შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთაწმინდის მთვარე {14}

26-12-2019, 13:18
ავტორი painter1
ნანახია 7 545

მაპატიეთ წერის დროს დაშვებული შეცდომებისთვის. ღამე მაქვს დაწერილი და ახლა ბოლომდ ეგადახედვას ვერ ვახერხებ.
მადლობა.
.......................
სასმლით ხელში მდგომი მომღიმარი ესაუბრებოდა თავის დაბადების დღეზე მისულ ხალხს, უხაროდა რომ ამდენი ადამიანი აფასებდა და თავისთვის ყველაზე საყვარელ დღეს იქ მისვლით ულამაზებდნენ.
-პრინცესას ვეღარ გეძახი და დედოფალი იყოს. - უკნიდან მოეხვია კაცის სხეული, ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
-სად ხარ აქამდე? - სწრაფად შეტრიალდა დაჩისკენ და მკლავები კისერზე მოხვია.
-მაპატიე, უფრო მალე ვერ მოვედი. სად არის აბა სიძე?
-რა სიძე? მეორედ აღარ თქვა, თორემ თავს წაგაცლი! - თვალები დაუბრიალა მოხარხარეს.
-კარგი რა, შენს თავს რას მასწავლი, რომ არ გიყვარდეს ახლაც მაგასთან კი არ იქნებოდი. - ცხვირის წვერზე აკოცა დამორცხვილ ევას, შემდეგ მათთან წამებში გაჩენილ კაცს შეხედა.
-ვიცი რომ როგორც ძმა ისე ხარ, მაგრამ მთლად ძმა არ ხარ და არ მომწონს ასე როლებში შეჭრილები რომ ეხვევით ერთმანეთს. - ხელი მოხვია წელზე ევას და დაჩის მკლავებიდან გამოაცალა.
-გავატარო? - წარბები ასწია გელაშვილმა.
-როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და ევას დაჭიმული სხეულიც იგრძნო.
-დაჩი…
-დაჩი? - სიმწრით გაეცინა გელაშვილს, თან ევას არ აშორებდა თვალს. - მეღადავები ხო? - მწვანეებში უყურებდა და თითქოს თვალებით ესაუბრებოდა. ხედავდა როგორ სთხოვდა გუგასგან მოშორებით ყოფნას და დაჩისაც სხვა გზა აღარ ჰქონდა. - კარგი… შენთვის მომინდია. - ხელები ასწია, შემდეგ კმაყოფილ ბურდულს გადახედა. - ისე… აქამდე რომ გამეგო ალბათ ასე წყნარად არ გაგიტარებდი, მაგრამ გავიგე უკვე მოგხვედრია. - ცინიკურად ჩაიცინა და გუგასაც სახე ეცვალა.
-მე იმის მაინც მაქვს ჩადენილი ვაღიარო და მოქნეულ ხელს დავხვდე, მაგრამ შენ? შენ როდის აპირებ სიმართლის თქმას? ძმაკაცის და? ცოტა ტეხავს. - ირონია არ დააკლო ბურდულმა, დაჩის კი ფერები გადაუვიდა სახიდან.
-რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? - გაოცებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს, ორ საყვარელ მამაკაცს შორის იდგა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-შენ… რას ბოდავ? - ყბებ დაჭიმულმა თვალი აარიდა ბურდულს.
-კარგი რა. - ხელი აიქნია კმაყოფილმა. - თავს ნუ იშტერებ… ისე ევამ როგორ არ იცის, საუკეთესო მეგობრები მეგონეთ.
-მოკეტე. - კბილებში გამოსცრა ბრაზისგან აცახცახებულმა.
-კარგი. - ხელები ასწია დანებების ნიშნად. - პროსტა ერთ რჩევას მოგცემ… ევას პონტში… რაც უფრო გაწელავ დროს, უფრო მეტიც მოგხვდება და შეიძლება შენი გოგოც დაკარგო. - თვალი ჩაუკრა, შემდეგ ქეთას წელზე უბიძგა და საპირფარეშოში გაიყვანა.
-რა ხდება გამაგებინებ?! - კედელზე აკრულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გუგას მოშორებას შეეცადა, რომელიც ყელს სველი კოცნებით უმკობდა.
-შჩჩ… დამაცადე, მერე ვეღარ მოიცლი ჩემთვის.
-რას… - საუბარი გააწყვეტინა გუგას ტუჩებმა და ამომავალი ხმა ყელშივე ჩაუხშო. უკანალზე მოუჭირა თითები, კოცნა კი უფრო ვნებიანი გახადა.
-გემრიელო. - ღვინის გემო იგრძნო და ტუჩები მაშინვე გაილოკა. - დღეს ჩემი ხარ, არ მაინტერესებს არაფერი, მომენატრე, თან ძალიან და ბევრი არ დალიო, არ მინდა დაგეძინოს. - კიდევ ერთხელ დაუკოცნა ტუჩები, შემდეგ უკანალზე მიარტყა ხელი და საპირფარეშო დატოვა.
ერთ ადგილზე იდგა აფორიაქებული. სულ ასე ემართებოდა გუგას შეხებაზე, წამებში აფორიაქებდა. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა მარიამმა რომ შემოაღო კარები და თვალ დახუჭულ ევას მომღიმარმა შეხედა.
-შევალ ხო?
-მიდი. - თავი დაუქნია, თვითონ კი ნიჟარას დაეყრდნო. - თოკა ბრწყინავს.
-გამოვუტყდი რომ მიყვარს, მიიღო ყველაფერი რაც უნდოდა, ახლა ჩემს ნერვებზე თამაშობს და მგონი ძალიან ერთობა.
-ოო, სალაპარაკო დაგვგროვებია.
-არსად არ მიშვებს, ის კი არა მე აღარ მინდა სახლიდან გასვლა. - სიცილით თქვა, შემდეგ წყალი ჩარეცხა და მალე ევას გვერდზე ამომდგარმა ხელები ონკანს შეუშვირა.
-აქ რა ამბები ყოფილა, მე კიდე სად ვარ… ბავშვი?
-შენ მოგანათლინებ გპირდები, მაგრამ ჯერ ბავშვისთვის ადრეა.
-ანუ ნათლია მე ვიქნები ნებისმიერ შემთხვევაში.
-კი.
-ჩემი პირველი ნათლული იქნება და ცოტა იჩქარეთ! - მარიამთან ერთად გავიდა საპირფარეშოდან და ისევ ხალხს შეერია. მერე გოგოებთან მდგომი ლუკა დაინახა, რაღაცაზე გულიანად რომ იცინოდა და მისკენ დაიძრა.
-ჩვენმა იუბილარმა მიკადრაა. - ლოყაზე აკოცა ევას, შემდეგ კი მთლიანი ტანით მისკენ შებრუნდა.
-როგორ ხარ?
-ძველებურად, შვილს ვუვლი და ვარ.
-ის გოგო?
-შენ რა იცი? - თვალმოჭუტული დააკვირდა ევას დაბნეულ სახეს.
-გუგას წამოსცდა. - ყურებამდე გაიღიმა აბაშიძემ და თორნიკესთან მოსაუბრე ბურდულისკენ გააპარა თვალი.
-ის გოგო დიდი ხანია აღარ მინახავს, შემთხვევითაც არ მხვდება, მეც ანდროზე ვარ გადართული.
-მომენატრა ანდრია, დიდი ხანია არ მინახავს.
-მითხარი და გამოგიყვან როცა მოისურვებ.
-ევა ჩემთან გადმოდის და რომ ამოხვალ წამოიყვანე. - ვერც ერთი ვერ მიხვდა როგორ გაჩნდა მათთან ბურდული. ევამ თვალები აატრიალა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი.
-არ გადავდივარ, მაგრამ იყოს გუგასთან.
-ნერვები არ მომიშალო. - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. შემდეგ წელზე მოხვეული ხელით დარბაზის ცენტრში ამოაყოფინა თავი და მელოდიას ტანი ააყოლა. - რაზე ნერვიულობ? - ადვილად შეამჩნია ქალის აფორიაქებული სხეული, ვერ ისვენებდა, გული სწრაფად უცემდა და ღრმად სუნთქავდა.
-ვგრძნობ რომ რაღაც უნდა მოხდეს. - თვალები მინაბა როცა ყელში გუგას ტუჩების შეხება იგრძნო, თვითონ კი მკლავები უფრო ძლიერად მოხვია.
-მოხდება. - ისევ მიაკრო ტუჩები ყელზე, შემდეგ ევას სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები დაუკოცნა.
-გუგა…
-გისმენ პატარა. - უკვე იცოდა რასაც ეტყოდა, იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა ქალს, თვალები გაუბრწყინდა და სხეულზე უფრო მეტად მიეკრო საყვარელ მამაკაცს. გული ისე აუჩქარდა ბურდულს, ეგონა ცოტაც და საგულედან ამოხტებოდა. ყურებამდე გაიღიმა პასუხის მოლოდინში და ის იყო სიტყვის თქმა დააპირა გუგას უკან ნაცნობი სახე რომ დალანდა. თვალი გაუშტერდა გაჭაღარავებულ კაცზე, რომელიც მომღიმარი მიიწევდა ევასკენ და კიდევ თვალებს ვერ უჯერებდა. ნელა გაუშვა ხელები გუგას, ბურდულიც წამსვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და გვერდზე გაიწია. უფროსი აბაშიძე ისევ განაგრძობდა ქალიშვილისკენ სვლას, თან ცალ ხელს ბედნიერებისგან გაბრწყინებულ ცოლს ხვევდა წელზე. ხელი რომ გაუშვა ნატას და ხელები გაშალა ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯი მამისკენ. ჯერ კიდევ არარეალური ეგონა ეს ყველაფერი, ჯერ ისევ მოჩვენება ეგონა კაცი რომელიც სრულიად შეცვლილიყო. ოდნავ მოპუტკუნებულიყო კიდეც, მაგრამ ის მწვანე თვალები ისევ სიყვარულით შეჰყურებდა ევას. ვერ გრძნობდა ცრემლებს, რომლებიც გაუჩერებლად მიედინებოდნენ მის ლამაზ სახეზე. გული გაორმაგებულად უცემდა და უკვე აღარ იცოდა მოჩვენებას უახლოვდებოდა თუ კაცს, რომელიც ბოლოს თერთმეტი წლის წინ ნახა.
-მამა. - ტირილს ამოაყოლა სიყვები, ბოლო ნაბიჯიც გადადგა და მაშინვე მამის ძლიერ მკლავებში ამოყო თავი.
-ჩემო პრინცესა. - ღრმად შეისუნთქა შვილის სურნელი, ევამ კი ტირილს უმატა. ისე ეკვროდა ტანზე ვერავინ მოაშორებდა. თვალ დახუჭული მთელი ძალით ხვევდა მკლავებს, თითქოს ეშინოდა როგორც გამოჩნდა ისე არ გამქრალიყო. - ევა. - სახეზე მოკიდა ხელები ქალიშვილს და თავისნაირ მწვანე თვალებში ჩახედა.
-ღმერთო... მართლა აქ ხარ… - ისევ წამოუვიდა ცრემლების ახალი ნაკადი და თავ დახრილმა თითები მაჯებზე შემოხვია.
-აქ ვარ მა, დაბრუნდი პრინცესა. - შუბლზე აკოცა, თავი ააწევინა და ცრემლები ნაზად შეუმშრალა.
-მომენატრე მამი… ყოველთვის მენატრებოდი და შენს დაბრუნებას ველოდებოდი.
-მაპატიე ჩემო ლამაზო. - ისევ ჩაიკრა გულში, შემდეგ იქვე მდგომ მომღიმარ ბურდულს მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და გუგამაც იგივე მოქმედება რომ გაიმეორა თვითონაც გაეღიმა.
დიდხანს ეხვეოდა მონატრებულ მამას, გარეშემომყოფები გააცნო, ყველა მეგობრის სახელი ჩამოუთვალა, ბოლოს კი ანერვიულებულმა გუგამდეც მიაღწია. თვალები ლამის გადმოსცვივდა ყბაზე რომ წაავლო ხელი ნიკოლოზმა და სახის მარცხენა მხარე დაკვირვებით შეუთვალიერა.
-არაფერი გეტყობა. - წარბი ასწია აბაშიძემ, გუგამ კი ხელი აუქნია.
-მერე ვილაპარაკოთ. - გვერდზე გაიხედა ჯერ კიდევ იმაზე გაბრაზებულმა რომ ვიღაც დაჩის ყველაფერი უამბო.
-ერთმანეთს იცნობთ?
-თან ძალიან კარგად, შენზე ნაკლებად არ მიყვარს, მაგრამ დღეს ძალიან გამაბრაზა.
-არაფერი მესმის? მამაჩემს იცნობდი, იცოდი სადაც იყო და არაფერი მითხარი? - სწრაფად მოშორდა ნიკოს, გუგას წინ აესვეტა და თვალებში ჩააშტერდა.
-ევა, არ გინდა ახლა, აქ არა.
-აქ არა… კარგი. - ხელი ჩაკიდა წარბ შეკრულ ბურდულს და საპირფარეშოში გაიყვანა, ქალებისაში აპირებდა შესვლას გუგამ ხელზე რომ მოქაჩა და კაცების საპირფარეშოში ამოაყოფინა თავი. უცნობი ხანში შესული მამაკაცი ხელებს იბანდა, თან გაოცებული უყურებდა წყვილს, რომელმაც საერთოდ არ შეიმჩნიეს მისი იქ ყოფნა და წამოწყებული დიალოგი ისევ გააგრძელეს. - შენ! ამდენი ხანი… ღმერთო, ამდენი ხანი იცოდი სად იყო და არაფერი გითქვამს! მისმენდი როგორ ვსაუბრობდი მასზე, ხედავდი როგორ მენატრებოდა, შენ კიდე იმის ღირსად არ ჩამთვალე რომ სიმართლე გეთქვა?
-ნუ პანიკიორობ! დაწყნარდი და მომისმინე... - მკლავზე მოკიდა ხელი, მაგრამ ევამ უხეშად გააშვებინა. - ევა, ზედმეტი მოგდის!
-რატომ არ მითხარი?!
-დაწყნარდი და ნუ ყვირიხარ სანამ მშვიდად ვარ.
-კიდე მე ნუ ვყვირივარ? საერთოდ იცი როგორი გაბრაზებული ვარ ახლა? კიდევ რას მატყუებ? რა იცი კიდევ და არ მეუბნები?
-ყველაფერი ვიცი ევა. - ჩაიღიმა, მოსწონდა კიდეც ასეთი გააფთრებული ქალის ყურებდა, სხვანაირად ლამაზი და სექსუალური ეჩვენებოდა.
-უკაცრავად. - კართან მისულმა კაცმა შეაწყვეტინა წყვილს საუბარი, გუგამ გზა დაუთმო და კაცის გასვლის შემდეგ ევას მიუახლოვდა.
-მომშორდი! ვერ გიტან! მეგონა ჩემთან მთლიანად შიშველი იყავი, მეგონა ყველაფერი ვიცოდი შენზე, მაგრამ ყველაზე მთავარი არ მცოდნია. მამაჩემი დამიმალე! ამდენი ხანი იცოდი და არაფერს ამბობდი! - განაწყენებულმა ამოიტირა და ბურდულს მთელი ძალით ჰკრა ხელი.
-ევა…
-იცი რა მაინტერესებს? - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და მტკიცე, ცივი მზერით გაბურღა სერიოზული სახით მდგომი ბურდული. - მამაჩემზე რომ გესაუბრებოდი, მაშინ რას ფიქრობდი? როგორ მიყურებდი თვალებში და მატყუებდი?! მიპასუხე!
-გეყოფა! მორჩი ამ უაზრო სცენების დგმას! - ხელი აიქნია მობეზრებულმა. - არ გითხარი, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო! დაგიმალე, მაგრამ ნიკო ახლა აქ არის ჩემი დახმარებით!
-ასე იყო საჭირო? - სიმწრით გაეცინა. - შემეშვი საერთოდ! - სრაფად გასწია გვერდზე და ის იყო კარებში გასვლას აპირებდა მაჯაში რომ წაავლო ხელი გუგამ და უკან დააბრუნა. - ხელი გამიშვი!
-რას ქვია შეგეშვა? - ბრაზისგან ანთებულ მწვანეებში ჩახედა და თავისკენ მისწია.
-გუგა, გამიშვი.
-რაზე ჭედავ ევა, მართლა არ მესმის ტო. - თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, ისე თითქოს პასუხს მის თვალებში ეძებდა. - ბავშვობ, თან მაგრად და ვაბშე ვერ ვიგებ შენი ქცევის მიზეზს.
-ხელი გამიშვიმეთქი!
-ამის დედაც ევა! რა ჯანდაბა გჭირს.
-დაფიქრდი და იქნებ მიხვდე! - უხეშად გამოსტაცა ხელი და საპირფარეშო დატოვა.
-დედას შევე.ი! - ხელი მიარტყა კედელს, თმები ნერვიულად აიჩეჩა და საპირფარეშოსთან ერთად რესტორანიც დატოვა.
-გუგა! - მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა ნიკოს ხმა რომ მოესმა და ისიც წამსვე შეტრიალდა.
-თავი დამანებე ნიკოლოზ.
-მოიცადე. - სწრაფად მიუახლოვდა და მოჭუტული თვალებით დააკვირდა.
-რა გინდა ნიკო? - თვალები აატრიალა, სიგარეტს მოუკიდა და ნიკოტინი დიდი დოზით ჩაუშვა ფილტვებში.
-რა უთხარი?
-რა ვუთხარი? - ცინიკურად ჩაიცინა, ნიკომ კი მაშინვე წარბები შეკრა. - როდის მერე ჭორაობ ნიკოლოზ?
-ბევრს ხომ არ ტლიკინებ.
-შემეშვი რა, იმ შენს დაჩის კიდე უთხარი დააყენოს თორემ ენას ამოვაცლი, ისედაც ნეხ.შია. - მანქანის კარი გამოაღო, ნიკომ კი ისევ მიკეტა.
-რომ გელაპარაკები მოისვენე ერთ ადგილზე, სულ აურიე მგონი შენ. - მხარზე მოუჭირა ხელი, ბურდულმა კი ღრმად ჩაისუნთქა. - რა პრობლემა გაქვს მითხარი.
-საიდან იცის იმ ლაწირაკმა ჩვენს საუბარზე.
-არ იცის. - წარბები შეკრა აბაშიძემ, გუგა კი დაიბნა. - ჩემთან მოვიდა, მითხრა რომ ჩემს გოგოს შეყვარებული ჰყავდა, ვუთხარი რომ ყველაფერი ვიცოდი და მიხვდა ალბათ რომ არ მოგეფერებოდი. - მხარზე დაარტყა ხელი, შემდეგ ზურგზე გადავიდა და მაგრად მოეხვია. - ხომ იცი როგორც ჩემი შვილი ისე მიყვარხარ, მამაშენზე უკეთ მე გიცნობ, მე ვიყავი შენს გვერდით ყოველთვის და ვიქნები კიდეც, ისე როგორც შენ იქნები ჩემთან. ამაზე ლაპარაკი არ უნდა გვჭირდებოდეს. ის კიდე დაიკიდე ტო, 27 წლის არის, მაგრამ ისევ ოცი წლის ბიჭის ტვინი აქვს.
-წავედი და გნახავ რა. - ზურგზე მიარტყა რამდენჯერმე ხელი, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად დაქოქა და იქაურობას გაეცალა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, თან ევაზე ფიქრობდა და ნერვები უარესად ეშლებოდა მისი საქციელის გამო.
ბოლოს, ბევრი სიარულის შემდეგ, თავი ანას კორპუსთან ამოჰყო, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოში შესული კიბეებს აუყვა.
-რა გჭირს? - წარბშეკრულმა შეათვალიერა ურეაქციო ბურდული, სახლში შეატარა და თვითონაც უკან აედევნა. - აქ რა ჯანდაბა გინდა? ევასთან არ უნდა იყო?
-უნდა ვიყო… მაგრამ აქ ვარ და რამე სასმელი მომიტანე, დავლიოთ. - სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და პენუარში გამოწყოფილი ანა შეათვალიერა. მკერდი საკმაოდ მოშიშვლებოდა, არც უკანალს უფარავდა წესიერად, მაგრამ გრძელი ხალათის დახმარებით არაფერი უჩანდა. - ამის ჩაცმას არ ჯობდა საერთოდ არაფერი ჩაგეცვა? - ხელით ანიშნა შავ პენუარზე, ანამ კი თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ხმის ამოუღებლად აიღო ერთი ვისკის ბოთლი თავისი კოლექციებიდან.
-რა ჩაიდინე? - ჭიქა გაუწოდა და ბურდულს გვერდზე მიუჯდა. გუგამაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ბოლოს მეოთხე ჭიქაც ჩაცალა და თავი ანას კალთაში მოათავსა. - და რატომ არ უთხარი?
-არ ვიცი… უბრალოდ მინდოდა მოულოდნელად გამეკეთებინა სურპრიზი და მაგასთან ერთად არ მერჩია საქმეები ნიკოს გამოყვანის შესახებ. რომ მეთქვა რა შეიცვლებოდა, უფრო ინერვიულებდა და ალბათ მერე რამე სისულელესაც გააკეთებდა.
-გიყვარს? - თმაზე გადაუსვა ხელი და თვალებში ჩააშტერდა. - შეგიყვარდა… აღიარე მიდი.
-რა კითხვებს მისვამ? არადა გამოცდილი ქალი მეგონე.
-გაბრაზებულია უბრალოდ… მიდი მერე და უთხარი ის რაც ახლა მე მითხარი.
-ხომ უნდოდა რომ შევეშვა, ხოდა…
-მოკეტე. - პირზე ააფარა ხელი თვალების ტრიალით. - ეს წინადადება რომ დაამთავრო ჩემი მეგობრობიდან ამოგშლი.
-ხოდა ცოტა ხანს არ ვნახავ.
-პატარა ბიჭი ხარ?
-ნერვებს ნუ მომიშლი უარესად, აქ დასაწყნარებლად მოვედი.
-მომწონს როგორი უერთიერთობაც გვაქვს, ისიც მიხარია რომ აქ ხარ, მაგრამ მინდა რომ ევასთან წახვიდე, შენც ხომ იცი მისსავით ვერავინ დაგაწყნარებს.
-ჯერ უნდა შემოვირიგო რომ დავაწყნარო და მეზარება.
-გუგა კარგი რა.
-დავიღალე ტო, ოცდათერთმეტი წლის ვხდები, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ რომ ჩემს ასაკზე ბევრად დიდი ვარ.
-ერთი ორს თუ ექნება შენნაირი ცხოვრება გამოვლილი. არავის უნახავს და გადაუტანია იმდენი რამდენიც შენ ათ წელში გადაიტანე. ეს ნორმალურია, ყველაფერი ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს შენს სიტუაციაში და ვფიქრობ ვერცერთი ჩვენგანი ვერ გავიგებთ შენი გრძნობების შესახებ. ალბათ ნიკოს შეუძლია, ის ხომ შენთან იყო ყველაზე რთულ პერიოდში. - თმაზე ეფერებოდა თვალ დახუჭულს, სულიერ კავშირს გრძნობდა გუგასთან, თითქოს უთქმელადაც ესმოდა მისი გრძნობების. ის იყო პირველი ადამიანი ვინც თავის ცხოვრებაში ასე ღრმად შემოუშვა და გრძნობდა მთელი ცხოვრება გვერდზე ეყოლებოდა.
-არ შეიძლება ევასაც ასე ესმოდეს? - ხელის გულზე აკოცა ანას.
-დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგად ესმის, უბრალოდ ის შეყვარებული ქალია, უყვარხარ როგორც კაცი და სწყინს შენი ასეთი ქცევები. მე არ მეწყინება, რადგან იმდენად და ისე არ მიყვარხარ როგორც ევას.
-კინოს ვუყუროთ? მერე წავალ, ევაც სახლში იქნება.
-ნეტა ის სახლი რისთვის გააკეთე.
-მაინც გადმოვიყვან.
-არამგონია.
-ჩართე კინო.
-თავი ასწიე მეტკინა ფეხები. - უცებ ააწევინა თავი, კინოც მალე ჩართო და დივანზე წამოწოლილს უკანალზე ბალიში მიადო, თავი კი ზედ დაადო. - არ გააკუო იცოდე! - გამაფრთხილებლად უთხრა და ბურდულსაც სიცილი აუტყდა.
-მოდი გოგო აქ, რას აკეთებ.
-არ მინდა, უყურე რა კინოს.
-ანა სერიოზულად, რა პონტია ხოარ ღადაობ. - უცებ მოკიდა მკლავებზე ხელები და თავის წინ დაიწვინა, ისე რომ ნახევარი ტანით ეხებოდა. თმები აუწია რომ არ შეწუხებულიყო, შემდეგ კი ბალიშზე კომფორტულად მოათავსა თავი და კინოს ყურება განაგრძო.
ფილმი რომ დამთავრდა ანას ფშვინვაც გაიგო, ფრთხილად წამოდგა დივნიდან, ნორმალურად დააწვინა, შემდეგ საძინებლიდან გადასაფარებელი გამოუტანა, ფრთხილად მიაფარა, თავზე აკოცა და სახლი დატოვა.
მალე მივიდა ევას ბინასთან, არ იცოდა სახლში დახვდებოდა თუ არა, მაგრამ კარი მაინც გააღო, ჩუმად შეიპარა ჩაბნელებულ საძინებელში და ქალის მძინარე სხეულიც დაინახა. სწრაფად გაიხადა ტანზე, საცვლის ამარა შეძვრა გადასაფარებლის ქვეშ და ევას მთელი ტანით აეკრო. როგორც კი მისი სურნელი შეიგრძნო თვალები მიენაბა, კისერში აკოცა და ევაც გამოაფხიზლა.
-გუგა…
-მე ვარ.
-აქ რა გინდა? - ძილბურანში მყოფმა ჩაიბურტყუნა, ხმაზე ეტყობოდა ჯერ ისევ გაბრაზებული იყო, ბურდულს კი გაუაზრებლად ეღიმებოდა.
-შენს გარეშე ვერ ვიძინებ.
-ხომ გითხარი არ მოსულიყავი.
-არ გითქვამს. - მხარზე აკოცა, შემდეგ ისევ ყელზე გადაინაცვლა და ცხვირიც იქვე ჩარგო. გრძნობდა როგორ უვლიდა ჟრუანტელი ქალს, სიამოვნებისგან თვითონაც ბრუვდებოდა.
-გუგა.
-გთხოვ რა ევა, ხვალ ვისაუბროთ ყველაფერზე, ახლა მაცადე ჩაგეხუტო, ან შენ ჩამეხუტე და დავიძინოთ.
-რატომ არ მითხარი?
-არ მინდოდა გენერვიულა, თან სურპრიზის გაკეთება მინდოდა.
-მაინც არასწორი ხარ ჩემთან. - ბურდულისკენ გადაბრუნდა თვალ დახუჭული, ხელი მოხვია შიშველ ზურგზე და მკერდზე მიეხუტა.
-მეტყვი რისი თქმა გინდოდა სანამ ნიკო მოვიდოდა?
-დამავიწყდა. - ცხვირი გუგას ყელში ჩარგო, მაშინვე იგრძნო ბურდულმა როგორ აუწითლდა სახე, შუბლზე აკოცა და მკლავები უფრო მჭიდროდ მოხვია.
-მატყუარა. - უკანალზე უჩქმიტა, ჩემდეგ ტუჩები დაუკოცნა და თავი ისევ მის თმაში ჩარგო. აღარაფერი უთქვამთ, გადაღლილებს მალევე ჩაეძინათ.
***
ქუჩას მიუყვებოდნენ ერთმანეთის თითებს ჩაბღაუჭებულები, უამრავ თემაზე საუბრობდნენ და მომავლის გეგმებს სახავდნენ. უკვე რამდენიმე დღე იყო მარიამს უხასიათობას ამჩნევდა, კი იღიმოდა, მაგრამ როგორც კი მარტო დატოვებდა წამსვე ფიქრებით სადღაც გარბოდა. ეს ყველაფერი კი იმის შემდეგ რაც ნიკო ევას დაბადების დღეზე მივიდა.
გარეთ თბილოდა, მოკლე მკლავიანი მაისურებით დადიოდა ხალხი, მაგრამ ამინდის პროგნოზში გამოცხადებული მოსალოდნელი წვიმების გამო არც ქურთუკს ტოვებდნენ სახლში. მთაწმინდის პარკში იყვნენ, ეშმაკის ბორბალთან ახლოს მწვანე ბალახზე გაეშალათ პლედი და მზის სხივებით ტკბებოდნენ.
-თოკა. - მოულოდნელად წამოიწია მარიამი, ზევიდან დააჩერდა მომღიმარ თორნიკეს, თან ლოყაზე მიეფერა.
-რა უნდა ჩემს დედოფალს?
-უნივერსიტეტი რომ დამიმთავრდება სად წავიდეთ?
-ჯოჯოხეთშიც გამოგყვები მარიამ… - ჩაიცინა და იგრძნო კიდეც საყვარელი ტუჩები თავისაზე. - სადაც გინდა პატარავ, მაგრამ აგვისტომდე ჯერ დიდი დროა.
-მაშინ აკვაპარკში მაინც წამიყვანე რა, ცხელა უკვე, მე მთელი ზაფხული თეთრმა ვიარო?
-მე მომწონს შენი კანის ფერი. - წელზე მოხვია ხელი, მაისურის ქვეშ შეუცურა და ზურგზე აატარა. - ჩემებთან გადავიდეთ ცოტა ხნით თუ გინდა, აუზი გვაქვს სახლში, გავაწმენდინებ და თუ გინდა გოგოებიც ამოიყვანე ხოლმე. - შავი სათვალიდან უყურებდა მარიამს, მაგრამ მის გაბრწყინებულ სახეს მაინც ხედავდა.
-მართლა? შეიძლება? მერე მაკა რას იტყვის?
-მაკაა… მაკა გვერდზე მოგიწვებათ და ისიც თქვენთან ერთად გაიზაგრება.
-მამშენთან არ ტეხავს?
-მარიაამ… ჩემი სახლიც არის ეგ. როცა მოგინდება მიხვალ, არ არის პრობლემა და მამაჩემის ნუ გცხვენია, თვითონ გაგეცლებათ.
-დღეს დარეკე რომ გაწმინდონ.
-შეიძლება მაკამ გააწმენდინა უკვე, დავურეკოთ საღამოს.
-დატოვებ ჩემს გამო სიმშვიდეს ცოტა ხნით?
-შენს გამო კი. - გაიცინა, თან მარიამის ტუჩებს მისწვდა.
-მიყვარხარ. - მოწყვეტით აკოცა ლომიძეს, შემდეგ გვერდზე გადაწვა, თორნიკეს მხარზე მოათავსა თავი, ცას ახედა, თან ქმრის თითებზე განაგრძო თამაში.
-მარიამ… - ისევ ფიქრებში წასული უკან დააბრუნდა თორნიკეს ხმამ. - რაზე ფიქრობ პატარა?
-არაფერზე.
-ხომ იცი შენი პირველი დაქალი მე ვარ მარიამ. - ჩაიცინა და ცოლს საფეთქელზე აკოცა.
-მამაზე… იცი ახლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ მაშინ სახლში არ დამტოვა.
-ვფიქრობ იცოდა რომ ჩემთან კარგად იქნებოდი და ამიტომ გამოგიშვა.
-რატომ მეუბნები ამას?
-ჩემი აზრით არ არსებობს მშობელი, რომელსაც თავისი შვილი არ უყვარს. ნუ გამონაკლისები შეიძლება არსებობდნენ… მაგრამ მამაშენს უყვარხარ და ეს ორივემ ვიცით. რა მნიშვნელობა აქვს როგორია? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედაშენს შენი მოშორების უფლება არ მისცა, გაგზარდა და ეს უკვე ნიშნავს რაღაცას.
-ასე ფიქრობ?
-ზუსტად ვიცი.
-ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ იცი?
-ხოო? რატომ? - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან მარიამს გადახედა, რომელიც ისევ ცას შეჰყურებდა.
-შენ მყავხარ. მიხარია რომ შეგიყვარდი და მერე მეც შემაყვარე თავი.
-გინდა წავიდეთ?
-სად? - თორნიკეს ახედა და ნიკაპზე აკოცა.
-მამაშენთან.
-არ ვიცი. - ყოყმანით ჩაილაპარაკა, თორნიკეც მიხვდა პასუხს, უცებ წამოაგდო ფეხზე, პლედი აკეცა და მარიამზე ხელგადახვეული გაუყვა გზას. ტაქსით წავიდნენ მარიამის სახლისკე. ხედავდა როგორ ნერვიულობდა სამუშია, მისი ხელი ეჭირა და ნაზად ეფერებოდა. ბოლოს ტაქსისტმაც გააჩერა მანქანა, თორნიკემ ფული გადაუხადა მძროლს და მარიამთან ერთად დაიძრა სახლისკენ.
-მომხედე პატარავ. - სახეზე მოკიდა ხელები და ამღვრეულ თვალებში ჩახედა. - ნუ ნერვიულობ, ვაბშე არაფერი გაქვს სანერვიულო შენ თავს გეფიცები, მე შენს გვერდით ვარ რაც არ უნდა მოხდეს ხომ იცი?
-ვიცი. - გაიღიმა და ხელის გულზე აკოცა ქმარს.
-ხოდა შევიდეთ, რაც იქნება იქნება. - ტუჩებში აკოცა, მარიამის სიმშვიდე რომ იგრძნო გარკვეული დოზით მოშორდა და კარზე დააკაკუნა. მალე გამოჩნდა კიდეც ნაცნობი სახე და შვილის დანახვაზე შეკრული წარბები მაღლა ასწია. აშკარად არ ელოდა მარიამის ამ სახლში ისევ ხილვას.
-მარიამ. - ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა. აშკარად ფხიზელი იყო, რაც ცოტა გაუკვირდა კიდეც მარიამს.
-გამარჯობა. - ხელი გაუწოდა თორნიკემ და დათომაც ჩამოართვა.
-შემოდით. - კარი ფართოდ გაუღო და წყვილი შიგნით შეატარა. - ცოტა მისალაგებელია, გავცივდი და ვერ მივალაგე. - იქვე დაყრილ ტანსაცმელს სწვდა და ერთ კუთხეში მიყარა. გაკვირვებული უყურებდა მარიამი ამ კაცს, სულ შეცვლილი იყო, დასუსტებული, გამხდარი და ფერიც სხვანაირი ედო კანზე.
-მამა კარგად ხარ? - ბოლოს ვეღარ მოითმინა მარიამმა და მკლავში სწვდა აქეთ იქით მოსიარულე კაცს.
-კი მარიამ, გავცივდი უბრალოდ.
-დედა სადაა?
-არ ვიცი, რომ წახვედი იმის მერე გავუშვი… უფროსწორედ გავაგდე. - ჩაიცინა და სავარძელში ჩაჯდა. - სიძის სახელი არ ვიცი, ან არ მახსოს. - იქვე ჩამომჯდარ შეხედა და ყურადღებით შეათვალიერა.
-თორნიკე.
-ანუ დარჩით საბოლოოდ ერთად.
-მადლობა ამისთვის. - თავი გააქნია მარიამმა, ირგვლივ მიმოიხედა, ცარიელ ბოთლებს ვერ მოჰკრა თვალი და ცოტა არა, ძალიან გაუკვირდა. - აღარ სვამ?
-ვცდილობ აღარ დავლიო.
-და რა შეიცვალა.
-შვილი გამითხოვდა და არ მინდა ჩემს შვილიშვილებს ლოთი პაპა ყავდეთ.
-მაკვირვებ მამა. - ცინიკურად ჩაიცინა მარიამმა, თორნიკემ კი მაშინვე ცოლს შეხედა.
-მეც ვაკვირვებ ჩემს თავს. - თვალი ჩაუკრა შვილს. - არაფერი მაქვს, თორემ შემოგთავაზებდით.
-არ არის საჭირო, ჩემს საძინებელში ავალ, რაღაცების წაღება მინდა.
-როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა დათომ, შემდეგ თავისი საძინებლისკენ წასულ შვილს გააყოლა თვალი, როგორც კი თვალს მიეფარა მაშინვე თორნიკეს შეხედა. - რატომ მოიყვანე?
-ნერვიულობდა, მე კიდე ვერ ვიტან როცა ჩემი ცოლი ნერვიულობს ან ფორიაქობს ვიღაცის გამო. ახლა დამშვიდდება, გაარკვევს რა უნდა და მეც მშვიდად ვიქნები. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან სახლი მოათვალიერა.
-გიყვარს არა? - თავი ჩახარა გაღიმებულმა. - ადრე მეც მიყვარდა… შავი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა. მაშინ მისნაირი ლამაზი ქალები ცოტა იყვნენ. ირინა ყველასგან გამორჩეული იყო. - სიმწრით ჩაიცინა.
-მერე? ახლა სად არის?
-გათხოვდა, ერთი მოქმედებით ჩემი ცხოვრებაც დავანგრიე და იმისიც.
-მარიამს გულისხმობ?
-ალბათ ამის გამო ვექცეოდი ასე. - მხრები აიჩეჩა დამნაშავე ბავშვივით. ლომიძემ აღარ იცოდა რა ეთქვა, უყურებდა კაცს რომელიც არაფრით ჰგავდა იმ კაცს პირველად რომნახა და სიბრალური უჩნდებოდა მის მიმართ.
-იქნებ ქმარი აღარ ყავს. - მომღიმარმა თქვა და დათომაც მაშინვე ასწია თავი. - მოვძებნოთ?
-ვკდები, მნიშვნელობა აღარ აქვს. - ხელი ჩაიქნია უდარდელად.
-იმკურნალებ… ციროზს ვუშველით, მაგრამ მარიამის პანიკას ვერა, ამიტომ არაფერი უთხრა, ხვალ გამოგივლი და ექიმთან წავალთ.
-არ მინდა…
- შენ რა გინდა. ვერ ავიტან ჩემი ქალის ცრემლებს, მარიამი სრულ კომფორტში მყავს და ასე გაგრძელდება კიდევ დიდხანს, ამიტომ მოგიწევს კიდევ იცხორო, მოვძებნოთ შენი ირინა და იქნებ ჩემმა ცოლმაც მოისვენოს. ხვალ ექიმთან მივდივართ.
-მამა მართლა კარგად ხარ? არ მომწონს შენი ფერი, გამხდარი ხარ და შეცვლილი.
-კრგად იქნება… წავიდეთ?
-ჰო. - კიდევ ერთხელ შეათვალიერა ფეხზე გაჭირვებით წამომდგარი დათო, შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა. - თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.
-არ დამჭირდება.
-მაინც გითხარი. - მხრები აიჩეჩა, უნდოდა მისულიყო, მოხვეოდა, მაგრამ ზურგი აქცია ქაცს და თორნიკესთან ერთად დატოვა იქაურობა. - ვნერვიულობ.
-ახლა რა განერვიულებს მარიამ? - ხელი გადახვია ცოლს და ისე განაგრძო სიარული.
-არ მომეწონა, ცუდად არის ეტყობა. ექიმთან ხომ არ წავიყვანო? Უბრალოდ… ყველაფრის მიუხედავად მამაჩემია და ასე მიტოვება არ შემიძლია…
-ხვალ წავიყვან და ყველაფრის ანალიზს გავუკეთებ, ოღონდ არ ინერვიულო, არ მევასება რა.
-რა?
-სხვაზე რომ ნერვიულობ. - უკვე იცოდა როგორ შეიფერებდა მარიამი და წინასწარ ეცინებოდა.
-გინდა მარტო შენზე ვიფიქრო და ვინერვიულო? - ქვევიდან ახედა და თვალები აუფახუნა, ისეთი საყვარელი იყო ყურებამდე გაეღიმა ლომიძეს. Მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, შემდეგ ცხვირის წვერზე და მოსიარულე ტაქს ხელი გაუქნია.
-ხო, თორემ მერე ვეჭვიანობ.
-მართლა წაიყვან?
-წავიყვან. -კარი გაუღო და პირველი მარიამი ჩასვა.
-მინდა რომ მასზე ვიზრუნო, რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, მერე მომღიმარ ქმარს ახედა. - რა?
-უნდა დაუჯერო ხოლმე შენს ქმარს.
-შეიფერა ახლა. - სიცილით თქვა და თავი მხარზე დაადო. - იცოდე არაფერი დამიმალო რასად გეტყვიან და ანალიზების პასუხი მომიტანე.
-ჯერ დაღამდეს პატარავ, დამაცადე აბა. - ჩაიცინა მარიამის ბურტყუნზე, მერე კი ჩუმად განაგრძეს გზა სახლისკენ.
***
-დღეს ცურვაზე მარი გავიცანი, მითხრა კარგად ცურავო. - საცვლის ამარა შეწვა საწოლში და ლოგინზე ჩამომჯდარ ლუკას ახედა.
-მერე?
-ლამაზია.
-ლიზა?
-ლიზა სხვა არის, ლიზაა და მორჩა. ეს გოგოა. - თავქვეშ ამოიდო ხელები და ჭერს ახედა. - აუ მა, იცი რა მინდა.
-რა? - გვერდზე მიუწვა და თვითონაც ჭერს ახედა.
-ვარწკვლავები ჭერსი, რომ ანაჩებს.
-თუ ვნახეთ აქ, ვიყიდოთ.
-მართლა?
-ჯერ ვნახოთ შეჯიბრში რას იზავ.
-მოვიგებ რა თქმა უნდა. - გახარებულმა წამოიძახა. - დედას უნდა რომ ზღვაზე წავიდეთ.
-მერე. - თმაზე გადაუსვა ხელი და თავის მსგავსი არსება სიყვარულით სავსე მზერით შეათვალიერა.
-წავიდე?
-თუ გინდა უნდა წახვიდე… მერე მე რომ მოვიცლი ჩვენც წავიდეთ ტურებში, თუ გამოუშვებენ უტას ისიც წავიყვანოთ.
-მიყვარხარ მამა. - ხელი მოხვია გიორგაძეს და ლუკამაც იმხელა სითბო იგრძნო ლამის იქვე ჩამოდნა.
-მეც მა, ყველაზე ძალიან. - მჭიდროდ მოხვია მკლავები შვილს და შუბლზე აკოცა. - მიდი დაიძინე. - თმები აუჩეჩა, შემდეგ შუქი ჩააქრო და საძინებლიდან გავიდა. ყურებამდე გაღიმებულმა გაიარა დერეფანი, ცოტახანში მოემზადა და სახლიც დატოვა. კლუბში წავიდა განსატვირთად, ბართან იჯდა და სასმელს ცოტ-ცოტას სვამდა, პარალელურად წინ მჯდომ 25 წლამდე ქალს ესაუბრებოდა. ბოლოს საპირფარეშოში ამოყო თავი, არ უნდოდა მაგრამ მოუწია. სახლში შვილი ჰყავდა, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩა. მალევე დატოვა საპირპარეშო და მოცეკვავე ხალხს შეერია. არ იცოდა რას ეძებდა, ან საერთოდ იქ რას აკეთებდა. ვერ ისვენებდა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. დაინახა კიდეც ნაცნობი ყავისფერი თმები, წამსვე გაუნათდა თვალები და მისკენ დაიძრა. ნელა შეუცურა მუცელზე ხელი, იგრძნო როგორ შეკრთა, კაცისკენ მტრიალებას აპირებდა, მაგრამ ლუკამ საშვალება არ მისცა. მოშიშვლებულ მხარზე აკოცა, შემდეგ ყელზე, ყელსაც აუყვა და ბოლოს ყბასთან გაჩერდა. - აქ რა გვინდა პატარავ? - თინის ყურთან დაიჩურჩულა და გოგოსაც დაჭიმული სხეული ერთიანად მოუდუნდა.
-შენ დაგსდევ. - გადაიკისკისა და ლუკასკენ შეტრიალდა. მკლავები კისერზე მოხვია, თან სხეულზე მჭიდროდ აეკრო.
-მთვრალი ხარ?
-ძალიან. - ნიკაპზე ჩაავლო კბილები, შემდეგ იქვე აკოცა.
-ჯანდაბა პატარავ… მე მიჭერიხარ. - მერე მიხვდა რომ ამდენი ხნის მანქძილზე მლიანი ტანით ეყრდნობოდა გოგო.
-მგონი ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ ხო? - არეული თვალებით აკვიდებოდა და ლუკასაც ურევდა ტვინს.
-მე ვარ ხო. წავიდეთ აქედან.
-წავიდეთ ხო რა… დავიღალე… იმდენი დამღლელი კაცია, ყვლე როგორ უნდა მოიშორო მითხარი. - ბურტყუნით მიჰყვებოდა უკან, ფეხს ურევდა და ლუკასაც აფერხებდა.
-არაფერს არ მაცდი.
-ხომ შეგიძლია დამაიგნორო… მაგრამ არა, ჩემი ანგელოზი ხარ და ხომ უნდა გადამარჩინო… - ისევ განაგრძობდა თავისთვის ბურტყუნს, ლუკას კი სიცილის შეკავება უჭირდა. - არა, დიდი ხანი ხომ არ გამოვჩენილვარ… ღმერთოო, რატომ მომეცი ამდენის დალევის უფლება…
-რატომ დალიე? - ღვედი გაუკეთე, შემდეგ სწრაფად შემოუარა მანქანას და საჭესთან დამჯდარმა მანქანაც დაძრა.
-ვიცანცარე.
-ცანცარა ხაარ, კი.
-სად მივდივართ?
-ჩემთან სახლში… კარგად ხარ? მანქანა არ დამისვარო იცოდე!
-კარგად ვარ, ცუდად გახდომა არ ვიცი მე. - ხელი აიქნია უდარდელად.

-ცოტაც და კარგად გახდები. - უნიტაზზე დაყუდებულს შუბლს უჭერდა თმებთან ერთად, უკვე მესამე გავარდნა იყო აბაზანაში, ლუკას კი ყოველ ჯერზე ეცინებოდა.
-აღარ შემიძლია. - ცრემლები მოსდიოდა და იქვე ჩაკეცილი თვალებს ვეღარ ახელდა.
-მოდი პირი დაიბანე… ცოტა ხომ გამოფხიზლდი რა გინდა. - წელზე მოხვია ხელი და ონკანთან მიიყვანა. მთლიანი სხეული უკანკალებდა, ხელებს მუცელზე იხვევდა და ლუკა რომ არა უცუოდ დაეცემოდა. - ცანცარა ბავშვი ხარ.
-ვარ ხო. - აკანკალებული ლუკას ეკვროდა, არც ის უშვებდა ხელს და ოთახიდან ავაზანაში დაჰყავდა. - მეზიზღება ცემი თავი, და მაპატიე უკვე მეასედ რომ გიწევს ჩემი მოვლა.
-მივეჩვიე უკვე. - ჩაიცინა, თან საძინებელში შეიყვანა.
-არ წახვიდე რა, მეშინია ისევ ცუდად არ გავხდე და არ გავიგუდო.
-ჯანდაბა, ორი პატარა ბავშვი მყავს სახლში… დაჟე ჩემი შვილი შენზე ჭკვიანია. - აკანკალებულს გადასაფარებელი შემოუკეცა, წინიდან თვითონ მოეხვია და მალე დამშვიდდა კიდეც. - კარგად ხარ? - შუბლზე მიაკრო ტუჩები, უცნაური შეგრძნება დაეუფლა მასთან ყოფნის დროს, მაგრამ ყველაფერს უკუაგდებდა.
-მაპატიე ხო?
-ისე ვართ უკვე პატიების თხოვნაც აღარ გვჭირდება.
-მადლობა, მართლა. შენ რომ არა, არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი.
-დაიძინე. - თმებზე დაუწყო თამაში და ისიც მალევე გაითიშა, ლუკა ისევ წევიდან დაჰყურებდა, მის მშვიდ სახეს ათვალიერებდა და თვითონაც ვერ იგებდა რატომ მოჰყავდა ყოველ ჯერზე თავის სახლში.

№1 სტუმარი Tako

რამაგარიააა,ჩავუჯდები ახლა ❤❤❤❤❤

ყველაზე კარგი ამ ნაწილში მარიამი რომ მამასთან მივიდა ეგ იყოო ❤❤❤ ეს თინი უქვე ძალიან აცანცარებულია ჩემი აზრით ://// მარა მაინც განსხვავებულები და ძალიან საყვარლები არიან ლუკა და თინი.

№2 სტუმარი სტუმარი დარინა

ნიკოლოზი ხომ მომწონს და მომწონს, გამიხარდა რომ გამოაჩინეე, მაინტერესებს ევას როგორ დაიყიებს გუგა მის სახლში გადასვლაზეე, აუ მარიამი და თორნიკე ხომ სასწაული წყვილია, მაგრამ აი თინის და ლუკას წყვილიც რაღაც საოცრება გამოდის, იმედია ლუკა მალე მიხვდება რომ ეს სიფრიფანა გოგო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანიააა. შენ კი ჩემთვის განსაკუთრებული ავტორი ხარ პირველივე ისტორიიდან რომ მოგყვებიი და იმედებს არასდროს მიცრუებ.

№3 სტუმარი ank

აუ რამაგარიაააა ❤️❤️❤️❤️❤️ მგონი ევა ორსულად არის ხო და მაგის თქმას აპირრბდა? აუუ რაც არ უნდა დიდი თავი იყოს მაინც არ მყოფნის... გელოდები ძალიან მაინტერესებს. თინის და ლუკას წყვილი როგორ შედგება ხალიან მაინტერესებს. დაჩის და გუგას შეხვედრაც ძალიან მაგარი იყო. მოკლედ გელოდებიი რაც შეიძლება მალე❤️❤️❤️

№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ბოლო ნაწილმა ძალიან გამათბო, ლუკა ძალიან მზრინველია, ძალიან მაინტერესებს დაჩის რა აქვს სათქმელი, მოკლედ გელოდები მოუთმენლად ❤️

№5  offline მოდერი painter1

Tako
რამაგარიააა,ჩავუჯდები ახლა ❤❤❤❤❤

ყველაზე კარგი ამ ნაწილში მარიამი რომ მამასთან მივიდა ეგ იყოო ❤❤❤ ეს თინი უქვე ძალიან აცანცარებულია ჩემი აზრით ://// მარა მაინც განსხვავებულები და ძალიან საყვარლები არიან ლუკა და თინი.

თინი თავიდანვე ცანცარა იყო და ეგეთი პერსონაჟია საერთოდ. ალბათ ეშველება რამე. :დ ❤️

სტუმარი დარინა
ნიკოლოზი ხომ მომწონს და მომწონს, გამიხარდა რომ გამოაჩინეე, მაინტერესებს ევას როგორ დაიყიებს გუგა მის სახლში გადასვლაზეე, აუ მარიამი და თორნიკე ხომ სასწაული წყვილია, მაგრამ აი თინის და ლუკას წყვილიც რაღაც საოცრება გამოდის, იმედია ლუკა მალე მიხვდება რომ ეს სიფრიფანა გოგო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანიააა. შენ კი ჩემთვის განსაკუთრებული ავტორი ხარ პირველივე ისტორიიდან რომ მოგყვებიი და იმედებს არასდროს მიცრუებ.

ვგრძნობ დიდი დრო დამჭირდება ლუკასთვის თინი რომ გავაძვირფასო და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო.
რამდენი წელი გავიდა? ორი? თუ დაიწყო სამი? შენ კი ისევ აქ ხარ❤️❤️

ank
აუ რამაგარიაააა ❤️❤️❤️❤️❤️ მგონი ევა ორსულად არის ხო და მაგის თქმას აპირრბდა? აუუ რაც არ უნდა დიდი თავი იყოს მაინც არ მყოფნის... გელოდები ძალიან მაინტერესებს. თინის და ლუკას წყვილი როგორ შედგება ხალიან მაინტერესებს. დაჩის და გუგას შეხვედრაც ძალიან მაგარი იყო. მოკლედ გელოდებიი რაც შეიძლება მალე❤️❤️❤️

არა რა ორსულად :დდ ჯერ ბავშვზე ფიქრი ძალიან ადრეა.
მიხარია ასე რომ მოგწონს და ვეცდები მალე დავდო ❤️❤️

ablabudaa
ბოლო ნაწილმა ძალიან გამათბო, ლუკა ძალიან მზრინველია, ძალიან მაინტერესებს დაჩის რა აქვს სათქმელი, მოკლედ გელოდები მოუთმენლად ❤️

მიხარია... დაჩისაც მივიყვან ევასთან შემდეგ თავში.
ვეცდები არ დავიგვიანო... ❤️

№6  offline აქტიური მკითხველი grafo

კაი, გპატიობ "ვ"-ს და დიდებულ "საშვალო"-ს სხვა რა გზაა :))).
ოოო, ეტყობა ლაშას ამბავი უცებ მოინელა თინიმ ასე უცებ კლუბში ისევ რომ გამოთვრა. ძალიან გთხოვ, ლუკას ბავშვი ღამე მარტო მეტჯერ აღარ დაატოვებინო :D.
ასეთი შეყვარებული გუგა აღარ მომწონს, მე ვფიქრობდი ევა იქით მიაკითხავდა, დაიფასებს ეს ხელოვანი ქალბატონი ახლა უარესად თავს. ზოგადად, ძალიან შემეცოდა ამ თავში გუგა. სულ რაღაცის მტკიცება უწევს, ძლივს სიყვარულში გამოუტყდა საკუთარ თავს და მაინც ვერ არის მშვიდად.

ხო ხო, აბა რა ევას ბავშვი ჯერ. რატომაც არა, აქტიური ურთიერთობა აქვთ, ხო შეიძლება თავი დაეკარგათ ერთხელაც და დაორსულებას დიდი ამბავი კი არ უნდა :D.

№7  offline მოდერი painter1

grafo

რაღას ვიზამთ მაპატიე ხო. ნუ მე მაინც ვეცდები ხომ იცი :დ
ნუ თავიდან კი ვიფიქრე აქეთ მისულიყო ევა, მაგრამ ბოლოს მაინც ესე დავწერე.
სხვათაშორის ღამის სამ საათამდე ვწერდი და მეპატიება... შენ კიდე მეღადავებიი. რა ბავშვი, ვერ მიხვდი რა დავწერე თუ მართლა ვერ ვწერ და შევეშვა წერას?
პ.ს shambles-ში ჩავედი ^^

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

painter1

ხო, მე თუ რამე გადაბრუნებული ვთქვი, უნდა ადგე და შეეშვა წერას. მართლა ვერ ხართ ცოტათი მგონი ეს ხელოვანი ხალხი :))).

ბავშვზე კომენტარს გამოვეპასუხე მხოლოდ , რომ გიწერია რა დროს ბავშვიაო ჯერ. თორემ, კიდევ გიმეორებ შენი გადასაწყვეტია რას და როგორ დაწერ შენს ისტორიაში. უბრალოდ, ახლა შავზე რომ იტყვი თეთრიაო, მაშინ თუ ამოვიღებ ცვლილებაზე ხმას. ისე მე პას...

პ.ს. ჩემი shamble :*. ყოჩაღ შენ, მაგიტიმ გვალოდინე ხო?! :))).

№9  offline მოდერი painter1

მაგას კომპლიმენტად მივიღებ :დ
არა ეს დღეები შარზე ვარ, ყველა გაფრთხილებული მყავს რომ არ დამელაპარაკონ.

პ.ს კი, მეც ხომ მინდა კითხვა ^^ თან რაღაც სულ დადებითი მუხტები მოაქვს.
მერე იმაზეც ვჩხუბობ კითხვას რომ მაწყვეტინებენ.
მოკლედ ცუდ დღეში ვარ. :((

№10 წევრი რუსკიმარუსია

ამ თავში მგონი ერთადერთი რაც არ მომეწონა ლუკას მიერ მძინარე შვილის სახლში მარტო დატოვებაა. ეგ მეორედ აღარ ქნას ამ ბიჭმა თორემ ხაზს გადავუსმევ :) ეს თინი კიდევ ძალიან აცუნდრუკებულია. ასეთი ამბავი შეემთხვა ლაშასთან და ამის შემდეგ ბედავს და შუაღამით კლუბში სასმლით "ილეწება" მემგონი მართლა ლუკას დადევს :დ
მარიამი და თორნიკე ყველაზე დალაგებულები არიან მგონი❤ მიხარია მარიამმა მამამისი, რომ ნახა. მგონია, ამის მერე დაულაგდებათ ურთიერთობა. ხოდა ამათი პატარაც მალე იქნება მგონი❤
ევა მშვიდად, რომ არ შეხვდებოდა გუგას და ნიკოს ამბავს კი ვიცოდი მაგრამ მთლად ასეთ რეაქციასაც არ ველოდი. საწყალ გუგას სიურპრიზი უნდოდა და ბოლოს ისევ ეგ გამოვიდა დამნაშავე და მაინც მას უწევს გაბრაზებული ევას შემორიგება. ახლა კიდევ როდის მოუნდება ევას გუგასთვის თქმა, რომ უყვარს❤ მალე ეტყვის ასე მგონია მე.
ანას და გუგას მეგობრობასაც უნდა შევეხო: რას წარმოვიდგენდი ეს სწერვა ანა გუგას ასე თუ "ჩაუბრატდებოდა" :დ კარგია, როცა გვერდით გყავს ვიღაც ვინც სულ მოგისმენს და რჩევას მოგცემს. ბარემ დაჩისაც შევეხოთ :დ რა მიქარა ამ ბიჭმა? ვინ ძმაკაცის და? მგონი სერიოზული საუბარი ელის ევასთან.

ნიკო მიყვარს❤
ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს როგორ დაითანხმებს გუგა ევას ბინაში გადასვლაზე.
შემდეგამდე.

№11 სტუმარი ელეე

ევას რეაქცია ზედმეტად გადაჭარბებული და უადგილო იყო...
გუგას არ მიეკითხა...
ეს თინი თავიდანვე არ მომეწონა და ამ თავის მერე კითხვა მაქვს :რა ჯიშია საერთოდ:///
მარიამი და თორნიკეღა მომწონს მარტომ...

№12  offline მოდერი painter1

რუსკიმარუსია

თავიდან რომ დადე კომენტარი უნდა მეპასუხა და მერე error რომ დაეწერა მეთქი სად გაქრაა.
გუგა რაღაც ძალიან დამთმობი გახდა და მეც არ მომწონს, ერთი წესიერად უნდა ჩავუჯდე და დავწერო. უბრალოდ რომ არ დავიგვიანო გვიან ვწერ და არეულად.
რამე ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას სადაც ისევ მოუნდება ევას თქმა და მოფიქრებულიც მაქვს უკვე. იმდენი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ დაწერა უნდა.
ჰოდა, ვეცდები შემდეგ თავში უფრო კარგად დავწერო ყველაფერი, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ^^
შემდეგამდე ❤️

ელეე
ევას რეაქცია ზედმეტად გადაჭარბებული და უადგილო იყო...
გუგას არ მიეკითხა...
ეს თინი თავიდანვე არ მომეწონა და ამ თავის მერე კითხვა მაქვს :რა ჯიშია საერთოდ:///
მარიამი და თორნიკეღა მომწონს მარტომ...

არ ვიცი რა ჯიშია, მაგრამ გადავაჯიშებ :დ
მარიამი და თირნიკე მეც მომწონს

№13 სტუმარი სტუმარი სალომე

როდის დადებ?

№14  offline მოდერი painter1

სტუმარი სალომე
როდის დადებ?

არ ვიცი ჯერ, არც დამიწყია წერა❤️

№15 წევრი რუსკიმარუსია

[quote=painter1][quote=რუსკიმარუსია]ამ თავში მგონი ერთადერთი რაც არ მომეწონა ლუკას მიერ მძინარე შვილის სახლში მარტო დატოვებაა. ეგ მეორედ აღარ ქნას ამ ბიჭმა თორემ ხაზს გადავუსმევ :) ეს თინი კიდევ ძალიან აცუნდრუკებულია. ასეთი ამბავი შეემთხვა ლაშასთან და ამის შემდეგ ბედავს და შუაღამით კლუბში სასმლით "ილეწება" მემგონი მართლა ლუკას დადევს :დ
მარიამი და თორნიკე ყველაზე დალაგებულები არიან მგონი❤ მიხარია მარიამმა მამამისი, რომ ნახა. მგონია, ამის მერე დაულაგდებათ ურთიერთობა. ხოდა ამათი პატარაც მალე იქნება მგონი❤
ევა მშვიდად, რომ არ შეხვდებოდა გუგას და ნიკოს ამბავს კი ვიცოდი მაგრამ მთლად ასეთ რეაქციასაც არ ველოდი. საწყალ გუგას სიურპრიზი უნდოდა და ბოლოს ისევ ეგ გამოვიდა დამნაშავე და მაინც მას უწევს გაბრაზებული ევას შემორიგება. ახლა კიდევ როდის მოუნდება ევას გუგასთვის თქმა, რომ უყვარს❤ მალე ეტყვის ასე მგონია მე.
ანას და გუგას მეგობრობასაც უნდა შევეხო: რას წარმოვიდგენდი ეს სწერვა ანა გუგას ასე თუ "ჩაუბრატდებოდა" :დ კარგია, როცა გვერდით გყავს ვიღაც ვინც სულ მოგისმენს და რჩევას მოგცემს. ბარემ დაჩისაც შევეხოთ :დ რა მიქარა ამ ბიჭმა? ვინ ძმაკაცის და? მგონი სერიოზული საუბარი ელის ევასთან.

ნიკო მიყვარს❤
ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს როგორ დაითანხმებს გუგა ევას ბინაში გადასვლაზე.
შემდეგამდე.[/quote]
თავიდან რომ დადე კომენტარი უნდა მეპასუხა და მერე error რომ დაეწერა მეთქი სად გაქრაა.
გუგა რაღაც ძალიან დამთმობი გახდა და მეც არ მომწონს, ერთი წესიერად უნდა ჩავუჯდე და დავწერო. უბრალოდ რომ არ დავიგვიანო გვიან ვწერ და არეულად.
რამე ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას სადაც ისევ მოუნდება ევას თქმა და მოფიქრებულიც მაქვს უკვე. იმდენი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ დაწერა უნდა.
ჰოდა, ვეცდები შემდეგ თავში უფრო კარგად დავწერო ყველაფერი, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ^^
შემდეგამდე ❤️

რა მოხდა იცი? შემთხვევით დამეჭირა და დაემატა კომენტარი :) მე კიდევ ხომ ხედავ რამდენი დავამატე მაგის მერე :) :დ

№16  offline მოდერი painter1

[quote=რუსკიმარუსია][quote=painter1][quote=რუსკიმარუსია]ამ თავში მგონი ერთადერთი რაც არ მომეწონა ლუკას მიერ მძინარე შვილის სახლში მარტო დატოვებაა. ეგ მეორედ აღარ ქნას ამ ბიჭმა თორემ ხაზს გადავუსმევ :) ეს თინი კიდევ ძალიან აცუნდრუკებულია. ასეთი ამბავი შეემთხვა ლაშასთან და ამის შემდეგ ბედავს და შუაღამით კლუბში სასმლით "ილეწება" მემგონი მართლა ლუკას დადევს :დ
მარიამი და თორნიკე ყველაზე დალაგებულები არიან მგონი❤ მიხარია მარიამმა მამამისი, რომ ნახა. მგონია, ამის მერე დაულაგდებათ ურთიერთობა. ხოდა ამათი პატარაც მალე იქნება მგონი❤
ევა მშვიდად, რომ არ შეხვდებოდა გუგას და ნიკოს ამბავს კი ვიცოდი მაგრამ მთლად ასეთ რეაქციასაც არ ველოდი. საწყალ გუგას სიურპრიზი უნდოდა და ბოლოს ისევ ეგ გამოვიდა დამნაშავე და მაინც მას უწევს გაბრაზებული ევას შემორიგება. ახლა კიდევ როდის მოუნდება ევას გუგასთვის თქმა, რომ უყვარს❤ მალე ეტყვის ასე მგონია მე.
ანას და გუგას მეგობრობასაც უნდა შევეხო: რას წარმოვიდგენდი ეს სწერვა ანა გუგას ასე თუ "ჩაუბრატდებოდა" :დ კარგია, როცა გვერდით გყავს ვიღაც ვინც სულ მოგისმენს და რჩევას მოგცემს. ბარემ დაჩისაც შევეხოთ :დ რა მიქარა ამ ბიჭმა? ვინ ძმაკაცის და? მგონი სერიოზული საუბარი ელის ევასთან.

ნიკო მიყვარს❤
ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს როგორ დაითანხმებს გუგა ევას ბინაში გადასვლაზე.
შემდეგამდე.[/quote]
თავიდან რომ დადე კომენტარი უნდა მეპასუხა და მერე error რომ დაეწერა მეთქი სად გაქრაა.
გუგა რაღაც ძალიან დამთმობი გახდა და მეც არ მომწონს, ერთი წესიერად უნდა ჩავუჯდე და დავწერო. უბრალოდ რომ არ დავიგვიანო გვიან ვწერ და არეულად.
რამე ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას სადაც ისევ მოუნდება ევას თქმა და მოფიქრებულიც მაქვს უკვე. იმდენი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ დაწერა უნდა.
ჰოდა, ვეცდები შემდეგ თავში უფრო კარგად დავწერო ყველაფერი, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ^^
შემდეგამდე ❤️

რა მოხდა იცი? შემთხვევით დამეჭირა და დაემატა კომენტარი :) მე კიდევ ხომ ხედავ რამდენი დავამატე მაგის მერე :) :დ[/quote]
კი მივხვდი ❤️

№17 სტუმარი სტუმარი eka

დღეს დადებ?

№18  offline მოდერი painter1

სტუმარი eka
დღეს დადებ?

არა დღეს ვერა.

№19 სტუმარი სტუმარი Kuku

ხვალაც არ დადებ?

№20  offline მოდერი painter1

სტუმარი Kuku
ხვალაც არ დადებ?

არ ვიცი :(

№21 სტუმარი ლიკუ

აუ მალე დადე რა ახალი თავი ძალიან გთხოოოოვ❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent