გრძნობებით თამაში (მეორე თავი)
ხვალ...ხვალ კი არა დღეიდან,როცა დილით ავდგები და გამახსენდება რა მისია მაკისრია ალბათ გავგიჟდები,საკუთარ თავს ვერ ვიპოვი.ყოველ დილით თავიდან მომიწევს იმის გააანალიზება,რომ ვიღაცის ვალი მაქვს.შემდეგ ბევრს ვიტირე. ....ჩემი წინათგრძნობა გამართლდა,მართლაც ყოველ დღე საკუთარ თავთან გამკლავება მიწევდა.ერთი თვე გავიდა სულ ხუთასი ლარი მქონდა.ნაწილი ხელფასის,ნაწილი კი ცალკე ,,შავი დღისთვის’’ გადანახული ფული დავამატე.ყველაში და ყველგან მას ვეძებდი.ქუჩაში თვალებს აქეთ–იქით ვაცეცებდი და მეგონა სადაცაა მოვიდოდა და თანხის მთლიანად დაბრუნებას მომთხოვდა. 12 იანვარი იყო.მთელი ქალაქს ნაცრისფერი ნისლი მოხვეოდა.ახალი წლით გადაღლილ ხალხს კი სახლისთვის შეეფარებინა თავი.სამსახურში მივდიოდი.ეს დღე ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა.ამინდმაც თავისი ქნა,კიდევ უფრო დამძაბა და თითქოს მოსალოდნელი საფრთხისაკენ მიმანიშნა.ბარი როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყო.ერთი წუთითაც კი არ მომეცა დასვენების საშუალება.6 საათისთვის ყველა საქმეს მოვრჩით,ამიტომ ადრე წამოვედით სახლში. თაზომ შემომთავაზა სახლში გაგიყვანო,მაგრამ უარი ვუთხარი.ახლა საუბრის თავი არმქონდა და მარტო გასეირნებაც არ მაწყენდა. გზას დავადექი.ჯერი კიდევ ბნელოდა.მე კი მივუყვებოდი ბურუსით და ნისლით მოცულ გზას.სიცივე ძვალ–რბილში ატანდა.თავბედს ვიწყევლიდი,თაზოს რომ არ დავუჯერე და ჯიუტად წამოვედი მარტო.ერთი ადამიანი,ერთი მანქანაც კი არ მოძრაობდა ჩემ გარშემო.მხოლოდ მე მივაბიჯებდი ღამის თბილისის ერთ–ერთ უბანში.რომელიც,ალბათ თავის ისტორიას ატარებდა.მერე ჩავფიქრდი...რამდენ ადამიანს გაუვლია ამ ქუჩაში...ყველას თავისი გასაჭირი ჰქონია.რამდენი დედა–შვილი ან შეყვარებული წყვილი გაივლიდა აქამდე აქ და რა ტკივილს ან თუნდაც რა სიხარულს გაანდობდნენ ისინი ერთმანეთს.და მეც ერთ–ერთი მათგანი ახლა მივაბიჯები სრულიად ცარიელ ქუჩაში და ჩემი დარდისგან და დაღლილობისგან თავი მისკდებოდა. ...უეცრად მოსახვევში შავი ფერის CLS შემოვარდა.არვიცი,შეიძლება ვიგრძენი,რომ რაღაც რიგზე ვერიყო და ავნერვიულდი.თუმცა მანქანისკენ არ გამიხედავ.ნაბიჯს ავუჩქარე,რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი სახლში.მაგრამ ამაოდ...მანქანა წამომეწია.ის იყო...ჰო ის იყო.თითქოს ვიგრძენი კიდეც სანამ ფანჯარას ჩამოწევდა. –ამ შუაღამისას გარეთ მარტო არუნდა დადიოდე–ან მომესმა ან თითქოს ზრუნავდა ჩემზე –ეგ შენი საქმე საერთოდ არ არის–გზის გაგრძელება დავაპირე –მანქანაში ჩაჯექი,ჩვენი საქმის დეტალებში მინდა გაგარკვიო.ვიცი ძალიან გაინტერესებს–აღარ იყო არც თბილი და არც მზრუნველი.ისევ ის ირონიული, დამცინავი და ამაზრზენი გიგა იყო,რომელსაც ვიცნობდი.არვიცი,რატომ უბრალოდ მანქანაში ჩავჯექი.თითონაც აშკარა გაოცება ემჩნეოდა,ჩემი ასეთი დამორჩილების გამო.მანქანა დაძრა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. –რას აპირებ,ახლა წამიყვან სადმე ტყეში იქ მომკლავ და დაამთავრებ?–ძალიან ბავშვურად ჩვიბუტბუტე მე.დავინახ,როგორ დაიძაბა,თუმცა ბოლოს ჩემს ბავშვურ საქციელზე ჩაეღიმა. –მერე,რომ მოგკლა ფულს ვინ დამიბრუნებს ჭკვიანო?–მითხრა და გაურკვეველი მზერით ამომხედა.ვერაფერი ამოვიკითხე მის თვალებში.მისი შავი თვალების მსგავსი ცარიელი თვალები აქამდე არ მენახა.ამან შემაშინა,ტანში გამცრა თვალი ავარიდე და გზას გავხედე. –მართალი ხარ.ახლა ხუთასი ლარი მაქვს და შემიძლია მოგცე–უხერხული სიტუაციიდან გამოსვლა ვცადე მე ––რამდენი?რა ხუთასი?ალბათ,ხუმრობ.ზუსტად ორ თვეში ხელში ათი ათასი უნდა მქონდეს–ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.ისევ შემეშინდა.ამ მდგომარეობის კი არა იმ მომავლის,არა ჩემი არამედ სანდროსი.ვიცოდი მას მაინც მიაგნებდა. –შეუძლებელია...მე...მე ხომ–ტირილი ვეღარ შევიკავე.ცრემლემა ჯებირებიდან გადმოაღწია და ღაწვები დამისველა.არვიცოდი რამეთქვა მისთვის,რომ რამენაერად მდგომარეობა გამეუმჯობესებინა –მე დიდი ხანია,ეგ გრძნობა აღარ გამაჩნია–მკაცრად მითხრა მან –რა გძნობა?–ამოვიკნავლე.ნამდვილად კნავილს უფრო გავდა ჩემი ხმა ვიდრე ადამიანისას. –შეცოდების,თანაგრძნობის და კიდევ მრავალი გასაგებია–ყვიროდა ის–მე არ მაქვს ადამიანური თვისებები გაიგე?!ცხოველი ვარ, ასეთი აღმოჩნდა ეს დამპალი ცხოვრება.ვერ ხედავ რას ვგავარ შენი აზრით მე,რომ ნორმალური ადამიანი ვიყო, გოგოს ფულის გამო უნდა დავსდევდე?მითხარი–კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე.და მაშინ პირველად შემეცოდა,პირველად დავინტერესდი მისი წარსულით.პირველად გამიჩნდა მისთვის მეთქვა რომ დამშვიდებულიყო....და ვთქვი –დამშვიდდი რაა–ეს ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე.თითქოს შეკრთა,არ ელოდა ამ სიტყვებს და გადმომხედა.რაღაც სხვანაერად,ისეთი იყო როგორიც აქამდე არასოდეს მენახა.ახლა უკვე ნათლად ვხედავდი მის თვალში წარსულის ნაკვალევს.მწარეს,მტკივნეულს და გაუსაძლის.სწადღაც შორს კი ამოუცნობ გრძნობას....ჯერ ვერ აღმოჩენილს.... უცებ თითქოს ბზიკმა უკბინაო თავი გააქნია,თითქოს ფიქრები გაფანტა.და ჩახლეჩილი ხმით თქვა –2 თვე...თუ არა და....ცოლად გამყვები–შეგრძნებები დამეკარგა.გარშემო ვეღარაფერს ვხედავდი,აღარც მესმოდა მხოლად ეს ორი სიტყვა მიტრიალებდა გონებაში ,,ცოლად გამომყვები’’.გაუანალიზებლად,კითხვების გარეშე,ყველანაერი თავის მართლების ან ისტერიკის გარეშე უბრალოდ....სილა გავაწანი....მივხვდი შევცდი.მაშინ მივხვდი, როცა გამომხედა და დავინახე როგორ მიყურებდა,მივხვდი რას გრძნობდა და რას ფიქრობდა.ეს ჩემი ძლიერი მხარეა.მაშინ მინდოდა მიწა გამსკდომოდა. –მე კეთილი ბიძიას როლის თამაში დავასრულე.შენ ფული შოვნის მოცემული ვადაც დაკარგე.იმიტომ,რომ ეს გამიბედე –ბოხი,მკაცრი,რაღაც გაურკვეველი შმზარავი ხმით მეუბნებოდა ის.მე კი უბრალოდ ვტიროდი,ჩუმად,რომ მას ვერ გაეგო ან დაენახა.არმინდოდა სუსტი ვგინებოდი.ამით მე ჩემს ძალებს დავკარგავდი...არმინდოდა... და ჩამეძინა...... და მაინც...რაიქნება ხვალ...ხვალ როცა თვალს გავახელ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.