შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეცხრე თავი)


25-12-2019, 22:01
ავტორი ფუტკარა
ნანახია 4 104

ცხრის ნახევარი იყო სახლიდან რომ გავიდა. საცობში მოყვა. ახლა იმაზე დარდობდა დროზე რომ ვერ მივიდე და ის უკვე წასული დამხვდესო. ათის 7 წუთი იყო, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწია. გუგა არსად ჩანდა. ალბათ წავიდაო გაიფიქრა და ცრემლები მოაწვა. ამ დროს ზურგიდან იგრძნო რომ მიეხუტა.
- სპეციაურად დაიბანე თავი არა? იცი რომ შენი თმის სურნელი მაგიჟებს. - ყურთნ უჩურჩულა გუგამ.
- გამიშვი. - გაიბრძოლა თათიამ.
- რატომ... სულ არ მოგენატრა ჩემი ჩახუტება?
- გამიშვითქო.
- ვერა. იმიტომ რომ მე მომენატრა.
- შენ ხომ მხოლოდ მოსვლა მთხოვე. - ტირილი შეერია თათიას ხმაში.
- კარგი. - მოშორდა გუგა. - არ გეხები. ორონდ არ იტირო. დავსხდეთ.
სკამზე ჩამოსხდნენ ორივე. თათია რაც შეიძლება შორს დაჯდა გუგასგან. ამაზე გუგას გაეცინა. ალბათ 15 წუთი ისხდნენ ასე. ხმის ამოუღებლად. შემდეგ გუგა სკამზე გადაწვა, თათიასთან ახლოს მიიწია და თავი კალთაში ჩაუდო.
- უბრალოდ ასე ვიქნები, გთხოვ... - მუდარის ხმით უთხრა გუგამ. თათიამ ამოიოხრა. გუგამ თათიას ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.
- შენი სურნელი მომენატრა... თმა გაიშალე, გთხოვ...
უსიტყვოდ შეასრულა გუგას თხოვნა. მაშინ ვერ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, როცა უხეში და მომთხოვნი იყო და ახლა, როცა მუდარა გაისმა მის ხმაში, ვერ შეეწინააღმდეგებოდა. სახეზე სწვდებოდა გუგას თათიას თმა და ნეტარებას განიცდიდა.
- სიამოვნებით გავატარებდი ასე მთელ ღამეს. - დაიჩურჩულა.
- არ გინდა, გთხოვ... ნუ ამბობ ასეთ რაღაცეებს.
- კარგი. ჩუმად ვარ. დამშვიდდი. რაც მეტს ვილაპარაკებ, ვიცი მოგინდება ჩემთან. ამიტომ, ჩუმად ვარ.
დიდხანს იყვნენ ასე. თათია გამოძრავებას ვერ ბედავდა. ვერც გუგა. არ უნდოდა გუგას მისი დათმობა, მაგრამ ისიც იცოდა, ახლა რა დაძაბული იყო თათია.
- წავიდეთ. დროა. შენ პირობა შეასრულე. მეც შევასრულებ. ახლა წავიდეთ.
თათიაც ადგა. არ დალოდებია გუგას ისე წავიდა გასასვლელისკენ. გუგა უკან მიყვა. ტელეფონზე დაურეკეს და ოდნავ ჩამორჩა თათიას. უცებ მისი შეკივლების ხმა გაიგო და იმ წამსვე მასთან გაჩნდა. თათია უკან გაქცევას აპირებდა და გუგას დაეჯახა. გუგამ ხელი მოხვია და მიიხუტა.
-იქ... რაღაც... არის... - ძლივს ამოთქვა თათიამ.
- დამშვიდდი. აქ ვარ... - თათია კანკალებდა. გუგამ უფრო მიიხუტა.
- ალბათ ძაღლია ან კატა.
- რომ მივდიოდი... ჩემ ნაბიჯებს მოყვებოდა... - სლუკუნით ამოთქვა.
- ხო ხედავ არ უნდა გამოქცეულიყავი. ხომ არ შეგჭამდი.
ამ დროს დაინახეს უშველებელი კატა როგორ შეხტა ხეზე.
- აი, ხო გითხარი, კატა იქნებოდა. დამშვიდდი ეხლა.
იმ წამს მოშორდა თათია გუგას. უხმოდ მივიდნენ გასასვლელამდე. თათია გაჩერებისკენ აპირებდა წასვლა.
- მოიცადე, მე გაგიყვან.
- არ მინდა.
- ხანდახან ძალიან ჭირვეული ბავშვივით იქცევი. რა გჭირს. გაგიყვან. არც მანქანაში შეგჭამ, ნუ გეშინია. დილანდელისთვის ბოდიშს გიხდი.
- ნეტავ მერამდენე ბოდიშია შენი უხეშობისთვის...
- რა მნიშვნელობა აქვს.
- არ აქვს? ანუ მუდმივად დამამცირებ, ბოდიშს მოიხდი და ეშველება. გულს მატკენ, ბოდიშს მოიხდი და ეშველება. ნერვებს მომიშლი, ბოდიშს მოიხდი და ეშველება. ასე მარტივია?
- მართლა ასეთი საზიზღარი ვარ?
- არ მითქვამს საზიზღარი ხართქო. უბრალოდ ვერ ვხვდები შენი საქციელის მიზეზს. რამე დაგიშავე? გაწყენინე? ცუდად მოგექეცი? იქნებ ასეა და ვერ ვამჩნევ მე.
- ნუ სულელობ. შენ ვის რა უნდა დაუშავო ან აწყენინო.
- აბა რა ხდება მაშინ?
- ჯანდაბა... არ ვიცი... მეც არ ვიცი... მინდა ახლოს მოვიდე, მაგრამ მეშინია არ გაწყენინო. არ გატკინო. მომენტებში საშინლად მინდება მოგხვიო ხელი და ჩაგიხუტო. შუა ლექციაზეც კი გამჩენია ამის სურვილი. ხანდახან ისე წამომივლის შენი კოცნის სურვილი, რომ თავის შეკავებას ძლივს ვახერხებ. შენ ცრემლიან თვალებს რომ ვხედავ, ვგიჟდები. ამ დროს საკუთარი თავის ცემის სურვილი მიპყრობს... მაგრამ ხო ხედავ, მაინც ვახერხებ, თან ხშირად რომ გატირო. აი ახლაც, საშინლად მინდა მოგხვიო ხელები და მთელი ძალით ჩაგიხუტო და სადღაც შორს წაგიყვანო, ამიტომ სანამ თავს ვერევი ჩავსხდეთ მანქანაში.
თათია ჩუმად უსმენდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა. დაფიქრება არ უნდოდა. არ უნდოდა, გულში შეეშვა გუგას სიტყვები. არ უნდოდა ოცნება დაეწყო.
უხმოდ მივიდნენ თათიას სახლამდე.

არც დამშვიდობებია ისე ჩავიდა თათია მანქანიდან.

იმ საღამოს მერე გუგა ყველა ლექციას ესწრებოდა. ორშაბათსაც გამოცხადდა გამოცდაზე და უმაღლესი შეფასება მიიღო. სტუდენტებმა უთხრეს თათიას ამის სესახებ. გუგა არ უნახავს. დარეკვაც არ უნდოდა, თუმცა არც ის უნდოდა უყურადღებობა გამოეჩინა. გადაწყვიტა მესიჯი მიეწერა:
,,გმადლობ."
,, მხოლოდ ჯგუფის გამო" - მხოლოდ ეს მიწერა გუგამაც.

მშვიდად გავიდა სამი კვირა. თათია და გუგა მხოლოდ ლექციებზე ხედავდნენ ერთმანეთს. გამოცდებიც ნელ ნელა მთავრდებოდა. ორი გამოცდაღა ჰქონდათ ჩასაბარებელი თათიას სტუდენტებს და მშვიდად იყო. პარასკევი იყო. გვიანობამდე შემორჩა თათია კაბინეტში. სამქეში დრო ისე გავიდა, ვერც შეამჩნია. შუა გზაზე საქმის მიტოვება არ უნდოდა. ბარემ დავასრულებო იფიქრა. რომ მორჩა უკვე ბინდდებოდა. თან წვიამაც დაიწყო. ეზარებოდა წვიმაში გასვლა. იფიქრა დაველოდები, იქნებ გადაიღსო. ამ დროს დარეკა ტელეფონმა. გუგა იყო. გაუკვირდა.
- გისმენ.
- არ ჩამოდიხარ?
- სად?- გაოცდა თათია.
- დაბლა ვარ, უნივერსიტეტის შესასვლელთან.
- და მანდ რატო ხარ?
- გულმა მიგრძნო რომ იწვიმებდა და არ მინდოდა დასველებულიყავი.
- ოჰო, როდიდან გაქვს წინათგრძნობები.
- რომ ამოვიდე ყავას დამალევინებ?
თათიას გაეცინა. აფორიაქებდა გუგასთან მარტო დარჩენა, მაგრამ უარი ვერ უთხრა. ამდენი ხანია კარგად იქცევა და მეც ჩვეულებრივად მოვექცევიო. მშვიდად დალიეს ყავა. ამ დროს უკვე კარგად დაბნელდა.
- წავიდეთ, თორე მართლა ძალიან გვიანია. - თქვა თათიამ.
- კარგი, წავიდეთ.
სწრაფად მივიდნენ მანქანამდე. ზაფხულის თბილი, შხაპპუნა წვიმა მოდიოდა. გუგას ერთი აზრი დაებადა თავში და გადაწვიტა სისრულეში მოეყვანა. გეზი ქალაქის ბოლოსკენ აიღო.
- სად მივდივართ? - ჰკითხა თათიამ, როცა მიხვდა გუგამ სხვა მიმართულება აირჩია.
- სიურპრიზია. ვერ გეტყვი.
- და მე რომ სიურპრიზები არ მიყვარს?
- ეს ისეთი სიურპრიზია, დარწმუნებული ვარ მოგეწონება.
- გუგაა....
გუგამ მანქანა შეაჩერა, მიტრიალდა თათიასკენ, თვალებში ჩახედა და უთხრა:
- გპირდები, არ გაგაბრაზებ. არც ზედმეტს არაფერს გავაკეთებ. უბრალოდ მენდე, კარგი? მინდა ერთი ოცნება აგისრულო.
- რა ოცნება? - გაუკვირდა თათიას.
- მშვიდად იჯექი და მენდე.
თათიამ მხრები აიჩეჩა. - კარგი.

ქალაქის ბოლოს, იქ სადაც დასახლება არ იყო და მოძრაობაც იშვიათი, ერთერთ სტადიონთან გააჩერა გუგამ მანქანა და გადავიდა. თათიას მხარეს მიუახლოვდა და უთხრა:
- გადმოდი.
თათიას გაუკვირდა.
- აქ რა გვინდა?
- გადმოდი... ან მოიცა. ფეზე გაიხადე და ისე გადმოდი.
თათია დაიბნა. გუგა თვითონ დასწვდა თათიას ფეხს გასახდელად.
-მოიცა, მე თვითონ. - უფრო დაიბნა თათია. სწრაფად გაიხადა ფეხსაცმელი და გადმოსვლას აპირებდა. გუგამ არ დაანება. ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე მუხლს ქვემოთ და ხელში აიყვანა. ასე შეიყვანა სტადიონზე. შემდეგ ფეხზე დააყენა. წელზე მოხვია ხელები და უთხრა:
- წარმოიდგინე, ახლა შენი საყვარელი მელოდია ჟღერს ირგვლივ. ხელები შემოხმიე კისერზე.
თათია უხმოდ დაემორჩილა. გუგამ ვალსის ცეკვა დაიწყო და თათიაც აიყოლია.
- გუგა...
- ეს ხო შენი ოცნება იყო. ხოდა ვიცეკვოთ წვიმაში. თუ მაინცდამაინც მარტო გინდა, კუთხეში დავჯდები სადმე.
თათია უფრო დაიბნა.
- კი მაგრა.. შენ... შენ რა იცი...
- რა მნიშვნელობა აქვს. გთხოვ, ისე მოიქეცი, როგორც მარტო რომ იქნებოდი. ჩემი აქ ყოფნა ნუ დაგაკომპლექსებს. რა მნიშვნელობა აქვს როგორ, მაგრამ გავიგე რომ შენი ოცნება იყო წვიმაში ცეკვა. ხოდა აჰა, შენია წვიმა, მინდორი და ... ნუ, მუსიკა არ გაქვს.
თათია აჟიტირებული იყო, ვერ იჯერებდა რაც ხდებოდა. მთელი გულით მოუნდა ეგიჟა.
გუგას შეხედა და უთრა:
- დამპირდი, რომ ამას ხვალ არ გამახსენებ... ხვალ კიარა, საერთოდ არ გამახსენებ.
- რას?
- რასაც ახლა გავაკეთებ. სიგიჟე მინდა.
გუგას გაეცინა.
- ოღონდ ისე გაერთე როგორც გინდა და გპირდები, არ გაგახსენებ.
ამის თქმა იყო და თათია გუგას მოშორდა. ხელები გაშალა, თავი ზემოთ ასწია, სახე წვიმას მიუშვირა და დატრიალდა. უზომიდ ბედნიერი იყო. ვინ იცის რამდენი ღამე უოცნებია ამაზე. ყოველგვარი კომპექსი მოიხსნა, ტრიალებდა, ცეკვავდა, იცინოდა. გუგა კმაყოფილი სახით შეჰყურებდა. მიუახლოვდა, ხელში აიყვანა და დაატრიალა. თათიამ თვალები დახუჭა და გაინაბა. გუგა არ შეჩერდებოდა, თათიას რომ არ გაეჩერებინა.
- გვეყოფა, დავეცემით მერე.
გუგა გაჩერდა. თავბრუსხვევა იგრძნო ორივემ.
- წამო. - ხელი მოკიდა გუგამ და ღობესთან მიიყვანა. ძირს დასხდნენ. ზურგით ღობეს მიეყუდნენ.
- რამხელა სიამოვნება დამიკარგავს აქამდე რომ არ გამიკეთებია ეს. - თქვა თათიამ.
- რომ. მცოდნოდა ასე ძალიან გინდოდა, აქამდეც მოვახერხებდი რამეს. - უთხრა გუგამ და ძირს გაწვა.
- ხო ო? - თათიაც გაწვა გუგასავით.
- ხო. რომ მეგრძნო ასეთ ბედნიერს გნახავდი, აქამდე გავაკეთებდი ამას და შენ გაბრწყინებულ თვალებს ვნახავდი.
- მადლობა გუგა. - თათია წამოიწია, სახე გუგას სახეს მიუახლოვდა და მთელი სინაზით აკოცა ტუჩებში და ისევ გაწვა ბალახზე. გუგას გააჟრჟოლა. მთელი სხეული გაუთბა. ახლა თვითონ წამოიწია. ცოტა ხანს უყურა თვალებში, შემდეგ რამდენჯერმე აკოცა ტუჩებში და ისიც ისევ გაწვა. ხმას არცერთი არ იღებდა. ორივე ფიქრებში იყო წასული. ბოლოს გუგა წამოდგა.
- წავიდეთ, არ გაცივდე.
თათია წამოდგა. თმა სულ სველი ჰქონდა. ტანსაცმელიც სხეულზე მიჰკვროდა. პერანგის ორი ზედა ღილი შეხსნილი ჰქინდა და ლიფი და მკერდის ნაწილი უჩანდა. გუგას ისევ იგივე დაემართა. თვალი აარიდა. ხელი მკერდისკენ წაიღო. თათიას ისევ დასცხა. სხვაგან გაექცა ფიქრი. გუგამ.კი ორივე ღილი ფრთხილად შეუკრა და ხელში აიყვანილი მიიყვანა მანქანასთან .
- გუგა, მანქანას სულ დავასველებთ.
- არაუშავს, გაშრება. მაგაზე არ იდარდო.
თათიას სველი ტანსაცმელი ტანზე ჰქონდა მიკრული და უხერხულობას უქმნიდა. გუგამ შეამჩნია. ამიტომ მთელი გზა არ გაუხედავს მისკენ. თათიას არც უკითხავს სად მიდიოდნენ. მაშინ გამოერკვა გუგას კორპუსთან რომ შეჩერდენ.
- აქ რატომ მოვედით? - იკითხა.
- იმიტომ. წამოდი, ავიდეთ. არ გამიცივდე.
უხმოდ აიარეს კიბეები. სველი ფეხსაცმელები შესასვლელში დაყარეს.
- მიდი, შენ შედი ჯერ აბაზანაში. ჩემ მაისურს და ხალათს მოგცემ. შენი სველი ტანსაცმელი შეყარე სარეცხის მანქანაში. სანამ შხაპს მიიღებ კი გაითიშება. მერე მე ჩემებს მივხედავ. - უთხრა გუგამ.. თათია მორჩილი ბავშვივით იდგა. გუგამ ხალათო, პირსახოცი და მაისური მიუტანა. თათიამ იცნო ის მაისური, ორჯერ რომ დარჩა გუგასთან, ორივეჯერ ის ეცვა.
- არ ვრეცხავ... შენი სუნი რომ მომენატრება ხოლმე, მაგას ვისუნთქავ. - სევდიანი ხმით უთხრა გუგამ.
თათია გაწითლდა. გული გაუთბა. ცრემლები მოაწვა. სწრაფად გამოართვა გუგას ნივთები და სააბაზანოში შევიდა. დიდხანს გაუგრძელდა. უცებ გაახსენდა რომ გუგაც სველი იყო და სწრაფად დაასრულა. გუგას მაიკა გადაიცვა, ხალათი მჭიდრიდ შემოიჭირა ტანზე, სარეცხი გამოიღო და აივანზე გავიდა გასაფენად. ღამე იყო და თამამად გაფინა საშრობზე ტანსაცმელი. მერე სამზარეულოში დაბრუნდა. გუგას ცხელი ჩაი მოემზადებინა.
- მაპატიე, დავიგვიანე. - მოუბოდიშა თათიამ.
- არ დაგიგვიანია ნუ ღელავ. ტანსაცმელი გავიხადე და არაფერი მიჭირს. მოდი, ჩაი დალიე. მე სწრაფად გამოვალ.

მშვიდად შეექცეოდა თათია ჩაის. სიამოვნებდა ეს გარემო. იმდენად კარგად გრძნობდა თავს, ვერ წარმოედგინა რომ სხვის ბინაში იყო.
გუგა მალე გამოვიდა აბაზანიდან. თათიას პირსახოცი მოეხსნა თავიდან და სველი თმა მხრებზე ეყარა.
- შენს გვერდით, მეორე საძინებელში გვანცა რჩება ხოლმე და ფენი აქვს იქ. გაიშრე თმა თუ გინდა.
- არა, არ მინდა. ზამთარი ხო არაა. უცებ გაშრება. გმადლობ.
- კარგი, მაშინ რამეს მოვამზადებ. ვჭამოთ. დარწმუნებული ვარ მთელი დღის მშიერი ხარ.
- არა, იქ ვჭამე. არ მინდა არაფერი.
- მე მინდა. და შენც მოგინდება.
- დაგეხმარო?
- არა. მე მივხედავ. ხომ არ გცივა? მოგიძებნი ჩემ რამეს.
- არ მცივა გუგა, მართლა.
- კარგი. არ მოიწყინო. თან მეჭორავე, მე სოსისს მოვხარშავ.
- პამიდორი გააქვს?
გუგამ მაცივარი გამოაღო.
- კი, გვქონია.
- მე სალათს დავჭრი მაშინ. ვინ გამარაგებს ხოლმე პროდუქტებით?
- თვითონ ვყიდულობ რაც მჭირდება. მერე დედაც ვერ ისვენებს, სულ ჰგონია რომ არაფერი მაქვს და იმასაც მოაქვს ხოლმე და ხშირად არ მჭირდება ამიტო ყიდვა. მით უმეტეს ყოველთვის სახლში ხოარ ვჭამ...
გუგამ სოსისი მოხარშა. თათიამ სალათა დაჭრა, ყველი და პურიც გამოიღო გუგამ და გერიელად მიირთვეს.
- მე ვამბობდი არ მშიათქო, არა? - სიცილით თქვა თათიამ.
- აბა მარტო ხოარ დამტოვებდი ჭამაში. - თვალი ჩაუკრა გუგამ.
უცბად აალაგეს მაგიდა. თათიამ თეფშები გარეცხა. გუგა მისაღებში ტელევიზორთან იჯდა. თათიაც ჩამოჯდა.
- ფილმს ხომ არ ვუყუროთ? - შესთავაზა თათიამ.
- არაა. შენ რო აქ ფილმს უყურე, ცუდად მახსოვს.არ გვინდა.
თათიას გაეღიმა.
- გუგა, შეილება რაღაც გთხოვო?
- გისმენ.
- შეგიძლია ტელევიზორი გამორთო? და სინათლეც.
გუგას გაუკვირდა, თუმცა არაფერი უთქვამს. გათიშა ტელევიზორი და სინათლეც ჩააქრო. ჩამობნელდა თუარა თათია ტახტზე მიწვა და თავი გუგას კალთაში ჩაუდო. ნამიანი თმის სურნელმა გააბრუა გუგა.
- არაფერი მკითხო... გთხოვ. - უთხრა თათიამ. - უბრალოდ, ასე მინდა...
გუგას არაფერი უთქვამს. თმაზე დაუწყო ფერება. თათია სიამოვნების მორევში გაფაეშვა. ფიქრობდა: "სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ეხლა გულაში. მთელი სხეულით შევიგრძნობდი. შევისუნთქავდი... მის გულისცემას მოვუსმენდი და ისე დავიძინებდი.. მაგრამ ვერ გავბედავ... არ შემიძლია. ასეც კარგად ვგრძნობ თავს. ' ამაზე ფიქრში ჩაეძინა თათიას. გუგა ვერ მოძრაობდა. ეშინოდა არ გაეღვიძებინა.
" რა მოხდება ახლა შემეძლოს მთელი სხეული დაგიკოცნო, მოგეფერო, გეალერსო. შენი არსებობა ბოლომდე შევიგრძნო. შენი სხეულის ყველა ნაკვთი შევისწავლო, სხეულის ყველა უჯრედით გიგრძნო. ისეთი სუსტი ხარ... ისეთი დაუცველი. ბავშვური და საყვარელი... რომ ამ წუთას ვერაფერს ვაკეთებ. გარდა იმისა, რომ თმაზე გეფერები...
გუგას შეეცოდა თათია, ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებელში გაიყვანა. ცალი ხელით გადაშალა საწოლი და დააწვინა. ფრთხილი მოძრაობებით გახადა ხალათი. გუგას მაისური სხეულის გარკვეულ ნაწილებს უფარავდა, მაგრამ მისი შიშველი ფეხების დანახვაზე მაინც მოერია ვნება. როგორ უნდოდა დაეკოცნა მძინარე, გაბუსხული ტუჩები... მხოლოდ თავზე აკოცა და სწრაფად დატოვა ოთახი. თავის საძინებელს მიაშურა. დიდხანს არ ეკარებიდა ძილი. როდის როდის ჩაეძინა. შუა ღამეს გამოეღვიაძა. ვერ გაჩერდა საწოლში. მისაღებში გავიდა. თათია სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარიყო და ფანჯრიდან მთვარეს გასცქეროდა.
- კარგად ხარ? - მხოლოდ მაშინ ჰკითხა, როცა თათიამ შეამჩნია.
- კი. უბრალოდ გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე.
გუგა მიუახლოვდა. - დაჯექი. - სავარძელზე მოუთითა თათიამ, რომელის სახელურზეც თავად იჯდა. რაღაც სხვანაირი ხმა ჰქონდა თათიას. გუგა დაჯდა. თათიას სურნელი აბრუებდა.
- იცი ეხლა ყველაზე მეტად რა მინდა? - დულიმი დაარღვია თათიამ.
- რა?
- რომ.... ჩაგეხუტო... - ძლივს ამოთქვა თათიამ.- მაგრამ ვერ ვბედავ...
ამის გაგონებაზე გუგამ ეგრევე მოხვიდა ხელი და წამებში მის კალთაში აღმოჩნდა თათია. ამას ელოდა თათიაც. მაშინვე შემოხვია კისერზე ხელები და მთელი ძალით ჩაეხუტა. გუგას სისხლი აუდუღდა. წელზე შემოხვია ხელები და თვითონაც მიიხუტა. თათიას გულისცემას გრძნობდა. მის დაჭიმულ სხეულს. ნერვიულ სუნთქვას.
- დამშვიდდი.... კარგი? - ყურთან უჩურჩულა გუგამ. - მოდუნდი. მოეშვი. ჩემთან ხარ. და ყველაფერი რიგზეა.
თათია მართლა მოეშვა. დამყოლი გაუხდა სხეული. გუგამ.უფრო მეტად მიიხუტა.
- მე... სანამ დავიძინებდი... მაშინაც... მაშინაც მინდოდა ასე... - ძლივს ამოთქვა თათიამ.
- ჩემი სულელი გოგო. რატომ არ მითხარი... ხომ.გთხოვე, როცა მოგინდება, შეგიძლია მითხრა და ჩამეხუტო. მეც მინდოდა, მაგრამ... შემეშინდა არ დამეფრთხე. ეს რომ მცოდნოდა, ჩაგიხუტებდი და ერთად დავიძინებდით.
- ეხლა რომ დავიძინოთ ერთად?.
გუგას გაეღიმა.
- კარგი ჩემო მორცხვო გოგო. ჩაგეხუტები და დავიძინოთ ისე.
თათია გუგას მუხლებიდან არ ჩამოსულა, ისე ადგა გუგა და ხელში აყვანილი წაიყვანა თათია საძინებლისკენ.
- იქ არ მინდა. - შეაჩერა თათიამ. გუგამ გაოცებულმა დახედა. - შენთან დავიძინოთ...
დაიბნა გუგა. თუმცა სწრაფად შეცვა მიმართულება და თავის საძინებელში გაიყვანა. ფრთხილად დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- შენი სუნი აქვს... საწოლს. - უთხრა თათიამ.
გუგას აბნევდა მისი საქციელი და სიტყვებიც.. მხოლოდ ის შეძლო რომ გულზე მიიხუტა. თათიას შიშველი ფეხები გუგას ეხებოდა და გონებას უბინდავდა. თათიას გულისცემა დაუმშვიდდა. გუგამ ხელები ოდნავ მოადუნა. თათია დიდხანს ორჭოფობდა, ბოლოს სძლია თავს და გუგას ჯერ ყელში აკოცა... მთელი სხეული დაეჭიმა გუგას. თათია თითქოს მის გაგიჟებას ცდილობსო, შემდეგ მის ტუჩებს მისწვდა და მთელი სინაზე ჩააქსოვა კოცნაში. გუგამ მეტს ვერ გაუძლო. ხელი თმებში შეუცურა და უფრო მიიზიდა. მთელი გრძნობით ჰკოცნიდა. თათიაც ასდევდა შეძლებისდაგვარად. აგიჟებდა მისი კოცნა. იმან სულ გააგიჟა მაისურის ქვეშ თათიას ხელები რომ იგრძნო. უფრო დაეძაბა სხეული. მაგრამ თათიას თითქოს მისი გაგიჟება უნდაო, ზურგზე დაასრიალებდა თითებს. გუგამ ვეღარ გაუძლო, კოცნით ჩამოყვა ნიკაპს, ყელს, ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური და თითები თათიას მაისურის ქვეშ შეაცურა. იგრძნო როგორ დაიჭიმა სხეული, გულისცემა გაუხშირდა. თათიას მაისურიც თავის გზას გაუყენა.
თათიას ბაგეს კვნესა აღმოხდა. ამ ხმამ შეაჩერა გუგა. თავში ათასი აზრი უტრულიალებდა. არ უნდოსა შეცდომა დაეშვა. ასეთ წუთებშიც მასზე დარდობდა. თათიამ იგრძნო გუგას დაძაბულობა და თვალები გაახილა. ცოტახანს უყურეს ერთმანეთს თვალებში. უდიდეს სურვილს ხედავდა გუგა მის თვალებში.
- თათია....
- რა. - ძლივს ამოთქვა თათიამ
- მართლა გინდა ეს? ვიცი ამას არ უნდა ვკითხულობდე, მაგრამ... არ შემიძლია სხვაგვარად. არ მინდა მომენტით ვისარგებლო... არ მინდა მერე ინანო, გესმის? ჩემ თავს ვერასდრის ვაპატიებ ეს ნაბიჯი რომ ოდესმე ინანო. ალბათ ჭკუიდან გადავალ ახლა რომ არ მოგეფერო, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა და გეფიცები, გავჩერდები.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ფუტკარა თათიას გუული არ ატკინო რა ,კარგი თავი ოყო,ემოციებით სავსე,

 


№2  offline წევრი ფუტკარა

დაველოდოთ მოვლენების განვითარებააას

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

დღეს არ დაიდება ახალი თავი? მოუთმენლად ველოდი არადა

 


№4  offline წევრი ფუტკარა

დავამატე და გამოაქვეყნებენ ალბათ მალე

 


№5 სტუმარი სტუმარი Salome

Ar ematebaa. 11 istorias michvenebs da 9 devs

 


№6 სტუმარი სტუმარი თათია

არ ემატება რამდენი ხანია ველოდები

 


№7  offline წევრი ფუტკარა

ავტვირთე გუშინ ღამეს, მაგრამ რატომ არ აქვეყნებენ არ ვიციი :( დღესაც ახლიდან დავამატე მაგრამ ისევ არაა გამოქვეყნებული. რატო არ ვიციი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent