შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (8 თავი)


10-01-2020, 15:40
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 698

ანა ხედავდა ვეკოს თვალებში უსაზღვრო ტკივილს და ზიზღს, ამიტომ მისი ყველა სიტყვა დაიჯერა, რაფგან თავადაც ზუსტად ამას განიცდიდა, ამ ზიზღს და ტკივილს...
ვეკო ანას მიაჩერდა თვალებში, გოგონა დაიბნა მის დაჟინებულ მზერას რომ გადააწყდა და უხერხულად შეიშმუშნა
-მარიანა მართლა ძალიან გგავს, უბრალოდ მას შავი თვალები ქონდა, შენკი ზღვისფერი...
-მაპატიე ამას რომ გეკითხები მაგრამ როგორ დაუშვი რომ შენიბდა მის გვერდით აღმოჩნდა? -ანამ მზერა აარიდა და მარიანას სურათს დააცქერდა
-მარიანამ და იმ ნაბიჭვ. ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს ქუჩაში, მარიანა მისით მაშინვე მოიხიბლა, საჩუქრებით ანებივრებდა, არ ეშვებოდა, სულ მის გვერდით ტრიალებდა ალექსანდრე და მარიანასაც მეტი რა უნდოდა, უგონოდ შეუყვარდა ის ნაბიჭ. ვგრძნობდი რომ ალექსანდრე არ იყო კარგი პიროვნება და ცუდ საქმეებში იყო გახლართული მაგრამ ჩემ დას ვერაფერი შევასმინე, ჯარში რომ წავედი ისარგებლა იმ ნაბიჭ. და მარინა წაიყვანა, სანამ მე ჩამოვედი და ვეძებდი ხელი მოაწერეს, მე და დედას მაინც გვინდოდა მისი წამოყვანა მაგრამ არ გამოგვყვა, გამოგვიცხადა მიყვარსო, მის ნახვასაც ვერ ვახერხებდით რადგან წინდაუკან დადიოდა და თან დაიყოლებდა ჩემ დას, მერე კი გაგვაგებინეს რომ ვენები გადაიჭრა და ...-ვეკოს ხმა ჩაუწყდა, დის სურათს დააცქერდა -ვერ გადავარჩინე, ვერ დავარწმუნე, ვერ შევძელი იმ ნაძირალასგან მისი დახსნა, იცი რა დააწერინა ფსიქიატრს? რომ ნერვული აშლილობა ქონდა და ამ მიზეზით მოიკლა თავი, არადა ჩემიდა შეშლილი არ იყო, არავითარი მსგავსი პრობლემა არ ქონია...
-მასთან სახლში რატომ ცხოვრობდი? როგორ შეგეძლო ამ ყველაფრის ატანა
-მინდოდა გამეგო ის მიზეზი თუ რატომ მოიკლა ჩემმა დამ თავი, საბუთებს ვეძებდი თან, ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ არ გვანახა იმ ავადმყოფმა, მინდოდა რამე გამერკვია
-ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იმ არარაობას შეეწირა,
-ანა ჩემი და სიგიჟემდე უყვარდა იმ ავადმყოფს, თქვენი მსგავსების გამო ახლა შენ გადაგეკიდა
-ალბათ მეც იმ არარაობას შევეწირები
-ანა მაპატიე რომ არ დაგეხმარე მაშინ, არ მეგონა ასე თუ დამძიმდებოდა თქვენშორის ურთიერთობა
-შენ რა შეგიძლია? ან რა შეგეძლო? მას ფული და ძალაუფლება აქვს
-ანა მინდა დაგეხმარო მაგრამ არვიცი რა უნდა გავაკეთო რომ მისგან დაგიხსნა
-არაფერი გააკეთო, ნურც ეცდები, ის ჩემს მიმართ არაადეკვატურია, შეიძლება რამე დაგიშავოს
-უფლებას არ მივცემ რომ შენც ისევე გაგინადგუროს ცხოვრება როგორც ჩემს დას
-ასე ნუ მეუბნები გთხოვ, ამ საქმეში ნუ ჩაერევი , შენ შენი საქმე გააკეთე და გაარკვი რას შესწირა იმ ნაგავმა შენი და
-ანა გინდა სროლა გასწავლო?-ვეკო თვალებში ჩააცქერდა ანას და სულ დააბნია ისედაც აფორიაქებული გოგონა
-რაა?-ანას გაეცინა
-ვიცი მკვლელათ ვერ იქცევი, ვერ ესვრი , ვერც მე შევძელი ეს, ვერ გამოვკარი სასხლეტს თითი, რადგან...
-რადგან ჩვენ მისნაირი დაუნდობელი და ნაძირალები არ ვართ
-ხო მაგრამ ძალიან ვნანობ რომ ხელი ამიკანკალდა და სასხლეტს ვერ გამოვკარი
-იოლი არაა თუნდაც ეშმაკს სიცოცლე წაართვა, ძალიან უნდა შეიშალო ალბათ რომ ეს გააკეთო,
-ასეა, სამწუხაროდ ძალა არ მეყო, ვერ შევძელი, მე არმინდა შენც ჩემ მდგომარეობამდე მიხვიდე მაგრამ იარაღი რახან გაქვს მოდი გასწავლი სროლას
-ვიცი უნდა გადატენო, დამცველი მოხსნა და ეგაა
-დარწმუნებული ვარ ახლა მე რომ დამიმიზნო და გაისროლო ხელი ისე აგიკანკალდება რომ ჩემს გარდა ყველაფერს შეიძლება მოახვედრო
-დამიზნების აზრზე ვარ-გაეცინა ანას, მერე კი ვეკოს აუტყდა სიცილი
-წამიოხვალ?-ვეკო ადგა და ხელი გაუწოდა
-სად?-ანამ ახედა მომღიმარ ბიჭს
-ტყეში-ვეკო განზრახ სიტყვაძუნწობდა
-???-ანა კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა თუმცა შიშის გრძნობა საერთოდ არ გასჩენია
-სროლაში უნდა გამეცადინო
-ნუ სულელობ
-ანა ჩემი ნუ გეშინია, მარიანას ვფიცავარ რომ ეგ იარაღი ჩემგან თავდასაცავად არასოდეს დაგჭირდება-ვეკოს გაეღიმა და ანას რეაქციას დაელოდა, ანა ყოყმანობდა თუმცა ბოლოს წამოდგა და ხელი ჩაკიდა ინსტიქტურად. ერთად ჩაირბინეს კიბე სიცილით და მანქანისკენ წავიდნენ, ვეკომ კარი გაუღო, ანა დაჯდა და თან ვერ იჯერებდა რომ ასე იქცეოდა, ვეკო საჭეს მიუჯდა და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
ხუთი შუშის ბოთლი დაალაგა მწრივად ვეკომ და ანას მიაჩერდა
-მიდი დაუმიზნე და ესროლე-თან ანასკენ წამოვიდა, ანამ იარაღი ამოიღო, გადატენა დამცველი მოხსნა დაუმიზნა და გაისროლა
-იმედია რამე ფრინველი არ მოკალი-ვეკოს გაეცინა -ანა ბოთლები მიწაზეა შენ ჰაერში გაისროლე
-ნუ დამცინი, ნახავ თუარ გავარტყა -ისევ დაუმიზნა და გაისროლა, ცხრა ტყვიიდან ვერცერთი გაარტყა, გაარტყა კიარა საერთოდ სად გაისროლა კაცმა არ იცის
-მოდი გასწავლი-ვეკო მიუახლოვდა უკან დაუდგა თავის იარაღი მისცა რადგან ანას ტყვიები გაუთავდა -ხელში მაგრად დაიჭირე, არ იფიქრო არაფერზე გარდა სამიზნისა - ვეკო უფრო მიუახლოვდა ანას და თავის ხელი მის ხელს შეახო, სასხლეტს ერთად დაადეს თითი -კარგად დაუმიზნე და არ იფიქრო წარმოშობილ ვიბრაციაზე ხმაზე და უსიამო შეგრნებაზე რაც გასეოლისას იქნება, მარტო სამიზნეზე იფიქრე,-ვეკო გაჩემდა და ანას თითი გამოაკვრებინა სასხლეტზე, ბოთლი დაილეწა ანამ შეკივლა შიშისგან -დამშვიდდი და გავაგეძელოთ- დუჩურჩულა ყურთან და შემდეგი ოთხი ბოთლი მიყოლებით დიფშხვნა, ანა ისევ კიოდა
-რა გიჟი ხარ ძალიან შემეშინდა-ანა ვეკოსკენ შეტრიალდა რომელსაც დაენანა ანასთვის ხელის გაშვება
-ციტათი-დაეთანხმა ვეკო ღიმილით
-მართლა ვარჯიში ყოფილა საჭირო
-რათქმაუნდა, იარაღიდან სროლა ძალიან ძნელია, მითუმეტეს თუ სამიზნე ადამიანია.
ვეკო და ანა რომ წამოვიდნენ მანქანისკენ
ორივე იცინოდა და ყურადღება არ მიაქციეს იქქვე მდგარ ჯიპს რომელიც მათი მანქანის დაძვრისთანავე გამოყვათ, ისე იყვნენ აჟიტირებულები მომხდარით რომ ყურადღება არაფრისთვის მიუქცევიათ.
-სად მიდიხარ?-ანა მიხვდა რომ ვეკოს შინ არ მიყავდა
-ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო-შეხედა ვეკომ დაბნეულ გოგონას სიჩქარეს უმატა.
სასაფლაოზე მდუმარება გამეფებულიყო, მხოლოდ ანას და ვეკოს ფეხის ნაბიჯების ხმა ისმოდა, ანას გული უსიამოთ შეეკუმშა
-ეს მარიანას საფლავია-გაჩერდა ვეკო და მარმარილოს ღობეზე მიუთითა, ანამ სურათს შეხედა საიდანაც მომღიმარი გოგონა იცაირებოდა
-მიწისთვის როგორ გაიმეტე, როგორ გაუძელი ამ ყველაფერს-ვეკოსკენ მიტრიალდა ანა და მოძალებულ ცრემლებს წინააღმდეგობა გაუწია
-ვერ გავიმეტე ანა, ახლაც არ მემეტება, რომ ვფიქრობ, იმ სიცივეში და სიბნელეშია მისი უსულო და ცივი სხეული ჟრიანტელი მივლის შიშისგან, მძულს ყველაფერი, მძულს შერვაშიძე რომ ჩემი ლამაზი სიცოცხლით სავსე და ასე გაიმეტა, ვერ გაუფრთხილდა და მიწისთვის გაწირა... -ხმას ვერცერთი ვეღარ იღებდა, რადგან ორივეს სული გაყინა ამ ადგილმა, როცა გამობრუნდნენ დამანქანისკენ წავიდნენ ადგილზე გაქვავდა ორივე შიშისგან
-ჩემი მეგობარი და ჩემი გოგო ერთად-ალექსანდრეს ხმამ ორივეს სული გაუყინა
-მეგობარი? ჩემი და მოკალი შე ნაბიჭ. - დასჭყივლა ვეკომ და მისკენ გაქანდა, ალექსანდრე არ ელოდა ასეთ გამოხტომას და დაიბნა როცა სახეში მუშტი მიიღო, დაბარგანავდა მიულოდნელობისგან და სანამ აზრზე მოვიდოდა კიდევ მიიღო მუშტი სახეში, თუმცა საერთოდ არ გაბრაზებულა, პირიქით გიჟივით იცინოდა და მაჯით მოიწმინდა ცხვირიდან წამსკდარი სისხლი, მერე კი იარაღი ამოიღო და ანას დაუმიზნა, ისევ იცინოდა, აშკარად ერთობოდა მათი წამებით
-აბა ახლა რას იზავ-ვეკოს შეხედა რომელიც წამში ადგილზე გაქვავდა
-მესროლე-ანა მიუახლოვდა ალექს, იარაღის ლულას ხელი წაავლოო და შუბლზე მიიბჯინა-მიდი მესროლე-უკივლა ბოლო ხმაზე
-შენ არასოდეს გესვრი-უთხრა ისევ მომღიმარი სახით და ვეკოს დაუმიზნა
-არ გაბედო-ანა ხელზე დაეჯაჯგურა
-თუ არ გინდა რამე დაუშავდეს გამომყევი- ანას შეხედა და თვალებში ჩააცქერდა, ისე რომ ვეკოსთვის იარაღი არ მოუშორებია
-რას ბოდავ? -ახედა ანამ თვალებამღვრეულ ბიჭს
-ანა არ გაბედო -დაუყვირა ვეკომ, მანქანის გასაღები გადაუგდო და ანას ფეხებთან დაეცა ზუსტად-წადი აქედან-დაუყვირა ვეკომ ისევ -ჩაჯექი მანქანაში და წადი
-არ გაბედო თორემ ვესვრი-დაუყვირა ალექსანდრემ აცრემლიანებულ გოგონას, ანა გაშეშებული იდგა
-ანა წადი-ვეკომ დაუბღვირა და იარაღი გააძრო თავადაც, როცა ალექსმა ანას შეხედა
-ვეკო ძალიან სასაცილოდ გამოიყურები მაგ იარაღით, საინტერესოა სროლა თუ იცი
-იცის-უკივლა ანამ და მანქანის გასაღები აიღო საჭეს მიუჯდა და დაქოქა მანქანა
-ვეკო ხომიცი რომ ვერ მესვრი არ გაქ მაგის ტრა. -ამ სიტყვებზე ვეკომ გააისროლა და ზუსტად იმ ხელში გაარტყა რომელშიც იარაღი ეჭირა ალექს, ტკივილისგან ხელიდან გაუვარდა იარაღი და ვეკო მანქანისკენ გაქანდა ჩაჯდათუარა ანამ უკანასვლით დაძრა მანქანა
-მოგკლავ შე ნაბიჭ.-დაიღრიალა ალექსმა დ იარაღი აიღო და იქმდე მისდია მანქანას და ესრდა სანამ მთელი მჭიდი არ დააცალა



№1  offline მოდერი Someone wandering

ვერ გავიგე ეს ისტორია სასიყვარულოა? მთავარი გმირები თავიდან ალექსი და ანა მეგონა.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

არაა სასიყვარულო, ალექსანდრე და ანა წყვილი არაა, ვეკო და ანა იქნებიან

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Ოჰოოო... საინტერესოა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent