შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (20 თავი)


26-12-2019, 15:21
ავტორი naattii
ნანახია 2 094

მოუთმენლად დადიოდა თეოდორე მოსაცდელში, ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ, თითქოს მისი ტვინი მხოლოდ იმ ტკივილზე კონცერტრირდა რასაც განიცდიდა და სხვა ყველანაირ შეგრძნებაზე უარი განაცხადა. ვერ ამჩნევდა როგორ ტკიოდა ირგვლივ სხვებსაც, თითქოს საბამ ყველაზე ეგოისტ არსებად აქცია ამ ქვეყნად.
-თეოდორე_დაახლოებით სამი საათის შემდეგ გაისმა თინიას წყნარი ხმა. -მალე დაასრულებენ.
-შენ რატომ გამოხვედი? ხომ ყველაფერი კარგადაა?
-კი, კი ოპერაცია თითქმის დასრულებულია, ნაკერების დადებაღა დარჩა.
-მერე? ამას ახლა ვინმე სტუდენტი აკეთებს? რამე რომ ვერ გააკეთოს?_ავტომატურად შეეკრა წარბები და ემოციურად დაიწყო საუბარი.
-მე ზოგადი ქირურგია არ მეხება, უბრალოდ ვაკვირდებოდი, ნაკერებს ისევ ექიმი ადებს, მე მინდოდა სასიხარულო ამბავი მეცნობებინა. მას საუკეთესო ექიმი ჰყავს, მაგაზე შეგიძლია არც იდარდო, ყველაფერს აგიხსნის როცა გამოვა.
-კარგია ის თუ მაინც ამიხსნის და გამაგებინებს რამეს_წელში გაიმართა ბიჭი და თითქოს ორი თავით ამაღლდა ისე ჩანდა კიდევ უფრო დაპატარავებულ თინიასთან.
-თეოდორე .........
-ახლა არა, ამ წუთას საბას გარდა საქმე არ მაქვს, ახლა ვერ ვიფიქრებ_მაშინვე შეაწყვეტინა ქალს საუბარი და საბას ექიმის მოლოდინში ისევ მოსაცდელს დაუბრუნდა.
ლოდინი დიდხანს აღარ დაჭირვებია, დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა თეთრ ხალათიანი და დეტალურად აუხსნა ძმის მდგომარეობა და წარმატებული ოპერაცია. როგორც იქნა ბედნიერად გაეღიმა თეოდორეს და აღელვებულმა სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი.
-როდის შევძლებ ნახვას?
-ჯერ რეანიმაციაშია და თინია ექიმი გააკონტროლებს მის მდგომარეობას, რამდენიმე საათი დავაკვირდებით, პრობლემა რომ აღარ გამოჩნდება და გამოფხიზლებას დაიწყებს პალატაშიც გადავიყვანთ და ნახვაც შეგეძლებათ_თავი დაუკრა ექიმმა და ყურებამდე გაღიმებული ბიჭი დატოვა დერეფანში. ახლა, როცა საბას დაკარგვის შიში აღარ ქონდა, ავტომატურად შემოუშვა ტვინმა სხვა პრობლემები და გულნატკენმა ლამის დაიღმუვლა იმედგაცრუებისგან.
რამდენიმე საათში აცნობეს საბას პალატაში გადაყვანის შესახებ და თხოვეს სანამ ბიჭი გონს მოვიდოდა მისი ნივთები მოეტანა. მაშინვე გაიქცა სახლისკენ და ეზოში შესულმა დაცვასაც მისცა ახალი მითითებები. დაუფიქრებლად ჩაიარა დერეფანი და საბას ოთახში შეიჭრა ჩანთის მოსამზადებლად. აჩქარებით მოძებნა საჭირო ნივთები, თითქმის ბოლომდე გაავსო ჩანთა, ბოლოს კი საკმაოდ გადაღლილი და ნანერვიულები ძმის საწოლზე ჩამოჯდა და ბოლოსდაბოლოს უფლება მისცა ფიქრებს მის გონებას დაპატრონებოდნენ.
თინიასგან მსგავს საქციელს არ ელოდა, ის ხომ ყოველდღიურად ცდილობს ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს? ასე ერთი ხელის მოსმით როგორ გაწირა ათასობით ადამიანი? კარგი ვთქვათ თეოდორესთვის, მაგრამ ეს სიყვარულია? როცა მზად ხარ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად მთელი სამყარო გასწირო, სიყვარულია? ასეთი სიყვარულის თეოდორეს არ სწამს, ეს ამოჩემება, ავადმყოფობა, ან ვერ გაუგია რა გღზნობა შეიძლება იყოს. არა, ამ წამს ასე ფხიზელი გონება არ შეუძლია, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, სამზარეულოსკენ წავიდა და წარუმატებლად ეცადა თინიას ოთახისთვის თვალი აერიდებინა, ქალის სურნელი თითქოს მთელ სახლში იდგა უკვე, თანაც ისეთი სურნელი, მის გარეშე რომ არსებობა გაგიჭირდება.
დიდ მუცლიან ჭიქაში დაისხა სასმელი და დაუფიქრებლად, სულ მოუთქმელად დაცალა. იგრძნო როგორ შეახურა, ვენაში როგორ გაჯდა სისხლთან ერთად და სიამოვნების ტალღაც იგრძნო. მეორეც დაისხა, უკვე პირთან მიტანილის დალევას აპირებდა, ჩუმი ხმები რომ მოესმა შემოსასვლელიდან, მაშინვე დადო ჭიქა და ყველაფრის შესამოწმებლად გავიდა, წინ უცნაური სურათი რომ დახვდა. ჩანთით ხელში ცდილობდა თინია ფეხსაცმელი ჩაეცვა და სახლიდან გასულიყო. იგრძნო თეოდორემ როგორ შენელდა მისი გულისცემა ქალის დანახვისას, ისევ როგორ უნდოდა მოხვეოდა და არასდროს გაეშვა, გულში ჩაემალა და დაეცვა, თუმცა უკვე ბევრი მაგრამ იყო დაგროვილი და მათ ვერსად გააქრობდა.
-მიდიხარ?_თავადაც ეუცნაურა ბიჭს საკუთარი ხმა.
-მივდივარ_წელში გასწორდა თინიაც და ყველანაირად ეცადა აცრემლებული თვალები დაემალა.
-რამაზი ჯერ კიდევ გაქცეულია, არავინ იცის რას მოიმოქმედებს, შეგეძლო დარჩენილიყავი_თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ამბობდა თეოდორე და თინიას გულიც ორმაგად ვარდებოდა გამოუვალ მდგომარეობაში.
-არამგონია გვინდოდეს ერთმანეთის უხერხულობაში ჩაყენება, სანამ მზად არ იქნები მომისმინო, ჯობია თუ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით_ამოიოხრა ექიმმა.
-მე უბრალოდ არ მესმის თინი, ვერ ვგებულობ, შენმა გულმა როგორ დაუშვა ამდენი ადამიანის საფრთხეში ჩაგდება?
-მე ........_თითქოს ცეცხლი მოეკიდა ქალს კაცის დაძახებულ თინიზე.
-ახლა მეტყვი შენს გამოო, რა ჩემს გამო? უნდა აგვეფეთქებინა მთელი სოფლები? შენ ცოცხალს დაგტოვებდნენ? შენი აზრით როგორ ვიგრძნობდი თავს როცა გავიგებდი, რომ ჩემს გამო ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკვდებოდა და პირველ რიგში შენ, ან გავგიჟდებოდი, ანგავლოთდებოდი, ან მეც უკან გამოგყვებოდით, როგორ დაუშვი რომ ეს მენდომებოდა?
-მე მხოლოდ .....
-არა თინი გთხოვ, სიყვარულს არ დააბრალო, თუ ჩემი სიყვარულის გამო ამხელა მსხვეპლზე ხარ წამსვლელი და შეგიძლია ყველაფერი გაანადგურო ირგვლივ ოღონდ მე ვიცოცხლო და არააქ მნიშვნელობა როგორ გარემოში ვიქნები, არ მინდა, ასეთი ეგოისტური სიყვარული არ მინდა. მე სწორედ ის სიყვარული მინდა, რომლითაც დავიწყეთ, ის წმინდა, არავისზე დამოკიდებული უმშვენიერესი გრძნბა, მინდა და არა ეს გაუბედურებული, ნარჩენებისგან დატოვებული ამოჩემება.
-ალბათ მართალი ხარ_მწარედ გაეღიმა თინიას, -ვერც მე ვიცანი იმ წამს საკუთარი თავი, როცა მზად იქნები ვისაუბროთ, იცი სადაც უნდა მიპოვო_კარისკენ შეტრიალდა და უნდა გასულიყო, სამზარეულოსკენ გაბრუნებული თეოდორე რომ გააშეშა.
-უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ, პირველი მამაკაცი ხარ, რომელმაც შეძლო ჩემში ეს გრძნობა გაეღვიძებინა და ყველაფრის მიუხედავად არაფერს ვნანობ, არც ერთ შენთან გატარებულ წამს. მიხარია, რომ გაგიცანი, ეს ყველაფერი მასწავლე და ის დიადი გრძნობა გამომაცდევინე, რომელზეც მხოლოდ წიგნების კითხვისას ვოცნებობდი. მომენატრები_ცრემლი მოიწმინდა ბოლო სიტყვის თქმისას და უჩუმრად დატოვა სახლი. მაშინვე ჩაჯდა მზად მყოფ მანქანაში და რამდენიმე წამში დატოვა სახლი.
გაქვავებული იდგა თეოდორე სახლში, ღრიალით მიალეწა ჭიქა კედელზე და მკვეთრად მობრუნდა, ეს ქალი უყვარდა, მთელი გულით, გონებით, სხეულით უყვარდა და უნდოდა. სურდა მთელი ცხოვრება გვერდით ყოლოდა და არც კი გახსენებოდა თუ რამე ჩაედინათ მანამდე. მკვეთრად მოტრიალდა, ცარიელი სახლი არ შეიმჩნია და გარეთ გასასვლელი კარები გამოაღო ფართოდ:
-თინიააა, თინია სად ხარ_ბოლო ხმაზე ყვიროდა ფეხშიშველი შუა ეზოში მდგომი, თუმცა ამაოდ, სახლი დაცარიელებულიყო და ქალი უკვალოდ გამქრალიყო თვალთახედვიდან.


საშინელმა წყურვილის გრძნობამ გამოაფხიზლა საბა, მთელი პირი გამოშრობოდა და იმასაც ატყობდა როგორ ქონდა დახეთქილი ტუჩები. ხელში რაღაც დაემაგრებინათ, მთელი სხეული მოშვებული და თავი გაბრუებული ქონდა. ძლივს აიძულა თავი გამოფხიზლებულიყო, თუმცა როგორც კი თავთან მდგომი დაინახა, წამში ააფახუნა თვალები ენერგიულად.
-ღმერთო არ დამსიზმრებია_ბედნიერმა დახუჭა თვალი და ამოილაპარაკა.
-რა კარგი გონს მოხვედით, რამე ხომ არ გნებავთ? ცუდად ხომ არ ხართ_მისკენ გადმოიხარა ნათია და საკმაოდ მიმზიდველი მკერდი დაანახა საბას.
-თქვენ დანახვაზე თუ ვინმე ცუდად გახდება და მის ჯანს რა ვუთხარი_ღიმილი გაეპარა საბას ტუჩის კუთხეში.
-ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხართ, ეს უკვე კარგია, რამეს უჩივით? ტკივილები ხომ არ გაქვთ?
-რომც მქონდეს, დარწმუნებული ვარ თქვენ ანგელოზი ხართ და წამში მომირჩენთ.
-თუ შეიძლება სერიოზულად მიპასუხეთ, გამოღვიძებისას შეგრძნებები უნდა ჩავწერო._აშკარად არ მოწონდა ეს თამაში ნათიას.
-შენელებული გულისცემა, აფორიაქებული გონება, გაბნეული აზრები და მსგავსი შეყვარებული ადამიანის სიმპტომები. ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ ქალბატონო ნათია?_ხალათზე დამაგრებულ ბარათს დახედა საბამ და მაცდური მზერის მოშველიებით გადახედა წარბ აწეულ ქალს.
-ღმერთო ჩემო, ასე აწონებთ თავს გოგონებს? ჯერ კიდევ მოქმედებს მსგავსი 18 საუკუნის მიდგომა? რაღა გიჭირთ. რადგან ჩემთან მუშაობა არ შეგიძლიათ, სხვა ექთანს გამოვიძახებ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ_წარბ აწევით მოშორდა ბიჭის საწოლს, ფურცლები მაგიდაზე დატოვა და კარისკენ წავიდა.
-არა, არა არ წახვიდეთ რა, მარტო არ დამტოვოთ, ჩემი ანგელოზი მიდის, ვინმემ მოაბრუნეთ, ნომერი მაინც გამიგეთ, არც გვარი ვიცი, ხალხი არა ხართ? ვინმემ გაიღეთ მოწყალება, თინიაა, სარძლოვ შენ მაინც მიშველე_რაც შეეძლო ხმამაღლა იძახდა საბა, თუმცა მისი პალატა ნათიას უკვე დაეტოვებინა.


-სად წავიდეთ?_მხიარული ხმა ქონდა გიორგის და ბედნიერი შეჰყურებდა შეყვარებულის სახეს. ხანდახან ვერც იჯერებდა ასე რომ გაუმართლა და ასეთი კარგი ადამიანი და არაჩვეულებრივი ქალი რომ იპოვა.
-სადაც გინდა, ოღონდ იცოდა ბევრ ჩახუტებას მოგთხოვ_თითი დაუქნია სერიოზული სახით ანამ, თუმცა დიდხანს ვერ გაუძლო და მალევე აუტყდა სიცილი.
-და მერე კიდე შენ ხარ უფროსი, სინამდვილეში ჩემი პატარა გოგო ხარ შენ_სხარტად გადაიწია ანასკენ და სანამ შუქნიშანთან მწვანეს ანთებას უცდიდნენ ღიმილით აკოცა ჩაჩხვლეტილ ლოყაზე.
-იცი, რამდენი ხანია მინდა რაღაც თემაზე დაგელაპარაკო_ნერვიულად აათამაშა თითები საჭეზე და ცნობისმოყვარედ მომზირალ ანას თვალი აარიდა, -იცი რა, დავიღალე ასე წინ და უკან სიარულით, დღეში ერთი საათით გამოქცევით, რომ მონატრება ჩავიხშო, ასე აღარ მინდა_ერთიანად მიაყარა და იგრძნო როგორ დაიძაბა ანა.
-უფრო მეტი მინდა გესმის? მინდა სულ ერთად ვიყოთ, სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში მხვდებოდე, მინდა ვახშმობისას მიყვებოდე როგორ მოგიშალეს ჩემნაირმა ვირმა სტუდენტებმა ნერვები, მინდა ერთად ვიყოთ. რას იტყვი? მზად ხარ? მზად ხარ ჯვარი დავიწეროთ?_ანერვიულებული ატარებდა მანქანას და კიკვიძის ბაღთან გავლილი საკუთარ თავს ეჩხუბებოდა, რამ აატეხინა ასეთი საუბარი სიარულის დროს.
-ვაიმე, მანქანა გააჩერე_წამიერად შეკივლა ანამ.
-ან, ვიცი უცაბედი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ...
-გიორგი სერიოზულად გეუბნები, ახლავე გააჩერე, თორემ აქვე გადავხტები_მართლაც წაიღო ხელი კარის გამღებისკენ.
-ასეთ რეაქციასაც არ ველოდი, კარგი, ნუ თუ არ გინდა ...
-გიორგი, ნუ სულელეობ, ჩვენ რა შუარში ვართ, იქ თინია ზის და ცუდადაა_ბაღისკენ მიუთითა ხელით და მიუხედავად მომზადებისა მაინც შეხტა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა გიორგიმ.
-ახლავე, როგორ ვერ დავინახე_მკვეთრათ მოუხვია და პირდაპირ ბაღთან გააჩერა მანქანა.
-წყალი მოგვიტანე_მხოლოდ ეს გამოსძახა ანამ და უკვე სახეწაშლილ თინიასთან გარბოდა მთელი სიჩქარით. ისე იჯდა ექიმი სკამზე და სახე ისე გაყინვოდა, ვერავინ მიხვდებოდა რა ემოციას განიცდიდა იმ წუთას.



№1  offline წევრი sofo_sofia 13

ღმერთო რა დაძაბულობაა გავაფრენ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი რ აგავაკეთო საბა ძალიან სასაცილოა :დდდ თეოდორეს ძალიან მცდარი დასკვნები აქვს გამოტანილი და ძალიან მწყდება გული, რომ ეგონა თინიას სხვების სიცოცხლეს გაწირავდა მის სანაცვლოდ :( იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

თინია და თეოდორე კი მეწყინა მაგრაააააააამ აუ ძაან საყვარელია შეყვარებული საბა.. ვიხალისებთ ვგონებ ^-^ მინდა მე მეტი საბააა ^-^

 


თინიას და თეოდორეს ამბავი მეწყინა :( ვიცოდი თინია ბათუმის შემდეგ სახლიდან რომ წავიდოდა და დაახლოებით ისეთი რამ მოხდებოდა რაც ახლა ხდება, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები მომხდარს :( ორივეს მდგომარეობა რთულია და დროზე თუ არ შერიგდნენ და თეოდორემ არ მოუსმინა თინის, ვიცი ეს გოგო კარგს არაფერს იზამს :(
ამათი ამბავი შეყვარებული საბას ამბავმა ცოტა გადაახალისა ❤ ეს ბიჭი აქამდეც გიჟი იყო და ახლა სულ აცერცეტდა❤
გელოდები❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა მაგრამ დავიძაბე, ასეთი დაძაბულობასას არ მოველოდი ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent