შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ირონია (თავი 4)


9-01-2020, 02:10
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 2 284

2 კვირის განმავლობაში კიდევ ვიყავი სოფელში, გაგას თავის სიყვარულთან ერთად უფრო ხშირად ვხედავდი, ვხვდებოდი, რომ ჯერ მისთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ მასთან ახლოს ყოფნა აგიჟებდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ გოგოს თვალებში ძალიან დიდ სიხარულს ვხედავდი, რომელიც გაგასთან ახლოს ყოფნით იყო გამოწვეული...
სექტემბერში თბილისში დავბრუნდი, მალე სწავლა იწყებოდა, ჩემი მშობლები, რომლებთან ურთიერთობაც ძალიან დამითბა, ძალიან მომენატრნენ. ლიზა ზღვაზე იყო და ბათუმიდან ყოველდღე მირეკავდა, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი მაინც სოფელში დარჩენა ვამჯობინე. იმდენად მივეჩვიე აქ ყოფნას, რომ უკვე თბილისში ყოველ დილას მხოლოდ მანქანების და დაბინძურებული ჰაერის გახსენებაც კი მიჭირდა. ბებოს პირობა მოვაცემინე, რომ ზამთარში აუცილებლად ჩამოვიდოდა თბილისში, რადგან აქ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოდან უკვე ძალიან დიდი თოვლი მოდის და საშინლად ცივა ხოლმე. ჩემს ტანსაცმელს ვალაგებდი პარალელურად კი, ბებო ორ დიდ ჩანთაში სოფლის სანოვაგეს მილაგებდა, ვეწუწუნებოდი,მაგრამ არაფერმა არ გაჭრა და ამდენი რაღაცის ტარება, რომ არ მომეწია, ლიზას დავურეკე და 3 საათში ავტოსადგურზე დახვედრა ვთხოვე. როცა ჩემი ჩასვლის ამბავი გაიგო სიხარულით კივილი დაიწყო და სავარაუდოდ, დარბოდა კიდევაც...
-იცოდე, გულით მიიღე შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყველაფერს ცივად ნუ შეხედავ. ეცადე, რომ ყველაფერში მხოლოდ კარგი ეძებო, დანარჩენი კი უკანა პლანზე გადაწიო. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია გჯეროდეს და გწამდეს -მითხრა ბებომ დამშვიდობებისას და ტრანსპორტში ავედი.
ამ რამდენიმე ხნის განმავლობაში ძალიან შევიცვალე, მე თავადაც კი, მიკვირდა, რადგან სრულიად ახალი თაკა ვიყავი. სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ყველაფერზე ერთის გარდა და ეს ერთი ალექსანდრე იყო. არ მეზიზღებოდა, აღარ მეზიზღებოდა, მაგრამ მაღიზიანებდა, რომ ბავშვობაში მისი ასეთი დამოკიდებულება რაღაც სიყვარულის გამო იყო გამოწვეული.

-თაკააა -ტრანსპორტიდან ჩამოვედი თუ არა, უკნიდან ლიზას ხმა მომესმა
-ლიზუნაა -მანქანასთან მდგომისკენ გავეშურე და მონატრებულს მოვეხვიე
-როგორ მომენატრე
-შოკოლადისფეროოო, როგორ მშურს შენი -გარუჯული დაქალი შევათვალიერე, რომელსაც თეთრი კაბა კიდევ უფრო უსვამდა ხაზს ამ საოცარ ტანს კიდევ უფრო გარუჯულ ფერს სძენდა.
-გამარჯობა თაკაა -უკნიდან ალექსანდრეს ხმა მომესმა
-ალექსანდრეე -მისკენ მივბრუნდი -როგორ ხარ? -გავუღიმე და გადავკოცნე, მოშიშვლებულ მხარზე მისი სუნთქვა ვიგრძენი
-მშვენივრად, შენ როგორ ხარ? -მკითხა და საბარგულში ჩემი ჩანთების ჩალაგება დაიწყო
-მეც კარგად
-მთელი სოფელი შენ წამოიღე? -მკითხა სიცილით და ბოლო ჩანთსაც მიუჩინა ადგილი
-ბებოების ამბავი ხომ იცი?
-კიკიი ვიციი -სიცილით მანქანას მოურა და საჭეს მიუჯდა
ლიზა ჯერ გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან პირველად შეესწრო ჩემი და ალექსანდრეს ასეთ ‘’თბილ’’ დიალოგს.
-უკან მე ვჯდები -თქვა ლიზამ და გულში თბილად ‘’შევაქე’’ამ საქციელისთვის. ახლა უკან დაჯდომა და წინა სავარძლის ცარიელი დატოვება ძაან გამიტყდა და ქაჯობად მივიჩნიე, ამიტომმ წინა კარი გამოვაღე და ალექსანდრეს გვერდით სავარძელზე მოვთავსდი.
-რამ გაგაჩერა ამდენ ხანს სოფელში -უკანა სავარძლიდან ხმა ამოიღო ლიზამ და სარკეში თვალი გამიშტერა -ვინმე სიმპატიური გაიცანი და იქ მოგინდა გადასახლება?
-ლიზააა -ხმამაღლა დავუძახე და თან მივხედე, თვალებით ალექსანდრეზე ვანიშნე, რომელიც ერთი ხელით მანქანას მართავდა, მეორე ხელით კი, სიგარეტს ეწეოდა
-ჩემი ნუ გერიდება -ახლა ალექსანდრეს გავხედე, რომელიც გზას თვალს არ აშორებდა.
-არაფრის არ მერიდება, უბრალოდ არავინ გამიცვნია და არავინ ბიჭის გამო არ დავრჩენილვარ ამდენ ხანს სოფელში -ლიზას გავაჯავრე და გზას გავხედე

დარჩენილი გზა მხოლოდ ლიზა ლაპარაკობდა თავის და ბიჭების ბათუმურ ამბებზე, თუ როგორ ისვენებდა, როგორ ერთობოდა და როგორ იშორებდა მარტო მასთან გასაცნობად მისულ ბიჭებს, ამაზე ალექსანდრეს გაბრაზებული სახე და მისი კომენტარები მამხიარულებდა, ამასობაში კი, სახლამდეც მივედით
-ამდენ რამეს მარტო როგორ აიტან? -უკანა ფანჯრიდან თავგამოყოფილი ლიზა ჩემს ჩემოდნებს ათვალიერებდა
-გადმოდი და დამეხმარე მაშინ -ენა გამოვუყავი და ზურგჩანთა მოვიკიდე, მაგარი მძლეოსანივით დავეჭიდე ორ ჩანთას და სადარბაზოსკენ გავწიე, როცა ბიძაშვილების ხარხარი მომესმა, გაბრაზებული შევბრუნდი, მაგრამ ჩემი საჩხუბარი სიტყვები ენაზე შემახმა, როცა ალექსანდრემ ჩემოდნები გამომართვა და კიბეზე ასვლას შეუდგა.

ლიზას არაფერი უთქვამს მისი გამომეტყველებაც საკმარისი იყო მისი აზრების წასაკითხად. ალექსანდრეს უკან მივყევი
-ძალიან მძიმეა? დაგეხმარები
-არაა საჭირო თაკა,მივედით უკვე -სახლის ზღრუბლთან გაჩერდა, სანამ გასაღებს ჩანთაში ვეძებდი, მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი
-ვიპოვეე -სიხარულით ვთქვი და საკეტს მოვარგე
სახლში შევედი და ალექსანდრეც უკან მომყვა, ჩემოდნები შემოსასვლელში დატოვა
-მადლობა -მისკენ შევბრუნდი და ღიმილით მადლიერება გამოვხატე
-არაფერს -შემთხვევით მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი
-აამ, ყავას დალევ? -შევთავაზე მისგან თავის დასაღწევად
-არა მადლობა, ქვემოთ ლიზა მელოდება -თვალი არ მოუშორებია და ვერც ჩემმა შეთავაზებამ ვერ მოიტანა შედეგი
-თაკაა -ჩემთან ძალიან ახლოს მყოფმა ჩემი სახელი ამოიჩურჩულა, კედელს ვიყავი მიყრდნობილი და მის ხშირ სუნთქვას, თამბაქოსა და სუნამოს საოცარ სურნელთან ერთად ვგრძნობდი, ჩემი თვალებიდან მზერა ჩემს ტუჩებს გადაიტანა, მისი წვრილი და გრძელი თითების შეხება ლოყაზე ვიგრძენი, რომელიც შემდეგ, ტუჩებზე გადამატარა. ჩემი გულისცემა ისე გახშირდა, რომ ყურებშიც კი მესმოდა, ამ მომენტში ჩემზე საშინლად მოქმედებდა და აღმაგზნებდა, წამიერად მისი კოცნის სურვილიც კი გამიჩნდა, მაგრამ გონს მაშინ მოვეგე, როცა კართან მდგომი ლიზას ჩახველება მომესმა. ალექსანდრეც დენდარტყმულივით მომშორდა
-აქ რას აკეთებთ? -იკითხა და სახლში შემოაბიჯა
-მეე... აქ..არაფერსს -ძლივს ამოვიბლუყუნე და კედელს მოვშორდი
-წავიდეთ? -ალექსანდრეს ისე ჰკითხა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, რომელიც ‘’ძალიან მალე ვილაპარაკებთ ამის შესახებ’’-ს ჰქადაგებდა.
