შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეთერთმეტე თავი)


28-12-2019, 21:23
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 742

სისხლის დანახვაზე თათია თითქოს გონს მოვიდა, ხელში სწვდა გუგას და სააბაზონში გაითრია. გუგა მორჩილი ბავშვივით მიჰყვა. ონკანი მოუშვა და სისხლიანი ხელის ჩამობანვა დაუწყო. ვერა და ვერ შეაჩერა სისხლი, თათიას თან ცრემლები გასდიოდა, თან შეუჩერებლად ბანდა ხელს. სისხლი არა და არ ჩერდებოდა და ისტერიკაში ჩავარდა. ისევ კანკალმა აიტანა, სახე გაულურჯდა, თითებს ვეღარ იმორჩილებდა. გუგამ შეატყო რამდენად ცუდად იყო და ერთადერთი რაც მოიფიქრა ის იყო, ცივი შხაპი მოუშვა, თათია მიიხუტა და ორივე დუშის ქვეშ დადგნენ.
თანდათან თათიამ ცახცახი შეწყვიტა. მოეშვა. გონზე მოვიდა. მაშინვე გუგას ხელი გაახსენდა, მოსცილდა მის სხეულს და ხელზე დახედა. ცოტაღა მოჟონავდა სისხლი. ისევ ის სცენა დაუდგა თვალწინ, ძირს რომ ნამსხვრევებთან ერთად გუგას სისხლი დაინახა. ისევ კანკალმა აიტანა. კბილს კბიკზე აცემინებდა.
- მცივა. - ამოიკნავლა ძლივს.
გუგამ ძლივს გააძრო სველი ტანსაცმელი. ხელში აიყვანა და საძინებელში გაიყვანა. საგულდაგულოდ გაამშრალა პირსახოცით. სირცხვილი არ უგრძვნია, როცა გუგამ ხალათიც გახადა და თავის მაისური გადააცვა. მიაფარა და მარტო დატოვა. ნახევარი საათი გავიდა. თანდათან დამშვიდდა და გონზე მოვიდა თათია. დაფეთებული წამოხტა. სწრაფად გამოვარდა ოთახიდან, ჯერ მისაღებში გავრდა, იქ არ დახვდა გუგა. შემდეგ სამზარეულო შეამოწმა, სააბაზანო, აივანი.. არსად არ ჩანდა. ისევ პანიკა უნდა დასწყებოდა რომ ის საძინებელი გაახსენდა, სადაც ორჯერ ეძინა. კარი შეაღო და გაშეშდა. საწოლთან, ძირს იჯდა გუგა. თვალები ჩასწითლებოდა. გული მოეწურა ამის დანახვაზე თათიას. გააცნობიერა, რამდენად უჭირდა ახლა. დაუფიქრებლად მივიდა, მუხლებით დაჯდა მის წინ იატაკზე, ორი წუთი ასე უყურა თვალებში, მერე უფრო ახლოს მიიწია და მთელი ძალით მიეხუტა. ორივე გულამომჯდარი ტიროდა. გუგას ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოკიდებული, თათიას კი ახლა ჩახუტება უნდოდა.
- გუგა... შენ ხომ დამპირდი... ხომ დამპირდი... როცა ჩახუტება მოგინდება,მითხარიო... ხოდა ახლა... ახლა მინდა ყველაზე მეტად... გთხოვ... ჩამეხუტე. .. - ტირილით ამოთქვა თათიამ.
გუგამ გაოცებულმა შეხედა. არ განძრეულა.
- ჩამეხუტეთქო, გესმის? გული მიჩერდება გუგა. ჰაერი არ მყოფნის. - ტირილით ემუდარებიდა თათია.
- ჩამეხუტე, თორე მგონია მოვკვდები. მერე ინანებ რატოარ ჩავეხუტეო... ხომ მთხოვაო... ჩემი ჩახუტება უშველიდა და არ ჩავეხუტეო გუგა. ინანებ მართლა გული რომ გამიჩერდება.
თითქის გააცნობიერა გუგამ მისი სიტყვები. შეცბა. ორ წუთს იფიქრა, მერე კი მოხვია მკლავები და მთელი სხეულით მიიკრა გულზე. თათია თმაზე ეფერებოდა. მთლიანად აცნობიერებდა გუგას მდგომარეობას, ხვდებოდა ახლა რა ცუდად გრძნობდა თავს. რამდენად უჭურდა.
- გეყოფა გთხოვ, გეყოფა. მორჩა ყველაფერი. გეყოფა გუგა, გთხოვ.
ვერ მშვიდდებოდა გუგა. თათიამ აღარ იცოდა რა ექნა, როგორ დაემშვიდებინა. ბოლოს ტუჩებზე ტუჩებით შეეხო. ჰკოცნიდა. ფრთხილად ჰკოცნიდა. თათიას ტუჩებმა დამამშვიდებელივით იმოქმედა. ცაცხცახი შეწყვიტა. თათია არ ჩერდებოდა. იგრძნო, რამდენად იმოქმედა მისმა კოცნამ. გუგა მოეშვა. იგრძნო თათიამ და ისევ მიეხუტა. ალბათ ერთი საათი ისხდნენ ასე. დუმილი თათიამ დაარღვია:
- გუგა.
დუმილი.
- გუგა.
ისევ დუმილი.
- გუგააა. - უკვე იყვირა თათიამ
- ნუ გეშინია... არაფერი მჭირს.
თათიამ შვებით ამოისუნთქა.
- როგორ შემაშინე იცი.
- ჰო. ვნახე. ხედავ? ხედაავ რა არაკაცი ვარ? ხედავ?
- არ გინდა, გთხოვ.
- ჰო, არ მინდა. ახლა არ მინდა. უკვე ვივაჟკაცე. თან როგორ. აქ როგორ ხარ. როგორ ჩერდები ჩემს გვერდით. სუნთქვა არ გიჭირს? წადი. შენ ხომ მოძალადე გგონივარ.
- შემომხედე. - იყვირა თათიამ. გუგამ თავი დახარა. - შემომხედეთქო. - ხმას აუწია თათიამ. - ძლივს ასწია თავი გუგამ და შეხედა თვალებში.
- რომ ავდექი და ვერც მისაღებში გნახე, ვერ სამზარეულოში და ვერც აბაზანაში, ლამის მოვკვდი, გესმის? გული გამიჩერდა. აქ როარ დამხვედროდი, ალბათ თავს მოვიკლავდი. ვერ გავუძლებდი.
- თავი მოსაკლავი მე მაქვს, შენ რატო.
- აღარ გაიმეორო გესმის? არ გაიმეორო.
- მე რომ შენ ერთ ცრემლს არ ვიმსახურებ, ამას ვერ მიხვდი?
- ასე მკაცრადაც ნუ აფასებ თავს... ჩემი ბრალი იყო. ხო იცი რომ ჩემი ბრალი იყო. გამოგიწვიე... გაგაღიზიანე.
- რაც არ უნდა გეთქვა, როგორც არ უნდა მოქცეულიყავი ეს არ უნდა გამეკეთებინა თათია.
- რა გააკეთე... გაცეცხლებულმა შემომიყვანე და საწოლზე დამაგდე. ისიც ვერ შეძელი შემხებოდი გუგა. ისიც ვერ შეძელი.
-ამან გამაცოფა გესმიის? აი მაგან. იმან, რაც შენ იფიქრე. იმან, რაც გეგონა. ასეთი ვჩანდი იმ წუთას? მოძალადეს ვგავდი? მე ხო მხოლოდ იმისთვის აგიტაცე ხელში რომ შენი გაშვება არ მინდოდა. მე ხო.მხოლოდ იმისთვის დავიხარე, რომ შუბლზე მეკოცნა. მე მხოლოდ ის მინდა ჩაგხუტებოდი. მე მხოლოდ ის მინდა ჩემი გულისცემა გეგრძო. გეგრძნო, რამდენად მიჭირდა იმ წუთას შენი გაშვება. ისე ამერია თავგზა, ტაქსის ფულს გაძლევდი. რომ მივხვდი რა გავაკეთე, ბოდიშის მოხდა მინდოდა. ვერ გაგიშვებდი. ასე ვერ გაგიშვებდი. სანამ პატიებას არ გთხოვდი. მე ხო ამას ვაპირებდი. მხოლოდ ამას და არა ძალადობას, გესმის? - ძლივს ამოთქვა გუგამ.
თათია გაოგნებული უსმენდა. იმ წუთას ერჩია გამქრალიყო საერთოდ. თურმე გუგა რას აპირებდა. თურმე რა უნდოდა. მას კი... მას რა ეგონა... მან კი რა გაიფიქრა. ახლა მართლა მოუნდა სიკვდილი თათიას. სულ სხვა რამ ეგონა... ეგონა გუგას ძალა უნდა ეხმარა. ახლა თვითონ აუვარდა ისევ ტირილი.
- ღმერთო რა სულელი ვარ. უტვინო... ეგ როგორ ვიფიქრე. ეგ რანაირად წარმოვიდგინე. მაპატიე კარგი, გთხოვ, მაპატიე.
გუგამ ამოიოხრა.
- ვუცი რომ ზოგჯერ შენთან ზედმეტი მომდის. ზეხმეტად გაბრაზებ, გაღიზიანებ, გამომყავხარ მდგომარეობიდან. ძალითაც კი გაკოცე პირველად, გეუხეშები... მაგრამ იმას არასოდეს გავაკეთებ რაც გაიფიქრე. მითუმეტეს იმის მერე, რაც წუხელის მოხდა ჩვენ შორის.

- ბოდიშს გიხდი. ვიცი ეს საქმეს არ შველის. მაგრამ... მე... მე მართლა ვწუხვარ. სულელი ვარ. მითხარი რა გავაკეთო, რომ მაპატიო.
- წადი. - მშვიდი ხმით უთხრა გუგამ.
თათია გაოცდა. ამას არ ელოდა.
- მაგას ვერ ვიზამ... ახლა ვერ წავალ. თუ ჩემი დანახვა არ გინდა, გავალ სხვა ოთახში. ვერ დამინახავ გპირდები. უბრალოდ ახლა ვერ წავალ. - უთხრა თათიამ და ოთახში მარტო დატოვა გუგა. თვითონ გუგას საძინებელში გავიდა. სარკის ნამსხვრევები მოაგროვა. სველი ტილოთი მოწმინდა საძინებელი, დერეფანი და სააბაზანო. თავისი და გუგას ტანსაცმელი გასარეცხად შეყარა. მოაწესრიგა იქაურობა. თან ცრემლები გასდიოდა. შემდეგ დამამშვიდებელი ჩაი მოამზადა და გუგას შეუტანა. თან ცრემლებს იწმენდდა.
- ჩაი მოგიტანე და გავალ.
- სამზარეულოში გაიტანე. იქ გამოვალ.
უსიტყვიდ გაბრუნდა თათია. გუგაც უკან მიჰყვა. ცრემლების მოწმენდვას ვერ ასწრებდა თათია.
- აღარ დამშვიდდები? - უსაყვედურა გუგამ.
- გინდა რომ დავმშვიდდე?
გუგამ გაოცებულმა ახედა.
- მინდა.
- ნება მომეცი შენ ხელს მივხედო.
- შეეშვი. არაფერი მჭირს.
- გინდა რომ მშვიდად ვიყო?
- მინდათქო.
- მაშინ მოგხედავ, კარგი? და ვეღარ დამინახავ. - ისეთი ხმით უთხრა თათიამ, გუგას გული შეეკუმშა.
- კარგი, მიხედე.
თათია სწრაფად წამოხტა, პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა. სპირტით გაუწმინდა მიმხმარი სისხლი,თან ხელები უკანკალებდა. მალამო გადაუსვა და საგულდაგულოდ შეუხვია. ჭრილიბა არ იყო ღმა, უბრალოდ ბევრ ადგილას ჰქონდა გასერილი.
- ამ ჩაის დალევას ყავა გამიკეთო ის მირჩევნია.
- ახლავე. - გაუხარდა თათიას რაღაც რომ სთხოვა. სწრაფად მოუმზადა ყავა და ოთახიდან გავიდა. სარეცხი გაფინა საშრობზე და თავის საძინებელს მიაშურა. მარტო აღმოჩნდა თუარა, ისევ ცრემლებმა სძლია. ჩუმად ტიროდა, გუგას რომ არ გაეგო. ნახევარი საათის მერე კარზე მიუკაკუნა გუგამ.
- შემოდი. - გასძახა.
გუგა ფინჯნით ხელში იყო.
- ჩაი გაგიკეთე. დამშვიდდები.
თათია საწოლზე წამოჯდა.
- გმადლობ.
თავს ძალას ატანდა და ისე სვამდა ჩაის. ყელში არ გადასდიოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა... დაასრულა ჩაის სმა. გუგამ ფინჯანი გამოართვა და გავიდა... მთელი საღამო თათია ოთახიდან არ გასულა. არ უნდოდა გუგას თვალში მოხვედროდა. უკვე ბნელოდა, გუგამ რომ კარზე დაუკაკუნა.
- შემოდი.
- დამშვიდდი?
- კი. გმადლობ.
- მე გავდივარ. მალე დავბრუნდები.
- გადიხარ? ასეთ დროს? სად? მოხდა რამე?
- არაფერი, მშვიდობაა. ბიჭებმა დამირეკეს. მალე დავბრუნდები.
- ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
- საქმის გასარჩევად არ მივდივარ. ნუ ღელავ.
- და შენი ხელი? ბიჭები რას იტყვიან.
- ეგ შენი პრობლემა არაა. წავედი. თუ რამე დაგჭირდა, არ გაგიჭირდება მოძებნა.
მარტო დარჩა თათია. ისევ მარტოა. სულ მარტო. აუტანელ ფიქრებთან ერთად. დღევანდელზე ფიქრი აღარ უნდოდა. ადგა, ოთახები მოიარა, ზოგან მტვერი გადაწმინდა, ზოგან ფარდა გაასწორა. გუგას პერანგები გააუთოვა. გუგა ისევ არ ჩანდა. ყავა მოამზადა. დალია. გუგა ისევ არ ჩანდა. ორი საათი ხდებოდა უკვე. საძინებელში დაბრუნდა. სინათლე არ გათიშა, ისე მიწვა. ათი წუთის შემდეგ კარის ხმა შემოესმა. სწრაფად წამოფრინდა, მისღებში შეეჩეხა გუგას.
- დაბრუნდი?
- ჰო.
თათიას სასმელის სუნი ეცა.
- დალიე?
- რა ეჭვიანი ცოლივით დაკითხვა მომიწყვე. რატო არ გძინავს.
თათია დაიბნა.
- მაპატიე. წავალ. დავიძინებ.
გუგა თავის საინებელში გავიდა. თათიაც დაწვა დასაძინებლად. დიდხანს იწრიალა. ვერ ისვენებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა. ადგა და ფეხაკრეფით შევიდა გუგას საძინებელში. 5 წუთით იდგა მის საწოლთან. მერე საწოლზე ჩამოჯდა. ვერ გადაწყვიტა მიწოლილიყო თუ ისევ გასულიყო. 5 წუთიც ასე მერყეობაში გაატარა. ბოლოს ისევ გასვლა გადაწყვიტა. წამოდგა და გუგას ხმა მოესმა.
- მოდი ჩემთან. - ვეღარ მოითმინა გუგამ. ხვდებოდა რამდენად უჭირდა თათიას. სძლია თავის პრინციპს და შეაჩერა.
გუგას სიტყვები გაიაზრა თუარა თათიამ იმ წამსვე შეძვრა საწოლში, მიეხუტა და გული ამოუჯდა ტირილისგან.
- მაპატიე, გეხვეწები, მაპატიე. სულელი ვარ. ძალიან სულელი.
-არაა ეს მარტივი საპატიებელი. როგორ გაპატიო? ვიცი რომ ყოველთვის ზედმეტი მომიოდა შენთან, ვიცი რომ ზოგჯერ უხეში ვიყავი მაგრამ ეს? ეს რამ გაფიქრებინა?
თათიამ ტირილს უმატა.
- კარგი, დამშვიდდი. დამშვიდდი.
-ამაღამ ამიტანე გუგა როგორმე. ოღონდ ამაღამ.
- კარგი. მხოლოდ ამაღამ გავაქროთ დღევანდელი დღის მოვლენები. დაიძინე ახლა.
ერთმანეთის სუნთქვია მოსმენაში ჩაეძინათ ორივეს.
დილით გუგას რომ გეღვიძა, თათია იქ აღარ დახვდა. გაბრაზდა. საწოლთან, ტუმბოზე წერილი დახვდა.
" ვიცი, რომ ახლაც სულელურად ვიქცევი. მაგრამ ასე უკეთესია. ვიცი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი.... და ამას აღარაფერი შეცვლის. ამიტომ, ჯობია წავიდე და თუ შეგიძლია დაივიწყე, ამოშალე გონებიდან ეს ორი დღე. ვიცი რომ რთულია, მაგრამ სცადე მაინც... კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიე".
გუგამ წერილი დაკუჭა და კედელს ესროლა.
" ვერ ვუგებ რა უნდა. ვერ ვხვდები. არც ახლოს უნდა მიმიშვას... ვერც შორს ყოფნას ვახერხებთ ერთმანეთისგან. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება"


*******

სახლში ვერ მოისვენა თათიამ და ლიზას და გიორგის ესტუმრა.
- მითხარით, რომ არ მეჩვენება და მართლა თათიაა. რა არის გოგო, ასე უნდა დამივიწყო? რახან ქმარი მყავს, თქვენ აღარ გჭირდებით? ნინიც საუკუნეა მპირდება გამოვალო, მარა ჯერ არ ჩანს.
- კარგი გოგო, იმდენი საყვედური უთხარი უკან არ გააქციო ეს გოგო. - გიორგი ჩაერია საუბარში.
- ეჰ, მისაყვედურე, ავიტან. მართალია და რას ვიზამ.
- გოგო რა ფერი გაქვს სახეზე, ცუდად ხოარ ხარ? - შეშფოთდა ლიზა.
- კარგად ვარ. უბრალოდ მთელი ღამე არ მიძინია. მაგის ბრალია ალბათ.
- რავიცი კი შემაშინე და.
- რამ შეგაშინა ერთი. გადაღლა, უძილობა და მეტი კიარ მინდა მე. ეგრევე მეტყობა.
- წამო რაა სამზარეულოში გავიდეთ. კარტოფილი უნდა შევწვა. არ მოგენატრაა ჩემი კარტოშკა?
- აუ კი. შენზე მეტად ეგ მომენატრა.
-უყურე შენ ამას...

შეწვეს კარტოფილი,თითო ჭიქა შავი ღვინოც დალიეს. უცებ აალაგეს მაგიდა.
- ეხლა ყავა დავლიოთ. გიო, შენც ხო დალევ?
- კი.
ლიზამ წყალი დადგა ყავისთვის. მისაღებში გავიდნენ.

ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- თაათ, გააღე რა. - სთხოვა ლიზამ თათიას.
- ახლავე. - წამებში გააღო კარი და გაშეშდა. კართან გუგა იდგა. ორივე შეცბა ერთმანეთის დანახვაზე.
- ვინაა? - გასძახა ლიზამ და თან გაიხედა.
- ვა, გუგაა? შემოდი. რა კარგია რომ მოხვედი.
თათია გაიწია და შეატარა გუგა.
- აი, ყავას ვაკეთებდი ეხლა. ხომ დალევ?
-დავლევ...
მისაღებში გავიდნენ.
- თათიი, მომეხმარე რაა. ტორტი მაქვს ქოქოსის. დავჭრათ.
- აუ რა ცუდი გოგო ხარ. კარტოფილი რაღას მაჭამე თუ ტორტი გქონდა, თან ქოქოსის. - გაბუსხა ტუჩები თათიამ. გუგას ჩაეღიმა ამის დანახვაზე.
გოგოებმა ტორტი და ყავა შეიტანეს. თათია დაძაბული იყო. გუგა წარამარა თვალს მისკენ აპარებდა. მისაღებში გიორგიც შევიდა.
- უი გუგა მოხვედი? ისევ შენ მოგიწია არა გამოსვლა? რა უსინდისო ვარ.
- რატო, რა მოხდა ასეთი? - იკითხა ლიზამ.
- გოგო პირადობა ხო დამრჩა გუგასთან და ხვალ მჭირდებოდა და ვერ მოვაბი თავი გასვლას და აი, თვითონ გამომიტანა.
- ვაი რა მეშველება, რა ზარმაცი ქმარი მყავს.
სამნი საუბრობდნენ. თათია არ ერეოდა. თავს უხერხულად გრძნობდა. ტორტი მიირთვა თუარა, წამოდგა.
- მე უნდა დაგტოვოთ.
- სად გეჩქარება გოგო იყავი ცოტახანს. ძლივს გამოსულხარ. - უთხრა გიორგიმ.
- მეჩქარება, მართლა, აბიტურიენტი მყავს. კართან ხოარ ვალოდინებ. - არავითარი აბიტურიენტი არ ყავდა. უბრალოდ გუგასგან გაქცევა უნდოდა. გუგაც წამოდგა.
- მეც წავალ...
- შენ რაღა გეჩქარება. არც შენ გვწყალობ დიდად. რა იყოთ, გამოდით ხოლმე, სულ დაკავებულები ხოარ ხართ. - უსაყვედურა ლიზამ.
- შენ მაინც იცი რომ დაკავებული ვარ. - გასცა პასუხი თათიამ.
- აუ რა გამახსენდა. გვანცა იყო გამოსული და ვლაპარაკობდით ყაზბეგზე და თქვა თათიას უნდა ძალიან წასვლაო. მოვილაპარაკოთ და წავიდეთ რა. - თქვა გიორგიმ.
- აუ რა მაგარიაა. გახსოოვს შენ და ნინის სულ გინდიდათ იქ წასვლა. წავიდეთ მართლა რა. - აღფრთოვანდა ლიზა.
- ჩემი და გუგას მანქანა გვეყოფა. გუგა, ხო წამოხვალ.
- ბაზარი არაა, წავიდეთ. როცა გინდათ. შემეხმიანეთ და.
- რა კარგიაა. ნინი გადაირევა. - თქვა ლიზამ.
- აუფ, გადარეულ ნინის რა აიტანს. - თქვა გიორგიმ. - აუ ღადაობ? რო მკითხავენ ვინები მიდიხართქო და ვეტყვი: მე და ჩემი ცოლის დაქალები. - ჩაბჟირდა გიორგი.
- მთლად მასე რო არ იგრძნო თავი ერთ მეგობარს წამოვიყვან. თუ გოგები წინააღმდეგები არ იქნებიან.
- არა, რა პრობლემაა. უფრო ვიხალისებთ. აბა ამდენ ქალს ორი კაცი როგორ გაგვიძლებთ. - თვალი ჩაუკრა ლიზამ.
- ძაანაც ნუ გადავდებთ. - თქვა გუგამ.
- მომავალი კვირისთვის ვიფიქროთ. იქამდე კიდე შევეხმიანებით ერთმანეთს.
- კარგით, გადაწყვიტეთ და მითხარით. რაც არ უნდა იყოს, გადავდებ და მაინც წამოვალ. მთელი ცხოვრება იქ მოხვედრას ვნატრობ. - უთხრა თათიამ გიორგის. - ახლა წავალ მე. ისე, თქვენც შეგიძლიათ გამომიაროთ. ჩემი სახლიც მიგიღებთ.
- აი მე გპირდები რომ გამოვალთ.
- კარგი.- თათიამ გადაკოცნა გიორგი და ლიზა. გაჩერებისკენ მიდიოდა გუგას ხმამ რომ გააჩერა.
- მე გაგიყვან...
თათიას დასცხა.
- არ ღირს შეწუხება. გზა რატომ უნდა გაიმრუდო.
- არაფერი დაშავდება 10 წუთით გვიან თუ მივალ სახლში. - უპასუხა გუგამ.
თათიას მოერიდა ლიზასი და გიორგის. ნაძალადევად გაიღიმა და გუგას გაყვა მანქანისკენ.
მთელი გზა აწურული, დაძაბული იჯდა. ერთხელაც არ გაუხედავს გუგას მისკენ. უსიტყვოდ მივიდნენ თათიას კორპუსთან, უხმოდ გადავიდა თათია და სწრაფი ნაბიჯებით გაემრთა სადარბაზოსკენ. სანამ არ შევიდა, გუგას თვალი არ მოუცილებია. ამოიოხრა და მანქანა დაძრა.

***
მთელი კვირა ისე იქცეოდნენ თათია და გუგა, თითქოს არაფერი მომხდარა. ერთმანეთს თავს მაქსიმალურად არიდებდნენ. ყველა გამოცდა წარმტებით დაძლია თათიას ყველა სტუდენტმა და N1 ჯგუფი გახდა უნივერსიტეტში. ძალიან გახარებული იყო. საუკეთესო ხელმძღვანელის ტიტულით დააჯილდოვეს.

პარასკევს ლიზა და გიორგი ესტუმრნენ. ყაზბეგის ამბები მოაგვარეს. შაბათ დილით ადრე წასვლა გადაწყვიტეს.
- რისი წაღება დაგვჭირდება? - იკითხა თათიამ.
- არაფრის. თბილი ტანსაცმლის გარდა. რაც დაგვჭირდებ გზაში ვიყიდით. ახლა აქედან ნუ მატარებინებთ რაღაც რაღაცეებს. ამ სიცხეში მაინც არაფერი გაძლებს იქამდე.
- ხო, შენც მართალი ხარ.


დილით უთენია დაადგა თავზე გვანცა გიორგის და ლიზას.
- რა იყო გოგო, გამოგაგდეს სახლიდან?
- თქვენც მზად ხართ უკვე და რა ჩემი გაგიკვირდათ.
ამ დროს ნინაც გამიჩნდა.
- მეც მივედი. - დიდი ჩანთა ეჭირა ხელში.
- რა მიგაქვს გოგო, ოქროები?
- ოქროა ოქროო. იქ რო გავიყინებით ოქროზე ძვირფასიც იქნება და ბრილიანტზეც. თბილი ტანსაცმელი და პლედები.
ჩანთები ჩააწყვეს გიორგის მანქანაში.
- წამოდით, ჰე, თათიასაც ხო უნდა გავუაროთ. - თქვა გიორგიმ.
- აუ თათიას გუგა წამოიყვანს რა. მარტო ხოარ ივლის ბიძაჩემი.
- შენც მართალი ხარ. უთხარი გუგას მიაკითხოს და სადმე შევხვდებით რა.
- უკვე ვუთხარი. - ენა გამოუყო გვანცამ.
- გუგა მარტო რატო იქნება, ბაჩოც ხო მოყავს. - თქვა ლიზამ.
- უი ბაჩოც მოდიის? - ვითომ არბიცოდა ისე გაიკვირვა გვანცამ. - თქვენ კიდე გიოსთან უკან სამი კაცი დავჯდეთ და გუგა ცარიელი მოდიოდეს?
- მართალია ეს გოგო. - დაეთანხმა ნინი. ჩასხდნენ მანქანაში და ხანგრძლივი მგზავრიბისათვის მოემზადნენ.
თათია გიორგის ელოდა. დაბლა რომ გუგას მანქანა დაინახა დაიძაბა.
- გიროგი სად არის? - იკითხა დაბნეულმა.
- გიორგი, ლიზა, ნინი და გვანცა უკვე გზას დაადგნენ მშვენიერო ქალბატონო. - გუგას მაგივრად გადმოსძახა ვიღაცამ და გადმოხტა მანქანიდან. თათიას მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
- მე ბაჩო ვარ, გუგას მეგობარი. თქვენ თათია, ვიცი. - იმდენად პოზიტიური იყო ბაჩო, თათია ცოტა დამშვიდდა.
- სასიამივნოა. - ხელი ჩამოართვა.
- წავიდეთ. - თქვა გუგამ. - ისინი უკვე ქალაქის გასასვლელში არიან.
- წავიდეთ. - ბაჩომ ჯენტლმენურად გამოუღო წინა კარი. - დაბრძანდით.
- არა რას ამბობთ, მანდ თქვენ დაბრძანდით, მე უკნ მირჩევნია. მართლა.
- ნუ, თქვენი სიტყვა კანონია ჩემთვის. - ახლა მანქანის უკანა კარი გამოუღო.
- გმადლობ...

სწრაფად დაეწივნენ გიორგის მანქანას. ბაჩო ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა.
- აბა, ქალბატონო თათია, ხომ არ მოიწყინეთ?
- მოდი ქალბატონოს და "თ"-ს გარეშე. თორე თავი ლექციაზე მგონია.
- უი შენ გაიხარე. მე კიდე ვიძახდი შემთხვევით სახელით არ მივმართოთქო...
თათიას გაეცინა.
- ნახე გიორგიმ რა გააჩალიჩა? ვინ იცის თქვა ჩემი ცოლის დაქალებთან ერთად ხოარ წავალო და შენ ჩვენთან დაგტოვა.
- გვანცამ დამირეკა მე. ჩვენ ვერ მივალთ და შენ გადიო. გიორგი რა შუაშია. - თქვა გუგამ.
- გიორგი დაარიგებდა. იფიქრებდა ახლა სამი დაქალი ერთად რომ შეიყრება ამათ რა გააჩუმებთო და... მოგტეხეს ხედავ? - თვალი ჩაუკრა თათიას.
- გადავიტან როგორმე. - ხუმრობაში აჰყვა თათიაც.
გზაში ერთერთი შესვენების დროს გვანცამ ნინის უთხრა იქნებ შენც გუგას მანქანაში გადახვიდე, თათიამ უხერხულად არ იგრძნოს თავიო. ან თუ გინდა მე გადავალ.
- არა, არა. მე გადავალ. ცოტა გავამხიარულო იქაურობა.

ნინის გადასვლამ დადებითად იმოქმედა თათიაზე. დაძაბულობა მოეხსნა. ბაჩოს ხუმრობამ ცოტა ხასიათზეც მოიყვანა. დამქანცველი გზის შემდეგ იმხელა ეფექტი ჰქონდა გერგეთის სამების ხილვას. თავი სადღაც, მეცხრე ცაზე ეგონათ, ღრუბლებში. უზარმაზარი მთები, მათ თავზე ქათქათა ღრუბლები და ამწვანებულო მდელო ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდათ, თითქოს ზღაპარში იყვნებ. ილოცეს, ღმერთს პატიება სთხოვეს ცოდვებისთვის. განსაკუთრებით უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ იყო თათია. ემოციებს ვერ ფარავდა.
- ეხლა რომც მოვკვდე, არ ვიდარდებ. ისეთი საოცრება ვნახე. მადლობა ყველას ამისთვის. ესაა სამოთხე დედამიწაზე. ისეთ სიმსუბუქეს და სიმშვიდეს ვგრძნობ. სიტყვებით ვერ ავხსნი.
ბედნიერი სახით იჯდა თათია მდელოზე და ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა. სიო თმას უწეწავდა და წარამარა ყურს უკან იწევდა. გუგა და ბაჩო ოდნავ მოშორებით ისხდენენ. უცებ ბაჩომ გუგას ტელეფონი გამოსტაცა და თათიას ფოტო გადაუღო.
- ამ კადრის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ისეთი სილამაზეა.
გუგა ჩურჩულით დაეთანხმა - ჰო.
- გუგა, რაღაც მინდა გკითხო.
- გისმენ.
- შენსა და თათიას შორის რამე ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს ბაჩო.
- რავი, მე შენ გეკითხები.
- არაფერი.
- არაფერი არა? სხვა შეიძლება მოატყუო, მაგრამ მე ვერა.
- ხო ო? და რას ხედავ მაინც.
- ისეთი თვალებით უყურებ, როგორი თვალებითაც არცერთი ქალისთვის არ შეგიხედავს. ცდილობ დამალო, რამდენად მზრუნველი ხარ მის მიმართ. აი ისე ზრუნავ, თითქოს არ გინდა თვითონაც რომ.მიხვდეს ამას.
ბაჩოს ბოლო სიტყვებზე ჩაეღიმა.
- ხო, ვზრუნავ.. მაგრამ იმის გამო არა, რაც შენ იფიქრე. მას სჭირდება მზრუნველობა არა მხოლოდ ჩემი, შენიც, ნინისიც, გიორგისიც... ყველასი, ვინც მის გარშემოა.
- და რატო?
გუგას პასუხი არ გაუცია. წამოდგა.
- მგონი დროა ნელ ნელა ჩავიდეთ. რადგან ჩასვლაც ფეხით გინდათ, ამას საკმაო დრო დასჭირდება. ამიტომ, წავედით.
- ეჰ, თათიას არ უნდა წამოსვლა. იქნებ დავტოვოთ აქ, ჰა? - გაიხუმრა გიორგიმ.
- ხო მართლა მოვძებნოთ ვინმე ყაზბეგელი ბიჭი და გავათხოვოთ. ერთს მოისურვებს და აქ ამოაფრენს ხოლმე ის ბიჭი. - აჰყვა ნინიც.
- აუ უკვე წარმოვიდგინე თათია და ფაფახიანი ბიჭი როგორ ამოდიან აქ ცხენით. - გადაიკისკისა ლიზამ.
- ხო, დამცინეთ, დამცინეთ. დაცინვას კაცი არ მოუკლავს. - გამოპასუხა თათია.
- მე ვერ დავტოვებ თათიას აქ! - გვანცა ჩაერია საუბარში. - რაღა აქ ეძებთ ბიჭს. იქ მოუძებნეთ, სადაც ცხოვრებას მიჩვეულია. დარწმუნებული ვარ თათიას ნებისმიერ სურვილს სიამივნებით შეასრულებს და როცა მოუნდება ყაზბეგშიც ამოიყვანს.
- ჩემი მზრუნველი გოგო. - თათია გვანცას მოეხვია. - ხედავ, ყველა მე მებრძვის.
- აუ ჩვენ არ გებრძვით. - წამოიძახა ბაჩომ.- მე და გუგა შენსკენ ვართ. აქ რა გინდა. პრინცი ქალაქში უნდა ვიპოვოთ.
- ახლა თავი ზღაპარში კი მგონია ბაჩო, მაგრამ არც ისეთში, რაშების და პრინცების რომ მჯეროდეს. - თვალი ჩაუკრა თათიამ.
ნელი ნაბიჯით დაუყვნენ გზას. ხუმრობასა და სიცილში ისე ჩავიდნენ დაბლა, არც უგრძვნიათ. შემდეგ ტყეში შესაფერისი ადგილი იპოვეს. ცეცხლი დაანთეს და მწვადები შეწვეს. ყველაზე სასიამოვნო ცეცხის ირგვლივ ჯდომა იყო.
- აუ როგორ მენატრებოდა ეს სიტუაცია. - თქვა ნინიმ.- რამდენი ხანია მსგავს გარემოში არ მოვხვედრილვარ.
- ხო, მართლა კარგია. სტუდენტობისასაც არ დადიოდი? - ჰკითხა გუგამ.
- აუ როგორ არა. თათია შეარჩევდა ხოლმე ადგილს და მერე მთელი ჯგუფი მივდიოდით. ერთხელ ფარავნის ტბასთან გავჩერდით. ყანა ქონდა ვიღაცას სიმინდის. უკვე მაგარი იყო, მაგრამ მოვიპარეთ მაინც. უნდა გენახა თათია რა დღეში იყო. გვეჩხუბებოდა. თქვენთვის კიარ უწვალიათო. რატო იპარავთო.
- ანუ თათია არ აგყვათ? - ჰკითხა ბაჩომ
- არა რა აგვყვა. ეს ჩვენი დედამთილი იყო. თუ რამეს გავაფუჭებდით, სიტუაციას ყოველთვის ის აგვარებდა. მართალია ჩვენ საქციელს არ იწონებდა, მაგრამ არასოდეს გვტოვებდა. ბევრმა ჩემმა ჯგუფელმა დიპლიმი რომ აიღო, მისი დამსახურებაა.
- უყურე შენ, აქამდე რატო არ გიცნობდი? იქნებ ჩემთვისაც გეშველა. - თათიას მიმართა ბაჩომ.
- რა იყო, დიპლომი არ გაქვს? - გაეცინა თათიას.
- კი მაქვს, მაგრამ მაინც რო არ გიცნობდი აქამდე არ მომწონს.
გაეცინათ.
- კარგი, ახლიდან გავიცნოთ ერთმანეთი. მე თათია დემეტრაძე ვარ, 26 წლის.
- მე ბაჩო ვასაძე. აუ ასაკს ვერ გეტყვი რა. არ ვამხელ. - ყველას გაეცინა. ბაჩომ განაგრძო. - ეგ ხო ისედაც ვიცი. სხვა რამე მითხარი. მაგალითად რამდენი დედმამიშვილი გყავს.
ყველა გაისუსა.
- არცერთი. - უპასუხა თათიამ.
- აუ დედისერთა ხარ? მაგარია.
- არა ბაჩო. არც დედისერთა ვარ, არც დედმამიშვილები მყავს.
- ეგ როგორ? - დაიბნა ბაჩო. გუგა ცდილობდა თვალით ენიშნებინა რაღაც მაგრამ ვერ მიხვდა.
- ბავშვთა სახლში გავიზარდე... და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს არც მშობლებზე და არც დედმამიშვილებზე.
ბაჩო ანერვიულდა. არ ელოდა ამ.პასუხს. გაბრაზდა თავისთავზე, რა მალაპარაკებდაო.
- მაპატიე თათია. მე... მე არ ვიცოდი...
- არაფერია. არაუშავს ნუ ღელავ. მიჩვეული ვარ უკვე. - რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა თათიამ. თუმცა შინაგანად დაიძაბა. გული ჩასწყდა. მარტო იყო. სულ მარტო იყო. გვერდით ყოველთვის ყავდა ვიღაცეები, მაგრამ მაინც მარტო იყო. ახლაც მარტო იგრძნო თავი. სრულიად მარტო. ცრემლი მოეძალა და გადაწვიტა რამდენიმე წუთით მარტო დარჩენილიყო.
- მე.. მანქანასთან მივალ. - ძლივს თქვა და სწრაფი ნაბიჯით მოსცილდა იქაურობას.
- აუ რატო არაფერი მითხარით? რა ცუდად გამომივიდა. იდიოტი ვარ რა. ვერ გავაჩერე ენა. - ბრაზობდა ბაჩო.
- არაუშავს. რა შენი ბრალია. უბრალოდ სიტყვას არ მოუტანია რომ გვეთქვა თათიაზე რამე. - დასამშვიდებლად უთხრა გვანცამ.
- წავალ და ბოდიშს მოვუხდი.
- არაა საჭირო. ის შენ სიტყვებზე ხოარ გაღიზიანდა. უბრალოდ ერიდება ხოლმე ამ თემაზე საუბარს. თუ მაინც მიხდა თავს იკავებს. ახლა ვერ შეძლო, მაგრამ ჯობია მარტო იყოს. უფრო დაითრგუნება. - თქვა ნინიმ.
- მე რომ წავიდე? - წუხდა გვანცაც
. - არ გინდა, მართლა. დამშვიდდება და მოვა. ვერ იტანს სხვის თვალწინ ტირილს. ჯობია მარტო იყოს.
გუგამ წარმოიდგინა თათიას ცრემლიანი თვალები და გული შეეკუმშა. სწრაფად წამიდგა და თვითონაც მანქანის მიმართულებით წავიდა.
- გუგა, შეეშვი. - დაუძახა ლიზამ. თუმცა გუგა არ შეჩერებულა. სწრაფად მივიდა მანქანამდე. საბედნიეროდ დანარჩენები ვერ ხედავდნენ მანქანას. სიტყვაც არ უთქვამს ისე მოეხვია ხელი და მიიხუტა. არც თათიას გაუწევია წინააღმდეგობა. გული ამოუჯდა ტირილით.
- კარგი, გეყოფა, დამშვიდდი. - თმაზე ეფერებოდა გუგა.
თანდათან დამშვიდდა თათია. ტირილი შეწყვიტა. გუგას ფრთხილად მოშორდა. დანარჩენებთან დაბრუნდნენ. უკვე წასვლის დრო იყო. ცეცხლი ჩააქრეს, ალაგდნენ და მანქანებში გადანაწილდნენ. თათიას გიორგისთან და ლიზასთან ერჩია ჯდომა, მაგრამ არ უნდოდა ვინმეს რამე ეეჭვა, ამიტომ ისევ გუგასთან ჩაჯდა. გზაში ბაჩო ისევ ხუმრობდა. ცდილობდა გოგოები გაერთო. საკმაოდ გვიანი იყო უკვე ქალაქში რომ შევიდნენ. გიორგიმ ანიშნა მანქანა გააჩერეო გუგას. გაჩერდნენ.
- რა ხდება მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა. არცერთმა რომარ ვიწვალოთ, ბაჩო და ნინი ჩემთან გადმოვიდნენ, მაინც მაგათ მხარეს მიწევს გავლა და გვანცას და თათიას შენ მიიყვან. - უთხრა გიორგიმ.
- ბაზარი არაა ტო, გადმოვალ. - თქვა ბაჩომ. - წავედით ნინი.
გადავიდნენ გიორგისთან ნინი და ბაჩო. გვანცა გუგას მანქანაში გადაჯდა.
- ჯერ მე მიმიყვანეთ რა, რაღაც ვერ ვარ კარგად. - თქვა გვანცამ.
- რატო, რა გჭირს? - ჰკითხა გუგამ.
- რავი აბა, გულისრევის შეგრძნება მაქვს. შეილებ რამემ მაწყინა.
- უი რატო? რას უნდა ეწყინა? ძალიან ცუდად ხარ? - შეშფოთდა თათია.
- ძაან არა მარა ვერ ვარ რაა.
- კარგი, შენ მიგიყვანთ ჯერ.

სადარბაზოში მარტო არ აუშვეს გვანცა. ორივე აყვნენ.
იქამდე ასულები ქეთიმ არცერთი აღარ გაუშვა სახლში. გვიანია, ორივე დაღლილები ხართ და ბარემ აქ დარჩითო. თათია წინააღმდეგი იყო, მაგრამ გვანცამ დაითანხმა. ყავას სვამდნენ ქეთის ტელეფონზე რომ დარეკა თამარმა.
-მოვიდნენ შვილო?
- კი დედა, მოვიდნენ.
- ვერ ვიძინებდი შვილო, ვნერვიულობდი.
- აქ არიან, აღარ ინერვიულო. გუგაც აქაა და თათიაც.
- უი მართლა? რა კარგია. თათიაც მანდ ყოფილა და ხვალ წამოდით რა სოფელში. რამდენი ხანია თათიასაც ვეუბნები.
- ხო დედა, ვეტყვი.
- მოიცა, მე დამალაპარაკე და მე ვეტყვი.
ქეთიმ ტელეფონი თათიას გადააწოდა.
- დედას შენთან უნდა დალაპარაკება.
თათიას გაუკვირდა. გამოართვა ტელეფონ.
- გამარჯობათ თამრკიო დეიდა, როგორ ხართ?
- კარგად შვილო, მადლობა. ხვალ სოფელში მოდიან და შენც გამოყევი.
- ვაიმე არ შემიძლია...
- უარს არ ვიღებ. თუარ გინდა ძალიან მაწყენინო, უნდა წამოხვიდე.
თათია დაიბნა.
- თქვენი წყენინება არ მინდა, მაგრამ...
- ხოდა ნუ მაწყენიბენ. ორშაბათს რომ მუშაობ, ვიცი. ჩემი სიძეც მუშაობს და დილით ის წაგიყვანს. უცებ ჩახვალთ. ასე რომ, თავის დასაძვრენად ეგ არ გამოგადგება. ერთი საღამო მაინც იქნები შვილო გრილად. დაისვენებ. სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ.
- აუ თათი, წამო რაა. - შეეხვეწა გვანცაც.
თათიამ გუგას გახედა.
- დედას ნუ აწყენინებ. - მხოლოდ ეს უთრა გუგამ.
თათიამ ამოიოხრა. - კარგით, წამოვალ.
- კარგი გოგო ხარ. გელოდებით აბა ხვალ. ეხლა დაისვენეთ.
- მადლობა თამრიკო დეიდა. ღამემშვიდობის.
******************
დილით ადრე ადგნენ, მოემზადნენ. თათია სახლში გაიყვანეს, რომ გამოეცვალა და ტანსაცმელი აეღო და სოფელში წავიდნენ. 10 საათზე უკვე იქ იყვნენ. თამარი გარეთ შეეგება. თბილად მოიკითხეს ერთმანეთი. ეზოში გუგას ბებია დახვდათ. გუგამ ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
- რას აკეთებ შვილო, ეხლა მე კიარა გოგოებს უნდა აბზრიალებდე ასე.
- ნუ დარდობ ბებიაჩემო, იმათაც ვაბზრიალებ. - უთხრა გუგამ და თათიას გახედა. ორივეს ის მომენტი გაახსენდათ, წვიმა და სტადიონი. თათია გაწითლდა და თავი დახარა.
ეზოში შესვლისას თათია გაოცდა. თავი სიზმარში ეგონა. პატარა სახლი. უზარმაზარი ამწვანებული ეზო. დიდი ჭადრის ხე. საქანელა. ჰამაკი. მაგიდა და სკამები. იმ გარემოს ასლი იყო, როგორზეც თათია ოცნებობდა და არაერთხელ ჰქონდა გონებში ეს გარემო გაცოცხლებული.
- ღმერთო ჩემო, ეს კიდევ ერთი ჩემი ოცნების რეალობად ქცევაა. რა სილამაზეა.
გუგამ გაიგო მისი ნათქვამი.
- ხედავ, რაც მე გამიცანი უკვე მესამე ოცნება აგიხდა. - ჩუმად უჩურჩულა გუგამ და თვალი ჩაუკრა. თათია გაწითლდა. სახლში შევიდნენ. იმდენად უშუალოდ ექცეოდნენ თათიას, თითქოს წლებია მათთან ერთად იყო და ეს მასზე დადებითად მოქმედებდა. თვითონაც უკვე შინაურულად გრძნობდა თავს.
თათია ცდილობდა ხოლმე ხშირად არ ეფიქრა იმ გარემოზე, სადაც ოჯახური სითბო იგრძნობოდა. არ ფიქრობდა იმიტომ, რომ მერე გული სწყდებოდა... მერე უფრო მეტად გრძნობდა თავს მარტოსულად და აუტანელი იყო ამის გაძლება. ამ სახლმა და იქ მყოფმა ადამიანებმა კი აგრძნობინეს ოჯახური სითბო, სიმყუდროვე. უკვე ყველა უყვარდა. უკვე გრძნობდა რომ არც ისე მარტოსული იყო. უხერხულობას მხოლოდ გუგას სიახლოვე უქმნიდა. თვალებში ვერ უყურებდა. გუგას გაოგნებული სახე ახსენდებოდა და უნდოდა საერთოდ გამქრალიყო. ვერ პატიობდა საკუთარ თავს იმ შეცდომას. როგორ წარმოიდგინა, როგორ დაუშვა გონებაში რომ შეძლებდა გუგა მასზე ძალის გამოყენებას. გუგას მდგომარეობა რომ ახსენდებოდა, თვალები ცრემლით ევსებოდა. ცდილობდა იმ ადგილს გასცლოდა, სადაც გუგას შენიშნავდა. სახლში ავიდოდა გუგა, ის ეზოში ჩავიდოდა. ეზოში ჩადიოდა გუგა და თვითონ აივანს მიაშურებდა. მალე მიხვდა გუგა რაშიც იყო საქმე. დაინახა თუარა, რომ ყველა ეზოში ჩავიდა და თათია სახლში მარტო დარჩა, თვითონაც ავიდა. გუგას დანახვაზე თათია შეცბა. გადიოდა, გუგამ რომ შეაჩერა:
- უნდა დაგელაპარაკო.
თათია გაჩერდა. იატაკს ჩააშტერდა.
- მოდი, დაჯექი. რაღაცის თქმა მინდა.
თათია გაუბედავი ნაბიჯებით მივიდა სავარძელთან და დაჯდა. გუგა მის წინ გაჩერდა, სკამს მისწვდა და წინ ჩამოუჯდა.
- შემომხედე.
თათიამ გაუბედავად ასწია თავი. გულისცემა გაუხშირდა.
- ვიცი, რომ დაძაბული ხარ. დიდხანს არ შეგაყოვნებ. უბრალოდ რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენ. - გაუბედავად უპასუხა თათიამ.
უყურებდნენ თვალებში და რეალურად, რაც ორივეს სურდათ იყო ის, რომ მაგრად ჩახუტებოდა მეორეს.
გუგამ დაიწყო.
- ვიცი, რომ ცდილობ მომერიდო. ცდილობ, შორს დაიჭირო თავი ჩემგან. არ დამეკონტაქტო. და მალე ეს შესამჩნევი გახდება სხვებისთვის. ამზე რატომ არ დაფიქრდი?
თათია შეცბა. მიხვდა რომ გუგა მართალს ამბობდა.
- მე...მე... - ვერ დაასრულა სათქმელი.
- გახსოოვს იმ ღამის მერე რა მითხარი?
თათია მიხვდა რომელ ღამესაც გულისხმობდა გუგა და თვალები აეცრემლა.
- აუ არ იტირო რა... იმის გამო არ მითქვამს, რომ ამის შეხსენება მინდოდა. უბრალოდ ხო მითხარი, ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარაო. ხოდა ახლა მე გეუბნები:- მოვიქცეთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. დავივიწყოთ ის ორი დღე. შენ ხომ იმ ღამის დავიწყება გინდოდა, მე იმ დღის დავიწყება მინდა. ხოდა მოდი და ორივემ დავივიწყოთ. არ ვიფიქროთ იმაზე. ან ვცადოთ მაინც, რომ დავივიწყოთ.
თათიას ცრემლი ჩამოუგორდა.
- არ გინდა რა, გეხვეწები. - ცერა თითით მოსწმინდა ცრემლი. - ხომ იცი, არ შემიძლია შენი ცრემლების ყურება. გთხოვ, დავივიწყოთ. არ მინდა ასე იყო. არ მინდა ჩემს დანახვაზე ნერვიულობდე. არ მინდა ჩემს დანახვაზე გარბოდე. გესმის? ასე არ მინდა. გგონია მე არ ვნერვიულობ შენს ასეთ მდგომარეობაზე? ღამეები არ მძინავს, იმის გამო, რომ შენ ცუდად ხარ. - თათიას ხელი გუგამ თავისაში მოიქცია. - მოდი, შევთანხმდეთ, კარგი? შევთანხმდეთ რომ დავივიწყებთ ყველაფერს. რომ აღარ გამექცევი...
- მაპატიე. - ძლივს წარმოთქვა თათიამ. ძლივს იკავებდა თავს ხმამაღლა რომ არ ეტირა.
- ეე, კარგი რა. ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ დავივიწყოთ ყველაფერიო და შენ პატიებას მთხოვ? გაპატიე. მე მართლა გაპატიე.
- მართლა? - წამოიძახა გახარებულმა თათიამ.
- ოჰ, ღმერთო... რა გეგონა აბა? სამუდამოდ დავიმახსოვრებდი? მოდი რა, აღარ გვინდა ამაზე. - გუგა წამოდგა. თათიაც. ცრემლები მოსწმინდა გუგამ. - ვივიწყებთ?
თათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- წამო მაშინ, ერთად ჩავიდეთ ეზოში.
- კარგი.
მაგიდის ირგვლივ ისხდნენ თამარი, გვანცა, ქეთი, ქეთის ქმარი - გოგიტა და ბებია - ელენე. რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
- ჩვენ არ გაგვაცინებთ? რაზე იცინით?
- რაზე და შენ ბავშვობას ვიხსენებთ. ბაყაყები რომ ჩაუსვი გოგოებს ვედროში და ხილი მოგიტანეთო რომ უთხარი. მგონი დღესაც გარბის რომელიღაცა. - თვქა ქეთიმ
- ისეთი მაიმუნი იყო, აწიოკებული ყავდა გოგოები. ზოგს ბაყაყებით აშინებდა, ზოგს კალიებით. ზოგს კიდე უბრალოდ ბუმბულისაც კი ეშინოდა. - ჩაერთო გუგას ბებია.
- კალიის მეც მეშინია. - თქვა თათიამ.
- ხო ო? გინდა მოგიძებნო? - ხუმრობის ხასიათზე დადგა გუგა.
- თუ გინდა რომ ახლავე მოვკვდე, მიდი მოძებნე.
- კალიას განახებ მე შენ. - გაუბრაზდა ელენე ბებია. - ამ გოგოს არაფერი აწყენინო, თორემ ჩემთან გექნება საქმე. უყურე შენ ამას.
- ხედავ თათია? მე ამის შვილიშვილი ვარ და ეს კი მაინც შენსკენაა.
- ნუ მაიმუნობ ბიჭო... მეშინიაო გოგომ და შენ კიდე კალია მოგიყვანოვო.
- კარგით, ვიხუმრე. რა იყოთ. ისე აქ ჯდომას რომელიმემ ყავა რომ მომიდუღოთ, არაფერი დაშავდება.
- აუ ჩვენც გვინდა და ვამბობდით ნეტა ვინმემ მოადუღოსო.
- მე მოვადუღებ. - წამოდგა თათია.
- იჯექი, იჯექი. მე წავალ. ერთხელ მე მოგართვათ ყავა არაფერი მოხდება. - წამოდგა გუგა. - ოღონდ პრეტენზიებს არ ვიყოთ, ტკბილია, მწარეა, სუსტია, ძლიერია.
- მიდი, მიდი. არ ვიწუწუნებთ.

გუგა ფინჯნებით ხელში დაბრუნდა. ყავას სვამდნენ, ხუმრობდნენ, საუბრობდნენ. თათია თავს კარგად გრძნობდა. გუგასთან საუბარმა დაამშვიდა. მთელი დღე მხიარულად გაატარეს. ელენე ბებია თავს ევლებოდა. საღამოს მწვადები შეწვა გოგოტამ. სუფრაზეც კარგად მოილხინეს.
თათია ჰამაკში იწვა. გუგა, გვანცა და ელენე ბებია. თათიაზე საუბრობდნებ.
- იცი რა კარგი გოგოა ბე, აი ჩასაყლაპი.
- ეტყობა შვილო როგორი კარგიცაა. კიდევ ჩამოიყვანეთ შვილო. ცოდოა სულ იმ ამოხუთულ ქალაქში.
- აბა რაა ბები, ჩამოვიყვანთ.
- წავედი შვილო, დავწვები მეც.
- წადი ბებო, მეც უკან მოგყვები.
- გეძინებაა გვანცული?
- ჩათვალე რომ ასპარეზს შენ გითმობ. - თვალი ჩაუკრა გვანცამ და წავიდა. ვერ მიხვდა გუგა რას ნიშნავდა გვანცას სიტყვები. თათიასთან ჩასვლა გადაწყვიტა. თათია ისე იყო ფიქრებში გართული გუგას მიახლოება არც გაუგია.
- შეიძლება მეც დავჯდე?
- რა თქმა უნდა. - უპასუხა თათიამ და წამოდგომა სცადა.
- არა, ის არ მითქვამს ადექითქო. ორივეს გვეყოფა ადგილი.
თათია შეიშმუშნა. გვერდით მიიწია და ადგილი გუგასთვის გაათავისუფლა. გუგა დაჯდა. 5 წუთი ასე ისხდნენ. შემდეგ გუგა გადაწვა ჰამაკში.
- მოდი ჩემთან რა. - მიმართა თათიას.
თათია დააბნია ამ სიტყვებმა. ვერ გაბედა გამოძრავება.
- ვიცი ახლა ორჭოფობ, მაგრამ სულ იმას გეუბნები, ამდენს ნუ ფიქრობ. გინდა - გააკეთე. ჯანდაბას, ეს ღამეც დავივიწყოთ. ოღონდ ახლა მოდი ჩემთან.
თათიას მეტი აღარ უფიქრია. მიიწია და თავი გუგას მკლავზე დადო. ხარბად შეისუნთქა თათიას თმის სურნელი.
- როგორ მომნატრებია შენი თმის სურნელი. - ყურში უჩურჩულა.
თათიას გაეღიმა. გუგამ უფრო ახლოს მიიხუტა მისი ათრთოლებული სხეული და მაგრად მოხვია ხელები. თათიაც გაისუსა. მოეშვა, მოდუნდა. მშვიდად გრძნობდა გუგასთან თავს. გრძნობდა, რომ მარტო არ იყო. გრძნობდა რომ შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა.
- გუგა...
- გისმენ...
- ვინმე არ გამოვ.
- არავინ გამოვა ნუ ღელავ. - სიტყვა გააწყვეტინა გუგამ. - სძინავს ყველას. მშვიდად იყავი. კარგია, რომ აქ წამოხვედი. კარგია, რომ აქ ხარ. კარგია რომ აღარ გამირბიხარ. რომ აღარ მემალები. - ეჩურჩულებოდა გუგა და თან თმაზე ეფერებოდა.
-აი რა არის ბედნიერებაო - ფიქრობდა თათია. მაშინაც კი, როცა გუგა გაბრაზებული იყო, მაშინაც კი როცა გაურბოდა, იცოდა რომ თუ დასჭირდებოდა, გუგას იმედი უნდა ჰქონოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა. იმ მომენტში რამ აფიქრებინა, რომ გუგას შეეძლო მასზე ეძალადა.
- გუგაა
- რაო თათი
- მაპატიე რაა. მართლა ძალიან ძალიან ვწუხვარ. არ ვიცი რა დამემართა. არ ვიცი ასეთი რამ რატო ვიფიქრე. მართლა არ მესმის.
- ჩვენ ხო შევთანხმდით თათია. ხო შევთანხმდით რომ ყველაფერს დავივიწყებდით. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- ხო, ვიცი. მაგრამ ვერ წარმოიდგენ როგორ განვიცდი.
- ვიცი თათია, ვიცი. აღარ ვბრაზობ. აღარ იფიქრო ამაზე.
- რა მოხდებოდა ყოველი დღე სუფთა ფურცლიდან იწყებოდეს.
- ეგ როგორ.
- როგორ და დილით სულ ქრებოდეს გონებიდან წინადღის ამბები. საერთოდ ქრებოდეს.
- და ასე რომ იყოს, რას გააკეთებდი.
- ეჰ, სამწუხაროდ არაფერი გაქრება დილით და თორემ...
- ჩემ თავს გაფიცებ, მითხარი.
თათია თავს ებრძოდა, ბოლოს ისევ სიმართლის თქმა გადაწყვიტა.
- ხვალ რომ ამ წუთების გაქრობა შეიძლებოდეს.... რომ შეიძლებოდეს ახლა... ახლა გაკოცებდი. - ძლივს თქვა თათიამ.
გუგა ამ სიტყვებს არ ელოდა. სასიამოვნოდ გაოცდა.
- მაკოცე და გპირდები, ხვალ ვერც კი იგრძნობ, უფრო სწორად არც კი გაგრძნობინებ რაც მოხდება.
თათია გაისუსა. ისევ საკუთარ თავს ებრძოდა.
- თაათ, მაშინ მე გაკოცებ, კარგი?
გუგამ ნიკაპზე მოგკიდა ხელი და თავი ოდნავ ააწევინა. თვალებში ჩააშტერდა. მთვარის შუქზე განსაკუთრებით ბრწყინავდა თათიას თვალები. ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. სამჯერ აკოცა მიწყვეტით. მერე უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე.
- ნეტა რა უნდა გვეშველოს მე და შენ. თან ახლოს გვინდა ერთმანეთთან და თან ვცდილობთ შორს ვიყოთ. რატო თათია?
- გუგა გთხოვ, არ გვინდა. არ გვინდა. - ხმა აუთრთოლდა თათიას.
- კარგი, კარგი. ოღონდ არ იტირო და ვჩუმდევი. ბოთე შენ. ვიყოთ მაშინ ასე. დაუსრულებლად. დღე გავექცეთ ერთმანეთს. ღამეს თუ მოხდა და სადმე შევხვდით, ასე ჩავეხუტოთ და...
- გუგაა. - გააწყვეტინა თათიამ. - გთხოვ, შევეშვათ.
- კარგი, კარგი. სულ ასე ჩამეხუტე და ხმას არ ამოვიღებ.
დიდხანს იყვნენ ასე ერთმანეთზე მიხუტებულები. არცერთს არ უნდოდა არაფერზე ფიქრი. ბოლოს ისევ თათია წამოდგა.
-დავიძინოთ ახლა. გვიანია გუგა.
- სად გარბიხარ მერე. აქ უფრო ტკბილად დაგვეძინება.
- ნუ სულელობ. მე წავედი. თუ გინდა დარჩი.
- კაი კაი. მოვდივარ....


***************

დილით თათია რომ ადგა გუგა სახლში არ იყო. ბიჭებთან ერთად სათევზაოდ წვიდაო - ბებიამ უთხრა. გვანცაც მაშინვე ადგა. ქეთის გაუკვირდა.
- გვანცა შენ რაღატო ადექი?
- აუ მეც წავალ რა დე. ხვალ მაინც მასწავლებლთან ვარ მისასვლელი.
- ხვალ წაყვებოდი მამაშენს. მარტო როგორ გაჩერდები სახლში?
- ჩემთან წამოვიდეს. - ჩაერთო თათია. - არც მე ვიქნები მარტო. თან ვიმეცადინებთ. ცოტაღა დარჩა გამოცდებამდე.
- აუ ხოო რა დე, წავალ.
- კარგი კარგი. წადით.
- უხ რა მაგარიაა. - გაუხარდა გვანცას. - თუ მოვიცლით ჩამოვალთ ისევ. თან თათია მარტო არ გამომიშვებს და ერთად ჩამოვალთ.
- კაი დე. წადით.

*************
სწრაფად გავიდა ერთი კვირა. გვანცა თათიასთან რჩებოდა. უკეთესად მეცადინეობდა. პარასკევი იყო. თათია და გვანცა სოფელში წასასვლელად ემზადებოდნენ გუგამ რომ დარეკა გვანცასთან.
- რაო ბიძაჩემო, მოგენატრე?
- მაიმუნობისთვის არ მცალია. სად ხარ?
- თათიასთან, რა ხდება, ხოარ მოდიხარ.
- არა, დედა სავადმყოფოშია. აქ გამოდითქო იმისთვის გირეკავ.
- რაა? ბებო? რატო? მშვიდობაა?
- ხელი მოიტეხა. თაბაშირში ჩაუსვამენ. სახლში გადი და ტანსაცმელი გამოუტანე რა.
- კარგი გუგა, გამოვდივართ. სად ხართ მომწერე.
- კაი.
გვანცამ გათიშა.
- რა ხდება გვანცა?
- ბებოს ხელი მოუტეხია თათი. სავადმყოფოში არიან. ტანსაცმელი უნდა გავუტანო და გავიდე.
- უი რას ამბობ. წამო, მეც წამოალ. გავიდეთ სწრაფად.


თათია და გვანცა ჯერ თამართან სახლში გავიდნენ, ტანსაცმელი აიღეს და მერე საავადმყოფოში გავიდნენ. თამარი წაქცეულიყო და მაჯაში ჰქონდა ხელი მოტეხილი. თაბაშირში ჩაუსვეს და ისე გამოუშვეს. ყველა მათთან გავიდნენ სახლში: - თამარი, გუგა, ქეთი, გოგიტა, გვანცა და თათია. გუგა გადაღლილი სახით იჯდა.
- გვანცა, მიდი რა ყავა მოადუღე, თორე ცუდად ვარ.
- ვაიმე, ჩემი გადაღლილი ბიძიაა. მოგიკვდი შენ. ეხლავე.
- ვაიმე შვილო, არ გშიათ? რა დროს ყავაა. მიდი ჩადი მაღაზიაში, რამე ამოიტანეთ. სოსისი, კვერცხი და რამე კიდე. მშივრები ხართ ყველა.
- კარგი, ჩამოვალ მე. ვიყიდი რაღაცეებს. გვანცა, შენ მანამდე გამიკეთე ყავა, .
- კარგი. სანამ ამოხვალ მზად დაგხვდება. აუ შებოლილი თევზი წამოიღე რაა, კარტოფილსაც შევწვავთ.
- კარგი.

გუგა ჩავიდა მღაზიაში.
- წამო გვანცა, მოგეხმარები.
გოგოებმა კარტოფილი გათალეს, შესწავავად დადგეს. გუგამაც რაღაცეები ამოიტანა და სუფრა გაშალეს.

ქეთი და გოგიტა სახლში გავიდნენ, რამდენიმე დღით ქეთი დედასთან აპირებდა დარჩენას და ტანსაცმელს გამოვიტანო.
თამარი შეწუხებული სახით იჯდა.
- თამრიკო დეიდა, გტკივათ? გინდათ გამყუჩებელი დაგალევინოთ? - ჰკითხა თათიამ.
- არა შვილო, არ მინდა ჯერ. ძალიან არ მტკივა.
- ბე, გინდა წამოგაწვინო? დაიღალე მთელი დღე. - ჩაერთო გვანცაც.
- ხო, მართალი ხარ შვილო. ჯობია წამოვწვე.
- წამო, გაგიყვან ოთახში. დაგეხმარები.
გვანცამ თამარი გაიყვანა ოთახში. თათია და გუგა მარტო დარჩნენ.
- თათი, რაღაც უნდა გთხოვო. - დუმილი გუგამ დაარღვია.
- გისმენ.
- ყავას გამიკეთებ?
- უი შენი ყავა. როგორ დაგვავიწყდა. ეხლავე. - წამოხტა თათია. - ჩვენც დავლევთ. ახლავე გავაკეთებ.
თათია სამზარეულიში გავიდა. ყავა მოამზადა და მისაღებში გადიოდა, გვანცაც რომ გამოვიდა თამარის ოთახიდან.
- აუ, შენი ყავა, როგორ დამავიწყდა. ბოდიში რა გუგა. - შეწუხდა გვანცა.
- ადრეა შენთვის სკლეროზი ჯერ, ადრე. ამ გამოცდების გადამკიდე სულ გაითიშე მგონი. როდის გეწყება?
- აუ ნუღა მახსენებ. ორ კვირაში. და მანამდე დასვენება გადავწყვიტე. ხელს აღარ დავადებ არაფერს. თორე მართლა ვეღარ გავუძლებ.
ამ დროს გუგას ტელეფონმა დარეკა. ქეთი იყო.
- გუგა რას შვებით? დედა როგორაა.
- წამოწვა. წამალი არ მინდა ჯერო. თქვენ რას შვებით?
- უფ რავი. აღარ ვიცი გამოვიდე თუარა მანდ.
- რავი ქეთი, მე აქ ვიქნები და გვანცაც დარჩეს და ნუ გამოხვალ თუ გინდა. რა ხდება რო? რა ხმა გაქვს?
- ეხლა დაგვირეკეს, გოგიტას მამიდა დაღუპულა. გოგიტას მშობლებთან რომელიც ცხოვრობდა და ხვალ წასვლა მოგვიწევს ერთი კვირით ალბათ. გამოვალ რაა, მანდ ვილაპარაკოთ. ეგ კი ვეღარ ვიფიქრე რო წავალთ და დედა ხო უნდა ვნახო.
- კარგი, გამოდით მაშინ და აქ ვილაპარაკოთ.

- რა მოხდა ძია, რა თქვეს?
- ახლა კიარ გაგიჟდე და თმა კიარ გაიწეწო. - გაეხუმრა გუგა.
- ჯერ თქვი და მერე გადავწყვიტავ გავიწეწო თუარა.
- მამაშენის მამიდა დაღუპულა, მანანა.
- რა ა? აუუ, ცუდად იყო ბოლს სულ. ძალიან წვალობდა, მაგრამ სიკვდილისთვის მაინც მეცოდება. - ცრემლები წამოუვიდა გვანცას. თათიამ მიიხუტა.

ქეთი და გოგიტა მალე მივიდნენ. საუბრობდნენ თამარიც რომ შეუერთდა. გვანცას აწითლებულ თვალებზე გაოცდა.
- რამე ხდება შვილო?
გუგამ უთხრა რაშიც იყო საქმე.
- მერე შვილი აქ რაღატო ზიხართ, არ უნდა წახვიდეთ? გოგიტა, შვილო, ცოდოები არიან შენი მშობლები. ეხლა სჭირდებით.
- ხვალ ვაპირებთ წასვლას. შენც როგორ უნდა დაგტოვოთ არ ვიცი. - უთხრა ქეთიმ.
- მე რა მიჭირს შვილი. მშვენივრად ვარ. ახლა იქ უფრო ხართ საჭიროები.
- .შვენივრად რანაირად ხარ. ელემენტარული საჭმელს ვერ მოიმზადებ რომ ჭამო. - წუხდა ქეთი.
- თქვენ მაგაზე ნუ დარდობთ. - ჩაერია თათია. - აქ არ ვარ მე? მე მივხედავ. საჭმელსაც გავუკეთებ და რაც დაჭირდება ყველაფერს.
- რას ამბობ თათია, ჯერ ეს ერთი კვირაც გვანცა შენთან იყო, როგორ შეგაწუხეთ და ეხლა კიდე.
- კარგი რა ქეთი. რა შევწუხდი. პირიქით, მარტო აღარ ვიყავი და თან ისეთი საყვარელია გვანცა. არ მაწყენდა. მართლა არ იფიქროთ თამრიკო დეიდაზე. მე მივხედავ. თან... თან გუგაც ხო აქაა და.
- ხო შვილო, წადით თქვენ. გუგაც ხო აქაა. ნუ ფიქრობთ ჩემზე. ბოლო ბოლო ქმარიც მყავს და თან საკმაოდ ყოჩაღი. - გაიხუმრა თამარმა.
- ხო, მარა გუგასაც ხო მოუწევს ჩამოსვლა და მამასაც.
- ვაიმე ქეთი, აქ ვიქნებითქო. ღამითაც აქ დავრჩები. თუ დამიტოვებენ. - დაამატა სიცილით.
- მერიდება თათია.
- ეხლა გავბრაზდები. მართლა. თქვენ თუ იმას მიმეორებთ, რომ თქვენ უცხოები არ ხართ ჩემთვის, ახლა მეც გეტყვით- თქვენ უცხოები არ ხართ ჩემთვის. ასე რომ, მშვიდად წადით. მე აქ ვიქნები სანამ ჩამოხვალთ.
- კარგი მაშინ. გოგიტა წავიდეთ ამაღამვე?
- წავიდეთ, თუ მოემზადებით.
- ადექით მაშინ, გავიდეთ სახლში, ჩავლაგდეთ და წავიდეთ. - წამიდგა გვანცა. - ბე, საიმედო ხელში გტოვებ. ისეთ გემრიელობებს მოგიმზადებს. ბიძაჩემო, შენც აქ დარჩი. მარტო არ დატოვო ქალები.
წავიდნენ გვანცა ქეთი და გოგიტა.
- მამაჩემი სადაა აქამდე? - იკითხა გუგამ.
- თავის ძმაკაცის ბიძის წლისთავია და იქ არიან შვილო. მთვრალები იქნებოდნენ და რო დამერეკა ვიცი წამოვიდოდნენ და რად მინდა ამხელა გზაზე მთვრალებმა იარონ. ხვალ აქ არ მოვაა?
- რავიცი, ამაღამ უიმისოდ დაიძინებ? - თვალი ჩაუკრა გუგამ.
- შენ წარმოიდგინე მშვენივრად. არ მოგშივდათ?
- უიმე რას ამბობთ, წეღან არ ვჭამეთ? თქვენ ხომ არ გინდათ რამე. - უთხრა თათიამ.
- არა შვილო, დაძინებამდე წამალს დავლევ და მეტი არაფერი მინდა.
- მე ჩავალ, ნაყინებს ამოვიტან. კიდე რამე ხომ არ გინდათ. - წამოდგა გუგა.
- ჩაიყოლე ეს გოგოც შვილო, იქნებ რამე უნდოდეს.
- არა, არაფერი არ მინდა. მართლა.
- კარგად დაფიქრდი. - უთხრა გუგამ. - მეორედ აღარ ჩავალ.
- არ მინდა არაფერითქო. ნაყინი ჩემთვის ვანილის წამოიღე. თუ შეიძლება.
- ხო ო? დედასაც ვანილის უყვარს. არის ქალბატონო.
გუგა მალე დაბრუნდა ნაყინებით. ჭამეს, ისაუბრეს, ფილმს უყურეს.
თამარი წამოდგა.
- მე დავწვები შვილო. რაღაც ძილი მომერია. თქვენ ილაპარაკეთ.
- არა. - წამოხტა იმ წამსვე თათია. - ჩვენც დავწვებით. გვიანია უკვე. - გუგასთან მარტო დარჩენა არ უნდოდა.
- კარგი შვილო. წამოდი, თეთრეულს მოგცემ და გადააკარი. მეც დაგეხმარები.
- კარგით რაა. რაში უნდა დამეხმაროთ. ორი საწოლის გაშლას რა დიდი რამე უნდა. მომეცით თეთრეული, თქვენ დაგაწვენთ და მე მივხედავ დანარჩენს.
- ჩემი ყოჩაღი გოგო. ხელი უნდა მომეტეხა, რომ ჩვენთან დარჩენილიყავი?
თათიამ თავი დახარა.
- კარგი შვილო, კარგი. ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ. ჩათვალე, რომ ეს შენი სახლია. როცა გაგიხარდება, მაშინ მოდი. თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს.
- კარგით თამრიკო დეიდა. მადლობა ყველაფრისთვის. ახლა წყალს შემოგიტანთ, ღამეს რომ მოგწყურდეთ და თუ სხვა რამეზე დაგჭირდეთ, გამაღვიძეთ. არ მიგერიდოთ.

თათიამ სწრაფად გაშალა ჯერ გუგას საწოლი. შემდეგ თავის საძინებელში გავიდა. იქაც სწრაფად გადააკრა თეთრეული და სინათლე ჩააქრო. არ უნდოდა გუგასთან მარტო დარჩენა.

შუაღამეს წყურვილმა გამოაღვიძა. ბრაზობდა თავის თავზე, ჩემთვისაც რატო არ შემოვიტანე წყალიო. ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. წყალი დალია და უკან რომ ბრუნდებოდა, მისაღებში დაინახა - გუგა სავარძელში იჯდა და ფანჯრიდან გაჰყურებდა ცას
- რატო არ გძინავს? - გამოელაპარაკა და მიუახლოვდა.
- რავი, ვერ დავიძინე. დედას შევხედე. ტკბილად სძინავს. შენ რატო არ გძინავს?
- მეძინა. წყურვილმა გამაღვიძა და. - ჩაილაპარაკა თათიამ. გასვლას აპირებდა, გუგას ხმამ რომ შეაჩერა.
- თათია.
- გისმენ.
- მომენატრე.
თათია გაწითლდა. დაიძაბა.
- გვიანია. მეძინება. - ძლივსგასაგონი ხმით ჩაიჩურჩულა.
- შემოვიდე შენთან ოთახში? - ჰკითხა გუგამ. იმ წამსვე შეტრიალდა.
- გაგიჟდი? სად უნდა შემოხვიდე. რისთვის.
- შენი თმის სურნელი რომ ვიგრძნო.
- უნდა წავიდე. - თქვა და სწრაფად შეტრიალდა. საძინებლის კართან დაეწია გუგა, პირველი თვითონ შევიდა და თათიაც შეიყოლა.
- იციი რა ტკბილი ხარ? თბილი და სასიამოვნო. ადამიანს მოუნდება სულ გკოცნოს, გეფეროს, გულში ჩაგიხუტოს. შეგისუნთქოს .. მე კი მთელი კვირაა ეს არ გამიკეთებია. და საშინლად მომენატრა.
თათია განაბული უსმენდა. სიამოვნებდა გუგას თბილი ხმა და სიტყვები. გუგა მიუახლოვდა. თმა ყურს უკან გადაუწია, სახეზე თითები ჩამოუსვა. - ვგიჟდები ამ მომენტზე, როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან და თრთიხარ. როცა საკუთარ თავს ებრძვი... მართლა როგორ მომენატრე იცი? შენი აჩქარებული გულსიცემა მომენატრა.
თათიამ მეტს ვერ გაუძლო, მთელი სხეულით მიეხუტა. გუგამაც მთელი ძალით მოხვია ხელები. - როცა ასე მეხუტები, მაშინ ვგრძნობ რა არის ბედნიერება თათი. იცი რა ტკბილია ეს წუთები? - ეჩურჩულებიდა გუგა და თან თმაზე ეფერებოდა. დიდხანს იდგნენ ასე, ერთმანეთზე მიკრულები. თათიამ გამბედაობა მოიკრიბა, ყელში აკოცა და მოშორდა.
- დავიძინოთ რა.
გუგას ჩაეღიმა.
- კარგი, დავიძინოთ. - უთხრა და თვითონაც მის საწოლთან მივიდა.
- გაგიჟდი? შენ რაა, აქ აპირებ ძილს?
- დამშვიდდი. ცოტახანს ვიქნები, სანამ ჩაგეძინება და გავალ მერე. გპირდები.
თათიას აღარაფერი უთქვამს. შეწვა საწოლში. გუგაც გვერდით მიუწვა და მიიხუტა.
- გუგა.
- გისმენ თათი.
- როცა.... როცა ასე ახლოს ხარ... ისე მშვიდად მეძინება.
გუგას გაეღიმა. თავზე აკოცა და უთხრა.
- არ მომცემ ნებას, თორემ ყოველღამე ასე დაგაძინებდი. ჩემ გულზე.
- დავიძინოთ ეხლა რა. მართლა მეძინდბა.
- კაი, დავიძინოთ.
-არაა, შენ არა. შენ უნდა გახვიდე. - შეშფოთდა თათია.
- წარმოგუდგენიათ? საკუთარ სახლში, საკუთარი ოთახიდან მაგდებს. რა დღეში ვარ. - გაიხუმრა გუგამ.
- არ გაგდებ გუგა. მეც მინდა რომ აქ იყო. მაგრამ...
- რა ა? მართლა გინდა? გინდა? - გახარებული ხმით იკითხა გუგამ.
- ხო, მინდა. მაგრამ ახლა არა. უბრალოდ ახლაც მინდა, მაგრამ... ხომ იცი არაა.
- კარგი, დამშვიდდი. დაგპირდი რომ დაიძინებ გავალთქო. და გავალ მართლა. მაგრამ იცოდე, ჩემი ვალი გაქვს.
- რა ვალი?
- ერთად დავიძინებთ... ჩახუტებულები
თათიას გაეღიმა.
- კარგი, ოღონდ ახლა გადი.
- გავალთქო. როცა ჩაგეძინება. თუ არ გინდა რომ გავიდე და ამდენს იმიტო მელაპარაკები.
- ოო, ნუ სულელობ. ვიძინებ მე. ტკბილი ძილი.
- დაიძინე ჩემო გემრიელო. მე შენ სუნთქვას ვუდარაჯებ.
სითბო ჩაეღვარა ამ სიტყვების გაგონებაზე. .. და მიხვდა რომ უკვე უზომოდ უყვარდა გუგა. იმაზე მეტად, ვიდრე წარმოედგინა. ბევრმა სცადა თათიასთან დაახლოება, მაგრამ არასოდეს გაუწევია მის გულს ვინმესთან. ვერც ის წარმოედგინა, რომ ისე დაწყებული ურთიერთობა, როგორც მისი და გუგასი დაიწყო, ასე განვითარდებოდა. არ იცოდა მომავალში რა იქნებოდა. არ იცოდა როგორ გაგრძელდებოდა ეს ურთიერთობა, მაგრამ თანახმა იყო ამ გაურკვეველ მომავალზე. მთავარია იმ წუთას ბედნიერი იყო. უზომოდ ბედნიერი. თავისი არსებობის განმავლობაში ალბათ პირველად. მალე ჩაეძნა. გუგა დიდხანს ტკბებოდა თათიას გერდით ყოფნით. ბოლოს მაინც ადგომა და თავის საძინებელში გასვლა ამჯობინა. იცოდა, თათიას რომ გაღვიძებოდა და ისევ იქ ყოფილიყო, ინერვიულებდა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

დავტკბი მათი ურთიერთობით.კარგი თავი იყო.

 


№2 სტუმარი სტუმარი Salome

Rodis dadeb shendegs???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent