შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით თამაში (მეოთხე თავი)


3-01-2020, 01:38
ავტორი tikuna tika
ნანახია 1 340

თვალები გავახილე და იმის გაანალიზებისას,რომ ეს ცუდი სიზმარი არიყო უბრალოდ თავი ბალიშში ჩავრგე და ვეცადე თავი რამით დამემშვიდებინა,თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახე.სიგიჟის ზღვარზე მისულს კარების ხმამ დამაბრუნა რეალობაში.კარებისკენ გახედვაც კი არ მინდოდა მეგონა იქ ისევ ის კლოუნი დამხვდებოდა,რომელიც თავს კაცად ასაღებდა.
–გამარჯობა...იცით ბატონმა გიგამ მითხრა დაუძახეო.საუზმე მზად არის–უცნობი ხმის გაგონებისას კარბისკენ გავიხედე.იქ კი ორმოცდაათ წლამდე პუტკუნა ქალი დავინახე.რომელსაც მოახლის ფორმა ეცვა.ამან კიდევ უფრო დამაბნია.როგორ შიძლება კაცს თან მდიდრული სახლი ჰქონდეს,მოახლეებიც ჰყავდეს და ამავდროულად რაღაც წაგებული თანხის სანაცვლოდ უსიყვარულოდ მოჰყავდეს ცოლად ქალი,რომელსაც არ იცნობს..
–მე ლილი მქვია–ფიქრებიდან ისევ ქალის ხმამ დამაბრუნა
–სასიამოვნოა,მე სესილი.ბატონ გიგას,კი გადაეცით,რომ საუზმე არმინდა და არც ამ ოთახიდან ვაპირებ გამოსვლას–ეს ვუთხარი და თავი ისევ ბალიშში ჩავრგე.მივხვდი უხეშად გამომივიდა,ის ხომ უდანაშაულო იყო,უბრალოდ დამიძახა,თუმცა თავი ვეღარ გავაკონტროლე და რაც პირველი გავიფიქრე ის ვთქვი.ისევ დაძინებას ვაპირებდი,თუმცა მძიმე ნაბიჯების ხმა,მოსწვდა ჩემს ყურს.ტანში გამცრა,ყოველთვის ასე ხდებოდა,როცა მის ცარიელ,უსულო თვალებს წარმოვიდგენდი.კარი გააღო,ვიგრძენი თითქოს შემოვიდა და სიცივე შემოიყოლა.ამ სიცივის გამო კი უფრო ჩავეხუტე ბალიშს და თავი მოვიმძინარე.
–ვიცი,არ გძინავს.არც მშვიდობიან დილას არ გისურვებ.უბრალოდ აზრი არ აქვს.ამიტომ შენით ადექი,ჩამოდი და ისაუზემ.ნუ მაიძულებ მკაცრად გესაუბრო–ოჰ ისეთი ხმა ჰქონდა,უბრალოდ თავის აწევაც ვერ გავბედე,უბრალოდ მის თვალებში ჩახედვაც დიდი დარტყმა იქნებოდა ჩემთვის.
–მშვიდობიანი დილა,როგორ უნდა იყოს,როცა კარებში შენ შემოდიხარ–ისე ვუთხარი,მისთვის არც გამიხედავ.უბრალოდ ვალები დავხუჭე და მოვემზადე რაღაც ისეთისთვის რაც კიდევ უფრო მატკენდა გულს.მაგრამ შევცდი,ის საწოლის კიდესთან ჩამოჯდა.მე კი თავს შემოვუძახე ,,სესილ თვალები არ გაახილო,ახლა არა’’მაგრამ ვეღარ გავუძელი დამას შევხედე,მიყურებდა და მე არ შემეშინდა,როცა თვალებში ჩავხედე.არ იყო მისი თვალები უწინდელივით მტკივნეული და უსულო.თითქოს რაღაც შეიცვალა,სახეც მშვიდი ჰქონდა.იმას კი ვეღარ ვიაზრებდი,რომ ერთმანეთს არცთუ ისე მცირე დროის მანძილზე თვალებში ვუყურებდით.მან ხელი ფრთხილად წამოიღო ჩემსკენ–შევცბი მოულოდნელი იყო,მას კი უბრალოდ გაეღიმა–შემდეგ მის გრძელ თითებში ჩემი თმა მოიქცია და სახიდან გადამიწია.
-შენს სიამაყეს გადააბიჯე და უბრალოდ ჩამოდი–ეს მითხრა,ჩემი გაკვივებული სახის დანახვისას ჩაიღიმა და ოთახიდან გავიდა.უკვე მერამდენე,ასე უნამუსოდ წავიდა და დამტოვა ადგილზე გაქვავებული.დავაკვირდი რამდენჯერაც ასე მოხდა,იმდენჯერ უთქმელად დავემორჩილე მის სიტყვას,თითქოს მაჯადოებდა.სწორედ ახლაც,აცდექი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.იქ მოფუსფუსე ლილი დამხვდა და მიღიმოდა.მისმა კეთილგანწყობამ,ჩემს მიმართ,დამნაშავედ მაგრძნობინა თავი.
–ბოდიში მინდა მოგიხადოთ ქალბატონო დალი.უბრალოდ ცუდ მდგომარეობაში ვარ, და ჩემი სიტყვები ვერ გავაკონტროლე–დამნაშავედ დავხარე თავი.
–რა ბოდიში ?რა ქალბატონო შვილო?მესმის შენი,არაფერი გაქვს საბოდიშო.პირიქით თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით მიგულე–თბილად მითხრა და ჩემთვის გამზადებული საუზმისკენ მიმითითა
–ახლა დაჯექი ისაუზმე,რომ ძალები არ დაკარგო–მეც დავჯექი და ძალით ვჭამე,ლილის ხათრით.მას ისე გულით ჰქონდა ყველაფერი მომზადებული.უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან,რომ არ მეჭამა.ამით თითქოს,მას შეურაცხყოფას მივაყენებდი.ჩემს თეფშს,რომ შეხედა გაეღიმა და სუფრის ალაგება დაიწყო.მეც მივეხმარე და თან რაღაც–რაღაცებს ვუყვებოდი ლილის ისიც გაფაცცებით მისმენდა.საბოლოოდ კი მივხვდი,რომ ეს ქალი იმაზე სანდო და გამგები იყო,ვიდრე წარმოვიდგენდი.
ყველაზე,მწარე და გულსაკლავი ის სიტყვებია,რასაც ცხელ გულზე ამბობ.არა იმ ადამინისთვის ვისაც ეუბნები,არამედ შენთვის,რადგან როცა სიბრაზე გადაგივლის,როცა დამშვიდდები და საკუთარ თავს დაუბრუნდები,მაშინ მიხვდები თუ როგორ უმიზეზოდ ატკინე ვიღაცას.შეიძლება ეს ვიღაც ახლობელი ადამინი იყოს შენთვის,ან სულად უბრალო გამვლელი.ორივე ერთნაერად რთული იქნება შენთვის.თუ რათქმაუნდა სინდისი და ადამიანური შეგრძნებები გაგაჩნია...
ასე უეცრად აღმოვჩნდით მე და ლილი ამ დიდ სახლში მეგობრები.ამან ხასიათზე მომიყვანა,მასთან ლაპარაკით თითქოს ემოციებისაგან დავიცალე.შემდეგ ცოტა დავიღალე და ისევ ოთახში ავედი.საწოლზე დავწექი და ჭერს ავხედე.არაფერზე არ ვფიქრობდი,ამდენი ხნის მანძილზე პირველად.უფრო სწორად ვერაფერზე.ალბათ ამდნეი ფიქრისგან გონება გადამეღალა და ჯობდა დამესვენა.ჩამეძინა,ღრმად და მშვიდად,თითქოს ისეთი უდარდელი ცხოვრებ მქონდა,რომ შემეძლო უშფოთველად დამეძინა.შემდგე,კარი გაიღო და გამეძვიდა.ის იყო.არც კი შემოუხედავს ისე დამიდო წინ, რაღაც დიდი პარკი და ოთხიდან გავიდა.წარმოდგნეაც,კი არ მქონდა,რომ შიგნით კაბა იქნებოდა. ვერცხლისფერი,თვლებით გაწყობილი კაბა ამოვიღე და გაკვირვებული ვუცქერდი,შემდეგ კი ისევ ყუთში ჩავიხედე და იქ ამავე სტილის მღალქუსლიანი ფეხსაცმელი დამხვდა.გავოცდი,მართალია არ ვიცოდი ეს ყველაფერი რაში მჭირდებოდა,თუმცა თითქოს გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც.
ქვემოთ ჩავიდე,გიგა კი სამზარეულოში დამხვდა,ლეპტოპით ხელში აშკარად მუშაობდა და სჯობდა ხელი არ შემეშალა,თუმცა ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი
–ისინი...ის ყველაფერი ლამაზია,მაგრამ მე რაში მჭირდება?–თავი ლეპტოპიდან წამოსწია და ამომხედა...მე თვალი ავარიდე.
–დღეს საღამოს ათ საათზე.წვეულებაზე ვარ დაპატიჟებული,მეგობრებთან.საჭიროდ ვთვლი,რომ შენც იქ იყო.
–მე...მე არ ვთვი.იქ წამოსვლას ვერ შევძლებ–ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისევ გავბედე შემეხედა მისთვის.უემოციო იყო,თითქოს რიგითი გამვლელი ვყოფილიყავი და არა მისი ,,ცოლი’’
–მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე,ამიტომ ნახევარ საათში მზად იყავი–ისევ ლეპტოპში ჩაიხედა
–რაა?ნახევარ საათში?გამორიცხულია,ვერ მოვასწრებ–ისევ თავის დაძვრენა ვცადე
–აქ თუ მორჩები უაზრო საუბარს იქნებ მოასწრო კიდეც
–უზრდელი–ჩავილაპარაკე და კიბეებზე ასვლა დავაპირე.მკლავზე ვიღაცის ხელი,რომ ვიგრძენი მივხვდი,რომ ენა უნდა დამემოკლებინა,მაგრამ გვიანი იყო...
–რა თქვი?–ისე ახლოს იყო,მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი.მის ბოხ ხმაზე შიშისგან მუხლები მეკვეთებოდა.
–რასაც ვფიქრობ ის ვთქვი....ჯობია დავმალო?–მთელი ძალისხმევა ამოვაყოლე ამ სიტყვებს და ავხედე
–გირჩევასე ნათლადაც არ გამოხატო ეს შენი სუბიექტური აზრი.უბრალოდ მერე ინანებ...რავიცი–ჩაეცინა და გამეცალა.ძლივს მოვახერხე გამოფხიზლება და მაშინვე კიბეს ავუყევი.მაბნევს...უნდა გავგიჟდე.ანდაც არვიცი,უბრალოდ არვიცი რაშეიძლება ჰქონდეს მიზნად დასახული.იქნებ უბრალოდ უნდა გრძნობებით მეთამაშოს,რომ უფრო მწარედ მატკინოს გული?–თან ამ ფიქრებში ვიყავი და თან ვიცვამდი.მალე მზადებას მოვრჩი.სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავის დანახვისას.სახეზე კმაყოფილება დამეტყო,თავში კი ერთმა გენიალურმა აზრმა გამიელვა :,,ახლა ვნახოთ,როგორია გრძნობებით თამაში’’–ჩავილაპარაკე და ქვემოთ ჩავედი.ისიც მზად იყო,ოფიციალურ სტილში ეცვა. ,,ასეთი ამაზრზენი,რომ არიყოს როგორი სიმპატიურია’’–გავიფიქრე,და როცა გონს მოვეგე.ამ ფიქრების გამო შემრცხვა.თუმცა თამაში ახლა იწყებოდა.
გავიღიმე და მისკენ წავედი
–აბა წავედით–ღიმილით ვუთხარი.მისი გაკვირვებული სახის დანახვისას შეუმჩნევლად ჩავიცინე ,მას ხელი ჩავკიდე და კარისკენ წავიყვანე.მანქანაში კარი გამიღო და ამის შემდეგ ჩაჯდა თვითონ.,ძალით ჯელტმენი ბიჭი’’–ვფიქრობდი და თან ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი,თუ როგორ გამეგიჟებინა.
მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ,სანამ მანქანას დაქოქავდა მაცდურად გავხედე გავუღიმე
–კარგი სუნამოა?–ეს ვუთხარი და ყელი სახესთან მივუტანე.აშკარად დაიძაბა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.მე კი ღმილით შევყურებდი მას.არაფერი,უთქვამს.გზაში შევამჩნიე როგორ ჩაიცინა თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.მალე მივედით,მანქანიდან ჩემით გადავედი და მისგარეშე გზის გაგრძელება დავაპირე თუმცა,სწრაფად შემომატრიალა და მაკოცა–გონება გამეთიშა,ვერც მივხვდი რაუნდა გამეკეთებინა.ბოლოს ჩემს ყურთან,ტუჩები მოიტანა და ჩამჩურჩულა
–ერთით –ნული–ჩაიცინა და გზა გააგრძელა.მეწყინა მაგრამ,თავს ძალა დავატანე და საკუთარ თავს შემოვუძახე:,,ყველაფერი კარგად იქნება....ყველაფერი ახლა იწყება.’’



№1 სტუმარი დარი

ააუუუუ რაა კაიააა ძაან განხვავებული წყვილი შეიქმნაა იმედიაა არ გვალოდინებ

 


№2 სტუმარი sofia

უფფფ უფფფ რაკარგიიკოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent