შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანგელოზი 3


1-05-2018, 21:35
ავტორი black angel555
ნანახია 2 693

კაბინეტში ვბრუნდები,საშინლად გაცოფებული ვარ,რომ ქალბატონი ლიას პატივისცემის გამო მიწევს ამ უაზრო და ახირებულ,საკუთარ თავზე შეყვარებულ იდიოტის წინადედებაზე დათანხმება......კაბინეტში შევედი და ვხედავ ჩემ ფოტოზე მიჩერებულ გაგას და მიკვირს....
ბატონო გაგა იძულებული ვარ თქვენ წინადადებას დავთანხმდე,რადგან ქალბატონ ლიას დიდ პატივს ვცემ....ვამბობ ამას და მის კმაყოფილებით სავსე სახეს რომ ვუყურებ ვეუბნევი ამაყი ტონით კვლავ:მაგრამ არ იფიქროთ,რომ მოიგეთ ჩემთან მიმართებაში რამე,დღეიდან სიცოცხლეს გაგიმწარებთ და დიდ სიუპრიზებს ელოდე ჩემგან,ჩემზე ბრძანებლობის უფლებას არავის მივცემ გასაგებია ბატონო გაგა?!
ამ სიტყვებზე მხოლოდ ეცინება,სავარძლიდან დგება,ნელნელა მიახლოვდება ,მე კი უკან-უკან ვიხევ და ფაქტიურად კედელს ვეკრობი,სახე მოაქ ჩემთან ახლოს და მეუბნევა:ვნახოთ ჩემო შავო ანგელოზო ვინ ვის მოუგებს,დაიმახსოვრე მე გაგა გელოვანი ვარ და რაც მინდა იმას ყოველთვის ვიღებ კონტრაქტზე ხელი მოწერილია,ხვალ ოფისში გელოდები ლამაზო....ტუჩებით კოცნის იმიტაციას აკეთებს და ერთ ადგილზე გაშეშებულს მტოვებს.....
საშინლად ვარ გაცოფებული,რამდენს მიბედავს ეს იდიოტი სასწრაფოდ უბდა ჰაერზე გავიდე ეხლა ერთი ჭიქა ყავა და თაკოსთან ჩემ საუკეთესო დაქალთან ჭორაობა თუ განმუმხტავს....ჩანთას ხელს ვკიდებ და კაბინეტიდან გავდივარ.,გარეთ გამოსული ტაქს ვაჩერებ და აღმაშენებელზე ჩემ დაქალთან მივდივარ....თაკო გახარებული მხვდება და მეუბნევა ჩემო ლამაზო როგორ მომენატრეეეეეეე....მეც ვიღიმი და ვეხუტები....სახეზე მატყობს რომ რაღაც მჭირს და მეკითხება რა ხდება?მეც ვუყვები და მთელ გაბრაზებას ვანთხევ.....დიდხანს მისმინა მერე კი გულიანად იცინის და მეუბნევა:ვაუ არ მჯერა,ჩემი დაქალი დაიმორჩილა ვიღაცამ და თავის ჭკუაზე გაატარა ეს რაღაც ახალია...და გულიანად იცინის....მე ვბრაზდები და ვეუბნები:რა გაცინებს საზიზღარო მაგან არც კი იცის წინ რა ელოდება ყოველ დღეს ჯოჯოხეთად ვუქცევ,ხო მიცნობ რა როგორი ვარ...და მეც თვალის ჩაკვრით ვეუბნევი და ახლად მოდუღებულ თურქულ ყავას ვსვავ..მეორე დღეს დილით ადრე გავიღვიძე,სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი მხიარულად :დაიწყო ოპერაცია ბატონი გაგას გამწარების...მხიარულად ვიცინი თან ტანსაცმელს ვარჩევ,შავ ტყავის შარვალს ვიცმევ,ზევიდან გრძელ თეთრ საროჩკას წელზე ქამრით ....მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,თვალებზე შავ ლაინერს ვისმევ....ტუჩზე ღია ნაზ ტუჩისფერ პომადას,რაც კვეთავს ჩემ ტუჩებს..ჩემ საყვარელ სუნამოს "იმპერატრიცას"ვისხამ ტყავს ვიცმევ,თმას ვიშლი ბოლოში ვიტალღავ და სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და კმაყოფილი ვიღიმი შესანიშნავად გამოვიყურები კლაჩს ვიღებ და მივდივარ ახალ კომპანიაში.....ტაქსი დიდ 6 სართულიან შენობასთან ჩერდება,გადმოვდივარ მანქანიდან მძღოლს ფულს ვაწვდი, თავაზიანად ვუღიმი და მადლობას ვუხდი.შენობაში შევდივარ და მისაღებში მყოფ მდივანს ვეუბნევი რომ ბატონ გაგასთან ვარ,გოგონა გაკვირვებული მათვალიერებს და მეუბნევა,რომ ძალიან სერიოზული საქმიანი შეხვედრა აქ და უნდა დაველოდო....ჰმ ესღა მაკლდა ვიძახი ჩემთვის...უცბად თავში შესანიშნავი აზრი მომდის და მდივან გოგონას ვეუბნევი რომ დედამისმა გამომგზავნა ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვნახო...ჯერ გაკვირვებული მიყურებს მერე სკამიდან დგება და მეუბნევა:წამომყევით ქალბატონო მის კაბინეტამდე მიგაცილებთ....გაგას კაბინეტს ვუახლოვდებით კარები ოდნავა შეღებული და კარგად ჩანს რა საქმიანი შეხვედრაც აქვს კალთაში ვიღაც ქერა გოგო უზის და გამალებით კოცნიან ერთმანეთს,რამის ერთმანეთი შემოეჭამოთ.....მე ვუყურებ უცბად თავში ნათურა მენთება ვიცი ბატონო გაგა დღეს როგორ უნდა გაგამწაროთ...აბა ნია მხიარულების დაწყების დროააა....კარებს დაუკაკუნებლად ვაღებ და შევდივარ....ისე არიან გართულები ვერც კი მამჩნევენ მე კი ხმამაღლა ვეუბნევი:გაგა საყვარელო,რომ დამირეკე და დამიბარე არ უნდა გეთქვა სექსი გრუპავოი რომ უნდა ყოფილიყო....ამ სიტყვების გაგონებაზე ქერა გოგო გველ ნაკბენივით ხტება გვერზე და თვალებს სასაცილოდ აპახურებს,გაგა კი ჯერ აზრზე ვერ მოდის რა ვუთხარი და რა ხდება,მერე კი გაცოფებული მიყურებს....მე ცოტაღა მაკლია ძლივს ვიკავებ თავს რომ სიცილსგან იქქვე არ გადავბჟირდე....მე ისევ ვაგრძელებ აბა საყვარელო დღეს სად გსურს ვისიამოვნოთ?თან ქერას ვუყურებ ის კი ბრაზდება და სილას აწნავს გაგას და ატირებული გარბის კაბინეტიდან....გაცოფებული და აღნებულ გაგას კი მე მიტოვებს.....მე თავს ვერ ვიკავებ და სიცილი მიტყდება თან ვეუბნევი:ერთით ერთი საყვარელო მე ხომ გაგაფრთხილე ეხლა მიფრთხიდი ეს მხოლოდ დასაწყისია,აბა გაგრილდი მე გარეთ დაგელოდებით ბატონო გაგა-თვალს ვუკრავ და ამაყად ქუსლების კაკუნით მისაღებში გავდივარ.....

----------
გავაგრძელო?როგორ გონიათ საინტერესოა?



№1  offline წევრი Tushma19

. , ? ! : -
ესენი სასვენი ნიშნებია და გამოიყენეთ))

 


№2  offline წევრი black angel555

გავითვალისწინებ :) რომ ეგენი სასვენი ნიშნებია

 


№3 სტუმარი წერტილ-მძიმე

"ვეუბნევი" კი არა, არამედ "ვეუბნები", "საროჩკა" კი არა - პერანგი, "მოაქ" კი არა - "მოაქვს". კიდევ ბევრი შეცდომაა და სასვენი ნიშნები ან აკლია ან არასწორად გაქვს გამოყენებული

 


№4  offline წევრი black angel555

Gavitvaliswineb

 


№5 სტუმარი ))))

Sasven nishnenze da shecdomebze dawerss hoda motxroba ar gawyvitoo ragacnairaddd momwons es oori ragacnairi wyvilia....

 


№6  offline წევრი black angel555

მადლობთ რომ მოგწონთ,პირველად დავწერე შენიშვნებს გავითვალისწინებ აუცილებლად ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent