შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია. თავი 3


14-01-2020, 23:05
ავტორი katiusha
ნანახია 1 892

ალექსანდრე ფიცხელაურის მეუღლე ნელი- საკმაოდ მშვიდი და თავშეკავებული ქალი იყო.მისგან ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს.
ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.მისი განთქმული სილამაზის ბევრს შურდა.
შვილის სიკვდილის ამბავმა თავზარი დასცა და წამში დააბერა ეს მამაცი ქალი.დაპატარავდა,დაჩიავდა და თითქოს ჭაღარაც შეერია უცებ..
ეზოში ყვავილებს რწყავდა,როცა ქმარი მიუახლოვდა.როგორც კი სახეზე შეხედა მაშინვე მიხვდა კარგი არაფერი მომხდარიყო.
-რომელია?-მაშინვე ჰკითხა.
-ზურა.-უპასუხა კაცმა სევდიანად.
ქალს ხელიდან გაუვარდა წყლის გრაფინი და ხმაურით გატყდა. ნელიც იმ გრაფინივით იყო.მის გატეხილ გულს გამთელება აღარ ეწერა.ახლა უკვე შვილმკვდარი დედა იყო.
თავში ხელები წაიშინა და კივილი მორთო.მოსთქვამდა და მის გაჩერებას ვერ ახერხებდა ალექსანდრე.
-ჩემო გაუხარელო შვილოოო...ჩემო საამაყო შვილოო..
კივილზე სახლიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვარდა.დედა რომ ასეთ დღეში დაინახა ისიც მაშინვე მიხვდა რაღაც მომხდარიყო.მის უკან მისივე ასაკის მამიდაშვილი იდგა.
მერე უცებ ეზოში მანქანა დაინახა, საიდანაც მიცვალებული გადმოასვენეს და იქით გაიქცა. მანქანამდე ვერ მიაღწია.ეზოში რაღაცას წამოჰკრა ფეხი და დაეცა.მიწას ურტყავდა ხელებს,თითებით ფხაჭნიდა და კიოდა.ცადა დედამიწა შეძრა ემა ფიცხელაურის კივილმა.
მხოლოდ დედამ მიაღწია ადგილამდე. კუბოს დაეკონა,შვილის გაციებული სხეული ჩაიხუტა და უარესად აკივლდა...
ამჯერად მართლა გადავიდოდა ჭკუიდან,ქმარმა იყოჩაღა,უკან დახია და შვილი სახლში შეასვენებინა..
-როგორ უნდა ვიცხოვროთ,როგორ? -შესტირა ქმარს.
-არ ვიცი..
-გაბრიელი დააბრუნე…
-დავურეკე,ალბათ უკვე მოფრინავს..
-შემპირდი რომ აღარ იჩხუბებთ და აღარ გააგდებ სახლიდან?
-გპირდები..
-რაც არ უნდა მოხდეს?
-რაც არუნდა დააშავოს.ახლა ერთადერთი კაცი დაგვრჩა ოჯახში.მან ჩვენი გვარი უნდა გააგრძელოს..
ნელიმ იმედიანად შეხედა ქმარს, მაგრამ ეს მხოლოდ იმედი იყო. დედის თვალებში შერჩენილი იმედი,რომ ის მაინც დარჩებოდა ცოცხალი…
მერე ჭირისუფლად იჯდა შვილის კუბოსთან.ტიროდა და სახეს იხოკავდა.არ ცხრებოდნენ ოჯახის სხვა ქალებიც.ერთმანეთის მიყოლებით გლოვობდნენ ზურა ფიცხელაურს.ერთმანეთს ასწრებდნენ გვარიდან ერთ-ერთი საამაყო ვაჟკაცის წასვლას…
დაოსდნენ ქალები.ჩაუწყდათ ხმები, ამოუღამდათ და დაუსივდათ თვალები ტირილისგან.მაგრამ ვერ ჩერდებოდნენ.ვინც კი მოვიდოდა ყველა დიდი დანანებით ეუბნებოდა ოჯახს სამძიმარს.თუმცა ყველას აინტერესებდა სად იყო ოჯახის უმცროსი ვაჟიშვილი და რატომ არ ჩამოვიდა ძმის საგლოვად..
არც მაჩაბელებში იდგა სახარბიელო სიტუაცია.არც იქ აკლებდნენ ტირილსა და გლოვას.აქაც ჩნდებოდა კითხვა სად იყო იმედა მაჩაბელი და რატომ არ ჩანდა უძღები შვილი თამთა მაჩაბელი?
******
ნიუ-იორკიში…..
ახალგაზრდა ყმაწვილმა სწრაფად გადაკვეთა აეროპორტის ტერიტორია და რეგისტრაცია გაიარა.ჩასხდომა უკვე დაწყებულიყო.პატარა ზურგჩანთა ჩააბარა და თვითმფრინავში ავიდა…
ჯერ კიდევ არ იცოდა რა ხდებოდა მის ოჯახში.მაგრამ გული უგრძნობდა რომ კარგი არაფერი ელოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მამა არ დაურეკავდა და არ ეტყოდა დაბრუნდიო.მითუმეტეს მათი ბოლო საუბარი რომ გაახსენდა. მაშინ ისე წავიდა სახლიდან, ხმამაღლა განაცხადა მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში დავბრუნდებიო.როგორც ჩანს ვიღაცას მართლა მიაკითხა სიკვდილმა.ოღონდ ვის?ამას ვერ ხვდებოდა და არც მამამ უთხრა არაფერი..
გვერდით ვინ მიუჯდა სულ არ მიუქცევია ყურადღება.მაგრამ ქალი იყო,სუნამოს სურნელით მიხვდა.მისი გონება იმით იყო დაკავებული, გამოეცნო რა მოხდა მის ოჯახში.დროის და გარემოს შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.სამყაროს მოწყვეტილი იყო..
თვითმფრინავი აფრინდა.უცებ სლუკუნის ხმა შემოესმა,გვერდით მოიხედა და ულამაზეს ცრემლიან ღია ფერის თვალებს შეეჩეხა.
-კარგად ხართ?-ჰკითხა მოურიდებლად.გოგომ ხმა არ გასცა. ისევ გაუმეორა კითხვა.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-სასმელი მოატანინეთ.შეგიძლიათ?- ჰკითხა გოგომ და იმ ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა.
-სასმელი არ უშველის იმ ამბავს რის გამოც ეგ ლამაზი თვალები ცრემლებით აივსო.-უთხრა ბიჭმა.
-სასმელი ყველაფერს უშველის გარდა სიკვდილისა.
როგორც კი სიკვდილი ახსენა გოგომ, მაშინვე შედგა.თითქოს გაახსენდა რაღაც მსგავსი რომ ელოდა წინ და ფანჯარაში გაიხედა.
-თქვენც ვინმე დაკარგეთ?
-ჯერ არ ვიცი..
-ეს როგორ?
-არ უთქვამთ,უბრალოდ მითხრეს რომ ვიღაც დაიღუპა...თქვენ?
-ჩემი ერთადერთი ბიძაშვილი...თავი მოიკლა უბედურმა,საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადახტა.-ისევ გაახსენდა გოგოს და კვლავ ტირილი განაგრძო.
-არც კი ვიცი რა გითხრათ,სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით სანუგეშოს, ვერაფერი შეედრება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილს.ის არ გადის,გულში მუდამ რჩება.ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
გოგოს აღარაფერი უთქვამს.სადღაც სივრცეს გაუშტერა თვალი.მხოლოდ ტიროდა...ტიროდა...ტიროდა..
ჩამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოელაპარაკა ბიჭი.
-ვიცნობდეთ ერთმანეთს-გაბრიელი.- გაუწოდა ხელი.
-თამთა…-შეაგება ხელი.ცოტა დამშვიდებულიყო.
-არც ისეთი პატარაა სამყარო. ვიმედოვნებ აქაც შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგში გაცილებით სასიამოვნო თემებზე ვისაუბრებთ, ვიდრე სიკვდილი.
-იმედი მაქვს..-გაუღიმა გოგომ და მძივებივით ჩამწკრივებული კბილები გამოაჩინა.
აეროპორტიდან ორივე თავის გზაზე წავიდა.მაგრამ რა იცოდნენ რომ კიდევ მოუწევდათ შეხვედრა სულ სხვა-მტრულ გარემოში და ისინი მთავარი გმირები იქნებოდნენ….
'******
დედის ტირილი შორიდანვე მოესმა.
-ჩემო გაუხარელო გოგოოო.ჩემო ფერიაა..როგორ მენანებიი..როგორ მეცოდები ამ ცივი მიწისთვის ჩემო ობოლო გოგოო..-მარიამის სურათი ჩაეხუტებინა და ისე დასტიროდა დახურულ კუბოს.-ახლა მშობლებთან და ძმასთან მიდიხარ...ისინი გიპატრონებენ..აპატიე უბედურ ბიცოლაშენს რომ ვერ დაგიცვა ჩემო გოგოოო…
-დედააა.-დაიჩურჩულა თამთამ და ცრემლებმა მეტის თქმის უფლება აღარ მისცა.კუბოს დაემხო და აღრიალდა.
-მარიამ ჩემო დაიკოო..როგორ გაიმეტე ამისთვის თავი ჩემო საბრალო?- კარიდანვე შეჰკივლა და დედას ტოლი არ დაუდო.მერე მასთან მივიდა და ჩაეხუტა.
-დაბრუნდი ჩემო გაქცეულო გოგო? ხედავ როგორ გვიღალატა?როგორ არ მოინდომა ჩვენთან ცხოვრება.რა დავაკელი შენ მაინც მითხარი?
-არაფერი დაგიკლია რძალო.ჩემ ობოლ ძმისშვილს ღირსეულ დედობას უწევდი.-შესტირა ქეთო მაჩაბელმა- ვახო მაჩაბელის უფროსმა დამ, რომელსაც ორი ტყუპი ვაჟკაცი ჰყავდა ალუდა და ჯარჯი,ახლა კედლებს აწყდებოდნენ რომ ბიძაშვილი ვერ დაიცვეს,რომ გამოეპარათ მისი ამბავი.ცოტა ხნის უკან გაიგეს რომ გოგო ორსულად იყო და ამას მიაწერეს მისი თვითმკვლელობა.
-ჩემი ძმა სად არის!?-იკითხა თამთამ.
-არ ვიცი.-უპასუხა მამამ
-როგორ თუ არ იცით?მისი საფიცარი მარიამი ცოცხალი აღარ არის და ის სად დაბოდიალობს ეს ვერ გაარკვიეთ?-იყვირა გოგომ.
-შენმა ძმამ ზურა ფიცხელაური მოკლა. როგორ ფიქრობ ცოცხალი იქნება? ცოცხალს დატოვებდნენ?ახლა ალექსანდრე ფიცხელაური აქ რომ თავისი შეიარაღებული ხალხით არ მოდის მხოლოდ იმიტომ რომ პატივს სცემს ჩვენს ტკივილს..-იყვირა მოთმინება დაკარგულმა კაცმა.-ჩემმა არამზადა შვილმა შვილი მოუკლა და რისი გაკეთება შემიძლია მე? -სასოწარკვეთილი იყო ვახო.
-როდის უნდა დაასრულოთ ეს სიახლიანი გარჩევები?როდის უნდა დააარულოთ ეს მტრობა?ნუთუ ბიძაჩემის სიკვდილი საკმაარისი არაა?ნუთუ მისი ოჯახის სრული განადგურება საკმარისი არიყო? რატომ არ ასრულებთ?რატომ? ღრიალებდა თამთა.
-დამშვიდდი,-ჩაიხუტა მამამ შვილი.- დაკრძალვა რომ ჩაივლის მათთან მივალ და პირდაპირ ჩავბარდები.მე უკანასკნელი მსხვერპლი ვიქნები.
-არა მამააა,არააა.არ გაბედოო .-მოეხვია თამთა.-შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.შენ რომ რამე მოგივიდეს, ოჯახს რა ეშველება?
-მომისმინეთ სამივემ.-მიუბრუნდა დისშვებსაც და ერთმანეთის წინ დაისვა.-მე რომ რამე მომივიდეს,მე რომ ფიცხელაურების ტყვიამ მიმსხვერპლოს,თქვენ ხელი არ გაანძრიოთ.ოჯახს მიხედეთ და მშობლები დაიცავით.მე მჯერა რომ შენ ოჯახს ღირსეულად ჩაუდგები სათავეში.შენი ძმის იმედი არ მაქვს,არც კი ვიცი სად არის,სად მოვძებნო.იქნებ ცოცხალიც აღარაა..
-ბიძია ასე უმოქმედოთ ხო არ ვიჯდებით?ხვალ დაკრძალვაა.იქნებ არ წახვიდეთ მათთან?
-ჯარჯი,ჩემო ვაჟკაცო მამაშენს საამაყოდ აქვს საქმე,ასეთი გულადი და ჭკვიანი რომ ხარ,მაგრამ ვიღაცამ უნდა დააარულოს ეს მტრობა.ამ დარღვეულ ზავს მხოლოდ სიკვდილით თუ გადავიხდით..
-ბოლოსდაბოლოს ჩვენც ხომ გვაქვს დანაკლისი?ჩვენც გავიღეთ მსხვერპლი.-ჩაერთო ალუდა.
-არ დაგავიწყდეთ წარსული და არც ის საიდან მოდის ეს დაპირისპირება და ეს ყველაფერი.
თამთას არაფერი უთქვამს,უხმოდ დატოვა მამის კაბინეტი და საძინებელში ავიდა.
რამდენი წელია აქ არ ყოფილა. ბოლოს თვრამეტი წლის იყო.მეორე დღეს ნიუ-იორკში გაფრინდა სასწავლებლად მამის დაჟინებული მოთხოვნით.უნდოდა შვილი ამ ყველაფრისთვის აერიდებინა,მაგრამ მაინც ვერ დაიცვა.მაინც მოუწია უკან დაბრუნება.
ფოტოების ყუთი გადმოიღო.ალბომს მიყოლებით შლიდა და საოჯახო ფოტოებს ათვალიერებდა.ცრემლი მოსდიოდა თვალებიდან.რამდენი დანაკარგი,რამდენი ტკივილი.. რამდენი გაუხარელი სიცოცხლე.. მერედა რისთვის? წარსულში მომხდარი სისულელის გამო?ხო, სისულელედ თვლიდა იმ მიზეზს საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო…
ვერც კი გაიაზრა როგორ,მამის სეიფიდან იარაღი აიღო და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა…
*******
დიდხანს იბოდიალა ქალაქში. მონატრებოდა თბილისის ჰაერი. წლები არ ყოფილა აქ.ყველაფერი შეცვლილიყო. სხვანაირი ჩანდა.უფრო ლამაზი და უკეთესი.
სახლის კართად იდგა.უკვე საღამო იყო.ღია კარი და ხალხმრავლობა ნამდვილად მიუთითებდა იმაზე რომ ნამდვილად ვიღაც გარდაიცვალა.
ზურგჩანთას ხელი ძლიერად მოუჭირა და შიგნით შევიდა.
-მამა...დემეტრე ჩამოვიდა..-იყვირა ემამ,ყურადღება არ მოიუქცევია იმისთვის რომ უამრავი ხალხი იყო, რომ ჭირისუფლად იჯდა.ძმის ნახვით გამოწვეულ სიხარულს აბა რა დააოკებდა?კიბეზე დაეშვა და ძმას მოეხვია.ჩანთა დააგდო ბიჭმა და დაც ძლიერად ჩაიხუტა.
-როგორ მომნატრებია შენი სურნელი ჩემო პატარა გოგო.როგორ გაზრდილხარ..უკვე ქალი ხარ..
-ათი წელია...ათი წელი არ ყოფილხარ სახლში ძმაო..აი ხედავ ზურა აღარ დაგვხვდა.-უცებ შეეცვალა გოგოს სახე და ცრემლი წამოუვიდა.-ზურა აღარ გვყავს ძმაოოოო….
სხეულის ნაწილი დაკარგა გაბრიელმა იმ წუთას.თითქოს გულის ნახევარი ამოგლიჯეს და სადღაც ჯანდაბაში მოისროლეს.ძმა აღარ ჰყავდა. ამიერიდან მხოლოდ ის და ემა დარჩნენ.ძმა,რომელიც მამის ზურგს უკან ყოველთვის ეხმარებოდა, რომელიც ყოველთვის ნახულობდა, როცა ახერხებდა..
დას ხელი მოხვია და ასე აიარა კიბეები.გზადაგზა სამძიმარს ეუბნებოდნენ.სრულიად უცხო ხალხი ხელს უწვდიდა.ის კი ვერავის სცნობდა.ვერც ნათესავებს. მამის წინ შეჩერდა.სახეზე მიაჩერდა.მოეჩვენა რომ დიდებული ალექსანდრე ფიცხელაური დაბერებულიყო, გატეხილიყო.აღარ ჰქონდა მედიდური შესახედაობა.მისგან გადმოდგმულ ნაბიჯს ელოდა.ის არ დაძრულა ადგილიდან.ჯიუტად მიშტერებოდა კაციც.მერე უცებ მისი სიამაყე სადღაც გაქრა,ადგილიდან დაიძრა და შვილი გულში ძლიერად ჩაიხუტა.ხმა არ ამოუღია.სამაგიეროდ შიგნიდან დედის კივილი მოისმა.
-შენმა სიკვდილმა დამიბრუნა მეორე შვილი შვილოოო...ოღონდაც შენ გაახილე თვალები..ოღონდაც შენ ადექი ახლა და მზად ვარ საერთოდ არ ვნახო.თანახმა ვარ იმ დასაწვავ ამერიკაში სამუდამოდ დარჩეს...ჩემი მონატრებულო შვილოო..ახლაა შენი ძმა მომენატრება სამუდამოდ.- შესტირა გაბრიელს.ვერ გაუძლო ბიჭმა და გარეთ გამოვარდა.სახლის უკან მდებარე ბაღში გავარდა.იქ სადაც ხშირად იმალებოდა ძმასთან ერთად. ცრემლები ვეღარ შეიკავა და უზარმაზარ ხეს შეკრული მუშტი უთავაზა.ფიზიკურმა ტკივილმა სულიერი მაინც ვერ გადაფარა..
ხის ძირში რამდენ ხანს იჯდა არ ახსოვს.უკვე დაბინდდა.ხალხმაც ნელ-ნელა მოსვლა შეწყვიტა. მხოლოდ ნათესავები დარჩნენ. მაგრამ მაინც ბლომად იყვნენ.ამაღამ უკანასკნელ ღამეს ათევდა სახლში ზურა ფიცხელაური..ხვალიდან სამუდამო განსასვენებელში გადაინაცვლებდა…
ეზოდან ქალის ყვირილის ხმა მოესმა.
ვიღაც მამამისის სახელს ყვიროდა…
-ბატონო ალექსანდრე...გარეთ გამოდით..ბატონო ალექსანდრე.. დაცვა ამაოდ ცდილობდა მის დაკავებას.გოგოს ძალა აშკარად ერჩოდა.
-რა ხდება?-აივანზე გადმოდგა კაცი.
-თქვენი ნახვა უნდა ბატონო.-უპასუხა დაცვის უფროსმა
-რა ამბავში ხართ გოგონა?პატივი მაინც ეცით ჩვენს მწუხარებას.-უთხრა ალექსანდრემ და კიბეს ჩაუყვა.თან დაცვას ანიშნა გაუშვითო.როგორც კი გოგონა გაანთავისუფლეს, მაშინვე ჯიბეზე იტაცა ხელი.
-ვინ ხარ?ან აქ რა გინდა?
-მე თამთა მაჩაბელი ვარ..
-აქ როგორ მოხვედი?-მაშინვე დაიქუხა კაცმა,როგორც კი საძულველი გვარი გაიგო.-შენი არაკაცი ძმის დანდობა უნდა მთხოვო ხომ?
-არა,აქ იმითვის მოვედი რომ ვალი დაგიბრუნოთ.-მის ხელებში იარაღმა გაიელვა.დაცვამ მაშინვე შემართა პისტოელეტები და გოგონა ალყაში მოაქციეს.მაგრამ ყველას გასაოცრად მან იარაღი ვინმეს კი არა საკუთარ თავს მიუშვირა.პირდაპირ საფეთქელზე მიიდო.
-რას აკეთებ გოგონა?-დაიბნა ალექსანდრე.
-მოვედი რომ მამაჩემს და ჩემს ოჯახს არ შეეხოთ.სანაცვლოდ ჩემს სიცოცხლეს დავთმობ.-ჩამკეტი გახსნა. -გთხოვთ მათ არაფერი დაუშავოთ. ჩემი საგვარეულოს კაცებს არ შეეხოთ. ძალიან გთხოვთ,გემუდარებით.. თქვენც ხომ მამა ხართ?თქვენც ხომ იცით რას ნიშნავს შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი?ახლა გავისვრი და ამას მამაჩემიც გაიგებს..ისიც იგივეს იგრძნობს რასაც თქვენ…-ტიროდა გოგო,თუმცა გადაწყვეტილებას არ ცვლიდა ალექსანდრეს თხოვნის მიუხედავად.
-ერთ რამეში ნამდვილად გაუმართლა ვახო მაჩაბელს.შენნაირი შვილი რომ ჰყავს.მაგრამ შენ ქალი ხარ.ქალის სიცოცხლე კი ვერაფრით გაათანაბრებს ჩემი ვაჟის სიკვდილს..
-რომ მიცნობდეთ ამას არ იტყოდით.. მაგრამ არაუშავს...არ გამტყუნებთ..
ელდა ეცა გაბრიელს ეზოში მდგარი ქალი რომ დაინახა იარაღით ხელში. ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.ის კი ჯიუტად იმუქრებოდა თავის მოკვლით. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ან რატომ აკეტებდა ამას.ერთადერთი ის იცოდა რომ არ უნდა დაეშვა მისი სიკვდილი.მის ზურგს უკან იდგა და ფრთხილად უახლოვდებოდა.მაშინ მიუსწრო მუქარა რომ დაასრულა და გასროლას აპირებდა.ხელში სწვდა და დაეჯაჯგურა.ხელიდან გამოსტაცა, მაგრამ ინერციით გადავარდნენ ბალახებში.იარაღმა გაისროლა. ჰაერი გაკვეთა და რომელიღაცა ხემ შეაჩერა.მასში დილანდელი თანამგზავრი რომ ამოიცნო ბიჭმა დაიბნა და სწრაფად გაუშვა ხელი. წამოხტა.მერე კარგად აღზრდილმა მანერებმა არ გაუშვა და მასაც დაეხმარა წამოდგომაში.იარაღიც აიღო და ზურგს უკან ჩაიცურა ქამარში.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ჰკითხა მკაცრად.
-ეს შენ არ გეხება.მე და ბატონი ალექსანდრე მოვგვარდებით.ხომ ასეა?-მიუბრუნდა გოგო კაცს.
-რა ხდება აქ?ამიხსენით.-დაიბნა გაბრიელი.მაგრამ მისი და თამთა მაჩაბელის ნაცნობობით ალექსანდრე უფრო იყო დაბნეული.
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-მაგას ახლა მნიშვნელობა აქვს?გოგო ჩვენს სახლში თავს იკლავდა.მე რომ არ დამენახა კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.-იყვირა მოთმინება დაკარგულმა გაბრიელმა.-ამიხსნით რა ხდება?
-არაფერი..არაფერი არ ხდება. არც კი ვიცი რატომ მოვიდა ეს გოგო აქ.
-გავიგე რომ ვიღაცის სიკვდილს ახსენებდა.შენ ვინმეს ემუქრები მამა?
-ისევ იგივეს იწყებ?
-შენ ისევ იგივეს აგრძელებ?-თვალი თვალში გაუყარა შვილმა.
-გოგო სახლში წაიყვანეთ.-თვალი აარიდა და დაცვას მიუბრუნდა ალექსანდრე.
-ხელი არ ახლოთ.-იღრიალა გაბრიელმა,რაც საკმარისი აღმოჩნდა რომ მისთვის ხელი გაეშვათ.-გოგოს მე წავიყვან,ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. გცხვენოდეს მამაჩემო,გცხვენოდეს. შენს ამბიციებს და პირად შურისძიებას რომ გადააყოლე ყველაფერი.
-შენ არაფერი არ იცი.გაჩუმდი. -დაუბრიალა თვალები კაცმა.
-გეყოფათ ორივეს,-აივანზე ნელი იდგა და გააფთრებული იყურებოდა.-მე კიდევ იმის მცხვენია რომ ასეთ დროს მამა-შვილი მაჩაბელის გოგოს უსაფრხოებისთვის კამათობთ. მაგლოვეთ ჩემი შვილი.-მობრუნდა და შიგნით შევიდა ისევ.
-გასაღები მომეცი.-ხელი გაუშალა დაცვის უფროსს.მან ალექსანდრეს შეხედა.-მომეცი ამის დედაც.-ისევ იღრიალა ბიჭმა.თანხმობა მიიღო, ხელი სტაცა გასაღებს,მერე ატირებულ თამთას და მანქანისკენ წააკონწიალა.შავ მერსედესში თითქმის ჩატენა გოგო,ღვედი შეუკრა. მეორე მხრიდან მოუარა და საჭეს მიუჯდა.მხოლოდ ერთხელ შეხედა გოგოს,ისიც მაშინ როცა ღვედს უკრავდა.მისკენ გადაიხარა,ისევ ის სურნელი იგრძნო,მაგრამ თავი ხელში აიყვანა.
-სად ცხოვრობ?-ჰკითხა როცა გზაზე გავიდნენ.არაფერი უპასუხია.
-კარგი მაშინ ვიაროთ ასე უმისამართოთ..
გოგომ მისამრთი უკარნახა.
-ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ მაჩაბელი იქნებოდი..
-რატომ?ასე გძულთ ჩვენი გვარი?
-მე არავინ მძულს..
-მამაშენს სძულს და ესეც საკმარისია..
-მე მამაჩემი არ ვარ…
-მაგრამ მაინც ფიცხელაური ხარ.მე მაჩაბელი და ეს არ შეიცვლება..
-ეგ არა,მაგრამ ადამიანური ურთიერთობების შეცვლა შეიძლება..
-მაშინ წარსული უნდა წაიშალოს,მაშინ ჩემ ძმას შენი ძმა არ უნდა მოეკლა და კიდევ რამდენი რამე ვინ იცის?განა ცოტა შეწირა ჩვენი გვარების სისხლიან დაპირისპირებას?
-და შენ ამის დასასრულებლად იარაღი აიღე ხელში.მართლა გამოსვალი გგონია ?
-მაშინ მამაშენი მამაჩემს მოკლავს.
-არავინ არავის არ მოკლავს..
-ჩემი ძმის საქმე როგორ იქნება?
-მაგას ვერ შეგპირდები რომ დავინდობ,მაგრამ ციხე არ ასცდება.
-ჯერ კიდევ დილით ვერ წარმოვიდგენდი რომ საღამოს მტრებად შევხვდებოდით.
-მე არც შენი მტერი ვარ და არც არავისი..დილით უბრალოდ მწუხარე გოგოს დარდი გავიზიარე.
-ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა.
-იმ ბიძის შვილმა ვისაც მამიდაჩემი უყვარდა?
თამთამ თავი დაუქნია.
-და მაინც ის დიდი სიყვარული არ შედგა.არადა მათზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ.
-ლეგენდა ბაბუაჩემის სულელურმა სიამაყემ შეიწირა.არა მგონია რომელიმე ბედნიერი ყოფილიყო ცალ-ცალკე.
-ბიძაშენი არ ვიცი,მაგრამ მამიდაჩემი ახლაც უბედურია.ქმარი მალევე გარდაეცვალა და მას შემდეგ ჩვენთან დააბრუნა მამამ.ერთი შვილი ჰყავს- გოგონა-ტასო.ჩემი დის ტოლია, ოცდაორი წლისაა.
-სამაგიეროდ ბიძაჩემის ოჯახიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა.ხვალ უკანასკნელი-მარიამიც დაგვტოვებს..- ისევ ამოუშვა ცრემლი თამთამ.
-აუფ..ახლა კიდევ ხვალინდელი დღე… ერთი სასაფლაო,ორი დაკრძალვა. -თავში შემოირტყა გაბრიელმა.
-ჩვენები არაფერს იზავენ.მამამ ბრძანა რომ თქვენს წინაშე სიცოცხლე აქვთ ვალად.
-გპირდები რომ ხვალინდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის.
-ასე რატომ მექცევი?მე ხომ შენი ძმის მკვლელის და ვარ?
-მაგრამ მკვლელი არ ხარ…მოვედით..
-წინ წადი და ღობის ბოლოში გამიჩერე.
-რატომ?
-სახლიდან გამოვიპარე..
კარს გასცდა და ბოლოში გააჩერა. ერთმანეთს შეხედეს თითქოს ერთმანეთის სახის ნაკვთების დამახსოვრებას ცდილობდნენ. თითქოს შინაგანად გრძნობდნენ რომ დაკრძალვის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა.მერე თამთა მანქანიდან გადავიდა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ღობესთან გაჩერდა.სარკეში გახედა ბიჭმა აქედან როგორ უნდა შევიდესო.უცებ გოგომ კედელზე ჩამოშვებული ეგზოტიკური ბალახები გადასწია და მასში გაუჩინრდა.ჩაეცინა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
სახლში სიტუაცია დამშვიდებული დახვდა.მშობლებთან შეხვედრა არ უნდოდა,ჯერ ძმა უნდა ენახა უკანასკნელად.მასთან დამშვიდობება უნდოდა.მთავარი კიბეები აიარა, დარჩენილი ნათესავების შუაში ჩაიარა და ოთახში შევიდა.
-მარტო დამტოვეთ მასთან.-განაცხადა ხმამაღლა.-ჩვენ მერე ვილაპარაკოთ.- მიუბრუნდა მამას.ალექსანდრემ გადახედა ცოლ-შვილს,დას და დანარჩენ ქალებს და ანიშნა გასულიყვნენ.ბოლოს თვითონ გავიდა და კარი გაიხურა.
ჩასასვენებელთან გაჩერდა გაბრიელი.ძმის უსიცოცხლო და გაყინულ სხეულს დახედა,მერე ხელი გადაუსვა თავზე და ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-რა მოხდა ძმაო?როგორ გესროლა? როგორ მოგერია?თუ დაუთმე და არ ესროლე?იმ ქალს დაჰპირდი ხომ ვინც სიგიჟემდე გიყვარდა ძმაო?დაჰპირდი რომ იარაღს აღარ აიღებდი ხელში? ნეტავ მოგესწრო და გაგეცნო ჩვენთვის...ნეტავ მოსწრებოდი შვილის დაბადებას,როგორი ბედნიერი იყავი ეს რომ მითხარი. ნეტავ შემეძლოს და მე ვიყო შენს ადგილას ძმაო.როგორ მინდა. როგორ.
ერთ საათზე მეტი გაატარა მარტო აქ. მერე გამოვიდა და პირდაპირ მამის კაბინეტში შეაჭრა.
-პირდაპირ გეტყვი ხვალ მაჩაბელები გოგოს კრძალავენ და ისინიც იქნებიან სასაფლაოზე..თუ შენ ან შენი ხალხი რამეს მოიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, ვფიცავ იქ მეორე შვილსაც ჩააწვენ. პირდაპირ ზურას საფლავთან დავიჭედებ ტყვიას შუბლში. გასაგებია?-უთხრა მკაცრად და კარი გამოიჯახუნა.პასუხსაც არ დალოდებია.
ზემოდან უყურებდა რა ხდებოდა ეზოშო.მისი ოთახი ყოველთვის ყველაზე ზემოთ იყო და კარგად ჩანდა რაღაცეები.აქ დარჩენა და მამის წინააღმდეგ თუ წავიდოდა საიმედო კაცი სჭირდებოდა.მანამდე კი მიშა გამყრელიძე უნდა ენახა-ის ვინც იმ ღამეს მის ძმასთან იყო.პირადად მისგან უნდა გაეგო დეტალები..
ამ ამბავში რაღაც რიგზე ვერ იყო. ასე მარტივად იმედა მაჩაბელი იარაღს არ ამოიღებდა და არ გაისვრიდა.
მერე თამთას სახე აირეკლა ფანჯარაში.თავი გააქნია რომ მოეშორებინა.ახლავე უნდა დაეღწია ამ საბედისწერო სილამაზისთვის თავი,თორემ აღარასდროს დასრულდებოდა ეს მტრობა.



№1  offline წევრი დარინა

უკვე გაბრიელი შემიყვარდააა, თავისი ხასიათი დაგვანახა და დარწმუნებული ვარ ბოლომდე არ დათმობს თავის პრინციპებს. მომეწონა მიუხედავად ასეთი ტკივილისა საღად რომ აზროვნებს და კაცის მოკვლაზე არ ფიქრობს. არ ვიცი ამ მტრობის და დახაბულობის ფონზე თამთას და გაბრიელის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება მაგრამ იმედია მათი სიყვარულით ამ უაზრო მტრობას დაასრულებენ იქნებ და დამოყვრებით ყველაფერი დასრულდეს, ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს, შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებიი.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
უკვე გაბრიელი შემიყვარდააა, თავისი ხასიათი დაგვანახა და დარწმუნებული ვარ ბოლომდე არ დათმობს თავის პრინციპებს. მომეწონა მიუხედავად ასეთი ტკივილისა საღად რომ აზროვნებს და კაცის მოკვლაზე არ ფიქრობს. არ ვიცი ამ მტრობის და დახაბულობის ფონზე თამთას და გაბრიელის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება მაგრამ იმედია მათი სიყვარულით ამ უაზრო მტრობას დაასრულებენ იქნებ და დამოყვრებით ყველაფერი დასრულდეს, ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს, შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდებიი.

როგორც ყოველთვის პირველი ხარ..მიხარია და მადლობას გიხდი რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ. ვნახოთ რა გამოვა.
პ.ს.შემეშალა და ეს 2 თავია და არა მესამე

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Rogorc chans da etyoba gabrieli da tamta daazaveben ojaxebs daqorwinebit, dzalian mimwons warmatebebi????

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი Mariamimari
Rogorc chans da etyoba gabrieli da tamta daazaveben ojaxebs daqorwinebit, dzalian mimwons warmatebebi????

დიდი მადლიბა

 


№5 სტუმარი სტუმარი La-Na

როგორც ყოველთვის საინტერესო ისტორიას გვთავაზობ შენს მკითხველს ♥️♥️ველი ახალ თავს, დარწმუნებული ვარ შემდეგშიც არანაკლებ დაძაბული თავები გველის, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ შესანიშნავად გაართმევ თავს და ძალიან მაგარი ისტორია გამოვა♥♥♥♥

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

მეცმოგიყვები ერთრამეს მეგუშინ დაბადებისდღემქონდა მაგრადგავერთე მეგობრები მაგრად გავერთეთ მედა ჩემი მეგობრები????????????????????????????????????❤????????????❤????

შენ დიდი მადლობა ამისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent