შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 2)


13-01-2020, 16:47
ავტორი Smailiki
ნანახია 1 894

  სახლიდან მალევე გამოვედი. სკოლაშიც მალე მივედი და საერთოდ დღეს ყველაფერი მალე გავაკეთე. დრო სწრაფად გარბის.

  ახლა უკვე ელესთან ვარ სახლში. ის  ტანსაცმელს არჩევს. მე კი მობეზრებული ვუყურებ მას.

  - ელე რას წვალობ? მიდი დროზე რამე ჩაიცვი. ასე თუ აპირებ გაგრძელებას ხვალამდე ვერ მივალთ. - ის არ მისმენს და განაგრძობს არჩევას. გავიდა 5 წუთი- არანაირი ცვლილება. გავიდა 10 წუთი- არანაირი ცვლილება. გავიდა 15, 20, 25, 30 წუთი და არანაირი არაფერი. რას არჩევს ამდენ ხანს გამაგებინა. ბოლოს ძლივს გამოიღო ორი კაბა და მეკითხება.

  - რომელი? - ვუყურებ. არ მჯერა ნუთუ ამის ჩაცმას აპირებს. მეგონა ჩვეულებრივ ჩაიცვამდა, როგორც ყოველდღიურად, მაგრამ.... მგონია კლუბში მივდივართ. ერთ-ერთი კაბა ღია ცისფერია, ზემოთა ნაწილი ტანზე მომდგარი, წელს ქვემოთ კი გაშლილია. მეორე შავი კაბაა და რაღაცნაირად ძალიან ბრჭყვიალებს. საშინელებაა. მე ამ კაბაში ფულს არ გადავყრიდი.

  - ჯანდაბა ელე არც ერთი. მეგონა ჩვეულებრივად გამოეწყობოდი, მაგრამ შენ ისე იპრანჭები, თითქოს...
- უნდა მეთქვა თითქოს უდიდესი ეფექტის მოხდენა გინდა-თქო. მაგრამ გადავიფიქრე. რა საკვირველია უნდა დიდი ეფექტის მოხდენა. ბოლოს და ბოლოს ბექამ უნდა შეაფასოს. შენც მაგარი ხარ მარიამ. აბა რას იზავს ძონძებს ხოარ ჩაიცვამს. უმაღლეს დონეზე უნდა გამოეწყოს.

- ცისფერი იყოს - ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე და ვუპასუხე.
აღარ გავაგრძელებ როგორ ემზადებოდა ელე, თორემ ჩემი დაღლილობა თქვენც გადმოგედებათ.

  - ძალიან ვნერვიულობ - თქვა ელენემ. ისე, რომ სარკეში თავისი ანარეკლისთვის თვალი არ მოუშორებია.

  - მეც ძალიან ვნერვიულობ.

  - რაზე? - გაკვირვებული მიყურებს სარკიდან დაქალის ანარეკლი.

  - დედაჩემმა, რომ არ გაიგოს. - ეს ბიჭზე ღალავს, მე კიდე... აბა რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც შეყვარებული არ ყავს და არც ქრაშიც. რამეზე ხომ უნდა იდარდოს არა. ჩემ ფიქრებზე გამეცინა და ელენე მოვატრიალე ჩემსკენ.

  - ყველაფერი კარგად იქნება.... თუ ამ ტონა მაკიაჟს სახიდან მოიშორებ - ელემ შემომიბღვირა და გაიბუტა.

- იცი ბიჭებს არ მოსწონთ ზედმეტად გადაპრანჭული გოგოები. გთხოვ ეგ მაკიაჟი მოიშორე და წავიდეთ.- ვეუბნები მას.

- ოხ, მარიამ, აქამდე რატომ არ მითხარი და რატომ დამაკარგვინე ამდენი დროო? - გაცეცხლებული იყო, მაგრამ ეს მაინც არ მაშინებდა. გიჟებს გაგიჟებული დაქალების არ ეშინიათ. ჩემ ფიქრებზე გამეცინა.

  - სასიამოვნო იყო შენი ყურება, ახლაც სასიამოვნოა. - ვუთხარი და სიცილი ავტეხე. ის კი ჩემსკენ გამოექანა. შავ დღეში ვარ.

  - იცოდე გვაგვიანდება რვას თხუთმეტი აკლია. ხომ არ გინდა დავიგვიანოთ?
 

  *****
 

   უკვე ბექას სახლის კარებთან ვდგავართ. ელენე ლამაზად გამოიყურება. არანაირი მაკიაჟი, ერთი უბრალო, მოხდენილი ცისფერი კაბა აცვია. სრულიად ბუნებრივად და  არაგადაპრანჭულად გამოიყურება. მე ჩვეულებრივ მაცვია. წითელი ტოპი, თეთრი მოტკეცილი შარვალი და წითელი კონვერსები. თმა კი გაშლილი გვაქვს ორივეს. ფიქრში გართულს, კარის გაღების ხმამ შემაშინა, ლამის კიბეზე დავგორდი.

  - ელე - ბექა ძალიან გახარებული ჩანდა. მისი ცისფერი თვალები სიხარულს და ბედნიერებას ასხივებდნენ. ქერა ბიჭს თეთრი მაისური ეცვა, რომელიც კვეთდა მის დაკუნთულ სხეულს. ახლა ვხვდები რატომ მოეწონა ელენეს მაინცდამაინც ის.  ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ, ელეს წელზე ხელი შემოხვია, ჩაიხუტა და და რაა? აკოცა? აკოცა? არა , არ მჯერა. მგონი სიზმარში ვარ. კი, კი, ნამდვილად ასე იქნება. ელე ამას არ იზამდა. ვიცი, დარწმუნებული ვარ. ეს, ეს, როგორ... ვინმემ გამაღვიძეთ. ვინმემ მიჩკმიტეთ, გამომაფხიზლეთ. საკუთარ თავს თავად ვუჩკმიტე და არაფერი მოხდა. ეს რა რეალობაა? თვალებგაფართოებული შევყურებდი მათ. ხმადაბლა ჩავახველე, ისინიც გაჩერდნენ "ერთმანეთის ალერსს" და ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს. ელე გაწითლდა და თავი დაბლა დახარა, ლამის იატაკი თვალებით შეჭამა.

  - ბექა - მითხრა თავისი სახელი და ხელი გამომიწოდა. "უსირცხვილო"  გავიფიქრე და ხელი ჩამოვართვი.

  - მარი - ვუთხარი დაბნეულმა. მის ნაცვლად მე ვარ დარცხვენილი. ღმერთო ელენე. მოგკვალ.

  ბექა და ელე სხვა ოთახში გავიდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეხუტებუდნენ. ამ კარებს ვის უტუვებენ ერთი, მე არ ვარ ვალდებული დავხურო. ბოლოს კარუ მივხურე და მეც მათკენ წავედი.

   ოთახშო სამი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. მაგიდასთან ისხდნენ. გოგო და ერთი ბიჭი გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ, როგორც ელე და ბექა. ის ორი ბიჭი კი მათგან განცალკევებით ისხდნენ, მაგიდის მეორე მხარეს.

  როგორც მოგვიანებით გავიგე, მათ ქვიათ : ლუკა იგივე ლუკასი, როგორც ბავშვები ეძახიან, გიორგი და ლევანი, რომელსაც ლეოსაც ეძახდნენ შემოკლებით და ლიკა. ისინი ჩემი სკოლელები არიან, მაგრამ აქამდე არცერთს არ ვიცნობდი. დავიწყოთ ამ გოგოთი და ლუკასით. ისინი ერთად არიან და ერთმანეთსაც ნამდბილად შეეფერებიან. ლიკა ძალიან ლამაზია. წითური თმა და თაფლისფერი თვალები აქვს. Madelame petch-ს ჰგავს. მისი ცოტათი მშურს კიდეც, ძალიან ლამაზია. ლუკასი მჭვანეთვალება  წაბლისფერ შმიანი ბიჭია. გიორგი ლურჯთვალება და ქერაა. ლევანი შავგვრემანი, შავთვალება, როგორც ეტყობა ძალიან ხალისიანი ბიჭია. ყველა აქ მყოფი ბიჭი ძალიან, ძალიან სიმპატიურები და დაკუნთულები არიან. ძალიან მსიამოვნებს ამდენი სილამაზის ყურება. ფიქრები ძლივს მოვიშორე და ბავშვების მოსმენა განვაგრძე.

  - ნიკა არ აპირებს მოსვლას? - იკითხა გიორგიმ. ნიკა ვინაა ნეტაი?

  - საქმეები მაქ და ცოტა გვიან მოვალო. - თქვა ბექამ ისე, რომ ელესთვის თვალი არ მოუშორებია.

   ამ დროს ლევანი შევამჩნიე ლუდის ბოთლებით ხელში. ყველას ჩამოურიგა და მეც შემომთავაზე. უარი განვაცხადე, ვერ ვიტან ამ სასმელს.

  - წავედი მე შევჭამ - თქვა ლეომ და ოთახიდან გავიდა.

  - კუჭის მონა ბავშვი. - თქვა გიორგიმ და ყველა ერთხმად ავხარხარდით.

  - მეც მაგრად მშია. გავალ შევჭამ რამეს. - ვთქვი და გამოვბრუნდი. უკნიდან ჩაცინების ხმა მომესმა. არა ოღონდ ეგ არა. იმედია არ ფიქრობენ, რომ ლევანი მომწონს. ფიქრები გავფანტე და ლევანის მივუახლოვდი.

  - ლეო - ჩუმად ვუთხარი დაა...  ხელში რაღაც ჯამი ეჭირა, ჩემმა ხმამ ისე შეაშინა, ხელიდან გაუვარდა. წამში იფეთქა ფქვილის ვულკანმა და მთელი სამზარეულო თეთრად შეიღება. ჩვენ ორი კი ფქვილში ნაბანავებს ვგავდით.

   ლევანის შევხედე. სახე სულ თეთრი ქონდა. პირიდან ფქვილს აფურთხებდა. თვალები გაახილა თეთრმა კაცმა და ისეთი სიცილის ხმა ამოუშვა... მის სიცილზე მეც გამეცინა. ათი წუთი იატაკზე ვხოხავდით და თან ვიცინოდით. მერე გავჩერდით, ერთმანეთის დანახვაზე ისევ სიცილი აგვიტყდა და ასე გრძელდებოდა, სანამ ბავშვები არ დავინახეთ. კონკრეტულად კი ბექა და ორივემ სახე დავასერიოზულეთ.

  - აუ ძმაო, არ გაბრაზდე მივასუფთავებთ. - უთხრა და გაეკრიჭა.

  *****

    დაახლოებით ნახევარი საათში ყველაფერი ბრწყინავდა, ჩვენც მათ შორის.????????

  - რის ჭამას ვაპირებთ? - ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი.

   - ჰმმ... ჯერ არ ვიცი.

   - მოდი ტოსტი გავაკეთოთ - ვთქვი და ტოსტერს გავხედე.

    - კარგი ოღონდ ერთი პირობით. ექსპერიმენტი ჩავატაროთ.

  - დააა... - ვუთრი, რადგანაც სათქმელი აღარ გააგრძელა.

- ოდესმე თუ გიჭამია დატოსტერებული პური, ყველი და კიტრი? - ლამის სიცილით მოვკვდი მის ნათქვამზე.

  - არ მიჭამია და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. სწრაფად გავაკეთოთ, მშია.

  - გავაკეთოთ ოღონდ ბოლომდე უნდა შევჭამოთ. ვინც არ შეჭამს მოწინააღმდეგეს ერთი სურვილი ექნება მასთან. - თავი დავუქნიე და მზადებას შევუდექით. მე კიტრს ვჭრიდი, ის ყველს. ბოლოს პურში გავახვიეთ და ტოსტერში შევდეთ.

  - ნიკა ვინ არის, წეღან რომ ახსენეთ. ნუ წეღან რა ერთი საათის წინ. - ვთქვი და ჩამეღიმა  "გაფქვილიანების" გახსენებაზე. 

  - ნიკა ჩვენი მეგობარია - მითხრა და გამეკრიჭა. - სხვათაშორის ჩვენი ახალი კლასელია. ახლახანს ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან. ერთი წელი იქ იყო. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ მას, ყველა ერთად გავიზარდეთ.

   ტოსტერის ხმა გაისმა. უკვე მზადაა ჩვენი გემრიელობა.
  ლევანიმ აიღო ტოსტი და დასუნა.  სახე დაემანჭასავით, ან უბრალოდ მომეჩვენა.

  - კარგი სუნი აქვს - მითხრა და გამეკრიჭა. ორად გავყავით და ჭამას შევუდექით.

    ყველი საოცრად წელვადი გახდა. კიტრი გათბა და წყალი გამოუვიდა, თითქოს ცრემლებად იღვრებაო. ისიც ლამისაა ყველივით გაიწელოს. რამე საზიზღრობა გიჭამიათ? დამიჯერეთ ეს უარესია.

  - ამას ვერ შევჭამ. - ვთქვი და ტოსტის თეფში უკან გავწიე.

  - აჰაა, ანუ ერთი სურვილი მაქვს შენთან. აი ეს მომწონს. - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

  - არავითარ შემთხვევაში. - ვთქვი და ჩემს წილს დავეწაფე. ისეთი მშიერი ვიყავი, ეს საზიზღრობაც გამრიელად მივირთვი.  მაგრამ ვის ვატყუებ? საზიზღრობა საზიზღრობად დარჩება.

  ორივე, რომ მოვრჩით ჭურჭელი დავრეცხეთ და იქაურობა მივაწკრილეთ.

  - მოვრჩით, ახლა კი აჯობებს ბავშვებთან გავიდეთ - გამიღიმა და იმ ოთახისკენ დაიძრა სადაც ბავშვები იყვნენ. მეც უკან გავყევი.

  - ნიკა. - იყვირა ლეომ ოთახში შესვლისას. ალბათ მათი ძმაკაცი მოვიდა, ამიტომ გაუხარდა ასე ძალიან. ჯერჯერობით მას ვერ ვხედავ. ისე კი ძალიან მაინტერესებს ჰგავს თუ არა თავის ძმაკაცებს სიმპათიურობით და ხასიათით. ჩემს ფიქრებზე გამეცინა.

   - ძლივს არ გამოხვედიი...  - ოთახში,  გაისმა ბოხი ბარიტონი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. რატომღაც დამბურძგლა ამ ხმის გაგონებაზე. არ ვიცი რატომ.

  - რატომ არ მითხარი თუ მოხვედი და რატომ არ შემოხვედი? - ლევანმა გაბრაზებული ტონით დაიწყო საუბარი, მაგრამ ბოლოს მხიარულად დაასრულა. "ეს ადამიანი ისეთი პოზიტიური გაბრაზებაც არ გამოსდის."

   - ბიჭებმა არ შემომიშვეს შენთვის არ ცალია, მარტო არააო. - მის ხმაში ცინიზმი და ეშმაკობა იგრძნობოდა. ამ წამს ძალიან გავბრაზდი. ჯერ ბავშვებზე და მერე ამ ვიღაც ნიკაზე. ხვდება, რომ მეც ამ ოთახში ვარ, მაგრამ გადაკვრით მაინც მახსენებს. თან ეს ცინიზმი მის ხმაში. ახლა ავფეთქდები, ისე ვარ გაბრაზებული.

  - არ გამაცნობ შენს გოგოს? - ისევ მისი ბოხი და ცინიზმით გაჯერებული ხმა. თან რაო? რა თქვა? შენს გოგოსო? მე მოგივლი შე ტუტუცო, ნახე ახლა რასაც გიზავ. ბოლოს და ბოლოს ყველას უნდა გავაგებინო, რომ ჩვენ შორის მეგობრობის მეტი არაფერი ხდება.

   - გაიცანი ეს მარია. - ნიკას გამოეცალა და ჩემი დანახვის საშუალება მისცა.

   უკვე უნდა ავფეთქებულიყავი და ხმა ამომეღო, რომ ის დავინახე და ხმა ჩამივარდა.

  ოღონდ ეს არა. ის... ის... როგორ? რატომ? ღმერთო ახლა ეს ნამდვილად მესიზმრება. ნამდვილად. ეს შეუძლებელია, ის აქ? არა დაუჯერებელია. შარში ხარ მარიამ. უკვე ის დროა, აქედან, რომ უნდა მოხიო. მაგრამ იმდენად დამაბნეველია ეს გარემოება ჩემთვის, რომ ადგილიდან ვერ ვინძრევი. მას თვალებში ვუყურებ და ვაკვირდები. ნამდვილად ისაა...
    

__________________

ხალხნოო თქვენი შეფასება მაინტერესებს. პირველად ვტვირთავ აქ მოთხრობას და ნეტა ვინმეს მოგწონთ? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. აბა როგორია ჩემი შემოქმედება? ????????
მოკლედ ძალიან გთხოვ დამიკომენტარეთ რას ფიქრობთ მოთხრობაზე.  მეორე თავი ცოტა ინტრიგნით მთავრდება. თქვენი აზრით ვინაა ეს ბიჭი? საიდან იცნობდ მარიამი? ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ.  ❤❤❤
შემდეგი თავი აიტვირთება იმის შემდსგ რაც კომენტარებით და მოწონებებით დავკმაყოფილდები????????????????
 
 

 
 



№1 სტუმარი ელო

ძალიან ბავშვურიაა, არ არის აუცილებელი ყველა ადამიანის აღწერა რო დაკუნთულია და აშ

 


№2  offline წევრი Smailiki

ელო
ძალიან ბავშვურიაა, არ არის აუცილებელი ყველა ადამიანის აღწერა რო დაკუნთულია და აშ

ხო რავი მაინც ეგრე გადავწყვიტე. აღწერა მაინც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, მაგრამ ამ თავში ყველაზე მეტად მაგის დაწერა დამეზარა.
მადლობა, რომ შენი აზრი დააფიქსირე და აუცილებლად გავითვალისწინებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ელო
ძალიან ბავშვურიაა, არ არის აუცილებელი ყველა ადამიანის აღწერა რო დაკუნთულია და აშ

რამდენი წლის ხარ?

 


№4  offline წევრი S.მეგი

კარგია ❤
თავები გაზარდე
და კიდევ ცუდად არ მიიღო უბრალოდ კარგი იქნება თუ რაღაც ისეთს დაამატებ რაც ისტორიას უფრო საინტერესოს გახდის (ინტრიგა რა ????)
❤❤

 


№5  offline წევრი Smailiki

S.მეგი
კარგია ❤
თავები გაზარდე
და კიდევ ცუდად არ მიიღო უბრალოდ კარგი იქნება თუ რაღაც ისეთს დაამატებ რაც ისტორიას უფრო საინტერესოს გახდის (ინტრიგა რა ????)
❤❤

ოქეიი ???? რამოდენიმე თავი უკვე დაწერილი მაქვს და მგონი ცუდი არ უნდა იყოს. შემდეგ თავებში ვეცდები ინტრიგები იყოს????❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent