შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მერვე თავი)


24-12-2019, 22:35
ავტორი ფუტკარა
ნანახია 4 130

დილით თათიას გაეღვიძა პირველს. თავი გუგას მკერდზე ედო. ადგომა უნდოდა, მაგრამ არ უნდოდა გუგას გაღვიძება. ცოტახანს ითმინა, მერე წამოდგომა სცადა, მაგრამ გუგას გამოეღვიძა, მიიხუტა და არ დაანება.
- სად მეპარები ქალბატონო? - ჰკითხა.
- ადგომა მინდა.
- არსად გაგიშვებ. ადრეა ჯერ. შვიდის ნახევარია.
- კარგი რაა, დღესაც ვმუშაობ. შენ შეიძლება არ მიხვიდე უნივერსიტეტში, მე კი ვინ მაპატიებს გაცდენას.
- ხო, მარა ჯერ ადრეა. - უფრო მაგრად მიიხუტა და თათიას თმის სურნელი შეისუნთქა.- შენთვის უთქვამს ვინმეს, რომ ძალიან გემრიელი ხარ?
- არავის გავუსინჯივარ ჯერ.- დაუფიქრებლად უთხრა და ენა გამოუყო თათიამ. რომ გააცნობიერა რა თქვა, შერცხვა, გუგას ზურგი აქცია და ბალიშში ჩამალა სახე. გუგას გაეცინა. ზურგიდან მიიხუტა. ხელები წელზე მოხვია, ცხვირით კისერზე მოუღუტუნა.
- ჩემი მორცხვი პრინცესა. ისეთი ტკბილი ხარ, ისეთი თბილი და ისეთი გემრიელი... არ მოუნდება კაცს შენი გაშვება. მოდი დავურეკოთ ბატონ გურამს და ვუთხრათ რომ დღეს ვერ მიხვალ. მთელი დღე ასე მეყოლები. არ გინდა?
- სისულელეს ნუ ამბობ. გამიშვი. ავდგები. მეჩქარება.
- აუ კაი რა. ჩუმად იყავი, თორე კოცნით გაგაჩუმებ.
- ვერ გამაჩუმებ. გამიშვი, მეჩქარება.
- ვერა? ვნახოთ აბა. - წელზე მოხვეული ხელებით სწრაფად გადმოაბრუნა ზურგზე, თვითონ ზემოდან მოექცა, თვალებში უყურა რამოდენიმე წამი. ხელები ხელებით გაუკავა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. თათიამ თვალები დახუჭა. გუგამ იგრძნო, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. სიამოვმების ჟრუანტელმა დაუარა, თათიამ კოცნაზე რომ უპასუხა. თვალები გაუბრწყინდა. ხელები გაუშვა, ჩაცურდა, თავი თათიას მკერდზე დადო, ხელები ზურგს უკან შეუცურა და მოხვია. ძალიან უნდოდა თვითონაც გამოეხატა სითბო, უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. 5 წუთი იყვნენ ასე. ბოლოს თავს სძლია, თვითონაც ხელები კისერზე მოხვია და მიიხუტა. ბედნიერების შეგრძნებამ დაუარა სხეულში. იმდენად მოეწონა ეს მდგომარეობა, სიამოვნებით იწვებოდა ასე მთელი დღე, მაგრამ არ შეეძლო.
- ავდგები, გთხოვ... - ძლივსგასაგონი ხმით ჩაიჩურჩულა თათიამ. გუგა წამოდგა.
- კარგი, ავდგეთ. მე გაგიყვან სახლში.
- ხო ო? და რომელი მანქანით ხოვერ მეტყვი.
- შენ მაგაზე არ იდარდო. მანქანის პრობლემა არ იქნება. უნივერსიტეტშიც მიგიყვან.
- არ მინდა. მე თვითონ...
- არავითარი მე თვითონ. მიგიყვან სახლში, მოწესრიგდი და მერე მიგიყვან უნივერსიტეტში. უარის შემთხვევაში 100 კოცნით დაისჯები.
- კარგი, წავიდეთ. ყავა ჩემთან დავლიოთ მაშინ.

გუგამ მანქანა მეზობელს გამოართვა. თათიასთან მივიდნენ სახლში.
- მე აბაზანაში შევალ. შენ ყავა მოამზადე, რახან აქამდე წამომყევი.
- კარგი, მიდი.
თათია აბაზანაში შევიდა. გუგა სამზარეულოში.
სწრაფად გადაივლო წყალი. ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. ყავა უკვე მზად იყო. გუგამ შეხედა და იმ წამსვე მოარიდა მზერა. ხალათი გადასწეოდა და მკერდი ნახევრად უჩანდა. თვითონვე გააოცა საკუთარმა საქციელმა. სხვა შემთხვევაში იმ წამსვე მივარდებოდა ქალს და რაც ეცვა იმასაც შემოაცლიდა. მაგრამ ახლა თვალიც კი აარიდა. თათია ყავის დასალევად მაგიდასთან მივიდა. გუგამ მისკენ მიიწია, ხელები მკერდისკენ წაიღო. თათია გაშტერდა, იმის წარმოდგენა არ უნდოდა რას აპირებდა გუგა. გაშეშდა. გუგამ ხალათი გაუსწორა, შუბლზე ტუჩები შეახო და აკოცა.
- სხვა რამ იფიქრე, არა? უბრალოდ ზედმეტად გქონდა გაღეღილი და ის შეგისწორე.
თათიას ხმა არ ამოუღია.
უჩუმრად დალიეს ყავა. თათია ფიქრობდა. იმას ხვდებოდა, რომ ასე არ შეიძლებოდა. უფრო შორს არ უნდა შეეტოპა, თორემ მერე უფრო გაუჭირდებოდა.
- რაზე ჩაფიქრდი? ჰკითხა გუგამ.
- ჯობია წახვიდე. მე ჩემით წავალ.
- რატო?
გუგა წამოდგა, ახლოს მივიდა, ისევ ჩახუტებას აპირებდა.
- არ გინდა, გთხოვ... - შეაჩერა თათიამ.
გუგა გაოცდა.
- უბრალოდ ჩახუტება მინდ.
- მივხვდი. - გააწყვეტინა თათიამ.- ამიტომ შეგაჩერე. ასე არ შეიძლება.
- როგორ ასე.
- დისტანცია უნდა დავიცვათ. ასე ახლოს ნუ მოდიხარ ჩემთან.
გუგამ უკან დაიხია.
- აჰა შორს ვარ.
- ამას არ ვგულისხმობ. ისე საერთოდ.
- ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა.
- იმის, რომ არ შეიძლება ასე ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან, არ შეიძლება ღამე ერთად ვრჩებოდეთ. არ შეიძლება ამ სახის სიახლოვე გვქონდეს.
- რატო, თავს ცუდად გრძნობ? - გაოცებულმა ჰკითხა გუგამ. არ ელოდა ამას.
- არ აქვს მნიშვნელობა ახლა თავს როგორ ვგრძნობ. უბრალოდ ასე არ შეიძლება გუგა. სანამ უფრო გვიანი არ არის.
- და გვიანში რას გულისხმობ.
- არაფერს. შევეშვათ. უბრალოდ არ მინდა და მორჩა.
- უცნაურია. არადა ვფიქრობდი მოგწონდა. მეგონა თავს ასე კარგად გრძნობდი.
- დავივიწყოთ რა ... დავივიწყოთ. წადი... გთხოვ... - ტირილი შეერია თათიას ხმაში.
- კარგი. რახან ასე გინდა. ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით? - ცრემლიანი თვალებით ახედა თათიამ.
- ერთხელაც მაკოცებ წასვლისას. იმდენხანს, სანამ მე არ შეგაჩერებ. ერთი კოცნა არ ჩაითვლება. სანამ არ გაგაჩერებ, იქამდე მაკოცებ და მერე წავალ.
თათიას არ ემეტებოდა გუგა წასასვლელად, უნდოდა ეთხოვა სულ აქ დარჩიო, არასოდეს დამტოვო მარტოვო, მაგრამ ეშინოდა რომ მერე უფრო ეტკინებოდა გული. სანამ დრო იყო უნდა შეჩერებულიყო.
- კარგი. ბოლოჯერ გაკოცებ... - გაუბედავი ნაბიჯებით მიუახლოვდა. თითის წვერწბზე აიწია და ტუჩებით შეეხო გუგას ტუჩებს. გუგა თითქოს გაყინულიყო. გაშეშებული იდგა. თათიამ გადაწყვიტა გასცლოდა, რადგან გუგამ კოცნაზე არ უპასუხა. მაგრამ არ აცალა გუგამ. ხელი მოხვია წელზე, სხეულზე აეკრა და მწყურვალივით დაეწაფა ტუჩებზე. თათიაც შეძლებისდაგვარად აჰყვა. გუგა გაშმაგებული ჰკოცნიდა. წარმოიდგინა რომ უკანასკნელი იყო და თითქოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სამყოფს ჰკოცნისო. თათიას თან ცრემლები სცვიოდა, სხეული უკანკალებდა. გუგა შეჩერდა. მიხვდა რამდენად უჭირდა თათიას. უფრო მეტად მიიხუტა გულზე და ყურში უჩურჩულა:
- წავალ... აღარ შეგაწუხებ ჩემი არსებობით შენ ცხოვრებაში. საერთოდ ვერ დამინახავთქო, მაგას არ დაგპირდები, მაგრამ რახან გინდა შორს ვიყო, ვიქნები. მაგრამ რაღაცას დამპირდი.... თუ ოდესმე ვინმეს დახმარება დაგჭირდეს, იცოდე რომ ჩემთან თამამად შეგიძლია მოსვლა. არ მოგერიდოს, არ დაიხიო უკან. იცოდე, რომ ყოვეთვის მზად ვარ დაგეხმარო. ახლა წავალ, ოღონდ არ იტირო რა.... - თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. - არ იტირო გთხოვ. - შუბლზე აკოცა და გავიდა.
თათიას გული ამოუჯდა. არ უნდოდა გუგას გაშვება, მაგრამ სანამ უფრო მეტად გაუჭირდებოდა მისი დათმობა მანამდე უნდა გაჩერებულიყო, სანამ უფრო მეტად შეეჩვეოდა. სანამ მის გარეშე სუნთქვა შეეძლო.
გუგა კი იმდენად სწრაფად მიდიოდა მანქანით, 5 წუთში სახლში მივიდა. იცოდა თათიას საქციელის მიზეზი. ხვდებოდა, რომ თათიას გულისტკენის ეშინოდა. ვერც ამტყუნებდა. მოსწონდა გუგას თათიასთან, მაგრამ რამდენად სერიოზულად აღიქვამდა მასთან ურთიერთობას, ეგ თვითონაც არ იცოდა. ამიტომ ამართლებდა თათიას.


****
გუგა არ აპირებდა დილით ლექციებზე მისვლას, მაგრამ თათიას გამო მივიდა. აინტერესებდა როგორ იქნებოდა. დერეფანში შეხვდა პირველი ლექციის შემდეგ. მაშინვე თვალებზე დააკვირდა. მიხვდა, რომ ბევრი ეტირა. იმის სურვილი გაუჩნდა, რომ გულში მაგრად ჩაეხუტებინა, მაგრამ ისევ თათიას ატკენდა გულს და თავი შეიკავა. გადაწყვიტა უხეშად მოპყრობოდა, იქნებ ასე უფრო ადვილად გადეტანა.

******
გუგას ისევ ეძინა, კარზე რომ ზარი დარეკეს. ეზარებოდა ადგომა, მაგრამ უცებ წარმოიდგინა, რომ შეიძლება თათია ყოფილიყო. სწრაფად ადგა, ხალათი შემოიცვა და კარი გააღო. გვანცა იყო.
- რა იყო, ამ დილაუთენია ხო შვიდობაა?
- რაღადროს დილაა ბიძაჩემო, 11 საათია უკვე. მართალია შაბათია, მაგრამ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს მოსაგვარებელი.
- რა არის ასეთი?
- რა და ჩემი რეპეტიტორი საზღვარგარეთ წავიდა. გამოცდებამდე 4 თვეა დარჩენილი და ვერ ვპოულობ ნორმალურს ისეთს, რომ ღირდეს მეცადინეობა მასთან. ვინც კარგია კიდე ადგილები არ აქვთ.
- მერე მე რა ჯადოქარი ვარ? - გაეხუმრა გუგა.
- ჯადოქარი არა მაგრამ... შეძლებ, რომ დამეხმარო.
- მითხარი და თუ შემიძლია მზად ვარ.
- შენი ლექტორი, თათია, ხო ამზადებს ბავშვებს. იქნებ შენ დაელაპარაკო რომ დამეხმაროს?
- მოიცა, რომელი საგნის რეპეტიტორი გაგექცა?
- ისტორიის. გეხვეწები რა, თქვენ უნდა მიშველოთ. გავგიჟდები ასე რომ დავრჩე. მოვკვდები. არ დამიწყო ახლა მთელი წელი ემზადაე და რატო ნერვიულობო. იმიტო რო ისტორია გვიან დავიწყე. არ ვაპირებდი მაგის ჩაბარებას, მაგრამ რაღაცეები შეიცვალა და... ხო დამეხმარები?
- ცოტა ნელა ილაპარაკე, რომ ტვინმა აღიქვას რას ამბობ... და შენ თვითონ ვერ დაელაპარაკები?
- აუ კაი რაა გუგა, შენ უკეთესად იცნობ, შენ უფრო არ გეტყვის უარს. მე მრცხვენია ძალიან. თან ახლა სოფელში მივდივართ, ბებიაშენთან სხვათაშორის, ცოტა ცუდად ყოდილა და გპირდები შენ ბებიას მე მივხედავ, შენ ოღინდ ეგ საქმე მომიგვარე.
- ბებიაჩემი თუა, შენი ბებია აღარაა?
- აუ გუგა ჩემი ბებია დედაშენია და იმას რომ დაჭირდეს მივხედავ. შენი ნამდვილი ბებიაა და შენ უნდა იზრუნო მასზე, თორე მე როგორც დიდედაზე ისე ვიზრუნებ, არაა პრიბლემა.
- გეყოფა გოგო, რამდენს ლაპარაკობ. წადი სადაც მიდიოდი. მომასვენე.
- აუ ჯერ დამპირდი რომ დაელაპარაკები რაა.
- კარგი, დაველაპარაკები, ეხლა წადი, მომასვენე.


გვანცა წავიდა. გუგას გულში უხაროდა, თათიას ნახვა რომ მოუწევდა. სწრაფად მოწესრიგდა, ისაუზმა და თათიას სახლში მიაკითხა. ზარი დარეკა რამდენჯერმე, მაგრამ არავინ გაუღო. უკვე გამობრუნებას აპირებდა, 15-16 წლის გოგონა რომ ადიოდა კიბეზე და მან უთხრა თუ თათიასთან ხართ, მაღაზიაშია და მალე ამოვაო. გუგა კიბეზე ჩამოჯდა. მოენატრა თათია. ლექციებზე კი ხედავდა, მაგრამ ასეთ გარემოში არ უნახავს მთელი კვირაა. მისი თმის სურნელი მოენატრა და ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები, მორცხვი გამოხედვა და აწითლებული სახე.
- აქ რა გინდა? - ფიქრებუდან თათიას ხმამ გამოიყვანა.
- საქმე მაქვს, თუ ცოტა დროს დამითმობ. - უპასუხა გუგამ
თათიამ გასღები ამოიღო და კარი გააღო.
- შემოდი..
მისღებში შევიდნენ.
- გისმენ. რამ შეგაწუხა.
- რაღაც მინდა გთხოვო. იმედია უარს არ მეტყვი.
- გააჩნია რას მთხოვ.
- ისეთს არაფერს, რომ არ შეგეძლოს, თუმცა თუ ვერ შეძლებ, ამასაც გაგიგებ.
- იქნებ პირდაპირ მითხრა, ცოტა დრო მაქვს. - ცივად უთხრა თათიამ.
- კარგი. ნუ, გვანცა ხომ იცი, ჩემი დიშვილი. აბიტურიენტია. - თათიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - ხოდა ემზადება რეპეტიტორებთან. ისტორიაში ვისთანაც ემზადებიდა, ის ქალი მოულოდნელად საზღვარგარეთ წავიდა და გვანცა დარჩა ისე. ხოდა დილით იყო მოსული და მთხოვა, იქნებ შენ შეძლო მისი დახმარება. ხო ამზადებ შენც ბავშვებს.
- კი, ვამზადებ, მაგრამ 4 თვეც არ დარჩა გამოცდებამდე და შევძლებ მე მასთან იმას, რომ ის ცოდნა მივცე, რაც ჭირდება?
- ემზადებოდა. ვერ გეტყვი მისი მომზადების დონეს, მაგრამ სულ ისე დარჩენას მგონი ღირს ცდა. იმდენად შემაცოდა დილით თავი, ხო ხედავ, მივედი და ამას გთხოვ.
- უთხარი ორშაბათს მოვიდნენ გვანცაც და შენი დაც უინვერსიტეტში, პირველ საათზე მცალია და იქ დაველაპარაკები. მერე გადავწვეტთ ღირს თუ არა.
- კარგი, გმადლობ. ამაზე რომ დაფიქრდი ისიც კი გახარებს გვანცას. წავალ ეხლ მე, კარგად იყავი... და მადლობა.

****

პირველ საათს ათი წუთი აკლდა, გვანცა და ქეთი უნივერსიტეტში რომ მივიდნენ. გუგამ მიაცილა თათიას კაბინეტამდე. თვითონ არ შეყვა.
თათიას გაუხარდა მათი დანახვა. თბილად მოიკითხეს ერთმანეთი.
- აბა გვანცა, რა ხდება, გუგამ კი მითხრა რაშიცაა საქმე.
- ხო, დავრჩი წინასაგამოცდოდ რეპეტიტორის გარეშე. და საბედნიეროდ თქვენ გამახსენდით.
- რამდენ ხანს ემზადებოდი? როდის დაიწყე?
- 4 თვეა სულ. ისტორიის ჩაბარებას არ ვაპირებდი, გეოგრაფია მინდოდა, მაგრამ რომ გადავხედე, გეოგრაფუაზე გაცილებით დიდი კონკურსია, ვიდრე ისტორიაზე. ამიტომ შევცვალე გადაწყვეტილება. რა ვქნა, არ ვარ ძაან ნიჭიერი.
- არ გვინდოდა ვინმე არაპროფესიონალთნ მიმგვეყვანა. მით უფრი, რომ 4 თვეღაა დარჩენილი. - საუბარში ქეთი ჩაერთო.
- რომ გითხრათ მე პრიფესიონალი ვართქო, მოგატყუებთ.-უთხრა თათიამ.
- მე ვფიქრობ რომ ხართ. თქვენი არცერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა გამოცდებზე.
- ეგ ხო, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თუ შევატყობ რომ ვერ მომყვება აბიტურიენტი, მშიბლებს ვეუბნები რომ არ შემიძლია და ვწყვეტ მეცადინეობას. ნუ ამაზე თავიდანვე ვთანხმდებით. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, რომ ორი ისტორიული თარიღიც ვერ დავამახსოვრებინე ბავშვს და იმასთან მუშაობას აზრი არ ქონდა. ამიტომ, თუ ჩემი ყველა მოსწავლე აბარებს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე რაღაც შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ ბავშვები თვითონაც ბევრს ცდილობენ.
- გასაგებია თქვენი პოზიცია. სწორი მიდგომაა ჩემი აზრით.
- მოდი, ჯერ თქვენობით საუბარს მივხედოთ. არ გვინდა ასე, კარგი? უფრო თავისუფლად რომ ვიგრძნოთ თავი ორივემ. არცერთი აბიტურიენტი არ მყოლია მსგავსი პრობლემით, მაგრამ მესმის რამდენად რთულია გვანცასთვის და ასევე შენთვის. ამიტომ, თანახმა ვარ მეცადინეობა დავიწყოთ. შევხედავთ მე და გვანცა რა შეუძლია და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
- მართლა? - გახარებულმა იყვირა გვანცამ. წამოხტა და თათიას ჩაეხუტა. მის საქციელზე თათიას გაეღიმა.
- მიხარია, რომ დაგვთანხმდით.... დაგვთანხმდი. ანუ შეგვიძლია მშვიდად ვიყით.
- მაგას მერე გეტყვით. 3-4 გაკვეთილის მერე. მე მცალია ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. 4 საათიდან. ოღონდ შენ თვითონ უნდა მოხვიდე ჩემთან.
- არაა ეგ პრობლემა, თანახმა ვარ.
- რაც შეეხება თანხას.... - თქვა ქეთიმ
- მოდი თანხაზე არ ვისაუბროთ.
- რას ქვია არ ვისაუბროთ.
- მე თანხის სანაცვლოდ არ დავთანხმებულვარ მომზადებას.
- ეს როგორ...
- ჩვეულებრივად. დახმარება გჭირდებთ და გეხმრებით.
- ასე არ შეიძლება. ამას ვერ ვიზამ. რას ქვია უფასოდ... 2-3 გაკვეთილი ხო არაა.
- მერე რაა. მყავს მე აბიტურიენტები, რომლებსაც ანაზღაურების გარეშე ვამზადებ. პირველები არ იქნებით. ასე რომ..
- კარგი რაა...
- არავითარი კარგი. თქვენ ხომ ისე მიმიღეთ, როგორც ძალიან ახლობელი და ახლა მე მაცადეთ. - ღიმილით უთხრა თათიამ.
- ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. - ჩაერია გვანცაც.
- არავითარი უხერხულობა. ხვალიდან ვიწყებთ.
- არ გამოვა ასე.
- გამოვა თან როგორ... და საერთოდაც, იქნებ ვერ ვამზადებ კარგად და უნდა ჩაიჭრას. ღმერთმა დაიფაროს, მარა... ვთქვათ ასე მოხდა და მე თანხა აღებული მაქვს, ეს სწორი იქნება?
- ხო, მაგრამ... შენ იმაში იღებ თანხას, რომ დროს და ენერგიას ხარჯავ და ამეცადინებ.
- ძალიან გთხოვ, ამაზე დავასრულოთ რაა. არავითარ შემთხვევაში არ ავიღებ ფულს. და თქვენ სხვა გზა არ გაქვთ, მთანხმდებით.
- ნუ ამაზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ დაწყებით ხვალიდან დაიწყეთ. ახლა წავალთ, მეტ დროს აღარ წაგართმევთ. მადლობა ყველაფერზე.
- კარგით, ხვალ გელოდები გვანცა. გუგას სთხოვე და მოგიყვანს. იცის სადაც ვცხოვრობ.
- კარგით. ხვალამდე.
კმაყოფილებმა დატოვეს კაბინეტი გვანცამ და ქეთიმ. თათიას კი ის უხაროდა, რომ კიდევ ერთ ადამიანს დაეხმარებოდა.


****

თათია და გუგა მხოლოდ ლექციებზე ხვდებიდნენ ერთმანეთს. ისე იქცეოდნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა მათ შორის.
შოკი იყო თათიასთვის, გამოცდაზე გუგა რომ არ გამოცხადდა. გაგიჟდა. ტელეფონზე ურეკავდა, მაგრამ გამორთული ჰქონდა. სტუდენტებსაც ჰკითხა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა გუგაზე.

ორშაბათს გამოჩნდა გუგა ლექციებზე. დერეფანში შეეჩეხა თათია.
- სად ხარ დაკარგული? - ჰკითხა გაღიზიანებული ხმით.
- ვალდებული არ ვარ შეგითანხმო როდის სად დავდივარ.
- ლექციებს რომ აცდენ სწორედაც ვალდებული ხარ, რომ ამიხსნა. გამოცდაზე რატომ არ გამოცხადდი?
- შემეშვი რა. შენ არავინ გეკითხება. - უკმეხად მიახალა გუგამ და დერეფანში გაუჩინარდა. თათია გაოცდა. იმდენად გაოცდა, რომ გაბრაზებასაც ვერ ახერხებდა. ვერ ახსნა გუგას საქციელი. თავნება ბავშვივით ქცევა. კაბინეტში შესვლამდე ლუკა დაინახა.
- ლუკა, გუგას რომ ნახავ უთხარი კაბინეტში ამივიდეს ჩემთან. აუცილებლად.
- კარგით, გადავცემ.

ორი საათი ხდებოდა გუგა თათიასთან კაბინეტში რომ ავიდა. დაკაკუნების გარეშე შევიდა, თათიას სავარძელში ჩაჯდა, ფეხები მაგიდაზე შეაწყო და მშვიდი ხმით იკითხა.
- აბა, ქალბატონო თათია, რით დავიმსახურე თქვენი ყურადღება, რა გნებავთ.
- ჯერ ერთი, მოიქეცი ნორმალურად, ფეხები ჩამოიღე მაგიდიდან და სადაც სჭიროა იქ დაჯექი. ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. - მკაცრი ხმით უთხრა თათიამ.
- ვინმემ გითხრა რომ ვხუმრობ? სულაც არა. აბა რაო, რა გნებავთ.
- გამოცდაზე რატომ არ მოხვედი.
- ჩემი საქმეა მოვალ თუარა. შენ არ გეხება.
- თუ ასე მოგწონს უხეშობა, მიდი, მეუხეშე. ოღონდ გადაბარება მომავალ ორშაბათსაა და იმედი მაქვს, მაშინ მაინც მოხვალ. ჯგუფუს გამო მაინც. შენი კაპრიზების გამო მათ ნუ დააზარალებ.
- მოვალ... ერთი პირობით...
- არამგონია იმ მდგომარეობაში იყო, პირობებს მიყენებდე.
- მე ჯგუფის გამო მოვალმეთქი გამოცდაზე, ერთი პირობით. ახლა შენ გადაწყვიტე ჩემ პირობას დათანხმდები, თუ ჯგუფს გაიმეტებ...
- აუტანელი ხარ...
- ვიცი. ახალი თქვი შენ რამე.
- რა გინდა. -სასოწარკვეთილი ხმით ჰკითხა თათიამ.
- სიამოვნებით გთხოვდი ამაღამ ჩემთან დარჩითქო, მაგრამ არ დამთანხმდები. რადგან ჩვეულებრივი დარჩენა კიარ მინდა.... ანუ როგორც აქამდე იყო ისეთი არა. აი ღამის ერთად გატარება რასაც ნიშნავს პირდაპირი გაგებით.
თათიას ფერი წაუვიდა. გუგამ განაგრძო:
- ამიტომ ამას არ გთხოვ... ამაღამ იქ მოდი, ცენტრალურ პარკში შენი საყვარელი ადგილი როა. ნუ გეშინია, იქიდან არსად წამოყოლას არ გთხოვ. უბრალოდ იქ ვისხდეთ. თუარ მოხვალ ჩემი გამოცდა გაურკვეველი ვადით გადაიწევს. ხო ხედავ, ლმობიერი ვარ, მარტივი თხოვნა მაქვს. ძალიან მარტივი შესასრულებელი იმისათვის, რომ შენმა ჯგუფმა პირველობა არ დაკარგოს.
- კარგი. მოვალ.
- ვიცოდი რომ დამთანხმდებოდი. - თვალი ჩაუკრა გუგამ. შემდეგ მიუახლოვდა. უხესად მოხვია წელზე ხელი და ტუჩებზე დააცხრა. ველურივით ჰკოცნიდა. თან მაგრად ჰყავდა მიკრული ტანზე. თათიამ ძლივს მოახერხა და მოშორდა და მტელი ძალიტ გაარტყა სახეში. გუგას ლოყა აუწითლდა.
- გინდა ასე გავიდე გარეთ? ხუთი თითი დამატყვე. რა ვთქვა, რისთვის მცემამეთქი. - ხუმრობის ხასიათზე იყო ისევ გუგა.
თათია ისე იყო გაცეცხლებული, ერთადერთი რაც მოიფიქრა ჩანთას დაავლო ხელი და გავარდა ოთახიდან.
- 9 საათზე იქ დამხვდი. - მიაძახა გუგამ.
პირდაპირ სახლში მივიდა თათია. საწოლს დაემხო და გულამომჯდარი ტიროდა. პირველად არ მოიქცა გუგა ასე, მისგან უხეშობას მოელოდა, მაგრამ ახლა ეტკინა ყველზე მეტად. მისი უხეში კოცნა ეტკინა. მისი უხამსობა. რამდენხანს ტიროდა არ ახსოვს. ადგა. აბაზანაში შევიდა. იბანავა. გულს ვერაფერს უდებდა. აივანზე იჯდა და 9 საათის მოახლოებას ელოდა. ზუსტად იცოდა, გუგა თავის პირობას შეასრულებდა. რომ არ მისულიყო, მერე თავისთავს ვერ აპატიებდა... ჯგუფის პირველობა მასზე იყო დამოკიდებული. მთელი წლის მონაცემებით საუკეთესო შეფასებები მის ჯგუფს ჰქონდა და ახლა გუგას გამო როგორ უნდა გაეწირა ბავშვები. მით უმეტეს ისეთი არაფერი უთხოვია, უბრალოდ მოდიო. ცხრის ნახევარი იყო სახლიდან რომ გავიდა. საცობში მოყვა. ახლა იმაზე დარდობდა დროზე რომ ვერ მივიდე და ის უკვე წასული დამხვდესო. ათის 7 წუთი იყო, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწია. გუგა არსად ჩანდა. ალბათ წავიდაო გაიფიქრა და ცრემლები მოაწვა. ამ დროს ზურგიდან იგრძნო რომ მიეხუტა.



№1  offline წევრი ფუტკარა

მიხარია რომ მოგწონთ

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ფუტკარა ვინ ხარ შენ,იცი რამხელა სითბო და სიყვარული მოდის შენი იატორიიდან❓როგორ მომწომს დამომიდებულებები გმირებს შორის,როგორ მიხარია თათია წწარმატებული რომ არის,და რომ არ გაიმეტე კიდევ წვალებისთვის,სახელებიც ისეთი კარგი გაქვს შერჩეული.გამართული ნაწერი გაქვს და საოცრად გადმოსცემ და აღწერ სიტუაციას.გელოდები

 


№3  offline წევრი ფუტკარა

ალბათ ცხოვრებაში ამაზე ამაღელვებელი და სასურველი კომპლიმენტი არასოდეს მიმიღია. მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის... გამიხარდა ძალიან

 


№4  offline წევრი თათუ♡

როდის დადებ?

 


№5  offline წევრი ფუტკარა

დევს უკვეე... შეგიძლიათ ნახოთ. მიხარია რომ ელოდებიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent