მთაწმინდის მთვარე {13}
მეცამეტე თავამდე რომ მივდივარ უკვე ვალაგებ ხოლმე წყვილებს. ისე ცამეტი ჩემთვის საყვარელი რიცხვია ყველანაირი მოდურობის გარეშე. ................ -სად არის? - როგორც კი მიტოვებული სახლის კარი შეაღო მაშინვე ჰკითხა მკერდზე ხელდაკრეფილ ბურდულს. -იქით. - თავით ანიშნა მისაღებისკენ, სიგარეტი გააბოლა და ლუკას უკან აედევნა. - გათიშულია ისევ. -გავაღვიძოთ მერე! - იქვე წვიმის წლით სავსე მდგარ სათლს დახედა, უცებ მოკიდა ხელი და სახეზე შეასხა ლაშას, ისიც წამსვე მოეგო გონს. - აბა ლაშიკო, რა გინდა თინისგან და რატომ არ ეშვები მითხარი. -შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - ძლივს ჩაილაპარაკა, თან თვალეები დახუჭა ტკივილისგან. -გაიგე თუ გაგიმეორო? - მომენტალურად ყბაზე წავლებული ხელით თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა ბრაზისგან ანთებული ცისფერებით. -რა მინდოდა ვერ დაინახე? - ცინიკურად ჩაიცინა კაცმა, ლუკამ კი მაშინვე მოუქნია ხელი. - ისე… შენს გოგოს მაგარი მკერდი აქვს. - სისხლი გადააფურთხა და სიცილით ახედა ქვევიდან გააფთრებულ ლუკას, მაგრამ მუცელში უეცარმა ტკივილმა უკან გადააქანა და იატაკზე დაეცა. უკან შეკრული ხელები ცუდად მოჰყვა იატაკსა და სკამის საზურგეს შორის იგრძნო როგორ დაიტკაცუნა ძვალმა და იმხელაზე იღრიალა ტკივილისგან მთელი სახლი შესძრა. - შენი დედაც! -მომისმინე შე სი.ო! - საყელოში წავლებული ხელით სკამიანად ძველ პოზაში დააბრუნა და ცრემლიან თვალებში კმაყოფილმა ჩახედა. - მეორედ კიდევ რომ დაგინახო თინის სიახლოვეს მეორე ხელსაც მოგამტვრევ. მაგ დამპალ ენას მოგაჭრი და გაგიკეთებ ტრა.კში! გაიგე? -წადი შენიც! -გაიგე?! - ისევ უღრიალა და მოტეხილ ხელზე თითები მოუჭირა. -გავიგე ხო გავიგე! გამიშვი! - ტკივილისგან წამოიყვირა საბოლოოდ დანებებულმა და გიორგაძეც კმაყოფილი მოშორდა. -ამ დღეებში ჩემთან ერთად ნახავ, ბოდიშს მოუხდი, ეტყვი რომ წუხხარ და აღარასდროს შეხვდები შემთხვევითაც კი! -არადა უპატრონო მეგონა. - სიმწრის სიცილით გააქნია თავი. -ფუ შენი. - იმდენად ამაზრზენი სახე ჰქონდა გულის რევას შეგრძნება ეუფლებოდა გიორგაძეს. ბურდული კი იქვე იდგა და მშვიდად აკვირდებოდა სიტუაციას. - გავიგეთ ყველაფერი? -გავიგე! - ყურზე რომ მოკიდა ხელი ლუკამ, მაშინვე აფართხალდა. -ადექი და გაა.ჯვი აქედან! - ხელები გაუნთავისუფლა, შემდეგ კი გუგას გვერდი აუარა და გასასვლელისკენ წავიდა. -გიუშ ჩემი მანქანა წაიყვანე ევასთან რა. - გასაღები ესროლა კიბეზე მჯდომ ბიჭს, ისიც თავის ქნევით დასთანხმდა, გუგა კი გიორგაძეს ჩაუჯდა მანქანაში. - სასმელი ვიყიდოთ და საფლავზე წავიდეთ. - სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა, ლუკას კი ხმა არ ამოუღია. მალე არყის ბოთლით ხელში ოცდაათ სანტიმეტრიან დასაჯდომზე ისხდნენ და ალეკოს მომღიმარ სახეს შეჰყურებდნენ. -აბა? ილაპარაკებ თუ ვიყოთ ასე? - ლუკას გახედა ჩაფიქრებულმა. ბოთლიდან სასმელი მოიყუდა გიორგაძემ, ამწვარი პირის გამო ცოტა ხნით სუნთქვაც კი შეიკრა, შემდეგ კი ყველაფერი მოუყვა განვლილი დღის ჩათვლით, მეორე შეხვედრაზე. გუგა კი სიცილს ძლივს იკავებდა ისეთი სახით ყველბოდა მთელ ამბავს ლუკა. - საყვარელი ბავშვი ჩანს… მაგრამ შენ რა ან ვინ განერვიულებს ეგ მითხარი? -არ ვიცი… ამის დედაც ცუდად ვარ. რატომ მადარდებს ვაბშე? - სახეზე ჩამოისვა ხელები. - უბრალოდ… ცოდოა, არავინ ჰყავს, ხომ გაიგე იმ პრო.ჭმა რა თქვა? უპატრონო მეგონაო. არ მინდა ასე ფიქრობდეს ხალხი და ყველას ვისაც მოუნდება შეურაცყოფა მიაყენოს, ფიზიკური თუ სიტყვიერი, არ აქვს მნიშვნელობა. - ცოტა ხანს გაჩუმდა, ასე ჩუმად ისხდნენ და სიჩუმეს მხოლოს ჭრიჭინების ხმა ურღვევდათ. -ანე? - ჩაიღიმა ბურდულმა, თავი ჩახარა პასუხი რომ არ გასცა ლუკამ, შემდეგ კი ქვევიდან ახედა. - კიდევ იდანაშაულებ თავს? რამდენი წელი გავიდა. -ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ. - ინსტიქტურად სვავდა უკვე და მისი მწარე გემოც კი აღარ მოქმედებდა. - სულ შემთხვევით სამჯერ გადავარჩინე თინი, ვგრძნობ რომ ვჭირდები და მინდა დავეხმარო. მგონია თავისი ხასიათით ნიღბავს შინაგან დარდს და შინაგანი ხმა მკარნახობს რომ ფეხზე დადგომაში დავეხმარო. -დაგევასა და რაღაცებს ბოდავ აღიარების ნაცვლად? - ჩაიცინა, თან სასმელი გამოსტაცა ხელიდან, სრაფად დალია და მომღიმარმა გახედა ლუკას. -არა შენს ძმობას ვფიცავ… - თავი გააქნია წამსვე. - ნუ ისე, მართლა ლამაზია. - მერე მაინც თქვა და გუგას სიცილზე თვითონაც გაეცინა. - სერიოზულად. -მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. -არც იფიქრო, ჯერ შევხედავ, თუ ისევ მქონდა დახმარების სურვილი დავეხმარები, თუ არადა გავუშვებ ისევ. -და მერე ისევ ნახავ შემთხვევით, ისევ გაუშვებ, ისევ, ისევ და ისევ. -რას მთავაზობ? - წარბშეკრულმა გადახედა მეგობარს. -სცადე ახალი ურთიერთობის დაწყება. -მოიცა რა… - ხელი აიქნია სიცილით. - შვილი მყავს გასაზრდელი და ახლა ოცი წლის გოგოს მადევნინე უკან. -ევა მეორედ რომ შემხვდა უკვე ვიცოდი რომ ჩემი იქნებოდა. -მე არ ვიცი, ვერც ვგრძნობ და ახალი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. -და რას აპირებ? ისევ იმ ქალზე ფიქრს რომელსაც სხვა უყვარს? -ეგრე ადვილი არ არის! -რაღა ადვილი შე ჩემა, ათი წელი გავიდა. -შემეშვი ძმურად. - მხარზე დადებულ გუგას ხელს მხარი აუქნია და საპირისპირო მხარეს გაიხედა. -მისმინე… ვინმე გჭირდება ვინც ქეთას დაგავიწყებს… კაი რა ლუი, დაიბრუნე შენი თავი, თუ არ დაგევასება შეეშვები და ეგ იქნება. -ხანდახან მაგრად მენატრება. - ხმა ჩამწყდარმა ჩაილაპარაკა ლუის გაგონებაზე. -ვინ, ქეთა? -ალეკო შე ჩემა. - თვალები აატრიალა მობეზრებულმა. - ნუ ეგეც. -მაგრად ასწორებს სახლში მისულს ქალი რომ გხვდება სიყვარულით სავსე მზერით. -სიყვარულით სავსე მზერა არ ვიცი, მაგრამ შეშინებული მძინარე ქალი რომ დამხვდება ვიცი. -ნიკოს უშვებენ. - უცებ თქვა და დალევა განაგრძო. -ვაა მართლა? როდის? -რავი… ბაჩოს ზარს ველოდები. -მერე ევაზე უნდა უთხრა. -კაი ერთი. - ცინიკურად ჩაიცინა და ლუკამაც თავში წამოარტყა ხელი. - გიტარებ იმ პონტში რომ აქ არავინ არის. - თავზე გადაისვა ხელი, თან გამაფრთხილებლად დაუქნია თითი გიორგაძეს. - ბოლოს იკამ წამომარტყა როოგორც მახსოვს. -აუ მაშინ მაგრად დაგვძაბე შენთავს ვფიცავარ, მეთქი ახლა გახევს იკას ცემაშითქო. -აბა რა პონტია თავში ტყაპუნი ტო? -ქეთა… აღარ ვახსენოთ კარგი? - მაინც ძველ თემას მიუბრუნდა გიორგაძე და საფლავზე დაყრილი კენჭები, თითებით გადაასწორა. -მე არაფერს გეკითხები, თუ მოგინდება შენ თვითონ მეტყვი. -აღარ მომინდება. დავიღალე, თან მე ის ქეთა მიყვარს რომელიც ამერიკაში წასვლამდე მიყვარდა, ეს სხვანაირია და არაფრით გავს ჩემს ქეთას, თან ჩემიც აღარ არის. - სიმწრით ჩაიცინა, მაგრამ სახეზე სრული სიმშვიდე მოსდებოდა. -მორჩა? -ხო რა. - ორი ყლუპი მოსვა, შემდეგ ხელში მიაჩეჩა ბოთლი გუგას, მხარზე მიარტყა ხელი და ფეხზე წამომდგარი მანქანისკენ დაიძრა. -შეხვედრამდე ძმაო. - ქვის თავს დაადო ხელი, თვითონაც დალია არაყი, ნახევრად სავსე ბოთლი ქვის გვერდზე დადგა და ლუკას აედევნა უკან. *** სახლში შესულს სრული სიბნელე დახვდა, შუქი არ აუნთია, ფეხზე გაიხადა და ისე დაიძრა საძინებლისკენ. თინი‘ს’ ოთახთან შეჩერდა, ფიქრობდა შესულიყო თუ არა, ბოლოს კი კარზე მიაკაკუნა. ხმა არ გაუცია, ამიტომ ჩუმად შეაღო საძინებლის კარი, ნელი ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ და დაინახა კიდეც თინის სახე. ტირილისგან შესიებული თვალები ფანჯრისთვის გაეშტერებინა, ცრემლები კი ლოყებზე შეშრობოდა. ხმის ამოუღებლად ჩამოჯდა საწოლზე, თინის მუცლის პირდაპირ და თვითონაც ფანჯარაში გამოჩენილ ვარსკვლავებს შეხედა. -იცი, ერთი ლურჯთვალება მეგობარი მყავდა სკოლაში, ჩემი კლასელი იყო, ანე. - როგორც კი სახელი თქვა მაშინვე შეხედა თინიმ. - ყოველთვის მეუბნებოდა, რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში და როგორც არ უნდა დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, ყოველთვის მოიძებნება გამოსავალიო. ტანით ყოველთვის სუსტი იყო, რომ ვუყურებდი ჩემზე ორი წლით პატარა ბავშვი მეგონა, ამ დროს საუბარს რომ დაიწყებდა ხმას ვეღარ ვიღებდი. -ახლა სად არის? -თავი მოიკლა. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩახარა. -რატომ? -მშობლები არ ჰყავდა, ბებო ზრდიდა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. განსხვავებული იყო, უცნაური, თავის გარეგნობის მსგავსად და ამის გამო არავინ ემეგობრებოდა. ხალხი ბრბოა, ხომ იცი… ზურგს უკან ჭორაობდნენ, რიყავდნენ… ერთადერთი მე ვყავდი და ვერც მე გამოვდექი კარგი მეგობარი, მივატოვე მაშინ როცა ვჭირდებოდი და ამას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. -რა მოხდა? -თქევსმეტი წლისები ვიყავით, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, არ მახსოვს. ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი, მერე თვითონ მოვიდა და მითხრა, “შერიგებით არ გირიგდები, მაგრამ მგონი ვიღაც დამყვება და სახლამდე გამაცილე, მეშინია”-ო. მე კიდე არ წავყევი, ბიჭები მივდიოდით ფეხბურთის სათამაშოდ. მეორე დღეს სკოლაში არ მოვიდა და სახლში მივაკითხე. საძინებლის კარები ჩაკეტილი ჰქონდა, რომ შევამტვრიე საწოლში იყო სისხლისგან დაცლილი. წერილი დამიტოვა, “შეგეძლო გამომყოლოდი”-ო. -ამის გამო იდანაშაულებ თავს? -შემეძლო მეტი ყურადღება მიმექცია, შემეძლო ვყოფილიყავი ადამიანი ვინც მისი პატრონი იქნებოდა და მიხედავდა. მაშინ რომ გავყოლოდი ახლა ცოცხალი იქნებოდა. -ეგ არავინ იცის. ყოველთვის მის გვერდზე ვერ იქნებოდა, მითუმეტეს მაგ ასაკში. -კიდევ ტირიხარ? - ცრემლი შეუმშრალა ცერით, თინი კი მაშინვე ლუკას მტევანს სწვდა როგორც კი სიწითლე შენიშნა. -მაპატიე რა. -არაფერია, დიდი ხანია არავინ მიცემია და თითქოს მომეშვა კიდეც. თან ბოლო დროს დაგროვილი ბრაზიც მივაყოლე. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და თინისაც გაეღიმა. -რაზე ბრაზობდი? -ჩემი შვილის დედაზე. -გაშორდი? -ათი წლის წინ მიმატოვა, ორი თვის წინ გამოჩნდა და ჩემი დალაგებული ცხოვრება აურია. -ისევ გიყვარს? -მიყვარს ის გოგო რომელიც ბოლოს ვნახე, ამ ქალს არ ვიცნობ. -მაპატიე, მაგრამ ეს საკითხი დიდად არ მესმის, ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცუდი მოსაუბრე ვარ. -არავინ გყვარებია? - წარბები ასწია გაკვირვებულმა. -არა. - ლოყებ შეფარკლულმა თვალი აარიდა გიორგაძეს. -კარგი… წავალ მე, აღარ იტირო და დაიძინე რა, ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. - ლოყაზე მოჩქმიტა მომღიმარმა და ფეხზე წამოდგა. -ღამემშვიდობის! -შენც. - კართან მისულმა ისე ჩაილაპარაკა უკან არ მიუხედავს, მერე თავის საძინებელში შევიდა და საცვლის ამარა დაწვა საწოლზე. თითქოს ყველაფერი დაულაგდა გონებაში. ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა ისე როგორც აგრძელებდა, ამიტომ ახალი თავგადასავლების ძებნა უნდა დაეწყო, ერთი უკვე ჰქონდა კიდეც თინის სახით. *** -წითელი თუ თეთრი? - თავზე წამოადგა გიორგი სკამზე მჯდომ ევას და ორი ღვინის ბოთლი აუფრიალ ცხვირწინ. -თეთრი თუ შეიძლება. - ყურებამდე გაიღიმა ბურდულების სუფრასთან მჯდომმა. -როგორც იტყვით ქალბატონო, მაგრამ ეს წითელი ღვინო ექვსი წლის წინ გამოვუშვი ჩემი საიდუმლო ინგრედიენტით, ერთხელ აუცილებლად უნდა გასინჯო. -წითელი ღვინო არ უყვარს ევას მამა, მაგრამ მე მიყვარს. - ყურებამდე გაეკრიჭა ბურდული და ჭიქაც გაუწოდა. -ეგ როგორ? საერთოდ არ სვამ? -არა, ძალიან მათრობელაა, თან უფრო მძაფრი გემო აქვს, არ მსიამოვნებს, ამიტომ თეთრი მირჩევნია. -გასაგებია. - მხრების ჩეჩვით დაუბრუნდა ადგილს უფროსი ბურდული და იქვე მჯდომ ცოლს მტევანზე აკოცა. -გადაიღე რამე რა, არ მოგერიდოს. -მე გადავუღებ დე, შენ არ ინერვიულო. - თვალი ჩაუკრა ნინოს, ევას კი თეფში გაუვსო სალათით. -გეყოფა! -ზუსტად იმდენია რამდენსაც ჭამ. - ყბის ძვალზე აკოცა ლოყებ შეფარკლულს. -მოგკლავ. - გუგას გასაგონად ჩაილაპარაკა, ბურდულს კი ყურადღება არ მიუქცევია ისევ საუბარს განაგრძობდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა ევას, სალათას მიირთმევდა, თან ბურდულების დიალოგს უსმენდა. - სქესი გაიგე უკვე? - ოდნავ გამობერილ მუცელზე მიეფერა ბედნიერ სესას. -ჯერ პატარაა. -მაგრამ მაგარი ღორმუცელა. ან ჩემი ცოლი მენაზებოდა აქამდე და ახლა ბევრ ჭამას ორსულობას აბრალებს. - სიცილით გასცა პასუხი დათამ, სესას ჩქმეტაზე კი სახე დამანჭა. -აქამდე როდის გამიღვიძებიხარ ღამით ნაყინზე. -ვიზიარებ ძმაო. - ხელი დაარტყა მხარზე გუგამ. -ნერვები არ მომიშალოთ ახლა. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა ძმას, შემდეგ ქმარზე გადაიტანა მზერა. -თქვენ ტყუპები გყავთ ხო? - მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობილს ნიკაპი ჩამოედო ხელის გულზე და ისე აკვირდებოდა თამთას. -ჰო და როგორც გუგა ამბობს გოგოები არიან. - მომღიმარმა გახედა მაზლს. -ნუ ახლა, გუგა თუ ამბობს… - წარბები ასწია და თამთას გაცინებაც შესძლო. -რა გინდა ახლა. - წამსვე გაუსწორა თვალი საყვარელ მწვანეებს. -არაფერი საყვარელო. - გუგასკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა ხმაურით. - ეს ღვინო სასწაულია, ადვილად ათრობს, თან უგემრიელესია. - ისევ დააგემოვნა და გიორგისკენ შებრუნდა. - ეს ალბათ ბუა ყურძნისგან არის გაკეთებული, თუ ვცდები? -როგორ მიხვდი? - გაოცებულმა შეხედა აბაშიძეს. ძალიან ესიამოვნა უფროს ბურდულს, არ ეგონა ღვინოსთან დაკავშირებით რაიმე თუ ეცოდინებოდა მხატვარს. -დედაჩემის მამა კახელი იყო, ბავშვობაში რთველში მივყავდი და ყველა ყურძნის სახელს მეუბნებოდა. ღვინოს ბუას გემო დაჰკრავს, კიდევ სხვა ყურძნის, მაგრამ იმას ვერ ვხვდები. -თეთრი მსხვილმარცვალა. - თავი დაუქნია ევას. სასიამოვნოდ გაოცებული იყო მისით. - შენ ვარდისფერი ღვინოც გეყვარება. -ძალიან. ხატვის დროს ხანდახან ერთ ჭიქას ვსვამ, ასე ვთქვათ ცოტ-ცოტას ვწრუპავ. -წამომყევით ქალბატონო. - ნელა წამოდგა ფეხზე და სარდაფში ჩასასვლელი კარისკენ დაიძრა, ევა კი უკან აედევნა. -რეალურად უფრო ლამაზია ვიდრე სურათებში. - მაშინცე აღნიშნა ფაქტი ნინომ და ყველამ მას შეხედა. -დედა! -რა იყო, უფლება არ მაქვს ჩემი აზრი გამოვხატო? -ეგ აზრი პირდაპირ ევას უთხარი თუ გინდა, ცალკე ნუ ამბობ, მითუმეტეს როცა აქ არის. და კიდევ, ჩემთან ერთად ნურაფერს იტყვი, არ მსიამოვნებს. - მოკლედ მოუჭრა, ნინოს აღარაფერი უთქვამს, სამაგიეროდ სესილია ალაპარაკდა. -რა მოხდა მერე? ისეც ეტყვის და ასეც. საერთოდ ჩვენ გვითხრა და არა შენ. -შენ ენა გააჩუმე, რომ ვთქვი ერთხელ არ მსიამოვნებსთო უნდა გაგეგო, მარტო დედასთვის არ მითქვამს. თუ ჩემი ქალის განხილვა გინდა, ცალკე ისაუბრე შენს რძალთან ან დედაშენთან, იქ სადაც მე არ ვიქნები. და კიდევ ქალბატონებო, არ დაგავიწყდეთ ერთ დროს თვენც იყავით განხილვის საბაბი. - სამივეს გაუღიმა, მერე კი ძმასთან და სიძესთან გააბა საუბარი. მალე გუგას ტელეფონიც ამღერდა, ბაჩოს ნომრის დანახვაზე სწრაფად წამოდგა და ფანჯარასთან მისულმა მაშინვე უპასუხა. -აბა? როდის მივდივარ აეროპორტში? -ხვალ დილის ცხრაზე იქ იყავი, მოსკოვიდან მოფრინავს. -მთელი ამ იურიდიულის ხალხიდან მარტო შენ მევასები ბაჩო… მადლობა დიდი, თანხას ახლავე გადმოგირიცხავ. - ზურგზე იგრძნო ქალის სხეული, რომელიც მჭიდროდ მიეკრო მკერდით და ხელები მუცელზე მოხვია. -არ დააგვიანო! -ერთი საათით ადრე მივალ. - სიცილით თქვა, თან ევას თითებში ახლართა თავისები და მტევანზე აკოცა. -ეგრე ადრეც არ გინდა. -კარგიი! მადლობა კიდევ ერთხელ და ღამემშვიდობის! -მშვიდობიანი ღამე. - ტელეფონი გაუთიშა თუარა ევასკენ შებრუნდა, ხელები მაგრად მოხვია წელზე და ძლიერად ჩაეხუტა. -რა მოხდა ასეთი? - ლამის გაჭ....ტილმა ძლივს ამოილაპარაკა და შეეცადა თავი უკან გაეწია გუგას თვალების დასანახად. -ჩემი მეგობარი ჩამოდის ხვალ. - ხელის გულებში მოიქცია ქალის სახე და ტუჩები დაუკოცნა. - ჩემი პატარა… ხომ არ მოიწყინე? -არა, პირიქით. - ბედნიერი უყურებდა გუგას ბრწყინავ თვალებს. ასეთი გახარებული მგონი არასდროს ენახა. გული თვითონაც სწრაფად უცემდა და გუგას გულის ხმაც ესმოდა. - მამაშენი უსაყვარლესი კაცია, დედაშენიც და საერთოდ საოცარი ოჯახი გყავს. -დედაჩემმა რეალურად უფრო ლამაზიაო. - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. -გამაფრთხილა გიორგიმ მაგაზე. - სიცილით თქვა, გუგამ კი წარბაწეულმა შეხედა. -შენ და მამიკო როგორ ჩაძმაკაცებულხართ. -დიახ! ერთი ვარდისფერი ღვინოც მაჩუქა. - კმაყოფილმა დაუქნია თავი. -შენ არ იცი რა პატივში ხარ. მეც კი არ მახსნევინებს ღვინოს, მე… ყველაზე საყვარელ შვილს. -შენ ყველაზე საყვარელი ალბათ იმიტომ ხარ რომ, ყველაზე არანორმალური და თავქარიანი ბრძანდები. -ნუ დაახლოვებით. ეს მეორე შვილის პლიუსია. - წელზე მოხვეული ხელებით მჭიდროდ მიიკრო ტანზე, თან ევას ტუჩებისკენ დაიხარა. -ნუთუ. - უცებ აკოცა, შემდეგ მთლიანად მოშორდა და მაგიდასთან დაბრუნდა. - გუგამ მითხრა რომ ნახატები გიყვარს. -მე მოვიყვანე შენს გამოფენაზე, ფაქტიურად ჩემი დახმარებით შეხვდით ერთმანეთს. -ვიცი ვიცი… გუგამ რომ მითხრა ჩემები უნდა გაგაცნოო ვიცოდი შენი ნახვაც მომიწევდა, ამიტომ სპეციალურად შენთვის დავხატე ნახატი, ოღონდ ლუკას არ უთხრა, მომკლავს. -ვაიმე მართლა? - გახარებული წამოდგა ფეხზე. - სად არის? -შენი ძმის მანქანაში, მაგრამ დიდია და აქ შემოტანას პირდაპირ მანქანაში ჩადო ჯობია. -ძალიან დიდი მადლობა. - მაშინვე ევასთან გაჩნდა და უცებ მოეხვია. - ვერც კი წამოიდგენ როგორ გამახარე. -მიხარია… -წავედით ჩვენ. - ხელი მოხვია წელზე ევას და ყველამ გაოცებულმა შეხედა. -ჯერ რა დროს წასვლაა, ნამცხვარიც კი არ მომიტანია. - წამსვე წამოიჭრა ფეხზე ნინო. -ვიყოთ, სად გეჩქარება? -მეჩქარება ანუ და წავედით რა. - გასასვლელთან მისულმა მოხატული ჯინსის ქურთუკი მოახვია მხრებზე ევას. -ღვინო გრჩება. -ძალიან დიდი მადლობა ვახშმისთვის, ღვინისთვისაც, ამ ღვინის ფონზე თქვენთვისაც დავხატავ რაიმე ელეგანტურს. - ყურებამდე გაიღიმა. - გამიხარდა თვენი გაცნობა. -ჩვენც ძალიან… მაგრამ კიდევ ცოტახანი რომ დარჩენილიყავით რა იქნებოდა? -დედაა ბევრს ნუ მალაპარაკებ რა გთხოვ. - ხელები მოვია კისერზე და შუბლზე აკოცა. - მიყვარხარ… და ნამცხვარზე ცალკე მოგიყვან ევას, ნუ ნერვიულობ. -მიდი მიდი. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები შვილს, შემდეგ ევას გადაეხვია. ყველას რომ დაემშვიდბნენ და მანქანიდან ნახატიც აიღეს, ბურდულების სახლიც დატოვეს. -სად მივდივართ? -სურპრიზი მაქვს შენთის, თან ისეთი ჩემს ხასიათს ბევრად რომ აღემატება. -დამაინტრიგე. -მომენატრე იცი? - ტუჩზე იკბინა, თან მუხლზე დადებული ხელი კაბის სიღრმისკენ აატარა და ევას შეტყუპებულ ფეხებზე გაეცინა. -ვერ მოიცალე ჩემთვის და ეგ შენი ბრალია! მომაშორე ხელი გაბრაზებული ვარ! - მტევანზე დაარტყა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია ბურდულს, უფრო ზევით ასწია ხელი და ბარძაყზე მოუჭირა. -დამიჯერე მიზეზს რომ ნახავ ბრაზი გადაგივლის. -ჯანდაბა… გუგა გაჩერდი, ან მანქანა გააჩერე! -ნწ… მოითმინე ცოტა ხანი. - უცნაურად იღიმოდა, ვერ ხვდებოდა მიზეზს ევა, მაგრამ მისი ასეთი ღიმილი ძალიან მოსწონდა. -შენთა რა გვინდა? - გაჩერებული მანქანიდან გადავიდა და კორპუსს ახედა. -რა გჭირს შენ, რა მოუთმენელი გახდი ამ ბოლო დროს. - წელზე მოხვია ხელი, ლოყაზე აკოცა და სადარბაზოში შევიდა. -დღეს რა საყვარელი ხარ. - ლიფტში შესულმა წელზე მოხვია ხელები გუგას და ქვევიდან ახედა. -კარგ ხასიათზე ვარ. - მაშინვე დაუკოცნა ტუჩები, შემდეგ კარი გაიღო და ბინისკენ დაიძრნენ. გაოცებული უყურებდა გადაკეთებულ სახლს ევა, უფრო ნათელი და ლამაზი გაეხადა უფერული კედლები. ავეჯიც გამოეცვალა, მაგრამ ევას ნახატი ისევ ძველებურად ამშვენებდა დიდ კედელს. -ეს კედელი შენია, რაც გინდა დახატე. - თითით ანიშნა თეთრად გადაღებილ კედელზე, თან უკნიდან მოეხვია და კისერში აკოცა. -მართლა? - გახარებული შეტრიალდა ბურდულისკენ. -ჰო… წამომყევი. -ანუ სახლს აკეთებდი და მაგიტომ მელაპრაკებოდი ტელეფონზე მოსვლის ნაცვლად? -ზუსტად მიხვდი. -ამ კიბეს აქ რა უნდა, როგორც მახსოვს არ იყო. -თვეზე მეტია აქაურიბას ვაკეთებ, დღეს დაალაგა დამლაგებელმა ყველაფერი და უკვე შემიძლია ჩემს სახლში დავბრუნდე. - მეორე სართულზე ასულმა იქაურობის დათვალიერება არ დააცადა ისე გაიყვანა დიდ ვერანდაზე. დაბალი ხის დივნით, ყავის მაგიდით და სავარძლებით იყო მოწყობილი. დივანზე პატარა ოთხკუთხედი ბალიშები ლამაზად დაელაგებინათ, იქვე გასაშლელი ქოლგაც იდგა, მოშორებით კი დასაჯდომი საქანელა. -თვალებს ვერ ვუჯერებ. - ქოთნებში მოთავსებულ სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს გადაატარა თითები, შემდეგ კი შუშის კარზე მიყრდნობილ ბურდულს გახედა. - როგორ მოიფიქრე? -შენ ხარ ჩემი მუზა. - თვალი ჩაუკრა მომღიმარ აბაშიძეს. - სულ აქეთ-იქით ვერ გატარებ, ამიტომ სახლში გიწყობ კაფეს და ბუნებას… თუ წვიმა იქნება ქოლგას გაშლი, დიდია. იქ გამათბობელია. ასე რომ ისე მოვაწყე აქედან ვერ გამექცევი. -მე რა შუაში ვარ? -დამელოდე, ახლავე მოვალ. - სწრაფად შებრუნდა და კიბეებზე დაეშვა. ევა ბუზღუნით მიუახლოვდა ვერანდის მოაჯირს, იდაყვებით დაეყრდნო ზედაპირს და განათებულ ძველ თბილისს გადახედა. შემდეგ ზევით აიხედა, მთაწმინდის ფერად ანძას გაუსწორა თვალი, მერე კი მის გვერდზე დაკიდებულ სავსე მთვარეს დააკვირდა. ყვითლად ანათებდა, ძალიან ნაზად, ისე თითქოს მაყურებლის შეწუხება არ სურდა. წყნარი ღამე იყო, როგორც მთვარე და ევას სხეულშიც სიმშვიდეს ჰფენდა. უკნიდან მოეხვია კაცის სხეული და დამშვიდებული სხეული წამსვე აუფორიაქა. ყელში იგრძნო სველი ტუჩების შეხება და ტანში სასიამოვნოდ გასცრა. -მთვარე მხოლოდ შენთან ერთად მიყვარს ევა. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ ნიკაპი ჩამოადო მხარზე. -იქ განსაკუთრებით ლამაზია. - ხელი გაიშვირა მთაწმინდისკენ. - ანძას უხდება, თან ქალაქს დაჰყურებს. -ეს სახლი ამიტომ ვიყიდე, ლამაზი ხედი აქვს. -გათბობს. -“ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი.” -არ ვიცოდი პოეზია თუ გიყვარდა. - ოდნავ მიაბრუნა თავი გუგასკენ და ლოყაზე აკოცა. -არც მიყვარს, უბრალოდ მთვარესთან ბევრი მოგონება მაქვს და ეს ლექსი ერთადერთია რომელიც მომწონს… ისე თინეიჯერობის ასაკში ლექსის ნახევარს ვსწავლობდი და რომანტიკოს გოგოებთან ვრომანტიკოსობდი. - ჩაიცინა წარსულის გახსენებსისას და ევაც გააცინა. -მთაწმინდის მთვარეც ნახევრად იცი? -არა, ეს მთლიანად. - სიცილით აკოცა ყელში, შემდეგ მოშორდა, პატარა მაგიდაზე დადებული პატარა ტორტი აიღო, სანთლები აანთო და ევაც მაგ დროს შებრუნდა. - სიმღერა არ მიყვარს, ვერ გიმღერებ, მაგრამ გილოცავ პატარა, ბერდები ნელ-ნელა. - ტორტით ხელში მიუახლოვდა აცრემლიანებულ აბაშიძეს. -რომანტიულობის ნასახი არ გაგაჩნია. -მიდი, სურვილი ჩაიფიქრე. - ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. როგორც კი სანთლები ჩააქრო ევამ მაშინვე ტუჩებზე დაეტაკა ბურდული. -მადლობა. - გაუაზრებდა გაილოკა ტუჩები, შემდეგ კრემი ააცალა ტორტს თითით და ის იყო უნდა დაეგემოვნებინა გუგამ რომ დაუჭირა მაჯა და ევას კრემიანი თითი ტუჩებს შორის მოიქცია. ნერწყვი მძიმედ გადააგორა აბაშიძემ, გუგა კი მაშინვე ახარხარდა. -როგორი საყვარელი ხდები ამ დროს რომ იცოდე… - ტორტი მაგიდაზე დააბრუნა, შამპანიური გახსნა და წიქებში აუქაფებლად ჩამოასხა. - შენ გაგიმარჯოს პატარავ. -გაგვიმარჯოს. - ყურებამდე გაღიმებულმა მიუჭახუნა ჭიქა და მთლინი შამპანიური გამოცალა. -ვიცეკვოთ? - ცარიელი ჭიქა ხელიდან ააცალა, ტორტის გვერდზე დაალაგა და წყნარი მელოდიაც აამღერა დაბალ ხმაზე. ის სიმღერა იყო რომელზეც ბარში პირველად იცეკვეს, გაკვირვებული იდგა ერთ ადგილზე ევა სანამ გუგამ არ შემოხვია წელე ხელები და ცეკვაში არ აიყოლა. -მაოცებ უკვე. -ჩემი თავიც კი გავაოცე პატარავ. - ჩაიცინა და ლოყა საფეთქელზე მიაბჯინა. დიდხანს არხევდნენ სხეულებს ასე წყნარად, ერთმანეთის გულის ცემა ესმოდათ რომლებიც ერთ ტემპში მოძრაობდნენ და პატრონებთან ერთად ცეკვავდნენ. მშვიდი ღამე იყო, მთვარეც მშვიდად დაჰყურებდა დაწყნარებულ წყვილს, რომლებსაც ერთმანეთის გარდა სხვა აღარაფერი ადარდებდათ. -ხედაავ, პირველივე დღე შენი დაბადების დღით დავიწყეთ ჩვენს სახლში. - ბოლოს ევას ყურთან მოულოდნელად დაიჩურჩულა და ევაც წარბშეკრული გაიწია უკან. -რა? -აქ გადმოდიხარ შენი საღებავებიანად. - ზურგი აქცია გაოცებულ ევას, ტორტს ხელი დაავლო და სახლში შესული კიბეებზე დაეშვა. -რას ბოდავ? - წარბაწეული მიუახლოვდა ბართან მისულს, რომელმაც ვისკის ბოთლი გახსნა და ჭიქაში ჩამოისხა. -რა მნიშვნელობა აქვს შენთან ვიცხოვრებთ თუ ჩემთან? -აქვს! ის ჩემი სახლია, ეს არა. ჩემს სახლში თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. აღარაფერი თქვა და ნუ გააფუჭებ იმ ყველაფერს რაც გააკეთე. -მე ჩემს სახლში ვგრძნობ ეგრე თავს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები. -გუგა! -მინდა რომ აქ იყო, ჩემთან ერთად. - სავარძელში ჩაეშვა, მუხლზე დაირტყა ხელი, მაგრამ აბაშიძე ისევ წარბშეკრული უყურებდა. - ეე კარგი რა… მოდი ჩემთან და ნუ მიტრაკებ ახლა რაღაც უაზრობაზე. -გუგა, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მე მეგობრები მყავს, რომელებსაც ვერ ვეტყვი რომ აქ ამოვიდნენ, რადგან ეს შენი სახლია, ვერც მე ვიქნები კომფორტულად, ვერც ისინი. ასე ადვილი არაა უცებ ადგე და გადაბარგდე კაცთან და დატოვო შენი შექმნილი კომფორტი. ჩემი სახლი ჩემი შრომით ვიყიდე, ჩემით მოვაწყე და გავაკეთე ის რაც ახლა მაქვს. შეიძლება ორ საძინებლიანია, რომელსაც პატარა მისაღები და სამზარეულო აქვს, მაგრამ ჩემია. არ გესმის? -მოდი რა ჩემთან. - ისევ გაუმეორა, ევამ ერთი ამოიოხრა და ბურდულთან მისული მის მუხლებზე მოთავსდა. - შენს გარეშე არ მინდა აქ. - ცხვირის წვერი გაუსვა ყელზე და იქვე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მაღლა აუყვა და ყურთან ახლოს, ყბის ძვალზე აკოცა. -დავრჩეთ ჩემთან და როცა მოგვინდება აქაც მოვიდეთ. -არა! -არ გადმოვალ აქ და ტყუილად ნუ… - საუბარი გააწყვეტინეს ბურდულის ტუჩებმა და მაშინვე დაუარა ტანში ჟრუანტელმა. სწრაფად წამოდგა წელზე შემოსმულ ევასთან ერთად და საძინებელში შევიდა. -ეს არის ჩვენი საძინებელი, ხომ გახსოვს? - გქვედა ტუჩზე იკბიბა და საწოლზე მწოლს ზევიდან მოქცეულმა თვალებში ჩახედა. -გაჩუმდი! - სახე აწითლებულმა მაისური გახადა მომღიმარ ბურდულს, შემდეგ წელზე მოხვია ფეხები და ტუჩებს მიუბრუნდა. სწრაფად გააშიშვლა ევა, შემდეგ გვერდზე გადაწვა და შიშველი სხეული ტანზე მიიხუტა. - რას აკეთებ? - გაოცებულმა ახედა თვალ დახუჭულ კაცს. -ვიძინებ… ხვალ ადრე უნდა ავდგე, ახლა რომ დაწყებული გავაგრძელო დილამდე ვერ მოგშორდები და აეროპორტშიც ვერ წავალ. -მეღადავები ხო? -არა და მოისვენე ახლა. - მთლიანი სახე დაუკოცნა, ბოლოს მის თმაში ჩარგო ცხვირი და დაღლილი მალევე გაითიშა. სამაგიეროდ ევას არ მიჰკარებია ძილი, სასიამოვნოდ გაკვირვებული და გაოცებული იყო დღევანდელი დღით. ასევე რაღაც დიდის მოლოდინს გრძნობდა. რაღაც ისეთს რაც გაახარებდა და გააბედნიერებდა. *** აეროპორტში იდგა მგზავრების გამოსასვლელთან. ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით და ყოველი კარის გაღებაზე ხალხს აკვირდებოდა. ბოლოს გამოჩნდა კიდე ნაცნობი სახე. თმა უფრო შევერცხლოდა, მწვანე თვალები კი ახლა მეტად უბრწყინავდა. -ჩემი კაცი! - გახარებული მაგრად მოეხვია ბურდულს, ზურგზე მიარტყა ხელი და გუგას შესათვალიერებლად უკან გაიწია. - შეცვლილი მეჩვენები. - მხრებზე მოუჭირა თითები და განათებულ თვალებში ჩააშტერდა. -თმა გავიზარდე. -არა, რაღაც უცნაურად ბრწყინავ. -ეგ შენი ჩამოსვლის ბრალია ნიკო… წავიდეთ. - მხარზე დაარტყა ხელი და გასასვლელისკენ ანიშნა. -ნუ მასწავლი ახლა, ჩემი დანახვა ეგრე არ გაგიხარდებოდა, ვინ არის? რა ჰქვია? - სიცილით გაჰყვა ბურდულს გარეთ. როგორც კი მზის სხივები იგრძნო ერთ ადგილზე გაჩერდა. სახე მზეს მიუშვირა და თბილისის ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -წამოდი ამის სუნთქვას მერეც მოასწრებ. -მომნატრებია. -ხომ გითხარი გამოგიყვანთქო. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავისი მანქანისკენ წავიდა. -გადამაყოლე ახლა ლაწირაკო… - სიცილით გააქნია თავი, მანქანასთან გაჩერებულმა მაღლა აიხედა, ლურჯ ცას გაუსწორა თვალი და მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა. - “საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო არ არის”. - ისევ დიდი დოზით ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში, გუგამ კი თავი გააქია სიცილით, მანქანის კარი გაუღო, თვითონ კი საჭესთან მოთავსდა. - ქართველმა ადვოკატმა რომ დამირეკა მაშინვე მივხვდი ჩემი ბიჭი რაღაცას ხლართავსთქო. -სხვათაშორის კანონის ფარგლებში გამოგიყვანე… ჯერ ვჭამოთ და სახლში მერე წაგიყვან, თან რაღაც უნდა გითხრა. -დაიწყე აბა? -არა იყოს, თავს დავიზღვევ და ხალხ მრავალ ადგილში მოგიყვები განვლილ წელს. -ასეთი რა მიქარე. -ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რამ. - ნერვიულად ჩაიცინა, აბაშიძემ კი მაშინვე წარბები შეკრა. -დაიწყე. -რომ ჩამოვედი მამაჩემმა თავისი ბიზნესი მე დამიტოვა და ახლაც მე ვარ ყველაფრის უფროსი. -ეგ არ მაინტერესებს, შენი გაბრწყინებული თვალების მიზეზი მაინტერესებს. -რომ ჩამოვედი გამოფენაზე გავიცანი… მწვანე თვალები აქვს, ძალიან ნაზია, ქალური და საკუთარ თავში დარწმუნებული. -ანუ? -აუ ნიკო შემეშვი. - ისე ჩაილაპარაკა ყურებამდე გაეღიმა აბაშიძეს. -ამ დღეს თუ მოვესწრებოდი რას წარმოვიდგენდი. -რომ გაიგო ვინ არის მომკლავ. - სიმწრით გაეცინა ბურდულს. -ვიცნობ? - წარბშეკრულმა გადახედა გვერდზე მჯდომს, გუგა კი ხმას არ იღებდა. წამით თითქოს მიხვდა კიდეც ყველაფერს, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. - გააჩერე მანქანა. -რატომ? -გააჩერე მალე. - ისევ მშვიდი ტონით თქვა, გუგას კი სხეული დაეჭი, მანქანა გვერდზე გადააყენა, ავარიული შუქები ჩართო და მანქანიდან გადასულ აბაშიძეს დაძაბული გადაჰყვა. -რა გჭირს? -რაზე ნერვიულობ? - ცოტა ხნის დაკვირვების შემდეგ კითხვა შეუბრუნა გუგას, რომელიც ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. -მერე ვილაპარაკოთ მაგაზე რა. -ვინ არის მითხარი! -ნიკო. -მალე სანამ ჩემით გამოვიტანე დასკვნები და მაგრად არ გცემე. -ისედაც მოგიწევს ცემა. - თავზე გადაისვა ხელი ნერვიულად და ნიკოს ბრაზისგან ანთებულ მწვანეებს გაუსწორა თვალი. - ევა, შენი შვილია ის ქალი ვისზეც ვგიჟდები. - ხელები გაშალა და მოხვდა კიდეც სახეში მუშტი. - ჰო, ღისი ვარ. - ისევ იგრძნო ტკივილი სახეზე. - ამისიც, მაგრამ მე მართლა… - ხმა ჩაუწყდა მუცელში რომ იგრძნო ტკივილი და ორად მოიკეცა. - ჯანდაბა… გეყოფა რა. - სუნთქვა შეკრულმა ძლივს ჩაილაპარაკა. ნიკოლოზი მაისურის საყელოში სწვდა, მანქანაზე მიაყუდა და თავისზე მაღალს ქვევიდან ახედა. -ხომ გითხარი არ ნახომეთქი! რა გინდოდა ჩემს გოგოსთან?! -მომისმინე რა… - ხელი მოაშორებინა, ნიკომ კი ისევ დაარტყა საბოლოოდ. -სხვა ქალი ვერ ნახე ჩემი შვილის გარდა? - სიგარეტს მოუკიდა და ჯერ ისევ მოკეცილ ბურდულს დახედა. -არ ვიცოდი შენი შვილი რომ იყო ევას გეფიცები… გვარი რომ გავიგე მერე მივხვი მაგარი დარხეული მქონდა. მერე მთელი ინფორმაცია მოვძებნე ევას შესახებ და რომ გავიგე შენი შვილი იყო აღარ ვნახულობდი. ვცდილობდი აღარ მენახა, მაგრამ არ გამომივიდა, ფეხებმა თავისით მიმიყვანა ევას სახლამდე… -ხოდა მოგამტვრებ მაგ ფეხებს! -აუ ნიკო ძმურად გამიგე რა… მიყვარს… - ბოლოს აღიარა კიდეც, პირველად აღიარა თავის თავთან და ნიკოსთან, აბაშიძემ კი მაშინვე გუგას შეხედა. გაოცებული უყურებდა ბურდულს და უკვე ვეღარაფერს ამბობდა. - ამის დედაც, ძალიან მიყვარს… ვერ ვძლებ ევას გარეშე, უბრალოდ არ შემიძლია მისგან შორს ყოფნა და ნუ დაიწყებ გაჭედვას რა. კიდევ დამარტყი და მეჩხუბე თუ გინდა, მაგრამ ჩემი ქალისგან შორს ყოფნა არ მაიძულო. -ფუ ბლი.ად! - ფეხი მიარტყა მანქანის საბურავს. - ჩემს შვილზე ჩემს ქალს ნუ იძახი! - თითი აუფრიალა ცხვირწინ, გუგას კი გაეცინა. -კარგი რა, მე მიცნობ მაინც, იცი როგორიც ვარ და შენი შვილიც ბედნიერია ჩემთან. მე გყავარ სასიძოდ, მეტი რა გინდა ვერ გავიგე. -ხელი მომაშორე თორემ თითებს დაგამტვრევ! - მხარზე დადებულ ხელზე ანიშნა, გუგა კი პირიქით მოიქცა. ორივე ხელი მოხვია, შემდეგ კი თავზე გადაუსვა. - ცანცარა. -ეგეც შენი შვილის ბრალია… - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა, მაგრამ აბაშიძეს წარბიც კი არ შერხევია. - იზვინი რა, მართლა არ ვიცოდი ევა რომ იყო, თორემ შენს შვილს როგორ მივეკარებოდი ტო, ისე საქართველოში ცნობილი მხატვარია, ყველას უყვარს ევას ნახატები და დიდ ფასშიც ყიდულობენ. -მართლა? - წამსვე გაუბრწყინდა თვალები, გუგამ კი მანქანის კარი გაუღო და აბაშიძეც შიგნით მოთავსდა. -ჰო, ერთ ნახატზე შენც ხარ, ყველა თავის გრძნობას ხატავს და ზოგჯერ ძალიან მშურს. -სად არის ახლა? -დიდი ალბათობით ისევ სძინავს, 11 საათისკენ იღვიძებს ძირითადად. -დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში? გული რომ ატკინო მოგკლავ, არ ვხუმრობ და იცი რომ გამკეთებელი ვარ. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნად, ჩემი შეცდომების გამო თითქმის თერთმეტი წელია არ მინახავს, ისევ პატარა მგონია და მიჭირს ამ ყველაფრის ერთად გააზრება. -დარწმუნება არ მჭირდება, ყოველთვის ვიცი რა მინდა, რას და როგორ ვაკეთებ. შენი შვილი ახლა ჩემია და ამასთან შეგუება მოგიწევს, რადგან ევას მიტოვებას არ ვაპირებ. უბრალოდ შენი დაკარგვა არ მინდა. - სერიოზულად გასცა პასუხი, შემდეგ წამით გადახედა ჩაფიქრებულ ნიკოს, ვერ იგებდა რაზე ფიქრობდა, მაგრამ დაწმუნებული იყო მალე ყველაფერს შეეჩვეოდა. - ქალაქს შეხედე, შეიცვალა. -ისევ ისეთი ხმაურიანია. - გაეღიმა აბაშიძეს და ქუჩაში მოსეირნე ხალხს მზერა გააყოლა. - სახლში წამიყვანე პირდაპირ, ჩემი ცოლის ნახვა მინდა. -კარგი. - ჩაიღიმა, შემდეგ კი გზის მიმართულება შეცვალა. მალე მივიდნენ აბაშიძის ორ სართულიან სახლთან, რომელიც მთლიანად შეცვლილი დახვდა ნიკოს. ეტყობოდა ნატას ხელი. ეზოში მანქანა ეყენა და ნიკოც ვეღარ ბედავდა გადასვლას. - მიდი. -სპასიბა. - მხარზე დაარტყა ხელი ბურდულს. -საქართველოში ქართულად ვსაუბრობთ ძმაო. - სიტყვები მიაყოლა მანქანიდან გადასულს, ნიკომ კი შუა თითი აუწია და სახილსკენ დაიძრა. გული ისე სწრაფად უცემდა ხმაც კი ესმოდა. დავიწყებული ჰქონდა ეს შეგრძნება, კიდევ სხვა დანარჩენიც, რომელიც მხოლოდ ნატასთან ყოფნის დროს იჩენდა თავს. კარზე არ დაუკაკუნებია, პირდაპირ შეაღო და მისაღებიდან ქალის წკრიალა ხმაც შემოესმა. სუნთქვა შეეკრა და გულის ცემა კიდევ უფრო გაუძლიერდა, ეგონა გონებას დაკარგავდა და იქვე დაეცემოდა. ბოლოს მოახერხა კიდეც მისაღებში შესვლა და ზურგით მდგომ ქალს შეხედა. ისევ ისეთი თხელი სხეული ჰქონდა ნატას, ისევ ეს ყავისფერი თმები, რომელიც კვლავ მაღლა აეწია. ტანზე ლამაზად მომდგარი მუხლებამდე კაბა ეცვა, ცალი ხელი წელზე შემოედო, მეორეში კი ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ესაუბრებოდა. თითქოს იგრძნო ნაცნობი მწველი მზერა, წამიერად შეაბრუნა თავი უკან, შემდეგ ისევ ფანჯარას გახედა და რამდენიმე წამის შემდეგ რომ მიხვდა რაც დაინახა მთლიანი ტანით შებრუნდა კაცისკენ. ხმა ჩაუწყდა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ცრემლები გაუაზრებლად გადმოსცვივდა. უყურებდა ერთ ადგილზე მდგომ კაცს, რომელსაც თმები გათეთრებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძველებურად ლამაზად დაევარცხნა. თვალებს ვერ უჯერებდა, ეგონა ელანდებოდა და ინსტიქტურად თავის თავს ჩქმეტდა. -ნატალია. - ჩამწყდარი ხმით თქვა ქალის სახელი და ნატასაც თვალები მიენაბა. გაუბედავად მიუახლოვდა მონატრებულ ქალს, უყურებდა ერთ ადგილზე მიყინულს და მისი შეხების სურვილი კლავდა. - ჩემო პატარა. - როგორც კი თქვა მაშინვე იგრძნო მარცხენა ლოყის წვა. გაიღიმა, ქვევიდან ახედა გააფთრებულ ცოლს ისევ გაიმეორა იგივე სიტყები და კიდევ ერთხელ მოუქნია გაშლილი ხელი ნატომ, ამას არ დასჯერდა ლამის ცემაზე გადავიდა. -შე ნაბი.ვარო! როგორ ბედავ აქ მოსვლა! ათი წელი… ათი წელი შენს გარეშე გამატარებინე, დამტოვე ჩვენს ქალიშვილთან ერთად ყველაფრის გარეშე და როცა ყველანაირი იმედი გადამეწურა შენი დაბრუნების მაშინ ჩდები? შენი დედაც ნიკო! ვერ გიტან, ნუ მეხები! - გაკაპასებული უშენდა ხელებს, ნიკო კი ძლიერად ხვევდა ხელებს და სახეს უკოცნიდა. -როგორ მომენატრე პატარავ. -მომშორდი! ვერ გიტან... მეზიზღები იმის გამო რომ ისევ ისე გიჟივით მიყავრხარ! -მაპატიე… - ძლივს დააწყნარა გააფთრებული ქალი, მკერდზე მიიხუტა და მთელი ალით მოეხვია. -სად ჯანდაბაში იყავი?! - საყვარელი კაცის სურნელს ისუნთქავდა, ისევ იგივე სუნი ჰქონდა, მაგრამ თავისი სუნამო აკლდა, რომელიც ისევ საძინებელში სარკის წინ ინახებოდა. - ამდენი წელი სად იყავი? - ხელი ჰკრა ნიკოლოზს და ცრემლიანი თვალები საყვარელ მწვანეებს გაუსწორა. - სადღაც ჯანდაბაში გულაობდი და მე აქ ჩვენს შვილს მარტო ვზრდიდი?! -ამის დედაც რაებს ბოდავ ნატა! ათი წელი ვიგულავე და ახლა შენთან მოვედი ხო! -ნუ ღრიალებ! უფლება არ გაქვს ამდენი წლის შემდეგ მოხვიდე და ყველანაირი ახსნის გარეშე შემეხო! -უფლება არ მაქვს შეგეხო? - სიცილით მოხვია ხელი წელზე ქალს, მეორე კი უკანალზე მტკივნეულად მოუჭირა. - ჯანდაბა როგორი აღზნებული მიყურებ პატარავ, გაბრაზებული ყოველთვის სექსუალური იყავი. - სხეულზე მჭიდროდ მიკრულს ტუჩებზე დაეტაკა და მაშინვე იგრძნო ის რაც თითქმის მივიწყებული ჰქონდა. ჟრუანტელმა დაუარა ტანში და ვნებამაც წმებში მოიცვა. -ნიკოლოზ. - თმებზე მოუჭირა თითები, თავი უკან გააწევინა და ატირებულმა შუბლი ტუჩებზე მიაბჯინდა. -ციხეში ვიჯექი ნატა. - შუბლზე აკოცა, მერე კი ცხვირი ქალის ყელში ჩარგო. უფრო მეტად უმატა ტირილს, ხელები უფრო ძლიერად მოხვია კისერზე და სველი ტუჩები ყელზე მიაკრო. - მაპატიე ჩვენი გოგოს გაზრდა მარტოს რომ მოგიწია, მაპატიე ეს ათი, არა, თერთმეტი წელი ჩემს გარეშე რომ გაგატარებინე, ყველა შენი ცრემლი მაპატიე პატარავ და ახლაც ნუ ტირიხარ, არ მევასება შენი ცრემლები ხომ იცი? - ცერა თითებით შეუმშრალამარილიანი სითხე და ისევ საყვარელ ტუჩებს მიუბრუნდა. -დღეს ევას დაბადების დღეა. -ვიცი. - ჩაიღიმა, შემდეგ ჰაერში აიტაცა ქალის სხეული, წელზე შემოისვა და თავისი საძინებლისკენ დაიძრა. - რას აპირებს? - საწოლზე ქვევიდან მოქცეულ ქალს ტანზე მომდგარი კაბა უპრობლემოდ გახადა და შიშველ მკერდზე მიაწება ტუჩები. -ღმერთო… არ ვიცი. - თმებში შეუცურა საყვარელ კაცს თითები და მალე მისმა შეხებამ მთლიანად გათიშა. *** -სად მიიპრანჭები? - კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი უყურებდა სარკის წინ მაკიაჟის გაკეთებაში გართულ მარიამს. -ევას დაბადების დღეა და შენ რატომ არ იპრანჭები? -მეც მპატიჟებს? -რა კითხვებს სვამ? - ფეხზე წამოსგა და თორნიკეს წინ დატრიალდა. - როგორია? -სექსუალური. - ყურადღებით შეათვალიერა ცოლი, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და სხეულზე მიიკრო. - ისეთი რომ თავს ვერ ვიკავებ. - კაბის ქვეშ შეუცურა თითები და უკანალზე მოუჭირა -რას აკეთებ? თოკაა! თმა დამეშლება. -შჩჩ… ყველაფერს ვაკონტროლებ. - კედელს ააკრა ზურგით, კაბა წელამდე აუწია და წელზე შემოისვა. - ძალიან ლამაზი ხარ. - ტუჩებზე დააცხრა, თან თმები გაუშალა. კაბა ზურგზე შეუხნსა, მკერდი მოუშიშვლა და კბილები ძუძუსთავებზე მოუჭირა. -ჯანდაბა. - თმებზე ჩაავლო თითები, თან ტკივილისგან და სიამოვნებისგან წამოიყვირა. -ღმერთო რას ვგავარ. - სარკეში ჩახედვისას ლამის შიშისგან იკივლა, თმები სულ ერთმანეთში ახლართულიყო ლომიძის დახმარებით და დაბანის გარდა ვერაფერი უშველიდა. კაბა ისევ წელზე ჰქონდა შემოხვეული, მკერდი მოშიშვლებოდა, თორნიკე კი მომღიმარი შესცქეროდა წინ მდგომ საოცრებას. -მე მომწონხარ. - გაშლილი ხელი მიარტყა უკანალზე, ლოყაზე აკოცა და სანამ მარიამი რამეს ჩაარტყავდა საძინებლიდან გავარდა. აბაზანიდან გამოსულს თორნიკე უკვე მზად დახვდა, ჯინსის დახეულ შარვალში და მოკლე მკლავიან თეთრ მაისურში გამოწყობილი ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა. -ჯანდაბა სულ ასე რატომ არ დადიხარ? - პირსახოცი მოიშორა, უჯრიდან საცვალი ამოიღო და მომღიმარ ქმარს გაუსწორა თვალი. -სულ ასე ვიარო? -კი! -როგორც მეტყვი ქალბატონო… და ცოტა სწრაფად, დამთავრდა ევას დაბადების დღე. -დეგენერატი ხარ! მოდი აქ და დამვარცხნე თმა. -კაი რა განერვიულებს, რა მნიშვნელობა აქვს როდის მივალთ, დარწმუნებული ვარ ევა გაგიგებს. - ჩაიფხუკუნა, თან თმების ვარცხნა განაგრძო. - მაგრად მევსები რომ ბრაზდები. -თოკა კარგი რაა… -თან თოკას როგორ სექსუალურად მეძახი… - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -გაუშვი, მე დავივარცხნი და გავიშრობ, გადი აქედან. -აიღე, მაგრამ აქ ვიქნები. - სავარცხელი მიაწოდა მარიამს, თვითონ კი ქალის მკერდზე ფერება განაგრძო. აღარაფერი უთქვამს სამუშიას, გაღიმებული უყურებდა თორნიკეს, შემდეგ მოშორდა, სწრაფად მოემზადა და ქმართან ერთად დატოვა სახლი. ........... პ.ს ვიცი მარიამი და თორნიკე რომ მოგაკლდებათ, უბრალოდ ამ პატარა ნაწყვეტში ჩატევა ჩავთვალე საჭიროდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.