Walter Eggo (ალტერ ეგო)
გამარჯობა მე უოლტერი ვარ. უოლტერი შელამაზებულად, ისე ალტერს მეძახიან, ალტერ ეგო. ეგო არ ვიცი სადაური გვარია. ღმერთმა ერთი იდიოტი ბიჭის სხეულში ჩამასახლა და აგერ უკვე 45 წელია მიწევს ძალაუნებურად აქ ყოფნა. ჩემს სამყოფელს აჩი ქვია. აქამდე ვის სხეულში აღარ ვყოფილვარ, თვით მეფისტოფელთანაც კი ვიგულავე ერთხელ თუმცა ესეთი ? არაა, არავინ მყოლია. საერთოდ საცხოვრებელ ადგილს ხშირად არ ვიცვლი, ქვეყანას და ქვეყნაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკს გააჩნია, ყველაზე დიდი ხანი 105 წელი იყო ვის სხეულშიც გავჩერდი, ჰეუმინ საინ რა, ძლივს ჩაძაღლდა ის ჩრდილოეთ კორეელი ბებრუხანა, მის სხეულში ყოველი დღე ერთი და იგივეს გავდა, წარმოიდგინეთ ყველა კაცი ერთნაირი, არა ღალატი, არა დალევა, არა თამაში, ინტერნეტიც კი არ იყო. შევყურებდით ვიღაც ბელადს, თუ დიქტატორს და რაც მას უნდოდა იმას ვაკეთებდით. არა სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი უპრობლემოდ შევაცდენდი ნებისმიერს მაგრამ, ამ კორეელებს რაღაც სასწაული ნების ყოფა აქვთ, მეც კი მმართავდა ის ბებრუხანა, მაგრამ საბოლოოდ ვინ აჯობა`` გამოჩნდა. მე ცოცხალი ვარ ის კი მკვდარი. ვგიჟდებოდი პირდაპირ, როცა ნანახი მაქვს რახდება სამყაროს გარეთ და უწებ წკაპ და ღმერთი ხანგრძლივი მივლინებით მიშვებს ჩრდილოეთ კორეაში. რაუბედურებაა. ოჯახი არ მყავს, ყოფილა მომენტები როცა ძალიან ცოტა ხნით მქონია ამა თუ იმ სხეულთან შეხება და მალევე გამოცლია ქვეყანას. ისე ეს ღმერთიც ვერ ჩამოყალიბებულა რა, იმ დღეს მირეკავს, იმ დღეს რა ... 45 წლის წინ, სანამ აჩისთან აღმოვჩნდებოდი და მეუბნება. - თეთე ბლიჟნიკოვი, სანკტ-პეტერბურგი. დროზე თუ წახვალ შენი სხეულის დაბადებასაც მიუსწრებ. - გასაგებია. მოკლედ დავიწყე ჩალაგება, დავაჯექი თვითმფრინავს და ჩავედი რუსეთში, თან ეს დასაწვავი ზამთარში არ მომიწია ჩაფრენა? ფეხის თითები მომეყინა, როგორც იქნა მივაღწიე სამშობიაროსთან და დავლაგდი ახალ სახლში. ისე თავიდან ყველა სხეულში ჭირს ცხოვრება, სანამ გაიზრდება ცოტა ვიწროდ ვარ ხოლმე მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ცხოვრებისეული კანონზომიერება. მოკლედ ორივე ერთად დავიბადეთ, ვემზადები, ვწერ გეგმებს ჩემი მომავალი 60 წლიანი ცხოვრებისთვის და ბრახ ! 2 თვეში ვიცვლი ადგილს. შე დალოცვილო თუ კლავ რაღატო ბადავ ხო ? ან მე რაღას მაწვალებ იმ ორ თვეს ის ბავშვი უჩემოდაც იცხოვრებდა. სასწაული თუ გინდა. იმედია ჩემი ლაპარაკი არ ესმის... რავიცი, რავიცი, რას გაიგებ. უნდა რომ ყველამ გაუგოს, დაუჯეროს, მოუსმინოს, მისი მითითებებით იცხოვროს, თვითონ კი არავის უსმენს მგონი. ან რაწესია მარტო ალტერ ეგოები გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, დანარჩენი ფსიქიკის ტიპები და ორგანიზმები ჩუმად არიან. ვცადე მათთან დალაპარაკებაც და არც კი მომისმინეს, ტვინმა არ მცალიაო და გამოირთო, უცებ მეგონა გაფუჭდა, თურმე პატრონს დაუძინია და ესეც ხო ითიშება ძილის დროს, ფილტვებთან მივედი და ისეთი სკვაზნიაკი დამხვდა ძლივს გამოვასწარი თორე აქეთ ამკიდებდნენ ფილტვების ანთებას. გულთან მივედი და მე ვერ მიბრძანებო. ასე რომ დავდივარ მარტო... ისე მე უთვალავი წელია ვარსებობ ასე რომ დინოზავრები არსებობდნენ თუ არა ეგეც ვიცი და თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობაც. საკმაოდ უკმაყოფილო ადამიანი ვარ ყველაფრით. ყველაფერი მაღიზიანებს და ძალიან წუწუნაც ვარ. ამ ცხოვრებაში იქნები წუწუნა აბა რა იქნება, 45 წელია აჩიში ვარ, ტიპი არ ჩერდება, არ მაძლევს საშუალებას რომ როგორღაც დაველაპარაკო და ვანიშნო რაღაცეები, ახლა ტრეინინგებიო, სულ ამ სფეროში ვმუშაობ, ყველაფერი ძალიან მაგრად ვიცი, მოკლედ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და კიდე მატრეინინგებენ, ჰოო ბებიათქვენისამ თქვენც ხელფასი არ მომიმატოთ რა, ან შვებულება მომცეთ. იმ დღეს ვთქვი მოდი ფული დავდოთ თქო და მოვხიოთ ყველამ სხვადასხვა სხეულებში დასასვენებლად თქო, კი მოეწონათ ეს იდეა, გიჟივით დაიტაცეს სხვადასხვა სხეულები, მე ტრამპი ავირჩე, ძაან მაინტერესებს რა მძღნერი უდევს იმ ყვითელ თავში. მოდის დღე რო უკვე უნდა გავგაზოთ და ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჩაგვიშვა მაგის ორჯონიკიძე სხეული მოვტყ.... უკაცრავად... ხო და ესე ჩაგვეშალა გეგმები. ეხლა შუაღამეა, სამი საათი, ყველას ძინავს, მე ვწერ ჩემთვის, სხვა თუ არაფერი ოდესღაც თუ მოვკვდები იმედია ჩემი ნაწერი ჩემს შემდეგ თაობაში პროტესტანტი გმირის სტატუსს მაინც მომანიჭებს. მოგესალმებით, აი ისევ გათენდა მომდევნო უბედნიერესი დღე, ჩიტების ჟღურტული, ეს ნიავი, მწვანე ფოთლები, რა სასიამოვნოა. დღეს ჩემს შეყვარებულს დავპირდი რომ მასთან ერთად \"ჟულიენს\" გავაკეთებდი და წასასვლელად ვემზადები. ჩემი დილა დილით უზმოზე კაკლით და ერთი ჭიქა წყლით იწყება, ვცდილობ ნახშირწ....ბი არ მოვაკლო ჩემს ორგანიზმს, შემდეგ წვერს ვიპარსავ, თავს ვიწესრიგებ და დაჩისკენ მივდივარ. დღესაც არ ვარღვევ ყოველდღიურ რუტინას და დაჩის კარზე ვაკაკუნებ. - ხო ვამბობ იდიოტია თქო. ჯერ სად ხართ. - მე ვარ დაჩი, მოხვედი აჩიი ? - დაჩიმ სახლში შემიპატიჟა, კაპუჩინო დავლიეთ, სიგარეტი მოვწიეთ და შევუდექით \"ჟულიენის\" კეთებას. საერთოდ ჩვენ სხვა ადამიანების აზრების კითხვა შეგვიძლია, ოღონდ არა სიღრმისეულად, არამედ ზედაპირულად. ასე რომ ზუსტად ვიცი რომ დაჩის აჩისთან სექსი უნდა, არც ჩემი დებილი სხეულია ამაზე წინააღმდეგი მაგრამ აგერ უკვე 45 წელია ვაკავებ, ასე რომ რაღაცის კეთება შემძლებია. მინდა გითხრათ რომ უგემრიელესი ხელი მაქვს, პირდაპირი და გადატანილი მნიშვნელობითაც. დაჩი როცა ჭამს ისიც მოსწონს და როცა მზადების პროცესში ჩემს თითებს ლოკავს ისიც მოსწონს. მივირთვით უგემრიელესად და უძალიანმაგრესად გემრიელი საჭმელი და ჩავპუფდით. მე ცოტა სასაცილო ბალახი მქონდა და ბარემ ეგეც დავაყოლეთ. სასაცილო ბალახი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ეგრევე პათოლოგი ვხდები, დალევა ჯობია, იცინი, არანაირი აგრესია, ყველაფერი სხვაფერია, ბედნიერი, გავიწყდება ამ ქვეყნიური ყოფიერება, მაგრამ ეს ბალახიი ? არაა ვერ ვიტან, აგრესიულს მხდის და ლაპარაკს მანდომებს, ასე რომ ყველა თრიაქი ჩემს თავთან ჭიდილია რომ ჩემი სხეულის პატრონს არ დაველაპარაკო. დაჩს ბაბუის ყალიონში ჩავყარეთ, მოვწიეთ და პუფებში ჩაფურთხებულები ველოდებით. და მოიტანა, ვიცინით სახე გვძვრება იმდენს ხო არ ღადაობ, ერთმანეთს \"პროსტა\" საოცარ ისტორიებს ვუყვებით, მერე ვჩერდებით და ვკოცნაობთ. - თქვენ ბიჭო შიგ ხომ არ გაქვთ ?! სუ გამოყ.... - ააააა ვინ ხარ შენ იდიოტო. - ჩემთავს გაფიცებ შენც ხედავ ? - ბიჭო ვხედავ კი არა მგონი ორივეს გვეჩვენება. - მოიცა სახეზე წყალს შევისხამ უფრო არ გამოვყ.... - აუ მიდიი და მეც წამომიღე რა თორე ვერ ვდგები, ვაიმე რა საყვარელი ხარ ბურტყუტუ. - ოეეეე ! აი იმ შენ ძმაკაცს უთხარი რო არსად არ წავიდეს ! - ჯერ ერთი ოე არაა რაა ! მეორე არც ძმაკაცი, უბრალოდ ლოვე, და მესამე მესმის შენი ლაპარაკი. - რას აკეთებთ ? - ვკოცნაობთ ბიჭო შე რა გინდა ეეე ? - ხო ან ვაფშე ვინა ხარ საიდან მოხვედი ? - რას კოცნაობთ ? კაცი უნდა იყოს ქალთან ! ქალი კიდე კაცთან ! გაიგეთ ? - ვაიმე ბურდღუუ როგორი საყვარელი ხარ ? ღმერთმა შეგვქმნა ესეთები და მორჩა, ჩვენ გვაქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. - ღმერთს მე ნუ მიხსენებ ეე ! დაგაჭრით კუტუებს ! ამათ არ უყურე ? - ბურდღუუ შეგვეხეე ! - ფუ თქვენი დედა მოვტყ.... გადაგიტყ... ერთმანეთი. მომიშალეს ნერვები, მეც ავდექი და მივუშვი, აეხლა გაჩვენებ უჩემოდ რა ხარ თქო, გოგო ჩემი იყო თუ მეორე არ მახსოვს მარა ერთმანეთისაში რო გავაჭედინე ეგ ვიცი ! მეორე დღეს ზემოდან დამირეკეს და დამიბარეს. მეც ლამაზად გამოვეწყე და დავადექი სამოთხის კიბეებს, მიწიდან ცამდეა და ამბობენ ზუსტად 666 საფეხურიაო, მე არ დამითვლია სიმართლე გითხრათ. მივაღწიე ჭიშკარამდე და ღმერთის კაბინეტში მასთან პირისპირ აღმოვჩნდი, ცოტა შეშინებული. - ეს რა გააკეთე გუშინ ? - რა გავაკეთე ბოს ? - აი ის უმსგავსობა. - მე რა შუაში ვარ ? თქვენი აწყობილია ეს სამყარო. - მე რო გითხრა მტკვარში გადახტი თქო უნდა გადახტე ? - დიახ ბოს. - ნუ ხო პრინციპში მართალი ხარ მაგრამ მაინც არ გაპატიებ ! - რას მიპირებთ ? - მოკლედ იმედია მსგავსი რამ აღარ განმეორდება თორე დაგაქვეითებ და გახდები გლდანდები ! - ეგ რომელია ბოს ? - აი ის ყველა რო იჭრის, არავის რო არ სჭირდება. მეც არ ვიცი ეგ სითვისაა, კი გავაკეთე და მერე დანიშნულება ვერ მოვუძებნე და მაინც დავტოვე, ეხლა შემოსავალიც მაქვს, ყველა გაკეთებული ოპერაციის ფულიდან პროცენტები მომდის. - აუ არა რა ბოს . - ხო და ნუღარ მიქარავ. - საით მიშვებთ ? - იამაიკაში. - არა ბოს, მანდ ვერ წავალ, მანდ სულ სასაცილო ბალახია ყველა ნაბიჯზე და ის ინციდენტიც ზუსტად მაგის გამო მოხდა, ვერ ვიტან ბოს. დღესაც ნაბახუზევზე ვარ. ისე უფროსო ეს ნაბახუზევი რაღა მოგიფიქრებია ჰა ? რამდენი უაზრო რაღაც აქვთ ადამიანებს. - აბა ეხლა ! ზედმეტები მოგდის ! ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ! - გლდანდებსაც ხო ? - გულიანად მეცინება და ისიც იცინის. - კარგი იამაიკაში, ამსტერდამში და გალში არ გაგიშვებ. - მადლობა ბოს. - შენ მიდიხარ ბრაზილიაში. იფფ მანდ მაგარი ქალები გავაკეთე, სიამოვნებით გავერთობოდი. - კი მაგრამ თქვენ ხომ ღმერთი ხართ. - ხო რა იყო ღმერთი ვარ მამაო კი არა, მეც ვიყავი ერთ დროს სულიერი. წადი წადი ეხლა. ფედერიკა ამანტას სანტისიაო. ულამაზესი გოგოს სხეულში აღმოვჩნდი, ოთახი მკერდის მიდამოებში გავიკეთე დასასვენებლად კი საჯდომისკენ მივდივარ ხოლმე მოკლედ აწყობილი მაქვს ცხოვრება, ცოტა გარყვნილია ეს ფედერიკა, თუ ამანტა, თუ სანტისაო მოკლედ სახელი ვერც მე გავარკვიე რომელია. ხო ცოტა გარყვნილია მაგრამ ავიტან. ხვალ პარაპლანით აპირებს გადმოხტომას იესოს ქანდაკებიდან, ასე რომ ბოდიშის წერილი მაქვს ღმერთთან გასაგზავნი, თან მასზე დადგომის ნებართვა უნდა ვთხოვო. ძვირფასო ღმერთო, დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გთხოვოთ ბრაზილიაში, კერძოდ რიო-დეჟანეიროს თქვენი ქანდაკებიდან პარაპლანით გადმოხტომა, ჩემმა სხეულმა აიკვიატა, სიმართლე გითხრათ მეც მაინტერესებს რა შეგრძნებებია ასე რომ იმედია დამთანხმდებით, პიროპას გიდებთ მხარის ზემოთ არ ავალთ, ანუ თავზე არ გადაგივლით, პატივისცემით თქვენი ალტერ ეგო. პასუხი ვერ მივიღე, დუმილი თანხმობის ნიშანია თქო ვიფიქრე და წავედიით. საერთოდ ღმერთის დადანაშაულება ყველაფერში საკმაოდ მარტივია, ეტყვი რომ შენ შექმენი ესეთი და შენი ბრალია, ისიც მოგისმენს და დაგეთანხმება მაგრამ ეს თანხმობას არ ნიშნავს. საგულდაგულოდ მოგვიჭირეს რაღაცები, პარაპლანის შესაკრავები, რავიცი მე ამისი არაფერი გამეგება და გავფრინდით. ისეთი საოცარია ყველაფერი, ხალხი წერტილებივით ჩანან პლიაჟზე, ულამაზესი წყალია, ბუნება, აი იქით გარეუბანში ისვრია, აქეთ წამალს ყიდიან, ფედერიკას კი მოზღვავებული ადრენალინის გამო სუნთქვა უხშირდება, მისი გული ზეწოლას ვეღარ უძლებს, მგონი კვდება, მივედი გულთან და ვუტყაპუნებ ძალიან მაგრად რომ როგორმე გამოვაფხიზლო. - გამოფხიზლდი, გთხოვ არ შეჩერდე, ღრმად ისუნთქე. - ის კი მეუბნება რომ სხვაგან მოვხვდი, ფილტვები სუნთქავენო, გულს ვერ უბრძანებო და ჩერდება. ავტომატურად ჩერდება ჩვენი ფრენაც და ვვარდებით ოკეანეში. გალუმპული მივაბიჯებ სამოთხისკენ მიმავალ კიბეებს თან ზეპელინების \"სთეირვეი თუ ჰივენს\" ვღიღინებ, ჭიშკარზე ვაკაკუნებ და ღმერთის მდივანი მეუბნება რომ ჩემი მასთან შესვლა არ შეიძლება. ასე დაიწყო ღმერთმა ჩემით ფულის კეთება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.