შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეთოთხმეტე თავი)


31-12-2019, 20:12
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 835

როდესაც ნათიას გუგამ დაურეკა, ვილაპარაკოთო, შეეშინდა. შეეშინდა იმის, რომ გუგა გადაწყვეტდა ბავშვის მოშორებას. რა თქმა უნდა, შეეძლო ისე მოქცეულიყო თვითონ, როგორც სურდა, მაგრამ იცოდა გაუჭირდებოდა. შეეძლო თვითონ ეთქვა უარი აბორ....ზე, მაგრამ... მერე უამრავი მაგრამ იყო...
გაფითრებული ჩაჯდა გუგას მანქანაში. არ გამოჰპარვია გუგას მისი გათეთრებული სახე და აკანკალებული ხელები.
- კარგად ხარ ნათია?
- ხო. რავიცი. მგონი. რა მოიფიქრე. როგორ მოვიქცეთ გუგა.
- შემ რომ შეგეძლოს ამის გადაწყვეტა, რას იზამდი. მარტო შენზე რომ იყოს დამოკიდებული.
ნათიას ცრემლები მოაწვა. ხმა აუკანკალდა.
- მე... მე ალბათ....
- შენ გააჩენდი. - არ დაასრულებინა გუგამ. - მოდი, ბავშვის მოცილებაზე ნუღა ვისაუბრებთ. მერე რა ვქნათ, იმაზე ვიფიქროთ.
- ანუ... ეს... ეს რას ნიშნავს.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაჩნდება. იმდენად დავიბენი, მართლა ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდა გვექნა. ახლა უკვე ვიცი რომ ჩვენ შეცდომაზე ბავშვმა არ უნდა აგოს პასუხი.
ნათია ატირდა. მთელი სხეული უცახცახებდა. ბედნიერებისგან.
მერე თანდათან სუნთქვა შეეკრა. ჰაერი არ ყოფნიდა. ხელფეხი დაუბუჟდა. სწრაფად გააღო მანქანის კარი და გადავიდა. გუგა დაიბნა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ორი წუთი გაოგნებული უყურებდა. მერე თვითონაც სწრაფად გადავიდა, მიუახლოვდა და ხელი მოკიდა.
- ცუდად ხარ ნათია? რა გიშველო? რა გავაკეთო მითხარი, გთხოვ.
- გადამივლის. - ძლივს უპასუხა ნათიამ. ჰაერმა დადებიდათ იმოქმედა. თანდათან ფერი დაუბრუნდა. დამშვიდდა. გუგამ მანქანასთან მიიყვანა.
- ახლავე დავბრუნდებიო უთხრა და იქვე მდებარე მარკეტში შევიდა. უცებ დაბრუნდა წყლის ბოთლით ხელში. სწრაფად მოხსნა თავსახური და მიაწიდა.
ნათიამ რამდენიმე ყლუპი მოსვა.
- როგორ ხარ? - შეშფოთება შეეტყო გუგას ხმაში.
- ცოტა უკეთ. არაფერია. გადამივლის.
- ექიმთან ხო არ წავიდეთ? ხო, წავიდეთ. ეხლავე წავიდეთ. იქნებ ბავშვსაც უჭირს რამე?
- არაფერია, დამშვიდდი. ნერვიულობის ბრალია. სხვა არაფერი.
- ხო, მაგრამ მაინც წავიდეთ. ვისთან იყავი მისული? რომელ სავადმყიფოში?
- მაგას მნიშვნელიბა არ აქვს. მე იმიტომ მივედი რომ დამედგინა, მართლა ორსულად ვიყავი თუარა. მხოლოდ ეხოსკოპია გავიკეთე.
- ხოდა ეხლა წავალათ. ვინმე, კარგ ექიმთან. და ყველაფერს გამოვიკვლევთ. გავიგებ ვინაა საუკეთესო და..
- არ გინდა გუგა.... არ მინდა ჯერ ვინმემ გაიგოს. - თავი დახარა ნათიამ.
- ნუ ღელავ. ვინმე ისეთთან მივიდეთ ვინც არ გვიცნობს. რახან ასე გინდა. მაგრამ აუცილებლად მივიდეთ.
- კარგი. წავიდეთ. - უცებ დაეთანხმა ნათია. იფიქრა, მართლა რამე არ უჭირდეს ბავშვსო.
ქალაქის ბოლოში მდებარე პატარა კლინიკას მიაკითხეს. ექიმი სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა. ეხოსკოპიაზე გაიყვანა შესამოწმებლად. გუგაც გაყვა. ერთი სული ჰქონდა გაეგო, რომ საშიში არაფერი იყო. ნათიას ცოტა ეუხერხულა გუგას თანდასწრებით მუცლის მოშიშვლება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გუგა გაფაციცებით მიშტერებოდა ეკრანს, თითქოს რამეს დაინახავდა. დიდხანს და გულდასმით სინჯავდა ეხოსკოპისტი. გუგა ცოტა შეშფოთდა.
- ექიმო ყველაფერი რიგზეა?
- დიახ, ნუ ღელავთ. ამ ეტაპზე ყველაფერი რიზეა, თუმცა...
- რა თუმცა? - ანერვიულდა გუგა.
- ზედმეტ დაძაბულობას და ნერვიულობას უნდა მოერიდოთ. ფიზიკურ გადაღლასაც. ამ ეტაპზე მედიკამენტოზური ჩარევა არაა საჭირო. უბრალოდ თავს გაუფრთხილდით. ამ ეტაპზე სულ ესაა. კონტროლისთვის თვის ბოლოს კიდევ მოდით, რომ გადავამაწმოთ მდგომარეობა.
- კარგით, გასაგებია. ფრთხილად ვიქნები. - უპასუხა ნათიამ.

*****
ორივე დაძაბული იჯდა მანქანაში. ორივე ღელავდა. მართალია ცოტა ხნის წინ ორივე თანახმა იყო ბავშვი მოეშორებინათ, მაგრამ ახლა უკვე უყვარდათ. გაუცნობიერებლად უყვარდათ. დუმილი ისევ გუგამ დააღვია.
- ცოტა დრო მომეცი კიდევ... რამდენიმე დღე და დაველაპარაკოთ შენებს. ერთად ავუხსნათ მდგომარეობა. თუ მოხდა და მათგან აგრესია იგრძენი, ან თუ ვერ გაგიგეს, ამაზეც არ იდარდო. მე მოგხედავ. ვიზრუნებ თქვენზე. ბინას დავიქირავებ და იქ იქნები.
- მე დაველაპარაკები ჩემებს. შენ არ...
- ერთად დაველაპარაკებით, ოღონდ მაცადე ცოტაც. თან ხომ თქვა ექიმმა შენი ნერვიულობა არ შეიძლება. მოვიცადოთ ცოტა. ხო, მართლა აქ ვისთან ცხოვრობ? არ მიკითხავს აქამდე. ან რას აკეთებ?
- მეგობართან... ძიძა ვერ იშოვა და ცოტახნით მე ვარ ბავშვთან. პირველ კლასშია. ჩემმა მეგობარმა მუშაობა დაიწყო და...
- კარგი. ანუ ჯერ იქნები მასთან. არ მინდა მარტო იყო. მაგრამ თუ რაღაც შეიცვალა, დამირეკე და რამეს მოვახერხებ.
- კარგი.
ისე საუბრობდნენ ერთმანეთში, როგორც მოვალეობა მოითხოვდა.
- იცის შენმა მეგობარმა?
- კი. იმან წამიყვანა ექიმთან და... ვერ მოხერხდა რომ დამემალა.
- არა, უკეთესია თუ იცის. გაგიფრთხილდება.
- შენ.... შენ უთხარი ვინმეს? - გაუბედავად იკითხა ნათიამ.
გუგამ ამოიოხრა.
- თათიამ იცის.
- რა ა? - აშკარად გაუკვირდა ნათიას.
- ხო, თათიამ იცის. ვერ დავუმალავდი... მან დამანახა, რომ შეცდომას ვუშვებდით... მეჩხუბა...
ნათია გაოცებული უსმენდა. გუგამ განაგრძო.
- რომ გაიგო, მოშორებას ვფიქრობდით, გამიბრაზდა. მითხრა რომ ჩვენი საქციელის გამო, ბავშვი არ უნდა დასჯილიყო. ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ.... იმდენ რამეს მიმახვედრა...
ნათიას ცრემლები წამოუვიდა.
- დაველაპარაკები მე გუგა. ვეტყვი, რომ შენი ბრალი არაა. იმასაც ვეტყვი, რომ მე არაფერს ვითხოვ. მარტო ის მინდა, ჩემი შვილი გაჩნდეს.
- შენ მას არ იცნობ ნათია... არ ვიცი რას იზამს... მეშინია იციი? დავკარგავ და ამის მეშინია.
- რატო დაკარგავ გუგა. თუ უყვარხარ... თუ მართლა უყვარხარ, რატომ უნდა დაგკარგოს. მე მართლა არაფერს ვითხოვ. მე ავუხსნი ყველაფერს. მე...
- გგონია არ ვცადე? ის სულ სხვანაირია... ის სხვებს არ ჰგავს. ის ჯერ სხვებზე ფიქრობს, სხვის ტკივილზე და სიხარულზე.. ყველაზე უკან საკუთარ თავს აყენებს...
ისეთი სიყვარულით საუბრობდა გუგა თათიაზე. ისე უბრწყინავდა თვალები, ნათიამ თავი დამნაშავედ იგრძნო.
- მაპატიეთ... - ჩაიჩურჩულა. - ორივემ მაპატიეთ... მე... მე არ მინდოდა... არ მინდოდა თქვენი ურთიერთობის არევა.
- არ გინდა... შენი ბრალი არაა. ამაზე ნუღა ვისაუბრებთ. არ ინერვიულო შენ. რაღაც გამოსავალი იქნება. რამეს მოვახერხებ.
- მე დაველაპარაკები გუგა.
- არაა საჭიროთქო. შენ თავს მიხედე და ბავშვს. დანარჩენს მე მივხედავ.
ამასობაში მივიდნენ კიდეც ნათიას მეგობრის კორპუსთან. ნათია სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოში შევიდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა. არ უნდოდა... მართლა არ უნდოდა შეყვარებული წყვილის დაშორება.


ძალა გამოცლილი მივიდა გუგა სახლში. საძინებელს მიაშურა მაშინვე, ცოტას წავუძინებო იფიქრა, მაგრამ არ დააცადეს. კარზე ვიღაც ზარს გაბმულად რეკავდა. არც გაუხედავს ისე გააღო. თათია იდგა, მომღიმარი სახით. მაშინვე დაავიწყდა დაღლილობა და დაძაბულობა. გაღიმებული შესცქეროდა.
- არ შემომიშვებ?
- შემოდი, შემოდი...
თათია პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.
- არ გშია გუგა?
გუგა გაოცებული უყურებდა.
- არ გშიათქო? რა იყო, რამ ჩაგაფიქრა? რთული კითვა დავსვი?
გუგას გაახსენდა, რომ ნათიას პირველი ვიზიტის შემდეგ არაფერი ეჭამა.
- კი, მშია. თან ძალიან.
- მეეეც. გააქვს რამე სახლში? თუ ჩავიდე მაღაზიაში.
ისე იქცეოდა თათია, თითქოს არაფერი მომხდარა.
- მე ჩავალ... რა წამოვიღო?
- ისე მშია, დიდხანს ვერ მოვითმენ. ამიტომ კვერცხი წამოიღე, სოსისი და პომიდორი.
- კარგი. გავრბივარ უკვე.
გუგა გახარებული ჩავიდა მაღაზიაში. ფიქრობდა ალბათ თათიამ ბევრი იფიქრა და მიხვდა, ამის გამო არ ღირს ჩვენი დაშორებაო. სწრაფად იყიდა რაღაცეები.
ერთობლივი ძალებით გაშალეს სუფრა და გემრიელად მიირთვეს.
სამზარეულო უცებ მიალაგა თათიამ. გუგამ ვერ მოითმინდა და უთხრა
- თათი, რა კარგია რომ აქ ხარ...
თათიამ გაუღიმა.
- და შენ დაელაპარაკე ნათიას?
- კი, ვილაპარაკეთ. იცის უკვე, რომ მასზე ვიზრუნებ. უფრო სწორად ორივეზე. პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ. მთავარია....
გუგა გაჩუმდა.
- რა არის მთავარი... - ჰკითხა თათიამ.
- მთავარია შენ არ დამტოვო. - გული ამოაყოლა ამ სიტყვებს.
- მეგონა გასაგებად ვისაუბრეთ ამაზე გუგა.
- რა ვისაუბრეთ თათია, რა. ხო, ბავშვის მოშორება შეცდომა იყო, მართალი იყავი. ამას გამოვასწორებთ ორივე. მე ვიზრუნებ მათზე. ბავშვს ეცოდინება მამა ვინაა. აქტიურად ჩავერთვები მის არღზდაში.
- და გგონია ეს საკმარისია გუგა? გგონია ბავშვს ეს ეყოფა? შენ არ იცი, რა ძნელია გუგა.
- კარგი თათი რაა, კარგი. შენთან ნუ აიგივებ. შენ მარტო იყავი. სულ მარტო. შენ არავინ გყავდა. ამ ბავშვს კი დედაც ეყოლება და მამაც.
- მე თუ მინდოდა დედა და მამა გვერდით მყოლოდა, შენ შვილს მოუნდება მამა იყოს მის გვერდით. არ მითხრა ახლა ხშირად ვნახავო. შენთან თუ იქნება, დედა ენდომება, დედასათან იქნება და მამა. მასაც ისევე მოუნდება რომ დედ- მამა ყავდეს გვერდით, როგორც მე მინდოდა. დედ- მამა ყავდეს გვერდით გუგა და არა ცალკე დედა და ცალკე მამა. გგონია ადვილი იქნება ბავშვისთვის დედამისის სხვა კაცის გვერდით დანახვა, მამამისის გვერდით სხვა ქალის ნახვა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მუდმივ გადასვლა- გადმოსვლაში უნდა იყოს, ხან შენთან გამორბოდეს, ხან დედასთან.... ამაზე იფიქრე გუგა.
- უამრავი ბავშვი ცხოვრობს ასე თათია.
- ვიცი. და გგონია კმაყოფილები არიან? კითხე აბა რომელიმე მათგანს, რა არის მათთვის ყველაზე სანატრელი. მიხვდები რასაც გიპასუხებენ.
ძალიან უჭირდა თათიას ამ ყველაფრის თქმა. განა მისთვის ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ ბავშვის მომავალი დაენგრია. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა გუგასთან ურთიერთობა. მერე რაა, რომ გაუჭირდებოდა. მერე რაა რომ ეტკინებიდა. მუჩვეული იყო იმედგაცრუებასაც, ტკივილსაც, დაცემას და შემდეგ ადგომასაც. გაუძლებდა, როგორმე გაუძლებდა. სამაგიეროდ ბავშვი იქნებოდა ბედნიერი. ნათია იქნებოდა ბედნიერი. ალბათ გუგაც... მაშინ, როდესაც შვილს ხელში აიყვანდა.


დრო გადიოდა. ნათია რამდენჯერმე ცუდად გახდა. გუგა დაფეთებული გარბოდა მასთან. უკვე გრძნობდა გარკვეულ პასუხისმგებლობას, რაღაც დოზით უყვარდა კიდეც ჯერ არ დაბადებული ბავშვი. უკვე რთული იყო ნათიას მდგომარეობის დამალვაც. თათიას ეცოდებოდა გაურკვევლობაში მყოფი გუგა. ხან თათიასთან გარბოდა, ხან ნათიასთან.
... და თათიამ გადაწყვეტილება მიიღო. უნდა წასულიყო. რაც შეიძლება შორს. იმდენად შორს, რომ გუგას ვერ მიეგნო მისთვის. სერიოზულად დაიწყო ამაზე ფიქრი. შეუდგა კიდეც ჩუმად გამგზავრების მზადებას. მარშრუტიც ისეთი შეადგინა, რომ გუგას რომც მოენდომებინა მოძებნა, ვერ მიეგნო მისი კვალისთვის. ერთ რამეში გაუმართლა, მისმა უნივერსიტეტმა შესთავაზა გაცვლითი პროგრამა, რამდენიმე ქვეყანაში. ექვსი თვით სთავაზობდნენ საზღვარგარეთ ლექციების კითხვას. თათია დათანხმდა. მხსნელად ისევ ბატონი გურამი მოევლინა. თათიამ სთხოვა, არ გაემხილა მისი ნამდვილი ადგილსამყოფელი., თუ გუგა მიაკითხავდა, სულ სხვა ქვეყანა დაესახელებინა და არა ის, სინამდვილეში სადაც წავიდოდა. მოკლედ აუხსნა სიტუაცია. არაფერი დაუმალავს. ბატონმა გურამმა გაუგო.
ისე, რომ ეჭვი არავის აეღო, თითქმის ყველა ძვირფას ადამიანს ესტუმრა, მოესიყვარულა. შეუმჩნევლად დაემშვიდობა... ბოლოს გუგასთან მივიდა. უჭირდა. კიბეები მუხლების კანკალით აიარა. სანამ ზარს დარეკავდა, დიდხანს იდგა დახურულ კარს მიღმა. სტკიოდა. გილისწასვლამდე სტკიოდა. ამოსუნთქვაც კი ტკივილს აყენებდა. უნდოდა საერთოდ გამქრალიყო ამ სამყაროდან. თვალებზე მომდგარ ცრემლს უკან აბრუნებდა. არ უნდოდა გუგას ნამტირალევი ენახა. ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე, უცებ კარი გუგას რომ არ გაეღო. ორივე შეხტა.
- თათია... რატომ დგახარ აქ. რამე მოხდა?
- არაა, არაფერი, ფეხით ამოვედი და ცოტა ამოვისუნთქოთქო. - იცრუა თათიამ.
- შემოდი. გამიხარდა აქ რომ ხარ.
- შენ მგონი სადღაც მიდიოდი, ხო?
- არა. ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ რაღაც ვიგრძენი. ალბათ ის, რომ აქ იდექი.... მომენატრე, თათი... - სევდიანი ხმით ამოთქვა გუგამ.
თათიას ისევ ცრემლები მოადგა. სწრაფად შევიდა სახლში, რომ გუგას არაფერი შეემჩნია. გუგაც უკან მიყვა. ფანჯარასთან გაჩერდა თათია, თვალი მოავლო ოთახს. ყველა მოგონება ერთად ამოუტივტივდა გონებაში. გაახსენდა გუგასთან გატარებული ყოველი დღე. სიკვდილი მოუნდა. ამ წამს კიდევ ერთხელ იგრძნო, რამდენი რამის შეცვლა შეეძლო ერთ წუთს.... სულ ერთი წუთით დატოვა ტელეფონი. სულ ერთი წუთი მოანდომა გუგამ იმ მესიჯის წაკითხვას... სულ ერთ წუთში დალიეს ნათიამ და გუგამ ალკოჰოლი. სულ ერთ წუთში აღმოჩნდნენ ერთად... და სულ ერთ წუთში შეიცვალა მთელი მათი ცხოვრება. თავს ძალა დაატანა. გუგას გაუღიმა. ნაძალადევად. ეს ღიმილი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გუგა წამში მასთან გაჩენილიყო და მთელი ძალით ჩახუტებოდა. დედამიწა დატრიალდა. ის წუთები გაახსენდა ორივეს, როდესაც ერთმანეთს პირველად ჩაეხუტნენ. ორივეს ტირილი მოუნდა. ხამაღლა, გულამომჯდარი ტირილი, მაგრამ ირივე ისევ თავს იკავებდა. ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. არ უნდოდათ უფრო მეტად ეტკინათ ერთმანეთისთვის. ღრმად შეისუნთქა თათიას სურნელი გუგამ.
- ხომ დარჩები ჩემთან? გთხოვ დარჩი, რაა. გთხოვ. უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი. უბრალოდ ერთად დავიძინოთ. როგორც პირველად თათი. გთხოვ.
- დავრჩები... მხოლოდ რაღაც მინდა გთხოვო.
- რაც გინდა მთხოვე.
თათია გუგას მოშორდა. თვალებში შეხედა და უთხრა:
- ნათიასთან მინდა ლაპარაკი.
გუგა გაოცდა. ყველაფერს ელოდა, ამის გარდა.
- რა ა? რისთვის. რად გინდა თათი. - დაბნეული ლაპარაკობდა გუგა.
- მინდა რომ გავიცნო... და დაველაპარაკო. სულ ესაა.
- ხო, მაგრამ...
- რა იყო, რამე რთული გთხოვე?
- არა თათი, დავიბენი უბრალოდ. გამიკვირდა.
- და პასუხი მაინც არ გითქვამს, გუგა.
- იქნებ არ ღირდეს, თათი.
- ამას მე გადავწყვეტ, კარგი? მინდა რომ დაველაპარაკო. სულ ცოტა ხნით.
გუგამ ღრმად ამოიოხრა.
- კარგი, გაგაცნობ. ხვალ. ოღონდ დღეს არ მინდა არაფერზე ლაპარაკი, გთხოვ. სულ ყველაფერი დავივიწყოთ. მხოლოდ დღეს. და ჩემთან იყავი. თუ გინდა ხმას ნუ გამცემ. თუ გინდა მეც ჩუმად ვიქნები. უბრალოდ აქ იყავი რა. ჩემთან იყავი. უზომოდ მომენატრე თათი. სიგიჟემდე. შენი სურნელი მომენატრა. შენი თბილი ამოსუნთქვა მომენატრა. შენი გულისცემა მომენატრა. რომ არ მოსულიყავი, მე მოვიდოდი თათი.
თათია ისევ მთელი ძალით მიეხუტა გუგას.
მთელი ღამე ერთმანეთზე მიხუტებულებს ეძინათ.
დილით ყავა დალიეს და ნათიას გასაცნობად წავიდნენ. გუგა ღელავდა. თათია კი ძალიან მშვიდად იყო.
ნათიაც ღელავდა. თან ძალიან...
მყუდრო კაფეში შეხვდნენ. თათია მაშინვე მიხვდა, ნათია რომელი იყო. დაბნეული, გაოცებული და ცოტა დამფრთხალი მხოლოდ ის იყო კაფეში. თათია ღიმილით მიუახლოვდა. გუგამ ერთმანეთს გააცნო. თათიამ გუგას სთხოვა დაგვტოვეო და წავიდა თუარა, მაგიდას მშვიდად მიუჯდა.
- ნათია, დაჯექი... და ნუ ხარ ასე დაძაბული, გთხოვ. ბავშვისთვის არ შეიძლება.
ნათია დაძაბული დაჯდა სკამზე. ჩაი შეუკვეთეს და უხმოდ მიირთმევდნენ. ისევ თათიამ წამოიწყო საუბარი.
- ალბათ, გაოცებული ხარ. ცოტა მეც მიკვირს ჩემი თავის. მაგრამ.... მე... უბრალოდ... უბრალოდ მინდოდა ცოტა გვესაუბრა.
- არ ვიცი რა ვთქვა. მე... მე ძალიან ვწუხვარ... მართლა. მე არ მინდოდა... მართლა არ მინდოდა - ათრთოლებული ხმით თქვა ნათიამ.
- დამშვიდდი. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დამნაშავე ვიპოვო. ან ვინმე დავადანაშაულო. რაც მოხდა, იმას არაფერი აღარ ეშველება. ამიტომ ამას თავი დავანებოთ.
ნათიან დამნაშავესავით დახარა თავი.
- როგორ მიდის ფეხმძიმობის საქმე. ხომ ყველაფერი რიგზეა.
ნათიას თვალები გაუბრწყინდა ბავშვის გახსენებაზე.
- კარგად. ყველაფერი რიგზე გვაქვს. უბრალოდ ნერვიულობას მოერიდეო. სხვა ყველაფერი რიგზეა.
- ძალიან კარგი. - ცდილობა სიმტკიცე არ დაეკარგა ხმაში.- გაუფრთხილდი მერე. ნერვიულიბას მოერიდე. ვიცი, რომ საქმე მარტივად არ არის. ვიცი, რომ მოულოდნელი იყო ორივესთვის. მაგრამ ახლა ორივემ უნდა იზრუნოთ... ერთმანეთზეც და ბავშვზეც.
თათია გაჩუმდა...
- მე... მე მართლა არაფერს ვითხოვ. მართლა. აპატიე გუგას. მას ძალიან უყვარხარ. მე ხელს არ შეგიშლით.
- გუგას მე ვაპატიე.
- მართლაა? - სიხარულით იკითხა ნათიამ.
- ხო, ვაპატიე. თუმცა ვდიქრობ, რომ საპატიებელი არაფერია. მასაც სულ ვეუბნებოდი, რომ მთავარი ბავშვია და მისი ბედნიერება, მისი მომავალი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
- მე მართლა არ მინდოდა თქვენი ურთიერთობის გაფუჭება. და ვეცდები, როგორმე გამოსწორდეს ეს სიტუაცია.
- გამოსასწორებელი არაფერია. - შეაწყვეტინა თათიამ. - აუცილებელი რაც არის, ისაა რომ ბავშვი დედ-მამასთან უნდა გაიზარდოს... და გაიზრდება კიდეც. აუცილებლად ერთად იქნებით შენ და გუგა და ერთად გაზრდით ამ ბავშვს.
- არა რას ამბობ, ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ იმაზე შევთანხმდით, რომ ბავშვი გაჩნდება.
- მე არ დავუშვებ იმას, რომ ორივე არ იყოთ მის გვერდით. ეს გამორიცხულია. სხვა შესაძლოა სხვაგვარად მოიქცეს, მაგრამ მე არ შემიძლია. უბრალოდ, შენ ეცადე, რომ ახლოს იყო გუგასთან. მაქსიმალურად ჩართე ახლავე ბავშვზე ზრუნვაში და მერე ყველაფერი თავისთავად დალაგდება.
- რა თქმა უნდა, ჩაერთობა გუგა. მაგრამ ჩემი და მისი ერთად ყოფნა გამორიცხულია თათია. მას შენ უყვარხარ. ვერ წარმოიდგენ რამდენად უყვარხარ. ის უშენობას ვერ გადაიტანს.
თათიას ჩაეღიმა.
- იმ სამყაროში, სადაც დედა შვილის სიკვდილს იძულებულია შეეგუოს, სხვა დანარჩენი დამიჯერე მეორეხარისხოვანია. გაუჭირდება, შესაძლოა ძალიანაც... მაგრამ შენ და თქვენმა შვილმა უნდა შეძლოთ და დაეხმაროთ. ვიცი, რომ შეძლებთ. ზუსტად ვიცი.
ნათიას ისევ ცრემლები მოერია და თავი არც შეუკავებია. ტიროდა.
- ნუ ნერვიულობ, გთხოვ. შენთვის არ შეიძლება. უბრალოდ მინდა ზუსტად იცოდე, რომ მე გუგასთან არ ვიქნები. ეს გამორიცხულია. ამიტომ იფიქრე იმაზე, რომ გუგას დაუახლოვდე. ამის სათქმელად მოვედი შენთან. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მაქსიმალურად ჩართე შენზე და ბავშვზე ზრუნვის პროცესში ახლავე.
- კი მაგრამ... როგორ შორდები... როგორ .... საიდან გაქვს ამხელა ძალა.... - ტირილით ჰკითხა ნათიამ.
- ჩემი ცხოვრების 18 და ცოტა მეტი წელიც... სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ასე მოვიქცე. ახლა კი მაპატიე, უნდა წავიდე. იმედი მაქვს, შეძლებ და გუგას ბედნიერ ადამიანად აქცევ.
ბოლო სიტყვები უკვე ხმის კანკალით თქვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. სახლში მისულმა გამოიგლოვა საკუთარი მომავალი. ძილის წინ ცუდად იგრძნო თავი. თავბრუსხვევა იგრძნო. ნერვიულობის ბრალიაო იფიქრა, მაგრამ გულისრევის შეგრძნებამ დააეჭვა. პირველი შემთხვევა არ იყო. სუნთქვა შეეკვრა. ხმამაღლა ამოიოხრა და სწრაფად ჩავიდა აფთიაქში. 10 წუთის შემდეგ თვალცრემლიანი დაჰყურებდა ორსულობის ტესტზე ორ ვარდისფერ ხაზს და რასაც ფიქრობდა ის იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. აქამდე თუ ორჭოფობდა, ახლა ზუსტად იცოდა რომ წავიდოდა. გუგას არ უნდა გაეგო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცოდნოდა თათიას ორსულობის ამბავი, თორემ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართვებოდა. თათიამ ნათიას იმედი მისცა. ჩააგონა, რომ გუგასთან ერთად გაზრდიდა შვილს და ახლა უფლება არ ჰქონდა ეს იმედი თვითონვე მოეკლა. მასში ჩასახულმა პატარა არსებამ ძალა შემატა. ახლა ზუსტად იცოდა, რომ კარგად იქნებოდა. წავიდოდა, გაეცლებოდა აქაურობას და სადმე, შორს გაზრდიდა შვილს. მისი დედაც იქნებოდა მამაც... არ აგრძნობინებდა უმამობას. ზუსტად იცოდა, რომ უკვე ყველაფერს შესძლებდა.

ერთი კვირის შემდეგ ავსტრიისკენ მიფრინავდა. არავისთვის უთქვამს. მხოლოდ ბატონმა გურამმა იცოდა სად მიდიოდა.

მისი წასვლიდან მეორე დღეს დაუწყო გუგამ ძებნა. მაგრამ უშედეგოდ. ათჯერ ესტუმრა ცალკე ნინის, ცალკე ლიზას მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სამივე ერთად ეძებდა. შემდეგ ყველა ნაცნობი ერთად. მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. მეხუთე დღეს სამივემ წერილი მიიღო. ნინის და ლიზას სწერდა, რომ მისი ცხოვრებისთვის ასე იყო საჭირო, რომ მის მომავალი ასე მოითხოვდა და პატიებას სთხოვდა, სიმართლე რომ არ გაუმხილა და ჩუმად წავიდა. ორივემ, ლიზამ და ნინიმ რაც იფიქრეს მხოლოდ ის იყო, რომ მათი აზრით თათიას დედა ეძებდა და მას გაურბოდა. იმედი ჰქონდათ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდებოდა.


გუგას გაუკვირდა ფოსტამ წერილი რომ მიუტანა. სავარძელში ჩაჯდა და წერილი გახსნა. მაშინვე იცნო თათიას ნაწერი. ნერვიულობამ პირი გაუშრო, მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს და კითვა დაიწყო:
'' ალბათ ძალიან ხარ ჩემზე გაბრაზებული ახლა, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები რომ სწორად მოვიქეცი. პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ უკვე ძალიან შორს ვარ. არ მინდოდა ვინმეს ან ჩემი გამგზავრების შესახებ გაეგო და ან ჩემი ადგილმდებარეობის. მართლა არავინ იცის, ამიტომ ნურავის კითხავ უამრავჯერ. ახლა კი... მე სხვა გზა არ მქონდა... მართლა არ მქონდა სხვა გზა. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. გამიჭირდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი. მგონია რომ გამიგებ... ეს მართლა მგონია. იმიტომ, რომ მიცნობ. იმიტომ რომ იცი ჩემი წარსული. იმიტომ რომ იცი, მე სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. იცი, ჩემთვის რასაც ნიშნავ. ხოდა ზუსტად ამიტომ არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. შენი შვილი იმსახურებს იმას, რომ სრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს. იმასხურებს იმას, რომ დედაც ყავდეს გერდით და მამაც. ვიცი ეხლა გაიფიქრებ, ჩემ შვილს ორივე ისედაც ეყოლებოდაო, მაგრამ იცი მე რისი წინააღმდეგიც ვარ. ახლა შესაძლოა ამას ვერ აცნობიერებდე, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები გუგა. მაშინ, როდესაც სულ პირველად აიყვან ბავშვს ხელში, მაშინ, როდესაც პირველად გაგიღიმებს, როდესაც პირველი კბილი ამოუვა... როდესაც პირველ ნაბიჯებს გადადგამს და... როდესაც პირველად დაგიძახებს მამას. აი მაშინ მიხვდები, რომ სწორად მოვიქეცი, ამ ყველაფრის განცდის შანსი რომ დაგიტოვე. გაგიჭირდება, თავიდან გაგჭირდება, მაგრამ ვიცი რომ გაუმკლავდები. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გუგა. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. მაპატიე, რომ ახლა, ამ მომენტში გული გტკივა, მაგრამ ესეც გაივლის. თავს გაუფრთხილდი და ეცადე, ბედნიერი იყო. მე ყველაზე მეტად ეს მინდა."
სიმწრით მომუშტა ხელები გუგამ, წამოდგა კედლისთვის უნდა დაერტყა, მაგრამ შეჩერდა. ახლა აღარ ჰყავდა თათია. იქვე ჩაიკეცა და პატარა ბავშვივით ატირდა. არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე. უკვე ბნელოდა გრეთ რომ გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და ნათიას მეგობრის კორპუსთან მივიდა. დაურეკა ჩამოდი. ნათიამ უთხრა მარტო ვარ სახლში, სოფელში არიან და შენ ამოდიო.
გუგას სახის დანახვამ შეაშინა ნათია.
- რა გჭირს გუგა, რა მოხდა? ჰკითხა შეშფოთებულმა.
- წავიდა.... ის წავიდა... დამტოვა. ყველა მიგვატოვა. როგორ ვიცხოვრო ახლა მე. როგორ ვისუნთქო უიმისოდ. როგორ უნდა ვიარსებო. მე ხომ მისი მბრწყინავი თვალების დანახვა მახალისებდა, მე ხომ მისი სუნთქვა მამშვიდებდა. მე ხომ მისით ვცოცხლობდი. ეხლა რა უნდა ვქნა. ეხლა როგორ უნდა გავძლო. - ყველა სიტყვას გუგა ცრემლებს აყოლებდა. არ ადარდება რომ ამ წუთში ძალიან სუსტი ჩანდა. მასთან ერთად ტიროდა ნათიაც. მასაც სტკიოდა. ისიც დამნაშავედ გრძნობდა თავს. ისხდნენ ორივე იატაკზე და ტირიდნენ. მერე ნათია წყლის მოსატანად სამზარეულოში გავიდა. უცებ საშინელი ტკივილი იგრძნო მუცელში და იკივლა. მის კივილზე გუგა წამოხტა. სამზარეულოში გასულს ნათია მუხლებზე დაჩოქილი დახვდა, ხელები მუცელზე შემოეჭირა.
- რა გჭირს ნათია, რა დაგემართა? - დაფეთებულმა ჰკითხა გუგა.
- მტკი.... ვააა - ძლივს გასცა პასუხი ნათიამ.
გუგა არ დაიბნა. სწრაფად აიტაცა ხელში ნათია და ორ წუთში მანქანასთან იყო. სწრაფად მივიდნენ საავადმყოფოში.
ექიმმა უთხარ ნერვიულიბის ბრალიაო. მისი გადაღლა და ნერვიულობა არ შეიძლებაო. დედა რომ ნერვიულიბს, ბავშვიც წუხდებაო. ის ღამე სავადმყოფოში გაატარეს. ახლა უკვე იცოდა გუგამ, რომ თათიასთან ერთად შვილის დაკარგვასაც ვერ გადაიტანდა.


5 წლის შემდეგ

ჯერ მანამდე.... მანამდე თათია 6 თვე კითხულობდა ავსტრიის ერთ- ერთ უნივერსიტეტში ლექციებს. შემდეგ ის უნივერსიტეტი გაუქმდა. თათიამ იცოდა, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდა. სხვაგან ეძებდა სამსახურს, თუმცა უშედეგოდ. 7 თვის ფეხმძიმე ქალისთვის რთული იყო სამსახურის მოძებნა. სკვერში იჯდა სასოწარკვეთილი და ცრემლებს ძლივს იკავებდა.
- როდემდე უნდა გააგრძელო ჩემი გამოცდა, ღმერთო.- ქართულად, ხმამაღლა აღმოხდა თათიას. უცებ ერთი წყვილი მიუხლოვდა, გაოცებულები მიაშტერდნენ თათიას და ჰკითხეს:
- თქვენ ქართველი ხართ? - გაუბედავად ჰკითხეს ქართულად.
არანაკლებ გაოცებულმა ახედა თათიამ და თავი დაუქნია.
ავსტრიაში მცხოვრები ქართველი წყვილი აღმოჩნდა, რომლებსაც ერთი ორი წლის ქალიშვილი ჰყავდათ. თავისთან წაიყვანეს თათია. ისე მიიღეს, როგორც ძალიან ახლობელი. ცოლ- ქმარი ორივე მუშაობდა. ბავშვს ძიძა ყავდა. ის ძიძია გაუშვეს და სამი წელი მათი შვილის ძიძა იყო, თვითონაც გოგონა შეეძინა და ორივეს ერთად ზრდიდა. ოთხი წლის მერე წყვილი უმუშევარი დარჩა. შემდეგ თათიამ იშოვა სამსახური, სახლში აკითხავდა რამდენიმე მისწავლეს და ამეცადინებდა. მთელი ერთი წელი მხოლოდ თვითონ მუშაობდა. საკმაოდ მაღალი შემოსავალი ჰქონდა და ახერხებდნენ ხარჯების გადახდას და გადანახვასაც. და აი, 5 წლის შემდეგ ავსტრიამ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და იძულებულები გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

გუგა... გუგა და ნათია კი ერთად იყვნენ...


5 დღეა რაც თათია ქალაქს დაუბრუნდა. ერთ- ერთი სავაჭრო ცენტრის კარიდან გადიოდა, ვიღაცას რომ შეეჯახა.
- უკაცრავად. - იმ წამსვე მოუბოდიშა. ის პიროვნება შეჩერდა. სწრაფად მოტრიალდა და თათიას სიხარული, ტკივილი, ნერვიულობა ერთად გამოეხატა სახეზე. თავს მოერია და გაიღიმა.
გუგას კი მხოლოდ ბედნიერების ვარსკვლავები აუცილციმდა თვალებში.
- თათიააა..... - წარმოსთქვა და გული აუჩქარდა.



№1  offline წევრი Takk.22

ძალიან კარგად დაიწყე მაგრამ ცუდად გააგრძელე

 


№2  offline წევრი ფუტკარა

მესმიის, ვნახოთ რა მოხდებაა

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ვნახოთ რა მოხდება,,

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

რა მინდოდა ამ დილით რამ შემომიყვანა ამ საიტზე, მეც მშვიდად ვიქნებოდი და ავტორიც :)).

ჯერ ახალწელს გილოცავ:*.

ახლა ისტორიაზე. ვაი, იმბეცილიამეთქი რომ ვთქვი სულ ტყუილად მითქვამს. ყველანაირ საზღვარს გასცდა თათია. აი სუფთა....პირველი რაც მაფიქრდება ეგეც კომპლიმენტია მაგისთვის. უბრალოდ, იმდენად გამართულად წერ შემოვყევი ამ ისტორიას, თორემ შინაარსი ისე გააფუჭე რომ მეტი არ შეიძლება. რანაირად ტო?! ასეთი დებილობა როგორ თქვა, მითუმეთეს როცა ვიცით მის ბავშვობაზე. მან ისიც უნდა იცოდეს რას ნიშნავს როცა ბავშვი უსიყვარულო ოჯახში იზრდება+ტიპი ადგა და საკუთარ ბავშვს მამა წაართვა.
თუ 90-იან წლებზე ან მანამდელ პერიოდზე წერ მაშინ ოოდნავ მოსულა მსგავსი რამე. ვიფიქრებდი რომ სისტემისგან დაიჩაგრა თათია, მისი ტვინი ვერ განვითარდა და მაგიტომაც არის ისეთი როგორიც არის. უბრალოდ, ძაან ტეხავს რომ ასეთი განუვუთარებელია და თან ლექტორია.
საწყალი გუგა!

 


№5  offline წევრი ფუტკარა

სულ რომ მიწასთან გაასწოროს თათია ყველა მკითხველმა, მე მაინც რაღაც დოზით მესმის მისი. არ ვამართლებ, მაგრამ მესმის.სგავსი რაღაცეები რეალობაშიც ხდება და მთლააად ასეთი გამაოგნებელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი.. მეც რომ მკითხველი ვიყო, ალბათ მეც მსგავსი რეაქცია მექნებოდა.... მაგრამ.... რავიცი.....

 


№6  offline წევრი tamuna.s

ღმერთო ჩემო, ასეთი დებილი გოფოს მნახველი არ ვარ. მართლა ძან გააბანძე რა. ანუ სხვის შვილი ოჯახში უნდა გაიზარდოს, თორე ცოდოა და საკუთარ შვილს ოჯახი კიარა მამაც დააკარგინა. ლოგიკა არის აქ სადმე? ეს გოგო არის უდებილესი და გუგას სიყვარულს არ იმსახურებს. ვერასდროს ვერ გავიგებ და გავმართლებ ასეთ სიდებილეს. ღირსია ბოლომდე მარტო იყოს.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მე პირადად არ მიხსენებია რომ მსგავსი რამეები რეალობაში არ ხდება. ხდება, მაგრამ იმათ ცხოვრებაში ვინც: გონებრივად ჩამორჩენილია გენეტიკურად ანუ ვერ ვითარდება+ვისაც არ უსწავლია 2×2-იც კი და ა.შ. ნორმალური, ზრდასრული ადამიანი ასე არ იქცევა რეალურ ცხოვრებაში.
ამ გოგოზე კიდევ წერია რომ ლექტორია.

 


№8  offline წევრი ფუტკარა

ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს ამათუიმ მოვლენას.... და ყველა სხვადასხვაგვარად იქცევა. და რომ ლექტორია, იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო. ადამიანი, რომელიც ისე იზრდება, როგორც თათია გაიზარდა, სხვაგვაად ვერ მოიქცა. თათიამ იცის, რომ თავის შვილს არც უდედობას აგრძნობინებს და არც უმამობას... იმიტომ რომ თვითონ გამოცდილი აქვს რამენად რთულია..... მანამდე რომ გაეგო თავის ორსულობის ამბავი, სანამ ნათიას დაარწმუნებოდა მე გუგას ვშორდებიო, შეილებ არც წასულიყო.....
და მაინც, თქვენი კომენტარებით მაშინეეებთ. :)

 


№9  offline წევრი tamuna.s

უდედობას და უმამობას არც ნათია და გუგა აგრძნობინებდნენ ბავშვს და არც აპირებდნენ. გუგამ გასაგებად უთხრა რომ ბავშვს მამობასაც გაუწევდა და არც ნათიას დატოვებდა მარტო. საერთოდ რატომ გადაუწყვიტა თათიამ გუგას და ნათიას რომ ერთად უნდა იცხოვრონ. მათ მაგივრად გადაწყვიტა რა და როგორ იქნება უკეთესი მათთვის და საკუთარ შვილს მამა დააკარგინა, გუგას კი შვილი წაართვა. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ამ გოგოს სულელურ საქციელებს. ის რომ თათია ბავშვთა სახლში გაიზარდა მის საქციელებს არ ამართლებს. ბევრი ბავშვი იზრდება იქ და ჩამოყალიბებული, შემდგარი ადამიანები ხდებიან, მითუმეტეს თათიას არც განათლება აკლია და ასეთი გონებაშეზღუდული აზროვნება არ უნდა ქონდეს. საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობდა შვილზე და საყვარელ კაცზე მაინც ეფიქრა, ერთს შვილი რომ წაართვა და მეორეს მამა.

 


№10  offline წევრი ფუტკარა

მესმის თქვენი პოზიცია, მესმიიის.... ეს მხოლოდ მოგონილი ამბავია... არც მე მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ კარგად ვწერ... ასე რომ.... გაატარეეთ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ლექტორობას მხოლოდ იმიტომ ვახსენებ, რომ იქ სადაც ეს გოგო ლექტორი გახდა ნისნავს რომ ცხოვრების ანა-ბანა უნდა იცოდეს და ამ სისულელეების კასკადს არ უნდა ჩადიოდეს. სულ ესაა!
თათიამ რატომ გადაწყვიტა რომ მხოლოდ ის შეძლებს თავისი შვილისთვის მამაც იყოს?! მაშინ როცა გუგას ისეთები ესაუბრა, მერე ნათიასაც. იქნება და ამ გუგასაც შეეძლო შვილზე ეზრუნა, ისე რომ ნათიასთან არ ყოფილიყო. მაგრამ, ხომ ვამბობ ეს გოგო არის ხე, ქვა და აისბერგი:)). ნული ემოცია.
კარგად წერ, ანუ ნაწერი კარგია, მაგრამ ჩემი აზრით შენს ისტორიას ასე არ უნდა მოქცეოდი.
პ.ს. თუ ფიქრობ, რომ თათიას ადგილას შენც ასე მოიქცეოდი მაშინ ნამდვილად უნდა გაშინევდეს ჩვენი კომენტარები და შველასაც უნდა ითხოვდე, სხვა შემთხვევაში დიაკიდე :)).

 


№12  offline წევრი tamuna.s

ფუტკარა
მესმის თქვენი პოზიცია, მესმიიის.... ეს მხოლოდ მოგონილი ამბავია... არც მე მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ კარგად ვწერ... ასე რომ.... გაატარეეთ.


მე შენ როგორც მწერალს არ გეხები და არც იმას ვამბობ რომ ცუდად წერ. ცუდად რომ წერდე არც წავიკითხავდი. პერსონაჟის კრიტიკა და მისი საქციელის განხილვა პირად შეურაცყოფად არ უნდა მიიღო.

 


№13  offline წევრი ფუტკარა

არ მიღია საკუთარ თავზე, მე ცუდად წერაში სწორედ პერსონაჟი ვიგულოსხმე, იმიტომ რომ იმასაც ხო მე ვქმნი და შესაბამისად, კავშირშია ჩემთან. :) არ მწყინს გეფიცები. მართლა... და უკვე ვთქვი, რომ მეც რომ მკითხველი ვიყო, მსგავსი პოზიცია მექნებოდა... სხვისი თვალით დანახული სულ სხვაა და ვხვდები მეც, რომ ზედმეტად ცუდად იქცევა თათია...

 


№14  offline წევრი n.k.

uazroba ikneba chemi azri guga isev dabrundes tatiastan .imedia es ar moxdeba 5 weli cota araa ertmanetisgan shors . gadawkvetileba ukve migebuli akvs tatias imedia ar auwewavs gugas da natias cxivrebas .

 


№15 სტუმარი სტუმარი თეო

თავუდან რა კარგად დაიწყე ისტორია და ბოლოს ძაან აურიე მართლა. ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა წარიმართოს ისტორია , თათიამ შეუწყო ხელი გუგას და ბათიას დაახლოებას და ახლა ისევ მისი მიზეზით მოუწევთ დაშორება? ერთად მაინც არ ყოფილიყვნენ და შორიდან მიეხედა გუგას ბავშვისთვის. თუ ერთად არ იქნებიან თათია და გუგა ისტორიაც აზრს დაკარგავს. გამოსავალს ვერ ვხედავ და იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს. იმედია საუკეთესო გამოსავალს იპოვი ამ ჩახლართული სიტუაციიდან.

 


№16  offline წევრი Xatia___

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№17  offline წევრი ფუტკარა

დევს უკვე, შეგიძლიათ ნახოოთ

რავიცი, იმედია ისტორია ისე დასრულდება, რომ არ ჩამქოლავენ მკითხველები.... და ოდესღაც ისევ გამიჩნდება სურვილი, რომ კიდევ დავწერო რამე.... მომავალში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent