შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (თავი მეექვსე )


22-12-2019, 14:03
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 307

თათია ჩაფიქრებული იჯდა. ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო. დააკვირდა და გაოცება გამოეხატა სახეზე, როცა მზერის ,,ავტორს" დააკვირდა. გუგა იყო. ალბათ ყველაზე ნაკლებად მის ნახვას ელოდა იქ. გუგაც მზერას არ აშორებდა. შინაგანი აფორიაქება იგრძნო. სიწითლე შეეპარა სახეზე, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა. ვერ გაეგო, რამ ააღელვა ასე. გიორგის კითხა, ვინ არისო.
- მამაჩემი და გუგას მამა ძმაკაცები არიან. თან გუგას დისშვილი დედამ და მამამ მონათლეს. ძალიან კარგი ოჯახია, თბილები არიან ძალიან. შენ რატომ დაინტერესდი?
- გუგა ჩემი სტუდენტია და...
- აა გასაგებია. ანუ შენ ხარ ის ლექტორი, გუგას სწავლა რომ დააწყებინა?
თათიას გაეცინა.
- ეგ მანამდეც სწავლობდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ მესამე კურსზეა და ჩვენთან ასე უცებ ვერ დაძლევდა ყველაფერს. საფუძველი აშკარად აქვს.
- ხო, რავი ასე თქვეს ერთმა ლექტორმა მოტეხაო.
თათიას გულიანად გაეცინა.
- თურმე რა ამბები დადის ჩემზე და მე აზრზე არ ვარ.
დარბაზში ნელი მელოდია ჟღერდა.
- კარგი ჭორაობა გვეყო. ჩემი ცოლი ძმას ეცეკვება და წამო, მე და შენც ვიცეკვოთ.
- წამო.
გუგამ დაინახა თუარა, თათია და გიორგი საცეკვაოდ მიდიოდნენ, თვითონაც გვანცას დაავლო ხელი და ცეკვით მათთან მიახლობას ცდილობდა. გიორგიმ შეამჩნია თუარა გვანცა და გუგა, ნელი მოძრაობებით თვითონაც მიუახოვდა.
- აბა სიძე კაცო, ხომ არ დაიღალეთ? - ჰკითხა გუგამ. თან თათიას თვალს არ აშორებდა.
- ჩემ დაღლაზე ნუ ჯვარობ... ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. - უპასუხა გიორგიმ. მის ნათქვამზე ყველას გაეცინა.
- ხო, მართლა თათია, გაიცანი - ეს გვანცაა, გუგას დისშვილი. ეს კი ლიზას მეჯვარე, ამას ისეც მიხვდებოდი და კიდევ, გუგას ლექტორი.
- სასიამოვნოა ძალიან. - გაუღიმა გვანცამ. - ბევრი მსმენია თქვენზე და მიხარია, რომ გაგიცანით.
- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ვერ იფიქრებს კაცი რომ ბიძა-დისშვილი ხართ.
- ეჰ, ბებერია ბიძაჩემი, უბრალოდ არ ეტყობა. - გაიხუმრა გვანცამ.
- მეწყვილეები რომ გავცვალოთ, ხომ არ გეწყინება? - გიორგის მიმართა გუგამ.
- რა პრობლემაა. თუ ქალბატონები თანახმა არიან. - სიტყვის დასრულება არ აცალა, ისე გაუშვა გვანცას ხელი და გიორგის თათიას ხელი გამოსტაცა. მჭიდროდ შემოხვია წელზე ხელები და მაქსიმალურად მიიზიდა. თათიაც იძულებული გახდა ხელები გუგასთვის ყელზე შემოეხვია.
- დღეს ძალიან არაჩვეულებრივად გამოიყურები. - ყურთან უჩურჩულა გუგამ.
თათიას ისევ სიწითლე შეეპარა. - გმადლობ. - ძლივსგასაგონად ჩაიბურტყუნა.
- ახლა, აქ რომ გაკოცო, რა მოხდებაა?
თათიამ იმ წამს მოძრაობა შეწყვიტა, მაგრამ გუგამ უფრო მიიხუტა და თავად გააგრძელა ცეკვა.
-გაგიჟდი? - შეუღრინა თათიამ.
- ძალიან მინდა და რა ვქნა.
- მეც მინდა ბევრი რამ, მაგრამ სად არის.
- მითხარი რა გინდა და დაუფუქრებლად შეგისრულებ.
- მართლა? მაშინ ხელი გამიშვი, აღარ მინდა ცეკვა.
- აი, მაგის გარდა რაც გინდა მთხოვე. ეგ გამორიცხულია. - უპასუხა გუგამ და უფრო მაგრად შემოაჭდო ხელები წელზე, თითქოს ეშინოდა მართლა არ გამექცესო. თათიას მისი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე და ეს უფრო აბნევდა.
- ერთს გაკოცებ რა. მარტო ერთს.
- გაგიჟდი? ვერ ხედავ რამდენი ხალხია?
- ანუ ხალხია პრობლემა? წამო აივანზე.
- გუგა გეყოფა. გამიშვი.
- არ გაგიშვებ.. და თუ გინდა მეჭიდავე. მიდი, დაინახოს ხალხმა რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიქცევი.
- რა გინდაა? - სასოწარკვეთილმა ახედა გუგას.
- გარეთ გავიდეთ. - წელიდან მოაშორა ხელი, სამაგიეროდ მისი სუსტი თითები მუჭში მოიქცია და გასასვლელისკენ წაიყვანა. აივანზე გავიდნენ. უცებ იპოვა გუგამ ყველაზე ნაკლებად განათებული ადგილი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა. უსიტყვოდ მიყვებოდა თათია. არა იმიტომ, რომ უნდოდა, უბრალოდ წიბააღმდეგობას ვერ უწევდა. იმ ადგილას შეჩერდა, სადაც ვერავინ შეამჩნევდა. ახლოს მიიზიდა თათია, ხელები ისევ წელზე შემოხვია და ყურში უჩურჩულა: ძალიან ლამაზი რომ ხარ დღეს უკვე გითხარი? ბრწყინავ... ანათებ... და შენი კოცნა რომ მომინდა შენი ბრალია.
- შენი სითავხედეც მე დამაბრალე ახლა.
- არ ვარ თავხედი, არა. - ტუჩები შუზე მიაწება გუგამ. თათიას უკვე ცრემლები მოსდიოდა. იგრძნო გუგამ. თავი ააწევინა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა. თათია თრთოდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ ეს სიახლოვე გონებას უბინდავდა. შეწინააღმდეგების უნარს უკარგავდა. ძველებურად გააჟრჟოლა, როდესაც გუგა ტუჩებით ტუჩებზე შეეხო. ფრთხილად აკოცა გუგამ, იმდენად ნაზად, რომ სუნთქვა შეეკრა და თითქო ცაში აფრინდაო. მალე მოაშორა გუგამ ტუჩები და გულზე მიიხუტა. ძლიერად მიხვია მკლავები. თათიამ ღრმად ამოიოხრა. საშინლად მოუნდა თვითოაც მაგრად მოეხვია ხელები და მაგრად მიხუტებოდა მკერდზე, მაგრამ იდგა გაშეშებული.
- შენც ჩამეხუტები თუ ისევ გაკოცო? - სიჩუმე დაარღვია გუვამ. იმ წამსვე მოხვია მკლავები თათიამაც. გუგას ჩაეღიმა.
- აი, ესაა ყველაზე ტკბილი ჩახუტება. - ყურთან უჩურჩულა გუგამ. დიდხანს იდგნენ ასე, ერთმანეთზე ხელებშემოხვეულები. ბოლოს დუმილი ისევ თათიამ დაარღვია.
- გუგა, შევიდეთ, გთხოვ.
-მმმმმ. - ამოიგმინა გუგამ. - კარგი, შევიდეთ, ოღონდ აღარ იტირო, კარგი?
- კარგი. შევიდეთ ეხლა.
დატოვეს ბნელი თავშესაფარი და დარბაზში ბრუნდებოდნენ, გუგას ვიღაც ბიჭი გამოელაპარაკა.
- ორი წუთი დაელოდე ძმა, ქალბატონს შევაცილებ და დავბრუნდები.
- არ მინდა მე გაცილება, ბავშვი ხოარ ვარ. - შეპასუხა თათია. სანამ გუგა ხმას ამოიღებდა, კარებში გაუჩინარდა.
კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. პატარძლის მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი ლიზას ესაუბრებოდა. ერთ- ერთი გვანცა იყო. თათიამ გაუღიმა. გვანცას გვერდით ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი იდგნენ.
- თათია, გაიცანი, ეს სიმპატიური კაცი ჩემი პაპაა, მის გვერდით ჩემი ბებო, ანუ გუგას მშობლები არიან რაა. და ეს კიდევ დედაჩემია.
თათიამ უხერხულად გაიღიმა: - სასიამოვნოა ძალიან.
- ეს კიდე - თავისებს მიმართა გვანცამ - ეს გუგას ლექტორია.
- უი, შვილო შენ ხარ ის ადამიანი ვინც შეძლო და გუგა სწავლას დაუბრუნა? - თბილად მიმართა თამარმა.
-მთლად მასეც ვერ ვიტყვით. იმ პერიდოს განმავლობაში, რაც გუგა ჩვენთანაა, მივხვდი რომ ის მანამდეც სწავლობდა. უბრალოდ ალბათ არ იყო იქ ის გარემო, სადაც ამის დემონსტრირებას მოახდენდა.
- არა შვილო, მანამდე არც ლექციებზე სიარული უნდოდა და არც გამოცდებზე მიდიოდა. ახლა კიდე ვიცი რომ ესწრება ლექციებს და საბედნიერიდ გამოცდაც თავისით ჩააბარა. - საუბარში გუგას მამაც ჩაერთო.
- თუ ამას ჩვენი უნივერსიტეტის მიღწევად თვლით, მოხარული ვარ.
- აუ ეხლა ისმენდეს გუგა, რომ მასზე ვჭორაობთ. - სიცილით თქვა გვანცამ.
- ხიდა სანამ გაგვიგო, ჯობია გავჩუმდეთ. - სიცილით თქვა თათიამ.
- კარგით, შვილო, ჩვენ დაგემშვიდობებით, - თამარმა მიმართა ლიზას და გიორგის.
- იქნებ ყოფილიყავით ცოტა ხანს კიდევ? მოიწყინეთ ხო?.
- არა შვილო, რას ამბობ. უბრალოდ გვაინია უკვე. - უპასუხა თამარმა. - თათია, შვილო, სასიამოვნო იყო თქვები გაცნობა. იმედია ამის შემდეგ ხშიარდ შევხვდებით.
- გაიხარეთ, მეც გამიხარდა თქვენი გაცნობა. კარგად ბრძანდებიდეთ.
ამ დროს გუგაც მიუახლოვდა. - მიდიხართ უკვე?
- კი შვილი, მივდივართ. შენ ჭკვიანად იყავი.
- ჩემი სიგიჟე ვინ გაიგო კაცო. წამოდით გაგაცილებთ.
გუგამ ოჯახი გააცილა და ისევ დარბაზში დაბრუნდა.
