ცრემლების პრინცესა (მეთხუთმეტე თავი)
5 დღეა რაც თათია ქალაქს დაუბრუნდა. ერთ- ერთი სავაჭრო ცენტრის კარიდან გადიოდა, ვიღაცას რომ შეეჯახა. - უკაცრავად. - იმ წამსვე მოუბოდიშა. ის პიროვნება შეჩერდა. სწრაფად მოტრიალდა და თათიას სიხარული, ტკივილი, ნერვიულობა ერთად გამოეხატა სახეზე. თავს მოერია და გაიღიმა. გუგას კი მხოლოდ ბედნიერების ვარსკვლავები აუცილციმდა თვალებში. - თათიააა..... - წარმოსთქვა და გული აუჩქარდა. - გამარჯობა გუგა. როგორ ხარ? - ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა. - ღმერთო ჩემო... არ მეჩვენები ხო? შენ ხარ... მართლა შენ ხარ. - დაბნეული ლაპარაკობდა გუგა. - ხო, მე ვარ. არ გეჩვენები. რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი. გუგა ისევ დაბნეული იყო. - მოდი, შევიდეთ, დავჯდეთ. მომიყევი როგორ ხარ. - ისევ თათიამ იპოვა საკუთარ თავში ძალა. - ხო... შევიდეთ. ღია სივრცეში მდებარე კაფეში დასხდნენ. გუგა ისეთი დაბნეული იყო, ვერაფერს ამბობდა. - აბა, როგორ ხარ. მომიყევი. სხვები როგორ არიან? ახალი და კარგი არაფერია? - კითხვები მიაყარა თათიამ. - რატომ წახვედი, თათია. თათიამ თავი დახარა. - ასე იყო საჭირო გუგა. აუცილებელი იყო ჩემი წასვლა. აბა, ვინ გყავს მითხარი. ანუ, შენ და ნათიას, ვინ გყავთ... ბავშვს ვგულისხმობ. - რა იცი რომ მე და ნათიას გვყავს. რა იცი, რომ ერთად ვართ.- ნაწყვეტ- ნაწყვეტ ჰკითხა გუგამ. - ზუსტად ვიცოდი, გუგა. ვიცოდი... - იცი, პირველად რომ ელენე ავიყვანე ხელში, შენი სიტყვები გამახსენდა. მართალი იყავი. შემრცხვა. ჩემი შვილის შემრცხვა. როგორ ვფიქრობდი მის მოკვლას თათია. - ცრემლი შეერია გუგას ხმას - შენ რომ არა, არ ვიცი რა მიხდებოდა. - მიხარია გუგა. ელენე ქვია? - ხო... ელენე დავარქვი. თათიასაც ცრემლი მოადგა, მაგრამ თავს ძალა დაატანა. გაახსენდა, გუგას ბებიასთან სახელებზე რომ კამათობდნენ. - შენები როგორ არიან? გვანცა? ქეთი? ან ჩემ გოგოებზე რა იცი? ელენე ბებია ხომ კარგადაა? -მიაყარა თათიამ კითხვები. - მოიცა, მოიცა, ნელ ნელა მკითხე. - შეაჩერა გუგამ. - ძალიან მიხარია რომ აქ ხარ, თათი. იმხელა სითბო იგრძნო თათიამ გუგას ნათქვამ ,,თათი" - ზე ტირილი მოუნდა. მაგრამ იცოდა, ახლა თუ გატყდებოდა, მერე რთული იქნებოდა ბევრად. ამიტომ მხოლოდ გაუღიმა. - ჩემები კარგად არიან. ელენე ბებიაც ყოჩაღადაა. გვანცა მუშაობს, თან მაგისტრატურაზე სწავლობს. ქეთოს ბიჭი ყავს, 4 წლის, სანდრო. - მართლააა? რა მაგარიაა. ვგიჟდები ასეთ სიტუაციაზე. ერთი შვილი დიიიდი რომ ყავთ და მეორე პატარა. ძალიან მომწონს. - ხო, თითქმის ჩემი და ქეთოს სიტუაციაა. გიორგი და ლიზა კანადაში არიან. მუშობენ. ტყუპები ყავთ, ბიჭი და გოგო. ბაჩო და ნინი ერთად არიან. დაახლოებით სამი წელია. ფეხმძიმედაა ნინი. თათიამ თავი ვეღარ შეიკავა. ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე. - როგორ მომენატრა ყველა, ღმერთო. - ამოიოხრა. - არავინ გინახავს? - ჰკითხა გუგამ. - არა, არავინ. ბინა ვიშოვეთ, ცოტა დავლაგდით და მივინახულებ ეხლა ყველას. - ვისთან ერთად. - სწრაფად იკითხა გუგამ. - იმ ოჯახთან, ვისთანაც ავსტრიაში ვცხოვრობდი. - დახმარება არ გინდოდათ? რატო არ შემეხმიანე. - გუმწრფელად უთხრა გუგამ - ორი ღამე ვიყავით სასტუმროში. მალე ვნახეთ ბინა. დავლაგდით და დღეს ბავშვებმა შეგვაწუხეს, არ გავისეირნოთოო და გამოვედით. - ელენე ბებია გაგიჟდება. გვეჩხუბებოდა, ასე როგორ გაქრა ადამიანი, რონ ვერ მიაგენითო. ისე დარდობდა შენზე.. ამ დროს მაგიდას 4-5 წლის გოგონა მიუახლოვდა და თათიას მიმართა: - დედაა, შეიძლება ბატუტზე ავიდე? ქვემოთაა რაა. მარიამიც ადის და .მეც მინდაა. გუგა გაოცებული მიაშტერდა ბავშვს. ნათლად წარმოუდგა თვალწინ თათიას ბავშვობა. ისე ჰგავდა ეს პატარა გოგო თათიას. - დე, ჯერ იქნებ გამარჯობა გეთქვა -მიმართა თათიამ. ბავშვმა დაიმორცხვა. მერე თავისი ლამაზი თვალები მიანათა და - გამარჯობათ. - წკრიალა ხმით მიესალმა. გუგას გული გაუთბა. ამ რამდენიმე წამში მისი გული მოინადირა ამ პატარა გოგომ. - მე ტასო ვარ. - ხელი გაბედულად გაუწოდა გუგას გუგას გაეღიმა- მე გუგა მქვია პატარა ანგელოზო. საპასუხოდ ბავშვმა გაუღიმა. შემდეგ ისევ თათიას მიმართა: - დედა გთხოვ, ავალ მეც ბატუტზე რაა. გპირდები მალე ჩამოვალ და არ გავოფლიანდებიიი. - საყვარლად გამოწია ცერა და საჩვენებელი თითით ყელი. - კარგი, ადი დედი, ოღონდ იცოდე, თუ გაცივდი საღამოს აღარ გაგიშვებ ია დეიდა რომ დაგპირდათ წაგიყვანთ სტუმრადო. - გპირდები დე, მალე ჩამოვალ. მიყვარხააარ. - მხიარულად შესძახა და გაუჩინარდა. გუგამ გულდაწყვეტილმა გააყოლა თვალი. როგორ უნდა მას და თათიას ერთად ყოლოდათ შვილები. ერთი ბიჭი და აუცილებლად ორი გოგო უნდოდა. ანასტასია და ელენე. სასაცილოა არაა? გუგას ელენე ყავდა,თათიას ტასო. - ძალიან საყვარელი გოგონა გყავს. - სევდიანი ხმით უთხრა. ძალიან უნდოდა გაეგო, თათიას ცხოვრების შესახებ, მაგრამ პირდაპირ ვერ კითხავდა. ახლა კი... ახლა გაიგო, რომ შვილიც ყავს. ანუ იმას ნიშნავს, რომ შეძლო და ცხოვრება გააგრძელა. - ხო, მართლა ძალიან საყვარელია. სულ სხვანაირი ბავშვია. ზედმეტად მგრძნობიარე. და რაც გამიკვირდა ისაა, რომ აქ მოსწონს. მეგონა იწუწუნებდა სახლში დავბრუნდეთო, მაგრამ არა. იმდენად მოეწონა აქაურობა. აქაური ხალხი, რომ სულ აქ ვიყოთო მთხოვა. ბექა, ია და მარიკუნა რომც წავიდნენ, მე და შენ დავრჩეთო. - მიხარია რომ აქ ხარ თათია. - მეორედ უთხრა გუგამ. - სად ცხოვრობთ? - ცენტრალურ პარკთან, ნაცრისფერი კორპუსი რომაა, იქ. ცოტა მაღალია მე-7 სართული, მაგრამ ლიფტი არის. თან ქირაც ნორმალურია. სანამ შესაფერის ბინას იპოვიან ბექა და ია იქ ვიქნებით. მერე ვნახოთ. გუგას საშინლად უნდოდა ტასოს მამაზე ეკითხა, მაგრამ არასწორად მიიჩნია კითხვის დასმა. განა თათიას არ ჰქონდა ბედნიერების უფლება? ჰქონდა. ამიტომ არაფერი უთქვამს. - უნივერსიტეტში რა ხდებოდა. როგორ დაასრულე? - ისევ თათიამ წამოიწყო საუბარი. - ან ახლა რას საქმიანობ. - განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ყველას ეწყინა შენი წასვლა. დავამთავრე. მერე მაგისტრატურაც.... ახლა მე და ბაჩოს ღვინის პატარა კომპანია გვაქვს. თავიდან ჯერ მხოლოდ საქართველოს ვამარაგებით, ექვსი თვეა საზღვარგარეთაც გაგვაქვს უკვე. - უი რა კარგიაა. ყოჩაღ თქვენ. - გულწრფელად გაუხარდა თათიას.- მოკლედ, დიპლომი არ გამოგადგა, ხოო? გუგას გაეცინა. - შენ წარმოიდგინე გამომადგა თან ძალიან... იცი, რაღაც პერიოდი გადავწყვიტე, რომ აღარ გავაგრძელებდი სწავლას. არც ნათიასთან მქონდა კავშირი. ყველას ჩამოვშორდი. არაფერი მაინტერესებდა. მერე მესიზმრე. გაბუტული იყავი. ხმას არ მცემდი. არადა სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ შენი ხმა გამეგო.... მერე მივხვდი... მივხვდი რატო მიბრაზდებოდი... მივხვდი,ასე არ უნდა გამეგრძელებინა. შენ ამხელა მსხვერპლი გაიღე და გამოდიოდა რომ სულ ტყუილად. ამიტომ დავარწმუნე თავი იმაში, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც შენ გსურდა. გამიჭირდა. იმაზე მეტად, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება მაგრამ.... მაგრამ ახლა ჩემ შვილს რომ ვუყურებ, ვხვდები სიცოცხლე მხოლოს მის გამო ღირს... იმას არ ვამბობ, რომ სწორად მოიქეცი თათი. დღესაც მგონია, რომ არ უნდა წასულიყავი... მაგრამ ეს შენი გადაწყვეტილება იყო.... იციი, გონზე ვერ მოვდიოდი. თან რომ არავინ იცოდა სად იყავი. ნინი და ლიზა მეუბნებოდნენ ალბათ დედა ეძებს და თათიას არ უნდოდაო რომ ეპოვათო. მაგრამ მე ხომ ვიცოდი რაშიც იყო საქმე. ეჰ... - ამოიოხრა გუგამ. ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, არსად გაგიშვებდიო- გაიფიქრა. - რაც იყო, იყო გუგა. შეცდომებს ახლა ვეღარ გამოვასწორებთ. ახლა საბედნიეროდ ორივეს გვყავს ის, ვის გამოც ყველაფერს შევძლებთ და გავაკეთებთ... და მგონია, რომ ბედნიერი ადამიანები ვართ, რადგან გვყავს შვილები. ასე არაა? - ხო, მართალი ხარ, ალბათ. თათიამ საპასუხოთ გაუღიმა. მართლა ბედნიერად გრძნობდა, რადგან ტასო ყავდა. პირველმა ნერვიულობამ გადაუარა. პირველი ყველაზე დამთრგუნველი მომენტი გადალახა- ტასოს და გუგას შეხვედრა. დანარჩენი ნელ-ნელა დალაგდებაო ფიქრობდა. ამ დროს გუგას ტელეფონზე დაურეკეს. საუბარი რომ დაასრულა თათიას მიმართა: - მაპატიე, უნდა წავიდე ახლა. - თათიას ტელეფონი აიღო და თავის ნომერი ჩაუწერა- რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე, კარგი? - კარგი გუგა. პირველ რიგში შენების ნახვა მინდა. ქეთი ისევ იქ ცხოვრობს? - კი. ისევ იქ. როდის მიხვალ შემეხმიანე და დედასაც იქ დაგახვედრებ. ვერ წარმოიდგენ როგირ გაუხარდება შენი ნახვა. - მეც ძალიან ძალიან გამიხარდება. არ უთხრა ოღონდ არაფერი, კარგი? სურპრიზს მოვუწყობ. - ღიმილით უთხრა თათიამ. - კარგი. უბრალოდ დამირეკე როდის მიხვალ რო ყველა სახლში დაგხვდეს. ახლა კი, დროებით. - ხელი გაუწოდა გამოსამშვიდობებლად. თათიამ თავისი ხელი შეაგება და გუგა წავიდა. შვებით ამოისუნთქა. ამ დროს ია, მარიამი და ტასოც გამოჩნდენ. იამ მაშინვე შეამჩნია, რაღაც რომ მოხდა. ბავშვები მანქანაში ჩასვეს და სანამ თათიაც დაჯდებოდა, მხოლოდ ის უთხრა გუგა ვნახეო. ერთი სული ჰქონდა იას, როდის მოუყვებოდა დაწვრილებით თათია. სახლში მივიდნენ თუარა, ბავშვებს მულტფილმი ჩაურთო და თვითონ სმაზარეულოში მოკალათდნენ. თათიამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. - ნეტა ის მომენტი დამენახა, ტასო რომ მოვიდა. როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. - მე რატომღაც მაგ მომენტზე ძალიან ვნერვიულობდი, არადა ძალიან მშვიდად ჩაიარა. - კარგია, ცოტა დამშვიდდები. საღამოს იამ და ბექამ ბავშვები ბექას მამიდასთან წაიყვანეს. თათიას მარტო ყოფნა უნდოდა. 5 წუთის მერე კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, ალბათ რამე დარჩათო იფიქრა . - ამჯერად რაღა დაგრჩათ? - თან იკითხა და კარი გააღო. კართან გუგა იდგა. თათია გაოცდა. - გუგაა? - ხო, მე ვარ... - შემოდი, ხო მშვიდობაა? - მშვიდობაა, კი. თათია მისაღებში შეუძღვა. სავარძელზე ანიშნა- დაჯექიო. გუგა არ განძრეულა. თვალს არ აშორებდა თათიას. თათიას სევდა ჩაუდგა თვალებში. - იციი, უამრავჯერ წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა. არაერთხელ დავატრიალე გონებაში წარმოსახვით ის კადრები. დღეს რომ იყო, ისეთს ვერ წარმოვდგენდი, თათი. გუგა გაჩუმდა. ცრემლი ჩაუდგა თალებში. თათიასაც მოაწვა ყელში ბურთი. 5 წუთს უყურეს ერათმანეთს თვალებში. მერე ორივემ ერთდროულად გადადგეს ჯერ ერთი ნაბიჯი, მერე ორი, სამი და მთელი ძალით ჩაეხუტნენ ერთმანეთს.... ტიროდნენ.... გულამომჯდარი. ხმამაღლა. რამდენხანს იყვნენ ასე, რთული სათქმელია. - გეყოფა გთხოვ... - გუგამ ამოიღო ხმა. - გგონია ამდენი წლის შემდეგ შენ ცრემლებს ავიტან? გეყოფა გთხოვ. თათიას უარესად აუჩუყდა გული. მთელი სხეული უცახცახებდა. გუგამ თმაზე დაუწყო ფერება. ქარიაშხალი ტრიალებდა ორივეს გულში. მონატრება, ტკივილი, შიში, ნერვიულობა და სიხარული... ყველა გრძნობას ერთიანად განიცდიდნენ. თმაზე ფერებამ დაამშვიდა ცოტა თათია. - სულ როგორ უნდა გატირებდე, ჰა? სულ როგორ უნდა განერვიულებდე თათი. - ნუ სულელობ... ჩვენი შეხვედრა, და არამარტო ჩვენი, უცრემლოდ რომ ვერ ჩაივლიდა ხომ იცი. გუგა ტუჩებით შეეხო შუბლზე. - არ მინდა ოდესმე ცრემლიანი გნახო. დღეს გეპატიება. - ისევ ტუჩებით შეეხო თათიას ღაწვებზე შერჩენილ ცრემლს. თათია შეცბა. შეეშინდა ტუჩებზეც არ შემეხოსო, მაგრამ გუგას ეს არ გაუკეთებია. - როგორ მიჭირდა იციი? თან რომ არავინ არაფერი იცოდა და უამრავ კითხვას გისვამდნენ. მხოლოდ ბაჩოსთან შემეძლო გულის გადაშლა. საკმაოდ დიდხანს მძულდა ყველა და ყველაფერი. ნათიას დანახვაც არ მინდიდა. მაგრამ დრო რომ გადიოდა, მის ორსულობას ვეღარ დავმალავდით. არ ვიცი თათი, დაიჯერებ თუარა, მაგრამ შენს გამოა დღეს ნათია ჩემთან. არ მივეცი თავს იმის უფლება, რომ შენგან გაღებულ ამხელა მსხვერპლს უაზროდ ჩაევლო. მერე... მერე კი ბავშვი მართლა ყველაფერს ცვლის... განა არ მტკივა გული... განა არ განვიცდი ახლაც უშენობას... მაგრამ შენი თქმის არ იყოს, ახლა გვყავს ცხოვრებაში ისინი, ვის გამოც ბევრ რამეზე უარი უნდა ვთქვათ და ვის გამოც ყველაფერი შევძლოთ... ოღონდ არ იფიქრო, ჩემში რამე შეიცვალა... არა, შენ ისევე ძვირფასი ხარ ჩემთვის, როგორც მაშინ... უფრო მეტადაც კი. - არ გინდა გუგა რაა. არ გინდა. - ისევ ცრემლი შეერია თათიას ხმაში. - კარგი, კარგი... შენც ისევ ის ხარ, ვიცი.... აღარ გვინდა ამაზე... ახლა წავალ... გვიანია. თუ რამე დაგჭირდეს, გთხოვ, მითხარი კარგი? ამის უფლება მაინც მომეცი რომ დაგეხმაროთ. - კარგი გუგა, კარგი. თუ დამჭირდა გეტყვი... გუგა წავიდა.... თათიამ კარს იქით მოიოხა გული ტირილით, გუგამ მანქანაში. ახლა გაცილებით შორს იყვნენ ერთმანეთისგან. ახლა მართლა აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლოთ. მხოლოდ ის რჩებოდათ, რომ შორიდან ეყურებინათ ერთმანეთისთვის. გვიან დაბრუნდა გუგა სახლში. ნათიას ისევ ეღვიძა. გუგას არ დაუმალავს, უთხრა თათია დაბრუნდაო. ნათია შეცბა... არ შეიმჩნია. მხოლოდ ის ჰკითხა. - ხო კარგად არის? - კარგადაა. ავსტრიაში ყოფილა. მართლა არავის სცოდნია მისი ადგილსამყოფელი. ქართველი წყვილი გაუცვნია და მათთან ცხოვრიბდა. აქაც ერთად დაბრუნდნენ. გუგა გაჩუმდა. ნათიაც დუმდა. შინაგანად ნერვიულობდა. გუგამ იგრძნო. გადაწყვიტა დღეს გარკვეულიყო ყველაფერი. - შენ არ ინერვიულო ნათია. - არ ვნერვიულობ. რაზე უნდა ვინერვიულო?- გააწყვეტინა ნათიამ. - იმ დროს, როცა შეიძლებოდა ჩემი და თათიას ურთიერთობიდან რამე გამოსულიყო, მაშინ წავიდა და დაგვტოვა... და ახლა არ იფიქრო, რომ... - რას ამბობ გუგა... ეგ მართლა არ მიფიქრია. თქვენ უამრავი რამ გაკავშირებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში მეგობრები იყავით. და ამას უნდა გაუფრთხილდეთ. არ უნდა დაკარგკთ ერთმანეთი. თქვენ საერთო სამეგობრო წრეც გაქვთ, საერთო საახლობლო და ხშირადაც შეხვდებით ერთმანეთს. არც შენ იფიქრო, რომ მე ეს ან მეწყინება, ან ვინერვიულებ, ან სხვა რამე. მე ვხვდები, რომ ამის გამო ის ინერვიულებს, მაგრამ ამჯერად მე დაველპარაკები. მე ავუხსნი, რომ არაა სჭირო თავი აარიდოთ ერთმანეთს. - მისთვის რთული იქნება ამის ახსნა. - მე მჯერა, რომ დავარწმუნებ გუგა. ნახვა მინდა მისი. - ქეთისთან უნდა მისვლა თათიას. დედას და მამასაც ვეტყვი რომ გავიდნენ და ისინიც ნახავენ. ყველას გაუხარდება მისი ნახვა ვიცი... არავინ არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ. ამიტომ იმათთან არ გაუჭირდება. წავიდეთ, დავიძინოთ ეხლა, გვიანია. გუგას ტკბილად ეძინა. ნათიას არა. არც თათიას. ორივე თავისდაუნებურად ნერვიულობდა. ორი დღის მერე თათიამ დაურეკა გუგას და სთხოვა გაეგო ქეთო სახლში იყო თუარა. დაადგინეს რომ ყველა სახლში იყო და თათიამ სტუმრობა გადაწყვიტა. გააფრთხილა გუგა, არავინ გაიგოსო. სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. და აი, ქეთის სახლის წინ დგას თათია ტასოსთან ერთად... გულისცემა გახშირებული აქვს. როგორც იქნა გაბედა და კარზე დააკაკუნა. რამდენიმე წამში კარს გვანცა აღებს. 1 წუთი გაშტერებული უყურა კართან მდგომებს და შემდეგ იკივლა: - თათიააააააა - და მთელი ძალით ჩაეხუტა. ტიროდნენ. შეუძლებელი იყო ემოციების მოთოკვა. გვანცას ყვირილზე ქეთიც კარებთან გაჩნდა. გაოცებული უყურებდა ქეთი თათიას, მერე ისიც ჩაეხუტა. გვანცას მერე ისევ ქეთი ჩაეხუტა... - კაი დე, გეყოფათ. შევიდეთ შიგნით. ეს ბავშვი სულ გამოვაშტერეთ. - ქეთის მიმართა გვანცამ. - მართალი ხარ შვილო, წამოდით, შევიდეთ. თათი, ყველაფერს წარმოვიდგენდი ახლა შენი ნახვის გარდა. როგორ გამახარეე. წამოდი, წამოდი, შევიდეთ. დედაც აქაა და გადაირევა. სახლში შევიდნენ. სამზარეულოდან თამარი გავიდა მისაღებში და უსაყვედურა: - გვანცა შვილო, რა გაყვირებდა ასე, რა იყო. თათია რომ შეამჩნია ჯერ გაშტერებული უყურებდა, მერე ხმამაღლა ჩაიკაპარაკა: - ღმერთო ჩემო, არ მეჩვენები? მართლა შენ ხარ? თათია ღიმილით მიუახლოვდა და მოეხვია. - როგორ მომენატრეთ რომ იცოდეთ. ისევ უამრავი ცრემლი. - ღმერთო, როგორ ვდარდობდი... როგორ ვნერვიულოიბდი შენზე... ღამეები არ მეძინა. რას აღარ ვფიქრობდი. - მაპატიეთ თამრიკო დეიდა. ვიცი, ყველა განერვიულეთ. მაპატიეთ. უბრალოდ... იმ დროს ასე იყო საჭირო. - უთხრა თათიამ. - ალბათ მართლა აუცილებელი იყო, თორემ ასე არ დაგტოვებდი. მაგრამ არაუშავს, მთავარია აქ ხარ და კარგად ხარ, შვილო... და ეს პატარა ანგელოზი ვინ არის? - ტასოზე ჰკითხა. - ეს ჩემი შვილია, ანასტასია. ტასო, ეს კი თამრიკო დეიდაა... გუშინ წინ რომ ცენტრში შეგვხვდა, გუგა, იმის დედიკოა. - უფროსივით აუხსნა თათიამ. ტასომ თავისი ბრჭყვიალა თვალები მიანათა და გაუღიმა. - შემოგევლე, ბებო. რა საყვარელი გოგო ხარ შენ. მოდი, უნდა ჩაგეხუტო. - თამარმა ხელები მოხვია და ჩაიხუტა. ტასოც ისე მიეხუტა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. ამ დროს ოთახში ნათიაც შემოვიდა. თათიას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. შინაგანად ანერვიულდა. დაიძაბა. ნათია პირიქით, ძალიან ბუნებრივი და მშვიდი იყო. მიესალმა თათიას და მოიკითხა კიდეც - როგორ ხარო? - კარგად, მადლობა. შენ როგორ ხარ? - ხმის კანკალით მოიკითხა თათიამ. - არამიშავს, მეც. ეს საყვარელი გოგო ტასოა? თათია გაოცდა. მიხვდა, რომ გუგას მისთვის მოეყოლა მათი შეხვედრის შესახებ. - ხო, ტასო ვარ. - თათიას ნაცვლად უპასუხა ღიმილით ტასომ. - წამოდი, ელენეს და სანდროს გაგაცნობ. შენი ტოლები არიან. - მართლააა? აქ ბავშვები არიან? - აღტაცებით წამოიძახა. ყველას გაეცინა. - კი, არიან, თან ორი ცალი. - უპასუხა გვანცამ.- ბავშვებოოო, მოდით, სტუმარი გვყაავს. - გასძახა ბავშვებს. ისინიც ორ წუთში მისაღებში გაჩნდნენ და ტასოს დაუწყეს თვალიერება. - სანდრიკ, ელე ეს ანასტასიაა, ტასო, ეს კი მისი დედიკო- თათია. ახლა კი, წაიყვანეთ ტასო და ითამაშეთ. ოღონდ არ იკამათოთ. ბავშვები გავიდნენ. დანარჩენებმა კი დიდხანს ისაუბრეს, ზედაპირულად გამოკითხეს თათიას ავსტრიაში ცხოვრების ისტორია, აქაური ამბები მოუყვნენ. შემდეგ სუფრა გაშალეს, მალე გოგიტა და ზურაც მოვიდნენ და სუფრას მიუსხდნენ. მალე გუგაც შეუერთდა. თათიას დაძაბულობა მოეხსნა, ყველა რომ მშვიდად იყო, განსაკუთრებით ნათია, თვითონაც დამშვიდდა. - აუ ბავშვები ნახე რაა, რა მშვიდად არიან. მიკვირს აქამდე არ დახოცეს ერთმანეთი. ხოარ გავხედო? - წამოდგა გვანცა. - ჩხუბობენ ხოლმე? - იკითხა თათიამ. - ხო გოგო, ვერ რიგდებიან სულ კამათობენ, აბრაზებენ ერთმანეთს. ახლა საეჭვოდ ჩუმად არიან. გავალ, ვნახავ. - წამოდგა ქეთი. ამ დროს თვითონ შემოვიდნენ ბავშვები. - დედა, ნახე ტასომ რისი დახატვა გვასწავაააა. - ნათიასთან მივიდა ელენე. - დე, მეც მასწავლა ტასომ. იცი რა ადვილად იხატება? - სანდროც ქეთისთან მივიდა. - დედაა, რა ყოჩაღი მასწავლებელი გყოლიათ? მე არ მასწავლის ნეტაა? - გვანცა შენ დიდი ხააარ. რად გინდა სწავლაა. მე და ელენეს გვინდა. - კარგი, ისწავლეთ, ოღონდ არ იჩხუბოთ, კარგი? - არა გვანცაა. ტასომ გვითხრა, რომ არ შეიძლება ჩემი და სანდროს ჩხუბი. - და თქვენ დაუჯერეეთ? - გაუკვირდა ნათიას. - კი დავუჯერეთ. ტასომ გვითხრა, რომ ჩხუბს ჯობია ერთად ვითამაშოთ და დავხატოთ. ან ერთმანეთს გაფერადებაში დავეხმაროთ. - ვაიმე, შვილო,- ტასოს მიმართა ნათიამ. - აქამდე სად იყავი, 5 წუთს ვერ ჩერდებოდნენ კამათის გარეშე. ახლა კიდე თითქმის ერთი საათი გავიდა. - მე მითხრეს რომ დაგიჯერებთო. - უპასუხა ტასომ. - კარგი გოგო ხარ შენ. არ გშიათ? რამე გემრიელობა რომ გაჭამოთ. - მადლობა, მე არ მინდა. სახლში ვჭამე და არ მშია ჯერ. - არც ჩვეენ. წავალთ დავხატავთ რაა.- აწუწუნდნენ სანდრო და ელენე. - წადით, ბე, წადით. არ იცელქოთ. - უთხრა თამარმა. - ეს რა ძალიან საყვარელი გოგონა გყავს შვილო. იმ ორ გადარეულს ჩვენ ვერაფერი გავაგებინეთ და მაგან ორი სიტყვით როგორ მოარიგა. - ხო, ძალიან სხვანაირი ბავშვია. არ არსებობს ვინმეს რომ ვერ მოურიგდეს. ერათადერთხელ იჩხუბა ბაღში. - ესენი სულ ჩხუბობენ, სულ. სახლშიც და ბაღშიც და მივეჩვიეთ უკვე. ხან რა სისულელეზე და ხან რაზე. - თქვა ქეთიმ. - ტასომ რაზე იჩხუბა? - უნდა გენახათ, როგორ გავოცდი ბაღიდან რომ დამირეკეს და მითხრეს თქვენმა შვილმა ჯეკს სცემაო. ვერაფრით წარმოვიდგინე. მაგრამ რა უნდა .ექნეა, წავედი. - ალბათ სხვაში შეეშალათ, ხო? - ჰკითხა გვანცამ. - არა. მართლა ტასო ყოფილა. მივედი და იმ ბავშვის მშობლებიც იქ დამხვდენ. რომ ვკითხე რატო სცემეთქო, ღირსი იყო და იმიტომო. რას ქვია ღირსი იყოთქო და თუ კიდევ ისე მოიქცევა ისევ ვცემო. გავგიჟდი, რა დაემართა ამ ბავშვსთქო. ნუ, აღმოჩნდა რომ ის ჯეკი, ერთ- ერთ ბავშვს, თავისზე სუსტს, რომელსაც არც დედა ყოლია და არც მამა, აწვალებდა. სათამაშოებს სულ მას ართმევდაო, ხელს კრავდაო. არ ათამაშებდაო და მეც ვცემეო. რახან დედა და მამა არ ყავს, იმიტო ექცევა ასეო. მასწაებელს რატომ არ უთხარითქო და ორჯერ ვუთხარი და შენიშვნა მისცაო, მაგრამ მაინც ისე იქცეოდა და ვცემეო. თუ ისევ ასე მოიქცევა კიდევ ვცემო. გადავირიე, არ შეილება სხვაზე ძალადობათქო და ის რომ ძალადობსო? ჯეკის დედა გვისმენდა და მართალია თქვენი შვილიო. მე დაველაპარაკები ჩემ შვილსო. მოკლედ იმ დღის მერე, ტასო და ჯეკი იმ ბავშვის დამცველები იყვნენ. იმის გარეშე არც თამაშიბდნენ, არც ხატავდნენ, არც ჭამდნენ. - ვაიმეე, საყვარელი. - თქვა გვანცამ- აშკარად დედას გავს სამართლიანობაში. - ხო, ნამდვილად. - დაეთანხმა ქეთი. ათას რამეზე საუბრიბდნენ. კაცები ტელევიზორის საყურებლად გავიდნენ, ქალემა მაგიდა აალაგეს და ჩაის სვამდნენ. თათია წამოდგა: - გვიანია უკვე, წავალთ ჩვენ. - აუ დარჩით რაა. - სთხოვა გვანცამ. - რამდენი ხანია არ გვიჭორავიაა. - დღეს საკმარისი ვიჭორავეთ, გვანცა. დანარჩენი მერე. მიდი რაა, ტასოს დაუძახე- გვანცა გავიდა. ისევ მარტო დაბრუნდა. - თათიი, ეძინება ძაან. ტახტზე არიან მიწოლილები. ვერ დგება, ცოდოაა. დარჩით. - ვერა გვანცა, მართლა არ შემიძლია. სხვა დროს იყოს. გამოფხიზლდება გარეთ რომ გავალთ. უცებ მივალთ სახლამდე. ტაქსს გამოვიძახებ. - ტაქსი რად გინდათ. - ჩაერია ნათია - გუგას ვეტყვი და გაგიყვანთ. თათიას დასცხა. აღელდა. დაიძაბა. - არა, არა. საჭირო არ არია. ტაქსით წავალთ. ნათიამ გუგას გასძახა. - გუგააა, თათია მიდის და გაიყვანე რაა. ბავშვსაც დაეძინა და ცოდოა. - აუ არ არის საჭირო რაა. - არ თმობდა თათია. - კარგი შვილო, რა მოხდა. უცებ გაგიყვანთ. რატო უნდა იწვალოთ. - ჩაერია თამარი. გუგა მალევე წამოდგა. - წავიდეთ? - მიმართა თათიას. - წავიდეთ. ტასოს გამოვიყვან და... თათია ყველას დაემშვიდობა. კიდევ გნახავთო დაიბარა და ტასოს გამოსაყვანად გავიდა. გუგა გარეთ უცდიდა. ისე ტკბილად ეძინა ტასოს, გაღვიძება არც უფიქრია. ხელში აიყვანა, კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და კიბეზე ფრთხილად დაიწყო ჩასვლა. ოთხი კიბის დაბლა გუგა იდგა. - მე ავიყვან ტასოს, მომეცი. - იყოს, კარგად მიჭირავ... - კარგი რაა თაათი, მომიყვანეთქო. გუგამ ბავშვი გამოართვა, გულზე მიიხუტა და ისე ჩაიყვანა. თათია უკან დაჯდა და ბავშვიც კალთაზე მიიწვინა. დაძაბული იჯდა. - თათი, მოეშვები? რატო ხარ დაძაბული?... თუმცა ვიცი. ნერვიულობ. უხერხულად გრძნობ თავს ნათიასთან... მაგრამ არ გინდა, კარგი? არ მინდა ასე იყო. იმიტომ რომ ნათია არ გრძნობს თავს დაძაბულად. მის გამო ნუ იფიქრებ, რომ ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ. იცი რა მითხრა? პირველ რიგში თქვენ მეგობრები იყავით და ამ მეგობრულ დამოკიდებულებას ნუ შეცვლითო. და მართალია. მეგობრობა ხომ მაინც შეგვიძლია, არა? გულწრფელი მეგობრობა. ეჭვების, წარსულის და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე. აღარ დაიძაბო, კარგი? - კარგი გუგა, კარგი. - დაეათანხმა თათია. თუმცა იცოდა, ნერვიულობას ვერასდროს მოიცილებდა. სადარბაზოშიც გულზე მიხუტებული შეიყვანა გუგამ ტასო. ,,რა მოხდება შენ ჩვენი შვილი ყოფილიყავი,ტასო. ჩემი და თათიას შვილი. რამდენი გეგმა მქონდა... რამდენ რამეზე ვიცნებობდი და თურმე რა ტყუილად ... ეჰ... რა ბედნიერია მამაშენი, შენ და თათია რომ ყავხართ. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მამაშენი... შენ თათიას შვილი ხარ და მე უკვე უზომოდ მიყვარხარ პატარა ქალბატონო" -. ნათიამ სახკის კარი გააღო და გუგა შეატარა. ტასო საწოლზე მიაწვინეს. - მადლობა გუგა. როგორ შეგაწუხეთ. - სიტყვა შეგაწუხეს კიდევ ერთხელ მეტყვი, და ძალიან მატკენ გულს იცოდე. არასოდეს მითხრა ეგ მეორედ. თქვენს გამო არასოდეს შევწუხდები, გესმის? შენ რომ რაღაცის გაკეთება შეგეძლოს ჩემთვის, არ გააკეთებ? თათიამ თავი დახარა. - ხოდა არღა მითხრა, გაწუხებო, კარგი? ახლა წავალ, სანამ ისევ ნერვიულიბა დაიწყე... ***** დღეები დღეებს მისდევდა. თათიამ ყველა ნაცნობი ნელ- ნელა მოინახულა. საყვედურებით აავსეს, გაუბრაზდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველა გახარებული იყო მისი დაბრუნებით. ერთ დღესაც გადაწყვიტა ელენე ბებია მოენახულებინა. მანქანით ბექამ ჩაიყვანა. ეზოში დახვდა ბებია ელენე. იმ წამსვე იცნო. ისე თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, ბექასაც კი გული აუჩუყდა. აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ელენე ბებია, ისე უხაროდა თათიას დანახვა. ბექა ისე არ გაუვშა, სანამ გემრიელად არ ავახშმა. საღამოს ბუხრის წინ დასხდნენ. - შვილო, ასე უცებ სად წახვედი. იცი როგორ ვნერვიულობდი. - ვიცი ელენე ბებია, ვიცი... მაგრამ იმ მომენტში მარათლა ასე იყო საჭირო. სხვა გზა რომ მქონოდა, ასე არ მოვიქცეოდი. მართლა. მეც მიჭირდა... ძალიან მიჭირდა. მაგრამ... - ცრემლი შეერია ხმაში თათიას. - ალბათ ძალიან სერიოზული მიზეზი გქონდა შვილო. მაგრამ არაუშავს, მთავარია კარგად ხარ... უფრო სწორად ხართ. ეს პატარა ანგლოზი რომ გყავს, კარგად იქნები აბა რაა. - ხო, მართალი ხარ, ტასო რომ არ მყოლოდა ალბათ გავგიჟდებოდი. - ტასოს მამა ვინ არ..... - მეზღვაურია. - ტასომ გასცა ის პასუხი, რაც მუდმივად თათიასგან ესმოდა მამის შესახებ. - სულ ზღვაშია. ეხლაც იქაა. თათიამ თავი დახარა. - დე, მეძინებაა. - წაიყვანე შვილო, შენ რომ გეძინა ხოლმე იმ საძინებელში მოგიმზადეთ საწოლები. - შეიძლებაა მეც ბებია დაგიძახოთ? - ტასომ ელენე ბებიას კითხა. - შენ შემოგევლოს ბებია შვილო, დამიძახე. მე უფრო გამიხარდებაა. - ტკბილად უთხრა ელენე ბებიამ. - რა მაგარიააა. მეც მეყოლება ეხლა ბებია. დე, ხო მაგარია? - აღტაცებას ვერ ფარავდა ტასო. - კი, დეე, მაგარია. ჩემო ტკბილოო, წამო დავიძინოთ. თათიამ ტასო დააძინა და ელენე ბებიასათან დაბრუნდა. მოკლედ მოუყვა ავსტრიაში ყოფნის შესახებ. და იძულებული გახდა ეცრუა, ტასოს მამაზე. თქვა რომ მეზღვაურია და ძირითადად სულ ზღვაშია. ძველ დროს იხსენებდნენ, ეზოდან მანქანის ხმა რომ მოესმათ.ელენე ბებია ჩავიდა.... და გუგასთან ერთად დაბრუნდა. ორივე გაოცდა ერთმანეთის დანახვაზე. თათია დაიძაბა, გუგას გაეაღიმა. - როგორ ხარ, თათი? - კარგად. შენ როგორ ხარ? - რავი, კარგად. აბა, როდის ჩამიხვედი? - დღეს. ბექამ ჩამომიყვანა. ძალიან მინდოდა ბებიას ნახვა. - ხო, კარგია... მე აქეთ გასვენებაში ვიყავი და სახლში წასვლა დამეზარა. ბებო უფრო ახლოს იყო და აქ ვარჩიე დარჩენა. - გენაცვალა ბებია, არ გშია შვილო? - არა ბეე. გასვენებაში ვიყავითქო. - უიმე შვილო როდის ის გასვენება იქნებოდა, ეხლა კიდე ღამეა უკვე. - არა ბეე, გვიანაც ვჭამეთ. სახლში წავაღებინე რაღაცეები და... - კარგი შვილო, ჩაიც არ გინდაა? - არა ელენე, ჩაი არა. აი ყავას კი დავლევდი. თან ისე დავიღალე. - წავალ შვილო, ეხლავე გაგიკეთებ. თათია წამოდგა. - მე გაგიკეთებ. ბებო დაიღალა დღეს. - კარგი... თან რამდენი ხანია შენი გაკეთებული ყავა არ დამილევია. თათია გაწითლდა. სწრაფად გავიდა სამზარეულოში და ყავით ხელში დაბრუნდა. ბუხართან მხოლოდ გუგა დახვდა. - ბებოს ეძინებოდა და დაწვა. - უთხრა გუგამ. თათიამ იმ წამს თქვა: - გვიანია. მეც დავწვები. - კარგი რაა. დაჯექი ცოტახანს. არ ვიკბინები ნუ გეშინა. თათია უფრო დაიბნა. - არ მეშინია გუგა. - აბა რატო გარბიხარ? თათიას ხმა არ ამოუღია. დაძაბული დაჯდა სავარძელში. გუგა თვალს არ აშორებდა და უფრო აბნევდა თათიას. - კარგი, კარგი. დამშვიდდი. აღარ გიყურებ. არც იმაზე იფიქრო, შემთხვევით აქ რომ აღმივჩნდი და შენ აქ დამხვდი. არც იმაზე, რომ ნათია რას იფიქრებსო, კარგი? ვიცი ახლა მხოლოდ ეგ გიტრიალებს თავში. თათიამ დანაშაულზე წასწრებულივით თავი დახარა. - მოდი, ძირს დაჯექი- ხელი თავის გვერდით, ხალიჩაზე დაურტყა. თათია არ ამდგარა. - კარგი რაა, რა გჭირს. მოდი, დღეიდან ახლიდან დავიწყოთ ჩვენი მეგობრობა. აი, თუნდაც იმ ღამიდან, პირველად რომ დარჩი ჩემთან. მარტო ყოფნა რომ არ გინდოდა. ამის გახსენებაზე თათიას გაეღიმა. ის დრო გაახსენდა. მაშინ ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად იყო. - თათი, მოდი რაა. - მუდარა გაურია გუგამ ხმაში. სწრაფად ადგა თათია და გვერდით მიუჯდა. გუგამ ხელი გაუბედავად გადახვია. თათია არ შეწინააღმდეგებია. მიიწია ახლოს და მკერდზე მიეხუტა. ხარბად შეისუნთქა გუგამ მისი თმის სურნელი. როგორ მონატრებია. მთელი სხეული გაუთბა თათიას. 5 წელია ენატრებოდა. ეს მომენტი ენატრებოდა. ჩახუტება.. გუგას ჩახუტება. - ოღონდ არ იტირო, კარგი? არ იტირო. ახლა არაფერი გვაქვს სატირელი. აქ ხარ. შენ აქ ხარ და ეხლა ყველაფერი კარგადაა. რაც ჩამოხვედი მის მერე მშვიდად მძინავს, იციი? . ვიცი რომ აქ ხარ და კარგად ხარ. სხვა აღარაფერს ვჯავრობ. - თმაზე ტუჩებით ჩეეხო. - ახლა კი ვგრძნობ, რომ აქ ხარ, მაგრამ მაინც სიზმარი მგონია. იცი რისი მეშინოდა? რომ ისე მოვკვდებოდი, ვეღარ გნახავდი. ამის მეშინოდა. - კარგი რააა. სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ. - უკვე ატირებულმა უთხრა თათიამ. - შენ ისევ მტირლა ხარ, ხოო? ალბათ ტასოზე მეტს შენ ტირიხარ. ბოთე შენ. - ხო. ტასო იშვითად ტირის. - რა საყვარელი ტასო გყავს, თათი. ასე მგონია შენი პატარაობაა. და იციი? უკვე ძალიან მიყვარს. ისეთი ბუნებრივი და საყვარელია. როგორ მინდოდა ჩვენც გვყოლოდა შვილი... - უკვე გუგაც ტიროდა. თათიამ სლუკუნი დაიწყო. ეგონა გული გაუსკდებოდა. როგორ უნდოდა ეთქვა ის შენი შვილიაო, მაგრამ აღარ ჰქონდა ამის უფლება. გუგამ უფრო მეტად მიიხუტა. - გეყოფა რაა, ნუ ტირი. გეყოფა. თორე თავი მძულს თათი. ამ დღეში რომ ჩაგაგდე თავი მძულს. ხვდებოდა თათია რამდენად განიცდიდა გუგა. ამიტომ ტირილი შეწყვიტა. - მორჩა. აღაარ ვიტირებ. უბრალოდ ცოტა ძნელი იყო თავიდან. ახლა როცა ვხედავ, რომ ყველა და ყველაფერი კარგადაა, აღარ ვიტირებ. გუგამ შუბლზე აკოცა. მის მკერდზე მიეძინა თათიას. დიდხანს ყავდა მიხუტებული და მისი სურნელუთ ტკბებოდა. მერე ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებელში გაიყვანა. ფეხზე გახადა. მერე მძინარე ტასოს დააკვირდა. ისეთი საყვარელი იყო, ვარდისფერი ტუჩები წინ გამოეწია და გაბუტულს გავდა. ვერ მოითმინდა. გაბურთულ ლოყაზე შეეხო ტუჩებით და საძინებელი დატოვა. დილით სანამ თათიამ გაიღვიძა, გუგა უკვე წასული დახვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.