შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე (7 თავი)


1-01-2020, 19:53
ავტორი gabi du
ნანახია 2 959

იმდენად სწრაფად მართავდა მანქანას, რომ რამდენიმე წუთში უკვე ცაროს ჭიშკართან იდგა. მკვეთრად დაამუხრუჭა და ისე, რომ ძრავა არ გამოურთავს ეზოში შევარდა. სწრაფად მიუახლოვდა სახლს. დაუკაკუნებლად შეხსნა კარი, რომელიც ბედად ღია დახვდა. ოთახში შევიდა და სახტად დარჩა. აცრემლებულ ცაროს, კიბეებზე თმებით მოათრევდა დედამსი თან უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.
- როგორ ბედავთ და ასე ექცევით. ვინ მოგცათ ამის უფლება. - იღრიალა და წამებში ააცალა გიჟად ქცეულ ქალს ცარო ხელებიდან და ზურგს უკან დამალა.
- შენ ვინ რას გეკითხება? ან ვინ ხარ საერთოდ? - უკივლა ქალმა და თანცაროსკენ გაიწვდინა ხელი, რომ კიდევ ერთხელ დაერტყა.
- კიდევ ერთხელ დააკარებთ ხელს და თქვენი კოშმარი გავხდები. - ცოფებს ყრიდა სანდრო და საჩვენებელ თითს ცხვირწინ უტრიალებდა ნინოს.
- ვინ მიგდიხარ, რომ მიმითითო რა გავაკეთო? მე დედამისი ვარ და ისე მოვექცევი, როგორც საჭიროდ მივიჩნევ.
- გავკარი ესეთ დედობას. თქვენ რა დედა ხართ... ვისგამო, რის გამო იმეტებთ შვილს. ძნელაძის ტყუილების გამო? იცით საერთოდ სიმართლე? დაინტერესდით?
- სანდრო.. გთხოვ. - მკლავზე მოეჭიდა ცარო და მუდარით შეხედა თვალებში. მიხვდა, არ უბდოდა სიმართლე გაემხილა.
- ვინ არის ეს ბიჭი, - უფრო ხმამაღლა იკივლა ნინომ. - რა უფლებით ერევა ჩვენს საქმეში? .. მოიცა... ამასთან გორაობდი?
- დედა! - იკივლა ცარომ და საყვედურით სავსე თვალებით შეხედა ქალს. - ნუ მარცხვენ.... გთხოვ... - ღონემხდილმა ძლივა გასაგონად დაიჩურჩულა.
- ეს შენ შეირცხვინე თავი და ჩვენც შეგვარცხვინე. ნეტავ სულ არ გამეჩინე. - ზიზღით შეხედა შვილს და მოასწრო კიდევ ერთხელ წვდენოდა თმაში. სანდრომ ისე მაგრად მოჭირა მკლავზე ლამის მოატეხა. უხეშად გასწია გვერდზე და კედელს მიანარცხა.
- ახლავე პოლიციაში დავრეკავ და გიჩივლებთ. თავად ვიზრუნებ, რომ დარჩენილი წლები ციხეში გაატაროთ. - თქვა და ტელეფონი ამოიღო ნაკაშიძემ ნერვილობისგან ტუჩები გალურჯებოდა და მარცხენა ლოყაზე ნერვიულად უტოკავდა ძარღვი.
- სანდრო არ გინდა. გთხოვ. ის დედაჩემია.
- მას რატომ არ ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ? ნუ მიყურებ ასე, მაინც დავრეკავ....
- მე... მე მის გამო ვიქცევი ასე. სახელგატეხილს ვინღა ითხოვს? - შეშინებულმა წამოიძახა ნინომ და ისიც ატირდა.
- საკუთარ შვილს არ იცნობთ? მართლა დაიჯერეთ, რომ ეს სიმართლეა? ან თუნდაც სიმართლე იყოს, ცემით რა გამოსწორდება. იმის მაგივრად, რომ გაამხნევოთ - ურტყამთ. ცხოველია? რა გერჩივნათ ოღონდ გათხოვილი რქმეოდა თუნდაც სუტენიორობა გაეწია ქმარს?
- სანდრო! - იკივლა ცარომ და უგონოდ ჩაიკეცა.
- თქვენთვის აჯობებს სერიოზული არაფერი ჭირდეს თორემ, არ მაინტერესებს არანაირი მიზეზი ციხე არ აგცდებათ. - ზიზღით შეხედა სანდრომ ქალს და გონწასული ცარო ხელში აიტაცა.

* * *
- სისხლში გლუკოზის დონემ დასაშვებს რამდენჯერმე გადააჭარბა. სწორედ ამან გამოიწვია გონების დაკარგვა. ამჯერად მსუბუქ ფორმებში. თუკი მშვიდ გარემოს არ შეუქმნით მას შესაძლოა კომაში ჩავარდეს. რაც შეეხება მკურნალბას. ეტყობა წამლებსაც არ იღებს დროულად და საჭიროა ვინმემ გააკონტროლოს, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები. ახლა წამომყევით და რეცეპტს დაგიწერთ.
- ნალე გაიღვიძებს? - მოუთმენლობაშეპარული ხმით იკითხა ნაკაშიძემ და ავადმყოფის საწოლზე მძინარე ცაროს გადახედა.
- ნუ ნერვიულობთ უკვე კარგად არის. უბრალიდ სძინავს. - ღიმილით უპასუხა ჭაღარა ექიმმა. ორივემ ერთად დატოვეს პალატა და კაბინეტისკენ გასწიეს. უკან მობრუნებულ სანდროს ნინო და ცაროს მეგობარი ქრისტინე დახვდნენ პალატაში.
- აქ რას აკეთებთ? - მკაცრად იკითხა სანდრომ.
- ეს რა კითხვაა. ნებართვა შენგან უნდა ავიღო შვილი, რომ მოვიკითხო?
- მაშინ არ იყო შვილი, როცა ურტყამდით? ექსპერტმა უკვე ნახა. ხვალ პასუხი მექნება საღამოს კი ციხეში მოხვედრილს სიამოვნებით გადაგიღებთ ფოტოს, რომ ყველამ გაიგოს რასაც წარმოადგენთ. - სანდრო ცდილობდა ქალი შეეშინებინა, რომ არავის შეეშალა ხელი ცაროს თავისთან წაყვანაში. მხოლოდ მასთან იქნებოდა დაცულად და უსაფრთხოდ. ძნელაძეს კი აუცილებლად აზღვევინებდა არაკაცობისთვის. მთავარია ცარო ყოფილიყო კარფად.
- ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ. ვერ ხედავთ, რომ ნერვიულობს? - გამოესარჩლა ნინოს ქრისტინე.
- მე რაც ვნახე თქვენ, რომ გენახათ ჩემსავით მოიქცეოდით. თუ მისნაირი უსისხლო არა ხართ რა თქმა უნდა. ქრისტინეს პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა ცაროს დაჭყეტილ თვალებს, რომ წააწყდა. გოგომ უცებ ვერ გაიაზრა სად იყო. მაგრამ, როცა კადრები აღიდგინა ცრემლები მოაწვა.
- ვწუხვარ დედა... მაპატიე გთხოვ.
- ნეტავ პატიება რამეს შეცვლიდეს. - რა გეშველება ან რა მომავალი გელის. - გულამოსკვნით აქვითინდა ნინო.
- ჯობია თქვენს თავზე იფიქროთ. - წეღანდელი საუბარი შეახსენა ნაკაშიძემ. ქრსტინემ მოსალოდნელი უსიამოვნო საუბრის განმუხტვა სცადა.
- უკაცრავად. სანდრო ხო? როდის გაწერენ?
- სანდრო ნაკაშიძე. - ხელი გაუწოდა ბიჭმა. ქრისტინემაც შეაგება სიფრიფანა მტევანი და მკრთალად გაუღიმა. - ხვალ გაწერენ თორმეტის მერე. აქდანე ვამბობ ჩემთან მიმყავს. ტყუილად ნუ დაიღლით სამეტყველო ორგანოს.
- რაა? - პირი დააღო ცარომ.
- ვიღაცამ უნდა აკონტროლოს შენი მკურნალობა. შენს ოჯახში კი აშკარად ყველაზე უმნიშველო ფიგურა ხარ. მანდ არავის ვენდობი. მითუმეტეს არც დედაშენი იქნება შინ. - ბოროტად დაამატა და თვალები დაუბრიალა ნინოს.
- შინ დაბრუნებას არც ვაპრებ. მათ უკვე გააკეთეს არჩევანი. მაგრამ ვერც შენთან წამოვალ. არა ხარ ვალდებული ჩემს გამო შეწუხდე.
- კარგი. - უცებ დანებდა ბიჭი და მშვიდად დაამატა. - მაშინ გარიგებას შემოგთავაზებ. დედაშენს წუთი-წუთზე პოლიცია წაიყვანს. ექსპერტმა უკვე დაათვალიერა შენი ჩალურჯებები. - ცარომ საყვედურით შეხედა.
- არ მინდა ცხეში გაუშვა. გთხოვ სანდრო.
- ჰოდა გარიგებას გთავაზობთქო. სარჩელს გამოვიტან თუ ჩემთან წამოხვალ.
- რა სიგიჟეა... ხუმრობ ხომ?
- არაა. - გაწელილად უპასუხა.
- წამოვა. - წამოიყვირა ნინომ. მერე ცაროს მიუბრუნდა. - უნდა წაყვე. არ მინდა ციხეში. რას იტყვის ხალხი. - ამის თქმა იყო და სანდრო ლამის ჭკუიდან შეიშალა.
- და უცხო კაცს რომ ატანთ ამაზე არაფერს იტყვის ხალხი? რა იცით ჩემზე? იქნებ ვინ ვარ . საკუთარი თავის გადასარჩენად უყოყმანოდ, რომ გადმომილოცეთ ლეკვია? იქნებ მანიაკი ვარ ამის დედას შევე*ი. შენ კიდევ - ახლა ცაროს მიუბრუნდა გაავებული. - როდის უნდა ისწავლო ჭკუა. სხვებისთვის თავის გაწირვა შენი ჰობია? - პასუხად ცარომ მხოლოდ ამოიოხრა. იცოდა ცამდე მართალი იყო ბიჭი. იცოდა და სული ტკიოდა მაგრამ ახლა ვერაფერს შეცვლიდა. ძალა არ ჰქონდა... ნინო რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა შვილის საწოლს. ძალიან, ძალიან სევდიანი ხმით უთხრა.
- გგონია, რომ არ მიყვარხარ? უბეალოდ საკუთარი თავის გადაბიჯებას ვერ გპატიობ. მე და მამაშენმა რამდენჯერ გკითხეთ დარსმუნებული ხარ თუ არა შენს გრძნობებშიო? გაიძახოდი ლეოზე მეტად ვინ უნდა შემიყვარდესო. უკვი მისი გერქვა საკუთარი სურვილით. ასეთ შემთხვევაში კი სხვასთან წოლა უხეშად რომ ვთქვა ბო*ობაა. მე კი ჩემი ცარო ბო*ზად არ გამიზრდია...
- ახლავე გაეთრიეთ აქედან. - მკლავში ხელი ჩაავლო და კარამდე მიათრია სანდრომ ქალი. - ხვალვე დავამტკიცებ მის უდანაშაულობას. ინანებთ იმ ყველაფერს რაც დაუშავეთ მაგრამ კაცობას გეფიცები ცაროს არასოდეს გაგაკარებთ. წადით! - კარი ცხვირწინ მიუჯახუნა და ახლოს მუვიდა გოგოსთან. - აღარ იჰირო, თორემ შევიშლები. - ხელი მზრუნველად გადაუსვა თმაზე.
- ვუთხარი ნებისმიერი მიზეზი მოიფიქრე ოღონდაც ნიშნობა ჩაშალეთქო... მან კი... ყველაზე უარესი აირჩია. - ტიროდა გოგო.
- ასე რატომ მოიქეცი... როგორ ენდე...
- ფიქრის თავი არ მქონდა. ჩემი და მისი მშობლები არ მეშვებოდნენ ბოლო წუთს ვის გაუგია ქორწილის უმიზეზოდ ჩაშლაო. მიზეზს რა თქმა უნდა ვერ ვიტყოფი და... სხვა გზა არ მქონდა.
- გპირდები მოვაგვარებ ყველაფერს.
- არა სანდრო. შენი აქ ყოფნაც ზედმეტია. რა გვაკავშირებს ერთმანეთთან? სამი დღე. მათთან მთელი ცხოვრება მაკავშირებს და მაინც უარი თქვეს ჩემზე... აუხსნელად.
- იქნებ ის სამი დღე გაცილებით მეტია ვიდრე მთელი ცხოვრება? - ვერ მოითმინა სანდრომ მაგრამ მაშინვე შეცვალა თემა, რომ ცარო არ დაებნია და უარი არ ეთქვა მასთან წასვლაზე. - მეც ხომ დამნაშავე ვარ ამ ისტორიაში. ასე, რომ ვალდებულიც ვარ გვერდში დაგიდგე. ახლა დაისვენე. ხვალ სახლდი წავალთ და თავად ნახავ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

* * *
- ნეხვიჭამიავ ნაბიჭვრობას ვერ ეშვები არა? - ლეოს გააცია ამ ხმის გაგონებაზე. ერთიანად დაეჭიმა სხეული მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია.
- ახლა რაღა გინდა ნაკაშიძე? მეგონა გავსწორდით.
- შენ ჩემი გაფრთხილება გამოგრჩა როგორც ჩანს. ცარო ადამიას ახლოს არ გაეკარო და მისი სახელი არ ახსენოთქო? აბა გამახსენე რას შეგპირდი თუ საწინააღმდეგოდ მოიქცეოდი?
- რაში გადარდებს ადამია გამაგებინე. ის არაა წინააღმდეგი დამიჯერე. - ეცადა უდარდელი ხმა ჰქონოდა.
- მე ვარ წინააღმდეგი. დილით, რომ გავიღვიძებ ყველაფერი მოგვარებული დამხვდეს. მეტად აღარ გაგაფრთხილებ პირდაპირ მოქმედებაზე გადავალ. - ყურმილი გაუთიშა და ზიზღით დააჩერდა ნომერს. შემდეგ ცაროს ნომერი აკრიფა და რეკვას მოჰყვა. რომ არ უპასუხა მესიჯი მისწერა.
" მიპასუხე რომ გირეკავ. ნაკაშიძე რით დააინტერესე ისე, რომ მთელი ეს ამბები ადარდებს?"
" დროს მესიჯობაში ნუ დაკარგავ. დილამდე ბევრი რაღაც გაქვს მოსასწრები. " - პასუხმა არ დააყოვნა და სახტად დატოვა ძნელაძე.
რა თქმა უნდა სანდრო სწერდა მაგრამ ცაროს ტელეფონი საიდან მოხვდა მასთან ვერ იაზრებდა. ცოტა ხანში ვაიბერზე ვიდეო მიუვიდა თუ როგორ ჭამდა საკუთარ ფეკალიებს. ტექსტით "youtube-ზე ატვირთვამდე დარჩა 16 საათი".

* * *

ცარო ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ნაკაშიძეს. მაგრამ როდის იყო სანდროს რამე ნდომებოდა და ვერ მიეღო?!. სახლში რომ შევიდნენ ცაროს თვალში მოხვდა ნაკაშიძის სასახლისთვის შეუდერებელი სიხალვათე.
- მარტო ვართ? - ხმადაბლა იკითხა.
- კი. რუთი ძიძასთან ერთად ანტალიაშია. კიდევ 2 კვირა დარჩებიან იქ. ბიჭებიც დავითხოვე რამდენიმე დღით. შეგიძლია დაისვენო. ის გააკეთე რაც გესიამონება. ჩათვალე, რომ შენს სახლში ხარ.
- სანდრო... მადლობა. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა გოგომ და შეეცადა მზერა გაესწორებინა მისთვის. სანდრომ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. ორი თითი ნიკაპზე ამოსდო და ცხვირსა და ლოყას შუა აკოცა. მზერის მოუცილებლად და გოგოს რეაქციას დააკვირდა, რომელიც დენდარტყმულივით შექანდა.
- არ მითხრა, რომ ფეშინია ჩემი? . - ეჭვით შეხედა ადამიას. ცარომ თავი გააქნია.
- შიში ერთადერთია რასაც ზუსტად ვიცი, რომ არასდროს ვიგრძნობ შენ მიმართ. - პასუხმა აშკარად გაახარა ნაკაშიძე. მოულიდნელად ხელები გაშალა და გულში გამეტებით ჩაიკრა ათრთოლებული სხეული. ორივემ შენიშნა ერთმანეთის მოღრიალე გულისცემა. ორივეს ნეტარების ღიმილი ეფინა სახეზე და არცერთს ემეტებოდა ერთმანეთი გასაშვებად.
- მიხარია, რომ აქ ხარ. მე ყოველთვის დაგიცავ... ყველასგან... საკუთარი თავისგანაც კი. - გრძნობით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა ზედ გოგოს ყურთან ნაკაშიძემ.
- ვიცი. ჩუმად უპასუხა ადამიამ და კიდევ უფრო აეკრო მამაკაცის ძლიერ სხეულს.
- წამლუს დალევა გიწევს. მანამდე კუ ჭამა მოვასწოთ. - საათს შეხედა სანდრომ. - შენს ოთახში ადი. გამოიცვალე. მე მანამდე რამეს მოვამზადებ. - ცარომ მცოლოდ თავი დაუქნია და პულსაჩქარებული აუყვა კიბეს

მრავალა დაესწარით ჩემო საყვარლებო.



№1  offline წევრი sofo_sofia 13

რაა პირუტყვიაა ცაროს დედა რა უბედურებააა.ესენი კი საოცარი წყვილი არიან .. შენც მრავალს დაესწარი ბედნიერი 2020 წელი <3 <3

 


№2 სტუმარი სტუმარი Salome

Dzaan pataraa xvalac dade

 


№3 სტუმარი ია

აი ძალიან მაგარია მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent