სამი დღე (6 თავი)
რახან წარსულს ვერ ვცვლი ისღა დამრჩენია აწმყოსა და შემდეგ მომავლის შეცვლაზე ვიფიქრი. - ნაძალადევი ღიმილით უპასუხა გოგომ. - დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მოისმინო? - დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უარესი უკვე ვიცი. - მოკლედ ასეა: ლეონტი ძნელაძე 37 წლის... - მოიცა რამდენი? - გაოცდა ცარო. ეგონა, მოესმა. ცაროს ეუბნებოდა 32 წლის ვარო. ეს 5 წლის მოტეხვა რაღა იყო. თავად ცარო 25 წლუს იყო და შესაძლოა ამის გამოც დამალა. - 37 წლის. რა იყო ადამია არ თქვა, რომ ასაკსაც გატყუებდა. - ახარხარდა მეტრეველი. - ეს სასაცილოა? - ეწყინა გოგოს. - კაცი, რომ ასაკის მალვას დაიწყებს, შინაბერა ქალივით სასაცილოა აბა რა არის?.. კარგი განვიტირთეთ ახლა განვაგრძობ: ამჟამად საწვავის ბიზნესში წილებს განაგებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სუფთად მუშაობს. წარსულში კი ეწეოდა მოსაწევისა და წამლის რეალიზაციას. ეჭვმიტანილი იყო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაშიც მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცდა ისევე, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობაში და სამხილების არარსებობის გამო, საქმე დახურეს. ნაკაშიძეზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ქალებში. სასურველ სასიძოდ ითვლება, რდგან საკმაოდ სიმპათიური და კიდევ უფრო საკმაოდ მდიდარია. სამჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა.სამივეს ცოლს ეძახდა, მაგრამ ოფიციალურად არცერთზე ყოფილა დაქორწინებული. ორი მათგანი გააკოტრა. ვფიქრობ, ხელოვნურად და მათი ქონება მიითვისა. მესამეზე კი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან საფრანგეთში ცხოვრობდა მასთან ერთად და საკმაოდ გასაიდუმლოებული ურთიერთობა ჰქონდათ. - რომელ წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში შეგიძლია მითხრა? - 11 წლის წინ დაბრუნდა 2 წლიანი ემიგრაციის შემდეგ. - ნანო დემეტრაძე. - ხმამაღლა გაიფიქრა გოგომ. - დემეტრაძე რა შუაშია? მოიცა... გინდა თქვა, რომ.... - სწორად მიხვდი... რუთი ლეოს შვილია. - ასეთი სულმდაბლობა ძნელაძისთვისაც კი ზედმეტია. ახლა გასაგებია ვისაც აფარებდა დემეტრაძე ხელს. ღმერთო ჩემო. ნაკაშიძემ ეს, რომ გაიგოს დედამიწიდან გააქრობს მაგ შენს ძნელაძეს... - დაფიქრებულად თქვა ლექსომ. - იცის. მაგრამ უნდა, რომ გადაწყვეტილება რუთმა მიიღოს როცა სრულწლოვანი გახდება. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? 320 ათასი მართებს ძნელაძეს ნაკაშიძის. რისი თანხა შეიძლება იყოს? - უფრო კონკრეტული მინიშნება შეგიძლია მომცე? - 320 ათასი მართებს ძნელაძეს ჩემი, ზუსტად იმდენი, რამდენიც რუთს ეკუთვნისო. მეტი არაფერი ვიცი. - აუცილებლად გავარკვევ. მაგრამ არ გამიკვირდება ლეოს დემეტრაძის ქონება მიეთვისებინა და ეს თანხა მისი ღირებულება იყოს. - თავისი მოსაზრება გამოთქვა ლექსომ. - გამოდის ალფონსია... - კიდევ უარესი. - მე, რატომ შემარჩია? - დაფიქრებით თქვა ცარომ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. - გაგიკვირდება, მაგრამ ლეო სწორედ შენს მერე და როგორც ჩანს, შენს გამო დაადგა გამოსწორების გზას. მაგრამ, იმდენად ჩახლართულია მისი წარსული, მეეჭვება, სადმე თავი არ იჩინოს. - ანუ? - ვფიქრობ, გულწრფელია შენს მიმართ... - არც იფიქრო... მას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. ახლა წავალ. თუ რამე გაიგე მომწერე კარგი? - რათქმაუნდა. მუდამ შენს გვერდით ვარ. - თბილად გადაეხვია მეგობარს და რამდენიმე წუთში შენობაც დატოვა. მაკლერის ოფისს დაუწყო ძებნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად წამოსულიყო სახლიდან. უკვე სულს უხუთავდა დედ-მამინო ის შეგონება. სიმართლეს ვერ ეტყოდა. ამდენი გამბედაობაც არ ჰქონდა. თან მამამისი პოლიციას მიმართავდა ზუსტად იცოდა. მთელი ქვეყნის საჭორაო გახდებოდა და... სანდროსაც პრობლემებს შეუქმნიდა. სანდრო - ცალკე თემა. ცალკე ემოცია და ცალკე სამყარო. თითქოს კანში შეუძვრა და მასში ცხოვრობდა. კანის ქვეშიდან გრძნობდა მის თითოეულ შეხებას, მოფერებასა და ჩახუტებას. თითქოს, მარტოც არ იყო და ნაკაშიძეს დაატარებდა მთელი არსებით. საოცარია მხოლოდ სამად სამი დღე ეყო შესაყვარებლად. დასავიწყებლად კი სამჯერ თავიდან, რომ დაბადებულიყო და სამი სიცოცხლე ეცხოვრა არ ეყოფოდა. - ჯანდაბას ნაკაშიძევ შენი თავი. ეს რა მიქენი. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო ჩემზეა ნათქვამი. - გზადაგზა ბუტბუტებდა და აქეთ-იქით იყურებოდა მაკლერის ოფისს რომ არ გასცდენოდა. * * * ლეო კბინეტში იჯდა და მაგიდის ზედაპირზე ნერვიულად აკაკუნებდა გასაღებს. გონებაში ცდილობდა გამოსავალი ეპოვა. ცაროს რომ ვერ შემოერიგებინა მარინა სახლს გადადგამდა. თვითონაც არ ეთმობიდა. ვერ იმეტებდა დასაკარგად მაგრამ იმ ფაქტის შეგუება უჭირდა, რომ რამდენიმე მამაკაცთან "ნაგულავები" ქალი უნდა შეერთო. მერე რა, რომ ეს მის გადასარჩენად გააკეთა გოგომ. ხომ ეხებოდნენ... ხომ ჰქონდა სექსი... იქნებ მასაც "დაევასა"... ყოველი შეხებისას იმაზე მოუწევს ფიქრი მერამდენეა. მასთან უფრო მოსწონს თუ სხვისი მოსწონდა... ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია. ნომერს დახედა. უკნაყოფილოდ გადაუსვა ხელი სენსორს და უპასუხა. - გისმენთ ქალბატონო ნინო. - ლეო შვილო... ბოდიში, რომ გაწუხებ მაგრამ უთქმელობაც არ იქნება. რა ხდება შენსა და ცაროს შორის? - ცარომ არაფერი გითხრათ? - აიტერესებდა რა მიზეზი დაასახელა ცარომ ქორწილის ჩასაშლელად. - არაფერს ამბობს იმის გარდა, რომ ქორწილი არ იქნება... ხალხის ყბაში ჩავვარდებით. რა მოხდა ასეთი გამოუსწორებელი? - ქალბატონო ნინო ვეცდები ამ საღამოს ცაროს დაველაპარაკო. საბოლოო გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებთ. ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით. ახლა დაკავებული ვარ და უნდა გაგითიშოთ... - ტელეფონი გათიშა. მერე ღრმად ამოისუნთქა და ცაროს ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ გოგომ გაუთიშა. მიხვდა, რეკვას აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტა სახლში მისულიყო. თუმცა, როგორ უნდა შეეხედა მისთვის თვალებში. რა სინდისით უნდა ეთხოვა კიდევ ერთხელ დხმარება. თუმცა რას ვამბობ ძნელაძე და სინდისი? ცარომ ის იყო სახლში ფეხი შედგა, გაბრწყინებული შეეგება ნინო. - მოხვედი დე? შენ გეგლოდებოდით. - ცარომ გაკვირვებულმა შეხედა. ასეთ დახვედრას არ ელოდა. მაგრამ როგორც კი სასტუმრო ოთახში შეაბიჯა მიზეზი ცხადზე უცხადესი გახდა. გაშლილ მაგიდას გიორგისთან ერთად ლეო და მარინა ესხდნენ. - მოდი, შვილო მოდი. გელოდებოდით - ღიმილით მიმართა გიორგიმ. - სულ ტყუილად. თქვენთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდომას არ ვაპირებ. - ზიზღით გადახედა დედა-შვილს. - ცარო. შენს ოთახში შევიდეთ... დსვილაპარაკოთ. - წამში წამოხტა და გვერდით ამოუდგა ლეო. - ვილაპარაკოთ? მე და შენ ვილაპარაკოთ ლეო? - აღშფოთდა გოგო. - ხომ იცი, რომ ეს გარდაუვალია. ძალიან გთხოვ. მინდა აგიხსნა... - მკლავში ხელი ჩაავლო და ლამის გაათრია გოგო. - როგორ ბედავ დამეხები. - იკივლა გამწარებულმა. - მაპატიე. გთხოვ მაპატიე. ახსნაც არა აქვს ჩემს საქციელს ვიცი, მაგრამ შემეშინდა. ლაჩარი ვარ, ლაჩრულად მოვიქეცი ამის დედაც მოვ**ან, მაგრამ შემეშინდა. რატომ არ გესმის. - მესმის, მაგრამ მეც უნდა გამიგო. ყოველთვის, როცა შემოგხედავ ის უბედურება გამახსენდება და შევიშლები გესმის? მეც დავიტანჯები და შენც დაგტანჯავ. მე ხომვიხსენი შენისიცოცხლე. ჰოდა ვალში ხარ ჩემთან და სანაცვლოდ თავისუფლებას გთხოვ. - ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საყვარელ სახეს. ახლა კი დაეფიცებოდა აღარაფერს გრძნობდა აღარც სიძულვილს. ცარიელი ადგილი გამხდარიყო. თითქოს, ჯავახიშვილისა არ იყოს " ნაკაცარი" ედგა წინ. თუმცა, რაღა თითქოს. - მიზეზი? მათ რა ვუთხრათ? - ხელი კარისკენ გაიშვირა ძნელაძემ. - რაც გინდა მოიფიქრე. ნებისმიერი მიზეზი. ოღონდ კიდევ ერთი ტანჯვა ამარიდე გევედრები. - რამეს მოვიფიქრებ. - უხერხულად ჩაილაპარაკა ძნელაძემ და ძალაუნებურად ხელები გაექცა ადამიას ჩასახუტებლად. უსიამოვნოდ გასცრა ცაროს და ინსტიქტურად ისე ძლიერად კრა ხელი, ლამის კედელს მიეხეთქა ლეო. ბიჭმა სინდისის ქენჯნა იგრძნო. იფიქრა, გამოვლილი ძალადობის გამო ჰქონდა ასეთი რეაქცია. ცარომ კი თვითონაც არ იცოდა სანდრო ნაკაშიძემ ისე როგორ მოაჯადოვა, რომ მის გარდა ვეღარავის შეხებას გუობდა. * * * - უფროსო რაღაც უნდა გაჩვენოთ. - რუთთან მოთამაშე სანდროს მიეჭრა ლაშა. - ეგ რაღაც ცოტა ხანს ვერ მოიცდის? - ღიმილით უპასუხა ბიჭმა. - სასწრაფოა უფროსო... - აწრიალდა ბიჭი. - ჩემს ოთახში შედი და ახლავე მოვალ. - როცა ლაშას აფორიაქებულ სახეს შხედა მიხვდა, რაღაც სერიოზული ხდებოდა. მალევე მიჰყვა უკან და სწრაფად შეაღო კარი. - რა მოხდა? - უროსო... თვითონ ნახე. - ძლივს ამოღერღა და რამდენიმე ჟურნალი მიაჩეჩა ხელში. პურველ გვერდზე ცაროს ფოტოები დაებეჭდათ. ზოგი მარტო, ზოგიც ლეოსთან ერთად და ამაზრზენი სათაურები ამშვენებდა. "ვისთან უღალატა ლეო ძნელაძეს საცოლემ?", "ძნელაძე დეპრესიაშია! საცოლემ მაგრად დაადო" და ა.შ. გაცოფებულმა გადაშალა მითითებულ გვერდზე და ლეოს დედის ინტერვიუს წააწყდა. ქალი ყვებოდა როგორი გულგატეხილი იყო მისი შვილი ცაროს ღალატის გამო. ათასგვარი საზიზღარი ეპითეტებით მოიხსენიებდა. სანდროს ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა. - ტელეფონი მომიტანე ჩქარა! - იმხელაზე იღრიალა კედლები შეარყია. ლაშამ ეგრევე მიაწოდა. ხელის კანკალთ აკრიფა ნომერი. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. სანდრო ჯიუტად განაგრძობდა რეკვას. როგორც ჩანს ადრესატს მოჰბეზრდა და როგორც იქნა უპასუხა. - ინტერვიუს არ ვიძლევი. არც არანაირი კომენტარის გაკეთებას ვაპირებ. გთხოვთ თავი დამანებოთ. - სანდრო ვარ... - ყურმილს გამოღმაც ისმოდა ცაროს გახშირებული გულისცემა და ვენებში მოწოლილი სისხლის შხუილი. არც სანდრო იყო იკეთეს დღეში. მაკაკასავით დაუხტოდა მკერდში გული და ეს უდიდეს ტკივილთან ერთად სიამოვნებას ჰგვრიდა. - სან...დრო? - ისე იკითხა ცარომ აშკარად ამოწმებდა ამდენი დარდისგან ხომ არ შევიშალეო. - მნახავ? გთხოვ... - მუდარით დაამატა ბოლო სიტყვა. ეს არ გავდა ნაკაშიძის საქციელს. როდის იყო რამეს ითხოვდა. - არა. ვერა... - სურვილს შეეწინააღმდეგა. კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ კივილით შეაგლიჯა კარი ნინომ და აზრი გაუწყვიტა. ინსტიქტურად მუაგდო ტელეფონი საწოლზე. - დედა... - დედა? დედა? როგორ მიბედავ და დედას მეძახი შე გარყვნილო? - სახეში ძლიერად გაარტყა ისედაც ფერდაკარგულ გოგოს. ჯერ ერთი, მერე მეორე...ურტყამდა გამეებით და კივილს არ წყვეტდა. - ეს გასწავლე? ასე გაგზარდე? კიდევ რომ ედიდგულებოდი იმ ხალხს. უტიფარო. - დედა... - ტირილით ევედრებოდა გოგო. - ნუ მირტყამ, გთხოვ. სანდროს ლამის გული გაუჩერდა. გაუთიშავი ტელეფონიდან მკაფიოდ ესმოდა თითოეული სიტყვა და გულს უგლიჯავდა. ცაროს სიტყვები კი პიკი აღმოჩნდა. - ურტყამს? რას ნიშნავს ურტყამს. გიჟივით გავარდა სახლიდან და მანქანაში ჩაჯდა. ისეთი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს საბურავების ღრჭიალის ხმამ მიდამო გააყრუა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.