ამ დროს დაინახა თათიას ვიღაც ესაუბრებოდა. უფრი სწორად მიხვდა რომ ცეკვას სთხოვდა. თათია კი ცდილიბდა ზრდილობიანად ეთქვა უარი. არ მოეშვა უცნობი. თათიას გაღიზიანება დაეტყო სახეზე. გუგამ ვეღარ მოითმინა და მიუახლოვდა. თათიამ რომ დაინახა, ისეთი თავალებით შეხედა, მიხვდა გუგა შველას სთხოვდა.
- რა გნებავთ, ახალგაზრდავ. - მკაცრი ტონით მიმართა გუგამ.
- ცეკვა... მინდოდა... მეთხოვა... - ენის ბირძიკით პასუხობდა უცნობი.
- ეს გოგო ამ საღამოს დაკავებულია და მხოლოდ ჩემთან ცეკვავს. ასე რომ, მიბრძანდით.
- კარგით, ხოო, მივდივარ. ხო არაფერი დამიშავებია.
- თუ დააჩქარებთ კარგს იზამთ. - კკბილებში გამოსცრა გუგამ. უცნობი წავიდა. გუგამ ხელი ჩაჰკიდა და საცეკვაოდ გავიდნენ. ისევ სხეულზე მიიხუტა თათია და ცეკვა დაიწყეს.
- გმადლობ გუგა.
- რისთვის?
- რომ მიშველე.
გუგას ჩაეღიმა და ისე, რომ არავის შეემჩნია, თმაზე აკოცა.
- უნივერსიტეტში ისეთი ხარ, კაცი იფიქრებს ამას მამალი მგლისაც კი არ ეშინიაო და მის გარეთ მომენტებში ისეთი სუსტი ხარ.... იმდენად სუსტი ხარ, ადამიანს სურვილი უჩნდება სულ გვერდით გყავდეს და დაგიცვას.
- შეიძლება მართლა სუსტი ვარ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად მოვითმინო. არ მიყვარს კონფლიქტები.
- ხო, მაგრამ ასეც არ შეიძლება. გაგაღიზიანეს? ეგრევე მუშტი ცხვირში.
- ხო ო? და ანუ შენც გამაბრაზებ თუარა ეგრევე მუშტი ცხვირში?
- რავი, თუ გამიმეტებ, დამარტყი.
თათიამ არაფერი უპასუხა.
- სახლში მინდა. - დაიჩურჩულა თათიამ.
- გაგიყვანო?
- შენ ნასვამი არ ხარ?
- არა გვანცას ვფიცავარ. არ დამილევია დღეს.
- არა, იყოს. ცოტახანს ვიქნები და მერე ტაქსით წავალ. აქ მგონი ჩემს მეტი ყველა მთვრალია.
- მე გაგიყვანთქო. მითხარი უბრალოდ როცა წასვლა მოგინდება.
მუსიკა დამთავრდა. თათია თავის ადგილს დაუბრუნდა. უკვე ისეთი სიტუაცია იყო, ყველა რომ თავისთვის ,,უბერავდა". თათიას შეწუხებულ სახეს რომ შეხედა გიორგიმ, ჰკითხა:
- ძალიან დაიღალე ხო?
- ხოო. სახლში მინდა.
- უკვე გვიანია მართლა. მარა როგორ დავაფრთხო ეს ხალხი. - გაიცინა გიორგიმ.
- რესტორანმა 3 საათამდე დაგრთოთ ნება და არც ბევრი უკლია, ასე რომ თავისითაც წავლენ.
- მოიცა ვნახავ ვინმეს და გაგიშვებ.
- არ მინდა არავინ კაცო. მთვრალია ყველა. უბრალოდ ტაქსი გამოვიძახოთ ან გავაჩეროთ გარეთ და წავალ.
- მოიცათქო. გუგა არ სვამდა და იმას ვეტყვი. - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, გუგა რომ მიუახლოვდა.
- ვაახ, იგრძენი შენზე რო ვლაპარაკობდით?
- აბა რაო, რაზე გაგახსენდით.
-თათია გაიყვანე რა სახლში. მე ლიზას და ნუცას მანქანა მოგვაკითხავს. დანარჩენებიც მიხედავენ თავს.
- კარგი, რა პრობლემაა. მითხარით როდის და გავიყვან.
თათია მიხვდა, რომ გუგას გარეშე ვერ გავიდოდა აქედან. არც გიორგი დაანებებდა და გუგა ხო მით უმეტეს. ამიტომ დანებება ამჯობინა.
- გუგა შენ თუ შეგიძლია ეხლავე წავიდეთ.
- კარგი. წავიდეთ.
თათია დაემშვიდობა ყველას და გარეთ გამოვიდნენ. სასიამოვნო სიჩუმე იყო.
- ღმერთო, რა კარგია, რა სიმშვიდეა.
- გინდა სადმე დავჯდეთ? სიმშვიდეში. თუნდაც იქ, სადაც ამის წინ გიპოვე.
- აი ამ ფორმაში იქ მაგარი სანახავი ვიქნები. სახლში მირჩევნია, მართლა.
- კარგი, წავიდეთ.
თათია ისე იყო დაღლილი, მთელი გზა ხმა არ ამოუღია. თავის კოროუსთან გააჩერა მანქანა.
- მადლობა ყველაფერისთვის.
თათია გადავიდა მანქანიდან. უცებ შეჩერდა და გუგას უთხრა.
- ყავაზე დაგპატიჟებ.... თუ არ გეჩქარება.
გუგა გაოცდა. არ ელოდა. დაუფიქრებლად დასთანხმდა. თათიას უჭირდა ქუსლებით კიბეზე ასვლა. გუგამ ხელი წელზე მოხვია.
- დაგეხმარები.
თათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ გუგას სიახლოვე თრგუნავდა.
ფრთხილი ნაბიჯებით მიაღწიეს თათაის ბინამდე.
- მობრძანდი, ჩემს მყუდრო სამყოფელში.
შევიდნენ. სიბნელეში თათია ისევ წაბორძიკდა და გუგას დაეჯახა.
- რა იყო, ორი წუთიც ვერ ძლებ რომ არ ჩამეხუტო?- სიცილით უთხრა გუგამ. თათია გაწითლდა. სწრაფად მოძებნა ჩამრთველი და ოთახი განათდა. პატარა მისღებში შეუძღვა.
- დაჯექი. გამოვიცვლი და ორ წუთში დავბრუნდები.
გუგა დაჯდა და ოთახს თვალიერება დაუწყო. სწრაფად დაბრუნდა თათია. თხელი, შიფონის სალათისფერი სარაფანი ეცვა. პირელი, რაც გუგამ გაიფიქრია: " ღმერთო, რა საყვარელიაო".
- ახლავე მოვადუღებ.
- შეიძლება სამზარეულოში მეც გამოგყვე?
- წამოდი, რახან მარტო ყოფნა არ გინდა.
- უფრო სწორად შენთან ყოფნა მინდა.
თათია ისევ გაწითლდა.
სამზარეულიში გავიდნენ. სწრაფად მოამზადა ყავა. თავისი გამომცხვარი ნამცხვარიც გამოიღო.
- შენ გამოაცხვე?
- კი. ნუ გეშინია, უკვე ვჭამეთ გოგებმა და გადავრჩით.
- მაგიტო არ მითქვამს. თუ შენი ნახელავია, გავსინჯავდი. ამიტომ ვიკითხე.
მშვიდად დალიეს ყავა. გუგა თვალს არ აშორებდა. თათია თითქოს მიეჩვია გუგას მზერას.
- მყუდრო ბინა გაქვს.
- ხო, რავიცი. ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში რაც ვნახე, ესაა.
- გყოფნის უნივერსიტეტის ხელფასი?
- მადლობა უფალს იმისთვის, რაც მაქვს. როცა არ გყოფნის, უნდა იმყოფინო. ადრე უფრო რთული იყო. ახლა რამდენიმე აბიტურიენტიც მყავს და უკვე ვწვდები ყველაფერს.
მანამდე გუგა არასდროს დაფიქრებულა რამდენად რთულია ფულის მოპოვება. სულ სხვაა, როცა უზრუნველი ცხოვრება გაქვს. არასდროს ფიქრობ ხვალ რას შეჭამ, გექნება თუარა ჩასაცმლის ფული, შეძლებ თუარა კომუნალურების გადახდას. აქამდე არასდროს უფუქრია ამ ყველაფერზე. გულში ჩაილაპარაკა - ამ გოგომ ბევრ რამეს მიმახვედრაო.
- დღევანდელზე რას იტყვი?
- რა უნდა ვთქვა გუგა. იმედია დღეს რომ იყვნენ ბედნიერები, ისეთი ბედნიერები იქნებიან მთელი ცხოვრება. ნამდვილად იმსახურებენ ამას.
- ხო, გიორგის ძალიან კარგი ოჯახი ყავს. თვითონაც ძალიან კარგი ბიჭია.
- ხო, მართლა, ძალიან მომეწონა შენი ოჯახი. ძალიან თბილები და კარგები არიან.
- ხო, ყველა კარგია. მე გამოვერიე ერთი საზიზღარი.
- როცა გინდა ახერხებ, რომ საზიზღარი არ იყო.
- კარგი, წავალ მე. გვიანია უკვე. შენც დაღლილი ხარ.
თათიამ კარებამდე მიაცილა.
- მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს იმდენი ვალი დავიდე შენთან. _ ღიმილით უთხრა თათიამ.
- ხო ო? იმის მიუხედავად, რომ გაკოცე?
ამის გახსენებაზე თათიას შერცხვა. აილეწა. ხმა ვერ ამოიღო. გუგას გაეცინა.
- აი ახლაც, ამ მომენტში იმდენად დაუცველი ხარ... მოდი ჩემთან. - ხელი გაუწოდა გუგამ. თათია რობოტივით დაემორჩილა. გუგამ ისევ მკერდზე მიიკრა მთელი ძალით. თათიას სხეული გაუთბა. გული გაუთბა. საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. გულისცემა გაუხშირდა. მოსწონდა ეს მდგომარეობა. ვერ აცნობიერებდა რატომ. უბრალოდ მოსწონდა და მორჩა. გუგას კი თათიას სურნელი საოცარ შეგრძნებებს უღვივებდა. სურვილი უჩნდებოდა, დიდხანს ყოფილიყო ასე. დუმილი ისევ თათიამ დაარღვია:
- გუგა...
- კარგი, მივდივარ, მივდივარ.
თმაზე აკოცა და გავიდა.
თათია ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ ბიჭს. ერთ დღეს თბილი და მზრუნველი იყო, მეორე დღეს უხეში და ცივი. დიდხანს არ უფიქრია ამაზე. დაწვა და მალე ჩაეძინა.
დილით რომ გაიღვიძა 12 საათი იყო უკვე. გაუკვირდა. დიდი ხანია ამ დრომდე არ უძინია. ამ დროს დარეკა ლიზამაც.
- ხო ლიზ.
- რა იყო გოგო ეხლა გაიღვიძე? მე ვარ პატარძალი თუ შენ?
- კარგი, ხოო, ძლივს ერთხელ აქამდე მეძინა. რას შვები, დაისვენე?
- კი, დავისვენე. მიდი ეხლა, ადექი, გამოფხიზლდი, მოწესრიგდი და გამოდი.
- აუუუ, სად უნდა გამოვიდე?
- ნუ წუწუნეებ. მეჯვარე ქალი ხარ.
- კარგი ხოო, გამოვალ. სად გამოვიდე?
- აუ შენ რა გჭირს. ისევ იქ. 2 ზე. ან მანადე ჩემთან გამოდი და ერთად წავიდეთ.
- აუ არა რა, იქ მოვალ პირდაპირ. წავედი ეხლა, მოვემზადო.
ადგა თათია. ყავა დალია. გამოფხიზლდა. მოწესრიგდა. უკვე ორი იყო დაწყებული, სახლიდან რომ გავიდა. რესტორანში სიმშვიდე იყო. სტუმრების რიცხვი საკმაოდ შემცირებულიყო. მხოლოდ ძალიან შინაურები იყვნენ. მამაკაცებმა თანდათან მოილხინეს სუფრასთან. ქალბატონები საუბარში იყვნენ გართულები. გუგა არსად ჩანდა. თათია მშვიდად იყო. სუფრაზე რომ ქეიფი ზენიტში შევიდა, ლიზა, თათია და ნინი აივანზე გავიდნენ, იქ ჩამოსხდნენ.
- აბა ლიზ, იყო შენი საოცნებო ქორწილი? - ჰკითხა ნინიმ.
- ქორწილთან დაკავშირებით ოცნებები ნამდვილად არ მქონია გოგო. რაზეც მიოცნებია ისაა, რომ საჰაერ ბუშტით მეფრინა. მაგრამ იმდენად მეშინია, ვერასოდეს ავიხდენ ამ ოცნებას ვიცი.
- აუ გავიქცევი ეხლა გიორგისთან და ვეტყვი რაზეც ოცნებობ და აგისრულეებს.
- ოხ ნინი, მეშინია თორე განა აქამდე ვერ მოვახერხებდი მაგს.
- აუ მე გრანდიოზულ ქორწილზე ვოცნებობ. ისეთზე, ფილმებში როა. ზღვის სანაპიროზე, უამრავი ყვავილით, ბუშტებით, ბევრი სტუმრით, რომლებიც ჩამწკრივებულ სკამებზე ისხდებიან. ორკესტრი რომ უკრავს.... უუუუფ
- დაეშვი დედამიწაზე ნინიიი. - სიცილით უთხრა თათიამ.
- შენი ოცნება რაღაა ცუნცუულ. - თათიას მიმართა ლიზამ.
- მე თქვენნაირი ოცნებები არ მაქვს.
- და მაინც... რა გინდა ყველაზე მეტად.
- ალბათ თქვენთბის სასაცილო იქნება მაგრამ... ჩემი ოცნება წვიმაში ცეკვაა. ეხლა მეტყვით მაგაზე მარტივი რა არისო, მაგრამ... ბავშვთა სახლში ამის უფლებას არავინ მაძლევდა. ახლა როცა უკვე დიდი ვარ, ვფიქრობ ეს რომ გავაკეთო ვიღაცას გიჟი ვეგონები და ალბათ ამიტომაც ჩემი ოცნება აუხდენელი დარცება.
სრულიად შემთხვევით მოისმინა გუგამ მათი საუბარი და გაეღიმა თათიას ოცნებაზე. - ზოგჯერ როგორი ბავშვურიაო. - გაიფიქრა.
გოგოები აივნიდან რომ დაბრუნდნენ, გუგა უკვე სუფრასთან იჯდა და სვამდა. თათიას იქ ყოფნა არც კი შეიმჩნია.
ერთი საათი კიდევ გაჩერდა თათია და სახლში დაბრუნდა. ძალიან გადაღლილად გრძნობდა თავს. მიწვა და ტელევიზორში რაღაც ფილმის ყურება დაიწყო.
ფილმის ყურებისას მალევე ჩაეძინა. კარზე ზარმა გამოაფხიზლა. ნახევრად გათიშული მივიდა, გააღო და გაოცებისგან პირი ღია დარჩა. კართან გუგა იდგა. ეგრევე ეტყობოდა რომ მთვრალი იყო.
- შემომიშვებ?
- შემოდი. ხო მშვიდობაა?
- ხო, რავი...
მისღებში შევიდნენ. გუგა მოწყვეტით დაეცა დივანზე. მიხვდა თათია, რომ ძალიან მთვრალი იყო.
- ასე ძალიან რამ დაგათრო? - გაუბედავად ჰკითხა.
- რავი, გუშინდელი ავინაზღაურე. მერე სახლში წასვლა არ მინდოდა და.... აი... აქ ვარ...
- ვინ მოგიყვანა?
- ვის ქონდა ჩემი დარდი. თვითონ მოვედი.
- ტაქსით?
- აუ თათია რა გჭიირს? რა ტაქსით, ჩემი მანქანით.
- რა ა? ასეთი მთვრალი საჭესთან იჯექი? ნირმალური ხარ შენ? ასე დაუფიქრებლად როგორ მოიქეცი, როგორ მოაღწიე აქამდე. ღმერთო ჩემო, რამე რომ დაგმართოდა. - პანიკაში ჩავარდა თათია. კანკალმა აიტანა, რომ წარმოიდგინა რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
- არაფერი მჭირს, კარგად ვარ ხო ხედავ.
- ხო, მაგრამ ხო შეიძლება რაღაც საშინელება მომხდარიყო. ხო შეიძლება რაღაც დაგმართოდა. ასე უპასუხისმგებლო როგორ ხარ, როგორ.
გუგა გააოცა თათიას საქციელმა. ბორძიკით მიუახლოვდა, ხელები მოხვია და მიიხუტა.
- მაპატიე, კარგი? მაპატიე რომ მთვრალი მოვედი შენთან. მაპატიე რომ აგაფორიაქე, მაპატიე, რომ განერვიულე.
- რატო მოიქეცი ასე დაუფიქრებლად, რატო..
- ასე არასდროს მოვქცეულვარ და გპირდები, რომ აღარასოდეს მოვიქცევი. ოღონდ ახლა დაწყნარდი, კარგი? ყველაფერი კარგადაა.
- ასე აღარ მოიქცე.
- გპირედები, რო არათქო. ახლა თუარ შეწუხდები ყავა მომიდუღე, კაი? ცოტას გამოვფხიზლდები.
- კარგი, მოგიტან. შენ დაჯექი.
თათია სწრაფად დაბრუნდა ყავით ხელში.
- დალიე. ცოტა გონზე მოგიყვანს.
- მადლობა დიდი. შენ გეძინა მგონი, ხო?
- ხო. ფილმს ვუყურებდი და ჩამძინებია.
- მე დაგიფრთხე ძილი ხო?
-არა, მთელი ღამე წინაა. მოვასწრებ ძილს. ისე არც შენ გაწყენს ძილი. ამაღამ აქ მოგიწევს დარჩენა. წასვლის ნებას არ მოგცემ.
- სიმართლე გითხრა წასვლას არც ვაპირებდი. ჩემი ვალი გაქვს და ხო უნდა გადამიხადო. - სიცილით უთხრა გუგამ.
- აჰაა, ანუ ვალს არავის უტოვებ?
- სხვებს შეიძლება კი, მაგრამ შენ არაა.
თათიას გაეცინა. გუგამ ყავა დალია. თათიამ შეატყო რომ ეძინებოდა. დივანზე გაუშალა ლოგინი.
- დაიძინე ახლა. თუ რამე დაგჭირდეს, გამაღვიძე.
- მადლობა თათია.
გუგა დაწვა. თათიამ სამზარეულო მიალაგა. აბიტურიენტებისთვის ტესტები მოამზადა და ისიც დაწვა დასაძინებლად.
შუაღამეს გამოეღვიძა. იგრძნო წელზე მოხვეული ვიღაცის ხელი. მიხვდა, რომ გუგა იქნებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ პანიკაში ჩავარდებოდა, მაგრამ ახლა არ შეშინებია.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგია. ისე მათბობს ეს ისტორია, თათია როგორი ძლიერია, პატივისცემა ჩემგან. გუგასაც უკვე ასერიოზულებს და მომწონს ძალიან.

 


№2  offline წევრი anamaria♡

მალემინდაახალითავი

 


№3  offline წევრი ფუტკარა

24 საათი სანამ არ გავა არ მამატებინებს, თორემ დავდებდი. მიხარია, რომ ელოდებით

 


№4  offline წევრი anamaria♡

ფუტკარა
24 საათი სანამ არ გავა არ მამატებინებს, თორემ დავდებდი. მიხარია, რომ ელოდებით

აუ ხოგავიდა დადე რა თან ავტორიზაციასაც ფიდიდროუნდახოლმე

 


№5  offline წევრი ფუტკარა

დაგვიანებისთვის ბოდიშიიი, სამაგიეროდ დიიიიიდი თავი ავტვირთეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent