ბუმერანგი.მეორე ნაწილი 14 თავი.
-რა ხდება,რა სახე გაქვს. -ეს რეალური გამოწვევაა არა მხოლოდ ბიზნესისთვის,აქ უკვე ოჯახის პირადი ინტერესებია. -რას ამბობ,ვერაფერი ვერ გავიგე. -გუშინ ოჯახი შეიკრიბა და კამათობდნენ,დღეს ასევე ფატი ესაუბრა გაგას და ვერ გავიგე რა ხდება,რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი. -დაველოდოთ,სანამ თავად არ იტყვიან ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ. -შენ ვერ გაიგებ,რომ შეხვიდე გაგასთან? -არა,ახლა გაგას ცოტა ხნით უნდა მოვერიდო და განზე გავდგე. -კარგი,შენ უკეთესად იცი.ფატიმ თავისი კაბინეტიდან გამოვიდა და თორნიკეს კაბინეტისკენ წავიდა,რომ ნათიამ დაუძახა. -ფატი მინდოდა ერთად დაგველია ყავა,გავიდეთ ცოტა ხნით? -არ მცალია ქალბატონო ნათია მე ვმუშაობ და ასე ხშირი გასვლა სამუშაოს საათებში როგორც თქვენ გადიხართ,დარწმუნებული ვარ არცერთ თანამშრომელს არ აქვს და საინტერესოა,თქვენ რატომ აძლევთ ასეთ დიდ უფლებებს თქვენს თავს. მომეჩვენა,რომ ისე იქცევით თითქოს თქვენ ხართ აქაურობის ბატონ-პატრონი,არადა თქვენც ისეთივე თანამშრომელი ხართ როგორც სხვები. -ნამდვილად მოგეჩვენა,შესვენების დროს კი სადაც მინდა იქ წავალ. -სულ მალე დამყარდება წესრიგი ამ კომპანიაში.თქვა ფატიმ და თორნიკესთან შევიდა. -ეს ქალი ნერვებს მიჭამს უკვე,თორნიკე როგორ ხარ ან აქ რატომ ხარ,რატომ შენს ახალ კაბინეტში არ გადადი? -როგორ ვარ? ფატი სახლიდან გამოსვლამდე კარგად ვიყავი,აქ მოვდივარ და ასე მგონია ჯოჯოხეთში მოვდივარ. -რა მოხდა,ან ამ ნივთებს რატომ ალაგებ ამ მუყაოს ყუთებში. -მივდივარ და არ შემაჩერო. -სად მიდიხარ,ან რატომ მიდიხარ. -მივდივარ,რადგან მამაშენმა ასე მიბრძანა. -რა გიბრძანა,საერთოდ დაგითხოვა და გითხრა კომპანიიდან წადიო? -ასეა,დღეიდან აქ აღარ ვიმუშავებ,რაც უნდა ის გააკეთოს აღარ მაინტერესებს. -გაჩერდი,ეს ნივთები დააწყვე თავის ადგილზე. -ფატიმ თავის ხელით ამოალაგა ნივთები მუყაოს ყუთიდან და იქვე დაალაგა მაგიდაზე,მაგრამ თორნიკემ შეეცადა ხელი შეეშალა ფატისთვის. -არ შეეხო არაფერს,აქ არ გავჩერდები. -მე მოვაგვარებ ყველაფერს და თუ ისევ უარზე იქნება,მე და შენ გავაკეთებთ ყველაფერს და ვიყიდით ერთად ამ კომპანიის აქციებს,დედა ისედაც გადმომცემს მის წილს,სხვას კი შევისყიდით და ბოლოს გამოვჩნდებით,რომ ჩვენ ვართ მფლობელები. -მამა? აქ რას აკეთებ,მოხდა რამე? -არა შვილო,სახლში არ მოსულხარ ეს დღეები და მინდოდა მენახე. -გუშინ ვიყავი,მაგრამ არავინი არ დამხვდით სახლში. -მივხვდი,მალიბუს ნივთები იყო გადმოლაგებული და არა მარტო ეს,მაცივარიც დაგილაშქრია. -ხო,ცდუნებას ვერ გავუძელი და მივირთვი ჩემი საყვარელი კატლეტები. -ის შენთვის იყო გაკეთებული,დედაშენი ყოველ დღე აკეთებს შენს საყვარელ კერძებს. -შემოვივლი კიდევ ამ დღეებში,გუშინ უნდა წამომეღო ის ტანისამოსი,მაგრამ რაღაც შეიცვალა და ვერ წამოვიღე. -სად მიგაქვს,ვის აძლევ. -არის ერთი გაჭირვებული ოჯახი და დავეხმარები,კომისარის ახლობელია. -კარგი,შენ უკეთ იცი რასაც აკეთებ. -მამა,რაღაც მინდა შეგეკითხო. -გისმენ,რა გაინტერესებს. -იცნობ ვინმე რატი დოგანაძეს? -დოგანაძეს? არა,არ ვიცნობ. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ შვილო,ვიცნობდი ერთ რატის მაგრამ ის დოგანაძე არ იყო,რაღაც მაგდაგვარი გვარი ჰქონდა. -მერე,სად არის ახლა ის რატი. -კარგი ადამიანი იყო და კარგი მომავალიც ექნებოდა,რომ ეცოცხლა. -როგორ,მოკვდა? -მოკლეს. -მოკლეს? გაოცებულმა და ეჭვებით სავსემ შეხედა ნიკამ ალექსანდრეს. -მოკლეს,სასტიკი ნაწამები იყო და ვერ გადაიტანა,ოპერაციაზე მოკვდა. -იქნებ არ მომკვდარა,გადარჩა და დაბრუნდა. -შეუძლებელია შვილო,მისი საფლავიც კი ვიცი სადაც არის. -არა,მამა.დარწმუნებული ვარ ის დაბრუნდა,რადგან თავად თქვა. -რა თქვა,საიქიოდან დავბრუნდიო? -არა,მე 22 წლის წინ მომკლეს და ეს წლებია ყველასთვის მკვდარი ვარო.დაბრუნდა მამა,დაბრუნდა რადგან მის გავლილ ტკივილზე შური იძიოს,ის რუხვაძეებს ემტერება. -შეუძლებელია. -არა,ეს შესაძლებელია და შესანიშნავი ამბავია,მაგრამ როგორ გავიგოთ რომ ის არის? -არ ვიცი,მაგრამ მე მას კარგად ვიცნობდი,უნდა ვნახო და თუ ისაა ის მიცნობს. -მამა უნდა დამეხმარო,გთხოვ დამეხმარე მამა. -დაიბარე,დანიშნე შეხვედრა და შევხვდები. ნიკამ შვებით ამოისუნთქა და ალექსანდრეს კმაყოფილი ღიმილით გაუღიმა. ხან რომ ყვირილი ხმამაღლა გინდა,სიბრაზე ჩუმად უნდა ჩაყლაპო და მასში მოწოლილი უზომო ემოციები და გრძნობები ჩაახშო,ნერვები დაიმშვიდა და გაგას კაბინეტის კარი შეაღო. -იცი რომ თორნიკე ნივთებს ალაგებს და მიდის საერთოდ კომპანიიდან? -არ მითხრა,რომ შენ შეაჩერე. -კარგად მიხვდი,მე შევაჩერე და ვთხოვე მე დამეხმაროს,რადგან არ მინდა ეს კომპანია სხვის ხელში გადავიდეს,მამა თუ არ ვიღონეთ რამე და არ გამოვფხიზლდით სულ მალე მოხდება ის რაც არ გვინდა მოხდეს,ეს ყველაფერი კი შენი პრინციპების და დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგია.გინდა თუ არ გინდა,კომპამნიის მმართველი მე ვიქნები და თორნიკე კი დირექტორი და ეს დღესვე უნდა მოხდეს,ახლავეს. -ფატი ძალიან დიდი პრობლემები მაქვს და ძალიან გთხოვ შენ ნუ დამემატები. -ვიცი რომ პრობლემებში ხარ გახლართული ისე როგორც ობობას ქსელში,ამიტომ უნდა დაისვენო და ეს ერთადერთი გამოსავალია. -ფატი............ -დამიჯერე მხოლოდ ამ ერთხელ,მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ვიქნები და თუ არ მოგეწონება ჩვენი მუშაობა ჩვენ უხმოდ დავტოვებთ დაკავებულ თანამდებობას. -ძალიან რთულ სიტუაციაში მაყენებ შვილო. -მამა........................ -კარგი,კარგი როგორც შენ იტყვი.ხელები ასწია გაგამ მაღლა და ცხოვრებაში პირველად დანებდა ასე უბრალოდ და უბრძოლველად. -მამა,მამიკო გპირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ ეს კომპანია უფრო წარმატებული იყოს.ფატი გახარებული გამოვიდა გაგას კაბინეტიდან და პირველად იას დაურეკა და ახალი ამბავი ახარა,იას გაუხარდა ფატიმ მიზანს რომ მიაღწია,მაგრამ მისი უხასიათობა რატის შეუმჩნეველი არ დარჩენია. -რა მოხდა,ცუდი ამბავი გაიგე? -არა,რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ ვიცი როგორ. -უნდა შემეშინდეს? რაც არ ვიყავი ამ დროში,რამე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღე? -რატი შენს გატაცებაზე მინდა დაგელაპარაკო. -ჩემს გატაცებაზე? -ხო,შენს გატაცებასთან რუხვაძეები არის გარეული. რატიმ იას შეხედა და ჩაფიქრდა,შემდეგ კი უთხრა. -ია მეც ვიცი რუხვაძეები რომ დგას გატაცების უკან,მაგრამ ეს სერიოზული ბრალდებაა და ვერ ვუმტკიცებ,შენ როგორ გაიგე ან დარწმუნებული ხარ რომ ისინი არიან ამ საქმეში გარეული? -დარწმუნებული ვარ,მაგრამ სამწუხაროდ როგორც შენ ვერც მე ვერ დავამტკიცებ ისინი ხომ კვალს არასდროს არ ტოვებენ თავიანთი ნაბიჯებისას. -ასეა,თავს გადაირჩენს როგორც ყოველთვის და შენ შერცხვები. -ისევ დაუსჯელი უნდა დარჩეს. -შენს გამო აკეთებს ამას,უნდა რომ მასთან დაბრუნდე. -მართალი ხარ,უნდა მასთან დავბრუნდე არა იმიტომ რომ ვუყვარვარ,არამედ ის რომ ვერ ეგუება მისგან რომ წამოვედი. -პოლიციასაც მასზე აქვს ეჭვი,დავეხმარები და ერთად გამოუტანთ რუხვაძეებს განაჩენს.წავალ ბარში,გამოვთვრები და გამთენიისას დავბრუნდები. -როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სპექტაკლი. -ჯერ ვერ შევწყვიტავთ,ჯერ კიდევ მითვალთვალებენ.რატი წავიდა და ჯერ ნიკას შეხვდა,მოილაპარაკეს და ნაცნობ ბარში დაბრუნებულმა ორმაგი ვისკი მოითხოვა,ყველას მოაჩვენა თავი რომ მთვრალი იყო,ცოტა ხანში თავი მაგიდაზე დადო და ჩამოეძინა. -ხანდახან მგონია,რომ კინოს გადასაღებ მოედანზე ვარ და ეს ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება დასასრულს უახლოვდება,დასრულდება ყველაფერი და ძველებური ცხოვრება გაგრძელდება. -სცდები შვილო,სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალური ცხოვრება, ჩვენი სამყარო სიძულვილით და ზიზღით სავსე. -ნამდვილად ასეა,შეიცვალა ყველაფერი და ხალხის თვალებში მხოლოდ ზიზღია,უნდობლობაა და ყველას დაღლილი გამოხედვა აქვს.დაგპირდი სახლში მოვალთქო,მაგრამ ამ საღამოს ლაშამ და ლანამ მთხოვა მათთან მივიდე. -რატომ,ლანა ხომ კარგადაა. -კი კარგად არის,დღითი-დღე უფრო და უფრო იბერება არ მინახავს დიდი ხანია და მინდა მოვინახულო. -მაშინ მეც წავალ და შენ შენს მეგობრებთან წადი,გულს გადააყოლებ.ცოტა ხნით დაივიწყებ ტკივილს და გულზედაც მოგეშვება.ალექსანდრე წავიდა და ნიკამ კომისართან ერთად ერთი მნიშვნელოვანი გეგმა განიხილა,შემდეგ ტელეფონზე გადარეკა და გაიგო სად იმყოფებოდა რატი.რატიმ ერთი ბოთლი ვისკი იყიდა და ბარბაცით დატოვა ბარი,ქუჩის კიდეს მიყვებოდა და გრძნობდა უკან მოყვებოდა ვიღაც,ბინასთან მისვლამდე კიბეებზე წაბარბაცდა და იქვე დარჩა,თითქოს იქ აპირებდა დაძინებას.მამაკაცმა შორიდან უცქირა რამდენიმე წუთი და რატი რომ აღარ შეეცადა წამოდგომას ახლოს მივიდა,რატიმ მოულოდნელად ამოხედა უცნობ მამაკაცს და უთხრა. -დავლიოთ? უცნობს გაეცინა და უთხრა. -არა,მადლობა. -აბა რას მითვალთვალებ,გინდა რომ ჩემი დასალევი წამართვა? -არა,არა მეგობარო დალიეთ არ წაგართმევთ თქვენს სასმელს.გაუკვირდა რატის პირდაპირობა,დატოვა სადაც იყო და ტელეფონზე დარეკა. -კარგად არის,მეც დამპატიჟა დასალევზე.რა ვქნა,კიდევ ვუთვალთვალო? კარგი უფროსო,ხვალ ისევ გამოვალ და ვუთვალთვალებ.ტელეფონი გათიშა და უნდა წასულიყო რომ მის უკან მდგარ ნიკას შორს ვერ გაექცა,ნიკამ ხელები გადაუგრიხა და იქვე მდგარ პოლიციის მანქანაში ჩასვა,მიუბრუნდა და უთხრა. -ტელეფონი ამოუღეთ ჯიბიდან,ვნახოთ ვის ელაპარაკებოდა.ლაშამ ტელეფონი ამოუღო ჯიბიდან უცნობს და ნიკას მისცა,ნიკამაც გადაამოწმა და ჩაეცინა. -ზვიადი,ახლა კი დაგერხა. -თუ გინდა მშრალად გამოხვიდე ყველაფერს გვეტყვი,ვიზე მუშაობ და რა გინდათ ამ ადამიანისგან.დაკავებული განყოფილებაში გადაიყვანეს და ნიკამ საათზე დაიხედა,კომისარს ყურში რაღაც უჩურჩულა და კომისარის თანხმობის შემდეგ განყოფილება დატოვა.კმაყოფილი იყო ოპერაციის წარმატებულად დასრულების გამო და ლაშასთან ერთად ღიმილით შევიდა ლანასთან. -ლანა მიხარია შენი ნახვა,მაგრამ უნდა მაპატიო ცარიელი ხელით რომ მოვედი. -მინდოდა შენ მენახე ნიკა და ტკბილს მე მოგართმევ.გაუღიმა ლანამ და მეგობარს მოეხვია,კარზე კი ისევ ზარის ხმა იყო. -კიდევ ელოდებით ვინმეს? იკითზა ნიკამ და ლაშას შეხედა,ლანამ კი კარი გააღო და სახლში ანამარია შემოიპატიჟა. -მობრძანდი,უკვე ვფიქრობდი აღარ მოვათქო.ანამარიამ პატარა ჩანთა გაუწოდა და ღიმილით უთხრა ლანას. -შენს მდგომარეობაში მყოფს ეს მოგეწონება,ძალიან გემრიელი არის და მხოლოდ შენთვის არის. -ლაშა გესმის? მხოლოდ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის არის ეს გემრიელობები. -ლანა ჩვენი შვილისთვის უნდა გეთქვა,ნუ გავიწყდება რომ მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ ბავშვის სიცოცხლისთვის. -არც იოცნებო,ეს გემრიელობები მხოლოდ მე მომიტანა,მხოლოდ ჩემია და არ გაბედო ხელი ახლო მას.მხიარული საღამო გაატარეს მეგობრებმა და გვიან ღამით დაშორდნენ ერთმანეთს. -რა ძალიან მინდა ეხლა მესმოდეს შენი ხმა,ძალიან მინდა გხედავდე მაგრამ სამწუხაროდ მე დაგკარგე პირველმა და ამას ვერ მპატიობ. სიცოცხლის ბოლომდე დაგტოვებ ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.ღრმად ხარ ჩემში შემოსული, იმდენად მყარად რო ვერავინ წაშლის ჩემში დარჩენილ ვერცერთ მოგონებას.ფიქრობდა და ტიროდა, მიხვდა მის დანაშაულს,მაგრამ გვიან დარჩა სინანული რატი საბოლოოდ დაკარგა. -არა,არ დაუთმობ შენს თავს ნასრაძის ქალს.თქვა და ტელეფონზე გადარეკა,საიდანაც რატის გაღიზიანებული ხმა გაიგონა. -გისმენ ნათია,საინტერესოა როდის გაიაზრებ რომ ჩვენს შორის აღარაფერი აღარ არის. -საქმე მაქვს,მაგრამ ტელეფონში ვერ გეტყვი. -არ მცალია,ხვალ გნახავ. -არა,შენს ბინასთან ახლომდებარე ბარში ვარ და მოდი,გელოდები.რატიმ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო,რომ ნათიამ გაუთიშა.გაბრაზებულმა პიჯაკი აიღო და გავიდა,სკამი ხმაურით გამოსწია და ნათიას წინ დაჯდა. -აქ ვარ,გისმენ. -ვიცი ვინ დგას შენი გატაცების უკან და შეგვიძლია დღესვე ჩავსვათ ციხეში. -ვინ დგას და შენ საიდან იცი. -ვიცი,მათი საუბარი მოვისმინე ზვიადი დგას ამ ყველაფრის უკან. -მათთან ბრძოლა შეუძლებელია,მაგრამ მალე ყველაფერი დამტკიცდება. -მონდომება უნდა და ყველაფერი გაირკვევა. -შეეშვი ჩემს საქმეებზე ნერვიულობას,ყველაფერს მე მივხედავ. -რატი უამრავი ოცნება გქონდა,რა გააკეთე მხოლოდ კადრებად დატოვე შენი ოცნებები? -შენი დახმარებით,შენ ხომ აირჩიე შენი გზა და არც გიცდია აგეხსნა შენი წასვლის მიზეზი. -მაგრამ არც შენ გიცდია შეგეჩერებინე. -ორჯერ შეგაჩერე,ორჯერ გთხოვე და მესამედ თავად გაგიღე წასასვლელად კარი,აღარ დაგაკავე.არ ვიცი ამ წლების მანძილზე რას აკეთებდი,არც ის ვიცი ვისთვის მუშაობ,მაგრამ სანამ დროა იმაზე იფიქრე თავი როგორ გადაირჩინო და გაქრე აქედანაც და კომპანიიდანაც. -რა,რას ამბობ.ფერი დაეკარგა ნათიას და ადგილზე გაშეშდა,რატიმ კი ადგა და წავიდა. -ვერ დაგივიწყე,იმ დღეს როცა წავედი შენგან შენი პერანგი ჩავდე ჩანთაში და დღემდე მაქვს,ყოველ ღამე სასთუმალთან თავთან მიდევს.სულელი ბავშვი ვიყავი, ბავშვი რომელმაც არ იცოდა ჯერ კიდევ რა იყო სიყვარული,მხოლოდ გვიან მიხვდა ამ გრძნობის ფასს,მაშინ როცა დაგკარგა.ნათია უყურებდა მიმავალ რატის და ტიროდა. -გაგა უნდა დაგელაპარაკო. -ნოდარ შემოდი,რა მოხდა გისმენ. -ვიცი არ გესიამოვნება,მაგრამ ძველი საქმის გამოძიება უნდა დაიწყონ თავიდან და შენც კარგად იცი,რომ მე ვეღარ გავაკეთებ ამ ყველაფერს. -რატომ? შენ ხომ კარგად იცი ეს ისტორია. -ვიცი ისტორია,ვიცი რა და როგორ მოხდა და რა უნდა დავამტკიცო,მაგრამ როცა გასაჩივრება ხდება ის სხვა იურისტმა უნდა შეისწავლოს. -ეს არ მოხდება,ჩემს წინ ვერავინ გაბედავს წასვლას.ამ საქმეს და ამ ისტორიას სხვა ვერ შეეხება,შენ მიხედავ ისევ. -ვერ შეგიშვებთ,სერიოზული შეხვედრა აქვს და უნდა დაელოდოთ.მოესმა გაგას თავისი მდივანის ხმა. -როგორც მივხვდი აქ ახალი ხარ. -დიახ,სულ ცოტა ხნის წინ მოვედი. -არა უშავს,მალე გაიგებ ვინც ვარ.უცნობი მამაკაცი გაგას კაბინეტის კართან მივიდა და ორჯერ ფრთხილად მიაკაკუნა,მაგრამ პასუხი არ იყო,ამიტომ კარი შეაღო და შევიდა. -ადრე უფრო ყურადღებიანი იყავით ბატონო გაგა. -ბატონო ვალერა? მობრძანდით,აქ არ გელოდით. -სწორედ იქ მიყვარს მისვლა სადაც არ მელიან და მეც სერიოზულ თემაზე მოვედი სალაპარაკოდ. -გისმენთ.უთხრა გაგამ და ნოდარს შეხედა,აგრძნობინა რომ უნდა გასულიყო. -მე დაგტოვებთ. -არა,არა მე არ მიშლით ხელს,მაგრამ ეს თქვენი უფლებაა ჩვენს საუბარს მოისმენს სხვა თუ მარტო გაუმკლავდები. -გისმენთ,თქვით რა საქმეა ასეთი სერიოზული ბატონო ვალერა. -გუშინ ვიპოვე ის ორი პიროვნება,ვინც რატი დოგანაძე გაიტაცა და მესამე კი წუხელ პოლიციამ დააკავა როცა რატის უთვალთვალებდა.ვიცი ვისი დავალებით მუშაობდნენ,ისიც ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.გაგას ფერი დაეკარგა და ენა დაება. -აქ იმიტომ მოდით დილით ადრე რომ დამემუქროთ? -მე არ გემუქრებით,პირდაპირ გეუბნებით ჩემს სათქმელს რომ დროა თქვენი აქციები მე დამითმოთ.ამიტომ ან წახვალთ ძამიკოსთან ერთად ციხეში ან კომპანიას შეელევი.დაბერდი მეგობარო და მე კარგ დასვენებას გთავაზობ. -მე ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი გემის კაპიტანი ვიყო,თუ ვიგრძნობ რომ საქმეს ვეღარ ვუძღვები ჩემი აქციები იმ ხელში გადავა,ვინც იმსახურებს ამ სკამს და ამ კაბინეტს. -არა,არ შეგიძლია,რადგან ნელა-ნელა იძირები და არა მარტო შენ იძირები გადაწყვეტილი გაქვს სხვებიც ჩაძირო.შენ და შენმა ძმამ შეჰქმენით ეს მდგომარეობა,რაც ახლა არის.24 საათს გაძლევ დროს და შენს ზარს ველოდები რომ შენი სწორი გადაწყვეტილება მოვისმინო,იმედი მაქვს ლოგიკურად იმსჯელებ.გაგა რამდენიმე წუთი? არა,რამდენიმე საათი უძრავად იყო,შემდეგ ტელეფონზე დარეკა და რამდენიმ სიტყვით შემოიფარგლა. -უნდა გნახო,ეს აუცილებელია. -უკვე აქ ვარ,მოხდა რამე? -ჩემს კაბინეტში შემოდი,აქ უფრო დაცული ვართ.ტელეფონი გათიშა და ისევ უძრავად იყო მანამ,სანამ კარი არ გაიღო და თორნიკე არ შემოვიდა. -რა მოხდა,რა გჭირს. -დაჯექი,ის რაც უნდა გითხრა მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ. -ასეთი სერიოზულია? -ძალიან სერიოზული და თუ გაიგონებ, ისე მოიქეცი რომ პირველად გაიგონე ან თუ შეეცდები გამყიდო,იცოდე შენს სიცოცხლეს ჩემი ხელით დაასრულებ. -გისმენ,რა შემიძლია გავაკეთო. -შენი მჯერა და გენდობი,ამიტომ დაელოდე დროს. -დროს? -დროს.გაგამ თვალებში ჩახედა თორნიკეს და ფეხზე ადგა,კარი გააღო და წავიდა,თორნიკე კი იდგა და ვერ გაიგო ვერაფერი.ვერ მიხვდა რისი თქმა უნდოდა გაგას ან სათქმელი ბოლომდე რატომ არ თქვა.გაგამ კომპანია დატოვა და ზვიადი ნახა. -რა სახე გაქვს,რა მოხდა. -ყველაფერს უკუღმა აკეთებ,გგონია მეხმარები და პირიქით უფრსკულში მაგდებ,მაგრამ ახლა სულ სხვა რამ უნდა გითხრა.დღესვე,დღესვე უნდა მოკვდეს ახვლედიანი და თუ დღეს ვერ მოახერხებ,ამ დღეებში ეს საქმე მაინც მოაგვარე.დაიმახსოვრე,ზვიად შეცდომას ამჯერად არ გაპატიებ. -მე უკვე ვიფიქრე და გეგმაც მაქვს,ვიპოვე პიროვნებაც ვინც ახვლედიანს დაადუმებს. -ვინ არის,ან სად არის. -ყველაფერი მოვაგვარე და დღეს გამოიყვანს მისი ადვოკატი ციხიდან რამდენიმე დღით,თავის საქმეს შეასრულებს,თანხას აიღებს და ისევ დაუბრუნდება იმ ნესტიან და დაობებულ კედლებს. -დარწმუნებული ხარ,რომ შებრუნდება და არ გაიქცევა? -დარწმუნებული ვარ,მასთან ერთად ჩემი ხალხიც იქნება. -კარგია,ვინ არის და როგორ მოიძიე. -ნოე გაზდელიანი დაპატიმრებული მკვლელობისთვის,ჰყავს მხოლოდ დედა და ერთადერთი 15 წლის ქალიშვილი. -ზვიადი იცოდე.............. -ვიცი შეცდომა არ მეპატიება,ამიტომ შეცდომა არ იქნება. -კარგი,საქმეს მიხედე და რომ დაგირეკო მიპასუხე. -გვიან არის და ხვალ გამოძინებულები,ენერგიით სავსე უნდა მოვიდეთ წესით,მაგრამ ჩვენი სამსახური ამის საშუალებას არ გვაძლევს ბიჭებო. -კომისარო ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და მუდამ მზად ვართ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დავდგეთ. -წარმატებულები გინდათ გახდეთ? ჰოდა,აი შანსი მოგეცათ რადგან ციხიდან ერთი თავზე-ხელაღებული და ცივ სისხლიანი მკვლელი გაიქცა.ბრძანებაა,ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ და უკვე გავდივართ ოპერაციაზე. -გავდივართ უკვე? იკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა. -გავდივართ,მაგრამ შენ არ წამოხვალ. -რატომ? -იმიტომ,რომ წახვალ და შენი მეუღლის გვერდით იქნები, წუთი-წუთზე შვილს გაგიჩენს და მამა გახდები. -მაგრამ მე................... -წადი შვილო და შეიგრძნე ეს ბედნიერი წუთები,შენ დღეს მამა გახდები. -არა,მე თქვენს გვერდით უნდა ვიყო კომისარო. -წადი,წადი ყველა იქ მოვალთ და მოგილოცავთ.უთხრა ლაერტიმ და მხარზე ხელი დაჰკრა მეგობრულად,რომელმაც ბედნიერი ღიმილით მადლობა მოიხადა და განყოფილება დატოვა.კომისარმა ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ პოლიციელს და შემდეგ მის წინ მდგარ შეიარაღებულ ბიჭებს გახედა. -აბა,მზად ხართ ლომებო? -მზად ვართ კომისარო.ერთხმად უპასუხა ყველამ და იარაღით ხელში გავიდნენ.გასვლამდე კი კომისარს ტელეფონზე დაურეკეს. -კომისარო თქვენი ტელეფონია.კომისარმა თავისი ადგილი დაიკავა და შემდეგ უპასუხა ტელეფონს,მაგრამ ბიჭებს გაოცებულმა შეხედა. -თავდასხმაა პოლიციაზე გლდანის ციხესთან მისვლამდე,რამდენიმე პოლიციელი მოკლულია.წავიდეთ,მკვლელი შორს ვერ წავიდოდა თუ ხელის შემწყობი არ ყავს.გზა და გზა კომისარი ღებულობდა შეტყობინებას სად უნდა წასულიყო,რომ ბოლო შეტყობინემამ ისინი ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში ერთ ძველ შენობაში მიიყვანა.წინ წავიდა ექვს კაციანი ჯგუფი,რომელსაც ახვლედიანი მეთაურობდა,ფეხ და ფეხ მიყვებოდნენ ერთმანეთს და წინ ნიკა მიდიოდა მის უკან მარიამი და ნიკა მას უფრთხილდებოდა.უეცრად სროლის ხმა გაისმა და ნიკას თავზე გაიზუზუნა ტყვიამ, რომელიც ხეს მოხვდა.ნიკამ და მისმა გუნდმამ თავი ძველ შენობას შეაფარეს.კომისარი და ლაერტი სხვებთან ერთად გარეთ იყო,ტელეფონზე ზარი არ ჩერდებოდა და კომისარმა გაბრაზებული ხმით უპასუხა. -კომისარო გამარჯობა,კარგია გარეთ რომ დარჩი რადგან სულ მალე დაემშვიდობები თქვენს საყვარელ და ერთგულ პოლიციელებს.რა საცოდაობაა,მხოლოდ ახვლედიანი უნდა მოგვეკლა და ახლა მასთან ერთად სხვებიც უნდა დაიღუპოს,დასანანია ისინი ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან. -ვინ ხარ,ვისი დავალებით მუშაობ. -რა სასაცილო ხარ კომისარო,ამ მდგომარეობაშიდაც კი კითხვებს სვამ.ვინ ვარ ამას არ გეტყვი ისედაც სულ მალე გაიგებ,მაგრამ ვინ უნდა მოვკლა ეს თავშიდაც გითხარი,არა უშავს შემიძლია კიდევ გაგიმეოროთ. -რა გინდა თქვი. -რა მინდა არა კომისარო,ვინ მინდა. -ჰო ვინ გინდა. -ახვლედიანი მინდა,სხვები არ არის საშიში რუხვაძეებისთვის. -რუხვაძეები,სხვა ვინ იქნბება ამ ბინძური გეგმის უკან თუ არა ისინი. -რა ჭკვიანი ხარ კომისარო,უცებ მიხვდი ყველაფერს.მაშ ასე ბევრი დრო არ გაქვს გადაარჩინო შენი ერთგული ძაღლი.კომისარმა ტელეფონი გათიშა და ნიკასთან წავიდა რომ ეთქვა ეს ხაფანგი იყო,მაგრამ სროლა ატყდა და შენობაში ყველა კედელს აეკრა,ნიკა მარიამთან ახლოს იდგა და შეხედა მის შეშინებულ მაგრამ სიბრაზით სავსე თვალებს და მისკენ გაიწია რომ ის დაეცვა,უეცრად შენობაში ხელყუმბარა შეაგდეს და მარიამმა შეშინებულმა შეხედა ნიკას და იქვე მდგარ ლაშას რომელსაც უნდოდა მარიამისთვის ხელი ჩაეჭიდა და გაეყვანა იმ შენობიდან,მაგრამ მარიამმა ხელი კრა ორივეს და თავად გახდა ნყუმბარის მსხვერპლი.საშინელმა ხმამ ირგვლივ ყველაფერი დააყრუა და კომისარის ყვირილიც ექოსავით მოედო გარემოს. -არააააააა,ნიკაააააააა.იყვირა და ტკივილისგან კი არ ყვიროდა,ხაოდა.წინ წასვლას ცდილობდა,მაგრამ ლაერტის ძლიერ ხელებს ეკავა და არ მისცა საშუალება ალმოდებულ შენობაში შესულიყო.ნელა-ნელა ჩაწყნარდა ყველაფერი და ყველამ შენობაში შევიდა,ლაერტიმ ნიკა და ლაშა ნახა შენობაში კედელთან ჩამჯდარი,მარიამის სხეული ხელში ჰყავდათ და ორივე მწარედ ტიროდა,ლაშამ გონება დაკარგა და ლაერტის განწირული ხმა გაიგონა კომისარმა. -ნიკა,ლაშა კარგად ხართ? მათთან კომისარიც მივიდა,მაგრამ სანახაობამ დაადუმა. -გადაგვარჩინა,ჩვენ გადაგვარჩინა და თავად კი თავის თავი არ შეეცოდა კომისარო.თქვა ნიკამ და ცრემლიანი თვალები შეანათა კომისარს. -თქვენც არ ხართ კარგ მდგომარეობაში,ლაშას თავიდან სისხლი მოსდის კომისარო,ნიკა შენც დაჭრილი ხარ.თქვა ლაერტიმ და სასწრაფოს დაურეკა,მალე რამდენიმე სასწრაფო ადგილზე იყო და დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს,რამდენიმე საათის შემდეგ კომისართან თეთრ-ხალათიანი გოგონა მივიდა და უთხრა. -ეს მობილური პაციენტის არის და გამუდმებით რეკავს,იქნებ თქვენ უპასუხოთ.კომისარმა ტელეფონი გამოართვა და ნომერს დახედა,შემდეგ ლაერტის შეხედა. -ვინ არის კომისარო. -ალექსანდრე რეკავს,არ ვიცი რა ვუთხრა.კომისარმა თეთრ-ხალათიანს შეხედა და უთხრა. -რა მდგომარეობაა,შეგიძლიათ გვითხრა? -რთული მდგომარეობაა,უნდა დაელოდოთ ექიმი თავად გეტყვით.რამდენიმე საათიანი ლოდინი ძნელი იყო,არავინ იცოდა ექიმი რას ეტყოდათ და ყველა დუმდა.კომისარმა შეხედა მათკენ მომავალ ექიმს და იმედით სავსე თვალებით შეხედა. -როგორა არიან ჩემი ბავშვები ექიმო. -ბიჭების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება კომისარო,მაგრამ გოგონაზე ილოცეთ. -ღმერთო რატომ,მარიამი ცუდ მდგომარეობაშია.თქვა და ცრემლი მოერია. -ახვლედიანი მსუბუქად არის დაჭრილი,მეორე პოლიციელს თავში აქვს ყუმბარის ნამსხვრევი მოხვედრილი და ტრავმა მიიღო. -გოგონა,როგორი მდგომარეობა აქვს მარიამს ექიმო. -მას სხეულზე უამრავი დაზიანებები აქვს,გაკეთდა ოპერაცია,მაგრამ იმედს ვერ მოგცემთ,რადგან არ ვიცით ნარკოზიდან გამოვა თუ არა.ასევე აქვს დაზიანება თავში და ბევრი სისხლიც დაკარგა აქ მოსვლამდე,მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა. -დაველოდოთ,დაველოდოთ სხვა რა უნდა ვქნათ.მე უნდა წავიდე და თქვენ აქ იყავით,მალე დავბრუნდები.თქვა კომისარმა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა,მაგრამ ლაერტიმ არ გაუშვა მარტო და თან გაყვა.მიდიოდა და ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას,განყოფილებაში შევიდა და არქივში შევიდა,ძველი საქმეებში ნოე გაზდელიანის საქმე ნახა,თავიდან გადაიკითხა და ლაერტის უთხრა. -,ცივსისხლიანი მკვლელია და მისი ადვოკატი უნდა ვნახოთ,მან ყველაფერი იცის მასზე. -წავიდეთ? -წავიდეთ,დრო არ გვაქვს დასაკარგი.მისამართი წაიკითხა ლაერტიმ და კომისართან ერთად გავიდა. -ვინ არის გიზო ქვრივიშვილი,იცნობ? -ერთი არის, ის ადამიანია ვინც ფულზე თავის შვილსაც კი გაყიდის. -გასაგებია,მაშინ უნდა ვნახოთ და ჩვენებურად უნდა მივუდგეთ. -ასე მოუწევს. -ახლა სად,სახლში მივიდეთ თუ ოფისში. -ოფისში წავიდეთ,იქ არის გვიან ღამემდე.მდუმარედ მიდიოდნენ და მისამართზე მისულმა კომისარს გადახედა. -შუქი ანთია,როგორ ფიქრობ აქ იქნება? -ვესტუმროთ და გავიგებთ.კომისარმა მეორე სართულზე ფეხაკრებით ავიდა და ადვოკატმა გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ დაუპატიჟებელ სტუმრებს. -ვინ ხართ,ასე რატომ შემოდიხართ ჩემს ოფისში. -გგონია საქმე გააკეთე? ორი პოლიციელი მოკალი,მესამე ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონა სიცოცხლისთვის იბრძვის და ორიც ასევე დაჭრილია და ეს გააკეთა თქვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა ნოე გაზდელიანმა. -გეშლებათ,ასეთი ბრალდებას როგორ უყენებ ადამიანს როცა ის რამდენიმე წელია ციხეში ზის. -ციხეშია? გინდა დაგვაჯერო ან დაგვაბნიო,მაგრამ არა,ეს არ მოხდება.შენ,შენ ხარ ყველაზე დიდი დამნაშავე,რადგან შენ დაეხმარე მას ციხიდან გაქცევაში. -მე არაფერი არ ვიცი და არც თავს ვგრძნობ დამნაშავედ. -შემომხედე,კარგად შემომხედე და გაიაზრე ვინ დგას შენს წინ.მე რამდენიმე თანამშრომელი დავკარგე და სამი სიკვდილს ებრძვის,გგონია ამ პასუხისმგებლობას გაექცევი? გგონია სასჯელი და კანონისგან შენ შორს ხარ? სახელმწიფო მოხელე ხარ და რა გგონია,ვის მოეთხოვება უფრო მეტი პასუხი? ადვოკატმა კომისარს შეხედა და მშვიდი ხმით უთხრა. -ვიცი რომ ყველაფერი იცით და სხვაგვარად ჩემამდე არ მოხვიდოდით,ჩემგან რა გინდათ. -აღიარება,შენგან მხოლოდ აღიარება გვინდა და მეტი არაფერი. -და არა მარტო ეს,უნდა გვითხრა ამ ყველაფერთან რა საერთო აქვთ რუხვაძეებს.დაიწყეთ,ჩვენ გისმენთ.ლაერტიმ ტელეფონი ჩართო და ადვოკატის საუბარი ჩუმად ჩაიწერა. -რუხვაძეების თხოვნა იყო რამდენიმე დღით გამომეყვანა ნოე ციხიდან,მას დედა და 15 წლის გოგონა ჰყავს.გოგონა ავადაა ეპილეფსია აქვს და უამრავი თანხა არის საჭირო,ნოეც რუხვაძეების შემოთავაზებას შვილის გადასარჩენად დასთანხმდა. -თავისი შვილის გადასარჩენად სხვისი შვილები უნდა მოეკლა და თქვენ დათანხმდით? -სხვა გზა არ მქონდა,პირადად ზვიადი იყო ჩემთან და თუ უარს ვიტყოდი,შვილის სიკვდილით დამემუქრა.დამიჯერეთ,სხვა გზა არ მქონდა.ვუთხარი,რომ მარტივი არ იყო ეს გეგმა და მსხვერპლიც მოყვებოდა,მაგრამ ჩაიცინა და მითხრა,რომ ის ყველაფერს მოაგვარებდა. -რას მოაგვარებდა,რუხვაძე ადამიანს სიცოცხლეს დაუბრუნებს? იცი რომ მის ამპიციებს და მის ბინძურ გეგმას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე შეეწირა? სასჯელს შენც მოიხდი,რადგან შენც დამნაშავე ხარ როგორც ის მკვლელი გაზდელიანი და არაკაცი რუხვაძეც. -მას ჰგონია,რომ ნოე ისევ ციხეში დაბრუნდება,მაგრამ არა,ის უკან არ დაბრუნდება.ის ბანკების გატეხვას დაიწყებს და სხვა უამრავი გეგმები ჰქონდა,ისიც კი თქვა,რომ პირადი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი.არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული,მეც მეშინია. -გადაეცი რუხვაძეს რომ ახვლედიანი გადარჩა,მერეამდენე ცდაა,მაგრამ ისევ ვერ მოკალი არ გაგიმართლათქო.უთხრა ლაერტიმ და ოფისი დატოვა,კომისარმა ლაერტის შეხედა და უთხრა. -ყველაფერი ჩაიწერე? -ჩავიწერე და ახლა სად მივდივართ,მოვინახულოთ რუხვაძე? -არა,იფიქროს რომ გაიმარჯვა და ჩვენ არაფერი არ ვიცით და გაიხაროს მისი გამარჯვებით,ერთ დილით კი ამ სიხარულს ჩავამწარებ.საავადმყოფოში წავიდეთ,ვნახოთ ბავშვები როგორ არიან. -გაახილე თვალი,ნიკა გთხოვ გონს მოდი.ანამარია ნიკას ფანჯრიდან უცქერდა თვალცრემლიანი და შეხედა ნიკამ ჯერ ხელი გაანძრია და შემდეგ თვალიც გაახილა,არც დაფიქრებულა ირგვლივ მიმოიხედა და შემდეგ ნიკას პალატაში შევიდა. -ნიკა,ნიკა როგრ ხარ ძალიან გტკივა? -გადავრჩი,ამჯერადაც გადავრჩი.არც ახლა გამოუვიდა ჩანაფიქრის ასრულება და დარწმუნებული ვარ ზეიმობს,მაგრამ დამინახავს და სიხარულიც ჩამწარდება. -დარწმუნებული ხარ,რომ რუხვაძეები არის ამ საქმეში გარეული? -ფიქრიც არ მინდა იმაზე თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,1000%-ით ვიცი რომ რუხვაძეების გეგმაა.შენ არაფერი არ გააკეთო,მე თავად მივხედავ ყველაფერს.ლაშა როგორ არის,გაიღვიძა? -ლაშა რთულად არის,მაგრამ გადარჩება. -ლანა,ლანამ გაიგო? -კი,აქ არის ისიც.მამაშენიც აქ არის,ტელევიზორში მოუსმენია და გულგახეთქილი მოვიდა.ლაშამ თვალი გაახილა და ხელი ასწია და ლანას მუცელზე მოეფერა,შიგნიდან კი შვილმა გამოეხმაურა რაზედაც ჩაეღიმა. -ჩვენმა შვილმა მომესალმა პირველმა. -გაუხარდა რომ გაიღვიძე,ის ჩემთან ერთად ელოდებოდა შენს გაღვიძებას.უთხრა ლანამ ტირილით. -ნიკა როგორ არის,მარიამი? -ნიკა კარგად არის, მსუბუქად იყო დაჭრილი და მარიამი................. -მარიამი ვერ გადაარჩინეს,ასეა ხომ? -იბრძოლა,მაგრამ ვერ გადაარჩინეს, დაგვტოვა მარიამმა. -არაკაცები,მკვლელები,მარიამმა ჩვენ მე და ნიკა გადაგვარჩინა და თავად......... -დამშვიდდი,ასეთი იყო მისი ბედისწერა.რამდენიმე დღე თვით განყოფილებაში ყველა დუმდა და თავიანთ საქმეს მდუმარედ აკეთებდნენ,ერთ დღეს კი ყველამ ერთად გავიდა მარიამის საფლავზე ფიცი დადეს,რომ ერთად იპოვნიდნენ მკვლელს და სასტიკად დასჯიდნენ.გოგიტამ დალევა დაიწყო,რაც ძალიან არ მოსწონდა კომისარს,რამდენჯერმე უსაყვედურა კიდეც,მაგრამ გოგიტას აღარაფერი ესმოდა. -შეეშვი დალევას,შესაძლებელია გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.ჩვენს გვერდით დადექი,რომ ერთად ვიპოვოთ მკვლელი.მარიამის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე კერძო ოქროულობის მაღაზია გატეხეს და უამრავ ფულთან ერთად ოქროც გაიტანეს. -კომისარო ძარცვაა.კომისარი თავის გუნდთან ერთად გავიდა და დანაშაულის ადგილზე მივიდნენ,ლაერტის შეხედა და უთხრა. -დაკითხე მაღაზიის მეპატრონე.ლაერტიმ იქვე მხრებში მობუზულ და შეშინებულ მამაკაცს შეხედა და მიუახლოვდა. -თქვენ ხართ მეპატრონე. -კი,მე ვარ ამ მაღაზიის მფლობელი. -ეს პირადი საკუთრებაა? -დიახ,წლებია აქ ვმუშაობთ მამაჩემის დაარსებულია ეს მაღაზია. -გასაგებია,გახსოვთ რა არის გატანილი? -ყველაფერი მახსოვს,რამდენიმე შავი ბრილიანტის ქვა და ძალიან ძვირადღირებული სამკაულები. -შეფასება? -700-800 000$-ის მხოლოდ ოქრო და მქონდა აგრეთვე ფული,ყოველ კვირის ბოლოს ბანკში შემაქვს ფული და დღეს არ შევიტანე,რადგან ახალ საქონელს ველოდებოდი. -გასაგებია,თქვენ თავში ჩაგარტყეს? -ჩამარტყეს და გავითიშე,როცა გონს მოვედი ასე დამხვდა ყველაფერი. -უფროსო აქეთ მოდით.ლაერტიმ კომისარს შეხედა და ორივემ ერთად წავიდა და იმ ოთახში სადაც უამრავი ძვირფასი ნივთი ინახებოდა ადამიანის თავმოკვეთილი შიშველი სხეული ეგდო იატაკზე თავისივე სისხლში.მაღაზიის მეპატრონეც მათთან ერთად იყო და თვალებგაფართოვებული დასჩერებოდა რამოდენიმეჯერ გადაჭრილ და გაკერებულ სხეულს.ლარტიმ შეხედა და უთხრა. -გეცნობათ სხეულით ვინ არის? -ეს,ეს,ეს ჩემი შვილია,ჩემი ერთადერთი.თქვა ძალაგამოცლილმა და იქვე ჩაიკეცა. -ასე დარწმუნებით რატომ ამბობთ. -სამი წლის წინ გულის ოპერაცია გავუკეთე,ერთი წლის შემდეგ თირკმელი ამოუღეს და ჩემი შვილის სხეული როგორ ვერ უნდა ვიცნო კომისარო.შვილო,შვილო ჩემო ერთადერთო.ლაერტის მიუხედავად იმისა უამრავი ასეთი სცენა მომხდარა მის თვალწინ,გულთან მიიტანა მოხუცი მამის ტკივილი და თანაგრძნობვით მხარზე ხელი დაადო,შემდეგ კი იქვე მდგარ პოლიციელებს უთხრა. -გადაასვენეთ პროზექტურაში გვამი.ნიკა აქამდე მდუმარედ მდგარმა მოხუცს შეხედა და უთხრა. -ბატონო თამაზ,ყველაზე მეტად რა გაშინებთ. -დღემდე არაფრის მეშინოდა შვილო,მაგრამ სიმართლე გითხრა ახლა მხოლოდ ადამიანების მეშინია. -ეს როგორ გავიგო? -ადამიანებმა რომლებმაც არ იციან ცხოვრების ფასი,ისინი ადვილად სპობენ სხვების სიცოცხლეს,შემდეგ კი უნდა ვაღიარო,რომ ჩემი თავის მეშინია. -თქვენი თავის გეშინიათ? რატომ.......... -ასეთ ტკივილს რომ გამოცდი, აუცილებლად რაღაც შეცდომისთვის გსჯის დიდი ღმერთი და გართმევს ყველაზე ძვირფასს,მაგრამ ვიცი რომ არ ჩამიდენია ისეთი რამ რომ ვთქვა,მე ეს ტკივილი დავიმსახურე.იქნებ ჩემმა წინაპრებმა დააშავეს? -გამორიცხული არაფერია და სხვისი შეცდომებისთვის,თქვენ დაისაჯეთ. -შესაძლებელია,ემზარის დედა რომ გარდაიცვალა ის ჯერ კიდევ სულ პატარა 2 თვის ჩვილი იყო და როგორც შემეძლო ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. -უფროსო გარდაცვლილი აქ არ მოუკლავთ,ის სხვაგან მოკლეს და აქ მოიტანეს.სიკვდილამდე კი ის აწამეს. -აწამეს? -კი უფროსო,მას ორივე ფეხები მუხლებში აქვს გადამტვრეული. -ბატონო თამაზ.................თამაზიმ ხელი ასწია და ლაერტი შეაჩერა. -აწამეს,ჩემი შვილი აწამეს.ის წყნარი ადამიანი იყო და არავის არ აწუხებდა,რატომ ასეთი საშინელი სიკვდილი შვილო. -აქ მუშაობდა თქვენთან ერთად? -არა,ჩემი შვილი ფეხბურთს თამაშობდა ბავშვობიდან და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა.რაც ოპერაცია გაიკეთა თამაში შეწყვიტა,ერთხელ ქუჩაში შემთხვევით ჩხუბს შეესწრო და ჩაერია,არ უნდა ჩარეულიყო,მაგრამ ის უსამართლობას ვერ იტანდა. -გინდათ თქვათ,რომ ამ ჩხუბის შემდეგ შეიცვალა მისი ცხოვრება? -ძალიან შეიცვალა,გარეთ აღარ გადიოდა და არ ვიცი რატომ,მაგრამ ვხვდებოდი რაღაცას ან ვიღაცას ერიდებოდა. -ფიქრობთ რომ შესაძლებელი იყოს ემზარი ამ დაჯგუფების მსხვერპლი გახდა? -სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ შვილო,რადგან ჩემს შვილს არასოდეს არ ჰქონია პრობლემა პოლიციასთან. -ჰყავდა მეგობრები? აკითხავდნენ სახლში ან ვინმეს ხვდებოდა? თამაზი დაფიქრდა,ნიკას შეხედა და თქვა. -არ ვარ დარწმუნებული მეგობრობდა თუ არა მასთან,მაგრამ კარგად მახსოვს ერთხელ მითხრა რომ ზვიადი რუხვაძესთან მიდიოდა შეხვედრაზე. -ზვიადის? დარწმუნებული ხართ? -ხომ გითხარით არ ვარ დარწმუნებულითქო,მარამ რომ დავრწმუნდეთ და ეჭვებით არ ვისაუბროთ მისი ლეპტოპი უნდა ნახოთ,იქ კი ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება,ისე როგორც გაიგებთ როგორ ცხოვრობდა,ვის ხვდებოდა და ვისთან მეგობრობდა. -გასაგებია,წავიდეთ თქვენთან სახლში.თამაზი რამდენიმე პოლიციელთან ერთად სახლში მივიდა,სადაც პოლიციამ გულდასმით დაათვალიერა ემზარის საძინებელი და მისი კომპიუტერიც შეამოწმეს,სადაც თამაზის თქმით მართლაც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაცია ნახეს და განყოფილებაში წაიღეს. -ლაერტი რაც შეიძლება მეტი და მეტი ფაქტები გვინდა,ყველა დეტალი და ყველაფერი ყურადღებით წაიკითხე,ვნახოთ რას მალავს ამ ყუთში მდელოზე ამოსული ვაშლი რომელსაც წყალი არ ჰქონდა და უწყლოობით დაიღუპა.ლაერტიც დილამდე ათვალიერებდა ემზარის პირად მიმოწერებს და ისე შეიტყუა საქმემ დილის 9 საათზე მოსულმა კომისარმა გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -შვილო დღეს შეძლებ იმუშავო? -კარგია რომ მოდით კომისარო,რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარი არის განხორციელებული. -სად,ვისთან ჰქონდა საუბარი. -ზარი გლდანის ციხესთან არის დაკავშირებული და როგორც გავიგე მას კონტაქტი ჰქონდა ციხეში ვინმე ბაჩო ნასრაძესთან. -ბაჩო ნასრაძე,არ ვიცი არ მეცნობა და რამდენი წელია რაც ზის? -სამი წელია და ვფიქრობ ეს ადამიანიც მსხვერპლია ზვიად რუხვაძის. -ლაერტი ერთი იდეა მომივიდა. -გისმენთ კომისარო. -უნდა ვნახოთ და უნდა დაველაპარაკოთ ნასრაძეს,ამ საქმეს შენ და ნიკოლოზი მოაგვარებთ. -მოვა ნიკოლოზი და დაველაპარაკოთ. -გავიგონე ჩემზე ჭორაობთ და მეც აქ ვარ,ამიტომ გისმენთ.კომისარმა აუხსნა ნიკას რაც ევალებოდა და ლაერტის მიუბრუნდა. -დაისვენე,დღეს თავისუფალი ხარ მე და ნიკა წავალთ ციხეში. -არა,მე და ნიკა წავალთ და საქმეს ბოლომდე მივიყვან,შემდეგ კი დავისვენებ. კომისარო გამახსენდა,რუხვაძის მეუღლეც ხომ ნასრაძეა,იქნებ რამე კავშირში არიან ბაჩო და ................ -ყველაფერი გაირკვევა,მაგრამ ია კარგი ადამიანია.თქვა ნიკამ და კომისარს შეხედა,ნიკა და ლაერტი ციხეში წავიდნენ,მოთხოვნა მათი რომ შეხვედროდნენ ბაჩო ნასრაძეს დაკმაყოფილდა და ორივე მოულოდნელობისგან გაოცებულები იდგნენ,როცა მათ წინ 20 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იდგა,რომელსაც თვალებში სიცოცხლის ნაცვლად შურისძიება და სიკვდილი იდგა. -საინტერესოა რამ შეაწუხა ჩემთან მოსასვლელად ცნობილი და დაუმარცხებელი პოლიციელები. -გვიცნობ? იკითხა ნიკამ და ბაჩოს წინ დაჯდა ისიც. -თქვენ ვინ არ გიცნობთ ახვლედიანო. -კარგია,ბაჩო ჩვენ შენთან მოსალაპარაკებლად მოვედით,თუ შევთანხმდებით და დაგვთანხმდები ჩვენს შემოთავაზებაზე, შეგვიძლია ციხიდან გამოგიყვანოთ. -მაცდური წინადადებაა,რას მთავაზობთ. -თავისუფლებას იმ შემთხვევაში მიიღებ,თუ ზვიადი რუხვაძის გვერდით იქნები და მასთან ერთად იმუშავებ,შეასრულებ ყველა მის ბრძანებას. -მკვლელობაც რომ შემიკვეთოს? -თუნდაც ეს მკვლელობა იყოს შენი მის გვერდით ყოფნა რომ გამოსცადოს,ის მკვლელობასაც დაგავალებს,მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.რას იტყვი ბაჩო. -სამი წლის წინ სულ მარტო დავრჩი 17 წლის ბავშვი რომელიც არაკაცებმა ჩააგდეს მგლების ხროვაში დასაგლეჯად,მაგრამ აქ ვარ და კიდევ ხუთი წელი უნდა ველოდი იმ დღეს როდის გამანთავისუფლებენ. -გნახა იმ ადამიანმა ვინც აქამდე მოიყვანა შენი ცხოვრების გზა? -არა,არც დაურეკია და არც უკითხია თუ როგორ ვარ,მხოლოდ მუქარა შემომითვალა რომ არ უნდა ვახსენო. -დაგემუქრა? -ბებია მყავს მოხუცებული და მისი სიცოცხლით დამემუქრა. -რას ფიქრობ,რა გადაწყვეტილებას მიიღებ. -საშინელი შეგრძნებაა როცა გრძნობ რომ ამ უზარმაზრა სამყაროში მარტო რჩები,გარშემო არავინ არ გყავს და ხარ მიყოვებული,გარიყული.ხშირად მიფიქრია დავივიწყო რაც მოხდა,მაგრამ იმასაც ვფიქრობ,რომ პასუხი უნდა მოვთხოვო იმ ადამიანს ვინც ასე უდანაშაულოდ მე აქ გამომკეტა და ჩემი ოცნებები მხოლოდ ოცნებად დატოვა. -და საბოლოო სიტყვა? -ვფიქრობ უნდა დაგთანხმდეთ და ერთად ვიპოვოთ სამართლიანობა,რადგან დარწმუნებული ვარ მარტო ვერ შევძლებ სიმართლის კარის გაღებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.