შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (თავი 19)


24-12-2019, 17:00
ავტორი naattii
ნანახია 2 054

რამდენიმე კვირით ადრე:

საოცრად გაბრაზებული გამოვარდა სახლიდან თინია, ამ საქციელს უკვე აღარავის შეარჩენდა, ბოლომდე იბრძოლებდა და თავისას აუცილებლად გაიტანდა. დაცვის გამოყენებულ მანქანაში შეხტა და მართვის მოწმობის არ ქონის მიუხედავად თამამად გადაწია გასაღები. გაახსენდა როგორ ღიმილით ასწავლიდა ტარებას თეოდორე, როგორ მომთმენად უხსნიდა და თითოეულ დეტლს ამახსოვრებინებდა. მოწოლილი ცრემლები უკან გაგზავნა და მოახლოებულ დაცვას ხელი აუქნია.
-გასასვლელი გამიღეთ.
-ქალბატონო თინია, ხომ იცით რომ მარტო ვერ წახვალთ?
-თქვენი უფროსი ახლა მხოლოდ მე დავრჩი, ამიტომ გამიღეთ ეს საჯანდაბე კარი და მარტო დამტოვეთ_პირველად დაუღრიალა ასე ადამიანს და სასურველი შედეგიც მიიღო, ვერსად წაუვიდა დაცვა იმ ფაქტს, რომ ამ წუთას ქალბატონი იყო მათი უფროსი და ბრძანება უნდა შეესრულებინათ. მოუხერხებლად გადავიდა ეზოდან თინია ქუჩაში და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. სასეირნოდ ისეთ უბნებს არჩევდა ბევრი მანქანა რომ არ შეხვდებოდა, თორემ ავარია ნამდვილად არ აწყობდა. რა შეიძლებოდა მოეფიქრებინა? რითი ეცადა ყველა გადაერჩინა? კარგი ვთქვათ რამე მოეფიქრებინა, მერე? თავადაც თუ კანონს დაარღვევდა შედეგს ვერ მიიღებდა, ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, ვინც სწორ გზას დაანახებდა, უჩვენებდა როგორ შეძლებდა გამოსავლის პოვნას და გეგმის შესრულებაშიც დაეთანხმებოდა. უმალ ამოუტივტივდა გონებაში ნაცნობი სახეები, რომელთაგან ერთ-ერთი აირჩია და მობილური მოიმარჯვა. წარბებ შეკრულს, თითქოს რაღაც გაახსენდა და სულ სხვა ნომერი აკრიბა.
-ანა, შენი დახმარება დამჭირდება, არა გიორგისი უკეთესია, როდის მიდიხარ შენ ბიჭთან შესახვედრად?
-ამოისუნთქე, ძლივს ვგებულობ რას მეუბნები, ახლა გამოვედი შენიდან და სანამ დაბრუნდები უნდა ვნახო.
-მოგაკითხავს?
-ხო ეზოსთან ვიცდი, რა გჭირს თინია? რაში დაგეხმარება ან მე და ან გიორგი?
მხოლოდ ახლა დაფიქრდა ისევ ქალი და მიხვდა, რომ თუ ვინმესთან ზარს დააფიქსირებდნენ, შიძლება ახლაც მოესმინათ მთელი გეგმა.
-რა უნდა დამჭირდეს ან, იქნებ სადმე წამოგყვეთ, ახლა ყურადღება რომ არ გადავიტანო, თეოდორეს მივუწვე შეიძლება.
-გასაგებია_ შეფიქრიანებული აყვა ანაც, -მოდი კინოში წავიდეთ, მანქანა კოტონთან დააყენე და დაგველოდე.
-კარგი, ახლავე მოვბრუნდები_თავი ისე დააქნია თითქოს ვინმე დაინახავდა და ისე მკვეთრად მოუხვია ლამის გვერდით მომავალი თეთრი აქუა შეიწირა.
-ჯანდაბა_ხმამაღლა ჩაიბურდღუნა და მძღოლის გაბმულ სიგნალს საცოდავი სახით უპასუხა. ამჯერად აღარ აუჩქარებია ისე გადაუხვია ქალაქისკენ და მითითებული ადგილისკენ გაემართა.
რამდენიმე წუთში შეთქმულებივით ისხდნენ დარბაზში და მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიწყებოდა ფილმი. გამალებით იტენიდა ნაყიდ ბატი-ბუტს თინია პირში და ერთი სული ქონდა გიორგისთვის ტელეფონი წაერთმია. მოქმედებაზე უნდა გადასულიყო უცნაური რამ რომ შეამჩნია, საბავშვო კინოს საყურებლად ორი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი შემოვიდა, წამით მოათვალიერეს დარბაზი და უკანა რიგებში წავიდნენ ადგილის დასაკავებლად.
-რომ არ ვიცოდე მითვალთვალებენ, ნამდვილად რამეს ვიფიქრებდი_თავი გადააქნია თინიამ.
-რამე მითხარი?_მაშინვე მოუბრუნდა გვერდით მჯდომი ანა
-დამსწრეები გვყავს_ყურში უჩურჩულა დას, -როცა ფილმი დაიწყება, გიორგის ტელეფონი მომეცი, შემდეგ კი კოკა-კოლა მთლიანად გადამასხი ფეხზე.
-სულ გააფრინე? თავი აგენტი ხომ არ გგონია?_თვალები გაუფართოვდა ანას.
-მენდე რა და ისე გააკეთე როგორც გთხოვე.
ასეც მოხდა, ანამ დიდი მწუხარებით გაწირა საკუთარი სასმელი და რამდენიმე წუთში თინია ქალების საპირფარეშოში აღმოჩნდა გიორგის მობილურთან ერთად.
-თუ შეიძლება გამომძიებელ გაბრიელ ყიფიანთან დამაკავშირეთ.
ამის შემდეგ თინიას ცხოვრება მართლაც აგენტივით გაგრძელდა, გამომძიებლებს უკავშირდებოდა, გეგმებს სახავდნენ, სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ და საბოლოოდ მტრებსაც შეუთანხმდა შეხვედრაზე.


-საბა, გაქვს დრო?_საძინებელში შეუვარდა სააბაზანოდან ახალ გამოსულ ძმას.
-რავი, დაბანის დროს ლექსის მუზა არ მომსვლია და არც ზოგად საკაცობრიო თემებზე ფიქრით ვარ დიდად დაკავებული.
-ღმერთო ჩემო, ჩაიცვი მაინც ამ პირსახოცით რომ დატანტალებ.
-თავად შემომივარდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და დაკუნთულ სხეულზე მაისური გადაიცვა. -რა ხდება?
-ვერ ატყობ თინიას ცვლილებას?
-რა იყო ფესვების ჩაყრა დაიწყე, არ მოეწონა და გაგირბის?_მთელი ძალით ეცადა საბა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა.
-საბა, სერიოზულად_ამოიგმინა თეოდორემ.
-მაშინ წესიერად ამიხსენი რა ხდება.
-რაც გერმანიიდან დავბრუნდით გამირბის, არც სადმე მომყვება, თვალებშიც ვერ მიყურებს, რაც ყველაზე საეჭვოა, ისინიც რაღაც დიდი ხანია დუმან. თან იციან ერთ კვირაში კონტრაქტის შესრულებას ვიწყებთ და ამითი თავის შანს კარგავენ.
-მაგაზე არ მიფიქრია,მაგრამ თინიას რომ რაღაც ჭირს მეც ვიფიქრე, საღამოობით სანამ მოხვიდოდი ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე და ახლა ოთახშია გამოკეტილი. ჯანდაბა, ფიქრობ რამე მოხდა?
-ფაქტია, რომ რამე მოხდა, მაგრამ საკითხავია რა.
-ნუ ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ თინიას დაუკავშირდნენ და შენით დაემუქრნენ.
-თინია მათთან მოლაპარაკებას ვერ გაბედავდა, თანაც უთქმელად._წარბები შეეკრა თეოდორეს.
-შეყვარებული ქალი? ყველაფერს გაბედავდა_თვალი ჩაუკრა ძმას და ფეხზე წამოხტა, -მარტო მაინც შეეშინდებოდა, ამიტომ ვინმეს აუცილებლად სთხოვდა დახმარებას.
-მართალია, მაშინ დროა დაჩის დავურეკოთ.
-ნამდვილად, თანაც ხომ იცი იმ გამო*ირებულს როგორ უყვარს თეატრალური წარმოდგენების დადგმა, სავარაუდოდ ჩვენც დაგვირეკავს.
-ხოდა, მაშინ თინიას ჩვენი დახმარებაც დაჭირდება, მოდი დაჩის შევხვდეთ და გავიგოთ რა ხდება_მაშინვე ამოიცვა შარვალი და გასასვლელისკენ წასულ ძმას აეკიდა.

ახლანდელი დრო:

გაკვირვებული უყურებდა თინია თეოდორეს და აღარ იცოდა რა უნდა ეფიქრა. თვითონ უღალატა, ამხელა ამბავი დაუმალა და მაინც მან გადაარჩინა, ფაქტი იყო მათ კიდევ სხვა გეგმა ქონდათ.
-მოკლედ უფროსო, თქვენი საქმე კულტურულად რომ ვთქვათ წასულია, რაც ამ საღამოს ისაუბრეთ ყველაფერი გამომძიებლებს აქვთ, საკუთარი პირით მიცემული აღიარებითი ჩვენება, რომელსაც ვერანაირი გასამართლებელი საბუთი დაუდგება წინ და ვერ გააბათილებს, მე დანებებას გირჩევდით_მხრები აიჩეჩა თეოდორემ, პერანგში დამალული ჩამწერი მოწყობილობა დემონსტრაციულად მოიხსნა და თითქოს შეუმჩნევლად გადადგა ნაბიჯები თინიასაკენ. იცოდა დეპუტატი არ დანებდებოდა, იცოდა წინააღმდეგობას გაუწევდა და სროლაც ატყდებოდა, ამიტომ ერთადერთი ფიქრი და სურვილი იმ წამს თავისი საყვარელი ქალის დაცვა იყო. უნდოდა წინ გადაფარებოდა, ყველანაირი საფრთხისგან დაეცვა, თუმცა არ გამოუვიდა:
-მანდ გაჩერდი_თვალები დააბრიალა გიორგიმ , უკან მიიხედა თუმცა რამაზი გამქრალი დახვდა. -ეს სადღა წავიდა ამის დედაც ვატირე, მიღალატე არა დამპალო ნაბი*ვარო_ბოლო ხმაზე ღრიალებდა კაცი და მხოლოდ ორი შეიარაღებული მცველის იმედად იყო.
ერთმანეთს გადახედეს ძმებმა, თავით ანიშნეს მოქმედების გეგმა და ერთდროულად ეძგერნენ ორივე მცველს, ცდილობდნენ იარაღის დაგდება ეეძულებინათ, თუმცა ერთ-ერთს არ გამოუვიდა, მაინც გაისმა გასროლის ხმა და მაინც ჩაიკეცა ერთ-ერთი ძმა.
თვალები საავადმყოფოში გაახილა საბამ და მაშინვე თინიას ყვირილი ჩაესმა ყურში
-ნათია მჭირდება, სასწრაფოდ გამოიძახეთ, ვახოც დამჭირდება, ფეხი ბოლომდე ჯერ კიდე არ ექნებოდა მორჩენილი, თეოდორე გარეთ დაიცადე, ყველაფერს მაშინვე გაგაგებინებ._ბოლოს აშკარად შეურბილდა თინიას ხმის ტემბრი და საქმე განაგრძო. ტკივილებს ვერ გრძნობდა და შეეძლო მშვიდად შეეთვალიერებინა მის გარშემო ატეხილი აურზაური. ათასი აპარატი წრიპინებდა, თინია ისევ განკარგულებებს იძლეოდა, წამიერად შეიცვალა ჩაცმულობა და კომფორტულად მყოფი ცდილობდა ბიჭის გადარჩენას, გვერდითა საწოლებზეც ხედავდა სხვა პაციენტებს, ზოგს ეძინა, ზოგი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ზოგი ტკივილებს ვერ უძლებდა, საბა კი გაბრუებული აკვირდებოდა ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საბოლოოდ მაშინ დაებინდა გონება ხმა რომ გაიგონა.
-ნათი, დამჭირდები, საოპერაციოში შეგვყავს, ფილტვთანაა მოხვედრილი და იქნებ ნერვი არ ქონდეს დაზიანებული , ჩემი ასისტენტი იქნები_ახლოს მიიყვანა საბასთან და გამოდგა კიდევაც ეს მოძრაობა გადამწყვეტი.
მსგავსი სილამაზის ქალი არასდროს ენახა საბას, ქერა ჰაეროვან თმებს იკრავდა და მთელი ყურადღებით უსმენდა თინიას მითითებებს, საწოლის გაგორიალებაშიც დაეხმარა და წამიერად პაციენტსაც დახედა. მწვანე თვალები მიენათა ბიჭს და ამიერიდან რაც არუნდა ექნა და როგორც არ უნდა მოქცეულიყო აშკარად შენელებულ გულისცემას ვეღარსად წაუვიდოდა საბა.



№1  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხააარ :) კიდევ კარგი თინი რომ არ გაწირე ,ჩემი ტელე სმაილებს ვერ ქაჩავს კომენტარების წერისას თორემ ბევრ გულებს დაგიწერდი :) :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარი იყო რა.... ნათიას და საბას წყვილი აი უკვე მომწოოოონს.. საყვარლები იქნებიან და ძალიან გავერთობით იმედია მათი ისტორიით..

აუ შემდეგ თავში მინდა მე ბევრი თეოდორე და თინიააა
.. ხო კიდევ საბაც და ნათიაც ^-^

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

როგორ მიყვარხარ მე შენ და როგორ ვგიჟდები შენს მოოთხრობაზეე კარრგია რომ გაირკვა ყველაფერი

 


ეს რა ამბები დაუტრიალებია ჩვენს ექიმს :) მთლად მაგარი აგეტი ვერ შედგა მისგან, ცოტა ვარჯიში ესაჭიროება :)
მიხარია თინიას რომ არაფერი დაემართა და იმედია საბაც უპრობლემოდ გამოძვრება.
კიდევ შემდეგი თავიდან ბევრი თინია და თეოდორო მინდა❤
საბა და ნათია კიდევ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Sana

აუ მალე თორე ისეთ პატარა თავებს დებ რო აზარტში შესული მაგდებ ყველაფრისგან????????ძაან მაგარი მოთხრობები გაქ თითქმის ყველა წავიკითხე❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

გავგიჟდიიი ნათიაზე და საბაზეე :)) ეს რა ძაან მაგარი თავი იყოო :))

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოჰო აქ რაში ყოფილა საქმე, თინიასთან ერთად ძმებიც ჩართულან. მოკლედ დაჩი ფორმაშია :დდ საბა საოპერაციო მაგიდაზეა და კიდევ გოგო სილამაზის აღქმის თავი რომ აქვს, ნუ ვერაფერს იტყვი საბაა :ddd

 


№8  offline მოდერი naattii

ვიპნი
რა კარგი გოგო ხააარ :) კიდევ კარგი თინი რომ არ გაწირე ,ჩემი ტელე სმაილებს ვერ ქაჩავს კომენტარების წერისას თორემ ბევრ გულებს დაგიწერდი :) :*

დიდი მადლობაა, ჩემი გაქაჩავს და მე დაგიწერთ :D ❤️❤️❤️❤️
ანი ანი
ძალიან მაგარი იყო რა.... ნათიას და საბას წყვილი აი უკვე მომწოოოონს.. საყვარლები იქნებიან და ძალიან გავერთობით იმედია მათი ისტორიით..

აუ შემდეგ თავში მინდა მე ბევრი თეოდორე და თინიააა
.. ხო კიდევ საბაც და ნათიაც ^-^

ნუ ცოტა ხანი ბევრი თინია და თეოდორე არ გამოვა :(
sofo_sofia 13
როგორ მიყვარხარ მე შენ და როგორ ვგიჟდები შენს მოოთხრობაზეე კარრგია რომ გაირკვა ყველაფერი

დიდი მადლობა ❤️
რუსკიმარუსია
ეს რა ამბები დაუტრიალებია ჩვენს ექიმს :) მთლად მაგარი აგეტი ვერ შედგა მისგან, ცოტა ვარჯიში ესაჭიროება :)
მიხარია თინიას რომ არაფერი დაემართა და იმედია საბაც უპრობლემოდ გამოძვრება.
კიდევ შემდეგი თავიდან ბევრი თინია და თეოდორო მინდა❤
საბა და ნათია კიდევ❤

გავმეორდები და დაგამშვიდებ ბევრი თინია და თეოდორე ჯერ ვერ გამოვა :D
სტუმარი Sana
აუ მალე თორე ისეთ პატარა თავებს დებ რო აზარტში შესული მაგდებ ყველაფრისგან????????ძაან მაგარი მოთხრობები გაქ თითქმის ყველა წავიკითხე❤❤❤

წასაკითხადაა პატარა,თორემ აბა წერისას თქვი :D
სტუმარი gvantsa
გავგიჟდიიი ნათიაზე და საბაზეე :)) ეს რა ძაან მაგარი თავი იყოო :))

გაგიჟება აწი ნახეეთ :D

ablabudaa
ოჰო აქ რაში ყოფილა საქმე, თინიასთან ერთად ძმებიც ჩართულან. მოკლედ დაჩი ფორმაშია :დდ საბა საოპერაციო მაგიდაზეა და კიდევ გოგო სილამაზის აღქმის თავი რომ აქვს, ნუ ვერაფერს იტყვი საბაა :ddd

რა ვქნათ საბა ბოლომდე საბაა ❤️ :D

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მაგარიაა და რაღაც წინათგრძნობა მქინდა რო საბა და ნათიას ერთმანეთი შეუყვარდებოდათთ მომწონს ძაან მალე დადე ხოლმე რა ????????

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

naattii
ვიპნი
რა კარგი გოგო ხააარ :) კიდევ კარგი თინი რომ არ გაწირე ,ჩემი ტელე სმაილებს ვერ ქაჩავს კომენტარების წერისას თორემ ბევრ გულებს დაგიწერდი :) :*

დიდი მადლობაა, ჩემი გაქაჩავს და მე დაგიწერთ :D ❤️❤️❤️❤️
ანი ანი
ძალიან მაგარი იყო რა.... ნათიას და საბას წყვილი აი უკვე მომწოოოონს.. საყვარლები იქნებიან და ძალიან გავერთობით იმედია მათი ისტორიით..

აუ შემდეგ თავში მინდა მე ბევრი თეოდორე და თინიააა
.. ხო კიდევ საბაც და ნათიაც ^-^

ნუ ცოტა ხანი ბევრი თინია და თეოდორე არ გამოვა :(
sofo_sofia 13
როგორ მიყვარხარ მე შენ და როგორ ვგიჟდები შენს მოოთხრობაზეე კარრგია რომ გაირკვა ყველაფერი

დიდი მადლობა ❤️
რუსკიმარუსია
ეს რა ამბები დაუტრიალებია ჩვენს ექიმს :) მთლად მაგარი აგეტი ვერ შედგა მისგან, ცოტა ვარჯიში ესაჭიროება :)
მიხარია თინიას რომ არაფერი დაემართა და იმედია საბაც უპრობლემოდ გამოძვრება.
კიდევ შემდეგი თავიდან ბევრი თინია და თეოდორო მინდა❤
საბა და ნათია კიდევ❤

გავმეორდები და დაგამშვიდებ ბევრი თინია და თეოდორე ჯერ ვერ გამოვა :D
სტუმარი Sana
აუ მალე თორე ისეთ პატარა თავებს დებ რო აზარტში შესული მაგდებ ყველაფრისგან????????ძაან მაგარი მოთხრობები გაქ თითქმის ყველა წავიკითხე❤❤❤

წასაკითხადაა პატარა,თორემ აბა წერისას თქვი :D
სტუმარი gvantsa
გავგიჟდიიი ნათიაზე და საბაზეე :)) ეს რა ძაან მაგარი თავი იყოო :))

გაგიჟება აწი ნახეეთ :D

ablabudaa
ოჰო აქ რაში ყოფილა საქმე, თინიასთან ერთად ძმებიც ჩართულან. მოკლედ დაჩი ფორმაშია :დდ საბა საოპერაციო მაგიდაზეა და კიდევ გოგო სილამაზის აღქმის თავი რომ აქვს, ნუ ვერაფერს იტყვი საბაა :ddd

რა ვქნათ საბა ბოლომდე საბაა ❤️ :D

აუფ რა კარგად დამამშვიდე :D

 


№11  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეეებ

 


№12  offline მოდერი naattii

sofo_sofia 13
როდის დადეეებ

დღეს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent