შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (21 თავი)


28-12-2019, 17:05
ავტორი naattii
ნანახია 2 191

-თინია_ფრთხილად მოკიდა ანამ ხელი დას და მის ავტომატურ, გათიშლ გამოხედვაზე ლამის გული გაუსკდა. -თინი რა მოხდა?
-მასე ნუ მეძახი_თვალები დახუჭა და თავი გვერდებზე გადააქნია, -ოღონდ მასე არ მომმართო.
-კარგი საყვარელო, მითხარი რითი დაგეხმარო?_იმ წამს მორბენილ გიორგის წყალი გამოართვა და გახსნილი გაუწოდა დას.
-ვერაფრით ან, მაინც დავკარგე, არც კი მომისმინა, არც კი ამახსნევინა, პირდაპირ ხაზი გადამისვა და ყველაფერი დაასრულა.
-დაო, ახლა მომისმინე, უკვე მე დავიღალე, გასაგებია? თუ არ უნდა ნუ უნდა, შენ თავს შეხედე საერთოდ? ასე დამოკიდებული როდის მერე გახდი მასზე?
-არ ვიცი ანა, უბრალოდ რაც შემიყვარდა თავი დავივიწყე.
-მერე? ეგ სწორი გგონია? მეც ვარ შეყვარებული, მაგრამ ეგოისტიც დავრჩი. სარკეში ჩაიხედე, შენი თავი უნდა გიყვარდეს პირველ რიგში და მერე სხვა.
-შენ თვითონვე თუ გჯერა შენი სიტყვების_სუსტად გაეღიმა თინიას.
-არა_ყოყმანით თქვა ანამ, -თუმცა სრულ სიმართლეს გეუბნები, შენ სრულიად დამოუკიდებელი, ნეირო ქირურგი და რეანიმაციის ხელმძღვანელი ხარ, ქალი რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტია საქართველოში და ახლა რა? ზიხარ პარკში და მოთქვამ იმის გამო, რომ ვიღაც ბიჭმა მიგატოვა?
-ანა .....
-არა, დამამთავრებინე, შენმა პაციენტმა რომ დაგინახოს არ შეგრცხვება? რომ გითხრას მიმკურნალეო, მაგრამ შენ ჭრილობაში ცრემლები ჩაგიცვივდება კარგი იქნება? ჯერ შენი თავი და პროფესია უნდა გახსოვდეს და მერე იფიქრო სხვა ადამიანებზე. გასაგებია?_მკაცრი სახით, ამაღლებული ხმითა და შეკრული წარბებით საუბრობდა ანა გაცხარებული.
-ეს ლექციებსაც ასე კითხულობს?_გვერდით მდგომ მომღიმარ გიორგის გადახედა ინიამ.
-ეს შესავალი იყო მხოლოდ_თავი დააქნია ბიჭმა.
-ღმერთო ჩემო და ასეთი შეგიყვარდა? ყოჩაღ შენ გაძლებას_თავი დააქნია ქალმა და აფხუკუნებულ გიორგის გამოწვდილ ხელზე ჩაურტყა.
-ამათ უყურე_ცალი წარბი აწია ანამ და უარესად ახარხარებულებზე თავადაც გაეცინათ, თინიას ნერვიული სიცილი დააიგნორეს და წამოყენებული მანქანისკენ წაიყვანეს.
-სამსახურში დაგტოვებთ_კითხვის ფორმით სულაც არ უთქვამს ანას, ბრძანებითს უფრო გავდა. დამაც თავი დაუქნია და ისევ ხალხის თვალიერებას მოჰყვა ფანჯარაში. ესმოდა გიორგის და ანას საუბარი, ხედავდა ბედნიერ დას, არც სასიძო ჩანდა ნაკლებ გახარებული და თავადაც წყნარდებოდა, არაუშავდა, პირველი იმედგაცუება გაკვეთილივით უნდა ქონოდა, მან ხომ ასეთი არაჩვეულებრივი გრძნობა გამოსცადა, ბოლო ღამეც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა მოსაგონებლად. ისიც უხაროდა მომავალი რომ იწინასწარმეტყველა და ბოლომდე შეგრძნობილი სითბოს გემო გამოსცადა. არაფერს ნანობდა, ხალხს უყურებდა, განცდებს აკვირდებოდა, წარსულს იხსენებდა და იღიმებოდა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ერთი წუთიც კი არ ყოფილა ისეთი, რომელიც სინანულის გრძნობას გაუღვივებდა.გამოსცადა რას ნიშნავს იყო სრულყოფილად ბედნიერი და უნდა დაკმაყოფილებოდა ამას, იმის და მიუხედავად ეს პერიოდი დაასრულა თუ არა. სანანებელი არაფერი იყო. გაღიმებულმა მოიწმინდა ცრემლი და თავს პირობა მისცა, რომ ცხოვრებას ისევე განაგრძობდა, სადაც შეჩერდა.

მოუსვენრად ცმუკავდა საბა საწოლში, ჭრილობა აწუხებდა, მაგრამ ტკივილს ვინ დაეძებდა, საშინლად უნდოდა ისევ დაენახა ის ლამაზი სახე, მთელი ღამე რომ არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. რამდენჯერმე დააჭირა გამოძახების ღილაკს, სხვადასხვა სისულელეების მოგონება დაიწყო, თუმცა არც ერთ მათგანზე შემოსულა ნათია. აი როგორც იქნა ისევ გაიღო კარები, თუმცა ბედნიერებისგან გაღიმებული სახე, იქვე ჩამოერეცხა.
-დილა მშვიდობის რთულო პაციენტო, შეძელი და მთელი საავადმყოფო აალაპარაკე, ასეთი პრეტენზიული როდიდან გახდი?_საქაღალდით ხელში უღიმოდა თინია.
-მარტო ხარ?_არც მოუსმენია ნათქვამი ისე გაუშტერდა თვალი ნახევრად ღიად დატოვებულ კარზე.
-აბა ვინ უნდა მომყოლოდა_ზურგს უკან გაიხედა თინიამ.
-რავი ჩემი ძმა_ხელი ჩაიქნია საბამ და აჭარხლებულ ქალს გამომცდელად დააკვირდა.
-არა, შენი ძმა მე აღარ გამომყვება ხოლმე, სახლში იყო ბოლოს რომ ვნახე, ალბათ სადაცაა მოვა.
-უჩემოდ ყველაფერი აურიეთ თქვენ ორმა არა?_თავი გადააქნია და ჭრილობის დაჭიმვაც იგრძნო.
-შენ გარეშე ყველა ურევს, ამიტომ დროულად გამოჯანმრთელდი.
-მაინც რა მინდაო? თუ შენ .....
-ხო, მე წამოვედი, თქვენგან უკვე ოფიციალურად ამოვეწერე_გახუმრება სცადა ექიმმა.
-კარგი რა თინია, ხომ იცი როგორია, მალევე გადაუვლიდა_ამჯერად მართლა შეწუხდა საბა.
-არა, ისე მესაუბრა ადვილი მისახვედრი იყო რომ ყველაფერი დაასრულა.
-ნუ გადამრევთ, როგორ თუ დაასრულა?
-როგორ და ჩვეულებრივად, ხომ იცი ნათქვამია, საც არა ჯობს გასცლა ჯობსო.
-სისულელეა, როცა ერთმანეთი გიყვართ იქ დათმობა და მოთმინება უნდა იყოს და არა გაცლა და გარიდება.
-როგორც ჩანს აღარ უყვარს.
-თეოდორეს? შეენ? უჰ, ახლა ჩემი ფეხის მოჭრის ამბავს უფრო დავიჯერებ ვიდრე იმას, რომ არ უყვარხარ, ისე მართლა, ხომ არ მოგიჭრიათ?
-რა თქმა უნდა არა_სიცილი აუტყდა თინიას, თუმცა მალევე შეცვალა გამყიდველმა ცრემლებმა, -უკვე ბევრად უკეთ ხარ, ახლა მხოლოდ დასვენება, კარგი კვება და მოვლა გჭირდება და ალბათ სამ დღეში გაგწერენ.
-გამორიცხულია, აქედან კაცი ვერ ამაფხეკს_საწოლის ირგვლის არსებულ რკინებს მოეჭიდა საბა.
-აბა ნარკოზიდან სრულიად გამოვიდაო?_გულისცემისა და თვალების შესამოწმებლად დაიხარა თინია, გადამცემი რომ აწრიპინდა.
-ჯანდაბა, თენგო ძია ისევ ცუდადაა, ჭკვიანად იყავი და ისე არ დაგემართოს მართლა რამე რომ დაგჭირდება, ექთანს გამოიძახებ და არ მოვიდეს.
-თქვენ მე ჭკუას ნუ მასწავლით_კარში გასულ თინიას დააწია სიტყვები და ჭრილობა ისე ატკივდა ღმუილით დაუბრუნდა თავის ადგილს საწოლზე.

არ იქნება ორი წუთიც გასული ისევ რომ გაიღო კარი, ისევ მოლოდინით გაიხედა საბამ, ისე რომ ლამის ლოგინიდან გადმოვარდა, თუმცა სულ ტყუილად, ამჯერად სახე მოღუშული თეოდორე გამოჩნდა.
-არა რა, დღეს გაჭირვების ტალკვესი ვარ_თვალების ტრიალით დაუბრუნდა საწოლს და ამჯერად თეოდორეს მონოლოგს დაელოდა. მანაც არ დააყოვნა. ორ საწოლიან ოთახში მხოლოდ საბას დაეკავებინა ერთი და მეორე ცარიელი დარჩენილიყო. სწორედ მასზე მოკალათდა თეოდორე და თვალებ დახუჭული გადაწვა და გასწორდა.
-დაიწყე_მოთმინებამ უმტყუნა საბას ძმის სახეზე.
-როგორ ხარ? ტკივილები გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება?
-გეტყობა ტვინის ოპერაცია რომ გაგიკეთეს_თავი გადააქნია საბამ, -შენ რა გააფუჭე ის დაიწყეთქო, სად გაუშვი ის ანგელოზივით გოგო?
-რაღაც არამგონია ეგ შენი საქმე იყოს_თვალები არც გაუხელია ისე შეკრა წარბები.

-წამლების დროა_როგორც იქნა ნანატრი ხმა გაისმა კარებში და წამოწეული თეოდორე ლამის გადმოვარდა განსხვავებული საბას დანახვაზე.
-ანგელოზებს ავალებენ წამლების ტარებას უფრო მალე რომ გამოვკეთდეთ? მაშინ დარიშხანი მომეცი, შენი სახის დანახვის გარეშე რა დამაძინებს_ლამის თვალებიდან ამოსვლოდა გულები საბას.
-ღმერთო ნეტა ასე თუ აწონებ თავს ვინმეს, როგორც ჩანს წამლებს თავად გადაყლაპავ და წყალსაც მიაყოლებ_თავთან დაუდო ჭიქა და წამლების სათავსო და ისევ უკან გაბრუნდა.
-არა, ჯერ არ წახვიდე რა, მთელი დღეა გიცდი როდის შემოხვალ, ნათიააა_ისევ მიხურულ კარებს უყვირა და გონს თეოდორეს ფხუკუნმა მოიყვანა. ბიჭი ლოგინის უკან, კედელთან მიმდგარიყო, ვიდეო გადაღება ჩაერთო და საბა-ნათიას დიალოგის თითოეული დეტალი ჩაეწერა, ძმის გამწარებულ სახეზე ხარხარი აუტყდა და გადაღებაც შეწყვიტა.
-ღმერთოოო, გმადლობ ამ დღეს რომ მომასწარი_სიცილს ვერ წყვეტდა თეოდორე და ვიდეოს რამდენიმე ასლად ინახავდა. -წავედი, ასეულობით დისკზე უნდა ჩავწერო.
-ცანცარა, უპასუხისმგებლო, არასერიოზულო, ჯანდაბაააა_ისევმიხურულ კარებს მიაძახა საბამ და ბალიშიც ზედ მიაყოლა. ცოტა მოგვიანებით მიხვდა თავს ქვემოთ არსებული ბალიში რომ შეწირა და ისევ ექთნის გამოსაძახებელს დააჭირა თითი.

ოთახში გამოეძახებინა დაჩის ტყუპები და საქმის მასალებს განიხილავდნენ, მიმალული რამაზი ყველას აფიქრებდა, არავინ იცოდა გაბოროტებული კაცი რას მოიმოქმედებდა, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ გიორგის დაჭერით იმ ავაზაკს ფული შემოელეოდა და ბევრს ვერაფერს შეძლებდა.
-ვითომ ისევ ძმებისკენ წამოვა?_ფურცლები მაგიდაზე მიყარა გაბრიელმა.
-მე მასე ვფიქრობ, იმ ექიმსაც მიაკითხავს ასე მგონია.
-ან სამივეს ერთად, მათ შეთანხმებულად გაუფუჭეს საქმე, ახლა სავარაუდოდ მომხრეებს და თანამოაზრეებს ეძებს, ყველას შემოიკრებს და ერთიანი ძალით გაგვიწევენ წინააღმდეგობას. მზად უნდა ვიყოთ_ბიჭებს გადახედა დაჩიმ.
-რას დაგვავალებთ?_მაგიდისკენ მიიწია გაბრიელმა.
-გიორგის მნახველებისა და ადვოკატის თვალთვალი განვაგრძოთ, ზარები ვაკონტროლოთ წარსული ვჩიჩქნოთ. გამორიცხულია სადმე შეცდომა არ დაუშვან, რაც მთავარია, გიორგის მოლაპარაკებები უნდა გავუმართოთ და მასზე მომუშავე ხალხის სია გამოვართვათ.
-ეგ კარგი იქნებოდა, პირდაპირ ვინაობას გავიგებდით და მალეც დავიჭრდით_გულისწყვეტა ჩანდა იოანეს ხმაში.
-ვნახოთ, იქნებ გამოგვივიდეს, ახლა წადით და ის სამი გააფრთხილეთ ყურადღებით იყვნენ.
_გასაგებია უფროსო_ერთად წამოდგნენ ტყუპები, ჯერ კაბინეტი, შემდეგ კი განყოფილება დატოვეს და ძმების სახლისკენ გაემართნენ.

დაჩი სრულიად მართალი იყო, რამაზი, მიუხედავად მივარდნილ სოროში ცხოვრებისა, გამალებით ეძებდა მხარდამჭერებს და მკვლელობებისა და დაცვის ბიჭების მუშაობის სანაცვლოდ ფულს იღებდა. მანამდე ვერ მოისვენებდა, სანამ საკუთარ მტრებს ბოლომდე არ გაანადგურებდა. აი შემდეგ ამოისუნთქავდა თავისუფლად და შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას.

----------------------------
საერთოდ აღარ აქტიურობთ :(



№1 სტუმარი სტუმარი სოფია

ღმერთო მეგავგიჟდებიი ესენითუარშერიგდებიან

 


საბა გაება :დ ახლა თეოდორე იღადავებს :) საბას ამბავი კი მიხარია, მაგრამ თინიას და თეოდორეს შემყურეს გული მაქვს ცუდად, უშველე რამე ამათ :(
იმედია რამაზისაც მალე გასკვანჩავენ ჩემი ბიჭები❤
შემდეგ თავს ველოდები.

 


№3 სტუმარი naatii

სტუმარი სოფია
ღმერთო მეგავგიჟდებიი ესენითუარშერიგდებიან

ოღონდ არ გაგიჟდეთ რა ვიზამთ რამეს :D
რუსკიმარუსია
საბა გაება :დ ახლა თეოდორე იღადავებს :) საბას ამბავი კი მიხარია, მაგრამ თინიას და თეოდორეს შემყურეს გული მაქვს ცუდად, უშველე რამე ამათ :(
იმედია რამაზისაც მალე გასკვანჩავენ ჩემი ბიჭები❤
შემდეგ თავს ველოდები.

მივხედავ მაგათ მე ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუუ შეყვარებული საბა რა საყვარელიიაა :)) მგონი თინიას საფრთხე როგორც არასდროს ისე ემუქრება ეხლა :( იმედია მალე შერიგდებიან ეს ჯიუტები :)

 


№5 სტუმარი maco maco

სხვათაშორის თინიას სწორი უთხრა თავისმა დამ და წინა თავში თეოდორემ, ზედმეტად გააკერპა და სხვას ყველა მეორე პლანზე გადაწია არც ეგეთი სიყვარულია კარგი

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან პატარა თავებს დებ და ალბათ მაგიტოომ..
მსუყე მსუყე თავები დადე რაააა...
ძალიან დამაკლდა ამ კონკრეტულ თავში რაიმე ემოცია, არც ახალი გაგვიგია ამ თავიდან..... უფრო კონკრეტიკაა საჭირო

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

თინია და თეო მაბრაზებენ angry საბა კიდევ მახალისებს.ის მუდამ საბაა რა grinning ახლა ამ ორის ჩხუბი იქნებოდა?რომ დასტაცებენ რომელიმეს ხელს მერე იჯავრონ ერთმანეთზე disappointed
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი ენნე

აუ როდის დაასრულებ რომ დავიწყო კითხვა?
თუ შესაძლები იქნება ბოლოს იქნება სრულად ატვირთო, გელოდები მთელი გულით❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აიი ლუკა არის სასწაული, ძალიან სასაცილო ბიჭია :დდდ თეოდორე და თინია იმედია მალე გაერკვევიან ერთმანეთის სიმართლეში ❤️

 


№10 სტუმარი Tako

Ase dzalian ratom agvianeb tavebs lamis damavicydes rac cavikitxe

 


№11 სტუმარი Teko

როდის დადებ ???

 


№12 სტუმარი Momkhmarebeli

შენ თვითონ არ აქტიურობ, რამდენი დღე გავიდა უკვე ???? მერე კიდევ მკითხველს ეუბნები რამეს აქტიურობაზე

 


№13  offline მოდერი naattii

ჯერ ერთი ახალ წელს გილოცავთ, მერე მეორე პირველ იანვარს ან თუნდაც 31ში ახალ წელს ვერ დავწერდი და მესამეც, როცა იცით რომ ასე არასდროს ვაგვიანებ საყვედურების ნაცვლად შესაძლებელია დასაწყისისთვის იკითხო იქნებ რა ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვალებზე პრობლემა მაქვს და ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ, ლოგიკურია, რომ ვერ ვწერ, ამის და მიუხედავად ჩუმ ჩუმად ჩანაწერებს ვაკეთებ და რამდენიმე დღეში სრულად ავტვირთავ და არა მომდევნო თავს. ვინც გაუიგებს გასაგებია და ვინც არა ბოდიში იმედი თუ გაგიცრუეთ... რამდენიმე დღეც მჭირდება, დავასრულებ და მთლიანად აიტვირთება

 


№14 სტუმარი Momkhmarebeli

naattii
ჯერ ერთი ახალ წელს გილოცავთ, მერე მეორე პირველ იანვარს ან თუნდაც 31ში ახალ წელს ვერ დავწერდი და მესამეც, როცა იცით რომ ასე არასდროს ვაგვიანებ საყვედურების ნაცვლად შესაძლებელია დასაწყისისთვის იკითხო იქნებ რა ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვალებზე პრობლემა მაქვს და ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ, ლოგიკურია, რომ ვერ ვწერ, ამის და მიუხედავად ჩუმ ჩუმად ჩანაწერებს ვაკეთებ და რამდენიმე დღეში სრულად ავტვირთავ და არა მომდევნო თავს. ვინც გაუიგებს გასაგებია და ვინც არა ბოდიში იმედი თუ გაგიცრუეთ... რამდენიმე დღეც მჭირდება, დავასრულებ და მთლიანად აიტვირთება

ბოდიში, ნამდვილად არ ვიცოდი ეგრე რომ იყო.უბრალოდ, პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომწონს. მართლა ბოდიში და შევდივარ შენს მდგომარეობაში.

 


№15  offline მოდერი naattii

Momkhmarebeli
naattii
ჯერ ერთი ახალ წელს გილოცავთ, მერე მეორე პირველ იანვარს ან თუნდაც 31ში ახალ წელს ვერ დავწერდი და მესამეც, როცა იცით რომ ასე არასდროს ვაგვიანებ საყვედურების ნაცვლად შესაძლებელია დასაწყისისთვის იკითხო იქნებ რა ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვალებზე პრობლემა მაქვს და ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ, ლოგიკურია, რომ ვერ ვწერ, ამის და მიუხედავად ჩუმ ჩუმად ჩანაწერებს ვაკეთებ და რამდენიმე დღეში სრულად ავტვირთავ და არა მომდევნო თავს. ვინც გაუიგებს გასაგებია და ვინც არა ბოდიში იმედი თუ გაგიცრუეთ... რამდენიმე დღეც მჭირდება, დავასრულებ და მთლიანად აიტვირთება

ბოდიში, ნამდვილად არ ვიცოდი ეგრე რომ იყო.უბრალოდ, პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომწონს. მართლა ბოდიში და შევდივარ შენს მდგომარეობაში.


უბრალოდ იმდენად ბევრჯერ მაქვს ჩემი მდგომარეობა ანახსნელი ვბრაზდები როცა იგივე რეაქციებს ვხედავ, საბოდიშო არაფერია, მადლობა რომ გესმით, ოპერაციამდე აუცილებლად მოვრჩები და დავდებ, თორემ სავარაუდოდ კომპიუტერს საერთოდ ამიკრძალავენ, არაუგვიანეს ზეგ აიტვირთება სრულად :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent