შენელებული გულისცემა (18 თავი)
დილა იმაზე ბედნიერი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე წარმოიდგენდა. გადასაფარებელში გახვეულს გაეღვიძა თინიას, მაშინვე გადახედა მშვიდად მსუნთქავ თეოდორეს და ავტომატურად გამოესახა სახეზე ღიმილი, რამდენიმე წამი დასჭირდა, მიუცუცქდა ბიჭს და კისერში ჩაუძვრა ცხვირით. რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა სურნელი და ცხვირი გაუხახუნა. -ვერ წარმომიდგენია უკეთესად დილა ან საერთოდ დღე როგორ უნდა დაიწყო_თეოდორეს ბოხი ხმა გაისმა და თვალის გაუხელად გაიღიმა. -ძალიან მიყვარხარ_ყურთან უჩურჩულა კაცს და ღიტინზე სიცილი აუტყდა. -ნუთუ? აბა კიდევ გაიმეორე_თეოდორეც აყვა სიცილში. -მიყვარხართქოო_სიცილში წამოიკივლა ქალმა და უკვე ქვემოთ იგრძნო ნაცნობი ხელები. -შენ რომ იცოდე მე როგორ მიყვარხარ_უკვე დაბოხებული ხმით მოეწყო ქალის ზემოდან და ანთებული თვალებით დახედა აწითლებულ თინიას. -აუცილებელია წავიდეთ?_უკვე მოწყენილი იყო ჩაცმულ-გამოწყობილი თინია ლოგინზე გადაწოლილი. -რომ შემეძლოს სამუდამოდ შენთან დავრჩებოდი აქ, ახლა უბრალოდ ადგილმდებარეობა უნდა შევიცვალოთ_ჩაცინებით წამოაყენა ფეხზე და ტუჩებს მიუახლოვდა -ვერც ვეღარასდროს მომიშორებ. -არასდროს მინდა მომშორდე, გთხოვ არასდროს მომშორდე_მთელი ძალით მოხვია ხელები ბიჭს და ცრემლების დასამალად სახე მკერდში ჩაურგო. -უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი_თავზე აკოცა თეოდორემ და გაბუტული ქალი კარისკენ წაიყვანა. უკანა გზაზეც მხიარულებას ინარჩუნებდა თინია, ნაცნობი სიმღერა როცა გაიჟღერებდა ხმამაღლა ყვებოდა, თეოდორესაც არ აძლევდა მოსვენებას და გიჟებივით მღეროდნენ მთელი გზა ხმამაღლა სიმღერებს. -ჩემ დასთან დამტოვე რა_ქალაქში შესვლისას თითქოს სუნთქვა გაუძნელდა თინიას და წამალივით სჭირდებოდა დასთან ლაპარაკი. -არის უფროსო_გვერდულად გაუცინა თეოდორემ და ნაცნობი უბნისკენ გადაუხვია მანქანა. სახლში მისულს დედის გარდა არავინ დახვდა, როგორც ჩანს დალის ანას შეყვარებულზე გაეგო და ცოტა დაწყნარებული ჩანდა, თინიაზე ისედაც იცოდა და უკვე ამშვიდებდა იმის ცოდნა, რომ მის შვილებს ძლიერი მამაკაცები ყავდათ გვერდით და არაფერი გაუჭირდებოდათ. -დედი, ბედნიერი ხარ?_სამზარეულოში ჩამოუჯდა წინ თინიას. -ვარ დე, უბრალოდ ამ ყველაფრის დაკარგვის მეშინია. -ეგ ჩვეულებრივი ამბავია შვილო, ბედნიერების დაკარგვის ეშინია ადამიანს, თორემ უბედურს არც არაფერი აქვს დასაკარგი. ეცადე ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ბოლომდე შეინარჩუნო. -მაგრამ ეგ არც ისე იოლია დედა_მწარედ გაეღიმა თინიას. -იოლი რომ იყოს ყველა გაღიმებული ივლიდა, როცა ამის მიზეზს იპოვი, უფლება არ უნდა მისცე გაგექცეს, ჩემი ბედნიერება თქვენ ხართ, მაგრამ რომ ვხედავ სხვა სახლში თუ ოჯახში ბედნიერები ხართ, ვჩერდები და არც სიმარტოვეზე ვამბბ უარს, საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო._ხელი ხელზე დაადო შვილს. -და თუ ეს საფრთხეს მოუტანს? თუ ამითი გავანადგურებ? -უკვე 7 თვეა დედა იქ ცხოვრობ, უნდა იცნობდე და იცოდე მისი ხასიათი, დაფიქრდი, რა უფრო გაანადგურებს, სხვა რამ, თუ შენგან მიყენებული ტკივილი. -მადლობა დედა_გაუღიმა შვილმა და ფიქრებით სავსემ დატოვა სახლი. არასდროს ყოფილა გზა ამდენი ემოციით სავსე. აქამდე, როდესაც საავადმყოფოდან გამოძახებას მიიღებდა არც დრო ქონდა ქუჩაში ყურების და არც სურვილი, იმაზე ფიქრობდა როგორ ეშველა პაციენტისთვის, რა ხერხები შეეძლო გამოყენებინა და ვინ როგორ დაეხმარებოდა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, თითქოს პროფესია შეიცვალა, ცდილობდა ფიქრები იმ საქციელზე, რის გაკეთებასაც აპირებდა გვერდით გადაედო და ხალხს დაკვირვებოდა. ხედავდა როგორ მოძრაობდა ხალხი ქუჩაში, ზოგი შემოდგომის მზეს ემალებოდა, ზოგი გასულ ზაფხულს ვერ ელეოდა და აკანკალებული ისევ თხლად ჩაცმულები დადიოდნენ, ერთი ახალგაზრდა გოგო ცრემლებით სავსეც კი დაინახა. ალბათ როგორი მარტივი პრობლემა ქონდა, ჩხუბი მამასთან ან შეყვარებულთან, ეს ხომ ის მომენტია, როცა გგონია სამყაროს აღსასრული მოვიდაო. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ სხვის ტკივილზე არაფერი ვიცით, წარმოდგენაც კი არ გვაქვს ვინ როგორ განიცდის სხვადასხვა ამბავს, შეიძლება ადამიანი უძლიერესი ჩანდეს, მაგრამ არავინ იცის როგორ იტირებს ის საპირფარეშოში შესვლისას, არავინ იცის ვინ რას გააკეთებს კრიტიკულ მომენტში და ვინ რაზეა წამსვლელი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ეს კარგია თუ ცუდი, სწორედ ამითია ცხოვრება მრავალფეროვანი. როცა სასურველ ადგილს მიუახლოვდა, უკვე დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში, ფიქრები მართალია, ჯერ კიდევ ერთმანეთში ერეოდა, მაგრამ იცოდა რასაც გააკეთებდა. სავსე გონებით შევიდა ნაცნობ შენობაში და სათათბიროში განცალკევებით მჯდომ ბიჭებს მიუახლოვდა. მორიდებით დააკაკუნა კარზე და ღიმილით შეაღო. -თინი_გახარებულმა შესძახა თეოდორემ და ფეხზე წამომდგარი შეეგება საყვარელ ქალს. -აქ არ გელოდი. -მომენატრე_გულზე მიეხუტა და სახე კაცის მკერდში ჩამალა. -მეც სულ მენატრები საყვარელო_უცებ აკოცა ტუჩებზე ბიჭმა და სკამისკენ მიუთითა. -დაჯდები? -მადლობა, საბა როგორ ხარ?_ახლა მომავალი მაზლისკენ გაიხედა -მალე გული ამერევა, იმედია არავინ არასდროს არ შემიყვარდება_თვალები გადაატრიალა ვითომ დამალული ღიმილით და წყვილი განმარტოებით დატოვა. -საღამოს სადმე გავიდეთ?_მაშინვე გვერდით მიუჯდა თეოდორე და ხელზე მოეფერა. -მირჩევნია კომედიების საღამოები გავაგრძელოთ. -ნება შენია, ისეთი რაღაცეების მოწყობისა და კეთების სურვილი მიჩნდება, რასაც ვერ ვიფიქრებდი_თავი სიცილით გადააქნია და ხელი მოუჭირა. -შეგვიძლია აივანზე რომანტიული ვახშამი მოვაწყოთ_წარბები აათამაშა თინიამ და გამოიწვია კიდეც თეოდორეს გადახარხარება. -რა სხვანაირი ხარ ასეთ როლს რომ ირგებ, ეგ მე უნდა შემომეთავაზებინა. -ღმერთო სულ დამავიწყდა, დღეს ცოტა გვიან მოვალ, ამიტომ არჩევანი შენზეა. ეს ახალი იარაღის მასალებია?_თემა შეცვალა და მაგიდაზე გადაშლილ ნახაზებს დააკვირდა. -ეგ არის, საბოლოო შტრიხებს ვათანხმებთ და ხვალ კონტრაქტის შესრულებას ვიწყებთ, ისედაც დიდხანს გადავდეთ ჩემს გამო. -გასაგებია_თავი დაუქნია ქალმა და მორიდებით ახედა საყვარელ კაცს, -შეგიძლია წყალი მომიტანო? პირი საშინლად გამიშრა და მალევე წავალ უკვე ისედაც მაგვიანდება. -რა თქმა უნდა_მაშინვე გაუღიმა თეოდორემ და ფეხზე წამოდგა. -თეოდორე, ძალიან მიყვარხარ, მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს, მინდა დარწმუნებული იყო, რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გადავწვავ თუ მეცოდინება, რომ ეს შენი სიცოცხლისთვის იქნება აუცილებელი. ვიცი, ვიცი, რომ ეგოისტურად ვმსჯელობ, მაგრამ შენმა სიყვარულმა ეგოისტიც გამხადა, უბრალოდ მინდა იცოდე, მინდა გახსოვდეს, რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე წინ იდგები და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნები._კარებთან მისული თინიას ხმის გაგონებაზე შეჩერდა და გაკვირვებული მობრუნდა უკან. რამდენიმე წამს პირდაპირ თვალებში უყურებდა ქალს, შემდეგ უპასუხოდ მიუახლოვდა, ვნებიანად შეეხო ტუჩებზე და ცოტათი მოახერხა წყურვილს მოკვლა. ოთახიდანაც შეუპასუხებლად გავიდა,თუმცა უკანდაბრუნებულს თინიას სკამიუკვე ცარიელიდახვდა. აცრემლებულიმიაბიჯებდა მომზადებულითინია მიტოვებული შენობისკენ და გული გაორმაგებით უცემდა, ტელეფონი, რომელიც თეოდორეს თავისუფლების ბილეთი ეგონა ხელში ეჭირა და მაგრად უჭერდა თითებს. აკანკალებულმა შედგა ფეხი ჩამონგრეულ კარში და წამით შეხტა წინ ორი ახმახის დანახვაზე. გზა გადაუღობეს და ხელით ანიშნეს გაჩერებულიყო. -უსაფრთხოების ზომები, ქალბატონო_მაშინვე მიუახლოვდა ერთ-ერთი მცველი და ამაზრზენი ღიმილით დაუწყო ხელების ფათური. ამას არ ელოდა და წამიერად გაშრა, თითქოს ყველანაირი უკან დასახევი გზა მოუჭრეს, მხარზე დამაგრებული ჩამწერი მოწყობილობა სიცილით ამოაძვრეს და ხელით წინ წასვლისკენ უბიძგეს. ჩანთაშ სათადარიგო მოყობილობას ვერც გამოიყენებდა, რადგან ჩანთა საერთოდ მეორე ოთახში მოისროლეს და თვითონ ზემოთ ასასვლელი ნახევრად დანგრეული კიბისკენ წაიყვანეს. -იმედები გამიცრუეთ_ჯერ კიდევ ცარიელ დერეფანში მდგომმა გაიგონა რამაზის ნაცნობი, გულის ამრევი ხმა. -მე შეთანხმება არ დამირღვევია_განრისხება შემოაწვა თინიას. -თუმცა გაცურება მოინდომეთ. -თქვენ გაცურებაზე მე მეუბნებით რამეს? უბრალოდ მარიონეტი ხართ, ეტყობა თქვენი უფროსი იმდენად ღელავს თავის მოდუნებულ ტაკოზე, რომ გარისკვის ეშინია, თქვენ კი არაჩვეულებრივი ვარიანტი ხართ, რამე რომ მოხდეს, ყველანაირად შეუძლია თქვენზე შეიხოცოს ხელი. -მე თქვენ ჭკვიანი მეგონეთ ქალბატონო თინია და სიმართლე რომ გითხრათ არც შევმცდარვარ_სრულიად უცხო ხმა მოესმა სიბნელიდან და გამოჩნდა კიდევაც ასაკიანი, თეთრი თმით შევერცხლილი დეპუტატი, რომელიც არაერთხელ ენახა ექიმს ტელევიზიით. -ბატონო თეიმურაზ_გაოცებულმა დაახამხამა თვალები თინიამ და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. -ვერ მოვითმინე პირადად არ მენახეთ, იმდენი მსმენია უკვე თქვენზე, ვერაფრით შევეკამათე საკუთარ თავს, ასე მგონია უკვე კარგად გიცნობთ, ჩამწერი მოწყობილობაც ვივარაუდეთ, ვაღიარებ, ნამდვილად ისეთი ლამაზი ხართ როგორც რამაზი აღნიშნავდა_ჩაეცინა კაცს და რატომღაც შიშის დავლა იგრძნო თინიამ სხეულში. მხოლოდ ახლა გადახარშა, რომ სრულიად მიყრუებულ ადგილას იყო უამრავი მამაკაცით გარშემორტყმული და რომ დაჭირვებოდა მშველელად აღარავინ ყავდა. -ნუ შეშფოთდით, აქ ამისთვის არ ხარ, მოიტანე რაც გთხოვეთ? -რაღაც თქვენს მეთოდს თხოვნას ვერ დავარქმევდი. -შეიძლება ეგრეც ითქვამს, თუმცა მოდი მაყურებლების რიგი გავზარდოთ. მოაბრძანეთ ყმაწვილები_მხიარულად დაიძახა და იგრძნო თინიამ როგორ შეუნელდა გულისცემა.ოთახის მეორე მხრიდან თეოდორე და საბა გამოჩნდა,ორივე წამით არიხრიდა წარბს და სერიოზული სახეებითმოიწევდნენწინ. -თინია_ამოოხვრასავით გაისმა თეოდორეს მკაცრიხმა. -მაპატიე,ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა. -მაინც როგორ? ნახაზებს მოიპარავდი, მატ გადაცემდი და ყველაფერი მორჩებოდა?_ამჯერად თეოდორეს ხმაში სიმკაცრეს იმედგაცრუებაც დაემატა და თითქოს თინიას შენელებულ გულისცემას ფეხებში ძალის დაკარგვაც დაემატა. -მოდი, ეგ ყველაფერი ცალკე გაარჩიეთ, მე კი სასურველი ნახაზები გადმომეცი_ხელი აკანკალებული ქალისკენ გაიშვირა, -მომეცი მობილური. -არ გაბედო_ისე მკაცრად გაისმა თეოდორეს ხმა წამიერად შეხტა თინია. -არ შეუძლია, იცის რაც მოხდება თუ პირობას არ შეასრულებს, იცი თქვენზე დაფიქრებით რა გავარკვიე? შენი ბიჭი იმაზე ჭკვიანია ვიდრე საჭიროა, შენით დავემუქრე, თუმცა მაინც ფიქრი და გაწონასწორებული მოქმდება არჩია, შენ კი მაშინვე ღალატი გადაწყვიტე , შედეგი ერთია, ქალები იმპულსურები, უჭკუოები და მარტივად მართვადები ხდებით როცა გიყვარდებათ._მონათმფლობელივით გაიშვირა ხელი და ქალს ცბიერი ღიმილით დაუქნია თითი. ისიც მონუსხულივით გაემართა მისკენ და მიახლოებულმა მისი ჭკუით ბოლოჯერ გახედა სახეწაშლილ თეოდორეს. -ისიც ისევე დააშინე როგორც მე? მას ჩემით დაემუქრე აქ რომ მოგეყვანა? აღარ დაიღალე? უბრალოდ გაუშალე ყველა კარტი და იმით მაინც დამეხმარე, რომ ჩემი თავი არ -ეგ არაფერში მჭირდება, მე ისედაც მშვიდად და სრულიად თავისუფლად ვცხოვრობ, ამ გეგმით კი საბშეიძულოს.ოლოოდ გავთავისუფლდები ყველაფრისგან._მხრები აიჩეჩა და გაღიმებულ რამაზს ნიშნისმოგებით გადახედა. -მაშინ რატომ დაგვესხი თავს?_ვეღარ იკავებდა მოწოლილ მრისხანებას ვერც საბა -თუ ეს ყველაფერი ისედაც დაგეგმილი გქონდა, ჩვენი მოკვლა რად გინდოდა? -გასართობათ, ნუ უფრო იოლი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა რაღაც მომენტში მინდოდა ცოტა გამოძრავებულიყავით და ცოტა გართობა გადავწყვიტე_მხრები აიჩეჩა კაცმა. -და შენთვის ადამიანის მოკვლა არაფერია? ასე მარტივია? თითქოს ბუზს კლავდე?_წარბსაც არ იხრიდა თეოდორე. -ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, თუ ვინმეს არ გადაუარე. ეს ხომ ასეთი ნათელი და მარტივია, ახლა კი გვეყო, მომეცი სანამ მუქარა შევასრულე_ხმა გაიმკაცრა დეპუტატმა და გაისმა კიდევაც იარაღის გადატენის ხმა. -მაპატიე_ცრემლებით დანამული ლოყები ცალი ხელით შეიწმინდა და ტელეფონი კაცს ჩააბარა. დაბინდული თვალებით იხეოდა უკან და გარანტირებული სიკვდილის მოლოდინში უნდოდა უკანასკნელი სახე თეოდორესი ყოფილიყო, თუმცა ვერაფრით დაინახავდა მის იმედგაცრუებულ მზერას. თვალები დახუჭა და ტყვიის გასროლას დაელოდა, როცა მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარიმართა. ირგვლივ თითქოს ყველაფერი გათეთრდა და ხმის გამაძლიერებლით დაჩის ნაცნობი ხმა გაისმა. „გირჩევნიათ ჩაგვბარდეთ, ალყაში ხართ“ ეს თავიდანვე გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ თინიას ხომ მოსასმენები ჩამოართვეს? საიდან იცოდა დაჩიმ როდის იყო სწორი დრო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.