-წავიდეთ -გასვლისას ალექსანდრემ კიდევ ერთხელ შემათვალიერა და რკინის კარი გაიხურა.
აზრზე მოსასვლელადკიდევ რამდენიმე წუთი დამჭირდა
-ეს რა ჯანდაბა იყო? -ვკითხე ჩემს თავს და ჩემს თავზე გაბრაზებული აქეთ-იქით დავდიოდი -ასეთი რაღაც არ შეიძლება, ღმერთო რა სულელი ვარ? როგორ დავუშვი, რომ ალექსანდრეს ასე ემოქმედა ჩემზე? -თვალები ჭერს მივაპყარი, თითქოს იქიდან ველოდი პასუხს.
ნივთებს თავისი ადგილი მივუჩინე, ჩემს მონატრებულ ოთახში შევედი და საწოლზე გადავწექი.
ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, ჩამძინებია
-თაკა სად ხარ?
-ლიზა რახდება? მეძინა
-ძაან დაიღალე ალექსანდრესთან ყოფნით? -მისმა ხმამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და დაბნეული საწოლზე წამოვჯექი
-რას გულისხმობ?
-გამოფხიზლდი? -მისმა სიცილმა მიმახვედრა რაშიც ყოფილა საქმე
-მოგკლავ იცოდე, ხომ იცი, რომ ჩვენ შორის არაფერი არ ხდება?
-ვიცი, მაგრამ კლუბში მივდივართ და უნდა გამოფხიზლებულიყავი -კიდევ ერთხელ გაიცინა
-სად კლუბში -ხმაურიანი ადგილის წარმოდგენისას სიცოცხლეც კი დამეზარა
-კლუბში, ხო იცი კლუბი რაც არის ხოდა მანდდ, იცოდე მოდიხარ -დაამატა ბოლოს, როცა შეწინააღმდეგებას ვაპირებდი
-ლიზა, გთხოვ
-ნოუ, ნოუ... ერთ საათში მზად იყავი და გამოგივლით
-გამომივლით?
-კი მე და ალექსანდრე, ნინი, ვატო და ნიკაც იქნებიან, ხო გახსოვს ვატო და ნიკა?
-კი მახსოვს
-ხოდა ისინი იქ უკვე მალე იქნებიან და მალე გაემზადე გამოგივლით -კიდევ ერთხელ გამაფრთხილა და გამითიშა
ჩემი მშობლების ხმა მომესმა, როგორც ჩანს უკვე მოსულიყვნენ
-დედაა, მამააა -სამზარეულოში შესვლისას დავიძახე და ორივეს ერთდროულად მოვეხვიე
-როგორრ მომენატრეე დეე
-აუუ მეც ძალიან მომენატრეეთ -ორივეს ლოყაზე ვაკოცე და ფინჯანში ყავა დავისხი
-აბა მა, ბებოს კი ვურეკავ ყოველდღე მაგრამ როგორ არის?
-რავი აბა, სიბერეში მინდა, რომ მეც მასავით ყოჩაღი ვიყო, აა ხო მართლა ზამთარში აქ ჩამოვა
-მერე დაგთანხმდა?
-რა თქმა უნდა, პირობა მოვაცემინე
-მარტო შენ თუ შეძლებდი მაგას, სულ მაგას ვეხვეწები ჩამოდითქო, რამდენჯერ სოფელში წავსულვარ, რომ ასე მაინც არ ეთქვა წამოსვლაზე უარი, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დავითანხმე
-არაუშავს, მთავარია, რომ ახლა ჩამოვა
-და ამდენ ხანს რატომ გაჩერდი იქ? ანუ რამე ისეთი მიზეზი ხომ არაა, რაც ჩვენ არ ვიცით? -დედამ დაწვრილებული თვალებიდან გამომხედა და მივხვდი, ‘’რაღაცის’’ გამოტყუებას აპირებდა, რაც სინამდვილეში არც კი არსებობდა
-ისეთი არაფერი, რაც თქვენ არ იცით -მივბაძე დედას -დღეს ლიზამ კლუბში წავიდეთო და შეიძლება წავიდე?
-მარტო შენ და ლიზა? -მკითხა მამამ
-არა, ნინიც, ალექსანდრეც და მისი ორი ძმაკაცი -ალექსანდრეს ხსენებისას ტანში უცნაურად გამცრა
-აჰჰ, მართლა? მაშინ წადი, ოღონდ ჭკვიანად იყავი -მამამ მკაცრი თვალებით გამომხედა
-მოიცადე, ალექსანდრე, რომ არ წამოსულიყო არ გამიშვებდი?
-რა თქმა უნდა წახვიდოდი -გამიღიმა მამაჩემმა -მაგრამ რადგან მასთან ერთად მიდიხარ, მშვიდად ვიქნები
-აჰაა, აი თურმე -ირონიულად გავიცინე და უკვე ცარიელი ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე

სააბაზანოში შევედი და რადგან დრო ცოტა მქონდა ნებივრობაზე უარი ვთქვი, მალევე დავტოვე სააბაზანო და კარადასთან მივედი ტანსაცმლის ასარჩევად. მოკლე შავი, არც ისე მომდგარი კაბა და ღია კანისფერი ფეხსაცმელი შევარჩიე. სველი თმა გავიშრე და ბოლოები ოდნავ დავიხვიე, კულელები წინ გადმოვიყარე, ჩანთა და ტელეფონი ავიღე და კიბეებზე ჩავედი... სახლს ვტოვებდი, როცა ლიზამ დამირეკა
-გთხოვ, მითხარი, რომ მზად ხარ
-ჩამოვდივარ -გავთიშე და სადარბაზოდან გავედი, მოვათვალიერე გარემო და შავი მანქანისკენ გავწიე
-გამარჯობაა -მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი
-ვაუუუ თაკააა -ლიზამ ოვაციები არ დაიშურა -ასე ხშირად, რომ იცმევდე აქამდე რამდენი შეყვარებული გეყოლებოდა წარმომიდგენია -თქვა თუ არა ალექსანდრესკენ მალულად გააპარა მზერა.
ლიზამ იცოდა ალექსანდრეს გრძნობა ჩემს მიმართ, ნუ ეს თუ გრძნობა იყო, ვხვდებოდი, რომ ასე სპეციალურად ამბობდა.
-რას უწუნებ ჩემს ჯინსებს?
-უშეყვარულობას იწვევს -მხრები აიჩეჩა
-ჩაცმის სტილი არაფერს არ საზღვრავს -დიალოგში ალექსანდრეც ჩაერთო
-ოხხ, განგვანათლე ბატონო ალექსანდრე -ლიზამ ალექსანდრეს გახედა
-განსანათლებელი არაფერი არააა, უბრალოდ ვიღაც რომ შეგიყვარდება, მისი ჩაცმულობის გამო არ უნდა მოგეწონოს -მისი მზერა სარკიდან ვიგრძენი -მთავარია გიყვარდეს, ისე, რომ აწეწილ და გადაღლილ მდგომარეობაშიც რომ ნახო ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი იყოს შენთვის.
-ვუუუ, ბრავოოოო -თაკამ აბლოდისმენტებით დააჯილდოვა, მე კი, მის მზერას ვუყურებდი სარკეში
-ლიზაა ძააან ენერგიულად ხარ დღეს და რა ხდება? -თვალებდაწვრილებულმა გავხედე
-ამ ღამ ვგუგუნეებთ -ხელები მაღლა აღმართა და მანქანაში ჩართულ მუსიკას ხმა აუწია
-ამას რამე დაალევინეთ უკვე? -ინტერესით ალექსანდრეს გადავუჩურჩულე
-არა, მაგრამ ვეჭვობ ამის მიზეზი რაღაც სხვა უნდა იყოს -სახე გვერდზე შემოატრიალა და მისი სიახლოვით წამიერად გავბრუვდი
-მე არაფერი ვიცი ჯერჯერობით, თუმცა, რადგან მასეა მაშინ მალე გავარკვევ -თანამძრახველივით გადავუჩურჩულე და ისევ სავარძელსვ მივეყრდენი

მალევე მივედით კლუბში, სიმართლე ვთქვა, პირველად ვიყავი და შევედი თუ არა მაშინვე ვიგრძენი სასმლისგან და სიგარეტისგან დამძიმებული ჰაერი, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებდა გამაყრუებელი მუსიკა.
-კარგად ხარ? -ალექსანდრე გვერდით ამომიდგა
-კიი, უბრალოდ პირველად ვარ და ცოტა ‘’მძიმე’’ გარემოა
-მართლა პირველად ხარ?
-კი -დაბნეულმა ვუპასუხე
-მაგაზე არ ინერვიულო, ძალიან მალე გაგიქრება ეგ აზრი და შეიძლება მოგეწონოს კიდევაც
-მეეჭვება -ვთქვი მას შემდეგ, რაც გარემოს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი -მაგრამ ვნახოთ

მალევე ვიპოვეთ დანარჩენები და მათთან ერთად მაგიდასთან დავსხედით
-ნიკა, ვატო, ალექსანდრე გაიცანით ეს ნინია, ჩემი და თაკას ახლო მეგობარი და ჩემი კურსელი
-სასიამოვნოა - ერთხმად ჩაილაპარაკეს
-თაკა როგორ ხარ? -ნიკამ მომმართა
-კარგად შენ როგორ ხარ?
-კარგად... ჩამოხვედი სოფლიდან, ამდენი ხნით რამ გაგხიზნა იქ?
-რატომ გიკვირთ ჩემი სოფელში წასვლა ამდენი ხნით?
-არ გვიკვირს, უფრო სწორად სოფელი არ გვიკვირს, უბრალოდ იმდენ ხანს იყავი და გაუჩნარდი, რომ ზღვაზეც კი არ წამოხვედი ჩვენთან ერთად -დაასრულა ნიკამ და ვისკი მოსვა
-წაგიყვან ჩემს სოფელში და ვნახავთ მერე შენც, რომ არ მოგინდება უკან დაბრუნება
-მართლა? ანუ ძაან კაი პონტი იჩითება? -საუბარში ვატოც ჩაგვერთო -გოგოები და რამე? -მხრები აათამაშა
-შენ სულ გოგოებზე როგორ ფიქრობ? -ამჯერად ალექსანდრეც ჩაერთო
-რაიყო , შენს მსგავსად ერთ გოგოს კი არ დავდევ მთელი ცხოვრება -ამ სიტყვების გაგონებისას პირთან მიტანილი წვენის ჭიქა გამიშეშდა, ჩემი და ალექსანდრეს მზერა გადაიკვეთა და რომ არა ლიზას ჩართულობა, არც კი ვიცი რა მოხდებოდა
-კარგი, წავალ მე კიდევ შევუკვეთავ რამეს, გამომყვებით? -იკითხა და რამდენიმე წამით ბიჭებს დაელოდა
-მე წამოვალ -ვატო წავიდა
ალექსანდრეს ნათქვამი გამახსენდა, რომ საეჭვდ იქცეოდა ლიზა, ამიტომ მოჭუტული თვალებით დავუწყე ყურება ბართან მდგომ წყვილს
‘’-მასე ნუ უყურებ, თორემ ყველა გაიგებს და შენი ‘’გამოძიებაც’’ წყალში ჩაიყრება’’ -მომივიდა შეტყობინება ალექსანდრესგან
‘’-როგორ ფიქრობ რამდენად არის შესაძლებლობა, რომ ვატო იყოს ლიზას მხიარულების მიზეზი?’’ - გავგზავნე და პასუხს დაველოდე
‘’-არ მინდა ასე იყოს და იმედია არ იქნება, რადგან ვატოს ცემა მომიწევს’’
‘’-და რატომ?’’
‘’-ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, ლიზას როგორც მე, ისევე ვატო ძმობას ვუწევთ’’
-‘’ხო, მაგრამ თუ კი უყვარს, ვერ აიძულებ, რომ გადაიყვაროს, რადგან ასეთი რაღაც ჩემი აზრით არ არსებობს.’’
-‘’მართალია... არ არსებობს’’
ალექსანდრეს შევხედე და ვერ ავღწერ როგორ მიყურებდა, მისი შავი თვალები და ხშირი წამწაბი სრულად მძირავდა მასში. ნინიმ მკლავზე შეუმჩნევლად მომქაჩაა და გამომაფხიზლა, ამასობაში ლიზა და ვატოც დაბრუნდნენ.
ძალიან კარგი სიტუაცია იყო მხოლოდ იმ წრეში სადაც ჩვენ ვიყავით, ირგვლივ, რომ მიმოვიხედე ვხვდებოდი, რის გამოც მიდიოდნენ აქ ადამიანები ძირითადად. ლიზა და ნინი ბიჭებმა საცკვაოდ გაიწვიეს. ნიკას ცისფერი თვალებიდან თითოეულ გამოხედვაზე ნინი როგორ დნებოდა ნათელი იყო
-ნინჩო, ვინმე ხომ არ მოგეწონა? -ვუჩურჩულე და გაწითლებულმა შემომხედა -მასე თუ გააგრძელებ ყურებას ვფიქრობ, ეს ბიჭი სახლამდე დღეს ვერ მიაღწევს
-მოგკლავ იცოდე -მიჩურჩულა და გაბრაზებული სახით სავარძელს მიეყრდნო
-არ ვიცეკვოთ? -აჟიტირებულმა ლიზამ ყველას აციმციმებული თვალებით გადმოგხედა
-ვიცეკვოთ
-კარგით მე ვრჩები -თქვი და სავარძელში კიდევ უფრო გემრიელად მოვთავსდი
-არა, თაკა. სულ ასე იქცევი -დამიბღვირა ლიზამ და რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა არაფერს მოცეკვავე წყვილებს შეუერთდდა დანარჩენებთან ერთად.
-შენ რატომ არ ცეკვავ? -ცოტახანში მოცეკვავე ბრბოდან გამოსული ალექსანდრე გვერდზე მომიჯდა
-ისეთი ნასვამი არ ვარ, რომ ცეკვა დავიწყო, და მე კიდე ისე ვერ ვცეკვავ თუ ცოტა ალოკოჰოლი მაინც თუ არ მაქვს დალეული
-ეს კომპლექსია?
-კი, ბავშვობიდან მომდევს
-კარგი, მაშინ ეს უნდა დავძლიოთ, ახლავე -ალექსანდრე ხელზე მომეჭიდა და ჩემს აყენებას ცდილობდა
-არა ალექსანდრე გთხოვ, არ შემიძლია
-შეგიძლია -გამიღიმა და ოდნავი დაქაჩვით ამაყენა და ხელი არ გამიშვა სანამ მოცეკვავე წყვილებს არ შევუერთდით. მთელი ორი საათის განმავლობაში, ხმაურიანი მუსიკა იყო მაინც და მაინც ახლ აჩაირთო ნელი ცეკვა, სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ ალექსანდრეს მხარზე ხელები დავაწყვე, კმაყოფილმა ჩაიღიმა და სწორედ, ამაზე მომეშალა ნერვები. ჩემს წელზე მისი ხელის შეხებას ვგრძნობდი და უცნაურ შეგრძნებას ვაიგნორებდი. აჩქარებულ გულს კი ინტერიერის დიზაინის თვალიერებით ვცდილობდი, სისულელეა, მაგრამ ასე ახლოს ალექსანდრესთან ყოფნა დიდ უხერხულობას მიქმნიდა.
-მოგწონს ინტერიერი?
-კი, ეს იისფერი განათებები ძალიან კარგ გარემოს ქმნის, კარგი იქნებოდა ეს ადგილი უბრალოდ მყუდრო კაფე ან ბარი ყოფილიყო და არა კლუბი, რადგან ასეთ ხმაურიან ადგილში დარწმუნებული ვარ თითქმის არავინ აქცევს ამ ლამაზ გარემოს ყურადღებას.
მუსიკა დამთავრდა თუ არა ჩვენს ადგილებზე დავბრუნდით და შემდეგ, დიდ ხანს აღარ გავჩერებულვართ მალევე დავტოვეთ შენობა. ისე მოხდა, რომ მე ალექსანდრესთან ერთად მომიწია მგზავრობა, მის გვერდით წინა სავარძალზე ვიჯექი, სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია
-დარწმუნებული ვარ ჩემი ჩანაწერები შენ გაქვს და ისიც ვიცი, რომ წაიკითხე -მისმა სიტყვებმა ძალიან დამძაბა,რადგან რაც არუნდა ყოფილიყო ამ თემასთან შეჯახების თავიდა არიდებას ყოველთვვის ვცდილობდი.
-წავიკითხე
-ბოლოს ჩანაწერი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მხოლოდ ორი დღის მერე გავაკეთე. შემდეგ ავარია იყო და შემდეგ უბრალოდ აღარ დამიწერია არაფერი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი გრძნობები პირისპირ უნდა გითხრა და ასეთ რაღაცას ჩემი ჩანაწერებიდან არუნდა იგებდე, მითუმეტეს ჩემს დაუკითხავად -მანქანის კარი გააღო და გადავიდა, შემეშინდა თანაც ძალიან, როდესაც მანქანის კარი გააღო ჩემს მხარეს და მანიშნა,რომ გადავსულიყავი
-ალექსანდრე რას აკეთებ?
-გადმოდი... გთხოვ -მის სიტყვებს დავუჯერე და გადავედი
-მაპატიე კარგი? მაპატიე, რომ ასე გტკენდი გულს, მაპატიე, რომ ბავშვობა გაგიმწარე და შენი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი, მაპატიე, რომ დაცვის მაგივრად აქეთ მოგაყენე ტკივილი... მაგრამ მე მხოლოდ ჩემგან შენი განთავისუფლება მინდოდა, მხოლოდ ის მინდოდა, რომ გადამყვარებოდი, მაგრამ ვერაფერი შევძელი, ვერ შევძელი, რომ დამევიწყებინე -მანქანას და ალექსანდრეს შორის მოქცეული, მისი სიტყვების გააზრებას ვცდილობდი -მიყვარხარ,დღემდე მიყვარხარ, არ ვიცი რამ მიმიზიდა ასე, რომ ბავშვობიდან ჯერ კიდევ მაშინ,როცა ეზოში დახუჭობანას თამაშობდი შენი თავი შემაყვარა და ამდენი ხნის მანძილზე და ამდენი ხნის შემდეგაც კი შენი თითოეული შეხება და გამოხედვა, რომ მატყვევებს
-ალექსანდრე -ამოვიჩურჩულე და არაფრის თქმა აღარ ვაცადე ისე მოვხვიე კისერზე ხელები და ვაკოცე...¬ როდესაც მის ტუჩებს მოვშორდი თვალებში შევხედე
-ყველაფერი კარგადააა -გავუმეორე კიდევ ერთხელ და მანქანაში ჩავჯექი, საჭეს მალევე მიუჯდა და სახლში წამიყვანა. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია
-მადლობა და ნახვამდის -გაადასვლისას ვუთხარი და სადარბაზოში შევედი...

ეს ღამე ყველაფრის დასაწყისი თუ აღმოჩნდებოდა არ მეგონა...

მეორე დილით გავიღვიძე თუ არა, წუხანდელი ამბავი გამახსენდა და გული საოცრად ამიჩქარდა, იმდენად დიდი ენერგიით ვიყავი დატვირთული, რომ სასწრაფოდ ავდექი და თავი მოვიწესრიგე. დღეს ჩემი მშობლები სახლში იყვნენ, ამიტომ დროის მათთან გატარებას ვაპირებდი. მოკლე თეთრი კაბა ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოში შევდიოდი, როცა მისაღებიდან დედაჩემის ხმა მომესმა
-აქ რა ხდება? -მისაღებში შეკრებილ საზოგადოებას გაკვირვებულმა შევხედე
-გუშინ, სახლში, როცა ვბრუნდებოდით ლიზა სახლში არ დაბრუნებულა -ძლივს მითრა ალექსანდრემ
-ლიზა? სად არის?
-არ ვიცით, სად არის ან ვისთან ერთად არის, ტელეფონი გათიშული აქვს -მითხრა ნინიმ
-კი, მაგრამ ვატოსთან ერთად არ წავიდა სახლში?
-ვატოსაც ვერ ვუკავშირდებით... დილიდან ახალ ამბებს ვუსმენ, იმის შიშით,რომ რამე ცუდი არ გამოაცხადონ მათ შესახებ -ნიკამ თქვა და ხელი თმაზე ნერვიულად გადაისვა
-ვატო და ლიზა? -ალექსანდრეს თვალებში შევხედე თან რაღაცაზე ვფიქრობდი, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა
-არ არსებობს -თქვა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია
-იქნებ კი?
-მოვკლავ
-რა ხდება? -საუბარში ნიკა ჩაერია
-ლიზა და ვატო ამ ბოლო დროს საეჭვოდ იქცოდნენ -ავუხსენი სიტუაცია -და მგონია, რომ ერთად არიან
-რა? ლიზა და ვატო?
-კი ნიკაა, ნამდვილად ასეა -ჩემი გამოტანილი დასკვნით ყველას ღიმილით შევხედე
-და რატომ იმალებიან? -დაბნეულმა იკითხა ნინიმ
-იმიტომ, რომ ალექსანდრე მათ მოკლავს
-ურჩევნიათ აქ ერთად არ გამოჩნდნენ
-გამოჩნდებიან და გირჩევნია შეეგუო ამას... კარგი თქვენი აზრით სად იქნებიან? -ვიკითხე
-შორს არ წავიდოდნენ.. შეიძლება სულაც ვატოს სახლში არიან წყნეთში
-ხოდა წავედიით -ტაში შემოვკარი -ლიზას ურჩევნია იქ დამხვდეს, არ ვაპატიებ ასეთი რაღაც, რომ დამიმალა -ვთქვი ჩემთვის და სახლი დავტოვეთ

წყნეთში ასულები მანქანით ვატოს სახლს მივადექით. ეზოში შევედით და სახლის კარი დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა ბაღიდან ხმა მოგვესმა და ხმის მიმართულებით წავედით
-ამათ უყურე რაა -ამოიღრიალა ალექსანდრემ,როცა ჰამაკში ლიზა დაინახა და ვატო, რომელსაც მის კალთაში ედო თავი
-ლიზაა -დაიღრიალა ალექსანდრემ და შეშინებული წყვილი ერთმანეთს დააშორა
-ალექსანდრე -უკან მე გავეკიდე
-ვატოოო, ეს როგორ გამიკეთე?მე შენს საკუთარ ძმას?
-ალექსანდრე მე... ვერ გითხარი -თავის მართლება დაიწყო ვატომ
-რა ვერ მითხარი?ის რომ ლიზა გიყვარდა და მეტიც ლიზასაც უყვარხარ და ერთად გაუჩინარდით
-ალექსანდრე ბოდიში -ლიზამ ტირილი დაიწყო, ნინი მასთან იყო ლიზას დამშვიდებას ცდილობდა და მე ალექსანდრეს ვაკავებდი.. ხო მეე ამხელა ალექსანდრეს ვაკავებდი
-შემომხედე -დავუყვირე და იძულებული გავხადე ჩემთვის მოეხედა -დამშვიდდი ეხლა და ცოტა გონებას მოუხმე... მე ბავშვობიდან გიყვარდი და მუდმივად გულს მტკენდი მხოლოდ იმიტომ, რომ დაგევიწყებინე და შენ თუ მაინც წარმოგიდგენია რა დღეში იქნებოდა ვატო, როცა გააცნობიერებდა, რომ მისი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილი შეუყვარდებოდა, რომელის დასავით ჰყავდა? წარმოგიდგენია მაინც ორივე როგორ იტანჯებოდა იმის გამო, რომ შენთვის გული არ ეტკინათ? -ჩემმა სიტყვებმა ალექსანდრეზე იმოქმედა
-დდშვც... -შეიკურთხა და ეზო დატოვა
-თაკა მარტო არ დატოვოო, იცოდე, ჩვენს გაკიდებას აზრი არ აქვს, ახლა მასთან მხოლოდ შენ უნდა იყო -სწრაფადმითხრა და ვატომ დამეც გაუაზრებლად გავეკიდე უკან, უკვე მანქანას სძრავდა, როცა წინ დავუდექი და შევაჩერე, სანამ აზრზე მოვიდოდა, წინა სავარძელზე მოვთავსდი
-გადადი მანქანიდან -დამიყვირა და გამწარებული სახით შემომხედა
-არა, ალექსანდრე მარტო არ დაგტოვებ
-თაკაა, გადადიი მანქანიდაა, ძალიან გამწარებული ვარ და გთხოოვ არ მინდა რამე დაგიშავო
-არსად არ გადავალ, აქ ვრჩები შენს გვერდით
-კი მაგრამ რატოოომ? -იმხელა ხმაზე იყვირა, რომ შემეშინდა -რატომ არ მტოვებ მარტო -მუშტი საჭეს დაარტყა -რატომ მაიძულებ, რომ ჩემს მიერ მოყენებული ტკივილი გავიხსენო, რატომ? -ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა, მისკენ მთელი ტანით ვიყავი მიბრუნებული
-იმიტომ, რომ მიყვარხარ -გაუაზრებლად ვუთხარი და მოვეხვიე



მე-4 თავიც ასეე..
ცოტა ინტრიგააც ჩავაგდეე და ახლა ისღა დამრჩენია თქვენს შეფასებას ველოდოო...
მიყვარხართ...



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ ველოდები შემდეგ თავს სულმოუთმენლად ძალიან გთხოვ მალე დადე რა ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი ნინა
აუ ველოდები შემდეგ თავს სულმოუთმენლად ძალიან გთხოვ მალე დადე რა ძალიან მაგარია


დიდი მადლობაა ♥♥
კარგად დავაგვიანეე მაგრამ დღეს დაიდება, მოგვიანებით ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent