზე თუ საუბრობთ, მშვიდად მოგისმენთ.
მთელი ლექციის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია თათიასთვის. კარგად ხვდებოდა, რომ აბნევდა, მაგრამ მოსწონდა მისი ამ მდგომარეობაში ყურება. თათიაც ითრგუნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა დაესრულებინა ლექცია. შესვენება რომ დაიწყო, შვებით ამოისუნთქა.


მშვიდად გაიარა ერთმა თვემ. ლიზას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ლიზა, თათია და ნინი სალონში ისხდნენ და მოთმინებით იტანდნენ სტილისტების პროცედურებს. როცა კაბებიც ჩაიცვეს და ერთმანეთს შეხედეს, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. განსაკუთრებით თათია იყო ძალიან ლამაზი. მუქი, შინდისფერი გრძელი კაბა მის სსხეულს უნაკლოდ გამოკვეთდა. საოცრად უბრწყინავდა შავი თვალები და მასთან ერთად შავი თმა შესანიშნავ ვიზუალს ქმნიდა. ლიზას თეთრი კაბა განსაკუთრებულად უხდებოდა. სულ სხვანაირი ჩანდა, ბევრად დახვეწილი და ლამაზი. ნინის ბავშვურ სახეს კი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.
ხელი მოაწერეს, ჯვარი დაიწერეს და რესტორანს მიაშურეს. აღტაცებული მზერა და აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მათთვის განკუთვნილ ადგილას დასხდენენ და დაიწყო ტრადიციული, ქართული ქორწილი თავისი ტრადიციული სადღეგრძელოებით და ცეკვებით.
თათია ჩაფიქრებული იჯდა. ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო. დააკვირდა და გაოცება გამოეხატა სახეზე, როცა მზერის ,,ავტორს" დააკვირდა. გუგა იყო. ალბათ ყველაზე ნაკლებად მის ნახვას ელოდა იქ. გუგაც მზერას არ აშორებდა. შინაგანი აფორიაქება იგრძნო. სიწითლე შეეპარა სახეზე, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Alisa

Momwoons... Imedia male iqneba Shemdegi tavic.

 


№2  offline წევრი ფუტკარა

როგორ მიხარია რომ კითხულობთ. მიჩნდება სურვილი იმისა, რომ მომდევნო თავი უუფრო დიდი გამოვიდეს

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

უხხ რაკარგი მომენტია და თან რაკარგად წერ <3 გელოდები ისევ ისეთი მოუთმენლობით

 


№4  offline წევრი ფუტკარა

არ გალოდინებთ დიდხაანს. მალე დავამატეებ

 


№5  offline წევრი თათუ♡

დღეს დადებ?

 


№6  offline წევრი ფუტკარა

კი, დავამატებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent