შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.ნაწილი მეორე 13 თავი.


24-12-2019, 00:38
ავტორი zia-maria
ნანახია 10 173

პროკურორის ბრძანებით, კომისარი მის ერთგულ ბიჭებთან ერთად რატის ბინაში წავიდა.
-ბიჭებო წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება რატის ბინაში.რატის ბინაში მისულებს ია იქ დახვდათ,მისი ყველა ნივთი ადგილზე იყო და კომისარმა ჩაილაპარაკა.
-ტანისამოსი ადგილზეა,რომ წასულიყო სადმე ჩანთას წაიღებდა და რამოდენიმე ხელ ტანისამოსს.ქალბატონო ია პროკურორმა დამირეკა და ჩვენ ვიწყებთ რატის ძებნას,მაგრამ რაც თორნიკემ გვითხრა ვფიქრობ თქვენც საქმის ყურში ხართ.
-ვიცი,ჩვენ ვისაუბრეთ კომისარო და როგორც თორნიკემ გითხრათ ისე იმოქმედეთ,სხვაგვარად დაფრთხება გამტაცებელი.
-გასაგებია,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვიპოვით რატის.იას წასვლის შემდეგ გაგა საფიქრალში ჩავარდა და ანერვიულებულმა ტელეფონზე დარეკა.
-სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი.
-აქ ვარ,ჯერ არ წავსულვარ და მოვდივარ.ზვიადი შევიდა გაგასთან და უთხრა.
-რა მოხდა,რა ხასიათზე ხარ.
-პროკურორი შეაწუხა იამ მისი ლოთის გამო.
-მართალა? გაეცინა ზვიადის მაგრამ გაგას გაბრაზებულმა თვალებმა უცებ დაასერიოზულა.
-პროკურორი ჩაერია საქმეში ზვიადი და როგორც ხედავ სერიოზულ სახეს იღებს შენი გეგმა.
-ხვალ გავუშვებთ,მივცემთ ხელში ერთ ბოთლ არაყს ან კონიაკს და სადმე გზაზე დავაგდებთ.
-კარგი,აღარ გააგრძელოთ და ყველასთვის უკეთესია რომ გაუშვათ.უეცრად საუბარი კაბინეტში შემოსულმა ნოდარიმ შეაწყვეტინა მათ და შეშინებული,ფერდაკარგული და აკანკალებული უცქერდა გაგას.
-რა მოხდა,ვინმე მოგდევს? კითხა ზვიადიმ.
-მოხდა,ძალიან სერიოზული რამ მოხდა.
-მოჩვენება დაინახე და გამოგეკიდა,აქ შემოასწარი შეშინებულმა?
-მოჩვენება,დიახ მოჩვენება დავინახე.
-რა მოხდა,შენ მგონი მართლა მოჩვენება დაინახე.
-რომ მოგესმინა,რომ დაგენახა მის თვალებში რამოდენა ზიზღი იყო და არანაირი შიშის ნაპერწკალიც კი არ კრთოდა,ასე აგდებულად არ დამელაპარაკებოდი ზვიადი.
-რაო, რა გითხრა ვინ ვარო?
-ის რაც შენ მითხარი,მოჩვენება.
-მოჩვენება? ზვიადიმ გაგას შეხედა და ის მომენტი გაახსენდა წუთიერად,როცა მის კარზე ზარი იყო,გააღო და მის წინ ნიღბიანი იდგა.
-,,ვინ ხართ''?
-,,მოჩვენება''.
-რა მოგივიდა.
-სწორედ ეს სიტყვა მითხრა მაშინ იმ ნიღბიანმა რომ მესროლა.
-იცნობ,დაგინახავს სადმე ან ახლდა ვინმე?
-არა,მარტო იყო.პირველად ვნახე და ისე უცებ წავიდა აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ნორმალურად.
-იცნობ კიდევ რომ შეგხვდეს?
-მისი სახის და თვალების დავიწყება შეუძლებელია გაგა.
-უნდა ვიპოვოთ,ჩვენ უნდა დავასწროთ ყველას მისი პოვნა.თქვა ზვიადიმ ანერვიულებულმა.
-როგორ,სად უნდა ვეძებოთ.
-რა უნდოდა გითხრა?
-მითხრა,არა არ მითხრა მომთხოვა,რომ ჩვენება შევცვალო და სიმართლე აღვადგინო.
-შეუძლებელია,ეს შეუძლებელია.
-რას ფიქრობ,რას გააკეთებ.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი.
-კარგი,დამშვიდდი და ვიპოვით გზას რას გავაკეთებთ.ანამარიას ამ მოულოდნელმა ვიზიტებმა ყველას შიში გაუჩინა და მოსვენება დააკარგვინა სწორედ იმ ხალხს,ვისაც არ უფიქრია თუ რა მოელოდათ წლების შემდეგ,მაგრამ სწორედაც რომ წლების შემდეგ გაჩენილმა შიშმა დააკარგვინა ყველას მოსვენებაც და ძილიც.

-როგორ ხართ,გვაქვს ახალი რამე?
-ჯერ-ჯერობით არაფერი,არც სატელეფონო ზარი და არანაირი გამოხმაურება.
-ნიკამ დამირეკა და მითხრა დავალება პირდაპირ პროკურორიდან მიიღეს,უკვე საქმე გაიხსნა და ძებნას შეუდგნენ.
-პროკურორს მე დავურეკე.თქვა იამ და დაღლილი თვალებით თორნიკეს შეხედა.
-კარგია,თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
-გისმენთ.
-კომპანიის გასანადგურებლად ჩვენს სიახლოვეს მტერია,ვინ არის მტერი ეს ვიცით ორივემ, კამლაძე.
-ეს უკვე მეც მივხვდი,კამლაძე კომპანიიდან უნდა წავიდეს,მაგრამ როგორ.თქვა ფატიმ.
-ამიტომ უნდა გავერთიანდეთ,ყველა და ყველაფერი უნდა ვაკონტროლოთ.იმ პოსტზე რომელზედაც ნათია არის მას ადვილად მიუწვდება ხელი კომპანიის ანგარიშებზე და როცა უნდა შეუძლია ფული მოხსნას.
-ეს როგორ,კომპანიის ფულის მოხსნა ასე ადვილია? გაოცებულმა შეხედა თორნიკეს იამ.
-ადვოკატი მის მხარეზეა და ყველაფერს გააკეთებს დაეხმაროს.
-გაგამ იცის,უთხარი ელაპარაკე?
-ველაპარაკეთ დღეს მეც და ფატიმაც,მაგრამ იქ ზვიადი იყო და მასთან შეუძლებელია რამე თქვა,ჩემსკენ გამოიწია.
-მე კიდევ დაველაპარაკები ხვალ მამას.ეს სიტყვა საჭიროა ვთქვა,თორემ სიტყვა მამას რომ ვამბობ მე თავად არ მსიამოვნებს,ისე გიცქერს თითქოს უდანაშაულო და სუფთაა ყველას წინაშე.შენ კი შეძლებ და დაიკავებ დირექტორის პოსტს,მაგრამ შეძლებ,გაუძღვები?
-გავუძღვები ფატი რადგან სულ მალე ერთი დიდი საიდუმლო გამჟღავნდება და ყველაფერს ვიღონებ ჩემი ოჯახი უსიამოვნებას ავარიდო.
-უსიამოვნება? ეს ბოლო პერიოდი რაც გვჭირს,არსებობს კიდევ რამე ან ვინმე ტკივილი არ მოგვაყენოს?
-არსებობს და სულ ახლოსაა,ერთ ნაბიჯში.კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ,სულ მალე ნოდარის,გაგას და ზვიადის სამივეს ციხე ემუქრება და ფატი ეს გარდაუვალია.ამიტომ კომპანია უპატრონოდ დარჩება,დაგვესევიან შიდა თუ გარე მტრები.
-კარგი კიდევ დაველაპარაკები,რომ დირექტორის პოსტზე შენ დაგსვას,ამას ხვალვე მოვაგვარებთ.
-არა მარტო ეს,ფატი ეს არაა საკმარისი.
-კიდევ რა უნდა გავაკეთო.
-უნდა დააჯერო გაგა რომ კომპანია შენს სახელზე გადმოაფორმოს,რომ შენ თავისუფლად შეძლო გადაწყვეტილებების მიღება არა როგორც თანამშრომელმა,არამედ როგორც კომპანიის მფლობელმა და მმართველმა.
-რატომ ფიქრობ ასე თორნიკე.
-რატი დაიკარგა,პროკურორი დაინტერესდა ამ საქმით,როგორ ფიქრობ ამ ყველაფრის უკან ვინ დგას?
-ფიქრობ რომ გაგა და ზვიადი?
-მეც მასე ვფიქრობ,ეს მათი გეგმაა.თქვა იამ და ორივეს შეხედა.
-მართალია,ეს მათი გეგმაა,ესენი ასე მუშაობენ თუ ვინმე არ მოსწონთ აქრობენ მათ და თავად ორივე უცოდველის ნიღაბს ირგებს.როგორ გგონია,როდემდე შეძლებენ ასე თამაშს,შეძლებენ სულ ასეთი ძლიერები იყვნენ? რატომ გაკოტრდა კომპანია,შენ რა ვერ ხვდები რომ უზარმაზარი ფული გადის კომპანიიდან რომ ვინც დანაშაულს აიღებს თავზე მათ ოჯახებს გადაუხადოს და ასე დაიძვრინონ თავი.შენ სუფთა ხარ,ვერავინი ვერ შეძლებს რამე აღმოგიჩინოს და შენ არ უნდა შეგეშინდეს ჩვენ ერთმანეთთან შეთანხმებით ვითანამშრომლებთ და შენს გვერდით ვიქნები,მოგეხმარები და დაგიცავ.
-თორნიკე მართალია შვილო,მათი აღსასრული ახლოვდება და ისინი სულ მალე დამარცხდებიან.რატიც ასე არ დატოვებს ამ საქმეს და ბოლომდე მიყვება რომ გაიგოს ვინ შეეხო და ვინ დგას ამ გეგმის უკან.

-,,არ მინდა შეხვდე ჩემი ძმის ცოლს,ეს პირველი და მეორე რაც მინდა,მინდა შორს იყო და არ მინდა გაერიო თავშესაფრის საქმეში,მინდა რაც შეიძლება შორს,ძალიან შორს იყო ჩვენგან,გასაგებია''?
-შენ,შენ ხარ რუხვაძე ამ გეგმის უკან დარწმუნებული ვარ.ბრაზისაგან ჩაწითლებული თვალები ჰქონდა რატის,შემდეგ ძალა მოიკრიბა და არაყი ხელებზე გადაისხა,ტანისამოსზეც მოისვა სველი ხელი და არყის სუნად ყარდა.

დრო ახლოვდება შურისძიების და ეს დრო იმაზე უფრო ახლოა ვიდრე წარმოუდგენიათ.ანამარიამ ფრთხილად დააკაკუნა რკინის კარზე და დაელოდა,კარი გაიღო და მის წინ ახალგაზრდა ქერა გრძელთმიანი გოგონა იდგა.
-არ შეგეშინდეს,მე შენთან სამეგობროდ მოვედი.
-სამეგობროდ? არ გიცნობ და არც სურვილი მაქვს ამ ეტაპზე ვინმეს დავუახლოვდე.
-მე მალიბუ ვარ არჯევანიძე.
-ვიიიინ? მალიბუ? გაოცებული უცქერდა ხატია ანამარიას და მოულოდნელად უკან-უკან დაიხია,ანამარიას გზა მისცა სახლში შესულიყო.
-ნუ ანერვიულდი,არ შეგეშინდეს საიქიოდან არ მოვსულვარ აქ ვარ ხორცშეხმული და ცოცხალი.
-რა გინდა ჩემთან,რატომ მოდი.
-მე და შენ ერთი მტერი გვყავს.
-მტერი? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი.
-შენი ქმარი.
-ჩემი ქმარი?
-შენ დიდი შეცდომა დაუშვი,რომ დაქორწინდი იმ მამაკაცზე ვინც შენი ოჯახი გაანადგურა.ბავშვი სად გყავს,გადამალე? არა,არა არ ვეხები ბავშვს შეგიძლია მშვიდად იყო და დაწყნარდე.
-რა გინდა თქვი და წადი.
-აქ მოვედი,რომ თვალი აგიხილო და სიმართლე გითხრა.შენმა ქმარმა მამა მომიკლა,ასევე გააუპატიურა დედაჩემი და შენმა ქმარმა ესროლა მამას, დაჭრა და შემდეგ დაწვა.
-როგორ დაწვა,რას ამბობ.
-ჩემი სახლი რომ გადაწვა,მამა დაჭრილი იქ დატოვა და ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,ის სახლთან ერთად დაიფერფლა.
-ზვიადიმ გააკეთა ეს ყველაფერი? იქნებ სცდები და სხვა იყო.
-არა,არ ვცდები.მისი სახე წლებია თვალებიდან არ ამომდის,მისდა სამწუხაროდ და ჩემდა საბედნიეროდ მე განგებამ გადამარჩინა,არ დავიწვი რადგან მისთვის მოჩვენება ვიყო.
-ეს ყველაფერი.................
-ეს ყველაფერი სიმართლეა,ამ ყველაფრის დასამტკიცებლად ვიდეოც არსებობს.
-ჩემგან რა გინდა.
-მინდა ჩემთან ითანამშრომლო,რომ მის განადგურებაში დამეხმარო.ყველაფერი ვიცი,ისიც მიცი რომ ძალიან დიდი თანხა მოხსენი კომპანიის ანგარიშიდან.ვინც შენს გვერდით იყო ორი მკვდარია,ასე რომ პასუხის გება მხოლოდ შენ მოგიწევს.მე ეს ფული არ მინდა და შემიძლია დაგიბრუნო შენი წილიც და მალიბუს წილიც,იფიქრე ხატია მე ისევ დავბრუნდები რომ საბოლოო პასუხი მოვისმინო შენგან.

-ფულზე არავინ არ რეკავს,სად უნდა წასულიყო ეს ადამიანი ასე უთქმელად და გაუფთხილებლად.გიჟს ჰგავდა ვალერა რადგან უკვე ერთი კვირა იყო რატის ასავალ-დასავალი ვერ გაეგო.გაქვს ეჭვი ვინმეზე?
-რა ეჭვი უნდა ძია ვალერა ამას,რუხვაძეების გეგმაა.
-შენ მართალი ხარ,ჩვენ თანხა უნდა შევთავაზოთ გამტაცებლებს.ვალერა ფეხზე წამოდგა და ანამარიას შუბლზე აკოცა და განყოფილებაში ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა.
-კომისარის ნახვა მინდა.
-მობრძანდით,კომისარს შევატყობინებთ თქვენს მოსვლას.კომისარის კაბინეტი რიგითმა თანამშრომელმა შეაღო და უთხრა.
-კომისარო ცნობილი ექიმი ბატონი ვალერა კიზირიას თქვენთან შეხვედრა სურს.
-შემოვიდეს,რობაქიძე ორი ყავა შემოგვიტანე და საქმეს მიხედე.
-შეიძლება კომისარო?
-მობრძანდით,დიდი პატივია თქვენი აქ მობრძანება ბატონო ვალერა.
-კომისარო პირდაპირ თემაზე უნდა გადავიდე.
-დაბრძანდით,გისმენთ.
-კომისარო,ჩემთვის ყველა მეგობარი და ნაცნობი,თუ ახლობელი მნიშვნელოვანია,მაგრამ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რატი დოგანაძეს მთელი თავისი ადამიანობით, ვაჟკაცობით და სიღრმით.
-როგორც გავიგე,არის ვიღაც ვისაც არ მოსწონს რატის პიროვნება.
-ნამდვილად ასეა და მინდა გაავრცელოთ ხმა,რომ დაკარგულ რატი დოგანაძის მპოვნელი დაჯილდოვდება უზარმაზარი თანხით.
-რატის მეც ძალიან კარგად ვიცნობ და თქვენ საიდან იცნობთ მას?
-თქვენ იცნობთ ახლანდელ რატის,მე კი ვიცნობ რატის უამრავი წელია და ვიცი ვინ იყო ის ჩემთან მოსვლამდე და ვიცნობ იმ რატისაც თუ ვინ არის ახლა ის და რა სახელი აქვს მას.გეტყვით,რომ ეს ადამიანი ჩემთვის უბრალოდ ძვირფასი არა,უძვირფასესია და უკან არ დავიხევ რა თანხაც არ უნდა მოითხოვოს მისმა გამტაცებელმა,მე გადავიხდი.
-ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე,ვეძებთ რატის და გპირდებით რომ ჩვენ ვიპოვით მას.
-იმედი მაქვს,რომ ეს ძალიან მალე მოხდება.ყველაფერი გააკეთეთ იპოვოთ დამნაშავე,მოვითხოვ დამნაშავის პოვნას და იმედი მაქვს არ დამჭირდება ამ სიტყვის განმეორება კომისარო.

ფატი ჩაუღრმავდა იმ საკითხს,რომ კომპანიის მმართველი გამხდარიყო.თითქმის მთელი ღამის უძილომ შეაბიჯა კომპანიაში და გეზი პირდაპირ გაგას კაბინეტისკენ აიღო.
-დილა მშვიდობის,გცალია შემოვიდე?
-შემოდი,ასე ადრე რატომ მოდი შვილო.
-რადგან აქ კედლებსაც ყურები აქვს,მინდა თავისუფლად და უშიშრად დაგელაპარაკო,იმედია ჩემთვის გამონახავ რამდენიმე წუთს, რომ მომისმინო.
-დაჯექი,გისმენ რამე სერიოზულია?
-სერიოზულია მამა რადგან შენც და მეც ვიცით,რომ კომპამნიაში მტერი გვყავს და ეს მტერი სულ ახლოსაა.ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე,შენი აქციები და დედას აქციები შეერთდება და ყველას ჩემს სახელზე გადმოიტან.
-ეს შენი მოფიქრებულია,თუ დაგეხმარა ვინმე შვილო.
-ღამეები არ მძინავს იმაზე ფიქრით კომპანიას რა ბედი ეწევა,თუ გინდა კომპანია გადარჩეს და ისევ ჩვენი საგვარეულო დარჩეს ამას გააკეთებ რაც გთხოვე მამა.შენ ხომ იბრძოდი აქამდე კომპანია დაგეცვა და გადაგერჩინა,იგივე მინდა მეც გავაკეთო.
-შენ,შენ როგორ შეძლებ კომპანიის მართვას,თუ თორნიკეს დააყენებ მმართველად.
-არა მამა,მმართველის პოსტზე მე ვიქნები,დირექტორად ჩემს ქმარს დანიშნავ და ჩვენ ოჯახი ვართ,როცა ოჯახი ერთიანია მტერი ვერ შეძლებს მოგვერიოს.
-მართალია,როცა ოჯახი ერთიანია მას მტერი ვერ მოერევა,მაგრამ შეუძლებელია,ეს არ მოხდება.
-მოხდება,შენ შენი ჩახლართული საქმეებით და დაფარული მტერით შესაძლებელია დღესაც გესროლოს ვიღაცამ,ნუ გიკვირს გაიხსენე,რომ ყველა კუთხეში მტერი გყავს და უფრო უარეს მდგომარეობაშია ზვიადი შენ კი მას ყოველთვს ხელს აფარებ,ყველგან მისი ბინძური საქმეებით გაიჩინა მტერი.ის მკვლელობებს არ შეწყვიტავს,ეს უკვე სისხლში აქვს გამჯდარი და არ მოიშლის სანამ არ დაიჭერს პოლიცია.
-როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს.
-შენ მაიძულე გითხრა ეს ყველაფერი და ნუ გიკვირს,თქვენგან ვისწავლე მეც ასეთი საუბარი.დღესვე,ახლავე დირექტორის პოსტზე დაიწყებს თორნიკე მუშაობას და იქამდე გაგრძელდება ეს სანამ მე გავხდები კომპანიის მმართველი.უნდა გესმოდეს,რომ ეს ერთადერთი გამოსავალია ჩვენი კომპანიის გადასარჩენად.გაგა დაფიქრდა და ვეღარაფერი უთხრა ფატის იდგა გაოგნებული,შემდეგ კი დაიძრა და უსწრაფესი სიჩქარით გადაკვეთა ის მონაკვეთი რაც იყო მისი კაბინეტიდან იას კაბინეტამდე.იაც ის იყო კაბინეტში შევიდა და გაგამაც ხმაურით მიხურა კარი.
-რას აკეთებ,როგორ შემოდიხარ ასე რამ გადაგრია.
-შენ რას აკეთებ,იცი რა მთხოვა ფატიმ?
-ვიცი,მეც მითხრა მისი გადაწყვეტილება და დავეთანხმე,რადგან ვიცი ეს ერთადერთი გზა არის კომპანიის გადასარჩენად.ხომ ამბობ,რომ რასაც აკეთებ ყველაფერს ამას კომპანიის გადასარჩენად აკეთებ,ჰოდა გააკეთე,დაგვანახე თუ როგორ გიყვარს ეს კედლები,ეს საქმე მაგრამ არა,შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს.
-დაფიქრდი რას ამბობ,ბოლოს არ ინანო შენი გადაწყვეტილება ია.
-უკვე ვნანობ და დიდი ხანია დარწმუნებული ვარ ყველაფერზე ხარ წამსვლელი,რომ შენი თავი დამნაშავედ არ აღიარო და ვინ იცის,შესაძლებელია ამის გამო მეც კი მომკლა.გაგამ უსიტყვოდ დატოვა ია და საერთოდ წავიდა კომპანიიდან,მისდა უნებურად ზვიადისთან მივიდა და ტირილამდე მისულმა პირველი რაც გააკეთა კონიაკით სავსე ჭიქა დაცალა და შემდეგ შეხედა ძმას.
-არასოდეს მინახია ჩემი ძმა ასეთ მდგომარეობაში,რა მოხდა.
-მწარე შეცდომა ჩავიდინე ზვიადი და დამნაშავე ვარ.
-მეტყვი რა მოხდა?
-ძალიან დიდი თანხა ჩარიცხეს დოგანაძის განთავისუფლებაში და იცი ვინ გადაიხადა ეს თანხა?
-ვინ,ვის უნდოდა ასე ძალიან იმ ლოთის განთავისუფლება თუ არა შენს ცოლს.
-არა,სცდები ზვიადი რადგან თანხა კამლაძემ გადაიხადა.
-კამლაძემ? ვინ,ნათია კამლაძემ? რატომ და საიდან იცნობს ის დოგანაძეს.
-ისინი წლების წინ ერთად ცხოვრობდნენ და როგორც სჩანს კამლაძეს ის ისევ უყვარს,მაგრამ დოგანაძეს არა.არ ვიცი რა მოხდა მათ შორის და რატომ დაშორდნენ,მაგრამ ახლა ეს უზარმაზარი თანხა ნათიამ გადაიხადა.
-დარწმუნებული ხარ? არ მომწონს ეს ყველაფერი გაგა.
-არც მე მომწონს,დაურეკე და უთხარი შენს ბიჭებს დღეს საღამოს გაანთავისუფლონ და ფრთხილად იყავი არ გაგვცეს რომ ამ საქმის უკან ჩვენ ვართ.
-კარგი,ახლავეს წავალ და შენ დაწყნარდი,დაისვენე.ზვიადი წავიდა და ბიჭებს შეხვდა.
-როგორაა,რა მდგომარეობაშია.
-სულ მთვრალია,ვეღარავის ვეღარ სცნობს.
-კარგია წავიდეთ და გამოვიყვანოთ,სადმე ქუჩაში დავტოვოთ.
-თქვენც წამოხვალთ უფროსო?
-წამოვალ,თავზე დააფარეთ და ისე მოიყვანეთ მანქანამდე,მინდა სამახსოვროდ ერთი ბოთლი კონიაკი თავად გადავცე.
-ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ,მანამდე ეს თანხა აიღეთ და არ მიცნობთ,არ გიცნობთ.
-კარგი უფროსო და თუ კიდევ დაგჭირდე იცი სადაც უნდა გვნახო.წავიდნენ და კარგად დაბნელებული იყო რატისთან რომ მივიდნენ.
-როგორ ხარ მეგობარო, ქეიფობ?
-შეხედეთ ყველა წავიდა და მარტო დავრჩი,არ შემომიერთდებით? უთხრა რატიმ ენის ბორძიკით.
-ახლა ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ გავაგრძელოთ.
-არსად არ მოვდივარ,მე აქ ვრჩები.არავინ მოუსმინა რატის თავზე შავი ტომარა ჩამოამცვეს და იმ სარდაფიდან გაიყვანეს,თითქმის ერთი საათის სიარულის შემდეგ მანქანა გაჩერდა და რატი ძირს გადმოიყვანეს,წინა კარიც გაიღო და ერთმა რატის ხელში სასმელის სავსე ბოთლი ჩაუდო და უთხრა.
-იმედია ამ კონიაკის გემო დიდი ხნით გაგყვება,სამახსოვროდ ჩემგან ეს კონიაკი.უთხრა და წავიდნენ.რატიმ იგრძნო თუ არა მარტო იყო ტომარა მოიხსნა თავიდან და ადგილი მოათვალიერა,შემდეგ ხელი ასწია რომ კონიაკის ბოთლი დაემსხვრა ძირს მაგრამ გაეღიმა და თქვა.
-რუხვაძე ამ კონიაკით გაგიმასპინძლდები ერთ დღეს,როცა ჩემთან მოხვალ.გზა გადაკვეთა და იქვე კაფეში შევიდა არეული ნაბიჯებით,ისე თითქოს მთვრალი იყო.
-რას დალევ მეგობარო,რა მოგართვა.
-ვისკი ორმაგი და ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება.
-ახლავეს მოგართმევთ,დამელოდეთ.
-შეიძლება თქვენი ტელეფონით ვისარგებლო, სახლში დამრჩენია ტელეფონი.
-ინებეთ ჩემი ტელეფონი, დარეკეთ.რატიმ ტელეფონი გამოართვა ბარმენს და დარეკა,სულ მალე გაიგონა მონატრებული ხმა.
-გისმენთ.
-მე ვარ.
-რატი? სად ხარ,როგორ ხარ.
-მისამართი ჩაიწერე და მოდი,სხვას რომ გნახავ გეტყვი.იამ მისამართი ჩაიწერა და სასწრაფოდ გავიდა,რატიმ კი ბარმენს მადლობა გადაუხადა და ტელეფონიც დაუბრუნა.შემდეგ კი ისე დადგა,რომ თითქოს ისევ სვამდა მაგრამ სასმელს იქვე ყვავილის ქოთანში ასხამდა და თავს კი ყველას მთვრალად აჩვენებდა.რამდენიმე წუთში ია უკვე იქ იყო,როგორ უნდოდა მოხვეოდა,მაგრამ რატიმ უთხრა.
-მეჩხუბე და ისტერიკა მომიწყვე,რომ ისევ დავიწყე დალევა და ისევ მთვრალი ვარ.იამაც სწორედ ისე გააკეთა როგორც რატიმ უთხრა,რატიმ კი აქაც და არაფერიაო სასმელი შეუკვეთა.
-რა მოხდა არ მეტყვი?
-გეტყვი,მაგრამ არა აქ გვითვალთვალებენ და უნდა დარწმუნდნენ რომ მთვრალი ვარ.
-ვერ გავიგე რას ამბობ.
-გამიტაცეს,არ ვიცი რამდენი დღე ვიყავი ჩაკეტილი,მოჰქონდათ მარილიანი კერძები და წყალი არ დამილევია ეს დღეებია,მხოლოდ სასმელი მოჰქონდათ.
-ცდილობ მითხრა,ვიღაცას უნდოდა ისევ დაგეწყო დალევა?
-ასეა,ახლა აქედან გავალთ და ისე გავაკეთებთ რომ ძალით წამათრევ მთვრალს აქედან,მე არ დაგნებდები,მაგრამ შენ ძალით წამიყვან.
-კარგი,იმედია რამე გამოგვივა.იამ როგორც იქნა კაფედან გამოიყვანა რატი ვითომ მთვრალი და როგორც იქნა მიიყვანა მანქანამდე და იქაურობას გაეცალნენ.

დილა მშვიდობისა ყველას,ნიკა დამირეკეს რომ დოგანაძე გაანთავისუფლეს,შეხვედრა მთხოვა და მასთან მივდივარ.
-გინდა წამოვიდე?
-არა,მივალ და ვნახავ,დაველაპარაკები.
-კარგი,დაგელოდები და აქ ვისაუბროთ.კომისარმა ადვილად მოძებნა რატის ბინა.
-რას მიირთმევთ კომისარო.
-არაფერს,მომიყევი რა მოხდა რატი.
-არ ვიცი რა მოხდა,არ ვიცი სად ვიყავი,არც ის ვიცი რამდენმა დღემ გასტანა ეს საშინელება,მხოლოდ ვიცი ერთ დღეს მოვიდნენ იმ ადგილიდან წამომიყვანეს ეს კონიაკი მომცეს ხელში და მითვალთვალებენ,კომისარო არ მინდა ია რამე შარში გავხვიო.
-უნდა დამეხმარო რატი და უნდა დავაკავოთ ის ვინც ეს ჩაიდინა,მხოლოდ საქმეს მაშინ გავხსნით როცა საჩივარს შემოიტან,სხვაგვარად არ შეგვიძლია საქმე გავხსნათ..
-მოვალ,აუცილებლად მოვალ კომისარო, მაგრამ ახლა ერთ ადგილზე უნდა მივიდე.
-კარგი,ხვალ გელოდები.კომისარი წავიდა,რატიმ სახლთან ახლო მდებარე კაფეში შევიდა,რამდენიმე ჭიქა ზედიზედ ვითომ დალია და ბარბაცით გაუყვა ქუჩას, გრძნობდა ვიღაცა უთვალთვალებდა და უკან მიყვებოდა ნელი ნაბიჯით.ხეს მიეყრდნო და შემდეგ ნელა-ნელა ხის ძირში ჩაჯდა,თან თავისთვის ბუტბუტებდა,ისე მოაჩვენა ყველას თავი ვითომ ჩაეძინა.ნახევარი საათიც არ გასულა,რომ ვიღაც მიუახლოვდა მხარზე ხელით შეეხო და მის გაღვიძებას შეეცადა,მაგრამ რატიმ ხელი აუქნია და თითქოს შესცივდაო,ქურთუკი კარგად შემოიხვია და გვერდი იცვალა.იქვე მდგომს ჩაეცინა,ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-ვუთვალთვალებთ,ისევ მთვრალია და ბოთლით ხელში ქუჩაში ძინავს,რა ვქნა?
-შეეშვით,მიატოვეთ და წამოდით.
-კარგით უფროსო,მამაკაცმა ტელეფონი გათიშა გზა გადაჭრა და წავიდა.უცნობის წასვლის შემდეგ,რატიმ ფეხზე ადგა არაყით სავსე ბოთლი ქვაფენილზე დაახეთქა და მის წინ მდგარ უზარმაზარ ბინას თვალი ააყოლა,ჩქარი ნაბიჯოთ აიარა კიბეები და ერთ-ერთ კარზე მისცა ზარი,გაიღო კარი და რატიმ დაინახა თვალცრემლიანი ნათია.
-რატი? რატი სად ხარ,სად იყავი როგორ ვინერვიულე.შემოდი სახლში,გცემეს?
-არა,არა,კარგად ვარ.აქ იმიტომ მოვედი,რომ მადლობა გითხრა ჩემს გამო უამრავი ფული გადაიხადე და ამ ფულს უახლოეს მომავალში დაგიბრუნებ.
-ნუ იჩქარებ დაბრუნებას,ეს არავის დაუძალებია ჩემი სურვილით გავაკეთე.მნიშვნელოვანია,რომ კარგად ხარ.რა უნდოდათ,რატომ წაგიყვანეს ან ვინ იყვნენ.
-არ ვიცი,ხვალ ჩვენებას მივცემ კომისარს და აუცილებლად ვიპოვი ვინ იყვნენ,გავიგებ ვინ მემტერება ასე ძალიან.კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ნათია,უკან ხევით მივიდა კარებამდე,კარი გააღო და ბინა დატოვა,ნათია კი იდგა და თავისი წარსულის კადრებით უცქერდა იმ კარს საიდანაც რატიმ გავიდა,ნათიას ბინიდან წასულმა ნიკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-განყოფილებაში ვართ რატი შეგიძლია აქ მოხვიდე?
-მოვდივარ,ახლოს ვარ განყოფილებასთან.რატიმ ყველაფერი მოყვა რაც კი ახსოვდა და ნიკას გაეცინა.
-რა გაცინებს ნიკა შენი აზრი მაინტერესებს.
-მე არც ვიფიქრებდი რატი შენს ადგილზე,რადგან ფიქრის გარეშე მეცოდინებოდა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.ვინ? ვინ თუ არა ძმები რუხვაძეები.
-რატი ძალიან გამიკვირდა რომ გავიგე კიზირიას იცნობ და ძალიან კარგად,საიდან იცნობ მას.უცნაურად მომეჩვენა,შენ და კიზირია? ეს ისეა როგორც ზღვა და თივა.
-ვიცი,ბევრს არ მოსწონს ვალერა მისი მკაცრი ხასიათით, მაგრამ დამიჯერე, ნიკა ის ძალიან უბრალო ადამიანია.ის რომ არა მე დღეს მკვდარი ვიქნებოდი,მე მან გადამარჩინა და სიცოცხლე შემინარჩუნა.თავადაც ძალიან ბევრი აქვს გავლილი,არ დაიჯერებთ მაგრამ ვალერა ქუჩაში გაიზარდა შიმშილი მისთვის უცხო არ არის, არც გაჭირვება.კარ და კარ ითხოვდა პურის ნატეხს,12-13 წლის ასაკში ის ერთმა ოჯახმა შეიფარა,ისწავლა და ექიმი გამოვიდა.დაუფასა ოჯახს ამაგი,მაგრამ ერთხელ გადადგმული მცდარი ნაბიჯი გადადგმულად დარჩა და მის წარსულს შავ ლაქად დააჩნდა,რომ იცოდეთ მისი წარსულის შავი ლაქა რუხვაძეების გამო აქვს.
-ყველაფერს გავაკეთებთ რატი,რომ დამნაშავე ვამხილოთ,ეს თვით პროკურორის ბრძანებაა და ძალან მალე უნდა შესრულდეს,ამიტომ ძიებას დაეხმარები და კარგი დასასრულით დასრულდება შენივე დახმარებით.
-ის რაც ჩემში მიძინებული იყო გაიღვიძა,მაგრამ ჩემი სიძულვილი არ მაძლევს საშუალებას ბოროტებას ბოროტებით გადავუხადო,მე კანონს მივანდობ ყველაფერს და თქვენ იცით რა და როგორ გააკეთოთ.
-რატი ჩვენი დღევანდელი თემიდან შორსაა,მაგრამ რას იტყვი სიყვარულზე?
-სიყვარულზე? ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება კომისარო სიყვარულზე,ზოგი ამბობს რომ ის ბრმაა,მაგრამ ის ზოგი ვერ ხვდება იმას რომ სიყვარული საშუალებას გაძლევს დაინახო ის რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლია.ნამდვილი სიყვარული წლების შემდეგ ისევ ბრუნდება და იგი ეძებს სილამაზეს სიყვარულში და არა სიყვარულს სილამაზეში.სიყვარულში მთავარი სულია,სული წმინდა და სული უმანკო.კომისარს ჩაეცინა და რატის უთხრა.
-რომანტიკოსიც ყოფილხარ მეგობარო.
-ვარ,ადრე უფრო ვიყავი,მაგრამ მოკლეს და დაასამარეს ჩემში ეს გრძნობა.
-შენი საუბრიდან გამოდის,ძალიან დიდი ტკივილი გაქვს გავლილი და გულნატკენი ხარ ცხოვრებაზე.ოდესმე მეტყვი რა მოხდა და რა გაწუხებს,არა როგორც კომისარს,არამედ როგორც შენს მეგობარს.
-ჩემი ტკივილი 22 წლის ტკივილია რომელსაც გულში ვმალავ მეგობარო,არ ვიცი გამორიცხულიც არაფერია,ერთ დღეს როცა ერთი დიდი საიდუმლო გამჯღავნდება,მეც ავლაპარაკდები და ჩემს ტკივილსაც აეხდება ფარდა,მაშინ გაიგებთ რა მტკივა და რა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად.
-დიდი ინტერესით მოგისმენთ.უთხრა ნიკამ და ხელი ჩამოართვა დამშვიდობების ნიშნად.ქარიშხალი ნელა-ნელა ჩაწყნარდა და ჩაცხრა, კომპანიაში სიმშვიდე იყო,მაგრამ ერთ დილით ისევ აირია ყველაფერი,როცა ზვიადი იას შეხვდა და მის დაცინვას და ცინიზმს საზღვარი არ ჰქონდა.
-დილა მშვიდობის ყოფილო რძალო,როგორ ხართ.
-დილა მშვიდობის,თვად როგორ ხართ.
-მეც კარგად ვარ,ძალიან კარგად.გავიგე შენი სიყვარული დაბრუნებულა,საინტერესოა სად იყო თავად პროკურპრიც რომ დაინტერესდა მისი ბედით.
-დიახ დაბრუნდა და სად იყო და რატომ გაუჩინარდა ამას პოლიცია იძიებს,იმედი მაქვს მალე იპოვნიან იმას ვინც დგას ამ გეგმის უკან.ზვიადის ყვითელმა ფერმა გადაკრა სახეზე,მაგრამ მაინც უტეხად იდგა იას წინ,თითქოს არანაირი დანაშაულში არ იყო გარეული.
-კარგია,მაგრამ იცი რა მაინტერესებს?
-გისმენ,ასე ძალიან რა გაინტერესებს?
-როგორ შეგეძლო ერთ ალკოგოლზე გაგეცვალა ჩემი ძმა,რა ნახე მასში,მას მხოლოდ დასალევი მიეცი ხელში და სხვა არაფერი არ უნდა.უბრწყინავს თვალები ბედნიერებისგან,როცა დასალევს ხედავს.
-შენ საიდან იცი,რა რეაქცია აქვს რატის დასალევზე?
-ერთმა ჩიტმა მომიტანა ამბავი,ნუთუ არ იცი თბილისი არც ისეთი დიდი ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის.
-გასაგებია,ყველაფერი გასაგებია.იამ ზურგი აქცია ზვიადის და კომპანიაში შევიდა,პირდაპირ გაგას კაბინეტში შევიდა.
-ასე დაეცი რომ ყველანაირ არაკოცაბაზე მიდიხარ? გაგამ იას შეხედა და თითით ანიშნა ტელეფონზე ვლაპარაკობო,მაგრამ ია ვერ შეაჩერა.
-უკაცრავად,მოგვიანებით დაგირეკავთ.გაგამ ტელეფონი გათიშა და იას შეხედა.
-რას გავს შენი საქციელი,გგონია უფლება გაქვს აქ შემოხვიდე და მითხრა ის რაც ენაზე მოგადგება?
-როდის დადგება ის დღე,რომ ეს მედიდურობა ჩაკვდება შენში.
-რამ გაგაცვოფა ასე ძალიან,შეგიძლია მითხრა?
-როგორ შეგეძლო ეს გაგეკეთებინა,ვინ ხარ და რა ადამიანი ხარ ვერ გამიგია.
-რა გავაკეთე.
-ასე დაეცი? ან როდის გქონდა სირცხვილი,ნამუსი და შეცოდება ადამიანების მიმართ,რაც არაკაცი იყავი 25 წლის ასაკში იგივე დარჩი,შენში არაფერი არ შეცვლილა.შენმა ძმამ მითხრა,რაც გააკეთეთ.
-რა გავაკეთე ამიხსენი და გამაგებინე.
-შენ გაეცი ბრძანება,რომ რატი გაეტაცებინათ?
-წადი ექიმმა გნახოს,შენ სულ გამოგელია ტვინი მგონი.
-რა ბრმა ვიყავი,როგორ ვიცხოვრე შენს გვერდით,როგორ შევძელი შენთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება.
-ფრთხილად სიტყვები შეარჩიე რას ამბობ ია.საკმარისია,ყელში ამოვიდა შენი ბრალდებები.
-დიახ,მეც ამას ვამბობ რომ საკმარისია.მეზიზღები,საერთოდ არ მინდა გხედავდე რადგან შენ ადამიანი არ ხარ,შენ ცხოველი ხარ,ცხოველი ვინც შეუბრალებლად ხოცავს ადამიანებს.ვინც ყოველთვის აზარალებს უდანაშაულოს,რადგან მხოლოდ მათ ერევი და საკმარისია,მართლაც და საკმარისია უკვე ეს ყველაფერი.
-ია მე არაფერი არ გამიკეთებია,გეფიც..........
-გაჩუმდი,როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ ადამიანს ტკივილი მიაყენო.ინანებ,შენი გაჩენის დღეს განანებ გაგა.ია გავიდა და გაგამ ორივე ხელებში ჩარგო თავი და აქვითინდა.

ვერანდაზე იდგა და ღამის თბილისს უცქერდა,არ ეწეოდა,მაგრამ იმ წუთებში მოუნდა სიგარეტის ნიკოტინი შეეგრძნო.არ ჰქონდა სიგარეტი,ამიტომ მარკეტში მოუწია ჩასვლა,მაგრამ შუა გზაზე მისული უკან დაბრუნდა და ისევ ბინაში ავიდა,კარადა გამოაღო და მალიბუს ტანისამოსი გამოიღო, დაცარიელებულ კარადაში ლურჯი რვეული ნახა რომელშიც 5000 ლარი იყო.ხელი აუკანკალდა და იქვე ჩამოჯდა,თავს მოერია და რვეული გადაშალა,იქ ჩანიშნული იყო მთელი თვის გასავალი თუ რა უნდა გადაეხადა,შემდეგ ფულს დახედა და კომისარს დაურეკა.
-გისმენ ნიკუშ რა ხდება,ამ დროს რატომ არ გძინავს.
-კომისარო მინდა მალიბუს ტანისამო გადავცე ვინმეს,შეგიძლია დამეხმარო?
-შემიძლია,რამდენიმე დღის წინ ჩემს ბინაში გადმოვიდა მარტოხელა დედა და ერთი ქალიშვილი ყავს მალიბუს ტანისამოსი კარგად ექნება,ხვალვე წავიდეთ და მივუტანოთ.
-კარგი,ჩავამზადებ და დილით მანქანაში მექნება.
-კარგი,ერთად მივიდეთ.ნიკამ ტელეფონი გათიშა და დივანზე დაწყობილ ტანისამოსს თვალი შეავლო,თვალები მაგრად დახუჭა უნდოდა წარმოედგინა გზა რომელიც სიმართლის კართან მიიყვანდა,მაგრამ ვერა ვერ იპოვა სიმართლის კარი და გზაც გაქრა.ცრემლიც მოერია ტირილიც უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო.თითქმის სრული ხუთი თვე გავიდა მალიბუს სიკვდილიდან და ნიკამ ტკივილთან ერთად ისწავლა ცხოვრება,ისწავლა როგორ გადადგას ნაბიჯები და ისწავლა რაც არ უნდა მწარე იყოს ტკივილი უნდა შეეგუოს,შეეგუოს იმ მდგომარეობასა რომელსაც არ ელოდა,მაგრამ მოხდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent