ცრემლების პრინცესა +18 (მეათე თავი)
- მართლა გინდა ეს? ვიცი ამას არ უნდა ვკითხულობდე, მაგრამ... არ შემიძლია სხვაგვარად. არ მინდა მომენტით ვისარგებლო... არ მინდა მერე ინანო, გესმის? ჩემ თავს ვერასდრის ვაპატიებ ეს ნაბიჯი რომ ოდესმე ინანო. ალბათ ჭკუიდან გადავალ ახლა რომ არ მოგეფერო, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა და გეფიცები, გავჩერდები. - ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ იმას რაც მინდა.... და არასოდეს ვინანებ ამას. არასოდეს. ამის თქმა იყო და გუგა ისევ მის ბაგეებს დასწვდა. კოცნით დაუფარა ყელი, მ*ერდი, მთელი სხეული. თითებს უმისამართოდ დაასრიალებდა თათიას სხეულზე. სიჩუმეს მისი ჩუმი კვნესა არღვებდა. მთლად გააბრუა გუგამ ალერსით. თათიამ წამიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც გუგას თითების შეხებამ მ*ერდზე გადაავიწყა. მალე მთლიანად მოეშვა გუგა და შეჩერდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა, გვერდით მიუწვა თათიას, ხელები მჭიდროდ მოხვია და მიიხუტა. - ჩემი პრინცესა ხარ შენ... ჩემი ღამის პრინცესა.... პატარა ანგელოზი. ჩემი ტკბილი გოგო.. ცრემლები მოაწვა თათიას, მაგრამ ახლა რომ ეტირა, იცოდა გუგას ეგონებოდა რომ ნანობსო და რას იზამდა არ იცოდა.რაღაც მოიფიქრა. - გუგაა. - დაიჩურჩულა. - რაო ჩემო პატარა, კარგად ხარ? - კარგად ვარ... უბრალოდ... უბრალოდ ცრემლებს გადმოსვლა უნდათ და.... და არ გეგონოს იმიტო ვიტირებ, რომ... ვნანობ. - აბა? - უბრალოდ მიხარია... მიხარია რომ ეს შევძელი... რომ შენ... შენ ხარ პირველი... რომ ის გავაკეთე, რაც მინდოდა... - იტირე. თუ ეს თავს კარგად გაგრძნობინებს იტირე. ჩემი სულელი გოგო. ჩემი მტირალა... თათიამ ცრემლებს გასაქანი მისცა. თან მაგრად ეხუტებოდა გუგას. გუგა თმაზე ეფერებოდა. მერე თათია გუგას მოშორდა და ბალიშზე გადაწვა. გუგა ხარბად დააცქერდა მის მ*ერდს. ვერ მოითმინა და და თითები ჩამოუსვა. თათია აილეწა. შერცხვა. გაწითლდა. იგრძნო გუგამ. გაეცინა. გადასაფარებელს დასწვდა და მიაფარა.. - რა ბოთე მყავხარ... წეღან არ გეფერებოდი? ეხლა რას მიმალავ. - კარგი რაა. - უარესად შერცხვა თათიას და ზურგი აქცია. გუგამ.მისკემ მიიწია და ზურგიდან ჩაიხუტა. - ასე ვიყოთ კარგი? - კარგი... გიჟდებოდა გუგა ამ.მომენტზე. ცხვირს თათიას თმაში ყოფდა და ნეტარებას განიცდიდა. დიდხანს იყვნენ ასე. შემდეგ თათიამ წამოდგომა სცადა. - რა ხდება?- შეაჩერა გუგამ. - ადგომა მინდა. - რატო? კარგად ხარ? გტკივა რამე? - კარგად ვარ, კარგად. უბრალოდ ადგომა მინდა. - ძალიან გატკინე? მაპატიე რაა. აარ მინდოდა. ძალიან ვეცადე მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო.- გულწრფელად შეაწუხდა გუგა. - მართლა ყველაფერი რიგზე. კარგად ვარ. უბრალოდ აბაზანაში შევალ. დამშვიდდი. - კარგი. რამე ხოარ გჭირდება. - არაფერი, მოვალ მალე. - კარგი. - გუგამ ხალათი მიაწოდა. თათია გავიდა ანაზანაში. მალე დაბრუნდა. გუგას მაისური გადაიცვა ისევ და მიეხუტა. - გუგა. - გისმენ თათი. - რაღაც მინდა გთხოვო. - გისმენ.ჩემო პრინცესა. - პირველ რიგში ის მინდა იცოდე, რომ არასოდეს ვინანებ იმას რაც მოხდა. პირველად მოვიქეცი ისე, როგორც მინდოდა.... ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არ მიფიქრია. -მერე. - არ მინდა ეს რამე ოდესმე გამახსენო.... გუგა ყველაფერს ელოდა, ამის გარდა. - კი მაგრამ, რატომ.... გგონია... - არა, მოიცადე. - შეაწყვეტინა ტათიამ. - ჩემი და შენი სიტუაცია სხვა არის... მე ალბათ სირცხვილით მოვკვდები, ამ ღამეზე რომ რამე მიმანიშნო. არ ვნანობ, მაგრამ ალბათ მთლად სწორიც არ არის. არ მინდა ამაზე ფიქრი. ახლა ასე მგონია, ქუჩაში რომ გავიდე შუბლზე მეწერება რაც მოხდა.... არ შემიძლია... ან შენებს როგორ უნდა შევხედო თვალებში. - თათიას ტირილი მოერია. - ორონდ არ იტირო რა. - შეევედრა გუგა. - არავის წინაშე ხარ ვალდებული, ვინმეს რამე აუხსნა. გინდაც არ დამალო და თქვა. ეს შენი ცხოვრებაა და არვის აქვს უფლება მასში ჩაერიოს და რამე მიგითითოს. ზრდასრული ადამიანი ხარ და ისე მოიქცევი, როგორც გსურს. - ეგ მესმის... მაგრამ მე არ შემიძლია, გთხოვ... არ შემიძლია. მოვკვდები ეს რომ ვინმემ გაიგოს. - ცრემლები წამოსცვივდა თათიას. - ნუ ტირი რაა. გპირდები ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ოღონდ ნუ ტირი, კარგი? - და არც შენ გამახსენებ! - კარგი, რაა, აბა ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა? - ხო. - თათია, რას მთხოვ ხვდები? - ვიცი რასაც გთხოვ... მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ლექციიდან გამოსულს რომ რამე გამახსენო ან მიმანიშნო, წარმოგიდგენია რა დამემართება? -ტირილი დაიწყო თათიამ. - ღმერთო ჩემო, რა გატირებს. კარგი, გპირდები, არაფერს გაგახსენებ. არაფერს გეტყვი. დამშვიდდი ეხლა. მოდი ჩემთან. - მიიხუტა გულზე. - რა სულელი ხარ იცი? რის გამო ტირიხარ? ის რაც მოხდა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და შენ მთხოვ მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ასე მარტივია? - მარტივი რომ არა იმიტო გთხოვ. მოვკვდები, გესმის? - კარგი, დამშვიდდი. ნუღარ ფიქრობ ამაზე. - გუგა იცოდე შენ მე დამპირდი! - ერთი პირობით.... - რა პირობით? - დაფრთხა თათია. - ხვალ შაბათია და არსად გაგიშვებ. აქ იქნები, ჩემთან. მთელი დრე... და ღამე... - და რასაც დამპირდი შეასრულებ? გუგამ ამოიოხრა. - კარგი. შევასრულებ. არ გაგახსენებ. მაგრამ იმას ვერ დაგპირდები, არასოდეს განმეორდებათქო. ეს იცოდე. თათიას ხმა არ ამოუღია. გუგამ თათიას დუმილი თანხმობად ჩათვალა. - რამე ხომ არ გჭირდება? მითხარი კარგი? - არაფერი გუგა. - არ მოგერიდოს კაი? აქ ქალის პირადი ჰიგიენის ნივთები არ მაქვს, მაგრამ თუ რამე გინდა დაბლა 24 საათიანი აფთიაქია და ჩავალ, ვიყიდი. თათიამ ყელში აკოცა. - არ მინდა არაფერი. რაც საჭიროა მაქვს. რომ არ მქონდეს გეტყვი. დავიძინოთ ახლა, კარგი? - კარგი ღამის პრინცესა. დავიძინოთ. ტკბილი ძილი. უფრო მეტად ჩაიხუტა და მალე ჩაეძინა ორივეს. დილით ჯერ გუგას გაეღვიძა. არ მოძრაობდა, არ უნდოდა თათია გაეღვიძებინა. თათიასაც მალე გამოეღვიძა. გვერდი იცვალა და დაიკვნესა. გუგა შეშფოთდა. - კარგად ხარ? - კი. - ძლივს ამოიღო ხმა თათიამ. - რა კი, რატო მატყუებ. ცუდად ხარ? რამე გინდა? როგორ გიშველო? რა გავაკეთო? თათიას გაეცინა. - რა სასაცილო ხარ. არაფერია, გამივლის. - ექიმს დავურეკო? - ვაიმე. გუგა, გეყოფა. რა უნდა უთხრა, პირველი მამაკაცი ვიყავი მისთვის და რა ვუშველოვო? - თუნდაც... - ეხლა შენ ხარ სულელი... გამაყუჩებელი მიშველის. გუგა მაშინვე წამოდგა. ორ წუთში შხაპს მივიღებ და ჩავალ აფთიაქში. შენ იწექი. არ ადგე. სიამოვნებდა თათიას გუგას მზრუნველობა. არ იცოდა მერე რა იქნებოდა, მაგრამ ახლა რომ თავს ბედნიერად გრძნობდა, ეს იცოდა მხოლოდ. გუგას წასვლის შემდეგ თვითონაც ადგა. წყალი გადაივლო. გუგას ამოსვლამდე ყავაც მოამზადა. გუგამ რომ დაინახა თათია ფეხზე იყო, გაუბრაზდა რატო ადექიო. - აბა მთელი დღე ხომ არ ვიწვები. - შენ წარმოიდგინე არ ვარ წინააღმდეგი. - თვალი ჩაუკრა გუგამ. - გუგაა, დედაშენი რომ მოვიდეს? ან გვანცა? ან ვინმე მეზობელი? - რა მოხდა მერე სტუმარი მყავსთქო ვიტყვი. არ შეძლება? - კი, როგორ არა, უბრალოდ სტუმარი, რომელსაც შენი მაისური და ხალათი აცვია.... და 5 ზომით დიდი ჩუსტები. - ფეხებზე დაიხედა თათიამ და სიცილი აუტყდა. გუგასაც გაეცინა. - გავალ შენთან, გასაღები მომეცი და წამოგიღებ რაც გინდა. - არა რა საჭიროა. ჩემი ტანსაცმელი გაშრებოდა. - ხო, მაგრამ გაითვალისწინე არც ამაღამ გიშვებ არსად. ასე რომ მოგიწევს ჩემი მაისურით სიარული დედაჩემის წინ. - რა ა? დედაშენის? მოდის? გუგაა, ეხლა რა ვქნათ. გუგას გაეცინა. - არაფერი უთქვამს თამრიკოს მარა ხო შეილება მოვიდეს. რას იტყვის მერე. წვიმაც არაა დღეს რომ წვიმას დავაბრალოთ. - რა ვქნათ აბა? - გავალ მართლა და გამოგიტან რაც გინდა. შენც წაგიყვანდი, მაგრამ ვაი და მერე სახლში დარჩენა მოგინდეს.... - არ დავრჩები. გპირდები. გავიდეთ და მალე გამოვიდეთ. - კარგი, მაგრამ ჯერ ვჭამოთ. ისაუზმეს. თათია თავს თავისუფლად გრძნობდა და გუგას ეს მოსწონდა. საუზმის მერე გავიდნენ თათიასთან. საჭირო რაღაცეები აიღო თათიამ და ისევ გუგასთან სახლში დაბრუნდენ. - არ გინდა რამე მოვამზადო საჭმელი? - არა. რომ მომშივდება შენ შეგჭამ და მე დავნაყრდები. - რა სასაცილოააა. მე მშია ისევ. იმედია არ აპირებ შიმშილით მომკლა. - რას შეჭამდი ახლა მითხარი და გავაჩენ გპირდები. თათია დაფიქრდა... - ტოლმა მინდა. - ოჰოოოო. ვერ შეგპირდები მოგიმზადებთქო, მაგრამ... დავრეკავ სადმე და შევუკვეთავ. - შეკვეთილი არ მინდა. სახლში გაკეთებული მინდა მე. - ენა გამოუყო თათიამ. - ახლა კომბოსტოს ვერ გაგითუთქავ მე და შენ თუ იზამ მაგას, ფარშს ვიყიდი სადმე. - აუ აღარ მინდა შემეშვი. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. თათია შეცბა. - დამშვიდდი, ტანასცმელი შენი გაცვია, არავინ არაფერს იეჭვებს. - ნეტა ვინაა? - მივალ და ვნახავ. - გუგა კართან მივიდა და სათვალთვალოდან გაიხედა. დედამისი იყო. ისევ თათიასთან დაბრუნდა. - პანიკაში არ ჩავარდე. დედაჩემია. - რა ა? არ არსებობს... ახლა რა ვქნათ. მოიფიქრე რამე. გუგა რა გავაკეთო? რომ დავიმალო ოთახში? - ნუ სულელობ. იქ რომ შემოვიდეს რას ეტყვი... დავიმალეო? - რა ვქნა აბა? - მიდი კარი შენ გაუღე. - თათიას პანიკა ართობდა გუგას. - გინდა მოვკვდე ხო? - მაშინ გადი მისაღებში და დამშვიდდი. თაროზე წიგნები რომ აწყვია, ორი ან სამი ჩამოიღე და მაგიდაზე დააწყვე. თათია ვერ მიხვდა ეს რატო უთრა გუგამ მაგრამ მაინც გააკეთა. გუგამ კარი გააღო. - დედიიი, რამ გაგახსენა ჩემი თავი?რა დატვირთული მოხვედი, მშვიდობაა? - მშვიდობაა, მშვიდობა. სამი დღით სოფელში მივდივართ და საჭმელი მოგიტანე. თამარი სამზარეულოში გავიდა, ჩანთები იქ დააწყო და მერე მისაღებში გუგას გაყვა. თათიას დანახვა ისე გაუხარდა, თითქოს საუკუნეა არ ენახა. - ეს ვინ ყოფილა აქ... როგორ ხარ შვილო? როგორ გამიხარდა რომ გნახე. - მადლობა დიდი, კარგად ვარ. თქვენ როგორ ბრძანდებით? - არამიშავს მეც. რა კარგია აქ რომ ხარ. ისე ჩემთანაც უნდა გამოხვიდე ხოლმე, ხომ დამპირდი. თათია აწითლდა, არ იცოდა როგორ აეხსნა მისი იქ ყოფნა. გუგამ იხსნა. - რაღაც პროექტზე ვმუსაობთ, უნივერსიტეტის. სამუშაო დღეებში არ სცალია და დღეს ჩემთან გადავწყვიტეთ მუშაობა. თათიამ ამოისუნთქა. - შაბათს მაინც მოასვენეთ ეს გოგო კაცო. გუგა, ხო ხედავ მარტო ვერ მოდის ჩემთან, ხანდახან მოკიდე ხელი და მოიყვანე. შენც გნახავ და ამასაც. - კარგი დედა, გპირდები რომ მოვალ და მოვიყვან თათიასაც. - ისე სოფელში ხომ არ წამოხვიდოდით? ცოტას დაისვენებდა თათიაც, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავს. - არა, რას ამბობთ, არ შემიძლია. - თქვა თათიამ და მუდარის თვალებით შეხედა გუგას. - ეხლა საქმე გვაქვს დედა, მაგრამ გპირდები, ერთხელ დავითანხმებ და წავიდეთ. - კარგი იქნება შვილო. გვანცაც მეუბნებოდა ამის წინ, მეც წამოვალო და თათიაც დავპატიჟოთო. - კარგი დე, ერთხელ მოვაწყოთ გასეირნება. - წავედი შვილო, თემური მელოდება დაბლა მანქანაში. უცებ ჩამოვალთქო და დავრჩი. საჭმელი მოვიტანე,მშივრები არ იყოთ. - რა მომიტანე? - ტოლმა გავაკეთე შვილო და ნიგვზიანი ბადრიჯანი. თათიას და გუგას გაეცინათ. - რაზე იცინით თქვე მაიმუნებო, რა ვთქვი ასეთი. - რა და, თათიამ ინატრა წეღან ტოლმას შევჭამდიო და... - მართლა შვილო? ეხლა უფრო გამიხარდა აქ რომ დამხვდი. გაგიშლით ახლა მაგიდას. - არა რას ამბობთ, რა სუფრას. - შეწუხდა თათია. - რა გინდა თამარ, სიძემ დაგტოვოს და მარტო წავიდეს სოფელში? - უი ეგ დამავიწყდა შვილო. თათია, გეხვეწები ისე არ წახვიდე, რომ არ ჭამო. გუგა, არ გაუშვა იცოდე. - არ გავუშვებ.... ამაღამ აქ დავტოვებ.... _ თათიას ფერი დაეკარგა. - სანამ არ შეჭამს. დაამატა გუგამ. - კარგით შვილო, წავედი მე და თათია, გელოდები იცოდე. - კარგით, გესტუმრებით აუცილებლად. თამარი წავიდა და თათიამ შვებით ამოისუნთქა. - დამშვიდდი? - ჰკითხა გუგამ. - ისე ვინერვიულე, ისე რომ... - ცრემლები მოერია თათიას. - სულელო, ახლა მაინც რა გატირებს... - მივიდა და ჩაიხუტა. - ახლა ასმაგად მრცხვენია. - თვალები დახუჭა თათიამ. გუგა ტუჩებზე დასწვდა და დიდხანს კოცნიდა. - ვგიჟდები შენს გაბუსხულ ტუცებზე. რამდენჯერაც აზე იზამ, იმდენჯერ გაკოცებ. თათიამ ისევ გაბუსხა ტუჩები. - მიწვევ არა? - ხელში აიტაცა გუგამ და საძინებელში გაიყვანა. საწოლზე მიაწვინა. თათია ცდილობდა გასხლტომოდა, მაგრამ გუგას სად გაექცეოდა. ხელები გაუკავა და ტუჩებზე დააცხრა. ვნების ბურანში გაეხვია თათია. ტუჩები დაუკოცნა, ყელი, სწრაფად გადააძრო მაისური, ლიფის ბრეტელი გადაუწია და მ*ერდს შეახო ცხელი ტუჩები. თათია გააგიჟა ამ ქმედებამ. როცა შარვალს დასწვდა გუგა გასახსნელად, მაშინ გამოერკვა თათია. - არ გინდა, გთხოვ... - გუგას გაუჭრდა შეჩერება, მაგრამ მოერია თავს. გვერძე გადაწვა და ამოიოხრა. გააცნობიერა თათიამ რამდენად უჭირდა გუგას შეჩერება. - მაპატიე, გთხოვ. - ამოთქვა და ტირილი დაიწყო. - მაპატიე. - რა გატირებს ბოთე, მოდი ჩემთან. - შეცბა გუგა. თვითონ მიიწია და ჩაიხუტა. - რის გამო ტირი ახლა? კარგი რაა. ყველაფერზე ტირილი შეიძლება? - ხო, მაგრამ... შენ... შენ... - სულელო, ამაზე ნუ ტირი. -მაგრამ... შენ... შენ... გინდოდა.... - მე მხოლოდ მაშინ მინდა, შენც როცა გენდომება, გაიგე? ამაზე ნუ ფიქრობ... უბრალოდ შენმა მკერდმა შემიყვანა შეცდომაში. სულ ესაა. ახლა დავმალოთ და მორჩა. თათია უარესად გაწითლადა. - ჩემი მორცხვი გოგო. როდის უნდა შეეგუო, რომ შიშველს გნახავ ხოლმე. - არასდროს. - თქვა და გვერდი იცვალა თათიამ. გუგა ზურგიდან მიეხუტა. - იცი რა საყვარელი ხარ, როცა ასე მორცხვობ? არაუშავს, ცოტახანს გაგიჭირდება. მერე მიეჩვევი. - მერე აღარ იქნება გუგა. - რატო ვითომ... არ მოგეწონა ჩემი მოფერება? - ეგ რა შუაშია. - აბა რა არის შუაში. - სწორედ ის, რომ საშინლად მომეწონა. ამ პასუხზე გუგას გაეცინა. - ჩემი ბოთე... ჯერ სად ხარ... ახლა ისე ვერ იგრძენი... მაგრამ მომავალში უკეთესი იქნება. - არავითარი მომავალი არ იქნება. - რა იყო აბა, პირობა დადე ქალიშვილობა გუგას უნდა ჩავაბარო და მერე კაცს არ გავეკარებიო? - ხო, ზუსტად მასე, მარა კაცს კიარა გუგას არ გავეკარებითქო ასეთი პირობა დავდე. გუგას ხმამაღლა გაეცინა. - არავის გაიკარებ შენ... ჩემს გარდა... ეს ზუსტად ვიცი... - გეგონოს... - არ მგონია. 100% ვარ დარწმუნებული. გგონია ამ დროში სათანადოდ ვერ გაგიცანი? შენ ამ ქვეყნად ყველაზე თავმდაბალი, მოსიყვარულე, თბილი და ერთგული ადამიანი ხარ. არასოდეს არავის რომ არ აწყენინებს. არავის ზედმეტს რომ არ გაუბედავს. - და ეგ რას ცვლის. - იმას, რომ არავის მიუშვებ შენთან ახლოს... - თუ ასეა, შენ რატომ მიგიშვი. - არ ვიცი. ვფიქრობ ბევრმა სცადა, მაგრამ არ გაუმართლათ იმათ. ალბათ შენი დამოკიდებულებაც ერთმა წუთმა განაპირობა. სწორედ იმ ერთ წუთში გჭირდებოდა ვიღაც და მე აღმოვჩნდი. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი... მაგრამ ერთი რამ ვიცი და ეს შენც იცოდე: არასოდეს, არავის მივცემ იმის უფლებას რომ გაწყენინოს ან გული გატკინოს. არავის ვაპატიებ შენს წყენას, შეიძლება დაუფიქრებლად კიარა დაფიქრებულადაც კი მოვკლა. - მაგრამ შეიძლება შენ მაწყენინო.. განა ეს გამორიცხულია? - არ არის გამორიცხული. მაგრამ თუ გაწყენინებ, გპირდები სათანადოდ დავსჯი თავს. - ეგ ჩემთვის შეღავათი იქნება? - ალბათ არა.... შეგიძლია გადმობრუნდე? თათია უსიტყვოდ გადაბრუნდა. თვალებში ჩააშტერდა გუგუა. - თუ ოდესმე მოხდა და გაწყენინე, იცოდე ეს მე არ ვიქნები. ვიღაც სხვა იქნება, უტვინო არსება და აი ამ გუგაზე ნუ გაბრაზდები. ახლა, თვალებში რომ გიყურებს და მზადაა შენს გამო ამ წუთას მოკვდეს, აი ამ გუგაზე ნუ გაბრაზდები. თათიას ტუჩები იგრძნო გუგამ შუბლზე და მისი ძლივსგასაგონი ჩურჩული: ჩამეხუტე. ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ. ხელის დაბუჟებამ გამოაღვიძა გუგა. თათიას თავი ედო და ამან დააბუჟა ეტყობა. მძინარე ტუჩებზე აკოცა და ფრთხილად გამოაცალა ხელი. ადგა. სამზარეულოში გავიდა. სანამ გაიღვიძებს, მაგიდას გავშლიო. ტოლმა დადგა გასათბობად და ფანჯრიდან ქუჩას გადახედა. ფიქრებში წავიდა, უცებ იგრძნო რომ ზურგიდან თათია მიეხუტა. - ეს ორი დღე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა. გმადლობ ამისთვის. გუგა მიტრიალდა, მისი სახე ხელებში მოიქცია, ცხვირზე აკოცა და უთხრა: - კიდევ უმრავი ბედნიერი დღე გვექნება, გპირდები. - ოღონდ ნუ მპირდები... ნუ.. თუ იქნება იყოს დაპირების გარეშეც... რომ დამპირდე ლოდინს დავუწყებ მერე და ეს გულს მატკენს... - ასევ ღრმად ნუ ფიქრობ ყველაფერზე რაა. - მე ასეთი ვარ.. ახლა ვერ შევიცვლები. - ხო, მაგრამ ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი ყოფილა, ეს არაა ნორმალური. . - და ვისთანაც დაწვები, ყველასთან ასე იქცეცი? - შენ გამაგიჟებ მე. როგორ ადარებ შენ თავს იმ ვიღაცეებს. იმ ვიღაცეების შეილება სახელიც არ ვიცოდე. რანაირად შეგიძლია შენი თავი იმათთან გააიგივო. რა სისულელეა. მოდი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, კარგი? დროს მივანდოთ დანარჩენი. ახლა ვჭამოთ მომშივდა. ჭამის დროს ორივე ჩუმად იყო. გუგა ვერ ხვდებოდა თათიას საქციელის მიზეზს. ვერ აეხსნა, ასე ძალიან რას უფრთხოდა თათია. ის გასაგები იყო, რომ არ უნდოდა ვინმეს გაეგო. მაგრამ რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ერთად ვერ ხვდებოდა. თათიას ეშინოდა... ეშინოდა იმის, რომ გუგაზე დამოკიდებული გახდებოდა. ეშინოდა იმის, რომ მის გარეშე ვერ გაძლებდა. ეშინოდა იმის, რომ შეუყვარდებოდა. თუმცა უკვე უყვარდა. უბრალოდ ამის აღიარების ეშინოდა. უხმაუროდ აალაგეს მაგიდა. თათიამ ჭურჭელი გარეცხა. გუგა მისაღებში ტახტზე იწვა. თათია რომ შევიდა არ შეიმჩნია. ჭერისთვი ქონდა თვალები გაშტერებული. მის სიახლოვეს გაჩერდა თათია, რაღაცის თქმას აპირებდა. ასე იდგა სამი წუთი. გუგა ისევ ჭერს უყურებდა. საძინებელში გავიდა. თითქმის ერთი საათი იქ იყო. გუგა არ შესულა. ჯობია წავიდეო იფიქრა. აიღო საკუთარი ნივთები და ისევ მისაღებში გავიდა. გუგა ისევ ისე დახვდა. - მე წავალ... - ჩაილაპარაკა. ზედაც არ შეუხედია გუგას. გაუკვირდა. თუმცა არაფერი უთქვამს. ჩუმად შებრუნდა და კარისკენ წავიდა. ცრემლები ახრჩობდა. კარი რომ გააღო გუგას ხმა შემოესმა. - ერთი წუთით.. შეჩერდა. თუმცა უკან არ მიუხედავს. გუგა მიუახლოვდა, წინ დაუდგა, ხელი გააშლევინა და 10 ლარი ჩაუდო. - ტაქსისთვის გეყოფა. თათია გაოგნდა. ეგონა მოესმა. - რა ა? - ტაქსისთვის გეყოფათქო. სახლამდე რომ მიგიყვანოს. იმედია წუხანდელი ღამის საფასურს არ მომთხოვ. თვალთ დაუბნელდა თათიას. ყურები დაუგუბდა. მთელი ძალით მოუქნია სილა და გაარტყა. - როგორ ბედავ... როგორ... მთლიანად კანკალებდა. ცრემლები გასდიოდა. - რა გიკვირს? გამომიყენე. პირობა დამადებინე, რომ არავინ არაფერს გაიგებდა. ეს ჯანდაბას მესმის. ვხვდები ამის მიზეზს. მაგრამ ის, რომ აღარასიდეს შეგეხო რას ნიშნავს. რომ აღარასოდეს გვექნება ურთიერთობა რას ნიშნავს. რა გინოდა. ქალიშვილობა რომ დაგეკარგა? ამაზე სხვა ნებისმიერი დაგთანხმდებოდა. რაღა ჩემთან მორბოდი. თუ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ შენთვის, ვისთანაც ერთ ღამეს გაატარებ და მორჩა, მაშინ მეც ისე უნდა მოვიქცე, როგორც რიგითს მივექცეოდი. - მე... მე ხომ.... მე ხომ. ხომ აგიხსენი. - რა ამიხსენი, რა? რა ამიხსენი. ვეღარასოდეს შემეხებიო? ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი ყოფილაო. როგორ მოვიქცე ასე ამიხსენი. როგორ დავივიწყო შენი სურნელი. როგორ შეველიო შენს ტუჩებს. როგორ ავიტანო შენი გულცივობა მითხარი. როგორ დავივიწყო შენი ათრთოლებული სხეული. გუგამ სწრაფი მოძრაობით მიხურა კარი. ჩანდა ხელიდან გამოჰგლიჯა. უხეშად ეცა და ხელი წელზე მოჰხვია. თათია დაიბნა. გაშეშებულიყო და ვერ იაზრებდა რა ექნა. სწრაფი მოძრაობით ხელში აიყვანა გუგამ და საძინებელში გაიყვანა, საწოლზე დააწვინა და ზემოდან დახედა.. სახეზე ჩამოუსვა თითები. თათია გათიშული სახით მისჩერებოდა. თითიც ვერ გაამოძრავა მის შესაჩერებლად. გუგა საკოცნელად დაიხარა მაგრამ თათიას სიტყვება შუა გზაზე გააჩერა. - გინდა ძალა იხმარო? ძალით დამეუფლო? გუგა გაოცდა. ორი წამი იყო ამ მდგომარეობაში მერე სწრაფად გასწორდა და ბოლო ხმაზე იღრიალა- ჯანდაბა . - და მუშტი მთელი ძალით დაარტყა სარკეს. არ გატყდა. მეორედ, მესამედ, მეოთხედ იგივე გაიმეორა. მის ჯიბრზე თითქოს სარკე არ ტყდებოდა. თათია რომ წამოდგა მის შესაჩერებლად, მაშინ იქცა სარკე ნამსხვრევებად და ძირს გაიფანტა. ნასხვრევებთან ერთად გუგას სისხლი დაემჩნა იატაკს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.