ესპანელი მაფიოზები◇◆7◇◆
სამი დღე სრულ უაზრობაში გავიდა.არაფერი განსაკუთრებილი. ძილი და დილა-საღამოს ერთ ნაჭერი პური და წყალი.წონაში საგრძნობლად დავიკელი და თვალის უპეები ამომიშავდა.ჯერ კიდევ ის ტანსაცმელი მეცვა რაც კლუბში,თმაც კი არ დამევარცხნა, დაბანაზე ხომ საუბარი ზედმეტია და ნამდვილ გიჟს ვგავდი. ოთახიდან გამოშვებაზე სიტყვაც კი არ დაუძრავს ვინმეს ეგ კი არა ჩემი დიდებული საკვები რომ შემოქონდათ ჭამესაც არ ამბობდნენ.ან ყველას ვეკიდე ან მატიასმა ჩემთან ლაპარაკი ყველას აუკრძალა ან კიდევ ეტყობა მართლა გიჟს ვგავდი. მეოთხე დღეს დიდი პატივი მხვდა წილად და ოთახში თავად მისი აღმატებულება მატიასი მეწვია.სახეზე მაშინვე ირონიული გამომეტყველება ავიკარი და გავუღიმე _რა პატივია თქვენი სტუმრობა სერ!რას უნდა მივაწეროთ? _ნუ ტლიკინებ თორემ შეიძლება გადავიფიქრო_არანაკლებ ირონიული გამომეტყველბა ჰქონდა მას _რა?_დავსერიოზულდი _რა და შეიძლება ოთახიდან გამოსვლის უფლება მოგცე _კიდევ შეიძლებას დონეზე თუ ხარ რაღას მაწუხებდი?_ხელი ავიქნიე და საწოლზე ჩამოვჯექი _კარგი თუ ამდენად არ გაინტერესებს მე საერთოდ ფეხებზე _მხრები აიჩეჩა და კარისკენ გაბრუნდა _მოიცა!_ვიყვირე მე _კარგი!_ცალყბად გაღიმებული მოტრიალდა ჩემსკენ_მაინტერესებს!რას ფიქრობ?არ მიშვებ?_მომლოდინე მზერა მივაპყარი მატიასს _გამომდინარე იქედან რომ მთელი სამი დღე მშვიდად გავიდა იმსახურებ გარეთ გამოსვლას როცა გინდა და რამდენი ხანიც გინდა მაგრამ იცოდე გაქცევა არც კი სცადო იმიტომ რომ არ გამოგივა და შედეგად იმას მიიღებ რომ ოთახში დაჯდები სამუდამოდ და გარეთ გასვლაზე ოცნებასაც ვერ გაბედავ_თვალები გამიფართოვდა როცა მინდა და რამდენი ხანიც მინდა?მემგონი ამ მაფიოზმა თავისი გასაყიდი პროდუქტი შეამოწმა როგორია. _ამას ასე უბრალოდ მეუბნები?სამაგიეროდ არაფერს მოითხოვ? _კი რა თქმა უნდა!_გაიღიმა მან_მსახურის მოვალეობებს მოირგებ_წარბები ავზიდე და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ დავეთანხმე.დიდად არ გამხარებია მაგრამ ასე უფრო ბევრ რამეზე გამიწვდებოდა ხელი დიეგოსთვის, თანაც, მთელი დღე ოთახში ჯდომა არ მომიწევდა ,ასე რომ ,მაკმაყოფილებდა. _ესეიგი შევთანხმდით.გამომყევი ტანსაცმელს მოგცემ_მითხრა და ოთახიდან გავიდა.გაოცებული გავყევიბედმა გამიღიმა. ამდენი კარგი ამბავი ერთ დღეში?თურმე ხომ შეგძლებია ბედო! თავის ოთახში შემიყვანა, კარადა გამოაღო ცოტა ხანი რაღაცას ეძებდა მერე იპოვა და გამომიწოდა ჯინსი იყო,კეტები და უბრალო ნაცრისფერი მაისური _ვაიმე!ეს ქალის ტანსაცმელია?_აღმომხდა გაოცებულს _თუ არ გინდა დამიბრუნე_მიპასუხა მან და კარისკენ მიბიძგა მის შეხებაზე შევხტი და უცბად გავყევი ის ოთახში დარჩა მე კი მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავქანდი რომ გამომეცვალა. ჩემს ცხობრებაში ტყვეობის ახალი ეტაპი იწყება! *** ხელში ცოცხი მეჭირა და მისაღებს ვგვავდი მგონი ესეც მონატრებული მქონდა არადა რას ვიფიქრებდი იატაკის გვა თუ ოდესმე მომენატრებოდა! გულში სიმღერას ვღიღინებდი და თან ვცდილობდი მეკონტროლებინა ვინ რას აკეტებდა,ვინ სად და როდის მიდიოდა მაგრამ მხოლოდ ის გავარკვიე რომ მატიასის ოთახში მარტო ენდრიუ შედიოდა დანარჩენი ოთხი-ხუთი ბიჭი ერთად მუშაობდა მგონი დიეგოს ადგილსამყოფელს ეძებდნენ. ორ დღეში მატიასის გრაფიკიც დავიზეპირე.დილით ადრე დგებოდა და ვარჯიშობდა,საუზმობდა,მერე თავის კაბინეტში შეიკეტებოდა ცოტა ხანში ენდრიუს მოიხმობდა და ამბებს იბარებდა მერე ხუთ წუთს მეც გადმომხედავდა,გამაკრიტიკებდა ,ნერვებს მომიშლიდა მერე მე გავაბრაზებდი და ბოლოს გართობას იწყებდა. ან თვითონ მიდიოდა ალბათ კლუბებში ან სახლში მოყავდა ესპანელი ქალები,თან ისეთები ,რომ შეხედავდი,ქალს ორიენტაციის შეცვლაზე დააფიქრებდა. კარის გაღების ხმა გავიგონე და მატიასი დავინახე ჩემსკენ მოემართებოდა,ნერვები შევამზადე,ალბათ,ისევ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა ჰქოდა გამიზნული. _დიდი სახლის პატარა დიასახლისი..._ცოცხი ბრაზით მოვუღერე. _რა გინდა? _და შენ?_მომიახლოვდა და თმის ბოლოები მუჭში მოიქცია.ჟრუანტელმა დამიარა,ხელის კვრით მოვაშორებინე თითები ჩემი თმებიდან და უკან დავიხიე.ჩემს რეაქციაზე ცალყბად გაეღიმა და ჯინაზე ისევ მომიახლოვდა და ისევ იგივე გააკეთა ოღონდ ამჯერად მეორე ხელი კეფაზე მომკიდა და მიმიზიდა _თავი დამანებე!_ავფართხალდი და მოშორება ვცადე მან კი მკლავები მომხვია და არ მიშვებდა _რა გინდა?შემეშვი!დღეს ყველამ უარი გითხრა?ხელები მომაშორე!_ვწიოდი და ვფართხალები მაგრამ მკლავები თითქოს რკინის მარწუხებად ექცაო,ძვრა ვერ ვუყავი. _კი,დღეს ყველამ უარი მითხრა_სერიოზულად მიპასუხა მან.გაოგნებულმა ავხედე.ორაზროვნად,გაუგებრად,თითქოს ბოროტად იღიმოდა.იტყუებოდა,მეთამაშებოდა!ალბათ...იმედია... _ცხოველო!გამიშვი!_უარესად ავფართხალდი .მან გაიცინა _ნუთუ ასე არ გინდა?_თავი ჩავხარე და ფართხალი ისე გავაგრძელე,ცრემლები მომაწვა და არ მინდოდა დაენახა.შემეშინდა,ძალიან შემეშინდა!მტელი ეს დღეები,გულის სიღრმეში ველოდი მოქმედებას როდის დაიწყებდა და აი დაიწყო კიდეც! _ცხოველო!ხო ამდენად არ მინდა!გაიწიე!_თავი ამაწევინა და სახე სწრაფად მომიახლოვა ტუჩებთან ახლოს სულ ოდნავ შემახო თავისი ტუჩები და სანამ მაკოცებდა,აცრემლიანებულმა გაშლილი ხელი მთელი ძალით ვსთხლიშე სახეში.ისე სწრაფად და ძლიერად მომიშორა რომ, წავბრაბაცდი და იატაკზე დავეცი.ცრემლები გადმომსცვივდა და გაბრაზებულ მაფიოზს შეშინებულმა ავხედე. _როგორ ბედავ?!_მიღრიალა მან.მე კი სლუკუნით უკან მივხოხავდი,წამით ჩემს დანახვაზე თითქოს გული მოულბა და თვალებში სევდა გაუკრთა მაგრამ მალევე დაიბრუნა ძველი იერი. წამოვდექი,სახე ცრემლებისგან მქონდა დასველებული და ცხვირი ამწითლებოდა _ასე აღარ გააკეთო!აღარასოდეს!_ამოვუსლუკუნე, ჩემი ოთახისკენ გავიქეცი და კარი შიგნიდად ჩავკეტე. სულ ტყუილად.არ გამომკიდებია.არც კი განძრეულა. *** მეორე დღით დილიდან სადღაც იყო წასული მატიასი.მალე როგორც ჩანს ენდრიუს დაურეკა და ისიც მასთან წავიდა.სახლში მხოლოდ მე,მცველები და მუდამ ოთახში მომუშავე ბიჭები დავრჩით. კარგი დრო იყო ინფორმაციის შესაგროვებლად.მატიასის კაბინეტში შევედი და იქაურობა მოვათვალიერე, თაროებს მივადექი მაგრამ იქ არაფერი იყო ძველი წიგნების გარდა მაგიდისკენ მივბრუნდი ზედ კომპიუტერი იდო და რამდენიმე ფურცელი.ხელში ავიღე და გადავათვალიერე მაგრამ რაღაც უაზრო საბუთები აღმოჩნდა.არ იყო ის რაც დიეგოს სჭირდებოდა.ჰო,მნიშვნელოვან საბუთებს ასე ღიად არ დაყრიდა.ნოუთბუქი გავშალე და ჩავრთე იქნებ აქ მაინც ყოფილიყო რამე მაგრამ იმედი გამიცრუვდა პაროლი ედო.ვიცოდი რომ ვერ გავარტყამდი მაგრამ მაინც ვცადე ბედი და მატიასი123 ჩავწერე.როგორც ველოდი არ გაამართლა და გამოვრთე.ახლა უჯრებს მივადექი ერთი დაკეტილი იყო მეორეში კი იარაღი და ნარკოტიკი იწყო.გამკვირდა ნეტა პირველ უჯრაში ამაზე უარესი რაღა ედო ის ჩაკეტილი რომ ჰქონდა და ეს ღია.საკმაოდ კარგი საბუთები მოვაგროვე.კომპიუტერში თუ რამე იყო და დარწმუნებული ვარ იქნებოდა, სასამართლოში ჰაკერი გაარკვევდა .უჯრაში იწყო ნივთმტკიცებულებაც მეორე უჯრაში ალბათ რაღაც უფრო უარესი, ოთახიდან გასვლა დავაპირე და ოთახი საბოლოოდ მოვათვალიერე.ყურადღება კედელზე დაკიდულმა ქალის ულამაზესმა პორტრეტმა მიიქცია.ძალიან ლამაზი ნახატი იყო.მე როგორც ხელოვნების დიდი მიყვარული მაშინვე მივუახლოვდი და თითები გადავუსვი ხელოვნების შესაგრძნობლად.შავთმიანი,შავთვალება ახალგაზრდა გოგონა იყო ნიავი თმებს ურევდა და სადღაც,ზევით იხედებოდა.დიდხანს მონუსხული ვუცქერდი და მაინტერესებდა ვინ იყო.მერე გამახსენდა ფილმებში რომ სურათების უკან სეიფებს მალავენ და გამეცინა.ფრთხილად გავწიე სურათი გვერდზე და ღიმილი სახეზე შემახმა როცა სეიფი მართლა აღმოვაჩინე.ქვედა სართულიდან კარი გაღების ხმა მომესმა,სურათი მაშინვე გავასწორე და ოთახიდან გამოვვარდი და სამზარეულოსკენ გავიქეცი.ხელში ტილო დავიჭირე და და მაგიდაზე უაზროდ სმა დავიწყე,ვითომ ვასუფთავებდი.ხუთ წუთში ენდრიუ და დიეგო შემოვიდა _ესეიგი ორი ადგილი რჩება სადაც..._მატიასმა რომ დამინახა მაშინვე შეწყვიტა ლაპარაკი და ცივი მზერა მესროლა _აქ რა გინდა? _ვალაგებ_მივუგე მე_და უკვე დავამთავრე._გასასვლელისკენ წავედი მაგრამ წინ გადამიდგა _დაამთვარე?_დამცინავი ტონი ჰქონდა და მის სიახლოვეზე ჟრუანტელი მივლოდა_საჭმელი გააკეთე? _უნდა გამეკეთებინა?_გაოცებულმა ავხედე მე _მსახური იცი რას ნიშნავს?თან ტყვე_ბრაზისგან მგონი გავწითლდი და ტუჩები მოვკუმე _რას მიირთმევთ ბატონო?_კბილებსი გამოვცერი და "ბატონოს" ხაზი გავუსვი _სპაგეტს _ახლავე_ცივად ვუთხარი და მომზადება დავიწყე,თან ქართულად ვბუტბუტებდი და ვწყევლიდი მატიასს _ჭირი ჭამა შენმა პირმა! შენ ამოწყდი ერთ დღეს და გადაშენდი ამ ქვეყნიდან!უნამუსო ჟმოტი დესპოტი!შე გველის წიწილო !ამოწყდი და არ გაიხარე შე ღვთისპირიდან გადავარდნილო უჯიშო ანომალია! სიკვდილი ჭამე!გველაძუა დამპალო ... _ქვაბი გაზქურაზე დავახეთქე და წყევლა-კრულვა მატიასმა შემაწყვეტინა _იქნებ შენს ენაზე ჩემს ლანძღვას მორჩე_მითხრა მან მე კი ბრაზიანად გავხედე არაფერი მითქვამს ისევ ბუტბუტი გავაგრძელე _"იქნებ შენს ენაზე ჩემს ლანძღვას მორჩე" გავიმეორე ქართულად და სახე დავჭყანე ახლა ლაპარაკიც ამიკრძალე საქონელო!მადლობა თქვი ქართული ლაპარაკი რომ ესმის შენს ბილწ ყურებს!ბოლო წინადადებაზე უნებურად ხმას ავუწიე და ენდრიუს და მატიასის გაოცებულმა მზერამაც არ დააყოვნა _რას მომჩერებიხართ?_შევუღრინე ორივეს და სპაგეტი ადუღებულ წყალში ჩავყარე. _გაგიჟდი მგონი_ირონიულად მითხრა მატიასმა _ნუ გამაკვირვე._ვუპასუხე და სოუსის მოზადება დავიწყე.ვლოცულობდი დიეგო მალე მოსულიყო ინფორმაცია ჩამებარებინა და აქედან მალე გამეღწია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.