შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (6თავი)


6-01-2020, 15:01
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 525

ალექსანდრე ანას შეშინებული დაყურებდა და ვერ ბედავდა შეხებოდა, ვეკო სარკიდან აკვირდებოდა მის რეაქციას
-ალექს მაჯებზე დააჭირე ამის დედაც-უყვირა ბოლოს მწყობრიდან გამოსულმა, რადგან ანა ბევრ სისხლს კარგავდა, ალექსი ისევ ისე შეშინებული დასცქეროდა და ვეკომ რომ დაუღრიალა -მოკვდება-თითქოს აზრზე მოვიდა და ორივე ხელი მაჯებში სტაცა
-ცივია-ამოხდა უნებურად
-სისხლის ჯგუფი იცი?-სარკიდან გახედა ალექს გაბრაზებულმა ვეკომ
-რაა?- ალექსმა კითხვა ვერ გაიაზრა
-სისხლის ჯგუფი-დაუყვირა ვეკომ
-საიდან უნდა ვიცოდე-აიბნა ალექსი
-ამის დედაც-საჭეს ხელი დაარტყა ბრაზისგან ვეკომ-გაარკვიე მიდი თორე ხელებში ჩაგვაკვდება
-შენი დედაც-ალექსმა შეიგინა და ტელეფონი ამოიღო -ბექა მე ვარ, ხოო, ანამ ვენები გადაიჭრა, ჯგუფი არ ვიცით, ხოო მანდ მოგვყვავს, ვერ დაეხმარები? ფუ შენიიიიი-ჩაყვირა გამწარებულმა ყურმილში და გაუთიშა
-რა გითხრა?
-ჯგუფს თუ არ გაარკვევ მოკვდება და აქ არ მოიყვანოო
-ეგ სირ. -იყვირა ვეკომ -დედამის დაურეკე
-ამის დედასაც შევ. -იყვირა ალექსმა და ანას დედის ნომერი მოიძია -ქეთი ზაალიშვის ვესაუბრები? -ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდი ხმა ქონოდა
-დიახ-ქალი დაიძაბა
-მისმინეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია
-ვინ ხარ რა გინდა-აყვირდა ქეთი
-ანას სისხლის ჯგუფი გვითხარით სასწრაფოთ -მიახალა ალექსმა
-რაა? ჩემ შვილს რა უქენით მკვლელებო, ავადმყოფებო-აკივლდა ქალი
-თუარ მეტყვით ნამდვილად მოკვდება თქვენი შვილი-მიახალა ალექსმა
-სად არის ჩემი შვილი, მითხარით თორემ გიჩივლებთ-ამოიკივლა ქალმა
-ქალბატონო ქეთი დამშვიდდით და შევთანხმდეთ, მე მისამართს გეტყვით თქვენ სისხლის ჯგუფს
-მითხარი-იკივლა ქალმა- ალექსამა უთხრა კლინიკაც და მისამართიც -ანას მესამე უარყოფითი აქვს -ამოიტირა ქალმა და გაუთიშა,იმდენად იყო ამ ყველაფრით დაღლილი რომ ძალა არ ეყო ამდგარიყო და წასულიყო, ამიტომ დაჯდა დივანზე და იქამდე იტირა სანამ სრულიად არ დაიცალა მძიმე ემოციებისგან რომ ძალა მოეკეიბა და წასულიყო შვილის სანახავად რომელიც ვინიცის რა მდგო.არეობაში დახვდებოდა.
-გაიგე? -მიბრუნდა ვეკო ალექსისკე
-მესამე უარყოფითი
-ბექას დაურეკე დს უთხარი მაგ სირ.
საავადმყოფოში მივიდნენ თუ არა ბექა ექიმების გუნდით დახვდა ეზოში
-ნეტა კიდე რა სირ. ბას ჩაიდენთ-მიახალა ბიჭებს და საკაცეს გაედევნა.
-ამის დედაც-ალექსანდრემ მანქანას წიხლი დაარტყა
-მე რომ დამეგვმვიანა, ანასაც მოკლავდი
-შე ნაბიჭ. -ალექსანდრე ვეკოს ეცა და საყელოში ხელი წაავლო -გგონია მე მინდოდა ასე მომხდარიყო?
-რა უქენი ანას?- ვეკო თვალებში უყურებდა უკვე სახეალეწილ ბიჭს
-შე ნაბიჭ. -უღრიალა ალექსმა და მუშტი დაარტყა, ვეკოს გაეცინა და სისხლი მოიწმინდა გახეთქილი ტუჩიდან
-ჩემ დასაც მასე მოექეცი? -ვეკოს კითხვამ ალექსი გააგიჟა, თავზე წაივლო ორივე ხელი და არაადამიანური ხმით ამოიხრიალა
-არა არა არა-ხაოდა და მუხლებით მიწაზე დაეცა და ისეთი დაიღრიალა ვეკო გაოგნდა, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახია ალექსი, მაგრამ ეს ემოციების მოზღვავება რამდენიმე წამს გაგრძელდა, მხოლოდ წამები დასჭირდა იმისთვის რომ გონს მოსულიყო და ყველა ტკივილი სულში ჩაემარხა, მოულოდნელად ფეხზე წამოვარდა და ვეკოს ეცა ისევ
-შენი და მიყვარდა, წარმოიდგინე ერთადერთი ადამიანი ვინც მიყვარდა მარიანა იყო, მაგრამ დავკარგე, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო ეს გრძნობა და როგორ გავფრთხილებოდი, არვიცოდი როგორ უნდა მომევლო რადგან სიყვარულის არაფერი ვიცოდი, მე მარტო ბრძანებების გაცემა, დაუმორჩილებელის დასჯა და სიძულვილი მასწავლეს, შენი და სიგიჟემდე შემიყვარდა, და სანამ ვისწავლიდი ამ სიყვარულის მოფრთხილებას მან თავი მოიკლა, იმიტომ მოიკლა რომ... -ალექსი გაჩუმდა, ვეკოს თვალებში ჩააცქერდა
-იმიტომ მოიკლა რომ გაიგო რა ნაძირალაც იყავი და ვერ შეეგუა ამას-მიახალა ვეკომ და სახეში დაარტყა მუშტი, ალექსიც არ დარჩა ვალში და ამ ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ რომ ვიღაცის ძლიერმა ხელმა ერთმანეთს მოაშორა ორი შეშლილი
-ალექსანდრე შერვაშიძე-ზიზღით ამოთქვა თორნიკემ და სახეალეწილ ბიჭს მიაჩერდა
-ისევ შენ-ალექსმა შეიგინა და მაჯით მოიწმინდა ცხვირიდან წამოსული სისხლი
-ესეიგი ანას საქმეში შენი ხელი ურევია იესევე როგორც გიგის -ზიზღით შეხედა ალექს
-რას ბოდავ შე ნაბიჭ.-დაექროლა ალექსი
-მალე მოვალ შენამდე და ყველაფრისთვის პასსუხს გაგებინებ-დაემუქრა ხიმშიაშვილი და საავადმყოფოში შევიდა
-იმედია ესეც წინა გამომძიებელივით არ ჩაიდებს მაყუთს და არ მოტყდება-დამცინავად შეხედა ვეკომ ალექს
-ნაბიჭ. ხარ -მიახალა ალექსმა და საავადმყოფოში შევიდა.
ბექას მოლოდინში ქეთი ლამის შეიშალა, ადგილს ვეღარ პოულობდა შიშისგან, კარგახნის ლოდინის მერე ბექა გამოჩნდა, ყველა ფეხზე წამოვარდა
-ჩემი შვილი როგორაა? -ატირდა ქეთი
-მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სამწუხაროდ ბევრი სისხლი დაკარგა, აქ შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს, გულიც გაუჩერდა,მაგრამ შევძელით მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, ახლა უნდა დაველოდოთ, მართვით სუნთქვაზეა მაგრამ იმედი გვაქვს რომ გონს მოვა.
ალექსანდრემ დაკითხვაზე არაფერი აღიარა, საეთოდ შეიცხადა რაში მდებთ ბრალსო, ვეკომ საავადმყოფოში შევხვდით ერთმანეთსო და იმიტომ ვიჩხუბეთო, თორნიკე ლამის შეიშალა, დაინახ თავის თვალით რაც მოხდა და ვერაფერს რომ ვერ ამტკიცებდა, ისკიარა ქეთის ტელეფონიც დაიკარგა საავადმყოფოდან და ვერც ის ზარი მოიძიეს ქეთის რომ დაუურეკა ვიღაცამ და სისხლის ჯგუფი კითხა. მოკლეთ კარგად იმუშავა ალექსის გუნდმა და მშრალად გამოვიდა ამ საქმიდან, თუმცა ხიმშიაშვილი დაემუქრა რომ მაინც დასჯიდა ყველა ბოროტებისათვის.
ანას გონს მოსვლას სამი დღე დასჭირდა, საკმაოდ სუსტად იყო ამიტომ დაკითხვა თორნიკემ მეორე დღისთვის გადადო, და უხაროდა რომ ახლა მაინც დაადგენდა სიმართლეს, გაიგებდა ანას ამბავს და ალექსის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდა თუმცა ტყუილად უხაროდა... შუაღამისას ანას პალატაში ალექსი შეიპარა, მიძინებულ ქეთის რაღაც მიაფარა ცხვირზე და მალევე მოეშვა, ანა კი გააღვიძა
-რახდება? -ამოიბლუდუნა ნახევრად მძინარემ
-სუპრიზი-ამოიჩურჩულა ალექსანდრემ და მისი ხმის გაგონებისთანავე ანა დაფეთებული წამოჯდა საწოლზე
-აქ რას აკეთებ, ავადმყოფო, წადი თორემ ვიკივლებ-დაუყვირა ანამ
-რამდენიც გინდა იკივლე, შენ ხმას ვერავინ გაიგებს და ჯობია მომისმინო-წარბი აწია ალექსმა და ფეხებთან ჩამოუჯდა, ანა ისე დაფრთხა, საწოლის საზურგეს აეკრო და ფეხები მოხარა -ჭკვიანი გოგო ხარ-ანას შეხედა და თვალი თვალში გაუყარა
-ჩემგან რა გინდა რას გადამეკიდე-ანას თვალი არ აურიდებია მისი მწვანე გაბოროტებული თვალებისთვის
-ხვალ დაგკითხავს ხიმშიაშვილი და ეტყვი რომ ვენები სახლში გადაიჭერი და მეზობელმა მოგიყვანა აქ, დედაშენმა კი მოგვიანებით გაიგო და მერე მოვიდა
-რა მდიდარი ფანტაზი გაქვს-უთხრა ზიზღით ანამ -მეზობელი დააშინე თუ ფული მიაყარე
-ცოტა ორივე დამჭირდა
-რა გულისამრევი ხარ-ანამ მზერა აარიდა და დედას გახედა
-კარგათ გაიგე ხო რაც გითხარი? -ჩაეკითხა ალექსანდრე და ანას მიაჩერდა
-გაეთრიე აქედან-ნერვებმა უმტყუნა გოგონას
-ანა ჩემი ბედისწერა ხარ-თავზე წამოადგა ალექსი და ნიკაპზე ხელი წაავლო, თავი ააწევინა და ჩააცქერდა ცისფერ უძირო თვალებში
-მე შენი არ ვარ და არასოდეს ვიქნები-ამოიკივლა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ და მისი ხელი უხეშად მოიშორა
-გაიძულებ შენი ნებით მოხვიდე ჩემთან-უჩურჩულა ყურში და გასწორდა
-მირჩევნია მოვკვდე
-მაშინ მოკვდები როცა მე მომინდება-მიახალა ალექსმა და გავიდა პალატიდან, ანა ისე გამწარდა რომ რაც ხელში მოხვდა ყველაფერი ძირს გადმოყარა.
დაკითხვა ისე წარიმართა როგორც ალექსმა ისურვა, ანამ ისე მოყვა ყველაფერი როგორც მან დაავალა, თორნიკე ძალიან გააღიზიანა იმის შეგრძნებამ რომ ალექსმა შეძლო და ანაც დააშინა და აიძულა ეთქვა ის რაც მას სურდა. საქმე დაიხურა რადგან ანა არავის გაუტაცია, მისი თავისუფლება უკანონოდ არავის აღუკვეთია და არც თვითმკვლელობამდე მიუყვანია, თორნიკე ბევრს ეცადა მაგრამ ანა ვერ დაარწმუნა და ვერ დააჯერა მისი და დედამისი უსაფრთხოებაში, ამიტომ ანამ არაფერი არ შეცვალა ჩვენებაში.
-ანა ისე მაინც მომიყევი სინამდვილეში რა მოხდა
-გთხოვთ თავი დამანებეთ-ამოიტირა ანამ
-ანა მაპატიეთ ამას რომ გეკითხებით... კარგი კარგი-თორნიკემ გადაიფიქრა იმის კითხვა რამე ხომარ დაუშავა რადგან ანა ატირდა -ანა იცი რომ შენი ძმა სადაც მუშაობდა იმ საწყობის ერთერთი უკანონო თანამფლობელია ალექსანდრე შერვაშიძე და დიდი ალბათობით მისი ხელიც ურევია შენი ძმის გაუჩინარებაში? -ანამ სრული შოკი მიიღო, ისე გააბრუა მისმა ნათქვამმა რომ ეგონა რაღაც მძიმე ჩაარტყეს თავში, კარგა ხანს აზრებს ვეღარ იკრებდა, ისე იყო ამ ამბით გონებაარეული -და ის თუ იცი რომ მან მშვენივრად იცოდა ვინ იყავი, ვისი და ,ვისი შვილი, სად სწავლობდი და საერთოდ ყველაფერი იცოდა შენზე გარდა სისხლის ჯგუფისა
-გეყოფათ-თორნიკე ფსიქოლოგიურ წნეხს ახორციელებდა ანაზე
-ის თუ იცი რომ მშვენივრად იცის შენი ძმა რომ გაუჩინარდა და შენ მას დაეძებ?
-ჩემგან რა გინდათ? რისი მოსმენა გინდათ? დიახ მან გამიტაცა, დაჭრილი იყო და სადღაც მივედით, იქ გამომკეტეს, მერე აღმოვაჩინე რომ ვგავდი მის შეყვარებულს თუ საცოლეს და ამან გააგიჟა, მე შემეშინდა და ვენები გადავიჭერი, მაგრამ რას იზავთ ახლა? როგორ დაგვიცავთ იმ შეშლილისგან მეც და დედასაც? იქნებ გიგი სადმე გამოკეტილიც ყავთ და აწამებენ
-ანა საქმე გადაკვალიფიცირდა
-ეს რას ნიშნავ? -დაიბნა ანა
-შენი ძმა დაკარგულად აღარ ითვლება
-ვერ გავიგე-სულ აიბნა ატირებული გოგონა
-საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის და გაზრახ მკვლელობის მუხლით ვიძიებთ უკვე
-რაა-ამოიტირა გოგონამ და მოთქმით ატირდა
-ანა არ გესმით რომ ეს უბრალოდ გატაცება არაა, და არც გიგი აორთქლდა უმიზეზოდ თქვენ უნებურად შეასკდით ყველაზე საშიშ კრიმინალურ ბანდას რომელიც ოფიციალურად მუშაობს ხა სახელმწიფო მფარველოობს, თუ არ გინდა შენი ძმის ბედი გაიზიარო, დედაშენი, მე და კიდევ ბევრი ამ ამბავს შეეწიროს უნდა დამეხმარო
-მე რა შემიძლია?
-დუმილი გამოსავალი არაა ანა
-დრო მჭირდება რომ გავიაზრო ყველაფერი
-ანა დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ კარგი, დაფიქრდი და გადაწყვიტე რა ჯობია, მე ყველანაირად დაგეხმარებით.
ანამ ფაქტიურად ღამე გაათენა, ფიქრისგან თავი ასტკივდა უკვე, აღარ იცოდა რა ჯობდა და როგორ დაეცვა დედა, რომელი გზა იყო მართებული და უსაფრთხო, რომ კიდევ მეტი ადამიანი არ დაზარალებულიყო, ძალიან რომ დაიტანჯა ამ ფიქრებით, თვალები გაახილა და ღამის სანათი ჩართო საათს გახედა ხუთს აკლდა თხუთმეტი წუთი, ძალიან შეეშინდა როცა ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა, შემდეგ კი კარის სახელური დაიქაჩა
-ვინ ხარ-ამითქვა დამფრთხალმა და საწოლიდან წამოვარდა
-მე ვარ-ნაცნობი ხმის გაგონებაზე ანას შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა



№1 სტუმარი λιζι

მიყვარს მე ალექსანდრეეეეეე❤️❤️
კარგი წყვილი იქნებაააა
მალე დადე რა მომდევნოოოცც please

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

შენი ისტორია უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

არ მესმის როგორ უნდა შედგეს ალექსანდრეს და ანას წყვილი როცა ალექსანდრემ ძმა მოუკლა -_-

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანი
არ მესმის როგორ უნდა შედგეს ალექსანდრეს და ანას წყვილი როცა ალექსანდრემ ძმა მოუკლა -_-

არც შედგება ჩემო კარგო, ალექსანდრეს აკვიატებაა ანა, მსგავსების გამო ებღაუჭება მხოლოდ

 


№5  offline წევრი თათუ♡

ნეაკო
სტუმარი ანი
არ მესმის როგორ უნდა შედგეს ალექსანდრეს და ანას წყვილი როცა ალექსანდრემ ძმა მოუკლა -_-

არც შედგება ჩემო კარგო, ალექსანდრეს აკვიატებაა ანა, მსგავსების გამო ებღაუჭება მხოლოდ




ერთად დატოვე ეგ ორი:((

იმედია ძმა არ მოუკლავს და უბრალოდ გამოკეტილი ჰყავს

 


№6  offline მოდერი ნეაკო

λιζι
მიყვარს მე ალექსანდრეეეეეე❤️❤️
კარგი წყვილი იქნებაააა
მალე დადე რა მომდევნოოოცც please

წყვილი ვერ შედგება, რადგან ალექსანდრე დამნაშავეა და სულაც არაა კარგი ადამიანი

სტუმარი ლია
შენი ისტორია უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

მიხარია რომ მოგწონთ

თათუ♡
ნეაკო
სტუმარი ანი
არ მესმის როგორ უნდა შედგეს ალექსანდრეს და ანას წყვილი როცა ალექსანდრემ ძმა მოუკლა -_-

არც შედგება ჩემო კარგო, ალექსანდრეს აკვიატებაა ანა, მსგავსების გამო ებღაუჭება მხოლოდ




ერთად დატოვე ეგ ორი:((

იმედია ძმა არ მოუკლავს და უბრალოდ გამოკეტილი ჰყავს

სამწუხაროდ ალექსანდრე სასტიკი და დაუნდობელი ხასიათის ადამიანია

 


№7  offline წევრი თათუ♡

Rodis dadeb shemdegs?

 


№8  offline მოდერი ნეაკო

რამდენიმე დღის ინტერვალით ვდებ ხოლმე

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Ისევ ალექსანდრე. Ახა შეაქებს კარგი გოგო ხარო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent