შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა [თავი 5]


23-12-2019, 23:38
ავტორი მარამელი
ნანახია 891

1994 წელი, 20 იანვარი
დღემდე ვერ მოვახერხე, რომ ჩემი დღიური ჩამეგდო ხელში. მგონი აღარაფერია ნორმალურად. ყველაფერი აირია, დაირია, მაგრამ მჯერა, რომ საბოლოოდ მაინც დაწმინდავდება და იმად გადაიქცევა, რაც ასე ძლიერ მინდა, რომ იყოს. მშვიდი ცხოვრება რომ არ მინდა, ეს დიდი ხნის წინ გავაცნობიერე და დავტოვე სოფელი. უბრალოდ მინდა, რომ თავგადასავლებს მე კი არ ვეძებდე, თვითონ მეძებდეს.
გუშინწინ მომძებნა და მიპოვა. ისე შემეშინდა, მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ გადავრჩი. გადამარჩინა იმან, რომ გამოსავლის ძიების არასდროს შემშინებია და უმოქმედობა არ ამირჩევია. გაგრძელდა ის, რაც გუშინწინ დაიწყო.
გუშინ კარზე დააკაკუნეს. ახალი გაღვიძებული ვიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ღამე არ მძინებია, შუა დღის ძილით გავინებივრე თავი. თავიდან გამიჭირდა დაძინება, თუმცა მას მერე, რაც ეგო დავიმშვიდე, მალევე ჩამეძინა. დიდხანს მეძინა, რამდენიმე საათი - ორი ან სამი. რომ გამეღვიძა თავი ისე მტკიოდა, მეგონა გამისკდებოდა. სამზარეულოში გამაყუჩებლის ასაღებად და დასალევად შევედი. წყლის ჭიქის გავსება ვერც მოვასწარი, კარზე რომ დააკაკუნეს. თავიდან მეგონა, რომ მაკა იყო. ვიფიქრე ჯერ კიდევ შეშინებულია და სახლში ვერ ჩერდება მარტო-მეთქი. აჩქარებული ნაბიჯებით გავიარე დერეფანი და გაღებულ კარს მიღმა რომ არავინ დამხვდა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მართლა ველოდი, რომ მაკა იქნებოდა. ინსტინქტურად ჩავაცოცე მზერა ქვემოთ და ნოხზე დაგდებულ იმ შარფს მოვკარი თვალი, რომლითაც წუხელ მამაკაცს ხელები შევუკარი. უნებურმა ჟრუანტელმა მთელი კანის ქვეშ მოძებნა გზა. ავიღე შარფი და შევნიშნე, რომ ფურცელი იყო მასში გახვეული. კარი მივხურე და გადავკეტე. ისევ სამზარეულოში წავედი, სადაც სინათლე მეგულებოდა და ოთხად მოკეცილი ფურცელი გავშალე. სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა: „საღამოს რვისთვის მზად დამხვდი. შენს ახალ სამსახურში მივდივართ“. ეიფორიამ მოიცვა სული და მივხვდი, რომ გონება ვეღარ იცდიდა დროის გასვლას
არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა იმ კაცის ნდობა, რომელიც ჯერ მაკას გამოეცხადა და შემდეგ ამიხსნა, რომ მაკამ მარიონეტის როლი მოირგო თავისდაუნებურად ჩვენს ჩემსურვილგარეშე ურთიერთობაში. არ ვიცოდი, მაგრამ მთელი სხეული მიკანკალებდა მოლოდინით და ვერ ვჩერდებოდი. გაყინულ ოთახებში დავდიოდი და ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ წავყოლოდი და რა იქნებოდა, რომ არ წავყოლოდი. მერე გავშეშდი რაღაც მომენტში. გონება შიშმა მოიცვა. შიშმა ხომ ასე იცის, წამის მეასედში გაახვევს თავის ნისლში შენს სხეულს, მასში გავლას, მისგან თავის დაღწევას კი უდიდესი ნებისყოფა სჭირდება. მე აღარც კი ვიცოდი, რისი ნებისყოფა შემრჩენოდა, რას გამაკეთებინებდა ჩემი გამბედაობა და სად დამჩაგრავდა. შემეშინდა. გულწრფელად შემეშინდა, როცა გავიაზრე, ის კაცი შეიძლება მანიაკი ყოფილიყო. მანიაკებს არც ჭკუა დაეწუნებათ ხშირ შემთხვევაში და არც დაუგეგმავობით თავმომწონობენ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იცოდა ჩემი სახელი. მაგრამ რეზო? საიდან იცნობდა მაკას ქმარს, როგორ უნდა სცოდნოდა ის დეტალები მათ ოჯახზე, რომ მაკას ისეთი ნდობა მოეპოვებინა, გოგოს რომ უყოყმანოდ გაეღო მისთვის კარი? ან იქნებ არც იყო მანიაკი და ზედმეტს ვპანიკობდი?! ვსვამდი მილიონ კითხვას, რომელზედაც პასუხები მხოლოდ ერთ ქმედებაში გამოვლინდებოდა - მაშინ, როცა წავყვებოდი იმ კაცს - ან ძალიან დიდი ძალების მარიონეტს (როგორც თვითონ თქვა), ანდა ძალზედ სერიოზულ მანიაკს, რომელმაც ჩემი შეცდენაც მოახერხა. თუმცა რატო აღმოვჩნდი მე მისთვის უფრო ტკბილი ლუკმა, ვიდრე, მაგალითად, მაკა?
არ ვიცი. უკიდეგანოდ დაბნეული ვარ. არ ვიცი, რა პასუხი გავცე ჩემს კითხვებს და მოგვიანებით ჩემს თავს, თუ ამ გაუაზრებლობით რაიმეს მოვიწევ. თუმც მაინც არ მესმის, რა ხდება და ლტოლვა მკლავს, გავარკვიო.
გავარკვევ. გპირდები, ელენე, გავარკვევ, თუნდაც იყოს ეს ბოლო მინაწერი ამ შენს დღიურში.
ჩვენში დარჩეს და, საერთოდ რატომ მოგინდა დღიურის წარმოება, რომელი ანა ფრანკი ხარ?
იფიქრე”.
*
ეს იყო ოცი იანვრით დათარიღებული დედას ჩანაწერი, რამაც მეც დამაბნია და მრავალი კითხვა გამიჩინა. რვეულის წარწერებიანი ფურცლები კიდევ გრძელდებოდა და ჩემს კითხვებზე პასუხებს იტევდნენ ეს ოდესღაც მელანშეუხები ფურცლები.
ცოტა შემეშინდა. არ ვიცი რისი, მაგრამ ეს იდუმალება უფრო მეტად მაშფოთებდა. შფოთი კი მაიძულებდა, შემეწყვიტა კითხვა. ფანჯრიდან, რომელსაც მუქი ფარდები ეფარებოდა, მაგრამ რაღაც ნაწილი ატარებდა სინათლეს, ჩანდა, ბინდი ეპარებოდა თბილისს და მალე შთანთქავდა ჩუმი წყვდიადი. ტელეფონს დავხედე. საათი ჯერ რვას აჩვენებდა, ათ საათამდე კი საუკუნესავით გაწელილი ორი საათი იყო. ამ ორ საათში დღიურის ჩაკითხვას სრულად მოვასწრებდი, მაგრამ რაღაც მაიძულებდა, არ გამეგრძლებინა ამჯერად კითხვა და ისე დავხვედროდი მოულოდნელ სტუმარს, რომელიც ათ საათზე აივანზე უნდა მწვეოდა.
დღიური დავხურე და ცოტა ხნით ფიქრებს დავუთმე ადგილი ჩემს გონებაში. ფიქრებს არა, სწორი იქნებოდა რომ მეთქვა, ჩემს გონებსა და ეგოს, რომლებიც გამალებით ებრძოდნენ ერთმანეთს. გონება ამბობდა, რომ დღიური უნდა წამეკითხა, ეგო კი ამტკიცებდა, რომ გული გრძნობდა, ასე ჯობდა. რომელი იყო სანდო და ობიექტური, ახლანდელი გადმოსახედიდან, ვიცი, მაგრამ მაშინ ეგოს დავუჯერე. დავუჯერე და ავდექი, დღიური მაგიდაზევე დავტოვე და ჩემ ოთახში გავედი. გამზადებული კაბა გადავიცვი, თხელი ჟაკეტი შემოვიცვი, ფეხსაცმელიც მოვირგე და ისე გავედი სახლიდან, სარკეშიც არ ჩამიხედავს, თმაც არ შემისწორებია. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, არც ის ვიცოდი, მინდოდა თუ არა სახლში დაბრუნება.
ხომ არის ხოლმე, დაბნეულობა რომ შემოგიჩნდება და ყველანაირ საღ აზრს გიღრღნის, თავგზას გირევს და, შესაძლოა, ისეთი გზა მოგაჩვენოს ჭეშმარიტად, რომელიც ყოველგვარია, გარდა ჭეშმარიტისა.
გზაზე თავჩაღუნული მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ეს გზა სად მიდიოდა ან სადმე თუ მიდიოდა. გზაჯვარედინს რომ მივუახლოვდი, მხოლოდ იმით მივხვდი, რომ ჩემ წინ ქალი იდგა და ვერანაირად ავერიდე, რომ არ დამენახა ან არ დავჯახებოდი. გავჩერდი და ქვეითთა გადასასვლელის გამწვანებას დაველოდე, მაგრამ საშინელი სურვილი მჭამდა, პირდაპირ ამ მანქანებში გამევლო და უდიდესი არეულობა გამომეწვია. სწორედ ისეთი, როგორსაც ჩემში დაედო ბუდე იმ მომენტში.
შუქნიშანი რომ გამწვანდა, ისევ იმ ქალის მოძრაობამ მიმახვედრა. მივიოდი ჩქარა, ისევ თავჩაღუნული. პარკისკენ გადავუხვიე. ამ გზას მაშინაც ვიცნობდი, მძინარე რომ წამოვეყენებინე ვინმეს და ბურანის მდგომარეობაში წამოვეყვანე.
პარკში ბევრი ხალხი ირეოდა. სადღაც, შორიდან პოლიციების უწყვეტი სირენების ხმა ისმოდა. მივეჩვიე. უფრო სწორად, მთელი უბანი მივეჩვიეთ ამ ხმას და აღარ გვაშინებს, აღარც იმდენ კითხვას გვიჩენს, როგორც თავიდან. მაგრამ საკვირველი იყო ამდენი ხალხი პარკში სამუშაო დღეს. ჯერ არც კვირის ბოლოში გამოირჩეოდა ხოლმე ხალხმრავლობით აქაურობა, ახლა ხომ მითუმეტეს. მე კიდევ ერთი ეჭვი არ მჭირდებოდა, რომ გაეღრღნა ჩემი მთელი არსება, მაგრამ დამემატა. მივდიოდი ტროტუარებზე, მათ ბოლოს პატარა ხიდი მეგულებოდა, რომელზეც ხშირად განმარტოებულს ბევრი მიტირია, მიფიქრია და საკუთარ თავთან მილაპარაკია.
აჩქარებით ვუნაცვლებდი ნაბიჯებს ერთმანეთს. მიმეჩქარებოდა განსამარტოვებლად, ბინდი კი თავის ბურანში ახვევდა ქალაქს. ხალხი ირეოდა, გამოდარებულ ამინდში არეულ ფუტკრებს გავდა მათი მოძრაობა. სიჩქარისა და უყურადღებობისგან მარცხენა მხარში უცებ წვა ვიგრძენი. მივხვდი, ვიღაცას დავეჯახე ან დამეჯახა, ან ერთმანეთს დავეჯახეთ, რადგან მხოლოდ ჩემი სიჩქარე ასეთ მძაფრ ტკივილს ვერ გამოიწვევდა მხარში. თვალებში წყალი ჩამიდგა, რომელიც სიმწრისგან ღაწვებზე გადმოსვლას ლამობდნენ. წამიერად გავიაზრე მომხდარი და მეორე დაზარალებულს შევხედე. უზარმაზარი კაცი იყო და საშინლად ცივი მზერა ჰქონდა. ჩანდა, გააცოფა ამ შეჯახებამ.
- არ იყურები? - იღრიალა უცაბედად და იმდენად მძიმე იყო ამ მოულოდნელობის ეფექტი, შიშმა ოდნავ შემაქანა. - მომაგლიჯე მხარი! გეგონება თვალები ცოტა ფართოდ რომ გაახილო, მოხდება რამე! - არ წყვეტდა საზარელ ყვირილს. დათვის გრგვინვას მაგონებდა მისი ღრიალი და მზადებას, რომ დასატორად გაიწიოს მსხვერპლისკენ.
- ბოდიში… - ამოვთქვი მიმწყდარი ხმით.
- ბოდიში მიშველის? ამშხამე ნერვებზე! - არ წვეტდა ჩხუბს.
- ბოდიში, მაპატიეთ… - დაბნეული ვჩურჩულებდი და გზას ვაგრძელებდი.
როცა მეგონა თავი სამშვიდობოს დავიგულე და გული საგულეს დავუბრუნე, ყურებშიც სმენა დამიბრუნდა, აქამდე იმ საზარელი კაცის ღრიალს რომ დაეპყრო სმენითი აპარტი, გავიგონე, როგორ მოახლოებულიყო სირენების ხმა. თავი ზემოთ ავწიე, გავჩერდი და გარემოს შევავლე თვალი. წეღან არეული ამდენი ხალხი უცებ ერთ ადგილას მოგროვებულიყო, წრე შემოერტყათ რაღაცისთვის და, ჩანდა, ისმენდნენ. რას ან ვის უსმენდნენ, არ ვიცოდი. ინტერესმა ჩემს ყველა ადამიანურ ინსტინქტს სძლია და მათკენ წავედი. ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა იმისა, რომ სირენების ხმა მეტად და მეტად მიახლოვდებოდა.
მივედი ბრბოსთან. უკან გავჩერდი. ორი ტანმორჩილი ქალის გვერდით აღმოვჩნდი, რომლებიც ჩურჩულებდნენ, მაგრამ იოლად ვარჩევდი მათ ლაპარაკს.
- ამბობენ, დიდი ხნის მკვდარიაო.
- საიდან აღმოჩნდაო აქ?
- აბა რა ვიცი? ციდან ჩამოვარდა, ალბათ.
- ღმერთო გვიშველე.
- მეორედ მოსვლაა...
აღარ მოვისმინე. წინ გავიჭერი. ხალხს ვებოდიშებოდი და გვერდზე ვწევდი, რომ წინა ფლანგამდე მიმეღწია. ათასი ხმა მესმოდა, წყნარი ჩურჩულები. დავინახე. ქალის სხეული ეგდო, სახით მიწისკენ. კანი დასკდომოდა. საშინელი სანახავი იყო. პოლიცია კი საეჭვოდ არ მოქმედებდა, ხალხს არ მოუწოდებდა შემთხვევის ადგილიდან გასვლას და არც კი აცხადებდა მოხდარს ინციდენტად!
მგონი მართლა მეორედ მოსვლაა ან დედამიწა ერთიანად გაგიჟდა! ვეღარ გავძელი და გამოვედი ბრბოდან. აღარც აქ შემეძლო გაჩერება და სახლისკენ გავიქეცი. მივრბოდი, სუნთქვა ძლივს მომყვებოდა, სხეულს ძლივს მივათრევდი და სულიც კი მიმძიმდებოდა ამდენი უპასუხო კითხვით. “სამყარო გაგიჟდა!” - იმეორებდა ეგო თავისთვის, გონება კი თითქოს ჩასძახოდა: “დავრჩენილიყავით სახლში, იქნებ არაფერი მომხდარიყო, ჩვენთვის მაინცო!”. მაშინ მივხვდი, რომ ეგოსთვის კი არა, გონებისთვის უნდა დამეჯერა, მაგრამ გვიან იყო.
სახლში რომ შევედი, ცხრამდე ბევრი არ იყო დარჩენილი, ანუ ათიც მალე მოვიდოდა, მე კი უკვე აღარ ვიცოდი მქონდა თუ არა შეხვედრის მოლოდინი. გვამი აქამდე არასდროს მენახა, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ხელოვნურს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ ადამიანს. ვერ დავაკვირდი, რომ დავკვირვებოდი, გული ამერეოდა, მაგრამ ის კი აშკარად შესამჩნევი იყო, რომ ძალიან დიდი ხნის გასული იყო სხეულიდან სითბო.
დედას ოთახში შევედი, შუქი ავანთე და დღიურის კითხვა გავაგრძელე.
*
1994 წლის 1 თებერვალი
არც კი მჯერა, რომ ამდენი რამ მოხდა. თითქმის ორი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ და ძლივს რომ მოვაღწიე, ეგეც უკიდეგანო მადლად მეჩვენება.
ყველაფერი მოხდა, რისკენაც ვილტვოდი და რისკენაც - არა. ჩემი სამსახური, პირდაპირ ვიტყვი, საინტერესოსთან ერთად საშიშია. მე დამამუშავეს. ახლა, ამ გადმოსახედიდან ვხედავ, როგორ იმუშავეს იმაზე, რომ მე მათთან მეთანამშრომლა, მაგრამ არც ამ გადმოსახედიდან ვიცი - რატომ. რატომ გასწიეს ამხელა ენერგია და დახარჯეს დრო იმისთვის, რომ ვიღაც სოფლიდან ჩამოსული ელენე ჯაფარიძე თავიანთ სტრუქტურაში დაესაქმებინათ.
მოკლედ, ახლა ბევრი ცუდი ამბავი ტრიალებს. ცუდი ამბავი კი არა, ყველას თავზე შავი ღრუბელი ტრიალებს და ვერავინ წარმოიდგენს, როდის ვის ცაზე დაიქუხებს, გაიელვებს და მეხს ჩამოაგდებს ეს ღრუბელი. მე შემეშინდა. არა ჩემ გამო. ჩემ გამო რომ შემშინებოდა, მაშინ არ დავთანხმდებოდი. არამედ ჩემი მშობლების გამო, რომლებმაც არაფერი დააშავეს, მხოლოდ ის, რომ ამდენად მიამიტი და სულელი აღმოვჩნდი. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, დავრჩენილიყავი სოფელში და გავყოლოდი ვინმეს მათ გარიგებულს. ახლა შვილიც მეყოლებოდა და შესაძლოა ნაკლები სადარდებელიც.
ვზივარ და დღიურს ვუყვები ჩემს ამბებს, რომელიც ვიცი ოდესმე სწორ გზას მონახავს, მაგრამ ახლა მინდა, გავთავისუფლდე. ამდენი სიმძიმე მალე გულს გამიხეთქავს.
პირველად პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა ლექსომ, როგორც გამეცნო. გზაში ბევრი მელაპარაკა.
“ორივემ ვიცით, რო ჭკვიანი ხარ. ძაან ჭკვიანი ხარ, ელენე. ქვას ქვაზე არ გააჩერებ, რომ მოგინდეს. შენი სითამამით ყველა გაგვაკვირვე. ამ დროში ქალაქში ბიჭები კი არა, შემდგარი კაცები აღარ ჩამოდიან და შენ პირდაპირ თავგადასავლების მორევში თავით გადაეშვი და ამიტომ მშობლებზეც კი ლამის უარი თქვი. რამ გაიძულა? მოკლედ გკითხავ, უფრო გასაგებად, რამ გაგაგიჟა?” - მკითხა ლექსომ.
“შენ რამ გაგაგიჟა?” - არ ჩამოვრჩი.
“კარგი კითხვაა” - ჩაეღიმა მას.
“ჰოდა, მიპასუხე” - მოვუჭერი.
“ჯერ მე გკითხე” - არ დამნებდა.
“რადგან შენ მეტი იცი, ფორა მომეცი”.
“მე მშობლები დავკარგე. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. აორთქლდნენ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მამაზეციერმაც არ იცის, ალბათ. მერე მიპოვეს და აღმოვჩნდი აქ” - მომიყვა ლაკონურად.
“და ეს რამე ცხოვრებისგან დევნილთა თავშესაფარია?”
“უკეთესი”
“ვნახავთ” - ჩავილაპარაკე ძლივსგასაგონად.
“ნახავ” - მიპასუხა ჩაღიმებით.
მალე გაჩერდა მანქანა თეთრ შენობასთან, რომელიც პოლიციის იყო. დავიბენი, აქ რა მინდოდა? ვერ ვხვდებოდი. ლექსო მანქანიდან გადავიდა და კარი გამიღო.
“გადმოხვალ?” - მკითხა და მალევე დაამატა: “ეცადე არ შეიმჩნიო, რო გეშინია”.
“და როდის მეშინია?” - არ მესიამოვნა, რომ შემამჩნია.
“არც შეგეშინდეს მაშინ”.
გადავედი მანქანიდან.
“აქ იქნები ხოლმე ერთი დღე, შემდეგ დაისვენებ, მერე ისევ აქ და მეოთხე დღეს სპეც. შენობაში იმუშავებ. თავიდან რამდენიმე კვირა ადაპტაციისაა და მოგიწევს, სხვა ყველაფერი დაივიწყო”
“იქნებ არ გთანხმდებით?” - აღმომხდა აღშფოთებულს.
“მაგას არავინ გკითხავს. აქ რომ ხარ, უკვე დასტურია” - მომიჭრა მოკლედ.
შემეშინდა. თავს ვაიძულე, რომ კანკალით არ გამოეხატა ემოციები.
მერე იყო ძალიან დიდი წნეხი, რისი გადახარშვაც მჭირდება დასაწერად და აღსაწერად. ახლა ვისვენებ. ვისვენებ ჩემი თავისგან და იმ თავგადასავლებისგან, რომელიც ასე მაინტერესებდა, მაგრამ უკვე გაქცევა მინდა. გვიანია. ღამეცაა და ისეც გვიანია.
უნდა დავიძინო. ორი კვირა ფაქტობრივად არ მძინებია.
ტირილი მინდა და ცრემლები დამიშრა.
დავიძინებ”.
*
საათს დავხედე, ცხრა იყო. დრო საშინლად ნელა გადიოდა. დღიურის შეჭმა მინდოდა, ინტერესი ცალკე მჭამდა, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ამოუცნობმა ძალამ შემაჩერა, აღარ გავაგრძელე კითხვა და სამზარეულოში გავედი.
ტელევიზორი ჩავრთე და ვეცადე, ფიქრებისგან განვტვირთულიყავი. ვგრძნობდი, ძალიან მეძინებოდა, მაგრამ შიში ებრძოდა ძილს. ბოლოს, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩამეძინა.
მეძინებოდა დიდხანს და ბურანით გაბრუებული, სამყაროს მოწყვეტილი, აღარასდროს დავუბრუნდებოდი ამ შეშლილ სამყაროს, მაგრამ აივნის კარის მინაზე ნაზი კაკუნი ჩუმ ბრაგუნში გადაიზარდა და გამომაღვიძა. ინსტინქტურად გავიხედე მარჯვნივ და ვიფიქრე, რომ მოვკვდი.
ან მოვკვდი, ან პარარელურ სამყაროში გავიღვიძე. სხვანაირად იქ ის ვერ იდგებოდა.

-
მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ! ეს მე უდიდეს ძალას მაძლევს და რაც მთავარია - მოტივაციას!
სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ხვალ ვერ შევძლებ ახალი თავის დადებას და ამიტომ დღეს დედარებით დიდს გთავაზობთ!
უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, თქვენს თითოეულ კარგ სიტყვას კომენტარებში ძალიან, ძალიან ვაფასებ და არ გეგონოთ, რომ ასე არ არის.
მადლობა, რომ უკვე ასე შეიყვარეთ მადერა.



№1  offline წევრი Rania

Shen momineleb meeee. Imedia momdevnobtavshi mainc gairkveva mamis vibaobaaa. Vinaaa leqso. Romel aparatshi daicyo elenem mushaoba da vin imyofeba aivanzee. Auuu. Mapatie jurnalisti var da kitxvebis gareahe araooooo
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ვიპნი

ახლა ვფიქრობ რომ დედა გაუცოცხლდა :)

 


№3  offline ადმინი მარამელი

Rania
Shen momineleb meeee. Imedia momdevnobtavshi mainc gairkveva mamis vibaobaaa. Vinaaa leqso. Romel aparatshi daicyo elenem mushaoba da vin imyofeba aivanzee. Auuu. Mapatie jurnalisti var da kitxvebis gareahe araooooo

არაუშავს, კითხვები უნდა დასვა, მაგრამ ახლა ვერ გიპასუხებ <3 მიხარია, რომ კითხულობ ^_^

ვიპნი
ახლა ვფიქრობ რომ დედა გაუცოცხლდა :)

ვნახოთ, ვნახოთ <3
--------------------
- სიყვარულით, მარამელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent