სამი დღე (9 თავი)
შეგიძლიათ მკითხოთ ბატონო გიორგი. - მიუბრუნდა სანდრო მამაკაცს მას შემდეგ, რაც ცარო თვალს მიეფარა. - რაც ვნახე საკმარისზე მეტია... - თავი ჩახარა და ხმადაბლა დაიწყო კაცმა. - მაგრამ ის ჩემი შვილია და მაინტერესებს ყველაფერი, რაც მას ეხება. საიდან იცნობთ ერთმანეთს? აქამდე თქვენი სახელი არასდროს მსმენია. - პირველ რიგში გთხოვთ, შენობით მომმართეთ. რაც შეგვეხება მე და ცაროს... ძნელაძეს უნდა ვუმადლოდეთ და მის არაკაცობას. - ლეო რა შუაშია? - აშკარად დაიბნა კაცი. - თავშია... თავშია მაგრამ ვერაფერს გაიგებთ თუ ყველაფერს თავიდან არ დავიწყებ. დამპირდით, რომ არ შემაწყვეტინებთ და ნურც დასკვნების გამოტანას იჩქარებთ სანამ ყველაფერს არ გაიგებთ. რასაც ახლა მოგიყვებით არც ცაროსთვისაა ცნობილი და მხოლოდ სამმა ადამიანმა ვიცით. თქვენ მამამისი ხართ და ვალდებული ვარ მოგიყვეთ. მაშინ, 17 წლის ვიყავი ქარაფშუტა, ტიპიური თინეიჯერი. ღამე გართობა, და მთელი დღე ძილი. დალევა და ქალები ჩემი სუსტი წერტილი იყო, მაგრამ დამეფიცება ნარკოტიკი არასოდეს გამისინჯავს. იმ დღესაც რამდენიმე წუთის დაბრუნებული ვიყავი კლუბიდან დედაჩემის კივილმა, რომ სახლი შეძრა. - ნანოოო. არა... ჩემი გოგოო. - გაჰკიოდა მთელს ხმაზე ძმისშვილის სახელს. ნანოს მამა და დედაჩემი ტყუპისცალები იყვნენ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ... ბიძა და ბიცოლა ავარიაში რომ მოყვნენ და დაიღუპნენ ლამის დედად გადაყვა. მდგომარეობიდან მხოლოდ ნანოს წყალობით გამოვიდა. თავს დაჰფოფინებდა ძმისგან დარჩენილ ერთადერთ სახსოვარს. ახლა კი მის სახელს კიოდა და მიწაზე მხოხავი თავს უშენდა გრანიტის იატაკს. ვეაფერს ვხვდებოდიდა ვერც დედას ვშველოდი. მერე მამა მოვიდა. საზარელი ახალი ამბით. - ნანო, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს საზრვარზე და სამუდამო პატიმრობა ემუქრება. - ღადაობ მამა? შეუძლებელია სიმართლე იყოს... - ყურებს არ ვუჯერებდი. - ფაქტია ვიღაც აიძულებს ამის გაკეთებას ან... - ან? - ან კიდევ უარესი. ხელს აფარებს ვიღაცას. ნანო საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული. სორბონაში სწავლობდა. დედა ავადმყოფობდა და მის გამო რამდენიმე დღით აპირებდა ჩამოსვლას. თან სიურპრიზი მაქვს უნდა გაგახაროთო. სწორედ მაშინ მოხდა ეს უბედურებაც. მამა ვისთან აღარ იყო, რა აღარ სცადა, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ. ნანო ცოცხალი თავით არ ამხელდა ვისი იყო ტვირთი. ამასობაში 2 თვეც გავიდა და მუცელი შეეტყო. 5 თვის ფეხმძიმე იყო უკვე. რაც მართლა სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ვერც ბავშვის მამის ვინაობა დავტყუეთ. ერთი თვის შემდეგ, კი სცადა. თუმცა არ გამოუვიდა. კომაში ჩავარდა. 2 თვის თავზე გულმაც ვეღარ გაუძლო და გჩერდა. ექიმებმა იყოჩაღეს.... უკვე გარდაცვლილი იყო საკეისრო რომ გაუკეთეს. ქვეყანას რუთი მოევლინა. ნანომ კი სამუდამოდ დაგვტოვა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ამბავმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. ვისწავლე კიდეც. დამოუკიდებლად მინდოდა რამეს მიმეღწია. თავდაუზოგავად ვშრომობდი და ამის შედეგია ის, რაც მაქვს. რუთი შვილივით გავზარდე. ახლა უკვე 11 წლისაა. 1 წლის წინ დაზღვეული წერილი მივიღე 10 წლის დაძველებით. ნანო მწერდა... რომ თურმე რაღაც ძალიან საშიშს აპირებდა. რომ მნიშვნელოვანი იყო ეს რაღც მისთვის და მიზეზი ჰქონდა. ბოლოს კი ეწერა " სან, როცა ამ წერილს მიიღებ უკვე დიდი ბიჭი იქნები. იქნებ აღარც გახდეს საჭირო, მაგრამ თუ გახდა. ჩემს შვილს ხელი შეუწყვე მამას დაუახლოვდეს. მან ჯერ არაფერი იცის. ლეო ძნელაძეა ჩემი შვილის მამა და ერთადერთი სიყვარული. რაც არ უნდა მოხდეს არაფერი დაუშავო." ლეო ძნელაძე - მეცნობოდა ეს სახელი და გვარი. მერე როგორც გავარკვიე ცნობილი რეციდივისტი, თაღლითი და ბარიგა აღმოჩნდა. უკვე ცხადი გახდა ვისაც აფარებდა ხელს ნანო და საიდან ჰქონდა ნარკოტიკები. ამ ყველაფერთან ერთად ნანოს მამის დანატოვარი 310 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონებაც ძნელაძის სახელზე იყო გადაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თავიდან გვეგონა რომ ნანომ გაყიდა. მაგრამ ამ წერილის შემდეგ მივხვდი ძნელაძემ შეგნებულად მიითვისა მისი ქონება. მე რაც გამაჩნია ჩემს შვილიშვილსაც ეყოფა მთელი ცხოვრება. 310 ათასი არ არის ის თანხა რასაც დავხარბდები. მაგრამ ის რუთს ეკუთვნის დედისგან. ამიტომაც ძნელაძეს ვაიძულე თანხის დაბრუნება. ეგოისტურად გამაღიზიანა იმ ფაქტმაც, რომ ნანოს მიწა სჭამდა. ლეო კი ცოლს ირთავდა და ბედნიერი იყო. მას ულტიმატუმი წავუყენე რომ თუ ფულს არ მოიტანდა ან მას და ან მის საცოლეს ჩემი დაცვის რვავე წევრი გააუპატიურებდა. არჩევანის გაკეთება კი მას მივანდე საკუთარ თავსა და საყვარელ ქალს შორის. - აქ გიორგის სახე წაეშალა და ფეხზე წამოიჭრა. - როგორ გაბედე. - იღრიალა მან. სანდრომ კი ხელზე მოქაჩა და აიძულა ისევ დამჯდარიყო. - ხომ გთხოვეთ, რომ ნაადრევი დასკვნები არ გამოგეტანათ. მომისმინეთ და გაიგებთ ყველაფერს. ვიცოდი, რომ ნანოსგან განსხვავებით ცარო უყვარდა და სპეციალურად ვუთხარი. თან მაინტერესებდა შეიძლებოდა თუ არა მისთვის რუთის ნდობა. 3 დღეში ცაროსთან ერთად რომ მოვიდა მივხვდი სწორად მოვიქეცი, რომ ეს გამოცდა მოვუწყვე. თავდახრილი იდგა ცარო ჩემს წინ და ლეოს გადაარჩენად მზად იყო ეს ამაზრზენი ნაბიჯი გადაედგა. თუმცა არ იცოდა, რომ 8 კაცზე იყო ლაპარაკი. თავი რომ ასწია და თავისი წყლიანი შავი თვალები შემომანათა ლამის იქვე განვუტევე სული. ცხოვრება მეთამაშებოდა. ერთადერთი ქალი, რომელიც ცხოვრებაში მომწონებია, მაგრამ სანამ ვინაობას დავადგენდი დავკარგე. ეს კიდევ ცალკე თემაა. ახლა ჩემს წინ ნაძირალა ლეო ძნელაძის საცოლის სტატუსით იდგა და მზად იყო იმ ნაბიჭვრის საკეთილდღეოდ ცხოვრება დაენგრია. იმ სამი დღის დეტალებს არ მოგიყვებით. თუმცა გეტყვით, რომ ის ისეთივე სუფთა და უმწიკლოა როგორც მანამდე. ერთი წუთითაც არ შეიტანოთ ეჭვი მის პატიოსნებაში. მე... მე მანამდეც მომწონდა ის. იმ დღეებმა კი ისე მიმაჯაჭვა ვერც მივხვდი. თუმცა მე მივეცი მას არჩევანის საშუალება და გავუშვი. ბედს მივენდე. თუკი ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი ცხოვრება ჩვენს გზებს აუცილებლად გადაკვეთავდა. მანამ არ შევხმიანებივარ, სანამ ის საშინელი სტატიები არ ვნახე... დავურეკე. სწორედ ამ დროს შეუვარდა თქვენი მეუღლე და ცემა დაუწყო. გაუთიშავი ყურმილიდან მესმოდა მისი წამება და ლამის ჭკუიდან შევიშალე. დანარჩენი თქვენც იცით. გარდა იმისა, რომ სიცოცხლეს დავთმობ და ცაროს ვერა. ვერანაირი ძალა და მიზეზი მის თავს ვერ დამათმობინებს. გეუბნებით როგორც კაციკაცს და არა ქალის მამას, რომელიც ჭკუაზე შეშლამდე მიყვარს და სუნთქვასავით მჭირდება. ვიცი, უსტატუსოდ უცხო მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება თქვენს და მის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება მაგრამ რა გავაკეთო? მხოლოდ ჩემთან მეგულება დაცულად. რაც შეეხება სტატუსს არ მინდა მოვლენები დავაჩქარო. მინდა დარწმუნდეს საკუთარი გრძნობების ნამდვილობაში. მინდა ჩემსავით შემიყვაროს. არც ახლაა გუგრილი ამას ვგრძნობ. მაგრამ მე გაცილებით მეტი მინდა. მინდა ისევე იყოს მთელ არსებით შეპყრობილი ამ გრძნობით როგორც მე ვარ. ახლა სიმართლე იცით და თქვენი გადასაწყვეტია ჩემს მხარეს იქნებით თუ წინააღმდეგ. - თხრობა დაასრულა და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა გიორგის. - ცაროსთან ავალ. მომეცი საშულებე პირისპირ ველაპარაკო. - სანდრომ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და კიბეებისკენ მიუთითა. - მეორე კარია ხელმარჯვნივ. - მიაწია ხმა შუა კიბეზე მიმავალ მამაკაცს. * * * - ცარო. გძინავს? - ორჯერ დაკაკუნების შემდეგ ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი ნაკაშიძემ. - არა. - მშრალად უპასუხა და საწოლზე წამოჯდა. - რაღაც მოვამზადე და მინდა გასინჯო. - არ მშია სანდრო. მალობა. - რამის გასინჯვასთან შიმშილი რა შუაშია? მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად მოვამზადე. - არ მოეშვა ბიჭი. - თან მინდოდა რაღაც მომეყოლა. იმედი მქონდა რამეს მირჩევდი. - დაიწუწუნა ნაკაშიძემ. ცარომ ცალი წარბი აწია და გამოხედა. - სანდრო ნაკაშიძეს ჩემი რჩევა დასჭირდა? - გადაიკისკისა და მკვირცხლად წამოდგა. - სიყვარულის ამბავში ყველა უძლური ხდება ხომ გესმის... - მაშინ ჯობია არაფერი მკითხო. მე, რომ რამე გამეგებოდეს ამდენ შეცდომას არ დავუშვებდი. - ცივად გასცა პასუხი კიბეზე ჩამავალმა. - წეღან სხვანაირად ჭიკჭიკებდი. - ეშმაკურად ჩაიცინა სანდრომ და დაჟინებით ჩააჩერდა თვალებში. - მხოლოდ თეორიაზე დაყრდნობით. - სადროს იმედებს ცივი წყალი გადაასხა გოგომ. - ეგ ცოდნაც გამომადგება. - არ დაიბნა ბიჭი. - მომიყევი აბა რას ვერ უმკლავდები? - გადაიკისკისა ცარომ მაგრამ თვალები სევდით ჰქონდა სავსე. - სხვა დროს იყოს. ჯერ გასინჯე ჩემი ნახელავი. - სკამი გამოუწია და ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან დასვა გოგო. - "მადამ ბოვარი"? გინდა მითხრა, რომ ეს შენ მოამზადე? - გაოცებული უყურებდა გოგო. თან სულმა წასძლია და სასწრაფოდ გაუსინჯა გემო საყვარელ კერძს. - აბა? როგორია? - ინტერესით უყურებდა საყვარელ ქალს და მისი ბედნიერება აბედნიერებდა. - საოცარია. იცი, ყველა კერძს მირჩევნია, მაგრამ ვერასდროს ვისწავლე მომზადება. - ჰოდა გასწავლი. დრო ბევრი გვაქვს. - ცაროს ისევ მოეღუშა სახე. - რა ხდება? რაც მამაშენი წავიდა უხასიათოდ ხარ. არადა მეგონა გაიხარებდი... - არაფერია... შენ რომელი კერძი გიყვარს? - მოხერხებულად აუქცია გვერდი თემას მაგრამ... არ ჩაუვიდა ჩექმაში ფეხი. - ცარო, რაღაც გკითხე და პასუხს ველოდები. - ხმა გაიმკაცრა ნაკაშიძემ. - მამას წყვილი ვგონივართ... ძალიან არ მომწონს ეს, მაგამ ვერაფერი ვუთხარი... დავიბენი. - დამშვიდდი. მამაშენი ჭკვიანი კაცია. უთქმელადაც ხვდება ყველაფერს. - ორაზროვნად უპასუხა და სივრცეს გაუღიმა. - რაო რას ამბობდი, რაში დამეხმარეო? - საინტერესო თემას დაუბრუნდა ადამია. სანდროს ჩაეღიმა. მიუხვდა ეშმაკობას, მაგრამ არფერი შეიმჩნია. - მგონი შეყვარებული ვარ. - მეოცნებე სახე მიიღო ნაკაშიძემ. ცაროს ლამის ლუკმა გადასცდა. სასწრაფოდ მიაყოლა წყალუ და ამოიკნავლა. - ვისზე? - ერთ ძალიან ლამაზ და კეთილ გოგოზე. სამწუხაროდ არ ვიცი მისი სახელი. - ეგ როგორ? - მას 2 წლის წინ ბაკურიანში შევხვდი. სასრიალო ტრასაზე მთელი ძალით შემეჯახა. მომენტალურად გონებაც კი დავკარგე. მაშინ მაგრად გამიტყდა. თცალ რომ გავახილე ჩემი თავი კალთაში ედო და თვალის გახელას მევედრებოდა. გონს მოსული რომ მნახა უკან მოუხეავად გაიქცა. მივაძახე სახელი მაინც მითხარითქო. მან მიპასუხა თუ საჭიროა ჩვენი გზები აუცილებლად გადაიკვეთებაო. - ღიმილით დაასრულა სანდრომ მაგრამ თვალს არ აციებდა ცაროს წაშლილ სახეს, რომელსაც ნათლად დაუდგა თვალწინ 2 წლის წინანდელი კადრები. - ნეტავ დაგეჭირა და არ გაგეშვა... - მხოლდ ეს უპასუხა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო. - ახსოვს. ასეც ვიცოდი. - ყურებამდე გაიღიმა სანდრომ და სკამის საზურგეზე ნებივრად გადაწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.