მე რომ მიყვარს (დიტო & ნათაი) /2/
-სად მიდიხარ? - გზაში გაოცებული დიტო შეეფეთა და მკლავში ხელი წაავლო -უბრალოდ ყურადღება მიაქციე - სევდით სავსე მზერა შეანათა და უკანმოუხეფავად დატოვა საავადმყოფო. დიტო ერთწამს გაკვირვებული იდგა, ხოლო შემდეგ გამოფხიზლდა და გოგოს მონახულება გადწყვიტა, ნელი მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა პალატისკენ და კარები შეაღო, შემდეგ პალატაშიც შევიდა და საწოლთან არსებულ დივანზე ადგილი დაიკავა, ასლუკუნებული გოგოს დანახვისას კი თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, აბრეშუმივით თმაზე თლილი თითები ჩამოუსვა და გოგოს გაკვირვებული სახის დანახვისას დამატყვევებელი ღიმილიც არ დაიშურა -ვინ ხარ? - სლუკუნით კითხა და კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ჩაწითლებული თვალებიდან -შენი გადამრჩენელი - ისევ იმ ღიმილით უმზერდა -ცოტნე სად არის? -წავიდა - თქვა თუ არა ეს ნათაიმ უფრო უმატა ტირილს და სახეზე ათრთოლებული ხელები აიფარა, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა ამ ტირილით ანგელოზს, რომ ემსგავსებოდა და დიტოს მისი მისაკუთრების სურვილს უმძაფრებდა -ტირილი, რომ არ გიხდებოდეს ალბათ დაგამშვიდებდი - ისევ უღიმოდა და ისევ ეფერებოდა თმაზე თლილი თითებით -ვერ ხარ სრულ ჭკუაზე - სლუკუნით უთხრა და ცრემლები მოიწმინდა - შეგიძლია წახვიდე ჩემს თავს მეთვითონ მოვხედავ -შემიძლია წავიდე მაგრამ არ წავალ - ჯინში ჩამდგარი ბავშვივით უთხრა -რატომ? -იმიტომ, რომ არ მინდა - ენა გამოუყო -ცანცარა ხარ - ცხვირი აიბზუა ნათაიმ -ცოტა ცანცარი მტირალა გოგოს ხასიათზე მოსაყვანად შეიძლება -არ ვარ მტირალა - ახლა პატარა ბავშვივით გაიბუსხა -გეტყობა არ ხარ - ისევ გაუღიმა -და ნუ მეკრიჭები რა -რატო? გატყვებ? - ეს თქვა თუ არა ისევ აუტყდა გოგოს ტირილი, ოღონდ ახლა უფრო მძაფრად -კაი რა, ამდენს რო ტირი ისედაც გამხდარი ხარ და სულ დაილევი, მერე გაქრები და აღარ იქნები და გაწყობ ახლა ეს შენ? მითუმეტეს გინდა? - ფეხზე ფეთიანივით წამოხტა და წელზე ხელებშოწყობილი სუპერმენივით დაუდგა -რატო დახტუნაობ გაკლია? -ეს გოგოების უმეტესობა რა დაუნახავები ხართ, მე შენს გამხიარულებას ვცდილობ შენ კიდე მედაუნახავები -სულაც არა რა -დიახაც ხარ - გააჯავრა, შემდეგ კი კარები უკვე ლუკამ და სტასიამ შემოხსნეს -ეს გალეული გოგო რამ წაგაქცია? - გაუღიმა სტასიამ, და ლუკას მკლავი გამოსდო - გვანერვიულე, ექიმმაც ნერვიულობის ფონზე დაემართაო და რამით თუ შეგვიძლია შენი დახმარება არ მოგერიდოს -ისედაც უკვე საკმარისი გააკეთეთ ჩემთვის, ამისთვისაც მადლიერი ვარ -არადა დაუნახავია - ამოიბუტბუტა დიტომ და მუჯლუგუნიც კი მიიღო ლუკასგან - რას მიმუჯლუგუნებ ნორმალური ხარ? -ნუ გამეტლიკე ბიჭო ეეე - აცანცარდნენ -მუხლზე არ გადაგიმტვრიო -ერთ ლუკმადაც არ მეყოფი გაიგე? -თუ აგკენწლე ვეღარ ჩამოვარდები ბიჭო - ისე ექიშპებოდნენ ერთმანეთს და იმდენი ქნეს მაინც გაამხიარეულეს ნათაი -ძალიან სასაცილოები ხართ - აკისკისდა - თქვენი სახელები რო არ ვიცი -მე უარაამქვეყნიურესად კარგი გოგო სტასია ვარ, ეს უსიმპატიურესი ბიჭი ჩემი ლოვე ლუკაა ეს ცანცარა კიდე რაინდულად ხელში ატატებული, რომ მოყავდი დიტოა - ჩამოუტიტინა ზუსტად ისე როგორც ჩვევია -მე ნათაი - დაიმორცხვა და ლოყები აუწითლდა -შე ყველьაზე მორცხვო - გაეღადავა დიტო და ლოყაზე მოჩმიკა, ნათაიმ კი ჯერ შეუბღვირა შემდეგ კი მისი ტელეფონიც აწკრიალდა, სწრაფად სტაცა ხელი და უპასუხა -გისმენთ... არ გადამრიოთ - უცებ წამოხტა საწოლიდან და ვენაში შერჭობილი კათეტერის გამო სახე მოჯღანა - დღედღეზე პროექტია და ახლა მეუბნებით, რომ უნივერსიტეტმა არაო?!.... გავაფრენ... საავადმყოფოში ვარ, მისამართს მოგწერთ და გამომიაროს საბამ... მერე მოგიყვებით.... მაგას მე მოვაგვარებ თქვენ სპონსორებს მიხედეთ - გათიშა ტელეფონი და სახეზე ორივე ხელი მოისვა -მშვიდობაა? - კითხა დიტომ -ჯერ არა - ამოიხვნეშა და ბავშვებს შეხედა - ჩემი ტანსაცმელი სად არის? -შენახული აქვთ ექნთნებს, მაგრამ შეიძლება შენი წასვლა? -დავდივარ ვსუნთქავ და მგონი შეიძლება - გაუღიმა გოგოს - თუ არ შეწუხდები მომიტან? -კი რა თქმა უნდა რა შეწუხებაა - ხელი მოკიდა სტასიამ უცებ ლუკას და ოთახი მასთან ერთად დატოვა -რა ხდება? -პროექტს ვატარებ ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვიღაც სხვა ორგანიზაციის გამო რომელსაც ზუსტად იმ სამი დღის განმავლობაში მოუნდა მოდელირების ჩატარება რა დაღეებშიც მე ვატარებ უთმობენ იმ აუდიტორიებს და სასადილოს რომელიც მე მჭირდება -მაგის ნერვები გაქვს ახლა შენ? -ცხადია არ მაქვს მაგრამ მთელი სამი თვის ნაშრომს ვერ ჩავყრი წყალში - ისევ ამოიხვნეშა, სტასიას და ლუკას მოტანილი ტანსაცმელი გამოართვა, მადლობა გადაუხადა და თავაზიანად გაყარა ოთახიდან ხალხი, რომ ჩაცმის საშუალება ქონოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.