შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (2თავი)


22-12-2019, 11:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 603

ანამ კარი აკანკალებული ხელებით გააღო და თვალი სიბნელეს გაუშტერა, გრძნობდა რომ ამ წამიდან მისი ცხოვრება თავდაყირა დადგებოდ
-შედი-ყურთან დაუჩურჩულა აწ უკვე ნაცნობმა ცივმა ხმამ და გააჟრჟოლა უნებურად, მაგრამ ნაბიჯის წადგმა ვერ შეძლო წინ, რის გამოც უკან მდგომმა უხეშად უბიძგა და ხელისკვრით შეიყვანა კარი მიახეთქა და გასაღები მოითხოვა, ისე ბნელოდა რომ ვერფერს არჩევდა ანა -გასაღებიმეთქი-დაისისინა უცნობმა და ანას შეეხო ხელზე, ანამ მიაჩეჩა და მისკენშეტრიალდა, ოდნავ რომ გაარჩია სილუეტი, უცნობმა კარი გასაღებით ჩაკეტა და ქურთუკის ჯიბეში შეინახა, ანა შიშისგან უნებლიედ კანკალებდა და ვერ იმორჩილებდა სხეულს, როცა სინათლე აინთო ოთახში უფრო შეეშინდა და თვალები დახუჭა -დაჯექი-ისევ უცნობის საზარელი ხმა გაისმა, რომელშიც მბრძანებლური ტონი ერია, ანამ ინსტიქტურად გაახილა თვალები და ოთახი მოათვალიერა, საოცრად სადად გემოვნებით და მდიდრულად მოწყობილი ოთახი რომ დაინახა გაოცდა, რატომღაც ობნარევი კედლების და ნახევრად მონგრეული ავეჯის მოლოდინი ქონდა, ამან უფრო დაძაბა ისედაც შეშინებული გოგონა -დაჯექი-უკან მდგომმა უცნობმა მხარზე ოდნავ მიადო ხელი და წინ უბიძგა, ანა დაემორჩილა ბრძანებას და დივანზე დაჯდა, აქამდე არ ენახა თავის გამტაცებელი სახეზე, რადგან ვერც გაარჩია სიბნელეში მისი სახე, და არც უცდია მისი სახის შესწავლა შეშინებულს ამიტომ ვიღაც ასაკიანი, ლოთი, ჭუჭყიანი და სახეარეული წარმოედგინა, ახლა კი თავზე რომ წამოადგა მჯდომარეს იძულებული გახდა თავი აეწია და შეეხედა მისთვის, თავი ასწია და მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა, ორივე დაიძაბა, ორივეს გაოცება დაეწერა სახეზე, ორივე რატომღაც გაოცებული შეყურებდა ერთმანეთს, ანა გაოცდა მისი გამტაცებელი, ახალგაზრდა, ზედმეტად მომხიბვლელი და სოლიდურად ჩაცმული ბიჭი რომ აღმოჩნდა, ბიჭი კი გააოცა ანას მსგავსებამ მასთან ვინც ასე ძლიერ უყვარდა და ...დიდხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა, ორივე დაბნეული და გაოგნებული იყო, ერთმანეთის სახის შესწავლა დაიწყეს თითქოს, ანა გაკვირვებული სწავლობდა მის სახის ნაკვთებს, სწორი ცხვირი, ფერკმკრთალი ტუჩები და სახე, მწვანე მოელვარე თვალები და წაბლოსფერი შუბლზე ჩამოყრილი თმა, არ ეგონა ასეთი სიმპათიური თუ იქნებოდა ეს საშინელი პიროვნება, ბიჭი კი აშკარად გაოგნებული უცქერდა ამ ცისფერთვალება, დაბნეულ შავთმიან და მომხიბვლელ გოგონას, რომელიც ძალიან დაიძაბა მისი ასეთი დაჟინებული მზერით და თავი დახარა... ბიჭი ისევ ისე იდგა და დასცქეროდა მობუზულ გოგონას -მისმინე თუ ჭკვიანად მოიქცევი და გააკეთებ რასაც გეტყვი არაფერი დაგიშავდება, გაქცევაზე ფიქრიც არ გაბედო-ხელი ნიკაპზე წაავლო დათავი ააწევინა ცრემლებმორეულ გოგონას , და თავლებში ჩააცქერდა -არ გაბედო ფიქრიც კი, თორემ ძალიან ცუდი რამეეები, დაგემართება...-ანაზე ისე იმოქმედა მისმა მუქარამ რომ მოწოლილ ცრემლებს ვერ გაუძლო და გადმოცვივდა უნებურად-ბიჭმა უხეშად გაუშვა ხელი და სამზარეულოში შევიდა მალე დაბრუნდა და მაგიდაზე მაკრატელი ბინტი და იოდი დადო, ანა ისე დაფრთხა მაკრატლის დანახვაზე რომ მიიყუნჭა დივანზე და აკანკალდა შიშისგან
-დაწყნარსი ეს შენთვის არაა, ჩემთვისაა- ბიჭი აშკარად გაახალიასა ამ მდგომარეობამ, მსხვერპლის შიშს და ძალაუფლების უსაზღვრო გრძნობის შეგრძნებამ, ძალიან იმოქმედა მასზე და მასში გააღვივა უხეში და თავხედური გრძნობები, რადგან ახლა მსხვერპლი უუფლები იყო, მას კი უსაზღვრო შესაძლებლობები ქონდა, ამიტომ გადაწყვიტა მსხვერპლის გრძნობებზე თამაში და გართობა -მოდი გამხადე-სავარძელში დაეშვა და ანას მიაჩერდა რომელიც ისევ ტიროდა უხმოდ, გოგონამ მას შეხედა ძლიან გაბრაზებული და განრისხებული თვალებით
-რა გინდა ჩემგან?-პირველად ამოიღო ხმა ანამ და უნებურად ფეხზე წამოვარდა -თუ უნდა მომკლა, მომკალი და დაამთავრე, ნუ მაწამებ-იყვირა გაბრაზებულმა
-დაჯექი-ისეთი მბრძანებლური და მკაცრი ტონით მიმართა ბიჭმა რომ ანა ინსტიქტურად დივანზე დაეშვა და ისევ ატირდა თუმცა თვალებში უყურებდა ბიჭს რომელიც აშკარად ხალისობდა მისი წვალებით -ეხლა დაწყნარდი და ქურთუკის გახდაში დამეხმარე-თვალი არ მოუშორებია ატირებული გოგონას ცისფერი თვალებისთვის, ანა ოდნავ დამშვიდდა და ადგა მოუახლოვდა და გახდაში დაეხმარა, ძალიან შეშინდა როცა დაინახა რომ მისი პერანგი სიახლიანი იყო, და მითუმეტეს რომ დააკვირდა მის მკლავს და მიხვდა პერანგი ტყვიას ქონდა გაგლეჯილი და მკლავში იყო ჩასობილი
-შენ რა დაჭრილი ხარ?-აღმოხდა გაკვირვებულს მისი უდარდელი სახიდან გამომდინარეს
-პერანგის ღილებიც გამიხსენი თუ შეიძლება-მათი თვალები ისევ ერთმანეთს შეეფეთა და ანამ იგრძნო აშკარა ირონია მის გამოხედვაში და არა თხოვნა რის გამოც ძალიან გაღიზიანდა თუმცა, გადაწყვიტა აღარ აყოლოდა ნერვებს და მშვიდად ემოქმედა, ცოტა უთრთოდა თითები როცა დაიხარა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო, ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა მასთან, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია ერთ მომენტში, სახე თითქოს გაეყინა, ისე დაძაბა ამ სიტუაციამ, როცა ბოლო ღილი შეხსნა ბიჭმა მაჯებში ხელი წაავლო და ისედაც დამფრთხალი გოგონა ისე შეშაშინა რომ შეკივლა მოულოდნელობისგან, ბიჭმა ძლიერად მოუჭირა ხელები და თავისკენ მიიზიდა ოდნავ დახრილი გოგონა, რომლის შავი გრაძელი თმა ბიჭს სახეზე ეხებოდა სულ ოდნავ, ანა უნებურად წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რისგამოც ბიჭი მეტად უჭერდა მაჯებში ხელს და თავისკენ იზიდავდა
-გთხოვ გამიშვი-ანა, მწვანე არეულ თვალებში ჩააცქერდა ბიჭს და ცრემლები მოეძლა, ბიჭი კი ისევ ისე უხეშად და ძლიერად უჭერდა ხელებს შეშინებულ გოგონას
-იცოდე რომ ჩემი საკუთრება ხარ იმ წამამდე, სანამ მე მსურს ეს -თავადაც არ იცოდა ეს სიტყვები რატომ უთხრა
-მტკივა-ანამ მხოლოდ ეს უპასუხა და მზერა მის თვალებიდან ხელებზე გადაიტანა, ბიჭმა გაუშვა და წარბები შეყარა
-გამხადე-პერანგზე მიუთითა ანას რომელიც ისევ ისე იდგა გაქვავებულივით და ძლივს დაიმორჩილა სხეული რომ ბრძანება შეესრულებინა, ანამ, გახადა და გაოცდა როცა ლავიწის ძვალთან ორი ნაიარევი შენიშა რომელიც აშკარად ტყვიის დატოვილი იყო -ჭრილობას მიხედე- უბრძანა და ბამბა მიაჩეჩა, ანამ სისხლიანი მკლავი გაუწმინდა, ჭრილობის გარშემო იოდით მოწმინდა სისხლი და ბინტით გადაუხვია
-ტყვია თუ არ ამოიღე მოკვდები-უთხრა როცა საქმე დაამთავრა და დივანზე დაჯდა
-რა მზრუნველი ხარ-უთხრა მწვანე თვალებამ ირონიული ტონით
-შენკი ცინიკოსი
-ძალიან დაგწყდება გული თუ მოვკვდები?-მწვანე თვალება ანას მიაჩერდა და აიძულა თავისი უხეში, დაჟინებული, გამომწვევი მზერით გოგონასაც შეეხედა მისთვის
-შენ წარმოიდგინე და საერთოდ არ დამწყდება გული-მიახლა ანამ და თვალი აარიდა მის გამომწვევ მზერას
- არადა კეთილი გოგო მეგონე, თურმე რა სატიკი ყოფილხარ-თავს ირთობდა აშკარად ბიჭი
-მეკი მანიაკი და ასეც აღმოჩნდა-უკვე ვეღარ მოთოკა ანამ თავი
-მანიაკი?-მწვანე თვალებასგიჟივით გაეცინა
-არ ხარ?-ჩაეკითხა ანა
-რომ ვიყო ახლა ეგ ზედმეტად მოკლე კაბა...მოკლედ ალბათ ხვდები რისი თქმაც მინდა- ანამ მისი სახიდან მზერა თავის მუხლებზე გადაიტანა და უნებურად კაბა ჩამოსწია მუხლებამდე,შემდეგ მისკენ გაექცა თვალი ისევ და ძალიან გაბრაზდა როცა შეამჩნია რომ მწვანე თვალებამ აშკარა და გამომწვევი მზერით აათვალიერ ჩაათვალიერა მისი სხეული, ანა უკვე ძალიან დაიძაბა და ეს მდგომარეობა კარზე კაკუნის ხმამ უფრო გაამძაფრა, მწვანე თვალება ადგა და კარისკენ წავიდა ძალიან მშვიდად ანა მიხვდა რომ მისი მეგობრები მოვიდნენ
-ალექს რა გჭირს ტო?-კითხა შავგვრემანმა შესვლისთანავე, მას უკან სათვალიანი ბიჭი შემოყვა და ორივე ანას მიაჩერდა-ეს ვინღაა-გაოცებული დააცქერდნენ დაფეთებულ გოგონას
-არააშენი საქმე-ალექსანდრე სავარძელში ჩაეშვა და მეგობრებს ახედა -შენ ამ გოგოს მიხედავ -შეხედა შავგვრემანს -შენ მე-მიმართა სათვალიანს და ოთახიდან გავიდნენ, ანა უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო შიშისგან
-გარეთ შენი მანქანა აყენია?-კითხა შავგვრემანმა ანას
-კი-ანა მოკლეთ უპასუხა
-დიდი ხანია ალექის გოგო ხარ?
-მე არავის გოგო არ ვარ, სიტყვებს დაუკვირდი-გაბრაზდა ანა მის უტიფრობაზე
-მაშ ვინ ხარ?-აშკარად გაბრაზდა ანას სიტყვებზე ბიჭი
-შენს მეგობარს თუ დირექტორს კითხე-მიახალა ანამ და ადგა, სამზარეულოში შევიდა და ჭიქის ძებნა დაიწყო
-ზედა შუშიან თაროზე-უთხრა სამზარეულოში შესულმა ბიჭმა და ბარის მაგიდას დაეყრდნო -მეც დამისხი თუ შეიძლება-ანა მისკენ შეტრიალდა მკვლელი მზერა ესროლა და ორი ჭიქა გამოიღო მითითებული თაროდან, წყალი მოუშვა და პირველი ავსებული ჭიქა მას გაუწოდა -მადლობა-გაუღიმა ყალბად ბიჭმა და არცკი დალია ისე დადო ჭიქა მაგიდაზე, ანა ძალიან გაბრაზდა მის უტიფრობაზე და უნდოდა აეღო ეს ჭიქა და სახეში შეესხა მისთვის წყალი თუმცა თავი მოთოკა და თვადაც დადო ჭიქა, წყლის დალევის სურვილიც კი გაუქრეს...
-ქალბატონო ქეთი- კარიგაღებისთანავე მიმართა ახალგაზრდა გამომძიებელმა თვალებდასიებულ ქალს
-დიახ?!-ისე დაინა სახლშიც ვერ შეიპატიჟა
-შეიძლება შემოვიდე?-მიმართა ბიჭმა დაბნეულ ქალს
-დიახ დიახ-აიბნა და შინ შეუძღვა
-მე გამომძიებელი თორნიკე ხიმშიაშვილი ვარ
-დიახ მახსოვხართ-გაიხსენა ქალმა და მაგიდას მიუჯდა თავადაც
-განყოფილებაში რომ მოხვედით განაცხადის გასაკეთებლად ისე ცუდად იყავით რომ,ფაქტიურად თქვენგან ვერაფერი გავიგეთ...
-დიახ-ისევ დაეთანხმა ქალი და ცრემლები მოაწვა
-გთხოვთ თავი შეიკავეთ, რადგან თვითოეული თქვენი სიტყვა გამოძიებისთვის მეტად მნიშვნელოვანია
-კარგი შვილო-ქეთიმ ცრემლები შეიმშრალა და ბიჭს მიაჩერდა რომელიც ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და მკაცრი ჩანდა
-მოდით იმ დღიდან დავიწყოთ როცა გაიგეთ რომ სამსახური იშოვა თქვენმა ბიჭმა, ზუსტად დალაგებულად და გარკვევით მომიყევით ყველაფერი, არაფერი გამოგრჩეთ, ამ დღემდე, ყველაზე დაყველაფერზე გაამახვილეთ ყურადღება
გასაგებია?
-კი შვილო
-მაშინ მომიყევით როგორ იშოვა სამსახური და საერთოდ ყველაფერი ამ თემაზე
-ორი თვის წინ უნივერსიტეტი დაამთავრა, ფილოლოგიური, ვერ იტანს ქართულს და საერთოდ სწავლას, ხოდა რა ისწავლა მთელი ეს წლები აზრზე არ იყო... უმუშევრად იჯდა და მე რომ შაქარი დამემართა მითხრა რამე სამუშაო უნდა ავაგდოვო და დარბოდა წინდაუკან, ბოლოს ზუსტად ხუთ აგვისტოს მოვარდა გახარებული ერთმა ნაცნობმა მითხრა რაღაც საწყობში დაცვა უნდათო, მე არმითხრა ვინ ნაცნობმა, არვიცი მასზე არაფერი, მე ვიუარე მაგრამ არ მოისვენა და იმ დღესვე გავარდა, ათში დაურეკეს მოდიო...-ამოისლუკუნა ქალმა
-შესაძლოა ამ ნაცნობის რეკომენდაციით დაეწყო მუშაობა?
-არვიცი მითხრა მენეჯერი ვნახე და დაგირეკავთო ასე მითხრაო
-სხვა დეტალი არაფერი იცით?
-არა
-დაურეკეს და რამოხდა მერე
-წავიდა იმ დღესვე და რომ მოვიდა მითხრა მაგარი სამსახურიაო ორიათასამდე მექნება და მორიგე უნდა ვიყო სამდღეში ერთხელო
-იცით ვინ მენეჯერი ესაუბრა? ან ვინ აიყვანა სამსახურში?
-არა მე მარტო ამბებს მიყვებოდა-ატირდა ქალი
-ანუ კონკრეყული სახელები და გვარები არ იცით?
-არა არავისი
-სმენაში ვისთანერთადაც მორიგეობდა?
-არც მათი უთქვამს როდისმე, ძალიან ეკიდა ყველაფერი, მანდაც იმიტომ მივიდა რომ მე ვეღარ ვამზადებდი ბავშვებს ქართულში და ფული გაგვიჭირდა
-რა გრაფიკით მუშაობდა?
-დილიდ ცხრაზე იქ იყო და მეორ დღის ცხრამდე მუშაობდა
-რა ევალებოდა მას?
-მირეკავენ კარს ვაღებო, ტრაილერს შევუშვებ, მერე ვკეტავ და სანამ სხვა მოვა ან აქედან გავა ვზივარ და ვერთობი ინტერნეტშიო
-ანუ საქმე კატის გაღება დაკეტვით მთავრდებოდა?
-სიახ ასე ამბობდა
-სადამდე ქონდა უფლება მისულიყო?
-მითხრა აკრძალული მქონდა ჩემი ადგილის დატოვების, საწყობი საკმაოდ შორსააო და არც ვიცი იქ ზუსტად რა ხდებაო, კამერებით მაკონტროლებენო,
-ანუ შესასვლელკარსიქით რახსებოდა არ იცოდა
-არა
-იმ დილითვრა მოხდა?
-მოვარდა შვიდზე, მითხრა პრობლემები მაქ და უნდა გავიქცეო
-ვისთან ან რატომო?
-არ უთქვამს
-სხვა რა გახსოვთ იმ დილას რა გითხრათ კიდე
-სამსახურში აღარ მივალ უნდა გავიქცეო
-ანუ სამსახურს უკავშირდება მისი გაქცევა
-დიახ
-ოჯახის სხვა წავრები სად არიან ვინ გყავთ?
-ჩემი გოგო გერმნიაში იყო და დღეს ჩამოვიდა შუადღისას, მოულოდნელად, სიუპრიზი მოგვიწყო, ქმარმა დიდიხნისწინ მიმატოვა და მეორე ცოლთან ცხოვრობს ბათუმში
-შეიძლება მასთან წასულიყო?
-გამორიცხულია, იმ არაკაცს არ სთხოვდა დახმარებას
-შეიძლება მაგრამ უნდა გვითხრათ ყველაფერი,ეს მნიავნელოვანია, და თქვენი გოგონა სადაა?
-მეგობართან
-როგორცკი გამოჩნდება დაკითხვაზე მოვიდეს-თორნიკე ადგა მაგიდიდან თავის ქაღალდები აკრიფა ჩაალაგა ჩანთაში და სახლი დატოვა ჩაფიქრებულმა,,ფაქტიურად ახალი არაფერი მითხრა" ფიქრობდა ის კიბეებზე ჩასვლისას ,,ჩანს მომიწევს საწყობში მივიდე, მაგრამ ბატონი ირაკლი გაგიჟდება, ჯანდაბა რა გავაკეთო? ის ნებართვას არ მომცემს, უმისოთ რო შევიდე გაგიჟდება, არადა აშკარაა ეს ბიჭი ამ საწყობს შეეწირა, ეტყობა რაღაც დაინახა, ან ვიღაც და ეგონა გაქცევით უშველიდა თავს, არ იცის რომ ამ საწყობში მთელი ბიზნეს და სახელმწიფო მანქანა ერთად მუშაობს ფულისთვის, ჯანდაბა! ირაკლი რომ არა აქამდე ათასჯერ შევიდოდი და გავარკვევდი რამეს! ფუ ამის დედაც, ეშინია თავდაცვის მინისტრის" ...
ანას გაოცებული მიაჩერდა ალექს როცა ოთახიდან გამოვიდა
-ამოგიღო?-კითხა შავგვრემანმა
-არა დაამატა-მიუგდო ალექსმა სიტყვა და ანას მიაჩერდა -გამომყევი ლაშა საქმე მაქ შენთან-მიაჩერდა ახლა მეგობარს და ისევ ოთახში სშევიდა, როცა ლაზამ კარო მოხურა ანა სათვალიანს მიაჩერდა
-ექიმი ხართ?
-დიახ ქირურგი-უთხრა მშვიდად სათვალიანმა
-ამ მანიაკებთან რატომ ხართ?-გულწრფელად დაინტერესდა ანა
-ამ მანიაკმა ჩემს შვილს სიცოცხლე აჩუქა
-რას ამბობთ
-დიახ ალექსანდრე რომ არა ჩემი გოგონა...
ქირურგი გაჩუმდა როცა კარი გაიღო, ორივე აშკარად გაღიზიანებულები გამოვიდნენ
-გავაცილებ და მოვალ იცოდე ჭკვიანად მოიქეცი-დახედა ანას ალექსმა და კარისკენ წავიდა როცა გავიდნენ ქირურგი მაშინვე მანქანაში ჩაჯდა
-ალექსანდრე
-ლაშა გააკეთე რასაც გეუბნები
-ეგ გოგო თავიდან მოიშორე
-ლაშა გააკეთე რასაც გაუბნები
-ინანებ აი ნახავ
-მოკეტე და საქმეს მიხედე
-ხოიცი რო შენი ძმა მაინც...
-არ გაბედო და არაფერი უთხრა
-ხოიცი მაგ გოგოს ბედი უკვე გადაწყვეტილია
-ლაშა წადი და გააკეთე რასაც გეუბნები
-შენ თუარა ისინი მოიშორებენ თავიდან
-წადი და მიხედე საქმეს, ამ გოგოს მე მივხედავ
-ხოიცი რო მათ წინააღმდეგ წასვლას აზრი არ აქ
-წადი შენი -ალექსი მოტრიალდა
-იმიტომ იქცევი ასე რომ მას გავს არა?-სიტყვა ვერ დაამთავრა რომ ლექსანდე რობრუნდა კედელზე ააკრა მეგობარი და ყელში იდაყვი მიაჭირა
-არ გაბედო და არაფერი თქვა ამთემაზე
-კარგი კარგი-ხელები აწია რომ გაგიჟებული მეგობარი დაეშოშმინებინა და ფრთხილად გაეცალა.
ანა შეხტა როცა ალექსანდრე ოთახში შევიდა და კარი მიაჯახუნა
-რა გქვია-ანას მიაჩერდა და მკაცრად კითხა
-ანა ასათიანი-მისი გაბრაზებული სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ეპასუხა ყველა კითხვაზე
-ვინ ხარ ვისი შვილი და საერთოდ მომიყევი შენზე-დაჯდა დივანზე ანასთან ახლოს
-თავი დამანებე-ანა სულ აიბნა
-ხვდები რა შარში ხარ თუ ჯერ ვერა?- დაუყვირა ლამის ალექსანდრემ
-ვხვდები-არ შეუხედია ისე უპასუხა ალექსანდრეს კითხვას
-სიცოცხლე გინდა თუ მოგბეზრდა უკვე?
-და რას მთავაზობ? -ახლა ანას ხმაში გაერია ირონია
-და შენ რა გინდა? თუ გგონია გაგიშვებ ცდები! თუ გინდა გაგიშვა, ნუ გინდა! და თუ გგონია რომ წასვლით თავს უშველი ისევ ცდები
-აბა რა გავაკეთოთ? -ვითომ დაიბნა ანა
-ცოლად უნდა გამომყვე-მისმა სიტყვებმა ანა გააოცა და მერე გიჟივით დაიწყო სიცილი
-დამცინი?
-არა!-ხმა გაიმკაცრა ალექსანდრემ
-მირჩევნია აქვე მომკლა-მისმა სერიოზულობამ შეაფიქრიანა გოგონა
-ასეთი სულელიც არ მეგონე-ალექსანდრემ სიცილი დაიწყო მერე ადგა ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან თავსახური მოხსნა და ცოტა მოსვა, ტწლეფონის ზარმა ორივე დააფრთხო
-გაარკვიე?-ალექსანდრე ლაშას ზარმა გააღიზიანა და მაშინვე კითხა
-ხოო-დაისისინა მან -ცალკე გადი
-გავედი აბა მოყევი
-ანა ასათიანი ოცდაორი წლის, დედა ქეთი ზაალიშვილი, მამა ალეკო ასათიანი, ძმა გიგი ასათიანი...-ლაშას ხმა ჩაუწყდა და ალექსანდრეს რეაქციას დაელოდა
-მატყუებ-დაიღრიალა ალექსანდრემ
-სულ გაგიჟდი? რამ დაგა..ვა -ჩაყვირა ლაშამ ტელეფონში
-შე ნაბიჭ... თუ მატყუებ ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ-დაუღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა მეგობარს და გამწარებულმა ტელეფონი კედელს ესროლა
-შენი მშობლები ვინ არიან? -ანას გამოუბარდა გაგიჟებული
-ქეთი ზაალიავილი და ალეკო ასათიანი-მისი სახის დანახვამ ისე შეაშინა ანა რომ ფეხზე წამოვარდა და ხმის კანკალით უპასუხა
-და-ძმა გყავს?
-კი ერთი ძმა გიგი ქვია-ალექსანდრეს სახე მოენგრა, საერთოდ წაიშალა, გაგიჟდა, შეიშალა გასასვლელი კარი გააღო და გარეთ გავარდა დიდხანს იბოდიალა ეზოში და იმაზე ფიქრში თუ რა მოემოქმედებინა დაათენდა ფაქტიურად, გამთენიას ლაშა ამოადგა, ალექსის მანქანით მოვიდა
-რა გაგიჟებს?-მეგობარს მიუჯდა გვერდით , რომელიც კიბეზე იჯდა სახლის შესასვლელთან
-იცინ არა?
-ყველაფერი დეტალებში
-ჩემს ძმას მიზეზი აქვს რომ გამწიროს ეხლა
-თუ მაგ გოგოს მოიშორებ...
-ამითვრა შეიცვლება? ვთქვათ მოვკალი, მერე დედამისი? ისიც მოვკლათ? მერე რა მოხდება?
-მისმინე შეგვიძლია გავუშვათ ანა და მერე უბედური შემთცმხვევა მოვიწყოთ
-ასე დაგარიგა ჩემამ ძმამ?
-ალექს აბა რას ელოდი?
-ფუ ამის დედას შევეც...-შეიგინა გაბრაზებულმა
-მისმინე ალექსანდრე ცოტა ტვინი აამუშავე რა, გიგი ჩვენი საწყობის თანამშრომელი იყო, დაიკარგა, დედამისმა პოლიციას მიმართა, პოლიცია საწყობში ვერ შემოვა... მინისტრი გვყვავს წაჭერილი მას კი მექრთამე პოლიციის უფროსობა... მაგრამ ვიღაც ხო მაინც გამოიძიებს იმ ბიჭის საქმეს რაღაც დონეზე? , ვიღაც ხო აღძრავს საქმეს ბოლო ბოლო საჩივარი შევიდა და პროსტა თვალი ასახვევათ მაინც დაიწყებენ ხლაფორთს... შენ მისი და გყავს, ისიც თუ დაიკარგაება ხვდები ხო ამას რაც მოყვება? დედამის გაგიჟდება... ატეხს ერთ ამბავს, აყვებიან ვიღაც სანათესაოს გიჟები, იმ ქალსაც თუ მოვკლავთ ხვდები ალბათ მერე ვეღარ შევაკავებთ ამ საქმეს
-და რას მთავაზობ ვერ გავიგე?
-ანას ნუ ებღაუჭები, ის მარიანა არაა გაიგე? შეუშვი მაგ თავში რომ ის მოკვდა და ეს გოგო დიდ პრობლემაა და მარიანას ვერ დაგიბრუნებს
-მერე-მთელი ძალა მოიკრიბა სიმშვიდის შესანარჩუნებლად რომ ლაშა იქვე არ მიეხრჩო
-მერე გაუშვი სახლში, და ჩვენ იქ მოვუგვარებთ
-ანუ გაზით გაგუდავთ
-ამას ჩვენ მივხედავთ
-და გიგის საქმე ეოგორ ჩამოვაშოროთ ჩვენ საწყობს?
-ეგ იოლია სანამ რამეს დავმართებთ დედამის ვაიძულებთ განცხადება გაიტანოს და გადააკეთოს ჩვენება
-ეგ იოლი არაა, პოლიციამ უკვე საწყობს დაუკავაირა მაგის საქმე
-ხო იმიტომ რომ დედამიამა თქვა ასე, მარა ახლა სხვა რამეს იტყვის, თან არაადეკვატურია ეს ქალი და მაგის ჩვენებას ყველა დაიკიდებს , გიგის საქმეს საწყობი ჩამოირეცხავს, და მერე ამათ მოვუვლით
-არავინ არ იცის საწყობიდან გიგიზე არაფერი?
-არა ეძებენ... გონიათ იპოვიან
-არც ჩვენზე რამე?
-არა რო ოცოდნენ რაც ჩავიდინეთ ხოიცი გაგვიჭედავდნენ, ხოიცი მინისტრი როგორ ფრთხის სისხლიან საქმეზე
-ნაბიჭვ...
-აბა მოიფიქრე და საღამოს გნახავ
-მიდი-ლაშა ფეხით დაეშვა ჭიათურის ცენტრისკენ, ალექსი სახლში შევიდა და ოთახში ჩაკეტილი ანა გამოუშვა
-დედაშენს დაურეკე-მიაჩეჩა ანას თავისი ტელეფონი, უთხარი რომ საღამოს მიხვალ
-დედას დაქალთან ვგონივარ
-დაქალს სად გონიხარ?-გაბრაზდა ალექსი
-სად და არ დამიკონკრეტებია მისთვის
-ხოდა დაუკონკრეტე რამე და დედას მოუგვარე- ანამ თიას აუხსნა ძმას ვეძებო დადას თიასგან წამოვედი და საღამოს მოვალო.
ალექსანდრე მიხვდა რომ ლაშა მართალი იყო, თუ იმას არ იზავდა რაც უნდოდა მთელ გუნდს ძალაუფლებას დაკარგავდა... ეომელიც ძლივს მოიპოვა...
-შენ შენი მანქანით წახვლ სახლში, არაფერს იტყვი, თუ იტყვი ჯერ დედაშენი დაისჯება მერე შენ
-კარგად ვხვდები რასაც წარმოადგენ-მიახალა ანამ და არ მჭირდება გაფრთხილება
-ჯერ მე წავალ შენ გამომყვები მერე ტრასიდან დაახვევ შენ გზაზე, იცოდე სულ ვიღაც იქნება შენს სიახლოვეს და თუ რამე შეგეშლება დედაშენი დაისჯება პირველი
-გულს მირევ-ანამ ხელიდანგამოგლიჯა გასაღები დაგავიდა ეზოში...
ალექსანდრე თავისი მანქანით წინ წავიდა ანა კი უკან მიყვა პრადოს თავის ჯართით, მალევე გზა გაუარესდა მაგრამ ანა ვერ ამუხრუჭევდა და მიხვდა რომ მიხრუჭი არ იჭერდა, გზიდან გადაუხვია მანქანამ, ანა ისე აიბნა რომ ვეღარც მანქანას აკონტროლებდა შიშისგან და ვერც მანქანას რომელიც დაღმრთზე დაეშვა მთელი სისწრაფით და ხეს შეასკდა
-თუ ამის დედაც-შეიგინა ალექსანდრემ-
მანქანა გააჩერა და გიჟივით ჩაირბინა დაღმართი მანქანას მივარდა -ამის დედაც ჯანდაბა-ყვიროდა გაგიჟებული და ცდილობდა კარის გაღებას, წინა ორივე კარი ისე იყო შეჯეჭყილი რომ აზრი არ ქონდ გაღების ცდა ამიტომ უკანებს დაეჯაჯგურა და გააღო ბოლოსდაბოლოს ერთი, ანა უგონომდგომარეობაში მყოფი გადმოათრია და წვალებით აიყვანა ხელში და თავის მანქანისაკენ გააქანა



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან სააინტერესოდ განვითარდა მოვლენები. როგორც ჩანს ლაშამ გადაჭრა მუხრუჭები. მაგრამ ალექსანდრეს სერიოზულად გაუჭირდება

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ძალიან გამახარა თქვენმა დადებითმა კომენტარმა, ვეცდები რომ საინტერესოდ განვავითარო

 


№3  offline წევრი Gemini mood

Momwons tan dzalian moutmenlad velodebi shemdegs❤❤❤

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ძალიან მახარებს თქვენი დადებითი კომენტარები

 


№5  offline წევრი Soposofi

Au ra kargia ar daagviano ganvitarebas velodebit <3

 


№6  offline მოდერი ნეაკო

მადლობა, 3/4 დღის ინტერვალით დავდებ ხოლმე უფრო ხშირად ვერ მიხერხდება სამწუხაროდ

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიანა

ძაან მაგარია გააგრძელე

 


№8  offline მოდერი ნეაკო

Madlob chemo kargo

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Მოუწყვეს.მარიანაც მოუკლეს.რა ამბებია საწყობში? ალბათ ნარკოტიკები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent