შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (9თავი)


12-01-2020, 04:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 811

ალექსანდრე მანქანაში ჩაჯდა და გაავებულმა საჭეს ხხელი დაარტყა, მერე დაქოქა და შაბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, იმედი ქონდა რომ დაეწეოდა მათ მაგრამ ტარასაზე რომ გავარდა ვერ გადაწყვიტა საით წასულიყო, რადგან არცერთ მხარეს არ ჩანდა მიმავალი მანქანა ,,შანსი არაა ასე უცბათ ვერ მოტყდებოდნენ" გაიფიქრა და გააჩერა ტრასის პირას თავის პრადო, ტელეფონი ამოიღო და ლაშას დაურეკა
-მარიანას სასაფლაოზე მოდი ბიჭებთან ერთად
-მიგიტყდნენ?-ლაშას ირონიამ გააღიზიანა ალექსი
-წადი შენი-დაიღრიალა გამწარებულმა და ტელეფონი მოისროლა მანქანაში, მალე აწკრიალდა ტელეფონი, ალექსი ისე იყო გაღიზიანებული რომ არ პასუხობდა, მაგრამ რეკვას არ წყვეტდა მისი მობილური, ამიტომ ძებნა დაიწყო და მალევე მიაგნო
-რა გინდა-ცდილობდა ბრაზი მოეთოკა ლაშასთან
-უკან მივყვები-მიახალა კმაყოფილი ტონით ლაშამ
-რას ბოდავ -ვერ დაიჯერა ალექსმა
-უკან გამოგყევი აქ რომ წამოხვედი, მათთან შესახვედრად და ეხლა მივყები
-შე ნაბიჭ. უკან ფარულად გამომყევი?- შეიცხადა ალექსმა
-გითხარი გამოგყვებითქო და გაგიჟდი, ხოდა ვიფიქრე რო გაგაცურებდნენ და წამოგყევი
-სად ხართ?
-სად და ტყეში, აქ რაღაც გზაა მონგრეული და იქ გადაუხვიეს
-მალე დაგეწევით-ალექსმა გაუთიშა და მანქანა დაქოქა, ადგილზე მოატრიალა და უკან დაბრუნდა, ძლივს მიაგნო იმ გადასახვევს, რაც ლაშამ უთხრა. სწრაფად მიდიოდა, არადა გზა ხელს არ უწყობდა აშკარად, მრისხანებისა და ბრაზისგან გაავებული ვერ გრძნობდა ტკივილს და ვერ აცნობიერებდა რომ ბევრ სისხლს კარგავდა და ნელნელა მხედველობა და ცნობიერება უქვეითდებოდა, თვალები ეხუჭებოდა უკვე მაგრამ მაინც არ უკლებდა სიჩქარეს, ჯიუტად მიიწევდა წინ და როცა სულ ერთი წამით თვალები მოეხუჭა და ხელები მოუდუნდა მანქანამ გზიდან გადაუხვია.
-ვიღაც მოგვყვება-შეშინდა ანა
-ლაშაა-უთხრა ვეკომ
-ეგ ალექსანდრეზე ავადმყოფია
-ანა სიჩქარეს მოუმატე
-არ შემიძლია გზა არ ვიცი მეშინია
-ანა რასაც გეუბნები გააკეთე-ვეკომ ანას შეხედა და იარაღი ამოიღო ჯიბიდან
-პოლიციაში დავრეკოთ-იარაღის შემჩნევამ ანა დააფრთხო
-ჯერ ვცადოთ თავიდან მოვიშოროთ, თუ გაგვიჭირდა მერე დავრეკოთ- ანამ სიჩქარეს მოუმატა და აკანკალებული ხელებით მართავდა მანქანას, მალე ტრასაზე გავიდნენ და ღმერთ მადლობას უხდიდა თავი რომ დააღწიეს იმ ჯურღმულს, ლაშა ჯერჯერობით არ ჩანდა ამიტომ ვეკომ მანქანა გააჩერებინა და საჭეს მიუჯდა, დაძრა თუ არა, ლაშაც გამოვარდა ტყიდან, ვეკომ გაზს მიაჭირა და ტრასაზე გავარდა, მათ შორის მანძილი ლაშამ მალე დაფარა და უკნიდან დაეჯახა მათ მანქანას, ანამ კივილი დაიწყო შიშისგან ვეკომ სიმშვიდე შეინარჩუნა და სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ აზრი არ ქონდა ლაშას ახალ ლექსუს ვერ ასწრებდა თხუთმეტი წლის წინანდელი მანქანა, ლაშა ისევ რომ დაეტაკა მათ მანქანას ვეკომ ანას შეხედა
-ანა ახლა დავამუხრუჭებ, ეცადე თავი გაიმაგრო-უთხრა ძალიან მშვიდად და სარკეს გახედა, სანამ ლაშა კიდევ დაეჯახებოდა მათ მანქანას ვეკომ სიჩქარე მაქსიმუმამდე აწია რის გამოც ლაშამაც უმატა სიჩქარეს და სანამ კიდევ შეასკდებოდა ლექსუსი, ვეკომ დაამუხრუჭა აწყვეტილი მანქანა, რის გამოც მთელი ინერციით შეასკდა ბეემვეს ლექსუსი, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ღვედის კეთების მიუხედავად ორივემ მძიმე ტრამვა მიიღო სხეულზეც და თავზეც, თუმცა ვეკოს გონება არ დაუკარგია და იმდენი შეძლო იარაღი ამოიღო და უკან მიიხედა, ლაშას მოსვლას ელოდა რატომღაც, ცოტა რომ გადაუარა ემოციების მოზღვავებამ რაც შიშის, ტკივილის და სასოწარკვეთის ნაზავი იყო ანა დააჯანჯღარა, როცა მან თვალები გაახილა დამშვიდდა და ღვედის შეხსნა გადაწყვიტა, მაგრამ ამაოდ, გაიჭედა, ვერც ანას შეუხსნა და ამ წვალებაში ვერც მიხვდა გონება როგორ დაკარგა.
-ავარია, სულ სამი მანქანა, დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ერთი დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით, თუ გამოიცნობ ვისი იარაღით? ვისი და შენ გვერძე მჯდომის- თორნიკე ისეთ ემოციებში იყო რომ ვერ იოკებდა ბრაზს -იცი რა მოგივა? ციხეში ამოყოფ თავს, თანამონაწილეობისთვის, კიდევ საეჭვოა ავარია, მგონი ვეკომ განგებ დაამუხრუჭა, ეგეც დანაშაულია, შენკი კვლავ თანამონაწილე ხარ, იცი რა მოხდება საბოლოო ჯამში? ის მკვლელები სუფთად გამოვლენ და თქვენ ამოყობთ თავს ციხეში
-ძალიან გთხოვ გაჩუმდი-ანამ თავზე მიიდო ხელი -შენი თავი არ მაქ ახლა
-ხოდა ბრალს რომ წაიყენებენ იქ მაინც მოგიწევს დაფქვა ყველაფერი
-ყველაფერს მოგიყვები თუ შემეშვები ეხლა
-ანა გადაწყვიტე ან ითანამარომლებ ან არა, ან გეხმარები ან შენ თავს შენ მიხედავ
-ვითანამშრომლებ-მაშინვე დაფრთხა ანა
-ცოტახანში მოვალ და ჩვენებას ჩამოგართმევ-გავიდა თუარა თორნიკე ანამ იმაზე დაიწყო ფიქრი თუ რა ეთქვა, როგორ გადაერჩინა ვეკო, რას იტყოდნენ ავადმყოფი ალექსანდრე ან ლაშა.
საქმე დაიხურა რადგან არავინ არავის უჩივლა, ალექსმა განაცხადა რომ ვეკოსთან შეკამათდა სასაფლაოზე და შემთხვევით დაიჭრა, ანა იქ არ ყოფილა, ლაშამ კი ავარია შემთხვევით მოგვიხდაო, შესაბამისად ვეკოც გამოუშვეს განყოფილებიდან.
-ჯანდაბა ყოველთვის მშრალზე როგორ გამოდიან-ყვიროდა გაცოფებული თორნიკე
-დამშვიდდი-ნატალიმ წყალი მოსვა
-შენ კინაღამ მოგკლეს, გაგთიშეს და გადაგაგდეს მანქანიანათ ხრამში, ზუსტად ვიცი ვინ და რატომ ჩაიდინა მაგრამ ერთი მტკიცებულებაც არ მაქ... იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ვეკომ იმიტომ ესროლა იმ ნაბიჭ. რომ თავი გადაერჩინა, ლაშასაც იმიტომ მოუწყო რომ მათ აიძულეს, მაგრამ ისე გამოვიდა რომ ეს პატიოსანი ჯარისკაცია დამნაშავე და რომ არ უჩივლეს მათ კაი ბიჭები არიან. ასე მითხრა შერვაშიძემ ახალგაზრდა ბიჭს ხოარ გავაფუჭებ ერთი შემთხვევითი ტყვიისთვისო
აზრზე ხარ რა ხდება?
-დამნაშავეები სუფთათ გამოდიან საქმიდან, ხოლო უდანაშაულო დამნაშავედ აქციეს, თან ისე გააკეთეს თითქოს დაინდეს და რომ არ უჩივლეს კაი საქმე გააკეთეს, სინამდვილეში პოლიციასთან საქმის დაჭერის ეშინიათ და მაგიტო არ უჩივლეს ვეკოს, მოგიშორეს თავიდან, თან პირადი შურისძიება აწყობთ ვიდრე ციხეში გამოკეტვა
-ჯანდაბა-ისეთი დაიყვირა თორნიკემ რომ ნატალი შეხტა
-რა ხდება?-დაიბნა გოგონა
-პირად შურისძიებაზე არც მიფიქრია, ისე ამერია ტვინი ამ საქმეში გარკვევით რომ...
-თორნიკე შენი აზრით მათაც რამეს დაუშავებენ როგორც მე? ამდენს გარისკავენ?
-შენია ზრით არ გარისკავენ და არ დასჯიან?
-მეშინია რამე არ დამართოს რომელიმეს
-ნატალი, უნდა წავიდე
-თორნიკე გთხოვ ამ საქმეში ჩემსავით ღრმად არ შეტოპო
-ნატალი მშვიდად იყავი
-სახლში სანამ მოხვალ ერთ სიცოცხლეს ვათავებ, სულ მგონია რომ რამე დაგემართება და მეშინია
-ნუ ღელავ ჩემი მოკვლა ასე იოლი არაა
-რა სასაცილოა-დაუბღვირა მომღიმარ ბიჭს ნატალიმ
-ჩაი მოგართვი-თორნიკეს დედა შევიდა ოთახში და ორი ფინჯანი დადო რუმბოზე
-მაპატიეთ ასე რომ გაწუხებთ ქალბატონო ლალი-დაიმორცხვა გოგონამ-სახლში შემოგეჭერით სეულიად უცხო ადამიანი და ისე ზრუნავთ ჩემზე როგორ საკუთარ შვილზე
-შვილო შენ მაგაზე არ იდარდო, მთავარია გამოჯანმრთელდე-ლალიმ გაუღიმა და გავიდა
-თორნიკე ძალიან მრცხვენია დედაშენის, შენ სახლში არუნდა მოგეყვანე
-მისმინე დედაჩემმა უკვე წარმოიდგინა ჩვენი ქორწილი, შენი კაბა, თაიგული, და ყველა დეტალი-თორნიკე ნატალის რეაქციას აკვირდებოდა მომღიმარი სახით, გოგონა ძალიან დაიბნა და აწითლდა -ხოდა რას ვამბობდი, ასე რომ ნუ გერიდება, ჩათვალე მეორე დედიკო გივლის
-რა ცუდი ბიჭი ხარ-ნატალი გაიბუტა, ძალიან შერცხვა
-ისე თუ ჭკვიანად იქნები არაა ეგ გამორიცხული-ისევ უღიმოდა თორნიკე აწითლებულ გოგონას
-გადი ჩემი ოთახიდან-ბალიში ესროლა სიცილისგან გადაბჟირებულ ბიჭს
-ნუ კაი თუ ეს ოთახი მოგწონს აქ გადმოვიდეთ -ამოთქვა სიცილით თორნიკემ და სანამ კიდევ მოხვდებოდა ბალიში გამოვარდა ოთახიდან.
ანას ძალიან გაუკვირდა როცა თორნიკე სახლი აადგა ვეკოსთან ერთად
-ანა ცოტახნით მინდა აქაურობას გაეცალოთ
-უკაცრავად ბატონო გამომძიებელო
-ნუ მაწყვეტინებ პოტენციურო დამნაშავევ- მიმართა მკაცრი ტონით გაკაპასებულ
ანას -შენ და ვეკო წახვალთ ჩემი მეგობრის აგარაკზე კოჯორში, იქამდე სანამ ყველაფერი არ ჩაივლის
-არსად წასვლას არ...
-თუ საჭირო გახდა ძალით აგაბრძანებ და გამოგკეტავ-დაემუქრა თორნიკე-რომ თვალში არ მომეჩხიროთ თქვენ ორნი
-რა უფლება გაქ...
-რომ იცოდე მაგარ შარში ხართ, პოლიციასთანაც პრობლემები გაქათ და კრიმინალებთანაც ასე რომ ორივე მოშორდით აქაურობას ცოტახნით, ასე ჯობია -ანამ იუარა იჩხუბა იყვირა, მაგრამ ყველამ თორნიკეს რომ აუბა მხარი მოტეხხეს და დაითანხმეს, განსაკუთრებით ქეთის სიტყვებმა დააშოშმინა
-ართი შვილი დავკარგე და უშენობასაც ნუ განმაცდევინებ-უთხრა ატირებულმა ქალმა.
ანა ძალიან დაიძაბა როცა უზარმაზარ სახლში ვეკოსთან ერთად მარტო დარჩა, მინც ვერ აცნობიერებდა რა საჭირო იყო ასეთი რამის გაკეთება, ვეკო ცდილობდა მაქსიმალურად შორს დაეჭირა თავი ანასგან რომ არ დაეფრთხო ისედაც დამფრთხალი გოგონა. ანა ძალიან მოწყენილი იყო რადგან გამოკეტილი იყო უცხო სახლში უცხო კაცთან ერთად, თუმცა ბავშვივით გაახარა თოვლის მოსვლამ, როგორცკი ფიფქები წამოაყარა გარეთ გავარდა გახარებული და ეზოში დარბოდა
-გიყვარს თოვლი?-გაეცინა ვეკოს მის ბავშვურ საქციელზე
-კიარ მიყვარს ვგიჟდები-გაუღიმა ანამ
-აქ ყოველწელს მოდის თოვლი, თბილისში კი რამდენი წელია არ უთოვია
-ამიტო მიხარია ალბათ ასე-ანა ოღიმოდა და ფიფქებს დასდევდა დასაჭერად , ვეკო გარეთ სავარძელში დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, თან ანას ბავშვურ საქციელზე ეღიმებოდა
-არ გაცივდე-ვეკო კიბეებზე ჩავიდა და ანას მიუახლოვდა, ანამ ხელები ჩამიუშვა და თავი დახარა, უცნაური და უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რაღაც ძალიან ბედნიერების განცდა დაეუფლა ანას და თავი ასწია და ვეკოს შეხედა, რომელიც იდგა გაშეშებული და უყურებდა სახე გაბრწყინებულ გოგონას, ბოლოს ძალა მოიკრიბა და ანას ხელი ხელებში მოიქცია -ძალიან ცივი ხელები გაქვს-ამოიბლუდუნა და მისი დაწითლებული ხელებიდან მზერა მის ზღვისფერ თვალებზე გადაიტანა, ცდილობდა დაენახა, თუ რას გრძნობდა ახლა ანა, გოგონას ეღიმებოდა და მშვიდა გაითავისუფლა ხელები
-იცი რატომ მიყვარა თოვლი?-ცაში აიხედა ანამ და ხელები ასწია რომ ფიფქები დაეჭირა -თეთრია და სპეტაკი, მშვიდია და უხმო- ანა და ტრიალდა გახხარებული
-ისეთივე სპეტაკი როგორიც შენ-ამოღერღა ვეკომ და ანას მიაჩერდა, გოგონამ მზერა გაუსწორა და გაუღიმა
-კანკალებ-ვეკომ საერთოდ ვერ გაიგიო ახლა რა უთხრა ანამ და დაბნეული მიაჩერდა გოგონას -ვეკო გაიყინები-გაეცინა ანას მის დაბნეულობაზე
-არ მცივა-ამოიბლუდუნა ვეკომ და არ შეიმჩნია კანკალი
-შევიდეთ-ანა წინ წავიდა ვეკოც ინსტიქტურად მიყვა, ორივე გათოშილი ბუხარს შემოუსხდნენ, ხმას არცერთი იღებდა, ცეცხლს მიაშტერდა ანა, ანას კი ვეკო
-ასე რატო მიყურებ?-არც მიუხედია ანას ბიჭისკენ ისე კითხა
-ჩაის დალევ?-ვითომ ვერ გაიგო ვეკომ და ადგა სავარძლიდან, სანამ მოადუღა და გაამზადა ჩაი ანას სავარძელში დაეძინა, ბევრი ფიქრის და ყოყმანის მერე ვეკომ ხელში აიყვანა გოგონა და საძინებელში წაიყვანა



№1 სტუმარი სტუმარი ლია

მომწონს, კარგი ისტორიაა.ველოდები ახალ თავს.❤❤❤

 


№2  offline მოდერი ნეაკო

მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის

 


№3  offline წევრი duchi_duchi

იმედია ვეკოს ანა არ შეუყვარდება სრული მარაზმი იქნება გოგო რომელიც მის დას გავს ძალიან არ უნდა შეუყვარდეს

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Აააჰ... ჺეუყვარდებათ ამათ ერთმანეთი და ის გიჟი მოვა და დააკლავთ ერთმანეთზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent