წითელი ხოჭო(სრულად)
წითელი ხოჭო,რომ გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში,მაშინ აღვიქვი ქალაქი სხვა ფერებში. ანიუტა ბევრს დამცინოდა „ჟეშტზე“ შეყვარებული გოგო გახდიო. ვფიცავ ყველა სულეირს,რომ ჩემი ხოჭო მართლა საოცრად მიყვარდა. აი,იქ რომ ჩავჯდებოდი დედამიწას მე და ჩემი წითელი მანქანა ვატრიალებდით. ჰოდა ბედის ირონიაა თუ ცხოვრებისეული დამთხვევა,არ ვიცი,ყველაზე ლამაზი ისტორიის დასაწყისის მიზეზიც სწორედ ჩემი „ხოჭო“ გახდა სანამ მისი,როგორც მაჭანკალის ამბის თხრობას დავიწყებდე მანამ,მოგიყვებით ვინ ვარ და რამინდა. მე ლიზა კანდელაკი ვარ. ბევრი შეურაცხადით ირგვლივ(ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ნორმალური მანქანა მყავდა და ისიც გამიგიჟეს.) ხოჭო,რომ მიყიდა ლიაკომ იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ათვლის სისტემა. მეგონა,მანამდე არ მიცხოვრია. გაგიკვირდებათ ეს მანქანა რით არი ასეთი გამორჩეულიო!? თავისი ისტორიებით. აი,მაგალითად ჩემ ხოჭოში ცუცამ მაშო თმებით „დაითრია“. ანიუტა აბაშიძემ ჩემი ხოჭოთი მოიტაცა.(ისტორია-„ბოლო გაზაფხული“) გიგის პირველ პაემანზე ჩემი ხოჭო ვათხოვე.(ისეთზე კიარა,ნამდვილ პაემანზე) მეტრიკა სამჯერ გადავარჩინე ძვლების თვლამდე ცემას(ჩხუბის წინ მირეკავდნენ და მეც მივდიოდი,ვითომ მისი ფეხმძიმე და ვიყავი,ნუ სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა როლებს ვირგებდი და ასე იცდენდა თავიდან მრავლობით მოტეხილობას თაღლითი სანდრო. ნიკუშა ზედ ნამცხვრებს ჩემ ხოჭოში დაეცა. რა გითხრათ?! მთელმა იტალიურმა ეზომ გამოიარა ჩემ ხოჭოში იმის ჩათვლით,რომ თამაზის ცოლმაც ჩემ ხოჭოში იმშობიარა. ნუ,რას ვიზამთ ერთეულებს გვხვდა წილად ასეთი მანქანის ყოლა. როგორ არ გღლით ამ ჩემი ხოჭოთი და იტალიური ეზოთი ალბათ,ჰო?! ბევრმა თქვენგანმა „ჭორაობას“ თავი ჩემი იტალიური ეზოთი დაღლილმა დაანება. მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ. მეც და ჩემი წითელი ხოჭოც. წასული და უკან დაბრუნებული გმირებით. შეუცვლელი მაგრამ აღარარსებულებით და ცოტა გამოგონილებითაც. ვფიქრობ,მოიძებნება თითზე ჩამოსათვლელად ის ხალხი,ვისაც ისევ აინტერესებს ეზოს ამბები.ჰოდა მეც აქვარ და ჩემი ხოჭოც. *** ლიაკოს დაბადების დღე იყო. ეს მთელი რიტუალი ხდებოდა ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით მთელი ეზოსთვის. დილით სახლიდან ისე გამოვიპარე ლიაკოს არც გაუგია,სამაგიეროდ იაკომ გაიგო. იაკო ცუცას(თქვენთვის ნუცას) და გიგის ბებოა(ეს ბიოლოგიურად,თორე ისე მთელი სამეგობრო ვინაწილებთ) -იაკოო!-საათს,რომ გავხედე და 10 იყო სახე ისე დავბრიცე იაკო მიხვდა,რომ მე მივხვდი რამდენად მიუტევებელი შეცდომა ჩავიდინე. „ბალიშაფეთქებული“,“სახენაცვალი“ და სმისგან გადალურჯებული,აწ უკვე ნაბახუსევშეწირული გიგი ავალიანი,რომ გამოჩნდა საძინებლის ზღურბლზე,მივხვდი ახლა არაფერი გადამარჩენდა მოსალოდნელი შტორმისგან. მაგრამ ის რაც მერე მოხდა რა იყო შტორმთან?! ეს უფრო ტაიფუნი ან ცუნამის ხასიათს ატარებდა. იმიტომ,რომ ჩემ შეძახილზე,მისალმებაზე თავად ავალიანს გაეღვიძა. ოჯახის უფროსს და თავქალს-ნუცას. გუმანით ვიგრძენი ბლაგვი საგანი,როგორ მოფრინავდა ჩემკენ. მოსალოდნელი რეაქცია იყო,სამეგობრო ამაში დახელოვნებული ვიყავით ამიტომაც ნუცას ნაბიჯების ხმაზე მე ინსტიქტურად თავი დავხარე და ჩემკენ „გამოქანებული“ ნუცას ჩანთა,რომელშიც ეჭვი მაქვს მართლა ქვებს აწყობდა ზედ გიგის ალეწილ სახეს შეენარცხა. მერე ნუცა გარბოდა და გიგი მისდევდა,მერე ორივემ რატომღაც დაასკვნა,რომ ამ კატაკლიზმის მიზეზი მე ვიყავი და მანამდე მარბენინეს,სანამ თავად არ დადეს ზავი. -ბოლოსდაბოლოს მოვიფიქროთ კაცო რამე!-თქვა იაკომ და ნახევარსაათიანი დიდგორის ბრძოლის შემდეგ ნაომარ ყივჩაღებზე გადმოიტანა ყურადღება კურიერიდან. -მადლობა იაკო...!-ამოვულუღლუღე მე და იატაკზე მივესვენე. -გღვიძავთ?!-მაშო,სანდრო და ნიკუშა ერთდროულად შემოძვრნენ შემოსასვლელის ვიწრო კარში,რის გამოც სამივეს ასწითლებოდა გვერდები. -რავშვებით დღეს?!-წარბები აწკიპა მაშომ და ცუცას ზედ დაახტა. -შენ ადამიანის მონათესავე არსებებშიც არ გადიხარ,თუ გესმის ჩემი მაინც?!-კიოდა ხმა გაგუდული ცუცა და ხელებს ისე ასავსავებდა მეტრიკამ ძლივს გამოათრია მაშოს მარწუხებიდან. -რაღაც ძაან ფუმფულად დავეცი და რაო ცუციკ,მოიმატე ერთი,ორი,სამი,ხუთი კილო?!-სიცილით ორად ვიკეცებოდით მე და მაშო და ნუცას აპილპილებულ სახეს ვაიგნორებდით. -ჩემი ნუცა ყველაზე ლამაზია!-თქვა ამაყად ნიკუშამ და მეტრიკას ისე გამოაცალა ნუცა,ავალიანმა გააზრებაც ვერ მოასწრო. -ჩავეწყვეთ ახლა ყველა მანქანაში და წავედით ვიშოპინგოთ!-განაცხადა გიგიმ და სამზარეულოდან კიტრის მწნილით შეიარაღებული გამოვიდა. გიგის ნებას დავმორჩილდით და დაიწყო ყველაზე სასაცილო პროცესი. ჩალაგება. ეს პირდაპირი გაგებით ჩალაგება იყო,იმიტომ რომ ვისაც ნანახი აქვს „მინი კუპერი“ (დარწმუნებული ვარ ყველამ იცით,რომელ მანქანაზეც ვსაუბრობ) ზომით საკმაოდ პატარაა. ყოველშემთხვევაში მძღოლის გარდა ხუთ ადამიანზე გათვლილი,რომ არაა მივხვდით ხომ?! წინ დაჯდომაზე მაშომ ისეთი იერიში მიიტანა ნუცაზე თამაზის შვილმაც მოასწრო გაღვიძება. პირდაპირი გაგებით თმებში სწვდა წინ წასულ ნუცას და გასწრება სცადა,ნუცას თითებმა აქეთ,რომ დაიქნიეს და ატყდა გამიშვი-გამაკავე. თან სიცილით იკეცებოდნენ თან ხელებს არ უშვებდნენ ერთმანეთს. -თქვენ თუ ავადმყოფები არ იყოთ!-ამოიზმუილა გიგიმ და თავად დაიკავა მგზავრის სავარძელი. -დაგაზე ლიზუ,არარიან ესენი არაფრის ღირსები!-იცინის მეტრიკა და აცნობიერებს,რომ ორი გააფთრებული ქალის მზერა ახლა მასზე გადაერთო. „გაპუტეს“ მეტრიკა პირდაპირი გაგებით. გოგონები ლიაკოს საჩუქრების საყიდლად გადანაწილდნენ,მე ტორტის ყიდვა „ვიკისრე“ და ბიჭები სასმელების და ფეიერვერკების საძებნელად გაემართნენ. შუადღისთვის ყველა მზად იყო ნიკუშას გარდა,რომელმაც ვერადავერ გადაწყვიტა „ბომბაჩკები“ ეყიდა თუ დაენებებინა „მეტრიკას“ ფსიქოლოგიური სისტემისთვის თავი. ჰოდა,ცხოვრება ბუმერანგია ნიკოლოზ! სულ ორი წამით მიიხედა მაშომ,გვერდით გადადებული ტორტი,სულ ორი წამით დატოვა ყურადღების გარეშე,რომ ნიკუშა ყიფიანი ზედ ტორტს დააჯდა. -რას აკეთებ!?-მაშოს შემზარავ კივილზე ყველამ უკან მოვიხედეთ, გაფითრებულ ნიკუშას,რომ გადავაწყდით ... მთელმა აბაშიძემ გაიგო,როგორ ჩაჯდა ყიფიანი ტორტში. და-ძმა ავალიანები მანქანიდან გადმოვიდნენ და ისე იკეცებოდნენ სიცილისგან.(გიგი საერთოდ ასფალტზე ჩამოჯდა და ცრემლებს იწმენდდა) მეტრეველი პირველი გადმოხტა მანქანიდან და ბოლო ხმაზე „კიოდა“ ეს რა ქენი ნიკუშ,როგორ ჩავხედოთ დედაშენს თვალებშიო. მე და მაშო უბრალოდ გაწითლებამდე ვიცინოდით,აი,საცოდავი ნიკუშა იდგა განწირული სახით და ცდილობდა დამრგვალებული თვალებით დავეთანხმებინე ამ შარვლით მანქანაში ჩაჯდომაზე. რაც მოხდა უფრო სასაცილო იყო. მაშოზე,ნუცაზე და სანდროზე მუცლით გადაწოლილი ყიფიანი ძლივს ატევდა ფეხებს ფანჯრებში. მე კი მეორედ წავედი ტორტის საყიდლად და ამჯერად ეს ურთულესი მისია,რაც ტორტის დაკავებას გულისხმობდა გიგის ვანდეთ. ასე მივიყვანეთ ნიკუშა ყიფიანი გადაწოლილი,“ფეხებგაშლილი“ სახლამდე. გზად ვერცერთი ჩვენგანი ვერ სუნთქავდა სიცილით და ნიკუშა გინებით. „ნიკუშ,სულ ტყუილად იწვალებ თავს,ვიცი შენი ტორტიანი საჯდომი მლოცავს ...“-იძახდა გაწითლებული სანდრო და თითებს ნიკუშას ნერვების მოსაშლელად უკითხავად დაატარებდა ყიფიანის ფეხებზე. იაკოს ლიაკო სახლიდან გაეტყუებინა და ჩვენც თამამად შევუდექით დეკორაციების მოწყობას. გიგის ბუშტები შევაჩეჩეთ და მაგიდის გაწყობაც დავიწყეთ. -გცემ სიკვდილამდე !-კივის სანდრო მეტრეველი და ისე ამორბის დახვეულ კიბეზე. -შენ ვის ნერვებს ეთამაშებოდი მოდი აქ!-არც „ყიფო“ აკლებს და მთელი ეზოს მაშტაბით ირჩევა მტყუან-მართლის სასჯელის ამბავი. როგორც იქნა დაზავდნენ. ნახევარი საათი ზედმეტად ჩუმად,რომ გავიდა მაშომ ეჭვის თვალით გამომხედა. მე ნუცას გადავხედე და მას გაეცინა. სანდრო ბუშტებისგან დაღლილ გიგიზე „იუმორინას“ ჩატარებას,რომ მოეშვა და საპირფარეშოში გავიდა „ყიფოც“ მას მიჰყვა. -რას უკეთებს..?!-ავიფხუკეთ ჩვენ და ყველანი მისაღებთან განვლაგდით. ნუცას და მაშოს უკვე მომარჯვებული ჰქონდათ ტელეფონები. -სანდრო,ორი წამი გამიღე,რაღაც დამრჩა მანდ..-მიუკაკუნა და იმდენად სერიოზული ტონით დაიწყო სანდრომ უპრობლემოდ გაუღო კარი.აი,სად შეცდი ჩემო „მეტრიკაო“ დაიკივლა ნუცამ და სანდრომ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აუფეთქდა ფეხებთან 4 ცეცხლმოკიდებული „ბომბაჩკა.“ ხომ გაგიგიათ კაცის ყვირილი,კივილი და ტირილი?! მაგრამ გაგიგიათ სამივე ერთდროულად სინქრონში,როგორია?! კარი,რომ გაუღო გიგიმ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით შეიმშრალა. -სად არი..-ამოიხავილა და თვალი მოავლო სახლის ტერიტორიას,-სად იმალები შე დამპალო!-მის „დამპალოზე“ ახლა ჩვენ გადავლურჯდით სიცილისგან. რა თქმა უნდა ნიკუშა უკვე გაქცეულიყო,როგორც გიგი იტყოდა „პაბეკში“. საღამოს 6-მდე ასეირნა იაკომ ლიაკო კაფედან კაფეში. 6-ზე ნუცას დაურეკა მოვდივართო და ჩვენც მოვემზადეთ. უკან ამობრუნებული ყიფო სათოფეზე არ ეკარებოდა მეტრიკას და შუაში ხან ვის გვაყენებდა, ხან ვის. ყველანი მდივნის უკან დავიმალეთ და ყველაფერი შეძლებისდაგვარად ჩავაბნელეთ. კარის ხმა,რომ გავიგეთ უცებ წამოვიშალეთ. იყო ბევრი ემოციები,ტირილი,სიცილი და ნიკუშას კივილები ალაგ-ალაგ. გვიან ღამით ლიაკოს ბიჭებმა ფეიერვერკებით დაუგვირგვინეს ლამაზი დღე და ყველა ბედნიერად დავიშალეთ. *** ძილის ნაკლებობა ზოგადად სამეგობროს დამახიასიათებელი ნიშანია. 11-ზე ვიღვიძებ,თუ სადმე არ მივრბივართ მე და ჩემი ხოჭო. 1 საათი მორალური ფიქრისთვის მაქვს განკუთვნილი(ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ,თუარ ვფიქრობ უბრალოდ ვუყურებ) მეორე 1 საათი ანიუტას ველაპარაკები პრაღიდან. ვისმენ მისი ოცი ჩხუბის ისტორიას აბაშიძესთან და მხიარულ განწყობაზე ვიწყებ დილას. ნუ რაღა დილას,უფრო დღეს. ის დილა ჩვეულებრივი რუტინისგან განსხვავებული იყო და რატომ... დილის 9-ის ნახევარზე გამაღვიძა ლიაკოს შეუფერებელმა ყვირილმა(არ ყვირის ხოლმე) -დაიწყებენ ახლა ბურღი,დრელე,ჩაქუჩი...ვის გაუგია იტალიურ ეზოში ახალი მეზობლები?! -ლიაკო რამ აგაფორიაქა ამ დილა უთენია?!-ოთახიდან გავძახე მე. -იძინე ბები,გაგაღვიძეს არა?!ახლა გადმოდიან და დაიწყებენ რემონტებს..რა გაგიმზადო?! -ყავა ლიაკო,მაგათმა კიარა შენ გამაღვიძე და გამისკდება ამ უახლოეს 10 წუთში ნერვული სისტემა. -ბები,იცი რა კაი ბიჭია?!აი,სულ მაღალია და შავგრემანი,მაგრამ საშენო არაა,ცოტა დიდია. -აუ,როგორ დამწყვიტე გული,ლიაკო!-გამეცინა მე და სამზარეულოს სკამში მოვკალათდი-ყავა გამიკეთე რა... -გოგოებს დაურეკე. -ეგენი შუა სიზმრებში არიან,ნუცასთვის ახლა დაღამდა ალბათ. -ჩემი ძილისგუდები!-მოვიდა თავზე მაკოცა და ჩაიდანი გაზქურაზე მოათავსა. ისეთი ინტერესით ათვალიერებდა ფანჯრიდან ახალ სამეზობლოს,მეც დავინტრიგდი. მეორე ფანჯარას მივუახლოვდი და ფარდები გადავწიე. ნუნუკას სახლი გაყიდულა. პირდაპირ ჩემს აივანს,რომ უყურებდა ის სახლი. ნუნუკა მოხუცი ქალი იყო და სოფელში წავიდა თავის მეუღლესთან ერთად. შვილები პარიზში ცხოვრებენ და აღარვის უნდოდა თქვენი ვერა. ჰოდა,ეს ახალი მეზობელი პირდაპირ ჩემი ხოჭოს გვერდით აყენებს მის შავ „რენჯროვერს“. ფუჰ,როგორ უფუჭებს ჩემ პატარას ხედს. (ახლა ისეთი პატარა გამოჩნდა ჩემი მანქანა,ცოტა ვიუხერხულე ჩემს ხოჭოს და მის ვეშაპს ორივეს მანქანა,რომ ჰქვია) „ლიზ,ხოჭო არ დაგიჩაგრონ!“-მაშო ქავთარაძე ორი ფანჯრით გვერდით ქავთარაძეების სახლის ფანჯრებიდან გადმოკიდებული მაშაშო,რომ დავინახე ინსტიქტურად გამეცინა. „გოგო პენუარით გადმოდექი ფანჯარაში?!შეგირცხვეს ნამუსი კანდელაკო!“-ცუცა. პირველ სართულის კიბესთან შევნიშნე მისი მოფრიალე თმა,რომელსაც ნიავი აქეთ-იქით აქნევდა. ფანჯარას მოვშორდი და საძინებლისკენ წავედი,ვიღაცამ კარზე,რომ მომიკაკუნა. გოგოები არიანთქო ვიფიქრე და გაღიმებულმა გავაღე კარი,ღიმილი ზედ სახეზე,რომ შემაყინა,ვიღაც უცხომ. არა,სრულიად უცხომ. -გამარჯობათ!-ღმერთო!ისეთი ბარიტონი აქვს ახლავე,“აქვე დავდნები“,როგორც ანიუტა იტყოდა. -გისმენთ..-ამოვილუღლუღე მე და ისე ურცხვად ავათვალიერე ცოტა შეიშმუშნა. -იცით..-ნიკაპზე თითი ჩამოისვა,ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ძალიან ბუნებრივად,გამიცინა და (მისი ათვალიერების შემდეგ) გააგრძელა-თქვენი მანქანაა,ის პატარა კუპერი...?! -დიახ. -შეგიძლიათ,რომ გადააყენოთ?! -ბატონო?! -აი,ხელს მიშლის ვერ ვაყენებ მანქანას,შეგიძლიათ სულ ცოტათი,რომ გასწიოთ? -არა. -ბატონო?! -ეგ ჩემი ადგილია,ამიტომ არა. -მეღადავები?!-ხელი ჩემს კარების ჩარჩოს მიადო და ჩემკენ გადმოიხარა.-ან გაწევ ან არადა ჩემი ბრალი არიქნება ევაკუატორმა,რამე რომ დაუზიანოს შენს პატარა ბიჭს! -მემუქრებით?!-ავღშფოთდი მე. -არა,გაფრთხილებ. -თავხედური ქმედებაა თქვენი მხრიდან. -არც თქვენ ხარ ზრდილობის ბუკეტი! -ბატონო?!-პილპილი,რომელია?!აი,მე რომ გავწითლდი სიბრაზისგან ისე უნდოდა. -რამდენი წლის ხარ? -20-ის. -მერე უფროსებს,როგორ უნდა ესაუბრო არ იცი?! -რამდენად უფროსი ხართ ჩემზე ამდენად დიდი ზრდილობა,რომ დაიმსახურეთ?! -საკმაოდ უფროსი.-იმდენად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი,ლამის სახლში შემოვიდა.მივხვდი,უაზროდ ვჯიუტობდი და კარი ცხვირწინ მივუხურე.. ასე,ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი. არადა რა მთხოვა ასეთი გასაგიჟებელი?! მე მაინც ვიეგოისტე. ის ადგილი,ხომ ჩემი და ჩემი ხოჭოსი იყო!? სპორტულები ჩავიცვი,თმები მაღლა ავიწიე და კიბეებზე დავეშვი. -მაშო,თათა სახლშია?!-ავძახე ქავთარაძეს,რომელიც აშკარად სამზარეულოში იყო. -კი,ამო. -მანქანას გადავაყენებ და ამოვალ,იაკო ნუცას დაუძახე რა!!-ახლა იაკოს მივადექი პირველზე და როგორც იქნა ეზოში მდგარ უცნობ მეზობელს წავაწყდი. -იკადრე ჩამოსვლა?!-წარბები შეყარა მან. -თუ გნებავთ ავალ...-ირონიული ღიმილით დავაჯილდოვე უფროსი,თუმცა უთუოდ სიმპათიური მეზობელი და ჩემს ხოჭოში ადგილი დავიკავე. -თავხედი. -რამე მითხარით!?-მინა ჩამოვწიე და დაბლიდან ავხედე. -გადააყენე,დროულად! -არა,ასე არ გამოვა..-მანქანიდან გადმოვედი,ისე,რომ არც დამიძრავს და მის წინ ავისვეტე. -ბატონო!? -მთხოვე,რომ გადავაყენო,სითავხედეს არ გაპატიებთ სხვაგვარად. ჯერ თვალები დააწვრილა და ისე დამაშტერდა სახეზე,მერე აქეთ-იქით მიმოიხედა და გადმოკიდებული ქავთარაძე და ავალიანი,რომ დალანდა მიხვდა შანსი არ ჰქონდა. -იცი რისი ღირსი ხარ?!-ახლოს მოვიდა ის. -ბოდიშის და ველი.არადა,მაშინ ავალ თქვენის ნებართვით გოგოები მელოდებიან. პირველი შეხება ეგ იყო. მაჯაში დამქაჩა და ისე დამაბრუნა საწყის პოზიციაში ვერც გავიაზრე -ბოდიში,გადააყენე ახლა. -არა,ასე არ მაწ..-ვინ დამასრულებინა?!გასაღები ხელიდან გამომტაცა და ეს „ციდან სამ მეტრზე“ ბიჭი ისე ჩაჯდა ამ ჩემს ხოჭოში გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჩემი წითელი სიყვარული ისე გადასწია გვერდით,ვითომც აქაოდა არაფერი ხდებოდა. მანქანიდან გადმოვიდა. გაღიმებულმა მოათავსა გასაღები ჩემს ხელისგულზე და ახლა თავისი ვეშაპის დაპარკინგება დაიწყო. აი,ასე დაიწყო ომი ჩემსა და მას შორის. მიზეზი მან მითუმეტეს არ იცოდა,მაგრამ სასაცილო,ისაა,რომ არც მე ვიცოდი. ომი უნდოდა?! იქნებოდა ომი. ** იმ დღის პროგრამაში ჩემი დაცივნა და ახალი მეზობლის „გაღმერთკაცება“ იყო . ვისხედით „ლოლიტაში“ და ვისმენდით,როგორ აბუქებდნენ ამ მომენტს ნუცა და მაშო,და როგორ ჭრიდნენ ჭკუიდან ანიუტას,პირდაპირ ჩართულს. (გაბუქება ჩემგან ისწავლეს,არა კიარ ისწავლეს,ზოგადად არ აბუქებდნენ,უბრალოდ ამას ახლა ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებდნენ და უცდიდნენ ჩემს მრავალფეროვან რეაქციებს ამ ამბებზე.) -ახლა,მე და ჩემი მეზობელი არ ვიცი,მაგრამ მაშოს ფერი,რომ დაეკარგება ეგ ვიცი..!-ამოვილაპარაკე და ჩემს გვერდით მოთავსებულ ცუცას გადავხედე,რომელიც პირდაპირი გაგებით გადალურჯდა. -ვაა,გოგოებო..-ბაბუაძის ხმა.თვითონ ბაბუაძე და ყველაფერი,რამაც მაშო ქავთარაძე წამიერად მოარყია. -ლუ,რაშვები?!-წამოდგა სკამიდან ნუცა და წამოვდექი მეც.მაშო ვერ ინძრეოდა. -აი,არაფერს ახლა ჩამოვედი და ვუბრუნდები ქალაქს..-განადგურდა.იცით,როგორია 20 წამში განადგურებული ადამიანი?!მე ვიცი,ჩემს წინ იჯდა და მე ვერ ვშველოდი,ნუცა ვერ შველოდა.ახლა ვინც მას უშველიდა,ის ვერ იმჩნევდა. -როგორ ხარ ლუკა?...-ამოვიჩურჩულე და მის ჩახუტებაზე ლამის მეც ამეტირა.თურმე მეც ძალიან მყოლია მონატრებული. -კომუნისტკა,მე არამიშავს,შენ როგორ ხარ?შენზე გავიგე დღეს მაგარი ჩაგიტარებია..-მოიცა,სტოპ!რა ხდება აქ?! -ჰა..?!-დავიბენი მე. -მოიცა,მეზობელს ბოდიში,რომ მოახდევინა და სამი საათი აწვალა მანქანის გადაყვანაზე ეგ უკვე ვაკეშიც გაიგეთ?!-დაძაბულობა გაფანტა ნუცამ. -ჰო,ეგ მეზობელი ჩემი ძმაკაცია და მომიყვა.რომ ვკითხე როგორი გოგო იყოთქო,რომ აღწერა,მეთქი ეე,ლიზა! -უთხარი,ბელადოვნა გემტერება ტყეში გაიხიზნეთქო!-„უჩურჩულა“ ნუცამ ლუკას და ამაზე ყველას გაგვეცინა. -როგორ ხარ მარიამ?..-მოვკვდით:ჩვენ,კაფის პერსონალი,სტუმრები,ქუჩაში ხალხი,მერიაში მერი,პარლამენტში პარლამენტარები და ის ქალიც მოკვდა რეზიდენციაში,რომ ზის და ქართულად,რომ ვერ ლაპარაკობს..თამარ მეორე. -არამიშავს,კარად.შენ როგორ ხარ ლუ..კა?! -არამიშავს. დაგვემშვიდობა და წავიდა. რომ გეკითხათ მიზეზი,რატომ დაშორდნენ ვერ გიპასუხებდათ ვერც ერთი. მე გეტყვით,რატომაც არსებობს სიტუაციები,როცა ადამიანისგან შორს ყოფნა მასთან უფრო გაახლოვებს. მათი სამუდამო დაშორება მათ გარდა არავის დაგვიყვანია რეალურ დონემდე. მათ სჭირდებოდათ ეგ „ამბავი“ ალბათ იმისთვის,რომ ხვალიდნელი დღე უკეთესი ყოფილიყო მათ გუშინდელზე. ოფიციალურად ორივე ქორწინებაში იმყოფებოდა. არც ერთს ერქვა ყოფილი ქმარი და არც მეორეს ყოფილი ცოლი. როგორ არ ეცადა მიშო თავართქილაძემ და ლუკასთან ნაჩხუბარი მაშოც კი ვერ დაითანხმა შეხვედრაზე.არადა თავართქილაძე ბიჭი იყო!?არ დავიწყებ უკვე მიხვდებით. ეგ,ეგრეა. ეგრეც უნდა იყოს. შენი ცუდი უნდა გერჩივნოს სხვის კარგს. და შენია თუ სხვისი ამას მაშინ გაიგებ პირველად,რომ ჩახედავ თვალებში. მაშომაც ჩახედა მიშოს თვალებში და იქვე დაამთავრდა არ დაწყებული. აი,ლუკასთან კი თვალის მოკვრა დასჭირდა იმისთვის,რომ მიმვხდარიყო: „ის ის იყო,და მაშო მაშო იქნებოდა“.. (ის ის იყო და მე მე ვიყავი-ის ამბავში) *** იმ ღამით დავლიეთ. ეს ის უიშვიათესი მომენტი იყო,როცა მე დავიყოლიე გოგოები დალევაზე. იმდენი დავლიეთ,რომ რიგ-რიგობით მოვყავდით ბიჭებს სახლში. -კანდელაკო,რა წერითი მუზა გეწვია ასეთი უეჭველი,რომ უნდა გადაწურულიყავი სმაში?!-ლამის კიოდა „მეტრიკა“ და გადაკიდებული ცდილობდა ჩემს ფეხზე დაყენებას. -გამიშვი ხელი!-ვიყვირე მე და წამიერად დავიმსახურე ყველას გაოცებული მზერა.-არ მჭირდება,თავად ავალ! -ნუ გაპათოლოგდები,არ დაგეწყოს ავალიანის ხელობა ამ სიმთვრალეში,წამო აგიყვან..-გაეცინა სანდროს. -არ მინდა-მეთქი!წადი და შენ ნუცას მიხედე,სიმთვრალეში ნოსტალგიები აწვება.. -ლიზა..-თვალები დამიბრიალა მაშომ. -შენ კიდე ჩამოიხსენი ეგ ნაცრისფერი სათვალე და გაუცინე იმ შენს ქმარს,საერთოდ ვის გაუგია ცოლ-ქმარს სხვადასხვა სახლებში ეცხოვროს?!მიდით,რა!თქვენი ვერ მოგიგვარებიათ და აქ მე და ჩემს სიმთვრალეს დაგვცინით! აშკარად არ იყო 29 მაისი ჩემი დღე. იქაურობა მალევე დავტოვე და ტაქსით წამოვედი სახლში. ეზოში შესასვლელად პატარა კორიდორი უნდა გაიარო,ნუ როგორც ყველა იტალიურ ეზოს აქვს დაახლოებით ისეთი. ამ კორიდორში,როგორც წესი სიბნელეა ხოლმე. სილუეტი,რომ დავლანდე არ გამკვირვებია,შიში ხომ ზედმეტი იყო. აქ ჩემი ეზო იყო,ანუ ჩემი სახლი. -კანდელაკი?..-საუბრობს ხმადაბლა და აშკარად მის ხმის ტემბრს ღიმილი ემატება მარილად,მე კი ერთ ადგილას ვქვავდები და აღარ ვიცი წავიდე,არ წავიდე თუ სუნთქვა შევწყვიტო და საუბარს ყური დავუგდო.-კაი,ტო შენი მაშოს დაქალია?!არ მჯერა,იცი რა ქაჯი ვინემა?აი,ეგეთები იშვიათად,რომ იბადებიან.-იცინის ის,მე ცრემლებს ვეღარ ვაკავებ თვალებზე. -ზოგადად..-ვიწყებ მე და ახლა ის კრთება ჩემს ხმაზე.-ქაჯი არ ვარ,ის ადგილი..-ცრემლებს ვიწმენდ და ხელს ჩემი ხოჭოს კუთვნილი ტერიტორიისკენ ვიშვერ-2 წელია რაც ჩემი ხოჭოსია,ანუ ჩემი მანქანის.ბოდიშით,ჩემი თავხედური საქციელისთვის,თქვენ უბრალოდ იმას შეეხეთ,რაც ორი წელია ჩემია და მე მეკუთვნის და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის,დიახ,ჩემთვის ხოჭოს ადგილი,იგივე სახლია...ბოდიშით,თუ გეუხეშეთ,მეტს აღარ ვიზამ..-ამოვისლუკუნე და რომ გავიაზრე ნუცა რას მიზამდა ამ საქციელისთვის ცრემლებმა აწ უკვე მეორედ გადმოკვეთეს ჯებირები.ის იდგა,სავარაუდოდ გაოცებული და მიმზერდა მე,უეჭველად.მისი სუნთქვაც კი დაძაბული იყო და ამან მიმახვედრა,რომ გულის ძალიან სიღრმეში მანაც ინანა. მაღლების კაკუნით გავაგრძელე გზა და ის იყო კიბეზე ფეხი უნდა დამედგა მისი ხმა მისწვდა ჩემს სმენას. -მგონი გაცნობის დროა. -ქაჯების კამპანია დიდად სახარბიელო არ არის.. -ივიკო სიხარულიძე..-ხელი გამომიწოდა მან და ჩემი კიბის გასწვრივ, კიბეზე ჩამოჯდა. -ლიზა კანდელაკი..-ხელი გავუწოდე მეც და მეც კიბეზე ჩამოვჯექი. -რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობ?!-გამიღიმა მან და სიგარეტს მოუკიდა. -რაც ლიზა კანდელაკი მახსოვს..-გამეღიმა მეც. -ეე რა მაგარია,მეც იტალიურ ეზოში გავიზარდე,ოღონდ აქ არა,ბათუმში. -ეგ უფრო მაგარია,ბათუმში ცხოვრება სულ მინდოდა,მაგრამ ვერას ვერ ვტოვებდი..-ისევ უაზროდ ვიღიმი მე. -წაგიყვან ბათუმში,ჩემს იტალიურ ეზოში და ვნახოთ,იქნებ გადაიფიქრო კიდეც..-ეს ღიმილი ისე შემეყინა სახეზე,როგორც თოვლი ასფალტს,სუსხიანი ღამის 3 საათზე. -მაშინ ეს ეზოც უნდა გადავიტანოთ იქ,ჩვენი მეზობლებით..-ვცდილობ გამეცინოს და სიმთვრალე ამაში ხელს მიწყობს. -აი,მე განსაკუთრებით ის კაცი მომეწონა,მისიშვილი ბოლო ხმაზე,რომ იღებს სიმფონიურ ნოტებს დილის 6-ზე..-ამაზე სულ ჩავბჟირდი. -თამაზის,თამაზიზე იძახი?!-ჩემს სიცილს სიცილიც აღარ ქვია,უფრო ვკივი. -კაი?!შვილს თავისი სახელი დაარქვა?-იცინის ისიც. -დიახ,და საერთოდაც,მისმა ცოლმა ჩემს ხოჭოში იმშობიარა..-ამაყად გადავხედე ჩემს მანქანას მე. -მართალი ხარ,ამ სამეზობლოს მიტოვება მეც გამიჭირდებოდა..-ეცინება მასაც. -ჩვენი ეზო ერთი მთლიანი ოჯახია,შენი ეზოდან გამომდინარე ამის გათავისება არ გაგიჭირდება,მაგრამ არ ვიცი ბათუმშიც ასეა?!აქ,ყველა მეზობელმა იცის რამდენი მურაბის ქილა აქვს ბებოს გადანახული სარდაფში,ვის ვინ აკითხავს და მე რამდენ შაქარს ვყრი ჩაიში,ისიც ვიცით თამაზის თამაზს რა ზომა პამპერსები აცვია დაიჯერებ?!-ვიცინი მე. -ეგეთი სიახლოვე ცოტა მტკივნეული არ არის?! -ცოტა?ყველაზე მტკივნეულია,ისე მივეჩვიეთ ამ გარემოს თინეიჯერობის ასაკში გაპროტესტებული მეზობლის ხმაური დღეს ცხოვრების ხალისად გვაქვს ქცეული.ეზომ ისე მიგვიკრა,გაგვაერთიანა და დაგვაოჯახა ვერც გავიაზრეთ.ჰოდა,ვართ ახლა ყველანი ერთ ფერხულში ჩაბმული.დასასვენებლად ვერ წავსულვარ თამაზის ცოლმა ნონამ უკვე იცის ჩემოდანში რა მიდევს და ამაზე აღარც ვბრაზდებით..ხვდები?!-ვიცინი მე. -ყველა შენნაირია თუ მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე?-იცინის ისიც. -იმ სახლში სანდრო მეტრეველი და დედამისი ცხოვრობს,მათ დაბლა ნიკუშა ყიფიანი.ანუ ტომი და ჯერი,კატა და თაგვი,რწყილი და ჭიანჭველა.ყველაფერს,რომ თავი გაანებო ორივეს ერთი გოგო უყვარდა და ორივემ დღემდე მოიტანა მეგობრობა.ახლა იტყვი როგორო?!გინდ დაიჯერე და გინდ არა,ეზომ შეაძლებინათ,არა!ყველას ეზომ შეგვაძლებინა.ამ ეზოში მაქსიმუმ იმაზე გეჩხუბონ სიგარეტის ნამწვავს ნუ ყრითო.აი,აქ და-ძმა ავალიანები და იაკო ცხოვრობენ...ყველაზე თავქარიანი ნუცა ავალიანი და თბილისის შავი გაგება გიგი..-ჩაბჟირებამდე ვიცინი მე-გიგიმ გოგოს პაემანზე საქმე,რომ გაურჩია და მთელი ნახალოვკა ჩამოვიდა მელიქიშვილზე,მანდაც ეზომ გადაგვარჩინა და ჩემმა ხოჭომ.აი,იქ ზემოთ,მაშო ცხოვრობს თათასთან ერთად,რომელიც არასდროს არის თითქმის სახლში,როცა არი ჩვენც სულ მაშოსთან ვართ ხოლმე.მაშოს და ლუკას ამბები ალბათ შენც კარგად იცი... -მგონი შენ მე უფრო დამკერე ამ ეზოში სამუდამოდ გადმოსვლაზე ვიდრე მე შენ,ჩემთან ბათუმში წამოსვლაზე..-მეორე ღერს გაუკიდა და ღიმილიანი მზერა მომაპყრო,მე კიდევ ერთხელ შემეყინა ღიმილი სახეზე. -აი,ძალიან მოხუცი რომ არ იყო ჩვენს ბიჭებს გაგაცნობდით და დამეგობრდებოდით..-ვეცადე მისი ასაკი ისე გამეგო,კითხვაც არ დამესვა. -არც ამდენად მოხუცი ვარ..-გაეცინა მას ჩემს გაწბილებულ სახეზე. -მაინც რამდენი წლის ხარ..?!-თვალები დავაწვრილე მე. -შენ რამდენის გინდა,რომ ვიყო?! -ეგ რა შუაშია?-სავარაუდოდ ავწითლდი,მაგრამ ღამე იყო და ვერ შემამჩნევდა. -26-ის ვარ ძალიან ბევრია?-შეპარვით მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -არც ძალიან ცოტაა..-გამეცინა მე-ძილინებისა,ივიკო.. -ტკბილი სიზმრები,ლიზა. სახლში,როგორ შევიპარე აღარ მახსოვს. ოთახთან ხელში დიდი ხის კოვზით მდგარი ლიაკოს მერე,მგონი სახელიც აღარ მახსოვდა. -დედა,რას აკეთებ ლიაკო?-შევშფოთდი მე. -სად იყავი? -გითხრა?!-მაღალყელიანი ჩექმები ძლივს მოვიშორე და მისკენ წავედი ლოყებშეფარკლული. -მითხარი,რა..-„ნაყინი მიყიდე რა“-ს სახე მიიღო და უცებ დაემგვანა 5 წლის ბავშვს,კოვზი დაბლა დასწია და ჩემთან ერთად ჩამოჯდა მაგიდასთან. -ჩაი გამიკეთე და გეტყვი..-ლიყაზე გემრიელად ვაკოცე და ტელეფონს დავხედე. ფინჯანი წინ დამიდო და გვერდით მომიჯდა. -ამბის მიხედვით გეტყვი დაიმსახურე თუ არა ნიგვზიანი ალუბლების მურაბა. -დავიმსახრე! -მოყევი რა ლიზა,ბები ერთხელაც შენი ისტორია მომიყევი რა.. -დათუნა გახსოვს?..-ცრემლები მომაწვა მე. -შეურიგდი?-ქალს ფერი დაეკარგა. -არასდროს!-თვალები გავაფართოვე სიბრაზისგან და მალევე მოვდუნდი..-გახსოვს,როგორი კარგი იყო ურთიერთობის დასაწყისში?.. -მახსოვს,ბაბუაშენს შევადარე ეგ საზიზღარი ბიჭი ეგ! -მეშინია...-ამოვიტირე და კედელს თავი მივადე.-მეშინია,რომ ყველა ეგეთია.. -არა,ბები ეგ არც გაიფიქრო,ერთი ადამიანის დატოვებულ იარას,ყოველთვის მეორე თუ განკურნავს,სხვა ვერავინ.დათუნა შენს ცხოვრებაში იმიტომ იყო,რომ სხვა,რომელიც მომავალში იქნება უფრო მეტად დააფასო,გიყვარდეს და უერთგულო. -ვითომ?.. -წყალიც არ გაუვა,მომიყევი რატომ ხარ ასეთი სევდიანი..? -ჩვენი ახალი მეზობელი. -რა კარგი ბიჭია ბებო,ისეთი სიმპათიურია შენს ასაკში,რომ ვიყო დავფიქრდებოდი ბაბუაშენისთვის ღალატზე.. -ლიაკო,გეყოს სირცხვილი-ნამუსი და დატოვე დედამიწაზე ჩვენთვისაც კარგი ბიჭები! -აბა,თქვენ ჭკუა არ გაქვთ თავში,დათუნას მისტირი ისევ.. -ივიკო ჰქვია,ივიკო სიხარულიძე ბათუმიდანაა. -იქ ცხოვრობდნენ,არ არის ბათუმიდან.5 წელი ცხოვრობდნენ იქ,მანამდე აქ იყვნენ პლეხანოვზე,ოღონდაც ივიკო ინგლისში სწავლობდა და იქიდან ჩამოსულს ოჯახი ბათუმში დახვდა გადასული.. -შენ საიდან? -ნუ აი შვილიშვილი ბებიას ასწავლიდაო ისეც ნუ გამოგდის ჩემო ლიზა!მიდი,გაიქეცი იბანავე და დაიძინე გვიანია... -მურაბა? -აი,ხვალ გოგოები,რომ ამოვლენ ერთ ქილას თქვენ გაგიხსნით.. -ჰო,აი ხვალ ნიგვზიანი ალუბლები თუ გვიშველის. *** დილით რა ძალამ გამაღვიძა 9-ის ნახევარზე თავადაც არ ვიცი. რატომღაც ახალი მეზობლის გადმოსვლას თან სდევს 9-ის ნახევარზე გაღვიძება. ოთახიდან გავედი თუ არა სამივე სტარტზე დამხვდა. ნუცა ხის კოვზით იყო შეირაღაღებული(ეს კოვზი უნდა გადავაგდო) მაშო მიქსერის ჯოხებით ლიაკოს კი ხელში ალუბლების მურაბა ეჭირა ბევრი ნიგვზით. -აი,ახლა ვხვდები ბებო შენ ყველაზე მეტად,რატომაც მიყვარხარ..-ამოვიზუზუნე და მოწყვეტით დავეშვი სკამზე. -რას გავდა შენი გუშინდელი ქმედება ქალბატონო ელისაბედ?!-წარბები ისე ასწია ნუცამ მე სერიოზულად შევშინდი. -ერთხელ ყველა გაპათოლოგებულხართ სიმთვრალეში და ნუ გადამაშლევინებთ არქივს ძალიან გთხოვ!-წარმოვთქვი ამაყად და გამოქნეულ კოვზს ინსტიქტურად ავარიდე თავი. -რა იყო,გოგო გუშინ ეს ?!-კიოდა მაშო. -ბებო,გაგიცივდებათ ჩაი..-იცინის ლიაკო. -ლიაკო, აი ეგ ცხელი ჩაი გადავავლო უნდა შენს შვილიშვილს!-თვალები ავის მომასწავებლად გააფართოვა მაშომ. ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა „ლიზას სამსჯავრო“ კარზე კაკუნი,რომ არ ყოფილიყო. გავაღებ-მეთქი და ისე გავეცალე სამზარეულოს მიქსერის ცალი ჯოხი უკან დამეწია. -დილამშვიდობის..-კართან მომღიმარი ივიკო,რომ დავინახე რამდენად მშვიდობიანი დილა გამითენდა აღარ ვიცოდი.. -ორი კბილი ნიორი გინდა?თუ ორი კოვზი შაქარი?-ვიცინი მე და იცინის ის. -გაგეცინება და მაგ მიზეზების თქმას ვაპირებდი-არ ჩერდება ის და ვერ ვჩერდები მეც-მაგრამ კარგი,ჯანდაბას გაგიმხელ სიმართლეს...ჩემს შეყვარებულს დაბადების დღე აქვს და მინდა რამე ორიგინალური საჩუქარი გავუკეთო,შეგიძლია გამომყვე?..-ალბათ საათში გუგული უკანასკნელად გამოვარდა იმის მინიშნებით,რომ ცხრა შესრულდა.თავში ნაბახუსევზე მეტად მისი „შეყვარებული“ დამეცა უროდ და ჩავქვესკნელდი.ნუცას და მაშოს ფხუკუნის ხმა ამ სიტუაციას ამძიმებდა.აღარ მახსოვს გაღიმებული რამდენი ხანი ვიდექი კართან,ალბათ მანამ სანამ ივიკომ არ გამომაფხიზლა-ლიზა.. -კი,რა პრობლემაა..-ამოვილაპარაკე და ხმა როგორ წამერთვა ვეცადე არ შეემჩნია. -კაი,2 საათში ჩამო თუ საქმე არ გაქვს.. -11-ზე ქვემოთ ვარ,არ მალოდინო..-გავუღიმე მე და კარი ძლივს დავხურე. იმედები გამიცრუვდათქო ვერ გეტყვით.. არ ვიცი,კისრიდან ფეხები არც არასოდეს მეწყებოდა. არც ცისფერთვალება აპრეხილცხვირიანი თოჯინა ვიყავი,ვინმე ჩემს სილამაზეზე,რომ გადაოგნებულიყო. შავტუხას ეშხიც ძალიან შორს იყო ჩემგან. კარამელის ფერი თმები მაქვს და საშუალო სიმაღლის უ’ჩვეულებრივესი გოგონა გახლავართ. რატომ მქონდა იმედი,რომ ივიკო სიხარულიძის პარამეტრებში ჩავჯდებოდი და თან თავსაც მოვაწონებდი ვერ გეტყვით. სულ ჩემი ისტორიების ბრალი იყო ალბათ. ტრაგედია იმ ფაქტისგან,რომ 20 წლის ასაკში მხოლოდ ერთი თაყვანისმცემელი მყავდა და ისიც ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო არ შემიქმნია. ხდება ხოლმე-თქო ვამბობდი და ალბათ 20 წლის მერეც ამას ვიტყვი. ჰო,გამარჯობა,მე ლიზა კანდელაკი ვარ. არაფრით განსხვავებული შენგან. არაფრით მეტი (თუ არა ნაკლები) გოგოების დაცინვებს გმირულად შევხვდი და ცუცას ნაქები ივიკოს თავიდან ლანძღვაც ბოლომდე მოვისმინე. ლიაკოს ალუბლების მურაბა ვჭამე და სრულიად მშვიდ განწყობაზე მოვემზადე ივიკოს შეყვარებულისთვი საჩუქრის ასარჩევად. ჩავედი. ის იქ იყო,ვიღაცას ელაპარაკებოდა,რომ დამინახა გათიშა და ჩემკენ წამოვიდა. -პირობა მომეცი,რომ შენი ხოჭოთი გამასეირნებ ქალაქის ქუჩებში..-ამას ზედმეტი ხომ არ მოსდის შემთხვევით,აქ?!არა,ლიზა,მოთოკე ნერვები. -დაგდებ პატივს..-ვუღიმი მეც და ჩემს ხოჭოში ჩამჯდარ 2 მეტრიან ივიკო სიხარულიძეს ეჭვის თვალით ვათვარიელებ. -ჩავეტევი ნუ ღელავ..-იცინის ის და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. -ლიზაა!-ო,ახლა ყიფიანი რას დააკვდება ამ სიტუაციას...-საით?! -ივიკოს გავყვები შეყვარებულისთვის საჩუქრის ასარჩევად..-გადაბჟირდა,ლამის გადმოვარდა მეორე სართულიდან,მე გულში გემრიელად შევუკურთხე და ივიკოს უხერხული მზერა დავაიგნორე. -შენნაირი მანქანა გყავს ზუსტად..-იღიმის ივიკო და მაგნიტოფონში მუსიკას რთავს. „მომბეზრდა,თბილისში უშენოდ მომბეზრდა..“ სალიოს ნაზი ჰანგები იღვრება ჩემს ხოჭოში. ცხვირი ამეწვა მისი გრილი არომატით. იცით,როგორი არომატი აქვს?! მთელი ცხოვრება,რომ ისუნთქებ ჟანგბადის ნაცვლად. ივიკო,მაღალია(ალბათ ამას უკვე მიხვდით) საოცრად დახვეწილი სტილი აქვს. ცოტა თბილისური,ცოტა ლონდონის,რა ვიცი რას გაუგებ?! თლილი,გრძელი თითები აქვს,საოცრად მოვლილი. ხელზე ვერცხლისფერი მაჯის საათი უკეთია. ახლა უბრალოდ აცვია,ლურჯი მაისური და ჯინსის შარვალი. თეთრი კეტები,ისეთი თეთრია ბევრ გოგოს შეშურდება მთელი ქვეყნის მაშტაბით. იცით მის გარეგნობაში ყველაზე მიმზიდველი მისი მწვანე თვალების შემდეგ რა არის?! ხელზე ლურჯად ამომჯდარი ვენები,რომლებიც საოცრად უხდება მის ტიპაჟს. ივიკოს სწორი,მოკლე,მაგრამ სწორი ცხვირი აქვს. საშუალოზე დიდი ტუჩები და ნუშისებრი თვალის ჭრილი. თმები დაბალზე აქვს,თბილისურად შეჭრილი. -ძირითადად რა უყვარს..?!-ვიკითხე მე და ვეცადე მზერა ივიკოდან გზაზე გადამეტანა. -არ ვიცი,გოგოებს რა გიყვართ ხოლმე?! -ივიკო,გოგოების ბევრი კატეგორია არსებობს,არიან გოგოები,რომლებსაც სამკაულები მოსწონს,ზოგიერთს სუნამოები,ზოგიერთს ბრილიანტები,ზოგს საჭმელები და ზოგს წიგნები,რა ვიცი შენი შეყვარებული რომელ კატეგორიას განეკუთვნება?!ეს შენ უნდა იცოდე.. -მოდი აგიღწერ კაი?..-აი,ეს მაკლდა ახლა.. -მიდი,აბა. -ძალიან ჩვეულებრივი გოგოა,აი უზომოდ ჩვეულებრივი,არც განსაკუთრებული ჩაცმის სტილი აქვს და არც ბრილიანტებს ატარებს ხოლმე.. -ბიუჯეტში რამდენია,თუ საიდუმლო არ არი?!-გამეღიმა მე. -ბრილიანტებს ეყოფა..-ეცინება ივიკოს. -არა,თუ ჩვეულებრივი ტიპაჟია ბრილიანტი მისთვის ურთიერთობის მაგ ეტაპზე უაზრობაა,ნუ პირადად ჩემთვის მიუღებელიც იქნებოდა,რამდენი წელია რაც ერთად ხართ? -მაცადე..აი სადღაც ორი რა.. -რა მზრუნველი და ყურადღებიანი ხარ ივიკო,გავგიჟდი!-ვიცინი მე. -ნუ დამცინი,ლიზა! -არა,გეკადრება?!ტელეფონი უყიდე ყველასთვის კარგი საჩუქარია... -ეგ ბანალურია,იცი როგორი საჩუქარი მინდა?დაშორების შემდეგ,რომ აჩუქებ.. -დაბდების დღის ღამეს,წაიყვანე სადმე რესტორანში და ივახშმეთ თქვენ ორმა..-ლიზა რას აკეთებ.?!-თუ ადრე არ არის,ბეჭდის ჩუქებაც შეიძლება.. -ეგ კაი იდეაა..-მეტის ღირსი ხარ! -ანუ,წავედით ავარჩიოთ ბეჭედი..-გაზის პედალს ვაწვები და თავადაც არ ვიცი სად მივდივარ. „შენ,მისმინე,თითის ზომა გახსოვს?!“-ვიღაცას ესაუბრება ტელეფონზე და მეც საიუვილერო მაღაზიაში ვაკვირდები ბეჭდებს. ტელეფონს თიშავს და გამყიდველს უბრუნდება. -18 ზომა მინდა,ლიზა აარჩიე? -ჰო,აი ნახე ეს ძალიან სადა და უცხოა..-მივუთითე ბეჭედზე და ისე დავაცქერდი ამ უკანასკნელს გამყიდველი აშკარად გავაკვირვე. -ჰო,აი ამას ავიღებთ.. -გილოცავთ,ბედნიერებას გისურვებთ.. -არა ჩვენ.. -მადლობთ!-გაუღიმა მან და გაშეშებული მე,ჩვეულებრივად გამომიტანა მაღაზიიდან. ყავის დალევაზე იმდენი მეწუწუნა,ბოლოს უხერხულში ჩავვარდი და გავყევი. მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ამ ბიჭს ჩემგან,ან მე რას მერჩოდა ან ჩემს ნერვულ სისტემას. ვისხედით კაფეში და ვსვამდით კაპუჩინოს. -შენი შეყვარებული იმედია არ გაბრაზდება..-შემომაპარა მან. -არ მყავს,აი შენმა შეიძლება არასწორად გაგიგოს.. -ნუ ღელავ ამაზე..-გაეცინა მას და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -არ ვიცოდი ინგლისში თუ ცხოვრობდი. -მე არ ვიცოდი,ეს შენ თუ იცოდი..-გაეღიმა მას და ისე დამაცქერდა სისხლი ამიდუღდა ორგანიზმში. -ნუ,თბილისი პატარაა. -ჰო,მიყვარს ეს გამოთქმა. -რატომ? -უფრო ზრდის შანსებს შეგახვედროს იმ ადამიანს ვინც შენია. -ჰო?შენ ხომ უკვე შეხვდი ასეთს.. -ჰა?..-დაიბნა ის და უფრო დავიბენი მე.-ააჰ,ჰო.. -ყველაზე უცნაური ბიჭი ხარ, ვინც აქამდე გამიცვნია..-გამეცინა გულწრფელად მე. -ჩემამდე ბევრი გაგიცვნია?-იღიმის ისევ ის. -გააჩნია რა კონტექსტში მეკითხები.. -აი,ჩემ კონტექსტში. -აჰ,ანუ მეზობლურ-მეგობრულად?-ვიცინი ისევ მე-კი,საკმაოდ. -ეს ახალი ურთიერთობის სტატუსია,მეზობლურ-მეგობრული ამბავი!-ტუჩზე ცერა თითი ისე გადაატარა მე შემაჟრჟოლა. -ჰო,ნუ ჩვენი ამბავია. -ჩვენი ამბავი. -ჰო. -ლიზა,რას საქმიანობ? -ვწერ ხოლმე რაღაცებს. -მწერალი ხარ? -არა,მწერალი არ ვარ,უბრალოდ მსიამოვნებს ხოლმე რაღაცების შეთხზვა,წარმოსახვას არ ვუჩივი და ასე ვიხალისებ ჩემ ძალიან უბრალო ცხოვრებას. -რაზე წერ? -აი,ყველაფერზე. -შეიძლება წავიკითხო? -ოდესმე ალბათ,შეიძლება.. -ლიზა ვინმე გიყვარს?გამიგია,მწერლებს სულ ვიღაც უყვართო.. -ხომ გითხარი?მწერალი არ ვარ-ვიღიმი მე-მიყვარდა,ადრე ძალიან მიყვარდა ერთი ბიჭი,მერე რავი..გაქრა ისე,როგორც ჩრდილი მზის ჩასვლისას. -თუ გიყვარდა როგორ გაქრა? -როგორც პირველი სიყვარული ქრება ხოლმე,გტკენს,მაგრამ არ გკლავს.ქრება,კვალს ღრმად ტოვებს,იმისთვის,რომ მეორე სიყვარულმა მოგიშუშოს იარა.-ლიაკოს სიტყვებზე გამეღიმა მე. -რატომ დაშორდი,ან როგორ გაგიშვა.. -მე ზედმეტად ემოციური ვარ,როგორც ისეთ ადამიანებს შეშვენით,რომლებსაც წერა მოსწონთ,ანუ სიყვარულის ამბავში ვერ ვარ ჩვეულებრივი ტიპაჟი.მას უნდოდა ჩვეულებრივი თბილისელი გოგო,მე ვერ ვიქნებოდი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო,მარტო იმიტომ რომ მისი „ჩვეულებრივობის“ საზომის პარამეტრებს ალბათ ვერ ვაკმაყოფილებდი,რა ვიცი ივიკო?!დღემდე ვფიქრობ და ვერ გამიგია.. -რა კაცი უნდა იყო შენნაირ გოგოს „ჩვეულებრივობა“ მოსთხოვო,გოგოს,რომელსაც შეუძლია თავისი მანქანის ადგილის გამო გეჩხუბოს!-მის სიტყვებზე სიცილით ვწითლდები,ის ისევ მიღიმის. -არ ვიცი,ხანდახან ვფიქრობ,რომ ჩვეულებრივობის პიკი ზუსტად ჩემშია თავმოყრილი და შეიძლება მისი თხოვნა,მოთხოვნა ვერ გავიგე სწორად.. -არავინ არის ამ ქვეყნად ჩვეულებრივი,მითუმეტეს შენ.დამიჯერე არ გიმსახურებს ის ვინც მოგთხოვს, რაღაც ჩარჩოში ჩაჯდომას,მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი ეგო დააკმაყოფილოს.ზოგადად,კაცებს მოგვწონს ჩვენზე სუსტი ქალები,ქალები,რომლებსაც ჩვენი დაცვა სჭირდებათ და არა პირიქით.ყველა მამაკაცში არსებობს ეგ ფენომენი,რასაც „პატრიარქატის“ საწყისები უდევს საფუძვლად,გვინდა,რომ ვიღაცას გამუდმებით ვიცავდეთ,ვიღაც გამუდმებით იყოს ჩვენი მფარველობის ქვეშ.კავკასიელის ბუნება ამ ასპექტში უფრო მძაფრად არი წინა ხაზზე წამოწეული.აქ მეორე პრობლემა იბადება,ხშირად არასწორი ადამიანის შეხვედრისას და ამ შემთხვევაში შენი ყოფილის ვარიანტში,ქალი აღმოჩნდა კაცზე ძლიერი,თქვენი წყვილი ვერ შედგებოდა მარტივი მიზეზის გამო,შენ გჭირდება ის ვინც შენზე ძლიერი იქნება,რაღაც ზედმეტად წვრილმანებში,რაც შენ,როგორც ქალს მოგცემს მოდუნების საშუალებას.არასდროს ვიყავი იმ მოსაზრების გამზიარებელი,რომ ქალები სუსტები არიან,არა,უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული,ყველაზე მწარე ფემინისტსაც უნდა,რომ ვიღაცამ მასზე იზრუნოს,ვიღაცას დაეყრდნოს,ვიღაც მისთვის კედელს წარმოადგენდეს,რომლის იმედიც ყველა სიტუაციაში ექნება.არ იყო ის შენი ყოფილი ამ სტატუს ღირსი,არც საკმარისი ძალა ჰქონდა ამისთვის..ქალს მოსთხოვო შენ ჩარჩოებში ჩაჯდომა,ზუსტად იმაზე უსვამს ხაზს,რომ ზედმეტად სუსტი ხარ ამ ქალისთვის. -ივიკო ... შენ ...საოცრად ბედნიერია შენი შეყვარებული შენ,რომ ჰყავხარ..-აი,აქ რომ ცუცა იყოს,აუცივლბლად დამატეხავდა ამ მაგიდას თავზე,ამ სიტყვებისთვის. -რაო..?-ისეთი გაოცება აღებეჭდა სახეზე ცოტა უხერხულში ჩავვარდი.-აჰ,ჰო რავი,თვითონ არ ფიქრობს ალბათ ასე..-ეღიმება. მალევე დავიშალეთ. *** მაშოს დაბადების დღე თენდებოდა მაშო,რომ გაქრა. პირდაპირი გაგებით სახლში შევარდნილი ბავშვები ხახამშრალი დაგვტოვა თათამ,რომელიც წნევის აპარატით ხელში დადიოდა ოთახიდან ოთახში. -მოვკლავ,ლიზა!გეფიცები მოვკლავ..-ლუღლუღებდა შეშინებული თათა და ნუცას ხელს უჭერდა თავისას. -კაი,დამშვიდი თათა,ვიპოვით..-ფერი არ ედო სანდროს სახეზე. გიგი უკვე ორი ტელეფონით დადიოდა,ერთში მიშოს ელაპარაკებოდა,მეორეში ვახოს(ჩვენს კლასელს) წამოდგა ფეხზე ვერაც და ვაკეც. ვერ ვიპოვეთ. პოლიციაც გამოვიძახეთ და მათმა ფრაზამ „მხოლოდ 48 საათის შემდეგ გამოვაცხადებთ ძებნას“-სულ გადაგვიყვანა ჭკუიდან. ნუცა შიშისგან გაფითრებული იჯდა თათასთან და ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ მე ვინარჩუნებდი პოზიტიურ განწყობას,იმ გაგებით,რომ ჩემი გუმანი ცუდს არაფერს მეუბნებოდა. მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება,რატომღაც ყველას დაგვავიწყდა. ასეც ხდება,ხოლმე პაზლს იმიტომაც ვერ ვაწყობთ,რომ არასწორად ვუდგებით კუთხეს. ის ღამე,როგორ გადავათენეთ ბუნდოვნად მახსოვს,არცერთს გვეძინა და ყველა იმდენ კოფეინს იღებდა,რომ სისხლის შემადგენლობას ყავის ელემენტები ერეოდა ორგანიზმში. დილით 10 საათზე კარებზე კაკუნმა ყველას გვაიძულა გამოფხიზლება. თათა ისეთი ინერციით გავარდა შემეშინდა რამეს არ დაჯახებოდა. -შენ..შენ გააფრინე ,დე?!-იკივლა სიხარულისგან და მაშო გულში ჩაიკრა,როგორ ვთქვა,არ მატყუებს ინტუიცია-მეთქი?!მაგრამ უნდა ვთქვა.! -თათა,მე მაპატიე კაი?!-მაშოს უკან ატუზული ლუკა ბაბუაძის დანახვისას გიგი ავალიანს ძლივს ვაბამდით,რომ არ ეცემა. -ბიჭო,დაგერეკა ტო,ჩვენთვის დაგერეკა რას დაგვაწვინე ხალხი ნერვიულობით?!-კიოდა გიგი და თავს უკრავდნენ თანხმობის ნიშნად მეტრიკა და ყიფო(ისეთი გათიშულები იყვნენ ხმასაც ვერ იღებდნენ) -კაი,გიგი რა..-გაეცინა ლუკას და მაშოს ხელი ისე გადახვია მე და ნუცას გადაგვიარა ემოციების ტალღამ. -მოიცა!-შესძახა ნუცამ-აი,ახლა მოიცა.!-ტაიფუნის ნომერს გახსნილად ვაცხადებ..-თქვენ რა გუშინ ღამით ესიყვარულებოდით ერთმანეთს და შენ ქალბატონო აზრადაც არ მოგსვლია,რომ ჩვენ აქ დავწყდით ნერვიულობით?ლიზა,გამაკავე თორე გავცლი თმებიდან!-მაშოსკენ გაწული უკან დავაბრუნე-მაგ ტვინში გრამნახევარი ჭკუა მაინც თუ გაქვს საინტერესოა?!აუწია იაკოს და დაუწია ლიაკოს წნევებმა,გაგიჟდი შენ?ამიხსენი,რა არგუმენტით ამართლებ შენ თავხედურ ქმედებას მაშო! -ცუცა არ იჭერდა იქ ტელეფონი.. -სად გყავდა წაყვანილი ოკუზდაღთან?(საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო ზოლი,არ ვიცი აქ რატომ უნდა ჰყოლოდა წაყვანილი,მაგრამ უცებ ეს გაახსენდა) -ცუცა კაი,რა..-ბაბუაძის მკლავებს,რომ ვეღარ გაუმკლავდა დანებდა და ჩუმად განაგრძნო დუდღუნუ იმის შესახებ,თუ როგორ გაუბედეს ეს. მგონი ამათგან მხოლოდ მე ვაანალიზებდი,რომ ორი წლის შემდეგ მაშო და ბაბუაძე შერიგდნენ. ვისხედით და ლიაკოს და იაკოს გაკეთებულ კერძებს მივირთმევდით უკლებლივ ყველა. -ამ ამბის სულის ჩამთქმელს უნდა დავურეკო,ხოარ გეწყინება ლიზიკო?-მიცინის ბაბუაძე და ჩემს გაურკვევლობას საზღვარი არ აქვს. 15 წუთში,მაშოს სახლში ივიკო სიხარულიძე,რომ გამოჩნდა ... მაშოს და ლუკას მიულოცა და ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა. -უხდება ბეჭედი ხო..?-დავიხრჩვი.ხასგასმით დავიხრჩვი,წყალი გადამცდა.ორი დარტყმა გამოვტვე გულის და მესამეზე მე თვითონ გადავხტი.მაშოს ხელზე ჩემი არჩეული ბეჭედი,რომ დავინახე ვინ იცის რა დამემართა. თათა მასულიერებდა,ლიაკო სასწრაფოში რეკავდა ნუცამ ძლივს წაართვა ტელეფონი ხელიდან. -რა ხდება,ბები?-მხოლოდ იაკომ გაბედა და მკითხა. -მაშ..მაშო..ეს ბეჭედი?!-ხელზე ისე მოვუჭირე თითები მაშოს სახე ტკივილისგან დაებრიცა,ივიკოს და ლუკას სიცილისგან. -ლუკამ მაჩუქა,მეტკინა გოგო! -შეყვარებულისთვის გინდოდა არა..?!-ისეთი გამწარებული სახე მქონდა,როგორც ფილმ „გიორგი სააკაძეში“ შადიმან ბარათაშვილს(ამ მომენტში,მარტო ეგ მახსენდება) -ვისი შეყვარებული,ივიკოსი?არ გადაირიო!-იცინის ლუკა. -დაიცა..-აშკარად დაიბნა მაშო. -მოგეწონა ჩემი არჩეული ბეჭედი?-რეალობაში დაბრუნებამ ისე გამახალისა მე პირდაპირ ბედნიერებები მცვიოდა თვალებიდან ნაპეწკლების სახით. -შენ აარჩიე?!-შეიცხადა მაშომ და მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე ლუკას დაქაჩული თვალები და თავის ქნევით მოცემული მინიშნებები,ივიკოს ხელი ჩემს ფეხზე,რომელიც მიჭერდა და ფარულად მანიშნებდა,რომ სასწრაფოდ გამომესწორებინა სიტუაცია. -სულელო,ის თუ არ ვიცოდი მეორედ რომ ქორწინდებოდით,ბეჭედს როგორ აგირჩევდი.. როგორ გადავრჩით არ მკითხოთ. მაშო ისეთი ბედნიერი და აფორიაქებული იყო,როგორღაც „შეჭამა“ ეს ჩემი სიცრუე. ყველაფერი ისე გადაეწყო,როგორც ეს წარსულში იყო,იმის გამოკლებით,რომ ჩემი ხოჭოს გვერდით შავი რენჯროვერი იდგა და მე ამ ფაქტს მშვიდად ვეგუებოდი. იმ საღამოს მერე ივიკო აღარ გამოჩენილა. რა გითხრათ?გოგონასთვის,რომელიც არანაირი ფიზიკური მონაცემით არ გამოირჩევა უკვე შეგუებული ფაქტი იყო გამოჩენისთავანე გადაკარგული ბიჭები. მოკლედ,ეგეც გადავაგორე და ისევ ჩემს დიზაინს მივუბრუნდი აბაშიძეზე წამოჭიმული ახალი ოფისისთვის,რომ ვქმნიდი. ნუ დამწყები დიზაინერის კვალობაზე საკმაოდ ნორმლაურად ვართმევდი თავს სამსახურს,რომელშიც იმაზე გაცილებით ნაკლებს მიხდიდნენ,ვიდრე ამ საქმეში სტაჟიან ხალხს,მაგრამ თუ გინდა გამოცდილება,ამას ისე ეგუები,როგორც მზე მთვარის ამოსვლას. იმ საღამოს ლიაკო და იაკო საირმეში წავიდნენ,განტვირთვის დღეები ჰქონდათ,ვისგან ისვენებდნენ თავადაც არ იცოდნენ. სახლში სრულიად მარტო მყოფი ჩემს ქაღალდებში თავჩარგული შოსტაკოვიჩს ვუსმენდი ბოლოზე თუ არა ბოლოს წინა ხმაზე მაინც. ეზომ ეს დიდი ხანია გაითავისა,რომ კლასიკური მუსიკის საათები თუ კალდელაკებში დგება,დგება იტალიურ ეზოშიც. მუშაობის პროცესში იმდენად ვიყავი ჩართული,რომ სანამ ვიღაცამ კარი არ ჩამომიხსნა,მანამდე ვერ გავერკვიე,რომ თურმე,ვიღაც ჩემი მყუდროების დარღვევით იყო დაკავებული. კართან ზლაზვნით მივედი და იმ იმედით,რომ თამაზის ცოლი ნელი იყო კარი ისე გავაღე არც გამიხედავს „ჭუჭრუტანაში“. ნელი ნამდვილად არ ყოფილა. -შენ მეკაიფები..?!-იდგა ისევ ისე,როგორც პირველი შეხვედრისას სახლში,რომ ამომაკითხა მანქანა გადააყენეო.კარის ჩარჩოს მიყრდნობილი,გრილი არომატით და ნაცრისფერი სპორტულებით. -ბატონო?..-ისე დავიბენი მისი დანახვისას კარს ჩამოვეკიდე ,რომ არ წავქცეულიყავი.ეს ბიჭი,რაღაც შინაგან აურას ატარებდა,რომელიც წაქცევას მაიძულებდა ან მოითხოვდა მაინც. -ლიზა,ღამის 1 საათია და შენ შოსტაკოვიჩს აკივლებ არ გეცოდება გარე სამყარო?!-გაეცინა მას და ჩემკენ გადმოხრილმა ლოყაზე ისე მაკოცა დაბლა ავალიანებმა და გვერდით ქავთარაძეებმა გამოიხედეს რა მოხდაო(ხმაურიანად,გემრიელად).-ჩაის დამალევინებ?-მკითხა მან და სახლში ისე შევიდა ნებართვაც არ აუღია,ნუ,აი, თავხედი. სამზარეულოში გავედი და ჩემი „დიმიტრი“ გამოვრთე. „დაისვენა ყურებმა!“-თამაზი,მეზობელი. „თქვენი შვილის ტირილს სჯობს!“-არ ჩამოვრჩი მეც და ამაზე გადაწითლებულ სიხარულიძეს,რომ წავაწყდი მეც გამეცინა საკუთარ თავზე. -რომელი ჩაის დალევ?-მთელი კორპუსით შევტრიალდი მისკენ და ტანში გამცრა.ჰო,ივიკო ახლა ჩემს სამზარეულოში იჯდა და მე მას ჩაის ვუმზადებდი.და ეს ისეთი ლამაზი წამი იყო.. -მწვანე გაქვს?.. -პიტნის ჩაი გინდა?.. -მინდა-გაეღიმა მას. -შაქარი? -ექვსი. -ნუ გეტყოდი დიაბეტს აიკიდებ-მეთქი,მაგრამ ამის მორალური უფლება არ მაქვს..-მეცინება მე და ჩაიდანს გაზქურაზე ვდგამ. -მოიცა,გამოვიცნო შენ ოთხს ყრი?-ნიკაპზე ჩამოისვა თითი მან და მისმა თითებმა კიდევ ერთხელ მოახდინა გავლენა ჩემზე. -არა,მეც ექვსს ვიყრი და არ ვურევ.-ვიცინი მე და მის წინ ვდებ ფინჯანს. -არ მეგონა ვინმე სხვაც თუ ასე სვამდა..-სიცილში მყვება ის და მის თლილ თითებს ფრთხილად დაატარებს ფინჯნის ზედაპირზე.-მითხარი,ღამის პირველზე კლასიკას,რომ უკრავ იტალიურ ეზოში ამ ხალხს,როგორ აბამ რომ არ გადაგასახლონ..?! -თვეში ერთხელ ყველა ოჯახს ფულს ვუხდი,რომ არ მიჩივლონ.-სერიოზულად ამოვილაპარაკე მე და მის გაფართოებულ თვალებზე ლამის სკამიდან გადავარდი ისე ვიცინოდი. -კაი,ლიზა მე შენ სერიოზული გოგო მგონიხარ!-გაეცინა მასაც,როცა მიხვდა,რომ აშკარად ბანძი ტყუილი დაიჯერა. -ბავშვობაში,როცა დაახლოებით 12-ის ვიყავი,ლიაკომ ვიოლინოზე შემიყვანა.იმ ქალმა პირველივე გაკვეთილზე მითხრა ვივალდს ასე აღარ მოექცეო და გარეთ გამომაგდო..-ივიკოს სიცილი ალბათ მთელ თუ არა ნახევარ ეზოს მაინც ესმის-ამაზე ისე დავისტრესე,ვიფიქრე,რომ ეს მასწავლებელი უნიჭო იყო და თავად არ იცოდა მუსიკა, მე რას მასწავლის-მეთქი,ჰოდა გადავწყვიტე ჩემით მესწავლა ვიოლინოზე დაკვრა.ვმეცადინეობდი დილიდან დაღამებამდე,სანამ სამეზობლო არ შეიკრიბა და ლიაკოს ოფიციალურად არ მოსთხოვა,რომ ოღონდ შენმა შვილიშვილმა ვიოლინო ხელიდან გააგდოს და თანახმა ვართ ბოლო ხმაზე უსმინოს ნებისმიერ სიმფონიასო.იტალიურ ეზოში სულ მოსწონდათ კლასიკა,არ იყვნენ წინააღმდეგნი,აი მაგალითად ნუცას და გიგის ბაბუა გარეთ გამოდიოდა ხოლმე,როცა ვრთავდი და ეზოში დამჯდარი უსმენდა ჩემს ჩაიკოვსკის.ვინც აქ ცხოვრობდა,პარარეულად მეგობრობდა კლასიკოსებთან,სხვა გამოსავალი არც ლიაკომ დატოვა და არც ჩემმა უნიჭობამ „ვიოლინოს ამბავში“. -რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ!-იცინის ის ჩაბჟირებამდე.-ანუ მთელ ეზოს აიძულებდი ვივალდის სიყვარულს და ატერორებდი,რომ თუ იმას არ მოუსმენდნენ შენი მოსმენა მოუწევდათ?-გადააკეთა მან(ნუ რაღა გადააკეთა ასე იყო,მაგრამ მე და ლიაკო ამას ჯიუტად არ ვაღიარებთ) -ნუ,აი შენი იმპროვიზაციით მოყოლილი ეგ ამბავი არ ჟღერს კარგად!-გამეცინა მე და წარბები ისე ავწკიპე,როცა ნუცა უკმაყოფილებისას შვრება ხოლმე. -იმპროვიზაცია,არა?!-იცინის ივიკო და მეცინება მეც. -სად იყავი..-კითხვის დასმა ვერ გავუბედე და ისე წარმოვთქვი წინადადების ბოლოში შეკითხვის ინტონაციაც კი ვერ მივიღე. -მოგენატრე..?-მიღიმის ის და ჩემ გაკეთებულ ჩაის სვამს. -არა,ან არ ვიცი,შეიძლება..-არ მჯერა ლიზა,ნეტა რას აკეთებ?! -დახურე ფანჯრები..-ისე დავიბენი ინსტიქტურად წამოვდექი და ყველა ფანჯარა დავხურე. თვითონ შემოსასვლელისკენ დაიძრა,სადაც ჩემი საყვარელი,ფუმფულა დივანი იდგა. -მოდი აქ,ლიზა..-აქ,როგორ მოვკვდი უკვე წარმოგიდგენია ჰო? დაპროგრამებულივით ვდგამდი ნაბიჯებს. ის დივანზე იჯდა,მე მაჯაში ხელი დამქაჩა და მეც დივანზე აღმოვჩნდი. წამიერად ჩამიდო თავი კალთაში და ლეპტოპზე მარტივი ხელის მოძრაობით დააბრუნა შოსტაკოვიჩი თავის ტალღაზე. მე თითქოს განძრახ,თითქოს შემთხვევით ხელი ჩამრთველს ავკარი და ლეპტოპის შუქით განათებულ ოთახში აღმოვჩნდით,მე,ივიკო და შოსტაკოვიჩი. მეორე ვალსის ბრწყინვალე სიმფონიის ტალღები იღვრებოდა ოთახში. ჩემი ხელი მის მტევანში მოიქცია და ნელა,ფაქიზად დაიწყო თითებზე თამაში. ცდილობდა აყოლოდა ჰანგებს და ეს სანახაობა ისე ლამაზად გამოსდიოდა,ჩემდა უნებურად მეღიმებოდა სხეულში დავლილი სასიამოვნო იმპულსების ფონზე. -შეგიძლია თმებზე მომეფერო..?-ამოიხრიალა მან და მისი ხმა იმაზე ბოხი და ხავერდოვანი მეჩვენა,ვიდრე აქამდე. დაბალ თმებში მონოტორულად ვასრიალებდი ჩემს თითებს და ვგრძნობდი,როგორ სიამოვნებდა ეს მას. თითქოს თავისი საიდუმლო გამანდო,თითქოს ამ წამიდან ვიცოდი რა მოსწონდა მას და იყო ამაში,რაღაც ამაღლებული. გრძნობა,საიდუმლოდ გაჩნდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა. -ამ სახლს შენი სურნელი აქვს,ამ ეზოსაც და ამ ქუჩასაც. მე თრთოლვამ ამიტანა მისი სიტყვების გაგონებისას და თმებზე „ფერება“ შევწყვიტე. -არ შეწყვიტო რა,ლიზ!გააგრძელე.. მის სიტყვებს დავემორჩილე და ფრთხილად,როგორც შემეძლო,ძალიან ფრთხილად ვაკოცე შუბლზე.შეკრთა.არ ელოდა ან უფრო ვერ წარმოედგინა.გაეღიმა.თვალები გაახილა და მზერა პირდაპირ მე მომაპყრო.ლეპტოპი ჩაქვრა.შოსტაკოვიჩი ისევ არ გვტოვებდა.ის ალბათ ისევ მე მიყურებდა,მე ზუსტად მას ვუყურებდი.ის ისევ ეთამაშებოდა ჩემს მარჯვენა მტევას,მე მარცხენით მის თმებს. -ბათუმში სუფთა ჰაერია,ზღვის ნოტიო ჰავა აქაურ სიმშრალეს არ ჰგავს.მე მიყვარს ბათუმი,ზღვაც მიყვარს და თოლიებიც.იქაური ჰაერიც და ხედი ჩემი ფანჯრიდან. -აბა აქ რა გინდა ივიკო..?-მთელი ძალა ამოვაყოლე ჩემს კითხვას და იმით შეშინებულს,რომ ისევ შავიზღვისპირეთში გამექცეოდა,გული შემიქანდა. -იქ ვერ გნახე,ლიზა.-ჰო,აი,აქ შემაქანა.-იქ შენ აღარ იყავი და მე ვერ გავუძელი,რაღაც ახალის შეცნობის სურვილს.შენში იმდენად ბევრი კითხვის ნიშანია,იმდენად მიმზიდველი ეგზოტიკა იმალება,რომ ვეღარ გავუძელი.. -და,როცა ტროპიკულ ხილად აღარ მოგეჩვენები,მერე ისევ შენს ბათუმში გაიქცევი?-გამეღიმა მე,ალბათ უფრო სევდიანად ვიდრე გულწრფელად,გამეღიმა და ამ ღიმილში დავანგრიე ჩემი ყველა ოცნება,რომელიც წამის წინ ავაშენე ჩემივე ხელებით. -არის ამის შესაძლებლობა? -შეუძლებელი არაფერია. -მათ შორის შენი ამოწურვაც? -რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.. -ის ბიჭი შენ ამოწურე,როგორც პიროვნება თუ პირიქით? -ყოფილებზე ან კარგს საუბრობენ ან არაფერს-გამეღიმა მე. -პაულო კოელიო..-გაეცინა მას. -არ ვიცი ეს მას უნდა კითხო. -მას არაფერს ვკითხავ,შენ გეკითხები. -რისი მოსმენა გსურს..? -იმის,რომ ის არ გეყო,მან ვერ დააკმაყოფილა შენი სტანდარტი,ის აღმოჩნდა შენთვის სუსტი კედელი,რომლის ჩამონგრევაც თავად მან იწინასწარმეტყველა,ჰო,ამის მოსმენა მინდა!მინდა მოვისმინო,როგორ აქრობ შენი ცხოვრებიდან მას,ვინც არასაკმარისი იქნება შენთვის. -და რად გინდა ამის მოსმენა..? -უნდა ვიცოდე,რომ მზად ვიყო. -რისთვის ივიკო? -იმისთვის,რომ მთელი ცხოვრება გეყო... ხმა ჩამივარდა. ვიჯექი სრულიად მოწყვეტილი სამყაროს და რა გითხრა? ვგრძნობდი თავს ზღვის ტალღებში მშვიდად მოლივლივე წვეთად. *** პროექტი ჩავაბარე და ხელფასით შინ ისეთი ბედნიერი ვბრუნდებოდი,როგორც წესი ხელფასის აღებისას,რომ არის ადამიანი. საკონდიტროში შევიარე და ბანანის ტორტი ვიყიდე. ნუცას,მაშოს და ბიჭების სახე,რომ წარმოვიდგინე სიამოვნებისგან გამეღიმა. ჩემი ხელფასის პირველი დანახარჯი მათ სახელს ატარებდა და მოიცავდა საკონდიტროს ყველაზე გემრიელი ტორტის ავალიანებთან ატანას. ეზოში მანქანა შევიყვანე თუ არა შავი ვეშაპის დანახვისას(რენჯროვერის) გამეღიმა. „სახლშია..“ პირველ საფეხურზე ვიყავი კიბის,ყიფიანის და მეტრიკას სიცილი,რომ გავიგონე. სიცილიც აღარ ერქვა,კიოდნენ. -რაო?-ცრემლებს იწმენდს სანდრო და ნიკას კალთაში მოთავსებული აცრემლებული თვალებით უყურებს მოსაუბრეს. -ჰო,ნუ მთელი მაღლივი ფეხზე იდგა და ჩვენ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა..-ნაცნობი ხმა და პირველი წაბარბაცება. აქ იჯდა. ჩემ ბავშვებთან იჯდა ვარდისფერი მაისური და მუქი ჯინსის შარვალი ეცვა. მაჯის საათიც ადგილზე ჰქონდა და მომღიმარი მიყურებდა კარებში გაშეშებულს. -მოხვედი..?-მის კითხვაზე ისე დავიბედი ეს ჩემი ბანანის ტორტი ლამის ავალიანების იატაკზე აისახა. -ოპ,მოდი ამას გამოგართმევ!-ხელებიდან ტორტი ბაბუაძემ ამაცალა და მეც დავიძარი. -ლიზა!-კივის მეორე ოთახიდან ნუცა და მეც მალევე მოვდივარ გონს. -შედი რა ლიზ,მიხედე მთელი დღეა შენი დაქალი,რაღაც ვერ არი..!-თავი გადააქნია ლუკამ და მეც ინერციით გავემართე სამზარეულოსკენ. მაშოს შეშინებულ სახეს და ნუცას ანერვიულებულ მზერას რომ გადავაწყდი,ცოტა მეც შემეშინდა. მაშომ კარი სწრაფად დახურა და სკამისკენ მიბიძგა. -რამე მოხდა..?-ამოვილუღლუღე მე. -დაიწყე,რა გააფუჭე ისეთი ლიზას გარეშე,რომ ვერ ამხელ!-სიგარეტს გაუკიდა ნუცამ,რომ უეცრად მარიამი წამოფრინდა(პირდაპირი გაგებით) სიგარეტი ხელიდან გამოაცალა და ჩამწვარი ღერი ნაგვის ყუთში გადაუშვა. -შენ ნორმალური ხარ ადამიანო?-გაოგნებული ნუცა ხმას ძლივს იმორჩილებდა. -დავიღუპე..-ამოილუღლუღა მაშომ და ჩვენს წინ სკამზე დაეშვა. -რა მოხდა, აღარ იტყვი?..-ვეღარ მოვითმინე მე. -ორსულად ვარ. მეხი კიარა ელვა კიარა მგონი თვითონ ირემი გავარდა ცაზე თავისი ნახტომით. აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვისხედით მე და ნუცა სრულიად გაოგნებულები და ვცდილობდით აზრზე მოსვლას. მზერა ჯერ ერთმანეთზე გადაგვქონდა,მერე მაშოზე. რეალობაში მისმა ცრემლებმა გადმოგვისროლა და იძულებული გავხდით ორივეს გონება დაგვეძაბა და ახალი ამბავი „გადაგვეხარშა“. წამი. წამი,როცა აანალიზებ,რომ ადამიანი,რომელთან ერთადაც გაიზარდე მუცლით პატარა სასწაულს ატარებს არის,ყოფილა და ასეც იქნება,საოცრება. ემოციების მთელი ზღვა მოგვაწყდა მე და ნუცას. ვისხედით. ორივენი ჩუმად. მაშო უფრო იძაბებოდა. და მაშინ როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს გადაეყარა იტალიურ ეზოში ჩიტები აფრინდნენ (ვიკივლეთ ყველაზე მაღალ დიაპაზონში,რაც კი არსებულა დედამიწაზე და ალბათ ამის გამო იყო,ორი დღე ცხელ რძეს,რომ ვსვამდით ორივე) ვკიოდით,ვიცინოდით,ვტიროდით,ვხტუნავდით ქცევებს ვერ ვაკონტროლებდით ვერც ერთი და ხუთ გაოცებულ წყვილ თვალს ვაიგნორებდით. -ანიუტა ჩამოდის?-იკითხა გიგიმ შედარებით მშვიდ მომენტში. -ეგეც ჩამოვა!-ვტიროდით მე და ნუცა და ტიროდა მაშო. -რა მოხდა აღარ იტყვით?-კედელს მიეყრდნო სანდრო და ის იყო სიგარეტის ღერი პირში გაიჩრა ნუცა,რომ დაეტაკა და ზედ ტუჩებთან ააცალა. -არ მოწიო აქ! -როდიდან?-გაეცინა სანდროს. -აი,დღეიდან!-ვთქვი ამაყად მე და მაშოს გადავხედე,რომელსაც მზერა ლუკაზე გაშტერებოდა. მე ვერ აგიღწერთ. ვერც მე და ვერც მართლა მწერლები ვერ გადმოსცემენ თვალების ენას. ენას,რომელიც ამბობს უთქმელს. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაშოს. ჩვენ გავისუსეთ. -გისმენ მაშო..-ლუკასთვის დამახასიათებელი ძლიერი ხმის ტემბრი,რომ გაჟღერდა ჩვენ უფრო დავიძაბეთ. -მზად ხარ მაგისთვის..?-ამოიჩურჩულა მაშომ. -შენთან ერთად ნებისმიერი რამისთვის..-გაეღიმა ლუკას. -ლუ,ჩვენ.. -თქვენ ბავშვი გეყოლებათ!-იკივლა ნუცამ და მაშოს გაფართოებულ თვალებზე მიხვდა,რომ მალე უნდა გაესწრო ოთახიდან. იტალიურ ეზოში კიარა მგონი ვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ დაფრინავდა ფრინველი. დაინგრა სახლი ოფიციალურად. „ჩვენი პირველი შვილი“-ყვიროდნენ სანდრო და ნიკუშა და მათ ამ შეძახილს ფონად გიგის გადაბჟირება ედებოდა. „ბავშვს მე ვნათლავ“. „თუ ბიჭია მე მიმყავს,დაგასწარით!“ „თუ გოგოა მე და ლიზა ვზრდით,თქვენ მეორე გააჩინეთ თქვენთვის!“ ამ ამბავში ვიყავით წელზე ცხელი ხელისგულები,რომ ვიგრძელი და თითებმა ჩემს მენჯებთან მაიძულა უკან ორი ნაბიჯის გადადგმა. ვგრძნობდი მის სხეულს,აჩქარებულ გულს,რომელიც პირდაპირ ჩემი გულის გასწვრივ(ცოტა მაღლა) ძგერდა. ბოლოს რაც მახსოვს მაშოს მომღიმარი სახეა,რომელიც მედა ივიკოს გვიღიმოდა და ნუცას ავისმომასწავებლად გაფართოებული თვალები,რომელიც პირადად მე კარგს არაფერს მიქადდა. *** მთელი ეზო მაშოს ბავშვზე გადავერთეთ. პატარა ბაბუაძის ტალღაზე ვიდექით მყარად. უპრობლემო ორსული იყო,გეფიცებით,მაშოს ორსულობა ასე თუ წარიმართებოდა ვერაფრით წარმოვიდგენდი. ლუკა ემუდარებოდა რამე მოითხოვე,თორემ ეჭვი მეპარება მართლა ორსულად ხარ თუ არაო. გახდა უზომოდ მზრუნველი,სენტიმენტალური და ტკბილი. ისეთი,როგორიც უნდა იყოს კარგი დედა. რაღაცნაირად მოდუნდა და ზედმეტი დაძაბულობა იქ გაუშვა,საიდანაც აღარ დაუბრუნდებოდა მაშოს. ქავთარაძე, სრული მეტამორფოზის დროს ასმაგად შეგვიყვარდა და მივეკედლეთ. ის პერიოდი იყო ყველას,რომ გვჭირდებოდა გაჭირვების ტალკვესი და ეს მისია ასე უმოწყალოდ მივაბარეთ მაშაშოს. ის იჯდა სახლში და გვისმენდა,ირგებდა ფსიქოლოგის ამპლუას და ჩვენ ყველა სათითაოდ მისი პაციენტები ვიყავით. ჩვენი ასე შემჭიდროვება თუ რამეს შეეძლო ეს მხოლოდ მაშოს ორსულობა აღმოჩნდა. „ცოტა წონაში მოიმატა,ღამით ლიზას შოსტაკოვიჩს უსმენს და ჩემ ნერვებს ეთამაშება კლასიკოსთა მთელი შემადგენლობა.დილით 6 საათზე იღვიძებს და საწოლში მწოლიარე ვგრძნობ,როგორ მაკვირდება.ჩემი ვარაუდით მზერა მუცელზე გადააქვს და მანამდე შეუძლია იფიქროს,სანამ მე თვალის გახელას არ ვიკადრებ.როგორ მინდა ვიცოდე მის პატარა გონებაში როგორ ალაგებს აზრებს,რას ფიქრობს ასეთს ყოველ დილით ღიმილი,რომ დასთამაშებს სახეზე.სულ ვამბობდი,ჩემი მაშო სხვებს არ ჰგავს-მეთქი,ახლაც ამაყად გავიმეორებ,რომ არ არსებობს ფეხმძიმე ქალი,რომელიც მაშოს მსგავსად უპრობლემოა.ქალი,რომელისთვისაც წონაში რადიკალური ზრდა ტრაგედია არ არის და პირიქით,შევსებული ლოყები ისე უხდება ღიმილისას,მე კოცნით ვეღარ ვნაყრდები.დადის,არა უფრო დაბაჯბაჯებს და თან ისეთ აურას დაატარებს მგონია,რომ მოსიარულე სახლია.გინახავთ ადამიანი,რომელსაც სიმშვიდე სხეულით დააქვს?!ჩემი მაშოა... ვნერვიულობ კიტრის მწნილს და მარწყვს,რომ არ მთხოვს.რა გავაკეთო მე უფრო,რომ გამოვდექი პანიკატორი,ვიდრე მაშო ქავთარაძე?ყველაზე ამაყი კაცი ვარ,როცა ვაანალიზებ,რომ ეს გოგონა თავისი გაბერილი მუცლით პირდაპირი გაგებით ჩემი საკუთრებაა.მიშო ლორთქიფანიძე?(იღიმის)მაგის დედაც..“ ** -ივიკო..-ბარში,სადაც ვსხედვართ და რომლის სახელიც აღარ მახსოვს,დაბალი განათებაა და მისი სახის ნაკვთები კონტურებად ჩანს ჩემს მხედველობაში. -ჰო,ლიზა..-მიღიმის ის და მე გული მიჩქარდება. -როგორი ბაბუ იქნები?..-მეღიმება მე მის ხველებაზე,რომელიც ჩემი კითხვის გაოცებისგან არის გამოწვეული. -ბაბუაჩემის ალი და კვალი -იცინის ის. -ბაბუაშენი,როგორი ბაბუა? -ჩემს ძმაკაცებს კიკეთში ასვლა დღესასწაულად აქვთ ქცეული,მარტო იმის გამო,რომ ბაბუაჩემთან ქეიფის და საუბრის საშუალება ეძლევათ..-სიგარეტს უკიდებს ის-ბაბუაჩემი ისეთი კაცია მისი გული არასდროს რომ არ ბერდება და ყოველთვის მზად არი თავგადასავლებისთვის ბებოსთან ერთად.ჰო,ალბათ ზუსტად მისნაირი ბაბუ ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით,არ ვიცი რამდენად გამომივა. -შენს შვილს პირველს რას ურჩევდი?-ვუღიმი მე და ნელ-ნელა წარმოვიდგენ ივიკოს და თავის შვილს ერთად. -დაუჯეროს დედას და გააკეთოს ისე,როგორც მე ვეტყვი..-იცინის ის. -რა ეგოისტობაა,ივიკო?!-ვიცინი მეც. -ლუკას ბავშვი,რომ გავაანალიზე აი,მანდ მივხვდი,რომ დავბერდი და შვილი მეც მაგრად მინდა.-შემაქანა. -ჰო?რატო,ჯერ არ ხარ ეგეთი მოხუციც..-ვეცადე გამეღიმა,მაინც და უცებ ცრემლები არ წამსკდომოდა იმის წარმოდგენაზე,როგორ მოასეირნებს ივიკო მის შვილს თავის ცოლთან ერთად და მე,როგორ ვუყურბ ამ სურათს. -ლიზა,არ ვიცოდი ასე თუ განიცდიდი ჩემ ასაკს..-გაეცინა მას ჩემს შეცვლილ სახეზე. -არა,რაღაც გამახსენდა უბრალოდ..-სისულელე წამოვროშე მე.-ოდესმე გყვარებია?!-ვკითხე შიშით. -ალბათ კი.-სახე შეეცვალა მას,მე დავიძაბე. -მერე?! -მერე არაფერი. -ახლა სად არი?! -არ ვიცი-გაეღიმა მას-საბედნიეროდ,არ ვიცი. -უღალატე?!თუ რატომ .. -მე და ღალატი ძალიან შორს ვართ. -ჰო?ვფიქრობ,ღირსეული ქალი ვერასდროს აიტანს მეორე ქალის არსებობას კაცის ცხოვრებაში,თუ თვითონ არის ის მეორე ამაზე უფრო გაგიჟდება,იმედია ამ მიზეზით.. -მე ვიყავი მისთვის მეორე.-გაეღიმა მას,მე ფიქრებში ავიხლართე,მერე სრულიად უცებ,რომ დაიწყო..-ლამაზი დედა იქნებოდი,დედაჩემივით ლამაზი და სათნო..-გაეღიმა მას და მე ლამის სკამიდან იატაკზე დავეშვი. -ყველა დედა ლამაზია.. -ყველა დედა სათნო არ არის,სათნო დედები სხვა დედებზე ლამაზები არიან.. -ეგ როგორ?-უნებურად მეღიმა მე. -ჩემი ძმაკაცის დათუნას დედას ერქვა მანჩო,მანჩო იყო ყველაზე ელიტა და ყველაზე მოდა ქალი დედაქალაქის მაშტაბით.დათუნას პატარა და,მია ერთხელ ბაღში დარჩა მარტო იმიტომ,რომ რომელიღაც მაღაზიის გახსნაზე იყო.-დათუნა..მია..-მისი საუბრის ლექსიკა იმდენად ამაზრზენია,რომ ხანდახან დათუნაზე მეშლება ნერვები ან არ ვიცი,იცი?!დედაშენს მეოთხე ქმარი,რომ ჰყავს და მეექვსე საყვარელი,თავისუფლად,რომ შეუძლია მისი არაადექვატური ქმედებით სამეგობროში მაგრად შეგარცხვინოს არ ვიცი ეგეთი დედა ლამაზი როგორაა.მახსოვს,რამხელა ამბავი ატყდა,როცა მანჩოს და ჩვენი საერთო მეგობრის ფლირტის ამბავი გასკდა,ორი კვირა იწვა დათუნა ჩაჩავაში,მაშინ მე ინგლისში ვიყავი და ვერ ჩამოვედი.-სუნთქვა მეკვრის..-დათა ჩემი მეგობარია და დედამისით მისი შეფასება არც არასდროს გამიკეთებია,უბრალოდ დედაჩემის გვერდით ვერასდროს დავაყენებდი დედამის.დედაჩემს უყვარს ჩემს მეგობრებზე ზრუნვა და არა ფლირტი,ერთადერთი ვისთან ფლირტითაც არ იღლება მამაჩემია,დედაჩემი ყოველ ზაფხულს აკეთებს ალუბლის მურაბას ნიგვზით,იმიტომ რომ იცის მაგრად მიყვარს..-ცრემლებს ვყლაპავ და ვცდილობ გავიღიმო..-დედაჩემი ჩემთვის პატიოსნების ეტალონია და არა სირცხვილი.მისი ღიმილი საკმარისია,რომ სახლში სიმშვიდე იყოს.ამას ვეძახი ლამაზს,მერე რა რომ მანჩო ბევრ 18 წლის გოგოს აჯობებს სილამაზით და დედაჩემი უკვე ჭარბ წონას ებრძვის?!დედაჩემი მაინც უფრო ლამაზია ვიდრე მანჩო,მე დედას ამაყად ვიფიცებ,დათა ხმის კანკალით ამხელს მანჩოს შვილი,რომ არი.ნუ,აი,იცი როგორი ამბავი მოგიყევი?!ძალიან ახლო ადამიანების გარდა არავინ,რომ არ იცის,ლიზუ.. -ნუ ღელავ,აბოლუტურად მესმის ამ ამბის თქმით ან ართქმით შენს მეგობრობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ..-გავუღიმე მე მას და ვეცადე ამომესუნთქა..-ივიკო.. -ჰო. -დათა ნაზღაიძეზე მიყვებოდი..?-ამოვიტირე მე და მის გაოცებულ სახეზე გული შემეკუმშა. -იცნობ?-ცრემლებმა ჯებირები გადაკვეთეს და მეგონა,რომ კანქვეშ ცეცხლის ნაკვერჩხლები ჩამიყარეს. -რამდენი წელია რაც მეგობრობთ..-ძლივს ამოვილუღლუღე და თვალი ვერ გავუსწორე. -ბავშვობიდან,ლიზ მაშინებ,მითხარი საიდან იცნობ ნაზღაიძეს..? -ივიკო,უნდა წავიდე..-ჩანთას ხელი დავავლე და იქიდან ისე სწრაფად გამოვედი დარწმუნებული ვარ მან გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა. ივიკო სიხარულიძე,ბიჭი,რომელიც ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას გალამაზებას პირდებოდა,ჩემი ყოფილი შეყვარებულის,დათა ნაზღაიძის ძმაკაცი იყო და მე ახლა ვიგებდი ამ ფაქტს,ზუსტად ივიკოსგან. ის,რომ ბარიდან გამოვიდა მე უკვე ტაქსიში ვიჯექი და გავბროდი. იმ მომენტში ივიკოს კიარა ლიზას გავექეცი კანდელაკს. „მელიქიშვილზე..“ მეგონა წამით სამყარო გაითიშა. ფუნქციონირება შეწყვიტა და ისე,როგორც 90-იანებში შუქი,ჩაქვრა. ტაქსიდან ძლივს გადმოვედი და კიბისკენ დავიძარი გიგიმ,რომ დამიძახა. სული კბილებით მეჭირა,პირდაპირი გაგებით. -ლიზუ,შემო რა კვერცხი შემიწვი ჩემები არ ...-გაიყინა.-რაგჭირს გოგო?! -მიშველე რა..-ამოვიტირე და კიბის მოაჯირს დავეყრდენი. ავალიანის სახლამდე ძლივს გადავდგი ორი ნაბიჯი და სახე მორყეულ გიგის ავხედე. -იმ ივიკომ გაწყენია?..ლიზა ხო იცი... -გიგი,მიშველე გთხოვ..-ამოვიხრიალე და იაკოს სავარძელში ჩავეშვი. -რა მოხდა მომიყევი.. -დათუნას ძმაკაცია..-ამოვიტირე მე და თავი მუხლებზე დავდე-მაინდამაინც მე რატომ მემართება ასეთი სისულელეები,მითხარი გიგი!მე რატომ?რამე დავაშავე?-კიარ ვტიროდი,უფრო მოვთქვამდი.სიტყვებს ძლივს ვალაგებდი და გიგის მზერას ვაიგნორებდი. -თვითონ იცის..? -არა,შემთხვევით მომიყვა რაღაც ისტორია დათუნაზე და მე .. მე ვუსმენდი გიგი და ხმას ვერ ვიღებდი..მერე ავდექი და გამოვიქეცი... ან რა მეთქვა?მაპატიე ივიკო ჩვენი შვილის სკოლაზეც კი მოვასწარი ფიქრი,მაგრამ თურმე ჩემი ყოფილის ძმაკაცი ხართქო?! -დამშვიდდი,ჩშშ!-გვერდით ჩამომიჯდა და ჩამეხუტა,როგორც ნუცას ჩაეხუტებოდა,როგორც მაშოს ან ანიუტას,მაგრამ უფრო,როგორც ნუცას.-გახსოვს,მე რომ გოგო მომწონდა ნინი მაჭარაშვილი,გახსოვს? -მახსოვს. -ორ კვირაში აღმოვაჩინე,რომ ნინის ჩვენი ყიფიანი უყვარდა ბავშვობიდან,იმ ღამით ეგ ამბავი,რომ გავიგე ...გეფიცები მერჩივნა,ოღონდ არ ყვარებოდა და თუ გინდა ყიფოს ყოფილი ცოლიც ყოფილიყო..-გაოცებისგან სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს,ახლა ჩემს წინ გიგი ავალიანი იჯდა. მისტერ ტრადიცია ამ ამბავს მიყვებოდა..-ვიცი რა რთულია,როცა ურთიერთობაში შენი მეგობარი გეღობება,მაგრამ ამაზე რთული იცი რა არი?როცა იცი,რომ ასეც და ისეც ყველა გზა მოჭრილი გაქვს.დამიჯერე,თუ ივიკოს უღირს შენთან ყოფნა,ეგ ფაქტორი თქვენ ურთიერთობას ვერ ჩამოანგრევს,გამორიცხულია მთავარია,უნდა იცოდეს,რომ შენ დათას მიმართ აღარაფერს გრძნობ,რომ გაიგებს რამდენჯერ მყავს ნაცემი ის დეგენერატი..-გაეღიმა მას და გამეღიმა მეც. -დათა ყველაფერს იზამს,რომ დაგვაშოროს. -ერთად ხართ,ლიზუ?-დავდუმდი.მე რა ვიცი რა გვერქვა მე და ივიკოს ერთმანეთისთვის?!ერთად ყოფნა არ ყოფნა არც არასდროს განგვიხილავს,უბრალოდ ვიყავით.იყო კი ეს ყველაფერი საკმარისი იმისთვის,რომ დათას გადადგომოდა წინ?!.. -არ ვიცი გიგი.მე მხოლოდ ის ვიცი,რომ ივიკო ყველაზე კარგი რამ არი,რაც მაგ კონტექსტში ჩემ ცხოვრებაში მომხდარა,ის ვიცი,რომ ჩემი უბრალო გარეგნობაში ეგ უბრალოება დათაზე და სხვაზე უფრო ივიკოს მოეწონა,ისიც ვიცი,რომ მასთან ისე ვგრძნობ თავს როგორც არ ვიცი,რას შევადარო.. -სახლს. -ჰო,როგორც სახლში ყოფნისას,მშვიდად.ვიცი,რომ ის ჩემზე ძლიერია და მე შემიძლია დავეყრდნო მას ნებისმიერ მომენტში,ვიცი,რომ მასთან ბრძოლა არ დამჭირდება,პირიქით ერთად უკეთ ვიბრძოლებდით,მაგრამ ურთიერთობის სტატუსი,როგორ გითხრა,როცა მას არ უთქვამს ეს ჩემთვის?..ჩვენ გვიყვარს 6 კოვზი შაქარი ჩაიში და ალუბლის ნიგვზიანი მურაბა,მაგრამ არ ვიცი ერთმანეთი გვიყვარს..?! -მომიყევი,როგორ იქცევა შენთან...-ჩემს პირდაპირ,სკამზე ჩამოჯდა გიგი და სიგარეტს გაუკიდა. -თბილია,შიგნიდან ვინმეს გაუთბიხარ?!ჰოდა,ეგეთია. -შენსავით აფრენს ამ განყენებულ თემებზე?! -არ ბეზრდება ჩემი კითხვები მომავალზე-გამეცინა მე და გიგის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე. -შენ გამო იბრძოლებს?ლიზა,მაგასაც ნუ მაცემინებ იცოდე,ერთხელ კაცი შეგიყვარდეს არ შეიძლება?! -დათას არ უბრძოლია,ივიკო არ ვიცი..-ამოვიტირე მე და მაგიდაზე დავდე თავი. -ცემაში გავწევ რამე ისე,რომ ვერ გააკეთოს.. -აუ,გიგი სულ ძალადობა ნუ გელანდება!-ამოვისლუკუნე მე და კარის ხმაურზე ცრემლები მოვიწმნდე. ვის გამოვაპარებდი ნუცა ავალიანს?! სანდროს და ნიკუშას?! ეგეთი ფენომენი არ არსებობდა დედამიწაზე. სასწრაფო რეჟიმით მაშოს ასძახეს და სრული შემადგენლობით გავიშალეთ ავალიანებში. ანიუტა და აბაშიძე პირდაპირი ჩართვით გვყავდა პრაღიდან. დავლიეთ იმდენი რამდენიც შეგვეძლო. მე ვტიროდი,მაშო ტიროდა და ნუცა დაგვცინოდა. ამ ჩემ გოდებაში ვიყავით მთელი სამეგობრო კარი ლუკა ბაბუაძემ,რომ შემოაღო და უკან ჩემი ივიკო,რომ მოჰყვა. ნუ,ჰო რა ივიკო სიხარულიძე. სახე ჰქონდა?! წაშლილი,რომ დამინახა ჩემკენ დაიძრა,უცებ გიგის ხელმა,რომ გააჩერა. მომენტალურად დავიძაბეთ. -არ გაბედო,რამე ისე არ გააკეთო..-მათი მზერა და ჩემი გულისცემის დაპაუზება ერთი იყო. -უბრალოდ ის მაინტერესებს,იცოდი?!-მეგონა გული ჩამწყდა.უნებურად გამეღიმა და ნიკაპი ისე ამიკანკალდა ვერ დავიმორჩილე.თვალები ძლიერად დავხუჭე და ვინატრე მიწა გამსკდომოდა. -ივიკო..-ფეხზე წამოდგა ყიფიანი,ასეთი სერიოზული ბოლო 3 წლის მანძილზე აღარ მახსოვდა-არ ვიცი,იმ ქათამმა რა გითხრა,მაგრამ მეორედ ლიზა კანდელაკის სიმართლეში ეჭვი შეგეპარება და ძვლების დათვლამდე გცემ,პირობას გაძლევ,მაგრად დავი^დებ ბაბუაძის ძმაკაცი,რომ ხარ! იმედგაცრუებული თვალებით უყურებდა ჯერ მას,მერე მე. -ამათ გარეშე,რომ მელაპარაკო არა?!-ისეთი ხმა ქონდა,მეგონა ძვლები მისმა ხმამ დამიმტვრია ორგანიზმში. -ამათ სახელი აქვთ!-ფეხზე წამოდგა მაშო და ლუკას მზერა მომენტალურად დააიგნორა-და არა,არ შეიძლება.რაც ლიზასია,ის ჩვენიცაა,რაც ჩვენია ის ლიზასი,არ ვიცი შენთან ეგ როგორ არი,მაგრამ ან აქ ეტყვი სათქმელს ან არადა შეგიძლია კარი გაიხურო და გახვიდე.არ გცოდნია ვისთან გქონდა საქმე,თუ ეჭვი იმაში გეპარება,რომ ლიზამ იცოდა და ეს განძრახ გააკეთა,არ გცოდნია ვინ არის ლიზა კანდელაკი! -მაშო,ნუ ჩაერევი თვითონ გაარკვიონ არ სჯობს?!-ამოილაპარაკა ლუკამ და ბიჭებს გადახედა. -არ მაქ პრობლემა,მოდი აქ ვისაუბროთ.უბრალოდ მელაპარაკე,ლიზა!ჭკუიდან ნუ გადაგყავარ,ხმა შენ ამოიღე და შენ მაგივრად სხვამ არა!-მოგუდული ხმით აღმოხდა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა.-რამდენი წელი იყავი დათა ნაზღაიძის შეყვარებული. -ორი. -ორი..-გაიმეორა მან და სიგარეტის კოლოფიდან ხელის ცახცახით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი.-რატომ დაშორდით. -არ იყო საკმარისი ის გრძნობა,რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. -არ იყო საკმარისი..-ისევ გაიმეორა მან და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი,ძლიერად მოქაჩა სიგარეტს და კვამლი პირდაპირ ფილტვებში გაუშვა.-გიყვარს...!?-ძლივს გავიგე მისი კითხვა და გამეღიმა. -შენი აზრით დათა,რომ მიყვარდეს შენ შეგხვდებოდი?! -ლიზა,იგავ-არაკების გარეშე,გიყვარს?რამეს ისევ გრძნობ მის მიმართ?! -იმედგაცრუებას. -რა მხრივ. -რომ ვერ გაქაჩა. -ნორმალურ პასუხს გამცემ..?! -რას ელოდები ივიკო?!-გამეღიმა ისვე მე და მის ხელებში მოქცეული სიგარეტი ჩემსაში გადმოვიტანე,-რას ელოდები,გითხრა,რომ დათა ნაზღაიძე მძულს მეთქი?!არა,არ მძულს,არ შემიძლია ვინმე მძულდეს,რატომ უნდა მძულდეს,რა მისი ბრალია თუ ვერ შემიყვარა იმდენად,რამდენადაც მე ეს მჭირდებოდა,რა მისი ბრალია თუ არ იბრძოლა ჩემთვის?!სიყვარული ის განზომილებაა,რომელში გადასვლასაც შენით ვერ მოსთხოვ ადამიანს.ჰო,მთელი ჩემი გააზრებული გრძნობით მიყვარდა დათა ნაზღაიძე,მაგრამ მისგან ეს არასდროს მიგრძვნია,ვერ იყო ის კედელი,მე რომ დავეყრდნობოდი.-მისი სიტყვები გავიმეორე მე.-ის უშაქრო ყავას სვამდა,ჩაი არ უყვარდა,მე ყავა არ მიყვარს თანაც უშაქრო.ის თვლიდა,რომ ზედმეტს ვფიქრობდი ნებისმიერ თემაზე და აღიზიანებდა ჩემი სიტყვები,რომლითაც მე მას ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე ვუყვებოდი,არა უფრო ბეზრდებოდა.ის არ მომიკითხავდა ერთხელაც კი,როცა მე მთელი ღამე სახლში არ ვიქნებოდი,არ მოაფიქრდებოდა,რომ ვინმე მაწუხებდა ან მსგავსი,იმიტომ რომ გიგის იმედი ჰქონდა,გიგის იმედი არ უნდა ჰქონოდა,დათა იყო ჩემი შეყვარებული და არა გიგი,ჰო,მის ამ „ფეხებზე“ დამოკიდებულებას იმ ფრაზით ვერ გავამართლებდი,რომ ის მენდობოდა,კიარ მენდობოდა ფეხებზე ვეკიდე,ჰო,მე ვერ ვიტან,როცა ვიღაც ასე უმოწყალოდ მიმტკიცებს სიყვარულს და ამას ვერაფერში ავლენს,არც ცდილობს ამის გამოვლენას.გინდოდა მიზეზი?!აი,მიზეზი. დაახლოებით 10 წამი 10 საუკუნოვანი სიჩუმე იყო. მეგონა რომ დროში გავიყინეთ. ის მიყურებდა მისი მწვანე სფეროებით და მე პირველად არ შემეძლო იმის ამოცნობა,რას მეუბნებოდნენ ადამიანის თვალები. -ლიზა,წამოდი!-მაჯაში დამქაჩა გიგიმ და გარეთ გავედით. უკან გამოგვყვნენ სანდრო და ნიკუშაც. -მომეცი გასაღები..-ამოილაპარაკა გიგიმ და მეც გავუწოდე ჩემი ხოჭოს გასაღები. გიგი საჭესთან იყო მე და სანდრო უკან სავარძლებს ვიკავებდით,ნიკუშა გიგის გვერდით მოთავსდა და ის იყო მანქანა უნდა დაეძრა გიგის,რომ ორივე კარი გაიღო და გვერდით გოგოები შემოგვისხდნენ მე და სანდროს. იმ ღამით ჩემი ხოჭო 10 წუთით გაჩერდა საწვავის დასამატებლად. მთელი ღამე ვიარეთ. არავის ხმა არ ამოუღია. ღამის 3 სრულდებოდა გიგის ტელეფონმა ჩვენი სიმყუდროვე,რომ დაარღვია. გათიშვას აპირებდა,სანდრომ რომ დაჰკრა ბეჭზე ხელი და ანიშნა აეღო. უთქმელად ტელეფონი მე მომაწოდა და მანქანა გადააყენა. -15 წუთში სახლში იყავი.-ივიკოს ხმაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უცებ მოვუჭირე ხელები სანდროს.გავიყინე და ვერაფერი,რომ ვერ ვთქვი მან განაგრძო..-დათას ველაპარაკე,ლიზა 15 წუთში ეზოში დამხვდი. გათიშა და მეც მომენტალურად გავითიშე. აღარ მახსოვს საბურთალოზე რა გვინდოდა,არც ის მახსოვს იქიდან ჩვენს ეზომდე რამდენ ხანში მივედით,მაგრამ რომ მივედით და გარეთ გამოსული ბაბუაძე და ივიკო დავინახე,ეგ გარკვევით მახსოვს. -ლიზა,თუ გინდა ..-დაიწყო გიგიმ და ნუცამ მაშინვე გააწყვეტია. -ახლა ჩვენ აქ ზედმეტი ვართ,წამოდით ჩაი დავლიოთ..-ბიჭებს თვალები დაუბრიალა და მაშოზე ჩახუტებული ავიდა სახლში. მათ მიჰყვა უკან ლუკა,რომელიც კიბეზე ასვლისას უკან მობრუნდა და გაღიმებულმა ჩამიკრა თვალი. დავიძაბე. იმაზე მეტად დავიძაბე ვიდრე ნარგიზას,რომ ვაბარებდი გეოგრაფიას ზეპირი გამოცდით მაშინ. კიდევ მაშინ ანიუტა,რომ მოვიტაცეთ მე და აბაშიძემ. კიდევ მაშინ პირველად,რომ წამიყვანა ვახომ,აბაშიძემ,ანიუტამ და გოგოებმა შატალოზე. ყველაზე პირველი ნერვიულობა იყო,ნერვიულობათა შორის. და რა გითხრა?!ამ გრძნობას ვერ შევადარებდი ვერასდროს სხვას ვერაფერს. ის იდგა მის რენჯროვერზე მიყრდნობილი,მე ჩემი მინი კუპერი მიმაგრებდა ზურგს. -დათას უყვარხარ. -ეგ თვითონ გითხრა?-გამეცინა მე და ვეცადე არ წავქცეულიყავი. -ჰო,თვითონ მითხრა..-ამოილაპარაკა მან და სიგარეტს გაუკიდა. -გასაგებია.-გადაჯვარედინებული ხელები თავისით ჩამომივარდა და მანქანას მოვშორდი,რომ შეატყო წასვლას ვაპირებდი მაჯაზე ხელი ინსტიქტურად წამავლო და ჩვენს შორის მანძილი მინიმუმადე დაიყვანა. -რა არი გასაგები,ლიზა? -დიდი წერტილი შენ და ჩემ შორის.-ამოვიჩურჩულე მის სახესთან და მისი ცხელი სუნთქვა დავაიგნორე.მიჭირდა,გეფიცებით იმდენად მიჭირდა მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნა ტირილი მინდოდა.სხვანაირი ბიჭი იყო ივიკო სიხარულიძე.ყველაზე სანდო და მყარი ადამიანი,ვინც მანამდე მის „ჟანრში“ შემხვედრია.ყველაზე ახლობელი სული იყო,რომელსაც ჩემი სული ამდენი ხანი ეძებდა და მაშინ,როცა იპოვა ახლა ისე ეცლებოდა ხელიდან,მასთან ყოფნასაც ვერ ასწრებდა.გტკივა ადამიანს ის თვიმფრინავი,შენს მაღლა,ცაზე,რომ მიფრინავს,შორს,თბილ ქვეყნებში და შენ იმის მაგივრად იქ იჯდე ყვავილებიანი მაისურით და შორტებით ეგებებოდე ახალ ცხოვრებას ძველის მარწუხებში მოქცეული საწყის ჭაობს უბრუნდები და უყურებ,როგორ მიფრინავენ ოცნებები შორს,თბილ ქვეყნებში. -მე არ დამისვამს ეგ წერტილი,ლიზა! -გინდა,რომ მე დავსვა?! -არანაირად,საერთოდაც თუ აცდი ადამიანს რამის თქმას იქნებ ყველაფერი უფრო მარტივი იყოს. -გისმენ ივიკო.-მისი ხელიდან საკუთარი გავინთავისუფლე და ისევ ხოჭოს დავეყრდენი. ჩემკენ ორი ნაბიჯი გადმოდგა და იმ პოზიციას დაუბრუნდა,ორი წამის წინ,რომ გიყვებოდით ცხელ სუნთქვებზე. მერე..?! მერე რა ვიცი. თამაზის ცოლს დაუნახავს,როგორ კოცნიდა კანდელაკს ახალი მეზობელი,ურცხვად,შუა იტალიურ ეზოში. და ჰო. ისევ ჩემმა ხოჭომ გადამარჩინა,იქვე,რომ არ წავიქეცი. ბაბუაძის ოვაციები. კივილი წივილი და „გვეშველა,ლიზაც გასაღდა“ ფრაზები,რაზეც ყიფიანს და მეტრეველს სამაგალითოდ მოხვდათ. *** 05:45 „პაემანზე დამპატიჟე.“-ივიკო სიხარულიძე. „შენ,სახლში საათი თუ არ გაქვს,გაჩუქებ“-ლიზა კანდელაკი. „5 წუთში ძირს გაჩნდი შენი ხოჭოს გასაღებით,თორე თამაზის ცოლს ავალაპარაკებ,გპირდები“-ივიკო გადარეული სიხარულიძე. „შენ სულ გააფრინე?“-აფორიაქებული ლიზა კანდელაკი. „ლიზა,4 წუთი..“-უბრალოდ ივიკო. პიჟამაში ვიყავი გამოწყობილი და დედუს(თათას,მარიამის,მაშოს დედის)ნაჩუქარ მოსაცმელში გახვეული ჩავბარბაცდი ეზოში,სადაც ჩემს მანქანას ასვეტილი ივერი დავინახე(ივიკოს სრული სახელი) -ნუ,აი რას გავს შენი ქცევა?-ვცდილობ გაბრაზებას მე და თან ვჩურჩულებ,როგორც შემიძლია. -წამიყვანე სადმე.-მიღიმის ის. -შენ,სულ გააფრინე?! -ნუ,აი,რა გითხრა ლიზიკო?!ცოტა.-იცინის ჩაკეცვამდე ის და იმის შიშით ვინმე არ გავაღვიძოთ სწრაფად ვჯდები მანქანაში. -შენი ვეშაპით,რატომ არ მივდივართ?-დავინტერესდი მე და ძრავი ჩავრთე. -ერთხელ კაცს დაპატარავებაც უნდება ხოლმე...-ვითომ გააწვალა ჩემი ხოჭო. -ახლა ჩამოგსვამ..!-წარბი ავწიე მე და მის ხარხარზე სწრაფად დავაჭირე პედალს ფეხი,სასწრაფოდ დავტოვეთ იტალიური ეზო,მერე მელიქიშვილი და წავედით. პირდაპირი გაგებით გადაქექა მანქანის ყველა სათავსო.. მე ამაზე ისე ვბრაზობდი ის სიცილით იგუდებოდა. -ლიზა,რად გინდა მანქანაში საფენები?-იცინის ის და მე სირცხვილისგან ვიწვი,ნუ აი რანაირად ავუხსნა,რომ ჩემი კიარა ქალბატონი ნუცასი გახლავთ,რომელმაც ყიდვის მერე სულ დაივიწყა ამათი არსებობა. -ჩადე მანდ და თავი არ მაცემინო!-ვცდილობ ხელიდან გამოვსტაცო ნუცას საფენები. -კიდევ რა გვაქვს..?!-იცინის ის და ჩემ კოსმეტიკის ჩანთას ნელა ხსნის. რაღა დამრჩენია?! მორჩილად ვუსმენ მის მოსაზრებებს იმის შესახებ,რომ ალბათ წითელი ფერი უფრო მომიხდებოდა ტუჩებზე,ვიდრე ეს მოყავისფრო „რაღაც“-ფანქარს ეძახის ასე.. -მე,ვიცი ლიზიკო..-დაასრულა თვალიერება მან და ახლა მე მომიბრუნდა. -აბა,გისმენ! -მე უნდა შეგირჩიო ტუჩის საცხი,შენ ფაქტია ვერ ერკვევი. -კაი,ივიკო რას იძახი?!-თეატრალურად გავიკვირვე მე და მის ჩაფიქრებულ მზერაზე ახლა მე დამეწყო კომიკური შემოტევები. -მე მიყვარს ლიზაში ბევრი წითელი ფერი.-გამოვიდა სიტყვით. -ხო,არა?!-ვიცინი მე. -ხო,საოცრად გიხდება ეს მანქანა,მარტო იმიტომ,რომ წითელია. -და რატო მაინდამაინც წითელი?!-ბავშვობიდან ამ ფერზე დამოკიდებული ვიყავი,ტელეფონიდან დაწყებული უბრალო სახლის ბაჩუჩებიც(ჩუსტები)კი წითელი მქონდა. -სხვა ფერში ვერც წარდმოგიდგენ. -და რატო?მაგალითად ლურჯი,ან ვარდისფერი რა ვიცი.. -არა,არასოდეს!ძალიან გთხოვ,არასოდეს წაისვა ტუჩებზე სხვა ფერის პომადა და ის რაღაცაც. -კონტური,ფანქარი რით ვერ დაიმახსოვრე ივიკო? -ჰო,კონტური და ფანქარი. -მაინც არ მეუბნები მაგ შენი წითელის მისტიურობას. -არა,წითელი შენია,შენ ჩემი. -პაულო კოელიო..-გამეცინა მე და ნუცას სახე წარმოვიდგინე ამ „ბანალურობაზე“. -მუდო ხარ,არ მინდოდა მეთქვა,მაგრამ ხარ!-გაბრაზდა ივიკო და ამაზე უფრო გადავწითლდო სიცილით მე. -ივიკო,მიყურე!-ნიკაპზე ჩავავლე ჩემი წვრილი თითები და ჩემკენ მოვატრიალებინე თავი,ცალი ხელით საჭე მეჭირა. -არ გიყურებ,არ მინდა. -რა,ჩემი ყურება არ გინდა?ეგ შენი კოელიოს ბრალია,იცოდე არ მაეჭვიანო ძაან ხშირად ეტანები მაგ კაცის წიგნებს!-ვიცინი ახლა უკვე გალურჯებამდე მე. -ლიზა !-ტუჩზე კბენით ცდილობს სიცილი შეიკავოს.-გადააყენე. -არაფერიც! -გადააყენე გეუბნები! -არა-მეთქი!-ვკივი მე და ვცდილობ მისი ხელებისგან განვთავისუფლდე. მანქანა შუა გზაზე შევაჩერე და მისკენ შევბრუნდი მთელი კორპუსით. -წამო,რა ჩემთან ბათუმში.. -თბილისის ზღვა არ მოგწონს თუ მშრალი ჰავა?-ვიცინი ისევ მე. -ფერები.. -შენთან როგორი ფერებია? -წითელი. -ბათუმი და წითელი?-ვიცინი ისევ მე. -აბა,რომ გითხრა შენი ფერებიათქო,დამიწყებ კოელიოო..-ამოიბუზღუნა და ღვედი შეიხსნა. -სად მიდიხარ?-სიცილს ვერ ვწყვეტ მე. მანქანა„ვულე ვუ“-ს წინ მყავდა ფაქტობრივად გაჩერებული. გადავიდა და 10 წუთის გახსნილ მაღაზიაში შევიდა. მე სიცილს ძლივს ვიკავებდი კონსულტანტის მზერაზე,რომელიც ისე დაიბნა ივიკოსთან ლაპარაკისას ძვირადღირებული პროდუქცია სულ ძირს დაყარა. ცუდი ბიჭია ბატონი ივერი. მაგრამ არ მიჯერებს არავინ. ასე გვაბნევს,მისი ორაზროვანი მიმიკებით მდედრობითის წარმომადგენლებს და მერე ვითომც არაფერიო,ისე გვექცევა. ხელში პატარა მუყაოს პარკით დაბრუნდა. მე ავფორიაქდი,ისე,როგორც პატარები საჩუქრების გახსნის წინ. ფრთხილად ამოაძვრინა წითელი ტუჩსაცხი კოლოფიდან. -ივიკო..-ამოვილუღლუღე მე. -გამიღიმე..-ჩემკენ შემობრუნდა ის მთელი ტორსით. -ჰა..?! -გამიღიმე,ლიზ.. ისე სასაცილოდ გავუღიმე სიცილი თავადაც ვერ შეიკავა. ფრთხილად გადაატარა ფუნჯი ჩემს ტუჩებზე და საკმაოდ ლამაზად შეღება ტუჩები წითლად. -ლიზ,გამოიხედე..-ტელეფონი წამის მეასედში მოიმარჯვა და ისე თითქოს ამ მომენტს დიდი ხანია ელოდაო ბევრი ფოტო გადამიღო. -კაი,რა ივიკო რას ვგევარ..-არ ვცხრებოდი მე. მერე ფოტოები მაჩვენა და პირველად მომეწონა ლიზა კანდელაკი,მე ლიზა კანდელაკს. *** მას მერე ჩემი ჩანთიდან აღარ ქრებოდა წითელი ტუჩსაცხი,რომელიც მუდმივად აწითლებდა ჩემს ტუჩებს და,როგორც ივიკო ამბობს „შენ კარამელის თმას საოცრად უხდება წითელი..“ ჰოდა,ალბათ მიხდებოდა. იმ წელს ისეთი თოვლი მოვიდა თბილისში თამაზის შვილმაც ამოიღო ხმა და თოვსო ისე იყვირა ყველა ფანჯრიდან გადმოვდექით. თოვდა. თოვდა ძალიან დიდი ფანტელებით. ვკიოდით მე და ნუცა,მაშო ალბათ ყაზბეგიდან კიოდა. -ჰაა,ვის უნდა ჭამოს ბევრი ნაყინი სულ ორგანულებზეა დამზადებული,ნუც!-ყვირის მეორე სართულიდან მეტრეველი. -აქეთ არ გაჭამო ეგ თოვლი!-არ შეეპუა ნუცა და ის ვარდისფერი ქუდი მოირგო მთელი ქალაქი,რომ ცნობდა ავალიანს ქუჩაში.ეგეთი ქუდი მარტო ცუცას ჰქონდა და ამ ქუდს თავისი საავტორო უფლებებიც მიანიჭა ქალბატონმა. -ნუც,ხელთათმანები არ დაგავიწყდეს!-ზემოდან მე გადმოვძახე და მობუზულ ნუცაზე ხმით გავიცინეთ მთელმა ეზომ. გენახათ,ორი წლის ბავშვებივით,როგორ თამაშობდნენ მეტრეველი და ავალიანი ეზოში. მე არ ვიცი,ეგეთი თოვლი თბილისს არ ახსოვდა. მშრალზე მშრალი,ხრაშუნა და ბევრი. თოვლის უნახავს გაგხდიდათ. ჰოდა დავეწყვეთ და რიგრიგობით გამოვცხადდით ეზოში. ჩვენ ვინ რას გვეტყოდა იაკო და ლიაკო გამოვიდნენ ციმბირული ქუდებით და 89-ის ბოლოს შეძენილი სსრკ-ის ხელთათმანებით.“მაგ დროს იყო ბებო ხარისხი,აბა თქვენ რა იცით ნამვიდილი მოდა.“-ლიაკო და იაკო. -თქვენც აგიყოლიეს გოგონებო?!-თათამ ცხელი ყავით შეიარაღებულმა გადმოგხვედა და „იშხნელებს“(ბებოებს) მიმართა,რომლებსაც ყიფიანი გაეწვინათ კიბესთან და კისერში აყრიდნენ თოვლის გუნდებს.საცოდავი ნიკუშა ვერც საპასუხო გუნდას ისროდა და ვერც დგებოდა ამ ცივი თოვლის გამო. მერე გიგიც გამოვიდა და ყიფომ ლიაკო,გიგიმ იაკო ხელში ატაცებით ჩასვეს თოვლში. ივიკოს კიბესთან ვიდექი კარის ხმა და მისი ლაპარაკი,რომ გავიგე. დიდი გუნდა მოვამზადე და მთელი ინერციით გავუშვი ივიკოს მიმართულებით. აი,როგორ მოტეხა ლიზა კანდელაკმა ყბა თავის შეყვარებულს. ნუ,მთლად არ მომტყდარა,მაგრამ როგორც ბატონი ივერი აბუქებს „თვალებში დამიბნელდა და ლიზას გარდა პირდაპირი გაგებით ვეღარავის ვხედავდი...“ ვისხედით ყველა ჩემს ჰოლში და ვუცდიდით ლიაკოს ცხელ საფენებს,რომელსაც ჩემსავე დივანზე დაწოლილ ავადმყოფს ადებდა ქალბატონი ბებო. -ძალიან გატკინა არა ბები?!-სახე დაბრიცა ლიაკომ. -ივიკო,ეს ცოლად არ მოგიყვანია და უკვე ყბა მოგტეხა და მერე ალბათ ჩაჩავაში დაგაწვენს..-სიცილით ორად იკეცება ლუკა და გაბერილი მარიამის ხელი უჭირავს(ცივი მსიამოვნებს და ხელი მომკიდეო..ორსულობა და მთელი მისი გარემოებები..) -ნუ დამაწყებინებ შენ მორალურ ნგრევას ბატონო ლუკა!-თვალები დავაბრიალე მე და ივიკოსთან ჩამოვჯექი.-ძალიან გტკივა?.. -მიდი ლიზა აკოცე და გადაუვლის-იცინის სანდრო. -ამიერიდან ლიზა კანდელაკი კიარა ლიზა ნორისი ხარ ან ჩაკ კანდელაკი,რომელიც შენ გაგისწორდება..-მორიგი იუმორინა,რომლის ორგანიზატორიც,მონაწილეც და მაყურებელიც თავად ბატონი ნიკუშა ყიფიანია, ჩატარდა. -ივიკო,არ გაბედო გაგეცინოს ამათ იუმორზე თორე მეორე თოვლის გუნდას ავიღებ ხელში!-თითი დავუქნიე ივიკოს და მანაც სიმწრით იკბინა ტუჩზე,რომ არ გასცინებოდა. ყველა დაიშალა და ლიაკოს და იაკოს ჩაის დალევა მოუნდათ პლეხანოველ დაქალთან. მარტო დავრჩით. გარეთ ისევ უმისამართოდ თოვდა. ჩვენ ვუყურებდით ფიფქებს და თითქოს ფანტელებს ვპარავდით ცის კაბადონს. სავარძელი ფანჯარასთან მისწია. მე ჩაი გავაკეთე და ლიაკოს დამალული ალუბლის მურაბა გამოვიტანე ნიგვზით. -გინდა შოსტაკოვიჩი?..-გამეღიმა მე. -მინდა..-მიღიმის ის. შოსტაკოვიჩის მეორე ვალსის ნოტებზე ცეკვავდნენ თეთრი ფანტელებიც. ჩვენი სულებიც. სადღაც ზემოთ კუპიდონი და აფროდიტეც. სიმაღლით არც იმდენად მაღალი ვარ,მაგრამ მის კალთაში მოთავსებული ალბათ უფრო პატარა ვჩანდი ამ ყველაფრის ფონზე. „ამ გოგოს კლასიკას კიდე ეს ბიჭი უნდოდა?“-მაშო ქავთარაძე.სიცილისას ხმები ვის ეკუთვნოდა დიდად ვერ გავარჩიე,მაგრამ სათითაოდ ვაგებინებ პასუხს,დამაცადონ.. *** -რას ნიშნავს მხოლოდ თქვენ სამი?-წარბები აწკიპა გიგიმ. -გიგი,დამშვიდდი შენ დას ვერავინ მოგვტაცებს,რა!-ამოიზუილა მაშომ და ფეხის ფეხზე გადადების მეოთხე მცდელობის შემდეგ დაღლილმა ჩაუწყო კალთაში დაბერილი ტერფები ლუკას. -შენ ასე მშვიდად უშვებ ამ გადაფუშფუშებულ გოგოს გუდაურში?-არ ცხრება გიგი. -აი ახლა ამ ბალიშს ვერტიკალურად დაგცემ თავში!-შესძახა მაშომ. -მაშოს გუნდაობა ძალიანაც,რომ მოუნდეს ვერ იგუნდავებს,ციგაზეც ვერ დაჯდება და თხილამურების ამბავი მგონი თავადაც იცის,როგორ ეკრძალება,გამოიცვლიან ჰაერს,ბავშვისთვისაც კარგია..-მუდამ ჩვენს გვერდით იყო ბატონი ლუკა. -მე მზად ვარ!-ნუცას ჩემოდნის გამოგორებაზე იმდენი ვიცინეთ,გიგისაც გაეღიმა ტუჩის კუთხეში. -მკითხე,რომ მიდიხარ?!არ გიშვებ.!-სერიოზული სახე მიიღო წამიერად. -ნატოს ვეტყვი „ბასიანზე“ რასაც თავხედობ,ვიდეო მაქვს გუშინ მეტრიკამ გამომიგზავნა,აი,კი ბატონო მე ამ ჩანთას ამოვალაგებ,მაგრამ შენ რამდენად გინდა ბარგის ჩალაგება და სახლის კარს გაშორება სამუდამოდ არ ვიცი,ეგ შენი პრეროგატივაა..-ისე უდარდელად ჩაარაკრაკა გიგის სახეცვლილებაზე ჩვენ კიარა მგონი მთელი ეზო იცინოდა. -რა ქენი ბიჭო?!-ნელი ტემპით ჩაეშვა შეღონებული ავალიანი სავარძელში და ისე გადასძახა მეტრეველს,რომელსაც მეორე ავალიანმა თვალებით ანიშნა,რომ „აყოლოდა“.აყვა.ნუცასი სულ უსიტყვოდ ესმოდა. -დამაშანტაჟა და იძულებული ვიყავი..-ისეთი ხმით ჩაილაპარაკა მე და მაშო უკვე მოვემზადეთ ვიდეოს საყურებლად,რომელიც არც არსებობდა. ივიკომ და ლუკამ ჩემოდნები ჩემს პატარა „ხოჭოში“ მოათავსეს. -ლიზა ჭკვიანად,გზები მოყინულია,საბურავები ხომ გამოცვალე?-ჩემი ქურთუკის ელვა შესაკრავს აწვალებდა ივიკო და მის მაღლა აწევას ცდილობდა. -კი,გამოვცვალე. -სასტუმროში კვება,ხომ იქნება?რამე ძალიან თუ მოგინდა დამირეკე და ჩამოგიტან!-მეორე მხრიდან ლუკა ეფერება ლოყებზე მაშოს. -აღარ წავედით?!-ნუ,აი,ეს გოგო მისი ხმის დიაპაზონით არი გასაქრობი ამ დედამიწიდან.ისეთ ხმაზე შეჰკივლა ქალბატონმა ნუცამ ინსტიქტურად გვაკოცეს ბიჭებმა და სწრაფად ჩავსხედით. გუდაური. -ლიზა,გიყვარს?-მაშოს უჩვეულოდ მშვიდმა ხმამ წამიერი ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში. -უყვარს-ეღიმება ნუცას და ღვინოს სვამს. -საიდან დაასკვენი?-მეღიმება მეც . -რომ უყურებ სხვანაირად იცინი,შეყვარებული ლიზა რაღაც სხვა ფენომენია და მარტივად განსხვავდები კომუნისტისგან! -წითელ პომადას,რომ მოუხშირა აკვირდები?!-მაშო თეთრი ხალათის შეკვრას ცდილობს და საწოლში იკავებს ადგილს. -საკმარისია ივიკოს ხმა გაიგო და ერთი თვალი ვენერა ხდება მეორე იუპიტერი! -აი,ნუცა!-თვალებს ვაბრიალებ მე და სველ თმას ვიწნი. -საოცრად სხვანაირი გახდი,ისეთი ლიზა,მე რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემს ყველაზე მაგარ ოცნებაშიც კი!-თავი დააქნია მაშომ და მუცელზე ფრთხილად გადაიტარა ხელი. -ივიკოს და დათუნას ლიზა რადიკალურად სხვადასხვა ადამიანია,ხვდები?!დათუნას დროს დაძაბული იყავი,დათუნასთვის გინდოდა საუკეთესო ყოფილიყავი და სულ დაჭიმული დადიოდი,აქ პირიქით არი..მგონია რომ ყველა ამოსუნთქვით სიამოვნებას იღებ!-სიგარეტს გაუკიდა ნუცამ და აივნის კარი შეაღო.-ისე უყურებთ ერთმანეთს სიყვარულს ანდომებთ ადამიანს..-ეღიმება და ცერა თითს ნელა იქცევს კბილებს შორის. -ჰო,შენ რომ გიყურებ ჩემი და ლუკას ურთიერთობის ეგ ეტაპი მახსენდება,ყველაზე ლაღი,სუფთა და ნამვდილი. -და მერე რა შეიცვალა შენთან და ლუკასთან?!-საწოლზე ავძვერი მე და გაბერილი მუცლის წინ,მის კალთაში ჩავდე თავი. -ახალ ეტაპზე გადავედით,ოჯახი შევქმენით მაშინ,როცა ამისთვის მზად არ ვიყავით.ლუკას იდეალურობა მე მაღიზიანებდა,ვიძაბებოდი იმით,რომ მე ვერ ვიყავი მისდამი ასეთი მოწესრიგებული,როგორიც ის იყო ჩემდამი.მას შეეძლო სამსახურში სერიოზული თათბირის დროსაც მოეწერა,რომ ვუყვარვარ-გაეღიმა მაშოს,მიუხედავად ამდენ წლიანი ურთიერთობისა არასდროს ყოფილა ასეთი გახსნილი,როგორიც ახლა,მაშო იმ ღამით გადაშლილ წიგნს გავდა. -რატომ დაშორდით მაშო?..-ამოვიჩურჩულე მე. -ერთმანეთს გადავაჭარბეთ,აი,ამიტომ.ლუკას ახსოვდა დღე,როცა ერთმანეთს შევხვდით,როცა შემიყვარდა,როცა შევუყვარდი,როცა სიყვარული ამიხსნა,პირველი პაემნის დღეც ახსოვდა და შეეძლო თავისუფლად მოელოცა ეს დღე ისე,რომ მე ამ თარიღების შესახებ არც არაფერი მახსოვდა.ლუკა გურმანი არის,მე საჭმელების კეთება არ ვიცოდი,რამდენჯერ ვეცადე და იმდენჯერვე სრული კრახი განვიცადე,ლუკა ამას სრული გაგებით ეკიდებოდა და ჩემი და სამზარეულოს ურთიერთობაზე ბევრს ხალისობდა.ვერ ამჩნევდა,რომ მე ვიძაბებოდი ამ ყველაფერზე,იმაზე,რომ მე მისთვის ისეთივე იდეალური არ ვიყავი,როგორც ის ჩემთვის იყო.მერე უბრალოდ ამ ყველაფრის არ თქმამ მე მომშალა,გამაღიზიანა,ელემენტარულ დეტალებს ვეძებდი,რომ ჩხუბი დამეწყო,მინდოდა რამეში შემცდარიყო,რამე ისე ვერ ექნა,როგორც საჭირო იყო და გავთანაბრებულიყავით ხვდები?!მინდოდა ისიც ჩემ დონეზე დასულიყო ურთიერთობაში,თუ მე ვერ ავიდოდი მის დონემდე.ლიზა,ურთიერთობაში წყვილებს შორის ბალანსი აუცივლებელია,შენ არ უნდა გრძნობდე მასთან მიმართებაში თავს,როგორც ფაიფურის თოჯინა,რომელსაც არაფრის კეთება შეუძლია,გარდა იმისა,რომ პატრონის ფაქიზი მოპყრობით დატკბეს. -რაგინდა თქვა,რომ ამდენი ხანი ლუკა იმიტომ გამოგვაგლოვებინე,მისი იდეალურობა რომ ვერ აიტანე?!-თვალები დააბრიალა ნუცამ-შენ პირველ შეყვარებულ იკაკოს არ უნდა გამცდარიყავი და ნახავდი,როგორია პლასმასის თოჯინობა!-მის ამ გამოსვლაზე მე და მაშო ჩავბჟირდით,ჰო,აი,ასე უბრალოდ ვერ ვსუნთქავდით. -როგორ შერიგდით ან ახლა რა ურთიერთობა გაქვთ!? -არც დავშორებულვართ,უბრალოდ ამოსუნთქვა ვადროვეთ ერთმანეთს,უერთმანეთობა ვიგრძენით მწარედ,14ჯერ რომ გავაკეთე შეჭამანდი მეთხუტმეტე ჯერზე ვისწავლე,ზუსტად ისეთი იყო,როგორიც ლუკას აუცივლებლად მოეწონებოდა.ნოუთებში ჩავინიშნე მნიშვნელოვანი თარიღები და ახლა მილოცვას მე ვასწრებ ხოლმე,ვისწავლე,როგორ ვიყო ისეთი,როგორიც მე მინდა ვიყო ურთიერთობაში.მისი ტოლი და მისი სწორი,ყველასთან და ყველაფერში. -და ლუკა?! -ჯანდაბა,ის ისევ ისეთივე იდეალურია..!-ამოიგმინა მაშომ და ჩვენ სამის სიცილი მთელ გუდაურს ესმოდა. საოცარი წყვილი იყო მაშო და ლუკა. ყველა გაგებით ყველა განზომილებაში. დილით საგულდაგულოდ ჩავათბუნეთ მაშო და ლუკას დავალებით ერთმა ლოყაზე ვაკოცეთ მეორემ შუბლზე. სასტუმორს ფოიეში ჩავედით და ის იყო კარში უნდა გასულიყო ნუცა,ნაცნობმა ხმამ სისხლი,რომ გამიყინა. -ლიზუ!-ღიმილი სახეზე შემეყინა და მაშოს ხელი ისე მოვუჭირე სახე დაებრიცა. -დათ..დათა..-ამოვილუღლუღე,ვიღაც გოგოსთან ერთად იყო,ისეთი ორ მეტრიანი ფეხები ჰქონდა ინსტიქტურად დავხედე ჩემებს. -ვიკა მიდი ბავშვებთან და მოვალ მეც,-ხელით უბიძგა და ისიც გავიდა ეზოში,დათამ გოგოებს გულთბილად მიესალმა და ოჯახის ამბებიც გამოჰკითხა ორივეს,ბოლო ლუკმად მე რომ დამიტოვა ეს ფაქტი იყო,ცალკე საუბარი მთხოვა და წელზე ხელის „მოხვევით“ გამომიყვანა სასტუმროს კაფეში. -გისმენ!-ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე დავიძაბე მე. -ივიკო სიხარულიძე და შენ?!-წარბი მაღლა ასწია და გამიღიმა. -რა?!-პოზიციებს არ ვთმობდი მე. -ერთად ხართ?! -თუნდაც,მერე? -ჩემი ძმაკაცი იყო-სიგარეტს გაუკიდა მან. -და.. -არ დამისრულებია!-ხმის ტემბრს აშკარად მოუმატა დათამ-სიმართლე მითხარი,ჩემ გასამწარებლად გააკეთე?მე შენზე სხვა წარმოდგენა მქონდა ლიზა,მეგონა ღირსეული გოგო იყავი! -მე..-ხმა ჩამივარდა,ამ მომენტში საკუთარ უმოქმედობაზე უფრო მეშლებოდა ნერვები,ვიდრე მის სიტყვებზე. -ივიკო ადრე თუ გვიან მიხვდება,რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი სიცრუე იყო,სადაც შენ ჩემზე შურისძიების მიზნით უბრალოდ გამოიყენე იგი,დამიჯერე ამას არასდროს გაპატიებს,ჰო,მე ამის უფლება მოგეცი!მოგეცი იმის უფლება,რომ სამუდამოდ შეძულებოდი სიხარულიძეს.. -საიდან მოგდის ეს ბოროტი აზრები!-სიმწრისგან ვიკივლე მე. -ბედნიერი ვერ იქნები ხვდები?ისევ მე გიყვარვარ,ყველა შენ გამოხედვაში ვგრძნობ ამას,არ შეიძლება სხვა იყოს შენ გვერდით მაშინ,როცა მე ცოცხალი ვარ! -დიდი ხანია მოკვდი ჩემთვის. -არ გამაცინო..-სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა-კლასიკა ისევ გიყვარს?-ისევ მიღიმის და ვგრძნობ მის თითებს ჩემს ნიკაპზე-„ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა,თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს“..-ფრთხილად იხრება და ლოყაზე მკოცნის. იმ დღეს პირველად მეტკინა საკუთარი თავი და ჩემი შეცდომა,როცა ამ ბიჭზე ვთქვი,რომ მიყვარდა. არ მინდოდა გოგონებისთვის ეს სამი დღე გამეფუჭებინა და არაფერი მითქვამს ამ საუბრის შესახებ. ნუცამ იმდენი იგუნდავა ბოლოს ცხვირი და ლოყები ჭარხალივით ჰქონდა აწითლებული. აიტეხა ციგაზე უნდა დავჯდეო. ჰოდა,წარმოიდგინეთ ნუცა მოჰქირს თოვლის მთებიდან თავისი ციგით. იცინის ისე,რომ 45 კბილი უჩანს 32-ის ნაცვლად. და მომენტი... ნუცა ვიღაც ბიჭს პირდაპირ ფეხებშუა გაუძვრა. ჰო,აი არ გატყუებთ,ეს ბიჭი თხილამურებზე იგდა ფეხები განზე გაედგა და ის იყო დაძვრას აპირებდა ზემოდან ჩამოქროლილი ნუცა ავალიანი პირდაპირ ფეხებშუა,რომ გაუძვრა. დაწვა მთელი გუდაური სიცილით. ის ბიჭი თვალებს ვერ უჯერებდა და სიტუაცია ვერც გადახარშა,სანამ მაშომ,ვიდეო არ აჩვენა,რომელის გადაღებასაც ნუცა აიძულებდა,მერე ბიჭებს შევახარბებო. გული იჯერა,ყველაფერზე იჯდა გუდაურში რაც მოძრაობდა და რაზეც ფოტოს გადაღება და მერე ბიჭებისთვიდ შეშურება შეიძლებოდა. ძლივს ამოვიყვანეთ ღამის 8 საათზე სასტუმროში. „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“..-ნუცამ ისეთი ელვის სისწრაფით შეწყვიტა შხაპის მიღება და გამოვარდა აბაზანიდან,რომელი ერთისთვის მიგვექცია ყურადღება მე და მაშოს ვერ გაგვეგო. „ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია“-ჯერ ერთმანეთს ვუყურებდით,მერე სიცილი აგვივარდა და სამივენი აივანზე გავარდით. ივიკო,ლუკა,გიგი,ნიკუშა და მეტრიკა,ხელში ფიალებით იდგნენ და მღეროდნენ. სავარაუდოდ იმდენი ჰქონდათ დალეული,ბოლოს მეტრიკას თვლაც აერეოდა(ითვლის,ხოლმე ვინ რამდენს სვამს) -ყველაფრის დედაც,ნუც!-ყვირის სანდრო და ვიძაბებით ყველა-მაგრად მიყვარხარ!-ნუცას ჯერ ერთი მუხლი ჩაეკეცა,მერე მეორე.გიგიმ და ბიჭებმა სინქრონში გახედეს მომღიმარ სანდროს. -მაშო! -ჰო,ლუ..-იცინის მაშო და ტელეფონით ხელში ძლივს იმორჩილებს სხეულს,ბედნიერების თრთოლვისგან. -იცი რა გიყიდე?!-იცინის ლუკა. -რა მიყიდე?-ცრემლებით ევსება თვალები მაშოს. -მანგო!ბევრი მანგო გიყიდე,მაშო.მანგო ჩვენია,გემრიელიაა!-მღერის ლუკა და ჩვენ ყველა ვიკავებთ მაშოს,მესამე სართულიდან რომ არ გადახტეს. -ივიკო!-გავბრაზდი მე ყველას მონოლოგის მერე ჩემი ისევ,რომ დუმდა. -ჰო,ლიზ!-ძლივს მომაქცია ყურადღება მან(არადა ამ ხნის განმავლობაში მიყურებს გაღიმებული,უხმოდ) -უიმე,არაფერი!-ხელი ავიქნიე მე და ნომერში შევბრუნდი. ნომერში იმდენი ვიყავით ტევა აღარ იყო. სანდრო და ნუცა გარეთ იყვნენ და ჯერ ისევ იმაზე კამათობდნენ ნუცა სველი თავით ასე რომ იდგა,ბოლოს რაც დავინახე,სანდრომ მისი ქურთუკი გაიხადა და ნუცას კაპიუშონი წამოახურა. ყიფიანი ვიღაცას წერდა. მაშო და ლუკა გიგის არწმუნებდნენ,ნუცას და სანდროს განმარტოებით საუბარში თავით არ შეჭრილიყო უფროსი ავალიაანი. -იცი,რომ გიხდება თეთრი ხალათის ეს ვარიაცია?-ეღიმება ივიკოს და თავზე მოხვეულ პირსახოცს ნელა მხსნის,სველი თმები ბეჭებზე მეფინება,ის ისევ გაღიმებული მიყურებს-ასეთი მინდა მყავდეს სახლში. -რ..როგორი?!-ენა ჩამივარდა მე . -აი,ასეთი.-ცერა თითი ფრთხილად გადაატარა ჩემს ტუჩებზე.-წამოხვალ ჩემთან?! -სად..-გეფიცებით ორჯერ მოვკვდი,სანამ 3 წამში პასუხს გამცემდა -ბათუმში. -წამიყვან?-მეღიმება მე. -წაგიყვან. -ზღვასთან ახლოს ცხოვრობ? -მე?-იცინის ის-ბარათაშვილზე ვცხოვრობ,ზღვა ცხოვრობს ჩემთან ახლოს,რა! -სასტუმრო „დავითი“-ს წინ?-გავიოცე მე. -ჰო,ცირკთან. -იცი,რომ მთელი ბავშვობა ლიაკოს მაგ სასტრუმროში დავყავდი?-თვალები ამიწყლიანდა მე. -ჩემთან ასე ახსლოს და თან ასე შორს.წამო რა ჩემთან... -მერე ესენი?!-გამეღიმა მე. -ჩამოვლენ,ლიზ. -ყავის დასალევად?ლიაკოსთვის მურაბების მოსაპარად ამოვა ყიფო ჩემთან?სანდრო ისევ დამირეკავს,5 წუთში გამომიარე 53-ესთან ჩხუბი მაქვს,და მეტრეველი ხარო?!ნუცა ისევ ამომძახებს,რომ თმა დავუსწორო?ან თამაზის ბაშვს რა ეშველება აცრაზე,რომ იქნება წასაყვანი?!და იაკოს ვინ ელაპარაკება პოლიტაკაზე და იმაზე,რომ ტრამპი ცუდი კაცია ?გიგის,ნუცას,მაშოს,სანდროს და ნიკუშას ვინ აჭმევს საკონდიტროს ახალ-ახალ ნამცხვრებს.?ხოჭო?ჩემმა ხოჭომ ბათუმი,რომ არ იცის?-ვხვდები,რომ ყველა ჩვენ გვისმენს და,რომ ამ მომენტში მე ვტირი.ივიკოს მზერა სადღაც იკარგება. -ლიზას ვერ გაგატანთ სხვა ქალაქში,მეორე სახლში,რომ უნდა გადმოვიდეს მაგას გლოვობს ლიაკო და ბათუმში ლიზას წამოსვლა ეზოს ტრაგედიაა ჩათვალე..-ამოილაპარაკა გიგიმ. -ჩაი არ გინდათ?-წამოდგა ივიკო და მე გავიყინე,ვიგრძენი,რომ ბზარის გაჩენის პირველი საფრთხე იყო,თავის არიდების პირველი მცდელობა. მაშო და ლუკა სხვა ოთახში გადასახლდნენ,ნუცამ ბიჭები გაიტანა და დავრჩით ჩვენ ორნი. -ივიკო.. -ჰო,ლიზ. -ბათუმში,როდის მიდიხარ..?!-ძლივს ამოვილუღლუღე მე. -ივნისის 15-ში. -როდემდე.. -სექტემრის 15-ამდე. -ანუ მთელი ზაფხული?!-ამოვიტირე მე. -ჰო,მთელი ზაფხული შენ ჩემი ხარ,ბოლომდე ჩემი,ყველა განზომილებაში ჩემი და არ შემეკამათო,მე შენ გაჩუქებ წელიწადის სამ დროს და შენ მე ერთს,მგონი მოსულა ხო? სუნთქვა შემეკვრა. ბედნიერებისგან ცრემლები მომაწვა. ის საწოლზე იჯდა,ფოტოებს ათვარიელებდა ჩემ ტელეფონში.მე აივნის წინ მდგარ სკამზე ვიჯექი,რომ გავიაზრე მისი სიტყვები და 2 ნახტომით წამის მეასედში გავჩნი მის წინ. -მიყვარხარ,მიყვარხარ!ყველაზე ძალიან მიყვარხარ!-ვკოცნიდი ლოყაზე და ზედ კალთაზე ისე მშვენივრად ვიჯექი სტალინს ცალი თვალით,რომ დავენახე ბერიას თავის სიკვდილს მეორედ შეუკვეთავდა.(ნუ გამომეკიდებით,მე ამ ჰიპოთეზის მჯერა) მარტივი ხელის მოძრაობით დამაწვინა საწოლზე და ზემოდან დამაჩერდა აბურდულ თმებზე. -იცი,რომ საოცარი თმები გაქვს?! -მეტი არაფერი ? -ყველაფერი,მაგრამ შენ თმებს მილიონის თმაში გავარჩევ იცი?!შენ ყველაზე ოქროსფერი თმა გაქვს.ყველაზე ლამაზად იცვლის ფერს მზეზე,მაგიტომაც უხდება წითელი. -ივიკო,როგორ აკვირდები დეტალებს? -აი,ასე გაკვირდები. -შენ..მე გითხარი,რომ..-ტვინმა ვერ დაამაგრა გული,ორი წუთის წინ უპასუხოდ დარჩენილ „მიყვარხარ“-ზე,რომლის ინიციატორიც ყველასდაგასაოცრად მე ვიყავი,ბელადის შვილი. -გიყვარვარ.-ამაყად თქვა ივიკომ და მე გავბრაზდი. -ხო,წამომომცდა. -კაი,ლიზ,მართლა?!-სიცილით გაწითლდა ივიკო.მე უფრო გავბრაზდი. -აუ,ადექი რა! დაიხარა და ფრთხილად,ძალიან ფრთხილად მაკოცა. ყველაზე ლამაზი წამიო,რომ შემეკითხონ,ჰო,ამ წამს დავიჭერდი. გავყინავდი და ხელოვნების ნიმუშად ვაქცევდი. სულ ცოტა ხელოვანი,რომ ვყოფილიყავი. მაგრამ მაშინ მე ყველაზე უძლური არსება ვიყავი,რომელსაც უნდოდა ეს მომენტი სხვებისგან მალულად,მხოლოდ თავისთვის შეენახა,როგორც კოლექციონერს,თავისი საყვარელი ექსპონატი. მერე? მერე ის კოცნა იყო,რომელზეც არ საუბრობენ,მხოლოდ,იმიტომ რომ ვეღარ იქნება ლიზასი და ივიკოსი.ეს მოხლოდ მათია,მხოლოდ ამ წამის,მხოლოდ ამ მომენტის.არ აღიწერება,ვერ გამოითქმის.გიყვარს და ეს უკვე ყველაზე ლამაზი და გაბედული ნაბიჯია,რომელსაც,რომ ბედავ და დგამ,უკვე მაგარი ტიპი ხარ! პლატონზე ჭკვიანი,თუ ამას აღიარებ. აფროდიტეზე ლამაზი,თუ ამას გრძნობ. კუპიდონის მონა ხარ,იმიტომ რომ სიყვარულის ისარი მოგხვდა. რამდენიც არ უნდა იდავო,ბერძნული მითოლოგია მაინც გაჯობებს,ჰოდა გადაუხადე მადლობა სიყვარულით. გიყვარდეს-ეს უკვე ნიშნავს,რომ ფილოსოფოსთა ტოლი და ღმერთების რჩეული ხარ. **** -ამას ლიზა არასდროს გაპატიებს!-მუხლები მეკვეთება მაშოს ხმაზე. -მაშო,არ ჩავარდნილა ეგ სიტუაცია,რომ მეთქვა ხვდები?!ანა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს,წარსულია,რომლის კარიც დიდი ხანია გამოვხურე,არ მინდოდა ამით ლიზა.. -უნდა გეთქვა,არ ხარ მართალი!ყველაზე ნაზი რამ რაც გააჩნდა,სიყვარული და მისი თავი გაჩუქა,შენი კაცური მოვალეობა იყო გეთქვა,რომ ცოლი გყავს!-კარის მოაჯირს ძლიერად ჩავჭიდე თითები და ვეცადე ადგილზე არ ჩავკეცილიყავი. არ გამომივიდა. ლუკას ყვირილზე გონება საბოლოოდ დავკარგე. მეგონა ციდან მთვარე გააქრეს. მეგონა ოცნებებს ფრთები ვიღაცამ ბასრი მაკრატლით დააჭრა. მეგონა ყველა სახლი დაინგრა და ამ ნანგრევებში მოყოლილი ლიზა კანდელაკი სულს ისე ღაფავდა,სიკვდილი სანატრელი ჰქონდა. მეგონა ვიღაც კანს ისე მაჭრიდა სხეულიდან თითქოს რაღაც მომაკვდინებლად ცუდი დავუშავე. არადა.. არადა არაფერი,არავისთვის არ დამიშვებია. ვცდილობდი არავისთვის მეწყენინებია. ერთხელ მაშოს გული,რომ ვატკინე დაუფიქრებელი წინადადებით 2 წელი ვერ დავივიწყე. ვერ ვაპატიე საკუთარ თავს ამდენის უფლება,რომ მივეცი მისთვის გაუაზრებელი რამ მეთქვა. ვიზეპირებდი ნამცხვრების სახელებს და დავიფიცები,არც ერთხელ დამვიწყებია ვის რომელი ნამცხვარი უყვარდა,ამის მიუხედავად დღემდე საკონდიდტრომდე მანძილის დაფარვისას ვიმეორებ..“ნუცას ბანანის,გიგის ქოქოსის,მაშოს შოკოლადის..“ლიაკოს ალუბლის და ნიგვზის მურაბას,რომ ვპარავდი მაშინაც სინდის აშლილი ვიძინებდი ბავშვობაში.ცუდი არავისთვის არასდროს მდომებია.ახლა კი ოცნებები ისე მენგრეოდა თავზე,მეგონა რაღაც უპატიებელისთვის ვისჯებოდი. თვალი,რომ გავახილე ლიაკოს აცრემლებული თვალები დავინახე. ხმის ამოღება რომ ვერ შევძელი გავუღიმე. მიყვარდა ლიაკო. ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარდა,როგორი სევდით სავსე თვალები ჰქონდა,პირველად ვნახე ამხელა შიში მის თაფლისფერ სფეროებში და შემრცხვა,რომ ასე ვანერვიულე. -მურაბას მაჭმევ..?!-ამოვიხრიალე მე და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა. -გაჭმევ ბები,ამ ზაფხულს იმდენ მურაბას გაგიკეთებ,აი,ნახე ბებო..-მის ლამაზ თითებს შუბლზე ფრთხილად მისმევს და მეც ვეღარ ვიკავებ ცრემლებს. ახლა იაკო მიკოცნის გაყინულ თითებს. -ასე აღარ შეგვაშინო ლიზიკო,ბები!შენ არ იცი,როგორ ვინერვიულეთ.. მაშომ ყველა გაიყვანა და ოთახის კარი მიხურა. -რა გაიგონე,ლიზ.-ფრთხილად დაიწყო მაშომ. -ის,რომ ცოლი ყავს,რომ მატყუებდა და რომ ამდენი ხანი სიცრუეში ვცხოვრობდი უკანასკნელი იდიოტივით,რომ მართლა მჯეროდა შეიძლებოდა ვინმეს ჰყვარებოდა ჩემნაირი უბრალო გოგო... -გთხოვ,ერთადერთს რასაც გთხოვ,ისაა რომ ახლა შენ არისტოკრატიულობა გვერდით გადადო,სულ ცოტა ხნით და ჩემი ხათრით 10 წუთი მისცე დრო,რომ აგიხსნას.. -რა უნდა ამიხსნას,წელიწადზე მეტი,როგორ მატყუებდა?როგორ მაჯერებდა,რომ ჩემი ფერის თმა განსაკუთრებულია და რომ წითელი მიხდება?!-ხმა ამიკანკალდა მე. -გთხოვ ლიზა.!-ხმა გაუმკაცრდა მაშოს. -ლუკას,რომ სხვა ჰყოლოდა მოუსმენდი?! -მოსმენას ყველა იმსხახურებს. -გეკითხები მაშო?! -არ ვიცი,მაგრამ.. -არც მინდა,რომ ოდესმე გაიგო,არ მინდა ოდესმე გაიგო რა საშინელი გრძნობაა,“მეორე“ იყო ვიღაცის ცხოვრებაში,ან ვარ თუ არა ეგ ცალკე საკითხავია. -ნუ ამბობ ამას... -მაშო გთხოვ რა.. მაშინ ვთვლიდი,რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ივიკოს დავიწყება იყო. მისი სამუდამოდ გაგდებება ჩემი ცხოვრებიდან. გავაგდე კიდეც. კართან მოსული უამრავჯერ გააბრუნა უკან ლიაკომ. ნომერი შევცვალე და ვეღარც მირეკავდა. სულ ბიჭებთან ერთად დავდიოდი. ან გიგი მყავდა ან სანდრო ან ყიფო. მარტოს არც ერთი მტოვებდა. ასე გავიდა 6 თვე. მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. როცა იტალიურ ეზოში მაღალი,შავგრემანი ქალი გამოჩნდა. -აი,ქალი..-ჩაილაპარაკა თამაზმა და მეც ინსტიქტურად მივიხედე უკან. არ ვიცოდი ვინ იყო. მანაც მე შემომხედა და თბილად გამიღიმა. -უკაცრავად,ივიკო სიხარულიძე სად ცხოვრობს..?! შემაქანა. კიბის მოაჯირს ხელები როგორც შემეძლო ისე ჩავჭიდე და ვეცადე არ წავქცეულიყავი. -მეორეზე,მარცხნივ...-ამოვილუღლუღე. მეორე სართულზე ნაცნობი სახლის კარგი ვიღაცამ მთელი ძალით გამოაღო და პირველად ცხოვრებაში წავაწყდი ივიკოს გაცოფებულ მზერას.იმდენი რამის ამოკითხვა შეიძლებოდა ამ სახიდან...უცებ დავიბენი. -ივიკო..-დაიჩურჩულა ქალმა და მის წინ აისვეტა. -საბუთები ხო გამოგიგზავნე?-ხმას ძლივს იმორჩილებდა ივიკო. -ვიფიქრე.. -რა იფიქრე,გიორგაძეს მოეტანა,ან ერთად მოსულიყავით უფრო ამაღელვებელი სცენა იქნებოდა..-ისე უკითხავად ვუსმენდი მათ საუბარს საკუთარი თავის შემრცხვა. -გთხოვ..-ხმა გაუტყდა ქალს. -რომ გიყურებ გული მერევა,მოაწერე საბუთებს ხელი! -ივიკო სახლში მაინც.. -არც იფიქრო იმ სახლში შევიყვან შენნაირ ბინძურ ქალს,სადაც ვცხოვრობ..-დაფიფიცები,რომ ასეთი ივიკო ცხოვრებაში არ მინახავს.. -ივიკო,აგიხსნი უბრალოდ.. -რას,როგორ მიღალატე საკუთარ თანამშრომელთან?!ნატა,საბუთებს ხელი მოაწერე და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. -ისევ ბათუმში ბრუნდები..?!-დავიძაბე. -დიახ,შენი საქმე აღარაა,ეგ!-სისხლი გამეყინა ძარღვებში. მერე აღარც გამიგია,მხოლოდ ქალის სილუეტი დავლანდე,ეზოში როგორც შემოვიდა ისე,რომ გავიდა. ივიკოს არ დავუნახივარ. რომ დავენახე,არ ვიცი მეტყოდა კი რამეს?! სახლში ავედი და ლიაკოს წინ ჩავიმუხლე,რომელიც ბრინჯს არჩევდა. -ლიზა,ბები, ხო მშვიდობაა?!-სათვალე ჩამოუსრიალდა ცხვირზე ლიაკოს. -ივიკოს ცოლი ვნახე.. -რა ქენი ბებო?! -აქ იყო მოსული,ივიკოს ელაპარაკებოდა...მეგობართან უღალატა.. -ვის,ბებო ივიკოს?! -ხო.. -ყველას ხომ ქალი არ ჰქვია,რა!ამისთანა ბიჭს,რომ უღალატებ.. -ლიაკო! -რა,ლიაკო?!ანგელოზივით ბიჭია,სიმართლე მწარეა,ბები-თვალი ჩამიკრა ლიაკომ-მე მაინც მგონია,რომ ცდები,ლიზა.. -რატო..?!-ხმა ჩამივარდა მე. -ყველას აქვს საკუთარი ქმედების ახსნის უფლება,ასე არ შეიძლება. -ივიკო ყველა არ იყო,ყველასავით არ უნდა მომქცეოდა,ზუსტად მაგიტომ მიყვარდა,რომ ყველას არ გავდა.. -აღარ გიყვარს?-ლიაკომ ისე მკითხა არც შემოუხედავს. -ბე.. -ლიზა,თუ შენ ივიკოზე აღარ ფიქრობ,თუ 6 თვეში შეძელი და დაივიწყე,არც იფიქრო,რომ გყვარებია.ქალებს ქმრები ეღუპებათ,სხვებს მიჰყვებიან,მაგრამ პირველი არ ავიწყდებათ,როგორც არ უნდა დამალონ ის მაინც უყვართ!სიყვარული მარადიულია,ასე თავს ნუ მოიტყუებ,ბები.სიყვარული ალუბლის მურაბა არ არი სარდაფიდან მოიპარო,ჭამო და აღარ იყოს.თუ ერთხელ დაკარგავ,იცოდე მეორე ვერასდროს იქნება პირველის მსგავსი...შენ კი სულ იმ პირველის ძებნას დაიწყებ,გინდა თუ არა ეს.. -ლიაკო.. -არ ხარ მართალი,მიუხედავად იმისა,რომ მართალი ხარ.. -ლიაკო!-სახე შემეცვალა მე. -ნუ მომკალი ამ შენი მორფოლოგიით და სინტაქსით,ეს კარგი ბრინჯია.. -ეგ სხვათაშორის გარჩეული იყიდება..-გამეცინა მე და ლიაკოს სათვალე ჩამოუვარდა,მას მერე რაც გაანალიზა,რომ ამდენი ხანი გარჩეულ ბრინჯს არჩევდა. *** ღამის ორი სრულდებოდა. ფუმფულა ხალათი ჩავიცვი და ჩუმად გავაღე სახლის კარი. -სად მიდიხარ,ქალბატონო?-შუქი აანთო ლიაკომ და მე შიშისგან ისე ვიკივლე თამაზის ბავშვმა ტირილი დაიწყო. -ივიკოსთან... -დღეს სახლში მოსული არ გნახო! წინადადებამ ორი წამით ისეთ შოკში ჩამაგდო ლიაკოს გაოგნებული ვუყურებდი. -ელაპარაკე ცივილურობის გარეშე,არისტოკრატიულობისგან შორს,ემოციებით!ცემე თუ ეს გესიამოვნება,ოღონდ ბრაზისგან დაიცალე...აპატიე. ლოყაზე გემრიალდ ვაკოცე და სახლის კარი გავიხურე. წარმოიდგინეთ ივიკოს სახე,როცა ღამის 2-ზე ხალათში გახვეული დამინახა. ჯერ აზრზე ვერ მოვიდა. მერე ჩემით გავიკვლიე გზა სახლში. -ლიზა..-მძინარეს უფრო ხრინწიანი ხმა ჰქონდა,ვიდრე ჩვეულებრივ. -ვილაპარაკოთ. -ახლა?-შუქი აანთო ივიკომ და დამაკვირდა,თითქოს ეჭვი ეპარებოდა,ხო ნამდვილად მე ვიყავი. -თუ არ გინდა წავალ.. -არა,მინდა!ჩაის დალევ? -დავლევ. სპორტული შარვალი ეცვა და მოკლე მკლავიანი მაისური. თმები ოდნავ მოზრდილი ჰქონდა და სასაცილო „ვიდზე“(როგორც ამას ანიუტა ამბობს) მითქვამს,რომ ივიკოს საოცრად თლილი და ლამაზი თითები აქვს?! -დღეს დავინახე.. -ნატა?-ხმა უფრო ჩაეხლიჩა მას. -ჰო. -მერე? -ლამაზია. -ადრე უფრო ლამაზი იყო.. -ანუ?!-ცოტა მეწყინა მე. -ადამიანს ცოდვა ამახინჯებს.-ყინულივით გაუციდა ხმა-18 წლის იყო,ცოლად რომ მოვიყვანე..მე 23-ის ყველაზე სუფთა და ლაღი გოგო იყო ვისაც იმ პერიოდში ვიცნობდი.მე მასში ის ქალი მიყვარდა,რომელიც რეალურად არ არსებობდა.1 წელიწადში ჩამოიშალა ჩემი ოჯახი,როცა თანამშრომელთან გაუფრთხილებლად ავედით ბიჭები,კარი კი ჩემმა ცოლმა გაგვიღო ჩემივე თანამშრომლის პერანგში გამოწყობილმა.-ტანში ისე გამცრა,მეგონა კანი გამისკდებოდა-დამნაშავე ვარ,უნდა მეთქვა!-ხმა გაუტყდა მას და ცხელი ჩაი წინ დამიდო-შენ არ იყავი ის კატეგორია,ვისაც რამე უნდა დაუმალო,მაგრამ პირველად ცხოვრებაში იმ ქალის დაკარგვის შემეშინდა,ვინც ზუსტად ვიცოდი ის იყო,ვისაც მთელი ცხოვრებაა ვეძებ!შემეშინდა,შენი სიტყვების „არასდროს ვიქნები მეორე ქალი,მამაკაცის ცხოვრებაში“...შენგან იმდენი ემოცია მოდიოდა,პატივისცემის,ნაზი და მშვიდი სიყვარულის,ვერ შევეხე ამ ყველაფერს.. -ხომ იცოდი,რომ ოდესმე გავიგებდი?!-ძლივს ამოვილუღლუღე მე. -ოდესმე მე გეტყოდი ამას,გეტყოდი რამდენად პატარა და სუფთა ხარ ჩემთან და ჩემ ცხოვრებასთან შედარებით,გეტყოდი,რომ არ გიმსახურებ,ლიზა..საკმარისად ეგოისტურად,რომ არ მიყვარდე,ალბათ გეტყოდი..-თავი დახარა მან და ხელები გადააჯვარედინა. -ივიკო.. -ჰო,ლიზა. -მე.. -ვიცი,არ შემირიგდები,ვერ მენდობი,ვიცი!ეს დავიმსახურე,მე შენთან საუბარი მარტო ამის გამო მინდოდა,ამეხსნა რატომ ვერ მოვედი და ვერ გითხარი,მომეყოლა,ის რის გამოც თბილისში გადმოვედი..ამეხსნა,არ მინდოდა ისეთი გგონებოდი,როგორიც ალბათ გეგონე და სადღაც ალბათ ვარ კიდეც.. -გემრიელი ჩაია..-პიტნის ჩაი მოვსვი მე და ივიკოს გავუღიმე. -მაპატიე,ლიზა! -შაქარიც საკმარისი აქვს.. -ვიცი,რომ ამას არ იმსახურებდი,ყველა შენი ცრემლი მაპატიე,ლიზ..-ივიკოს აბრჭყვიალებული თვალების მერე,მერე,აღარაფერი მიგრძვნია,გარდა იმისა,რომ მომენატრა. -ყოველ დილით მოგიწევს ასეთი ჩაის კეთება.. დაიბნა. აშკარად ვერ გადახარშა. ხელისგულებით თვალები მოისრისა. -რა..?! ფანჯარასთან იდგა. ივიკო ჩემზე ერთი თავით მაღალია. მე,რომ მის კისერში თავი ჩავრგო ფეხის წვერებზე უნდა ავიწიო. ეს დისკომფორტია,დიდხანს ვერ ვძლებ. ალბათ ამიტომ ავღმოვჩნდი ჰაერში. ჰო,ალბათ ამიტომ. -მაპატიე,ლიზ?!-ჩურჩულებდა ის და მეღიმებოდა მე. -ჩაის ხათრით..-მეღიმება მე და მონატრებულ სურნელს ხარბად ვუშვებ ფილტვებში. -ერთი წამი შემომხედე..არ მესიზმრები ხო?!..-ნერვულად იცინის ის. -ოო,კაი რა ივიკო!დამსვი ჩაი გამიცივდება! -დაიცა,რა!შემომხედე...ლიზ.. -ჰო..-თვალები ავაფახურე მე-კაი,ივიკო არ მიყვარს ეს ძაან რომანტიული სცენები!-სიცილს ვერ ვიკავებ მის დაძაბულ და სასაცილოდ ანერვიულებულ სახეზე. -ამის დედაც..-ახლა უკვე მეორედ მაფრიალებენ ჰაერში და აქ ვწყვეტთ ფრიალის შემდგომ გაგრძელებას. *** -ძია თამაზ,უყურეთ რეალის და ბარსას თამაშს?!-აჟიტირებულია გიგი დილიდან. -ვუყურე აბა როგორ?!-პირველი სართულიდან ექომაგება თამაზი. -გამარჯობათ!-ივიკოს ხელში მინი კუპერის გასაღები უჭირავს,გიგის გაოგნებულ სახეს აიგნორებს-რაო,ნიკუშ არ დაგაძინეს გუშინ?!-ახლა ყიფიანს ეხმიანება მეორეზე. -შენ რაღაც ძააან კაი ხასიათზე ხარ!-ეცინება ქავთარაძეების სახლიდან გადმომდგარ ბაბუაძეს. -ივიკო ალუბლის ნამცხვარი არ დაგავიწყდეს,რა!-ჩემ გამოჩენას,მეორე სართულიდან,ოღონდ მოპირდაპირედ მეორე სართულიდან არავინ არ ელოდა. -ჰო,ლიზ წამოგიღებ..-ჩემ ხოჭოში ჯდება და ბიჭების ოვაციებს „ქორწილია ეზოში“ სიგნალით აფორმებს. გრამატიკისთვის ისევ ბოდიში. ნაცნობი თემატიკისთვისაც(ალბათ ბევრი დაიღალა ამ ეზოს ამბებით) თუ აირიეთ და ვერ გაიგეთ ეგეც არაუშავს. ისტორიის პერსონაჟები ჩემი ძველი გმირები არიან,რომლებსაც სხვადასხვა კონტექსტში ვიყენებდი ხოლმე ძველ მოთხრობებში. მაშო და ნუცა ისეთივე ნამდვილი გოგონები არიან,როგორც მე. სანდრო და გიგიც არსებობს რეალურად. იაკოც და ლიაკოც. დანარჩენი უბრალოდ "მწერლის" წარმოსახვის ნაყოფია. სიყვარულით თვქენი ჭორიკანა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.