მთაწმინდის მთვარე {15}
დილით რომ გაიღვიძა თინი საწოლში აღარ დახვდა, მიხვდა რომ წავიდა და დამძიმებული სხეული გაჭირვებით წამოსწია საწოლიდან. -ლუკა… გაიღვიძე მა? - ძილბურანში მყოფი დაიძრა აბაზანისკენ. -კი აქ ვარ. -ყავა გამიკეთე რა. - აბაზანაში შევიდა, სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და თბილი წყლის ქვეშ დადგა. ხელის გულით მიეყრდნო კედელს, თავი წყლის ნაკადს შეუშვირა და თვალ დახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ვერ უგებდა ამ გოგოს, ვერც მის ქცევებს და საერთოდ ვერ ხვდებოდა რა საჭირო იყო იმის კეთება რასაც აკეთებდა. საუბარი სურდა მასთან, უბრალოდ უნდოდა დამჯდარიყო და მოესმინა ყველაფერი მის შესახებ, გაეგო ყველა მისი ქცევის მიზეზი და დახმარება გაეწია. მალევე დაკეტა ონკანი, წელზე პირსახოცი შემოიხვია, შლოპანცებში გაუყარა თითები და ისე დაიძრა სამზარეულოსკენ. -სად ხარ მა? - სამზარეულოში რომ ვერ დაინახა მისაღებში გადაინაცვლა, თვალები გაუფართოვდა თინის იქ დანახვისას, რომელსაც ტელეფონიდან ამოეყო თავი და სუნთქვა შეკრული ლუკას სხეულს მიშტერებოდა. - შენ არ წასულხარ? -მე… მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა მინდოდა. - სახე აწითლებულმა თავი ჩახარა. -არ არის საჭირო. - სველი თმა აიჩეჩა და დაბნეულმა გადახედა შვილს, რომელიც წარბშეკრული აკვირდებოდა მოპირდაპირედ მჯდომ გოგოს. - გაიცანი თინი? -არა! -შეგიძლია ჩაიცვა? - ისე თქვა არ შეუხედავს ლუკასთვის, გიორგაძეს კი მაშინვე ჩაეცინა. -ნწ, თავისუფლად ვგრძნობ თავს. - ქვედა ტუჩზე იკბინა, შემდეგ სახე ალეწილი გოგო შეათვალიერა. - მეჩვენება თუ ჩემი ტანსაცმელი გაცვია? -იმ კაბით ვერ ვიქნებოდი. - უხერხულად შეიშმუშნა, თან ბავშვისკენ გააპარა თვალი. -ჩავიცვამ და მოვალ. -წავალ მე, შენ გელოდებოდი უბრალოდ. - ფეხზე წამოდგა თინი, გაოფლილი ხელები შარვალზე შეუმჩნევლად გაისვა და მაქსიმალურად შეეცადა ლუკას სხეულისთვის არ შეეხედა. -ასე? - ხელით ანიშნა ტანსაცმელზე, თინიმაც მაშინვე სპორტულებს დახედა. - დარჩი, ყავას დავლევ და მე გაგიყვან… ანდრო უნდა წავიყვანო მაინც ცურვაზე. - აღარაფრის თქმა არ დააცადა ისე დატოვა იქაურობა. დარჩნენ ისევ ანდრია და თინი. გრძნობდა ბავშვის მზერას და ვერ ხვდებოდა რისგან იყო მის თვალებში გამოწვეული ცუდი წარმოდახვის გრძნობა. -მამაჩემთან რა გინდა? - მოულოდნელად იკითხა ანდრიამ და თინიმაც გაოცებულმა გახედა. -არაფერი. -აბა აქ რატომ ხარ? -მამაშენმა გადამარჩინა უკვე მეოთხედ. -ვერ ვიგებ. -ხატვა გიყვარს? - წინ გაშლილ სახატავ ფურცლებს და ფანქრებს დახედა, შეეცადა ყურადღება გადაეტანა სხვა რამეზე, თან ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვებაც სურდა. -კი, შენ? - ეჭვით შეათვალიერა მამის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი. საერთოდ არ სიამოვნებდა მისი იქ ყოფნა, ზედმეტ წევრად თვლიდა და ცოტა ეჭვიანობდა კიდეც. ჯერ არ უნდოდა ვინმე შესულიყო მათ ცხივრებაში და ის სიმყუდროვე და ყურადღება წაერთმია რაც ლუკას მის მიმართ გააჩნდა. -ძალიან, მეც სულ ვხატავდი. -აბა მაჩვენე თუ ხატავ. - თვალები მოჭუტა და თინისაც გაეცინა. -დიდი ხანია არ დამიხატავს. -რატომ? -სამი წლის წინ ხელი მოვიტეხე, დამიზიანდა და იმის შემდეგ ფანქარს ვეღარ ვიმორჩილებს. -მართლა? ექიმთან არ მიხვედი? - მაშინბე თვალები ჭყიტა ბავშვმა. -არა. -რატომ? ეგენი ხომ ყველაფერს შველიან? -ყველაფერს ვერა, ვერც ჩემს ხელს უშველიან რამეს… ასე რომ გაქრა ჩემი ნიჭი, მაგრამ თუ გინდა გასწავლი როგორ უნდა დახატო. -მამამ ხატვაზე მიმიყვანა. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. ჯერ ისევ ეჭვის თვალით აკვირდებოდა და ახლოს მისვლის საშვალებას არ აძლევდა. -მაგრამ შეცდომით ხატავ. - ნიშნის მოგებით დაუქნია თითი. -რას? - თვალებ დაჭყეტილმა დახედა საკუთარ ნახატს, სადაც მთები იყო დახატული, შუაში კი ტბა. -ანარეკლს. -აბა როგორ დავხატო? - გვერდზე მიჩოჩდა და თინიც მიხვდა რომ გზა გარკვეულ მანძილზე ხსნილი ჰქონდა. -მთა ტბის ნახევარში უნდა დახატო, დიდი ტბა არის და ლამაზად გამოჩნდება, გვერდზე ხის წვერი დაუხატე, ცა ოდნავ გაამუქე. - თითით ანიშნებდა და ანდროც მის ბრძანებებს ასრულებდა. ლუკა კი ყავით ხელში, კედელზე მხრით მიყრდნობილი გაოცებული უყურებდა ერთად მსხდომ ‘ბავშვებს’. -რა მაგარი ხარ. - გაოცებული დაჰყურებდა ნახატს, ასეთი ლამაზი ჯერ არასდროს გამოსვლია ნახატი. -შენ ხარ მაგარი, ძალიან ნიჭიერი და უკეთესი მასწავლებელი გჭირდება. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ კი მომღიმარმა გახედა კედელზე მიყრდნობილ გიორგაძეს და ღიმილი სახეზე შეახმა. -შენ მასწავლი? - თვალებ გაბრწყინებულმა ახედა ქვევიდან. -მე… - ჩახლეჩილი ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და ბავშვის ცისფერ თვალებს გაუსწორა თავისები. -სხვა მასწავლებელი ვნახოთ მამი… წამოხტი, აიღე ჩანთა და გავიდეთ. -სხვა მასწავლებელი რათ მინდა, თინი ხომ არის აქ, შენ ხომ გადაარჩინე, ახლა მე მასწავლოს… - ბურტყუნით წამოდგა ფეხზე და იქვე დადებული ჩანთა ზურგზე მოიკიდა. - თან აქ მოვა ხოლმე, ის ჯგუფი არ მიყვარს, დებილი ბავშვები არიან, სულ პატარები და ვერცერთი ვერ ხატავს. ჩემი მასწავლებელი აქეთ-იქით დადის და ამოწმებს, მერე მეუბნება რომ ყველაზე კარგი ნახატები მაქვს, ეგ ხომ ისედაც ვიცი? - წარბ შეკრული გავიდა დერეფანში და ლუკაც მომღიმარი გაჰყვა უკან. -აქამდე რატომ არ მითხარი მერე მა? სხვაგან შეგიყვანდი. - ზევიდან დახედა გვერდზე ამომდგარ ბავშვს, ლოყაზე მოკიდა ხელი, ცერით იქვე მიეფერა და თავზე აკოცა. -თინი მინდა რა… მოხვალ ხოლმე? - უკან ადევნებულ გოგოს მიუტრიალდა და ისე განაგრძო უკან სვლა. თინიმ დაბნეულმა შეხედა ლუკას, რომელიც აშკარად ფეხსაცმლის კაკუნმა შეაწუხა და ლიფტში შესული მთლიანად შეათვალიერა. სამი ზომით დიდი სპორტულები ეცვა, როგორც შეეძლო ისე ჰქონდა აწეული მკლავები, ხელში კაბა ეჭირა, თან ‘ჟაკეტზე მკერდის თავები ემჩნეოდა. შარვლის ტოტებიც აეკეცა, ფეხზე კი შავი მაღალ ქუსლიანები მოერგო. როგორც კი დაინახა მაშინვე ჩაიფხუკუნა გიორგაძემ, ტანსაცმლის შეხამებას ათვალიერებდა და სიცილის შეკავებას ცდილობდა, ბოლოს მაინც ამოხეთქა და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. -რა გაცინებს? სხვა ფეხსაცმელი არ მქონდა. -ჩემები ვერ აიღე? ბარემ ისინიც ჩაგეცვა. - ისევ იცინოდა, თან თინის აწითლებულ სახეს არ აშორებდა თვალს. -რვა ზომით დიდი როგორ ჩამეცვა? -უფს… მაპტიე. - პატარა ფეხებზე დახედა და ისევ გაიცინა. -მამაა! -გისმენ ჰო. - გაევინა ანდრიას თვალების ბრიალზე. -თინი მოვიდეს ხოლმე ხო? და იქ აღარ წავალ… გთხოვ რა. -რას იტყვი თინა? - ხელი მოხვია შვილს, რომელსაც მკლავზე ჩაებღაუჭებინა თითები. -თინა არ მქვია, და კი, უნივერსიტეტის შემდეგ შემიძლია ერთი საათით მოვიდე და ახალი რაღაცების ხატვა ვასწავლო. მაგრამ! ყველა დავალებას გააკეთებ! -დავალებას? -ჰო, აი მაგალითად პირველი დავალება იქნება, წინ დაიდე ვაზა, ან ჭიქა და ზუსტად გადააკოპირე, თავის ჩრდილებით. ჯერ შავ თეთრით დავიწყოთ. -კარგი. - გახარებულმა შემოჰკრა ტაში და უკანა სავარძელზე მოთავსდა. -მალე ჩაჯექი, ვინმემ არ დაგინახოს, სირცხვილია. - ისევ დასცინა წარბ შეკრულ თინის და საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა. -ფუნჯებით ხატვა მიყვარს. -მაგაზეც მალე გადავალთ, ჯერ მთავარით დავიწყოთ. მთელი გზა ხატვაზე, ფუნჯებზე, საღებავებზე და ფანქრებზე ესაუბრებოდა თინის, ისიც ყველაფერს სერიოზულად უხსნიდა, ლუკა კი ამ ორს უსმენდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ანდრიას საცურაო დარბაზის წინ გააჩერა მანქანა და შვილისკენ შეტრიალდა. -დღეს გამოგივლი და საყიდლებზე წავიდეთ, საზაფხულო ტანსაცმელი ვიყიდოთ. -კარგი და… მე რა ვიყიდო ხატვისთვის. -მამაშენს ვეტყვი ყველაფერს. -კარგი. - მხრები აიჩეჩა, მერე ლოყაზე აკოცა ლუკას. -გინდა გადმოგყვე მა? -არა, შევალ. - სწრაფად გადახტა მანქანიდან და შენობის შესასვლელისკენ გაიქცა. -ანუ შენც ხატავ? - მანქანა კვლავ დაძრა და მთავარ გზაზე გადავიდა. -ადრე ვხატავდი, მერე ხელი მოვიტეხე და ახლა… ახლა ვეღარ ვხატავ. - ამოიოხრა, თან მარჯვენა ხელს დახედა. -როგორ მოიტეხე? -სახლში კედელს ვხატავდი, კიბეზე ვიდექი, არ ვიცი როგორ, მაგრამ კიბე გადმოყირავდა, მეც ცუდად დავეცი და მაჯა მოვიტეხე. სამი წელი გავიდა, მაგრამ ცვლილება არ არის. - დასევდიანებულმა ჩაილაპარაკა, თან თითებით იწვალებდა მაჯას. -მკურნალობა არ შეიძლება? -არ ვიცი… -როგორ თუ არ იცი? ექიმთან არ იყავი? - წარბ შეკრულმა წამით გადახედა გვერდზე მჯდომ გოგოს. -ხომ იცი, მშობლები არ მყავს… არავინ მყავს ბიძაჩემის გარდა, რომელიც საზღვარ გარეთ არის, მამაჩემის ბიზნესს მართავს და მე საცხოვრებელ ფულს მიგზავნის. ასე რომ არა, ექიმთან არ ვყოფილვარ. -როგორ თუ მამაშენის ბიზნესს მართავს, შენ აქ რისთვის ხარ? -პატარა ვიყავი რომ დაიღუპნენ, შესაბამისად ბიძაჩემმა აიღო ყველაფერი საკუთარ თავზე. -ახლა ხომ გაიზარდე… -მეტყობა რამე? - სიმწრით ჩაიცინა, ლუკამ კი ისევ გოგოს გადახედა, თვალი რომ გაეშტერებინა საქარე მინაზე. -მართალია, არ გეტყობა. -უნივერსიტეტს რომ დვამთავრებ მერე მივხედავ ამ საქმეს, ჯერ არ შემიძლია, სუსტი ვარ, პატარაც და… არავინ მყავს ვინც ზურგს გამიმაგრებს. - თავი ჩახარა, ლუკას კი უცნაურად მოხვდა მისი სიტყვები. -მე ხომ გყავარ? რაღა გინდა ტო, გიშინ მეოთხედ გიშველე… ისე როგორ აღმოჩნდი იქ? მეგონა სახლში გამოიკეტებოდი. -გამოკეტილი ვიყავი, მაგრამ ჩემმა დააქალმა და მაგის შეყვარებულმა წამიყვანეს, მერე სადღაც გაქრნენ და დამტოვეს. -გასაგებია. - თავის ქნევით შემოიფარგლა, შემდეგ თინის მითითებული მოსახვევისკენ შეუხვია და ბოლოს მისი კორპუსის წინ გააჩერა. - მისმინე… ჩაგწერ ექიმთან. -არ მინდა გთხოვ, ისედაც გაზარალებ ყოველი ჩემი გამოჩენით, ნერვებს გიზიანებ. - ჩაიცინა, მაგრამ მტკიცე ხმა ჰქონდა. - შეიძლება ბევრი ფული გაქვს, არ გენანება და ფანტავ, მაგრამ ჩემზე არ დაგახარჯინებ. ანდრიას უყიდე ფანქრები სიმუქის მიხედვით, 4H-დან 6B-მდე. -მამაჩემის ძმაკაცია, საუკეთესო ნეიროქირურგი და უფასოდ გაგვსინჯავს ნუ ნერვიულობ, ნახევარი საათი არაფერს დააკლებს. ფანქრებს ვუყიდი. -არ მინდა! -ხვალ გამოგივლი, სად სწავლობ? -არ გეტყვი, არ მინდა ექიმთან. -თინი. - ღრმად ჩაისუნთქა, მკლავზე შემოხვია თითები და მაჯაზე დახედა. - ეს იცი რამდენს ნიშნავს? მე ვნატრობდი რომ ნიჭი მქონოდა, მიყვარს ხელოვნება და ბავშვიბიდან მინდოდა დამეხატა. ამის დაკარგვა არ შეიძლება, ვხედავ რომ შენი თავი არ ხარ, მიზეზი თურმე ესეც ყოფილა. ათასი საშუალება არაებობს ამის გამოსასწორებლად და რატომ ამბობ უარს ვერ ვხვდები… მომხედე. - ნიკაპზე მოუჭირა თითები, თავი ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა. - არ გჭირდება ეს ქაჯური ქცევა, არც გჭირდება და არც გიხდება, ქალი ხარ, თან ძალიან ლამაზი, ხელოვანი ქალი და დამიჯერე, ამის გარდა არაფერი გჭირდება. ეს არის ის რაც შენია და მორჩა, მე შენს ადგილზე ალბათ გალიაში გამომწყვდეულ ჩიტად ვიგრძნობდი თავს, როცა გინდა ფრთები გაშალო, გაფრინდე მაგრამ ვერ მიფრინავ. გინდა დახატო, მაგრამ ვერ ხატავ. რატომ უშვებ შანსს ხელიდან? - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი უცებ შეუმშრალა, თმა ყურს უკან გადაუწია, შემდეგ თავზე გადაუსვა ხელი. -მე… უბრალოდ მეშინია. ვერ ვიტან საავადმყოფოებს, მძულს ის სუნი, ექიმები, რომელბიც ფუჭ იმედებს გაძლევენ. საავადმყოფო ძველ მოგონებებს მიღვიძებს და ყოველ ჯერზე უარესად მტკენს. -ხომ გითხარი… ჩემი ახლობელია და ყველაფერს გვეტყვის, თუ არსებობს გამოსწორების შანსი ოპერეციით, გავიკეთოთ თუ არადა ანდრიას უთხარი რაც გინდა და დაგიხატავს. - როგორც კი თქვა მაშინვე ჩაიცინა თინიმ, ქვედა ტუჩზე იკბინა და ლუკას ისევ თვალი გაუსწორა. -მადლობა… მართლა, ჩემთვის არასდროს არავის გაუკეთებია იმდენი რამდენსაც შენ მიკეთებ. -არადა სულ გეჩხუბები. - ცხვირი შეჭმუხნა, თან თვალები მისი ტუჩებისკენ გაეპარა. -მგონი ეგრე ჯობია. -მიდი გადახტი, დღეს დავრეკავ და გეტყვი მერე როდის ეცლება. -კარგი. - რამდენიმე წამით აკვირდებოდა ლუკას, შემდეგ სწრაფად აკოცა ლოყაზე და მანქანიდან გადახტა. მომღიმარმა გააყოლა თვალი თავის სპორტულებში გამოწყობილ გოგოს, რომელიც მაღალქუსლიანებით მიკაკუნობდა. შემდეგ წამით დახედა სავარძელს და თინის კაბაც დაინახა, სწრაფად დაავლო ხელი და გოგოსკენ გაიხედა, მაგრამ გვიჩიანი აღარსად ჩანდა. ცოტა ხანს უყურა კაბას, შემდეგ ნელა წაიღო ცხვირისკენ და მისი სურნელის შეგრძნებისას თვალები მიენაბა. რაღაც განსვავებული სუნი ჰქონდა, ტანის გელის და გრილი სუნამოს ნარევი, რომელიც არაჩვეულებრივ სურნელს ქმნიდა ერთად. -ჯანდაბა რას ვაკეთებ. - სწრაფად მოეგო გონს, სანივთე უჯრა გამოაღო, კაბა შიგნით შეტენა და მანქანაც ადგილს მოსწყვიტა. *** -სად ხარ? - ლამის ფჩხილებს იკვნეტდა, თან ოთახში აქეთ-იქით დადიოდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და უკვე მესამედ ურეკავდა კაცს. -რომ არ გპასუხობ ესეიგი არ მცალია! - გაღიზიანებულმა გასცა პასუხი. -ახლა გცალია? -რა გინდა? -ნუ მელაპარაკები ეგრე რა…. -ევა შეხვედრაზე ვარ და თუ რამე სერიოზული არ არის მერე დაგირეკავ. -მე… მგონი ფეხი ვიღრძე. - როგორც კი თქვა მაშინვე შუბლზე მიირტყა ხელის გული და საკუთარ თავს დასცინა. -რაა? რანაირად? - წამსვე ანერვიულდა ბურდული. -კიბეებზე ჩავდიოდი, გადამიბრუნდა და დავგორდი. -ჯანდაბა, სად ხარ ახლა? -სახლში, ძლივს შემოვედი… - ისე დამაჯერებლად საუბრობდა თავისი ტყუილის თვითონაც დაიჯერა და ცრემლები გადმოსცვივდა. -ტირიი? ამის დედაც.. ძალიან გტკივა? -ჰოო… - ისე საწყლად ამოიტირა გული შეეკუმშა ბურდულს. -სკამზე შემოდე და ყინულები დაიდე გაიგე? მოვალ მალე. -კარგი. - ისევ ამოისრუტნა და ტელეფონი გაუთიშა. სწრაფად შებრუნდა ბურდული სათათბირო ოთახში, ყველაფერი სწრაფად დაამთავრა და სახლში გავარდა. გული გაორმაგებულად უცემდა, ყველა შესაძლო ფიქრი უტივტივდებოდა გონებაში სადაც კიბეებძე დაგორებულს რაიმე დაემართებოდა. გაბრაზებული იყო წინა დღეებიდან მოყოლებული, მაგრამ ახლა თითქოს ყველა ბრაზი გამქრალიყო და მხოლოდ ევას ფეხზე ფიქრობდა. კიბეებით ასვლას გაღებულ ლიფტში შესვლა არჩია, სწრაფად მიაჭირა ღილაკს და მაღლა ასვლის მოლოდინში ცქმუტვა დაიწყო. როგორც კი კარი გაიღო ლიფტიდან გავიდა და სახლში გიჟივით შევარდა. -ევა! -აქ ვარ. - ქალის ‘ტკივილისგან’ გაჟღენთილი ხმა რომ გაიგო სუნთქვა შეეკრა, სწრაფად შევიდა მისაღებში და დივანზე მჯომი აბაშიძეც დაინახა, ფეხი სკამზე შემოედო და ყინულებით სავსე პარკი კოჭზე დაედო. გუგა როგორც კი დაინახა მაშინვე გადმოყარა ცრემლები. -ჩემო პატარა… ნუ ტირი რა. - მაშინვე მიუახლოვდა, სახეზე მოკიდა ხელები და ცრემლები შეუმშრალა. - კიდევ გტკივა? - მოწყვეტით აკოცა რამდენჯერმე, შემდეგ მისი ფეხი კალთაში გადაიდო ფრთხილად და ოდნავ აამოძრავებინა. -მტკივაა! - მაშინვე წამოიძახა და ცრემლები ისევ გადმოუშვა. თავისი ტყუილის თვითონაც სჯეროდა უკვე, არ სტკიოდა მაგრამ დანარჩენს ყველაფერს ბუნებრივად აკეთებდა. -ექიმთან წავიდეთ. -არ მინდა, გამივლის, უბრალოდ ცოტა ხანს ვიკოჭლებ. -ევა! -მართლა, ეს ფეხი ბავშვობაში ვიღრძე, მაგის მერე ოდნავ რომ გადამიტრიალდება თავიდან მტკივდება. ორი დღე და გამივლის. უბრალოდ ჩემთან იყავი რა. - კალთაში ჩაუჯდა, ხელები კისერზე მოხვია, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. -როგორ დაგორდი ტო. - თმები გადაუწია სახიდან, შემდეგ ცხვირის წვერზე აკოცა, ლოყაზე და ბოლოს შუბლზე. -მეჩქარებოდა და. - ღრმად შეისუნთქა საყვარელი მამაკაცის სურნელი, შემდეგ სახე მიადო მკერდზე და წამსვე გაიტრუნა. -სად? -ნიკო უნდა მენახა. - გაუაზრებლად თქვა და გუგაც ტყუილს მიუხვდა. ნიკო თბილისში არ იყო! წამსვე უკან გასწია და მწვანე თვალებში ჩახედა. -ჯანდაბა ევა! მეკაიფები ხო? - გაბრაზებულმა გადასვა გვერდზე და ფეხზე წამოდგა. -გუგა… -ამის დედაც! უარესად რატომ მიშლი ნერვებს?! - უცებ დაიღრიალა და ამჯერად ნამდვილი ცრემლები გადმოსცვივდა აბაშიძეს. -კარგი… მოგატყუე ხო, იმიტომ რომ შემრიგებოდი, რამდენი დღეა არ მოსულხარ? მომენატრე და… -მერე ვერ ხვდები რის გამო არ მოვდივარ? -აუტანელია ეს უკვე გუგა! -რა არის აუტანელი?! -ჩხუბი! ხო ვერ ვიტან ჩხუბს, სიმშვიდე მირჩევნია, ეს კვირა კიდე სულ ვჩხუბობთ და დავიღალე გესმის? არ მინდა, ვერ ავიტან ასეთ ურთიერთობას და დაფიქრდი, იქნებ მიხვდე და გამიგო! -შენ გგონია მე მინდა? მომწონს შენგან შორს ყოფნა და ჩხუბი? ამის დედას შევე.ი! რა გჭირს ევა? მთელი კვირაა მეჯიბრები, მეროჟები და კიდევ მე მეუბნები რომ დავფიქრდე? -ვერ ვიტან როცა რაღაცას მიშლი! ეს არის პრობლემა! -შენ ხომ არ უბერავ გოგო? - ტვინში მოწოლილი სისხლის გამო თავი სტკიოდა უკვე, თვალები ეწვოდა და ევასგან მაქსიმალურად შორს იჭერდა თავს. - იმაზე მიჭედავ რომ ვიღაც რესტორანში გაცნობილ ტიპთან ერთად ყავის დასალევად არ გაგიშვი? მაგის დედაცმოვ.ყან! შენ კიდე ცოტა ჭკუა დააყოლე შენს ქცევებს და მიხვდები ვის რაზე უნდა დასთანხმდე! სანამ ჩემთან ხარ და ჩემი ხარ ვერავის ვერ შეხვდები, არც ყავაზე და არც ნაყინზე, გაიგე? - ბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, უარესად ბრაზდებოდა იმაზე რომ ამის ახსნა უწევდა ევასთვის და თვითონ ვერ ხვდებოდა. აბრაზებდა ის აზრი რომ თვითონ ქალს უნდოდა ვიღაცასთან ყავის დალევა, არასასიამოვნო შეგრძნებებს უჩენდა სხეულში და სუნთქვა ეკვროდა. - აღარაფერი თქვა თორემ საერთოდ წავალ! მადლობა თქვი ამას რომ გიტარებ! -ამას გატარება არ ჰქვია. -აჰ… აღარც გეჩხუბო? - სარკასტულად წარმოსთქვა, ევას კი ისევ უღალატეს ცრემლებმა. - ნუ ტირიხარ, მოიწმინდე ცრემლები და მოაშორე ეს ყინულები. - სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა. მუხლებზე ამხტარ კატას ხელი გადაუსვა თავზე, ისიც უფრო გათამამდა, სავარძელში ნახევრად ჩაწოლილს მუცელზე დააწვა, თათი გულზე დაადო და ქვევიდან ახედა. - რაო პატარა, ხვდები რომ გაბრაზებული ვარ და მამშვიდებ? - ყელზე მიეფერა და იმანაც დაიკნავლა. ჩაეცინა ბურდულს, მოფერება განაგრძო და კატის კრუტუნიც მალე გაიგო. გრძნობდა გვერდზე როგორ ცურდებოდა გათიშული და მკლავი ამოუდო, როგორც ბავშვი ისე დაეწვინა და ფრთხილად ეფერებოდა. -არ მჯერა. - თვალები შუბლზე აუვიდა აბაშიძეს, პირველად ხედავდა ლუსისთნ მშვიდად მყოფ გუგას. -არ გამიღვიძო. - ქვევიდან ახედა ჯერ ისევ გაბრაზებულმა. - მგინი ბავშვიც მომიხდებოდა ხო? -იმედები უნდა გაგიცრუო, ცუდად ვარ და ეს კვირაც იმიტომ ვიყავი საშინელ ხასიათზე რომ ველოდებოდი. - ხელის გულებში ჩარგო სახე და სახე აწითლებულმა ბურდულს თვალი გაუსწორა. -თავს ნუ იმართლებ, წინა თვეშიც გქონდა მაგრამ შუაზე არ გახეულხარ. ისედაც ყველაფერს ხვდები, შენს დანაშაულსაც, მაგრამ არ აღიარებ და მეც უარესად მიშლი ნერვებს! - ბოლოში ხმამაღლა თქვა და კატამაც ისევ გუგას ახედა, კლანჭები ოდნავ ჩაარსო მაიკაზე, შემდეგ ნიკაპზე მიადო. - რა გინდა ტო? -კარგი, ბოდიში. -ბოდიში არ მჭირდება, მინდა მიხვდე, გაიაზრო რაზეც გეჩხუბე და მეც მივხვდე რომ ტყუილად არ გელაპარაკე. -მართალი ხარ ჰო, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, საერთოდ არ მინდა არავინ შენს გარდა. ნუღარ მეჩხუბები რა. მჭირდები, შენი სითბო მჭირდება, თორემ ისე საშინლად ვარ მგონია რომ ცუდად გავხდები. -კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა? - ხმა მოურბილდა, შეეტყო ევას სიტყვები ესიამოვნა და კატით ხელში ფეხზე წამოდგა. სავარძელზე დააწვინა, შემდეგ ევას გვერდზე დაჯდა და ისიც სწრაფად ჩაუჯდა კალთაში, მკლავები ყელზე მოხვია და ცხვირი გუგას ყელში ჩარგო. -მომენატრე. - ყელში აკოცა, მალევე იგრძნო გუგას მკლავების მოხვევა და სხეულზე უფრო მეტად აეკრა. -რომ მოგნატრებოდი სხვა კაცს ყავის დალევაზე არ დასთანხმდებოდი… ჯანდაბა ნერვები მეშლება და მაგრად მინდა რამე გატკინო. -მე გეპატიჟები, დალევ ჩენთან ერთად ყავას? - თავი წამოსწია და თვალებში ჩააჩერდა. -შენ იხდი? - თმა გადაუწია ყურს უკან, შემდეგ კისერზე მოკიდა ხელი და ტუჩებჩე ნაზად აკოცა. -ჰო. - თმებში შეუცურა თითები და კოცნაში აჰყვა. -ჩაიცვი და გავიდეთ. - გუჩები გაილოკა, შემდეგ ფეხზე წამომხტარს უკანალზე მიარტყა ხელი და თვითონაც უკან აედევნა. საწოლზე წამოკოტრიალდა, ევას ტელეფონი მოიმარჯვა ხელში და სურათებში შევიდა. შემდეგ ინსტაგრამზე გადაინაცვლა, ყველაფერი დაუთვალიერა, ბოლოს კი ტელეფონი იქვე მიაგდო და მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილ ევას ახედა. ფართე იყო და კოჭებამდე სწვდებოდა. ზურგი მთლიანად მოშიშვლებოდა, მხოლოდ ბიუსჰალტერის ლამაზი ზოლები უფარავდა, ისიც თვითონ კაბის გეგონებოდათ. -წავედით? -კაბებს სპეციალურად იკერავ? -ნწ… ესეც დედაჩემის იყო. - საწოლიდან წამოაყენა კაბის თვალიერებაში გართული ბურდული, ლოყაზე აკოცა, ტელეფონს მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა. დაბლა ჩასულმა ბურდულის მანქანას გვერდი აუარა, ხელი ჩაკიდა და სიარული ისე განაგრძო. -ჩემს მანქანას ვეღარ ცნობ? -კარგი ამინდია, გავიაროთ ფეხით, არაფერი მოგივდა. -ევა… წლებია ფეხით არ გავსულვარ არსად და ავტობუსებით ნუ მატარებ გთხოვ. -საჯდომი გაგიბრტყელდება. -მგონი წეღან უხასიათოდ იყავი, თუ ამასაც მატყუებ? -კარგი რა, სხვანაირად ვერ მოგიყვანდი… -კარგი… სად მივდივართ? -კაფეში… ყავაზე და ნამცხვარზე, შოკოლადის ნამცხვარი მინდა. აი მოვიდა… ადი. - ხელი ჰკრა ბურდულს და ისიც წუწუნით ავიდა. -დაჯექი მიდი. - სკამზე ანიშნა, მაგრამ თავი გაიგიჟა აბაშიძემ, მიზეზს რომ მიუხვდა გუგა დასცინა, თვითონ დაიკავა ადგილი, ევასკენ შებრუნდა და წვრილ თითებზე ჩაეჭიდა. მეორე გაჩერებაზე ხალხით გაივსო ავტობუსი, წვრილ წელზე მოხვია ხელი და თავის ფეხებს შორის მოიქცია. - ისეთი ფარფალა ხარ მეშინია არ წაიქცე პატარა. - ჩაიცინა, შემდეგ იქვე მდგომ კაცებს მოავლო თვალი, ევას რომ ეხებოდნენ ჭედვის გამო. სწრაფად წამოდგა და გააზრება ვერ მოასწრო ევამ, ისე დასვა სკამზე. -მეორედ დაგიჯერებ. - მომღიმარმა ახედა წარბშეკრულ ბურდულს, წამწამები აუფახუნა და მისი გაცინებაც შეძლო. მალე მივიდნენ ერთ-ერთ ცნობილ კაფეში, სადაც უამრავი ხალხი იყრიდა თავს, ბევრის ყურადღებაც დაიმსახურა ცნობილმა მხატვარმა და მაგიდასთან დამჯდარმა შეკვეთაც მისცა. -ასე გინდოდა ვიღაც კაცთან ერთად დაჯდომა? -ახლა სულ ეგ უნდა მახსენო? ვიღაც კაცი არ იყო, ისიც ხელოვანი ადამიანი იყო, ბევრი ვისაუბრეთ სხვადასვა თემებზე და უბრალოდ შემომთავაზა, ვუთხარი რომ შენ მყავდი, მაგრამ მაინც დაიჟინა როგორც ჩემი მეგობარი და კოლეგა ისე გპატიჟებო! -მნიშვნელობა არ აქვს, შენ ჩემი ხარ, მე შენი და კიდევ ნუ მასწავლი ვინ რისთვის გპატიჟებს. როგორც მე არ მინდა სხვა და უბრალოდ ყავაზე არ დავპატიჟებ, ისე არ უნდა დათანხმებოდი შენ. -დავხუროთ ეს თემა. - ხელი აიქნია, შემდეგ მომღიმარი დააკვირდა წინ მჯდომს. - მამა სად გაიცანი? -ციხეში. -მაგიტომ მითხრა შენზე ნაკლებად არ მიყვარსო? -ექვსი წლის მანძილზე მამობას მიწევდა, ასე რომ ვთქვათ იქ ბევრის მამა იყო. ყველაზე უფროსი და პატარა ბიჭებს ყურადღებას გვაქცევდა. კარგი ტიპები იყვნენ, ერთი ორზე შემიძლია ვთქვა რომ მენატრება კიდეც. ერთადერთი ქართველი ვიყავი და ნიკოც ჩემთვის ყველაფერი გახდა. შენზე იშვიათად საუბრობდა, ვიცოდი რომ ევა გერქვა, შენს ნახვას ვაპირებდი, მაგრამ ნიკოლოზმა არ მოინდომა. პირველად რომ მითხარი შენი ვინაობა ყველაფერი გავარკვიე, აღმოჩნდა რომ ევა იყავი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანის შვილი. სანამ წამოვიდოდი ნიკოს დავპირდი რომ გამოვიყვანდი, მერე ისე დაემთხვა რომ მამაშენი იყო და საბოლოოდ აღარ გითხარი, ყოველი ნიკოს ხსენებისას მინდოდა მეთქვა, მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ ბოლოს ასე მოხდა. იმ დღესაც გამიჭედე, ეგეც მენსტრუაციას დავაბრალოთ? - ევასკენ გადახრილმა ჩუმად ჩაილაპარაკა და მის აწითლებულ სახეზე გაეცინა. - რისი გრცხვენია ვერ ვხვდები. - ყავა მოსვა გემრიელად, თან შეფარკლულ ლოყებზე კმაყოფილი დააკვირდა. -არ მრცხვენია, უბრალოდ ისე ამბობ… თავისით ვწითლდები. - შოკოლადის ტორტის პატარა ნაჭერი გაიქანა პირში, შემდეგ მწვანე თვალები ბურდულისას გაუსწორა. - რა? - დაბნეულმა იკითხა გუგას ჩაფიქრებული სახის დანახვისას. -არაფერი. - მხრები აიჩეჩა და ქალის თვალიერება განაგრძო. - ნინო მეძალავება მოიყვანეო. -მე სულ მცალია ხომ იცი. -სულ გცალია და სულ მაბრაზებ. -სიყვარულით გაბრაზებ შემთხვევით, ძალით კი არა… ხვალ წავიდეთ თუ გცალია, ან მარტო წავალ. -ვნახოთ არ ვიცი. დიდხანს საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, ევა გაჩუმებას კიდევ დიდი ხანი არ აპირებდა, გუგასაც აცინებდა და საუბარში იყოლიებდა. მხოლოდ გუგა სჭირდებოდა გვერდზე, მხოლოდ ის და ესეც ეყოფოდა. მთავარი იყო მისი სითბო ეგრძნო, ის სითბო რომელიც მხოლოდ ევას ეკუთვნოდა. მთლიანად გუგა იყო სხვანაირი ევასთან, სრულიად შიშველი თავისი გრძნობებით. *** -დილა მშვიდობისა. - სწრაფად შეტრიალდა უკანა სავარძელზე მოთავსებული მამისკენ და თბილად გაუღიმა. - რა სიმპატიური ხარ. -შენი აზრით ვის გავხარ? -ადრე ვერ ვხვდებიდი შენი ალეწილი სახიდან გამომდინარე, ახლა ვხედავ. - ჩაიღიმა და წინ შებრუნდა. -შენც მოდიხარ? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და სარკიდან სიძეს გახედა. -უნივერსიტეტში დავტოვებთ და ჩვენ წავალთ. - მარიამის ნაცვლად გასცა პასუხი და დათოსაც გულზე მოეშვა. - დღეს რას აპირებ? - ჩაფიქრებულ მარიამს გადახედა, მის თითებში ახლართა თავისები და მტევანზე აკოცა. -მაკა მელოდება გოგოებთან ერთად და იქ წავალ. -დღეს ლუკასთან ავდივართ, იქ დარჩი და მეც მოვალ გვიან. -ლუკასთან რა ხდება? -არაფერი, პროსტა რა… მიდი და დამირეკე რომ მორჩები, თუ აქვე ვიყავი გაგიყვანთ. - უნივერსიტეტის წინ გააჩერა მანქანა და ცოლს მომღიმარმა გადახედა. -ვნახოთ რა იქნება… როგორც კი გამოხვალთ ყველაფერი გამაგებინეთ. -კარგი. -წავედი. -ჭკვიანად. - მოწყვეტით აკოცა და მანქანიდან გადასულს თვალი გააყოლა. - გადმოდი წინ. - უკან მჯდომს გახედა, ჩაფიქრებული რომ მისჩერებოდა ჯერ ისევ შენობისკენ მიმავალ მარიამს და ოდნავ იღიმოდა. - როდის იყავი ექიმთან? - მარიამის ადგილზე მოთავსებულს შეხედა, შემდეგ მანქანა დაძრა. -ერთი კვირის წინ… შენი აზრით მაპატიებს? -გეტყობა რომ არ იცნობ. -მაზოლზე ფეხს ნუ მაჭერ. - წარბშეკრულმა გადახედა მომღიმარ სიძეს, ნერვები ეშლებოდა თავის თავზე ასეთ სიტუაციაში რომ გაყო თავი. -ჯერ ნდობა მოიპოვე, ეცადე დიდი დრო გაატარო მასთან და მერე პატიებაც სთხოვე. უყვარხარ და ყველაფერს გაპატიებს. ანალიზები აღების, ექიმთან საუბრის და წამლებთან ერთად დიეტის გამოწერის შემდეგ საავადმყოფოც დატოვეს. ხმას არ იღებდა უფროსი სამუშია, ჩუმად გაჰყურებდა გზას და ხვდებიდა რომ ამ წლების მაძილზე ბევრი დაკარგა. ყველა საჭირო პროდუქტი და წამალი უყიდა დათოს, მიუხედავად იმისა რომ სიმამრი გაბრაზდა და ცოტაღა აკლდა ცემაზე არ გადასულიყო. “შენ ჩემს შვილებს უყიდე სათამაშოები და ასე გამოისყიდი ვალს”-ო, დაამშვიდა ლომიძემ და დათოსაც აღარ ამოუღია ხმა. სახლში დატოვა სამუშია, შემდეგ კი ლუკასთან წავიდა, გუგაც იქ დახვდა, რაღაცაზე საუბრობდნენ, თან ანდრიასკენ აპარებდნენ თვალს, რომელიც ქალბატონი თინის დავალებას ასრულებდა. -სად ხარ შე ჩემა აქამდე? - ლუდის ბოთლს თავსაფარი მოაშორა და სავარძელში ჩაშვებულს გაუწოდა. -სიმამრი წავიყვანე ექიმთან… -ვიინ? მარიამის მამა? -სხვა ცოლი არ მყავს ლუკა. - თვალები აატრიალა, თან ლუდი მოსვა. -მარიამს ხომ არ ჰქონდა კონტაქტი? - დაეჭვებული დააკვირდა ძმაკაცს ბურდული. -გუშინ წავიყვანე, აღარ სვამს, ღვიძლი ეშლება, ტრა.კი აეწვა ალბათ რომ მიხვდა იბრიდებოდა და შეეშვა დალევას. -მერე ეგ კარგია. -კარგია კი, მარიამიც გახარებულია ახალი ამბით… შენსკენ რა ხდება? -გოგო გადაიკიდა. - სიცილით გასცა პასუხი ბურდულმა ლუკას ნაცვლად. - და ესეც უვლის, ანე გახსოვს? -ჩვენი კლასელი? -ჰო, მაგას აგონებს ალბათ. -დავაი რა, უბერალოდ არ მინდა ცხოვრება დაენგრეს. პროჭი ბიძა ჰყოლია, მამამისის ფულებს ხვეტავს, ეს კიდე ვერაფერს აკეთებს. მარიამის ტოლია, არავინ ჰყავს და მინდა მე დავუდგე გვერდში, რატომ არ ვიცი, მაგრამ მინდა. თან ანდრიას მოეწონა, ისიც ხატავს და რაღაცებს ასწავლიდა დღეს, ამან ამოიჩემა მოვიდეს და მასწავლოსო… ხოდა ასე რა. -ანდრო, კარგი გოგოა თინი? -ხელი მოიტეხა და ვეღარ ხატავს, მაგრამ ძალიან კარგად იცის. - ისე გასცა პასუხი არც შეუხედავს გუგასთვის. -კაი ტო, მართლა? - გაკვირვებულმა შეხედა ლუკას. -ხვალ გურამისთან მიმყავს… რა გაცინებთ ტო? მართლა საყვარელია, პროსტა დიდი ტრამვააქვს და არ იცის როგორ გადაფაროს. - თავი ჩახარა, შემდეგ თვითონაც გაეცინა თავის თავზე. -კარგი, ბაზარი არაა, მესმის რას და როგორ ფიქრობ. თუ არ მოგწონს ქველმოქმედებაში გავატაროთ, მაგრამ რას ფიქრობ ან გრძნობ? - ჩაფიქრებული მიაშტერდა კითხვისგან დაბნეულ ძმაკაცს თოკა. -ჯერ ვერაფერს. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ანდრიას შეხედა. - მაგრამ ვაღიარებ მინდა ხშირად ვხედავდე. -მგონი გვეშველა ძმაო. - ხელი მიარტყა მომღიმარ ბირდულს. -გისმენ. - ორივემ ერთდროულად შეხედა ლუკას, რომელსაც ტელეფონი ყურზე მიედო და წარბშეკრული უსმენდა მეორე მხრიდან ალაპარაკებულს. - ჯერ ხომ არ მიდიოდით?.. კარგი, ხვალ გამოგიყვან… დღეს ვუყიდე ყველაფერი… კარგი! გამოგიყვან ხვალ დილითთქო რამდენჯერ გაგიმეორო?.. კარგი. - თვალების ტრიალით გაუთიშა ტელეფონი და წინ მჯდომ ძმაკაცებს შეხედა. - მთელი ცხოვრება როგორ ვუსმინო? -მოგიწევს. - მხრები აიჩეჩა გუგამ. -სხვა თუ შეგიყვარდა მერე ჩვეულებრივ გაატარებ. -შენ რაღაც სხვანაირად ბაზრობ და რა ხდება? -ხომ იცი, სიყვარულში გამოცდილი კაცი ვარ. - თვალი ჩაუკრა ლუკას, ლუდი მოსვა და მის სახეზე გაიცინა. - რას მიყურებ შე ჩემა? -ევამ მე მანათლინებს მარიამი ბავშვსო. - წარბები ასწია მომღიმარმა ბურდულმა, თან ისე დააკვირდა ძმაკაცს. მაღთლა ბრწყინავდა, ის თვალებიც უბრწყინავდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. -ჯერ ბავშვი არ არის და იმან წინასწარ შეათანხმა ალბათ. -შენ რა იცი რომ არ არის? -რეებს მეკითხები? - ისევ ვერ შეიკავა სიცილი, ლუკამ კი წარბები შეკრა. -რა გაცინებს, ეგრე მე ვაბშე წარმოდგენა არ მქონდა ბავშვზე და აგე კი მყავს ათი წლის შვილი. -შენ თუ პრეზერვატივის ხმარება არ იცოდი რა ჩემი ბრალია ძმაო? - გულიანად გადაიხარხარა ლუკას თვალების ატრიალებაზე. -რეებს ლაპარაკობ ბავშვთან ბიჭო. - მხარზე მიარტყა ხელი გუგამ, მაგრამ თვითონაც ეცინებოდა. -მაპატიეთ. - ხელები ასწია დანებების ნიშნად. -მამი ხვალ ზღვაზე მიდიხართ. -ოო არ მინდა მე რა, თან თინის უნდა ვანახო ჩემი ნახატი! -ეე ახლა მაგაზე არ გამი.ტრაკო რაა. დედაშენი გაბრაზდება, თან კარგია ზღვა. -არ მინდა წასვლა! -ანდრია! - წარბ აწეულმა გაუსწორა თავისნაირ ცისფერებს თვალი და შვილის სახელი მკაცრად წარმოსთქვა. -აუ არ მინდა რა მა, რა ვაკეთო იქ, ეგენი სულ თავისთვის არიან და მე დებილივით ვზივარ წელამდე წყალში. რომ გავცურო დედა ყვირის და მთელი სანაპირო მე მიყურებს. ყველას მზეს უშვერს სახეს, მე კიდე ვერაფერს ვაკეთებ და არ მინდა. -დაურეკე დედაშენს და უთხარი მაშინ. - გულზე მოხვდა შვილის სიტყვები, ისე საწყლად უხსნიდა სიტუაციას თვითონაც აღარ უნდოდა წასულიყო. -შენ დაურეკე რა. - ყელზე მოიკიდა თითები. ისეთი თვალებით უყურებდა უარი ვეღარ უთხრა და სწრაფად გადარეკა ქეთასთან. -ქეთა… ანდრიამ არ მინდა წასვლაო და რას იზამ?.. რა გაყვირებს გოგო, მესმის… -აუ დე არ მინდა რა. - ტელეფონი გამოართვა ლუკას და ყურზე მიიდო. - რა ვაკეთო იქ მე?.. ოო შენთან აქაც ხომ ვარ?.. კარგი ხო. - ტელეფონი გაუთიშა, იქვე დააგდო და თავის საძინებლისკენ წავიდა. -მოვალ ორ წუთში… - სწრაფად აედევნა შვილს, საძინებელში შევიდა და საწოლზე მიწოლილს მიუახოვდა. - მა, გადმოტრიალდი აბა. -არა. -ეე მიდი რა. - მხარზე მოკიდა ხელი და ზურგზე დააწვინა. მაშინვე შეიმშრალა ცრემლები და დაბღვერილი ჭერს მიაშტერდა. - მოდი ჩემთან. - უცებ ჩაისვა კალთაში, ხელები წელზე მოხვია და ცხვირი მის ყელში ჩარგო. - კაი რა გატირებს ტო, შენ ხო ჩემი კაცი ხარ. -არ ვტირივარ. - მკლავები მჭიდროდ შემოხვია კისერზე და მაგრად მიეხუტა. - უბრალოდ არ მინდა წასვლა რა… -მომისმინე პატარა, ცოდოა დედა ტო. წარმოიდგინე რაც გაგიცანი სულ ჩემთან ხარ, იმას ენატრები, უნდა რომ შენთან ერთად იყოს. ეწყინება რომ არ წახვიდე. ჩვენ კიდე კაცები ვართ და უნდა ვეცადოთ დედებს არ ვაწყენინოთ კაი? ხომ გითხარი დედა ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ უნდა დაუჯერო, გაამხიარულო და გაახარო. წადი, დედა გაახარე, შენებურად გაამხიარულე. მერე ათ დღეში ჩამოხვალთ, რა პრობლემაა. -და მაინც რომ არ მინდა? -შენ ხო დიდი ბიჭი ხარ მა? თუ აი ძალიან არ გინდა დაგტოვებ აქ შენ თავს გეფიცები, მაგრამ მერე დედა? არ გეცოდება? - თმაზე ეფერებოდა, თან ცისფერებში უყურებდა. - რა ვქნა? დავურეკო და ვუთხრა რომ რჩები? -არა წავალ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა და ლუკამაც ყურებამდე გაიღიმა. -კარგი ბიჭი ხარ. - შუბლზე აკოცა, შემდეგ ფეხზე წამოაგდო და ისევ უკან გაიყვანა. - მიდი დაასრულე ნახატი და ხვალ ვანახოთ სანამ დედაშენთან მიგიყვან. -კარგი. -მამობა კარგად გამოგდის ხომ იცი? - მომღიმარი აკვირდებიდა ძმაკაცს ლომიძე. -ვცდილობ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი საუბარი გააბა. იქამდე იყვნენ ლუკასთან სანამ ანდრიამ ნახატი არ დაასრულა, შემდეგ დაემშვიდობნენ მამა-შვილს და სახლიც დატოვეს. -ფეხით ხარ? -ხო, დღეს ევამ დამპატიჟა ყავაზე ცოდვების გამოსასყიდად და ფეხით წამიყვანა. მერე მთელი დღე მატარა, მგონი ამდენი 17 წლის მერე არ მივლია. მთელი თბილისი შემომატარა ლამის ტო, ბოლოს ძლივს გამოვექეცი და ტაქსით მოვედი აქამდე. -წამო წამო გაგიყვან. - სიცილით მიარტყა მხარზე ხელი. როგორც კი ღვედი შეიკრა მაშინვე აწკრიალდა თორნიკეს ტელეფონი. - გისმენ... - მანქანა დაძრა და გზაზე გადაიყვანა. - გუგას მივიყვან სალხში და მოვალ… წავიდნენ გოგოები?.. მერე რას შვრებით შენ და მაკა… კარგი, მოვალ მალე. - ტელეფონი გაუთიშა და მუსიკა ჩართო. - რა კაი ტიპია ანდრო არა? -ლუკას გავს. -რას ფიქრობ თინიზე. -პირველი ქალია ვინც ქეთას მერე ასე ღრმად შემოუშვა. მხოლოდ იმიტომ არ არის მასთან რომ დახმარება უნდა და ამას ვგრძნობ. ასე უბრალოდ არ მოგინდება დაეხმარო უცხო ქალს. იმდღეს ვუთხარი რომ ეცადა ურთიერთობა, კი გაიგიჟა თავი არ მომწონსო, მაგრამ ვიცი რომ დაფიქრდა. ათასში ერთი რჩება მარტო ცხოვრების ბოლომდე, ლუკა კიდე ვერ დარჩება, იმ ათასში არ შედის. თინი გამოჩნდა და დაველოდოთ რა იქნება. -ევა გიყვარს არა? - მომღიმარმა წამით გადახედა ძმაკაცს. -ვჭედავ. -რა მალე გადის დრო ტო, ერთი წელი ხდება რაც ჩამოხვედი. -ჰო. - თავი დაუქნია სიცილით. მალე გააჩერა ევას სახლთან მანქანა და ისიც თორნიკესთან დამშვიდობების შემდეგ სწრაფად გადახტა მანქანიდან, კიბეებს ნელა აუყვა და სახლშიც ჩუმად შევიდა. ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ტელევიზორი ანათებდა, კინო უკვე მთავრდებოდა, ევას კი ტკბილად ეძინა. ერთხანს კედელზე მხრით მიყრდნობილი აკვირდებოდა საყვარელ ქალს, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებლისკენ დაიძრა. -რომელი საათია? - ჩუმად ამოიბურტყუნა, ხელები ბურდულს მოხვია და ყელში აკოცა. მაშინვე დაუარა მთლიან ტანში ჟრუანტელმა. -12 ხდება. - საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, საწოლზე დააწვინა და ჯინსის შორტი გახადა. -მოიცადე, აბაზანაში უნდა შევიდე მაინც. - მობეზრებულმა წამოსწია თავი, საწოლზე წამოჯდა და მომღიმარ ბურდულს შეხედა. - საშინლად ვარ. - თვალები აემღვრა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა. -მიდი… -ნუ მიყურებ ეგრე. - ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან, აბაზანისკენ დაიძრა, თან ისევ გრძნობდა გუგას მზერას იქამდე სანამ კარებში არ გაუჩინარდა. მალე დაბრუნდა უკან, პიჟამო შარვალი ამოიცვა, მაისური გაიხადა და ისე წამოწვა საწოლზე. მაშინვე მოხვია ხელები გუგამ, სხეულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა. ვერაფერზე ფიქრობდა ახლა ევას გარდა, უბრალოდ უნდოდა მოხვეოდა, მისი ლამაზი სახისთვის ეყურებდინა და მის მწვანე თვალებში ჩაძირულიყო, რომლებიც ღამით ჭაობისფერი ხდებოდა. *** სახლში შესულმა ერთმანეთში მოჭუკჭუკე რძალ-დედამთილი დაკვირვებით შეათვალიერა, შემდეგ ადგილიდან წამოფრენილ ქალს მიუახლოვდა და ხელები მთელი ძალით მოხვია. -როგორ ხარ დე? - თმაზე გადაუსვა ხელი, თან შუბლზე აკოცა. -ძალიან კარგად, დღეს ჩემმა რძალმა და თავის დაქალებმა გამამხიარულეს. თურმე ჩვენი კესოს დაქალი ყოფილა, რატომ არ ვიცოდი? -რაც წავიდა იმის მერე ტელფენოზე არიან ჩამოკიდებულები, აქ რომ იყოს გაგაგებინებდა, მე კიდე გადამავიწყდა. - მალე მოშორდა მაკას, მარიამი ფეხზე წამოაგდო და მაშინვე ტუჩებზე დაეტაკა. - მომენატრე. -მთვრალი ხარ? - გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა თორნიკეს, თან ლოყაზე ეფერებოდა. -ცოტა დავლიე, მაგრამ მთვრალი არ ვარ. - ისევ აკოცა, შემდეგ მომღიმარ მაკას გახედა. - დე, ცოტა ხნით ხომ შეგვიფარებ? თორემ გამიგიჟდება სახლში ჯდომით მარიამი. -რას მეკითხები? - ხელი აქინია მაკამ. - შენი ოთახი დალაგებულია და შეგიძლია მიბრძანდე. -მაშინ მე და ჩემი ცოლი დაგტოვებთ. - წელზე მოხვია ხელი მარიამს და კიბისკენ დაიძრა. -ღამემშვიდობისა. - ლოყაზე აკოცა მაკას და თორნიკესთან ერთად მეორე სართულზე ავიდა. - როგორ არის? რა თქვა ექიმმა? -ღვიძლზე აქვს პრობლემა, მაგრამ სერიოზული არ არის, დიეტა დაუნიშნა, რამდენიმე წამალიც და თუ აღარ დალევს სასმელს, მალე გამოკეთდება. - როგორც კი საძინებლის კარი დაკეტა მასინვე მოაშორა სხეულიდან თხელი სარაფანი და შიგნით რომ სრული სიცარიელე დახვდა თვალები წამსვე აენთო. -გელოდებოდი. - ყურებამდე გაიღიმა მარიამმა, კისერზე მოხვია ხელები და თორნიკეს ტუჩებიც დაისაკუთხრა. უხეშად დააგდო საწოლზე, სწრაფად გაიხადა და მარიამს ზევიდან მოექცა. სველი კოცნა დაუტოვა ყელზე, შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა, ძუ.უს თავზე კბილები ჩაავლო და მარიამის ტკვილისგან ამომავალი ხმაც მისწვდა მის სმენას. ისე არაფერი სიამოვნებდა როგორც მარიამის ამ მდგომარეობაში ყურება, ვნებისგან თვალებს რომ ვეღარ ახელდა და თორნიკეს ყველა მოქმედებისგან მიღებულ სიამოვნებას კვნესით გამოხატავდა. კიდევ იმაზე გიჟდებოდა მარიამი ქმრისთვის იგივეს მიცემას რომ ცდილობდა, ყველაფერს აკეთებდა მისი სიამოვნებისთვის და ყველანაირ მოძრაობაში ჰყვებოდა. მარიამი იყო ერთადერთი ქალი და მის იქით არავის ჰქონდა მისი მსგავსი ფერიც კი. გაგიჟებით შეყვარებული და შეპყრობილი იყო მისით. გიჟდებოდა მის ხმაზე სექსის დროს რომ გამოსცემდა, სრულიად აგიჟებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა. *** -ევა სად არის? - უკმაყოფილოდ შეათვალიერა კარში გამოჩენილი ბურდული, რომელმაც ირონიული მზერით დააჯილდოვა. -შემოდი. - კარები ფართოდ გაუღო, შიგნით შეატარა და თვითონაც უკან აედევნა. -დაჩი! - გახარებული წამოფრინდა ფეხზე, მაშინვე ყელზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა. -როგორ ხარ ქალბატონო? -კარგად… შენ რა გჭირს? - ეჭვით შეათვალიერა, შემდეგ დივანზე დასვა და თვითონაც გვერდზე მიუჯდა. -მოგიყვები. -წავედი პატარავ, საღამოს მოვალ და მზად დამხვდი. - მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი სწრაფად დატოვა სახლი. -რა ხდება ამიხსენი? საშინლად გამოიყურები, ლუდი გინდა? -არა, უბრალოდ დაჯექი და მომისმინე. -კარგი. - დაჩისკენ შეტრიალდა მთელი ტანით და ხელის გულებში სახე ჩარგულ მეგობარს დააკვირდა. - დაჩ… - ხელი მოუსვა ზურგზე, ნიკაპი მხარზე ჩამოადო და თითები თმებში შეუცურა. - მომიყევი, როდის მერე მიმალავ რამეს? -შენ დიდი ხანი მალავლი გუგას შესახებ. -მცხვენოდა, ვერ გეუბნებოდი და მაგიტომ… როგორ მოვსულიყავი და მეთქვა, იცი რა? ის გუგა ხომ გახსოვს, აი მაგასთან ვწევარ… - თვალები აატრიალა, შემდეგ დაჩის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. -ხო მართალი ხარ, არ უნდა გეთქვა. - ცხვირის წვერზე აკოცა, შემდეგ ისევ იატაკს დახედა. - ნეხ.ვში ვარ, მთლიანი ტანით, ყელამდე. არ ვიცი როგორ ამოვიდე და… ვერც ამოვალ. -რა გააკეთე? -არ გაბრაზდე რა. -დაჩი მაშინებ. -ერთი გოგო მიყვარს, ძალიან დიდი ხანია. - ბოლოს ძლივს თქვა და ევას დაბნეულ მწვანე თვალებს მიაშტერდა. -ამიხსენი წესიერად! ვინ გიყვარს, ან რამდენი ხანია? -რაც გავიცანი იმის მერე. - ისევ თვალებში უყურებდა და ევასაც სხეული ეძაბებოდა. -არ მითხრა რომ მე გიყვარვარ თორემ გავაფრენ. - სიმწრით ჩაიცინა და დაჩისაც გაეცინა. -რა დებილი ხარ გოგო. - ხელი მოხვია და კალთაში გადაისვა. - შენ ხომ იცი როგორც მიყვარხარ. მე… სოფი მიყვარს. -სოფი… შენი კლასელი? თუ შენი თანამშრომელი. - ყველა სოფის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ იმ სოფის არ თვლიდა ვისზეც ასი პროცენტით იყო დარწმუნებული. -უარესი გითხრა? -ღმერთო არ მჯერა. -ბაკურიანში რომ ვიყავით ჩემთან იყო… ყველა ერთ სახლში ვიყავით, ბექაც და… ამის დედაც ევა, ხვდები რა გავაკეთე? -სოფი… ჩვენი სოფი… ჯანდაბა ბექა მოგკლავს… ხომ იცი რომ მოგკლავს? - თვალებ გაფართოვებული უყურებდა ბავშვობის მეგობარს, მეორე მეგობრის ხასიათიც ზეპირად იცოდა და როგორი დიდი სიყვარულითაც უყვარდა თავისი საყვარელი ადამიანები ბექას, ორჯერ მეტად იძულებდა მოღალატეებს, არანორმალური იყო, პატიება არ შეეძლო და ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა ევა მასში. -ვიცი… ვიცი და ჩემს თავს ვერ ვიტან იმის გამო რომ სოფი ახლაც ჩემთან არის… ანუ ერთად ვართ და… - სიტყვის გაგრძელება ვეღარ დაამთავრა როცა ევას მარჯვენა ხელმა ლოყა აუწვა. -შენ სულ გააფრინე ხო? რაზე ფიქრობ საერთოდ? სიკვდილი გინდა? შემომხედე! - ყბებში ჩაავლო თითები და თვალებში ჩააშტერდა. -ევა… -ღმერთო ახლა გავაფრენ… - სწრაფად წამოდგა ფეხზე და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. - რა გავაკეთო… -ევა… მე არ ვნერვიულობ ეგრე შენ რა განერვიულებს? - მტევანზე მოკიდა ხელი და მისი გაჩერება სცადა. -შენზე ვნერვიულობ შე დეგენერატო… სოფის გარდა სხვა ვერავინ ნახე? ცხრამეტი წლის არც არის და შენ საწოლში ჩაიწვინე? რაზე ფიქრობდი საერთოდ? ისიც ცანცარა! -ევა. -შეწყვიტე ჩემი სახელის ძახილი, ეგ ვერაფერს გიშველის… ამას გულისხმობდა გუგა ხო? მაგან საიდან გაიგო? -არ ვიცი. -ბექა არ გაპატიებს ხომ იცი? შეიძლება არ მოგკლას, მაგრამ არ გაპატიებს არასდროს. ერთადერთი ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა შენ ხარ და შენ… როგორ… კიდე ვერ ვიჯერებ. -გეყოფა რა… მიყვარს, წლებია მიყვარს და სოფის გარეშე არ შემიძლია. -პატარაა ადამიანო! -ერთი სიყვით, რა გავაკეთო? -უნდა უთხრა! თან სასწრაფოდ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! უთხარი რომ სოფიმაც არ იცის, უბრალოდ ვეღარ დაუმალავდი. მანამდე იმ სულელს დაელაპარაკე! -რატოა სულელი… -ახლა ნერვები არ მომიშალო თორემ გადაგაგდებ ფანჯრიდან! არ იცის როგორია თავის ძმა? ღმერთო... ამას მგონი ჯობდა ისევ მე გყვარებოდი, სიკვდილის შიში მაინც არ გექნებოდა. -ამას ხუმრობაში გავატარებ. - სიცილით წამოდგა ფეხზე და ევას ხელები მოხვია. - მიყვარხარ, ასე მხოლოდ ჩემზე ნერვიულობ და მაგრად მისწორდება. -ფრთხილად იყავი რა, ცოტახანი არ ნახო სოფი… ვიცი რომ გიყვარს, მესმის, მაგრამ გთხოვ რა, შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. -დავმშვიდდი ცოტა. -თქმას არ აპირებდი ხო? -ვაპირებდი, მაგრამ ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ გექნებოდა და თავი შევიკავე. -წამოდი ყავას გაგიკეთებ ნაყინით, ტორტიც მაქვს… *** -რამე ხომ არ გვრჩება მა? -არა. -წავედით? - ბავშვის ჩანთა მოიკიდა ზურგზე და მხრებ ჩამოშვებულს უკან გაჰყვა. -არ მინდა მე, მაგრამ დედა ცოდოა. -იქნებიან ბავშვები მამი, გაიცნობ ვინმეს და ითამაშებ. -ამას თინის ვანახებ და მერე სახლში მოიტანე ხო? - ქვევიდან ახედა ლუკას, შემდეგ ლიფტში შევიდა. -აბა რას ვიზამ. - თმები აუჩეჩა ბავშვს. ლიფტით პირველ სართულზე ჩასულები კორპუსიდან გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და გვიჩიანის სახლისკენ წავიდნენ. თინი უკვე კორპუსის წინ ელოდებოდა მამა-შვილს, როგორც კი მანქანა დაინახა მათკენ დაიძრა, ლუკას გვერდზე ადგილი დაიკავა და წამსვე ანდრიასკენ მიტრიალდა. -მანახე აბა… - ყურებამდე გაუღიმა ბავშვს, ანდრომ სწრაფად შეატრიალა ფურცელი და თინიმაც ყურადღებით შეათვალიერა. -გამარჯობა. - წარბაწეულმა გადახედა გოგოს. -მაპატიე… დილა მშვიდობისა. ვნერვიულობ და… - მორცხვად გაუღიმა ლუკას, მერე კი ანდრიასკენ შებრუნდა. - კარგია, ზუსტად გაქვს დახატული, მაგრამ შტრიხები აკლია და მაგის გაკეთებას მერე გასწავლი… სად მივდივართ? -ანდრია ზღვაზე მიჰყავს დედამისს, დავუტოვოთ და მერე ექიმთან წავიდეთ, მაინც იქით მივდივართ. -შტრიხები როგორ არის? -რომ ჩამოხვალ მერე გასწავლი პატარავ. ძალიან მაგარია, მაგრამ შტრიხების გამო 8 ქულას გიწერ. -ოო ეგ არ ვიცოდი. -ჩემი ბრალი არ არის. - მხრები აიჩეჩა და მიხვდა ანდრიაც აზარტში შეიყვანა. -მამა აღარ მინდა წასვლა. -უკვე ვილაპარაკეთ ამაზე და დაიხურა თემა. - მშვიდად თქვა და ანდრიაც გაჩუმდა. როგორც კი სახლამდე მივიდნენ მანქანა გააჩერა, ანდროს ჩანთა აიღო და შვილთან ერთად ეზოში შეციდა. - ჭკვიანად მოიქეცი მა, თუ რამეა ეგრევე დამირეკე. -კაი. -მიყვარხარ პატარავ, სულ გახსოვდეს კარგი? - შვილის წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელის გულებში მოიქცია. -მეც მიყვარხარ. - კისერზე მოხვია ხელები და მაგრად ჩაეხუტა. -მალე შევხვდებით. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და სახლიდან გამოსულ ქეთას გახედა. - მშვიდობიანი მგზავრობა. -მადლობა. -მიდი. - უკანალზე მიარტყა ხელი და ქეთასკენ უბიძგა. -კარგაად! - ხელი დაუქნია ანდრომ და ლუკამაც მისი ჟესტი გაიმეორა. -კარგად მა! - გაიღიმა, შემდეგ ეზოდან გავიდა და პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. - ჯანდაბა… ასე მგონია დიდი ხანი ვერ ვნახავ… რა ვაკეთო სახლში მაგის გარეშე. - თვალებზე მიიჭირა ხელის გულები. -ტირი? - გაოცებულმა ჰკითხა თინიმ. -არა… - სიცილით მოიშორა ხელები, შემდეგ მანქანა დაძრა და ადგილს მოსწყვიტა. - უბრალოდ… მისი ზღვაზე გაშვება ასე თუ გამიჭირდებოდა არ მეგონა… წავიდეთ და ვნახოთ რა სჭირს შენს ხელს და როგორ გამოვაკეთოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.