შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი ( თავი 3, ნაწილი2)


14-01-2020, 23:16
ავტორი Smailiki
ნანახია 1 793

გაშეშებული ვდგავარ კედელთან. ვერც ხმას ვიღებ, ვერც სხვა რაიმეს ვაკეთებ. ის კი მიყურებს, მიყურებს და მაკვირდება. ადამიანი, რომელსაც თასმის შესაკრავად, ასეთი რამ გავუჩალიჩე, ახლა ჩემს წინ დგას.

ნუთუ მიცნო? ნუთუ მიხვდა, რომ მე ვარ? არა. რომ მიმხვდარიყო, ასე ჩუმად არ იქნებოდა ხომ ასეა? "დამშვიდდი მარიამ. ის ვერაფერს მიხვდა. არ ახსოვხარ. არა... არა..."

- გამარჯობა მე ნიკა ვარ. - ბიჭი დგება, ჩემსკენ მოდის და ხელს მიწვდის, მეც ვართმევ ხელს და ვუღიმი.

- მარიამი. - ვამბობ თავაზიანობის გამო ჩახლეჩილი ხმით. ნეტავ საერთოდ არ გაგვეცნო ერთმანეთი.

- მოდი რამე ვითამაშოთ. - ამბობს ლევანი. ყველა მას შევცქერით გაოცებულები.

- რა მოხდა? მართლა. მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ. - ბავშვები ვეწინააღმდეგებით, ბოლოს გვითანხმებს და ჩვენც ვიწყებთ თამაშს.

პირველ ჯერზე მე და გიორგი ამოვდივართ.

- სიმართლე თუ მოქმედება, მარი?- ჰმმ, ცოტა მეშინია მოქმედების, ამიტომაც სიმართლეს ვირჩევ.

- შეყვარებული გყავს? - ნეტა გიორგი ამით რატომ ინტერესდება? თუმცა ვხვდები. ჩემი და ლევანის წყვილი მოსწონს, ალბათ ამიტომ. სანამ ლევანის გამირიგებს აინტერესებს უკვე ხომ არ მყავს ვინმე. ოჰ, რა ეშველება!

- არა, არ მყავს. - ვამბობ და გიორგის გახარებულ მზერას ვაწყდები. შემდეგ ყველას რიგრიგობით ვაკვირდები. ყველა ანალოგიურად იღიმის, მარტო მე და ლევანი ვაცეცებთ თვალებს აქეთ-იქეთ.

ბოთლს კვლავ ვატრიალებ და ლევანი და ნიკა ამოდიან.

- სიმართლე თუ მოქმედება ლევან?

- სიმართლე. - დაუფიქრებლად პასუხობს ლეო.

- კარგი. მაშინ მითხარი, ის მართლა მოგწონს? - ნიკა ჩემზე მიანიშნებს. მე რა სახელი არ მაქვს? როგორ მომმართავს? ნუთუ ჩემი სახელი არ ახსოვს. ან ეს რა კითხვაა? ყველაზე სულელური რამ.

- არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. - ამბობს, ჩემსკენ იხედება და მიღიმის. მეც ანალოგიურად ვუღიმი და ხელს ვუწვდი. ისიც თავის ხელს ისე ურტყავს ჩემსას, მგონია მთელი დედამიწა ხელზე დამეცა.

- კარგი გავაგრძელოთ. - ამბობს ელე და ბოთლს ატრიალებს. ელე და ნიკა ამოდიან.

- სიმართლე - ამბობს ნიკა, ისე რომ ელეს ჯერ კითხვაც არ აქვს დასმული.

- აბა გვითხარი შენ ხომ არ მოგწონს მარი? - თვალს უკრავს და ეშმაკურად იღიმის. ლამისაა მივვარდე და სიფათში მაგრად ვგლიჯო. ამან ძაან გაუფრინა. რეებს კითხულობს? დალაგებული, რომ არ იყო კი ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთი არ მეგონა.

- მეე? - გაიკვირვა ნიკამ. გაიღიმა და მე შემომხედა. - არა, რა თქმა უნდა.

ნიკას სახე ცინიზმმა მოიცვა და ლამისაა ხარხარს დაიწყებს. მეკი მის პასუხზე ვცხარდები.

- ვითომ რას მიწუნებ? - გავიფიქრე ჩემთვის. უფრო სწორად, მე ასე მეგონა. აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა ვფიქრობ.

- ჩემს სტილში არ ჯდები. - მითხრა და დამცინავი ღიმილი მომაბყრო. სიბრაზემ ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი მოიცვა. ვითომ რას მიწუნებს ეს იდიოტი?

- კარგი. - ვპასუხობ. სწერვულად და ბოთლს ვატრიალებ. ამის მერე მას აღარაფრად ვაგდებ და ყურადღებას აღარ ვაქცევ მის არსებობას. საერთოდ აღარ ვუყურებ.

ბოთლი ლევანის და ბექას შორის ჩერდება.

- სიმართლე თუ მოქმედება. - კითხულობს ლევანი და იღიმის.

- სიმართლე. - პასუხობს ბექა და ისიც უღიმის.

- გვითხარი ვინ არის შენთვის ელე?- მაცდურად ამბობს ლევანი.

- ძალიან გაინეტერესბს, არა? ელენე ჩემი ყველაფერია. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩეთვის. მის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის არის ადამიანი, ვის დაკარგვასაც ვერასოდეს გადავიტან. პირველად, რომ დავინახეთ ერთმანეთი მაშინვე მივხვდი, რომ ელეს ჩემი ერქმეოდა...- ამ სიტყვებს, რომ ამბობდა ელეს უყურებდა. რომელიც ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ბექას საუბარს აგრძელებდა, მეკი აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ელეს გახარებულ სახეს და აცრემლიანებულ თვალებს ვუყურებდი.

ბოლოს ერთმანეთს ეხუტებიან. ბექას ელე ხელში აჰყავს და აბზრიალებს. მგონია ფილმში ვარ. პოპკონრიღა მაკლია. უი მართლა საჭმელი. ძალიან მშია. ხელების დასაბანად გავდივარ. ჩემს წასვლას ვერავინ ამჩნევს.

სააბაზანოში შევდივარ და ხელებს ვიბან. ჩემს წინ სარკე კიდია. მეც მასში ვიყურები და ჩემი სახის ყურებით ვირთობ თავს. ხან ვიჭყანები, ხან ვიღიმი, ხან გაოცებულ სახეს ვიღებ და ხან ჩემს თავს დავცინი. ამ დროს ჩახველების ხმას ვგებულობ.

- მარიამ. - ვხედავ კედელზე აყუდებულ ნიკას, რომელიც ჩემს ქმედებაზე იცინის. თანდათანობით ჩემსკენ დგამს ნაბიჯებს. ჩემს სხეულს შიში იპყრობს, რომელიც თანდათან ძლიერდება. სისხლი თავში მიდის და სახეს მიწითლებს. ვგრძნობ უჰაერობას და სიცხეს. ნიკა კი მიახლოვდება და მიახლოვდება. მაჯაში მიჭერს ხელს და კედელზე მაკრავს. შიშისგან თვალებს ვხუჭავ და მაქსიმალურად ვცდილობ მისგან შორს ყოფნას. როგორ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფაქტი.

- მარიამ, თვალები გაახილე. - ამბობს ჩუმი ხმით და ლოყაზე მეხება. ტანში ჟრუანტელი მივლის და თვალებს ვახელ. მის მუქ მწვანე თვალებს ვაწყდები და მათში ვიძირები. კარს უკან ვიღაცის ნაბიჯების ხმა ისმის. ნიკა მშორდება, წყალს უშვებს და ხელებს იბანს.

- მარიამ სად დაიკარგე? - კარში ლევანი შემოდის.

- აქ ვარ, ხელს ვიბანდი. - ვპასუხობ და მის რეაქციას ვაკვირდები. ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ყურადღება ნიკაზე გადააქვს. სახეზე გაურკვევლობა ეტყობა. ბოლოს ამბობს, რომ თამაშის გაგრძელებას აპირებენ და ჩვენც გველოდებიან. მე და ლევანი ბავშვებთან ვბრუნდებით.

- ელე უკვე გვიანია წავიდეთ რა? - ვეხვეწებისავით ელენეს, და მის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები. საათზე იხედება და შემდეგ თავს მიკრავს. უკვე თერთმეტი საათი ხდება, ამიტომ ბავშვებს ვემშვიდობებით და ელესთან ავდივართ.

******

ლოგინებს ვშლით და დასაწოლად ვემზადებით. ელეს დედ-მამა თერთმეტ საათზე მოვიდნენ. ასე, რომ ვერ გაიგეს დრო, როცა ჩვენ სახლში მოვედით.
დატუქსვას გადავურჩით.

საწოლში ვწვებით და ელეს წამებში ეძინება. მე კი ფიქრების სამყაროში ვეშვები.

რა მოხდება თუ გამიხსენა? იქნებ გახსენება არც სჭირდება და ვახსოვარ კიდეც? ან სააბაზანოში რის გაკეთებას აპირებდა? რატომ გამომყვა, როცა ხელების დასაბანად წავედი? ნუთუ ჩხუბს აპირებდა? თუ ასეა რატომ თავიდანვე არ მეჩხუბა? რატომ მოიკატუნებდა თავს თითქოს არასოდეს ვუნახივარ? იქნებ ეგონა, რომ ლეოს მოვეწონე. შეიძლება ამიტომ არ უნდოდა ყველაფრის გამომჟღავნება. შეიძლება მართლა ასე იყოს? უკვე აღარაფერი ვიცი.

ლამისაა თავი ამიფეთქდეს. ამდენი კითხვა არასდროს გამჩენია, არც ასეთი შეშინებული ვყოფილვარ. ნუთუ შურისძიებას აპირებს? იქნებ ამისთვის ამედევნა?

ნუთუ ცუდი ადამიანი ვგონივარ? ნუთუ მართლა ასე ფიქრობს? სულელი ხარ მარიამ. რომც ახსოვდე, რატომ ფიქრობ, რომ შენზე რაიმეს იფიქრებს? რატომ გგონია დროს შენზე შურის საძიებლად დახარჯავს? მორჩა მასზე აღარ იფიქრებ, მარიამ. უბრალოდ ეცდები აღარასოდეს ნახო და მორჩება შენი სულელური თავგადასავალი.

*****

ისე მოვიდა შაბათ-კვირა, რომ არც ბექა მინახავს და არც მისი საძმაკავოს წევრები. ელემ რამდენჯერმე მთხოვა ბავშვების სანახავად წავყოლოდი, მაგრამ რაღაცები მოვიმიზეზე და უარი ვუთხარი. არ შემეძლო ნიკას ნახვა.

კვირას საღამოს შვიდ საათზე მე და ლიზი სკოლაში მოწყობილ წვეულებაზე წავედით.

ჩემი და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ულამასეზი მწვანე კაბა მის მწვანე თვალებს კიდევ უფრო ალამაზებს. თმა გაშლილი აქვს, საგულდაგულოდ დახვეული.

მე ავარჩიე ღია ვარდისფერი კაბა მუხლს ზემოთ, რომლის ზურგიც ამოჭრილია. ნუ მე მომწონს, სხვისი არვიცი.

ვჩქარობთ მისვლას და მალე შევდივართ სკოლის იმ ნაწილში, სადაც წვეულება ეწყობა. აქაურობა არ გავს იმ სკოლას, რომელიც მე მახსოვს. კედლები ლამაზად არის მორთული, მრგვალი მაგიდებიც დაუდგამთ, თანამედროვე სტილის შთაბეჟდილებას ტოვებს ეს ყველაფერი და ტკბილეული და სასმელები ლამაზად არის დაწყობილი. ალკოჰოლიც არის, რაც ერთგვარად მიკვირს. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სკოლის წვეულებაა?!

მე და ლიზი ქეთოს ვეძებთ და მასთან მივდივართ.

- ქეთო, როგორ ხარ? - ვეკითხებით მე და ლიზი ერთად.

- კარგად თქვენ? - მოკლედ გვპასუხობს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. "მგონი ვიცი ვისაც ეძებ ქალბატონო". ჩემს ფიქრებზე მეცინება. უეცრად კარის იღება, იქით ვიხედები და უსიმპატიურეს ნიკას ვაწყდები. მისი ულამაზესი მწვანე თვალები ჩემსკენ იხედება მე კი თვალებს ვარიდებ. ყველა მას აშტერდება. მთელს სკოლას მოსწონს. ძალიან სიმპატიურია. ვაიმე ეს მე ვთქი? დარბაზს თვალი მოვავლე, მაინტრრესებდა ვინ იყო მოსული და ვინ არა.

- იცი, გიორგი ჯერ არ მოსულა. - ვუთხარი ქეთოს და სიცილი დავიწყე. ლიზიმ კლასელი დაინახა და იქით გაეშურა. ნიკა კი ჩემი მხედველობის არეალიდან გაუჩინარდა. იმედია ვერ ვნახავ.

- რაა? ვინ გიორგი? მაგას რატომ მეუბნები ვერ ვხვდები- მატყუებს თავის ჭკუით ქეთო.

- კარგი, კარგი. - ვეუბნები და გიორგის ვწერ "ამდენი ხანი სად ხარ-თქო." ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთად გავიზარდეთ. საუკეთესო ძმაკაცია.

მალე გიორგის ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ისიც გვხედავს და აქეთ მოემართება. იდიოტი! ქეთოს ასეთ რამეს რატომ უკეთებს. ნუთუ ვერ ხვდება მის გრძნობებზე, რომ თამაშობს?

- გამარჯობა. როგორ ხართ? გაიცანით ეს ნიაა. - ამბობს გაღიმებული სახით. ვხედავ, როგორ წყინს ქეთოს. ცოტაც და ცრემლები წასკდება.

- გამარჯობა და ნახვამდის. - ამბობს ქეთო ღიმილიანი სახით და იქაურობას ტოვებს. მეც მას მივყვები. გიორგისთან ახლოს მივდივარ და ვეჩურჩულები:

- მეგონა ქეთო მოგწონდა.

ქეთო გარეთ გადის, მეც მას მივყვები. ის სკამზე ჯდება და გაქვავებული აშტერდება ერთ ადგილს. მასზე ძალიან ვღელავ. გვერდზე ვუჯდები და ძლიერად ვეხუტები. ქეთო ტირილს იწყებს. წამიერად ჩერდება, ტრასისკენ მიდის და ტაქსს აჩერებს.

- გთხოვ არ გამომყვე, მარტო ყოფნა მინდა. სახლში წავალ და დავისვენებ. კარგი?- მეოუბნება, მანქანაში ჯდება და იქაურობას ტოვებს.

ცუდად ვხდები. სული მეხუთება. სიბრაზე მთელს ჩემს სხეულს ეუფლება და მომხდარის გაანალიზებას ძლივს ვახერხებ. უკან ვბრუნდები და გიორგის ძებნას ვიწყებ.

ცეკვავს ვაჟბატონი აუღელვებლად. საცეკვაო ადგილისკენ მივემართები და ხალხის ბრბოში გავლას ვცდილობ. გიორგისთან მივდივარ და მხარზე ხელს ნაზად ვარტყავ, ისიც ჩემსკენ იხედება.

- უნდა ვილაპარაკოთ. - ვეუბნები დაჟინებული ტონით.

- ვერ ხედავ მე და ნია ვცეკვავთ?

- ნია მოიცდის - კბილებში ვცრი და გიორგი მიმყავს. ერთ-ერთ ოთახში შევდივართ, რომელიც ცარიელია.

- შენ სულ გაგიჟდი? რას აკეთებ? საერთოდ ვერ ხვდები როგორ ტკენ გულს შენს საყვარელ ადამიანებს?-
ვეუბნები მის პასუხს ველოდები. მეგონა დაიბნევა და მიხვდება დანაშაულს-თქო, მაგრამ არა.

- ნუ სულელობ, მარი. არავისაც არ ვტკენ გულს. და საერთოდ რა შენი საქმეა რას გავაკეთებ? რა შენი საქმეა ვისთან ერთად ან სად ვივლი? ან რატომ ფიქრობ, რომ ვინმეს გულს ვტკენ. - მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გიორგიმ პირველად მიყვირა. პირველად ვჩხუბობთ ასე სერიოზულად. ეს ფაქტი მკლავს, გულს მიღრღნის და თავს არარაობად მაგრძნობინებს. საშინელებაა, როცა შენთვის საყვარელი ადამიანი ასეთ რაიმეს გეუბნება.

- ანუ ფიქრობ რომ ჩემი საქმე არაა? - ვეკითხები და თვალბში ვუყურებ ის თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

- მაშინ მშვიდობით სამუდამოდ. - გიორგის თვალები უფართოვდება. ჩემგან ესათ რამეს არ მოელოდა. დაბნეული დგამს ნაბიჯებს უკან უკან. ბოლოს ტრიალდება და ოთახიდან გადის.

ყელში ბურთულა მეჩხირება. სუნთქვა მიხშირდება და თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის. კედელს ვეყრდნობი, რომ არ დავეცე, მაგრამ ესეც არ მშველის. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და კუთხეში ვიკუზები. თავს არარაობად ვგრძნობ. ჭუჭყად. სულელურ სათამაშოდ, რომელიც ახლახანს მიაგდეს. თურმე რამდენად უმნიშვნელო ვყოფილვარ გიორგისთვის.

ცრემლებს ვიწმენდ და ფეხზე ვდგები.

- განანებ შენს სიტყვებს ბატონო გიორგი. ნახავ როგორია ჩემი შურისძიება. - ვამბომ და იქაურობას ვტოვებ.

მრგვალ მაგიდას ვუახლოვდები, რომელიღაც სასმელს ვიღებ და ბოლომდე ვსვამ. ყელში საშინელ სიმწარეს ვგრძნობ. რაღაც ტკბილეულს ვჭამ და ეს სიმწარეც თითქოს ქრება. კიდევ ვიმეორებ ამას რამდენჯერმე და მალე თავბრუს ხვევას ვგრძნობ.

იქვე სკამზე ვჯდები და თვალებით ჩემი დის ძებნას ვიწყებ. მალევე ვხედავ ლიზის და ლევანის. ერთად ცეკვავენ. რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვზივარ და ვფიქრობ მომხდარზე. ბოლოს ფეხზე ვდგები. ვიცი სიმთვრალე ხელს შემიშლის, მაგრამ ლიზისთან უნდა მივიდე, რომ ერთად წავიდეთ. აღარ მინდა აქ გაჩერება, სახლში მინდა!

ლევანისკენ და ლიზისკენ მივდივარ. თითქმის უკვე მისული ვარ, როდესაც მაჯაში ტკივილს ვგრძნობ. ვიღაც ძლიერად მჭიდებს ხელს და სადღაც მივყავარ. მის სახეს ვერ ვხედავ. არ ვეწინააღმდეგები და მივყვები. ამის ძალაც კი აღარ შემწევს.

მალევე შევდივართ ბნელ ოთახში. ვგრძნობ სიცივეს ზურგზე. ამ ვიღაცამ თურმე კედელს მიმანარცხა. რომელი ველურია ნეტავ? ვეკითხები ჩემ თავს და სწორედ მაშინ ვხედავ ჩემს წინ მგომ ნიკას. იმაზეც კი ვერ ვფიქრობ რის გაკეთებას აპირებს.

- რა ჯანდაბა გინდა ნიკა? - ვუყვირი მას. ფხიზელ მდგომარეობაში ამას ვერ შევძლებდი. მაგრამ ახლა ყველაფერი "ფეხებზე ".

- მე კი არა შენ რა ჯანდაბას აკეთებ? შენი და შენი შეყვარებულის საუბარი გავიგონე. ისე კი მაგრად მიგაგდო. ახლა კი ცდილობ ლევანის და იმ გოგოს ურთიერთობა გააფუჭო. - მიყვირის და ხელს უარესად მიჭერს. ტკივილისგან სახე მემანჭება.

- რა შეყვარებული ხოარ უბერავ? ან ვინ გოგოზე მელაპარაკები? ან რა ურთიერთობის გაფუჭება?
   - ვერ ხვდები? - ამბობს დამცინავი ხმით და ცინიზმით გაჯერებული სახით.

- კარგი, აგიხსნი. შენი შეყვარებული, რომელსაც დღეს ამ ოთახში ეჩხუბე. გოგო, რომელთან ერთადაც ახლა ლევანია . და ურთიერთობა, რომლელიც მათ შორისაა. სულ რამდენიმე წამის წინ, მე, რომ არ შემეჩერებინე არც კი ვიცი რას გააკეთებდი. - ახლა ვხვდები რაზეც საუბრობს. ფანტაზიის უნარი აქვს მაღალგანვითარებული.

- შეყვარებული არმყავს. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, - თვალიდან ცრემლი წამომივიდა, გავიცინე,რომ მისი "ნათესაობა" მაინც შემეკავებინა. ეს მშველის ხოლმე.

- ის გოგო კი ლევანისთან ერთად, რომ არის ჩემი დაა. და საერთოდ რატომ გიხსნი ამ ყველაფერს?- ვამბობ და წასვლა ვცდილობ, თუმცა მისი ხელები უკან მაბრუნებს, წელზე თავისუფალ ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ჩვენს შორის დისტანცია ქრება. ის კი ამ მანძილს კიდევ უფრო ამცირებს და ჩემს ტუჩებს ეწაფება. რაღაც არაბუნებრივად სასიამოვნოს ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის. ისე მცხელა, თითქოს სხეულზე ცეცხლი მეკიდება. წინააღმდეგობის სურვილი ქრება. კოცნაში მეც ვყვები და სრულიად სხვა სამყაროში ვხვდები ნიკასთან ერთად.

რამდენიმე წამში მიმდინარე პროცესს ვაანალიზებ და ნიკასგან გათავისუფლებას ვცდილობ. თუმცა ის არ მეშვება და კოცნას აგრძელებს. მკერდზე ხელებს ვადებ და მთელი ძალით ვაწვები, მაგრამ არაფერი გამომდის. ის ჩემზე ბევრად ძლიერია. მხოლოდ ერთი გზა მრჩება, მეც ამას ვანხორციელებ და ნიკას ტუჩზე ვკბენ. შეცბუნებული ბიჭი მშორდება და ტუჩზე ხელს ისვამს. მეც დროს ვიყენებ და იქაურობას ვშორდები. "მარიამ, ამდენი რატომ დალიე? ნასვამი, რომ
არ ყოფილიყავი ასეთი რამ არ მოხდებოდა."- ვფიქრობ ჩემთვის.

გარეთ გავდივარ და იმ სკამზე ვჯდები, სადაც მე და ქეთო ვისხედით. ემოციებით გადატვირთულს ტირილის თავიც არ მაქვს. რა ხდება ჩემს თავს? გიორგი დავკარგე. ქეთო განადგურებულია. ჩემ დას რაღაც ურთიერთობა აქვს ლევანისთან. მე კი რაღაც გაუგებარი მაკავშირებს ნიკასთან. დღეს პირველად ვაკოცე ბიჭს და ეს იმაზე მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება სულ რაღაც ერთ დღეში. ყველაფერი ნადგურდება ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მახარებს ლიზის ამბავია, ლევანი მართლა კარგი ბიჭია. შეეფერებიან ერთმანეთს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

მაგრამ დანარჩენი. ყველაფერი თავდაყირაა. ნიკა. გიორგი და ქეთო. ეს სამი საკითხი არ მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას.

*****

ცოტა ხანში ვფხიზლდები. ლიზის ვპოულობ და მასთან ერთად ვბრუნდები სახლში. კიდევ კარგი არც ნიკა მინახავს და არც გიორგი.მაგრამ მათი ნახვა არ ამცდება, ხვალ ხომ სკოლაა.

დედას თავს ვარიდებ და ჩემს ოთახში შევდივარ. არ მინდა მიხვდეს, რომ ნასვამი ვარ.

დაღლილს ფიქრის თავიც არ მაქვს. თავს ვდებ ბალიშზე და მაშინვე სიზმრების სამყაროში ვეშვები.


*****
დილით რვა საათზე მეღვიძება და საშინელ ტკივილს ვგრძნობ თავის არეში. საწოლზე ვჯდები და ვიხსენებ გუშინდელს. გიორგის საქციელი, გულგატეხილი ქეთო, ალკოჰოლური სასმელი და მთვრალი მე. ბოლოს კი, ნიკა და ჩემი პირველი კოცნა.

ფიქრებს ვიშორებ და ახლაღა ვხვდები, რომ ვიღიმი და თან თითით ვეხები ჩემს ტუჩს. ასე ძალიან რატომ იმოქმედა ამ კოცნამ ჩემზე? არა და ზუსტად ვიცი, რომ აქამდე ნიკას მიმართ მხოლოდ შიშს განვიცდიდი და არ მეგონა, რომ ის... ის... ასეთ რამეს ჩაიდენდა. და საერთოდ ეს რატომ გააკეთა? ან ახლა რა ურთიერთობა გვაქვს? არანაირი ურთიერთობა, მარიამ. ორივე მთვრალები იყავით და ამის გამო შეცდომა დაუშვით. უნდა დაივიწყო ნიკა და საერთოდ ყველაფერი მის შესახებ.

საწოლიდან ვდგები და მომზადებას ვიწყებ. მუქ ლურჯ მოტკეცილ ჯინსს და აგურისფერ სვიტერს ვიცმევ. ეს ორი ერთმანეთს მართლა ძალიან უხდება.

ჩანთას ვალაგებ და ჩემ დასთან ერთად მივდივარ სკოლისკენ.

- ლიზი ლევანის კარგად იცნობ? - დიდი ხნის დუმილს ვარღვევ და პასუხის მოლოდინში ლამისაა მოვკვდე. ჩემი და დაიბნა. გაოცებული სახით შემომხედა, ალბათ იფიქრა "ამან საიდან იცისო".

- არა ლევანის კარგად არ ვიცნობ. გუშინ გავიცანი. არ მეგონა შენც თუ იცნობდი. - მპასუხობს გულახდილად.

- კი. ვიცნობ. საყვარელი ბიჭია. მეგობრები ვართ. ისე სიმართლე, რომ გითხრა უხდებით ერთმანეთს. - ლიზიმ მკვლელი სახით შემომხედა.

- არა, არა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ - ისე შეიცხადა დარწმუნებული ვარ სიმართლეს ამბობს, ან უბრალოდ მე ვარ ბრმა.

- კარგი. - გავუღიმე და გზას გავხედე.

- შენ საიდან იცნობ ლევანის ან ნიკას. - რაო? ნიკაო? მაგრამ ამან საიდან იცის?

- მე არ მითქვამს რომ ნიკას ვიცნობ. - ვამბობ და თვალს ვუკრავ.

- ხო შენ არ გითქვამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცი. დავინახე როგორ გამოხვედი რომელიღაც ოთახიდან, და ცოტა ხანში ისიც გამოვიდა. თან შენსკენ იხედებოდა და ამიტომ ვიფიქრე... - ამბობს ნიშნისმოგებით და იცინის. აი ახლა შენ დაგერხა მარიამ. რატომ დაიწყე საერთოდ საუბარი? ენისთვის კბილის დაჭერა ვერ ისწავლე. ხოდა ამიტომ ითხრი სამარეს საკუთარი ხელით.

- ლევანის ვიცნობ, ნიკას არა. და შენც არასწორ დასკვნებს აკეთებ.- ვამბობ და ისიც იჯერებს ჩემს ნათქვამს.

უკვე სკოლაში მივედით, ამიტომ კითხვების კორეანტელის დასმას ლიზი ვეღარ ასწრებს. ვდგავ თუ არა ფეხს მეოთხე სართულზე, მაშინვე გიირგის მზერას ვაწყდები. მიღიმის და ჩემსკენ მოდის. მეც მისკენ მივდივარ და როდესაც უკვე ერთმანეთთან ახლოს ვხვდებით, გვერდს ვუვლი ისე, რომ სახეში არც კი ვუყურებ.

კლასში შევდივარ და ელეს გვერდით ვიკავებ ადგილს. არაფერს ვუყვები არც ქეთოზე, არც გიოზე და მით უმეტეს არც ნიკაზე.

- მარი, დღეს ბექასთან ვართ დაპატიჟებული. ბიჭებმა ვიღაც უნდა გაგვაცნონ. - მეჩურჩულება ელე. ცოტა დამაინტრიგებელია. ნეტა ვის გაცნობას აპირებენ ჩვენთვის?

- ვინ? - ინტერესს ვერ ვმალავ. ვიზეა საუბარი ძალიან მაინტერესებს.

- ჯერ მეც არ ვიცი. საღამოს გავიგებთ ყველაფერს.

- მე ვერ წამოვალ რაღაც ცუდად ვარ. - ვიმიზეზებ რაღაც სისულელეს. არ მინდა ნიკას ნახვა.

- საღამომდე გამოჯანმრთელდები. გთხოვ რა უნდა წამოხვიდე. გთხოვ რა. გთხოვ.- მეხვეწება და მეც ვთანხმდები.

დასვენებაზე ქეთოსთან მივდივარ, ისე ვერ გავძლებ, აუცილებლად უნდა ვნახო. გზაში ჩემს მეგობარ ეკას ვხვდები.

- გამარჯობაა, როგორ ხარ ეკუნა? - ვეკითხები და ვუღიმი.

- კარგად შენ? - ისიც ანალოგიურად იქცევა. ამ დროს ნიკა მიდის სადღაც და ჩემთან ახლოს ჩავლა უწევს. როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, მიღიმის, თვალებს მარიდებს და თავის გზაზე მიდის. ტუჩი გაწითლებული აქვს. ჩემი გუშინდელი ნამოქმედარია. ვერ ვიტყვი არ უხდება თქო. ნუ მე მომწონს. რაღაცნაირად უხდება ნაიარევი, უფრო სიმპატიურს ხდის.

"იქნებ სულ სხვა მიზეზის გამო მოგწონს." - ჩამძახის ჩემი მეორე მე.

" მაგალითად? " - ვეკითხები მას.

" მაგალითად იმიტომ, რომ შენი ნამოქმედარია, შენი ნიშანი აქვს ტუჩზე." - უკვე ნერვებს მიშლის საკუთარი თავიც კი.

- ჰეი იმ ბიჭს იცნობ? - ჩემს მეორე მესთან ჩხუბს მაწყვეტინებს ეკა.

- კი ეკუნა ვიცნობ. - ვამბობ და ვხედავ მის გახარებულ სახეს.

- აუ, გამაცანი რა? - რაო? მომესმა მგონი. მეტი საქმე არ მაქვს ნიკა გაგაცნო.

- იცი... კარგად არ ვიცნობ. ხოდა არამგონია შევძლო, თუმცა მაინც დავფიქრდები.

"ჯანდაბა რატომ უნდა მისი გაცნობა" - ვეკითხები ჩემს თავს.

" ერთი ეს მითხარი, შენ რატომ უთხარი უარი ნიკას გაცნობაზე. ალბათ, იმიტომ, რომ იმ ბიჭის მიმართ რაღაცას გრძნობ." ეს ხმა ჩემი მეორე მე რომ არ იყოს, უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა.
ჩემი ნერვების მომშლელი ხმა დავაიგნორე და ქეთოსკენ გავეშურე.

- ქეთო, როგორ ხარ? - ვეკითხები სევდიანი ხმით, მასზე ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი როგორ გადაიტანს მომხდარს.

- კარგად. შენ? - ამბობს ხალისიანი ხმით და და მიღიმის.

- აამ... კარგად - ცოტა ვიბნევი. არ მოველოდი მისგან ასეთ ქცევას.

- რა გჭირს ასე რატომ იქცევი? - ვეკითხები რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.

- როგორ ვიქცევი? - უკან მიბრუნებს კითხვას და ისე მიყურებს თითქოს მართლა ვერ ხვდებოდეს რას ვეკითხები.

- ქეთო, გთხოვ ასე ნუ იქცევი. მე მაინც ნუ მატყუებ. ვინმეს თუ არ გაუზიარებ შენს ტკივილს ბოლოს მოგიღებს. - მას თვალები უწყლიანდება და სწორედ მაშინ ირეკება ზარი. ქეთოს კლასიდან გამოვდივარ და ჩემი კლასისკენ მივდივარ. ბევრი სიარული არ მიწევს, რადგან ორი ოთახის გვერდზეა ჩემი საკლასო ოთახი.

უკან ვიხედები და ვხედავ ნიკას, რომელიც თავისი კლასისკენ მიდის. ჩემს მსგავსად აგვიანებს გაკვეთილზე. ისიც მხედავს, ამიტომ თავს წინ ვაბრუნებ და გზას ვაგრძელებ.

კარისკენ მიმაქვს ხელი გასაღებად, მაგრამ ვიღაც მაჯაში მჭიდებს ხელს და თავისკენ მატრიალებს.

- უნდა ვილაპარაკოთ. - გიორგი ყოფილა.

- შენთან სალაპარაკო არ მაქვს. - ვეუბნები და წამოსვლას ვაპირებ, მაგრამ ის არ მიშვებს.

- მომისმინე ნია ჩემი ნათესავია. - მის სიტყვებზე პირი ღია მრჩება. უეჭველი მეღადავება.

- მართლა. უბრალოდ მინდოდა ქეთოს ეეჭვიანა, რომ მის გრძნობებში დავრწმუნებულიყავი. შენთანაც არ მინდოდა ჩხუბი, უბრალოდ ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავე. ხომ იცი ფხიზელი ამას არ ვიზამდი. გთხოვ მაპატიე რა.-
გიორგის სიტყვების გაგონებაზე ბედნიერების მოზღვავებას ვგრძნობ და მას ვეხუტები.

- მიპატიებია. - ვეჩურჩულები.

- ახლა ერთი თხოვნა მაქ. ქეთოსთან, რომ მივიდე არ დამელაპარაკება. ამიტომ შენ უნდა დამეხმარო. როგორ არ ვიცი. - მეუბნება შეწუხებული ხმით.

- კარგი რამეს მოვიფიქრებ. - ვამბობ და კლასში შევდივარ.

******

გაკვეთილები სწრაფად გადის. ელეს ვემშვიდობები და კლასიდან გავდივარ. ქეთოს ვხედავ კიბეებისკენ მიდის, იქ კი გიორგია და მგონი მას ელოდება.

ქეთო ჩემს წინ მიდის. მალე ვუახლოვდებით კიბეებს. ძალით ვიღაც უცნობს ვეჯახები და გამოვრბივარ. ის უცნობი ქეთოს ეჯახება, ქეთო კი გიორგის. "იეს, გეგმა შესრულებულია". მესამე სართულზე ჩამოვდივარ და ველოდები, როდის ჩამოვლენ. მინდა შერიგება მივულოცო. მალე ვხედავ ქეთოს, რომელიც დაბლა მიდის. მას უკან მოსდევს გიორგი. ის მხედავს და ჩემსკენ მოდის.

- კარგი გეგმა იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. - მითხრა და სათქმელი აღარ დაასრულა. შეწუხებული ხმა აქვს.

ცნობისმოყვარეობასაც კი არ მიკმაყოფილებს ეს ბიჭი. ასე მოკლედ ამ ამბის მოყოლა შეიძლება?

- მოყევი რა მოხდა.

- არაფერი. ბოდიში მომიხადა და უკვე მოდიოდა, მაგრამ დავიჭირე და არ ვუშვებდი. ამაზე გაბრაზდა, ჩხუბი დაიწყო. ხელი გამაშვებინა და წავიდა. - ამ ბიჭებს სულ არ აქვთ მოვლენების კარგად აღწერის ნიჭი.

- კარგი. მაშინ... იქნებ დღეს ააკითხო. ექვსამდე მარტო იქნება სახლში. ზუსტად ვიცი. ხო და მიდი და დაელაპარაკე. ახლა კი წავედი. მოგწერ და დავგეგმოთ, როგორ უნდა მოიქცე.

გარეთ გამოვედი და ქუჩას გავუყევი.

მართლა ვერ ვხვდები რა საჭირო იყო გიორგის მხრიდან ასეთი საქციელი. რატომ აეჭვიანა ქეთო? ეკითხა ჩემთვის და ვეტყოდი უყვარხართქო. მაგრამ არა. საქმე უნდა გაართულოს მაინც და მაინც.

ძალიან მაინტერესებს ეკას რა ჯანდაბა უნდა ნიკასგან. ალბათ მასაც მოსწონს. მასაც თქო, რომ ვამბობ ჩემს თავ არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. უბრალოდ სკოლაში ყველა გოგო მასზე საუბრობს. ნიკა ძალიან პოპულარული გახდა. ეს ფაქტი არც მიკვირს. სიმპატიურია, ბევრისთვის მიუწვდომელი და სასურველია. მარიამ, გამოფხიზლდი. რას ამბობ ან რაზე ფიქრობ თუ ხვდები?

ეს თემა გონებიდან ამოვიგდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიქრი შევწყვიტე.

რატომ მაკოცა ნიკამ? თანაც მახსოვს თქვა ჩემს სტილში არ ჯდებიო. მაშინ რა ჯანდაბა ეტაკა? ან დღეს რატომ არ მომიახლოვდა? ნუთუ უკვე დაიწყო თავისი შურის ძიება? ნუთუ უბრალოდ თამაშია ეს ყველაფერი? აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ხომ შეიძლება არც კი ვახსოვდე? უკვე აღარაფერი აღარ ვიცი.

უეცრად სიგნალის ხმა მესმის, გაუცნობიერებლად ვხტრბი შიშისგან, უკან ვიხედები და ნიკას ვხედავ, რომელიც მანქანაში ზის და მიყურებს.

- ჩაჯექი წაგიყვან - მის ხმაში ბრძანება უფრო იხატება, ვიდრე თხოვნა. ეს ფაქტი კი ნერვებს მიშლის. მე მისი თოჯინა კი არ ვარ მის ჭკუაზე, რომ ვიარო.

- არა იყოს მალე მივალ. ხუთ-ათ წუთში იქ ვიქნები. აღარ შეგაწუხებ. - ვუთხარი და გზა განვაგრძე.

მანქანა მე მომყვებოდა. არც მისწრებდა და არც უკან რჩებოდა, ამას ჩრდილის საშუალებით ვარჩევდი.

- ჰეი მოდი დაჯექი. თუ იმ კოცნის გამო გიტყდება. არაფერია დაიკიდე. მე მომბაძე. - ნიკასკენ ვიხედები და მის ღიმილიან სახეს ვაწყდები.

ნუთუ მართლა არაფერს ნიშნავს მისთვის ეს კოცნა? ნუთუ მართლა ფეხებზე კიდია? ან საერთოდაც რატომ მმთავაზობს სახლამდე მიცილებას? ვერაფერს ვხვდები. კვლავ კითხვის ნიშნებია ყველგან.

- ნუ გეშინია არ შეგჭამ, მოდი, ჩაჯექი. - არ ვიცი რატომ, მაგრამ მას ვუჯერებ და მანქანაში ვუჯდები. მალევე ვიკავებ მის გვერდზე ადგილს. ის ჩემსკენ იხედება, შემდეგ კი მიახლოვდება. ვერ ვხვდები რის გაკეთებას აპირებს. მისი სახე მილიმეტრებითაა დაშორებული ჩემსას, ცოტა ხნით თვალებში მიყურებს და მაშტერდება. შემდეგ ყურადღება ტუჩზე გადააქვს და თითს მადებს ზუსტად იმ ადგილზე სადაც ნაიარევი დაუმატებს.

- ძალიან ყოჩაღი ხარ - იცინის და ტუჩიდან ხელს მაშორებს, რემენს ხელს კიდებს და სწრაფად მიკეთებს.

- რას გულისხმობ? - ვეკითხები გაუბედავად, თითქოს ვერ ვხვდებოდე, რომ თავის ტუჩზე მიმანიშნებს.

ჩემს შეკითხვაზე იცინის. ის რა მე დამცინის? ამაზე ვბრაზდები და პირდაპირ ვახლი:
- ნუ დამცინი !

- კარგი, კარგი ვჩუმდები. უბრალოდ სასაცილოდ იდებილებ თავს - მიყურებს და ისევ იღიმის.

- უკვე დებილიც გამომიყვანა. - ვამბობ ჩუმად.

- რა თქვი?

- ღირსი იყავი- თქო.

- საინტერესოა რატომ? - ისე მეკითხება თითქოს არ ახსოვდეს გუშინდელი საღამო. მაგრამ გამახსენდა ის კოცნა დაიკიდა და დაივიწყა, ალბათ ამიტომ.

- ახლა შენ იდებილებ თავს. - ვუყურებ და ვიცინი. აბა როგორია როცა დაგცინიან?

- ნუ დამცინი. - მეუბნება ჩვეული ხმით. მანქანას ძრავს და მივდივართ.

გზაში ჩუმად ვსხედვართ. მინდა საუბარი დავიწყო, მაგრამ რაზე ან როგორ არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ მაინც წამკბენს რამეზე, ამიტომ ნერვების აშლას ისევ სიჩუმე მირჩევნია.

ათ წუთში მივედით ჩემს კორპუსთან. კარების გაღებას ვაპირებდი, თუმცა უეცრად ჩაკეტა და ჩემი მანქანიდან გადასვლა ცოტა ხნით გადაიდო.

- ათ წუთში აპირებდი აქ მოსვლას არა? - მეუბნება დამცინავი ხმით და თვალებში მიყურებს.

- ჰმმ... სირბილს ვაპირებდი. - ვთქვი და სიცილი დავიწყე. ისიც სიცილში ამყვა. ძალიან მომწონს ასეთი ნიკა, ძალიან საყვარელია. რამდენიმე წუთში, როდესაც სიცილი შევწყვიტე დავინახე გიროგი, რომელიც ჩემი კორპუსის წინ იდგა.

- ამას აქ რა უნდა? - ვთქვი და გაოცებული მივაშტერდი გიორგის.

- ჯანდაბა, მართლა რა უნდა აქ? - ამბობს ნიკა. მის ხმაში გაოცება იგრძნობა.

- ღმერთო. ამ ბავშვს მაგრად აკლია. ახლა ვხვდები რაც უნდა. ჩემი მეზობელი მოსწონს თუ უყვარს და მასთან მოვიდა. - ნიკას გავხედე, დიდი ინტერესით მისმენდა.

- კარები გააღე. - ვუთხარი, მანაც დამიჯერა და კარები გამიღო. გარეთ გავედი. უკვე კარებს ვკეტავდი, როცა ნიკას ხმა გავიგე.

- დამშვიდობებას არ აპირებ? - მეკითხება ნიკა. მისკენ გავიხედე ცინიკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე. მეც თავს ვეღარ ვიკავებ და ვიღიმი.

- კარგად. - ვამბობ და მანქანას ვშორდები. ნიკაც მალევე მიდის, მე კი გიორგის ვუახლოვდები.

- აბა რა ხდება? - ვეკითხები, ის კი ჩემი ხმის გაგონებაზე ოდნავ ხტება და ხელი გულისკენ მიაქვს.

- შემაშინე, მარი. რა უნდა ხდებოდეს. ქეთოსთან ვიყავი, კარს არ მიღებს არადა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სახლშია.

- კარგი შეეშვი დაველაპარაკები. ახლა შენც წადი. სხვა დროისთვის უნდა გადადო შერიგება. - გიორგი ხვნეშის და უემოციო სახით ტოვებს იქაურობას.

*****

ქეთოს კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. მალევე იღება კარი და ქეთოს ვხედავ.

- შემოდი. - მას ვუჯერებ და შიგნით შევდივარ.

- რატომ არ შემოუშვი? - ვეკითხები და დივანზე ვჯდები.

- შენ რა იცი? ნახე? - მეკითხება გაოცებული.

- კი. ახლახანს წავიდა.

- რაა? ამდენი ხანია აქ არის, დაბლა? - მეკითხება და გაფართოებული თვალებით მიყურრბს.

- რამდენი ხანი? - ვკითხულობ დაინტერესებით. ნუთუ დიდი ხანია რაც გიორგი აქ მოვიდა.

- რა ვიცი აბა. ათ წუთზე მეტი იქნება გასული მას შემდეგ რაც წავიდა. - თავი დახარა და უღონოდ დაჯდა სკამზე.

- რატომ არ შემოუშვი? არ გაინტერესებდა რას გეტყოდა?

- არ მინდა მასთან საუბარი და ამიტომ არ შემოვუშვი. ვიცი რასაც იტყვის თავის მართლებას დაიწყებს. აღარ მინდა მისი დანახვაც კი. აჯობებს დავივიწყო. დღეს ისეთი რამ მოხდა... შემთხვევით დავეჯახე და...

- ვიცი, ვიცი. - ვაწყვეტინებ წინადადებას. აღარ შემიძლია ამის კიდევ ერთხელ მოსმენა.

- საიდან? - ოუ ჯანდაბა. რატომ არ ფიქრობ მარიამ? ახლა რა უნდა უპასუხო.

- ჰმმ.. გიორგიმ მომიყვა. - ვეუბნები. მართალია მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არც ტყუილი არაა. აბა ხომ არ ვეტყოდი მე გავაჩალიჩე-თქო.

- მომისმინე ვიცი შორიდან როგორც ჩანს ეს ყველაფერი. ვიცი, ფიქრობ, რომ გიორგის რაღაც სულელური ახსნა აქვს. ნუ ნაწილობრივ ასეც არის. რომ გაიგო სიმართლე დარწმუნებული ვარ აპატიებ. უბრალოდ დაფიქრდი კარგი? - ვამბობ და სავარძლიდან ვდგები.

- ისე მელაპარაკები თითქოს რაღაც იცი. და მითხარი რა. გთხოვ.

- ქეთო. მართლა ვიცი ისეთი რამ რაც ახლა დაგეხმარებოდა. მაგრამ ვთვლი ეს ჩემგან არ უნდა გაიგო. გიორგი აგიხსნის ყველაფერს. არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო კარგი? - ქეთო თავს მიქნევს, მე კი გარეთ გავდივარ და ჩემი ბინისკენ მივდივარ.

ვიცი ძალიან ცუდი ვარ, რომ ახლავე არ ვეუბნები ქეთოს ყველაფერს. თუმცა ვფიქრობ, სჯობს ისწავლონ თავიანთი პრობლემების მოგვარება. ბევრჯერ ექნებათ გაუგებრობა ურთიერთობაში და არ მინდა ყოველთვის ვიღაცის დახმარება დასჭირდეთ. სჯობს თავადვე მოაგვარონ პრობლემა და გამოასწორონ ურთიერთობა.

იმედია ქეთო მაპატიებს. ალბათ ახლა ძალიან გაბრაზებულია ჩემზე. მაგრამ ასე სჯობს.

კარს ვაღებ და დედასთან მივდივარ.

- დე, როგორ ხარ? - ვეკითხები და ლოყაზე ვკოცნი.

- კარგად შენ როგორ ხარ მარიამ?

- კარგად ვიქნებოდი პროექტი,რომ არ მქონდეს ხვალისთვის გასაკეთებელი.

- მერე არ აპირებ გაკეთებას?

- კი, როგორ არა, დღეს შვიდისთვის ელესთან წავალ და ერთად გავაკეთებთ.

- ასე გვიან რატომ? - დედას უყვარს ჩამჭრელი კითხვების დასმა, ახლაც ანალოგიურად იქცევა.

- მანამდე ელეს არ ცალია, თან მეც მოვრჩები მეცადინეობას. წავალ დავიწყებ. - ვეუბნები დედას და ოთახში ავდივარ.

*****

ჯერ ელესთან მივდივარ. შემდეგ იქედან პირდაპირ ნიკას სახლისკენ ვიღებთ გეზს. მეგონა ისევ ბექასთან მივდიოდით, მაგრამ არა.

ელეს ჩვეულებრივ ლამაზად აცვია. შავი ფერის ჯინსი, მოკლე თეთრი ტოპი და აგრეთვე თეთრი კედები. მე უფრო მცივანა ვარ, აქედან გამომდინარე უფრო სქლად მაცვია. მუქი ლურჯი ჯინსი, შავი ბათინკები და ყვითელი ნაქსოვი მაიკა, ტოპის სტილში.

მალე მივდივართ დანიშნულების ადგილზე. თურმე ჩემი სახლიდან არც ისე შორსაა ნიკას სახლი. ზარს ვრეკავთ. კარი იღება და ვხედავ ნიკას ლამაზ სილუეტს: მწვანე თვალები, რომელიც მე მიმზერენ, მუქი ფერის მოკლე თმა. მას მოკლე მკლავიანი ნაცრისფერი მაისური აცვია, ამიტომ წამიერად ჩემს ყურადღებას მისი დაკუნთული მკლავები იქცევს.

ნიკა არც კი გვესალმება. კარებს ღიას ტოვებს და მიდის. ელე შიგნით შედის, მე კარებს ვკეტავ და მას მივყვები.

ოთახში ვიხედები, სადაც ბავშვები არიან და... ჯანდაბა. სულ მე როგორ უნდა მემართებოდეს ასეთი რამ? აი თურმე ვინ ყოფილა ადამიანი, რომლის გაცნობასაც ჩვენთვის აპირებდნენ...


__________
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ვინ აღმოჩნდება ის ადამიანი ვის გაცნობასაც მარიამისთვის აპირებენ ბიჭები?
შეიძლება ზოგიერთ სიტყვაში ასობია არეული, თუ ასეა ბოდიშს გიხდით.
მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი რეაქცია ამ მოთხრობის მიმართ.comment & like pleas.
ჩემო მკითხველებო ვეცდები ახალი თავი მალე ავტვირთო❤❤❤❤
მიყვარხართ ძალიან!❤❤



№1  offline წევრი Smailiki

ნაწილი 2ის მაგივრად უნდა იყოს ნაწილო1. შემეშალა (ამისთვის კი ბოდიშს გიხდით)

 


№2 სტუმარი ჯეინ

ძალიან მომეწონა გთხოვ გააგრძელე????????????

აუუ ძალიან საინტერესოა იმედია გააგრძელებ

 


№3  offline წევრი Smailiki

ჯეინ
ძალიან მომეწონა გთხოვ გააგრძელე????????????

აუუ ძალიან საინტერესოა იმედია გააგრძელებ

კიი გავაგრძელებ. მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

ჯეინ
ძალიან მომეწონა გთხოვ გააგრძელე????????????

აუუ ძალიან საინტერესოა იმედია გააგრძელებ

შენი აზრით ვინ არის ის ადამიანი ვინც ახლა ბიჭებმა უნდა გააცნონ მარის და ელეს? მაინტერესებს ვინ გამოიცნობს❤???? გთხოვ შენც დააფიქსირე შენი აზრი.

 


№4 სტუმარი ნიცა

გამარჯობა.???? შენი წერის მანერა ძაან მომწონს ძაან კარგად წერ არვიცი კიდე რა გითხრა მართლა ძაან მოვიხიბლე ამ მოთხრობით შეიძლება ითქავს რო შემიყვარდა კიდეც თავისი პერსონაჟებიანად. ????????❤❤❤❤❤ აე განაგრძე არ ინანებ❤❤????❤❤❤❤❤❤❤❤????????????????????????????????????????????❣????????????????????????????????????????

 


№5  offline წევრი Smailiki

ნიცა
გამარჯობა.???? შენი წერის მანერა ძაან მომწონს ძაან კარგად წერ არვიცი კიდე რა გითხრა მართლა ძაან მოვიხიბლე ამ მოთხრობით შეიძლება ითქავს რო შემიყვარდა კიდეც თავისი პერსონაჟებიანად. ????????❤❤❤❤❤ აე განაგრძე არ ინანებ❤❤????❤❤❤❤❤❤❤❤????????????????????????????????????????????❣????????????????????????????????????????

მადლობა, მადლობა, მადლობაა❤❤❤ დიდი მადლობა შსნი აზრის დაფიქსირებისთვის. მკითხველის აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს❤❤ ახლა ის მაინტერესებს შენგან თუ ვის გაცნობას აპირებენ ბიჭები მაროსთვის და ელესთვის.
( ეს მოთხრობა მეც ძალიან მიყვარს, პერსონაჟები ხო მითუმეტეს)????????

 


№6 სტუმარი სტუმარი სალომეა

ძანნ მაგარია და მალ მალე დადე ხოლმე ❤️

 


№7  offline წევრი Smailiki

სტუმარი სალომეა
ძანნ მაგარია და მალ მალე დადე ხოლმე ❤️

ვეცდებიი ❤❤ ჯერ დაწერილიც არ მაქვს ამიტომ, გამიჭირდება, თუმცა ვეცდებიიი????????❤❤ ძალიან მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

 


№8 სტუმარი ნიცა

Smailiki
ნიცა
გამარჯობა.???? შენი წერის მანერა ძაან მომწონს ძაან კარგად წერ არვიცი კიდე რა გითხრა მართლა ძაან მოვიხიბლე ამ მოთხრობით შეიძლება ითქავს რო შემიყვარდა კიდეც თავისი პერსონაჟებიანად. ????????❤❤❤❤❤ აე განაგრძე არ ინანებ❤❤????❤❤❤❤❤❤❤❤????????????????????????????????????????????❣????????????????????????????????????????

მადლობა, მადლობა, მადლობაა❤❤❤ დიდი მადლობა შსნი აზრის დაფიქსირებისთვის. მკითხველის აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს❤❤ ახლა ის მაინტერესებს შენგან თუ ვის გაცნობას აპირებენ ბიჭები მაროსთვის და ელესთვის.
( ეს მოთხრობა მეც ძალიან მიყვარს, პერსონაჟები ხო მითუმეტეს)????????

აუ არ ვიცი ალბათ ვინმე ნაცნობის ????????

 


№9  offline წევრი secretgirl

როდის დადებ?ძაან მომეწონა! ძალიან მაინტერესებს ვისი გაცნობა უნდოდათ! ზუსტი დრო მაინტერესებს გეხვეწები!ძალიან კარგად წერ!შენი ისტორიების წაკითხვისას ვიღებ დიდ სიამოვნებას,ძალზედ საინტერესოა!შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ რეალობაში ვერ ვბრუნდები!მთელი საღამო შენს მოთხრობაზე ვფიქრობდი!მაინტერესებს ის ბავშვები რას აკეთებდნენ ოთახში და ვინ უნდა გააცნონ!მაინტერესებს მარიამის და ნიკას ისტორია როგორ განვითარდება!გამოუტყდება მარიამი თავის გრძნობებში ნიკას?ან ნიკა ხომ უპასუხებს სიყვარულით?მინდა ეს პერსონაჟები უფრო კარგად გავიცნო! ისე ვკითხულობ როგორც წიგნს!ეს ისტორიები აუცილებლად წიგნის სახით უნდა წარმოადგინონ და იმ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ!!

 


№10  offline წევრი Smailiki

secretgirl
როდის დადებ?ძაან მომეწონა! ძალიან მაინტერესებს ვისი გაცნობა უნდოდათ! ზუსტი დრო მაინტერესებს გეხვეწები!ძალიან კარგად წერ!შენი ისტორიების წაკითხვისას ვიღებ დიდ სიამოვნებას,ძალზედ საინტერესოა!შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ რეალობაში ვერ ვბრუნდები!მთელი საღამო შენს მოთხრობაზე ვფიქრობდი!მაინტერესებს ის ბავშვები რას აკეთებდნენ ოთახში და ვინ უნდა გააცნონ!მაინტერესებს მარიამის და ნიკას ისტორია როგორ განვითარდება!გამოუტყდება მარიამი თავის გრძნობებში ნიკას?ან ნიკა ხომ უპასუხებს სიყვარულით?მინდა ეს პერსონაჟები უფრო კარგად გავიცნო! ისე ვკითხულობ როგორც წიგნს!ეს ისტორიები აუცილებლად წიგნის სახით უნდა წარმოადგინონ და იმ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ!!


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა❤❤❤ შემდეგი თავი ბაზაში უკვე ავტვირთე. გადამოწმების შგემდეგ დაიდება. ეგ როდის მოხდება არვიცი მეც 3 საათია ველოდები ❤❤❤
რაც შეეხება შენს კომენტარს, მიხარია, რომ ასე ფიქრობ. მიხარია, რომ მოგწონს და არვიცი რაღა ვთქვა❤❤ ამ მოთხრობის წერა მახალისებს და ამაზე მეტად შედეგების მოსმენა მახარებს, ყველა არ წერს თავის აზრს, თუმცა შენ ეს გააკეთე და ძალიან გამახარე. ❤❤❤ რაც უფრო მეტი ადამიანი კითხულობს და წერს კომენტარს მით უფრო მინდა, რომ სწრაფად დავწერო და ავტვირთო❤❤❤

 


№11  offline წევრი S.მეგი

აი ინტრიგაა❤
მაგარიიყო თან ვრცელიც იყო
ველოდები შემდეგს მაინტერესებს ნიკას და მარიამის სიყვარული როგორ განვითარდება
ეჭვიანი ნიკა მაგარია ❤ ნეტა მარიამი როგორი იქნება?❤
გელოდებიი

 


№12  offline წევრი Smailiki

S.მეგი
აი ინტრიგაა❤
მაგარიიყო თან ვრცელიც იყო
ველოდები შემდეგს მაინტერესებს ნიკას და მარიამის სიყვარული როგორ განვითარდება
ეჭვიანი ნიკა მაგარია ❤ ნეტა მარიამი როგორი იქნება?❤
გელოდებიი


მეც უკვე დიდი ხანია ველოდები. უკვე 12 საათი გავიდა რაც ბაზაში ახალი თავი ავტვირთე. მაგრამ ჯერ უნდა შემოწმდეს. ეგ როდია მოხდებ არავიციი.
რაც შეეხება შენს კომენტარს, ძალიან მიხარია თუ მოგეწონა❤❤ ვეცდები ინტრიგა ინტრიგად დარჩეს და მოთხრობა მოსაწყენი არ გახდეს❤❤❤ ოჰ ჯერ წინ არის ყველაფერი ნიკას და მარიამის ცხოვრებაში❤❤❤ იმედია მალე აიტვირთება შემდეგი თავი და შენც დაიავენებ და მეც :ddddd ❤❤

 


№13 სტუმარი ეკა

ძალიან მაგარი თავი იყო. აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც მარის უნდა გააცნობს.
ერთი შენიშვნა მაქვს. ეკა რო არ იყოს ცუდი პერსონაჟის არ შეიძლება?????????

 


№14  offline წევრი Smailiki

ეკა
ძალიან მაგარი თავი იყო. აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც მარის უნდა გააცნობს.
ერთი შენიშვნა მაქვს. ეკა რო არ იყოს ცუდი პერსონაჟის არ შეიძლება?????????


მადლობა შეფასებისთვიის❤❤❤ ეკა უკვე ჩასმული მყავს და სამწუხაროდ ვერ შევცვლი.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent