მთვარის წითელი სონატა (ნაწ. XV)
-მარიამ, ჩემო სიხარულო!- ხავერდოვანი ხმით წამოიძახა დემეტრემ და ჩქარი ნაბიჯებით მომიახლოვდა. წინ ჩამოყრილი თმა ორივე ხელით გადამიწია სახიდან და მთელი ძალით ჩამეხუტა. ლილუმ თვალი ჩამიკრა და კარებისკენ დაიძრა. -ლილუ, გთხოვ არავის არაფერი უთხრა, არც იოანეს… თავი დამიქნია და კარი მიიხურა. გაბელიას თავის მკლავებში ვყავდი მოქცეული და მთელს სახეს მიკოცნიდა. გულაჩქარებული, ზომიერად ვსუნთქავდი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. როგორ არმინდოდა მისთვის თვალებში შეხედვა, მაგრამ მომიწევდა.. -როგორი გაფითრებულიხარ მარიამ, ემოციების ბრალია. რამე ხომ არ მოგიტანო? -არა, სასმლის ბრალი იქნება, ხვალ უკვე კარგად ვიქნები- ძალით გავუღიმე და მზერა ფანჯრისკენ გადავიტანე. სწრაფად წამოვდექი და საკუთარი ნივთების შეგროვება დავიწყე. მის ბედნიერსახეს ვერ ვუყურებდი, ვერ ვუძლებდი… -სად მიდიხარ? -სახლში.. სახლში წამიყვანე, თუ ნასვამი არ ხარ.. -ყველაფერი კარგადაა?- დასერიოზულდა და მომიახლოვდა. ყბები ერთმანეთს დავაიჭერე და თავი ნერვიულად დავუქნიე. ალბათ ხვდებოდა რომ ეს ორსულებს ახასიათებდათ. ასეთი უკვე ნანახი ვყავდი… თვალწინ საკუთარი ორსულობის კადრები დამიდგა, და თვალები ცრემლებით ამევსო. ღმერთმა დასწყევლოს ის ღამე!!! საკუთარ ემოციებს გიჟივით ვაფრქვევდი საკუთარ ორგანიზმში და მუცელზე ხელის შეხებასაც ვერ ვბედავდი. -რამდენიმე დღის ორსული ხარ..კარგად დაემთხვა ყველაფერი, ხუთ დღეში ჯაჭვლიანთან ერთად წახვალთ ზღვაზე და განიტვირთები. ღიმილით მითხრა როდესაც სახლში შევედით. გავუღიმე და იქვე გაბრუებული ჩამოვჯექი. რამე უნდა მომემექმედა. -ოღონდ ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი გთხოვ. -მარტოხელა ორსული უკვე ვყოფილვარ, ნუ გავიწყდება. გადავიტან როგორმე ერთ კვირას. იმდენად უხეშად ვუთხარი, ვერც გავიაზრე. თავი საშინლად მისკდებოდა. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო! -მაპატიე, დასვენება მჭირდება, კარგი? თავი ღიმილით დამიქნია,ახლოს მოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. საძინებლის კარები დახურა თუარა, პატარა ბავშვივით მოვიკუნტე და ნიკაპი მუხლებს ჩამოვადე. მინდოდა დამეძინა, იქნებ რაიმე ნიშანი მოეცა ღმერთს, რითიც საკუთარ სინდისს გავიწმენდდი, მაგრამ არა. ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, უფალი ამისთვის მსჯიდა. გული მიგრძნობდა რომ ნაყოფი ჩემს საშვილოსნოში ანდრეას დამსახურება იყო.. მაგრამ მეორე ნახევარი სურვილით კვდებოდა, რომ ეს დემეტრესი ყოფილიყო. ნახევარი საათი წოლის შემდეგ, ფეხზე წამოვდექი და საკუთარ თავს დავაკვირდი სარკეში.თვალები მქონდა ჩაშავებული, დიდად გარეგნულ იცვლილება არ მეტყობოდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარეთ გავედი.დემეტრე სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა. მორცხვად მივუახლოვდი და სკამს დავეყრდენი. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. -დემეტრე.. -ხო, კარგად ხარ? -კი, ამიერიდან ყოველ წუთას ამას ნუ მკითხავ გთხოვ- შეძლებისდაგვარად გავუცინე, ღიმილით დაკეტა წყალი და მომიბრუნდა. -მაკას უნდა დაველაპარაკო. ქალურ საკითხებზე. -წამოგყვები. -მგონი მარტო მირჩევნია, უბრალოდ.. შეგიძლია ლილუს სახლთან გამიყვანო? თავი ღიმილით დამიქნია და ჩამეხუტა. მისი სურნელი შევისუნთქე და წარბები მოვჭმუჭნე. როგორმინდოდა მეტირა და ყველაფერი მისთვის მეთქვა. თუმცა ამის შემდეგ ვიცოდი სამუდამოდ შემიძულებდა.მე კი საყვარელი ადამიანის კიდევ ერთხელ დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ამის შემდეგ არ დაბრუნდებოდა.. მანქანაში უხმოდ ჩავსხედით, რადიო წყნარ სიმღერებს უკრავდა და ოდნავ მამშვიდებდა. ვიცოდი თებეა ნათიასთან კარგად იქნებოდა, ხვალ კი წამოვიყვანდი სახლში.. -აქ დაგელოდო? -შეიძლება დიდი ხნით შევყოვნდე. თებეასთან წადი და ძალიან თუარ შემაგვიანდა, პირდაპირ მოვალ. თუარადა დავრჩები. -კარგი.- ღიმილით გადმოიწია და ნაზად მაკოცა ტუჩებზე. ჩამეღიმა და ღრმად ამოვისუნთქე.მანქანიდან გადავედი თუარა ფიქრი დავიწყე. საერთოდ არ მქონდა სიმპტომები, ახლა სულ სხვანაირი ორსული ვიყავი… კარებზე დავაკაკუნე. მალევე გამიღო მაკამ, თმებზე სახვევები ეკეთა და ხალათი მოეცვა. -მარიამ, მშვიდობაა? -კი მაკ, შემომიშვებ?- უხერხული ღიმილით ვკითხე. კარებს გაეცალა.შიგნით შევედი. სიჩუმით ვხვდებოდი რომ მარტო იყო სახლში, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობდა იყო რომ ყველაფერი გამერკვია და დავლაპარაკებოდი. -ვიცრუე,მშვიდობა ნამდვილად არ არის. ღრმად ამოვისუნთქე და დივანზე უხერხულად დავჯექი. ტელევიზორს ხმა დაუწია და ანერვიულებული სახით შემომხედა. წინ დამიჯდა. -რომ გაგსინჯეს, ყველაფერი კარგად იყო. -არა, მაკ- წინადადება გავაწყვეტინე. ღმერთო როგორ მრცხვენოდა საკუთარი საქციელის მაგრამ უნდა მეთქვა როგორმე. იქნებ იყო შანსი იმის რომ გამერკვია ვისი იყო ბავშვი… ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში ჩავაშტერდი. -მხოლოდ დღეებია რაც დავორსულდი, შენსგარდა ვერავისთან მივიდოდი. უბრალოდ გთხოვ რასაც ახლა გეტყვი დამპირდი, რომ მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება და ვერც ლილუ და ვერც ნათია ვერაფერს გაიგებენ. თავი ნერვიულად დამიქნია. დაძაბულობისგან უკვე ყელი მიშრებოდა და სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა მიჭირდა. -არვიცი.. როგორ გითხრა, ღმერთო მართლა არ ვიცი!- კანკალით პირზე ხელი ავიფარე და აცრემლიანებული თვალებით საგნებს დავუწყე ყურებდა. სირცხვილისგან თვალებშიც ვერ ვუყურებდი ადამიანს, რომელიც ჩემთვის მეორე დედასავით იყო. -მარიამ, უკვე მაშინებ, რა ხდება? -არვიცი ბავშვი დემეტრესია თუ არა..- მაშინვე თვალებზე ცალი ხელი მოვისვი და ღრმად ამოვისუნთქე. მაკას რომ გავხედე, დაბნეული მიყურებდა. პირი ჰქონდა გაღებული, ვხვდებოდი წინადადებას ალაგებდა გონებაში. -სხვანაირად.. სხვანაირად როგორ? სახე ერთიანად დაელეწა მაკას, როდესაც კითხვა დამისვა. ქვედა ტუჩზე ვიკბინე და აცრემლიანებული თვალებით მივაშტერდი. -ანდრეა…- თითქმის ამოვიჩურჩულე და კვლავ თავი ჩავხარე. საშინელ სიჩუმეს ჩემი სუნთქვის ხმა არღვევდა. თავს საშინლად ვგრძნობდი. -ღმერთო მარიამ, არ მითხრა რომ ანდრეასთან… -მხოლოდ ერთხელ მაკა! გთხოვ, ჩხუბს ნუ დამიწყებ. ამის გამო ისედაც ცუდად ვარ. საკუთარი ხელები დავანეხე, ერთიანად ვკანკალებდი. ჩემსკენ გადმოჯდა, მკლავებში ჩამიკრა და თავზე მოფერევა დამიწყო. მაციებდა, ნერვებისგან ლამის კბილების კაწკაწი დამეწყო. -დამშვიდდი, ეცადე დაწყნარდე… ხმას ვერ ვიღებდი. ვქვითინებდი მის მკლავებში, როგორც გზააბნეული პატარა ბავშვი და თავის ხელში აყვანას ვცდილობდი. მაგრამ ფაქტი იყო, ანდრეა ავალიანს ჩემი ნაფლეთებად დაშლა ისევე შეეძლო, როგორც აწყობა… ალბათ ათი წუთი იმავე პოზიციაში ვიყავი.როდესაც სული მოვითქვი ოდნავ მოვცილდი და თვალებში შევხედე. -ხომ არავის ეტყვი მაკა, გთხოვ.. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ანერვიულებულმა ცრემლები მომწმინდა. -მითხარი, არის იმის შანსი რომ გავარკვიო, ბავშვი ვისია? -შეუძლებელს ითხოვ, მარიამ… -ღმერთო, ასე რატომ მსჯი! ხმამაღლა ამოვიხავლე და საზურგეს მივეყრდენი. -ალბათ იმიტომ, რომ ანგელოზი კაცის მოღალატე ცოლი ვარ…- ხმადაბლა გავაგრძელე ცოტახანში და საკუთარ ხელებს მივაშტერდი. მაკამ ხელი ხელზე შემახო და მაიძულა მისთვის თვალებში შემეხედა. -სწორს აკეთებ რომ საკუთარ თავს იდანაშაულებ, მაგრამ თავს გაუფრთხილდი და იმ ბავშვზე იფიქრე, რომელიც შიგნით გყავს. -არ შემიძლია მაკა…არ შემიძლია. -გიყვარს? -რომელი?- საკუთარ თავს დავცინე და ხმამაღლა ცრემლებით გაჭყეპილს ჩამეცინა. -ანდრეაზე გეკითხები. -მგონი არც არასდროს გამქრალა ჩემი გრძნობები, მაგრამ დემეტრეს მიმართაც ვგრძნობ მაკა! რაგავაკეთო! -წარმოდგენა არ მაქვს რა გირჩიო, ბავშვი რომ დაიბადება ხუთ წუთში შევძლებთ ექიმები დნმ-ს გარკვევას. მანამდე ვერაფრით დაგეხმარები… -9თვე ასე ვერ გავძლებ… -გაძლებ მარიამ, გაძლებ! ძლიერი გოგო ხარ! კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში, მაგრამ მაშინვე შევხტი როდესაც ლილუს ხმა გავიგონე. -გასაძლები რა სჭირს, რა ხდება?- ეჭვით დაგვიდგა წინ. ვერცერთმა გავიგეთ როგორ მოვიდა სახლში. სახიდან ვიგრძენი ფერი როგორ გადამივიდა. ხმას ვერ ვიღებდი ენა ჩავარდნილი ვუყურებდი. მაკას მოვშორდი და წელში გავიმართე. -ორსულობაზე ვლაპარაკობდით.- ძალით გავუღიმე. -ჰა, ორსულთა კლუბი ხომ არ გაგვეხსნა. ისეთი ტონით მითხრა, წარბაწეულმა, ერთიანად დამაჟრიალა. როგორც ვატყობდი იმაზე მეტი მოესმინა, ვიდრე მე ვფიქრობდი. -დიდი ხანია აქ ხარ?- კითხრა ყიყმანით მაკამ. -საკმაოდ და მგონი სალაპარაკო გვაქვს.- თვალები ამიბრიალა. ახლა გული წამივიდოდა. ვგრძნობდი, სუნთქვა როგორ გამიხშირდა. მზერა ლილუდან მაკასკენ გადავიტანე, რომელიც რაღაცას მეუბნებოდა თუმცა ბგერები დაგუბებულად მესმოდა. თვალები დავხუჭე და გავახილე, უკვე გამოსახულებები ერთმანეთში აიდღაბნა და თვალების ხელმეორედ გახელისას სიშავის გარდა ვერაფერი დავინახე. …ნიშადურის სუნი ნესტოებს მიწვავს და უკვე გამოფხიზლებული, მაკას ხელს ვაწევინებ. თვალები მოვიფშვნიტე. ორივე ანერვიულებული სახით დამცქეროდა. -ძალიან მაშინებ მარიამ.- თვალები ამიბრიალა ლილუმ. -ნერვიული ფონია ლილუ, ხომ გითხარი უკვე. -მკაცრად უთხრა მაკამ. ვხვდებოდი რომ ჩემს აქ “არ ყოფნის” პერიოდში ისაუბრეს იმ თემაზე, რასაც ლილუმ ყური მოკეა. დარცხვენილი, თავჩახრილი ვუყურებდი დაქალს. საკუთარი სინდისი და ნამუსი ერთიანად მქენჯნიდა. -შეიძლება დღეს დავრჩე?- ხმადაბლა ვკითხე ლილუს. თავი დამიქნია და ხელი გამომიწოდა. მაკას მადლობის მიშნად უხერხულად გავუღიმე და დაქალს ოთახში შევყევი. -მეგონა იოანესთან რჩებოდი.. ან ავალიანებთან. -დედაჩემი ჩემს ადგილს იკავებს, ხო?- ბრაზნარევი ხმით,ხმადაბლა ამოილაპარაკა და ტანსაცმლის გამოცვლას შეუდგა. -ლილუ.. კარგი რა. -რა კარგი რა მარიამ! ნორმალური ხარ?! -არ ვარ.და ვიცი, გთხოვ საკუთარი თავი ისედაც ყოველდღე მსჯის ამის გამო… ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამოჯდა. ფეხსაცმელი გავიხადე და სპორტულებით ლოგინში შევწექი. თითქოს თავს ვმშვიდად ვგრძნობდი, იმიტომ რომ არც საკუთარ სახლში ვიყავი, არც დემეტრესთან და არც ავალიანებთან. აქ სულ სხვა აურა იყო.. რაღაც დადებითი… -როდის? -რა?! -ავალიანზე გეკითხები. -ერთხელ იყო ლილუ, მხოლოდ ერთხელ. მაგრამ… -კარგი, არ ინერვიულო, თორემ ისევ გული წაგივა. თვალები აატრიალა და გვერდით მომიწვა. -ორი კატეგორიულად განსხვავებული ორსული რომ ვართ, იცი? ჩამეცინა და დაქალს გავხედე. -ინტერესით ვკვდები ვისი ბავშვი გყავს მუცელში. თითქოს დამცინა. ჩამეცინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე მის ტონს. ხელი მუცელზე დავიდე. დეჟავუს გრძნობამ ერთიანად დამიარა. გამახსენდა თებეას შესახებ პირველად რომ გავიგე… -და ახლა რა იქნება? -რაზე ამბობ? თავი გასკდომაზე მაქვს, ვერაფერს ვიაზრებ.. -თავს მოაჩვენებს, თითქოს შენი გული ნაკუწებად არ უქცევია და შენც ისე მოიქცევი ვითომ არ დატანჯულხარ, როცა ეს გააკეთა. -ლილუ გთხოვ... -ნუ მთხოვ, ახლა მართლა დემეტრეს მხარეს ვარ. სუნთქვა შემეკრა. თვალები დავხუჭე და საკუთარი ემოციების თავის ადგილზე დალაგებას შევუდექი. ასე თუ ისე გამომდიოდა. ბოლობოლო ეს ერთხელ უკვე გამოვლილი მქონდა. 21წლის ასაკში უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად.. სასწაულია… -არ შემიძლია ამ ბავშვის გაჩენა თუ ის… ანდრეასია..- ხმა ამიკანკალდა და ცრემლები ერთიანად წამომივიდა. -აბორტზე არც იფიქრო. გაგიჟდება დემეტრე! -იმაზე არ გაგიჟდება, რომ ვუთხრა იმ კაცისგან ვარ ფეხმძიმედ რომელიც ჩემი ყოფილიათქო? ანდრეას ერთი ბავშვი უკვე გაუზარდა. მეორედაც თუ ასე მოხდა ტყუილში ვერ ვაცხოვრებ და სამუდამოდ დავკარგავ… -რომლის დაკარგვის უფრო გეშინია? -არვიცი… გონებაში მაშინვე ანდრეას სიტყვები ამომიტივტივდა: “გეფიცები აღარასდროს დაგენახები, თუ მეტყვი რომ არ გათხოვდები” “წადი, მაგრამ თუ წახვალ იცოდე რომ სამუდამოდ წახვალ.” - ორჯერ ვუარყავი მისი ‘შემოთავაზება’, ვერ გავბედე ის პატარა ნაბიჯი გადამედგა,რომელიც ანდრეას ჩემი ცხოვრებიდან გააქრობდა. მისმა ერთხელ დაკარგვამ ენით აუღწერელი ტკივილი მომანიჭა და ახლა როდესაც ის დაბრუნდა.. უბრალოდ არ შემიძლია ლილუ, მის გარეშე ცარიელი ვარ. -ალბათ, მაგის გამო ჩაუგორდი. -ასე ნუ მელაპარაკები.- ვხვდებოდი რომ მსგავსი საუბრით ჩემს გახალისებას ცდილობდა, მაგრამ საერთოდ არ მეხმარებოდა.. -მალე ზღვაზე წავალ, ფიქრისთვის და განტვირთვისთვის საკმარისი დრო მექნება… -ყველაფერი კარგად იქნება. არ დაკარგავ დემეტრეს. -თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, დავკარგავ.. -მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა. ახლა დაიძინე, ცოდო ხარ და გამოძინება გჭირდება.. თავი დავუქნიე და მისკენ გადავტრიალდი. თვალები მივნაბე. თავის ტკივილი არაფრით ჩერდებოდა, ქუთუთოები მიმძიმდა, საშინლად ვგრძნობდი თავს და მუცლის გვრემა მიტევდა. პატარა არაფერ შუაში იყო, ვისიც არ უნდა ყოფილიყო… მუცელზე ხელი მოვიკიდე და რამდენიმე წუთში ღრმა ძილს მივეცი… ** რატომ არ შეიძლება, უბრალოდ დაგავიწყდეს ადამიანი. უბრალოდ გაიღვიძო და აღარ გახსოვდეს. უბრალოდ ცხოვრობდე და არ იცოდე, რომ არსებობს. ან უბრალოდ, ადგე, აიღო დანა და ამოიჭრა. ამოიცალო, როგორც ზედმეტი ორგანო და გადააგდო. რატომ არ შეიძლება უბრალოდ მოხდეს ასე. რატომ გრძელდება ეს მსხვრევა, გადაყრა, დნობა და ცეცხლის წაკიდება ასე უსაშველოდ… *** საკუთარ მუცელს ვეფერებოდი ცალი ხელით, ცალი ხელით მძინარე თებეას. ალბათ საათები გავატარე ასე, სანამ ნათია არ შემოვიდა ოთახში. უხერხულად წამოვდექი და მზერა ავარიდე. მაშინვე სამზარეულოში გავედი. -რამე ხდება, მარიამ? -ორსულად ვარ. ურეაქციოდ ვუთხარი. ძალაუნებურად პარალელი გავავლე, როგორ გამიჭირდა პირველად ამის თქმა, ლამის ხელებში ჩავაკვდი ნერვიულობისგან და ახლა უემოციოდ ვეუბნები ორ სიტყვას. თითქოს მარტივს, მაგრამ შინაგანად ვბობოქრობ. -ღმერთო! ეს ხომ შესანიშნავია! როდის გაიგე? მაშინვე სიცილით მომვვარდა და ჩამეხუტა. ხელები ნელა მოვხვიე და ოდნავ გავუღიმე. -გუშინ, ოღონდ გთხოვ არც მეზობლებს უთხრა, არც არავის. ჯერჯერობით ასე მინდა. წყნარად ავუხსენი. რათქმაუნდა თავი დამიქნია და კიდევ ერთხელ გადამეხვია, შემდეგ მუცელზე მომეფერა სიცილით და რაღაც ჩაილაპარაკა, თუმცა გაბრუებულმა ბგერები ძლივს გავიგონე. -რამდენიმე დღეში ზღვაზე მივდივართ მე და თებეა. -მარტოები? თან ორსული? -კარგი დედა რა, ჯაჭვლიანიც მოდის ლიზასთან ერთად. გვერდიგვერდ კოტეჯებში ვიქნებით. -სანდროს იმედი ყოველთვის მაქვს.მოგხედავს. -არადა აქეთ მომიწევს მიხედვა- გავიცინე როდესაც ჯაჭვლიანის არაადეკვატური ქცევები გამახსენდა. -ხო მართლა, დღეს ანდრეა მოდის თებეას სანახავად. -რა?! ავალიანის სახელის გაგონება თითქოს ჭექა-ქუხილივით დამატყდა თავს. -სხვათაშორის რამდენჯერაც იყო მოსული, არცერთხელ უკითხიხარ. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ანუ მისი თანხმობა მართლაც თანხმობას ნიშნავდა. -თქვენ ორნი რაღაც კარგად საუბრობთ, ხო?! -ჩემი ნომერიაქვს, ასე იგებს როდის შეუძლია ბავშვის ნახვა. როგორც ვხვდები თავს არიდებ. ამოვიხვნეშე და თვალები დავხუჭე. -თებეას წაყვანას ვაპირებდი. შეგიძლია რომ გამოივლის უთხრა სახლში მომიყვანოს? თავი ღიმილით დამიქნია ნათიამ. სახე კითხვის ნიშნებით ჰქონდა სავსე, მაგრამ არაფერს კითხულობდა. სწრაფად ავკრიფე საკუთარი ნივთები, თებეას ორივე ლოყა სათითაოდ დავუკოცნე და სახლიდან გამოვედი. ახლა ავალიანის ნახვის თავი ნამდვილად არ მქონდა… დემეტრეს სახლამდე ფეხით მივედი. სუფთა ჰაერზე სიარული, სანამ საბოლოოდ არ ჩაიხუთებოდა ეს ქალაქი, არ მაწყენდა. სამი კილომეტრი ნელნელა გავიარე. გზაში აუმრავ რამეზე ვფიქრობდი, ისევ. კარები დემეტრემ ღიმილით გამიღო და გულში ჩამიკრა. სასწაულად მამშვიდებდა მისი მკლავები. თითქოს ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, ყველაფრის მიუხედავად. იმის მიუხედავად რომ საშინლად მოვექეცი.. -თებეა სად არის? მკითხა როდესაც ჩემს მოსიყვარულებას მორჩა. -ნათიასთან დავტოვე, ანდრეამ უნდა ნახოს დღეს.. თითქმის ჩურჩულით ვთქვი ავალიანის სახელი. დემეტრეს თვალს ვერ ვუსწორებდი. დაჭიმული ყბით სამზარეულოში გავედი და საჭმელი გასათბობად გავამზადე. -მას ელაპარაკე? ნაღვლიანი ღმით მკითხა. ვერ ვხვდებოდი კონკრეტულზე მეკითხებოდა თუ ზოგადად. ძალ-ღონე მოვიკრიბე რომ ხმა ამომეღო. -არა, რატომ მეკითხები? -დარწმუნებული ვარ ჩვენი ბედნიერება გაახარებს. მგონი, პირველად გავიგე დემეტრეს პირიდან ირონიული ამოძახილი. შოკირებული შევუტრიალდი, ვერ გავააზრე, ისე ავზიდე ცალი წარბი ზემოთ -ეს რაიყო?- თითქმის ისტერიულად ჩავიცინე. -არაფერი, უბრალოდ ვთქვი. -თვითონ მოიყვანს აქ. ასერომ.. ნორმალურად მოიქეცი. თავჩახრილი მივედი მასთან და ხელები მოვხვიე. უკვე გამთბარი საჭმელი ორ თეფშზე გადავანაწილზე და სუფრას მივუჯექით. თითოეული ლუკმა ყელში მეჭედებოდა. როდესაც ყველა შესაძლო ვარიანტზე მეფიქრებოდა, გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა. გაბელიასკენ თვალს ვაპარებდი და მეღიმებოდა, მაინც როგორი კარგი მყავდა, რა საშინლად ვექცეოდი.. როგორ მინდოდა, ის ღამე ჩემი ცხოვრებიდან ამომეგდო, ამომეჭრა და დამენაკუწებინა. თავი ვერ შევიკავე და რამდენიმე ცრემლი თეფშს დაეცა. მაშინვე მოვიწმინდე, მაგრამ გაბელიას ვერ გამოვაპარე.ხმაურით დადო ჩანგალი და ჩემსკენ მოიწია. -ყველაფერი კარგად არის? -კი.. ყველაფერი. -რატომ ტირი, მარიამ? სუნთქვა მეკვროდა, დემეტრეს თვალებში შევხედე და ღრმად ამოვისუნთქე.ეს როგორმე უნდა დამემთავრებინა. ვხვდებოდი, რომ საკმარისი ძალა არ გამაჩნდა სიმართლის სათქმელად და კვლავ სისულელე მოვიმიზეზე… -ბედნიერი ვარ, უბრალოდ... ჩემს სიტყვებზე გაეღიმა და ხელები მომხვია. თვალები დავხუჭე და დამშვიდება შევეცადე. საჭმელი დავამთავრეთ თუარა, თეფშები ნიჟარაში მოვათავსე და კვლავ ჩემს ქმარს გავხედე, რომელიც თავის საღებავებთან რაღაცას ფუსფუსებდა. -ისევ ფიფქს ხატავ?უკვე ზაფხულია- ჩამეცინა და ნახატი შევათვალიერე, მართლაც ულამაზესი იყო. -თვეებია ამას ვხატავ, ვერაფრით დავამთავრე, თითქოს რაღაც აკლია. -სიცივე, ალბათ.. მხრები ავიჩეჩე და ნახატი კარგად შევათვალიერე. მხოლოდ გამიღიმა და ისევ ფუნჯების სმა გააგრძელა. თავისი საქმის კეთების დროს დიდად არასდროს საუბრობდა. თითქოს სხვა სამყაროში მოგზაურობდა თავის ფერად საღებავებთან ერთად. ის მაინც ახერხებდა ყურადღების გადატანას… -მე წამოვწვები, შეიძლება ჩამეძინოს კიდეც. თებეას თუ მოიყვანს გამაღვიძე, რომ ვაბანაო. თავი ღიმილით დამიქნია, თვალი არ მომაშორა სანამ საძინებელში შევედი. აქ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. აქ არ მინდოდა, არსად მინდოდა…. ანდრეა*: მარიამის სახლთან ზარი დავრეკე და დაველოდე, კარს ვინმე როდის გამიღებდა. მოლოდინში ათას რამეზე გამეფიქრა. მარიამი თავს მარიდებდა, რათქმაუნდა დიდად არც მე ვიწუხებდი თავს მისი ნახვით. გუშინ ჩემი სახლიდან ისე გაქრა თავის ქმართან ერთად ვერც გავაანალიზე, არადა შანსი მქონდა გამოვლაპარაკებოდი. ჩვენს შორის მომხდარს მაინც ვერ ვივიწყებდი, და ვერც იმას რომ გაბელია იდგა ჩვენს შორის!მაგრამ ასეთი სი*იც არ ვიყავი, რომ ყველაფერი მე გამომეტანა სააშკარაოზე. -მოდი ანდრეა, გელოდებოდით.- მეგობრული ღიმილით შემიპატიჟა სახლში ნათიამ. უკვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ როცა აქ მოვდიოდი ნათიას გარდა არავინ მხვდებოდა.თებეა დავინახე თუარა ფართედ გავიცინე,ხელები გავუშალე და დავიხარე რომ ჩამეხუტა. გამიცინა და ჩემსკენ თავისი პატარა ფეხებით სწრაფად გამოიქცა. -მამიკოს გოგო!- ხმადაბლა ჩავილაპარაკე. მხოლოდ ნათიას მზერის შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს ხმამაღლა წარმოვთქვი. თებეა იყო ის ბედნიერების ნათელი წერტილი, რაც მარიამის შემდეგ მაბედნიერებდა. მას არავის დავუთმობდი, მითუმეტეს დემეტრეს. -მასე ნუ მიყურებ ნათია დეიდა, სიმართლის მეტს არაფერს ვამბობ- თავი ვიმართლე, როდესაც თებეა თავის სათამაშოებს მიუბრუნდა. -ყოველთვის მომწონდი ანდრეა, მაგრამ შვილი დამიტანჯე. წყენა გარეული ხმით მიპასუხა და თავი ჩახარა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და თებეასკენ გავიწიე. -მარიამს უკვე ავუხსენი რა, რისთვის და რატომ გავაკეთე. ხმადაბლა ამოვილაპარაკე და პატარას მივუჯექი. ნათია აღარ გამომყოლია. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. თებეა ჩემსკენ თავის ნაცრისფერებს აპარებდა და ნელნელა თამაშში მითრევდა. სულ ჩემი ნაკვთები და მარიამის მიმიკები ჰქონდა. ვუყურებდი და წინ ღვთის სასწაული მეჯდა. ალბათ ეს იყო მიზეზინათია აღარ გამომყოლია. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. თებეა ჩემსკენ თავის ნაცრისფერებს აპარებდა და ნელნელა თამაშში მითრევდა. სულ ჩემი ნაკვთები და მარიამის მიმიკები ჰქონდა. ვუყურებდი და წინ ღვთის სასწაული მეჯდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რატომაც სამყარომ სამუდამო ნარკომანობისთვის არ გამწირა. …თებეასთან რამდენიმე საათი სიცილში გავატარე, როდესაც შებინდდა ფეხზეწამოვდექი, პატარა ხელში ავიტაცე დაჩავკოცნე. ვიცოდი ჩემი წასვლის დრო იყო, ეს მომენტი მეზიზღებოდა, საშინლად მეზიზღებოდა მასთან განშორება. -შენ უნდა წაიყვანო მარიამთან. შეგიძლია? -გაბელიასთან?! ხმაში ბრაზი გამიკრთა, მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია.თავი მსუბუქად დამიქნია. რა გაეწყობოდა, უხმოდ ავიყვანე თებეა ხელში, ნათიას დავემშვიდობე და სახლიდან გავედი. კიბეები ნელა ჩავიარე. არ მინდოდა გაბელიას სახის ნახვა მარიამის გვერდით და მითუმეტეს თებეას მასთან განაწილება. მანქანას ნელა ვატარებდი, თითქოს დროს სპეციალურად ვწელავდი, მაგრამ მანძილი პატარა იყო. ზარი ძალდატანებით დავრეკე და თებეას უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელი. კარები დემეტრემ გააღო, შემომხედა თუარა მოულოდნელობის ემოციამ გადაურბინა სახეზე. ძალაუნებულად გაღიმებული ვუყურებდი ხან მას, ხან თებეას. -მადლობ რომ მოიყვანე- თავი კაცურად დამიქნია და ხელი გამომიწოდა რომ თებეა მისთვის მიმეწოდებინა. იქაურობას გარედან თვალი შევავლე, მარიამი არსად არ ჩანდა. სახლში არ იყო?! -შემეძლო ჩემთან დამეტოვებინა, მაგრამ რას ვიზამთ როცა პანიკების ამწევი ცოლი გყავს.- მხრები დამცინავად ავიჩეჩე და თებეა გადავაწოდე. მეც კი ვერ გავაანალიზე მარიამს დავცინე ახლა თუ მის ქმარს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, გაბელიას სახეზე ემოციების სირბილის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. -ნორმალურად მოიხსენიე. ძალით ნაწყენი სახე მივიღე და თვალებში შევხედე. -როგორ არის ისე? მომიკითხე. თვალი ჩავუკარი და ზურგი ვაქციე რომ წავსულიყავი, მაგრამ მისმა სიტყვებმა ერთ ადგილას გამაქვავა: -მშვენივრად ვართ ორივე, მალე შვილი გვეყოლება. ასერომ მისი მოკითხვით თავს ნუ შეიწუხებ. რა?! გონებაში უამრავი მოსაზრება ამომიტივტივდა. გული გამალებით ამიჩქარდა. იმ მოსაზრებით რომელიც ჩემს სახელამდე და იმ ღამემდე მიდიოდა, სახეზე ღიმილი მომგვარა. შევტრიალდი და ასევე ღიმილით ვკითხე. -მარიამი სახლშია? -რომც იყოს, შენს ნახვას არ მოინდომებდა. -რაღაც მაგაში ეჭვი მეპარება, კარგი დემეტრე. ბედნიერებას გისურვებთ. ყურებამდე ღიმილით ვუპასუხე და უკან მოუხედავად დავბრუნდი მანქანისკენ. ტელეფონი ამოვიღედა გადავრეკე: -ოხ მარიამ, უარი არ მიიღება, ბევრი სალაპარაკო გვაქვს! მარიამი*: -იმედი უნდა გაგიცრუო და უარი გითხრა. ამოვიხვნეშე და რაც შემეძლო ხმადაბლა ვუთხარი ანდრეას ტელეფონში. რომ დემეტრეს არ გაეგო, ისედაც მისმა ზარმა მშვიდი ძილი დამიფრთხო და ახლა მისი ნახვა ყველაფერს კვლავ ამირევდა. -არ მიიღება! -რას იზამ, სახლში მომაკითხავ? -შიგნით შემოსვლაც არ გამიჭირდება! თუნდაც ქმარუკა რომ გადამეღობოს. ირონიაზე ირონიით მიპასუხა. აბა რა მეგონა თვით სარკაზმის მეფეს რომ ვეჯიბრებოდი. საკუთარ თავზე თვალები ავატრიალე და ამოვიხვნეშე. -ანდრეა არათქო. დასასვლენებლად მივდივარ და მომზადება მჭირდება! რატომ ვიმართლებ მის წინაშე თავს?! -ქმარუკასთან ერთად თაფლობის თვეზე მიდიხარ, არა? ისევ მისი დამცინავი ტონი. მთელ ნერვულ სისტემას მიწიოკებდა. -სანდროსთან და შენ დასთან! და ეს შენი საქმე არარის. მომეშვი გთხოვ! ჩემი ხმა ვედრებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას. რატომ ვსუსტდებოდი მასთან ლაპარაკისას? მუცელზე ხელი ნერვიულად მოვისვი და ღრმად მოვისუნთქე. -კარგი. -კარგი? მისგან იმდენად გამიკვირდა ასეთი “დანებება” თვალები ვჭყიტე. -ხო მარიამ, კარგად. ტელეფონი გამითიშა. ეს რა იყო?! ახლა მე გამიჩნდა მასთან საუბრის სურვილი. თებეა სულ დამავიწყდა მასთან ერთად რომ იყო.. ღმერთო. საწოლიდან დაფეთებული წამოვხტი და ოთახიდან დემეტრეს მოსაძებნად გავედი. -დემეტრე! თებეა.. დავინახე ორივე დივანზე როგორ იყო წამოკოტრიალებული და გულზე მომეშვა.. რა აღარ ვიფიქრე, როცა ვიცოდი რომ ანდრეა ყველაფერზე იყო წამსვლელი. -დიდი ხანია მოიყვანა? ვკითხე დემეტრეს, ისე რომ თებეასთვის თვალი არ მომიშორებია, მასთან მივედი და კალთაში ჩავისვი. -მარიამ, ნუ იყვან ხელში. ხომ არ დაგავიწყდა?! თავი გავაქნიე, სიმძიმის აწევა და ასე შემდეგ.. ისევ უკან ვბრუნდებოდი, ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა. როგორც ჩანს გაბელიამ ჩემს კითხვას თავი აარიდა, ან უბრალოდ არ სურდა თებეას წინ მასზე საუბარი. ცოტახნით მისაღწბში გავჩერდით სამივე, შემდეგ თებეას მივხედე და მოვაწესრიგე. ხვალ საღამოსთვის ჯაჭვლიანი გამოგვივლიდა მანქანით და ერთად წავიდოდით. როცა დემეტრესაც და თებეასაც დაეძინათ, სარკეს მივუახლოვდი და საკუთარ თავს სარკეში დავაკვირდი. თვალწინ ქორწილის წინა ღამე დამიდგა. მიუხედავად იმისა რომ დემეტრესთან ვიყავი ახლა და არა ჩემთან. საკუთარ თავს ტუჩებგაპობილი მივჩერებოდი, თვალები ჩამვარდნოდა და სიგამხდრისგან სახის ნაკვთები ნათლად მემჩნეოდა. ეს ყველაფერი მალე შეიცვლებოდა მუცლის ზრდასთან ერთად. სკამზე ჩამოვჯექი და ჩემში მყოფ პატარას ორივე ხელით მოვეფერე. საკუთარ თავს ვკიცხავდი და დავცინოდი, მაგრამ უკვე მომავალს შეგუებული ვერაფერს გავხდებოდი ნერვიულობით. ძველი წამლების ყუთი თაროდან ჩამოვიღე და დამამშვიდებლები მოვძებნე, დრო იყო დალევა დამეწყო. კვლავ. პატარა, მრგვალ აბს თვალი გავუსწორე და მუცელში წყალთან ერთად გადავუშვი. გაბელიას არასდროს მოსწონდა რომ წამლებს ვსვამდი, ამიტომ ყუთი თავის ადგილას დავაბრუნე და ყველანაირი სამხილი გავაქვრე. ნელნელა ვხვდებოდი, ის სიმშვიდე რასაც დემეტრეს გვერდით ყოველთვის ვგრძნობდი, სადღაც მიდიოდა და იკარგებოდა… ლილუ*: მარიამის სახლი ზარებით ავიკელი, მალევე გამიღო დემეტრემ. -გთხოვ მითხარი, რომ მარიამი ჯერ არ წასულა. -წავიდა კიარა, მგონი უკვე ჩასულებიც იქნებიან. ღრმად ამოვისუნთქე და დივანში გაბუტული ბავშვივით ჩავეშვი. -მეც მინდოდა წასვლა.დასასვენებლად ყოველთვის ერთად მივდიოდით ხოლმე მე და მარიამი. რაც სკოლა დავამთავრეთ ყველაფერი შეიცვალა.ხოდა ვიფიქრე ეხლა მაინც მივუსწროთქო. ამოვიბუზღუნე და ტუჩები უკმაყოფილოდ მოვკუმე. -მარიამის მარტო გაშვება ვიფიქრე კარგი იდეა იყო, დედაშვილი დროს ცალკე გაატარებდა, მაგრამ ახლა თავს ვიდანაშაულებ რომ შვებულება არ ავიღე და მეც მათთან ერთად არ წავედი. -რატო, რამოხდა? -არაფერი, ასეთი წინათგრძნობა მაქვს უბრალოდ. მითუმეტეს როცა მუცლით ჩემს შვილს ატარებს. მაშინვე ნერწყვი ყელში გამეჭედა და უსწრაფესად ჩამოვჯექი, რომ ჩემი ცვლილება გაბელიას არ შეემჩნია. ოხ მარიამ! თვალები დაბლიდან გავაპარე დემეტრესკენ. -იმედია ავალიანს არ ეხება შენი ფიქრები... გაოცებულმა გადმომხედა, თვალები დავახამხამე და საკუთარ ხელებს მივაშტერდი. -მასზეც ვიფიქრე, თითქმის ყველა ამბობს რამდენი ცუდიაქვს გაკეთებული და შემდეგ დავფიქრდი. ყველას ჩაგვიდენია ცუდი რაღაცეები, ვიჯექი და ვფიქრობდი, რით ვართ მასზე უკეთესები? -დემეტრე ასე ნუ საუბრობ! ანდრეა… ის... ძალიან დავიბენი. ხმა გამიწყდა. ცხვირწინ გაბელია მედგა რომელიც ანდრეას კარგი მხარის დანახვას ცდილობდა, მხოლოდ იმიტომ რომ თებეასთვის თავგზა არ აერიათ და ამდროს სიმართლე არ იცოდა... -უბრალოდ ის მარტოა, ჩვენ კი ოჯახი გაგვაჩნია რომლის იმედიც ყოველთვის გვექნება. ერთიანად მყინავდა დემეტრეს სიტყვები. არ უნდა მოვსულიყავი აქ. -მართალი ხარ დემე.. ნდობა ყველაზე მთავარია. მარიამისგან რამე ახალი ხომ არაა? ბავშვზე.. თავი ნაძალადევი ღიმილით დავუქნიე. საეჭვოდ მიყურებდა. -ჯერ არაფერი, რატომ მეკითხები? -არაფერი. გავუღიმე თუმცა ასე უნიჭოდ მგონი არასდროს გამომსვლია. ორსულობის ცუდი მხარეები... -ანდრეამ იცის? თავი ვერ შევიკავე, უნდა მეკითხა. -დღეს ვუთხარი მეთვითონ. განაწყენებული არ ჩანდა. გამაკვირვა. -ხო... თავი ჩავხარე, არ მომწონდა ეს ყველაფერი.მითუმეთეს ვიცნობდი ანდრეას, ამ ამბის გაგებისას ხუთასი “შესანიშნავი” აზრი მაინც გაუელვებდა გონებაში. გაბელია ეჭვის თვალით ყურებას არ წყვეტდა, ჯობდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ ის ახლა ჩემი მეგობარიც იყო და ამ საუბრის დროს მარტოს ვერ დავტოვებდი. -ლილუ?! -გისმენ?- თავი მოვიკატუნე და ღიმილით შევეგებე. -რამე ხდება? -რაზე? თვალებში შევხედე, მომიახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. წარბები შეატყუპა. -ავალიანზე რატომ დაინტერესდი? -უბრალოდ.. გამახსენდა.მარიამს არაფერი უთქვამს? -რამე უნდა ეთქვა?! ვხვდებოდი დაიძაბა.მორჩა ეს დიალოგი უნდა შემეწყვიტა თორემ ძალიან შორს მივდიოდით. საშინლად ავნერვიულდი, თვითკონტროლს ვკარგავდი უკვე. -მე წავალ.. -არა ლილუ, მოიცადე. მხარზე ხელი რბილად მომკიდა რომ გავჩერებულიყავი. თვალები ერთ ადგილას გაშტერებოდა და პირი გაეღო. ფაქტი იყო თავში უამრავი რამ უტრიალებდა. როგორ მეცოდებოდა, ღმერთო! მაგრამ დაქალს ვერ გავყიდდი. -მარიამმა ანდრეა ნახა? გაშეშებული ვუყურებდი და ვერ ვინძრეოდი. თვალები ნელნელა წყლით მევსებოდა. არაფრის თქმა არ მინდოდა! ეს თვითონ უნდა გაერკვიათ. -ლილუ! ადგილზე შევხტი და თავი მსუბუქად თვალდახუჭულმა დავუქნიე. ცრემლები უკან გადავისროლე და თვალი გავუსწორე. თვალებში მიყურებდა. -ერთად იყვნენ? -დემეტრე უნდა წავიდე, მართლა მეჩქარება.... -ლილუ... რამდენად ახლოს იყვნენ? -რაზე მეკითხები? ხმის კანკალით ვკითხე, ისე რომ კარისთვის თვალი არ მომიშორებია. მის გაბზარულ სახეს ვერ შევხედავდი! -იცი.. რომ შეხვდნენ. რამდენად ახლოს.. იყვნენ? მისკენ შევტრიალდი. ხმა უკანკალებდა და ნერვულად ტუჩიც უთამაშებდა. გული გამალებით მიცემდა. ამაზე პასუხი არ მქონდა, უფრო სწორად არ ვაპირებდი პასუხის გაცემას. -ამას არ გააკეთებდა… თვალებში მივატერებოდი და ვცდილობდი რამე ამომეკითხა, მაგრამ ნამსხვრევების გარდა ვერაფერს ვხედავდი. -არა... თმებში ორივე ხელი შეიცურა და სწრაფად ოთახს ბოლთა სცა. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. თავი ჩავხარე და ხელები გადავაჯვარედინე. -ამიტომ იყო ხო ავალიანი ურეაქციოდ?! თვალებში ჩამდგარი ბრაზის ცრემლებით გაბელიამ ერთი ხელის მოქნევუთ მოისროლა მოლბერტი და იქვე ჩამოჯდა. -მაპატიე, ვიცი რომ შენც ორსულად ხარ და..ასე არ უნდა ვიქცეოდე.. -არაფერია. დემეტრე კარგად მომისმინე. ჩემი დაქალია მაგრამ ვიცნობ მარიამს.. მას დაელაპარაკე, გთხოვ! ერთ ადგილას იჯდა და არ ინძრეოდა. ჯანდაბას ჩემი თავი! გვერძე მივუჯექი და ხელი გადავხვიე. თავით მხარზე მომეკვრო და ცრემლებს გზა დაუთმო... მარიამი:* მობილური მალე დამიჯდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დემეტრესთან სანამ კოტეჯამდე არ მივიდოდით, ვერ დავრეკავდი. უკანა სავარძელზე ვიჯექი თებეასთან ერთად და წინ ბედნიერ წყვილს ვუყურებდი. როგორ ჩაეკიდათ ხელები ერთმანეთისთვის. სანდრო მანქანას ცალი ხელით მართავდა და თვალებს ლიზასკენ აპარებდა. ღიმილის შეკავება მათი დანახვისას შეუძლებელი იყო. -მალე ჩავალთ? სიჩუმე დავარღვიე და თებეას აჩეჩილი თმები ავუწიე. -ნახევარ საათში იქ ვართ. -ტელეფონი დამიჯდა, დემეტრეს რომ არ დავურეკო გააფრენს. თვალები ავატრიალე და კვლავ გათიშულ მობილურს დავხედე. -მარიამ ალბათ ამის გაგება არ გინდა,მაგრამ ჩემს ძმას ვიცნობ. გადმოიწია ლიზა უკანა სავარძლებისკენ. გული ერთიანად ამიჩქარდა. -რამე მოხდა?! ორივემ ერთდროულად თებეას გავხედეთ, რომელიც ანდრეას ნაქონი დათუნიათი თამაშობდა. ყურადღებას არ გვაქცევდა, ასერომ ლიზამ თამამად გააგრძელა საუბარი. -ზოგადად არ ინტერესდება სად მივდივარ და რატომ, ეს ხომ იცი. -მერე? -წამოსვლამდე წინ გადამეღობა, სანამ მისამართი არ ვუთხარი არ მომეშვა. ასერომ… -ღმერთო, არა.. ამოვილაპარაკე და თავით საზურგეს მივეყრდენი. -დაგერეკა ჩემთვის ლიზა.- მკაცრი, დამცველი ხმით ამოიბურტყუნა ჯაჭვლიანმა. -ანდრეას თუ რამის გაკეთება უნდა, თვით ეშმაკიც ვერ შეაჩერებს.. რა?! ეს მართლა ვთქვი? როგორც ჩანს ორსულობა თავის ფორმებს იღებდა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. -ეშმაკი არა მარა, ბოლო-ბოლო მეც სვანივარ. ხისთავიანი.ლიზა არ გეწყინოს.- ბოლო სიტყვებს ღიმილი დააყოლა და ლიზას ხელი მისაში მოიქცა. ჩამეცინა. -თქვენს შორის რამე ხდება მარიამ? დინჯად მკითხა სანდრომ. სუნთქვა შემეკრა. ლიზამ ეჭვით გადმომხედა. მივხვდი რომ ჯაჭვლიანისთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი. -მხოლოდ თებეა. ხმადაბლა ამოვილაპარაკე და ჩემს ციცქნას გავხედე. -რაც უფრო მეტ დროს ატარებს მასთან, მით უფრო ემსგავსება ავალიანებს..- ჩავიცინე და ლიზას გავხედე რომელიც დაბღვერილი მიყურებდა. -თქვენ რა ხდება, პირი შეკარით ჩემი საგვარეულოს წინააღმდეგ? სიცილით, ავალიანური დამცინავი ხმით გვიპასუხა და მე და სანდროც მაშინვე გავჩუმდით. თებეა ლიზას ‘ხუმრობაზე’ სიცილს აგრძელებდა. -ესეც ასე, მოვედით. მანქანა კოტეჯების პარკინგზე გააჩერა. მანქანიდან გადავედი თუარა მაშინვე თვალი მოვკარი შავ ჯიპს, რომელიც ჩვენგან არც თუ ისე მოშორებით იყო დაყენებული. სუნთქვა შემეკრა და მივაშტერდი სანამ თებეა მანქანიდან ძახილს არ დაიწყებდა. პატარასკენ დავიხარე და მანქანიდან ჩამოვსვი. ანდრეას სათამაშოს არაფრით არ აგდებდა ხელიდან. საბარგულთან მივედი და სანდროს ჩემი ნივთები გამოვართვი. -ჩემი ნომერი რომელია? -მეოთხე, ზუსტად ჩემს გვერდით. ხელი გაიშვირა სანდრომ პატარა კოტეჯისკენ რომ დამენახა. -ჩვენს არსებობას ვერც გაიგებთ,ასერომ ისიამოვნეთ-სიცილით ვუთხარი წყვილს და თებეას ხელი ჩავჭიდე. -რაღაც ეჭვი მეპარება- თვალების ტრიალით ამოილაპარაკა ხმადაბლა ლიზამ და თავით სიგარეტის საყიდ აპარატისკენ მანიშნა. სუნთქვა მაშინვე გამეყინა, როდესაც ზურგით მდგომი ანდრეა დავინახე. ის იყო.. რათქმაუნდა ვცნობდი. და ის მანქანაც არ მომჩვენებია. ანუ, ჩემი პარანოიის ნაწილი არ ყოფილა. როგორც ჩანს ლიზამ ჩემი გაფითრებული სახე შეამჩნია, ჩემსკენ მოიწია და მკლავზე ხელი ჩამომისვა. -მე მოვაგვარებ. თავი გაშეშებულმა დავუქნიე და სანდროს გავხედე, რომელიც წარბებ აწეული უყურებდა სიტუაციას. -შევალ მე. თავი დამიქნია. თებეას ხელი მოვკიდე და სწრაფი ნაბიჯებით შევედით კიტეჯში. პატარა და მყუდრო იყო. თვალი უცებ მოვავლე, ორი პატარა ჩანთა საწოლზე მივაგდე, თებეას ხელი გავუშვი და მაშინვე საპირფარეშოს მოსაძებნად გავიქეცი. ერთი კარები ყველაფერს ამარტივებდა. ღებინების სურვილმა ერთიანად შემიპყრო და ვაღებინე. თვალებში წამიერად დამიბნელდა და მთელ სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა. -დედა. მომესმა თებეას ხმა და მისი პატარა ნაბიჯები. მაშინვე ჩავრეცხე. უნიტაზს თავი დავაფარე და ჩამოვჯექი. -ცუდად ხარ? -არა პატარავ, ყველაფერი კარგადაა. გავუღიმე და ხელები გავუშალე. ჩემსკენ მოიწია. გულში მთელი ძალით ჩავიკარი და მისი თმის სურნელი შევისუნთქე. -დედიკო ცუდადაა. -თებეა არაფერია, ნუ გეშინია. აცრემლიანებული თვალები სათითაოდ დავუკოცნე.-რამდენიმე თვეში პატარა ძამიკო ან დაიკო გეყოლება. რათქმაუნდა სამი წლის ბავშვი ვერ ხვდებოდა, რაზე ვსაუბრობდი მაგრამ გამიღიმა და თავი დამიქნია. -წამოდი, რამე ვჭამოთ. ფეხზე წამოვდექი. ხელები გადავიბანე და საპირფარეშოდან გამოვედით. ანდრეა:* აპარატს ვეჯაჯგურებოდი. უკვე მეორე სიგარეტის ფული ჩამიყლაპა! ამისდედაც ვატირე! -გამომართვი. ნაცნობი ხმა ზურგს უკან მომესმა. წარბებ აწეული შევუტრიალდი ლიზას.ჯერ მის ჩვეულ გამოხედვას შევეგებე და ერთნაირი მზერები გავცვალეთ, შემდეგ ჩემსკენ გამოწოდებულ სიგარეტის კოლოფს. ხელი დავავლე და ერთი ღერი ამოვიღე. -კაცმა რო გკითხოს, არ ეწევი. -სამი ღერი დღეში. დღეს პირველია. კოლოფი უკან გავუწოდე. -დაიტოვე. გზაში გამოგადგება. -გზაში?! -კი ანდრეა. აქ არ დარჩები. -რეებს ამბობ, ლიზა?! ხმა დამისერიოზულდა. იქვე ღობეს მივეყრდენი და ჩამოვჯექი. -მე არ შემოგიშვებ. მით უმეტეს არც ის, ვის გამოც აქ ხარ. -რა დარწმუნებული ხარ? დაიბნა. თავი გააქნია. ხვდებოდა რომ ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. კოლოფი გამომართვა, ერთი ღერი ამოიღო და გვერდით მომიჯდა. -ლამაზი ხედია არა? ირონიულად ვკითხე და ზღვისკენ ვანიშნე. -ნუ იცი ეს პათხალიამობები. არა არას ნიშნავს. -ხვალამდე ყველა კოტეჯი დაკავებულია. ერთი ღამე როგორღაც სექსის გარეშე გაძელით და დამიტოვე. წარბები ავუწიე და უკვე ჩამწვარი სიგარეტი სანაგვეში ჩავაგდე. სახე სიბრაზისგან წამოუწითლდა. -ამაზრზენი ხარ! -სიმართლის მთქმელი არავის მოსწონს. მხრები ავიჩეჩე და თვალებში ღიმილით ჩავაშტერდი. -არა ანდრეა, წადი. -ხომ იცი,რომ ტყუილად მეუბნები. -მაგასაც ვნახავთ. -კარგი, ვნახავთ. ყურებამდე გავუღიმე. ერთი ამოიხვნეშა, სიგარეტი ურნაში მოისროლა და ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო თავისი კოტეჯისკენ სვლა. ცოტახნით გაშეშებული ერთ ადგილზე ვიჯექი და მარიამზე ვფიქრობდი. გული გამალებით მიცემდა იმის გაფიქრებისას, რომ შესაძლოა ჩემგან ყოფილიყო ორსულად… მარიამი:* მობილური დავტენე თუ არა, მაშინვე დემეტრეს გადავურეკე მაგრამ არ მპასუხობდა. ალბათ ისევ თავისი ნახატებით იყო შეპყრობილი. რა გაეწყობოდა. ტექსტური შეტყობინება დავუტოვე, რომ მავიდობით ჩავედით და თებეას უკვე ეძინა. ნივთები ჩანთიდან ამოვალაგე და პატარა გარდერობში შევალაგე. პირსახოცს ხელი დავავლე და სააბაზანოში შევედი. ანდრეა;* იქვე სუპერმარკეტში შევიარე, უკვე მთვარე კარგად ანათებდა. საოჯახო შოკოლადის ნაყინი ვიყიდე და მარიამის კოტეჯს მივადექი. ვყოყმანობდი. ღრმად ამოვისუნთქე და ორჯერ მაუბუქად დავაკაკუნე. -ახლავე, ლიზ. გამომძახა შიგნიდან. -“ლიზ” რათქმაუნდა. ჩემთვის ჩავილაპარაკე. მათ მეგობრობას ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი. კარები მალევე გამიხსნა ატლასის ხალათში გამოწყობილმა. თვალები ძალაუნებურად მისი სხეულისკენ გამექცა და წამებში ავათვალიერე. საბოლოოდ მის თვალებთან გავჩერდი. ღამისფერი თვალები დაბნეული გამონეტყველებით მომჩერებოდნენ. -ლიზა არა, მაგრამ ავალიანი ვარ მეც. ღიმილით დავუმოწმე. -ანდრეა.. -ნაყინი მოვიტანე- სიტყვა გავაწყვეტინე და შოკოლადის ნაყინი ჰაერში ავწიე, რომ კარგად დაენახა.როგორც მსმენია ამაზე ვერცერთი ორსული ამბობდა უარს. -თებეას უკვე სძინავს. ხვალ შემოუარე. -მე შენთან მოვედი. თებეასაც დავხედავდი.. ღრმად ამოისუნთქა, თვალები აატრიალა და კარები კანკალით ფართოდ გახსნა. -ნუ გეშინია, არ გაგქურდავ. -სადაც კაცი მოკალი.. ხმადაბლა ამოილაპარაკა და კარები მიხურა. ყელში ბურთი გამეჭედა. ყბა დაჭიმული შევუტრიალდი მარიამს მაგრამ მაშინვე მომევა ბრაზი, როცა დავინახე დაბნეული თითებს ერთმანეთში როგორ ხლართავდა. მოგონებების ნაკადმა ერთიანად დამარტყა და ტუჩებ გაპობილი დამტოვა. თავი შევიფერთხე და იქაურობას თვალი მოვავლე. დაბლა დივანი, ტელევიზორი და სამზარეულო იყო მოწყობილი. ზემოთ ასასვლელი კიბეები კი საწოლისკენ მიდოდა ვხვდებოდი. -თებეა ზემოთაა? თავი უხმოდ დამიქნია და სკამზე ჩამოჯდა. მეც მას მივყევი. კოვზი ავიღე და ნაყინთან ერთად მაგიდაზე დავუდე. თვალებ გაფართოებულმა, დაბნეულმა გამომხედა. ვატყობდი ძალიან ვაფორიაქებდი. ალბათ ეს ყველაფერი იმ ღამის ბრალი იყო. -შოკოლადის არ გიყვარს? ჩემს კითხვაზე ჩაეცინა. კოვზი ხელიდან გამომართვა და კოლოფი ფრთხილად გახსნა. -შენ არ გინდა? თავით მეორე კოვზისკენ მანიშნა. -არა, შენ და თებეამ გაიყავით. ან თუ სულ შეჭამ ხვალაც მოვიტან. -ანდრეა.. აქ ვერ დარჩები, ხომ იცი… ამოიხვნეშა და კოვზი თავის ადგილას დააბრუნა. -დივანზე დავიძინებ. ერთი ღამით შემიფარე. -აქ რატომ ხარ? -კურორტზე დასვენება მომინდა. გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე. დაბნეული მიყურებდა, მაგრამ ნაყინის ჭამას აგრძელებდა. ტიპიური ორსული..ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა. -როგორ დავიჯერე, რომ ტელეფონზე საუბრისას ასე მალე ‘დამნებდი’. თითქოს სინანულით ჩაიცინა და კოცზი ნაყინს მოუსვა. -ოდესმე დავნებებულვარ? ჩუმ სიცილში ავყევი, თუმცა სახე დაასერიოზულა და თვალი უაზრო საგნებზე გადაიტანა. -კი. -ვერ ვხვდები რაზე ამბობ.- ბრაზნარევი ხმით, ხმადაბლა ამოვილაპარაკე. -ჩემზე. -შენზე?! -ჩემზე დანებდი, ანდრეა. ხმა საშინლად ნაღვლიანი ჰქონდა და მისი თვალები გაყინულიყო. ვგრძნობდი რომ მასში რაღაც ბობოქრობდა და ამოფრქვევის საშვალებას არ აძლევდა. -ასე რომ იყოს, აქ არ ვიჯდებოდი. -ჰაერზე უნდა გავიდე. ხმადაბლა ამოილაპარაკა, ნაყინი სწრაფად შედო საყინულეში, პლედს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. სწრაფად ავდექი და მას მივყევი… მარიამი:* ჰაერი ერთიანად ჩაიხუთა ჩემს გარშემო, ან მე მეგონა ასე.. მეორე საფეხურზე ჩამოვჯექი და მუხლები მოვხარე. გრილმა ნიავმა ოდნავ გონზე მომიყვანა. გვერძე მაშინვე ვიგრძენი სხეულის სივარვარე როგორ ჩამომიჯდა. რათქმაუნდა უკან გამომყვებოდა.. სანდიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთს მაგრამ მისი სხეულის ტემპერატურას ასეც ვგრძნობდი. -კარგად ხარ? მკითხა ხმადაბლა. თავი დავუქნიე და ჰორიზონტს უაზროდ გავხედე. სწრაფად ხელი ხელზე შემახო და თავისაში მოიქცია. არ გავტოკებულვარ. ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა ხელზე და ისიც ჩემსავით ჰორიზონტს გასცქეროდა. მის გვერდით უფრო ახლოს ვიჯექი, ორ რამეს ვგრძნობდი. შიშს და ვნებას. თავიდან ბოლომდე მიცნობდა, იცოდა რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი, იცოდა ჩემს დაუოკებელ ვნებაზე და სურვილებზე და მაინც იჯდა ჩემთან წყნარად. ჩემი პატარა ხელი მის დიდ ხელებში ეკავა და უბრალოდ მიყურებდა.თავს ვიგიჟებდი რომ ვერვიტანდი, გულს მირევდა და მინდოდა არასდროს მომკარებოდა, მაგრამ ყოველ გადმოხრაზე ვოცნებობდი ეკოცნა, მომხვეოდა. ზუსტად იცოდა რა მინდოდა,როგორ მინდოდა. ზუსტად იცოდა, რომვერ ვპატიობდი ვერც მას და ვერც საკუთარ თავს წარსულში მომხდარს. ღრმად ამოვინთქე. ხელი გამოვაცალე და თავი მხარზე ჩამოვადე. შევატყე გაოცდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ზედმეტად არც შემხებია. ჩემთვის მასზე მიყრდნობაც კი საკმარისი იყო. ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა, ყველა სიტყვას, წინადადებას. ჩემს გონებაში დარბოდნენ და შემდეგ უკვე ენის წვერზე: -ორსულად ვარ. მისგან პასუხს ველოდი, რამეს რაც ჩემგან წასვლას აიძულებდა. ასე ორივესთვის უკეთესი იქნებოდა.მაგრამ ხელი მხარზე მომხვია და უფრო მჭიდროდ მიმწია მისკენ. -ვიცი. რა?! დაძაბული გამოვეცალე და თვალებში ჩავაშტერდი. -შენმა ქმარმა მახარა- ყალბი ღიმილი მაჯახა და ცივად მომაშტერდა. მის თვალებში რამდენიმე კვირის წინანდელი კადრები იკითხებოდა, რაც ყელს და პირს სრულიად მიშრობდა. -წამოდი. წავიდეთ. -რა?! სად? როგორც ყოველთვის ახლაც დამაბნია. ყველაფრისგან ერთიანად გაბრუებული ფეხზე წამოვდექი. არ ჩამძიებია ორსულობაზე. რატომ? -სადღაც უნდა წაგიყვანო. აქვე. ახლოს. თებეას ჩამოვიყვან. ჩემთვის ნებართვა არც აუღია, ისე შევიდა კოტეჯში და საწოლისკენ მიმავალი კიბეები სწრაფად აიარა. სწრაფი ნაბიჯებით მივყევი უკან. -არ გააღვიძო! ჩურჩულით ავძახე და თვალები ავუბრიალე. სანამ აზრზე მოვედი რა ხდებოდა, უკვე კიბეებზე ჩანოდიოდა. თებეა ხელში ყავდა აყვანილი. პატარას გათიშულს ეძინა. ანდრეა ღიმილით მიყურებდა. -ასე მოდიხარ? -რა? მის მზერას თვალი გავაყოლე და საკუთარ სხეულს დავხედე. ღამის პერანგით და ხალათით წასვლა ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. სწრაფად ავირბინე კიბეები. რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი. ელასტიური შარვალი და ჩვეულებრივი გრძელმკლავიანი თხელი ზედა. ფეხები კედებში სწრაფად ჩავყავი და რაც შემეძლო სწრაფად დავბრუნდი უკან. -მეტყვი სად მივდივართ? ვკითხე, როდესაც უკანა სავარძელზე თებეა მომაწოდა. პატარა მივიხუტე. მაგიჟებდა ამ ბავშვის ასეთი ძილი. როგორც ნათიას აქვა ნათქვამი, პატარაობაში მე ყველაფერზე მეღვიძებოდა. ალბათ ანდრეას გავდა… თვითონ მანქანას მოუარა და წინ დაჯდა. უკანა სავარალიდან გავხედე. არ ჩქარობდა, წყნარად და ჩუმად მოქმედებდა. გული გამალებით მიცემდა. ასე მეგონა, პირს თუ გავაღებდი ამომიხტებოდა. ქუჩებს ვერ ვცნობდი. რათქმაუნდა ბოლოს ზღვისკენ პატარაობაში ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდით. მიხუტებული მყადა თებეა და ცალი ხელით ჩემს მუცელზე პატარას ვეფერებოდი. ახლა უკვე ორი საზრუნავი მქონდა… ფიქრებიდან მუხრუჭების ხმამ გამომიყვანა. თვალი იქაურობას მოვავლე. ძველი შენობის გარდა ვერაფერს ვხედავდი. განათება პატარაზე ბჟუტავდა, წარწერით როგორც ვხვდებოდი ბარი იყო. -მანდ ბავშვით არ შემოვალ! თვალები ავუბრიალე ანდრეას. -ბარმენის გარდა არავინ იქნება.მამაჩემის ბავშვობის მეგობარია. კი სადღეღამისოა, მაგრამ ღამით აქ არავინ მოდის. ახალგაზრდებს კლუბი ურჩევნიათ. წყნარად, ღიმილით ამიხსნა. თვალები ავატრიალე და ბუზღუნით გადავედი. თებეა მაშინვე გამომართვა და მიიხუტა. მანქანა პულტით დაბლოკა და ნაბიჯებით შესასვლელისკენ წავიდა. -იცი რომ ვერ დავლევ, აქ რატომ მომიყვანე- ხმადაბლა, უკნიდან ვუთხარი. სერიოზული სახით გადმომხედა. -უნდა შევეგუო ალბათ, რომ ორსულობას წუწუნი ახასიათებს? თვალები ავაბრიალე და ბარში შევყევი. მართლაც არავინ იყო,ბარმენის გარდა რომელსაც დახლზე, ტელევიზორის ყურებისას ჩასძინებია. უხერხულად შევიშვმუშნე. -ლეო!! გამოფხიზლდი- ხმადაბლა დაუძახა ანდრეამ მამისტოლა კაცს და დახლზე ხელი რამდენჯერმე დაურტყა. -რაარის, ვინხარ?! თვალების ფშვნეტვით ჯერ ანდრეას შეხედა კაცმა, შემდეგ მე გადმომხედა. -ლექსო ხო? ვაფშე არ შეცვლილხარ. დავიჯერო ვერ მცნობ? გაეკრიჭა ანდრეა და მისკენ გადაიწია რომ განათებას მისი სახე კარგად გაენათებინა. -ეს თვალები მახსოვს. ავალიანო? -კარგი მახსოვრობა გქონია. თვალი ჩაუკრა ანდრეამ და ფრთხილად გადაეხვია კაცს. -რამხელა გაზრდილხარ, არ მითხრა რომ ეს ბავშვი.. -კი,ჩემი გოგონაა. სიამაყით უთხრა ანდრეამ და თებეას ზურგზე მოეფერა. თავჩახრილი, გატრუნული ვიდექი. რა ჰქონდა საერთოდ ჩაფიქრებული? თებეა ძველ ტყავის სავარძელზე ნაზად მიაწვინა. მასთან მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი პატარას. ანდრეა ლეოს რაღაცეებს ელაპარაკებოდა. ვერ ვკონცენტრილდებოდი. რომ მათთვის ყური დამეგდო. ანდრეა:* -მამაშენი სად არის? რამდენი წელია მისგან არაფერი მსმენია.- ამოიბურტყუნა ლეომ და წინ სასმელი გადმოდო. -არა, არა. დღეს დასალევად არ მოვსულვარ, თან საჭესთან ვარ. ვახო კარგადაა, საფრანგეთშია უკვე წლებია. -არ გადამრიო! მანდ რა უნდა?- შეიცხადა ლეომ და თავისთვის ჭიქა აავსო. მხრები ავიჩეჩე და მანდილოსნებს გავხედე. -კარგი გემოვნება გაქვს, რომ იცოდე. მამაშენს გავხარ- თვალი ჩამიკრა და სასმელი ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა მუცელში. -ამ შუაღამეს არ შეგაწუხებდი, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს. ხმადაბლა ვუთხარი. -ავალიანებს ყოველთვის დავეხმარები.აბა გისმენ. გამიცინა და სასმელი უკან გადადო. მოსიარულე პოზიტივი იყო ეს კაცი. მახსოვდა პატარაობაში ჩუმად ალკოჰოლს როგორ მაძლევდა, ისე რომ ვახოს არ გაეგო. მოგონებებზე ჩამეცინა და საქმეზე გადავედი. -მახსოვს ძველი მუსიკის ფირები გქონდა ხოლმე. თუ არ გადააგდე შეგიძლია ცოტახნით დაგვითმო? თან არავინ გყავს. არ იდარდო, რამდენსაც გინდა გადაგიხდი! -რეებს მელაპარაკები ანდრეა! სულ გადაირიე? ზაფხულობით მე გზრდიდი ხოლმე, გგონია ფულს გამოგართმევ?! აქ დამელოდე. ჩამეღიმა და მარიამს გავხედე. გაკვირვებული აკვირდებოდა იქაურობას. -ახლავე მოვალ.- ხმადაბლა ვუთხარი. თავი მსუბუქად დამიქნია და ინტერიერის თვალიერება განაგრძო. ლეოს უკან გავყევი და საწყობში ამოვყავი თავი. -ხომ გითხარი დამელოდეთქო. საშინელი მტვერია აქ. -არ მომკლავს.-გავუღიმე და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი. ვხედავდი ძველ საკრავ მოწყობილობას როგორ იღებდა ყუთიდან. -დარწმუნებულივარ მუშაობს. რომ შევინახე ახალივით იყო. აღარავინ იყენებდა. -ფირები სად გაქვს? კლასიკა, რამე..- ხელით თმები მოვიქექე და იქაურობას თვალი მოვავლე. -მარცხენა თაროზე ნახე. რამე იქნება. უსიტყვოდ მივედი და უამრავ ფირში იმ განსაკუთრებულის ძებნა დავიწყე, რომელიც ჩემთვის უძვირფასესი იყო. რამდენიმე წუთიანი ძიების შემდეგ, მივაგენი. მტვერი ხელით გადავფერთხე, ლეოს საკრავიც გამოვართვი და ბარში სწრაფად დავბრუნდი. -ანდრეა, რა ხდება? -ცოტაც მოიცადე. ხმადაბლა გავეხი პასუხი. ფირი ძირს მოვათავსე. მარიამმა დაინახა თუარა, თვალები გადმოსცვივდა, მისი რეაქცია აშკარა იყო. მარიამი:* ვერ ვიჯერებდი რომ ზღვისპირა ქალაქში და მით უმეტეს ბარში, ანდრეა ავალიანმა საკრავი ფირი იშოვა! ეს ხომ ანდრეაა.. არარსებულს გააჩენს და შავს თეთრად აქცევს. თავი შევიფერთხე ფიქრებისგან. ვგრძნობდი ძილი ნელ-ნელა როგორ მერეოდა, მაგრამ თავს ყველანაირად ვიფხიზლებდი. კაცი, რომელსაც ლეო ერქვა არსად ჩანდა. როგორც ვხვდებოდი, იქ დარჩა საიდანაც ანდრეა ფირით ხელში დაბრუნდა. თვალები ვჭყიტე, თავი სწრაფად ამოვწიე და თვალებით ანდრეას ნაცრისფერებს დავუწყე ძებნა, როდესაც ნაცნობი მელოდია ჩამესმა ყურში. ძალაუნებურად თვალები ემოციებისგან ამიწყლიანდა. -მთვარის სონატა… ამოვიჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი. ნელი ნაბიჯებით ანდრეას გამოწვდილი ხელისკენ წავედი. -ჩემი საყვარელი- ყურში ჩამჩურჩულა, როდესაც ცალი ხელის თითები ჩემსაში ახლართა და მეორე ხელით ნაზად მომეჭიდა წელზე. თვალები დავხუჭე და მელოდიით ვტკბებოდი, მაგრამ სიბნელის ყურებას მერჩივნა მთვარესავით ნაცრისფერი სფეროებისთბის მეყურებინა. -წლებია არ მომისმენია… გამოვუტყდი და თავი დამნაშვესავით ჩავხარე. აქეთ-იქეთ ვდგამდით ფეხებს. -რატომ? -შენს გარეშე არ მინდოდა. გამოვუტყდი და თვალებში შევხედე. მოძრაობა მელოდიას ავუწყეთ. პასუხად მხოლოდ მრავვლისთქმელი ღიმილი დამიბრუნა. ვუყურებდი მას, ვამოძრავებდი ფეხებს და წინ კადრები მედგა: 17წლის მე, 19 წლის ანდრეა. მე მის მომწვანო, მოჭაობისფრო მაისურში. ვცეკვავდით იმავე მელოდიაზე. მის ოთახში. მის სახლში. ღმერთო, როგორ მენატრებოდა ეს შეგრძნება. ამ ქვეყანაზე არ ვიყავი.. მელოდია როცა დასრულდა, მისკენ მივიწიე და მკერდზე მივეკარი. თვალები დავხუჭე. ისევ ვირხეოდით, მიუხედავად სრული სიჩუმისა, რომელსაც სადღაც დაკიდული საათის ისრების ხმა არღვევდა. ორივე ხელი მომხვია და მთელი ძალით მიმიკრო. -ეს მენატრებოდა. ამოიჩურჩულა და თავი გასწია. მივხვდი უნდოდა ჩემთვის სახეში შემოეხედა. მის მხურვალე სხეულს მოვშორდი და თვალებში შევხედე. -ანდრეა… -ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის. ბავშვი თუ გაბელიასი იქნება, ახლა მართლა გპირდები, რომ მხოლოდ თებეას ცხოვრებაში დავრჩები. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ვატყობდი როგორ უჭირდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ ჯიუტად თავსაც არ ხრიდა და თვალებში მიყურებდა. -და თუ.. შენია? -მგონი მაგის გაგრძელება ისედაც იცი. შენთვის მე არაფერი დამიძალებია. -ამას რატომ მეუბნები? საშინლად დავიბენი. ოდნავ მოვშორდი და სახეზე კარგად დავაკვირდი. ჩემს წინ უკვე კაცი იდგა.. -უბრალოდ.. ჩემი მარჯვენა ხელი თავის ხელში მოიქცია და დახედა. კალიცოზე ცერა თითი გადამატარა და ჩაიცინა; -თუ შენს მუცელში დემეტრეს ბავშვია, მთელი ცხოვრება იძულებულს მხდი შევეგუო იმ მოოქროსფერო ჟანგისფერი ბეჭდის ყურებას, რომელიც ახლა გიკეთია. -ისე მელაპარაკები, თითქოს ახლავე ვშორდებოდე დემეტრეს. ისტერიულად გამეცინა და მანძილი გავზარდე. პირზე ხელი ავიფარე, ხმადაბალ სიცილს ვერ ვწყვეტდი, იმის წარმოდგენისას რომ შესაძლოა მე ანდრეასთან დავბრუნებოდი. პანიკური სიცილი იყო.. ჭკუიდან ვიშლებოდი?! და თუ ანდრეა მართალი იყო?.. პირიდან ხელი მოვიცილე, ღრმად ამოვისუნთქე დაიქვე ჩამოვჯექი. იატაკს მიშტერებულს, სიცილი ნელ-ნელა შევწყვიტე და თვალებზე ცხელი დაგუბებული სითხე მომაწვა. ერთი ამოვისლუკუნე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. რატომ ვტიროდი? ვიცოდი დემეტრე ჩემთან ამ ყველაფეის შემდეგ არ გაჩერდებოდა, მას სამუდამოდ დავკარგავდი. მაგრამ თუ მას ბავშვს გავუჩენდი ასე ანდრეას მხოლოდ თებეას გვერდით ვნახავდი, ან ასეც ვერა.. გამახსენდა წლების წინ როგორ კარგად შესძლო აორთქლება ისე, რომ ყველა ხედავდა ჩემს გარდა.. საკუთარი სიტყვის ამსრულებელი მართლა იყო. ფიქრებისგან გაყინულს ვერ გავააზრე, როგორ მომიჯდა გვერდით და როგორ ჩამიკრა მკლავებში. თავი მკლავზე ჩამოვადე და თხელ პერანგზე ცხელი ცრემლები შევაწმინდე.. ვხვდებოდი რომ ანდრეა ავალიანი მცვლიდა. მაბრუნებდა წარსულში, იმ სილაღეში რაც ახლა არ გამაჩნდა და რეალური საკუთარი თავის პოვნაში მეხმარებოდა. გული იმდენად სწრაფად მიცემდა, ახლა როცა ის მეხებოდა, მინდოდა მკერდში მთელი ძალით დამერტყა, რომ საერთოდ შეეწყვიტა ჩემს გულს ფეთქვა. არა! ეს არ უნდა ხდებოდეს! ნამდვილი ისტერიკა მქონდა,მაგრამ ხმამაღალ ტირილს და სლუკუნს ვერ ვწყვეტდი. როგორც ხავსი ქვას,ისე ვეჭიდებოდი ანდრეას, ერთადერთი ღუზა იყო ჩემთვის რომ საკუთარი თავი არ დამეკარგა და ამავდროულად ერთაერთი შტორმი რომელსაც ჩემი მთლიანად წალეკვა შეეძლო.. ეს ერთხელ უკვე გააკეთა, მაგრამ ღმერთმა მისი სიცარიელის ამოსავსებად თებეა მაჩუქა. -ადგომა შეგიძლია? მზრურველი ხმით ყურთან ჩამჩურჩულა და ყმაზე ხელს მისმევდა. სლუკუნით დავუქნიე თავი და ფეხზე წამოვდექი. ხელს არაფრით ვუშვებდი. -მარიამ, თებეამ ასე რომ გნახოს შეეშინდება. გარეთ გადი, ახლავე მოვალ.- ჩემი სახე ხელებში მიიქცია და თვაკებში მოშტერებულმა მითხრა. -მაგრამ.. აქ არ დავტოვებ..- ძლივს ამოვილაპარაკე და ცრემლების ახალი ნაკადი გამოვუშვი. -გარეთ გადითქო.- მზრუნველი ხმით მეუბნებოდა, მაგრამ ტონი და მზერა მბრძანებლური ჰქონდა. ჩემს პატარას დავხედე და ამღვრეული სილუეტებით გასასვლელისკენ გზა გავიკვლიე. იქვე, პატარა სკამზე ჩამოვჯექი. გრილმა ჰაერმა ოდნავ შემაფხიზლა. წუთი არიყო გასული, რომ ანდრეა ქოშინით მომიჯდა გვერდით. -ლეო მიაქცევს ყურადღებას სანამ დაწყნარდები. -ასე ნუ მელაპარაკები! -მარიამ, უნდა დაწყნარდე. -არა ანდრეა, არ შემიძლია. მასუსტებ. დავიჯერო ამას ვერ ხედავ?!არ ვარ დარწმუნებული რომ ფეხზე ადგომა შემიძლია. რომც ავდგე, ვიცი დავეცემი. აი რამხელა გავლენა გაქვს ჩემზე, შენი უბრალო არსებობითაც კი, ამის გაკეთება შეგიძლია. ტუჩებ გაპობილი, ურეაქციოდ მიყურებდა თვალებზე, ხან ტუჩებზე. პასუხს არ მცემდა, ასე აგრძელებდა ჩემს ყურებას. ვხვდებოდი რომ რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი ანდრეასთან, უფრო და უფრო შორს მივდიოდი დემეტრესგან. მის გამო ხომ არასდროს მიტირია, ჩვენ ხომ სერიოზულად არც გვიჩხუბია. ღმერთო, ორ პარალელურ სამყაროს შორის ვიყავი გაჭედილი და ვგრძნობდი რომ ამოყირავებულ სამყაროში უკეთ ვგრძნობდი თავს. ვტიროდი, იმიტომ რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობას ვუწევდი. ვტიროდი, იმიტომ რომ ავალიანის მიმართ გრძნობებს საკუთარ თავთან ვუარყოფდით.იცი ჩემო გულო, მოემზადე, კარგად შემოიკარი აბჯარი რადგან მე და შენ ოფიციალურად ომში მივდივართ.. ანდრეას თვალებში ვაშტერდები. სახე შეწუხებულიაქვს, მაგრამ თვალებით ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ხელს ლოყაზე მკიდებს და მეც სახით ერთიანად ვეკვრობი მის დიდ მტევანს. თვალებს ვნანავ მაგრამ სახეს აახლოებს და ისე მოყურებს, თითქოს ჩემგან ნებართვას ელის.. ეს ხომ არც სჭირდება.. ტუჩებს ტუჩებზე ნაზად მახებს და მთელი გრძნობით მკოცნის. თვალებს ვხუჭავ.. მშორდება მაგრამ ხელი ისევ იმ პოზიციაში აქვს გაჩერებული. -დამშვიდდი? მის კითხვას ვუფიქრდები და მხოლოდ ახლაღა ვაანალიზებ, რომ აღარ ვსლუკუნებ და ნელნელა ცრემლებიც ლოყებზე მაშრება. მისი ზემოქმედებისგან ერთიანად გაბრუებული თვალებში ვაშტერდები და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ვამბობ: -დარწმუნებული არ ვარ, მინდა თუ არა შენი დაბრუნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.