შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეშვიდე თავი)


23-12-2019, 22:03
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 523

შუაღამეს გამოეღვიძა. იგრძნო წელზე მოხვეული ვიღაცის ხელი. მიხვდა, რომ გუგა იქნებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ პანიკაში ჩავარდებოდა, მაგრამ ახლა არ შეშინებია.
- აქ რას აკეთებ? - იკითხა, იქნებ ღვიძავს და გაიგოსო. გუგას მართლა ეღვიძა.
- ვწევარ.
- მაგას მეც მივხვდი, მაგრამ აქ რატო ხარ.
- ვერ მოვისვენე იქ.
- კარგი, მე გადავალ იქ მაშინ და აქ შენ დაიძინე. - თათიამ წამოდგომა სცადა, მაგრამ გუგამ არ დაანება.
- მარტო არ მინდოდა და აქ იმიტომ ვარ.
- იქნებ ვინმე სხვა მოგეძებნა შენი სიმარტოვის აღმოსაფხვრელად. არ გაგიჭირდებოდა ვიცი.
- აუ კაი რა, რა გჭირს. ხო არაფერს ვაშავებ. უბრალოდ მინდოდა შენი თმის სურნელი მესუნთქა. სულ ესაა. ახლა გადაბრუნდი და დაიძინე.
თათია გაისუსა. ხელს ვერ კრავდა. ამის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. სხვანაირ სითბოს გრძნობდა გუგასთან. ისეთს, აქამდე რომ არ უგრძვნია. თავს თითქოს დაცულად გრძნობდა, უსაფრთხოდ, მშვიდად. მაშინაც კი, როცა გუგა ეხეში და ცივი იყო, მაინც ჰქონდა მისი იმედი, თუ გაუჭირდებოდა. ეს კი ბევრს ნიშნავდა თათიასთვის... თუმცა მაინც დაძაბული იყო. ეუხერხულებოდა.
- თუ დილამდე ასე დაძაბული იქნები, ან წელის ტკივილით ადგები, ან კისრის გაშეშებით. მოდუნდი, მოეშვი. ხო, ალბათ ცოტა უცნაურია, შენს გვერდით რომ ვწევარ, მაგრამ მერე რა. არაფერი დაშავდება. ახლა მოდუნდი და დაიძინე.
თათია დამშვიდდა. ტკბილად ეძინა დილამდე. თვალი რომ გაახილა გუგა ისევ მის გვერდით იყო. მას უკვე ეღვიძა.
- დილამშვიდობის ღამის პრინცესა. კარგად გეძინა?
- დილამშვიდობის. კი, კარგად მეძინა.მაგრამ ღამის პრინცესა რატო?
- ღამით არ გამირბიხარ... მშვიდად ხარ ჩემს გვერდით.
თათიას გაეღიმა. გუგამ ვერ მოითმინდა. სახე თათიას მიუახლოვა და ტუჩებზე ნაზად შეეხო ტუჩებით. ისევ ნაცნობი შეგრძნება ჩაეღვარა სხეულში თათიას. არ შეწინააღმდეგებია. გუგა წამით შეჩერდა, მერე ისევ აკოცა. ჯერ ტუჩებზე, მერე შებლზე და მიიხუტა. ისეთი ბედნიერი იყო ამ წუთას თათია. გუგას მკერდზე მიკრული მშვიდად გრძნობდა თავს. ცოტახანს ასე იყვნენ. დუმილი გუგამ დაარღვია.
- ახლა გამიშვი ღამის პრინცესა, ყავას მოვამზადებ. მანამდე შენც მოწესრიგდი.
გუგა გავიდა. თათიამ სწრაფად ადგა, ჩაიცვა, აბაზანაში გავიდა და მოწესრიგდა. სამზარეულოში რომ გავიდა, გუგას ყავა უკვე მოემზადებინა.
- აი ახლა მე გიხდი სამაგიეროს, ხედაავ?
თათიას გაეღიმა.
- ხო, არც ვალის დატოვება გყვარებია.
მშვიდად დალიეს ყავა.
- მგონი ზედმეტად ვსარგებლობ შენი სტუმართმოყვარეობით. წავალ ეხლა მე. გმადლობ რომ მიმიღე.
- არასოდეს დაჯდე ნასვამი საჭესთან, კარგი? - მუდარა გაერია თათიას ხმაში.
- მე ხომ დაგპირდი. აღარასოდეს ვიზამ ამას.
კარამდე მიაცილა თათიამ. კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გუგამ და წავიდა.

თათიას მთელი დღე აბიტურიენტები ყავდა. ფიქრისთვის ორი წუთიც არ ჰქონია. საღამოს დღლილი დაწვა და დილამდე ეძინა.

დილით ისევ ჩვეულ რითმში დაიწყო ყველაფერი. ორშაბათი დატვირთული ჰქონდა. თუმცა არ გამოჰპარვია გუგას ლექციებზე არ ყოფნა. გუგა არც მეორე დღეს გამოჩენილა და არც მესამე დღეს. არც სტუდენტებმა იცოდნენ არაფერი მის შესახებ. შუადღემდე მოითმინ, მერე აიღო ტელეფონი და გუგასთან დარეკა. გოგონამ უპასუხა.
- გუგა მინდოდა
- გუგა ამ წუთას სააბაზანოშია. ვინ ხართ?
- თათია ვარ მე... - დაიბნა.
- ეხლა ვერ დაგელაპარაკებათ. სააბაზანოშია. - უპასუხა გოგონამ. უცებ გუგას ხმა სწვდება თათიას სმენას:
- შემოდი, რაა. რას აკეთებ მანდ.
თათიას რაღაც ჩასწყდა გულში. ეჭვიანობამ შიგნეული ჩაუწვა. თუმცა იმასაც ხვდებოდა, არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ ეეჭვიანა. ისიც კარგად იცოდა, რომ გუგა ისე ახლოს არ უნდა მიეშვა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა. ვერ ახერხებდა მისგან თავის შორს დაჭერას. უბრალოდ ვერ ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ასე ვერ გაგრძელდებაო, აღარ უნდა დავანებო ასე ახლოს მოსვლაო, გაიფიქრა.
მეორე დღეს გამოჩნდა გუგა ლექციებზე. ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. არც თათიას შეუმჩნევია რამე. ლექცია მშვიდად ჩაატარა, აიდიტორიის დატოვებას რომ აპირებდა, ლაშამ შეაჩერა.
- ქალბატონო თათია, თუ დრო გაქვთ, დალაპარაკება გვინდა.
- თქვენთვის ყოველთვის მაქვს დრო. აბა რა ხდება.
- მართალია მარტი 1 კვირაში მთავრდება, მაგრამ საგრძნობლად დათბა უკვე და სადმე გვინდა წასვლა.
- სადმე, სად?
- ექსკურსიაზე. მოგვენატრა ის სიტუაცია. თავისუფალი სივრცე და ერთმანეთი. იქ ხომ იცით, სულ სხვანაირად ვერთობით და ვხალისობთ.
- ისე წავიდეთ, რომ ღამით იქ დავრჩეთ რაა. კარვები და რამე. - საუბარში ლუკა ჩაერია.
- აუ რა კარგი იქნება. მალე წავიდეთ რაა. - აღფრთოვანდა სალომე.
- კარგით, წავიდეთ, თქვენ შეთამხმდით რისი ნახვა გსურთ და წავიდეთ. მოილაპარაკეთ ერთმანეთში. მე თქვენთან ვარ.
- აი ამიტო გვიყვარხართ ყველაზე მეტად.- შესძახა ლიკამ.
- ახლავე გადაწყვიტეთ სად გინდათ წასვლა და ბარემ შაბათს წავიდეთ.
- აუ რა კაიაა. ასე მალე რომ წავალთ. - ისევ წამოიძახა ლიკამ.
- ხო, თუ მოვასწრებთ მომზადებას.- უთხრა თათიამ.
- მოვასწრებთ. ბიჭები დღესვე წავალთ კარვებს დავიქირავებთ. მარშუტკის ნახვას კიდე რა უნდა. ეხლავე დავრეკავ და მოვაგვარებ. - თქვა თორნიკემ.
-აუ ჰამაკიც თუ გაქვთ ვინმეს ისიც წავიღოთ რა. - აღფრთოვანებით წამოიძახა სალომემ
- აუ მე ვიყიდე წინა შაბათს ხაშურში და წამოვიღებ. - თვალი ჩაუკრა მაკამ.
- მეც წამოვიღებ. - თქვა ლიკამ.
- კარგით აბა, მე დაგტოვებთ. დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ.

****

შაბათი

მარშუტკის უკანა ნაწილი კარვებით და ჰამაკებით გატენეს. თათია დაელოდა, რომ ყველა ასულიყო მარშუტკაში, თვითონ ბოლოს ავიდა. გადახედა და ყველა ადგილი შევსებული იყო, მხოლოდ გუგას გვერდით სკამი იყო თავისუფალი, მძღოლის უკან. მართალია ბევრნი არ იყვნენ, მთლიანად 15, მაგრამ იმის გამო, რომ ტრანაპორტის უკანა ნაწილზე კარვები იდო, ადგილები სულ შეივსო. სხვა გზა არ ჰქონდა თათიას. გუგას გვერდით დაჯდა. არ უნდოდა ვინმეს ზედმეტად მიექცია ყურადღება. გუგა კმაყოფილი სახით იჯდა. კახეთში მიდიოდნენ. უამრავი რამ ჰქონდათ სანახავი. ყველა ჩუმად იჯდა. ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოფხიზლებულები. ისევ ეძინებოდათ. ანლოგიურ მდგომარეობაში იყო გუგაც. მიეძინა და თავი თათიას მხარზე ჩამოდო. თათიას ეგონა სპეციალურად აკეთებსო და ააწევინა თავი. გუგა გამოფხიზლდა.
- რა მოხდა?
- იქნებ სწორად დაჯდე.
- შეგაწუხე? ბოდიში. არ მინდოდა. შენ დაიძინე და მე დამადე თავი მხარზე. არ გამოგაღვიძებ.
- ნუ სულელობ. - ჩურჩულზე გადავიდა თათია.
- რა იყო, რა ვთქვი ცუდი.
- აქ მარტო არ ვართ.
- გინდა მარტო ვიყოთ? - ეშმაკური თვალებით შეხედა გუგამ.
- გეყოფათქო. - ეჩურჩულებოდა თათია.
გუგამ ხელზე ხელი მოკიდა, ტუჩებთან მიიტანა და აკოცა ისე, რომ ვერავინ შეამჩნია.
თათია გამწარდა. არ მოსწონსა გუგას თამაში.
- იცოდე ვთხოვ ვინმეს და ადგილს შემიცვლის.
- სადაც გადაჯდები იქ მოვალ მეც.
- ნუ სულელობ.
- ხო იცი რომ გავაკეთებ. ხუთჯერ გადაჯდები, მეც ხუთჯერ გადმოვალ შენთან. რას იზამ? რას იტყვი, გუგა მაბრაზებს და მკოცნისო?
თათიამ გულისტკენა იგრძნო. იცოდა, მართლა გააკეთებდა გუგა. არ უნდოდა, ვინმეს რამე ეეჭვა. ამას სიკვდილი ერჩია და საკუთარმა უსუსურობამ ცრემლი მოჰგვარა. ვერ მოთოკა თავი და გზა იპოვა ცრემლმა. საბედნიეროდ თითქმის ყველას ეძინა. მძღოლის სავარძელიც ისე იყო, რომ მათ ვერ ხედავდა. გუგა თათიას ცრემლების დანახვაზე შეცბა. არ ელოდა.
- ბოდიში, არ მინდოდა შენი ატირება.
თათიას ხმა არ გაუცია. ისე მოსდიოდა ცრემლები.
- კარგი რაა, ხო იცი ყველაზე მეტად შენ ცრემლებს ვერ ვიტან.
- მაგრამ ისე იქცევი, რომ ვიტირო.
გუგამ ხელი მხარზე გადახვია. თათია უარესად გაოცდა.
- მშვიდად. დამადე მხარზე თავი.
- შენ სულ გაგიჟდი ხო?
- გადახედე. ყველას ასე სძინავთ. ამაში გასაკვირი არაფერია. ნუ გეშინია, სხვანაირად არავაინ იფიქრებს. ჩათვლიან რომ შენც მიგეძინა.
თათია დაჰყვა მის ნებას. ამჯერად არა იმიტომ, რომ თვითონაც უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა სხვებს რამე შეემჩნიათ. გუგას მხარზე ედო თავი და დახუჭული თვალებიდან ცრემლები ისევ მოსდიოდა. გუგამ ვერ მოითმინა. უკან გაიხედა, ვინმე ხოარ იყურებაო. ზოგს ეძინა, ზოგს ტელეფონში ჰქონდა თავი ჩარგული. რომ დარწმუნდა ვერავინ შემამჩნევსო, დაიხარა, ყურში უჩურჩულა - პანიკაში არ ჩავარდე ახლა - და ორივე თვალზე აკოცა.


***
ნაყოფიერად მიიწურა დღე. ბევრი რამის ნახვა მოასწრეს. ტყეში კარვებისთვის ადგილიც მონახეს და გაშალეს. ჰამაკიც ჩამოჰკიდეს. ცეცხლი დაანთეს და ირგვლივ შემოუსხდნენ. ხან ანეგდოტებით გაირთეს თავი, ხან ფანდურზე დაკვრით და სიმღერით. ზოგმა კარავს მიაშურა დასაძინებლად. საკმაოდ გრილოდა უკვე. ცეცხლთან ხუთნი დარჩნენ. ლიკა, მაკა, ლუკა, თათია და გუგა. ცოტახანს საუბრობდნენ. შემდეგ გუგა მარშუტკასთან მივიდა და მაკასაც დაუძახა - დახმარება მჭირდება შენიო. . მაკა მივიდა. ცოტახანს რაღაცაზე ისაუბრეს. შემდეგ გუგამ გორაკისნენ ნელი ნაბიჯით იწყო სვლა. მაკამ თათიას დაუძახა - თუ შეგიძლია ორი წუთით მოდიო. თათია ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თუმცა მაინც მივიდა მასთან.
- წამოდი რა, გუგა რომ მიდის იქ მივიდეთ ჩვენც.
თათია აფორიაქდა. დაიბნა.
- კი მაგრამ, რატო. რა ხდება.
- აუ მეც ვერ ვხვდებოდი და გუგამ მითხრა.
ამის თქმაზე თათიას ფერი დაეკარგა.
- რა გითხრა?
- რა და ლუკას და ლიკას მარტო დარჩენა უნდათ. უფრო სწორად ლუკას უნდოდა, რომ მარტო დაგვეტოვებინა.
თათიამ შვებით ამოისუნთქა. გუგას მიუახლოვდნენ.
- აქ დგომა უფრო უხერხულია. წამოდით, უფრო ზევით ავიდეთ. ახლოსაა, თუმცა ისინი ვერ გვხედავენ და მშვიდად იქნებიან.
- იმედია ლიკა გაქცევას არ დააპირებს.- სიცილით თქვა მაკამ.
- მოიცა რაა, რა გაქცევას. მაგასაც მოსწონს. - უპასუხა გუგამ.
- ეეე, შენ რა იციი? - გაოცდა მაკა.
- დიდი მიხვედრა არ უნდა მაგას. ადვილად ემჩნევა გოგოს.
ამის გაგონებაზე თათია გაწითლდა. კიდევ კაი ღამეა და არ ვჩანვარო- გაიფიქრა. ცოტახანს ისაუბრეს. მერე მაკამ უთხრა:
- აუ მეც მეძინება და წავალ. თათია ხო იცი ჩვენი წითელი კარავია. ყველაზე დიდი.
- ვიცი მაკა. თუ ლიკა გაბრაზებული შემოვიდა, დამიძახე, დავამშვიდოთ.
- რა გაბრაზებული, იმას ვფიქრობ ეგრევე ცალკე კარავში არ შეძვრნენ. გუგა შენ მაინც სანამ დაწვები, კარგად შეამოწმე, მერე უხერხულობაში არ ჩავარდე. - სიცილით თქვა მაკამ.
- ანუ მე ამაღამ გარეთ მტოვებთ? - თავი მოისაწყლა გუგამ.
- გარეთ რატო, ჩვენთან 4 კაციც დაეტევა. შენ არ მოგერდოს. წავედი ეხლა მეე.
მაკა წავიდა. დარჩნენ თათია და გუგა. თათია მობუზული იჯდა.
- გცივა შენ ხო? - დუმილი დაარღვია გუგამ.
- არც ისე.
- ცოტახანში ალბათ გალურჯდები და არც ისეო. წავალ, ჩემ ზედას მოგიტან. პლედიც უნდა იყოს და იმასაც წამოვიღებ. ორ წუთში აქ ვარ. არ შეგეშინდეს.
თათიას არაფერი უპასუხია. არ უნდოდა ჯერ კარავში შესვლა. გიჟდებოდა ღამეზე და სიჩუმეზე. ვარსკვლავებით სავსე ცაზე. გუგა სწრაფად დაბრუნდა. ბევრი რაღაც მოქონდა.
- რა ამბავია, ამაღამ აქ ვრჩებით? - ჰკითხა თათიამ.
- ეს საძილე ტომარაა, ამაზე დავსხდეთ. ეს ჩემი ზედაა და ესეც პლედი.
ტომარა ძირს დააგდო და დაეხმარა თათიას დაჯდომაში. თვითონაც ჩამოჯდა და თავის ზედა მიაწოდა - ჩაიცვიო. უარი არ უთქვამს. სციოდა.
- შენ არ შეგცივდება?
- მე მაცვია უკვე. ვიცოდი რომ ღამით ეგრილებოდა. მეორე როგორც ჩანს შენთვის წამოვიღე.
პლედი ფეხებზე მიაფარა - არ გამიცივდეო.
- სავსე მთვარე, უამრავი ვარსკვლავი და სიჩუმე... რა სასიამოვნო გარემოა ხედავ? - თქვა თათიამ.
-სასიამოვნო და რომანტიული. - უპასუხა გუგამ.
თათია ფიქრებში იყო ჩაძირული. წესით გუგას გვერდით არ უნდა მჯდარიყო ახლა. დილის მერე ხმა არ გაუცია. გაბრაზებული იყო მაგრამ ღამემ ყველაფერი შეცვალა როგორც ჩანს.
- ღამის პრინცესა, რაზე ფიქრობ?
- სიმართლე გითხრა? იმაზე, რომ ახლა აქ ერთად ღ უნდა ვისხდეთ. იმდენად გამაბრაზე დილით.
- ეხლა ხომ ღამეა. თუ გინდა დილით ისევ გაბრაზებული იყავი, არ დამელაპარაკო, თუ გინდა მეჩხუბე კიდეც... ოღონდ ახლა ჩათვალე რო არაფერი მომხდარა. ეხლა სხვაგან არ მინდა ყოფნა. მარტო იქ, სადაც შენ ხარ.
თათიამ გაოცებულმა შეხედა. ვერ მიხვდა როგორ გაეგო ვუგას ნათქვამი.
- თავს ნუ დაიღლი ამაზე ფიქრით, კარგი? ჩემ ნათქვამს ვგულისხმობ. უბრალოდ ახლა აქ მინიდა. და.... და ჩახუტება მინდა.
თათია თავისით მიეხუტა გუგას. გუგამაც მოხვია მკლავები და ცხვირი მის თმაში ჩარგო.
- ასე რატო ვიქცევით? - კითხვა დასვა თათიამ.
- ამაზე არ იფიქრო, კარგი? უბრალოდ არ იფიქრო. ხანდახან მოიქეცი ისე, როგორც გსურს. მერე რაა რომ შენ შენ ხარ. რადგან ლექციებს კითხულობ და ლექტორი გქვია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენ სურვულზე უარი თქვა. მით უმეტეს, იმაში არაფერია ცუდი თუ ჩემს გვერდით ზიხარ. არც იმაში, რომ ჩაგეხუტო. როცა ადამიანს სითბო აკლია, ჩახუტება საუკეთესო რამაა ამ სითბოს მისაღებად. ადრეც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ- როდესაც ჩახუტება მოგინდება, მოდი და ჩამეხუტე. ან თუნდაც უბრალოდ თვალებში შემომხედე და გეფიცები, მივხვდები რომ ამის გაკეთება გინდა.
თათიას ისევ ცრემლები მოაწვა თვალებზე.
- ოღონდ ახლა არ იტირო კარგი? თორემ მომიწევს შენი ცრემლები ტუჩებით ვკრიფო და გაწყოობს ეს?
თათიას გაეღიმა.
- აი ასე, ღიმილი უფრო გიხდება.- ცხვირზე თითო დაჰკრა გუგამ.
თათია უფრო მიეხუტა. ცხვირით მის ყელს ეხებოდა. გუგას ისე სიამოვნებდა მისი თბილი სუნთქვა რომ ეფრქვეოდა ყელზე, რომ მთელ ღამეს ასე მჯდარი სიამოვნებით გაატარებდა.
დიდხანს ისხდნენ ასე. დუმილი თათიამ დაარღვია.
- გუგა.
- ხო.
- წასვლის დრო არაა?
- მე რომ ასე მომწონს?
- ხო, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაც ამოვიდეს აქ...
მიხვდა გუგა რასაც გულისხმობდა.
- კარგი, წავიდეთ.
წამოდგომაში დაეხმარა. თათიას გააჟრჟოლა.
- ცივა.
- აბა ჩემს მკლავებში კი იყავი თბილად და. აღარ გინდოდა.
- აღარ მინდოდა არა რაა, უბრალოდ...
- ანუ, გინდოდა?
თათია ისევ დაიბნა. გუგას გაეცინა.
- კარგი ეხლა, ყველაფერს ასე სერუოზულად ნუ იღებ.
ცეცხლს მიუახლოვდნენ. ლიკა და ლუკა ისევ ისე ისხდნენ.
- აბა, გვრიტებო, არ დაიღალეთ ღუღუნით? არ გეძინებათ? - ჰკითხა გუგამ.
- თუ გეძინება იცი კარავი სადაცაა. - ენა გამოუყო ლუკამ.
- ოჰ, მე მაპატიეთ. ანუ ყველაფერი რიგზეა და ქორწილს უნდა ველოდოოთ. - ლიკას უთხრა გუგამ.
- ხელი ჯერ არ უთხოვია და რა ქორწილი აბაა. - სიცილით უპასუხა ლიკამ.
- რომ მეთხოვა დამთანხმდებოდი? - გაოცება დაეტყო ლუკას ხმაში.
ლიკამ გადაიკისკისა.
- ეგ არც ისე მარტივია. ერთ ღამეში არ მოგვარდება.
- შენ ოღონდ მითხარი შენგან თანხმობას რითი დავიმსახურებ და გპირდები შეუძლებელს შევძლებ.
- ეგ შენით მოიფიქრე. ისე, რომ იცოდე გვიანია ძაან და ჯობს დავიძინოთ.
დაიშალნენ. ყველამ თავის კარავს მიაშურა. თათია ვერ იძინებდა. გუგაზე და მის სიტყვებზე ფიქრობდა. იცოდა, რომ გუგა თუ ამ საღამოს ასეთი თბილო და მზრუნვი იყო, ხვალ შეიძლება უხეში და ცივი ყოფილიყო.


****
მეორე დღეც ნაყოფიერად დასრულდა. კახეთის მნიშვნელოვანი ისტორიულო ძეგლები სულ მოიარეს და დაღლილები დაბრუნდნენ ქალაქში. ისევ იმ ადგილას დაიშალნენ, სადაც შეიკრიბნენ. ზოგს ძმა დახვდა, ზოგს მეგობარი, ზოგს მამა, ზოგსაც საკუთარი მანქანა სადგომზე დაეტოვებინა. თათიას უწევდა მარშუტკით წასვლა. ლუკამ შესთავაზა გაგიყვანთო, მაგრამ უარი უთხრა. ამხელაზე გზა რატო უნდა გაიმრუდოვო.
- მე მივდივარ იქით და მე გავიყვან. - თქვა გუგამ.
- მაშინ მშვიდად წავალ.- თქვა ლუკამ. - და კიდევ გავიმეოროთ ხოლმე მსგავსი ექსკურსიები. კარგი იყო.
გუგამ მანქანის კარი გაუღო. თათია დაჯდა. გუგაც სწრაფად მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა.
- რაღაც უნდა გთხოვო. - დუმილი დაარღვია გუგამ.
- გისმენ.
- ჩვენთან უნდა წამოხვიდე ეხლა.
- სად უნდა წამოვიდე?- გაოცდა თათია.
- ჩემთან. უფრო სწორად დედაჩემთან. მთხოვა, რიმ შენ მიგიყვანო.
- კი მაგრამ, რატო? ვერ გავიგე...
- ნუ, მოკლედ, დღეს დედას დაბადებისდღეა. და მთხოვა, რომ შენც წამოხვიდე.
- კი მაგრამ, მე რატო, რა შუაში ვარ.
- მოდი ეგ დედასთან გაარკვიე, კარგი? უბრალოდ ძალიან ძალიან მთხოვა.
- არ შემიძლია გუგა. ეს ორი დღე ძალიან დავიღალე.
- ვიცი, მესმის. მაგრამ იქ დაისვენებ. არავინ იქნება, ჩემი და და დიშვილი და გიორგი და ლიზიც იქ იქნებიან. თავს უხერხულად არ იგრძნობ.
- გუგა არ შემიძლია.
- კარგი რაა. ეხლაც ვკითხე საჩუქრად რა გიყიდოთქო და თათია მოიყვანე არ მინდა სხვა არაფერიო. გთხოვ, წამოდი რა.
- გუგა ასე მოუწესრიგებელი ვარ. ორი დღის ნამგზავრი. ვერ შევძლებ რაა.
- მიგიყვან სახლში, მოწესრიგდი, მეც გავალ სახლში გადავივლებ წყალს და გამოგივლი ისევ.
- კარგი რა, ამდენი წვალება რა საჭიროა.
- ახლა შენ იმისკენ მიბიძგებ, რომ ჩავკეტო მანქანის კარები და პირდაპირ იქ მიგიყვანო. ამის გამკეთებელი რომ ვარ იცი. მაგრამ ასე არ მინდა. ძალიან გთხოვ... ჩემს გამო არა, დედას გამო გთხოვ.
თათია გაურკვევლობაში იყო. ვერ გადარწყვიტა რა ექნა. ბოლოს დათანხმდა.
- კარგი, მიმიყვანე სახლში, მოვწესრიგდები და წავიდეთ.
გუგამ მანქანა წაატორმუზა. - მართლაა? - იყვირა გახარებულმა.
თათიას გაეღიმა.
- კი. დამირეკე მზად რომ იქნები და გამოვალ.


თათია სწრაფად მოწესრიგდა. მაღაზიაში ჩავიდა საჩუქრის ასარჩევად. ძნელი იყო იმ ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა, ვისაც კარგად არ იცნობდა. უამრავი რამ დაათვალიერა, ბოლოს არჩევანი მუქ შინდისფერ, სადა ორნამენტებით გაწყობილ შარფზე შეაჩერა. ლამაზად შეაფუთინა. გამოდიოდა უკვე მაღაზიიდან გუგამ რომ დაურეკა კორპუსთან ვდგავარო და ჩამოდიო. უხმოდ მივიდნენ გუგას მშობლების სახლამდე. კარი გუგას დედამ გააღო. იმდენად გაუხარდა თათიას დანახვა, ემოციები ვერ დაფარა.
- ვაიმე, რომ მითხრა გუგამ მომყავსო ისე გამიხარდა, რომ ვერ აგიღწერ. კარგი გოგო ხარ, რომ უარი არ თქვი ჩემს თხოვნაზე.
- ძალიან მეუხერხულებოდა ქალბატონო თამარ.
- ოღონდ ქალბატონო არა... თამარიკო დამიძახე.
- არა როგორ გეკადრებათ, სახელით რატომ უნდა მოგმართოთ.
- მაშინ დეიდა დამიძახე, ქალბატონოს რომ მეუბნებიან თავი ბებერი მგონია - გაიხუმრა თამარმა.
- კარგით, იყოს თამრიკო დეიდა. - გაუღიმა თათიამ და საჩუქარი გადასასცა.
- რა საჭირო იყო შვილო. რატო შეწუხდი.
- არა რა შეწუხებაა. უბრალოდ არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ.
- შენი არჩეული ვიცი რომ მომეწონება. არ ვიცი რატო, მაგრამ ასე მგონია დიდი ხანია გიცნობ და შინაური ხარ უკვე.
- მიხარია თუ ასეა. - გაუღიმა თათიამ.
ზალაში შეუძღვა თამარი გუგას და თათიას. სუფრასთან უკვე ისხდნენ გუგას და, მისი ქმარი და გვანცა, ლიზა და გიორგი. გვანცა მაშინვე წამოფრინდა და შეეგება. ჯერ თათიას ჩაეხუტა, მერე ბიძას. შემდეგ ლიზამ და გიორგიმ ჩაიხუტეს. შემდეგმ გუგას დამ მოიკითხა.
მართლა ძალიან თბილი და შინაურული გარემო იყო. თათია ისე გრძნობდა თავს, თითქოს დიდი ხანია ამ ოჯახს სტუმრობდა. იმხელა სითბოს გრძნობდა მათგან, თითქოს ძალიან ახლობელი იყო. მალე გუგას მამაც გამოჩნდა. ისიც იმხელა სითბოთი ეპყრობოდა, მოუნდა მასაც ასეთი ოჯახი ჰყოლოდა. ცრემლი მოერია. არ უნდოდა ვინმეს დაენახა, ტელეფონი აიღო და აივანზე გავიდა. იქ მისცა ცრემლებს ნება გზა ეპოვათ.
გუგამ შეამჩნია და გაჰყვა უკან.
- თათია კარგად ხარ?
თათიამ თავი დაუქნია.
- აბა რატომ ტირი?
თათიამ მხრები აიჩეჩა. არ უნდოდა ხმის ამოღება. გუგა მიუახლოვდა, ხელი მიხვია და მიიხუტა.
- არ მიყვარს შენი ტირილი, ხო იცი.
- უბრალოდ იმდენად კარგები არიან შენები, გული ამიჩუყდა. იმხელა სითბოს ვგრძნობ მათგან.... ბედნიერი ხარ ოჯახი რომ გყავს...
- ჩემი ღამის პრინცესა... ამიტომ იტირე? - შებლზე აკოცა. - როცა გაგიხარდება შემოუარე დედას, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებ. მართლა.
- გმადლობ გუგა. გმადლობ რომ აქ მომიყვანე. ერთერთი საუკეთესო საღამოა ჩემ ცხოვრებაში. ახლა შევიდეთ, უხერხულია.
უკვე შედიოდნენ, გვანცა რომ მიუახლოვდა.
- მოდიხაართ? ტორტი უნდა გავჭრათ.
- კი ძიას გოგო, მოვდივართ.

*******
მხიარულად გაატარეს საღამო. თათია დაემშვიდობა. მადლობა გადაუხადა . გუგას დედამ სთხოვა, კიდევ გვესტუმრეო.
ტაქსით აპირებდა გასვლას სახლამდე, მაგრამ გუგამ არ დაანება. მე გაგიყვანო.
- რას ამბობ, ნასვამი ხარ, საჭესთან რანაირად ჯდები.
- ბევრი ხოარ დამილევია. არ ვარ მთვრალი.
- შენ რას დამპირდი, გახსოვს?
გუგას მაშინვე გაახსენდა თავის პირობა.
- გუგა ნასვამი მართლა ნუ დაჯდები საჭესთან. ტაქსით წადით, გაყევი თათიას. სახლამდე მიიყვანეთ და მერე შენ გაგიყვანს ტაქსი. - ურჩია გუგას დამ.
- ხო, შვილო, მასე ჯობია. მშვიდად ვიქნები მეც. - დაამატა თამარმა.
- კარგით, ასე იყოს. ამდენ ქალს ვინ გაგიწევთ წინააღმდეგობას. - გაეცინდა გუგას.
დაემშვიდობნენ ერთმანეთს. თათია და გუგა დაბლა ჩავიდნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. გამოჩნდა თუარა, გუგამ გააჩერა და თათიასაც უთხრა დაჯექიო. უკან დასხდნენ ორივე. ამ დროს ტელფონზე ნინიმ დაურეკა. ჭორაობაში ისე გაერთო, არ შეუმჩნევია სად მიდიოდნენ. ტაქსი რომ გაჩერდა და გუგა გადავიდა, თვითონაც ინსტიქტურად გადავიდა მანქანიდან. ტელეფონი გათიშა და მიმოიხედა. ტაქსი წავიდა. რომ აღიქვა თათიამ, სად იმყოფებოდნენ, გაოცებულმა იკითხა:
- აქ რა მინდა გუგა?
- რავიცი, არ გაგიპროტესტებია აქეთ რომ მივდიოდით.
- კარგი რა გუგა, არც შემიჩნევია სად მივდიოდით. ტელეფონზე ვლაპარაკობდი.
- წამო რა, აქ ხოარ ვიდგებით. მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყავი ამაღამ.
- რას ქვია შენთან ვყოფილიყავი.
- რატო ასერიოზულებ ასე? უბრალოდ მარტო ყოფნა არ მინდოდა.
- ჩემთან წამოსულიყავი თუ ასეა, აქ რატო მოვედით?
- შენთან ვერ ვიძინებ ტახტზე და თუ გინდა რომ შენს გვერდით დავიძინო, აქაც მოხერხდება ეგ.
- ეხლა რომ ბოდიალობ თუ ხვდები.
- წამოდი რა. ზემოთ ვისაუბროთ. ან დავლიოთ, ან დავწვეთ. რავი.
თათია აჰყვა. აზრი აღარ ჰქონდა შეკამათებას. ორი დღის ნამგზავრი, დაღლილი და ენერგიაგამოცლილი იყო. ავიდნენ სახლში.
- ყავა უნდა გავაკეთო, შენც ხომ არ დალევ? - ჰკითხა გუგამ.
- არა, ვეღარ დავიძინებ ღამე. მადლობა.
- მერე რა, გავათენოთ.
- აუფ, ორი დღის ნამგზავრები, თითქმის ღამენათევები, დაღლილები და კიდე გავათენოთ?
- კარგი, რავი, როგორც გინდა. შენი საძინებელი ისევ იქაა, სადაც წინაზე გეძინა. თეთრეულიც და ჩემი მაისურიც, ისევ ისეა. შეგიძლია დაწვე თუ ასე დაღლილი ხარ. მე ყავა მინდა. თათია ოთახში გავიდა, გუგა სამზარეულოში. ყავა მოამზადა და აივანზე გავიდა, - იქ დავლევო. თათია იქ დახვდა. აივანზე სარწეველა ფაფუკი 3 კაციანი საქანელა იდგა და იქ იჯდა.
- აკი მეძინებაო? - ჰკითხა გუგამ და თვითინაც გვერდით მიუჯდა.
- ისე ლამაზად ჩანს აქედან ცა და ვარსკვლავები, ცდუნებას ვერ გავუძელი და გამოვედი. იმედია ხელს არ გიშლი.
- არა, პირიქით. სრულყოფილს ხდის შენი აქ ყოფნა სამყაროს.
თათია გაწითლდა. გუგამ შეამჩნია მისი სიმორცხვე. არ შეიმჩნია. ჩუმად ისხდნენ. გუგამ დაასრულა ყავის დალევა, ფინჯანი ძირს დადო და თათიასკენ მიიწია. ერთი ხელი მხრებზე გადახვია და ახლოს მიიზიდა. თათია დაჰყვა მის ნებას. თავი მახრზე დაადო. იმდანდ სიამოვნებდა ეს სიტუაცია, რო მთელი ღამე ასე გაატარებდა. გუგა თითქოს მიუხვდა სურვილს:
- გინდა ამაღამ ასე ვიყოთ?
- გაგიჟდი? სირცხვილია. რას იფიქრებენ მეზობლები ასე რომ გვნახონ.
- აჰა, ანუ იმის წინააღმდეგი არ ხარ მთელი ღამე ასე რომ ვიყოთ, უბრალოდ მეზობლების გერიდება. მაშინ ახლა მე აგიყვან, შევალთ ოთახში და ანალოგიურ მდგომარებაში დავსხდებით. იქ ვერავინ დაგვინახავს.
თათია ისევ გაწითლდა.
- მორჩი სისულელეებს. დროა დავიძინოთ. - წამოდგა და საძინებელში შევიდა. დაღლილს მალევე ჩაეძინა. შუაღამეს წყურვილმა გამოაღვიძა. ადგომა სცადა და მიხვდა, რომ ვიღაც აკავებდა. გუგა იწვა მის გვერდით და ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული. თათიას მოძრაობაზე გუგასაც გაეღვიძა.
- აქ რას აკეთებ? ჰკითხა.
- მძინავს.
-მაგას მეც ვხედავ მაგრამ აქ რატოთქო.
- მარტო არ მინდოდა და იმიტო.
- და როცა მარტო წოლა არ გინდა, თანახმა ხარ ნებისმიერთან დაიძინო?
- აუუ, შენ ნებისმიერი ხარ? ხვდები რა სისულელე თქვი? ასე არასოდეს ვიქცევი. ეხლა დამშვიდდი და ნუ ფართხალებ.
- ადგომა მინდა- ჩაიბურტყუნა თათიამ.
- რა დროს ადგომაა.
- წყალი მინდა თორემ სულ კიარ ვდგები.
- იყავი, მე მოგიტან.
გუგა წამოდგა და სწრაფად დაბრუნდა ჭიქით ხელში. თათიამ მოიკლა სურვილი და ისევ შეწვა ლოგინში. გუგაც დაწვა. ცოტახანს ასე იყვნენ. ვერ ისვენებდა თათია. საშინლად უნდოდა გუგას ხელები მოეხვია და ისე დაეძინა, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს ვეღარ მოითმინდა, თვითონ მიიწია გუგასკენ, თავი მკერდზე დაადო და გაისუსა. გუგამ თმაზე დაუწყო ფერება. უდიდეს სიამივნებას გვრიდა გუგას შეხება. ერთი ღრმად ამოიოხრა.
- ნურაფერზე ფიქრობ, კარგი? - სიჩუმე გუგამ დაარღვია. - ნუ ეძებ რაღაც ახსნას. მოგწონს ასე ყოფნა და საკუთარ თავს ნუ ეწინააღმდეგები.მით უფრო, რომ ამაში ცუდი არაფერია. არ გავაკეთებ რამე ისეთს, რომ თავი უხერხულად ან ცუდად იგრძნო. მე მინდა, რომ მშვიდად იყო... და ასე ახლოს როცა ხარ, მგონია რომ უფრო მშვიდახ ხარ შენც. მეც მხოლოდ ეს მინდა სხვა არაფერი. მხოლოდ ის, რომ მშვიდად და მყუდრიდ იგრძნო თავი.
- ხო, მაგრამ....
- არავითარი მაგრამ... მითხარი, ახლა თავს ცუდად გრძნობ?
- არა... პირიქით... კარგად ვარ. ძალიან....
- ხოდა ნუ ფიქრობ ნურაფერზე. დაივიწყე ამ ქვეყნად ყველაფერი. ჩათვალე, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობთ ამ ქვეყანაზე. წარმოიდგინე, აბა.
თათიამ თვალები დახუჭა.
- წარმოვიდგინე...
- ხოდა ვზივართ ახლა მე და შენ... უფრო სწორად ვწევართ. არსად გვეჩქარება, არაფერი გვაწუხებს და გვაღელვებს. ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობთ.
- რა კარგი იქნება, ხვალინდელ დღეზე ფიქრი რომ არ შეგვეძლოს. - ჩაილაპარაკა თათიამ.
- ნუ იფიქრებ. გთხოვ. ახლა მაინც. უკვე გითხარი, რომ შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ახლა გვერდიგვერდ რომ ვწევართ, მაგრამ არც არაფერია გასაკიცხი. არც შეცდომაა და არც დანაშაული. მომწონს, გვერდით რომ ხარ... მომწონს შენ დამფრთხალ თვალებს რომ ვხედავ, შენი გულის ბაგა-ბუგი რომ მესმის, მომწონს როგორ თრთიხარ ჩემს მოახლოებაზე, როგორ გებინდება გონება ჩემ შეხებაზე, მაგიჟებს შენი თმის სურნელი... შენ ტუჩებს რომ ვეხები, ჭკუას ვკარგავ....
თათია გასუსული უსმენდა. საშინლად სიამოვნებდა გუგასგან ამ სიტყვების მოსმენა.
- ჩემი ღამის პრინცესა ხარ შენ. ადრეც გითხარი, შესაძლოა ზოგჯერ გაგაღიზიანო, გაგაბრაზო, მდგომარეობიდან გამოგიყვანო, მაგრამ როცა ასე ახლოს ხარ, მინდა ჩაგიხუტო და არ გაგიშვა არსად. - გუგამ მაგრად მოხვია ხელი და უფრო მიიხუტა.- მოეშვი. ნუ ხარ ისევ დაძაბული. ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც არ გინდა. ზედმეტის უფლებას არ მივცემ თავს, არ გაწყენინებ. არც არავის მივცემ უფლებას გაწყენინოს. შენ ოღონდ მითხარი... უბრალოდ მითხარი თუ ვინმე გაბედავს შენ წყენინებას, და იმას მე მივხედავ. თუ რამე დაგჭირდეს, იცოდე, რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს. შეიძლება იმ მომენტში ნაჩხუბრები ვიყოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ხანდახან არაადეკვატურად ვიქცევი შენთან, მაგრამ ეს ბარიერად არ მიიჩნიო. იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე ჩემთან და დახმარება მთხოვო. ყოველთვის. დაიმახსოვრე ეს, კარგი? ჩემი იმედი ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს. - მთელი გულწრფელიბით ეუბნებოდა გუგა. მართლა ჰქონდა სურვილი, რომ დაეცვა და დახმარებოდა თათიას.
- მადლობა გუგა ამ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა. - თავი ასწია თათიამ, სახე გუგას მიუახლოვა და ფრთხილად შეეხო ტუჩებით ტუჩებზე. ეს სრული ნეტარებ იყო გუგასთვის. მაშინ მიხვდა რას ნიშნავდა სასურველი კოცნა. თათია სწრაფად მოშორდა და თავი გუგას მკერდში ჩამალა. ვუგას გაეღიმა. საშინლად მოუნდა გამეორება.
- თათია... - ჩურჩულით თქვა გუგამ. - თუ გინდა არ მოვკვდე, კიდევ ერთხემ გაიმეორე რა.
თათია უფრო მიეკრო გუგას.
- ღამის პრინცესა, გთხოვ... ერთხელ მარტო... სულ ერთხელ.
თათია ისევ არ განძრეულა.
- კარგი, არაუშავს, ჩემი მორცხვი გოგო. - თავზე აკოცა. ორ წუთს გასტანა თათიას უმოძრაობამ. შემდეგ წამოიწია, ისევ ახლოს მიიტინა გუგასთან სახე, ბნელოდა, მაგრამ ნათლად ხხედავდნენ ერთმანეთის თვალებს. გუგას თვალებში უსაზღვრო სურვილი ჩანდა, თათიას თვალებში სიმორცხვე. აჯობა თათიამ სიმორცხვეს, შეეხო გუგას ტუჩებზე გაუბედავად, ისევ ივრძნო გუგამ რას ნიშნავდა ნეტარება. არ უნდოდა თათია დაეფრთხო, ნაზად სცადა თვითონაც კოცნა, თათია არ გაწეულა, ცდილობდა კოცნაში აჰყოლოდა. გამოუცდელი იყო, მაგრამ გუგას საშინლად სიამოვნებდა მისი გამოუცდელი ტუჩების შეხება. დიდხანს არ გაგრძელდა მისი ნეტარება. თათიამ მალე დაიმორცხვა და მოშორდა მის ტუჩუბს. გუგას გაეღიმა. მოხვია ხელები და მაგრად მიიხუტა. - აი, ეს იყო შენი პირველი კოცნა. - თათია უფრო მიეკრო. - ჩემი მორცხვი ღამის პრინცესა. თავზე აკოცა გუგამ.- იციი რა ტკბილი იყო ეს კოცნა? აი იმდენად ტკბილი, რომ მითხრან გაიმეორე და სიცოცხლეს წაგართმევთო, დაუფიქრებლად დავთანხმდები.
- გაგიჟდი? - იყვირა თათიამ. - სოცოცხლის წართმევაზე მეორედ არ იხუმრო. ასეთი რაღაც აღარ თქვ.
- უკვე ვიცი რომ შენი კოცნის გარეშე მოვკვდები.
თათიას იმ წუთას ისე შეეშინდა, თითქოს მართლა შეიძლებოდა რამე დამართოდა გუგას. ისევ სწრაფად მისწვდა გუგას ტუჩებს, აკოცა და ისევ მიეხუტა.
- დამპირდი, რომ ყოველთვის კარგად იქნები. - ჩურჩულით, ტირილნარწვი ხმით უთხრა თათიამ.
- თუ ასე ჩამეხუტები ხოლმე, კარგად ვიქნები.
უფრო მიეხუტა თათია. ცოტახანს იკავებდა თავს, მეტი ვერ შეძლო და ცრემლებს გზა მისცა. ტიროდა. გუგა გაოცდა, ვერ გაიგო რა ატირებდა. დაიბნა.
- თათი, რა მოხდა. რა გჭირს...
- ოღონდ შენც არა რა.... შენც არ გაქრე. შენც არ წახვიდე... სლუკუნ სლუკუნით ამოთქვა თათიამ.
- აქ ვარ. არსად მივდივარ. დამშვიდდი. შენთან ვარ. ჩემი მტირალა. - იხუტებდა გუგა და თან თმაზე ეფერებოდა. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მიხვდა, რომ ძალიან ახლოს მივიდა თათიასთან. მიხვდა, რომ სწორად არ იქცეოდა. დააშავა. მაგრამ იმაზე ფიქრიც არ უნდოდა, რომ შეიძლებიდა თათაიას ვერ ჩახუტებოდა. ჯობია დღევანდელი დღით ვიცხოვროო, გაიფიქრა. ერთი ხელი მუხლებთან ჩააცურა, მეორე წელზე მოხვია და სწრაფი მოძრაობით მკერდზე დაიწვინა თათია. - ასე დაიძინე, კარგი?
- კარგი. - უპასუხა თათიამ. ცხვირი გუგას ყელში ჩარგო და გაისუსა. გუგამ თმაზე დაუწყო ფერება. ასე ჩაეძინა თათიას. გუგა გაოცებული იყო საკუთარი თავით. გვერდით ყავდა ქალი, რომლის კოცნამაც კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა, მაგრამ ვერ ბედავდა ზედმეტად შეხებას. სურვილი ჰქონდა შეხებოდა, მთელი სხეული დაეკოცნა, მოჰფერებოდა, მაგრამ უნდოდა ეს ყველაფერი თათიას სურვილით მომხდარიყო. ღრმად შეისუნთქა თათიას თმის სურნელი და თვითონაც სცადა დაძინება.



№1  offline წევრი anamaria♡

ვაუმე ჩემი სიფორცხლეები. რა საყვარელი წყვილია ველი ახალთავს????????

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად კარგია,ძალიან კარგად წერ,

 


№3  offline წევრი თათუ♡

როდოს დადებ?

 


№4  offline წევრი ფუტკარა

დავამატე და გამოაქვეყნებენ ალბათ მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent